დამალული მოკაშკაშე ვარსკვლავი (თავი 1)
სადღაც შორს დედამიწის ერთ პატარა მცირე მიწაზე რომელსაც საქართველო ჰქვია, კაშკაშებს ერთი დამალული ვარსკვლავი რომელსაც ვერავინ ამჩნევს, თითქოს ის არც კი არსებობს. საქართველო თბილისი 1995წ. პლეხანოვის ერთ პატარა იტალიურ ეზოში ცხოვრობს ზვიადაძეების ოჯახი: მამა ალქსანდრე, დედა ნინო ზვიადაძე, გიორგი ზვიადაძე და ასევე მისი პატარა და ელზა. ეს ოჯახი საკმაოდ შეძლებული ოჯახი გახლდათ, ახლო წარსულში თითქოს არაფერი აკლდათ, ბედნიერი და უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდათ, მანამ სანამ ქვეყანაში არეულობები არ დაიწყო, ერთი სიტყვით შეძლებული ზვიადაძეების ოჯახი მალევე ჩაქრა, ამიტომ ალექსანდრე ზვიადაძემ დაიწყო ქუდების კერვა და ასე ცდილობდა ოჯახის რჩენას. ის ცხოვრებამ ძალიან გაამკაცრა და მისი ვაჟისგან გიორგისაგან ყოველთვის მეტს მოითხოვდა, სურდა რომ მისი ვაჟს ხელი მოეკიდა სერიოზული საქმისათვის რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა მისი მთლიანი ოჯახი. გიორგი სულ რაღაც ოცი წლის იყო და მას ძალიან სურდა გაემართლებინა მამის სურვილები, მაგრამ მას სულ სხვა რამ იზიდავდა. თუ მის პატარა ოთახში შეხვიდოდით დაინახავდით, მისი ტალანტის სახელგანთქმული მოკრივის ვიქტორ მაჩაბელის სურათებს, ის ხომ ჩვენი დროის საუკეთესო მოკრივე იყო, ყველასათის მისაბაძი სასურველი და პატივსაცემი პიროვნება ვიქტორი სულით ხორცამდე ქართველი მოკრივე იყო, მას ამშვენებდა მისი არაჩვეულებრივი გარეგნობა გიგანტური სხეული და აპრეხილი პატარა ულვაშები, ის ამის გამო ფრანგს ჰგავდა. როგორც ყველას გიორგისაც ჰქონდა ოცნება მისნაირი გამხდარიყო და საშვალება გასჩენოდა რომ მისთვის უბრალოდ ხელი ჩამოერთმია. მაგრამ გიორგის მამა ვერ იტანდა ვიქტორს რადგან მისი შვილი ასე აღმერთებდა თავის გმირს. ალექსანდრესთვის კრივი არასერიოზული ადამიანებისთვის იყო, არ უნდოდა მისი ერთადერთი ვაჟიც ამ საქმეში ჩართულიყო ამიტომ ამის გამო ხშირად ჰქონდათ ჩხუბი, ალექსანდრე გიორგის სულ იმას უმეორებდა რომ ის იმისთვის იყო მოვლენილი ქვეყანას რო ოჯახი აეშენებინა და არა ხელები ექნია უაზროდ. ერთ დღესაც ალექსანდრეს ოჯახს სტუმრად ეწვია ალექსანდრეს ბავშობის ამხანაგი, გენო წულეისკირი გენო თავად მოკრივე არ გახლდათ, მას საერთოდ არც ჰქონია შეხება კრივთან მაგრამ გიროგის გაუმართლა იმით რომ ბატონი გენო სახელგანთქმულ მოკრივე ვიქტორის მეზობლად ცხოვრობდა, და მას არც თუ ისე ცუდად იცნობდა, ეს რომ გიორგიმ გაიგო მაშინვე თხოვნით მიმართა გენოს გთხოვთ იქნებ შემახვედროთ ბატონ ვიქტორს რა თქმაუნდა უსიტყვოდ დაეთანხმა გენო, და გაანდო ინფორმაცია რომ 1995წლის 12 ივნისს ვიქტორი ხსნიდა მისი სახელობის კრივის დარბაზს, რაზეც ბევრი ადამიანი იყო მიწვეული და გენო წაიყვანდა იქ გიორგის, გიორგის გული სწრაფად უცემდა და მან აცახცახებული ხმით მოუხადა მადლობა გენოს და თან სთხოვა, შეიძლება სთხოვოთ რომ მომცეს უფლება მის დარბაზში დავიწყო ვარჯიში? გენომ რა თქმა უნდა ამაზეც თანხმობა განუცხადა, რა თქმა უნდა ჩემი ხელით მიგიყვან ვიქტორთან, გახარებული გიორგი ძლიერად მოეხვია გენოს, მაგრამ გიორგი იმდენად ძლიერი იყო მისი ჩახუტების დროს ბატონ გენოს ასტკივდა მხრები რაზეც ბევრი იცინეს მანამ სანამ, მაგიდაზე მუშტის დარტყმის ხმა არ გაისმა, სახლში სიჩუმე ჩამოვარდა ბატონი ალექსანდრე ძალზე გაბრაზებული და განრისხებული იყო, არავითარ შემთხვევაში გიორგის სამასხარაოდ არ სცალია, მას ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები აქვს თავის კერაში, ამიტომ არსად არ წავა. გიორგის თვალებიდან ცრემლები წასკდა და ისე სწრაფად გაიქცა, თითქოს სახლში ძლიერმა ხარიშხალმა გადაიარაო. გენომ ალექსანდრეს თხოვნით მიმართა ეს მისი სურვილია, გიორგი მოწადინებული ყმაწვილია მიეცი შანსი მას შეუძლია ახალი ისტორია შექმნას, -ალექსანდრემ უპასუხა გენო ჩემი უფროსი ვაჟი ხორცივით დამინაწევრეს მომიკლეს, და გულზე იარად დამიტოვეს, ჩემს მეორე ვაჟიშვილს ვერ მივცემ უფლებას რომ სხვებს თავი აჯიჯგნინოს, მე ჩემი შვილები ხორცის ნაჭრებად არ გამიზრდია რომ ვიღაცამ სადიალად მიირთვას , უმჯობესია ხელობა ისწავლოს და იცხოვროს რიგით ერის კაცად. -არ ხარ მართალი ალექსანდრე გიროგის ასე მხოლოდ გზას უკეტავ რომ ადამიანად ჩამოყალიბდეს, გეთანხმები გიროგი ხორცი არ არის რომ სხვების ულუფა გახდეს, მაგრამ არც მსჯავდებული არ არის რომ ცხოვრების სურთულეები დააწვეს კისერზე, ის რაც ამ ოჯახს დაატყდა თავს არც შენი და მითუმეტეს არც გიროგის ბრალი არ არის, გიორგიმ სწორედ იცის რაც სურს და მისთვის ხელის შეშლა იქნება შენი ბრალი, რომელსაც თვით ღმერთიც არ გაპატიებს, რადგან გიორგი ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავია, რომელსაც შენ მალავ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.