შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროში


13-07-2020, 01:42
ავტორი ნიანო
ნანახია 1 199

-გამარჯობა_მომესალმა უცხო გოგო აუდიტორიაში
-გამარჯობა?_კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით ავხედე
-შენ მე არ მიცნობ, ჯერ.. გამიცნობ და იცოდე, რომ ძალიან შეგიყვარდები.. მინდა რომ მზად იყო..მე ამელია მქვია._ მითხრა და აუდიტორიაში შემოსული ხალხის ნაკადში გაუჩინარდა.
...
ისევ დამესიზმრა რომ დროში ვიმოგზაურე, შეშინებულს გამომეღვიძა და კედელთან მიმდგარ შანდალზე ნახევრად ჩამწვარი სანთელი ავანთე.
-რა მოხდა?_ წამოიწია დენიელი ბალიშიდან.
-არაფერი, წყალი მომინდა და გამომეღვიძა. _ისევ დავუმალე სიმართლე
-სულ კანკალებ_მხარზე მისი ხელის შეხება ზუსტად ისე არ მესიამოვნა, როგორც მოულოდნელად ჩამოვარდნილი ყინულის მოხვედრა შიშველ ფეხზე.
-მალე მოვალ_ ლოგინიდან წამოვდექი და აბრეშუმის მოსასხამი მოვიხურე. სანთელი წინ წავწიე და საშუალება მივეცი ხალიჩებით მოფენილი დერეფანი გაენათებინა. მივდიოდი და ვფიქრობდი იმ სიზმარზე რომელიც დამესიზმრა. ვერ ვფიქრობდი ვინ იქნებოდა შემდეგი..
...
მოსაწევის კაიფით გაბრუებული ვუყურებდი მოპირდაპირედ მდგარ კედელს, რომელშიც საგანგებო სიმეტრიით ფანჯარა იყო ამოჭრილი. ფანჯარაზე უცნაური ფერის ფარდა იყო, ზოგჯერ მეგონა რომ მდოგვისფერი იყო, ზოგჯერ მომწვანო ან ორივე ერთად..ფანჯარაზე ფერადი რგოლები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, თითქოს უნდოდათ უფრო და უფრო ღრმად შეჭრილიყვნენ ერთმანეთში. ხმაგათიშული ტელეფონისკენ ცალი თვალი გადავაპარე და კიდევ ერთი შეტყობინება დავაიგნორე. სამყაროს კარი გამოვიხურე და გასაღები გადავაგდე.
...
კიბეები ქოშინით ავირბინე და მძიმე კარს დავეჯაჯგურე, არავინ გამიღო ისევ.. მეზობელს დიდი გაჭირვებით და თხოვნით გამოვართვი გასაღები და სახელური ჩამოვწიე..მოსაწევის, სასმლის და სისხლის სუნი მაშინვე ცხვირში მეცა. პირველივე ღია კარისკენ წავედი და ლოგინზე ურეაქციოდ მწოლ ამელიას მივუახლოვდი.ლოგინთან ჩავიმუხლე და დასისხლიანებულ მკლავზე ხელი გადავუსვი, უსიცოცხლოდ რუხი თვალები ჩემკენ მოატრიალა და მომაშტერდა. შემდეგ ისევ გაიხედა და ფანჯარას მიაშტერდა. ოთახს თვალი მოვავლე, ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული, გადაუცლელი საფერფლეები,სასმლის ბოთლები, მოსაწევის გასახვევი ქაღალდები ლოგინის გარშემო ეყარა. ლოყები ჩაცვენილი ქონდა, თვალები ჩაშავებული, სისხლისფერ ტუჩებზე ფერი ქონდა დაკარგული,ერთი შეხედვით იმასაც იფიქრებდით, რომ საერთოდ გაუქრა. თმა ჩამოშლილი და მოუწესრიგებელი, ალბათ რამდენიმე დღის მანძილზე არაფერი ქონდა ნაჭამი.
...
ფანჯრიდან შემოსულმა ცივმა ჰაერმა დისკომფორტი შემიქმნა, სილუეტი მოძრაობდა ჩემს გარშემო, ცდილობდა ჩემს ოთახში იდეალური წესრიგი დაემყარებინა, რაც გულის რევის შეგრძნებას მიჩენდა.ბოლოს შხაპის ქვეშ აღმოვჩნდი, ნარკოტიკის ზემოქმედებაც ნელ-ნელა გადიოდა და სილუეტიდან მკაფიოდ დავინახე ჩემი მეგობარი, სახელი არ მახსოვდა, მაგრამ ვიცოდი რომ მეგობარი იყო. ახალი გარეცხილი ტანსაცმლის სუნს ვგრძNობდი, რომელიც კანზე მეხებოდა, შემდეგ სველი თმა ორად გამიყო და ნელა დამვარცხნა, როგორც ბავშვობაში. ოთახიც შედარებით დალაგებული იყო.. ჩემთვის უჩვეულო, გადაჩვეულ სამყაროში მოვხვდი.
...
წყალმა ჩემი არეული სული გააგრილა, სანთელი კიბეზე დავდგი და იქვე ჩამოვჯექი, მოაჯირს თავი მივადე და ვეცადე გამეხსენებინა ჩემი სიზმარი. უჩვეულო მდგომარეობა იყო, მახსოვდა რაც დამესიზმრა მაგრამ მაინც ვერ აღვადგინე კადრები.ასე მიძინებულს.
...
ცეცხლის ბავშვობიდან მეშინოდა, სულ მეგონა რომ თუკი ოდნავ სიახლოვეს გავივლიდი აუცილებლად დავიწვებოდი. უცნაური ლაქა რომელიც სახეზე დაბადებიდან დამყვა, ყოველთვის მეგონა რომ ცეცხლის ნაკვალევი იყო. არც სიცხე მიყვარდა,არც მზე, ყველაფერი სადაც ოდნავ მაღალი ტემპერატურა იხატებოდა ჩემთვის დისკომფორტის წყარო იყო.

ჩემს სახლთან ახლოს დიდი შენობა იყო, საუკუნეებს გაუძლო ალბათ, თუმცა შავი ზოლები ჯერ კიდევ ამაყად გამოიყურებოდნენ კედლებზე, თითქოს ბედნიერები იყვნენ იმით რაც ადრე ჩაიდინეს. მიყვარდა ფანჯარაზე ჯდომა და იმ კედლების და ნარჩენების ყურება. ვიხსენებდი და ვიგონებდი უამრავ ვერსიას, თუ რა დაემართა სახლს და შიგნით მყოფებს. ოფიციალური ვერსიით კი ხანძარმა შეიწირა..მაგრამ მე ყოველთვის მეგონა რომ სპეციალურად გადაწვეს და ხელოვნების ნიმუშად აქციეს. ხშირად გარშემო დავდიოდი ხოლმე, თუმცა შიგნით შესვლას ვერ ვბედავდი, მეგონა რაიმე დიდ საიდუმლოს ავხდიდი ფარდას, შემდეგ კი ყველას მოვუყვებოდი..
...
ადამიანი რომელიც მარტო რჩება ყველაზე უსუსურ არსებად იქცევა ხოლმე. როდესაც იაზრებ რომ უხილავი მასის ქვეშ მხოლოდ შენ ხარ და არავინ გყავს გარშემო, შენიანი, ის ვინც ყოველთვის გაგიგებს, დაგეხმარება, ზედმეტი კითხვების გარეშე მიგიღებს.. როცა იაზრებ, რომ იმას, რისი გაკეთებაც გინდა ადამიანებისთვის და აკეთებ, ვერასოდეს მიიღებ სხვებისგან. უანგაროდ, ბრმად დგამ ნაბიჯებს და არ ფიქრობ, რომ შეიძლება ეს ოდესმე გამოგადგეს და ვინმესგან სარგებელი მიიღო, მაგრამ როდესაც უსასრულო სივრცეში ვიღაც დაგჭირდება ვინც სიმყარის შეგრძნებას გაგიჩენს, გინდა რომ იმ ადამიანთაგან ერთ-ერთი მაინც იყოს შენს გვერდით, რომლებიც შენთვის ძვირფასია. დგახარ სივცრეში და აღარ იცი საით წახვიდე.. შეიძლება ვიღაცამ იცის, მაგრამ გამოიცანით მე რა ვქენი.. გავჩერდი..თუმცა სამყაროს კარის გასაღების გადაგდება ახლოს მომივიდა და პირდაპირ ჩემი მეგობრის ცხვირ წინ აღმოჩნდა. მეგობარი რა, შედარებით ახლო პიროვნება იყო ჩემთვის, რომელიც ჩემზე ზრუნავდა, სახლიდან ყველანაირი სახის მოსაწევი და სასმელი გამიქრო, გამომაცოცხლა მაგრამ შუშის თვალების შიგნით მაინც ვერ შეძლო შემოსვლა. დეა იმ ადამიანებიდან ერთერთი იყო ვინც ბოლო 5 თვის მანძილზე ჩემ ტელეფონზე რეკავდა.. დეა და მამიდაჩემი, თუმცა არც ერთს უფიქრია ოდესმე ჩემთან დალაპარაკება. თავიდან ბევრნი მოდიოდნენ ჩემს სახლში, თავზე ხელს მისვამდნენ, მაწყნარებდნენ, მერე დაცოტავდნენ.. მერე ზარის ხმა არც გამიგია, ბოლოს ჩემი ხელით მოვამტვრიე ზარის ღილაკი და კარი მძიმედ ჩავკეტე. გაუჩინარებიდან ერთი თვის თავზე დეა მომადგა სახლში. ბოლო აკორდები მქონდა ცხოვრების, მანამდე კიდევ შევძელი და დეას ხათრით გამოცდებზე გავედი და ლამის აუდიტორიაში დავიძინე.. ყველაზე უაზრო ორი კვირის შემდეგ სახლში მოსულმა სასმელის და მოსაწევის მარაგით გავსებულ ოთახში კარი ჩავკეტე და მას შემდეგ ბოლო დღემდე არავინ მინახავს. დეასთან შეხვედრის მერე ყრუდ გავიგე, რომ თურმე უნივერსიტეტში ჩავირიცხე და საბუთებიც უნდა მიმეტანა. სხვა დროს და სხვა ცხოვრებაში ალბათ გამიხარდებოდა, თუმცა ამ ყველაფერს წარბის ოდნავი აზიდვით შევხვდი. დიდი თხოვნის, კამათის და ლაპარკის შემდეგ, რომელიც მხოლოდ ცალმხრივად, დეასგან შემოიფარგლებოდა, ოთახიდან გამოვედი და უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზას დავადექი საბუთების მისატანად, რაც სიმართლე გითხრათ ჩემს ცხოვრებაში ბუნდოვან კადრებად რჩება.
...
ბოლოს მახსოვს, რომ კიბეზე მიმეძინა, თუმცა როცა თვალები გავახილე ყველგან ცეცხლი იყო, უამრავი ადამიანი დარბოდა გარშემო, თუმცა მე ვერ ავდექი, თვალები ისევ დავხუჭე და კიბის სახელურს მივადე. არ ვიცი რამდენ ხანში , თუმცა ვიგრძენი, რომ საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა, ფიზიკური და სულიერი ტკივილი გაერთიანებული იყო.. მთელ სხეულზე მქონდა მოდებული ცეცხლის ალები, თუმცა გულის გარშემო უფრო საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. ამასობაში კიბეს მოულოდნელად მოვწყდი და ვიღაცის ხელში აღმოვჩნდი. კვამლი მახრჩობდა და ისევ ვითიშებოდი.. გასასვლელამდე ალბათ რამდენიმე ნაბიჯი იყო დარჩენილი, როცა ჩვენს წინ უზარმაზარი კოჭი ჩამოვარდა და გზა ჩაგვიკეტა. უკან მოვტრიალდით და სამზარეულოსკენ გავიქეცით..
...
სახლში ვბრუნდებოდი საშინელი წვიმა დაიწყო, იმდენად სველი ვიყავი, რომ ტანსაცმელი დამიმძიმდა და ძლივს ვმოძრაობდი. სახლში ასულს მხოლოდ ცხელი ჩაი და საწოლში შეწოლა მინდოდა. შრამი რომელიც მაშინ ჩაიდანმა დამიტოვა დღემდე მეტყობა სხეულზე. ჩაის დასხმის დროს ადუღებული წყალი მთელ ტანზე გადავისხი. ტკივილის დღე- ასე შევარქვი ცოტა მოგვიანებით იმ დღეს. ორი დარტყმა მივიღე მაშინ, ტანის დაწვამ თითქოს გამახსენა რომ მტკიოდა და უზარმაზარი ხვრელი გამიჩნდა გულში..
...
სიზმრებში ყოველთვის საკუთარ თავს ვხედავდი მაგრამ სრულიად სხვა სამყაროში.. იმ ადგილიდან სადაც მე ვცხოვრობდი ძალიან განსხვავებული იყო, თუმცა მომწონდა იქაურობა. მშვიდი და ნაზი გარემო იყო. თუმცა რამდენიმეჯერ ისიც დამესიზმრა რომ ძალიან დიდ სიმაღლეზე ვიდექი და მინდოდა ჰაერში გადამებიჯებინა. ვერ ვუგებდი ჩემი სიზმრების გოგოს, ასე მეგონა თითქოს შემთხვევით მოხვდა იქ ,სადაც იყო.. ჩემი სიზმრები ხილვებს უფრო გავდა, დიდხანს გრძელდებოდა, ბევგან დავდიოდი, შემდეგ შეშინებულს მეღვიძებოდა და დრო მჭირდებოდა გასააზრებლად სად ვიყავი.. უცხო გარემოს მიუხედავად, ძალიან მეცნობოდა ის ადგილი სადაც სიზმრებში ვხედავდი, თითქოს ისევ სახლში ვიყავი.. ლიცეუმის მსგავს ადილას დავდიოდი, უბრალოდ უფრო მეტი ადამიანი იყო, არც გოგონები და ბიჭები სწავლობდნენ ცალცალკე..
...
უნივერსიტეტის პირველ დღეს საერთოდ არ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ მაინც გადავწყვიტე.. ადრე მივედი და აუდიტორიაში დავჯექი.. ყურსასმენები მოვირგე და კალამს ნერვიულად დავუწყე თამაში..უცეფ ვიღაც გოგო ჩამომიდგა წინ, ორი წინადადება მითხრა და გაქრა.. ლექციის დაწყებასთან ერთად აუდიტორია ივსებოდა და ჩემი გონება კიდევ უფრო ეძებდა იმ ადამიანს, თუმცა ბოლოს გადავწყვიტე, რომ ღამის თენებისა და დაძაბულობის ფონზე მომეჩვენა-მეთქი.
...
უნივერსიტეტში პირველივე ლექციაზე ძალით მივედი, დეა გვერდზე მცველივით მედგა რომ ან არ გამეცდინა, ან სადმე არ დამძინებოდა.გაბრუებული ვიჯექი და ლექტორის პირის მოძრაობას ვაკვირდებოდი, ტვინს გადავცემდი და ვიმეორებდი.. ჯგუფელებს ოდნავ გადავავლე თვალი, მერე გამიშტერდა მზერა და მთელი ლექცია ასე ვიჯექი, ვის ვუყურებდი არ ვიცოდი, მაგრამ როცა ერთ ერთმა ჯგუფელმა უხერხულად გამომხედა მეც შევტრიალდი. ყველა დღე და წამი არ მახსოვს, თუმცა ნელნელა ჩემმა მდგომარეობამ და მისმა არსებობამ ჩემს ტვინში იკლო.. პოხუისტი გოგოს სექციაში გადავჯექი და საბოლოოდ გადავკეტე ტვინიდან გულში მოძრავი გზები.
...
სამზარეულოსკენ წასულებს ჭერი ჩამონგრეული დაგვხვდა.. ჩემ ქმარს ხელი გავუშვი და ძირს დავჯექი. გაოგნებული მიყურებდა, მიყვიროდა, მთხოვდა წავყოლოდი.. თუმცა არ ვირყეოდი, ადგა და გასასვლელი გაათავისუფლა.. ცდილობდა ძალით წავეთრიე, თუმცა უკან მობრუნებულს ფეხებთან დარჩენილი ჭერის ჩამოენგრა.. ჩემ გარეშე გააგრძელა გზა და თავი გადაირჩინა.. არც კი მწყენია, პირიქით, გამიხარდა რომ ჩემგან წავიდა და თავს უშველა.. ვერასოდეს დააძალებ ადამიანს გიყვარდეს, თუმცა რთულია ნათქვამ მიყვარხარს არ ენდო.. ვიდრე ცეცხლი მთლიანად მოედებოდა ჩემ სხეულს, კვამლისგან გონება დავკარგე და ტკივილი არ მიგრძვნია.
...
ერთ დღეს, უნივერსიტეტიდან დაბრუნებულმა გადავწყვიტე , რომ ჩემ წინ მდგარ იდუმალებით მოცულ სახლში შევსულიყავი, კამერა მოვიმარჯვე და მყარი ნაბიჯებით გადავაბიჯე კარის ზღურბლს..სახლის სართულები ჩამონგრეული იყო, ნივთები ნახევრად დამწვარი და დამტვრეული.. მისღებ ოთახში დიდი როიალი იდგა, რომელსაც თითქმის საერთოდ არ ეტყობოდა, რომ ინსტრუმენტი იყო.. სამზარეულოს მხარეს დიდი შანდალი ეგდო, რომელზეც ქალის ინიციალები იყო გამოკვეთილი, A.E.
...
-გამარჯობა მე ამელია ვარ-
-ლუკასი
-არ ვიცოდი ამდენი ხანი ერთ საგანზე თუ დავდიოდით
- ხო, არადა წლის ბოლოა უკვე.
...
მე და ჩვენი ნაცრისფერი ოთახი ალბათ დიდხანს ვიყავით ჩუმად შენი წასვლის შემდეგ და სიტყვებს ვერ ვპულობდით, რომ ერტმანეტისთვის გვეტქვა. ან რა გვქონდა სათქმელი, საერტოდ აღარაფერი გვქონდა დარჩენილი ხოდა მეც ავდექი და გადავწყვიტე შემეღება. მოვიტანე საღებავები, სპეციალური ტანსაცმელი და საკუთხეთი გაზეთის ქუდიც კი დავიფარე თავზე, თუმცა ვერ შევძელი. იატაკზე დავჯექი და კედელზე ჩამოკიდებულ სურათს დავუწყე ყურება სადაც ორივეს გვეცინება, რაზე არ მახსოვს, თუმცა მოულოდნელად დაჭერილი კადრები ჩვენს ნამდვილ სახეს აჩვენებს. ყველაფერი წაიღე, მხოლოდ ეს ფოტო მქონდა შენგან, რომელიც ყოველ გაღვიძებაზე ირონიულად მიღიმოდა და მახვედრებდა რომ სამყაროში ზედმეტად მარტო დავრცი.ფანჯრებზე ისევ ვაფარებ სქელ ფარდებს და ვცდილობ მზის სინათლეს დავემალო . არ მეშინია რომ დავიწვები, სიცოცხლის ხელახლა შეგრძნების მეშინია, რადგან მგონია, რომ ისევ გამომეცლება.



დროთა მაძინლზე უხილავი ძალა მექაჩებოდა რომ მიმეტოვებინე ზუსტად ისე როგორც შენ მიმატოვე, თუმცა ვერ ვახერხებდი. არსებობას ვაგრძელდებდი მაგრამ ყოველ საღამოს ჩვენ ნაცრისფერ ოთახში შენთან პირისპირ ვრჩებოდი მარტო და ყველა გრძნობა თავიდან იღვიძებდა ჩემში. საათობით ვიწექი თვალდახუჭული დაძინების შიშით, რადგან მეგონა რომ იქაც შენ დაგინახავდი.. თუმცა როცა მჭირდებოდი სიზმარშიც კი არ შემეძლო შენი დანახვა. ჩემი ცხოვრებიდან იმდენად ძირიანად გაქრი რომ შენი სახის გახსენება ახლა კიარა მაშინაც მიჭირდა.. სულ მეკითხებოდი, შენი აზრით რა არის ბედნიერებაო და მაშინ არ გპასუხობდი, არ ვიცოდი შენთან ყოფნის გარდა ბედნიერება რამე თუ შეიძლება ყოფილიყო. ახლა ვიცი.. უფროსწორად ვგრძნობ რა არის ბედნიერება, სიმართლე გითხრა ვერ აგიხსნი, ალბათ სადღაც სადაც ახლა ხარ შენც გაქვს შენი ბედნიერება, თუმცა ეს განსხვავებულია. თითქოს იზოლირებული დარჩი და საკუთარი სამყარო შექმენი, რომელიც იმდენად მყარია, რომ არავის შეუძლია დაარღვიოს, ზედმეტად მყარია.. ზოგჯერ მეშინია, რომ შეიძლება გარეთ გაღწევა ვეღარ შევძლო, თუმცა მერე იმასაც ვხვდები, რომ გარეთ გამოსვლა არ მინდა. ხელჩაკიდებულმა წავიყვანე შიგნით ის ადამიანი ვინც მინდოდა და კარი საგულდაგულოდ გადავკეტეთ. არ მეგონა შენს მერე თუ შევძლებდი არათუ ვინმეს პოვნას არამედ შეყვარებას.

ნდობა ყველაზე დიდი რაღაცაა რაც ცხოვრებაში მაკლია, არ ვიცი ვის შემიძლია ვენდო, საერთოდ არსებოს თუარა მსგავსი ადამიანი.. შემდეგ კი იაზრებ რომ არსებობს და მთელი ეს დრო შენს გვერდით ყოფილა.. ცდილობ რომ დაგმანო შენი სხეული თუმცა გრძნობამაინც ახერხებს საიდანღაც შემოძრომას და მთელ სხეულს ედება ზუსტად ისე როგორც უდროო დროს აღმოჩენილი მეტასტაზები და მკურნალობა უკვე გვიანია.. მაგრამ მეტასტაზასგან განსხვავებით ცდილობ დაავადება უფრო დიდხანს გაიჩერო ორგანიზმში და არ აძლევ არავის უფლებას გიმკურნალოს. მზად ხარ ყველაფერზე უარი თქვა საკუთარი დაავადების გამო, რომელსაც იმდენად დიდ ხანს ეძებდი, რომ ბოლოს პოვნის იმედი საერთოდ აღარ გქონდა. თუმცა ერთ დღეს მოულოდნელად ელვასავით დაგივლის რაღაც უცნობი და გვერდზე მოხედვისას მიხვდები რომ ის, ვისაც მთელი ცხოვრება უამრავ ადამიანში ეძებდი, სადღაც ახლოსაა. რაღაც წარმოუდგენელი იწყება შენში და იცვლები, იცვლები მთლიანად, შენგან დამოუკიდებელი პროცესები სამყაროს თავდაყირა გიყენებენ და როდესაც პირველად შეეხები დიდი ხნის შემდეგ, ყველაფერი ლაგდება და მთელი დროის მანძილზე, მხოლოდ მაშინ გრძნობ რომ მშვიდად ხარ. იმედი, რომელიც საერთოდ აღარ არსებობდა თავიდან იღვიძებს და ხვდები რომ შენი სულის დაკარგული ნაწილი თავიდან იპოვნე და იცი რომ აღარასდროს დაიკარგება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent