ანუკი. გაგრძელება (თავი მეთოთხმეტე)
-ეგ არ მითქვამს... საიდან მოიტანე? -იმიტო რო არ მენდობი. გეშინია რომ იგივეს გავაკეთებ. არ ვიცი, მილიონი მიზეზია. -ალექსანდრე, რატო უნდა ვილაპარაკოთ ეხლა ოჯახზე... ჯერ 2 დღეა ერთად ვართ. -ანუკი, მე შენ მიყვარხარ.. და მემგონი ეს 5 წელი საკმარისზე მეტი იყო სწავლისთვისაც და კარიერისთვისაც. მე რანაირად შეგიშლი ხელს განვითარებაში? -ბავშვი შემიშლის. გესმის? ორ ფირმაზე უნდა ვიყო გაწეილილი.. და მე მიყვარს ეს. მე მიყვარს რომ სულ საქმე მაქვს. ბავშვს ვერ დავუთმობ მთელ ჩემ ყურადღებას, როგორ ეგოისტურადაც არ უნდა ჟღერდეს. -ეხლა თუ საერთოდ? -არ ვიცი. ამიტო შენთვის თუ ეს პრობლემა... -კიდევ ერთხელ იტყვი დავშორდეთო და მართლა დაგშორდები. გაიგე? ანუკი ადგილზე იდგა აღარ იცოდა რა ეთქვა, ხვდებოდა რომ ალექსანდრეს გულს ტკენდა, მაგრამ რასაც ამბობდა სიმართლე იყო. მას არ უნდოდა ოჯახი, ყოველ შემთხვევაში უახლოესი 5 წლის განმავლობაში. ალექსანდრეს კი ოჯახი ძალიან უნდოდა . შვილი უკვე ორჯერ დაკარგა და ბავშვზე მეტად არაფერს არ ნატრობდა. 27 წლის ასაკში ყველაფერი ჰქონდა, ფული, სახლი, განათლება. ახლა ოჯახის შექმნაღა უნდოდა, მაგრამ ხვდებოდა რომ ანუკის ასაკში თვითონაც იგივე ოცნებები ჰქონდა. მხოლოდ კარიერაზე ფიქრობდა. ამიტომ ვერაფერს ვერ ეუბნებოდა. კარგა ხანი ჩუმად სეირნობდნენ, ხასიათი გაუფუჭდათ. ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს პანაშვიდზე ყოფილიყვნენ. ალექსანდრემ ანუკის ხელი ინსტიქტურად გადახვია, თითქოს ამ ჩხუბის მერე იფიქრა, რომ ყველაფერი დამთავრდა და ბოლოჯერ მიიხუტა. -მისმინე-გაჩერდა, მისკენ შემოატრიალა და მხრებში მოკიდა ხელი-ესე არ გამოვა ანუკი. -ვიცი... ვიჩქარეთ. -არა, მაგას არ ვგულისხმობ. არ შემაწყვეტინო. რამდენჯერ რაღაცა დაბრკოლებას შევხვდებით, მაშინვე არ უნდა დავშორდეთ. ურთიერთობის აწყობა ხო რთულია და ჩვენ შემთხვევაში ხო საერთოდ, მაგრამ ყოველთვის არსებობს კომპრომისი. მე მინდა ოჯახი, შენ უბრალოდ შეგილია დაფიქრდე მაინც, რომ მომავალში.. -კი.. მართალი ხარ. უბრალოდ, ეხლა არ მინდა. და უახლოესი 3-4 წელი. -მე არ ვარ მიზეზი? -ალექსანდრე... ჩვენი ურთიერთობის წარუმატებლობის პირველი მიზეზი შენ ნაღდად არ ყოფილხარ. მთავარი იყო ის რო ყველაფერი ნაძალადევად მოხდა , ამიტო არ მინდა რო ვიჩქაროთ და რომ ერთმანეთს რამე ვაიძულოთ... ასეთ დროს ისევ წარსულში ვბრუნდები და მგონია რომ ისევ სახლში ვარ ჩაკეტილი, მარტო, ვსვამ რო დრო მალე გავიყვანო.. შენ ლოდინში ძაღლივით ვგდივარ მისაღებში სავარძელზე, კარს მივჩერებივარ, შენ კიდე არსად არ ჩანხარ. ლიზასთან ერთად ხარ და ზოგჯერ არასდროს მოდიხარ. მახსენდება მამაჩემი რომელმაც საქონელივით გამყიდა რაღაც კომპანიაზე... მახსენდება რო გალიაში ვიყავი გამოკეტილი და უბრალოდ მონა ვიყავი, რომელსაც ის უნდა გაეკეთებინა რასაც... -მე გეტყოდი. -ხო.. არ მინდა ისევ ესე იყოს. მინდა ვიგრძნო რომ შენ არაფერს მაძალებ და რომ თანაბარი უფლებებით ვსარგებლობთ ორივე. მინდა რომ ჩემი კარიერა, ცხოვრება და მეგობრები ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს შენთვის, როგორც ჩემთვის შენი ოჯახი და სამსახური. -კარგი, მართალი ხარ. არაფერს არ გაიძულებ, მაგრამ მინდა იცოდე რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ოჯახის თემა. -ვიცი. მესმის. -და რაც შეეხება კამპუსიდან რო წამოხვედი იმას. რატო არ მითხარი? -ნუ... ეხა ხო გითხარი? -ანუკი. ესე მაგრა იჩხუბეთ? -ხო. საშინელებები მელაპარაკა. ხოდა ისედაც უნდა დამეტოვებინა იქაურობა 2-3 დღეში, ხვალ ბოლო გამოცდა მაქვს. ბარემ დღესვე დავტოვე. -შემდეგზე არ გამოტოვო ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცეები. -არ გინდა რამე ფილმს ვუყუროთ? გავიყინე. -ჩემთან ავიდეთ. -კაი. *** ანუკიმ ბოლო გამოცდაც ჩააბარა და კამპუსში წავიდა ნივთების ჩასაწყობად. იცოდა რომ ამ დროს ქეითი და ჯორჯი მეგობრებთან ერთად აღსანიშნავად იქნებოდნენ წასულები. თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა, მისვლისთანავე მას შიგნით ორივე შეყვა. ანუკიმ მათ ყურადღება არ მიაქცია და დარჩენილი ნივთების ჩალაგება დაიწყო. -ანუკი, შეილება ვილაპარაკოთ? -არა . არ შეილება. -ბიზნესს ეხება-ქეითმა უთხრა. -გისმენ-ანუკიმ თავი დაანება ჩალაგებას. -ქეითი ტოვებს ფირმას. -რატო? -სახლში ვბრუნდები. ძალიან.. ძალიან მაგარი საქმე წამოვიწყეთ ერთად, მარგამ არ მეგონა თუ ესეთი წარმატებულები გავხდებოდით.. მინდა უფრო განვვითარდე და რამე მარტომ წამოვიწყო. რაც მქონდა წილს იმასაც თქვენ გიტოვებთ, საკმარისად დავაგროვე რომ ახალი ბიზნესი ჩემით წამოვიწყო.. ამის თქმა მინდოდა. -ანუ მე და ჯორჯი დავრჩით? -ესე გამოდის. -კარგი.. საწყენია, მაგრამ არაუშავს-ანუკის მეტი არაფრის თქმა არ უნდოდა, მისთვის უკეთესიც იყო ესე რომ გამოვიდა. აზრი არ ჰქონდა ქეითთან ურთიერტობის დალაგებას , თან უნივერსიტეტის შემდეგ ადამიანები ყოველთვის იკარგებიან. -ბოდიში მინდოდა მომეხადა ყველაფრისთვის.. მართალი ხარ, ეს შენი ცხოვრებაა. უბრალოდ მინდა მჯეროდეს რომ ამას არ ინანებ. მაპატიე-ქეითი გადაეხვია და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა-ამდენხნიან მეგობრობას წყალში ერთი ბიჭის გამო არ გადავყრით ხო? -არა-ანუკისაც გაეღიმა-შენც მაპატიე. -ბარემ მეც მაპატიეთ-ჯორჯი უხერხულად ჩაერთო საუბარში და ანუკის აწყლიანებული თვალებით შეხედა. -მოდი შენც-და ჯორჯიც ჩაეხუტა-გრუფ ჰაგ. -როდის მიფრინავ? -ხვალ. -ხვალ? და დღევანდელი ცერემონია? ასწრებ? -კი. კი. -ხოდა საღამოს ყველამ ერთად ავღნიშნოთ. -არ შემილია-ანუკი ოდნავ მოშორებით დადგა. -რატომ? -ალექსანდრესთან ერთად ვაპირებდი აღნიშვნას. -წამოიყვანე-ჯორჯმა დაუფიქრებლად მიახალა. -წამოვიყვანო? მერე თქვენ? -ჩვენ შენი ბედნიერება გვინდა. მეტი არაფეირ. მთავარია კუხარკად არ გადაგაქციოს და კარიერაზე უარი არ გათქმევინოს, იგივე ძლიერ ანუკიდ დარჩე და მეტი არაფერი არ მინდა. -ვეტყვი.. გაუხარდება. კარგი უნდა წავიდე, მოვემზადო და საღამოს გნახავთ. *** უნივერსიტეტის დამთავრებას, ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისს მოასწავებს. ანუკიმ მიუხედავად ამდენი სირთულისა დაასრულა უნივერსიტეტი, პირველ სიყვარულს დაუბრუნდა, ახალი მეგობრები შეიძინა, საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და პიროვნული განვითარების პიკს მიაღწია. თუმცა ესეთ მომენტში მის გვერდით ოჯახის წევრები არ იყვნენ, ანუკი მაინც ბედნიერი იყო, რადგან ახლა მისი ოჯახი ალექსანდრე და მეგობრები იყვნენ. სწორედ ამაზე ფიქროდა, როდესაც ტრიბუნაზე დიპლომის ასაღებად ადიოდა. სიამაყით უყურებდა ალექსს, ქეითს და ჯორჯს. ერთი სიტყვით ანუკი ბედნიერი იყო. ბედნიერი იყო იმით, რომ ყველაფერი ასე თუ ისე კარგად დამთავრდა. *** თუმცა არც ისე კარგად... საერთო ბიზნესის გაყიდვა მოუწიათ, რადგან კორონას სიტუაციამ შეუძლებელი გახადა ახლადწამოწყებული ბიზნესის წარმატებული წინსვლა. შედეგად ალექსანდრემ დაიყოლია ანუკი საქართველოში დაბრუნებულიყვნენ, რაზეც მან უარი ვერ უთხრა, რადგან აქ აღარაფერი დარჩენოდა. დიდი ხანი ფიქრობდნენ რა ეთქვათ ახლობლებისთვის. ბოლოს ანუკიმ გადაწყვიტა ალექსანდრე მის ოჯახთან ერთად დაეპატიჟებინა სახლში. ეს ვახშამიც საქართველოში დაბრუნებიდან მეორე დღესვე უნდა გაიმართა. სიტუაცია უხერხული იყო, ისმოდა მარტო დანა-ჩანგლის და ჭიქების ჭახუნის ხმა. ბოლოს ეს სიჩუმე ალექსანდრემ დაარღვია. -დარწმუნებული ვარ ყველას გადასარევად გახსოვთ წლების წინანდელი ამბავი, რომლის დროსაც ჩემმა ყოფილმა ცოლმა, საკუთარ დაბადების დღეზე, მთელი თბილის წინაშე თავი მომჭრა. -და ისიც გემახსოვრებათ მაგ დღეს ჩემი თავიც რო შევარცხვინე ალექსის საყვარლის ამბის გამო-ალექსანდრეს ნაწყენმა გახედა, კიდევ უფრო მეტის თქმას აპირებდა, მაგრამ გაახსენდა რომ აქ საჩხუბრად არ იყვნენ-მაპატიე.. რო შეგაწყვეტინე. -როგორც ვამბობდი, ამის მერე ჩვენ გავშორდით. მოკლედ.. ეხლა ისევ შევრიგდით. ანუკიმ ხელი შუბლთან მიიტანა და ლამის სახეში შემოირტყა. უფრო დელიკატურ ტექსტს ელოდებოდა. უხერხული სიჩუმე შეცვალა ჭიქის მსხვრევის ხმამ. ნინას ხელიდან გაუვარდა ღვინის ჭიქა და პირდაღებული მიჩერებოდა ხან გიორგის, ხანაც ალექსანდრეს. -რას... რას ლაპარაკობთ თქვენ?-ცოტაც და ალბათ ნინას ინფაქტი ხევდა. -არ ინერვიულოთ დედა.. ნინა.. ისა.. -ანუკი-ალესანდრემ საყვედურით გახედა, მიხვდა რომ ანუკი ღადაობდა-დედა არ გინდა ეხლა, არ დაიწყო. -ესეთ ანგელოზივით ცოლს გაშორდი... და ეს უნდა შემომიყვანო სახლში? -ქალბატონო ნინა, დაწყნარდით არავის არ მივყვები ჯერ ცოლად. -აჰა, კდიე იქით გითხრა უარი? ვაიმე...-ნინამ ღრმად ამოისუნთქა და სულ გაწითლდა. -დედა იტყვი რამეს? -მე არაფერი მაქვს სათქმელი. ყოველთვის ვიცოდი, რომ შენ ალექსანდრე გიყვარდა. თუ შენ შეეგუე ამ ფაქტს... მე თქვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებ. ალექსანდრე შენთვის საუკეთესო ვარიანტია. -რა.. რა საუკეთესო ვარიანტი ! მე ვინმემ მკითხა ჩემთვის რა ვარიანტია?-ნინა ბოლო ხმაზე ქოთქოთებდა, ხან ხმამაღლა ხანაც ბურდღუნით-ჯადო გაუკეთა.. არა ჯადო გაუკეთა ჩემ შვილს!! აბა როგორ გახდა ესეთი უთავმოყვარეო ამიხსენით? რა შეულოცე? ჰა?! -იცით.. შეგიძლიათ სახლში რომ მიხვალთ ბალიშის ქვეშ ჩაკეტილი ბოქლომი იპოვოთ. ეს ბედის ჩაკეტვის ჯადოა, მამიდაჩემმა ნინომ მასწავლა. -რა.. რა გასწავლე, გოგო გაჩუმდი!-ნინოც გაბრაზებული იყო. ტატო კი სრულიად ჩუმად იჯდა-ჩაგასიკვდილებ! ნუ ხუმრობ ჯადოებზე! ჯვარი აქაურობას. -ტატო? შენ მცემ ეხლა თუ რამეს ელოდები-ალექსანდრე სრული სერიოზულობით ამბობდა ამას და თან პირდაპირ ტატოს უყურებდა თვალებში. -მე ვერაფერი ვერ გავიგე . როდის მოასწარით შერიგება? -ერთად ვიყავით ამერიკაში.. და იქ ბევრი ვილაპარაკეთ ყველაფერზე.. -მე ბევრი რამე ვიცი.. ალბათ რისი ხსენებაც აქ არ შეიძლება-ტატომ ანუკის გახედა და მიახვედრა რაზეც ლაპარაკობდა-და რაზეც ძალიან დამწყდა გული. ძალიან.. მაგრამ ამ სიტუაციიდან ანუკიზე მეტად არავინ არ დაზარალებულა, და თუ ანუკიმ გაპატია.. მე საერთოდ არ მომეთხოვება პასუხი. უბრალოდ მეორედ რამე მსგავსი რო მოხდეს.. ორივეს ჩემი ხელით დაგბრიდავთ. იმედია კარგად დაფიქრდით ამ სადილის მოწყობამდე, თორე ეხლა ქალბატონ ნინას სასწრაფო უნდა გამოვუძახოთ. -გიორგი შენ არაფერს იტყვი?-გიორგი რეალურად იმ ოჯახის წევრთა ტიპაჟს მიეკუთვნებოდა, მუდმიავდ ჩუმად რომ იჯდა და ჰოს და არას გარდა არაფერს არ იძახდა. ბუნჩულა და წყნარი ტიპი იყო, არადა ალექსანდრეს რო შეხედავდით ვერ წარმოიდგენდით რომ გიორგის გავდა. თან ალექსი უმცროსი იყო. ანუკიმ ალბათ სულ მესამედ მიმართა მთელი ცხოვრების განმავლობაში გიორგის რაიმე კითხვით, რადგან ის დიდ ინიციატივას არ იჩენდა მასთან ურთიერთობაში. -მე.. ვერ ვიტყვი, რომ იშვიათია ალექსანდრეს ვინმე შეუყვარდეს. ერთი ის ვიცი რო ზრდასრული ადამიანები ხართ და არავის თანხმობა არ გჭირდებათ არაფერში. მე შენ მომწონხარ ანუკი. ჩემ ცხოველ ძმას შენნაირი ცოტა გიჟი, მაგრამ დაბალანსირებული ადამიანი სჭირდება გვერდით. თქვენ გაგიმარჯოთ-გიორგიმ ღვინის ჭიქა აწია და ცოტა მოსვა. -ოღონდ ამან დალიოს-ალექსანდრეს ესიამოვნა მისი სიტყვები, უბრალოდ არ შეიმჩნია. -სუ ყველამ გააფრინეთ!!!-ნინა ბოლო ხმაზე გაჰკიოდა-ჩემ წინააღმდეგ შეიკარით ხო?! რატომ არ არის ნოდარი ცოცხალი!!! -ნოდარი რო ცოცხალი იყოს დედა, აქ არ ვიჯდებოდით. -მართალია... ხოდა რატო არ არის ცოცხალი თქო!! მე ამ გოგოს რძლად არ მივიღებ!! -მერე ვინ გეუბნებათ მიიღეთო. გატანთ საერთოდ?-ნინოც ჩაერთო საუბარში-ან თქვენ ვინ გეკითხებათ ამხელა ხალხის ამბავს?მოვიდნენ და გვითხრეს, რომ გვცოდნოდა . მეტი არაფერი. ეს ნებართვის კითხვა არ იყო. თქვენი აზრი ცოტა კორექტულად გამოთქვით, აქ არავინ გეგონოთ დაბალი ღობე. მეორედ ჩემ ძმისშვილზე საუბრისას სიტყვები შეარჩიეთ, ქალბატონო ნინა, არ უნდა გეშლებოდეთ ესეთი წვრილმანები ამხელა ელიტაში გამომჯდარ ქალბატონს. -როგორ მაკადრეთ!! -დედა, საკმარისია ეს ცირკი-ალექსანდრე ნელ-ნელა ღიზიანდებოდა, თუმცა საერთოდ არ გაკვირვებია ნინას რეაქცია. რა თქმა უნდა დედებისთვის ყოველთვის რთული იყო ბიჭების საცოლეების მიღება, თან ამ შემთხვევაში საუბარი ზედმეტი იყო-მე ანუკი მიყვარს და შენ ოდნავ მაინც თუ მცემ პატივს შეწყვეტ მის ლანძღვას. შენ ნახევარიც არ იცი ამ ყველაფრის ამიტო გთხოვ, გაჩუმდი. მე მეცი პატივი. -როგორც ჩანს , ჩემი აზრი აქ არავის ადარდებს . მოიყვანე ეს ნარკომანი თავიდან ოჯახში და შეარცხვინე შენი თავიც და მამაშენიც. ხო ზუსტად, ნარკომანი. ეს ვინმეს უნდა ეთქვა, ქალბატონო ელენე თქვენი შვილი აქ ანგელოზი რომ გამოგყავთ... 5 წელი ისე გავიდა ერთხელ არ დაგირეკათ.ალბათ დაუმთავრდა ეხლა ფული ვეღარ ყიდულობს წამალს და... -დედა!-ალექსანდრემ ბოლო ხმაზე დაიღრიალა, ანუკის ლამის ინფაქტმა დაარტყა, არ ელოდებოდა მის ესეთ რეაქციას. -თქვენის ნებართვით. მადლობა ვახშმისთვის ელენე-ნინა წამოდგა და წავიდა. -გიორგი.. დედა ნასვამია, წადი შენ წაიყვანე სახლში. -მადლობა ვახშმისთვის, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. ნახვამდის-გიორგი სწრაფად წამოდგა და ნინას დაედევნა. -ბოდიშს გიხდით.. უხერხულად ვგრძნობ თავს თქვენს წინაშე.. -არაფერი, შენ არაფერ შუაში ხარ შვილო. მთავარია თქვენი ბედნიერება, მე ერთი შვილი მყავს და თავს ვერ შევაზიზღებ ჩემი მონოლოგებით. თან ყოველთვის მომწონდი სასიძოდ. პირველად რომ დაგინახე, ვიფქირე ანუკის სწორედ ესეთი ადამიანი ჭირდება გვერდით თქო. მარტო შენ უძლებ ამის სიჯიუტეს. -აი უკვე ეჭვი მეპარება, ქალბატონო ელენე. -რაღა დროს ქალბატონო ელენეა ალექსანდრე. სახელით მომმართე. სანამ ელენე და ალექსანდრე ლაპარაკობდნენ, ანუკი ოთახიდან გავიდა შეუმჩნევლად, უკანა ეზოში დადგა სიგარეტის მოწევა დაიწყო. -წავალ ანუკის ვნახავ, ცუდად ხო არ არი-ტატომ თქვა და ის იყო უნდა ამგგარიყო რომ ალექსმა დაასწრო. -იყოს, მე გავალ-წყნარად უთხრა და ანუკისთან გავიდა-ისევ ეწევი? -დედაშენი არასდროს მიმიღებს... -დედაჩემი კი არა მე არ მიგიღებ, ჩააქრე. -ალექსანდრე, დედაშენი არასოდეს არ მიმიღებს. -ღმერთო...-სიგარეტი გამოართვა საფერფლეში ჩააქრო, მხრებში ხელი მოკიდა და ახლოს მიიზიდა-მომისმინე, დედაჩემს გადაუვლის. გაიგე? -ყველა ეგრე იფიქრებს, რო შენ ისევ ვიღაც ნარკომან გოგოსთან ერთად... -მეორედ შენ თავს ეგ აღარ დაუძახო, თორე პირობას გაძლევ საშინელებას დაგმართებ. -არ ვარ? -არა. არ ხარ. ნინა ჩემი პრობლემაა და არა შენი. -ალექს, როგორ წარმოგიდგენია რო დედაშენი ესე ფიქრობდეს ჩემზე და ჩვენ ერთად ვიცხოვროთ... წარმოიდგინე ბავშვს რეებს ეტყვის, სად არის ნარკომანი დედაშენი შვილო? ან კიდე კაიფშია? ან იმ პარკში მართლა შაქარია? რო არ აწერია? -რე... ღვინო მოწრუპე თუ რეებს ბოდავ-ალექსანდრე სიცილს ძლივს იკავებდა, არ უნდოდა ანუკი კიდე უფრო გაეღიზიანებინა-რა ბავშს, რომელ ბავშვს, რომელიც შენ არ გინდა? -აი კიდე ერთი მიზეზი, რატომაც არ მიმიღებს. -და სად უნდა მიგიღოს, ცოლად ხო არ მომყვები, დედამთილი არ იქნება. -რა გინდა, კიდევ უფრო უნდა იმოქმედო ჩემ ნერვებზე? გამიშვი-მისი მკლავებისგან თავი დაიძვრინა, სიგარეტი ამოიღო და ის იყო უნდა მოეკიდებინა, ალექსმა ისევ გამოართვა და ახლოს მივიდა. -დაწყნარდი. რაც არ უნდა მოხდეს, ნინას გადაუვლის. არც ერთ დედამთილს არ აქვს კარგი ურთიერთობა რძალთან. -წარმომიდგენია შენი ძმა რას ფიქრობს ჩემზე... რა სირცხვილია... -გიორგი საერთოდ არ ფიქრობს ანუკი, აი ზღაპარი თუ გაქ წაკითხული დინოზავრებზე. იქ... -რა დინოზავრებზე ზღაპარი ალექსანდრე, შენ ღადაობ და მე მართლა ვნერვიულობ რო დედაშენს ვძულვარ. ელენეს რო ეგეთი რეაქცია ჰქონოდა შენც აღარ იქნებოდი ღადაობის ხასიათზე. მომეცი ეგ სიგარეტი-ხელი გაუწოდა, მაგრამ ალექსმა უხეშად გააწევინა. -კარგი, მართალი ხარ..მესმის რატო ნერვიულობ, მაგრამ გითხარი უკვე ერთხელ მოვაგვარებ თქო. ყველა პრობლემს მე მოვაგვარებ, ოღონდ შენ ამას არ გაეკარო-სიგარეტის კოლოფი ნაგვის ურნაში მოისროლა-და არ ინერვიულო. ვსო? -რანაირად მოაგვარებ. -იცი რას ვიზამ, ჩემ მდივანს დავაწერინებ გეგმას, მერე ნოტარიულად დავამოწმებთ და შენ მოგიტანს. -მაგრა ღადაობ-ანუკი კიდევ უფრო გაღიზიანებული შებრუნდა. -მოიცადე- ალექსანდრე წინ გადაეღობა-კარგი რა გჭირს. დაველაპარაკები ნინას, და ავუხსნი ყველაფერს. რა რატო გააკეთე . ვეტყვი რო ფეხმძიმედ იყავი და არ ვიცი ჰორმონები გაწუხებდა და რაღაც სისულელეებს აკეთებდი. -ჰორმონები? უკაცრავად? -ხო, მაგას ვეტყვი. გაშორება გინდოდა და იცოდი ბავშვზე რომ გეთქვა რო აღარ დაგშორდებოდი, ან რამე ეგეთი. -და ეგ ტყუილი იქნება. -ანუკი, რა გინდა რო გავაკეთო მითხარი და გავაკეთებ. ესე მგონია სულ მიზეზს ეძებ რო მეჩხუბო. ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, გზადაგზა შეგხვდება რაღაც პრობლემები და ყველაფერს ესეთი ნერვოზით თუ შეხვდები, უბრალოდ ბოლოს ფსიქიატრიულში დავამთავრებთ ერთად. მოდი ჩემთან-ჩაეხუტა და თმაზე დაუწყო თამაში-ზღვაზე უნდა წამეყვანა დასასვნებლად, გიორგი და მაგის ცოლიც მოდიან. შენც წამოდი და იქ სხვა გზა არ ექნება გარდა იმისა რო დაალაგოს შენთან ურთიერთობა. პრობლემების 70% მოგვარებადია და დანარჩენი 40 ის დედაც. -100 ს რო 70 გამოაკელი... 40ია? -ვიხუმრე... -შენ... იუმორზე უნდა იმუშაო. -არ გეცინება? -ცოტა. კაი შედი შიგნით და შემოვალ 2 წუთში. -კაი-ალექსანდრემ შუბლზე აკოცა და შევიდა. ამ დროს ანუკის ტელეფონზე უცხო ნომრისგან შემოუვიდა ზარი. -გისმენთ? -ანუკი, სანდრო ვარ... ლონდონიდან გუშინ ჩამოვედი და შენი ნახვა მინდა, როდის გეცლება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.