შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ურეკის მზის ქვეშ ( თავი I)


15-06-2020, 05:35
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 5 083

ყოველვის სუსტი ვიყავი. ყველა იმაზე დამცინოდა, რომ შესაძლო იყო მზეზე გასვლისას „დავმდნარიყავი.“ (რაღაც მომენტში მართალიცაა.) ვერასდროს ვიტანდი სიცხეს. ყოველთვის „შემოდგომის გოგო“ ვიყავი. მიყვარს შემოდგომა. წელიწადის ამ დროს მგონია,რომ ბუნებას ხელში ფუნჯი უჭირავს და მოლბერტზე დედამიწას „აფერადებს“. ამ დროს თითქოს ადამიანის ხასიათიც იცვება. უფრო მხატვრული და იდუმალი ხდება. ნუთუ შესაძლებელია,ხედავდე ბუნების ამგვარ სილამაზეს და არ აფასებდე, ვერ აღიქვამდე ,როგორც ხელოვნების ნიმუშს.ბუნება მართლაც ხელოვნების ნიმუშია.თავადაა შემოქმედიც და შემოქმედებაც.
ხოდა... რას ვამბობდი... შემოდგომა კი კარგია,მაგრამ ახლა,სამწუხაროდ „გაგანია“ ზაფხულია. აი ისე ცხელა,რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ორმოცი პროცენტი მოსიარულე ჩანჩქერს წარმოადგენს. მე კი ისე ამდის ოხშივარი,როგორც მზეზე გასულ,გზააბნეულ ჭიაყელას.
უსამართლობაა ასეთ სიცხეში,შუა თბილისში ჯდომა და იმის ლოდინი,როდის გიპოვნიან მეცხრე სართულზე, საკუთარ ბინაში „დაჩირებულს“.
თითქმის ყოველ წელს,ზაფხულში მთაში მივდივარ დასასვენებლად. რისი უნთავრესი მიზეზიც ის არის რომ იქ ძირითადად ცივა. არა, მართლა, რათქმაუნდა მსიამოვნებს იქაური სილამაზეების ცქერა და სუფთა ჰაერის სუნთქვა.
ყოველ წელს იმაზე მიწევს წუწუნი,რომ ვერ წავალ შუა ზაფხულში,ზღვაზე ჩამს გოგოებთან ერთად. ყოველ წელს, აგვისტოს დასაწყისში იწყება მათი „ცრემლების“ ღვრა, ჩემი ლნძღვა და „ლამაზი“ სიტყვებით შემკობა. ძაღლი ახსენეო და ჩემი ტელეფონიც რეკავს.
-ალოო... ყინულის დედოფალი მინდოდა (ნინი ასე დამცინის ხოლმე,რადგან მზი სხივებს არ ვენახვები და მუდამ ჩემი კონდინციონერის ერთგული ვარ. ამას თან ჩემი ნახევრად ალბინიზმიც ერთვის,რასაც დამეთანხმებით და ძალიან უხდება ეს ზედმეტ სახელი.რა სატირულია...)
-ნუ მაიმუნობ გოგო! - თითქოს ბრაზიანი ტონით ვამბობ,მაგრამ მაინც მეცინება.
-ჩაალაგე ბარგი,ურეკში მივდიბართ. -რაღაც ძალიან მტკიცედ ჟღერს სიხარულიძის ხმა.
-რა ბათუმი ნინი?! დაგავიწყდა, რომ მზეზე ეგრევე ვორთქლდები და სხვა აგრეგატულ მდგომარეობაში გადავდივარ?!
-დაიწყო... -ვგრძნობ,როგორ ატრიალებს თვალებს ჩემინ საუკეთესო დაქალი.
-კარგი რაა... არ მოგბეზრდა?! იცი,რომ ვერ წამოვალ.
-იმ კაბას გაჩუქებ,ირაკლიმ, რომ ჩამომიტანა ამერიკიდან.
ამ დროს ვჩუმდები. თითქოს ვფიქრობ, თუმცა მშვენიერი შემოთავაზებაა. ყოველთვის მომწონდა ის წითელი კაბა,ნინის,რომ აჩუქა მისმა ძმამ. თანაც ირაკლის გემოვნებით იყო შერჩეული... მისი სახელის გაფიქრებაზე ეგრევე ვფხიზლდები.
-ნუ ცდილობ ჩემს მოქრთამვას პატარა, უნამუსო ქალო. - თითს ისე ვიქნევ, გაფრთხილების ნიშნად,თითქოს დაინახავდეს.
-ირაკლიც მოდის , მისი ძმაკაცი გვეპატიჟება მე, შენ და ნუცას -ნუცა ჩვენი ტრიოს მესამე წევრია.
- წამოდი რაა... მხოლოდ ამ ერთხელ.
ტელეფონში ისმის ირაკლის ბოხი ხმა:
-წამოდი „ელზა“ , კონდინციონერიც იქნება. („ელზა“, ირაკლი ასე მეძახის, ანიმაცია „გაყინულის“ მთავარი პერსონსჟის მსგავსად. ) ამაზე მეცინება და თან გული ითბება.
-ოოოო, ნუ დამცინით... ხო,კარგი,ჯანდაბას! იცოდეთ ცოტა ხნით წამოვალ და შემდექ მთაში წავალ,დასასვენებლად.
ნინო კივის და ისმის მისი ხტუნვის ხმა. შემდეგ ისმის ირაკლის ბღავილი. რა თქმა უნდა ჩემი გიჟი დაქალი ისევ თავზე დაახტა, როგორც იცის ხოლმე. თან შორიდან ისმის ნინის კმაყოფილი ხმა :
-ჩაალააგე ფისუნია, ხვალ გავდივართ.
-კარგი ხოო, მივდივარ, მაგრამ შეიგნეთ, რომ ბარბარე მქვია და არაა საწირო ეს : მიკი მაუსი, ჰელო ქიცი და ჩუნგა ჩანგები. ამას ვამბობ,ტელეფონს ვთიშავ და ლასტების ფრატუნით გავდივარ საძნებელში,ბარგის ჩასალაგებლად.
დილით ტელეფონის ხმა მაღვიძებს. უკვე ვხვდები ვინც არის და ვემზადები მესამე მსოფლიო ომის დასაწყებად. საათს ვუყურებ და ვაანალიზებ, რომ მაღვიძარას დარეკვამდე ათი წუთია დარჩენილი და გაბრაზებული ვპასუხობ ზარს.
-მოკვდავო, ხვდები, რომ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი, ათი წუთი წამართვი?!
-კარგი რა კნუწიიკ... - ბოლო სიტყვას სპეციალურად წელავს.
-გირჩევნია აორთქლდე ჩემი ცხოვრებიდან ნინო! - ნინოს მაშინ ვეძახი, როცა გაბრაზებული ვარ. ამას ხვდება და მაშინვე ყრის ფარ-ხმალს.
-მაპატიე ბარბი. მიდი რა მალეე, ადექი და გამოგივლით ერთ საათში.
- კარგი ხოო,ვდგებიი, დამანებე ახლა თავი.
ნინის ვუთიშავ, ვდგები და ეგრევე სამზარეულოშიგავდივარ, ყავის მოსამზადებლად, რადგან ყავის გარეშე ჩემი დილა წარმოუდგენელია. ასეა „ელზებს“ არ შეგვიძლია კოფეინის გარეშე.
ყავას ვიმზადებ, სააბაზანოში შევდივარ და როგორც ყოველთვის გულს მიხეთქავს სარკეში დანახული,ჩემი თოვლივით ქათქათა, აბურდული თმა. მობეზრებულად ვატრიალებ თვალებს და ვცდილობ, როგორმე ჩამოვივარცხნო და რამეს დავამსგავსო, ჩემი წელს ოდნავ ჩაცდენილი თმა. მხოლოდ ათ წუთიანი თავის მოვლის შემდეგ ვხვდები, რომ ჰუმანოიდი ვარ.
საძინებელში გავდივარ და წინასწარ გამზადებულ უმოკლეს შორტს და ფრიალა, სტაფილოსფერ ტოპს ვიცვამ. ფეხზე კოჭამდე მოწნილ სანდლებს და უკვე მზად ვარ. საათს ვუყურებ და ვხვდები, წასვლის დროა.
პირველ სართულზე ლიფტით ჩავდივარ, სადაც ნუცა, ირაკლი და ყურებამდე გაკრეჭილი ( იმის იქეთ თუ არა) ნინი მხვდება. ამ ბედნიერ სახეებზე მეღიმება და ვცდილობ არ მოვუშხამო ჩემს უახლოეს მეგობრებს განწყობა. ირაკლი ჩემკენ მოდის და ჩემოდანს მართმევს.
- რაიყო ელზა, მთელი „არენდალის“ ბარგი ოგაქვს, თუ რაამბავია?! - ამ სიტყვებზე რა თქმა უნდა გოგოები სიცილისგან ლამის ხოხვას იწყებენ.
- აუუ,ნუ დამცინიით... მანდ თბილი ტანსაცმელიც მიწყვია. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ იქდან მთაში მივდივარ?! -ირაკლის სახე ეცვლება, ვხვდები სულაც არ გაახარა ამ სიტყვებმა. მის შავ თვალებს მიბრიალებს, ჩემკენ დინჯად მოდის და ხელში ავყავარ, პარალელურად მიღიტინებს. მე რა თქმა უნდა ვფართხალებ.
- დამსვი რაა ირაკლიი... აუ ნუ მიღიტინებ, აღარ შემიძლია. - თან ვიცინი, თან ტირილის დაწყებას ვაპირებ.
- დასვი იდიოტო და ნუ უღიტინებ, თორემ ისევ გულზე წაუვა. -ნინის პირადი გამოცდილება აქვს ამასთან დაკავშირებით. ველური...
ირაკლი დედამიწაზე მაბრუნებს და მერე მანქანაში „მტენის“, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ნინი და ნუცაც თავსდება ირაკლის მანქანაში. ნუცა წამალს მასმევს, მგზავრობის დროს, გაუვალისწინებელი სიურპრიზი რომ არ მოვუწყო მეგობრებს.
ნინი თითს მაღლა წევს და ბოლო ხმაზე ღნავის:
-წინ მეგობრებო, ზღვა გველოდება!
-ხო ზღვა და სამოცი გრადუსი სიცხე. ჩემი სიკვდილი თუ გინდოდათ გეთქვათ, დავჯდებოდი ტაფაზე და ჩემი ფეხით მოვთავსდებოდი მიკროტალღურ ღუმელში. ამას თითქმის ტირილით ვამბობ და ვხვდები, წამალი მოქმედებს.
ყველაფერი შავმა მოიცვა,მხოლოდ ძლიერ მკლავების მოხვევას ვგრძნობ წელზე,თან ეს ნაცნობი სუნამო... ისევ ვითიშები.
თვალს ვახელ, ვხვდები, რომ უცხო ოთახში, ერთ საწოლიან ლოგინზე ვწევარ. ფანჯრიდან ჩანს, რომ უკვე საღამოა, ბნელდება უკვე. ძვლივს ვეტიკნები ლოგინიდან და ოთახიდან გავდივარ. ირგვლივ სიჩუმეა, ვხვდები, რომ მართო ვარ. სამზარეულოში გავდივარ ყაის მოსამზადებლად, რომ როგორმე გავიჩერო თავის ტკივილი.
- აუუ თავიი... -ვწუწუნებ საყვარელი სასმლის აპარატის დანახვისას ცეკვას ვიწყებ. ის ის არის უნდა დავასრულო ჩემი წარმოდგენა და ისმის ტაშის ხმა. (ღმერთო არააა... ) ვამობ გონებაში და ისე ვტრიალდები კარისკენ,რომ თვალს არ ვახელ. ბოლოს ვბედავ და ვხედავ კარის ჩარჩოს მიყრდნობილ, უცხო ფიგურას, ქერა და ხუჭუჭი თმით. გარუჯული, ნავარჯიშებიტანით. ( ოჰოო, ვაღიარებს, კარგი ვინმეა. )
- გამარჯობა, მე ლეო ვარ, ირაკლის მეგობარი. შენ ალბაღ ელზა ხომ?!
- ღმერთო... - ჩემს „სახელზე“ მეცინება. ვხედავ, როგორ ეცვლება სახე, როცა ჩემს ჩემს ღიმილს ხედავს და გონებაში ვკივი: ვინმემ დამეხმარეეეთ. - ბარბარე, მე ბარბარე მქვია და სასიამოვნოა შენი გაცნობა ლევან. იმედია არ გწყინს, შენს სამზარეულოში უკითხავად რომ შემოვიჭერი. - ყავაზე ვანიშნებ.
- მე პირადად დაგპატიჟეთ ჩემთან, ამიტომ გამიხარდება, თუ თავს ისე იგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. -ყავის აპარატთან მიდის, ჭიქაშ მისხამს ყავას და მაწვდის. ყავის სუნს ვიყნოსავ და ხუთი დღის მწყურვალივით ვსვამ, რაზეც ლევანს ეღიმება.
მისაღებიდან ხმაური ისმის, რითაც ვხვდები ,რომ ჩემი გიჟებიომლები დაბრუნდნენ და აი ისინიც... სამზარეულოში ნინი და ნუცა შემოდის, რომლებიც ისე გამოიყურებიან, როგორც მიკროტალღურ ღუმელში შებრაწული დედლები.
-გაიღვიძე ფისოოო? - ინაზება ნუცა და ლოყაზე მკოცნის. ვგრძნობ, როგორ მიდნება მარცხენა ლოყა, მისი მზისგან გახურებული ლოყის შეხებით. ნინი ამჩნევს ჩემს შეწუხებულ სახეს , ამაზე ხარზარებს და ძალით მეხახუნება. ლევანი აშკარად მხიარულობს ჩვენი შემხედვარე.
ირაკლი გადაღლილი სახით შემოდის დამზარეულოში და გონებაში ვუთაგრძნობ. არ არის მარტივი, გაუძლო ნუცას და ნინის კაპრიზებს ერთდროულად. ვამჩნევ, მოემატა მის ისედაც გარუჯულ სხეულს ფერი. გონებაში ვდნები, რაზეც ჩემი მეორე მე ცოფებს ყრის. მახსენებს, რომ ირაკლი ჩემი დაქალის ძმაა, ჩემზე ხუთი წლით უფროსი, თანაც ამერიკაში ცხოვრობს. ირაკლი პროფესიონალურ ბეიბოლს თამაშობს ამერიკაში, რის გამოც ყველანი ვამაყობთთ. ამავდროულად ამ იმფორმაციის გააზრების დროს ეგრევე ვიწყენ, რადგან მახსენდება, რომ ის საქართველოში მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდის.
ფიქრებიდან ნაცნობი სუნამოს სუნს გამოვყავარ. ვხედავ, როგორ მიახლოვდება ირაკლი, ჩემს ყავის ჭიქას მართმევს და თავად სვამს. სულ ასე აკეთებს, ამიტომ უკვე აღარ მაქვს რეაქცია.
- როგორც ვხედავ უკვე გაიცანი ლეო. - ამაზე თანხმობის ნიშნად ვუღიმი და თავს ვუქნევ.
- აუ, მაჭამეთ რა რამეეე. - წუწუნს იწყებს ირაკლი. მისი ფიზიკური დატვირთვის გამო ყოველთვის შია, რის გამოც სულ დავცინით.
ყველანი ერთად ვფუსფუსებთ სამზარეულოში. მე თავს კარგად ვგრზნობ, რადგან ყველა ოთახში კონდინციონერია დამონტაჟებული და ჩემი დნობის პროცესიც შესაბამისად შეჩერებულია.
მაგიდასთან ვსხდებით და ვჭამთ. ჭამის დროს ლევანი უკვე მეცხრეჯერ აღნიშნავს, რომ თოვლივით თეთრი და ლამაზი თმა მაქვს, რაზეც სულ მეღიმება.
- ლეო, ნუ დაღალე. გავიგეთ, რომ მოგწონს მისი თმა. -ცოტა მკაცრად ნათქვამი გამოსდის ირაკლის. -მე ძალიან დავიღალე, უნდა დავწვე. ხვალ ადრე გავიდეთ პლაჟზე, ბარბარე რომ არჩაგვადნეს ხელში. -ამას ამბობს და ოთხიდან გადის. ჩვენ ცოტათი გაოცებულები ვრჩებით მისი ხასიათის ცვლილებით, მაგრამ ლევანი დადებითად მუხტავს გარემოს მისი ღიმილით.
- ჩვენც დავიძინოთ გოგოებო. უკვე იცით ხომ თქვენი ოთახები საითაც არის?! - ჩვენ თავს ვუქნევთ ფისოებივით თანხმობის ნიშნად და ერთდროულად ვამბობთ მადლობას,რაზეც ეცინება და ხელის ქნევით გადის ოთახიდან.
ჩვენ სამხარეულოს ვალაგებთ, თან გოგოები მიყვებიან დიდლის ამბებს. მერე ერთმანეთს ვეხუტებით ( ნინის თქმით „გოგოშკურად“) და ჩვენს ოთახებში ვნაწილდებით.
საათს ვუყურებ. უკვე ღამის ოთხი საათია. ვერ ვიძინებ, თუმცა რა დამაძინებს, თითქმის მთელი დღე მეძინა. ჩავდივარ და მოკლე საღამურით ჩავდივარ ქვედა სართულზე, საიდანაც ტელევიზორის ხმა მესმის.
ახლოს მივდივარ იმ ადგილთან, საიდანაც ხმა მოდის და ვხედამ ტელევიზორის წინ, ტახტზე მოკალათებულ ირაკლის, რომელიც „ავატარს“ უყურებს.
-ვერ დაიძინე? -ირაკლი ფეხის ხმის გაგონებაზე ჩემკენ აბრუნებს თავს. ისეთი საყვარელია.... ყურყუმა შავი, გრძელი თმა ასჩეჩვიადა გაკვირვებული მიყურებს მისი ღამისფერი თვალებით.
- ვერაა. მთელი დღე რომ მეძინა მაგან იმოქმედა და თვალიც ვერ მოვხუჭე. შეიძლება შემოგიერთდე? - ირაკლი უსიტყვოდ მიქნევს თავს, ტახტზე ადგილს მითავისუფლებს და თავით მანიშნებს რომ დავჯდე. მეც წამსვე მივდივარ და მის გვერდით ვიკავებ ადგილს. ერთად ვუყურებთ კინოს და დაახლოებით ოც წუთში ვხვდები, როგორ მაბრუებს მის კანის სუნს შერეული სუნამოს სუნი და თვალები უნებურად მეხუჭება.
თვალის გახელამდე წელზე ვგრძნობ, ვიღაცის ძლიერ მკლავს. სიზმარი მგონია, მაგრამ შემდეგ ვფხიზლდები და ვაანალიზებ, რომ გუში ირაკლის მხარზე თავ ჩამოდებულს დამეძინა და ხელიც, ჩემს წელზე, ამ უკანასკნელს ეკუთვნის. ამის განალიზებისას ვკრთები და ვხედავ, როგორ ახელს თვალებს ირაკლი.
- მაპატიე, როგორც ჩანს აქ ჩამეძინა. - ვამბობ მორიდებიტ. ის ხვდება, რომ ხელი არასწორ ადგილას უდევს, ღიმილით მათავისუფლებს და დგება.
- რა შენი ბრალია კნუტო?! როგორც ჩანს ერთად ჩაგვეძინა, ასე რომ... - მისგან ნათქვამი, ჩემი ზედმეტსახელი არ მაღიზიანებს, ამიტომ უსიტყვოდ ვდგები და ჩემს ოთხში ავდივარ მოსამზადებლად, რადგან ვიცი, უკვე გოგოებიც გაიღვიძებენ.
არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან ბევრი საცურაო კოლწიუმი მაქვს. დღემდე ვერ ვხვდები, რისთვის ვყიდულობ მდენ გამოუსადეგარ ნივთს.
შავ, მთლიან კუპალნიკს ვირჩევ, რომელსაც უკან საკმაოდ ღრმად აქვს ზურგი მოჭრილი. მართალია წინ გული დახურული აქვს, მაგრამ გვერდითა ჭრილიდან საკმაოდ მადისაღმძვრელად ჩანს ჩემი მკერდი. ზემოდან ჭრელ,ფრიალა კაბა-ხალათს ვიცვამ,საზღვაო ქუდს და სათვალეს ვიკეთებ და ქვემოთ ჩავდივარ.
გოგოები რა თქმა უნდა აგვიანებენ. ვერ ვხვდები რა საჭიროა ორი საათი კუპალნიკის ჩაცმას. ლევანს ვესალმები და ამერიკანოს ვაკეთებ ჩემთვის. ვსვამ და ვხედავ ჩემკენ წამოსულ ირაკლის. ვხვდები რისთვისაც მოდის, ამიტომ ჩემი მომაჯადოებელი ღიმილით ვუცინი და თითს დამაფრთხილებლად ვუქნევ.
-მხოლოდ ერთი ყლუპი. ახლა დამეძინება... მიდი რა ბარბიი. -მიღიმის მისი ქათქათა კბილებით (ჯნდაბა,ჯანდაბააა!) ამის წინაშე უძლური ვარ. ჭიქას ვაწვდი, რის გამოც ლოყაზე,მაგრად კოცნას ვიმსახურებ. ამაზე კისკისს ვიწყებ. ამ დროს მესმის, როგორ მოჯლიგინებს კიბიდან ჩემი ორი „სინაზე“ ქალი და უფრო მეცინება.
ნუცა როგორც ყოველთვის კარგ ხასიათზეა და ბრწყინავს. ლევათან მიდის და მაგრად კოცნის ლოყაზე. როგორც ჩანს, მოუსწრია ლევანთან დაახლოება. ამაზე საღამოს ვისაუბრებთ ქალბატონო! ვფიქრობ გულში და ნინისკენ მივდივარ ჩასაჯუნჯღლად. მაგრად ვკოცნი ლოყაზე და ვცდილობ გამოვაფხიზლო., რადგან აშკარად ისევ სძინავს.
-გოგო, ასე თუ გეძინება დავრჩეთ და მერე გავიდეთ ჩვენ.
-რაა? არავითარ შემთხვევაში! - წამსვე ფხიზლდება სიხარულიძე, თითს მაღლა წევს და მხიარულად ამბობს: -მოვდივარ,დამხვდით. -ამაზე ყველას გვეცინება.
სახლიდან გავდივართ და მხოლოდ ახლა ვაანალიზებ,რომ ზღვასთან ძალიან ახლოს დგას ლევანის სახლი, თანც ძალიან, ძალიან ცხელა.
-ახლა გული წამივა... -ეგრევე წუწუნს ვიწყებ, როგორც კი მზის სხივი მხვდება კანზე.
-დაიწყო... -ერთხმად ამბობენ. ირაკლი ჩემკენ მოდის და ზურგზე კარტოფილის ტომარასავიტ მიკიდებს.მე რაღქმაუნდა ფართხალს ვიწყებ, რაზეც ლევანი დამცინის.
-წავედით, თორემ ელზა დიდ ხანს ვერ გაძლებს. -ირაკლისაც ეცინება საკუთარ ხუმრობაზე, რის გამოც ჩემგან მუშტს იღებს ფერდებში. თითქოს ბუზი დააჯდაო, არაფერს იმჩნევს ირაკლი და სანაპიროსკენ მივყავარ. ადგილზე მისვლისას ძირს მსვამს და თავისივე ხელით მისწორებს ხალათს. მე გამოდებილებული სახით ვიყურები, შემდეგ მაისურს იხდის. მისი იდეალური სხეულის დანახვისას უარესად ვდებილდები. მგონი ამასაც ხვდება და კმაყოფილი ღიმილით გარბის წყლისკენ.
ლევანის შეხება მაფხიზებს.
-ბარბი, ქოლგა გავშალე და შეგიძლია თავი შეაფარო. –(რა საყვარელიააა) თავს ვუქნევ და ჭრელი ქოლგის ქვეშ ვჯდები შეზლონგზე.
გოგოები კაბებს იხდიან და ამზეურებენ მათ იდეალურ ფორმებს. ვამჩნევ, როგორ იყურება რამდენიმე წყვილი თვალი ჩვენკენ და მეღიმება. ნინის და ნუცას ისეთი ლამაზი ტანი აქვთ, ნებისმირ ქალს რომ შეშურდება.
გოგოები წყალში ჩდიან, უბრალოდ სხეულს ისველებენ და ნაპირზე წვებიან გასარუჯად.
-არ მესმის, როგორ უძლებთ ამ სიცხეში, მზის გულზე წოლას. -ხელებს მკერგთან ვიჯვარედინებ და გოგოებს ვუყურებ.
-უიმეეე, არ გესმე რა... სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს კნუწიკ... -თან მე მელაპარაკება ნინი,თან სხეულზე ლუდს ისვამს.
-შენ კიდე გაიძრე ეგ მონაზვნის კაბა და ჩადი საბანაოდ,რომ აგდის ოხშივარი. -ნუცა მეჭყანება.
-წამო ბარბი, ცოტა გავცუროთ, თან გაგრილდები. -ხელს მიწვდის ლევანი. მე ცოტა ხნით ვყოყმანობ, შემდეგ ვხედავ, როგორ ესაუბრება ირაკლი ზღვაში მოცურავე ქერას, რომელიც სავარაუდოდ რუსი ან უკრაინელი უნდა იყოს. ამაზე ვბრადები, ვდგები და კაბა-ხალათს ვიძრობ, თან ირაკლისკენ ვიყურები და ვხედავ, როგორ ეყინება სახეზე ღიმილი ჩემი საცურაო კოსწიუმის დანახვივას. ამაზე გონებაში სალსას ვცეკვავ. (ჰაჰ... ერთით ერთი ბატონო ირაკლი! ) ტანზე დამცავ კრემს ვისვამ და ლევანთნ ერთად ჩავდივარ ზღვაში.ისეთი გრილია.. მსიამოვნებს გრილი წყდის შეხება და სიამოვნებისგან ვიბადრები, რაზეც ლევანს ეცინება.
-ნუ დამცინი...- ღიმილით ვკრავ ხელს. -ცოტაც და სიცხისგან ავორთქლდები.
-ვიცი, ვიცი. წამო, ცოტა ღრმად შევიდეთ, აქ ძალიან დაბალია წყალი.
-აუ ვერაა,მეშინია. ცურვა არ ვიცი. - ლევანი ჩემი პასუხის გაგონებაზე იცინის , მაგრამ შემდეგ ხვდება, რომ არ ვხუმრობ და სახეს ასერიოზულებს.
-გინდა გასწავლო?!
-მინდა, მაგრამ მეშინია.
-რისი გეშინია, მე აქ არ ვარ?! - ამას ამბობს, ჩემთან ახლოს მოდის და წელზე მხვევს ხელს, რომ არ ჩავიძირო. მისი სიახლოვის გამო ვკრთები, თან ლევანის უკან ვამჩნევ ირაკლის მკვლელ ვზერას. აშკარად რაღაცაზე გაბრაზებულია. ლევანს უხერხულად ვუღიმი, თავს ვითავისუფლებ და ნაპირზე ავდივარ.
-აუ გოგოებო, მე უნდა წავიდე, თორემ ახლა გული წამივა სიცხისგან. - ლამის ვტირი. ნინი ხვდება, რომ უკვე მართლა ცუდად ვარ, ამიტომ მიღიმის და თავს მიქნევს.
-კარგი ბარბი, მიდი დაისვენე და ჩვენც მალე მოვალთ. თუ რამე დაგვირეკე.
მე კაბა-ხალათს ვიცვამ და სახლში ვბრუნდები. ახლა მხოლოდ ცივი შხაპი და კონდინციონერის წინ ჯდომა მჭირდება.
შხაპს ვიღებ და ცოტათი ვგრილდები. მოკლე, ცისფერ, ფრიალა კაბას ვიცვამ და ქვემოთ ჩავდივარ ცივი ყავის გასაკეთებლად. უკვე სამზარეულოსთან ვარ, როცა მესმის შემოსასვლელი კარის ძლიერად გაჯახუნების ხმა. ვტრიალდები და ვხედავ ირაკლის, რომელიც, როგორც ვატყობ ისევ გაბრაზებულია.
-იკა?! რამე მოხდა?
-არაფერი ბარბარე. - მეუბნება ოდნავ მკაცრი ტონით. ვხვდები, რომ კარგად არ არის, ამიტომ მასთან ახლოს მივდივარ და ცოტა ხნით თვალებში ვუყურებ.
-რა გჭირს? - სახეზე ეტყობა, ხვდება, რომ მეც მოვიწყინე და რომ ცოტათი მეწყინა მისი ტონი.
-არა კნუტო, არაფერი მჭირს. -ამას ამბობს და თავზე მნოცნის, მეც ვინაბები, მერე ვუღიმი და ვეკითხები:
-კნუტო,ცივი ყავა გინდა? -პირის კუთხე ოდნევ უტყდება, ისიმს გამო, რომ ჩემი ზედმეტსახელით მივმართე.
-სიამოვნებით დავლევდი...
-ხოდა გავაკეთებ. - ვუღიმი და კურტუმოს ქნევით გავდივარ სამზარეულოში.


გამარჯობა. ჩემი პირველი ისტორიაა და გთხოვთ ძალიან მკაცრად ნუ განმსჯით. მოთხრობა საზაფხულო რომანზეა. იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ <3 ^_^



№1  offline წევრი annabelle

რა საყვარლობაა???????? და განსხვავებული???? სიამოვნებით ვკითხულობდი???? მსუბუქი და საინტერესოა???? მალე დადე შემდეგი ???????? გელოდებით ???? (დ)

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

მერამდენედ წავიკითხე არა ვიცი საოცრება სიტყვები არ მყოფნის ყოჩაღ შენ !

 


№3 სტუმარი სტუმარი სოფი

აიი ძაან საყვარლობაა მომეწონაა :** ბარბარეს და ირაკლის წყვილი უკვე ძალიან მომწონს :** ???? ვგრძნობ კიდევ ერთი ძალიან გემრიელი ზაფხულის ისტორია იწერება ???? ველოდები შემდეგ თავს ????

 


№4  offline მოდერი ენქეი

ძალიააან კარგიაა,მალე დადე შემდეგი

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინი

საყვარლობაა❤❤წარმატებები❤❤❤

 


№6  offline წევრი ვიპნი

კარგა ხანია ვუყურე სათაურს,წავიკითხო-არ წავიკითხო,ბოლოს მაინც გავრისკე,არ მინანია,წარმატებები ჩემო კარგო.

 


№7  offline წევრი უმადრუკი M

annabelle
რა საყვარლობაა???????? და განსხვავებული???? სიამოვნებით ვკითხულობდი???? მსუბუქი და საინტერესოა???? მალე დადე შემდეგი ???????? გელოდებით ???? (დ)

ძალიან დიდი მადლობა ^_^ ვეცდები, რომ მალე დავდო შემდეგი თავები <3

《Sunshine》
მერამდენედ წავიკითხე არა ვიცი საოცრება სიტყვები არ მყოფნის ყოჩაღ შენ !

მადლობაა ^_^ ვეცდები მოლოდინი გაგიმართლო <3

სტუმარი სოფი
აიი ძაან საყვარლობაა მომეწონაა :** ბარბარეს და ირაკლის წყვილი უკვე ძალიან მომწონს :** ???? ვგრძნობ კიდევ ერთი ძალიან გემრიელი ზაფხულის ისტორია იწერება ???? ველოდები შემდეგ თავს ????
ქოფიკოო, ძალიან დიდი მადლობა ^_^

ენქეი
ძალიააან კარგიაა,მალე დადე შემდეგი

მადლობა ^_^ უკვე დავდე და იმედია მალე დაამატებენ <3

სტუმარი ნინი
საყვარლობაა❤❤წარმატებები❤❤❤

დიდი მადლობაა ^_^

ვიპნი
კარგა ხანია ვუყურე სათაურს,წავიკითხო-არ წავიკითხო,ბოლოს მაინც გავრისკე,არ მინანია,წარმატებები ჩემო კარგო.

დიდი მადლობა, რომ გარისკე :დ ^_^

 


№8 სტუმარი სტუმარი კირა

აუ ირაკლი როგორ მომწონს .იმედია ერთად იქნებიან ,

 


№9  offline წევრი უმადრუკი M

სტუმარი კირა
აუ ირაკლი როგორ მომწონს .იმედია ერთად იქნებიან ,

მეც დიდი იმედი მაქვს მაგის ^_^

 


№10  offline წევრი 《Sunshine》

რატომ აღარ იდება მეორე თავი რამე პრობლემა შეიძლება მეც დიდი უბედურებით ვტვირთავ ხოლმე

 


№11  offline წევრი უმადრუკი M

《Sunshine》
რატომ აღარ იდება მეორე თავი რამე პრობლემა შეიძლება მეც დიდი უბედურებით ვტვირთავ ხოლმე
გუშინ ავტვირთე,მაგრამ ჯერ არ დაუდიათ :( ალბათ რამე პრობლემაა.

 


№12 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი იყო კარგად ვიხალისე მადლობა წარმატებები ????????????????

ძალიან მომეწონა ძალიან საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე კიდევ მადლობა წარმატებები ????????????

 


№13  offline წევრი უმადრუკი M

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი იყო კარგად ვიხალისე მადლობა წარმატებები ????????????????

ძალიან მომეწონა ძალიან საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე კიდევ მადლობა წარმატებები ????????????

მიხარია, თუ მოგეწონათ ^_^ მადლობაა <3

 


№14 სტუმარი სტუმარი ნენე

მომეწონა, წამრატებები!

 


№15  offline წევრი უმადრუკი M

სტუმარი ნენე
მომეწონა, წამრატებები!

ძალიან დიდი მადლობა ^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent