შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 3)


9-09-2020, 11:27
ავტორი naattii
ნანახია 2 083

-მაპატიე_კართან გააშეშა ნათია ნათქვამმა სიტყვამ.
-უკაცრავად?_თვალებ გაფართოებული მობრუნდა უკან.
-მასწავლებელი ხარ, მემგონი იცი ეგსიტყვა რასაც ნიშნავს_თითზე დადებულ ბამბას აწვალებდა გიორგი.
-და რისთვის? იმისთვის რომ მუშაობას არ მაცდი? ჩაქუჩის გადაგდებაზე რომ ვოცნებობ თუ შენს უმსგავსო საქციელზე?
-ღმერთო ჩემო, არა რა, ვდგავარ მეც აქ და ბოდიშებს ვიხდი, არაფერსაც აღარ ვამბობ, მეტის ღირსი იყავი, წადი და დაგუგლე ერთი უჩაქუჩოდ როგორ ვაჭედო რკინის კონსტრუქციაზე ლურსმნები, ნერვოზიანი ისტერიჩკა_იქვე დატოვა გამწარებულმა ბამბა და თომასკენ წავიდა ბინტით ხელში რომ ელოდა.
უკვე მერამდენე წრეს ურტყამდა ნათია ოთახში ვერავინ დაითვლიდა, ხელები გულზე დაეკრიფა და საკუთარ თავთან ჰქონდა დიალოგი:
-გაუზრდელი, ბოდიშის მოხდაც არ იცის.
-იქნებ მე მომივიდა ზედმეტი?
-არაფერიც, ზედმეტი რა არის? თავად შემომივარდნენ სახლში და მაწიოკებენ.
-ღმერთო ჩემო, რა მათი ბრალია თუ სახლში წყალი ჩამოვიდა? ისინი ხომ უბრალოდ ხელოსნები არიან, იდიოტოო_თავზე აიფარა ხელი და ბალიშში ჩაერგო ზმუილით.
დილით ჩვეულებრივ ადგა, მოემზადა და ჩვეულებრივზე ადრე გავიდა სახლიდან. სკოლამდე ცოტა ფეხით გაიარა და ლოყებ აწითლებული შევიდა შენობაში, გზადაგზა ბავშვებს უღიმოდა და ეფერებოდა, გიჟდებოდნენ მოსწავლეები თავიანთ ახალგაზრდა მასწავლებელზე, ეს მათ თითოეულ გამოხედვასა და ქცევაში იკითხებოდა.
-დღეს ზმნაზე ვისაუბრებთ, was bedeutet ein Verb und wie viele Formen hat es?(რას ნიშნავს ზმნა და რამდენი ფორმა აქვს მას)
-მას მე ვიტყვი....
-მას მეე.....
-მაას.....
მაშინვე წამოხტნენ ბავშვები, თუმცა ნათიას აღარ ესმოდა, სკოლის გვერდიდან მოპირდაპირე მხარეს არსებული მარკეტი მოჩანდა, სადაც ხშირად ყიდულობდა თვითონაც საჭმელს, მაგრამ ამჯერად, აშკარად მშვენივრად დაინახა იქ შესული გიორგი.
-შენ აქ რა გინდა სამუშაო დროს?ან ერთად გამოვიდა, მხარზე ხელი მოეხვია და შეფუთულ რაღაც საჭმელს აწოდებდა. -ერთი ამას უყურეე_ფიქრებში ჩაძირული ძლივს დაუბრუნდა კლას.
-მაპატიეთ ბავშვებო, Ihr seid sehr gut, wie macht ihr so, dass ihr alles weisst?(როგორი კარგები ხართ, როგორ ახერხებთ ყოველთვის ყველაფერი იცოდეტ?) რადგან ასეა მოდი პირდაპირ 65-ე გვერდზე არსებული სავარჯიშო დავწეროთ ზმნის შესახებ._გაუღიმა ბავშვებს, დავალების მიცემის შემდეგ ისევ ფანჯარას დაუბრუნდა და სასწრაფოდ აკრიბა ნაცნობი ნომერი.
-მაა, როგორ ხართ?
-მამიკო, გაკვეთილების დროს არასდროს მირეკავ, ხომ მშვიდობაა?
-კი მარ, რა უნდა მომხდარიყო?
-აჰა, მაშინ რას მთხოვ გისმენ_გიას სიცილი გაისმა ტელეფონში
-მამიკოო, შენ ხომ ძალიან გიყვარვარ?_ხმა დაიშაქრა გოგომ და წყვილის ყურება არ შეუწყვეტია ერთმანეთს საკმარისზე ახლოს რომ მიჯდომოდნენ.
-მეერე?
-გთხოვ, მუშებს თხოვე ცოტა დაუჩქარონ რა, იქეთ კვირაში ისეთი დღეები მექნება სახლში ბევრი მუშაობა მომიწევს, გთხოვ რაა, მხოლოდ ახლა გამაგებინეს პროექტია დასაწერიო.
-და მხოლოდ 5 დღეში? არ ვიცი შვილო, ვკითხავ თომას რისი მოსწრება შეილება_ამოიხვნეშა გიამ
-აი ზე მამა ხარ რა_ხითხითით გათიშა მობილური და გაფაციცებით დაიწყო ფანჯარაში ლოდინი, ამ პერიოდში ბავშვებს მეორე დავალებაც მისცა და ისევ თვალთვალი განაგრძო. სიამოვნებისგან გააჟრჟოლა, როცა რამდენიმე წამში გიორგიმ ხელი ჯიბეში ჩაიყო, მობილური ყურთან მიიტანა და გაბრაზებულმა ხელებით დაიწყო საუბარი, მერე სასწრაფოდ დაემშვიდობა გოგოს და ლამის სირბილით გაიქცა გაჩერებისკენ.
-ღმერთო ვგიჟდები ჩემს თავზე_ჩუმად ჩაიხითხითა და მაშინვე ბავშვებისკენ მიიხედა, იმდენად უნდოდა ეს გაეკეთებინა ვერც გაკვეთილის დროიდან 5 წუთის მოპარვაზე თქვა უარი. ამჯერად გაკვეთილები მთლიანად ამაღლებული განწყობით გააგრძელა.

სახლში გაღიმებული შევიდა, ასე კარგ ხასიათზე აღარც ახსოვს ბოლოს როდის იყო, მხიარულად მიესალმა მუშებს და იგრძნო კიდევაც გაოცებული მზერები. გიორგის სალამი არ დაუბრუნებია, მოახერხა ნათიამ შეემჩნია მარცხენა ხელს რომ ვერ ხმარობდა და მთელი დატვირთვა მარჯვენაზე გადაჰქონდა, ბინტიც უკვე ნაცრისფერი გამხდარიყო.
-აბა ჰე, დროა ნაბიჯი გადავდგათ დანაშაულის გამოსასყიდად_საკუთარ თავს შეუძახა და გამოცვლილმა თავი შეყო ოთახში
-გიორგი, წამო სახვევს გამოგიცვლი.
-არ მინდა, წადი შენნაირ ისტერიჩკებს დაეხმარე_გაოცებული მზერები დააიგნორა ორივემ.
-კარგი, მაგრამ მეორედაც მასე რომ გნახოს იმ გოგომ აშკარად დაგშორდება_ყბა მოიფხანა ძირს დახრილი თვალებით თითქოს ისეთი არაფერი ეთქვეს.
-შენ რა იცი მე ვინ მყავს?_წამში წამოიმართა გიორგი და გოგოსკენ მიბრუნდა, მაშინვე გონებაში თავში ხელი შემოირტყა ნათიამ ეს რა სისულელე წამოვროშეო.
-მე რა ვიცი, უბრალოდ ვივარაუდე_მშინვე დაიხია უკან.
-გეყოთ, გიორგი უბრალოდ გაყევი და ახალი სახვევი გაიკეთე_თომას ხმა გაისმა ოთახში.
-გავყვები გავყვები, აბა რას ვიზამ, ისე გავყვები რომ ოთახამდე მისვლაში დავეხმარები_მტკივნეულად მოუჭირა ხელი მაჯაზე და ოთახისკენ წაიყვანა.
-აბა მოყევი ქალბატონო, რა ხდება?
-შენ ნორმალური არ ხარ, მშვენიერი ბიჭი ხარ, სიმპატიური, ნუ ხეპრეც, მაგრამ ეგ ზოგს უფრო მოსწონს, ხელი არ გაკლია ფეხი და რავიცი ვივარაუდე რომ გყავდა ვინმე_ნერვიულობისგან ხელების ქნევით საუბრობდა ნათია.
-ესეიგი, მშვენიერი ბიჭი ვარ და სიმპატიური_საკმაოზე მეტად მიუახლოვდა გიორგი.
-მე.. მე ხეპრეც ვთქვი, ხომ ვთქვი? კი, ზუსტად ხეპრეც ვთქვი_კედლამდე მიაღწია ნათიამ უკუსვლით და რომ მიხვდა ვეღარ გაანგრევდა უაზრო ბლუკუნს მოჰყვა.
-და ეგეც მოწონთ არა?_წვალებას განაგრძობდა გიორგი
-ამ, ხო, კი. ზოგს მასეთები, მოწონთ თუ უყვარს როგორცაა_უკვე შემაწუხებლად ახლოს იყო გიორგი.
-ანუ მხოლოდ ზოგს_წარბები ასწია გიორგიმ და აშკარად დაეტყო ჩაცინება, -გასაგებია, ესეიგი დღეს დამინახე და ეს დაჩქარებული რემონტიც შენ მოაწყვე, ყოჩაღ სათანადოდ ვერ შემიფასებიხარ_თავი დაუკრა სუნთქვა შეკრულ გოგოს და საწოლზე დადებული ბინტი ხელის გაწევით აიღო, -თითს თავად გადავიხვევ.
გიორგის ოთახიდან გასვლა და ნათიას ერთიანად ამოსუნთქვა ერთი იყო, მერე მიხვდა, რომ რამდენიმე წამიც და ალბათ გაიგუდებოდა, ღმერთო რა ახლოს იყო, ხელის ზურგი გადაისვა შუბლზე და საწოლისკენ მობრუნებული პირდაპირ ზურგით დაეცა ზედ.
რამდენი არ იტრიალა, იწვალა, მაგრამ ვერაფრით დაიძინა. სამზარეულოს გავლით აივანზე ჩამოჯდა და განათებულ ქუჩებს დაუწყო ყურება, წამიერად საკუთარი თავი წარმოიდგინა ბიჭის გვერდით, არ იცოდა ამ ბიჭს თავიდან გიორგის სახე რატომ ჰქონდა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, თვალები დახუჭა და წარმოიდგინა რას იგრძნობდა თავად რომ ყოფილიყო ასე ბიჭთან ახლოს. არაფერი..... საერთოდ არაფერი.... არანაირი, არცერთი წამიერი გრძნობაც კი არ ყოფილა, იმიტომ, რომ არ იცოდა. არ იცოდა ეს როგორი იყო გვერდით ვინმე მდგარიყო, ასე არასდროს უგრძვნია თავი და იმისი წარმოდგენა, რაც არ იცი, შეუძლებელია. მარტოობისგან ჩამოვარდნილი ცრემლი მოიწმინდა და სწრაფი ნაბიჯებით დაუბრუნდა ლოგინს.
საკმაოდ დამღლელი დღე ელოდა წინ. 5 გაკვეთილი ქონდა ჩასატარებელი და პირის ვარჯიშებს აკეთებდა გზაში იმდენი საუბარი მოუწევდა. მეორე სართულზე ადიოდა თანამშრომელი რომ დაეწია.
-უჰ ნათი, რა სწრაფად დადიხარ, რამდენი ხანია გეძახი.
-ხო მშვიდობაა?_თვალი შეავლო აქოშინებულ ქალს.
-ქვემოთ საქმრო გელოდება, თენგომ არ შემოუშვა, ხომ იცი რა ტიპია, ასეთ ბიჭს გვიმალავდი გოგო?_მეგობრულად წაკრა ბეჭზე ხელი და თვალებ გაფართოებული დაეშვა კიბეებზე.
რა საქმრო რის საქმრო, ყველამ ერთად გააფრინა? თავი გადააქნია და გარეთ გასასვლელ კარებში გავიდა. გვერდით მდგომი მე-12 კლასელები გამწარებული ჩურჩულებდნენ უცნობზე. ნათიამ კი, ლამის ხმამაღალი ტკაცანით შემოირტყა შუბლზე ხელი ნაცნობ ფიგურას რომ მოკრა ეზოში თვალი და მიხვდა რაც ხდებოდა.



უყურე შენ გიორგის :) არც ჩვენი გოგო გამოდგა მამა აბრამის ბატკანი :) გიორგის გვერდითაც კი წარმოიდგინა თავი:) მალე აუხდება ეგ ოცნებაც❤
მომწონს, ძალიან მომწონს❤

 


№2 სტუმარი ანუ

კარგია ეს გოგო მთლად ასეთი მუდო როარ გამოდგა.. მომეწონა. მალე დადე რა შემდეგი

 


№3  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
უყურე შენ გიორგის :) არც ჩვენი გოგო გამოდგა მამა აბრამის ბატკანი :) გიორგის გვერდითაც კი წარმოიდგინა თავი:) მალე აუხდება ეგ ოცნებაც❤
მომწონს, ძალიან მომწონს❤

ხომ იცი ბოთე გოგოები ჩემი საქმე არაა ????

ანუ
კარგია ეს გოგო მთლად ასეთი მუდო როარ გამოდგა.. მომეწონა. მალე დადე რა შემდეგი

ვეცდები ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი Imagination88

მომწონს. ძალიან მომწონს.
ველი შემდეგ თავს, იმედი მაქვს მალე ვიხილავთ❣️❣️

 


№5 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგია და სახალისო, გელოდებით

 


№6  offline მოდერი naattii

Imagination88
მომწონს. ძალიან მომწონს.
ველი შემდეგ თავს, იმედი მაქვს მალე ვიხილავთ❣️❣️

დიდი მადლობა ❤️

სტუმარი მანანა
ძალიან კარგია და სახალისო, გელოდებით

❤️❤️❤️❤️

 


№7 წევრი OKI ME

კაი იყო, ვიხალისე :)))))) წარმატებები და მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️

 


№8  offline წევრი ქრიისს

ძალიან მომწონს ეს ნაწარმოები...

 


№9  offline წევრი Maia G.

ახლა ჩავიკითხე სამივე თავი,კარგად ვიხალისე,ვატყობ ცეცხლი დაინთება აქ❤მიყვარს შენი ისტორიები და არც ეს იქნება გამონაკლისი❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent