შორს ნაპოვნი ბედნიერება (I ნაწილი)
დიდი ბოდიში რომ აქამდე ვერ დავდე ვერ შემოვდიოდი. იმედი მაქვს მოგეწოონებათ. შეფასებები არ დაიშუროთ გთხოვთ. პატარა თავია მაგრამ ვეცდები გაგრძელება მალევე დავდო.... მაშ ასე ... 1... 2... 3... -------------------- „ბოლო დროს ხშირად მეცრემლება თვალები, ბუნდოვანება შემომეჩვია, აღარაფერია ისეთი მკვეთრი და მკაფიო, როგორც ადრე. აზრები ერთმანეთში ამერია და ძალიან მიჭირს გონებაში მათი დალაგება. თითქოს ჩემს ირგვლივ ყველაფერი რიგზე იყოს ეს ახალი საცხოვრებელიც დამემატა, თანაც ჩემი სახლიდან, მეგობრებიდან და ნაცნობი გარემოდან ასე შორს. ადრე გვერდით მეგობრები მაინც მყავდნენ და ასე თუ ისე უშენობას ვეგუებოდი. ეხლა კი , ეჰ ეხლა გვერდით არავინ მყავს სრულიად მარტო ვარ და თითქოს სიცოცხლის ხალისიც კი დავკარგე“ ამ ფიქრებში იყო გართული, როდესაც კარზე კაკუნის ხმამ გამოაფხიზლა და ოთახში 45 წლამდე ქერა ქალბატონი შემოვიდა. დაჭორფლილ სახეზე დედისათვის დამახასიათებელი მზრუნველი ღიმილი დასთამაშებდა. - დეაა შვილო უკვე გღვიძავს? რა კარგია. დროა ადგე და მოემზადო დღეს ხომ სწავლის პირველი დღე გაქვს. - ჰო კარგი დედი ახლავე ავდგები. - გოგონამ, ისე რომ დედისთვის არც კი შეუხედავს წერა განაგრძო „უკვე ორი წელია რაც მესაიდუმლედ ეს პატარა მეგობარი ავირჩიე და შიგნით ვწერ ყველაფერს: რა მომწონს და რა არა, რა მწყინს და რა მიხარია, ვწერ იმ იმედით ვწერ რომ ოდესმე წაიკითხავ და შენზეც მომიყვები. მერე მაინც გავიგებ რამდენად ვგავართ ერთმანეთს.“ ეს დაწერა და ჩანაწერის ბოლოში „BIMU“ მიაწერა. თავადაც კი არ იცოდა რატო აირჩია ეს ზედმეტსახელი , მაგრამ ძალიან მოსწონდა, ამიტომ წიგნაკში მუდამ ამ სახელით წერდა. შემდეგ მწვანე, სქელყდიანი, დღიური დაკეცა, ადგა და აბანოში შევიდა წყლის გადასავლებად. გარეგნულად დეა ლამაზი გოგონა იყო, გრძელი ქერა თმა მხრებზე ჩამოეშალა და თითქმის წელამდე სწვდებოდა. საკიდიდან სკოლის ფორმა ჩამოხსნა და ჩაიცვა. მაღალ თხელ ტანს საოცრად უმშვენებდა სკოლის ეს ლურჯი, მოკლე ქვედაბოლო და ასეთივე ფერის სვიტერი, რომელიც უფრო მკვეთრსა და მკაფიოს აჩენდა მის ცისფერ თვალებს. წამწამები მუქი ფერის ტუშით შეიღება, სადა თითქმის შეუმჩნეველი მაკიაჟი გაიკეთა, შემდეგ ტუჩზე ღია ვარდისფერი მბზინავი საცხი წაისვა, საკუთარი თავი კიდევ ერთხელ შეათვალიერა სარკეში, თითქოს საკუთარ თავს გაეპრანჭაო ისე ჩაუკრა ანარეკლს თვალი და როგორც თინეიჯერებს სჩვევიათ ენა გამოყო. -„ ჩასაყლაპი ვინმე ვარ.“ - ჩაილაპარაკა თავისთვის, ჩანთა აიღო და სწრაფი ნაბიჯებით პირველი სართულისაკენ დაიძრა. დიდ, ძველებურ სტილში, მოწყობილ სამზარეულოში, სადაც მშობლებს უკვე დაეწყოთ საუზმობა, მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებდა. მაგიდის თავში, როგორც ყოველთვის, ოჯახის უფროსი, დიდი ფიზიკოსი , ივანე გიორგაძე იჯდა. მის გვერდში კი, ყოფილი ჟურნალისტი რუსუდან გაბრიჭიძე მიირთმევდა ყავას და საქართველოში მიმდინარე სიახლეებს ადევნებდა თვალს პლანშეტის დახმარებით. დეამ ჯერ მშობლები გადაკოცნა, შემდეგ კი სუფრასთან მისი ადგილი დაიკავა. საუზმეს მალე მორჩნენ, შემდეგ კი დედას დაემშვიდობა და მამასთან ერთად სკოლისაკენ მიმავალ გზას გაუდგნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.