საიდუმლოს ფარდა მალავს.თავი 5 (დასასრული)
-ადამიანებს ჰგონიათ სიყვარული არაფლისგან ჩაისახა მათში,მაგრამ ვერ ხვდებიან რომ პირველად მასში ვნება გაჩნდა,ლტოლვა ერთმანეთის მიმართ და სიყვარულიც ამ ორ გრძნობას თან მოყვა.სიყვარულთან ერთად კი იბადება ნდობა,რადგან სიყვარული ნდობის გარეშე ნულია.არ არსებობს ნდობა სიყვარულის გარეშე და ნდობის გარეშე არ არსებობს იმედი.მე ვფიქრობ ჩვენში არსებულ ამ ნაზ გრძნობას სიფრთხილით და სიფაქიზით უნდა მოვეპყრათ. -სანტერესო ადამიანი ხართ ქალბატონო მარეხი. -არ ვიცი რით და როგორ დაგაინტერესე ჩემო გოგო,მაგრამ ჩემი წარსული ჩემი ცხოვრების საიდუმლოებებით სავსე დიდი წიგნია და სიმართლე რომ ვთქვა უკვე მეშინია ამ წიგნის გადაშლის,რადგან არ ვიცი რა მივიწყებულ საიდუმლოს გაიხსენებს დრო და ჩემს მდგომარეობაში ეს არ მინდა,სიმშვიდე მინდა და სხვა არაფერი. -ჩემთვის მისაბაძი ქალბატონი ხართ. -ჩემი გშურს? მე რა მაქვს შესაშური,ჩემი ცხოვრება ხომ სევდით და მარტოობით არის სავსე. -მაგრამ თქვენ თავად ხარ სიყვარულით სავსე და სხვასაც ავსებ თქვენი არსებობით.კარგი იყო თქვენთან საუბარი,მაგრამ წამლების დროც მოვიდა,იმედი მაქვს არ გაჯიუტდები და არ მეტყვი რომ წამლების მიღება არ გინდათ. -არა მომიტანე,მინდა მანამ ვიცოცხლო სანამ ეს გაახლეული გამოძიება არ დასრულდება. -მიხარია რომ სტიმული მოგცათ ამ საქმის ხელახლა ძიებამ. -იმედი ჩამესახა,მჯერა ის ბიჭები საქმეს გულით იძიებს და სიმართლეს დაადგენს,ისინი მკვლელს იპოვნიან.მზად ვარ ქარს მივყვე და მოვხვდე ქარიშხალშიც, მხოლოდ სიმართლე გაირკვეს. -რატომ თავის დროზე არ დაეხმარეთ გამოძიებას. -მინდოდა,მაგრამ ვერაფერი გავაკეთე რადგან მკვლელმა ყველა და ყველაფერი იყიდა,ამიტომ ყველას სიჩუმით საქმეც დაიხურა.წლებია თავს ვიტყუებ რომ ვიღაც გამოჩნდება და სიმართლეს დაადგენს,შესაძლებელია სწორედ ეს მამაცი ბიჭებია ვისაც მე წლებია ველოდები. -შესაძლებელია............... -კი ასეა,წლების წინ გაბმული ძლიერი თოკი გაიცრიცა და არ იცის როდის გაწყდება და სიმაღლეზე ასული უფრსკულის ფსკერძე დაენარცხება. -მეც ასე ვფიქრობ,მაშინ როცა დარწმუნებულია წარსული ყველამ დაივიწყა და აღარასოდეს დაბრუნდება,უეცრად მოტრიალდება დრო და სწორედ იმ არა სასსურველ მივიწყებულ საქაღალდეს გადაშლის და საქმის ახალი ძიების დეტალებს ჩააწებებს, სულ ახალ და ახალ მტკიცებულებებს იპოვნიან შენში გაჩენილი სიცარიელის შესავსებად.მარეხის ღამეები არ ეძინა და ფიქრობდა დაჩიზე,სანდროზე და ლაშაზე.ოცნებობდა იმ დღეზე როცა სიმართლე გამჟღავნდებოდა,ლოცულობდა და კიდევ შეეძლო დაცდა მხოლოდ სიმართლე დაედგინათ. -როგორ არ დაგხვდა,ასეთ ამინდში სად წავიდოდა მას ხომ ღამით ეშინია. -არ ვიცი,არაფერი არ ვიცი, არც ის ვიცი სად ვეძებო. -პოლიციას დაურეკე? -არა,შენთან დავრეკე პირველად. -ახლავეს პოლიციას გამოვაგზავნი.დაჩიმ მეგობრებს შეხედა და თქვა. -მე როგორც ორგანოს მუშაკი მის წინაშე ვერ წავრსდგები,თქვენ უნდა წახვიდეთ და ყველაფერი კარგად შეისწავლოთ,მე კი საქმის კურსში ჩამაყენეთ. -წავედით,დასაკარგი დრო არ გვაქვს.ლაშა და სანდრო წავიდნენ გუნდთან ერთად,დაჩი კი ნერვიულად დაჰყურებდა ტელეფონს.ლაშამ ადგილზე მისვლისთანავე შორიდან შეათვალიერა რობერტი და მიხვდა,რომ ის გრძნობების დამალვას ცდილობდა,იოკებდა ემოციას და სიმშვიდეს ინარჩუნებდა.რობერტიმ შეხედა პოლიციელებს და წინ შეეგება მათ. -მობრძანით,გელოდებოდით. -როგორ მოხდა,დეტალების გახსენებას იმედია შეძლებთ. -შევეცდები ყველაფერი გავიხსენო,მაგრამ მაპატიეთ ჩემი ემოციები. -გასაგებია თქვენი მღელვარება,გისმენთ. -მე ძალიან მიყვარს ჩემი ცოლი, მას რომ რამე დაემართოს ვერ გადავიტან. -დამშვიდდი და შეეცადეთ გაიხსენოთ,თქვენ სად იყავით მისი გაუჩინარების დროს. -გუშინ შუადღიდან გადაუღებლად წვიმს,წვიმას საშინელი ქარი მოჰყვა და ხის ტოტები სახლის სახურავს უკაკუნებდა,მარის კი ეს ხმაური აშინებდა და ამბობდა კართან ვიღაც არის და შველას ითხოვსო. -მხოლოდ გუშინ ღამით შეამჩნიეთ შიში? -მარის წლებია ფსიქიკური გადახრები აქვს და ის ექიმის მეთვალყურების ქვეშ არის,საღამოობით კი დამამშვიდებლებს ღებულობდა. -გასაგებია,გააგრძელეთ. -დღეს სტუმარი მყავდა,გუშინ ღამით უცხო მამაკაცი წვიმაში მოყვა და შევიფარეთ,ასეთ ამინდში გარეთ ვერ დავტოვებდი და დილით მთავარ გზაზე გავიყვანე დავემშვიდობე და სახლში დავბრუნდი, მარი კი ვერ ვიპოვე სახლი კი არეული დამხვდა. -დამშვიდდით................. -ვგრძნობ რომ რაღაც უჭირს და ვერ ვეხმარები,გთხოვთ მაპოვნინეთ ჩემი ლამაზი ცოლი. -დაკარგულზე ძებნა ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს,განცხადებიდან 48 სთ-ი უნდა გავიდეს ძებნა რომ დავიწყოთ,მაგრამ შევეცდებით დაგეხმაროთ. -რა გავაკეთო მითხარით,სად წავიდე და სად ვეძებო. -პირველი,გთხოვთ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და მეორე,ტელეფონი ახლოს გქონდეთ რადგან შესაძლებელია გამტაცებელმა დაგირეკოთ ან თავად დაგირეკოს თქვენმა ცოლმა. დაჩი ადგილს ვერ პოულობდა და ტელეფონს ყოველ ხუთ წუთში დაჰყურებდა,მოულოდნელად ტელეფონის ხმა გაიგონა და გაოცებულმა აიღო ტელეფონი ხელში და მარის ხმაც გაიგონა. -მარი ვარ,თქვენთან მინდა შეხვედრა მინდა დაგელაპარაკოთ. -მარი? მარი მიხარია შენი ხმა რომ მესმის,როგორ ხარ. -კარგად ვარ,ძალიან კარგად. -მარი ყველგან გეძებენ,სად ხარ. -საიმედო ადგილზე ვარ,ადვილად ვერავინ მომაგნებს. -რობერტი შეშლილს ჰგავს,სადაც კი იცოდა მიხვიდოდი ყველგან იყო მისული. -არ დაუჯეროთ,მას კარგად ეხერხება სცენების დადგმა და თავის შეცოდება,სხვას ვერაფერს გეტყვი ტელეფონით ძალიან ბევრი რამ მინდა გითხრათ ბ-ნო დაჩი. -ჩამიგდე ლოკაცია სად ხარ და მოვალ.მარიმ მისამართი გაუგზავნა დაჩის და რამდენიმე საათში დაჩი მარისთან ერთად სახლის უკან ეზოში მშვიდად იჯდა ყვავილების ულამაზეს ბაღში. -ეს ადგილი რობერტიმ არ იცის,ამ სახლში ჩემი ბებია გაიზარდა და სიკვდილის წინ მე მომცა. -გამოდის რობერტი აქ არასოდეს არ ყოფილა. -არა,რადგან ეს ადგილი საიდუმლოდ მინდოდა მქონოდა,მისგან დაღლილი როცა გაქცევას მოვახერხებდი ყოველთვის აქ მოვდიოდი და რამდენიმე დღე ვრჩებოდი,სულიერად ვმშვიდდებოდი. -კარგი ადგილია,ქალაქიდან შორს მშვიდიც არის და სუფთაც.აბა გისმენ,რა გინდოდა გეთქვა ჩემთვის. -ჩემი შვილი ცოცხალია.დაჩიმ გაოცებულმა შეხედა მარის და რამდენიმე წუთი უყურა,შემდეგ კი გაუბედავად კითხა. -მარი დარწმუნებული ხარ? -ბავშვი არ უნდოდა,პირველად როცა სიყვარულს მეფიცებოდა მალე დავრჩი ორსულად და თავად წამიყვანა ექიმთან,ექიმმა წამალი მომცა და სწორედ იმ წამლის მიღების შემდეგ შეწყდა ორსულობა.ასე გრძელდებოდა რამოდენიმეჯერ და მამშვიდებდა ჯერ წინ გვაქვს ბევრი დრო და შვილები გვეყოლებაო.ბოლოს რომ დავფეხმძიმდი არ გავამხილე და როცა ექიმთან წავედით შეუძლებელი იყო ორსულობის შეწყვეტა იმავე აბებით,მაგრამ მაინც მოახერხა 8 თვის რომ გავხდი ექიმს მოელაპარაკა და ოპერაცია გამიკეთეს. -წინააღმდეგობა არ გაუწიე? -ვერ მივუხვდი ჩანაფიქრს,კონტროლზე მივედი ექიმთან მან რაღაც ნემსი გამიკეთა და მოვითენთე,მოვეშვი,ისე გავითიშე ჩამეძინა რომ გავიღვიძე ატირებულმა მითხრა რომ ძალიან შევაშინე და ჩემი დაკარგვის შეეშინდა.ვიგრძენი სიმსუბუქე და ხელი მუცელზე დავიდევი,ჩემი შვილი იქ აღარ იყო. -რა გითხრა. -დამაჯერა,რომ გული წამივიდა,სისხლდენა დამეწყო ამიტომ ექიმი იძულებული გახდა ოპერაცია გაეკეთებინა მაგრამ პატარას გადარჩენა ვერ შეძლეს. -დაიჯერე? -ვიტირე,ვიყვირე,ექიმს დავემუქრე,მაგრამ ვერაფერს გავხდი ის ყველას ყიდულობდა ფულით და მისი ფულების წყალობით გავლენა ჰქონდა,მე კი ვინ ვიყავი ერთი გაუბედურებული ქალი. -არ ეძებე შვილი? -ვეძებე როგორც შემეძლო,თავიდან არ ვიცოდი გოგო იყო თუ ბიჭი,მაგრამ გავიგე. -როგორ გაიგე,რა მოხდა. -ერთ საღამოს რაღაც წამალი მომცა და ეს წამალი ყოველ საღამოს უნდა დამელია,მეც მოვაჩვენე ისე რომ დავლიე და ეგონა წიგნის კითხვის დროს ბუხართან ჩამეძინა,მართლა ჩამთვლიმა მაგრამ ტელეფონის ზუილმა გამაღვიძა და ისე მოვიქეცი რომ თითქოს უკვე ღრმად მეძინა,მე კი მოვისმინე რაც თქვა. -ვინ იყო,ბავშვის შესახებ საუბრობდნენ? -ქალის ხმა იყო,ემუქრებოდა და რობერტიმ უთხრა,რომ ბავშვი მის ინეტრესებში არ იყო ამიტომ იქ დარჩებოდა სადაც მიიყვანა ფულს კი ყოველ თვიურად დაურიცხავდა ანგარიშზე. -სად არის ვერ გაიგე? -ვერა,ვერ გავიგე,მაგრამ გავიგე რომ ჩემი შვილი ბიჭი არის და რომა ჰქვია,რომა ცერცვაძე. -ვიპოვით,ჩვენ დაგეხმარებით შვილის პოვნაში.მარი მე ორგანოს მუშაკი ვარ,გამომძიებელი.იმ ღამით თქვენთან განგებ მოვედი,რობერტის ახლოდან გაცნობის მიზნით. -ვიცოდი,მე თქვენი სტატია მქონდა წაკითხული,რომ წლების წინანდელ მივიწყებულ მკვლელობას იძიებთ თავიდან,ეს სიმართლეა? -სიმართლეა და ეჭვების დადასტურებას დრო უნდა. -ეჭვებიც ჩემს ქმართან მოდის და იმედი მაქვს ყველაფერს გამოიძევთ და მას ციხეში ჩასვამთ. მარის ხასიათი გამოუკეთდა და ღიმილით ახედა ცას,თითქოს გრძნობდა მალე ძლიერი წვიმა წამოვიდოდა. -ისევ ირევა ამინდი,სითბო გაქვს? -კომფორტი არ მაქვს,მაგრამ მაინც კარგია აქ მყუდროდ და მშვიდად ვარ.მალე გაწვიმდება,მე კი ქაფიან ყავას მოვადუღებ და ფანჯრიდან დავტკბები წვიმის ხმაურით. -როგორც ვხედავ წვიმა ძალიან გიყვარს. -მიყვარს,ზოგჯერ ძალიან მიყვარს როცა ძლიერ წვიმას რომ ჭექა ქუხილი მოყვება და ელვა გველივით დაიკლაკნება ცაზე. -მარი ასე არ შეიძლება. -რა გავაკეთო,ცოტა ხანს აქ ვიქნები და მერე წავალ. -არა,განყოფილებაში უნდა მოხვიდე და ოფიციალური ჩვენება უნდა მისცე,რომ შევძლოთ შენი დაცვა. -ახლა ხომ ძებნაში ვარ,როგორ შევძლებ განყოფილებაში მოსვლას. -განცხადებას რამდენიმე დღით ადრე დავათარიღებთ და ყველაფერს მოვაგვარებთ. -და თქვენი მოსვლის მიზეზიც ეს იყო ჩემს სახლში,რომ სიმართლეში დარწმუნებულიყავით. -ახლა ვსაუბრობთ ერთ ენაზე,ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობას. -კარგი,ათქვენ უკეთ იცით რა და როგორ გავაკეთოთ,ახლა კი მთავარი და მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრათ.მე ვიცი რომ ის დამნაშსავეა,უამრავი სამხილი მაქვს მის წინააღმდეგ და თქვენ გადმოგცემთ. -როგორ,სად გაქვს ეს სამხილები. -ჩემს სანდო მეგობართან მისამართს მოგცემთ და ჩემი სახელით მიდით მასთან. -კარგი,მომეცი მისამართი.დაჩიმ უბის ჯიბიდან პატარა წიგნაკი ამოიღო და მარის გაუწოდა. -აქ დაწერე ტელეფონის ნომერიც და მისამართიც.მარიმ ყველაფერი დაწერა და დაჩის უკან დაუბრუნა უბის წიგნაკი,დაჩიმ გადაშალა და თვალებგაფართოებულმა შეხედა მარის. -მარი შენ,შენ დემეტრეს იცნობ? -დემეტრე ჩემი საუკეთესო მეგობარია და ჩემი მესაიდუმლე. -რატომ ერთხელ არ შევხვდით ერთმანეთს. -ალბად იმიტომ რომ წლებია წასული ვარ საქართველოდან. -გასაგებია,ყველაფერი იმაზე ადვილად მოგვარდება როგორც ვფიქრობდი.დაელოდე ჩემს ზარს და მოვალ,მე თავად წაგიყვან განყოფილებაში.დაჩი წავიდა და პირდაპირ დემეტრე მოინახულა. -დაჩი? რა ქარმა გადმოგისროლა ჩემსკენ,წამოდი კაბინეტში შევიდეთ და იქ ვისაუბროთ.რას დალევ? -რაც გინდა ის მოიტანე. -ქაფიანი ყავა გააკეთე ელენე ორივესთვის,როგორ ხარ მეგობარო წინ წავიწიეთ? -წავიწიეთ და მარტო ეს? გავიქეცით და მგონი ვეღარ დაგვეწევიან. -აბა,გისმენ. -მითხარი რომ რობერტის არ იცნობდი,გაგიკვირდა კიდეც ვინ არისო. -მართლა არ ვიცნობ,ვინ არის. -მარის იცნობ,მის ცოლს. -მარის,რომელ მარის,მარი ბობოხიძეს? მარის როგორ არ ვიცნობ,მაგრამ რობერტი საიდან მასთან,რა საერთო აქვთ ამ ორს ერთმანეთთან. -რობერტი მარის ქმარია დემეტრე. -ნუ ღადაობ,ეს მარის არასოდეს არ უთქვია.გათხოვილი თუ იყო ისიც არ ვიცი,წლებია აღარ მინახავს. -მაგრამ შენ მან მოგაბარა რაღაც ძვირფასი და მე უნდა მომცე. -კი,არც დავინტერესდი.რამოდენიმე წლის უკან ვნახე და რაღაც საქაღალდე გადმომცა სანამ დრო არ მოვა ეს საქაღალდე შემინახეო შენთან იყოსო.. -სად გაქვს,აქ არის? -აქ მაქვს,წლებია ამ ბოლო უჯრას იკავებს და არავინ შეხებია. -მოდი ვნახოთ რა არის,ძალიან მაინტერესებს.თქვა დაჩიმ და დემეტრემაც შავი საქაღალდე წლების წინ დაკეტილი უჯრიდან ამოიღო,სათითაოდ თითოეული ფურცელის ხელში აღებისას დაჩი გაოცებული უცქერდა დემეტრეს და ისიც კითხულობდა ფურცელს ფურცელზე ადებდა.როგორც იქნა დაასრულეს კითხვა და ელენემაც გააღო კაბინეტის კარი. -შეიძლება შემოვიდე? -მოდი ძვირფასო. -იცით რომელი საათია? -ალბად ღამის 12 საათია. -ღამის 3 საათია,ისე გაერთეთ მუშაობაში დროც კი ვერ განსაზღვრეთ და ვახშმობაც დაგავიწყდათ. -დემეტრე ვფიქრობ სწორედ ეს საქაღალდე იყო შენი მკვლელობის მცდელობის მიზეზი,მან იცოდა ან ხვდებოდა იმას რომ შენთან ინახებოდა ეს ყველა საიდუმლო ინფორმაცია. -ახლა რა უნდა გავაკეთოთ,პროკურორს აჩვენებ ალბად ამ საქმეებს და გამოძიებაც არ სჭირდება იმას რომ ეს ადამიანი დაუყონებლივ უნდა დააკავონ, სასჯელი კი უმაღლესი უნდა იყოს. -მე წავალ მარის განყოფილებაში მივიყვან და განცხადებას შემოიტანს. -მაგრამ მას ხომ ეძებს პოლიცია. -მოვაგვარებ,უკვე ვიცი რაც უნდა გავაკეთო. -კარგი,მაგრამ დილამდე დაგეცადა. -არა,ეს კარგი დროა,ამ დროს ყველაფერს ძინავს ფოთლებსაც კი. -დამირეკე,დაჩი მეც ვნერვიულობ. -მოვაგვარებ თუ არა საქმეებს დაგირეკავ.დაჩიმ მიუხედავად იმისა რომ ძალიან გვიანი იყო,პროკურორს დაურეკა და ტელეფონით მოკლედ აუხსნა საქმის ვითარება,პროკურორმა კი სასწრაფოდ შეხვედრა სთხოვა და მასთან სახლში მივიდა.გაოცებული და გახარებული უცქერდა დაჩის რომ უტყუარი სამხილები ხელთ ჰქონდათ,დაჩიმ მარის შესახებამ უთხრა და ასევე ისიც თუ რას აპირებდა,პროკურორმაც დაეთანხმა და საქმის მიმართ სრული თავისუფლება მისცა რომ რობერტის ეჭვი არ აეღო,დაჩიც წავიდა და მარი განყოფილებაში მიიყვანა როგორც უთხრა განცხადება ქმრის წინააღმდეგ შეიტანა და მარის დაკარგვიდან რამოდენიმე დღით ადრე დაათარიღეს.საქმე მოაგვარეს და მარი ისევ ძველ ადგილზე დააბრუნეს,რადგან თავად ასე ისურვა.პროკურორმაც და დაჩიმაც ყველაფერი იცოდნენ რომ რობერტი დაეჭირათ და საქმე დახურულიყო,მაგრამ ლაშასთან საუბარმა ორივე დააფიქრა. -რას ფიქრობ ლაშა. -მეც და სანდროც ვფიქრობთ,რობერტიმ იცის მარი სადაც არის და არ ვიცი რას ელოდება. -ფიქრობ იპოვის და რამეს მოწევს მას? -გამორიცხული არაფერია,დაჩი მარის მიაქციე ყურადღება წამოიყვანე იმ ადგილიდან. -კარგი ლაშა, დაჩი წავა და მარის წამოიყვანს,უფრო უსაფრთხო ადგილას მიიყვანს. -ჩემს ზარს დაელოდეთ,ვიღაც რეკავს რობერტისთან უცხო ნომერი.რობერტი შეაშფოთა უცხო ნომრის დანახვამ და ლაშას შეხედა. -უცხო ნომერია,რა გავაკეთო. -უპასუხე,გავიგოთ ვინ არის.უთხრა სანდრომ. -გისმენთ.რობერტის ხმა უკანალებდა და შეშინებული უცქერდა ლაშას და სანდროს. -გამარჯობა,მეგობარო ხომ არ შეგაშინეთ? -ვინ ხარ,ჩემგან რა გინდა. -შენგან რა მინდა? ეს ხომ თავად იცი უკეთესად . -ვინ ხარ,არ გაქვს უფლება ასე მესაუბრო. -ცოლი მოგენატრა რობი? -სად არის ჩემი ცოლი,მითხარი რამდენი გინდა ჩემი ცოლი რომ დამიბრუნო. -შენს ცოლს შემზე უკეთესად მივხედავთ,იცი იმ საშინელ აბებს რომ არ სვამს ის გაცილებით უკეთ არის შენ კი მას ნელა ნელა კლავდი და თავიდან იშორებდი. -დრო ნუ გაგყავს,მითხარი რამდენს თხოულობთ ჩემი ცოლის დაბრუნებაში. -თავად თქვი ცოლის სიცოცხლე რამდენი გიღირს. -200-000? -???. სანდრომ ხელით ანიშნა გაზარდე თანხაო და რობერტიმაც თანხას მოუმატა,მაგრამ საპასუხოდ არავინ არაფერს ამბობდა. -რატომ ხართ ჩუმად,თქვით რამდენს თხოულობთ.ნერვებს ვეღარ აკონტროლებდა რობერტი,ლაშამ მხარზე დაადო ხელი ეს კი ნიშანი იყო დამშვიდებულიყო. -მხოლოდ ეს გიღირს შენი ცოლი? რომ გითხრა სიცოცხლე სიცოცხლის სანაცვოდ მეთქი? არა,ამას არ გააკეთებ,ცოლის გამო თავს არ გაწირავ ვიცი როგორ გიყვარს სიცოცხლე. -500 000$ ბოლო ფასი და მარი დამიბრუნეთ. -კარგი,ვიცოდი ძუნწი რომ იყავი,მაგრამ ესეც კარგი თანხაა. -სად და როგორ მოგიტანო ფული. -შენი სახლიდან რამდენიმე მეტრში ნაგვის ბუნკერია,ჩანთა იქ დატოვე და წადი. -ბ-ნო რობერტი თქვენი მეუღლე რა პროფესიას ეუფლება. -მას თბილიში გალერია აქვს,ქალაქის ცენტრში ის ხელოვანია და ეს ფოტოებიც რასაც აქ ხედავთ მისი შესრულებულია. -კარგი,ფულის რა ვქნათ გაქვთ ეს თანხა რაც დაასახელეთ? -თანხა არის,წავალ და გამოვიტან. -ჩვენ წამოგყვებით ისე რომ ყურადღებას არ მივიქცევთ,მარტო არ უნდა წახვიდეთ.ორი პოლიციელი თქვენთან ერთად იქნება.რობერტი გაბრაზდა და თავის სიბრაზე ვერ გააკონტროლა ლაშას ისეთი თვალებით შეხედა -მითხრეს მარტო მოიტანეო და შესაძლებელია მითვალთვალებდეს გამტაცებელი. -ეს ჩვენც ვიცით,მაგრამ თანხას აქ მოიტანთ და აქედან წახვალთ დათქმულ ადგილზე.ხმას აუწია ლაშამ და თავადაც გაბრაზებულმა შეხედა რობერტის. -თანხას რომ მიიღებენ ხომ გაანთავისუფლებენ მარის. -დარწმუნებული ვარ არავინ არაფერს დაუშავებს თქვენს ცოლს. -დარწმუნებული ხართ? -მარტო მე არა,თქვენც უნდა იყოთ დარწმუნებული რადგან გამტაცებელი არც უცნობია და თან დიდ თანხას ელოდება თქვენგან. რობერტის სხვა გამოსავალი არ ჰქონდა,ორ პოლიციელთან ერთად ფულის გამოსატანად წავიდა და რამდენიმე საათი დასჭირდა უკან დასაბრუნებლად,საღამოს კი ფული იქ მიიტანა სადაც უთხრეს.ვერანდაზე გადი გამოდიოდა და ტელეფონს ყოველ ხუთ წუთში დასჩერებოდა,მაგრამ უცნობის ნომერი იმ დღეს მის ტელეფონში არ დაფიქსირებულა.პოლიცილებმა ნახეს ფული დგილზე მიტანიდან რამდენიმე წუთში გაქრა ადგილიდან,მარი კი არ დაბრუნებულა. -მარი როგორ ხარ,ხომ არაფერი გჭირდება. -არა ბ-ნო დაჩი კარგად ვარ. -მოგეწონა ახალი თავშესაფარი? -კი ძალიან, აქ უფრო დაცული ვარ. -და კომფორტიც გაქვს. -კი ასეა,მაგრამ ვნერვიულობ. -კარს გამიღებ? -აქ ხართ? მარის გაუხარდა და ღიმილით შეეგება დაჩის,დაჩისაც მოეჩვენა რომ მარი სულ სხვანაირი იყო,უფრო მხიარული და არა ისეთი გულჩათხრობილი როგორიც ნახა პირველ შეხვედრაზე. -მითხარი ვნერვიულობო,არაფერი გაქვს სანერვიულო შენმა ქმარნა შენს პოვნაში უამრავი თანხა გადაიხადა.კარგად თქვი მას ცსენების დადგმა კარგად გამოსდიოსო და მართლაც გაამართლა,ეს მისი დადგმული სცენა იყო რომ პოლიციამ იფიქროს შენ გაგიტაცეს და მისგან არ გაქცეულხარ. -მართლა? ვიცი ის ყველაფერს გააკეთებს,რომ თავი გაიმართლოს. -მაგრამ სად წაუვა იმ სამხილებს რომლებიც ხელთ გვაქვს. -იყავი დემეტრესთან? -ვიყავი და ძალიან გაუკვირდა,მან ისიც კი არ იცოდა ქორწინებაში თუ იყავი.მითხრა წლებია აღარ მინახავს და არ ვიცოდი აქ თუ იყოო. -ქორწილზე ვეძებდი ხალხში ისე ძალიან მინდოდა მისი ნახვა,მაგრამ არ მოვიდა,ახლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა,რომ არც კი შეატყობინა რობერტიმ ქორწილის შესახებ. -მარი რაღაც მინდა გითხრა. -გისმენთ. -იცოდი რომ რობერტის დემეტრეს მოკვლა უნდოდა? -რადგან დემეტრემდე მიაღწია,მაშინ იცის რომ საქაღალდე მასთან არის. -უკვე აღარ არის,მე წამოვიღე იქედან და პროკურორს მივუტანე. -მაგრამ მან ეს არ იცის,დემეტრე ფრთხილად უნდა იყოს. -მეც ასე ვფიქრობ,მაგრამ ხომ არ იცი კიდევ ვინ მოქმედებს რობერტისთან ერთად. -მისივე ვითომ ბიზნეს-პარტნიორები,ისინი ყველა ერთად ბინძურ საქმეებს სჩადიან და უნდა შეაჩეროთ. -ყველას უთვალთვალებენ,არ ინერვიულო. -მინდა დედაჩემს დავურეკო და მან გაიგოს რომ ცოცხალი ვარ. -ჯერ არა,ამას ჩვენ გავაკეთებთ და დედას მალე შეხვდები,მე მოგიყვან დედას. -მადლობა,არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ. -უნდა წავიდე,მარი კარი არავის გაუღო.მამაკაცი ბუშტებს ყიდის სახლთან ის სახლს უთვალთვალებს და ასევე ის მათხოვარი კართან ახლოს რომ ზის ჩვენი პოლიციელები არიან. -ეს ვინ მოიფიქრა,ამას ნამდვილად ვერ დავიჯერებდი თავად რომ არ გეთქვათ. -არ მინდა გეშინოდეს,მინდა თავისუფლად იყო და უშიშრად.დაჩი წავიდა და ლაშას დაურეკა გზიდან. -როგორ ხართ,ლაშა რა ხდება. -მარის დედა მოვიდა. -კარგი მიხედე და მოგვიანებით თავად ვნახავ. -სად არის ჩემი შვილი,სად წაიყვანე ან რა უქენი ჩემს შვილს ცხოველო. -ვეძებთ,ხომ ხედავ პოლიციას აქ არის და მის მოძებნაში მეხმარება. -პოლიცია? ნუ მაცინებ და თავს ნუ იქებ იმით რომ პოლიციას თავად დაურეკე.დამნაშავეს სხვაგან ნუ ეძებთ,ყველაზე საშიში დამნაშავე თქვენს წინ დგას. -რას ამბობ ხვდები? შეუყვირა რობერტიმ ისედაც ანერვიულებულ მარის დედას. -რა იფიქრე,შენს ცოლს თუ მოკლავდი მის სახელზე არსებული ქონება შენს ხელთ გადმოვა? ჯერ ცოცხალი ვარ და ამას არ დავუშვებ,თავიდანვე ვიცოდი რომ ქონების და სიმდიდრის გამო დაქორწინდი ჩემს შვილზე -გაჩუნდი ბებერო,ვერ ვხვდები თუ რატომ გეზიზღები ასე ძალიან. -იქნებ იმიტომ ხომ არ მეზიზღები ჩემი ხელებით მალამოს ვუსობდი ჩემი შვილ შენგან მიყენებულ სილურჯეებზე. -მაშინაც გითხარი და ახლაც გიმეორებ,ეს შეცდომა იყო,მხოლოდ ერთხელ მოხდა. -შეცდომა რომელიც თვეში ერთხელ ხდებოდა,თავში ურტყამდი რომ სამხილები არ დარჩენოდა და უკვე შენი ეშინოდა,ძალიან ეშინოდა,მაგრამ მაინც ჩუმად იყო და არაფერს ამბობდა ის ხომ მე მგავდა, ზედმეტად თავმოყვარე. -ქალბატონო დამშვიდდით,თქვენი შვილი რომ მოეკლათ აქამდე გავიგებდით,გთხოვთ დამშვიდდით და გპირდებით თქვენს შვილს ვიპოვით. -მას კითხეთ,მან იცის სადაც არის ჩემი შვილი,მას ხომ კარგად ეხერხება ადამიანების წამება და შემდეგ მოკვლა ასევე სამხილების გაქრობა,მაგრამ სულ ცოტაც დარჩა რაც შენს წინააღმდეგ სამხილები მაქვს ისინი საკმარისია შენს დასაჭერად. -გაიყვანეთ ეს ქალი ჩემი სახლიდან მისი შეხედვაც არ მინდა,უკვე ნერვებს მიშლის.რობერტის ხმამ და გამოხედვამ პოლიციელებიც კი შეაშინა და ყველა გაოცებული უცქერდა მას. -ქალბატონო თქვენს სიძეს მოწმე ჰყავს,რომ ის არ არის დამნაშავე. -და თქვენც დაუჯერეთ,თქვენც კი გაგაცურათ ამ არა ადამიანმა,ის ხომ მთელი მისი ცხოვრება ბინძური საქმეებით არის დაკავებული და პასუხსაც არავინ არ სთხოვს,რატომ? პოლიციასაც გაჭმევთ და ხელშეუხებელიც ამიტომ არის. -რას ბოდავ,სულ გააფრინე? წადი სახლში დედაკაცო,აქაურობას მოშორდი. -გინდა თავიდან მომიშორო და შენი ყალბი ცრემლებით პოლიციასაც გზა-კვალი აურიო,ეს ხომ კარგად გეხერხება,შენ ხომ მსახიობი ხარ.ჩემს შვილსაც აურიე ცხოვრება,თავი შეაყვარე და შემდეგ რამდენჯერმე მოუკალი მისივე მუცელში შენი საკუთარი შვილი.ექიმთან დაგყავდა და რაღაც აბებს აძლევ,სახლიდან არ უშვებ,როგორც ტყვე ისე გყავს.გაოგნებული იდგა ლაშა და სანდრო,სულ რამდენიმე წუთის წინ თითქოს დაიჯერეს რომ ის უდანაშაულოა,სანდრომ ლაშას შეხედა და მიხვდა,რომ ლაშაც იმავეს ფიქრობდა. -ძმაო ამ სახლის კედლებში დიდი საიდუმლო იმალება და იმედია გამოძიებას ბოლომდე მივიყვანთ. -საიდუმლოს ფარდა მალავს და დანაშაულზე დამნაშავე ადრე თუ გვიან პასუხს აგებს,გავხსნით ამ საიდუმლოს. -შენ დამნაშასვე ხარ,მაგრამ რატომღაც შენს ცოდვებზე ჩემი შვილი აგებს პასუხს.არა,ეს არ უნდა დაუშვათ ის უნდა დაისაჯოს,ის არის დამნაშსავე.გიჟს ჰგავდა მარის დედა,პოლიციამ სასწრაფოს დაურეკა და გულშეღონებული ლალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. -ბ-ნო რობერტი თქვენი მეუღლის,ანუ თქვენი საერთო საძინებელი უნდა ვნახოთ. რობერტიმ დაბნეულად შეხედა ლაშას და ენის ბორძიკით თქვა. -წა,წამობრძანდით,ეს არის ჩვენი საძინებელი.ლაშამ ოთახს თვალი მოავლო და საწოლთან მდებარე პატარა ნათურა ჩართო,კარადის უჯრა გამოაღო და იქ რაღაც ვარისფერი აბები ნახა. -ეს რა აბებია,ქალბატონი მარი ხმარობდა ამ აბებს? -მითხრა ექიმმა გამომიწერაო და ყოველ ღამით დაწოლის წინ მას იღებდა. -სანდრო დაუძახე ერთ-ერთ პოლიციელს და ეს აბები წაიღოს ექსპერტიზაზე და გაიგეთ ის ექიმი ვისთანაც ქალბატონი მარი დადიოდა მისი ჯამრთელობის შესამოწმებლად. რობერტის ფერი დაეკარგა,მაგრამ თავი კარგად ეჭირა,ლაშამ კი შეხედა და უთხრა. -თქვენს მეუღლეს ჰქონდა რამე განსაკუთრებული ადგილი სადაც უყვარდა განმარტოებით ყოფნა. -კი,ზემოთ სართულზე ბიბლიოთეკაში.სანდრო ლაშასთან ერთად შევიდა ბიბილიოთეკის ოთახში და მას თვალში მოხვდა ბუხარი,ბუხრის წინ მდგარი სავარძელი.ბუხრის გვერდით თაროები და უამრავი სქელყდიანი წიგნები,მაგრამ მისი ყურადღება მიიქცია ამ წიგნებს შორის ერთადერთმა რვეულმა,მან რვეული ხელში აიღო და გადაშალა,პირველივე ფურცლიდან შეატყო რომ ამ რვეულში აღწერილი მარის ცხოვრება ძნელი წასაკითხი იქნებოდა და სახე შეეცვალა,რაც რობერტის შეუმჩნეველი არ დარჩენია. -რამე იპოვე? -მიშველეთ,არავინ არ ხართ რომ მიშველოთ? თუმცა ვერც ვერავინ გაიგნებს ჩემს ხმას,მე ხომ გულში ვყვირი და ჩემი ხმა არავის ესმის,მაგრამ დიდი იმედი მაქვს ერთ დღეს ვიღაც გაიგონებს და ჩემს ქმარს ნიღაბს ჩამოხსნის,ვიცი დამიხსნიან ამ ჯოჯოხეთური ცხოვრებიდან.ზოგჯერ ვფიქრობ,ეს მხეცი როგორ შემიყვარდა ან სად გაქრა ის ადამიანი ვინც მე გავიცანი და მის გამო ყველას გადავაბიჯე.ასე როგორ შევცდი მასში და ეს წლები როგორ ვცხოვრობ მის გვერდით.დაწოლის წინ მასთან ერთად არასოდეს არ ვიხდი ტანისამოსს,მაგრამ როცა მარტო ვარ ჩემს სხეულს ვათვალიერებ სილურჯეები რჩება,მაგრამ სულში მრჩება უზარმაზარი ჭრილობა და სულის ტკივილს ვერ გავურბივარ.რომ არავინ გამოჩნდეს,რომ არავინ დამეხმაროს და არავინ არ დამიხსნას შენი რისხვისგან,მე ისედაც მალე გავნთავისუფლდები შენგან და ყველასგან შორს წავალ,მე ხომ ისედაც ცოტა დამრჩა რადგან ჩემი ავადმყოფობა უკვე სადაცაა მთელ ორგანიზმს შხამივით მოედება.მიხარია ეს ყველაფერი იცი? მიხარია რომ ერთ დილით თვალს ვერ გავახელ და შენს ამაზრზენ სახეს ვერ დავინახავ, ეს იქნება უდიდესი ბედნიერება ჩემთვის.მე ზეციური სამყაროდან შენი სინანული ვიქნები,მინდა ინანო რომ ასე მომექეცი და მინდა სულიერად დაიტანჯო.ლაშამ რობერტის შეხედა გაბრაზებულმა და თქვა. -ქალბატონი მარი ავად არის? -მე,მე არ ვიცი, რომ ის ავად არის და მალე გადაინაცვლებს ზეციურ სამყაროში,ჩემთვის................................ -თუ ეს თქვენ ჩააგონეთ თქვენს ნაცნობ ექიმთან ერთად,რომ ის ავად არის და მალე მოკვდება,მიეცით რაღაც აბები და დაარწმუნე რომ მკურნალობას გადიოდა ექიმთან. -რას ამბობთ უფროსო........................ -რა ადამიანი ხარ,ვინ ხარ.ამბობ მიყვარს ჩემი ცოლიო,მაშინ ასე რომ მოექეცი მას ეს როგორ ავხსნათ. -შეუძლებელია ეს ჩემზე იფიქროთ,მე მართლა მიყვარს ჩემი ცოლი,ძალიან მიყვარს. -ადამიანის სიცოცლით თამაშობ და ეს სიამოვნმებას განიჭებს,გეტყობათ როგორც გიყვართ.ახლა ვხვდები თუ როგორი მტკივნეული იყო მარის მშობლებისთვის შენს გვერდით მათი შვილის ყოფნა. -სცდებით,დიდ შეცდომას უშვებთ. -წაიყვანეთ და საქმის გამოძიების დასრულებამდე ჩვენი სტუმარი იქნება.თქვა სანდრომ და იქვე მდგარ ორ პოლიციელს შეხედა,მათმაც წესების დაცვით წაიყვანა რობერტი განყოფილებაში. -მე უდანაშაულო ვარ,არ შეგიძლიათ აქ გამომკეტოთ,უფლება არ გაქვთ მტკიცებულებების გარეშე.ყვიროდა რობერტი. -ვიპოვით მტკიცებულებებს,ასე ნუ ნერვიულობ.უთხრა პოლიციელმა და წინასწარი დაკავების საკანში ჩაკეტა. -მე მოწმე მყავს,მისი კოორდინატები მოგეცით და უნდა იპოვოთ. -ვიპოვეთ უკვე და მოწმემაც ის თქვა რასაც თქვენ ამბობთ,მაგრამ რა ვქნა მაინც აქ მოგიწევს გაჩერება,მეგობარო რამდენი დღე უნდა გაუძლო კარგად გაგიმასპინძლდებით.დაჩის ესმოდა რობერტის არაადამიანური ყვირილი და პროკურორს მიუბრუნდა. -მტკიცებულებები საკმაოდ გვაქვს,პროკურორო რას ვაკეთებთ? -მტკიცებულებები გვაქვს,მაგრამ ამ საქმეს რაღაც აკლია რომ სრულყოფილად იყოს გამოძიებული,ასე ვერ დავხურავთ დაჩი საქმეს ეს ადამიანი ბოლომდე უნდა გამოვააშკარავოთ.უნდა გავიგოთ სად არის ბავშვი,ასევე რატომ უნდოდა დემეტრს მოკვლა.დაჩი შენ დასვამ საქაღალდეში ჩაწებებულ საქმეში ბოლო წერტილს,შენ დაკითხავ მას. -გასაგებია პროკურორო.დაჩიმ გადაწყვიტა მარის ოჯახი მოენახულებინა და ლაშასთან ერთად წავიდა ლალისთან. -პოლიცია მოვიდა,მითხარით რომ ჩემი შვილი იპოვეთ. -ვიპოვით,გპირდები თქვენს შვილს უვნებელს მოგიყვანთ,მაგრამ ქალბატონო ლალი შეგიძლიათ რამე მითხრათ თქვენს შვილზე და სიძეზე. -დაბრძანდით,მე გეტყვით.მე ლალის ძმა ვარ,მარის ბიძა. -მარის მამა არ ყავს? -ჩემი სიძე ჯერ კიდევ მაშინ გარდაიცვალა როცა მარი ძალიან პატარა იყო და მარიც დედასთან ერთად ლონდონში იზრდებოდა,წამოიზარდა თუ არა ჩვენც გვსტუმრობდა ზაფხულობით. -მეუღლე როგორ გაიცნო,სიყვარულით დაქორწინდნენ? -რობერტი ჩვენს ოჯახში ხშირად მოდიოდა,მას მაღაზია ჰქონდა იუველირი არის და ჩემი და ლალი ძვირფას ნივთებს მისგან ყიდულობდა,ფულს ასე აბანდებდა.ერთ ზაფხულს მარიც აქ იყო და მარის დაადგა თვალი,ჩემს დას კი ეს ქორწინება არ უნდოდა შემდგარიყო,მაგრამ ერთადერთ შვილს ვერ დაკარგავდა და ბოლოს დათანხმდა.შეუყვარდა მარის,პირვლ ხანებში ერთმანეთის გარეშე არ შეეძლოთ,ჩემმა დამ ლონდონში ბინა მარის სახელზე გააფორმა,ასევე წყნეთში აგარაკიც მას მისცა,მაგრამ ჩვენი სიძისთვის ეს ცოტა ამოჩნდა,მან ყველაფრის მის სახელზე გადაფორმება გვიბრძანა. -გიბრძანათ? -დიახ,გვიბრძანა რაზედაც ყველა გაოცებულები დავრჩით.ჩემი დისგან უარი მიიღო თუ არა,მარის ხელი მოკიდა და წაიყვანა რამდენიმე თვე მარისგან არაფერი გვესმოდა და ბოლოს ლოდინით რომ დავიღალეთ ლალი თავად ჩავიდა ლონდონში. -ქალბატონო ლალი თქვენი ძმის სიტყვებია,რომ არ მოგწონდათ თავიდანვე რობერტი მაგრამ თქვენ მას იცნობდით და კარგი ურთიერთობაც გქონდათ. -ვიცნობდი როგორც იუვილირს,მაგრამ საერთოდ არ მომწონდა ის ჩემს სიძედ.არ მომწონდა მისი უეცარი და ფეთქებადი ხასიათი,მას არ უყვარს სტუმარი და ვერ გვეგუებოდა როცა მათთან მივდიოდი.ყოველთვის ვგრძნობდი,რომ თუ დროზე ადრე არ წამოვიდოდი მათგან თავად გამომაგდებდა,ასევე მეშინოდა ჩემი შვილის იქ დატოვების,რადგან გული ცუდს იგრძნობდა. -რატომ არ მიმართეთ პოლიციას. -პოლიციას? ნუ მაცინებ შვილო,პოლიციაშიც და სასამართლოშიც ყველა ხომ მისი მარიონეტები არიან,მას როგორც უნდა ისე შეცვლის ყველაფერს. -ასე ძალიან ნუ დარწმუნდებით რომ ამჯერად დამნაშავე არ დაისჯება,ერთ დღესაც გაოცებული შეხედავთ ცაზე ყველაზე დიდი და ნათელი ვარსკვლავიც კი ჩამოვარდება და სურვილის ჩაფიქრება არ დაგავიწყდეთ. -ახლა მხოლოდ ჩემს შვილზე ვფიქრობ,გთხოვთ რამე გაარკვიოთ მასზე და დამიბრუნოთ ჩემი შვილი. -ყველაფერი კარგად დასრულდება,დამიჯერეთ მარი დაბრუნდება.დაჩი და ლაშა განყოფილებაში მივიდა თუ არა სანდრომ უთხრა. -დაჩი პროკურორმა გიკითხა,გელოდება. -კარგი, წავალ პროკურორთან.დაჩი ლაშასთან ერთად შევიდა პროკურორთან. -პროკურორო მეძახდით? -მოდით,მოდით დაჩი ვიფიქრე და გადაწყვეტილება მივიღე. -გისმენთ. -შენ უნდა დაკითხო დაკავებული ცერცვაძე. -მაგრამ ჯერ ხომ......................... -ვიცი,ვიცი,მაგრამ ვფიქრობ დროა მისი ნამდვილი სახე დავინახოთ. -კარგი,დავკითავ და დავაკვირდებით.ლევან შენ შედი და დაიწყე დაკითხვა,მეც მალე მოვალ.ლევანი შევიდა პირველი დასაკითხ ოთახში და სქელი საქაღალდე მაგიდაზე დადო. -მე არ ვარ დამნაშავე,დამიჯერეთ მე უდანაშაულო ვარ. -თქვენი მეუღლის გაუჩინარებასთან ვიცით რომ არანაირი კავშირი არ გაქვთ,ჯერ-ჯერობით. -რას ჰქვია ჯერ-ჯერობით,მე მოწმეც მყავს გთხოვთ მას დაურეკოთ. -აქ არის თქვენი მოწმე და ცოტა ხანში შემოგვიერთდება,მანამდე კი ჩვენ ვილაპარაკოთ.თქვა სანდრომ და რობერტის შეხედა,რამდენიმე წუთი მდუმარედ უცქერდნენ ერთმანეთს და დაჩიც დაბრუნდა,რობერტიმ გაოცებულმა შეხედა და ენისბორძიკით თქვა. -თქვენ? თქვენ აქ............................... -იმ ღამით მიმიღეთ თქვენს ოჯახში და მე მოწმე ვარ თუ როგორი მშვიდი და სასიამოვნო,ასევე საინტერესო იყო თქვენთან გატარებული რამდენიმე საათი,მაგრამ თქვენთან მოსვლამდე რამოდენიმე დღით ადრე ჩემს კაბინეტში ერთი ძალიან შეშინებული და დაუცველი ქალბატონი მესტუმრა,რომელმაც ჩემდა გასაკვირად საჩივარი მეუღლის წინააღმდეგ შემოიტანა. -თქვენ,თქვენ მე მომატყუეთ.ვერ ვიჯერებ,თქვენ პოლიცელი ხართ და ჩემთან................................... -იმ ღამით თქვენთან მოვედი არა როგორც პოლიციელი,არამედ როგორც უბრალო მოქალაქე რომელიც კარგად მიმიღეთ და კარგად გამიმასპინძლდით. -მე გამიმართლა,რომ თქვენ ხართ ჩემი მთავარი მოწმე,ბედი მწყალობს და ეს მიხარია. -არ ვიცი რამდენად გწყალობთ ბედი,ამას გამოძიება დაადგენს მანამდე კი ჩვენი სტუმარი იქნებით. -ეს როგორ,მე ხომ უდანაშაულო ვარ. -როგორც გავარკვიეთ მე და ჩემმა კოლეგებმა,თქვენ სიყვარულით დაქორწინდით თქვენს მეუღლეზე,მაგრამ შემდეგ უფრო მეტი მოინდომეთ და ბრძანება გაეცით ყველაფერი თქვენს სახელზე გადმოეფორმათ რაზედაც უარი მიიღეთ მეუღლის დედისგან.ასევე როგორც განცხადებაში არის აღნიშნული თქვენმა მეუღლემ რამდენჯერმე გთხოვათ განქორწინება ამას მისი იურისტიც ადასტურებს,მაგრამ თქვენ სცენა გაითამაშეთ რომ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდით. -ეს ყველა........................... -ასევე თქვენს შოროს არის ბავშვი რომელიც 4 წლის არის და ის სხვასთან იზრდება თქვენ კი ყოველ თვიურად ძიძას გარკვეულ თანხას ურიცხავთ. -არანაირი ბავშვი არ არსებობს,ეს მისი ფანტაზიებია. -არსებობს და ეს თქვენ ჩემზე უკეთესად იცით. -ჩემი მეუღლე ბავშვის დაკარგვის შემდეგ თავს ვერ გრძნობს კარგად,მას რაღაც ნივთები ელანდება,ასევე ესმის რაღაც ხმები და მას უჯერებთ? -ისიც მოეჩვენა რომ სცემდით და სხეულზე დალურჯებები თავისით ჩნდებოდა? თქვენ ორმაგ ცხოვრებას ეწეოდით,მეუღლეს სახლში აშინებდით თქვენი რისხვით გარეთ კი საყვარელი გყავდათ და მასთან ატარებდით უმეტეს დროს. -ტყუილია,ეს ტყუილია საყვარელი არ მყავს და არც მყოლია. -მაგრამ ქალბატონი მარინა თქვენგან შვილს ელოდება,მისგან განცხადება შემოვიდა რომ თქვენ ის გამოიყენეთ და შემდეგ მიატოვეთ. -მარინა? მარინა ხომ დემეტრესგან ელოდება შვილს. -წლების წინ თქვენი მეუღლე ქალბატონი მარი დემეტრე დემეტრაძის საუკეთესო მეგობარი იყო,თქვენ კი ცოტა ხნის წინ სწორედ დემეტრეს მოსაკლავად გამოიყენეთ მარინა და არ გამოგივიდათ,მიუხედავად იმისა რამოდენიმეჯერ სცადეთ მისი მოკვლა.წლების წინ მეგობარი წაართვი დემეტრეს მასზე დაქორწინდი და ქორწილიის შესახებ მან დღემდე არაფერი იცის,მის ცხოვრებაში ისევ დაბრუნდი და ახლა მის საცოლეს დაადგი თვალი ის გაიტაცე და მისით აშანტაჟებდი დემეტრეს, მაგრამ მან მიხვდა თქვენს ჩანაფიქრს და საფრთხეს თავი აარიდა.ასე გშურს დემეტრესი რომ მის ცხოვრებაში ხელებს უფათურებ?რობერტის ჩაეცინა და დაჩის შეხედა. -ქალები თავად მოდიან ჩემთ და არ უნდათ წასვლა. -თქვენ ავად ხართ და თქვენი მეუღლეც სულიერად დაავადეთ,თქვენს ხელებზე უამრავი ადამიანის სისხლია,არ გეზიზღებათ თქვენი თავი? ოდესმე დაფიქრებულხართ თქვენს ქმედებებზე? თუ დაფიქრების დრო არ გქონდათ,ახლა დაფიქრდით აქ ხომ გაქვთ ფიქრისთვის დრო.რობერტიმ თავ დახარა,დაჩიმ და სანდრომ ის მარტო დატოვა,დაჩი თავის კაბინეტში შევიდა და ჩაფიქრდა. -რაზე ჩაფიქრდი დაჩი. -იმ ღამით მე და რობერტი სახლიდან ერთად გავედით,ვფიქრობ მან ჩემი სტუმრობა გამოიყენა და გეგმაც უცებ შეადგინა.ჩემი სტუმრობის საათებში მეგობარს დაურეკა,ისეთ მეგობარს ვისაც ყველაზე მეტად ენდობა,ვისაც თავის სიცოცხლესაც კი დაუფიქრებლად ანდობს. -ფიქრობ მარიმ გაიგონა და.................. -ასეა,მარიმ გაიგონა და ელოდებოდა როდის გავიდოდით სახლიდან. -ლოგიკასთან ახლოს არის,მარიმ გამოიცნო რობერტის ჩანაფიქრი და ქმარს დაასწრო,სახლიდან წავიდა,მან თავს უშველა. -ნამდვილად ასეა და დღეს ცოცხალია,ჯერ არ ვაპირებთ მის გამოჩენას მინდა იფიქროს რომ მეუღლის გაუჩინარებით მის სახელზე თავისუფლად შეძლებს ქონებას დაეპატრონოს მასაც ხომ ეს უნდოდა.დაჩიმ ისევ მოინახულა რობერტი და მანაც ირონიულად უთხრა დაჩის. -რაო ჩემო სტუმარო,გააკვიე ვინ არის ჩემი საყვარელი და მოხვედი რომ მითხრა? -გახსოვს რომ მნახე პირველ დღეს რა მითხარი,მიხარია შენ რომ ხარ ჩემი მოწმეო. -ასეა და სწორედ ეს გამიხარდა აქ რომ გნახეთ. -სწორედ რომ გაგიხარდათ,თქვენი სიხარულის მიზეზი იყო რომ თქვენი მხსნელი გეგონეთ,მაგრამ ამდენი სიბოროტე რომ არ გქონდეთ გაკეთებული ყველაფერს ვიღონებდი აქედან თავისუფალი და უდანაშაულო გასულიყავი,მაგრამ ახლა შემიძლია გაგანადგურო ისე როგორც შემიძლია გადაგარჩინო. -ვერ ვხვდები რაზე მიმანიშნებთ ან რატომ ამხელა ზიზღი და აგრესია ჩემს მიმართ. -იმ ღამით მოულოდნელმა ჩემა სტუმრობამ საშუალება მოგცათ გეგმა სისრულეში მოგეყვანათ,დიდსულოვნება გამოიჩინეთ და ისეთ ამინდში ჩემი სახლამდე მიყვანა გადაწყვიტეთ,მაგრამ თქვენი საშინელი გეგმა თქვენს საყვარელს ან მეგობარს გადააბარეთ,თუმცა არც აქ გაგიმართლათ და თქვენი მეუღლე გაუჩინარდა.თქვენ კი იმდენად უმართავი გახდით,სახლში დაბრუნდით და მარის გაუჩინარებამ გაგაღიზიანათ,მიხვდით რომ მან მიგიხვდათ თქვენს ჩანაფიქრს.ფულიც გაეცით ვითომ გამტაცებლებს და გვაჩვენე რომ ყველაფერზე ხარ წამსვლელი მხოლოდ ცოლი დაიბრუნო. -ვერ გავიგე,მარი........................ -ვინც დატოვეთ სახლში მან დაუშვა შეცდომა,სწორედ მას დაავალეთ მარის მოკვლა რომ თქვენ ჩემი სახით მოწმე გყოლოდა,მაგრამ საბედნიეროდ მარიმ თავი დააღწია მკვლელს და გაიქცა. -რა გინდათ ჩემგან. -აღიარება,ბატონო რობერტი ამ საქაღალდეში ყველა ის მტკიცებულებებია რომელსაც მარი დემეტრესთან ინახავდა აქამდე,ეს საქაღალდე უკვე ჩვენს ხელთ არის და უნდა ხვდებოდეთ სხვა გამოსავალი არ გაქვთ. -დემეტრეს მოკვლაც ამიტომ გინდოდათ,რომ ეს საღაღალდე გეპოვათ.თქვა სანდრომ რომელიც მათ საუბარში ჩაერთო. -ბავშვი სად არის,ვისთან გყავს. რობერტი მიხვდა ყველაფრის დაფარვას აზრი არ ჰქონდა და გადაწყვიტა სიმართლე ეთქვა. -ვაღიარებ რომ მე მოვკალი ჩემი მეგობარი ლევანი და მისი ბიძაც,უჩვეულოდ ვგრძნობდი თავს,როცა ლევანი ჩემს გვერდით იყო და მის მეუღლეს,ჩემს საყვარელ ქალს სიყვარულით სავსე თვალებით უცქერდა.მარეხი მე მიყვარდა და ის ჩემი უნდა ყოფილიყო,მაგრამ მან სიმდიდრე აირჩია ჩემთვის კი მიუწვდომელი ქალი გახდა,მეც ამ მიუწვდომელი და აკრძალული ხილისკენ გამიწია გულმა და ერთ ღამით როცა ყველას დავემშვიდობე ისევ დავბრუნდი უკან და სახლში ვერანდიდან შევიპარე,ვერანდამ კი სწორედ მათ საძინებელში შემიყვანა მარეხის ძალიან საყვარლად ეძინა და მეც გვერდით მივუწექი,ის ჩემსკენ გადმობრუნდა და ნახევრად მძინარემ მითხრა. -მოხვედი საყვარელო? -დიდი დრო დამჭირდა შენამდე მოვსულიყავი,მაგრამ მაინც აქ ვარ,მოვედი.იმ ღამით მისი წინააღმდეგობისა ის ჩემი ქალი გახდა და ასე გრძელდებოდა რამოდენიმე ღამე. -როგორ შეგეძლო მეგობრის ბიძას ეს როგორ გაუკეთე,ლევანი ხომ შენი ძმა იყო და შენ ოჯახში მიგიღო ყველამ შენ კი რა საზიზღრობა გქონია გულში.დავიჯერო ლევანი შენს განზრახვას ვერ ხვდებოდა? -რამოდენიმე კვირამ უშიშრად გაიარა,მაგრამ ლევანი ყველაფერს მიხვდა და როცა დიდი ლევანი მოვკალი,სამ თვეში ლევანიც მასთან გავამგზავრე. -როგორ გაიგო. -ერთ დილით მის თვალებში უზარმაზარი ზიზღი,იმედგაცრუება დავინახე და ძალიან რთული იყო თავის გაკონტროლება.მას მარეხიმ უთხრა ყველაფერი,გავაფრთხილე რომ გაჩუმებულიყო,მაგრამ არ გაჩუმდა.არ მინდოდა მომეკლა,მინდა ჭკუა მესწავლებინა,მაგრამ მოქნეული დანა პირდაპირ გულის არეში მოხვდა და ადგილზე მოკვდა. -არასოდეს დაფიქრებულხარ რა შეცდომა დაუშვი? საკუთარი ჩადენილი არასოდეს გინანია? -ცხადია ვაცნობიერებ რაც გავაკეთე,მაგრამ იმ დროს ჩემი რამდენიმე წუთიანი სიამოვნება უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ლევანის მეგობრობა და ძმობა. ესტერ პერელიც კი ამბობს,რომ ბედნიერი პარტნიორებიც ღალატობენ ერთმანეთს.ლევანისა და მარეხის შორის ასაკის ძალიან დიდი განსხვავება იყო,მე კი მისი ყოველდღიური და მოსაწყენი რუტინა ცოტათი მაინც შევცვალე,თუმცა მარეხის გამქრალი ვნება და სურვილი ვეღარ დავუბრუნე და ეს ფაქტი რომ აღმოვაჩინე იმდენად მტკივნეულად განვიცადე რომ გადავწყვიტე მასთან აღარ მივსულიყავი,რადგან მას ერქვა მხოლოდ ქალი და მასში ჩამკვდარი იყო ქალურობა. -ან დაიღალე მალულად გევლოთ მასთან და ყოველ დღე ძალა გეხმარა მასზე. -შეიძლება ასეც ითქვას,მე ყველაფერი ვთქვი. -მნახველი გყავთ. -ვინ,ვინ მოვიდა ჩემს სანახავად.კარი გაიღო და რობერტიმ მარის შეხედა. -საყვარელო.მარიმ რობერტის მიუახლოვდა მისი მოქნეული ხელი რობერტის სახეში მოხვდა. -მეზიზღები. -მაპატიე,არ მიმატოვო მე უშენოდ ვერ ვიარსებებ. -შენ ის გზა გაანადგურე,რომელზედაც ორივე ჩვენი ქორწინების დასაწყისში ხელი-ხელ ჩაკიდებული დავდიოდით.გზა გრძელდება,მაგრამ ჩვენ ადგილზე გავიყინეთ რადგან აქ დასრულდა ყველაფერი.შენ ყველაფერი გაანადგურე,ის ლამაზი წუთებიც კი გააქრე რომლის შენარჩუნებას ვცდილობდი.შენ შენი თავიც გაანადგურე,სადამდე მიგიყვანა შენში არსებულმა ეგოისტობამაც და სიძულვილმაც. -ვფიქრობ ერთი შანსი მომცე,მარი როგორც ყველა მეც ვიმსახურებ ერთ შანს და გპირდები გამოვსწორდები. -კუზიანს სამარეც კი ვერ ასწორებს და ვფიქრობ იმსახურებ იმ სასჯელს რასაც მართლმსაჯულება მოგისჯის,მშვიდობით. -არა,არა,არ წახვიდე მე ხომ შენთან ტუჩებიდან გულამდეც მივაღწიე მარი. -ასე ფიქრობ? სიყვარული კოცნის სახით ტუჩებზე რჩება,შენ კი ჩემს ტუჩებს მხოლოდ ზიზღი დაუტოვე და ჩემს გულში შენი ადგილი აღარ არის. მარიმ ზურგი აქცია რობერტის და მიუხედავად მისი ძახილისა უკან აღარ მიუხედია,მას დედის ნახვა ეჩქარებოდა და დაჩისთან ერთად მიიჩქაროდა საყვარელი ადამიანის სანახავად. ლალი ფანჯარასთან იჯდა და გზას გაჰყურებდა,მოულოდნელად უცხო მანქანა დალანდა და ფეხზე წამოდგა,იქვე მის ძმას შეხედა რომელიც ახალ ამბებს უსმენდა და უთხრა. -ჩემი შვილი,ჩემი შვილი დაბრუნდა.ლალი სიხარულით აღფრთოვანებული ჩაეხვია შვილს და ხან დაჩის ეფერებოდა ხან მარის შემდეგ კი დაჩიმ სიმართლეც თქვა და ზიზღით თქვა. -ვიცოდი მისი ბოლოც ეს იყო,რაც დაიმსახურა ის მიიღო. -თქვენთვის კიდევ ახალი და კარგი ამბავი მაქვს. -გისმენთ შვილო.ლალიმ ჯერ მარის შეხედა,მაგრამ მის გამოხედვაზე მიხვდა რომ არაფერი იცოდა და ისევ დაჩის მიუბრუნდა. -მარი მზად ხარ შეხვდე შვილს? მარი დაიბნა,გაშეშდა და ვერაფერი ვერ თქვა,ეზოში კი ახალგაზრდა ქალი ორ პოლიციელთან ერთად შემოვიდა და ხელში პატარა ბიჭუნა ეჭირა. -დამპირდი ვიპოვი შენს შვილსო და უკვე მომიყვანე,არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო.მარიმ ბავშვი ხელში აიყვანა,გულში ჩაიკრა და ასე იყვნენ რამდენიმე წუთი,დაჩიმ ღიმილით შეხედა დედა-შვილს და ლალის ანიშნა მივდივარო,ღიმილით დატოვა ოჯახი რომელმაც როგორც იქნა სიმშვიდე ჰპოვა თავად ლაშას და სანდროს დაურეკა და უხრა. -დემეტრესთან მოდით,იქ შევიკრიბოთ.დემეტრე ჩაფიქრებული იჯდა და იზოლდას ქვეშ-ქვეშ უყურებდა. -მაინც ვერ დამაჯერებ,წლებია აქ ხარ გავიზარდე და მაინც არ მომცილდი და არ იცი ვინ არის მამაჩემი? -დედაშენს შეეკითხე მე ნუ მეკითხები. -რომ მითხრა რა მოხდება. -არა,ბუბუს კითხე და თუ საჭიროდ ჩათვლის გეტყვის. -რა მოხდა,გავიგონე ბუბუს ახსენებთ და რა კითხვები გაწუხებთ? ბუბუ იზოლდას უყურებდა და თან თვალებით რაღას ანიშნებდა. -მე შემომხედე,იზოლდას ნუ უყურებ. -გისმენ შვილო.ბუბუ დემეტრეს მიუბრუნდა,დემეტრემ ხელი მოკიდა და დედა გვერდით დაისვა. -ხომ მიცნობ ბევრი კითხვების დასმა არ მიყვარს,არც არასოდეს შემიწუხებიხარ,მაგრამ ვფიქრობ დრო მოვიდა ჩემი ქორწინების,დედა ვქორწინდები. -შენ,შენ ქორწინდები? -არ არის დრო ჩემი ცხოვრების მომდევნო წლები რომ დავგეგმო? -არის,მაგრამ...................... -კი დედა,ელენე და მე ვქორწინდებით და მარტო ეს არ არის,ბებიაც გახდები რამდენიმე თვეში.ბუბუ აცრემლებული უყურებდა დემეტრეს და ელენეს შეხედა,შემდეგ კი იზოლდას მიუბრუნდა. -გახსოვს დემეტრესთვის ძიძას რომ ვეძებდი და პირველად ხელში აიყვანე,რა უთხარი მაშინ. -იმედია შენს ქორწილსაც მოვესწრებიმეთქი და ახლა ვფიქრობ მისი შვილის ძიძაც ვიქნები.თქვა იზოლდამ და ელენე გულში ჩაიკრა. -დედა პირველად და უკანასკნელად გეკითხები,გაქვს სურვილი მითხრა ვინ არის ჩემი მამა? -აქამდე მამა არ გყოლია გვერდით და მისი დახმარების გარეშე მიაღწიე იმას რაც გაქვს. -მაგრამ მაინც................................ -რა მაინც, დემეტრე რა განერვიულებს. -გიყვარდა? -არსებობს სიყვარული რომელიც მთავრდება,მაგრამ მთავრდება მოულოდნელად და უცებ. -მაგრამ როცა შვილი გყავთ,როგორ შეიძლება იმ წყვილმა სიყვარული დაასრულოს დედა. -სამწუხაროდ და ბევრისთვის საბედნიეროდ,როცა ყველაფერი მოსაბეზრებელი ხდება იქ სიყვარულიც სრულდება.ალბად ეს გრძნობა ძალიან დამღლელია,რთულია მისი შენარჩუნება და ამიტომ არც მიცდია ის შემენარჩუნებინა,პირიქით შევეცადე დასრულებულიყო.ბობოქარი სიყვარულის ტალღები დამშვიდდა და ბოლოს გაირინდა,ნელა-ნელა კი გაქრა სიშმაგეც და ვნებაც. -და მე დავიბადე,მას შემდეგ არასოდეს შეხვედრიხარ მას? -არა,ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს სიყვარულსაც და განშორებასაც,სტუდენტი ვიყავი სიყვარულმა იფეთქა მოულოდნელად და მოულოდნელად ჩაიფერფლა მე ვეღარავის გავუხსენი გული,რადგან არ მინდოდა კიდევ მეორედ გადამეტანა განშორების ტკივილი,არც გავთხოვდი რადგან შენი დედაც და მამაც მე ვიყავი.მან იცოდა როდის დაიბადე,მაგრამ ....................... -მაგრამ არ მოსულა,გასაგებია.დემეტრე ფეხზე წამოდგა და კარი გააღო,სახლში კი შამპანიურით ხელში დაჩი ბიჭებთან ერთად შემოვიდა. -რა მოხდა,რას ვზეიმობთ? -დასრულდა მეგობარო. -რა დასრულდა. გაოცებული უცქერდა დემეტრე მეგობრებს. -საიდუმლოს ფარდა მალავდა,ახლა კი ყველაფერმა მზს სინათლე ნახა და გამოძიებამაც წერტილი დასვა. -მე რამდენიმე წამი დამჭირდა ჩემი ბედნიერება მეპოვა,ჩემი ბედნიერებისათვის საკმარისია თქვენი დამშვიდებული სახეების ყურება და მიხარია რომ ყველაფერი დასრულდა.ბედნიერი ვარ რომ აქ ხართ და ყველა ერთად ავღნიშნავთ თქვენს წარმატებას.საიდუმლოს ფარდა მალავს,მაგრამ ეს საიდუმლოც დასრულდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.