შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სუსპენზია (თავი 1)


7-08-2020, 11:37
ავტორი Mary Drey
ნანახია 748

თავი 1

ჩამქრალი ნაცრისფერი, სევდიანი თვალები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უსასრულო ჭაობისკენაა მიმართული.
ნაიარევი სხეული და დასახიჩრებულო გული, რომელიც კვლავ მხსნელს ეძებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაათავისუფლონ ტანჯვისაგან იგი.

ლილიანას გრძნობები ნელ-ნელა უფრო და უფრო ირეოდა. შინაგან ქარიშხალს თან ერთვოდა ავისმომასწავებელი ელვაც, რომელიც ისედაც ათრთოლებულ სხეულს უფრო მეტად მოსავდა ნაცრისფერი ფერით. ლილიანას ყოველთვის შავი ღრუბელი დაჰყვებოდა თან... შავი ღრუბელი თავისივე წილ წვიმის წვეთებთან ერთად, რომლებიც შიგადაშიგ გონებაში გაცოცხლებულ მოგონებებს ასველებდნენ. სწორედ იმ მოგონებებს, რომლებიც გულის მოუშუშებელ იარებთან ყველაზე ახლოს იდგნენ. ლილიანას წვიმის წვეთების შეხებისას მოქუფრული სახე უფრო მეტად ეღრუბლებოდა... თითქოს წინასწარ გრძნობდა ავისმომასწავებელი ამბის შეტყობინებას. ნელ-ნელა მოქუფრული ცა იხსნება... მასში თავს ჰყოფს სხვადასხვაგვარი ვარსკვლავები, რომლებსაც ლილიანამ ერთ დღეს... თითოეულ მათგანს თავიანთი სახელებიც კი შეარქვა.. თუ ადამიანი ცისა და ვარსკვლავების ურთიერთშერწყმას ჩაუღრმავდებოდა აუცილებლად დაინახავდა ორ სულს... ორ სხეულს, რომლებიც ერთმანეთს ეტმასნებოდნენ და სიყვარულის ჟინით ავსებდნენ ერთურთს. ლილიანასთვის ეს ორი გალაქტიკა, რომლთა ისტორიაც ცის ნაპრალებზე იქნა აღბეჭდილი, ინისა და იანის იმიტაციას ჰქმნიდა. ზოგჯერ როგორ სურდა საკუთარი სიცოცხლე ვარსკვლავებისათვის დაეკავშირებინა... მათ ნაწილაკებში უთქმელად ჩამძვრალიყო და ამ საშინელ წუთისოფელს სამუდამოდ მოშორებოდა, რომელიც ყოველთვის ნეგატიურობასთან ასოცირდებოდა...
ლილიანასთვის ცხოვრება ბედუკუღმართი ბორბალი იყო, რომელსაც თვითონ მართავდა... მართავდა, თუმცა მისი მიმართულების შეცვლა მის ძალებს აღემატებოდა.
დიდი ხნის განმავლობაში... მაშინ როდესაც ლილიანა საკუთარ სოფელს მიუახლოვდებოდა გული საშინელ ძგერას უწყებდა... მასში ერთიანად იღვიძებდა სხვადასხვა მოგონებები, რომლებიც კაეშანივით ყელზე ეხვეოდა... მოგონებები კი შხამიან გველს ჰგავდა... მათსავით საშიში და მიუსაფარნი იყვნენ ისინი...

***

წელიწადის დროებიდან ლილიანას ყველაზე მეტად აგვისტო არ უყვარდა, რადგან სწორედ ამ ზემოთხსენებულ დროს ყოველთვის უბედური შემთხვევები ატყდებოდა ხოლმე თავს. ამის გამო, როდესაც საათის ისრები დღის დასასრულს, თორმეტი საათისკენ იხრებოდა და თან მითუმეტეს თუ აგვისტოს თვე მალევე შემოადგავდა ფეხს თავისი სახლის ზღურბლზე, ახალგაზრდა გოგონა საღ აზროვნებასაც კი კარგავდა. ერთიანად მის სპილოსძვლისფერ, ხავერდოვან და ჯერ კიდევ ჩვილი სხეულს ცვარი გადაეფინებოდა ხოლმე... შემდგომ კი ავისმომასწავებლად უკანკალებდა ათრთოლებული სხეული, როგორც ეს ჰაერში ჩამოკიდებულ, მოლივლივე ლერწმის ხეს შეეძლო.
ლილიანას ბევრჯერ ჰქონდა გაგონილი, რომ ტკივილი, რომელიც უფალმა მოუვლინა ადამიანს სასიცოცხლოდ საჭირო იყო, რადგან სწორედ ამ ცხოვრების ბეწვთან ჭიდილში იბადებოდა სრულყოფილება, რეალობასთან მყისიერი დაკავშირება და მარადიულობა... ამ ყოველივეს ლილიანას ღრმა ბავშვობიდანვე ულექავდნენ გონებაში... თითქოს საზოგადოება ასწავლიდა მას ბედნიერად ყოფნის მაგივრად უბედურად ცხოვრებას, რადგან იმ პიროვნებას რომელსაც უჭირს და შინაგანი დაღი აქვს დასმული ყოველთვის სხვა ადამიანის ინტერესის მიზეზი ხდება. საზოგადოება ვერ იტანს მომღიმარ პიროვნებებს... გაღიმება და წამშივე გულში გაივლიან შემდგომ სიტყვებს: "მსოფლიოში რამდენი გასაჭირია... უკვე ეს წყეული ეპიდემიაც დაგვერთო თან და ეს კი იცინის. ნეტავ გამაგებინა რა აცინებს. სასაცილოდ აქვს განა საქმე?!" მაგრამ რა ხდება როდესაც რაიმეზე განიცდი და ეს ემოცია სახის მიმიკებში აღგენიშნება? შენს წინ უამრავი ადამიანი მოიყრის თავს, რომლებიც შენი ტკივილითა და თითოეული დაღვრილი ცრემლით საზრდოობენ.
ასეთია ადამიანის დაუკმაყოფილებელი გონება... იღწვიან იმისკენ საითკენაც მათი გზა ჩახერგილია.
ლილიანას ყველაზე მეტად ბრბოდ გადაქცეული საზოგადოების ზარავდა... და აგრეთვე... უფრო მეტად... თავისი მშობლების, რომლებიც მას არასოდეს არ უგებდნენ. ლილიანას ბევრჯერ უფიქრია სწორედ ამის გამო, რომ მისი ცხოვრების მისია მხოლოდ და მხოლოდ ულევი ტკივილის დაღის ტარება იყო. ეს კი ძლიერ აღაშფოთებდა ახალგაზრდა გოგონას...
ორ აგვისტოს წვიმიანი დილა იდგა... ფანჯრის რაფებსა და წვიმის წვეთებს შორის დაუოკებელი ვნებათაღელვა იკვეთებოდა, რომლებიც სხვადასხვაგვარი მელოდიის შერწყმის შედეგად იქნა აღმოცენებული ტანჯული დედამიწის ფსკერზე. ჩიტებს უწინდელის მსგავსად აღარ გაუმართავთ საამო ჭიკჭიკი, რომელიც მრავალი ისტორიის მატარებელი გახლდათ. ახლა ყველა ფრთოსანი, ერთიანად შეგროვებულან ჯგროთ და ცდილობენ თავი დააღწიონ წარბშეკრული ზეცისაგან, რომელიც მათ რატომღაც და არ ინდობდა. ჩიტები განრისხებულნი, თუმცა ჯერ კიდევ ლმობიერნი უცქერდნენ ცაზე აკიაფებულ, ბრჭყვიალა, კლაკნილ ხაზებს, რომელიც ისევე სწრაფად უჩიდარდებოდნენ ცის ნაპრალებიდან, როგორც გამოისახებოდნენ. ცის რისხვა ძლიერ ჰგავდა ადამიანის მაჯაზე დატანებულ წვრილ, მოლურჯო ზოლებს... განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ეს უკანასკნელი ადამიანის სხეულიდან არასოდეს არ ქრებოდა. რასაც ვერ ვიტყვით განრისხებული ცის ვინაობაზე.
ლილიანას თავისი გრძელი თითები ნაცრისფერ ჭიქაზე აქვს მოხვეული. შიგადაშიგ თვალებს დავხუჭავდა ხოლმე და ნეტარებისგან წარმოიდგენდა, რომ ამ სამყაროს ნაწილი აღარ იყო... თავისუფლად შეეძლო ფრენა, თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ ოცნებებში... ილუზიებში, რომელიც ახალგაზრდა გოგონას ყოველთვის თან დაჰყვებოდა ღრმა ბავშვობიდან. ლილიანასთვის ხომ გამოგონილი სამყარო იმაზე მეტად ტკბილი იყო, ვიდრე რიგითი წუთისოფლის დაუნდობელი რიტმები....


გამთენიისას, როდესაც მზის პირველი სხივები შეეხო მენაბდეების ფანჯრის რაფებს, წყლის წვეთებმა, რომლებიც სხივების მეშვეობით ერთმანეთს დაუკავშირდნენ, ახლო მანძილზე ცისარტყელასმაგვარი გამოსახულება გამოსახეს, ეს უკანასკნელი მოვლენა ფრიად სასიამოვნო საცქერისა გახლდათ. ცის მოლურჯო, მოცისფრო და ასევე მეწამელისფერი გამოსახულებები ერთმანეთს დაჰყურებს და თითოეული მათგანი ცდილობს, რომ თავიანთი ძლევამოსილება და მედიდურობა საჯაროდ გამოიტანონ... და აი ასე... სწორედ ასე ეკეკლუცებიან ორი განსხვავებული პოლუსი წარმატების მოპოვების მიზნით. ზოგჯერ მეწამულისფერი მოლურჯო, მოცრისფერისაკენ იხრება და ხან... უბრალოდ პირიქით. სწორედ ეს უკანასკნელი პოლისები ერთმანეთს განიზიდავენ და ეს განზიდვა ხდება მიზეზი მათი ყველაზე დიდი მიზიდულობისა. საბოლოოდ კი ერთმანეთში უჩინარდებიან.
ამ დიადი სანახაობით მოხიბლული წყვილი მერცხლები ერთმანეთის სიყვარულს მეტად აფასებენ. ისინი ხომ ადამიანებისგან განსხვავებით გრძნობენ განსხვავებას რეალობასა და არარეალობას შორის... წრფელ სიყვარულსა და გატაცებას შორის... შემდგომ მოშავო ფრთებს აშრიალებენ და ცის ნაპრალებს უერთდებიან, სადაც ღრუბლების მეშვეობით თავიანთ მომავალს მკითხაობენ. ახალგაზრდა მერცხალი თავმომწონედ დაჰყურებს თავის სატრფოს და მალული მზერით მას სიცოცხლის ჟინით ავსებს. გამოუცდელი მამაკაცი მერცხალისათვის კი მდედრის პატარა თვალის აკიაფებაც კმარა, რომ მან საღი აზროვნების საშუალება დაკარგოს და წარმოსახვით სამყაროს შეაფაროს თავი. მდედრი სწორედაც, რომ სამოთხიდან გამოძევებული გველის შთამომავალია.
ლილიანა მენაბდეს, ზაფხულის შემდგომ შემოპარული სუსხისავით შემოეპარა სულისშემაწუხებელი სევდა, რომელიც ნელ-ნელა შხამიანი სარეველასავით ეტმასნებოდა მთელს სხეულზე. შემდგომ თვალებამღვრეული, ზეცისკენ იშვერდა უსიცოცხლო ხელებს... ბოროტი სული კი ამ დროს ავისმომასწავებლად ხითხითებდა.
ლილიანამ ამ ბოლო დროს გააცნობიერა, რომ რაც უფრო მეტად იოცნებებდა იგი მომავალზე, მით უფრო მალე უფერმკრთალფებოდა დიადი ოცნებები... ამ ყოველივეს გაანალიზების შემდგომ სხეულში არასასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა და ერთხმად ახმაურდნენ, როგორც თოვლის ზვირთვები. ნაცარტუტად ქცეული მოგონებები კი სხეულს უფრო მეტად ხუნძლავდა ნეგატიური ფერებით და საბოლოოდ გონებას ერთხმად უშვებდა სადღაც უსასრულობაში.

***

ლილიანა აგვისტოს ცხელ დღეებს თავის სოფელში ატარებდა. ერთ დროს სხვა ბავშვებივით ისიც სხვადასხვა ადგილას დადიოდა და ბავშვობის ფარატინა დღეებს უფრო და უფრო ფერადს ხდიდა. ლილიანას უყვარდა, როდესაც თავისი სახლის ზღურბლს დაინახავდა... ეს კი არა და... როდესაც ახალგაზრდა გოგონა რაჭის ტერიტორიას უახლოვდებოდა, მისი გული სულ სხვანაირ რიტმებში იწყებდა ძგერას... თითქოსდა ამოხტომას ლამობსო და სურს ცაში... ცის ნაპრალებში თავის დაკარგვა. პატარა მენაბდესთვის ეს ყოველივე რიტუალოსავით იყო, რომელიც ყოველ წელს მეორდებოდა, თუმცა 2020 წელს... მაშინ, როდესაც ლილიანას სხეულში სევდამ და უკაცრიელმა სიცარიელის შეგრძნებამ თავი ამოჰყო, სწორედ მაშინ დასრულდა მისთვის ბავშვობაც და გულის ათრთოლებული რიტმების გახშირებაც. ლილიანას თავისი წარსული ზარავდა... ტვინში სისხლი აწვებოდა, როდესაც აცნობიერებდა, რომ თავისი ბედნიერი ბავშვობის მკვლელი თავადვე გამოდგა... ნაადრევად შეიწირა ნერვული სისტემაც და სასოებას მიეცა. წარსული იმის მიუხედავად, რომ ლილიანას ყოველთვის აწუხებდა, მაინც მუდამ თან დაჰყვებოდა... ყოველთვის ახსენებდა მოზარდ ლილიანას თავის უგუნურ ქმედებას, რომელმაც მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. ლილიანა სწორედ ამ ბოლო პერიოდში მიხვდა, რომ ბედნიერება ყოველთვის მასთან იყო... მანამ სანამ ჭეშმარიტების გზიდან არ გადაუხვია მან. წარსული კი ლილიანას სხეულში დღესაც მედიდურად ხარხარებს, რადგან მან სიკეთეს სძლია.
ყოველ ღამით, როდესაც ლილიანა თბილ საბანში გაეხვეოდა, მაშინვე მასში წარსული ტივტივდებოდა... ახსენდებოდა მისი უგუნური ქმედება, რომელმაც შემდგომ მისი თავისუფლება და სილაღე შეიწირა. ახსენდება, როგორ მოიპარა წიგნის მაღაზიაში განთავსებული ერთ-ერთი წიგნი და თანხის გადაუხდელად, როგორ გამოვიდა იგი დანიშნული ადგილიდან. ტერიტორია დატოვა... მაშინ, როდესაც საფულეში საკმარისი თანხა ჰქონდა ნივთის შესაძენად. ამ გაუცნობიერებელი ნაბიჯის შემდგომ ვითარება უფრო დაეძაბა. წიგნის მაღაზიის დირექტორმა სამართალდამცავებს გადასცეს ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის შესახებ... შემდგომ ლურჯი და წითელი თვალისამაჭრელებელი განათებები... პოლიციის თანამშრომლები... დედის გაოცებული თვალები, რომელიც ლილიანასგან ამგვარ უღირს საქციელს ვერაფრის დიდებით ვერ წარმოიდგენდა... პოლიციის განყოფილებაში წასვლა.... გამრავალკეცებული გრძნობები... შინაგანი არეულობა... ქაოსი... დაოსებული მშობლის თვალები და სულისშემაწუხებელი, დაუსრულებელი დაკითხვა. კიდევ კარგი, რომ ლილიანა ამ დროს არასრულწლოვანი იყო, თორემ სხვანაირად დაისჯებოდა. იმ მომენტში კი, სამართალდამცველებმა განრიდება გაუკეთეს მას, თუმცა ჯოჯოხეთი ჯერ კიდევ მანდ არ დასრულებულა. ნამდვილი ჯოჯოხეთის ცეცხლი სახლის ზღურბლს იქით იწყებოდა...
- თავი სიზმარში მგონია, ლილიანა... შენგან ამას ნამდვილად არ ვიმსახურებდი. რა დაგაკელი... მითხარი, რა დაგაკელი, ლილიანა, რომ ასე სახალხოდ მომჭერი თავი! რატომ ჩაიდინე ეს ყველაფერი... მითხარი რატომ!!!- ათრთოლებული ხმა ყვირილისგან უწყდებოდა, ლილიანას დედას.
- არ ვიცი...

მთელი ერთი წლის განმავლობაში, ამ ფაქტის შემდგომ, ლილიანას მშობლები მას არსად არ უშვებდნენ. სკოლაშიც მამამისს მიჰყავდა და ისევ მოჰყავდა. იგი ჩამოშორდა ტელეფონს... მრავალ სოციალურ ქსელს... მეგობრებსაც კი და სწორედ ამ მარტოობაში გააცნობიერა თავისი განვლილი ცხოვრების ავბედითობაც.
ახლაც... როდესაც ლილიანა თავის სოფელში იმყოფებოდა, მისი მშობლები სახლის ეზოს იქით არსად არ უშვებდნენ... არც თავიანთი ქალიშვილის მეგობრებს არ იღებდნენ შინ.



№1 სტუმარი Nino

Zalian kargia

 


№2  offline მოდერი ჰოლანდიელი

მომეწონა, კარგად იკითხება

 


№3  offline მოდერი Mary Drey

Nino
Zalian kargia


მადლობა დიდი. ^^

ჰოლანდიელი
მომეწონა, კარგად იკითხება


ვაი... მადლობა დიდი. ^^^

 


№4 სტუმარი სტუმარი Darina

კიდევ კარგი საიტის მეშვეობით წავიკითხე. ბევრ პრობლემას იტევს. ბრავო

 


№5 სტუმარი სტუმარი ანანო

ძალიან ლამაზად გაქვს აღწერილი თითოეული დეტალი❤

 


№6  offline მოდერი Mary Drey

სტუმარი ანანო
ძალიან ლამაზად გაქვს აღწერილი თითოეული დეტალი❤


უღრმესი მადლობა საყვარელო!^^

 


№7  offline მოდერი Mary Drey

სტუმარი Darina
კიდევ კარგი საიტის მეშვეობით წავიკითხე. ბევრ პრობლემას იტევს. ბრავო

heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent