შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰეკრამოთ'გაარ : რესს


15-06-2020, 01:33
ავტორი Storyteller
ნანახია 745

    თავიდან იყო არაფერი და ეს არაფერი გრძელდებოდა უსასრულობამდე და როდესაც არაფერი იქცა უსასრულობად, უსასრულობამ შექმნა დრო და შექმნა სივრცე, ხოლო ამ უსასრულო დროსა და სივრცეში შეიქმნა სამყარო. სამყაროში კი შეიქმნენ პირველები. ისინი უდიდესი ძალის მატარებლები იყვნენ, მაგრამ არ უწყოდათ თუ რაში შეიძლებოდა ამ ძალის გამოყენება.
     სამყარომ იგრძნო დიდძალი ენერგიის მოზღვავება პირველთაგან და სწორედ მაშინ მან, მათ თავისუფლება მიანიჭა.
    - მე ვგრძნობ თქვენს მღელვარებას. მე ვგრძნობ თქვენს შფოთვას და თუ თქვენ არ შეგიძლიათ რომ თქვენში არსებული ძალა მართოთ, დაიმორჩილოთ და ჩაახშოთ, დაე იყოს ნება ჩემი, ნება დროის, ნება სივრცისა, უსასრულობისა და ნება არაფრის რომ თქვენ, პირველნო, დაეუფლოთ ნებას თქვენსას და ჰქმნათ ყოველი ჩემსა შინა, რაც კი გწყუროდეთ, რაც კი გეწადოთ. მაგრამ გახსოვდეთ, ჰქმენით სიფრთხილით. რამეთუ ათასობით წლებმა განვლონ და თქვენ ჯერ კიდევ ფიქრად იყოთ. თქვენთვის დრო არაფერია, იქამდე ვიდრე ფიქრს, ცხადად არ გადააქცევთ. აი მერე კი მე ვეღარ გიშველით. შექმენით ისე რომ თქვენმა შემოქმედებამ გზარდოთ და გაცოცხლოთ. _დაასრულა სამყარომ და კვლავ ყოფნას მიეცა.
       პირველნი დაფრთხნენ. ბევრმა მათგანმა უარი განაცხადა ქმნაზე და დროსთან გარიგებას თავი აარიდა. ამოეფარნენ უსასრულობას და სამყაროსთან ერთად, ყოფნას მიეცნენ. ზოგმა შიში დაძლია მაგრამ, მაინც არ ისურვეს არაფრის შექმნა. გადაწყვიტეს რომ ჯერ მოზღვავებული ძალები დაეხშოთ და მათი მართვა ესწავლათ. ხოლო ნაწილმა გადაწყვიტა თავი გამოეჩინათ და ამისათვის სრულიად  მოიხმეს ძალები.
      სამყაროს გულსა თუ სულში, სიმშვიდესთან ერთად სიჩუმეც დაირღვა. სტკიოდა სამყაროს, იწვოდა და თან ძალიან სციოდა. სიცარიელესა და დიდძალი ენერგიის გამოყოფას ერთდროულად გრძნობდა. მაგრამ ჩუმად იყო. უსასრულობაზე ერთით ნაკლებმა პირველმა, დადო დროსთან გარიგება.
     - ერთი, ორი, სამი...  ჩქარა, ჩქარა. საქმეს შეუდექით. სივრცე დიდია. ყველას გეყოფათ. ყველანი დაეტევით, თქვენი ყველაფრითურთ. _ერთადერთი წინადადება წარმოთქვა დრომდა ისევ საკუთარი თავის თვლას შეუდგა. ერთი შეხედვით, მკაცრ შეძახილს ჰგავდა მისი წინადადება მაგრამ, სინამდვილეში მან პირველთ, რამოდენიმე წამი უქმად აჩუქა, ისე რომ სამყაროსა და უსასრულობას არ შეემჩნიათ. ხოლო სივრცემ მხარი აუბა. რა ენაღვლებოდა. ხმას არ იღებდა და ხარბად იცქირებოდა. რამდენჯერაც რამეს მოათავსებდნენ მასში, ორჯერ დიდი ხდებოდა. ხარბად ითხოვდა მეტს.
      მთელს სამყაროში მიმოიფანტნენ პირველები. ასე შეიქმნა, უკიდეგანო სამყაროში ელჰა'რესსი.
        პირველებმა რომლებმაც ეს პლანეტა შექმნეს, მასზე დაიწყეს ცხოვრება. მათი სამყაროსეული ზომები იმდენად დიდი იყო რომ ვერცერთ მათგანს,  პლანეტა ვერ დაიტევდა. ამიტომაც შესაბამისი ფორმები და ზომები მიიღეს, რომ პლანეტა ზედმეტად არ დაემძიმებინათ და მისთვის არაფერი ევნოთ. ისინი უფრთხილდებოდნენ ელჰა'რესსით და საზრდოობდნენ მისით.
            მალევე მიხვდა ყველა პირველი რომ, სამყაროს არა მხოლოდ მათთვის მიუცია თავისუფალი ნება, არამედ ყველა იმ ქმნილებისათვის რაც კი ოდესმე მასში შეიქმნებოდა. ელჰა'რესსელებმა ეს მაშინ შენიშნეს, როდესაც მათმა ქმნილებამ მათი ნების გარეშე დაიწყო ბრუნვა. მათი ნებია გარეშე იცვლებოდა წელიწადის დროები. ქარები, წვიმები, მიწისძვრა, წყალდიდობები, გვალვები, თოვლი და სხვა ნებისმიერი სტიქიური მოვლენა მათ ნებას მხოლოდ მაშინ ემორჩილებოდა, როდესაც ძალას გამოიყენებდნენ. არც მხეცები, ხეები, ტყეები, მთები, ფრინველები, თევზები, ზღვები, ოკეანეები და საერთოდ არცერთი მათი ქმნილება მათი გავლენის ქვეშ არ იყო, ძალდატანების გარეშე. ელჰა'რესისაგან, საზრდოსაც ნაკლებს იღებდნენ პირველები, იმასთან შედარებით რაც კი ძალა და დრო დაუხარჯავთ ამ პლანეტისათვის.
     მაშინ პირველებმა სცადეს შეწმნათ ზელად'რესები. რაც მათ ენაზე მეორე სიცოცხლეს ნიშნავდა და იმედი ჰქონდათ რომ ეს არსებები მაინც მოექცეოდნენ მათი სრული ზეგავლენის ქვეშ. მაგრამ ეს ყოველივე უშედეგო და უნაყოფო აღმოჩნდა. მათ ვერ შობეს ზელად'რესები რადგან არ უწყოდათ, თუ რამხელა ძალისხმევა და დრო იყო საჭირო იმისათვის რომ ეს ნაყოფი, ცოცხალ არსებად ქცეულიყო.
      დროის გარკვეულმა ნაწილმა განვლო, დასუსტებული პირველნი აქეთ გახდნენ ელჰა'რესსზე დამოკიდებულნი. რაც კი მათ ძალი და ღონე ჰქონდათ ახალი  ქალაქის შენებას მოახმარეს, რომელიც გეგმის მიხედვით მათ ენერგიას შეინახავდა და პლანეტიდანაც მეტი სასიცოცხლო ენერგიის გამოძალვას შეძლებდა. ეს ქალაქი სულ ლამაზ თვლებში, წმინდა ქვებსა და ძვირფას ლითონში გამოჭედილი დარბაზებით, შადრევნებით და ქანდაკებებით იყო სავსე. არც მცენარეულობა თუ წყალი აკლდათ რადგან ეს ქალაქი ულამაზეს ტყეს შეერწყა რომელზეც რაღა თქმა უნდა მდინარეც გადიოდა. პირველებმა შვება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აღარ ეგრძნოთ, ამ ქალაქში დასახლების შმდეგ კვლავ იგრძნეს. გადიოდა წლები და ელჰანი თავის ქალაქს არასოდეს ტოვებდნენ. გარე სამყარო თითქოს მიივიწყეს.
     ამ ქალაქს "ელჰა'ათ მუნთარ" - ს ანუ პირველთა სამყოფელს უწოდებდნენ. ელჰა'ათ მუნთარისაკენ დასავლეთიდან მდინარე ჩამოედინებოდა და როცა ქალაქის კედლებს, გალავნებსა და დამცავ გარსს ეცემოდა ორად იყოფოდა. მცირე ნაწილი სამხრეთიდან უვლიდა, ხოლო მეტი წილი ჩრდილოეთის მხარეს მიედინებოდა. ამ მდინარეს "რესს'ნ'აგულ" ერქვა, იგივე სიცოცხლის მდინარე. ხოლო შემოგარენში ულამაზეს ბაღებს რომლებიც შემდგომში ტყედ გადაიქცა "მუნთარ'ქაე" სამყოფელის ტყე ეწოდა.

ჰეკრამოთ'გაარ (გადამალული ერა): წიგნი პირველი, თავი პირველი : რესს (სიცოცხლე)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent