შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ღამის წყვდიადში (5)


29-07-2020, 12:30
ავტორი ელზა777
ნანახია 1 033

გოგონა ღამის წყვდიადში (5)

ელზასთვის დრო იმდენად ნელა გადიოდა რომ ეგონა დრო გაჩერდა როგორც მისი სურვილები.
იმდენად ღლიდა საზოგადოებაში ძლიერი ქალის როლის თამაში რომ მარტო დარჩენის ეშინოდა.
21-ე დაბადების დღის აღნიშვნა გადაწყვიტა მეგობრების გარემოცვაში ბარში. უნდოდა ერთი დღით ყველაფერი დაევიწყებინა და უბრალოდ ბედნიერი ყოფილიყო .ამ დღეს საგულდაგულოდ გამოეწყო იმდენად ლამაზი იყო რომ ყველა გაოცებული უყურებდა .
-ელზა გვერდით არ გაიხედო.
-რატომ?
-ლუკა
უნდოდა ფეხებიდან მიწა გამოცლოდა და შიგ ჩავარდნილიყო , ოღონდ ის არ დაენახა .ლუკამ ელზას მეგობრები იცნო და მიხვდა რომ ელზაც მანდ იყო ისიც იცოდა რომ დღეს ელზას დაბადების დღე იყო .ამიტომ გადაწყვიტა სცენიდან მიელოცა...ლუკას ხმა მოესმა მიკროფონიდან მაგრამ იმდენად დაბნეული იყო რომ ვერ გაარჩია სიტყვები ...ამ დროს სიჩუმე ჩამოვარდა ლუკამ ელზას ფავორიტი მუსიკის შესრულება დაიწყო რომლის მეშვეობითაც გაიცნეს ერთმანეთი.ელზასთვის დრო და იქ მყოფი საზოგადოება გაჩერდა მხოლოდ ლუკას ხმა ესმოდა აღარ შეეძლო იქ გაჩერება ამიტომ გადაწყვიტა დროებით გაცლოდა იქაურობას...უეცრად ზურგიდან ლუკას ხმა მოესმა
-ელზა მოიცადე
-რა გინდა ?
-რაღაც მინდა გითხრა!
-შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს .

ლუკამ ვეღარ მოითმინა და ჩაეხუთა ძალით ხელებს უჭერდა რომ მისგან არ წასულიყო.
-მინდოდა მეთქვა რომ მომენატრე.
-გეტყობა.
-არ მინდოდა შენი ცხოვრება ჩემს ცხოვრებას დამეკაცშირებინა ... შენი მეგობრები მართლები არიან შენ ჩემზე უკეთეს ადამიანს იმსახურებ .აღარ შემეძლო ამ ყველაფრის გვერდიდან ყურება .
-შეგეძლო ეს ყველფერი აქამდე გეთქვა.
-ვიცი, მაპატიე
-ახლა აზრი არ აქვს მე უკვე მივეჩვიე ჩემს ტკივილთან მარტო ყოფნას. მეზიზღები
ამ სიტყვების თქმა და ლუკას წასვლა ერთი იყო .ელზამ თავი ვეღარ შეიკავა და ჩაიმუხლა საშინლად ტიროდა იმ მომენტში არავინ იცოდა სად იყო ...ცრემლები მოიწმინდა და წამოდგა “დაე ბოლო სიყვარულის ცრემლები იყოს ”
ელზა ცხოვრების რითმს არ ჩამორჩა მაგრამ სამსახურში დაძაბულობა ქონდა ამიტომ გადაწყვიტა წამოსულიყო ...დროებით მოლარე ოპერატორის პოზიციაზე იპოვნა სამუშაო მაგრამ მისთვის ეს სამუშაოც ძალიან სტრესული აღმოჩნდა. საკუთარ თავში დაიკარგა და გამოსასვლელს ვეღარ პოულობდა ...
ტელეფონის ზარმა ელზას ფიქრები ისევ გაფანტა
-რაშვრები?
-რავი მაკო ვმუშაობ და ერთი სული მაქვს დრო როდის გავა.
-დღეს საღამოს გავიდეთ არ გინდა განტვირთვა მოვიწყოთ ?
-აუ კაი აზრია კაფეში წავიდეთ თან რამეს შევჭამ !
-კაი .
საღამოც მოვიდა, როგორც ყოველთვის მაკომ და ელზამ ყველა და ყველაფერი გაჭორეს .
-აუ გოგო იცი თიკო გერმანიაში მიდის დეკემბერში (თიკო საერთო ნაცნობი)
-აუ რა მაგარია ...როგორ ?
-ძააან მაგარი მასწავლებელი ყავს და ის დაეხმარა რაღაცეებში.აუ მგონი აქვე უნდა იყოს სადღაც დავურეკავ თუ სცალია !
-მიდი
-თიკუნია თიკო რაშვრებიო?
-რავი გოგო ახლა ვაპირებდი სახლში წასვლას მასწავლებელთან ვიყავი .
-სად ხარ?
-საბურთალოზე
-ეეეე მიდი გამო მე და ელზაც აქ ვართ კაფეში ცოტა ვიჭორიკნოთ
-კაი
თიკომ როგორც იქნა მოახწია და წუწუნებდა იმაზე რომ მანქანა ძლივს დააყენა
-აბა მოყევი რაშვრები
-რავი გერმანიაში მივდივარ და ვემზადები .
-როგორ ?
-გერმანული ენის გამოცდა ჩავაბარე და Au-Pair პოგრამით მივდივარ გერმანიაში თან ძააან ჯიგარი მასწავლებელი მყავს.

ელზას გონებაში გაუელვა მეც ხო არ ვცადო .
-თიკო შეგიძლია მაგ მასწავლებლის საკონტაქტო მომცე ...სურვილი გამიჩნდა მეც ვცადო
-კი გოგო რა პრობლემაა. შემიძლია მიგიყვანო და გაგაცნო
-სიამოვნებით .
ელზამ პირველად არ გადადო ცხოვრებაში რამე და გადაწყვიტა დაუყონებლივ დაეწყო მეცადინეობა.
მასწავლებელი მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა ძალიან მალე შეძლო ელზამ მასთან დაახლოება .მაგრამ სწავლა ძალიან უჭირდა სამსახურთან ერთად ...თან სწავლის ნიჭითაც არ გამოირჩეოდა.
მასწავლებელიც მასთან მიმართებაში მკაცრი იყო უნდოდა მეტი ესწავლა .ხშირად იქიდან გამოსული ემოციებისგან ტიროდა მაგრამ მაინც არ ნებდებოდა. “მე ამას შევძლებ”
მასწავლებელს არ ქონდა იმის იმედი რომ ელზა გამოცდას ჩააბარებდა ამიტომ გადაწყვიტა მისთვის ბევრად მარტივი გზა ეჩვენებინა .
-ელზა ერთი აზრი მიტრიალებს თავში და რამდენად მისაღებია ეს შენთვის არ ვიცი .
-შეგიძლიათ მითხრათ!
-ავსტრიაში ბევრად მარტივია წასვლა ენის სერთიფიკატსაც არ ითხოვენ .
-მართლა რა მაგარია . სიამოვნებით

ძალიან მალე გამოჩნდა ელზასთვის შესაფერისი ოჯახი თითქმის ყველაფერი მზად იყო ...ელზამ წასვლამდე გადაწყვიტა დაუვიწყარი ზაფხული გაეტარებინა რადგან იცოდა აღარასოდეს დაბრუნდებოდა უკან.ტრადიციულად ბათუმში გადაწყვიტა წასვლა. მაკო უკვე ბათუმში ელოდებოდა .
-მაკო რაშვრები?
-გელოდები, როდის მოდიხარ ?!რით ვერ ჩამოაღწიე.
-ხვალ წამოვალ ,დედას ახლობელი მოდის რეის ასრულებს და ერთი ადგილი აქვს თავისუფალი და წამოვყვები .
-უჰუუუ რა მაგარია .გელოდები

როგორც იქნა დადგა ეს დღე ელზამ როგორც ყოველთვის მთელი კარადა ერთ დიდ ჩანთაში მოაქცია .
-დე ტაქს გამოგიძახებ და ისე წადი ამხელა ჩანთით არ თქვა ახლა მეტროთი მივდივარო .
-აუ სანამ ტაქსი მოვა ვერ დავუწყებ ლოდინს .
-ვერ ხარ შენ .
როგორც იქნა დანიშნულ ადგილამდე მიაღწია ჩანთას ძლივს მიათრევდა და უეცრად ჩანთა გზად ამობურცულ რკინას გამოედო და დაენარცხა ძირს, იმდენად ძლიერი ხმა ქონდა რომ წინ გამვლელმა ბიჭმა დახმარება შესთავაზა .
-შემიძლია დაგეხმაროთ დანიშნულ ადგილამდე მიტანაში.
-თუ არ შეგაწუხებთ, სიამოვნებით
-შეიძლება გკითხოთ ამხელა ჩანთით სად მიემგზავრებით .
-ბათუმში .
-დიდი ხნით მიდიხართ ალბათ .
-სავარაუდოთ ერთი კვირა დავრჩები .
-რა გქვია ?
-ელზა , შენ ?
-დიტო , სად ცხოვრობ ?
-ვაჟაზე , შენ ?
-პლეხანოვზე .
მიუახლოვნდენ დანიშნულ ადგილს მაგრამ დიტოს წასვლა არ უნდოდა . ელზას უკეთ გაცნობის სურვილი გაუჩნდა.ელზაც დაინტერესდა მისით გარეგნულადაც ძალიან სიმპატიური იყო კარგადაც აზროვნებდა ელზას კრიტერიუმებს 99% აკმაყოფილებდა .
-შეიძლება, შენი საკონტაქტო დამიტოვო?
-შეიძლება ,მაგრამ როგორც უკვე გითხარი საქართველოდან მალე ვაპირებ წასვლას და არანაირი პირადული .
-ვიმეგობროთ .საინტერესოა შენთან საუბარი და სანამ წახვალ კიდევ ერთხელ მინდა შევხვდეთ.
-სიამოვნებით .
-ძალიან გამიხარდა ეგ ჩანთა ასფალტზე რომ დაენარცხა სხვა შემთხვევაში ალბათ ვერ გაგიცნობდი.
- მართლაც რომ ჩანთის დამსახურებაა ჩვენი გაცნობა .
-ახლა ჩემი წასვლის დროა.
-მადლობა, დახმარებისთვის .
-არაფრის, შეხვედრამდე.

დიტოს წასვლის შემდეგ ელზას კიდევ მოუწია ლოდინი არაბულ ოჯახთან ერთად უნდა ემგზავრა .ძალიან იგვიანებდნენ მაგრამ სხვა გზა არ ქონდა გარდა ლოდინისა და როგორც იქნა მოვიდნენ .
-უკაცრავად ეს გოგო ვინაა ?(არაბი)
-ჩემი ახლობელია ,და ჩვენ დაგვემგზავრება (მძღოლი )
-კი მაგრამ ჩვენ არ გვინდა მასთან ერთად ვიმგზავროთ ,უნდა დატოვოთ თუ არადა ჩვენ დავრჩებით (არაბი)
მძღოლი საშინლად გააღიზიანა ასეთ მიდგომამ და მანქანიდან გადმოყარა თავის ჩანთებიანად .
-ეგღა მაკლია ამ შუა ღამეს ქართველი გოგო შუა ქუჩაში დავტოვო თქვენი არასწორი მიდგომის გამო .ჯანდაბაშიც წასულხართ .(მძღოლი )
-არ დაკარგოთ მგზავრები ჩემს გამო სხვა რეის გავყვები (ელზა)
-არა რა სიაულელეა , უბრალოდ ცოტა დაგვაგვიანდება ჩასვლა დიდუბეში გავიდეთ რომ ერთი ორი მგზავრი დავიმატოთ რომ ბენზინის ფული ამოვიღო.
-არ მინდა ჩემს გამო იზარალოთ .
-არ იფიქრო მაგაზე .
ძალიან დიდი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა სამი მგზავრი ამოვიდა იქნებოდნენ 18წლამდე ბიჭები მერე კიდევ ერთი გოგო დაემატა .უკვე უნდა წასულიყო ბათუმისკენ როცა კიდევ ერთი მგზავრი გამოჩნდა
-მოიცადეთ , გაქვთ კიდევ ადგილი?(ნიკა)
-კი მაგრამ ,გავდივართ .(მძღოლი)
-აუ ძააან გთხოვთ უჩემოთ არ წახვიდეთ სახლში ავალ რამოდენიმე ხელ ტანსაცმელს ჩავაწყობ და წამოვყვებით აქვე ვცხოვრობ(ნიკა)
-შემდეგ რეისს გაყევით
-აუ არა ტო ...დედას დაბადების დღეა და საჩუქარს ვუკეთებ ისე უნდა დავადგე არ გამიტეხოთ .
-კაი მიდი ...გელოდებით დროზე (მძღოლი)
ნიკა დანიშნულ ადგილზე დროულად მივიდა.ელზასთვის კი ეს ღამე ძალიან იწელებოდა .ძალიან უცნაური თანამგზვრები ყავდა გვერდით და ოცნებობდა მალე ჩასვლას .
-შენ რაღაც ძაან მეცნობი?(ნიკა)
-საიდან ?(ელზა)
-ძაან ნაცნობი სახე გაქვს (ნიკა)
ელზას საერთოდ არ მოწონდა ნიკასნაირი ბიჭები ძალიან ავარდნილი და ბლატავისტი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა რამდენჯერაც ცადა ნიკამ გამოლაპარაკება და ელზა ცდილობდა არ შეემჩნია .აშკარად ეტყობოდა ნიკას რომ კარგი ცხოვრებით არ ცხოვრობდა .როგორც იქნა მღძოლმა გადაწყვიტა შესვენება .ეს თანამგზავრი გოგოც არ იყო ნორმალური ...სამ ბიჭთან ერთად პლანის მოსაწევად წავიდა საფირფარეშოში ...იმ მომენტშიც ელზაც მანდ იყო მაგრამ ელზამ რა თმა უნდა უარი უთხრა მოწევაზე.მანქანაში უნდა დაბრუნებულიყო რომ ნიკას ხმა მოესმა
-მოდი ჩემთან ჩაგეხუტო პოზიტივი უნდა გადმოგცე.
და ელზას ჩაეხუტა და ყურში ჩარჩუჩულა
-მოწიე შენც?
-არა არ ვეწევი .
-ყოჩაღ ,კაი გოგო ხარ არასოდეს გაეკარო მსგავს რაღაცეებს .
ელზა არ მოელოდა ნიკასნაირი ბიჭისგან მსგავს მიდგომას .ნიკა ცდილობდა ელზას გვერდიდან არ მოშორებოდა და მისი ყურადღება მოეპოვებინა.ელზას თმის რეზინა გამოართვა და ხელზე ეკეთა.
როგორც იქნა ქობულეთამდე ჩაახწიეს .
-ელზა ძალიან გთხოვ ,დედასთან დამარეკინე ?!მე ტელეფონი დამიჯდა.
-კაი დარეკე ..
ნიკას ჩასვლის დროც მოვიდა
-კარგად ელზა ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს კიდევ ერთხელ და ამ თმის რეზინას მაშინ დაგიბრუნებ .
-ჰმ ...(ელზა)
ჩასვლისთანავე ელზა გაითიშა და საუბარის თავიც არ ქონდა რომ მაკოსთვის გრძელი ღამის შესახებ მოეყოლა.როგორც იქნა გაიღვიძა და დაწვრილებით მოუყვა ყველფერი.
-რაიყო გოგო ორი ბიჭი ააგდე ღამეში...რაღა რომ მიდიხარ მაშინ მოგინდა ნაშების აგდება ...
-აუ არ მკითხო .ნიკა იმენა უკიდურესობაა მაგრამ რაღაცნაირად მიზიდავს .აი დიტო კი ჩემი შესაფერისი ტიპია..და ამ დროს ტელეფონის ზარი გაისმა
-რაშვრები ?
-რომელი ხართ ?
-ეეე ნიკა ვარ ტო ნუთუ დამივიწყე ...
-შენ რა ჭკვიანი ხარ .
-შენთან მოვდივარ დღეს ბათუმში ..
-ვინ დაგპატიჟა ?
-შენ !
-ძაან მეეჭვება.
-მოკლედ 10 საათზე მანდ ვიქნები.შენთან საბაზრო მაქვს .
-კი არ მითქვამს !
-შეხვედრამდე .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent