შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოლი (8 თავი)


13-08-2020, 00:11
ავტორი ნეაკო
ნანახია 10 914

ლაშა სიჩქარეს უმატებდა და უმატებდა თითქოს ასე ცდილობდა, რომ მოწოლილი ბრაზი და ბოღმა ჩაეხშო აჯანყებულ სულში, რომელიც შურისძიებას ითხოვდა იმ ნაძირალაზე, რომელიც ცდილობდა დაუცველი ქალის მანქანაში ჩატენვას და მოტაცებას, რაც მეტს ფიქრობდა მომხდარზე მით მეტად ემღვრეოდა სული, მით მეტად იბოღმებოდა სანდროზე, რომელიც მიზნის მისახწევად ყველაზე საზიზღარ ქმედებაზე წავიდა, ვინიცის რომ არ მიესწრო და სულ ერთი წუთით დაეგვიანა, რამოხდებოდა, ალბათ წაიყვანდა, სადმე გამოკეტავდა და აიძულებდა შერიგებას ყველანაირი ბინძური მეთოდით, ამ ფიქრებმა ისე მოუწამლეს სული რომ თავგზა აებნა, სიჩქარეს უკლო მანქანა გადააყენა და გააჩერა, მთელი ეს დეო ნათიაც ხმის ამოუღებლად იჯდა მანქანაში და ცრემლებად იღვრებოდა, ლაშა გადავიდა თუარა მანქანიდან ათრთოლებული თითებით სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა, თან ზურგით მანქანის წინა ცხვირს მიეყრდნო ისე რომ ნათია მის ზურგს ხედავდა, გადასვლა ვერ გაბედა, ძალიან რცხვენოდა მომხდარის გამო, ვერც ვერაფერს ეტყოდა, ვერაფერს აუხსნიდა, ისედაც ესმოდა ალბათ ლაშას მომხდარის სიმძიმე, ხვდებოდა რაშიც იყო საქმე და ამიტომაც არც ის ეხებოდა განზრახ ამ მძიმე თემას, რომელიც მეტისმეტად უხერხული და საშინელი იყო ნათიასთვის. უსასრულოდ გაიწელა ეს სიჩუმე, ნათია ფიქრმა წაიღო და დაფრთხა როცა კარი გაუღო ლაშამ
-გადმოდი-ხელი გაუწოდა, ნათიამ ჯერ მის გამოწვდილ ხელს დახედა შემდეგ ცრემლიანი თვალებით მის დაღვრემილ სახეს ახედა, დაიძაბა ამიტომ მაშინვე აარიდა მის სახეს მზერა და ხელი ჩაკიდა მის ხელს, გადმოვიდა თუარა გაუშვა და ღამის თბილისის გახედა, რომელიც კარგად მოჩანდა იმ ადგილიდან -უკეთ ხარ?-მოესმა ლაშას ხმა ზურგსუკან
-არვიცი-მხრები აიჩეჩა გოგონამ და ცრემლები მოაწვა კვლავ, გააჟრჟოლა, მალე მხრებზე იგრძნო სასიამოვნო სითბო, ლაშამ თავის მოსაცმელი მოასხა მხრებზე, ნათიამ ინსტიქტურად მისკენ მიიხედა
-კანკალებ-ლაშას ჩავარდნი ხმა მისწვდა მის სმენას, გოგონა დაიძაბა კვლავ და მზერა აარიდა მის ალეწილ სახეს, თუმცა ლაშამ თავისკენ მიატრიალა და თვალებში ჩააცქერდა, ნათიამ უმალ თავი დახარა ვერ გაუძლო მის მწველ
მზერას -შემომხედე -დაიჩურჩულა ლაშამ, თუმცა გოგონამ ვერ გაბედა თავის აწევა, ლაშამ ნიკაპზე მოკიდა ხელი და თავი ფრთხილად ააწევინა, თუმცა ნათია ჯიუტად არიდებდა თვალს -შემომხედე გთხოვ -კვლავ მისი არეული ხმა გაისმა, ნათიამ თვალი გაუსწორა მის ამღვრეულ მწვანე სფეროებს, იმის მიუხედავად რომ ძალიან უჭირდა, ლაშა დიდხანს უყურებდა მის ცრემლიან თვალებს და ბოლოს ძალიან ფრთხილად, სახე ზედმეტად მიუახლოვა მის გაფერმკრთალებულს სახეს,რაც მეტად უახლოვდებოდა მის სახეს მით მეტად ემღვრეოდა სისხლი ძარღვებში, მით მეტად ეკარგებოდა აზროვნების უნარი, გრძნობებს აყოლილი თავგზაარეული ვეღარ აცნობიერებდა მწარე რეალობას , ნათიას სახეზე შეეფრქვია მისი ცხელი სუნთქვა და უმალ სისხლი გაეყინა ძარღვებში, ერთიანად დაეჭიმა სხეული, თითქოს კონტროლი დაკარგა მთელს სხეულზე, ვეღარაფერს გრძნობდა საერთოდ, ლაშამ უფრო მეტად მიუახლოვა სახე და მოულოდნელად თავისი ცხელი ტუჩები მიაწება ნათიას გაცრეცილ გაყინულ ტუჩებს, ეს იყო პირველი კოცნა, პირველი თავდავიწყება, პირველი გიჟური ბედნიერების გრძნობათა აფეთქება, ლაშა მაინც დაძაბული იყო, ეშინოდა ნათიას რეაქციის თუმცა წინააღმდეგობა რომ არ შეხვდა და ნათიამ მის კოცნას კოცნით უპასუხა,ამიტომ დამშვიდებულმა ლაშამ თმაში ხელი შეუცურა და თავდავიწყებამდე მისულს საერთოდ დაავიწყდა ვინ იყო სად იყო და რახდებოდა მის გარშემო, თუმცა ნათია მალევე მოვიდა გონს და მის ტუჩებს მოწყდა, თავი დახარა და ოდნავ უკან დაიხია, ლაშამ უცნაური არეული თვალები მიაბჯინა გოგონას, ძალიან შეეშინდა ნათიას არასწორად არ გაეგო მისი გაუაზრებელი ქცევა
-მაპატიე -ლაშას ხმა გაებზარა -უბრალოდ... არცკი ვიცი რა დამემართა-ლაშას ნათიამ შეანათა ცისფერი თვალები და ბიჭი უმალ დადუმდა, ვეღარაფერი თქვა, აზრები დაეფანტა, საერთოდ გაეთიშა გონება, უბრალოდ ერთმანეთს შეყურებდნენ ორი თავგზააბნეული ადამიანი რომელთაც ჯერაც ვერ გაეგოთ რა სურდათ თავად და რა სურდა მათგან ცხოვრება, ნათიას კვლავ ცრემლები მოეძალა, ლაშამ ვერ აიტანა ის რომ მისგამო ნათია ატირდა და უმალ გულში ჩაიკრა აცახცახებული სიფრიფანა გოგონა -გთხოვ არ იტირო -დაიჩურჩულა ლაშამ -გთხოვ-ლაშამ მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში
ჩააცქერდა -არ მინდოდა, გეფიცები არ მინდოდა ასე მომხდარიყო-ლაშა სულ აიბნა
-კარგი-ნათიამ მისი ხელებიდან გასხლტა და ოდნავ უკან დაიხია, შემდეგ მოსაცმლის სახელოთი შეიმშრალა ცრემლები -სახლში წამიყვანე-გაისმა მისი ცივი ხმა
-არა-ასევე ცივად მიმართა ლაშამ
-ვერ გავიგე?-გაჭედა ნათიამ
-რა ვერ გაიგე?-გაბრაზდა ლაშა -არა და მორჩა
-რას ქვია არა?-გაცხარდა ნათია
-ნათია სხვა ენაზე გელაპარაკები?-ლაშა თვალებში ჩააცქერდა
-თუ არ წამიყვან ჩემით წავალ-გაჯიუტდა ნათია
-ხოო? მაინც როგორ აპირებ აქედან გლდანში წასვლას? თან მერვე მიკროში ძაან
მაინტერესებს-გაეღიმა ლაშას მის ალეწილ სახეზე, რომელსაც მშვენივრად არჩევდა განათების მკრთალ შუქზე, ნათიას ხმა აღარ გაუცია მისთვის შეტრიალდა და გზას გაუყვა, ლაშას არ სჯეროდა რომ ნათია ამდენად გიჟი იყო, მაგრამ საკმაოდ რომ დაშორდნენ ერთმანეთს უმალ საჭეს მიუჯდა მანქანა დაქოქა და ნათიას გაეკიდა, რომ დაეწია სიჩქარეს უკლო და ნელნელა დაუწყო მანქანით დევნა
-დაჯექი ნუ სულელობ- დაუძახა ჩქარი ნაბიჯით მიმავალ გოგონას ლაშამ
-შემეშვი-არ მიუხედია მისკენ ისე უთხრა ნათიამ და ფეხს უფრო აუჩქარა
-ნათია -ლაშა მწყობრიდან გამოვიდა -დაჯექითქო
-თავი დამანებე-ნათია გაჩერდა მისკენ მიტრიალდა და ლამის უყვირა, ლაშამ უმალ გააჩერა მანქანა და გადავიდა
-დაჯექი-მკაცრად უთხრა
-არ მინდა-ნათიამ უკან დაიხია -არ მჭირდება შენი დახმარება თავი დამანებე, რაც ჩემს ცხოვრებში გამოჩნდი თავგზა ამებნა, ჩემში ყველა გრძნობა და ემოცია ერთად გააღვიძე, მაგრძნობინე ის რაც აქამდე არ გამომიცდია, რა გინდა ჩემგან? რის მიხწევას ცდილობ?-ნათიას ხმა ჩაუწყდა და ცრემლები მოაწვა, ლაშას გული დაეწვა
-ნათია უბრალოდ მინდა დაგეხმარო, მხოლოდ ეს მინდა ამ ეტაპზე, გეფიცები სხვა ინტერესი არ მაქვს
-მაშინ რატომ მირეკავ? რატომ მკოცნი? რატომ ეხები ჩემს სულს და გულს?
-იმიტომ რომ მიყვარხარ-გულწრფელად უთხრა ლაშამ და მის სახეს დააკვირდა, რომლზეც ათასი ემოცია ერთად აღიბეჭდა, ბედნიერების, სინანულის, შიშის, ტკივილის, სევდის,
მწუხარების... -ნათია გაოგნებული მიაჩერდა მას და კარგახანს ვერ შეხლო აზრების მოკრება და გონს მოსვლა -ნათია-ლაშამ მისკენ წადგა ნაბიჯი, ნათიამ კი იკივლა
-არ გაბედო და არ მომეკარო
-ნათია გთხოვ-ლაშამ თავადაც არ იცოდა რას სთხოვდა
-სულ მცირე შანსი რომ მქონდეს იმის რომ ოჯახი გადამერჩინა მე იმ ნაბიჭვართ.ნ
დავბრუნდებოდი- უყვირა ნათიამ -გესმის რას გეუბნები? სულ პატარა შანსი რომ იყოს მე დავბრუნდებოდი, მაგრამ ეს შანსი არ არსებობს, იმიტომ რომ ჩემი იქ დაბრუნება ამ ქვეყნიურ ჯოჯოხეთს ნიშნავს... მაგრამ შენ ოჯახი გაქვს ... შვილი გყავს... ორი წლის ბიჭი გყავს...-ნათიას ხმა ჩაუწყდა -ცოლი გყავს, უფლება არ გაქვს მათ ასე მოექცე, მითუმეტეს ჩემსგამო, მე არ დავუშვებ მან მამა დაკარგოს-ლაშა ჩუმად იყო და უსმენდა აფორიაქებულ დაბნეულ და შეშინებულ გოგონას, უნდოდა ბოლომდე მოესმინა რას ფიქრობდა ნათია და გაეგო რა ხდებოდა მის გულში რეალურად, როცა ნათიას ცრემლებმა სიტყვა გააწყვეტინა და ვეღარ შეძლო დამშვიდება ლაშა მოუახლოვდა, მისი სახე ხელებში მოიქცი და თვალებში ჩააცქერდა ნათიას
-მე ანა არასოდეს მყვარებია, არც ახლა მიყვარს და ვერც ვერასოდეს შევიყვარებ იმიტომ რომ მუდამ შენ მიყვარდი, ჩემი ქორწინება გაუაზრებელი გადადგმული ნაბიჯი იყო, რომელიც დიდი შეცდომაა... გესმის ნათია? მხოლოდ შეცდომაა და მეტი არაფერი, საერთოდ არაფერი, არავითარი გრძნობა, არავითარი ემოცია ართმანეთის მიმართ არ გაგავაჩნია, იმიტომ რომ ორივეს სხვა გვიყვარს... მხოლოდ ახლა მესმის ანასი -ლაშამ ხელი გაუშვა ნათიას ცივ სახეს -შემომხედე ნათია, მე ის ბიჭი ვარ ვინც მთელი ცხოვრება ჩუმად გულში მუდამ გელოდა -ლაშამ ხელები გაშალა-ისე დაგკარგე რომ არც მიპოვნიხარ, თუმცა გულს მაინც ჯიუტად უყვარდი, მაინც გელოდა, მუდამ გელოდა, მე არ ვუსმენდი და თურმე ისჩუმად მუდამ შენზე ოცნებობდა -ნათია უკვე ვეღარ უძლებდა ამდენ ემოციას -ნათია იმ წერილებს მე გიტოვებდი ხოლმე ფანჯარაზე -ლაშას ამ სიტყვებზე ნათიას გული ლამის გაუჩერდა, სუნთქვა შეეკრა გაახსენდა როგორ ბრაზობდა და აინტერესებდა ხოლმე ვინ უტივებდა ოთახის ფანჯარაზე გარედან წერილებს
-შეწყვიტე გთხოვ-ნათიამ დაიჩურჩულა და მთელი სხეულით აკანკალდა, ლაშა მაშინევ მივარდა და მავრად მოხვია ხელები.
ცხვირ გატეხილი სანდრო ნათიას ოჯახში მივარდა გაავებული, სახლში შევარდა და კარი ისე მიაჯახუნა რომ ყველა მისაღებში გავარდა დაფეთებული
-რახდება გააფრინე?-დაუღრინა გაბრიწლმა ჯერ ისევ მოქმედ სიძეს
-იცოდი არა?- სანდრო გაბრიელს მივარდა და საყელოში ჩაავლო ორივე ხელი
-რას ბოდავ?-გაბრიელი მის ხელებს ჩააფრინდა რომ მოეშორებინა თუმცა სანდრო ის ძლიერად ჩასჭიდებოდა მის საყელოს ორივე ხელით რომ ვერაფერი მოახერხა გაბრიელმა
-იცოდი არა შენ კახპა დას ააყვარელი რომ ყავდა?
-რაა?-შეყვირა თემომ
-რას ბოდავ -დაუღრინა თამარმა
-ვინაა?-სანდრომ დააიგნორა თემოც და ბებიაც
-შენ რა სულ გამოყ. ევდი?-დაუღრინა გაბრიელმა და უხეშად მოიშორა მისი ხელები
-ვინაა ის სირ.-იღიალა სანდრომ
-გაბრიელ რას ბოდავს ეს დარტყმული? -თემო ეცა ახლა გაბრიელს საყელოში
-თემო შეეშვი ბიჭს-თამარი დაეჯაჯგურა თემოს
-მიპასუხე?-უღრიალა შვილს -დადიანის საყვარელია?-უღრიალა ბოლო ხმაზე გაცოფებულმა კაცმა და გაბრიელმა დაბნეულობისგან ხმა რომ ვერ ამოიღო იყვირა -მოვკვავ მაგ კახპას-და შვილი გვერძე მიაგდო
-სად მიდიხართ?-სანდრომ გადაუღობა გზა
კაცს -როგორ გგონიათ რატომ ვარ ასეთ მდგომარეობაში? -თვალებში ჩააცქერდა სახეწაშლილ კაცს -ისინი ერთად გაიქცნენ, ვცადე შემეჩერებინა მაგრამ გაიქცნენ
-რას ბოდავ შე ავადმყოფო-დაუყვირა
თამარმა -ყველა შენნაირი არაადამიანი და ნაძირალა ნუ გგონია, თუ გცემა ვინმემ ესეიგი ღირსი იყავი და იმიტომ -დაუყვირა ქალმა
-გაბრიელ რას ბოდავს ეს ბიჭი-ისევ შვილს ეტაკა თემო -მას და დადიან შორის რამე ხდება მართლა?
-ესეიგი კარგად იცნობთ თქვენი კახპა შვილის საყვარელს?-დაისისნა სანდრომ და თამარიას სილაც იგემა სახეში
-გაეთრიე ჩვენინ სახლიდან ავადმყოფო-ხელის კვრით გარეთ უბიძგა თამარმა სანდროს
-მოვკლავ-თემო არ ცხრებოდა -არ ვაპატიებ ამ უზნეობას
-მე მოვთხოვ პასუხს ამ უმსგავსობისთვის-დაიღრინა გაბრიელმა -სად წავლენ სად დაიმალებიან?
-ესეიგი თავიდანვე იცოდი-დაუსისინა შვილს კაცმა
-მამა მე მხოლოდ ჭორის დონეზე როგორც შენ, არც მიფიქრია რომ ასეთ სულმდაბლობაზე წავიდოდა
-ირი იდიოტო-აყვირდა მწყობრიდან გამოსული თამარი, თქვენმა ეჭვიანობამ და გამოხტომებმა შეიწირა თინიკო საბერძნეთში, სულს უწამლავდით ქალს, ახლა ნათიას მიადექით არა? ამ უნამუსოსი გჯერათ? ამას ენდობით და ისე დებთ ბრალს საცოდავ გოგოს, მაშინ როცა წარმოდგენა არ გაქვთ რა ხდება და არც აპირებთ გაიგოთ, გადაწყვიტეთ რომ კახპაა და იქ მორჩა! -დაიყვირა ქალმა -რა საშინელებაა-დაუღრინა მათ თამარმა და სახლიდან გავარდა.
ნათია ხმის ამოუღებლად დაჯდა მანქანაში, ლაშა საჭეს მიუჯდა და მანქანა საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა, ნათიას აღარ უკითხი სად მიყავდა ლაშას და რატომ, მხოლოდ იცოდა ერთი რომ სანდროსავით არაადამიანურად არ მოექცეოდა ლაშა, რომელმაც მიიყვანა სადღაც დასახლებაში, კერძო სახლში მიიყვანა და ხმის ამოუღებლად გავიდა აივანზე მოსაწევად, აკანკალებული თითებით ამოიღო სიგარეტის კოლოფი შარვლის ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა თავის საყვარელ სიგარეტს, ნათიაც აივანზე გავიდა, მოაჯირს დაეყრდნო და კვლავ ღამის თბილისს გადაავლო თვალი
-ამაღამ აქ დავრჩეთ და ხვალ გადაწყვიტე როგორ მოიქცე, მე არ ჩავერევი შენს არჩევანში, მაგრამ თუ დახმარება დაგჭირდება იცოდე რომ ყოველთვის შეგიძლია გქონდეს ჩემი იმედი-ლაშამ ნათიას მიაბჯინა ამღვრეული თვალები
-გაფაწყვეტილებების მიღება მარტივია-ლაშას შეანათა ცისფერი აცრეიანებული
თვალები -მაგრამ ქმედებას ყოველთვის ახლავს შედეგე-ისინი ჯიუტად უყურებდნენ ერთამანეთს თვალებში -არვიცი შევძლებ ამ შედეგებთან გამკლავებას?
-თუ არასდროს გადადგავ წინ ნაბინებს ვერასდეოს გაიგებ ამას, ვერც იმას გაიგებ ღირდა თუარა ესათუის გადაწყვეტილება ამად, მაგრამ ერთს გეტყვი ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას რომელსაც ბრძოლა სჭირდება-ლაშა გაჩუმდა და ჩამწვარი ღერის ბოლო საფერფლეში ჩააჭყლიტა
-ასეა მაგრამ ამ შედეგებზე პასუხისგება მარტო მე არ მომიწევს მე მყავს ნიცა, ნიცა კი ჩემი სამყაროა, რომლის განადგურებაც არ შემიძლია
-შვილი პასუხისმგებლობაა და არა სასჯელი, შენ არ ხარ ვალდებული მის გამო თავი მსხვერპლად შესწირო ვინმეს ან რამეს, შენ ვალდები ხარ გააბედნიერო, აჩუქო მას ბავაშვობა, შეუქმნა მომავალი, ასწავლო, სამყაროს ბოროტებისგან დაიცვა, გაუფერადო გაფარმკრთალებული სამყარო მაგრამ არა შენინთავის მსხვერპლშეწირვით, ის ასე ვერასოდეს იქნება ბედნიერი
-ძალიან ცუდად ვარ-ნათიამ ისევ აარიდა თვალი ლაშას
-მიდი დაწექი დაიძინე, დამშვიდდები და ხვალ კარგად დაფიქრდი ყველაფერზე, მე ყველაფერს გაგიგებ, თუნდაც მასთან დაბრუნებაზე იფიქრო
-არა, არასდეროს, იმ ნაბიჭვარ.ან არასდროს დავბრუნდები-სუნთქვა შეეკრა ნათიას- აპირებდა რომ ახლაც ისე მოვეტაცებინე როგორც მაში როცა დეიდასთან გაქცეული მომოტაცა, ბიძამისის სახლში გამომკეტა და მაიძულა დავბრუნებულიყავი მასთან
-როგორ გაიძულა?-ლაშა მიაჩერდა სახე ალეწილ გოგონას
-უბრალოდ-ნათიას ხმა ჩაუწყდა, ერთიანად დაეჭიმა სხეული
-ნათია მიპასუხე-ლაშა მივარდა და მკლავებში ხელები ჩაავლო, გოგონამ თავი დახარა -ხმა ამოიღე! დაუყვირა ბოლო ხმაზე მწყობრიდან გამოსულმა -შენზე იძალადა?-თავი ვეღარ მოთოკა და უყვირა, ნათია აკანკალდა ისევ, ლაშამ ხელი გაუავა და წიხლი დაარტყა აივანზე მდგარ მაგიდას გაცოფე ულმა -ნაბიჭვ.რი-იყვირა ისევ გაცოფებულმა



№1 სტუმარი სტუმარი ანი

"- მაშინ რატომ მირეკავ? რატომ მკოცნი? რატომ ეხები ჩემს სულს და გულს?
-იმიტომ რომ მიყვარხარ"
გამაჟრჟოლა
ღმერთოო როგორ მიხარიააააააააა ცოტათი მაინც რომ წავიდნენ წიიიინ..
ძალიან კარგი თავი იყო მარა არ მეყოო :(
მიყვარს ვგიჟდები ლაშას და ნათიას მომენტებზე ^-^
აი ახლა უნდა გამოიჩინონ ორივემ სიძლიერე და ერთად დადგნენ.. არ დააშორო რააა :'(
ველოდები ახალ თავს იმედია მალე დადებ.

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ასეთი ისტორიის ნაწილ-ნაწილ კითხვა საცოდაობაა ისტორიისთვის და მკითხველისთვისაც :).
როგორ მტკივნეულად წერთ რეალობაზე. ასე ყველა ერთმანეთზე ავადმყოფი როგორ შეიკრიბა ერთად. ღმერთო როგორი უსუსური არარაობაა გაბრიელი, სხვებზე არაფერს არ ვამბობ. ქალი აუცილებლად მხოლოდ "კუხნაში". ლაშა ბუნჩულა სულელია, რომელიც ნელნელა აზრზე მოდის.

პ.ს. დაუსრულებელ ისტორიას იმედია წელს დასრულება ეღირსება :D

 


№3  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ანი
"- მაშინ რატომ მირეკავ? რატომ მკოცნი? რატომ ეხები ჩემს სულს და გულს?
-იმიტომ რომ მიყვარხარ"
გამაჟრჟოლა
ღმერთოო როგორ მიხარიააააააააა ცოტათი მაინც რომ წავიდნენ წიიიინ..
ძალიან კარგი თავი იყო მარა არ მეყოო :(
მიყვარს ვგიჟდები ლაშას და ნათიას მომენტებზე ^-^
აი ახლა უნდა გამოიჩინონ ორივემ სიძლიერე და ერთად დადგნენ.. არ დააშორო რააა :'(
ველოდები ახალ თავს იმედია მალე დადებ.

ძალიან ძალიან მიხარია რომ მოგწონთ და გამოხატათ თქვენს აზრს ისტორიაზე.
რაც შეეხება ლაშას და ნათიას ისინი იბრძოლებენ ბედნიერებისთვის, იმის მიუხედავად რომ უამრავი წინააღმდეგობა შეხვდებათ

grafo
ასეთი ისტორიის ნაწილ-ნაწილ კითხვა საცოდაობაა ისტორიისთვის და მკითხველისთვისაც :).
როგორ მტკივნეულად წერთ რეალობაზე. ასე ყველა ერთმანეთზე ავადმყოფი როგორ შეიკრიბა ერთად. ღმერთო როგორი უსუსური არარაობაა გაბრიელი, სხვებზე არაფერს არ ვამბობ. ქალი აუცილებლად მხოლოდ "კუხნაში". ლაშა ბუნჩულა სულელია, რომელიც ნელნელა აზრზე მოდის.

პ.ს. დაუსრულებელ ისტორიას იმედია წელს დასრულება ეღირსება :D

მადლობა რომ გამიზიარეთ თქვენი აზრი და ემოციები ამ ისტორიაზე, მიხარია რომ მოგწონთ და გულშემატკივრობთ ლაშას და ნათიას

რაც შეეხება დაუსრულებელ ისტორიას, ამ ისტორიის მერე დავასრულებ მასაც აუცილებლად, ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ ის იტორიაც და ელით მის განვითარებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent