შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟის ზღვარზე (8 თავი)


31-05-2020, 01:12
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 745

ნატა ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებული იყო, ზუსტად იცოდა რომ ავარიაში შემთხვევით არ მოყოლილან, დარწმუნებული იყო რომ მია ბექამ გაიტაცა, დარწმუნებული იყო რომ ეს შემთხვევითი ავარია არ იყო, მხოლოდ ნატა ხვდებოდა სიმართლეს და გული ძალიან სტკიოდა, რადგან მია ცხოვრებას ინგრევდა თავისი სისუსტეების გამო...
-ჯანდაბა-გეგამ შენიშნა თუარა ბექას მამა სახე აელეწა
-იცოდე ჩემს ბიჭს თუ რამე მოუვა გაგანადგურებთ-მუქარით მიუახლოვდა თემო გეგას -გესმის ჩემი
-დაწყნარდით-გეგა ძალიან მშვიდი იყო-ასე არ შეიძლება
-დარწმუნებული ვარ რომ თქვენმა შვილმა ჩაიდინა ეს-იყვირა გაცოფებულმა თემომ-ბექას სულ ვეუბნებოდი რომ თქვენისთანა ფულზე მონადირეებთან საქმე არ დაეჭირა
-ზედმეტი მოგდით ბატონო გუბერნატორო-მწყობრიდან გამოვიდა გეგა -იქ ჩემი შვილიც წევს- ხელი საოპერაციოსკენ გაიშვირა
-თქვენს გოგოს ბექა არ უყვარს, სახეზე აწერია რომ აიძულებთ ჩემს შბილს გაყვეს, ამიტომ მივედით აქამდე-კვლავ ყვიროდა თემო
-კარგი გეყოფა-ცოლი მკლავზე დაებღაუჭა
-შენ აქეზებდი-თემო ცოლს ეცა ახლა-მაკა შენ აგიჟებდი თუ გიყვარს შენი უნდა გახდესო შენ არ ეუბნებიდი? თუ გიყვარს ყველაფერი გააკეთეო
-თემო ნუ გიჟდები-ქალს ამაყად ეჭირა თავი-ბავშვები უბრალოდ ავარიაში მოყვნენ შემთხვევით
-შემთხვევით-ჩაილაპარაკა თემომ-ეს არაა შემთხვევითობა გასაგებია?-დაუყვირა ყურთან ახლოს ცოლს და იქაურობას გაშორდა გაავებული კაცი.
ნატას გაუხარდა კიდეც რომ მისგარდა ვიღაც სხვაც მიხვდა რა ხდებოდა რეალურად ამ ორს შორის, მაგრამ ეშინოდა იმის მიას რა ბედი ეწეოდა, ეს კაცი საკმაოდ საშიში იყო მათთვის, მითუმეტეს მიასთვის
-შენი აზრით მართლა მიამ მოახდინა ავარია?-გეგამ მარინას შეხედა
-სისულელეა, მაგ სულელს სად აქ მაგის გამბედაობა
-მეც არ მგონია-ჩაერია ნანა -მია ასეთ რამეს ვერ ჩაიდენდა
-ჩაიდიანა ჩაიდინა-იყვირა ნატამ -იმიტომ რომ სძულს ბექა
-მიკეტე-ლაშა დას ეცა -მოკეტე გესმის? უბრალოდ მოკეტე-დაუსისინა ყურში
-რა ადამიანები ხართ საერთოდ-ნატამ იკივლა და აივანზე გავარდა რომ თვალში აღარ მოხვედროდა ეს აუტანელი ადამინები, რომელნიც ყველასა და ყველაფერზე წინ საკუთარ თავს აყენებდნენ და ნტერეს.
მიას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, ტვინის შერყევა მიიღო, ნეკნი ქონდა გატეხილი ორ ადგილას, ხელი ქონდა მოტეხილი და დაჟეჟილობები აღენიშნებოდა, აი ბექას მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.
-როგორც ჩანს საჭეს დაარტყა თავი-თქვა სათვალიანმა ექიმმა-რამაც გამოიწვია თავის ტვინის დაზიანება, ახლა უგონო მდგომარეობაშია, ვიმედოვნებთ რომ მდგომარეობიდან შეასაძლებელია გამოვიდეს თუ რამე არ გართულდა, მაგრამ იმის იმედს ვერ მოგცემთ რომ დღეს ან ხვალ გონს მოვა და ყველაფერი კარგად იქნება... უნდა დაველოდოთ- ექიმი წავიდა, თემო იქვე ჩაიკეცა, ხოლო მაკას ცრემლები წასკდა
-ჯანდბა-გეგამ ხელით შუბლი მოისრისა და დაზაფრული ოჯხის წევრები იქაურობას მოაშორა, არ უნდოდა თვალში შესჩხეროდა გაავებულ გუბერნატორს. მიას ნახვის უფლება მხოლოდ დილით მისცეს ოჯახს, გეგა არ შეუშვა ლაშამ
-მამა ახლა ნუ ნახავ არ გაანერვიულო სუსტადაა, თავსაც ვერ შეიკავებ და...
-კარგი კარგი-ხელები ასწია -მაგის დროც მოვა -მუქარით ქვა და იქაურობას გაეცალა.
პალატაში ნანა და ნატა შევიდნენ, მათ დანახაზე მიას ცრემლები გადმოსცვივდა
-ნუ ტირი შენი ნერვიულობა არ შეიძლება -ნატა დას მიუახლოვდა და თმაზე მოეფერა
-ბაქა როგორაა? -ახედა დას ცრემლიანი თვალებით
-კარგად იქნება-ნატამ შუბლზე აკოცა
-არ მინდოდა ასე მომხდარიყო მაგრამ სხვა გამოსავალი არ დამოტოვეს
-რაა?- ნატა გაოცდა და ყველაფერი მოაყოლა დას დეტალებში
-მია რატომ თქვი მაშგავყვებიო?-ნანა გაბრაზდა-რატომ თქვი ქორწილი დააჩქარეთო? თუ იმდენად გძულს რომ ასეთი რამ გაბედე?-ნანა გაბრაზდა-ასე არ შეიძლება მია, შენ მათი ბედით თამაშობ გესმის? ჯერ იმედი მიეცი, გაათამამე ბექა, როცა ხელი წაგავლო და წაგიყვანა მერე მიხვდი რას ნიშნავს იყო მასთან ვინც არ გიყვარს და ამიტომ ასეთი ნაბიჯი გადადგი, კინაღამ მოკვდი და ის ბიჭიც შეიწირე
-არმინდოდ ასე...-მია ატირდა და საიტყვა დედამ გააწყვეტინა
-მაგრამ მოხდა! იცოდი რომ მოხდებოდა! და მაინც თანახმა იყავი მის ცოლობაზე, თანხმობა თქვი იმ ბიჭის ცილობაზე ვინც ისე გძულს რომ სასიკვდილოდ გაიმეტე და თავადაც შეეწირე ლამის ამ ამბავს
-უარი რომ მეთქვა მომცემდით ამის უფლებას?-მია გაბრაზდა -გეკითხები? შეძლებდი ჩემს დაცვას?- მიამ იკივლა
-რადღეში ხარ-ლაშამ შეაღო კარი -კიდე ბევრს რო ტლიკინებს-მიას მიუახლოვდა -ყველაფერი რაც მოხდა შენი ბრალია გასაგებია?
-გასაგებია-მიას ხმა ჩაუწყდა-გადით აქედან-უყვირა და ზურგი შეაქცია მათ
-მია-ნატამ თმაზე ჩამოუსვა ხელი
-გთხოვ გადით-მიას ცრემლები გადმოსცვივდა
-დედა ასე როგორ ექცევი?-ნატა დედას დაუდგა წინ -იმას ლაპარაკობ რასაც გეგა იტყოდა გინების გარეშე ოღონდ
-შენ ნუ ერევი-ნანამ ხმა აიმაღლა
-ხმის აწევისთვის გამბედაობა მხოლოდ ჩვენთან გყოფნის-ნატამ იმდენად უტიფრად მიახალა დედას ეს სიტყვები რომ ნანა თავზე კონტროლი დაკარგა და სახეში გაარტყა ნატას
-დედა-მია ფეხზე წამოვარდა -გაგიჟდი?
-შე შხამიანო-ლაშამ ნატას დაუსისინა ყურში და დედა გაიყვანა პალატიდან
-დაწექი-ნატას არ სეუხედია მიასთვის ისს მიმართა
-გეყოფა გესმის?-იყვირა მიამ და თავზე წამოადგა დას-გეყოფა ჩემი დაცვა საკმარისია, შემეშვი შენ საქმეს მიხედე, გესმის? თავი დამანებე, ახლა კი გადი-კარი გააღო და დაელოდა ნატა როდის გავიდოდა
-ინანებ-ნატა დას გაუსწორდა და თვალებში ჩააცქერდა
-გადი-მია არ აყვა მის პროვოკაციას და როცა ნატა გავიდა მშვიდად დახურა კარი, იქვე ჩაიკეცა და იაქმდე ტიროდა სანამ ექთანი არ შევიდა და არ დააწვინა, შემდეგ კი დამამვიდებელი არ გაუკეთა.
-მასთან არცერთი არ შეუშვათ-გაბრაზებულმა ექიმმა ექთანი მიიყვანა მიას ოჯახთან და ხმამღლა გამოაცხადა
-რას ნიშნავს ეს?-მარიანა წამოენათო
-ის რომ სანამ პაციენტი არ გამოჯანმრთელდება და გაეწერება არცერთს არ შეგიშვებთ მასთან
-რა თავხედობაა?-მარინა თვალებში უყურებდა ექიმს
-თქვენი ახლობლების ვიზიტის მერე გოგონას მდგომარეობა გართულდა და თან ეს თავადვე მოისურვა
-თავხედი-ჩაიდუდინა მარინამ და საავადმყოფოდან გავიდა, ნატას მიუახლოვდა, რომელიც სკამზე იჯდა იზოში და ტიროდა- რა მოაწყვეთ ამისთანა-კმაყოფილების ღიმილი ვერ დაფარა
-მეცოდები-ნატა ადგა და და ბებიას უარესი ირონიით მიახალა
-იცოდე მაგ შხამიან ენას ამოგაცლი-მარინამ მკლავზე წაავლო ხელი
-შენ გგავარ ბებია, უნდა გიხაროდეს-ნატამ გაუცინა ირონიულად
-მომშორდი-მარინამ ხელი გაუშვა და ნანა მიუახლოვდა
-შემეშვით-ნანამ ხმის ამოღების უფლება არ მისცა დედამთილს და პირდაპირ მანქანისკენ წავიდა, მარინამ გეგას ახედა, მან მხრები აიჩეჩა და ისიც მანქანისკენ გაემართა. შინ ყველა გაღიზიანებული დაბრუნდა, ნატა ოთახში შეიკეტა, საწოლზე პირქვე დაემხო და ატირდა. ნანა სააბაზანოში შეიკეტა და იქ ტიროდა, თავს ვერ პატიობდა რომ ნატას დაარტყა, მარინა კმაყოფილი იყო მათი ტანჯვით, ის საზრდოობდა ტკივილით და ზიზღით.
-ლაშა მიდი რა რესტორანში წადი-გეგა საძინებელში შეუვარდა შვილს, ლაშამ უმალ გათიშა ტელეფონი
-რახდება?-ლაშა ადგა საწოლიდან
-თემო მისულა ძმაკაცებით და ლეწავს თურმე იქაურობას
-და ამას ასე მშვიდა მეუბნები?-გაბრაზდდა ლაშა
-აბა რა ვქნა? მივიდე და თავყბა დავუნგრიო? ხოიცი ძალა აქ და მერე აღარ მოგვასვენებს
-მე რა გავაკეთო?
-უბრალოდ მიდი, არაფერი გააკეთო საერთოდ
-კარგი-ლაშამ ააცალა მანქანის გასაღები ხელიდან და გავარდა, რესტორანში ფაქტიურად ყველა სკამი და მაგიდა დალეწილი დახვა ლაშას
-უკვე წავიდნენ?
-კიი-უთხრა აფოიაქებულმა მენეჯერმა
-მარტო იყო?
-არა ძმაკაცების ეხმარებონენ
-დიდხანს იყო?
-იქამდე სანამ დარბაზში ყველაფერი არ დალეწა
-მარტო აქ დალეწა?
-კი
-კარგი, მიდი მიხედეთ და კრინტი არ დაძრათ, ლაშა იქვე ჩამოჯდა დანით დასერილ სავარძელში და ტელეფონი ამოიღო, თამუნას სოც ქსელის თვალიერება განაგრძო, კარგახანს ათვალიერებდა და როცა ისევ პროფილის ფოტოს დაუბრუნდა შოკი მიიღო, თამუნას შეეცვა ამ წამებში ფოტო, ახალ ფოტოში ვიღაც ბიჭთან ერთა იდგა ელჩაკიდებული თან ისე რომ აშკარად ჩანდა მათ ხელზე ნიშნობის ბეჭდები. ლაშა ადგილზე გაქვავადა, გაიყინა, სული გაეყინა, დაყურებდა და ვერაფერს ხედავდა, გონს მაშინ მოვიდა როცა მენეჯერი წამოადგა და რაღაც კითხა, ლაშამ ინსტიქტურად ახედა მას და არეული თვალებით მიაჩერდა, მენეჯერი ისე აიბნა კითხვა ვეღარ გაუმეორა, ლაშა დიდხანს უყურებდა, მერე ტელეფონს დახედა, სურათი გახსნა და წაიკითხა როგორ ულოცავდნენ თამუნას იმას რომ დაინიშნა, როცა გააცნობიერა ყველაფერი ფეხზე წამოვარდა გაავებული ტელეფონი დაახეთქა ძირს, შეშინებული თანამშრომლები მას მიაჩერდნან, ლაშა გაგიჟებული აქეთ იქით აწყდებოდა ,, არა არა ეს სიმართლე არ იქნება ჯანდანა ჯანდაბა" ღრიალებდა ბოლო ხმაზე გააფთრებული და ახლა ლაშა დაერია ჭურჭელს ყველაფერი ძირს გადმოყარა რაც დასამტვრევი დარჩათ არბაზში თემოს და მის ძმაკაცებს, შევარდა სამზარეულოში და იქ მოყვა ყველაფრის ლეწვა მტვრევას, ისეთი გაგიჟებულჯ იყო რომ ვერავინ გაბედა გაკარებოდა მითუმეტეს შეეჩარებინა, მენეჯერი ტუალეტში შეიკეტა და გეგას დაურეკა
-ახლავე მოდით, ლაშა გაგიჟდა, ყველაფერს ლეწავს, ტელეფონში რაღაც ნახა და...
-კარგი მოვდივარ, თქვენ თავი დაანებეთ-გეგა გამოვარდა სახლიდან, მეზობელს შეეჭრა და წაყვანა სთხოვა, მდიდარ მეზობელს რათქმაუნდა უარი არ უთხრა ვეკომ და მაშინვე თავი ანება თავის საქმეს და გეგა წააბრძანა რესტორანში, სანამ გეგა მივიდა ლაშა მანქანით წავიდა და რთქმაუნდა მისი ასავლდასავალი არავინ იცოდა. გვიანობამდე ალაგებდნენ რესტორანს, გეგაც ისევე მუშაობდა როგორც თანამშრომლები, რომ ლაშაზე ფიქრში გული არ გასკდომოდა და ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. მარინამ დაურეკა
-სად ხარ აქამდე? ან ლაშა სად აგდია იცი? რატომ არ იბარებთ სად დაეთრევით?
-შემეში შენი თავი არ მაქ
-არ გათიშო საქმე მაქ
-ნუ დამღალე თქვი რა გინდა
-მაგ დარტყმულმა იცის რომ თამინა დაინიშნა?
-ვინ თამუნა ქალო რა თამუნა-უტვირა გაღზიანებულმა გეგამ
-ვინ და შენს კრეტინ შვილს რომ უყვარს
-რაა? -ჩაყვირა გეგამ და გუთიშა -ჯანდაბა უნდა წავიდე-უყვირა მენეჯერს და გამოვარდა ქუჩაში. ყველა ლაშას ძმაკაც ხელახლა დაურეკა, სთხოვა დახმარებოდნენ მის ძებნაში რადგან საქმე იმაზე სერიოზული იყო ვიდრე აგონა. იმ დღეს მიას სანახავად არავინ მივიდა, არც სწყენია, ასეც ერჩია, ახლა მშვიდად შეეძლო გადაეწყვიტა როგორ ემოქმედა, მითუმეტეს რომ პოლიციამ დაკითხა და მათთან პრობლემა მოეხსნა, გაუჭირდა ტყუილის თქმა მაგრამ იძულებული იყო ეთქვა რომ ეს შემთხვევით მოხდა... მაგრამ სინდისი მოსვენების უფლებას არაძლევდა, მითუმეტეს ხვდებოდა რომ ბექას მდგომარეობა მძიმე იყო, რადგან არავინ ეუბნებოდა მის მდგომარეობას. ფიქრისგან თავატკიებულს თვალები მიელულა და დამფრთხალმა გაახილა როცა პალატის კარი უხეშად მიჯახუნდა
-დიდი ხანია ამ მომენტს ველოდი-გაისმა თემოს ჩავარდნილი ხმა, მია შეკრთა და დაიძაბა
-რა გინდათ ჩემგან?
-შენ ჩემი ბიჭის ცოლი გახდები-თვალებანთებული თემო მიუახლოვდა მიას და თვალებში ჩააცქერდა
-არ გავხდები-ასლუკუმდა მია, მაგრამ წამით თვალები არ დაუხრია ჯიბრით უყურებდა მის შავ სფეროებს ამაყად
-გახდები და თან ძალიან მალე, ცხოვრებას კი ჯოჯოხეთად გიქცევთ, მანამდეც და მერეც
-ავადმყოფები ხართ? რა გინდათ ჩემგან-მია მწყობრიდან გამოვიდა
-მოგარჯულებთ შენც და მთელ შენ ოჯახსაც
-თქვენ თქვენს შვილზე შეშლილი ხართ-უყვირა მიამ
-მოემზადე ხვალიდან ჯოჯოხეთში გაიღვიძებ რძალო-მიახალა კაცმა და გავიდა. მია მიხვდა რომ არ ხუმრობდა ეს კაცი და ძალიან დაიძაბა, ბრაზისგან ხელი მომუშტა და მოტეხილ ხელს დახედა, აქეთ-იქით გადიგამოდიოდა და არ იცოდა რა მოემოქმედებინა, ბოლოს ვეღარ გაუძლო და გავიდა მიმღებში ტელეფინი სთხოვა ექთანს, მან მაშინვე გაუწოდა
-შეიძლება პალატიდან დავრეკო და დაგიბრუნებთ მაშინვე
-კი არაა პრობლემა -გაუღიმა ქალმა, მიამ მადლობა გადაუხადა და მაშინვე პალატაში შევარდს და მარინას დაურეკა
-გისმენთ
-ბებია ნატა დამალაპარაკე ახლავე
-რა მოხდა მია?
-ჩქარა
-სულ გაგიჟდით ყველანი-აბუზღუნდა და ადგა საწოლიდან, ნატა გააღვიძა და შეაჩეჩა ტელეფონი -შენი დამთხვეული დაა
-რააა?- გაოცდა ნატა, თვალები მოიფშვნიტა და ტელეფონი გამოართვა
-ნატა
-მია რა ხდება?
-ბექას მამა მომივარდა და დამემუქრა
-რაა?- ნატა წამოხტა საწოლიდან
-დამემუქრა-ატირდა მია
-კარგი დამშვიდდი, ხვალ მოვალ და მოვიფიქროთ როგორ მოვიქცეთ
-მაპატიე
-არაუშავს ვიცი რა სულელიც ხარ
-მაპატიე-ასლუკუნდა მია კვლავ, ნატამ ძლივს დაამშვიდა და დაარწმუნა რომ ყველაფერს მოაგვარებდნენ. დილით რომ დარწმუნდა მამისი და ლაშა სახლში არ იყვნენ მისულები მაშინვე ჩანთას დასტაცა ხელი და საავადმყოფოში გავარდა ისე რომ დედა და ბებიას არაფერი უთხრა, ქუჩაში გასულმა იგრძნო როგორ აეკიდა უცხო მანქან და ცოტა არ იყოს და დაფრთხა ფეხს აუჩქარა და სცადა მალე მოშორებოდა იქაურობას და მალე გასულიყო ცენტრალურ გზაზე რომ სამარშუტო ტაქს გაყოლოდა ისე რომ არც ოჯახს გაეგო რამე და ეს მანქანაც მოეშორებინა, მაგრამ შეცდა გათვლაში როგორცკი სოფლის გზიდან გადაუხვია ცენტრალურისკენ მანქანამ მაშინვე სიჩქარეს მოუმატა და დაეწია გაასწრო და წინიდან ჩაუჭრა გზა, ნატა გაჩერდა და იმისდა მიუხედავად რომ ძალიან ღელავდა მაინც მშვიდად ეჭირა თავი, მანქანიდან სათვალიანი ბიჭი გადმოვიდა, ნატამ ვერ იცნო თავიდან, ბიჭი კი უღიმოდა
-მგონი შეგაშინე-მისმა ხმამ და ღიმილმა ნატა ახლა კი მართლა შეაშინა, თუმცა ყველანაირად ცდილობდა ეს არ დატყობოდა სახეზე
-უფრო დამაბნიე-ნატა პირდაპირ სახეში უყურებდა, ბიჭმა სათვალე მოიხსნა და ნატას გული გაუჩერდა იმავე წამს, თვალი არიდა და თავი დახარა მაშინვე რომ გული არ გასკდომოდა
-არ მომილოცავ?-ბიჭი პირდაპირ სახეში უყურებდა ნატას და ნელნელა ფრთხილად უახლოვდებოდა, ნატაზე ისე იმოქმედა მისმა სიტყვებმა რომ ხელები მომუშტა და ოდნევ აუკანკალდა -გეგონა აღარ დავბრუნდებოდი?-ბიჭი განაგრძობდა ნატაზე თავდასხმას და მის კუთხეში
მიმწყვდევას-შენსგამო-ბიჭი გაჩუმდა ჩანდა მასზეც ძლიერად იმოქმესა ამ ყველაფერმა
-გთხოვ წადი-ნატა ვეღარ უძლებდა ამ ყველაფერს
-წავიდე?-ჩაეკითხა ბიჭი და ნიკაპზე ხელი მიადო და თავი ააწევინა, ნატა მაინც თვალს არიდებდა მის სახეს -შემომხედე-გაისმა მისი ჩავარდნილი ხმა, ნატას სახე აელეწა, მაგრამ ვერ გაბედა თვალის გასწორება
მისთვის-შემომხედე-ლამის უყვირა მოთმინება დაკარგულმა ბიჭმა, ნატას ცრემლები მოაწვა და თვალი გაუსწორა -ხედავ ამ იარას? -უყვირა თავგზაარეულმა ბიჭმა და ნატამ შეხედა თვალს ოდნავ ქვემოთ ხაზად მქონე იარას მის სახეზე -ეს იარა იმაზე მეტად მტკივნეულია ვიდრე გგონია, რადგან სულში მოყენებული იარააა აქ ასახული, იმ იარისა რომელიც შენ მე მომაყენე სრულიად გააზრებულად-ბუჭმა უხეშად გაუშვა ხელი მის ნიკაპს და მანქანაში ჩაჯდა, ნატა კი ადილზევე იყო გაშეშებული, გაყინული, შეშინებული. მანქანა საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყდა და წავიდა, ნატა ვეღარც ტიროდა, ვეღარც კიოდა, ვეღარც ყვიროდა, არადა როგორ უნდოდა ახლა კივილი, ისტერიკა და სიგიჟე რომ მთელი ეს ტკივილი როგორმე გულიდამ მოეცილებინა, მაგრამ არ შეეძლო, ტკივილმა იმდენად მიისაკუთრა მისი სხეული რომ ვეღარ ახერხება დაემორჩილებინა თავისი ხმა და სხეული, გონს ნიკას შეხებამ მოიყვანა
-ნატა რა დაგემართა?-ნატამ შეხედა მას და გიჟიბით უკან გახტა
-არ მომეკარო, წადი, ახლავე წადი-აკანკალდა მთელი სხეულით
-ნატა-ნიკამ მისკენ გაიწია
-არ გაბედო არ მომეკარო-იკივლა ბოლო ხმაზე და უკან დაიხია
-ნატა აზრზე მოდი-იყვირა ნიკამ რომ ნატა გამოეფხიზლებინა, გოგონაზე მართლაც იმოქმედა და გაჩუმდა, მერე აკანკალებული თითებით ამოიღი ტელეფონი და მის წინ მიწადე დაახეთქა
-ყველაფერი მორჩა გაიგე?-უკივლა ნიკას და გეზი გაჩერებისაკენ აიღო, ჩქარი ნაბიჯით მიიწევდა წინ თან მოწოლილ ცრემლებს ებრძოდს გამალებით.
მანქანის ხმაზე ნანა და მარინა გარეთ გაცვივდნენ და აივნიდან გახედეს ტრასას სადაც მათი პრადო აწყვეტილი მოდიოდა
-ჩანს დაგვერხევა-წაიბურტყუნა მარინამ
-ახლა გული გამისკდება-ნანას შიშისა და ნერვიულობისგამ ცრემლები მოაწვა, იცოდა ასე რომ მოდიოდნენ მამაშვილი ტრასაზე ესეიგი რაღაც საშინელება ხდებოდა, პრადო მათ ჭიშკართან გაჩერდა და სახედალეწილი გეგა გადმოვიდა მანქანიდან, ქალები გაცვივდნრნ ქუჩაში, მაგრამ ხმა არცერთს ამოუღია, გეგამ შეხედა მათ შეიგინა და სახლში შევარდა
-ნეტა ლაშა სად გდია?-ჩაილაპარაკა მარინამ
-საკმარისიააააა-იკივლა ნანამ -ჩემს შვილებზე წესივრად ილაპარაკე თორემ ამ სახლს თავზე დაგამხობთ-იკივლა და სახლში შევარდა
-რაც დედა ის შვილბი-იკივლა მარინამ და მის ფეხებთან თავის საყვარელი ანტიკვარი ვაზა დაეფშხვნა, მაღლა აიხედა და ნანამ სწორედ ამ დროს მისი საყვარელი ყავის სერვიზიც გადმოუშვა ფანჯრიდან და წამში მარინას ფეხბთან დაიფშხვნა -ავადმყოფო შეშლილო-ასძახა მარინამ და ავარდა სახლში
-მოკეტეთ- გეგა გადაეღობა დედას -ახლავე მოკეტეთ თორემ გაგიფრენთ-დაყვირა და გარეთ გამოვარდა
-ლაშა სადაა?- ნანა კიბეებიდან ჩამოვიდა და ქმარს გაეკიდა, გეგა გაჩერდა ერთი შემოხედა ქალს და ირონიულად მიუგდო -ეს სერვიზი სულ მძულდა ბავშვობიდან რადგან ერთი თეფშის გატეხვის გამო დედამ მცემა-ძირს დაიხედა -ბედნიერება მომანიჭა იმან რაც გააკეთე
-სულ გაგიჟდი არა? -მარინა აივნიდან გადაეყუდა -გიჟები ხართ
-არასდროს მიფიქრია გამეტეხა გამბედაობა არ მყოფნიდა, არადა ვინარ მიცემია ცხოვრებაში, თურმე რა მარტივია იყო ბედნიერი-უთხრა ცოლს და ეზოდან გავიდა, ნანა ადგილზე გაიყინა, გეგასგან ასეთი რამე არასოდეს მოუსმენია.
ნატა საავადმყოფოში მივიდა და თორნიკეს დანახვამ გააღიზიანა
-მია როგორაა?-მიუახლოვდა თორნიკე სახეალეწილ გოგონას
-შემეშვი-ნატამ სცადა გვერდი აევლო, მაგრამ თორნიკემ გზა გადაუჭრა
-ნატა გთხოვ მიპასუხე, მამაშენმა გააფრთხილა დაცვა და შიგნით არ მიშვებენ, უფლებას არ მაძლევენ...
-კარგადაა, ძალიან კარგად, -უყვირა ნატამ და გვერდი აუარა, თორნიკე მოეშვა რადგან მიხვდა ნატს კარგად ვერ იყო. მიას პალატაში შევიდა თუარა ნატა ტირილი აუვარდა, მია საწოლიდან წამოვარდა დას მივარდა
-რა ხდება ნატა
-გთხოვ ახლა არ შემიძლია-ნატა ფანჯარის რაფაზე დაჯდა მუხლები მოკეცა და იქამდე ტიროდა სანამ არ გამოელია ცრემლები და ტკივილისგან არ დაიცალა
-ნატა რა გემართება-მია დას მიუახლოვდა და თმაზე ჩამოუსვა ხელი
-გამოვიდა-ნატამ დას შეანათა ცისფერი აწყლიანებული თვალები
-საიდან იცი?-მია დაიძაბა
-დღეს ვნახე-ასლუკუნდა ნატა
-რა უნდოდა რა გითხრა-უამრავი კითხვა გაუჩნდა მიას
-მითხრა რომ ტკივილი გააზრებულად მივაყენე-ნატამ შუბლი მოისრისა
-რა იგრძენი რომ დაინახე-მია დას ჩააცქერდა თვალებში
-არვიცი, ყველაფერი ერთად, დავიბენეი შემეშინდა, შემეცოდა ისიც და საკუთარი თავიც
-აუხსენი, ყველაფერი უთხარი
-არ შემიძლია
-ჰგონია რომ...
-ჯობია ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის გესმის? სიმართლე რომ გაიგოს უარეს შარში გაეხვევა, ჯობია მე ვძულდე
-შეცვლილია?
-ხო სხვანაირია, ჩამქრალი აქ თვალები
-რატომ მოვიდა ნეტა-მაია ჩაფიქრდა
-ზუსტად ვიცი, ტკივილი რომ მომაყენოს, უნდა ისე მეტკინოს როგორც მას
-ნატა ის თავს აღარ დაგანებებს, რადგან მოვიდა ესეიგი უნდა რომ პასუხი გაგებინოს
-ნეტა შემეძლოს მაგრამ არ შემიძლია რომ სიმართლე ვუთხრა
-ნატა მგონია რომ ჯობია აუხსნა
-არვიცი კარგად უნდა გავიაზრო ყველაფერი, უნდა გავარკვიო რას გეგმავს
-დრო ციტააა ხო ხვდები? იმასაც მიაკითხავს რდგან შენთან მოვიდა
-ვიცი და სწორედ ამის მეშინია...-გოგონებმა ვეკო ამოწურეს და ახლა ჯერი მიას პრობლემებზე მიდგა
-მია ნუ გეშინია უბრალოდ ამაყად ჯიუტად იბრძოლე შენი ცხოვრებისთვის, ის კაცი რას იზავ? ხოარ მოგვკლავს? ძალით ხომ ვერ მიგიყვანს საკურთხეველთან?
-მგონია რომ ისეთ რამეს გააკეთებენ რომ მიმიყვანენ
-შენ სცადე, უარი თქვი, იბრძოლე, ეს ხომ მარტივია
-მე მართლა მისი ბედით ვითამაშე ლამის მოვკალი, გესმის რა ჩავიდინე?
-მია დროა იბრძოლო შენი თავისზთვის გეყოფა ეს თვითგვემა-ნატა ამხნევებდა,თუმცა ზუსტად იცოდა რომ მიას უსაფუძვლოთ არ ეშინოდა მათი.
-არავინ მოვიდა დღეს, არც შენ მოხვიდოდი
-შენ მოისურვე ასე და ახლა ნუ გვადანაშაულებ!-გაცხარდა ნატა-პასუხისმგებლობის აღება უნდა შეგეძლოს საკუთარ საქციელზე მია, ეს არ შეგიძლია შენ! აი სადააბშენი პრობლემა და მერე სხვას ადანაშაულებ! გეყოფა ასე მოქცევა საკმარისია გამოფხიზლდი შეიგნე რომ ყველა შენ სიტყვას და ქმედებას მოყვება შედეგი და ამ შედეგზე მარტომ უნდა აგო პასუხი!!!- ჩამოხტა მია რაფიდან -გაიგე რომ შენი ქმედება განსაზღვრავს შენს ბედს, მე შემომხედე ვეკოს ვეფლირტავებოდი მაგრამ არ მიყვარდა, მის გარდა კიდევ გუგას ვეფლირტავებოდი და რა მოხდა? იჩხუბეს დანა გუგამ გააძრო, მაგრამ სასამართლოსთვის მოიგონეს რომ ჩხუბისას ვეკომ იქვე მიგდებული დანა აიღო თავდასაცავად და მე რავქენი? განზე გავდექი, ხმა არამომიღია ვითომ იქ საერთოდ არ ვიყავი, გავჩუმდი ვეკო კი ჩასვეს, და ცხოვრების ერთი წელი წავართვი-იყვირა ნატამ და ცრემლები გადმკსცვივდა, მერე დას თვალი გაუსწორა და ჩურჩულით უთხრს -ყველაზე დიდი ტვირთი ამ ცხოვრებაში არის ის რასაც ვეღარ შეცვლი და გამოასწორებ-მერე ჩანთას დაავლო ხელი და გავარდა პალატიდან. მიას მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს და გაათენა ფაქტიურად ღამის ოთხზე მისიმპალატის კარი გაიღო მია დაფრთხა
-ვინ ხარ-სუსტ სინათლეზე გაარჩია კაცის სილუეტი
-მე ვარ
-ახლავე წადი თორემ ვიკივლებ-დაემუქრა მია
-სულ ერთი წამით უფლება მომეცი გნახო
-წადი თორემ ვიკივლებ-მია წამოჯდა საწოლზე
-გთხოვ-თორნიკე ნელი ნაბიჯებით მიიწევდა გოგონასკენ
-გაჩერდი თორემ ვიკივლებ-მია ხვდებოდა რომ თორნიკე გასვლას საერთოდ არ ფიქრობდა და გადაწყვიტა ეყვირა მაგრამ თორნიკე წამში მივარდა პირზე ხელი დააფარა და საწოლზე გადააწვინა, მიასთვის ეს იმდენად მოულოდნელად მოხდა რომ დაიბნა და წინააღმდეგობის გაწევა აზრათაც არ მოსვლია უბრალოდ დაბნეული უყურებდა ზედმეტად ახლოს მოსულ თორნიკეს თვალებს, მისი ცხელი სუნთქვა მიეფრქვია სახეზე და უნებურად გააჟრჟოლა
-გაგიშვებ ოღონდ არ იყვირო-თორნიკე უნდობლად ჩააცქერდა თვალებში, მიას გაოცება ბრაზმა შეცვალა და თვალები დაუბრიალა -იცოდე სანამ იყვირებ ისევ დაგიჭერ-დაემუქრა და ხელი გაუშვა, მია სყვირლად მოემზადა მაგრამ თორნიკემ ისევ ააფარა ხელი და ისე დააწვა რომ მიას საშვალებას არაძლევდა მისთვის მკერდზე მიებჯინა ხელები და მოეშორებინა-მე შემიძლია ასე დილამდე ვიყო-უთხრა ღიმილით, მაგრამ მგონი შენ არ გირჩევნია-ჩააცქერდა ღიმილიანი სახით მიას დახელი მოაშორა პირიდან
-მომშორდი-უთხრა სუნთქვა არეულმა, თორნიკე წამოდგა და დააცქერდა
-მია როდის უნდა დაჭკვიანდე?-მიამ ახედა გაბრაზებული სახით
-აქ რას აკეთებ ან როგორ შემოხვედი
-სახანძრო კიბით შემოვიპარე, რადგან მამშენმა ამიკრძალა აქ შემოსვლა, თან არ ვიცოდი სად იწექი და დღეს დაგინახეთ დები და გადავწყვიტე ცდად ღირდა
-შენი ნახვა არ მჭირდება
-ვიცი მაგრამ მე მჭირდება-თორნიკე თვალებში ჩააცქერდა, მიამ მზერა აარიდა
-რისი იმედი გაქ? რა გინდა?
-ჩემი სიყვარულის იმედი მაქ-თორნიკე მის კითხვებს მშვიდად პასუხობდა
-მე შენ ვერასდროს...-თორნიკმ თითი მიადო ტუჩებზე და არ მისცა უფლება რამე ეთქვა
-არ გინდა-სახე ისე ახლოს მიუტანა რომ მიამ იგრძნო მისი აჩქარებული გულისცემა და გახშირებული სუნთქვა -უბრალოდ მომეცი უფლება შენთან ახლოს ვიყო
-ხომიცი რომ შეცდომას უშვებ-მიამ გაბედა და თვალი გაუსწორა სახეალეწილ ბიჭს
-ზუსტად ვიცი მგრამ მირჩევნია შეცდომა დავუშვა ვიდრე არაფერი გავაკეთო და მთელი ცხოვრება ვინანო
-ნუ მაიძულებ... ნუ ცდილობ დაიმორჩილო ჩემი სული, იცოდე ორივე დავიტანჯებით-მიამ გული გადაუშალა, რადგან გულში ვეღარ იტევდა ამდენ ითქმელ გრძნობებეს და ემოციებს
-რატომ არ მაძლევ უფლებას მიყვარდე
-იმიტომ რომ საპასუხო გრძნობით შეიძლება ვერასოდეს გიპასუხო-მიამ თავი დახარა
-ვცადოთ-თორნიკე თავისას აწვებოდა, უნდოდა რომ მია დაეყოლიებინა, იცოდა ასეთი შანსი მეტი არ ექნებოდა
-თორნიკე ჩემზე ძალიან მოქმედებ
-იმიტომ რომ არის რაღაც ჩვენ შორის
-არა ასე არაა
-ნუ უარყოფ ჩემი სიახლოვე გაბნევს
-წადი გთხოვ-მიამ ახედა მომღიმარ ბიჭს
-ისევ გაურბიხარ ჩემთან ლაპარაკს
-წადი ახლავე-მია გაბრაზდა
-კარგი წავალ მაგრამ იცოდე რომ შენ ჩემი იქნები-თორნიკე იქამდე გაქრა სანამ მია რამეს ეტყოდა.
მეორე დღეს მია გაწერეს და მშიდად წავიდა სახლში რადგან გაიგო რომ ბექა გონს მოვიდა და კარგად იყო, მაგრამ სახლში ფეხი არ ქონდა შედგმილი რომ მარინას ყვირილი შემოესმა
-როდემდე უნდა იგლოვო ის გოგო? მორჩა გათხოვდა გასაგებია?
-შეეშვი-გეგა სახლში შევიდა და დედას გაჩუმება მოსთხოვა
-რას ქვია შევეშვა? ყოველდღე მთვრალი აგდია, ჯერ დილაა და უკვე გაილეშა, თითქოს მეტი გოგო აღარ დადის ამ ქვეყნად მასზე უკეთესი
-გეყოფა-ნანა ჩაერია საუბარში -ნუღარ აღიზიანებ, ძლივს მოვიდა სახლში
-ცოლი უნდა მოიყვანოს-გამოაცხადა მარინამ
-დედა სისულელებს მოეშვი, ვინ უნდა მოიყვანოს, ვინ გავაუბედუროთ?-გეგა დედას ჩაეკითხა -შეხედე რა არეული და გაგიჟებულია, ჯერ აზრზე მოსვლა ვაცადოთ, ამ თემით ნუღარ აღიზიანებ-გეგა მიუახლოვდა დივანზე მიწოლილ შვილს და თავზე აკოცა. მია გააოცა მისმა საქციელმა და ნატას გახედა მან მხრები აიჩეჩა, ნანას გილი ძალიან სტკიოდა, რადგან იცოდა მისი ქმარიც ზუსტად ასე დაიტანჯა მის გვერდით ყოფნით , მასაც აიძულეს მისი შერთვა და წლებმაც ვერ განკურნა გეგას იარები, ისევ თინა უყვარს, ის გოგო რომელმაც ფულზე გაცვალა, ნანა ძალით მოაყვანინეს და რა? ნანაც გააწამეს და გეგაც, ნანას სიყვარულმა გეგას გაყინული ვერ გაალღო მეტიც უფრო მეტი აგრესია გაუჩნდა... მიამშეუმჩნევლად ავიდა თავის საძინებელში და დაწვა, მალე გეგა შეუვარდა და დაკითხა იმღამეს რა მოხდაო, მია ტიროდა და ამტკიცებდა ავარია შემთხვევით მოხდაო, გეგამ დაიჯერა ის რისი მოსმენაც უნდოდა, მია ძალიან განიცდია რომ ამენი მოიტყუა მაგრა სხვაგვარად არ შეეძლო,მამამისი და თემო აღარ მოასვენებდნენ, იცოდა გეგას ხასიეთი და ისიც იცოდა რომ პასუხს მოსთხოვდა ამგვარი გამოხტომისთვის, ამიტომ იყო ჩუმად და იტანჯებოდა სინდისი ქენჯნისაგან.
ყველა გაოგნდა როცა ბექა და თემო მიადგნენ ოჯახში სტუმრად გეგას შუაღამისას, ყველა ადგა საწოლიდან ახმაურდნენ და გაოცდნენდბექა რომ დაინახეს
-მძახალო-თემომ გეგას შეხედა, რომელიც სრულიად გაოგნებული შეყურებდა ბექას -მინდა გახარო რომ ხვალ ქორწილია-ყველას პირი დარჩა ღია გაოგნებისგან
-ვერ გავიგე-გეგა თემოს წინ დაუდგა და თვალებში ჩააცქერდა
-ხვალ ქორწილია, ჩვენი შვილებისთქო ეს ვიგულისხმე-თემო კმაყოფილი სახით უმზერდა მიას, რომელიც გაოცებული შესცქეროდა ბექას
-დამცინი? რა ქორწილი რას ბოდავ-გეგა წამოენთო -ბიჭი გუშინ გამოწერეს და შენ ქორწილს მთავაზობ?
-გთავაზობ?-ჩაეკითხა თემო ირონიით-ხვალ ქორწილიათქო ამის სათქმელად მოვედი
-რა სისულელეა-ჩაერია მარინა და კიბეზე ჩავიდა -ასე არ შეიძლება-მარინა ბექას დაუდგა წინ
-ის შეიძლება რომ ხელი აუკრა საჭეზე კაცს და გადაჩეხო კლდეზე?-თემო გაბრაზდა
-რაა?-მარინა გაოგნდა
-რაც გაიგეთ-უხეშად უთხრა თემომ ქალს და შვილს შეხედა -ბექას უყვარს მია და რადგან უყვარს ესეიგი ის მისი უნდა გახდეს და გახდება კიდეც-მიას თვალს არ აშორებდა მამა-შვილი
-თუ მიამ ეს ჩაიდინა...
-თუ არა! ჩაიდინა!-დაიყვირა თემომ და მარინას წამოადგა თავზე-ჩემს შვილს ის მაინც უყვარს და ყველაფერი ისე იქნება როგორც მას სურს, თუ წინააღმდეგობას გაგვიწევთ პასუხს აგებს გეგა კანონის წინაშე გადასახადების დამალვისთვის და კიდე ბევრი დარღვევებისთვის რასაც ხელს ვაფარებდი
-გვემუქრებით?-ნანა გაბრაზდა
-ზუსტად-თემომ ახედა აივანზე მდგარ ქალს
-გინდა არჩევანი გავაკეთო შვილსა და ჩემ თავისუფლებას შორის?-გეგა აიჭრა
-არ მმინდა რადგან არჩევანი გაკეთებულია, ხვალ ქორწილია, თუ შემეწინააღმდეგებით უარეს დაგმართებთ, შენ ბიჭსაც ზედ მოგაყოლებ
-ახლა გასაგებია რატომაა ბექა ასეთი გულქვა და ნაბიჭ. -იყვირა ნატამ
-მია ასე ძალიან რომ არ მიყვარდეს ცოლად შენ მოგიყვანდი-პირველად ამოიღო ხმა ბექამ და ისე უთხრა ნატას რომ მიასთვის თვალი არ მოუშორებია
-რა ავადმყოფი ხარ-ნატას ლამის გული აერია მასზე
-ძალიან ცეცხლოვანი და გიჟი ხარ მოგარჯულებდი-გაეცინა ბექას-მაგრამ მია მირჩევნია რადგან მალე მოვარჯულებ
-მამა ამ ავადმყოფს უნდა გაატანო მია?-ნატა გაბრაზდა
-წაეთრიეთ-გეგამ კარზე მიუთითა
-დილამდე, ხო მართლა კაბაზე არ იდარდო რძალო საუკეთესო და ძვირიანი აგირჩიეთ -ყუთი გადმოიღო მანქანიდან, თუარ გეცმევა ხვალ იცოდე რომ მწარედ განანებ-დაემუქრა თემო და გავიდა ეზოდან, მამას შვილი მიყვა
-კიდე იტყვით რომ ბექა კარგი ბიჭია? და მისი ოჯახი ინტელიგენტებისგან შედგება?-ნატა ყვიროდა
-კუთხეში მიმიმწყვდიეს ნაბიჭვრ.-იყვირა გეგამ და ოთახში შეიკეტა. ყველა შოკში იყო, მია ვერ იჯერებდა რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, უბრალოდ ვერ იაზრებდა, მთელი ეს დრო ნანობდა მომხდარს მაგრამ ახლა ისე სძულდა ბექაც და მისი არანორმალურების ოჯახი რომ სინანული ზიზღმა ჩაანაცვალა
-უნდა გაიქცე-ნატა დას შეუვარდა ოთხაში -არც გაბედო ფიქრი რომ გაყვე
-მამა და ლაშა გავწირო?
-ეგ შენ არ გეხება და არც შენი ბრალია რამე
-ნატა მგონია რომ დამესიზმრა
-მე გეუბნებოდი ინანებთქო და აი ხომ მიხვდი ახლა მაინც რა ნაბიჭ. ?
-ძალიან ცუდად ვარ-მიას ცრემლები მოეძალა, მთელი ეს კვირა ბექაზე ვღელავდი მიხაროდა რომ გამოჯანმრთელდა ის კი თურემ მთელი ეს დრო შურისძიებას გეგმავდა
-დაიკიდე, გაიქეცი მიატოვე არვიცი, მეორე ხელიც მოიტეხე, ოღონდ ხვალ ეს სისულელე ჩაშალე
-მამას და ლაშას
-მისმინე სულელო ასე მარტივად არაა საქმე, გგონია მას არ დაიიჭერენ
-გგონია რომ თავს გაყიდის?
-მია ასე მარტივად არაა, არ გაყიდის თავს მაგრამ ეს ხომ მთელი ჯაჭვია? ბოლოს მასაც მიადგებიან მითუმეტეს თუ ჟურნალისტებს მივუგდებ ამ მასალას
-გგონია ამას მივანდობ მამას და ლაშას ბედს?
-მე მომანდე-ნატამ თვალი ჩაუკრა და დას ჩაეხუტა.
დილითვე მაკა მივარდა გეგას სახლში და მიიყვანა ვიზაჟისტი და სტილისტთა მთელი გუნდი, მიას გარდა მათ ნანა ნატა და მარინაც გაპრანჭეს, ყველა დაბნეული გაბრაზწბული და გაღიზიანებული იყო ასეთ უმწეო დღეში რომ ჩაცვივდნენ და არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ, არცერთს არ უფიქრია ამ ღამეს არაფერზე, რადგან ფიქრი სიგიჟემდე მიიყვანდათ, ნანა შვილს არ ენახებოდა, ვერრ ბედავდა თვალები ჩაეხედა მისთვის, ვერ ბედავდა ეფიქრა ამ ყველაფერზე, ვერ გააკეთებდა არჩევანს მიას და ლაშას შორის ან მიას და გეგას შორის, ვერ ეტყოდა გაყევიო, თავი დაიღუპეო და ვერც იმის თქმა გაებედა არ გაყვეო, ცხოვრება არ დაინგრიოვო... მია ბედს მინდობილი კაბას იცმევდა და ეცინებოდა თავის ცხოვრებაზე, ამ ყველაფერზე,თავი სიზმარში ეგონა და სერიოზულად არ უფიქრდებოდა იმაზე თუ რა ელოდა, რა მოხდებოდა და რა იქნებოდა დღეს, მხოლოდ იცოდა ერთი, ბექას ცოლობას სიკვდილი ერჩია...
ბექას მოსვლამ გამაყრუებელი სიგნლებით დამხვედრი ხალხი ააღელვა, მია კი სრულიად უგრძნობი და ურექციო იყო, მისთვის სრულიად უმნიშვნელო იყო ეს ქორწილიც, კაბაც და საქმროც. ბექას მიას დანახვისას არც აღფრთოვანება გამოუხატია და არც სიხარული უბრალოდ რომ მიუახლოვდა ჩასჩურჩულა
-დღეს მიგისაკუთრებ, ეძრთოსული მაქ გაგაშიშვლო-მიამ ძლივს შეიკავა თავი რომ არ გაარტყა სახეში, მაგრამ აშკარად გამოვიდა მწყობრიდან და თავს ძლივს იკავებდა რომ არ ეყვირა რომ სძულდა ბექა.
ხელის მოწერის ცერემონიალზე მიმავალი მია ნატას დაეძებდა თვალებით რომელმაც უთხრა რომ გეგმა ქონდა და დას უშველიდა, მაგრამ დაეკარგა მხედველობოდან და შეეშინდა ვაი თუ ვერ დამეხმაროსო, მიას არავინ გაყვა ოჯახიდან, ვერ გაბედეს, შეეშინდათ, სინდისის ხმამ უფლება არ მისცათ წაყოლოდნენ და ენახათ როგორ აწერდა ხელს მია იმუტიფარ ბიჭთან რომელსაც თავდ მისცეს ამდენის უფლება...
ხალხით გაივსო დარბაზი, მია დაიძაბა, აკანკალდა და ძალიან შეეშინდა, ეგონა რომ მორჩა აქ ყველაფერი რომ სწორედ ამ დროს მოისმა ვიღაცის კივილი, ხალხიმაირია და ვერ გაიგეს ვინ ყვიროდა ან სად, ბექამ მაშინვე მიას ჩაავლო ხელი და ადგილზე დარჩენა უბრძანა რადგან ხალხის ნაწილიმჰოლში გავარდა, მალე ატყდა გამაყრუებელი სახანძრო განგაშის ხმა და შუქი ჩაქრა აქ კი სულ აირდაირივნენ, ვიღაც ყვიროდა ძანძარიაო და გარეთ გაცვივდა ხალხი, ბექას ამ წყვეტაში მიაზე ხელი გაეშვა და მალე დაკარგა მხედველობიდან, მია ნატამ გააქანა უკანა კარისკენ და გაუღო, მია გაიქცა, ნატამ კარი დაკეტა და ისევ ხალხს შეერია, დაფეთებული , გახარებული და გაოგნებული მია ეზოში გავარდა, ფრთხილად ჩაირბინა კიბე და უკანა კარით ქუჩაში გავარდა, სწორედ ამ როსმიქვე მდგარი ჯიპიდან თორნიკე გადმოქანდა ნიკასთან ერთად, მია დაფრთხა და უკან დაიწია
-ბექას სულ ხუთი წუთი სჭირდება რომ გაიაზროს რაც მოხდა და გიპოვოს
-ხოდა განატარე-მია მიაჩერდა თავზე წამომდგარ ბიჭს
-წასვლის უფლებას თუ მოგცემ, შორს მაინც ვერ გაიქცევი და ისევ ბექასთან მიხვალ
-გეყოფაა-მიას ცრემლები მოეძალა
-ორი არჩევანი გაქ ან ის ან მე
-ნუ სულელობ თორნიკე-მია მუდარის თვალებით აყურებდა ბიჭს
-თუ წასვლა გინდა გაგიშვებ ოღონდა მასთან თუარადა ჩემი გახდები-მიას ამ სიტყვებზე გააჟრჟოლა და ჩაიკეცა ძალაწართმეული, თორნიკე დაიხარა მია ააყენა და ხელში აიტაცა
-რას აკეთებ გაგიჟდი?-უყვირა მიამ და ცდილობდა თავის დახსნას
-მიდი იყვირე-უთხრა სიცილით თორნიკემ და მანქანაში ჩატენა თავგზაარეული გოგონა, თავადაც გვერძე მიუჯდა, ნიკა მძღოლის გვერდით დაჯდა და წამში ადგილს მოწყდა მანქანა
-ახლავე გააჩერე, გამიშვი -ყვიროდა მია და ცდილობდა კარი გაეღო, რის გამოც თორნიკემ მკლავებში მოიმწყვდია, მია კი მაინც იბრძოდა რომ კარი გაეღო, თან ყვიროდა, -გააჩერეთ, საკმარისია, გეყოფათ ჩემი ტანჯვა-მაგრამ მანქანა სიჩქარეს უფრო უმატებდა და შორდებოდა თბილისის ცეცხლოვან ქუჩებს
-მია დაწყნარდი-თორნიკე ცდილობდა დაეშოშმიმებინა გაავებულჯ გოგონა
-მომაშორე ხელები-კიოდა მია და ცდილობდა ხელები გაეთავისუფლებინა, რის გამოც დიდი გაწევ გამოწევა ქონდათ მას და თორნიკეს
-მორჩა ჩემი ხარ-ეუბნებოდა სიცილიით და უფრო აგიჟებდა მაის რომელიც მთელი ძალით უწევდა წინააღმდეგობას
-ვერ გიტან-ყვიროდა მია ბოლო ხმაზე
-ვიცი-იცინოდა თორნიკე და მია უფრო ღიზიანდებოდა, ისე მივიდნენ ბახმაროში მია აზრზე ვერ მოვიდა, მანქანა რომ გაჩერდა და ბიჭები გადავიდნენ მანქანიდან მია მაშინ გაჩუმდა და გაჩერდა, ახლა ერჩია ისევ ევლო მანქანას, ძალიან დაიძაბა, შეეშინდა და აკანკალდა მღელვარებისგან, თორნიკემ ხელები გაუშვა მიამ წინააღმდეგობა რომ შეწყვიტა, მანქანაშიმსამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, თორნიკე ვერ ბედავდა სახეში შეეხედა და თავდახრილი იჯდა, მია კის აერთოდ ტვინარეული იჯდა და ტიროდა
-სახლში წამიყვანე-ამოისლუკუნა და ტირილის შეწყვეტა სცადა
-შანსი არაა
-აქ არ დავრჩები-მიამ სახეში შეხედა სახეარეულ ბიჭს
-დარჩები, არ გაგიშვებ-თორნიკემ შეანათა ჭაობისფერი თვალები მიას და გოგონას უმალ აეწვა ცხვირი
-ასე ნუ იქცევი-ამოიბლუდუნა და ისევ ატირდა
-მია მე შენ ძალიან მიყვარხარ-თორნიკემ ნიკაპზე ხელი მოკიდა და თავი ააწევინა მიას , გოგონამ შეანათა მწვანე ჩამქრალი თვალბი -ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ შემიყვარო
-არ გინდა გთხოვ-მიას ცრემლები გადმოსცვივდა, თორნიკე ფრთხილად მიუახლოვდა მის სახეს და ტუჩის კუთხეში აკოცა თვალდახუჭულ გოგონას, მიას თითქოს გული გაუჩერდა იმდენად ძლიერად იმოქმედა მასზე ამ კოცნამ და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი რომარ დამხვრჩვალიყო
-გადმოდი-თორნიკე გადავიდა და მიას შეხედა
-არა-გაჯიუტდა მია და წარბები შეყარა
-მანქანიდან გადმოდი-თორნიკე იღიმოდა
-სახლში წამიყვანე-გაბრაზდა მია
-ხომიცი რომ ტყუილად ლაპარაკობ
-აქ ვიჯდები ვიდრე მიპოვიან-მიამ მზერა აარიდა და თავის აკანკალებულ ხელებს დააცქერდა
-აქ ვერავინ გიპოვის-უთხრა ნიშნის მოგებით
-ნახავ თუ ვერ მიპოვიან-ჩაიდუდუნა მიამ
-გადმოდი-თორნიკემ მკაცრად მიმართა, მიამ გაიოცა და შეხედა -ახლავე, გირჩევ არ გამაბრაზო-წარბი აწია ბიჭმა
-არ გაბედო და არ მომეკარო-მიამ უფრო ნაპირისკენ მიიწია
-მაშინ გადმოდი
-არა-მიამ წარბები შეყარა
-ჩანს მოგეწონა ხელში აყვანა-თორნიკე ელვის სისწრაფით შეხტა მანქანაში და მია აიტაცა ხელში
-ხელი გამიშვი დამსვი ავადმყოფო არანორმალურო-უყვირა ბიჭს, რომელმაც გაგიჟებული მია სახლში შიყვანა, კიბე აირბინა და საძინებელში შეიყვანა, მია საწოლზე დააწვინა და ზემოდან მოექცა, მია ცდილობდა მოეშორებინა და თან ხელებს ურტყავდა თან კიოდა, თორნიკემ ხელები დაუჭირა, და თვალებში ჩააცქერდა სუნთქვაარეულ გოგონას, რომელსაც შიში გამოეხატა სახეზე, თორნიკე გრძნობდა რა გამალებით ფეთქავდა მისი გული, სახეზე ეფრქვეოდა მიას ცხელი გახშირებული სუნთქვა, გრძნობდა როგორ დაიძაბა, გაიყინა და შეშინდა მია, დიდხანს უყურებდა თვალებში და როცა ცრემლები გადმოსცვივდა მია უმალ მოშორდა და ფეხზე წამოვარდა, მია ატირდა და საწოლზე მწოლიარე მოიკეცა
-მია-თორნიკე აღელვებული ადევნებდა თვალს მიას და მიკარება იქამდე ვერ გაბედა სანამ მია უარესად არ ატირდა და არ აკანკალდა, თორნიკემ საწოლიდან წამოაყენა და ჩამოშლილი გაწეწილი თმამგადაუწია, მისი სახე ხელებში მოიქცია და უთხრა
-ასე ნუ მექცევი მია, მე მიყვარხარ, გესმის? მიყვარხარ!-უთხრა ცოტა გაღიზიანებული ტონით და მიამ შეხედა თვალებში -მე შენ უზომოდ მიყვახარ მია-მიას თვალებში შეყურებდა და ხმა აუკანკალდა -მია მე შენ...-სათქმელს თავს ვერ უყრიდა -მე შენ არასოდეს დაგაძალებ არაფერს... -თორნიკე მიას თვალებს ეძებდა რომელნიც ყველანაირად ცდილობდნენ თორნიკეს თვალებს გაქცეოდნენ -მე შენ არასოდეს შეგეხები ძალით... მე დაგელოდები, იქმდე დაგელოდები სანამ შენ არ მომცემ უფელბას შეხების, სანამ შენ არ იქნები მზათ...-მიას ლამის მართლა გაუჩრდა გული, სიჩუმე ჩამოწვა ოთახში და მიამ თორნიკეს შეხედა თვალებში, ალბათ სურდა გაეგო გულწრფელი იყო თუარა ის -მე შენ მჭირდები მია, შენი სული მჭირდება, შენი გული... ამიტომ მე დაგელოდები, თუ მადანაშაულებ იმაში რომ ასე მოგექეცი იცოდე რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა, შენ თავს მას ვერ დავუთმობდი, ვერ მივცემდი უფლებას დაესაკუთრებინე, ვერ შეგელეოდი, ვერ დაგთმობდი, შენზე უარს ვერ ვიტყოდი, ამიტომ მოგიტაცე, ამიტომ გავაკეთე ის რაც გავაკეთე-თორნიკეს ხმა ჩაუწყდა და მია გულში ჩაიკრა -ვერ დაგთმობდი მია, უშენოდ არ შემიძლია



№1  offline წევრი It’s olivia

ვაიმეეე გთხოვ მალე დადე იმედია ბახმაროში ურთიერთობა დაულაგდებათ და კარგი ამბები დატრიალდება, თორემმ მოვკდი ამათი საცოდაობით, წარმატებები❣️❣️❣️

 


№2  offline მოდერი ნეაკო

madloba shen aseti komentarebistvis dzalian maxare dadebiti emociebit

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

Ამ სასწაულს ველოდიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent