შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეგიყვარებ.მეორე ნაწილი.(დასასრული?)


4-08-2020, 22:55
ავტორი ნაამა
ნანახია 3 250

უკვე შუადღეა როდეასაც ესემესის ხმა მაღვიძებს,ვერ ვინძრევი და სუნთქვაც მიჭირს,რაღაც/ვიღაც ძლიერად შემომხვევა.თითქოს სურს ჩემს დაპატარავებულ, მახინჯ სულს ჩაებღაუჭოს და უკან მიხედვისას მხოლოდ სიცარიელე დამახვედროს.ისე მიმისაკუთროს რომ მისგან ვეღარასოდეს ვერ დავაღწიო თავი.და თითქოს ამას ახერხებს კიდეც ,ჩემი დამპალი სული იმდენად ნასიამოვნებია რომ მისკენ მიიწევს,უნდა უფრო შეიგრძნოს ის ვინც ასე ძლიერად შემოჰხვევია .თუმცა მე რის ლელა ვარ ჩემი სულის სურვილები ჯანდაბაში არ გადავისროლო და სხეულზე არ ვიფიქრო რომელსაც სადაცარის "გველების ბუდეში" მისვლა მოუწიოს.ისე ძლიერად მეხვეოდა მისი ხელები რომ ძვლებს მიფშვნიდა,მაგრამ მე ხომ მაზახისტი ვარ?!ასე რომ ესეც კი მსიამოვებდა,მსიამოვნებდა რადაგნ მისი ხელები პირდაპირ ჩემს გრძნობებს ეხებოდნენ,ამოუცნობ და გაურკვეველ გრძნობებს შიშველი ხელით ეხებოდნენ.თავს ვწევ და დადიანის ტორებიდან ცალ ხელს ვითავისუფლებ.ტელეფონს როგორღაც ჯიბიდან ვიღებ და დის ესემესს ვხსნი.
<<<<ისე საყვარლად გეძინათ ვერ გავბედე გამეღვიძებინეთ,ყველა პლაჟზე წავხიკე ასე რომ ისიამოვნეთ და რამდენი ხანსაც გინდათ იმდენ ხანს ეხვიეთ ერთმანეთს ,სიყავრულით შენი უძვიფარსეს,უსაყავრლესი დაიკო და დეგენერატი გეი ძმაკაცი ნიკა>>>
ამათ ტვინი მე ნეგრონი.ვიცინი და სულ მავიწყდება გვერდით მწოლიარე დამიანე,რომელსაც ჩემს კისკისზე ეღვიძება ხელებს იმაზე მეტად მხვევს ვიდრე წუთის წინ ჰონდა შემოხვეული ,მერე ეტყობა ავიწყდება სად დაიძინა ,გვერდზე ტრალდება და ბახ ორივენი ძირს ვეცემით.ის ოხრავს და თავს წევს,მე კი მიწაზე გართხმული,მის ქვევით მოქცეული სიცილს არ ვწყვეტ და იმაზე მეტად ვიცინი ვიდრე ლელეს მონაწერზე.
-რა გაცნებს გოგონი?
-შენ....შენ გადმო....გადმო....ვარ..დი
ვერა და ვერ ვჩერდები,ის ხელებს ჩემის ირგვლივ აყრდნობს მე კი კიდევ მინდა რამდენიმე რაღაცის თქმა თუმცა ვერ ვახერხებ ,რადგან ისტერიული სიცილი მაქვს დაწყებული.უეცრად იხრება და მისი ტუჩები ჩემსას ეხება.არ ვიცი ...მართლა არ ვიცი რატომ ,მაგრამ ვყვები.ორივე ხელს კისერზე ვხვევ და კოცნაში მეც ვყვები.არ ვიცი რა მჭირს ,მაგრამ ვიცი ამან ჩემი ცხოვრება ისე შეცვალა რომ არასდროს აღარ ვინანებ იმ დამპალი კაცის სიკვდილს,აღარარსდროს აღარაფერს ვინანებ.ჰაერი აღარცერთს გვყოფნის.ის გვერდზე მიწვება და ღრმად სუნთქავს,ისევე როგორც მე.რამდენიმე წამში კითხულობს.
-პირველი ვიყავი არა?
-რას გულისხმობ?ააა კოცნას ?
-სწორედაც.პირველი ვიყავი ხომასეა?
ვდგები და ჯერ მის წინ ვდგები ,რამდენიმე წამ არც ის ღებს ხმას და არც მე ვინძრევი.მერე ცალ ფეხს ერთ მხარეს ვაქცევ მეორეს მეორე მხარეს და კალთაში ვუჯდები,ზურგით კი მის მოხრილ ფეხებს ვეყრდნობი,ის ცალყბად იღიმის მეც იგვეს ვიმეორებ და ვამბობ.
-რა ვალდებული ვარ გიპასუხო?
-არანაირი პასუხი ისედაც ვიცი.
-მთავარი ის კი არ არის ვინ იქნება ჩემი პირველი კოცნის ,ან სე**ის "ავტორი"არამედ ის ვინ იქნება ჩემთვის უკანასკნელი ღამისა და ამბორის მეპატრონე მანამ სანამ ჯოჯოხეთის "წითელ სინათლეში" შევაბჯდებდე და სამუდამოდ შევერწყმებოდე.
-რა მნიშვნელობა აქვს? შენთვის პირველიც და ბოლოც მე ვიქნები ხომ იცი ჩემს იქით გზა არ გაქვს.
-ვითომ რატომ?
თავს ცალ მხარეს ვხრი და თვალებს ვაწვრილებ.
-სხვა გზა რომ გქონდეს ყოველ ჯერზე ჩემს გვერდით არ აღმოჩნდებოდი.იღიმის და მკოცნს,მე კი გაბრაზებული ვიცილებ მის ტუჩებს.
-ფუ პირუტყვო,არა ადამიანო,ცხოველო.გველო,ნაგავო.
მკერდზე მუშტებს ვურტყავდი და ვლანძღავდი.ის კი იცინოდა.
-სულ ასე უნდა მლანძღო?
-სიცოცხლის ბოლომდე დადიანო,ჩემი უბადრუკი ცხოვრების ბოლომდე გაგლანძღავ და დაგარტყავ თუკი დაიმსახურებ.
-მე კი ასე გააგჩუმებ.
თმაში უხეშად მწვდება და ტუჩებზე მეტაკება.მთელი არსებით მიკოცნის ხან ზედა ხან ქვედა ტუჩს,ცალ ხელს წელზე ძლიერად მხვევს მეორით თმას ჩაბღაუჭებულა.კოცნაში მეც ვყვები დიახ ვყვები, ორივე ხელი მის კისერზე მაქვს შემოდებული და ვყვები.როდესაც წელზე შემოხვეულ ხელს მაისურის ქვეშ ასრიალებს ვაანალიზებ რასაც ვაკეთებთ და ხელს ვკრავ,ხელის კვრაზე მთელი წარსული თვალწინ მიმირბის და წამით მგონია რომ ყველაფერი რაც კი მოხდა კვლავ ტრაგედიით დასრულდა.ფეხზე სწრაფად ვდგები , უკან ვიხევ და კედელს ვეყრდნობი.დამიანე ფეხზე დგება და მიახლოვდება.გაკვირვებული და გაბრაზებული სახეაქვს მე კი თითქოს მოჩვენება მომახლოვებოდა ისე ვიკივლე.
-არ მომეკარო გასაგებია,არ შემეხო.
სახლში შევრბივარ.თავს უბრალოდ ვერ ვაკონტროლებ ,კიბეებზე გიჟივით ავრბივარ და 'ჩემი"ოთახის კარს ვკეტავ მერე სარკეზე გადაფარებულ ტილოს ძლიერად ვქაჩავ და წუთით თვალებს ძლიერად ვხუჭავ."ჩაიხედე,ჩაიხედე და გაუსწორე შენს თავს თვალი,მაგრამ მოიცა შენ ხომ გეშინია?შენ საკუთარი სულის გეშინია და არა სარკის.გეშინია რომ შენს თვალებს ღრმად ჩააშტერდები და აიზბერგივით ცივ სულს შეხვდები.დაინახავ რა მახინჯია შენი ცოდვილზ ცოდვილი სული.დაინახავ როგორ გამოკეტილა აიზბერგის შიგნით.გეშინია შენ სუსტი ხარ.მშიშარა და სუსტი ხარ ასათიანო.არავინ მიგიღებს ესეთს".მექანიკურად ვახელ თვალებს და აიზბერგისფერ სფეროებს თვალს ვუსწორებ.ჩემდაგასაკვირად ახლა არ მეშინია ,ახლა ისე თამამად ვუმზერ საკუთარ თავს როგრც არასდროს და დიახ ეს მე ვარ.მე მომწონს ჩემი გიჟი მხარე. მომწონს ჩემი თავი ,რადგან მე ვარ სიკეთეც და ბოროტებაც,მწველი სიანთლეც და გამყინავი სიბნელეც.მე სამოთხეც ვარ და ჯოჯოხეათიც.მე მომწონს და ვგიჟდები საკუთარ თავზე რადგან ერთმანეთის მიყოლებით ნათელი და ბნელი ვარ,რადგან მე ერთი მედლის ორივე მხარე ერთდროულად ვარ.დამიანე კარზე გამეტებით აბრახუნებს
-ლელა გააღე.-კარს ექაჩება თუმცა ამაოდ.უეცრად მუხლები მეკვეთება ,სარკის წინ ვეცემი და ტირილს ვიწყებ,არა იმიტომ რომ თავი შევაცოდო არამედ იმიტომ რომ ვიაზრებ რა სისულელეც გავაკეთე ადრეც და ეხლაც,მას ვკარი ხელი ვინც სიგიჟემდე შემიყვარდა,ორჯერ მივატოვე და იმ წამს მე პეტრე ვიყავი,პეტრე რომელმაც ერთ დღეში სამჯერ უარყო ქრისტე.მხოლოდ იმ განსხვავებით რომ მე დადიანი ორჯე მივატოვე.გგონიათ თავს ცუდად ვადარებ?არა ჩემი კარგებო ასეა ყველა ვინც სიყავრულს ხელს კრავს ის პეტრეა რომელმაც ქრისტე უარყო,უარყოფილი და ხელნაკრავი,მიტოვებული სიყვარული კი ქრისტეა რადგან თავად ღმერთია სიყავრული.როცა ვინმე გიყვარს ღმერთთან იმაზე ახლოს ხარ ვიდრე წარმოგიდგენია, იმაზე მეტად გრძნობ მის სიახლოვეს ვიდრე ოდესმე.
-ლელა გამიღე მეთქი.
ხმას ისევ არ ვიღებ,აწყლიანებულ შავიზღვისფერ თვალებ სარკეში ჩემს თავს ვუსწორებ.ამდენი წლის მერე ყველა შიში და ტკივილი დავძლიე თუმცა რის ხარჯზე?იმის ხარჯზე რომ საყვარელი კაცი ორჯერ მივატოვე მაშინ როდესაც მას არასდროს უგრძნობინებია რომ არ ვჭირდებოდი.ჩემი სულელური ბოიკოტის გამო სიყვარული სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე და დღემდე ვერ ვხვდებოდი რა ძლიერად მიყვარდა დადიანი.ჯანდაბამდე და ჯანდაბის იქითაც წასულა ბოიკოტი და კიდევ ათასი რამე როცა სიყარული არსებობს და შენ იცი.იცი რომ გიყვარს,და არც ის არის ბოლომდე გულგრილი,რომელი კაცი დაგიწყებს ძებნას ,რომელი კაცი გაპატიებს ამდენ სისულელეს?
-კარგად ხარ?გამეცი ხმა
-არა.
სუსტად ვკნავი და ჩემს ხელებს დავყუებ.არ მინდა ახლა შემოვიდეს და ჩამეხუტოს როგორც სჩვევია, რადგან ვიცი...ვიცი რომ ადრე თუ გვიან ყველა ჩემი "უარყოფისთვის" ისიც იგივეს გამიკეთბს.თუმცა იმისთვის რომ მანამ მიმატოვოს სანამ ეს სიყვარული უფრო გაჯიუტებულა ჩემი სურვილი საკამრისი სუალც არ არის.ის კარს ამტვრევს და გიჟივით შემორბის,მერე ჩემს წინ იხრება და სახეზე ორივე ხელს მკიდებს.
-რა გჭირს. ?
-მე...მე უბრლაოდ ...არ ვიცი.
მის მკერდს ვეკვრი და ორიევ ხელს ძლიერად ვხვევ წელზე ვიც ,ვიცი როგორ ძლიერად მიყვარს.
-რატომ ამყევი იმ წყეულ დღეს მე რომ გაკოცე რატომ ამყევი?
კითხვაზე პასუხის ნაცვლად უფრო ძლიერად ამიკრა მკერდზე,გაბრაზებული მოვშორდი და იქაურობასაც გავეცალე,თეკლეს მანქანით მოვიარე მთელი ბათუმი მერე საღამოსკენ თორნიკემ დამირეკა.
-გიშოვე ბარი გადარეულო.
-მისამართი მომწერე და ვნახავ.
გათიშვას ვაპირებდი მისმა კითხვამ,რომ გამაჩერა.
-რამე მოხდა?რა ხმა გაქვს?
-კი უფროსწორედ არა არაფერი წავედი.
-ეეეეეე ახლა მაბრაზებ ცოლისდავ.
-ოოო არაფერი თქო!
ცოტახანს დუმდება მერე კი ამბობს.
-დამიანესთან მოხდა რამე?
-კი .
-რა?
-მაკოცა და ცოტა ზედმეტისკენაც წავედით მერე არაფერი მომხდარა თუ იმას არ ჩავთვლით რომ ხელი ვკარი.
-დამიანეს ხელს რო კრავ,საღოლ აი საღოლ ,იმხელა რაღაცას კარი ხელი?
-ხო.აუ თოკო დამხვდი რა მაგ ბარში.
-კარგი.
ბარი ორივეს ,მოგვეწონა და საღამოსვე დავიწყეთ რაღაც რაღაცეების კეთება.მართალია არც თუ ისე ცოტა თანხა გადავუხადეთ მეპატრონეს იმ საღამოს და შემდეგ ერთი დღით კიდევ რომ დაეთმო ,მაგრამ ამად ნამდვილად მიღირდა.მაგიდები მივალაგ მოვალაგეთ.მუსიკისთვის დინამიკებიც ვიშოვეთ და კუთხეში მივდეთ.მერე ცოტა არ იყოს და ამდენი სირბილით და აწევ-დაწევით დაღლილებმა 11 საათზე სხალში დაბრუნება გადავწყვიტეთ.საჭესთან რა თქმა უნდა მე დავჯექი.
-არ დამამტვრევ?
-გაგიმეტებ?
-ხო კარგი.
გვერდით მომიჯდა და ღვედი შეიკრა.მანქანა რომ დაივძარი თორნიკემ დაიწყო ლაპარაკი.
-ლელ გინდა ერთ ვიღაცას შევახვედროთ დამიანე?
-გააჩნია გოგოა თუ ბიჭი.
რატომღაც იმის გაფირებაზე რომ ეს "ერთი ვიღაცა" შეიძლება გოგო ყოფილიყო,ან სულაც დამიანეს ყოფილი შეყავრებული,ანდაც რაიმე მსგავსი საშინლად ვიეჭვიანე.ზოგადად მე ესეთი ვარ,ეჭვიანი ,ეგოისტი მესაკუთრე.და ეს ადრეც მითქვამს.დიახ მე არ მრცხვენია იმის აღიარება რომ ასეთი ვარ.შეიძლება ბევრი რამ არ იციან ჩემზე და არც ვამბობ ,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მრცხენია უბრალოდ ვიცი ასეთ ადამიანს არავინ მიმიღებს და მარტო დავრჩები მე კი აი ამას გავურბივარ.
-ბიჭები.
-ჰმ დამიანე რა ცისფერია?
-არა ჯვარი ეწეროს.
-ჰომოფობო-უცბად დავცინე და გადავიკისკისე.
-მოკლედ მისმენ?
-კი.
-დამიანეს მისი ნათესავი დუდა და დიტო გიგანები უნდა შევახვედრო მისივე დაბადებისდღეზე.ბოლოს რომ ნახა დიტო 22 წლის იყო დუდა 18 .მას მერე არ უნახავს არცერთი.
-კარგი ხვალ მოვიდნენ ისინიც და ვნახავ ბარე მეც გამაცანით.ისე რაღაც ორივე სახელი და გავრი მეცნობა.
სახლში მისულს დამაინესთვის ყურადღება არც კი მიმიქცევია ისე მივედი ლელესთან და ვთხოვე დღეს ნიკასთის გაეცვალა ადგილი.ისიც უპრობლემოდ დამთანხმდა.იმ ღამეს ნიკა ჩემთან ერთად დაწვა და დამიანეს თვალებში ანთებული ცეცხლისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია.ან კი საერთოდ მადარდებდა მისი აშლილი ნერვები?მე ხომ პირიით მის ნერვებზე კაკუნი მომწონდა,მომწონდა როგორ ყრიდა ცოფებს,როგორ ვერ ეგუებოდა და ეჭვიანობდა ხოლმე.მეორე დილას ყველა გავაფრთხლეთ სიძემ და ცოლისდამ ,დამაინესთვის არავის მიელოცა და ბარში წავედით მე,ლელე,ნიკა და თორნიკე.იქაურობას რაც აკლდა ყველაფერი მოვუწესრიგეთ ,ცოტა ვისულელავეთ, მთელი დრამები გავირეპეტიციეთ როგორ უნდა მომეყავნა ბატონი აი აქ .საღამოსკენ ბავშვებს დავურეკეთ და მოვიყვანეთ.მერე თორნიკემ დუდას და დიმიტრის დაურეკა.ძმებმა დაგვაგვიანდებაო ასე რომ ტორტის გამოცხობისთანავე დამიანეს დავურეკე.
______________________________________________________
ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა მიძინბული დამიანე.ნახევრად მძინარემ გადასწია საწოლიდან ხელი და ტელეფონის ძებნას მოჰყვა.ჯერ ისევ მისი დააბდებისდღე იყო თუმცა არცერთ მეგობარს არ მიულოცავს.სიმართლე რომ ითქვას არცკი სწყენია.დიდად არასოდეს ჰყვარებია ეს დღე.ვინაიდან და რადგანაც ზუსტად 20 წლის წინათ სწორედ მის დაბადებისდღეზე გარდაიცვალა დედამისი.ასე რომ სუალც არ სწყენია არ მილოილი 26 წლის იუბილე.ტელეფონი მობეზრებულმა აიღო.ისე აიღო არც დაუხედავს ვინ რეკადა.
-დამიანე...დამაიენ მიშველე.
-რა მოხდა.
ლელას შეშინებულ ხმაზე უცბად გამოფხიზლდა და საწოლიდან წამოხდტა.
-მე...მე.
-რა შენ რა შენ?ამიხსენი რა მოხდა.
-დამიენე მე...მე საშინელება გავაკეთე-მთელი გრძნობით და ემოციებით ნათქვამ ქალის სიტყვებს ბიჭი ჭკუიდან გადაჰყავდა.იმდენი მოახერხა ლელამ რომ დამაინე ღრიალზე გადავიდა.
-ამის დედაც რა მოხდა ამიხსნი თუ რა ვქნა?
-დამ კაცი მოვკალი...მგონი მოვკალი.
ჩურჩულით დაამატა ქალმა ბოლო წინადადება და აქვითინდა.კაცი ყურებს ვერ უჯერებდა ,ვერ წარმოედგინა თუ ოდესმე ლელა ვინმეს რამეს დაუშავებდა.მის თვალში ის სრულყოფილი იყო მისი ყველა ნაკლის მიუხედავად.იშვიათად თუ შეხვდებოდი ლელასნაირებს.დიახ იშვიათი იყო ლელა.ცაცია,უიშვიათესი თვალის ფერი,ქალი მრბოლელი,საოცარი მეგობრობა იცოდა არა მარტო გოგოებთან ან ბიჭებთან არამედ ყველასთან.თავის ტოლებთანაც და უფროსებთანაც.იშვიათად თუ შეხვდებოდი ქალს რომელიც საკუთარი ბედნიერების გამო ოჯახს დაიკიდებდა და ქორწილიდან გაიქცეოდა.არც ძმებთან ჰქონდა ცუდი ურთიერთობა და ბევრი რომ არ გავაგრძელოთ მის თვალში ლელა უნიკალური იყო და ამ უნიალურობას ყველაფერშ ამტკიცებდა.არ იფიროთ რომ ლელა შესძულდა უბრალოდ გაუკვირდა მართლა გაუკვირა როდესაც ლელამ ყურმილს იქეთ ატირებული ხმით მოაძახა კაცი მოვკალიო.ამით საბოლოოდ დაუმტკიცა დადიანს რომ არაპროგნოზირებადი ადამიანი გახლდათ.
-რა ქენი?
-მე ...მე ვიღაც მოვკალი არ ვიცი მოდი რა .
-სად ხარ?
-სანაპიროზე ერთი ბარია იქ ვარ.
-კარგი ვიცი ეგ ბარი მოვდივარ არსად წახვიე და არაფერი მოიმოქმედო სანამ არ მოვალ
სწრაფად ჩაიცვა და სახლიდან გიჟივით გავარდა.აქედან არცისე შორს იყო სანაპირო ასე რომ სირბილით გაუყვა ქუჩას .ის ბარი ძალიანაც კარგა დიცოდა ხშირად იჯდა ხოლმე დუდასთან და დიტოსთან ერთად და სვავდა.საერთოდაც ბათუმი შესანიშნავად იცოდა.
_________________________
ყურმილი დავკიდე და ყველა ერთმანეთის მიყოლებით ავხარხარდით.
-აუ რა გამაჩინა ღმერთამ ასეთი ნიჭერი.
გადავიკისკისე და ნიკას ავეკარი.რაღაცნაირად უყურებდნენ ერთმანეთს ნიკა და ბექა და ეღიმებოდათ.მოკლედ ყველა ვიცინოდით ანინეს და მილას გარდა.20 წუთში კარი დამაინემ შემოგლიჯა და ჩვენც ერთხმად შევძახეთ.
-დაბადებისდღეს გილოცავთ.
დამიანე კარგახანს იდგა გახევებული და ხან ვახოს უყურებდა ხან თორნიკეს,ხანაც მე .ნუ მოკლედ ყველას გაშტერებული გვიყურებდა .მერე სახე გაამკაცრა და მე შემომხედა.
-მოგკლავ ასათიანის ქალო.
-რა დაგიშავე დადიანო?
სერიოზული სახით შევხედე და მაშინე დავტყდი.სიცილ კისკისიტ მოვიარე მთელი ბარი,ბავსვებიც სიცილით გვიყურებდნენ რათქმაუნდა იმ ორი ბეყე ,ბუთლუყის გარდა.ნიკა კი ფოტოს ფოტოზე იღებდა,არც ვიდეოები დაგვაკლო.ამას და ამის დას ოღონდ ობიეტივში გაახედე და მეტი არაფერი არ უნდათ.ბოლოს სამზარეულოში შევვარდი . ვიფირე რომ გადავრჩი და კედლს აქოშინებული მივეყრდენი,უეცრად წინ რომ ამესვეტა დადიანი.ხელები კედელს მიაყრდნო,მე კი გაუცნობიერებლად აღვმოვჩნდი მის სხეულსა და კედელს შორის გამომწყვდეული.
-კაცი მოკალი და გიშველო არა?
-შეიძლება მოვკალ შეიძლება არა ამით რა იცვლება?
-ბევრი არაფერი.
-და ცოტა?მაგალითად შენი დამოკიდებულება არა?
-არა შენ ციხეში აღმოჩნდები მე კი ყოველ კვირას შენს სანახავად მოვალ ხოლმე.
მის ნათქვამზე მეცინება და მასზე სადღაც ნახევარი თავით ან ოდნავ მეტით დაბალი თავ აუწევლად ვუყურებ ქვემოდან .
-ასეც რომ იყოს ვინმე რომ მყავდეს მოკლული შეგძულდებოდი?
-არასოდეს ასათიანო.
ტუჩებზე გიჟივით მაცხრება და ორივე ხელს თეძოებზე მადებს.მეც გაგიჟებული ვყვები კოცნაში ,ორივე ხელს კისერზე ვხვევ და მის თმაში ვხლართავ.
-ვიღაც გამაიმუნდა.
-მოკეტე და მაკოცე.
ზედ მის ბაგეებზე დავიჩურჩულე და კოცნა უფრ გავაღრმავე.ხელის ერთი მოძრაობით მომისვა წელზე და კედელს ამაკრო.განა გაცდის ვინმე რამეს?ფუ მე ამის.უეცრად გავგე ნიკას წარმოთმული ჩემი სახელი მეორე ოთახიდან და ფეხის ხმა.სწრაფად მოვშორდი დადიანს და გასასვლელისკენ წავედი.
-კიდევ შევხვდებით ასათიანო.
-რათქმაუნდა შევხვდებით.
ვუღიმი და გავდივარ.მოკლედ დიდი არაფრისთვის მეძახდა გარდა ფოტოების დათვალიერებისა რომელზეც მე გიჟივით ვკისკისებ დამიანე კი მომსდევს.ვიდეოებზე გავწექით.მერე ტორტზე გავედით მე და ჩემი გიჟი და და მეც ჩემი როლის შესრულება დავიწყე.
-ლელე რა გირჩევნია .ბიჭმა ათასი სისულელე გააკეთოს,მილიონი ვარდი გაჩუქოს ,კინოებში და უამრავ პაემანზე გატაროს,სიყავრული აგიხსნას და ცოლობა გთხოვოს 3 წლის მერე კი ცოლად გაჰყვე თუ მოულოდნელად გითხრას მიყვარხარო და 1 თვეში ცოლად მოგიყვანოს.
-მეორე ჯობია რა არ მაქ ბევრი პოწიალის ნერვები მე.მაგრამ ვინც მიყვარს მგას არ ვაინტერესებ გენაცვალე.
-თორნიკეს არა?
აწითლებლი და სახე ალეწილი მიყურებს.
-საიდან იცი?
-ტყუპები ყველაფერს გრძნობენ .
თვალი ჩავუკარი და სანთლბი ავანთე.მერე ტორტით ხელში დადიანთან მივედი და სიმღერა ვუმღერეთ. დიდი მონდომებით ჩაიფიქრა სურვილი და სულიც შეუბერა.თორნიკეს პასუხი ვუთხარი და გადავწყვიტეთ თბილსში წასვლისას 4 დღეში გაიტაცებინა.დუდა და დიტო ტორტის გაჭრიდან 5 წუთში შემოგვიერთდნენ.დამიანე ისეთი გახარებული იყო.დუდა და დიტო რომ დავინახე ლამის თვალები გადმომცვივდა.გიჟივით გავექანე და შევახტი მონატრებულ ძმის ძმაკაცს.წლებია არ მინახავს.ბოლოს 17 წლისა ვიყავი დუდა და დიტო რომ ვნახე ,ისიც აეროპორტში გაცილებისას.გიგანები მამის გარდაცვალებისთანავე საფრანგეთში წაბრძანდნენ.ეჰ როგორ მომნატრებია.ბიჭმა ოდნავ მომიშორა და კარგად შემათვალიერა.
-მეჩვენები ტო?მართლა შენ ხარ?დიტო მეჩვენება თუ...
-დიახ დიახ დუდა გიგანო ლელა ასათანი გახლავართ.
წავუმსახიობე და რევერანსით მივესალემ.
-რამდენი წელი გავიდა ღმერთო!მომენარე ქაჯანავ.ის ორი გიჟიც აქ არის?
-არა მარტო მე ,ლელე და ნიაკა ვართ.მეც მომენატრე და იმ ორსაც.
-ლელე?
-ტყუპისცალი მყოლია მერე მოგიყვები ოდესმე.
-ოჰო აუ ის გიჟი გამაცანით რა თოკო ეს ვინც მოაწყო.იქნებ გავურიგო ამ ჩემს დებილ მამიდაშვილს.
თორნიკეს მხარი გაკრა და გადაიხარხარა.
-იცნობ თურმე მადერ გიდგას.
მოკლედ დუდა და დიტო დამაინეს ბიძაშვილები აღმოჩნდნენ.რატომღაც ვიცოდი რომ სოფი დედისერთა იყო.ცოტახანში მუსიკა რომ მომბეზრდა ვახოსთან მივეტენე და მოსაწევი პირდაპირ ხელიდან ავართვი.
-რას შვრები ?
-ვეწევი-მხრები ავიჩეჩე და ერთი ნაპასი დავარტყი იმ წამს ყველაფერი დატრიალდა და თითქოს მოგონებები დამიბრუნდაო ისე გამახსენდა სად ვნახე რეალურად დამიანე სულ სულ პირველად.მაში 16 წლისა ვიყავი ზამთარი იყო.ლუმ და თემიმ ააო და 17 წლის ერთხელ ხდება დუდაო და გიგანის დაბადების დღეზე სულ ძალით წამიყვანეს,ბიჭი არ გაგვინაწყენოო .იმდენი ქნეს გიტარაც ამაღებინეს და მამღერეს კიდეც.დუადას მანამდეც ვიცნობდი.ასე რომ არ გამტყდომია მასთან სიმღერა.საუბედუროდ კაიფშიც ვიყავი ასე რომ იმ ღამიდან ბერვი არაფერი მახსოვდა გარდა იმისა რომ თავის მამიდაშვილი გამაცნო ,რომლის სახელიც კი არ მახსოვდა.მახსოსვ მთელი კვირა ტვინი შევუჭამე ლუაკს და თემოს ის ბიწი მომწონს თქო აუ რას ღადაობდე ხო აზრზე არ ხართ.
მერე მართალა გართობა დავიწყეთ.ბევრი დალიეს მართლა ბევრი დალიეს.მე მხოლოდ ორი ჭიქა ტეკლა გადავკარი თანაც ცოტა დაბოლილი გახლდით.საპირფარეშოში წყლის შესასხმელად გავედი რომ უეცრად კარი შემოაღეს და აეტუზნენ.
-ის ჩემია.
მილას გაკვირვებულმა გავხედე და ვფიცავ მის სახეზე ჩავბჟირდებოდი რომ არა გაოცება.
-რეებს ბოდიალობ?
სარკეში ჩავიხედე და თმა შევისწორე.
-დამაინეს ვგულიხმობ.ის არასოდეს შეგიყავრებს.
-ისევე როგორც შენ.
გადავიკისკეისე და გოგონას წინ ავესვეტე.არაფრის გაკეთებას არ ვაპირებდი უბრალოდ ვიდეი ჩემზე 2 წლით უმცროსი გოგოს წინ და იმას ვეუბნებოდი რასაც ვფიქრობდი.
-შენ მას არ იმსახურებ!არ იმსახურებ ვინმეს უყავრდე.იმდენად ცუდი ხარ რომ არ იმსახურებ.სიყავრული შენთვის ზედეტად ფერადი სამყაროა.არ იმსახურებ ვინმეს უყავრდეს ან სულაც გიყავრდეს.
წამით ვიფირე რომ მართალი იყო"სიყავრულს არ ვიმსახურებ,იმის მერე რაც ჩავიდინე აღარ ვიმსახურებ ვინმეს ვუყვარდე".გავიფირე ,მაგრამ ვუარყავი რადგან სიყავრულს ყველა იმსახურებს, ყველა ვინც ხედავს, ვისაც ესმის, ვინც სუნთქავს და ვინც ცოცხლობს მაინც.
-ცდები მილა-გამარჯვებულის ღიმილი სახეზე მიეყინა-სიყვარულს ყველა იმსახურებს. ტერორისტიც და მკვლელიც. მზეც და მთვარეც. დემონსაც უყვრდა იცი მილა? არ იცი არა?დემონმაც დათმო მთელი სამყარო იმ ერთაერთისთვის,იბრძოდა და იბრძოდა .მანაც მიიღო სიყავრული,უსულო და უგულო შეიყვარეს ,უსულომ და უგულომ იმდენი მოახერხა უჯრედულ დონეზე შეჰყავრებოდა. დავიჯერო მე ცოცხალი ,სულიერი არსება სიყარულს არ ვიმსახურებ?რაც არ უნდა გამეკეთებინა სიყავრულს მეც ისევე ვიმსახურებ როგორც შენ.რადგან სიყავრული ქრისტეა და მე შეიძლება ღმერთს ვერ ვიტანდე,მაგრამ იესოს?იესო სულზე და სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.იესო რაღაც სხვაა.ხო ის მხოლოდ ღმერთი არასდროს ყოფილა. ერთდროულად კაციც იყო და ღმერთკაციც.იესო ძე იყო ღვთისა და არა მისი ასლი.ასე რომ როცა ვინმეს ეტყვი სიყავრულს არ იმსახურებო,როცა ამაზე ხმას ამოიღებ გაიხსენე შენ მის სახედ ხარ შექმნილი.ასე რომ გამოდის სიყავრულს არც ღმერთი იმასხურებს.
ის დუმდება მე კი კმაყოფილი ვარ ჩემი სტყვების.და რწმენის.რწმენის რომ ყველა ვიმსახურებთ ვინმე ვუყვარდეთ ანდაც გვიყვარდეს.
-როგორც არ უნდა იყოს დამიანეს ცოლი ბოლოს მე ვიქნები!
მეცინება ,გულით მეცინება რადგან ის ანინას გავს. ანინაც იგივეს იძახდა და ის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვაში გამოხატავდა სიყავრულს და არა ქმედებაში.
-ხო შენ ჩაიცმევ დადიანის ქორწილში თეთრ კაბას ,მე კი შავს.მაგრამ შენი კაბა არ იქნება საქორწინო,ჩემი კი არ იქნება სამგლოვიარო.შენ თეთრი კაბით დაკარგავ დადიანს მე კი შავი კაბით მისი მეუღლე გავხდები.დაიმახსოვრე სულ რომ მოსაწვევი გამომიგზავნო ,სულ რომ50 წელი გავიდეს დადიანს მაინც ჩემი სიყავრული გაეკიდება სიცოცხლის ბოლომდე.ხო როგორც უნდა იყოს ის საკუთარ თავზე მეტად მეყავრება.ასე რომ ქორწილს სიცოცხლის ფასად ჩაგიშლით.
გამოვდივარ და კარს ვაჯახუნებ.და დიახ დამაიენს არაფრის ფასად დავუთმობ მილას,თუ ბედნიერი იქნება ნებისმიერს ჩააბარებ მილას გარდა.ბართან ვჯდები და ჩვენს ბარმენად გადაქცეულ თორნიკეს საცოდავი თვალებით ვუმზერ.
-რა გჭირს?
-ნეგრონი მინდა.-შუბლს ორივე ხელით ვისრეს.-ვახო ამ პლანს სად შოულობს გეფიცები ვკვდები.
-რავი ტო მაგის ტრუხა პლანით თუ ბოლდები.პირველად მოწიე თუ?
-არა რა პირველად ,ჰმ ალბათ მეათედ.
-და ახლა მაგის ტრუხამ დაგაბოლა?
-აუ ბექას ბრალია იმდენი მეძახა არ მოწიო ტრუხააო დამაინტერესა და მოვწიე მიდი რა რაღას ატრიალებ მაგ ბოთლებს დამისხი
მანაც დამისხა,ერთი ყლუპით გამოვცალე სავსე ძლიერი სასმელი.ყველაფერი დატრიალდა და მომინდა საკუთარი თავი დედამიწიდან გადამეგდო.დამიანემ ხელი ჩამავლო და გარეთ სულ ძალით გამათრია .განა იმიტომ რომ ცუდად ვიაყვი არა.თავადაც არ ვიცი რატომ.
-სად მიგყავარ დადიანო?
-გავიაროთ სანაპიროზე.
-კარგი.
ვუღიმი ის კი საპასუხოდ მხარზე ხელს მხვევს და ასე ერთმანეთზე გადაფსკვნილნი ვჯდებით ზღვის პირას.როგორც ყოველთვის ახლაც სიწყანრეა და ყვეალფერო კვლავაც ჩერდება.დამიანე ერთს ოხრავს მერე კი იწყებს.
-ზუსტად 20 წლის წინ თბილისის ზღვაზე ავარია მოხდა ,სატვირთო მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.თეთე გიგანი ადგილზევე გარდაიცვალა.მას მერე 20 წყეული წელი გავიდა და ჯერაც ვერ მომინელებია მისი სიკვდილი.11 წლის მერე ბექაც იგივე ადგილას გარდაიცვალა ზუსტად ისე როგორ თეთე ,თუმცა არა ჩემ დაბადებისდღეზე არამედ თავისზე.
ენა მივარდება რადგან ვერ ვხვდები ვინარის თეთე ,ან ასე სევდიანად რატომ საუბრობს სწორედ მასზე. ბექა გიგანის შესახებ ნამდვილად ვიცოდი, ის დუდას და დიტოს მამაგახლდათ. როგორცკი ბექა გარდაიცვალა დიტომ დედამისი მიატოვა და დუდასთან ერთად საფრანგეთში გადაიხვეწა.
-დამი თეთე ვინ იყო?
-ჩემი და ბექას დედა-დუმდება და ზღვას გაჰყურებს.-სოფი მხოლოდ თეკელას დედაა თუმცა ბექამ ეს არ იცის,ვიმედოვნებ ვერასდროს გაიგებს .დედას გავს იცი?მასსავით შავი თვალები აქვს,მასაც იტაცებს მანქანები და საერთოდ თეთეს ასლია.
ისევ და ისევ დუმდება.
-----------------------------------------------------
15 დღის წინათ
-----------------------------------------------------
დადიანმა დილასვე შეაღო თეკლეს ოთახის კარები.არა კი არ შეაღო შეგლიჯა.მერე პირდაპირ პატარა დას დაახტა ფეხებზე და მის თოვლივით ქათქათა საწოლზე ნახევრად გაწვა.
-აუ რა გინდა? დამაძინე რა.
ბალიში პირდაპირ თავში გაარტყა და მერე საბანი თავზე დაიფარა.
-ხელებს დაგამტვრევ ყველაფერს ვფიცავარ.
-რა გინდა ვააააააააააა.?
-შენ დაქალს ჭკუიდან გადავყავარ.
დენდარტყმულივით წამოჯდა და თვალები ლამის გადმოსცვივდა.
-ვის გადაყავხარ?
-შენ დაქალს ,ყრუ ხარ დაიკო?
როგორც სჩვეოდა ისევ ისე ცინიკურად და მაცდურად გაიღიმა
-მილას?ღადაობ ყელს გამოგჭრი ისედაც უნდა მივაგდო ცოტახანში ამოვიდა მაგის ბო**ბა ყელში აყვა იმ დეგენერატს და ერთად ქაჯობენ.
-თ ე კ ლ ე.ლელაზე ვამბობ.
მისი სახელი მთელი ემოციით წარმოთქვა.
-არ გაბედო და ზედმეტი არაფრი გააკეთო ისე კი შეაყავრე თავი.უხდებით ერთმანეთს.
-რატო?
-ვფიქრობ იძალადეს მასზე.
-ლელაზე?სისულელეა.
ისტერიული სიცილი აუტყდა დადიანს .განა იცოდა რომ თეკლეს ვარაუდს საფუძველი ჰქონდა და მართალიც გახლდათ?არა არაფერი არ იცოდა.
-საიდან მოიტანე?
-ალბათ მაქვს მიზეზი რატომაც ვფირობ ეგრე
-კაი რა სისულელეა შეუძლებელია.ლელა ისეთია იქით რომ იძალადოს ვინმეზე თუ გამიკვირდეს.
______________________________________________________________
დღევანდელი დღე ,ბათუმი :ზღვიდან ამომავალი მთვარე ,დადიანი და ასათიანის ახსარება.

ცოტახანს ისევ ვდუმდებით და მე მასზე აკრული სითბოსა და სიცივის ერთდროული შეტევისაგან ვიტანჯები.მერე ოდნავ ვშორდები და ქვიშაზე ვწვები.ისიც იგივეს აკეთებს და სახეზე მომშტერებია.თავს მისკენ ვხრი და ვუღიმი.
-რა იყო?
-რაღაც უნდა გკითხო,სისულელე და უტაქტობაა ,მაგრამ მაინტერესებს-წამით ვიბნევი,შემდეგ თვალებით ვანიშნებ მკითხე თქო-თეკლემ წამოაყრანტალა აქ წამოსვლამდე რომ ფიქრობს შენზე იძალადეს.მართალია?
**************
ქალს ტუჩები უთრთის და სახე სადაცარის მთვარისფერი გაუხდეს.ქვიშაზე ჯდება და მთვარეს მიშტერებია,რომელიც უზარმაზარი თვალუწვდენელი უფსკრულიდან ნელ ნელა ამოდის.
-11 წლის წინ -იწყებს და ცრემლის დიდ გორგალს უკან აბრუნებს-მაშინ 13 წლისა ვიყავი სკოლის ბოლო იყო,გამოცდები დაგვინიშნეს და მთელი წელი მასწავლებლებთან მატარეს ,ბიოლოგიასა და ქიმიაზე,მგონი ფიზიკაზეც.ჩვეულებრივ სახლში 9 ზე ვბრნდებოდი ,მაგრმა იმ დაწყევლილ დღეს,მაისის 25ში მასწავლებელთან 10 საათზე მივედი. 9ის ნაცვლად სახლში 11 საათზე მომიწია წამოსვლა.ქუჩები დაცარიელებული დამხვდა ,ფანჯრები ჩაბნელებული .სიჩუმეც ისე მძიმედ და ხმაურიანად გაჰკიოდა სულს მიწიოკებდა.სულიერი არ ჭაჭანებდა იმ ქუჩაზე და მეც ფეხს ავუჩქარე.მეორე ქუჩაზე რომ გადავუხვიე და სახლს კიდევ ერთი ქუჩით მივუახლოვდი არსაიდან ფეხის ხმა მომესმა ,ჯერ სისწრაფეს ვუმატე მერე კი სირბილზე გადავედი ,ისიც მომსდევდა ,შევუხვიე თუმცა ბედი არ უნდა ყველაფერს?-სიმწრისგან გაეცინა და თვალზე ჩამოგორებული ცრმლი ხელის გულით მოიწმინდა-ჩიხი აღმოჩნდა,წყეული ჩიხი.ისიც მომყავ კედელს ავეკარი თუმცა ამაოდ.მერ ეიყო შეხება, შეხება, შეხება ,კიდევ და კიდევ მისი ბინძური სხეულის შეხება,ალბათ 31 წლისა იქნებოდა მეტისაც შეიძლება.ვეწინაღმდეგებოდი,ვკიოდი შევლას ვთხოვდი.არავინ ჩანდა ,თითქოს ყველა ერთად ჩაეყლაპა მიწას.ჩემს შველას ვერავინ ახერხებდა და როც საქმე ბოლომდე მიიყვანა ,როცა კიდევ ერთხელ შემეხო კისერზე უკანასკნელი ძალაც მოვიკრიბე და ხელი ვკარი.-ცრემლებმა უფრო ღრმად გაიკვალა მის სახეზე გზა.კაცმა ცალი ხელი წელზე შეუცურა და მკერდზე აიკრა.ის კი კვლავაც დიდ თეთრ ბურთს მიშტერებოდა.-ნამსხვრევებად ქცეულ ბოთლს რომელიც შემზარავად იყურებოდა ყელით დაეხა.მოკვდა ადგიზე მოკვდა. არავის უდარდია ერთი მოძალადე,პედოფილის გამო მისი ოჯახის გარდა.გგონია ვნაონობ?არა ოდნავადაც არ ვნანობ ,მე იმ დღესვე ვიძიე შური წართმეული სიცოცხლის გამო.1 კვირის შემდეგ თავი მოვიკალი.5 თვის შემდეგ ლანასთან ერთად ეიმთან მივედი ,მითხრა რომ ვერასდროს დავვორსულდებოდი,უამრავი გამოკვლევა მირჩია რაც აუცილებლად უნდა ჩამეტარებინა ,წამლებიც დამინიშნა თუმცა აზი?არც ერთი მათგანი არ ცამიტარებია,არც წამლები დამილევია.მოკლედ გავიგე ვერასდროს ავიყავნდი პაწაწინა სხეულს ხელში.ჩემი სულის ნაწილი ვერ გაჩნდებოდა . აი ასე იმ პირველმა ყველა დანარჩნი გაანადგურა.წამართვა შანსი ვინმეს ჩემთვისაც დაეძახა დედა.მკვლელი ვარ და ამავდროულად მსხვერპლი.
-ჩშშშშშშშ. ნუ ტირი ის ამას იმსახურებდა,ვინ იცის შენამდე კიდევ რამდენ ბავშვს გაუნადგურა ცხოვრება,რამდენმა სცადა მაგ წყეულის გამო თავის მოკვლდა,რამდენი შეიცვალა მაგ ნაბი***ს გამო.მან ეს დაიმსახურა.არ ხარ მკვლელი .ჩემი ძლიერი გოგო ხარ ლელა. მხოლოდ ჩემი-მართალი იყო დადიანი .მთვრალი ,იმაზე მთვრალი ვიდრე ოდესმე და მაინც მშვენივრად ლაპარაკობდა.განა რაიმეს ტყუილს ამბობდა?ვინ იცის ლელამ იმ ერთ ცოდვით რამდენი უცოდველი ბავშვი იხსნა იმ მოძალადისგან.კაცს ხელები მთელი ძალით შემოჰხვია და ცრემლებიც სწრაფად გაჩერდნენ.
ცოტახანს ასე ისხდნენ ის დამიანე ,ზღვა და ზღვაში მოცურავე მთვარე,რომელიც ჩურჩულებდა.ჩურჩულებდა ,რომ ეს ღამე ყველაფერს დაიწყებდა თანაც ისე დაიწყებდა რომ ყოველივე რაც კი ადრე მოხდა უმნიშვნელო გახდებოდა.იმ ღამით გაგრძელდა წლების წინ დაწებული დამიანე და ლელა.ისტორიამ გზა მონახა ისევ გაეგრძელებინა წერა,წერა ამბისა რომელიც მომავალში სხვა თაობების მიზეზი გახდებოდა.კალამი კვლავ ხელში ეჭირა და წერდა ამბავს აიზბერგისთვალება გოგოზე ,რომელმაც უზომოდ ბევრჯერ თქვა "არ შეგიყავრებ",ბევრიც ეცადა ფირუზისთვალა ბიჭს გაქცეოდა და მაინც მასთან დაბრუნდა,მაინც მასთან აღიარა როგორ დამსახურებულად მოკლა მასზე 18-20 წლით უფროსი კაცი.
--------------------------------------------------------------------
არ ვიცი რატომ ,მაგრამ ახლა იმდენად არ განვიცდიდი ,როგორც ოდესღაც.დადიანს მოშორდი და გახარებული ფხზე წამოვხტი.აღარც ცრემლიანი თვალები და აღარც დარდიანი შინაგანი სამაყრო.სრულიად თავისუფალი ვიყავი ,ისეთივე გიჟი როგორიც ყოველთვის ,მაგრამ აღარანაირი განცდა იმისი რომ დავაშავე.
დამიანეს უკვირს ჩემი ქმედება და ქვემოდან მიყურებს.
-იცი რა ?ეს წყეული წარსულია,წარსული რომელიც მოხდა და დასრულდა.ასე რომ ვსო მეყო რა რაც ცრემლი ვღვარე.-გაუცინა და ბიჭს ხელი გაუწოდა.-გინდა ვიცურაოთ?
-ახლა?
სასაცილოდ არ ეყო კაცს მისი სიტყევბი
-ხო ახლა ,აქ მე და შენ შავ ზღვაში.გინდა?
-მინდა.
კაცს ეღიმებდა ,ქალის ხელს თავისას აგებებს და ფეხზე დგება.მოკლე კაბას და ტოპს იხდის გოგონა,ბიჭიც შარვალსა და ზედას სანაპიროზე ყრის.მერე გაუაზრებლად ერთმანეთს ხელს კიდებენ და ზღვაში სირბილით შედიან.შავზე შავ ზღვაში დაცურავენ ის დადიანი და თეთრად მოელვარე უცნაური ბურთი.დამიანესკენ მიცურავს და მისვლისთნავე ორივე ხელს კისერზე ხვევს.
-გიჟი ხარ ასათიანო!
-შენც დადიანო.
-მე რატომ?
-რომ მენდობი,ჩემს გვერდით რომ ხარ და ზოგადად ყევალფრისთვის .
იღიმის და ბაგეებს ვნებიანად უკოცნის კაცს.კაცი კი მის სხეულზე დაასრიალებს თავის დიდ ტორებს.გაჩერება არცერთს არ უნდა თუმცა უწევთ.
დამიანე თან ოთახის კარს აღებს ,თან ქალს ეალერსება.კარის მიხურვისთანავე მასზე აკრობს ასათიანს და უფრო მომთხოვნად კოცნის .ქალს უეცარი მოძრაობით ხელში იტაცებს და საწოლზე აწვენს ,რაც მერე ხდება ეს უკვე აღარარის ჩვენბი საქმე.
-----------------------------------------------
ტელეფონის წკრიალი მაღვიძებს,თავი მისკდება და მისი ხმა ისედაც ატკიებულთავს ვარესად მატკივებს,თავს ოდნავ ვწევ და ყვირლს ვაპირებ შიშველი დამიანეს დანახვაზე,თუმცა მერე ყველაფეი მახსენდება ,სასიამოვნოდ ვიღიმი ფეხზე ვდგები იქვე მიგდებულ დამიანეს მაისურს ვიცმევ და ტელეფონის ძებნას ვიწყებ.ჩემ და გასაკვირად აკაკი რეკავს,ხელები მიკანკალებს ,მაგრამ ვპასუხომ.
-ლელ...
-აკო-სუნთქვა მეკვრის და ფანჯარასთან იატაკზე ვჯდები.-მესიზმრები ხო?შეუძლებელია აი ახლა მირეკავდე,დაიცა და რომელი საათია საერთოდაც?-საათს დავხედე და ლამის მეორედ განვუტევე სული.4 იყო დაწყბული.თითოს ყველაფერი ძველებურად იყო.
-4...მისმინე სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდე!
-რამე მოხდა?
-ლუკა...
-რა სჭირს ლუს?ლუს რა ჭირს აკაკი?-თითქმის ვყვირი და ნერვიულობისან ხმა მებზარება.
-ავარიაში მოყვა.სასწრაფო უნდა წამოხვიდე.
-ახლავე წამოვალ.
ჩემსოთახში გავიქეცი და ისე რომ ლელე არ გამეღვიძებინა კარი შევაღე.
______________________________
-მოვედით გოგონა.
-უკაცრავად.
თვალების ფშვნეტით მოავლო გარემოს თვალი.მერე მძღოლს ფული გაუწოდა ბარგი გადმოიტანა და სახლში რაც შეეძლო სწრაფად ავიდა.ხელის კანკალით ჩამოსწია სახელური და კარი შეაღო.
-დედაა,მამა,სტასი.
მათ ნაცვლად პატაარა ბავშვი გამოიქცა და შიშველ ფეხებზე შემოეხვია.
-მამიდააააა.
აცრრემლებულმა აიყვანა სებე ხელში და მისაღებში გააბიჯა.როგორც კი მისაღებში შევიდა დაინახა როგორ ისხდნენ მის წინ ლუ,თემო აკო და მარია.მარიას მის დანახვაზე ლამის გული წაუვიდა,არ მოელოდა თვითმფრინავის გოგოს აქ დანახვას,ვინმე ქერა მწვანეთვალებას ელოდა.ლელამ სებე დასვა და ძმისკენ მთელი სისწრაფით გაექანამის წინ ჩაიმუხლა და მკერდზე აეკრა.მერე ოდნავ მოშორდა და ორივე ხელი სახეზე მოხვია.
-კარგად ხარ ღმერთო,შენ კარგად ხარ არაფერი გჭირს!-გაბზარული ხმით ბუტბუტებდა და ძმას სახეზე ეფერებოდა.
-ეი ეი დაწყნარდი ,უბრალოდ გვინდოდა რაც შეიძლება მალე ჩამოსულიყავი.
დას გაუღიმა და შუბლზე აკოცა.მერე ლელას ტვინში სისხლმა აასხა,ფეხზე წამოხტა,ბალიშს ხელი დაავლო და აკაკის მივარდა.
-შე დაუნო,არააადამიანო უნამუსო,ავარიაში მოყვა არა.ასე უნდა ამდენი ხნის უნახავ და დაულაპარაკებელი მეგობრის განერვიულება?! ...
ბალიშს გამეტებით ურტყავდა მონატრებულ მეგობარს,ის კი ხარხარებდა,რადგან ლელას არაფერი ცვლიდა,არც დრო ,არც მანძილი და მითუმეტეს არც სიყვარული.ლელა ყოველთვს ლელა იყო მთავარია რა სიღრმით დაინახავდი მის სულს.მთავარი იყო ბოლომდე მოახერხებდი თუ ვერა ჩაგეხედა მისი სულის უკიდურეს წერტილამდე.
-კაი ხო გეყო,შენ პატარა ქალბატონო რამ მოგაფიქრა გერმანიაში გადაცხოვრება,ჩემი და ყველას მიტოვება,მერე დაბრუნება და ჩემთვის ამის დამალვა.ამ ყველაფრის მერე კიდევ მე ვარ უნამუსო?
-კი ხარ,დიახაც ."ჩემი მეჯვარე უნდა იყო,ჩემი მეჯვარე უნდა იყო"-სასაცილოდ გამოაჯავრა მეგობარს და თვალებში სვანურად ჩააშტერდა.-ესარის ჩემი მეჯვარე იქნებიო?მითხარი ესარის?როგორც ჩანს დიდად არც გიდარდია ჩემი წასვლა ,ან რატო იდარდებდი მარია გყავდა გვერდით.იცი რა ყველა შემეშვით.მოდი ჩემთან მამიდას პატარავ.
ბავშვის დასანახად ჩაიხარა და მხოლოდ ახლა შეამჩნია რომ დამიანეს მაისურის ამარა წამოსულა ბათუმიდან.ბავშვი მისკენ გაექანა და ჩაეხუტა.
-მოდი ასე ვქნათ ახლა მე ავალ ჩავიცმევ, ამ ბავშვს დავაძინებ ჩამოვალ და შენ მერე დაგელაპარაკები სისხლის სისხლო.ვითომ მაგარო ბიჭო.
მეორე სართულზე აირბინა,გამოიცვალა,ბავშვი დააძინა და დაბლა მოკლე კაბის ამარა ,ფეხშიშველი ჩავიდა.
-ეგრე "ტანტალს"კიდევ ვერ გადაეჩვიე?
-რატომ უნდა გადავჩვეოდი?
-იმიტო.
მარიამ გაიღიმა და სიტუაციის განსამუხტად ჩააკვეხა.
-მე შენ გიცნობ.
იმდენად ნერვებ მოშლილი იყო რომ თავი ვეღარ შეიკავა ასათიანმა და ცინიკურად უთხრა.
-კაიიიი?ხოარ მატყუებ?
აკაკის მეორე მხრიდან მიუჯდა და ისე გახედა.
-მგზავრობისას უფრო საყავრელი იყავი.
-მართალი ხარ მაშინ არ ვიცოდი თუ მული ვინქნებოდი.
დაეტლატა და ახლა ძმებს მიუბრუნდა.
-თქვენ ჯერ კიდევ ვერ დაჭკვიანდით? ბათუმიდან სანამ ჩამოვედი იმდენი ვინერვიულე ლამის სული დავტოვე... აი სად მიდოდით მე რო რაიმე დამმართნოდა?
-სასაფლაოზე.
დაეტლატა ლუკა და გადაიხარხარა
-ფუ შენი...სუ გამო***დი.
ერთი კარგად შეიკურთხა და აკაკის მკერდზე გვერდიდან აეკრო.
-მომენატრე.
-მეც მომნატრე.
ქალს შუბლზე მიაწება ცხელი ტუჩები და უფრო აიკრა.მარიანა ცოტას ეჭვიანობდა,თუმცა იცოდა რამდენს ნიშნავდა ლელა აკაკისთვის.მთელი მათი ურთიერთობის მანძილზე როცა კი ლელა გაახსენდებოდა აკოს თვალებში უჩვეულო სიყავრული და სევდა უკიაფებდა,კიდევ მოონატრება ,უზომო და დაუშრეტელი მონატრება.აკაკი იმ დღეს დიდხანს ეწუწუნა ლელას რომ მეორე საღამოსთვის დაჯავშნილი ოთხი ბილეთიდან ერთით ის გაფრენილიყო ბორა -ბორაზე.
-კარგი რა წამოდი გთხოვ რა ლელაკო.
-მერე დამიანე?
-დაურეკავ და აუხსნი რა მოხდა ანდაც რომ ჩამოხვალ მერე დაელაპარაკები.
-ან ორივე-საუბარში მარია ჩაერთო.
-აუ ცუდად გამოვა ტიპი რამდენჯერ უნდა მივატოვო?
-გთხოვ რა ,უბრალოდ მეგოაბრია თან მეტი ხომ არაფერი?
ლელას გულში რაღაც ძლიერად ჩასწყდა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.მისთვის დამიანე კაცი იყო,კაცი რომელიც სიგიჟემდე შეჰყვარებოდა.
-სალაპარაკო დაგვიგროვდა მგონი სისხლის სისხლო.-გაუღიმა და თვალი ჩაუკრა ,თემომ მის სიტყვებს გამოჰკრა ყური და ჩაეკვეხა.
-მოიცა მოიცა,არ მითხრა რომ შენ და დამიანე...
-არ ვიცი ჯერ არა ,მაგრამ საკმაოდ შევტოპეთ ასე რომ კი დამიანე სიგიჟემდე მიყვარს.
ამაყად განაცხადა და აკაკის დარცხვენილმა შეხედა,ამაზეც ბევრი ეღადავნენ.საბოლოოდ მაინც დაითანხმეს ქალბატონი გამგზავრებაზე,თანაც მთელი აგვისტოთი.
-----------------------------------------------
მთელი გზა დამიანეს ვურეკავდი თუმცა ამაოდ არაფრის დიდებით ყურმილს არ იღებდა...ნეიტრალურ ზონაში შევედით თუ არა მაშინვე დავიწყე მასთან რეკვა თუმცა ისევ უშედეგო აღმოჩნდა ჩემი ყოველი მცდელობა,გათიშვითაც არ თიშავდა უბრალოდ არ იღებდა.ერთი თვე სრულ ქაოსში გავატარაე ხან სანაპიროზე ვეგდეთ ხანაც საფრანგეთის ამ ულამაზეს კუნძულს ვათვალიერებდით.დილას ვხითხითებდით და ვიხსენებდით როგორ ვოცნებობდით აქ წამოსვლაზე,როგორ დავდიოდით პრაღაში, ვენეციაში,პარიზშიც.ყველაზე მეტა ის მიხაროდა რომ ორი წყეუ წლის შემდეგ ისევ ავამუშავეთ ჩვენი გვერდი.ისე მომნატრებია ახალი ფოტოების დადება.საერთოდაც ლუ და აკო შოკში იყვნენ სარკეში რომ ჩავიხედე და პანიკა არ დამიწყია.ამაზე ერთი დიდი ახსნა განმარტება მომთხოვეს რომელიც ბევრი ფიქრის გარეშე ჩავაბარე.
-----------------------------
ლელას წასვლამდე ერთი დღით ადრე. დამიანესთან.
დილას რომ გაიღვიძა პირველ რიგში ხელი გადაჰყო მეორე მხარეს თუმცა ცარიელი დახვდა,თავი წამოსწია და თვალებით დაუწყო ძებნა,არც მისი ნივთები ეყარა იატაკზე და არც ტელეფონი.იფqირა ადგაო და ისიც გაემზადა.ქვემოთ ჩასულს ლელა რომ არსად დახვდა და ბავშვებმაც მთელი დღე არ გვინახიაო უთხრეს ცოტ ანერვიუდა.ლელემ მოდი მაინც ოთახში ვნახავ იქნებ სასეირნოდ იყო და დაბრუნდაო.შესულს მისი ნივთებიც არ დახვდა.თითქოს მიწამ ჩაყლაპაო ისე გაუჩინარებულიო თავის ნივთებიანად.დამიანეს ეს რომ უთხრა ერთი ამოიოხრა და თქვა.
-ისევ წავიდა და ამ ჯერად ბოლოჯერ.
რამდენიმე დღეში თბილისის გზიდან თორნიკემ მართლა მოიტაცა ლელე და იქორწინეს კიდეც.მოგეხსენებად დიდად გულ გრილი არც ლელე იყო მის მიმართ.
დადიანი საშინლად იყო ლელაზე გაბრაზებუი,არაფრის გაგება უნდოდა რაც მას უკავშირდებოდა,ზედმეტადაც კი ბრაზობდა.თითქოს ყვეალფერი კარგად იყო,ყველაფეი დალაგებული ჰქონდათ,თითქმის ერთად იყვნენ და ორივეჯერ როცა ეს მოხდა ის წავიდა ბარგი აიღო და წავიდა.ვერ ხვდებოდა ქალი მას გაურბოდა,უბრალდ არ უყავრდა თუ ურთიერთობისა ეშინოდა,მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში ის მისაგნ ზუსატდ სამჯერ გაიქცა,ერთხელ ქორწილიდან ორჯერ კი თითქმის შეყარებულები იყვნენ ის კი წავიდა გაერიდან ამ ყველივეს.იმდენად ბრაზობდა მასზე რომ მისშესახებ სიტყვის თქმაც კი აუკრძალა ოჯახსა და მეგობრებს.არ აინტერესებდა ცოცხალი იყო თუ მკვდარი,უფროსწორედ აინტერესებდა ყოველივე თუმცა საკუთარ თავსაც უკრძალავდა ლელზე ფიქრს.
______________________
ერთი თვის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში,ერთი თვე დაახლოებით სვანეთში გავატარეთ მე,თორნიკესთვის აწკაპნილმა ჩემმა დამ და სებემ.სექტემბრის მიწურულს 28 ში თბილისში დავბრუნდით,იმ ღამეს კარგად გამოვიძინე ვინაიდან ზეგ რბოლა იყო მე კი ენერგია მჭირდებოდა.დილას აკო და მარინა მოვიდნენ. მარიანასთან ურთიერთობა სულაც არ აღმოჩნდა ცუდი,პირიქით სასიამოვნო ადამიანი იყო სახალისო ისტორიებით,კარგი აზროვნებით და ლამაზი საუბრის მანერით.
-ეი ეი ეი ხვალ ხომ მოხვალთ?
-როდის არ მოვსულვარ ერთი გამახსენე?
-სად?
აკოს ჩაეღიმა და ხელი გადამხვია.
-ავტოდრომზე მარ.
-იქ რა გვინდა?აუ მოცა მოიცა საყურებლად მივდიავრთ ჩვენ სამი?-პატარა ბავშვივით აცანცარდა რძალი.
-თქვენ ორნი კი მე არა.-გავეკრიჭე მან კი კითხვის ნიშნებით სავსე ორი ყავისფერი სფეროთი შემომხედა.-მრბოლელი ნაამა.გახსოვს თვითმფრინავში ეს სახელი გითხარი ?და ასეც არის მე ვარ ის ბედნიერი მრბოლელი.
-არ არსებობს!
-არსებობს და შენ ჩემ საგულშემატკივროდ უნდ მობრძანდე.
-არის უფროსო.
მეორე დილას მანქანის გასაღები ავიღე მთლიანი მუხლამდე წითელი კაბა და ამავე ფერის ბოტასები ჩავიცვი.ჩემს ჩაფხუტს ხელი დავავლე ,მერე კი ასტონ მარტინის საჭეს მივუჯექი.სარბოლო ტრასაზე გიჟივით შევვარდი და ბექას მანქანის გვერდით დავიკავე ადგილი.მის გვერით მანქანის გაჩერება და კომენტატორის ხმის გაგება ერთი იყო.
-სტარტთან კიდევ ერთი მანქანა გამოჩნდა,დაიცა ეს ასტონ მარტინია?დავით გეცნობა ეს მდელი?
-რა თქმა უნდა ,ღმერთო ეს ხომ ნაამაა?მეგობრებო ორი წლის შემდეგ ჩვენი "დააკრგული " გოგო დაბრუნდა.წინ საინტერესო შეჯიბრი გველის.არა თვალებს ვერ ვუჯერებ მისი მანქანა ისევ ბექა დადიანის მანქანის გვერდით დგას .
იარაღის გასროლისთანავე დავძარი მანანა და დიდი სიჩქარით მოვწყვიტე ადგილს.პირველ ორ წრეზე გამარჯვება ბექას დავუთმე.მესამეზე უკვე კონტროლი დავკარგე და ვერაფრით ვერ გავასწარი,უკანასკნელი მოსახვეი იყო დარჩენილი სადაც გასწრება შემეძლო.ადრენალინის ზომაზე მეტმა დოზამ იმოქმედა და შევძელი.შევძელი დადიანისთვის გასწრება და ფინიშის ხაზის მასზე ადრე გადაკვეთა.კომენტატორების ყვირილი ცხადად მესმოდა.მანქანა ისევ იქ გავაჩერე სადაც ყოველთვის.ბექა სახეალეწილი მომიახლოვდა.
-შენ?
-ხო მე ბექუნ
გავუცინე და მანქანის კარი მივაჯახუნე.
-გოგო ნორმალური ხარ?
-არა არ მეტყობა?
-დამიანე როგორ არის იცი შენზე გაბრაზებული?ადექი და წახვედი. ერთხელაც არ იფირე მასზე?
-კი ნუ ღელავ ვიფიქრე ახლა კი ნახვამდის ბავშვებთან ერთად უნდა ავღნიშო დემეს დაბადება,ისე არ წამოხვალ?თუ რადგან შენ ძმას საწოლი ცარიელი დავახვედრე და ჩემზე გაბრაზებულია არც შენ გექნება კარგი ურთიერთობა?
ენა ლამის ჩაუვარდა ისეთ სახით მიყურებდა ფაქტია ჩემგან გაიგო რომ მის ძმასთან ვიწექი.ამიტომაც რამე რომ აღარ ეკითხა პირდაპირ მივახალე.
-წამოხვალ ლანა და კალესთან?ყველა ერთად ავღნიშნავთ ჩემი ნათლულის დაბადებას.
-ნათლულის?
-ლანას შვილის ნათლია მე ვიქნები და კიდევ კალეს ძმაკაცი.
-აჰამ მოგების აღნიშვნას არ აპირებ?
-კი დღეს ხიდზე 11 საათზე მოხვალ?
-რა თქმაუნდა.
-ჩემ გამო თუ სხვა ვინმე
-ორივე.
ჩემს უკან გაიხედა ბექამ და მაცდურად გაიღიმა,კარგად ვამჩნევდი ვიღაცას სიყვარულით სავსე თვალებით რომ უყურებდა.მისი მზერის მიმართულებით გავიხედე და ჩვენენ მომავალი მომღიმარი თოდუა დავინახე.ისიც ის უყუებდა ბექას როგორც ბექა მას.
-შენ მერე დაგელაპარაკები ყოფილო მაზლო.
-რაზე?
-მგონი ხვდები ვიზეც.
წარბები ავუწიე და აკაკისკენ გავიქეცი ჩასახუტებლად,მანაც ორივე ხელი მომხვია და ლამის ძვლები დამილეწა.მერე მას მოვშორდი და მარიანას ჩავეკარი.
-ისევ გაიმარჯვე.
-რბოლაში კი,ახლა დროა ცხოვრება დავალაგო.წავედით ?
-სად?
-კალესთან და ლანასთან ყველა იქ იქნება ჩემი ბიჭუნას დაბადებას ავღნიშნავთ.
საღამომდე ლანასთან ვიყავით.მე კი ხელიდან არ გამიშვია პატარა ჯერ სულ 1 კვირის ციცქნა არსება.ისეთი პატარა და დაუცველი იყო ვერანაირად ვერ დავუშვებდი მარტო დამეტოვებინა ,თუმდაც ძილისას.უმეტესად ეძინა თუმცა ჩემს ხელებში.პრინციპში ასე პატარა ბავშვებს მუდმივად სძინავთ.10 საათზე მეგობრები გადავკოცნე, ბავშვს კიდევ ერთხელ მივეფერე,საწოლში ჩავაწვინე და სახლში მოსამზადებლად გავედი თუმცა ნებისმიერ სამოსს ისევ ჩემი მხრებზე გადადებული,მუხლებამდე ფრიალა წითელი კაბა მერჩივნა.ასე რომ არ გამომიცვლი არც მაკიაჟი გამიკეთებია უბრალოდ თმა ავიწიე და მანქანის გასახებს ხელი დავავლე.
-ლუ ,თემო მოდიხართ?
-მე არა ლუკა წამოვა.
ლუკა საჭესთან დაჯდა მე კი გვერდით მოვუჯექი.ვინაიდან და რადგანაც ჩემი მანქანა მონატრებოდა გადავწყვიტე დღეს მეთხოვებინა.რომ გითხრათ ისევ ბევრი დავლიე თქო ნამდვილად მოგატყუებთ.ორი ჭიქა ტეკილა გადავკარი კლუბიც მომბეზრდა და ასე ყოფნაც.ბავშვებს დავემშვიდობე და ფეხით გავუყევი გზას სახლამდე.მოსახვევში გავუხვიე თუ არა ვიღაცას ვეტაკე.
-უკაცრავად.
ამოვილაპარაკე და ავხედე.სანამ შემომხედავდა მანამ მოვასწარი მისი ცნობა და ორი ნაბიჯით უკან დავიხიე.
-არაფერია...ლელა?-ცინიკურად გაეღიმა.-ოხ დაბრუნდით?ახლა სად გაიქეცით?ჩინეთში?ინდონეზიაში?თუ ბრაზილიაში?
-არსადაც არ გავცეულვარ-გაბრაზებულმა ავხედე და ჯიქურად ჩავაშტერდი მოელვარე მწვანე სფეროებში.-ტელეფონი რომ აგეღო და ერთხელმაინც დამლაპარაკებოდი გაიგებდი სად და რატომო წავედი ,მაგრამ არ გინოდა ხო და რაც არ გინდა ღმერთმა ნუ მოგანდომოს რა.
ცალყბად ვუღიმი და გვერდს ვუვლი.
__________________________________
-კიდევ შენ ხარ გაბრაზებული?მე გავიღიძე დილას ცარიელ საწოლში,მე გეძებე და კიდევ აქეთ ბრაზობ?საერთოდაც რატომ წახვედი?გაგღვიძებიე მაინც,მაგრამ მოიცა-იცინის და ასე ერთმანეთისგან ზუსგშექცევით მდგარნი ისევ ლაპარაკს აგრძელბს.-შენ ხომ უბრალოდ არ შეგიძლია ვინმეზე იფიქრო,მკვლელი ხარ ცივსისხლიანი მკვლელი ,რომელსაც ფეხზე კიდია ყველა და ყველაფერი,ოდნავადაც არ ნანობ იმას რაც წარსულში გააკეთე და ამის მერე კიდევ აქეთ გაქვს პრეტენზიები.არასდროს ფიქრობ რას გრძობენ სხვები,მთავარია შენ არ გტკიოდეს,შენ არ განიცდიდე თორემ ყველა ფეხებზე გკიდია.უგულო ხარ ასათიანო.
ქალმა უკან დაიხია მის წინ აისვეტა და გაუაზრებლად სილა გააწნა მერე კი ამოიკნავლასავით.თითქოს სიტყვებს სულს აყოლებსო ისე თქვა.
-არ ვიმსახურებ შენგან ამ სიტყვებს.არ უნდა გეთქვა რომ მკვლელი ვარ არ უნდა გეთქვა ,გპირდები ...გპირდები რომ არასდროს გაპატიებ.მაგრამ იცი რას ვერ ვხვდები? თუ ბაბუაჩემი რომელსაც 10 ით ადამაინი ჰაყავს მოკლული გმირია მე რომელმაც ერთი მოვკალი ,დამნაშავე რატომ ვარ?კარგი მე მკვლელი ვარ მაგრამ შენ ვინ ხარ? თურმე ოდნავადაც არ გიცნობ,ისევე როგორც შენ არ მიცნობ.
თვალებში წყალი ჩაუდგა და სანამ ცრემლებად დაიღვრებოდა მანამ გაეცალა.აკაკის გზიდანვე დაურეკა ჩემთან ამოდიო.მისვლა მან მიასწრო ოთახში შევარდა და საწოლზე დაემხო.ღამის 12 საათზე შეაღო ლელას სახლის კარი და პირდაპირ მის ოთახში ავიდა აკაკი.ქალის ათრთოლებული სხეული რომ დაინახა გული მოეწურა.მის გვერდით ჩაიხარა და სახიდან თმა გადაუწია.
-რა გჭირს პატარავ?
ქალი სლუკუნებდა და თითვეულ ამოსუნთქვას სულს აყოლებდა.ვერ ხვდებოდა ასე რატომ მოექცა დამიანე,მაგრამ იცოდა ...იცოდა რომ ერთხელაც დამაინეც გაქრებოდა,თუმცა არ ეგონა ასე გვიან თუ წავიდოდა.ერჩივნა დროზე გაცლილიყო და არ შეჰყავრებოდა ვიდრე ახლა ამდგარიყო ეთქვა ის რაც უთხრა და ნაფლეთებად ქცეული ისევ აკაკისთან დაეტოვებინა.
-დამაინე....გზაში შემხვდა აკაკი ,შემხვდა და მითხრა რომ უგულო ვარ ,რომ ფეხებზე ვინ რას გრძნობს,ჩემი თავის იქით არავინ მაინტერესებს.რომ ცივსისხლაინი მკვლელი ვარ,მკვლელი ვარ გესმის.დამაიენმ მითხრა ...მან მითხრა -ქალი ფეხზე წამოდგა და ოთახში სიარულს მოჰყა, თან ხელებს ყველა მიმართულებით გიჟივით იქნევდა-ასე შეიძლება?შეიძლება ადამიანმა თავის წარსულის უდიდესი სიბნელე გითხრას ,შენთან დაწვეს და მერე ერთ დღეში სამუდამოდ შეიზიზღო?გიკვირს არა?ხო მასთან ვიწექი.ვიწეი ,მაგრამ ეს არაფერია მე მკვლელი ვარ.არ ვანნობ აკო ,დადიანამ ისიც მითხრა არ ნანობო და მართალია.ის კაცი რომ არ მომეკლა ახლა ასეთი ხომ არ ვიქნებოდი?ვერც იმ ერთხელ დავბოლდებოდი,ვერც დამიანეს გავიცნობდი დუდა გიგანის დაბადებისდღეზე,ვერც შენ გაგიცნობდი.-ყველაფრის ჩამოთვლას მოჰყვა რაც შეიძლება არ მომხდარიყო.-არც არასდროს ვიქნებოდი მრბოლელი.სხვანაირი ვიქნებოდი ,სხვა ინტერესები მექნებოდა.მიხარია ,მიხარია რომ მოვკალი გესმის?და ეს ცალეკე უბედურებააა,უბედურებააა იყო მკვლელი და გიხაროდეს.უბედურებაა რადგან ყველას სძულხარ მკვლელები არავის უყავრს,პირიქით სძულთ,ახლა ხვდები?ხვდები რატომ არავის ვუშვებდი ახლოს,რატომ არავის არაფერს ვუყვებოდი?ერთხელ მოვუყევი და ჯოჯოხეთად გადააქცია,ერთხელ შემიყვარდა და შემიძულა ,ასეთი ცუდი რატომ ვარ,დავიჯერო მართა არ ვიმსახურებ სიყავრულს?მართლა არავის ვიმსახურებ?
ხლები გაშალა და ქალი მის მკლავებშ მოიქცია.
-მოდი აქ.ჩემი პატარა,ჩემი გოგო როგორ მოგექცა ყველა.პირიქით შენ არ გიმსახურებენ,არავინ გიმსახურებს,არავინ გიმსახურებს ლელაკო.ადამიანებისთვის ზედმეტად კარგი ხარ.მათთვის ზედმეტად ლამაზია ეგ სული.მერე რა რომ მკვლელი ხარ?არც ხარ შენ უბრალო თავს იცავდი,სულს და სხეულს იცადი ,მან გამოუტანა საკუტარ თავს სასიკვდილო განაჩენი.არავინ გიმსახურებს,არ კი არა ვერ გიმსახურებენ იმდენად კარგი ხარ მათთვის ,მაგ ბეჭედში უფრო მეტი სიყავრული და პატივისცემაა ვიდრე ადამიანტა უმეტესობასი,აი ამ ოთახის კედლებშიც მეტისიკეთე და მზურუნველოაა ვიდრე ადამიანებში.ამ სამყაროსთვის ზედმეტად კარგი ხარ.
-არა მე მკვლელი ვარ.ამიტომ არ ვუყვარვარ,ამიტომ შემიძულა ,შემიძულა რადგან გაიგო რომ მკვლელი ვარ.
ისევ ამოიტირა და ხმას კვლავ მისი ტკივილის კვალი დაეტყო.მაია კარებში გახევებულიყო შვილის სიტყვებზე.აკაკი კი მეგობრის სხეულს გულში იკრავდა,მთელი ძალით იკრავდა ,რადგან იცოდა ახლა თუ მარტო დატოვებდა ლელა ვეღარ გადაიტანდა,ამდენს ვერ გაუძლებდა.ისედაც ბევრი ჰქონდა გამოვლილი.ბევრი რამ მოუწყო ცხოვრებამ,იმდენი რამ გადაიტან და მაინც მისით ერთობოდა ღმერთი.არ იმსახურებდა არაფერს რაც მართებოდა.ეს ყველაფერიც ხომ დაუმსახურებლად დაიწყო. განა რა დააშავა 13 წლის გოგომ რომელსაც სიცოცხლე ჯოჯოხეთად გდაუქცის ,არც არაფერი უბრალოდ გარეგნულადაც და შინაგაანდაც ზემდეტან ლამაზი და მანათობელი იყო ამ საზიზღარი ხალხისთვის.ლელა ნასახლარზე ამოსული ბროწეული იყო.
-გაიმეორე რა თქვი?!
მაიას გამყინავვმა ხმამ დაარღვია სიჩუმე,მისი მჭექარე ხმა ოთახში ექოდ გაისმა და ლელა ადგილზე შეხტა,მერე მხოლოდ მეგობრის გასაგონად დაიჩურჩულა.
-გთხოვ გადი,გადი და მაიასთან მარტო დამტოვე.
-დარწმუნებული ხარ?კარგად იქნები?
-კი,ხვალ შენთან გამოვალ.
-კარგი მაშინ დროებით,თუ რამე ხომ იცი ჩემი სახლის კარი მუდამ ღიაა,შეგიძლაი ღამის 4 საათზე მოხვიდე და მოთქმით იტირო ახლა უკვე ორი მოგისმენთ და ორი დაგეხმარებით.
-ძალიან ძალიან მიყავრხარ აკაკი.
ლოყაზე აკოცა,აკომაც იგივე გაიმეორა და წავიდა.ახლა მხოლოდ მაიასთან დარჩა,თუმცა სანამ ლაპარაკს დაიწყებდა დათოც მოვიდა.
-ლელა გაიმეორე რაც აკაკის უთხარი სასწრაფოდ?!
-რა ხდება შვილო?-დათომ საოცრად თბილი ტონით მიმართა ატირებულ გოგოს.
გოგონამ კიდევ ერთი ამოიტირა ,საწოლზე ჩამოჯდა,ხელებით დაეყრდნო და ერთ წერტილს გაუშტერა წამით თვალი.
-მკვლელი ვარ-გაჩუმდა და ყური უგდო საკუთარ სიტყვებს,მერე წამოხტა მაიას მივარდა და მის წინ აისვეტა-ხო მკვლელი ვარ,მკვლელი გესმის?!!
-ეს სიმართლეა?
-ისეთივე სიმართლეა როგორც ის რომ მე ლელა ასათიანი ვარ.
-ასეთიგაგზარდე?მითხარი ! ასეთი გაგზარდე? მკვლელი გაგზარდე?!!
პირობა კვლავ დაარღვია მაიამ ისევ ზურგს აგცევდა ქალიშვილს.ლელა ყოველთვის ნაღმი იყო,მოსიარულე ნაღმი რომელსაც მუდამ მაია აატიურებდა.არც ეს იყო გამონაკლისი ისევ ნაღმზე დადგა მაიამ ფეხი და ისიც აფეთქდა.
-ასეთი გამზარდე?სასაცილოა მაია სასაცილო-თან ტიროდა თან იცინოდა-ნეტავ როგორი გამზარდე?არანირი.არც მეძავად გაგიზრდივარ,არც მკვლელად,არც კარგ გოგოდ .არანაირად.შენ მე ოდნავადაც არ მიცნობ.აიზბერგის მხოლო ზედაპირს ხედავთ ყვეალნი და იმას ევრ ხვდებით შიგნით რა დევს.როგორ მოიქცეოდი მაია პირადად შენ .როგორ მოიქცეოდი ბიოლოგიის რეპეტიტორიდან მომავალს ვინემ რომ აგკიდებოდა და შენზე ეძალადა?ხელს არ კრავდი?მოშორებას არ ეცდებოდი?ხო აი მაგ დროს შემომაკვდა-ქალს წრეებს ურტყავდა და სისინებდა-ხელი ვკარი ,იმდენად ძლიერად რომ დავარდა,დავარდა და მინის ნამსხვრევებს ყელით დაეხა,მე კი ვუყურებდი როგორ ცურავდა სისხლში.ის ერთხელ მოკვდა,მე კი ათასჯერ.მე იმ დღის მერე ყოველ ღამე ვკვდებოდი და ხელახლა ვიადებოდი,მერე მეც მოვკვდი ,არ გახსოს აბაზანაში მიპოვნეთ .მოვკვდიდ და გავცოცხლდი.მე ერთი მოვკალი .ერთი რამ გავანადგურე ,ჩვეულებრივი მოძალადე პედოფილი.მან კი რამდენი რა წამართვა-საწოლზე მის წინ ჩამოჯდა და ზიზღით შეხედა დედას-წამართვა ის რაც ჩემით უნდა მიმეცა საყვარელი კაცისთვის,13 წლის სიცოცხლე წამართვა,მომავალი ნაცარტუტად გადამიქცია,ოცნებები,პიროვნება ყვეალფერი წამართვა,მაგრამ მთავარი და ყვეალზე მნიშვნელოვანი რაც კი წამართვა შვილებია.შენ 1 ნაცვლად 5 გყავართ და არცერთს გავფასებ,შენი თავის მეტი არავინ გადარდეს.არც მამაზე ფიქრობ არც ჩემზე ,არც ლელეზე,სტასიასა და ტყუპებზეც კი არ ფირობ.შენ ქვეყნად არავინ გიყვარს მაია.მე კი რას არ მივცემდი ძმის შვილის ანდაც ნათლულის მაგივრად ხელში საკუთარი შვილი რომ ამეყვანა.სულსაც კი მიყიდდ~ი ლუციფერს ოღონდ მხოლოდ ერთი,მხოლოდ ერთი შვილი მყავდეს მისგან ვინც მიყვარს.
ცრემლები მოიწმინდა და მაიამაც არ დააყოვნა.
-გაეთრიე გესმის ?გაეთრიე ამ სახლიდან და მეორედ არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა.როგორი საზიზღარი ყოფილხარ.
-შენ ჯერ კიდევ არ მიცნობ.
მის ნერვებზე თამასს არ წყვეტდა გოგო,აინტერესებდა რამდენად შეტოპავდა ქალი.
-ფეხებზე გიცნობ თუ არა ,აკრიფე შენ ნივთები და სადაც გინდა იქ წაეთრიე.
აქამდე ჩუმა მდგარი დათო,რომელიც კუთხეში იდგა და უსმენდა შვილისა და ცოლის ლაპარაკს ერთიანდა აფეთქდა.არა იმის გამო რომ "მკვლელი გაზარდა"არამედ იმის გამო რომ ასეთი ცოლი ჰყავდა.არ ესმოდა ლელას მონაყოლის შემდეგ, როგორ ვერ უგებდა შვილს,ის ხომ დედამისი იყო?ისიც ხომ ქალი იყო?მას ხომ უნდა გაეგო რას ნიშნავდა ლელასთვის ეს.ვერც იმას იგებდა ამდენი რამ ასე ჩუმად როგორ გადაიტანა მისმა საყვარელმა შვილმა.შეიძლება წლბის მანძილზე ლელას ყვეალზე მკაცრად ექცეოდა,მუდამ ჭკუას არიგებდა და ყვირილითაც კი ესაუბრებოდა ,მაგრამ მასსავით მაინც არცრთი შვილი უყავრდა.ის არც სტასიას გავდა და არც ტყუპებს.რაღაც სხვა იყო,მგრძნობიარე და მაინც ყინული.შვილის ბოლომდე არც მას ესმოდა ,თუმცა გაგებას მაინც ცდილობდა ცოლისგან განსხვავებით.ცოლისგან რომელიც უკვე შესზიზღებოდა.იმდენი რამ გააკეთა მაიამ მათი 31 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე რომ ცოლი ოდნავადაც აღარ უყვარდა.როგორია როცა შვილს სახლიდნ გიგდებენ,მუდამ გიმცირებენ და იმას აიძულებენ რაც არ სურს.შეიძლება ერთი შეხედვით დათო მაის მხარეს იყო თუმცა უბრალოდ ხმას არ იღებდა და მისი დანაშაულიც ეს იყო.როგორ შიეძლება ქალმა შენი შვილი სხვას მისცეს ,ეს დაგიმაალოს და ჩუმად გადაყლაპო.
ბოლოს დავიმაც დასჭექა.
-არა მაია,ლელა არ წავა!შენ წახვალ,სადაც გინდა იქ წახვალ.ლელა მართალია უგულო ხარ,ამიტომაც ხვალვე მოვამზადებ განქორწინების საბუთებს და ყოველგარი მოდი დავფიქრდს გარეშე გაგეყრები.
დათო გავიდა და აღარცერთს აღარაფერი აღარ უთქვამს
-----------------------------------------------------------------------
იმღამესვე ავკრიფე ჩემი ტანსაცმელი,მამას მანანა ვესესხე და ბებიასთან წავედი .სადღაც 11 საათი იქნებოდა მანქანა ბებოს ეზოს წინ რომ გავაჩერე.დაუძახებლად შევედი და რამდენიმე დღის დატოვებულ ბებიას ისეთი ძალით ჩავეხუტე ლამის შემომეჭყლიტა.
-ასე უცებ მოგენატრე ბე?
-ბები ერთი თოვნა მაქვს შენთან.
-მითხრაი ბებოს სიხარულო.
კატის თვალებით შევხედე და დავიწყე.
-ცოტახანს აქედან წასვლა და დასვენება მინდა ისეთ აგილზე სადაც ვერაინ მომაგნებს.ფიქრი მჭირდება,ბევრი ძალიან ბევრი ფირი ხო და მარმარისის სახლს ხომ მათხოვებ.
-ეგ ხომ ისედაც შენია?არ გახსოვს ბები ეგ სახლი შენ გრჩება,მოიცა გასაღებს მოგიტან.
ბებია გევრდით ოთახში გავიდა ბინის გასაღები რომ მოეტანა.ლელა თურქი გახლდათ,არც გვრი იყო ქართული და არც სახელი.ლელას რეალურად ლეიალა ერქვა გავად ქიოსე.მშბლების მიერ ახალგაზრდობაში ოთხი სახლი დარჩა ერთიც თავად იყიდა კაბადოკიაში,ასე რომ რეალურად წლების წინ სასტუმროში კი არა ბებოს სახლში ვიყავით.ბებომ ერთი თვის წინ დაგვიზუსტა მე და ლელეს რომ ანდერძის მიხედით სახლებს ზუსტად გაგვიყოფდა მე მარმარისის სახლს დამიტოვებდა,მას ურგუპის.რაც მართალი მართალი ორივეზე ვგიჟდებოდი.იმ დღეს ბებოსტან დავრჩი სვანეთში მეორე საღამოსთვის ბილეთი დავჯავშნე.დილას ავდექი და პირდაპირ თბილისში წავედი ჩემი სახლის გასაღებითურთ.გზიდან ძმებს დავურეკე რომ არ ენერვიულათ ჩემზე მერე კი აკაკისაც გადავურეკე.
-აკო ხომ არ გაგღვიძე?
-ბანაობს აკაკი.
-უი როგორ ხა მარ?
-კარგად გოგო შენ?
-მეც კარგად მისმინე მალე გამოვა აკაკი?
-რავი ალბათ კი რამე გადავცე?
-აკაკის არა ,მაგრამ სადმე თუშეგხვდა დამიანე...ხომ იცნობ?
-კი.
-მოკლედ თუ შეგხვდა ასე გადაეცი: ასათიანმა ჯანდაბამდე და ჯანდაბის იქით გზაც გქონია ,თუ რამის თქმა გინდა უკვე დაგაგვიანდა და გინდა ურგუპში მეძება გინდა სტამბოლში და თუ გინდა მთელი თურქეთი შემოგივლია ,რომც მიპოვო მაინც არასდროს გაპატიებ იმ სიტყვებს რაც მითხარი,რადგან ჩემი ხასიათი კარგად იცი.ყველასგან ავიტანდი მაგ სიტყვებს,მაგრამ არა შენგან თქო.და ხო მარი აკოს გადაეცი ცოტახანს მარმარისში დავისვენებ და ჩამოვალ თქო.
-კარგი,ბედნიერ დასვენებას გისურვებ.მიყვარხარ.
-მეც ორივეს გყვარობთ.
თვითმფრინავში ავედი თუ არა ტელეფონში მუსიკა ჩავრთე.ორი თვე გავატარე მარმარისში,პატარა საყავრელ სახლში ,ორი თვე დღე და ღამე დადიანის ფოტოს დავყურებდი და იმაზე ვფიქრობდი რატომ მითხრა ის სიტყვები,ასე ძლიერ თუ შევზიზღდი მაშინ რატომ?რატომ მიყავრდა მთელი არსებით.მააზე საერთოდ ვეღარ ვფირობდი,არც მისი მესმოდა დედას შვილის ხომ უნა ესმოდეს,მაგრამ მას არასდროს ესმოდა ჩემი.ნოემბერი ახალი დაწყებული იყო და მეც რაცუფრო დრო გადიოდა მითუფრო მუცლის მონა ვხდებოდი.თავს ცუდად ვგრძნობდი, რამდენიმეჯერ გული წამივიდა და უკვე სამი თვე იყო რაც გადამიცდა.მიუხედავად იმის აომ 1 კვირაში ვბრუნდებოდი აღარ დავლოდებივარ ფრენას და პირდაპირ თურქეთში მივედი ექიმთან.
_____________________
ექიმი გამოვიდა და გამიღიმა.
-ექიმო რა მჭირს?
-ისეთი არაფერი რაც 5 თვეში არ გაივლის.
ცოტა არ იყოს და დავიბენი,ვერ მივხვდი რას გულისხმობდა ეს ბატონი.
-ამით რისი თქმა გინდათ?
-გილოცავთ ქალბატონო ლელა სულ მალე დედა გახდებით.
იმ წამს რა დამემართა ვერ წარმოიდგენთ,გაურკვევლობა ,სიხარული და აღფრთოვანება ერთდროულად ვიგრძენი.პირი დავაღე და სიცილთან ერთად ტირილი ამივარდა.
-დარწმუნებული ხართ?
-დიხ ასიპროცენტით.
-დიდი მადლობა,მშვიდობით
საავადმყოფოდან სახეგაბადრული წამოვედი,რეისი ნოემბრის .უბედნერესი ქალი ვყავი.არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება ვიდრე გრძნობდე და იცოდე რომ იქ შიგნით,შენს სხეულშ პატარა არსება ცხოვრობს,არსება რომელზეც უნდა იზრუნო,ის ვინც შენი ცხოვრების მთავარი აზრი იქნება.ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა სიხარულია გყავდეს შვილი მისგან ვინც სიგიჟემდე გიყვარს.
___________________________
იმ საღამოსვე ინანა დამიანემ თავის სიტყვები.ამდენი წლი მანძილზე საკმაოდ კარად გაეცნო ქალი და იცოდა ამას არასოდეს აპატიებდა.
-ამის დედა შე***ი .რამდენი ვიწვალე და ისევ ჩემით დავანგრიე ყველაფერი.
ვაზას ხელი გაკრა და გატეხა.ვე ეგუებოდა იმ ფაქტს რომ ლელას გული ატკინა,რამდენი წელი უყვარდა,რამდენი წელი ცდილობდა მისთვის თავის შეყავრებას და მაინც ყველაფერი გააფუჭა.
პირველად ასათიანი რომ ნახა ის 16 წლისიყო,თავად 18.დუდას დაბადების დღე იყო.ასათიანმა შესვლისთანავე მიიქცია მისი ყურადღება.როგორც ყოელთვის მაშინაც გრძელი შავი თმა ქონდა,ატლასის წითელი კაბა ეცვა,მუხლს ძლივს სცდებოდა.გაშლილი თმა მხრებზე ეყარა და საოცრად იღიმოდა. თემო და ლუკაზე ბიძაშვილებისგან ადრეც სმენოდა ამიტომ მაშინვე იცო ძმები,თუმცა ლელა ნამდვილად ვერა.
-დიტო ის გოგო ვინ არის?-მხარი გაკრა უფროს ბიძაშილს და ლელასკენ გაიხედა.
-აბა რომელი?-ოთახს თვალი მოავლო დიტომაც.
-შე ჩე** წითელი კაბა რომ აცვია,აი ლუკა და თემოსთან ერთად რომ დგას და იცნის-უფრო დაწვრილებით აუხსნა ბიძაშვილს.
-თავიდანვე ეგრე გეთქა ,ეგეც უმცროსი ასათიანია,თემოს და ლუკას პატარა დაიკო.ლელა ქვია,16 წლისაა და ვშიშობ არაფერი გამოგივა.ბიჭებთან ეგეთ ურთიერთობას ერიდება
მხარი სიცილით გაჰკრა და გაიარა.დუდამ გააცნო ,მაგრამ ისეთ პონტში.მას შემდეგ 4 წელი აღარ უნახავს და თითქოს დაივიწყა კიდეც უმცროსი ასათიანი,ერთი ნახვით რომ ჩაუვარდა გულში.სწავლის დამთავრების შემდეგ მამის კლინიკაში დაიწყო მუშაობა,ზუსტად იმ წელს შეიყავნეს მძიმედ დაშავებული გოგო,მამამისთან ერთად შევიდა საოპერაციო ბლოკში და გული მოეწურა როდესაც მაგიდაზე მწოლიარე გოგონა იცნო.დიდად არც შეცვლილიყო ამ 4 წლის მანძილზე,თუმცა ეს დასახიჩრებული და დასისხლიანებულიც ისეთი ლამაზი ეჩვენა როგორც ბელს ურჩხული.ბოლო 4 წლის მანძილზე გაზრდილიყო და უფრო გალამაზებულიყო.იმის შემდეგ სადაც კი გახედავდა ყველგან ლელას მომღიმარ სახეს ხედავდა,ხან ანი და ლანასთან ერთად იცინოდა ხან ძმებთან ხანაც ნიკა და აკაკისთან.აკაკი მხოლოდ რამდენჯერმე ნახა მასთან და არც უფიქრია მეგობარიაო.იცოდა რა ერქვათ მის მეგობრებს სად ცხოვრობდნენ რას საქმიანობდნენ სალიზე ,კალესა და აკაკიზე კი სრულიად არაფერი იცოდა.მერე იყო ასათიანების გაკოტრების პირას ყოფნა,სწორედ დამიანეს იდეაიყო დახმარებოდნენ,ამით ორი კურდღელი ერთად დაიჭირა,პარტნიორებიც იშოვნა და ლელას ხელში ჩაგდებაც გამოუვიდასავით,სანამ ქორწილიდან არ გაექცა.რა აღარ ცადა ხან უხეში და მბრძანებლური იყო,ხან სარკასტული ხანაც თბილი .ცდლობდა მისი სიუხეშით ლელას ყურადღება მიეპყრო ვაღიარებ გამოუვიდა თუმცა მასში ამით უარყოფითი გრძნობები დატოვა.
ახლა კი როდესაც მართლა მისი გახდა ლელა როდესაც საყავრელი ქალი მის გვერდით იყო თავისი ბრაძის და გრძელი ენის გამო სამუდამოდ დაკარგა.იმ სარამოდან 1 კვირის შემდეგ ლელასთან მივიდა ,მაგრამ ტყუპებმა გადასცეს აქ არ არის და ტყუილად მოდიხარ მაინც არ გეტყვითო,იგივე ქნეს ნათლიამისმა,ანიმ და ნიკამ.ბოლოს აკაკისთანაც მივიდა კარი მარიამ გაუღო.
-ოხ ეს ვინ მობრძანებულა.როგორ გიკითხოთ?
-მარია ლელა აქ არის?
-არა და გირჩევ აღარ მოხვიდე შენთან საერთო არაფერი გვაქვს-დამაინე უსიტყვოდ გაბრუნდა და წასვლა დააპირა მარიას ლელას "ამანათი" რომ გაახსენდა-უი ხო ,ლელამ დარეკა 4-5 დღის წინ და ასე დამაბარა : დადიანს გადაეცი ასათიანმა ჯანდაბამდე და ჯანდაბის იქით გზაც გქონია ,თუ რამის თქმა გინდა უკვე დაგაგვიანდა და გინდა ურგუპში მეძება გინდა სტამბოლში და თუ გინდა მთელი თურქეთი შემოგივლია ,რომც მიპოვო მაინც არასდროს გაპატიებ იმ სიტყვებს რაც მითხარი,რადგან ჩემი ხასიათი კარგად იცი.ყველასგან ავიტანდი მაგ სიტყვებს,მაგრამ არა შენგან .გირჩევდი დაელაპარაკე და იქნებ გაპატიოს თქო,მაგრამ არ იმსახურებ შენ ლელაკოს,აკაკიმ მითხრა რაც გითქვამს და შენგან ამ სიტყვებს არ იმსახურებდა.ოდნავადაც არ იცნობ თურმე ლელაკოს.
კარი ცხვირწინ მოუჯახუნა.არავინ იცოდა როგორ ნანობდა დადიანი თავის სიტყვებს,მაგრამ დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია.ადამიანთა მთავარი უბედურება კი სწორედ ეს არის,ისე ვერასდროს იქცევიან რომ დროის უკან დაბრუნება არ დასჭირდეთ.დადიანმა თორნიკეს რომ მოუყვა ეს ყვეალფერი ბერელიძემ სინანულით გადააქნია თავი ,მხარზე ხელი დაარტყა და უთხრა.
-ვწუხვარ ძმაო ,მაგრამ მარიაც,აკაკიც და ლელაც მართალია.ლელა მაგ სიტყვებს არ იმსახურებდა ,რაც არ უნდა ჩაედინა ,ვინც არ უნდა მოეკლა შენგან მაგ სიტყვებს არ იმსახურებს.მაგრად მიქარე ,ვერ გეტყვი არ გაპატიებს თქო ,მაგრამ საკუთარ თავზე მეტად უნდა უყვარდე ეგ სიტყები რომ გაპატიოს.
ამასობაში 1 თვეც გავიდა,ყველა პაციენტში ყელა ადამიანში ლელას ეძებდა,თუმცა ამოდ.1 თვის შემდეგ საბოლოოდ გადაწყვიტა პარიზში დუდასთან წასულიყო,დიტო რაღაც მიზეზების გამო თბილისში გადმოცხოვრდა. სადღაც 1 თვე საბუთების მომზადებას დასჭირდა,კიდევ რამდენიმე სქამეც მოაგავრა იმ 1 თვეში და ფრენა 27 ნოემბერს დანიშნა.ოჯახს დაემშვიდობა,ბექას და პაატრა დას გადაეხვია და აეროპორტში წავიდა.აქ სრულიად არაფრი აკავებდა,საყავრელ ქალსაც კი ვერ პოულობდა მთელს საქართველოში.
________________________________________
20 ნოემბერს ჩამოვფრინდი,აეროპორტში აკაკი,მარია და ტყუპები დამხვდნენ.მუცელი საბედნიეროდ დიდად არ მეტყობოდა ,ფართხუნა მკალვიანი ზედა მეცვა და ჯინსის შარვალი.
-ჩვენი პატარა.
ყველა ერთდროულად დამაცხრა და ძლივს ამოვისუნთე.მოგატყუებთ რომ გითხრათ დადიანი აღარ მიყვარდა ან შევიძულე თქო.პირიქით უფრო შემიყავრდა ,ბავშვის გულისთვის სრულიად ყველაფერი ვაპატიე,ვაპატიე ის სიტყები,ჩემი სამჯერ გაშვება ვაპატიე.ვპატიე რომ გამიბრაზდა.მაგრამ კითხვა მაინც კითხვად რჩებოდა ვუყავრდი ისე როგორც მე ის?.თითქმის ყველა ვნახე მომდევნო 6 დღის განმავლობაში.27ში რბოლა მქონდა,რატომღაც ბექას მანქანა ავტოდრომზე ვერ დავინახე,იმ დღეს სულელურად გავიმარჯვე,არ მყავდა გვერდით ღირსეული მოწინააღმდეგე ამიტომ გამარჯვებას აზრი არ ჰონდა.საღამოს ყველა ჩემთან იყვნენ,ბექას და თეკლეს გარდა.თორნიკემ რომ დამინახა სახე გაებადრა და გადამეხვია.შავი მკლავიანი კაბა მეცვა,ისე იყო გაშვებული რომ მუცელი არ დამტყობოდა თუმცა ჩემი ტყუპისცალი ,ახლა ტყუპისცალი იქნება არ იგველოს ან კიდევ თორნიკე.
-გასუქდი დაო?
-კი კი აშკარად გასუქდი ცოლისდავ.
- ოოო დავაით.
საღამო იყო სადღაც 8 საათი დამაინეზე შეპარვით რომ ვიკითხე.
-მარია გადაეცი იმ ვაჟბატონს რაც დაგაბარე?
-კი.
-მერე რაო?
-ადგა და წავიდა.
ცოტახანს ყეველა დავდუმდით მერე თორნიკემ თქვა.
-არ აპატიებ არა?
-ვაპატიე ,მაგრამ როგორც ჩანს ისე არ ვუყვარვარ როგორც მე მიყვარს ამიტომ ჯობია მასზე არ ვიფიქრო,თუმცა ხვალ მასთან გავალ კიდევ რაღაც მაქვს სათქმელი,თანაც აუცილებლად,შეიძლება მე ვაპატიე ,მაგრამ ის არ მაპატიებს ეს რომ არ ვუთხრა.
მას ეს უნდა ცოდნოდა,უნდა ცოდნოდა რომ პატარა გვეყოლებოდა,ამას ნამდვილად არ მაპატიებდა.მეტიც ბავშვის მასთან ერთად გაზრდაც მინდოდაბ,აბა მამის გარეშე ხომ არ დავტოებდი ჩემს შვილს,ეგეთი მონსტრიც არ ვარ ახლა.
-ხვალ უკვე გვიანი იქნება!
-რატომ?
-ამაღამ 9 ზე მიფრინავს.
მის სიტყვებზე წამომაყვირა,ზოგადად ბოლო დროს ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი, ეს ალბათ ორსულობის ბრალი იყო.
-სად მიფრინავს?
-პარიზში გადადის.
-რას ქვია გადადის?არა ასე არ შეძლება ,აკო რომელია?
-8 საათია.
რაც შემეძლო სწრაფად გავვარდი ჰოლში ,ტყავის ქურთუკი მოვიცვი,ბათინკები ამოვიცვი და გასაღებს ვტაცე ხელი.
-საით?
ლუკამ გაკვივებულმა შემომხედა.
-აეროპორტში,უნდა გავაჩერო სანამ წასულა უნდა გავაჩერო,ასე ვერ მიმატოვებს,ვერ ადგება და წავა არ შეიძლება.
გიჟივთ გავვარდი სადარბაზოში მერე ქუჩაშ,არც ჯარიმებს და პოლიციას მოვრიდებივარ,როგორც სარბოლო ტრასაზე დავდივარ ახლაც ისე მივაქროლებდი მანქანას აეროპორტისკენ.პირდაპირ შესასვლელთან გავაჩერე ჩემი ასტონ მარტინი და გიჟივით შევვარდი.აეროპორტში დავბოდიალებდი და საათზ ვიყურებოდი.მხოოდ 10 წუთი მქონდა დარჩენილი.უეცრად მოვკარი გასასვლელისკენ მიმავალ დამიანეს თვალი
-დამინაეეე-არ გამოუხედავს-დამიანე-არც ამ ჯერად ,ბოლოს მთელ ხმაზე დავჭექე-დამნეეეეეეეეე.
და ამ ერთ სიტყვას მთელი სევდა ამოვაყოლე.უეცრად მოიხედა და გაკვირება აშკარად დაეტყო სახეზე.მისკენ წავედი და ზუსატდ მის წინ გავჩერდი,უცნაური ცისფერი თვალები მივანათე და ცივად დავიწყე.
-გპირდები ახლა მართლა გპირდები დადიანო ,სებეს თავს ვფიცავარ თუ თვითმფრინავშვი ახვალ შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გავქრები.სულ რომ პირველივე რეისით დაბრუნდე უკან შენს ცხოვრებაში აღარასოდეს გამოვჩნდები,თუ ახლა წახვალ ჩათვალე ჩემთვის და ჩვენი შვილისთვის სამუდამოდ მოკვდები,ვეღარც მე მნახავ და ვეღარც ბავშვს.ეცოდინება როგორი კარგი მამა ჰყავდა ,მაგრამ ისიც ეცოდინება რომ მოკვდა.ბექა და თეკლა ჩემთვის და-ძმასავით არიან,გაიცნობენ ძმიშვილს თუმცა შენ ვერასდროს ნახავ...
გაგრძელებას ვაპირებდი თუ რა მოხდებოდა მისი არ წასვლის შემთხევასი თუმცა გამაწყვეტინა.
-რა ბავშვს ლელა?
დაბნეული და გაკვირვებული იყო,მე კი ჩამეღიმა.ადრეც მითქვამს მსახიობს არ ძალუძს ითამაშოს საკუთარი თავის როლი რეალურ ცხოვრებაში.
-როგორც ჩანს 11 წლის წინ იმ ექიმმა მომატყუა რათა უამრავი ფული მეყარა გამოკვლევებსა და წამლებში.შენ კი იცი არცერთი გამიკეთებია .2კვირის წინ გავიგე რომ ორსულად ვარ.ხვალ ვაპირებდი შენთან მოსვალს მაგრმა მიფრინავ...
სახე გაებადრული მისმენდა დადიანი.თვალებში კი უდიდესი სიყავრული უკრთოდა ორივეს მიმართ.ის ისევ მაწყვეტინებს.
-ეს მართალია,არ მესიზმრება?
-არა დადიანო,ახლა აქ ვდაგვარ და გეუბნები რომ არ წახვიდე.-აშკარად დაეტყო რომ გადაიფირა წასვლა,ეტყობოდა რომ აღარსად წასვლას არ აპირებდა.მეც ჩემი "სპონტანური გეგმა"განვაგრძე.-არ წახვიდე რა?არ მინდა შვილის მარტო გაზრდა,არც უშენოდ მინდა ცხოვრება,არც შენი ცხოვრებიდან წასვლა მინდა,მაგრამ სებე დავიფიცე თუ ახვალ იმ თვითმფრინავშვი მართლა გავქრები.ნუ გგონია რომ წინა ორი პირობისავით არ ავასრულებ.დაგპირდი არ შეგიყავრებ თქო და სიგიჟემდე შემიყავრდი,ხო აი ასე გიჟებსაც უყავრდებათ სიგიჟემდე.დაგპირდი არ გაპატიებ თქო და გაპატიე,გაპატიე შვილის და სიყვარულის ხათრით.-გავუცინე და განვაგრძე.-დამიანე დადიანო(ვაფშე არ ჟღერს ლამაზად ,ლელა დადიანი უკეთესი იქნებოდა)მოკლედ დამიანე დადიანო-გავიცინე და ისე დავუჩოე როგორც ამას ხელის თხოვნსას ბიჭები აკეთებენ ხოლმე-თანახმა ხართ დარჩეთ საქართველოში ?-მან თავი სიცილით გადააქნია,ყველა ჩვენ გვიყურებდა.-კარგი ანუ თანახმა ხარ,ახლა მთავარი.დადიანო გამომყვები ქმრად და ამიტან მთელი შენი ცხოვრების მანძილზე?ამიტან მთვრალს ,კაიფში მყოფს და მრბოლელს?გაუძლებ ჩემს კაპრზებს ორუსლობისას ?
სიცილისგან ლამის ჩაიკეცა,მერე ხელი მომკიდა და წამომაყენა,გულში ისე ძლიერად ჩამიკრა რომ სუნთქვა მეკვროდა.მის მკალვებში თავს დაცულად ვგრძნობდ.ხალხი იცინოდა და ტაშს უკრავდა ,მე კი ხელები ძლიერად შემოვხვიე პირველ სიყარულს და თავი ავწიე.
-ანუ მომყვები ქმრად?
-ანუ მოგყვები ქმრად.-შუბლზე ცხელი ტუჩები მომაკრა და ისევ მის მკერდზე დავაბრუნე თავი.-გიჟი ხარ,ჩემი პირად გიჟი.
-შენ კი დამნე ხარ ,ჩემი დამნე.-ტუჩებში მოწყვეტით ვაკოცე და უცბად დავამატე-მეჯვარე ვინ გყავს?
-ვახოს ვარ შეპირებული.
-დაურეკავ?
მაცდურად ვუღიმი და ისიც ხვდება რასაც ვფირობ.აკოს ვურეკავ.
-აკაკი სად ხარ?
-შენთან რა იყო?
-რომ დაგირეკავ ქვემოთ ჩამოდი.
-რა ხდება?
-ქმარი მომყავს,ოღონდ სუ ძალიან გთხოვ არავის უთხრა მართლა.
აკაკიმ გადახარხარა და გამითიშა.
_________________________________
დეკემბრის 16ში ლანას და კალეს ქორწილი იყო.შავი კოჭებამდე კაბა მეცვა წვრილი ბრელტელებით და არც თუ ისე ღრმ დეკოლტით,იმ დღეს საკუთარ სტილს ვუღალატე და არანაირი ცალ ფეხზე ჩაჭრილი,უბრალოდ გრძლი შავი კაბა იყო ლამაზი დიზაინის,მუცელიც საკამრისად მეტყობოდა,თუმცა არ ვიმჩნევდი.კალეს მეჯავრე დემეს ნათლია იყო,ლანასი კი მე.ხელი და ჯვარი რომ დაიწერეს რესტორანში წავედით.მთელი დღე იმაზე ვღადაობდი ანისთან რომ მილა მართლაც თეთრი კაბით იყო მე კი შავით.
-ხოა ღირსი ახლა მე და დამაიენც დავქორწინდეთ?
-ნამდვილად.
გამეცინა არა იმიტომ რომ ასე თქვა ანიმ არამედ იმიტომ ,რომ უკვე ცოლ ქმარი ვიყავით,აკაკის და ვახოს გარდა კი ეს არავინ იცოდა.19 დღის წინ დაქორწინებულებს ჯერაც არ გვითვამს არავისთვის,მათ უბრალოდ იცოდნენ რომ ერთად ვიყავით.
ლანას გვერდით ვიჯექი და რაღაცაზე ველაპარაკებოდი როდესაც მიკროფონში დამიანეს ხმა გაისმა.
-ქალბატონებო და ბატონებო,ძვირფასო ნეფე-დედოფალო-მთვრალი იყო სულ ოდნავ თუმცა მაინც მთვრალი ეს კი ძალიან სასაცილოდ მეჩვენებოდა-ბოდიშით რა კალე და ლანა ქორწილს რომ გპარავთ ,მაგრამ მშვენიერი დღეა მეორე ქორწილის გადასახდელადაც.
ლანამ გადმომიჩურჩულა.
-ახლა ხელი რო გთხოვოს რას იზავ?
-ბეჭედს გავაკეთებინებ!-გავუცინე და მარჯვენა არა თითზე მოთავსებულ ჩემს თვლიან ბეჭედს დავხედე,რომელიც ჯერაც არავის შეუნიშნავს.
-ანუ დათანხმდები.
ამაზე პასუხი აღარ გამიცია დამაინემ კი განაგრძო.
-ჩაგიხედავთ ადამიანის თვალებში?
დაგინახავთ რა ხდება, იქ, შიგნით?
თვალებით უნდა ჩასწვდე მის სულს! ისინი დაგანახებენ, როგორია ადამიანი! რა უჭირს, რა ულხინს. ბედნიერია, თუ უბედური. ისინი დაგანახებენ კარგსაც და ცუდსაც.სულში ღრმად ჩამალულ შიშებს,ტკივილებსა და ნაიარევებს გაჩვენებენ.
რა ფერის არის ადამიანის სული?
წითელი? მწვანე? თუ ქარვისფერი?
სული იმფერია, რაფერიც ადამიანის თვალია,მაგრამ მე თუ მკითხავთ ყველაზე ლამაზი, ყევალზე კეთილი აიზბერგისფერი სულია. თითქოს ყინულია, ცივია, უხეშია,მომაბეზრებელია, მომაკვდინებელია. ერთი შეხედვით მკაცრი, ბოროტი, გაყინული და მახინჯი ჩანს, მაგრამ რეალურად ყველაზე თბილი, ყვეალზე ლამაზი, მომაკვდინებლად ლამაზი, სახიფათო, ადრენალინის მოყვარული, მხიარული, ერთგული, მგრძნობიარე და ნაზია. თითქოს ცივია, მაგრამ არავინ იცისი იქ შიგნით მის მორევში რა ხდება. არავინ იცის რა ფერის არის ეს გაყინული ცისფერი შიგნიდან, იქნებ ანათებს, იქნებ მოკაშკაშე ლაჟვარდისფერია, ანდაც შავზღვაზე მუქი ლურჯი. ამას მანამ ვერ გაიგებთ სანამ არ გააბრაზებთ, სანამ არ შეაყავრებთ, სანამ არ ატკენთ, სანამ ყველა გრძნობას არ განაცდევინებთ და თითვეულისას თვალებში ღრმად არ ჩააშტერდებით,ისე ღრმად რომ მის სულს მისწვდეთ.
არ ვიცი ამას ოდესმე შეძლებთ თუ ვერა,შეძლებთ თუ ვერა საყავრელ ქალ/კაცს თვალებში ჩააშტერდეთ,ისე ღრმად რომ სულის უკიდურეს წერტის შეხედოთ, თუმცა მის აიზბერგისფრ თვალებში,ასე ღრმად ვერასოდეს ჩაიხედავთ.ის სხვაა,არავის ჰგავს,ამ სამყაროსთვის ზემდეტად ლამაზია,სულითაც და გარეგნულადაც.მისი თვალები იმაზე მეტს ამბობენ ვიდრე ნებისმიერის.მე ჩავიხედე და დავიანხე ყველა'ფერი რომელიც შიგნით იყო.ახლა კი მის გაშვებას აღარსად ვაპირებ-მე შემომხედა და ფართოდ გაიღიმა-ალბათ ახლა ფიქრობთ დავიხრები და ლელას ცოლობას ვთხოვ,მაგრამ როგორ უნდა ვთხოვო ეს იმ ქალს რომელმაც ქმრობა მთხოვა? რომელიც უკვე ჩემი ცოლია? რომელიც მუცლით ჩემ შვილს ატარებს?! მშვენიერი დღეა არა ორი ქორწილის ჩასატარებლად?ხომ ასეა ლელა?
ფართოდ ვიღიმი,ბავშვები შოკში არიან,მეც შოკში ვარ მისი სიტყვებისგან,იმ დღეს მეორედ ვიქორწინეთ და ეს ყველაზე ლამაზი დღე იყო.
______________________________________
5 წლის შემდეგ...
მოკელდ გეტყვით რა მოხდა ბოლო ხუთ წელში...
ბექა და ნიკამ გამოაცხადეს რომ ერთად არიან,რაც ოჯახებმა გულის გახეთქვით მიღეს, მაგრამ შეეგვნენ.
კალეს და ლანას მეორე ბავშვი შეეძინათ.
მარიას და აკაკის 3 შვილი ჰყავთ.
აი ლუკა და ანამ მხოლოდ ერთი წელი გაძლეს ერთად მერე კი სრულიად სხვებს დაუკავშირეს თავიანთი ცხოვრება.ეს ნაწილობრივ კარგიც არის.
თემო მარტოა თავის სებესთან ერთად.
ლიზა და გიორგიც კი შევარიგეთ და ალბათ მალე დაქორწინდებიან,მოუთმენლად ველი მათ ქორწილს და ნათლიას ბედნიერი სახის დანახვას.ნიკა (ჯაფარა) ისევ დიდი მონდომებით ცდილობს მრბოლელი ვიყო. გამოსდის კიდეც, ოჯახის სამსახურის და შვილების მიუხედავად მე ისევ ის ლელა ვარ რაც გათხოვებამდე ვიყავი.
უი ხო სტასია ცოლად გაჰყვა,მოემზადეთ ,დამაინეს ბიძაშვილ დიტო გიგანს.ორი შილი ჰყავთ უფროსი ლელა (ჩემს საპატივცემულოდ) და პატარა გეგა.
ჩემ ტყუპისცალს კი ორი ულაამზესი ბავშვი ჰყავს.
დედაჩემი ,მამასთან გაყრის მერე აღარ მინახავს,არ ვიცით ცოცხალია თუ მკვდარი,მაგრამ ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ბებიამ არ მიიღ, რადგან გაიგო როგორ მომექცა(მამას დამსახურებით)
რაც შეგვეხება მე და დამიანეს პატარა ბენიერი ოჯახი ვართ.გვყვავს 5 წლის ნიკა,3 წლის თეთე და ზუკა. ორი წელი მარმარისშ ვცხორობდით.1 თვით ჩამოვდიოდი წელიწადში სამჯერ,ისიც რბოლაში მონაწილეობის მისაღებად ახლა კი მარმარისიც მოგვბეზრდა და კვლავ საქართველოში დავბრუნდით.მე თეატრში ვმუშაობ დამიანე კი კლინიკაში ისევ და ისევ ქირურგად.
ყველაფერი კარგად მიდის.
____________________
დუდას დააბდებისდღეზე ისევ ძალით წამათრიეს ტყუპებმა 30 წლის ერთხელ ხდება ცხოვრებაში და ნუ აწყენინებო, საშინელი დეჟავუ მქონდა.ბავშვები ნათლიას დავუტოვე .წითელი ატლასის კაბა მეცვა თმა გაშლილი მოქნდა და მხრებზე სწორად მეყარა.ლუკა და თემოსთან ერთად ვიდექი დუდს გვერდით და მის დეგენერატულ იუმორზე ვიცინოდი.უკნიდან ხმა მომესმა.
-შეიძლება თქვენთან ცეკვა?
ღიმილით მივტრიალდი და დამიანეს ხელს ჩამი შევაგებე.
-დიახ.
საცეკვაოდ გამიყავნა და მეც ჩემს ქმარს ორიევ ხელი კისერზე მოვხვიე.გამიღიმა და მერე დაამატა.
-ყველაფერი ისეა როგორც დასაწყისში.
-რომ არა დუდა ვინიცის როგორ შეგიყავრდებოდი?!ან ემ როგორ გაგიცნობდი!
ის ისევ იცინის.
-ალბათ საოპერაციო მაგიდაზე მწოლიარე შემიყვარდებოდი.
-ალბათ.
-და მაინც ჩვენ ისევ იქ ვართ სადაც დასაწყისში,ისევ ისე გამოვიყურებით როგორც წლების წინ.
-კი ეს ასეა,მაგრამ ეხლა წყეული12 წლის შემდეგ ჯერ კიდევა რ დამდგარა ჩვენი დასასრული,მე სულ რაღაც 29 ის ავრ შენ 31 ყველაფერი წიანრის.და მაინ შენ ყოველთვის ჩემი დამნე იქნები
ის ტუჩებზე თავის ტუჩებს მაწებებს,მერე მშორდება და ამბობს.
-ვიღაც ამბობდა არასოდეს შეგიყვარებო.
-მაგრამ ხომ შეგიყვარე?
-ზედმეტადაც კი შეგიყვარდი აიზბერგისთვალავ...



ისტორიის თუმცა არა დამიანეს და ლელას დასასრული.



აი მეც დავასრულე. ყველაზე დიდი თავია,მეც დიდი დრო დამჭირდა მის დასაწერად. იმედი მაქვს მოგეწონებათ. მე არ ვარ იმ დონის მწერალი თქვენ რომ მოგწონთ მაგრამ ვფიქრობ ერთ დღეს მაგასაც შევძლებ. ყველაზე დიდხანს ამას ვწერდი. არცერთი მოთხრობა და ისტორია ამდენხანს არ მიწერია. მადლობთ ვინც კითხულობდით. იმათთვის ვინც აზრი ვერ გაიგეთ:არ შეგიყავრებ არ არის ტრადიციული ამბავი გოგოზე და ბიჭზე,ეს არის ამბავი ლელასა და დამაინეზე, ამაბვი რომელიც გაჯერებულაი უამრავი გიჟობით, სასმლით მეგობრებით. ლელაც არ არის ჩვეულებრივი გოჰო უამრავი გამოიარა და ეს მასზე ზედმეტად აისახა. დამაინე კი ის ადამიანია ვისაც გამეტებით უყავრს ქალი და მისი გულის მოსაპოვებლად ყველანაირი კაცის როლს იგებს. ის მანამ ვერ ხვდება რომ სიგიჟეზე მეტად უყავრს სანამ ქალს თავისი გრძელი ენის გამო არ დაკარგავს.


ალბათ მალე შევხვდებით დროებით.



№1 სტუმარი ია

აუ როგორ მომეწონა.. სასწაული ...საოცრება ...ისე ველოდი ბოლო ნაწილს ,უკვე აღარც მეგონა რომ დაიდებოდა და ძალიან გამიხარდა ესე რომ დასრულდა მართლაც რომ იმსახურებდა ლელა ესეთ კარგ დასასრულს????❤ ველი ახალ ისტორიას წარმატებებიი

 


№2  offline წევრი ნაამა

ია
აუ როგორ მომეწონა.. სასწაული ...საოცრება ...ისე ველოდი ბოლო ნაწილს ,უკვე აღარც მეგონა რომ დაიდებოდა და ძალიან გამიხარდა ესე რომ დასრულდა მართლაც რომ იმსახურებდა ლელა ესეთ კარგ დასასრულს????❤ ველი ახალ ისტორიას წარმატებებიი


გმადლობ ასეთ თბილი კომენტარისთვის. ვფიქრობ შემდეგი ისტორია სრულად დაიდება ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო სახალისო იყო საოცარი სიყვარულით და მეგობრობით მომეწონა დასასრული ამდენ უბედურების შემდეგ ღირსები იყვნენ ბედნიერები ყოფილიყვნენ მადლობა გელოდებით წარმატებები

 


№4 სტუმარი lell

umagresi dasasrulia erterti chemi favoriti istoriaa martla dzalian momwons ❤️❤️

 


№5  offline წევრი ნაამა

lell
umagresi dasasrulia erterti chemi favoriti istoriaa martla dzalian momwons ❤️❤️

მადლობა დიდი ლელ❤️

 


№6  offline წევრი OKI ME

გვიან აღმოვაჩინე ეს ისტორიაც და შენც. გამიხარდა , რომ აღმოგაჩინეთ ორივე :დდდ

საინტერესო ისტორია იყო უდავოდ.❤️ მომეწონა. კოთხვის დროს, მათთან ერთად ვიცინოდი, ვმხიარულობდი, განვიცდიდი, ემოციებით დავიტვირთე ❤️

მოკლედ, წარმატებებს გისურვებ ❤️

 


№7  offline წევრი Nobodyelse

გუშინ წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონა! კარგად წერ...

 


№8  offline წევრი ნაამა

Megioki
გვიან აღმოვაჩინე ეს ისტორიაც და შენც. გამიხარდა , რომ აღმოგაჩინეთ ორივე :დდდ

საინტერესო ისტორია იყო უდავოდ.❤️ მომეწონა. კოთხვის დროს, მათთან ერთად ვიცინოდი, ვმხიარულობდი, განვიცდიდი, ემოციებით დავიტვირთე ❤️

მოკლედ, წარმატებებს გისურვებ ❤️


სამწუხაროდ გვაინ ვნახე შენი კომენტარი, დიდი მადლობა და მიხარია თუ მოგეწონა❤️
Nobodyelse
გუშინ წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონა! კარგად წერ...

მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent