შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი - თავი 1


20-07-2020, 19:03
ავტორი Impermeable
ნანახია 5 358

ყველა ზღაპარი ასე მთავრდება: და ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად... მაინც რა არის ბედნიერი დასასრული? რა ხდება ზღაპრის ბოლოს ფურცლის მიღმა? აქვს კი უსასრულო სიყვარულს და ბედნიერებას სასრული? ალესანდროს რომ კითხო, ცხოვრება სასრულია. უყვარს მათემატიკური რებუსებით სიყვარულის ახსნა, და მერე ხალისობს ჩემს რეაქციებზე, როცა ვცდილობ ამოვხსნა რას გულისხმობდა. მას რომ ჰკითხოთ, დიახადაც, ცხოვრება გეომეტრიული სასრული მწკრივია. მწკრივის თითოეული წევრი კი ცხოვრების კონკრეტული ეტაპი. მე მისთვის, როგორც თავად ამბობს, გეომეტრიული სასრული მწკრივის ყველაზე ბოლო წევრი ვარ, ყველაზე დიდი და აღმატებული.

და მაშინ, როდესაც თამადა ჩვენი ჩუმი ჩანაფიქრების სადღეგრძელოს ამბობდა ვიგრძენი როგორ ცდილობდა ალესანდრო თეთრი კაბის უსასრულო ქსოვილებში წვივის მოძებნას, შემდეგ კი დიაგონალური სიზუსტით სისველეში ჩაფლობას. ისედაც სასმელისგან გახურებული, ვგრძნობდი როგორ ეკიდებოდა ჩემს ლოყებს ცეცხლის ალი, გულში სიძე-პატარძლის მაგიდის დიზაინერს სამსართულიან გინებას ვუძღვნიდი. უკვე გული მერეოდა ბანალური სადღეგრძელოების მოსმენისა და სტუმრების როკვისგან. ამას თან ერთოდა ფეხებს შორის მოთარეშე ალესანდროს ხელი და ლამის იქვე განვუტევე სული უეცრად რომ ყურში ჩამჩურჩულა: დროა ჩვენი ჩუმი ჩანაფიქრები ავასრულოთ ლეა. გონს მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ ოსტატურად გამიყვანა მოცეკვავე წყვილებს შორის და ყველასგან შეუმჩნევლად სირბილით გავიქეცით თეთრი ლიმუზინისკენ.
-საით საან? წამით შევჩერდი და დაბნეულმა აღმოვთქვი.
- სასრულეთში. იქ სადაც ჩვენი სურვილები სრულდება. უჩვენოდაც მოიხდიან სამადლობლებს.
- ამიტომ ვგიჟდები შენზე. ჩემს ფიქრებს კითხულობ. ხმაურით ვაკოცე ყელთან.
ჩავსხედით თუ არა ხარბად დაეწაფა ჩემს ტუჩებს და შამპანური გამომიწოდა.
- საან, ხო იცი რომ სასმელს ცუდად ვიტან. ხომ არ გინდა თვითმფრინავის ტრაპიდან გამოგვაბრუნონ. კნუტის თვალებით შევხედე და თავი მაქსიმალურად შევაცოდე. უცებ თვალი გამექცა ყინულში მოთავსებული მარწყვისკენ. ენის წვერი შევახე თვალებდახუჭული და ხარბად ჩავკბიჩე.
-ოო, ეს არ უნდა გექნა. ეშმაკურად ჩაილაპარაკა ალესანდრომ და გააზრება ვერ მოვასწარი ისე მოექცა ზემოდან. ამჟამად მომთხოვნად მკოცნიდა, თან ცალი ხელით თმიდან სარჭებს მხსნიდა. გრძელი ქერა თმის ტალღები ნაზად ეფინებოდა მხრებს. სველი კოცნებით ნელ-ნელა მიიწევდა მკერდისკენ, ტუჩზე კბენით ვცდილობდი კვნესის ხმის დახშობას. ვგიჟდებოდი მის თმაში რომ ხელებს ვუცურებდი, კატასავით კრუტუნს იწყებდა ეგრევე. უცებ თითქოს ცივი წყალი გადამასხეს, გონს მოვეგე. მიუხედავად იმისა, რომ მანქანაში სექსი ორივეს გვიყვარდა, ნამდვილად არ მინდოდა ქორწილის შემდგომი სექსუალური თავგადასავლები ასე დაგვეწყო.
-საან გთხოოვ, ძლივს ამოვღერღე, მიუხედავად იმის, რომ მზად ვარ შენთან ერთად ჯოჯოხეთშიც კი წამოვიდე ელი სააბის საღამოს კაბით, ნამდვილად არ მინდა ასე, აქ, ამ მოუხერხებელ კაბაში (არ მჯერა რომ ჩემს სიმწრით მოპოვებულ ელი სააბის კაბაზე ამას ვამბობ მაგრამ სექსისთვის მართლაც საშინლად მოუხერხებელია). უსიტყვოდ მიმიხვდა და ზანტად მომაშორა ხელები. სახლს მივუახლოვდით თუ არა მაშინვე ოთახში შევარდი, რომ სასწრაფოდ განვთავისუფლებულიყავი. სარკის წინ დავდექი და ამაოდ ვცდილობდი კაბის თასმების შეხსნას ზურგზე. ალესანდრო მომიახლოვა, თმების სურნელი ხარბად შეისუნთქა, ცალ მხარზე გადამიწია და მხარზე ნაზად მაკოცა. შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო თასმების შეხსნა, თან დრო და დრო სველ კოცნებს მიტოვებდა და თვალს არ მაშორებდა სარკის ანარეკლში. ზღვის ტალღასავით განთავისუფლდა ჩემი სხეული კაბისგან და მოწყვეტით დაეშვა ფეხებქვეშ. ვუყურებდი ჩემს შიშველ სხეულს და უხერხულად ვიშმუშნებოდი. ჯერ კიდევ ვერ მივჩვეულიყავი მის წინ თამამად გაშიშვლებას. ალესანდრო ჩემთვის პირველი მამაკაცი იყო. პირველი და მგონი სამუდამო სიყვარული. მოიცადეთ, მე რა "მგონი" ვთქვი? წამში აინთო ტვინში განგაშის წითელი ღილაკი. მგონი კი არა ნამდვილად ერთადერთი და სამუდამო სიყვარული. ალესანდრო აგრძელებდა ჩემს მოფერებას და ნელნელა გადავყავდი სიამოვნების ენით აღუწერელ მორევში მარჯვენა ხელით, მარცხენათი კი მკერდზე მეფერებოდა და თან თვალებს არ მაშორებდა სარკის ანარეკლში.
-იდეალური ხარ ლეა, ნამდვილი ქალღმერთ, შენი მკვრივი მკერდი, წვრილი წელი და მრგვალი თეძოები ის ვიოლინოა, რომელზეც შეუჩერებლივ შემიძლია დავუკრა. ჩამჩურჩულა ყურთან.
თვალები, სწორედ ეს თვალები მავიწყდება სირცხვილსა და ყოველგვარ უხერხულობას, უსასრულოდ იძირებოდა მის ჭაობისფერებში ჩემი ქამელეონები. დიახ, არ მოგესმათ. ქამელეონები, იმიტომ რომ არასდროს ვიცი, ზუსტად რა ფერია ჩემი თვალები. ხან ცაცხვის მაისის თაფლივით ღია გამჭვირვალე თაფლისფერია, ისეთი გამჭვირვალე რომ გეგონება ფსკერსაც დაინახავ ოკეანისას, ხან კი თვალის კაკლის გარეთა მწვანე გარსი იზრდება და ზურმუხტისფერს უთმობს თაფლისფერი ადგილს. ჰო, მომწვანო-მოთაფლისფერო თვალები. და მაშინ, როცა ალესანდროს ხელებისა და თვალებში მოლივლივე ვნების წყალობით ნეტარების მორევში ვეშვებოდი ჩემდაუნებურად კედელზე დაკიდებული საათისკენ გავაპარე თვალი.
-ღმერთო ჩემო, სააან დავიღუპეეთ. აღმომხდა. ჯერ კიდევ ვნებისგან გაბრუებული ალესანდრო დაბნეული მომჩერებოდა. საან, ერთ საათში ჩვენი ფრენააა. უკვე ვტიროდი სასოწარკვეთილი.
-ნუ ნერვიულობ ლეა, ჩემი ხო გჯერა, მივუსწრებთ. დამაიმედა და თან ხელს მოყოლილი პირველივე კაბა მესროლა რომ ჩამეცვა.
თავქუდმოგლეჯილი გავიქეცით აეროპორტისკენ. გზად სანმა მობილური ჩართო. 52 გამოტოვებული ზარი მშობლებისგან, ახსნა-განმართების თხოვნის შეტყობინებები, თუ რატომ მივატოვეთ შუა ქორწილში მეგობრების ხუმრობანარევი მესიჯები, ამ ყველაფრის წასაკითხად ორი დღეც არ გვეყოფოდა, ამიტომ სანმა მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა მშობლებს, რომ უკვე მივემგზავრებოდით და ტელეფონი ისევ გამორთო.
და აი, აღსრულდა, დაიწყო დაუვიწყარი თაფლობისთვე ეგვიპტიდან ევროტურის გაგრძელებით.

2 წლის შემდეგ.

ვუყურებდი სარკის ანარეკლში სხეულს და გაოცებას ვერ ვმალავდი. გაოცებული მიყურებდა სარკეში მოთავსებული გამოფიტული, დაღლილი თვალებჩასიებული სხეულიც. სხეულს, რომელთანაც არაფერი მაკავშირებდა, უცხო, საშინელ, ჩემთვის მოულოდნელ ფორმებს. ცრემლები თავისით იკვალავდნენ გზას ლოყებზე, შემდგომ ნიკაპქვეშ ერთიანდებოდნენ და ერთი ნაკადით ჩადიოდნენ მკერდის შუა ზოლში.



№1  offline წევრი salomea1992

სანამ ახალი თავი დაიდება, თავიდან დავიწყე ამ ისტორიის კითხვა. თითქმის აღარც მახსოვდა როგორ დაიწყო, ვინც ახლა იწყებთ წინ გასაოცარი, ემოციებით, თავგადასავლებითა და მოულოდნელობებით სავსე დღეები გელოდებათ. heart_eyes

 


№2  offline წევრი Impermeable

salomea1992
სანამ ახალი თავი დაიდება, თავიდან დავიწყე ამ ისტორიის კითხვა. თითქმის აღარც მახსოვდა როგორ დაიწყო, ვინც ახლა იწყებთ წინ გასაოცარი, ემოციებით, თავგადასავლებითა და მოულოდნელობებით სავსე დღეები გელოდებათ. heart_eyes

ნამდვილად სასიამოვნო შეფასებაა, დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent