ანუკი. გაგრძელება (თავი მეთექვსმეტე)
დილით ანუკი 7 საათზე ადგა და სპეციალურად ხმამაღლა დაიწყო აქეთ იქით ბოდიალი და უაზრო ხმაური. თუმცა ალექსანდრეს გაღვიძება არ გამოუვიდა, რადგან ღრმად ეძინა. მაშინ აბაზანაში შევიდა და სახეზე მწვანე სახის კრემი წაისვა. მერე თმები შეიკრა, საკმაოდ უცნაურად თან... და ალექსანდრესაც მიადგა. -ალექს, ალექს! გაიღვიძე, ოთახის კარი ჩაკეტილია და ვერ ვაღებ . ალექსანდრე!-როგორც იქნა გამოეღვიძა და ანუკსი სახის დანახვისთანავე ოდნავ წამოიყვირა. -ჯანდაბა... რა უბედურება გისვია სახეზე? -საწოლიდან წამოდგა და ჩაცმა დაიწყო-რომელი საათია -არ მოგწონს? ლამაზად ხო უნდა გამოვიყურებოდე, ხოდა კანს მოვლა ჭირდება. -მოიცილე თორე მე დაგეხმარები გალამაზებაში-ჯიბიდან ოთახის გასაღები ამოიღო და ანუკის მისცა-ჩავიცმევ და ერთად გავიდეთ ზღვაზე. -მართას და გიორგის დაველოდოთ. -არა, მინდა შენთან ერთად გავიდე. -რატო? -რა რატო. არ შეილება მარტო გავიდეთ? იმათ ეძინოთ. -რა გვინდა მარტო, ვერ გავერთობით. -ანუკი...-ალექსანდრემ ღრმად ამოისუნთქა-მარტო მინდა ჩემ შეყვარებულთან ყოფნა. -კარგი, კარგი. დილიდან რა გაღიზიანებული ხარ. -იმიტო რო გამიზნულად მაღიზიანებ, ვერ ვხვდები რატო. -რა გამიზნულად-ანუკი საკოცნელად მივიდა, მაგრამ ალექსმა უკან დაიხია. -ჯერ ეგ რაღაც მოიცილე, მერე გაკოცებ. -უიმეეე... ცოტახანში ორივე გამოეწყო და ქვევით ჩავიდნენ რამე უცებ რო ეჭამათ. ნინას ეღვიძა და სამზარეულოში იჯდა. ეხლა იწყებოდა შოუ. -რა ბრაგუნი იყო მთელი დილა თქვენი ოთახიდან რა არის ეს?-ნინას სიგარეტი ეკავა ხელში და ძლივს იკავებდა თავს სიცილი რო არ დაეწყო. როლში უნდა შეჭრილიყო, საზიზღარი დედამთილის. ასე თუ ისე ეს რეპეტიციაც იქნებოდა ანუკისთვის. -ვაიმე, ქალბატონო ნინა, ახალგაზრდები ვართ... მოგვიტევეთ-ანუკი გაწითლდა, ალექსანდრემ მკვლელი სახით გადახედა და დედამისს მიუბრუნდა. -ანუკიმ ადრე გაიღვიძა და ემზადებოდა. ნუ ცანცარებ. -აი ხედავთ? როგორ მიშხამებს ყველაფერს. რატო გამოგყავარ ყოველთვის მატყუარა. -ანუკი, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ ოჯახში მანერები და ეტიკეტი არ გასწავლეს. არა, რო ვიცნობ დედაშენს ისეთი დახვეწილი ქალია და შენ რა დაგემართა? -ქალბატონო ნინა, მეც იგივეს ვფიქრობ ხოლმე.. არა სხვათა შორის, ალექსანდრეს რო ვუყურებ, მერე ვხვდები რომ მისი ქცევები ცუდი აღზრდის ბრალი იყო. -რანაირად მელაპარაკება ეს თავხედი გოგო ხედავ? -და თქვენ რანაირად მელაპარაკებით? -ანუკი, გეყოფა. დედა, გაჩერდით. ხო შეილება ცივილურად დავისვენოთ. -ანუ, დედაშენი რეებს მეუბნება, მერამდენედ უნდა ავიტანო ესეთი დამცირება? -ორივეს გეყოფათ. არ შეგიძლიათ ერთმანეთთან ნორმალურად ლაპარაკი, ნუ ილაპარაკებთ. მაგრა მიტყდება რო არც ერთი არ ცდილობთ რო დაალაგოთ ცოტა სიტუაცია. -კარგი, წამოდი სანაპიროზე გავიდეთ. -მისმენ საერთოდ? -გისმენ და შენ არ იყავი მარტო გავიდეთ სანაპიროზეო? ნახვამდის ქალბატონო ნინაა-ანუკიმ ალექსს ხელი ჩაავლო და გარეთ გაიყვანა. -უნ ელაპარაკები ეგრე, დედაჩემია. -კაი, გავიგე მარა მაგის წინ ნუ მეუბნები ეგეთ რაღაცეებს. -ანუკი, მაგრა მწყინს მართლა გეუბნები. შენთითონ თუ არ ეცადე ნინა ჯიუტია და შეილება სულ ესე იყოთ. -მოვიფიქრებ რამეს, აღარ გვინდა ჩხუბი რა-სანაპიროზე ჩავიდნენ და რუჯის მისაღებად დაწვნენ ცოტახნით. ანუკი ახლოს მიიწია, კისერზე ხელი მოკიდა და აკოცა. -რას აკეთებ? -რას ვაკეთებ-ისევ ახლოს მივიდა, ლაპარაკი არ აცადა და კიდე აკოცა. -ანუკი-გაეცინა და ხელი დაუჭირა-ბავშვები არიან აქ და ვერ ვიტან ესე რო ჩამოდგებიან და ზასაობენ ხოლმე შუა პლიაჟზე. -კაი წამო ზღვაში ჩავიდეთ მაშინ. ალექსანდრე წამოჯდა და გაკვირვებულმა შეხედა, სახიდან მზის სათვალე მოიხსნა და კარგად აათვალიერა. -ვერ გცნობ. აი გიყურებ და ძაან სხვანაირად იქცევი . გუშინ ჩემ გვერდით დაწოლაზეც უარს ამბობდი და ეხა ლამის... -კარგი, ცოტა ცვალებადი ხასიათი მაქვს.უბრალოდ მინდა ისეთი დამინახო როგორიც სინამდვილეში ვარ. -არ ხარ ესეთი. -ვარ, უბრალოდ საკმარისად კარგად არ მიცნობ. დიდი დრო გავიდა. -სპეციალურად აკეთებ ხო ამას? გიორგიმ რაც ქორწინება ახსენა სულ სხვანაირად იქცევი. სპეციალურად მაღიზიანებ, ნინას ეუზრდელები, მე ძაღლივით მექცევი. თუ მაგიტო აკეთებ-გამომწვევად გაუღიმა-არ დაგშორდები. უფრო მეტის გაკეთება მოგიწევს იმისთვის რო დაგტოვო-ეხლა თვითონ მიიწია აკოცა, წელზე ხელი შემოხვია და ლამის კალთაში ჩაისვა, ანუკისაც შერცხვა, სულ გაწითლდა და უკან დაიხია. -კაი.. გაჩერდი. -ხო გითხარი არ ხარ ეგეთი თქო. გეყო თამაში. ძალიან კარგად გიცნობ. *** ცოტახანში გიორგი, მართა და ნინაც ჩამოვიდნენ და ისინიც რუჯის მისაღებად დაწვნენ. მერე გიორგი და ალექსანდრე ზღვაში შევიდნენ და დანარჩენები მარტო დატოვეს. ამასობაში ანუკის ერთი ბიჭი ათვალიერებდა , თან გვერდით ძმაკაცს ელაპარაკებოდა. -ნუკი, უკან არ გაიხედო და ვიღაც ტიპი გაშტერდება უკვე 20წუთია-მართაც ცდილობდა მისკენ არ გაეხედა და თან ეღიმებოდა. -მაშტერდება? ჩემი ზურგი მოეწონა? -რა ვიცი აბა. ოღონდ ალექსანდრემ არ დაინახოს.. ვაიმე მოდის... -გამარჯობა-უცებ მზე 2 მეტრიანმა, სავარაუდოდ კალათბურთელმა გადაუღობა. საკმაოდ კარგი აღნაგობა ჰქონდა და სახეზეც არაუშავდა. -გამარჯობა? -მე და ჩემი მეგობარი ახალი ჩამოსულები ვართ ბათუმში და ხო არ გვირჩევდი რამე კარგ ადგილს გასართობად? -მე?-ანუკის გაეცინა-აზრზე არ ვარ. -ერთად რო მოვძებნოთ? მართა კინაღამ დაიხრჩო სიცილისგან და ოდნავ გვერდით, ნინასკენ გაიწია. -შენი მეგობარიც წამოიყვანე. ან მეგობრები-ნინას გადახედა, მართა ზღვაში ჩავიდა, ვეღარ მოითმინდა ამდენი. -ამ... ნინა დედა, წამოხვალთ მე და ამ საყვარელ ახალგაზრდასთან ერთად სადმე გასართობად? -უი, ეს დედაშენია? -არა, დედამთილი-ანუკიმ გაუღიმა, ის ბიჭი გაშრა. -აუ.. მაპატიე.. გათხოვილი ხარ? -კი, ბავშვსაც ველოდები. შენი სახელი? -გიორგი. -უი ჩემი ქმრის ძმასაც გიორგი ჰქვია. ხოდა თუ ბიჭი იქნება შენ საპატივცემულოდ გიორგის დავარქმევ , ნუ თან ბიძის საპატივცემულოდაც, მაგრმა უფრო შენ გამო, რო შენნაირი მამაცი და გაბედული გაიზარდოს-ეხლა უკვე იცინოდა კიდეც, იმხელა ბიჭი სიწითლისგან პამიდორს დაემსგავსა. -რა ხდება?-ალექსანდრეც ამოვიდა წყლიდან. -ალექს, ნახე რა საყვარელ ბიჭს უნდა ჩემი გაცნობა. გამიშვებ გასართობად რო წავიდეთ მე , მართა და ნინა? -რა? -უკაცრავად.. დიდი ბოდიში.. მე, მე მეგონა მარტო იყო.. დაგტოვებთ-სწრაფად გაბრუნდა, პირსახოცი აიღო და სანაპიროდან ლამის გაიქცა. -ეს ვინ იყო? -გიორგი. -ვინ გიორგი? -რა ვიცი, როგორც შენ იცნობ ისე ვიცნობ მეც. გიორგი ვარო და გასართობად წავიდეთო. -მაგას შ** ხო არ ააქ? -ალექს!-ნინამ წამოიძახა-რანაირად ლაპარაკობ? -მაპატიე დედა.. ანუკი... შენ ჩემი გაგიჟება გადაწყვიტე აქ? -რა ჩემი ბრალია? ლამაზი ვარ, კარგი ტანი მაქვს და მოვწონვარ ბიჭებს. ბათუმია. სანაპიროზე ჩადრით ვიარო? -კი-ალექსანდრემ მეორე პირსახოცი მოახურა და თავიდან ბოლომდე გაახვია. -რას აკეთებ? ზაგარი როგორ მივიღო ეხლა. -დაიწვები. არ შეილება შენთვის. ან წამოდი ზღვაში ჩავიდეთ. -ეჭვიანობ. -ვერ გავიგე? -ეჭვიანობ თქო. -არ მესმის, ყური დამიგუბდა. -იმ ბიჭს ვუთხარი რო შენი ცოლი ვარ და მაგიტო გაიქცა. -ხოო? -ეგ ხო კარგად გესმის-ანუკიმ პირსახოცები გვერდით გადადო, წამოდგა და სპეციალურად ნელა დაიწყო ზღვისკენ სვლა. -დედა... დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები... კვირის ბოლოს ან მე მომკლავს ან მე მოვკლავ-ალექსანდრემ ღრმად ამოისუნთქა, სირბილით მივარდა, ხელში აიყვანა და პირდაპირ ზღვაში შეაგდო. -რეებს აკეთებ ცხოველო! თმა დამისველდა! -აი ისევ ცხოველოც დაბრუნდა-ალექსს გაეღიმა, მისკენ მიიზიდა და აკოცა-ცუდად მოიქცევი და გაყვინთავებ. -არ გაბედო.. არ ვიცი ცურვა ეგრე კარგად. -ეგრე კარგად თუ საერთოდ? -ეგრე კარგად. არ გავდივარ ხოლმე შორს. -ხოდა წამო ეხლა გავიდეთ. -არა, დავიღლები. გიორგი და მართა სად არიან? -გირჩევნია არ გახედო. -ჰა? -არ გახედო თქო. არ გინდა ჩემი დაბადების დღისთვის პარაგრაფში რო წავიდეთ? ერთი ორი დღით. -შენებს ეწყინებათ. თან რა უნდა ვაკეთოთ იქ? -არ ვიცი, მარტო ვიქნებით. ვილაპარაკებთ, მოვიფიქრებთ რამეს. -აქ რატო ვერ ვილაპარაკებთ? -აქ მარტო ოთახში ვართ ან ამათთან ერთად. -ალექსანდრე.. -ანუკი, გავიგე რო სანამ ცოლად არ მოგიყვან იქამდე არ გვექნება არაფერი, მარა არ შეილება ისე სადმე რო გამომყვე ღამე დასარჩენად? იქაც სავარძელზე დავწვები თუ ესე გაწუხებს . -არა, რა შუაშია. გაუტყდებათ შენებს, შენი დაბადების დღეა. თან აქ ვერთობი, ხან ნინას ვეღადავები, ხან მე და მართა ვლაპარაკობთ. არ გინდა შენი დაბადების დღე ყველასთანე რტად აღნიშნო? -მე შენთან ერთად მინდა. -რა გინდა რო დედაშენს იმაზე მეტად შევძულდე, ვიდრე უკვე ვძულვარ? შენ დაბადების დღეზე მაგათთან ერთად რო არ იქნები რას იტყვის? -თუ არ შეგიმჩნევია ჯერ, 29 წლის ვარ. დიდი ხანია დაბადების დღეს მშობლებთან აღარ ავღნიშნავ. -ხო მარა აქ ერთდ ვართ ყველა და ცუდი ტონია, ესე რო დავტოვოთ. -მოდი პირდაპირ თქვი რო ჩემთან ერთად არ გინდა აღნიშვნა? -ალექს, შენი იდეა იყო დედაშენს დავახლოებოდი, ეხა ვცდილობ და შუაში მიხტები? -ცდილობ? დღეს რო არ წამომეყვანე ალბათ მოკლავდი. -ნუ.. ვეცდები. შემდეგ წელს რაც გინდა ის ვქნათ შენ დაბადების დღეზე. ცოტა შემცივდა, ავალ მე . -დავრჩები ცოტახანი და მეც ამოვალ. -კარგიი-ანუკი სახლში ავიდა, შემდეგ ეტაპზე გადასვლის ჯერი იყო. დაბადების დღე უკვე ზეგ ჰქონდა, უნდა მოეტყუებინა რო ბანძი საჩუქარი ჰქონდა ნაყიდი. ამიტომ წამოსვლამდე ყველაზე საშინელი ჯემპრი უყიდა, რაც შეიძლებოდა ენახა. მაგრამ ისეთი რო ვერაფერი ეთქვა ალექსანდრეს. თუმცა საკმაოდ ძვირი გადაიხადა(როგორც იციან ხოლმე დიზაინერებმა უაზრო რაღაცეების შეკერვა და პროსტა ბრენდის გამო რო ადევს 900ლარი). იბანავა, გამოეწყო და საჩუქრის მისაცემად მოემზადა. ალექსანდრე უკვე ისედაც ცუდ ხასიათზე იყო რო მოვიდა კარზე დააკაკუნა და ისე შევიდა. -მოხვედიი? -ხო, გადავივლებ. -არა,მოიცა ჯერ ვერ ვითმენ, შენი საჩუქარი უნდა განახო. -ვა? საჩუქარი მიყიდე?-ამაზე ოდნავ მოლბა, დათბა და ახლოს მივიდა-აბა რა არი? -იმედია მოგეწონება-ანუკიმ შეკვრა მიაწოდა და ტელეფონი აიღო რეაქციის გადასაღებად. ალექსანდრემ გახსნა და ჯემპრი ამოიღო, მერე ანუკის შეხედა ხო არ მეღადავებაო. -ჯემპრი? სეზონურად ხო? -ხოო. ცოტა აცივდებაო ამბობენ სექტემბრისკენ და ვიფიქრე სამსახურში ჩაიცმევდი. ძალიან მაგარი და ბრენდული ზედაა. ხო მოგწონს? -ვაუ... კი. ძალიან, მადლობა-ანუკის აკოცა და ჩაეხუტა-ჩემი მზრუნველი. მაინც და მაინც ის რეაქცია არ იყო რასაც ელოდებოდა, მაგრამ გულის სიღრმეში ხო მაინც იცოდა რო არ მოეწონა და უბრალოდ არ აგრძნობინა. მაგას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მთავარი მიზანი იყო ალექსანდრეს იმედის გაქრობა რო ოდესმე რამ ეგამოუვიდოდათ. მართლაც კარგად გამოდიოდა. საღამოს კაფეში უნდა წასულიყვნენ და ანუკი აიტეხა სახლში დავრჩეთ ცუდად ვარო, ბოლოს ნინა, გიორგი და ალექსანდრე წავიდნენ. მართაც ცუდად იყო და აღარ წავიდა. -როგორ მიდის საქმეები? -მემგონი კარგად ვაწამებ. მარა რთულია ამის გაღიზიანება, რკინის ნერვები აქვს. -ეგ კი. -რამე კიდე უფრო კრეატიული უნდა მოვიფიქრ... იდეა მაქვს. ეხლა მე და შენ წავალთ გეითსში. -ანუკი.. -დაიკიდე ტოქსიკოზი რა. ან კაი თუ ცუდად ხარ მარტო წავალ. -და რა აზრი აქვს მანდ წასვლას? -სახლში რო მოვა ხო არ დავხვდები, ვეტყვი რო უბრალოდ მაღაზიაში გამოვედი, მერე ის გიორგი შემხვდა დღეს პლიაჟზე რო მკერავდა და კლუბში დამპატიჟა. ხო გამოშტერდება? -დარწმუნებული ხარ? ბოლოს ისე არ გააგიჟო რო თბილისში დაბრუნდეს. -მართა.. მინდა რო ყველანაირად გამოვცადო. 100 პროცენტით უნდა ვიყო დარწმუნებული იმაში რასაც ვაკეთებ. -ხო მარა ეგრე წარმოდგენას უკარგავ შენზე. რამე სხვა მოვიფიქროთ. -უკეთესი იდეა გაქ? -სხვათა შორის კი. ეხლა გამოვიძახოთ ყვავილები, წერილით. ვითომ იმ გიორგიმ გიპოვა, გიპოვა რა ანუ შენი მისამართი გაიგო და ყვავილები გამოგიგზავნა დასაკერად რა . დაიკიდა ვითომ რო ქმარი გყავს. -მართა... გენიოსი ხარ. -არ მჯერა რო გეხმარები, რო გაიგოს მომკლავს. ერთ საათში უკვე სახლში იყვნენ. მაგიდაზე ვაზაში ულამაზესი ვარდები ეწყო, თან გვერდით წერილიც იყო მიდებული. თავიდან ნინას გარდა არც ერთს არ შეუმჩნევია. ორივე პირდაპირ მართასთან და ანუკისთან მივიდა. ალექსანდრე ჩაეხუტა და მაგრად მოეხვია. -ალექს.. რას აკეთებ? -მითხარი რო გიყვარვარ. -შენები არიან ოთახში. -ფეხზე , მითხარი რო გიყვარვარ და არ მშორდები. -რა გეტაკა? -უბრალოდ მითხარი.. -მიყვარხარ-ანუკის შეეცოდა და თვითონაც ჩაეხუტა-კაი წამო სამზარუელოში ყავა მინდა-გამიზნულად მიყავდა რო ყვავილები დაენახა. -მეძინება, არ გვინდა ყავა რა. ხვალ ადრე უნდა ავდგეთ ისევ. -კაი, მაშინ მაცადე წყალს მაინც ავიღებ-ხელი მოკიდა და რასაც ქვია ძალით გაიყვანა. -რა ლამაზი ყვავილებია გოგოებო? სად იყიდეთ?-ბოლოს მაინც ნინამ შეიმჩნია. -არ გვიყიდია-საუბარში მართაც ჩაერთო. გიორგის დიდად არც მიუქცევია ყურადღება, აი ალექსანდრემ კი პირდაპირ ბარათს შეხედა. ,,ყველაზე ლამაზ ახალგაზრდა ქალბატონს არა მარტო მთელ ბათუმში, არამედ მთელ მსოფლიოში'' -ეს რა არი-ალექსანდრეს ტექსტზე გაეცინა-რა ბანალობაა, ყვავილები ბარათებით იყიდება ეხა? -ჩვენ არ გვიყიდია თქო. მაჩუქეს-ანუკიმ ყავის კეთება დაიწყო, ვითომ არ იმჩნევდა რო რამე მნიშვნელოვანი მოხდა. -ვის აჩუქეს?-ეხლა გიორგიც ჩაერთო საუბარში-შენ თუ მართას? -გიორგიმ მაჩუქა-ალექსანდრეს სახე უნდა გენახათ იმ მომენტში. -შენ ბიჭო შ.. ხო არა გაქ?-ძმას მიუტრიალდა-რა ყვავილებს უგზავნი? -შენ ხო არ გააფრინე, შენ შეყვარებულს რატო უნდა ვუგზავნიდე ყვავილებს? -აბა მატყუებს ვერ გავიგე გიორგიმ მაჩუქაო? -სხვა გიორგიმ-ანუკიმ ხელით შემოატრიალა-პლიაჟზე რო გავიცანი დღეს. -რაი? საიდან გაიგო სად ცხოვრობ? -აზრზე არ ვარ. -და ვაზაში უნდა ჩადო მერე? ჩემ სახლში ვიღაცა ბანალური ყ*ის ნაჩუქარი ყვავილები ? გადააგდე. -კაი რა გჭირს, ტიპს არც ვიცნობ. ლამაზი ყვავილებია. იღადავა, ვუთხარი ქმარი მყავს თქო. -რა ნაგლი ტიპია აზრზე ხარ? სახლში უგზავნის და რო უგზავნი არ უნდა გაიგო ჯერ ვის სახლში გზავნი? ან ქმარი ვინ არი? მაგას მო.. -ალექსანდრე!-ანუკიმ შეაჩერა-რა გაეჭვიანებს ესე? რა ვქნა ეხლა ლამაზი ვარ და პლიაჟზეც ჩადრით ვიარო? -გადააგდე ეს-ალექსანდრემ ყვავილები ამოიღო და გიორგის ესროლა. -მე .. მე სად გადავაგდო შენ გადააგდე-ეხლა ისევ ალექსანდრეს ესროლა, უნდა გენახათ რა სანახავი იყო ეს ორი ხელბურთს რო თამაშობდნენ ეკლებიანი ვარდებით-სულ დამესერა ხელები. მართა კვდებოდა სიცილით, ნინა უბრალოდ იდგა და გაურკვევლობაში იყო, ვერ მიმხვდარიყო ანუკი ისევ ღადაობდა თუ მართლა ვიღაცამ გამოაგზავნა ყვავილები. -ძაან აცანცარებული ხარ-ისევ ანუკის მიუბრუნდა, ვარდები გადააგდო და ზევით ავიდა-ამოდი დროზე ზევით!!-მთელ სახლში ისე დაიჭექა მისმა ხმამ, თითქოს სამი მიკროფონი ჰქონოდა ხელში და პლუს გამაძლიერებლები. -ნინა.. არ იყო ნამდვილი გპირდები, მართამ გამოაგზავნა . არ გეგონოს რამე-ანუკსი გაეცინა-ვეღ.. -ანუკი!!!-ეხლა ორჯერ უფრო ხმამაღლა დაიღრიალა. სუ ყველა გაჩუმდა, მართლა გაბრაზებული იყო და ვინმეს სიცილი რო გაეგო, სუ ყველას დაახრჩობდა ალბათ. *** ერთი დღეც და ყველაფერი დამთავრდებოდა, ანუკის აღარ ჰქონდა ამდენი ძალა რო კიდე რამე ახალი მოეფიქრებინა. ამიტო გადაწყვიტა იმ დღეს ჩვეულებრივად მოქცეულიყო. არც ძალიან თბილად და არც ცივად . საღამოსთვის ემზადებოდა, თან ცდილობდა არ შეემჩნია რომ რამე მნიშვნელოვანი ხდებოდა. ალექსმა დილიდანვე ცუდ ხასიათზე გაიღვიძა. ანუკის არაფერი არ უკითხავს, დილა მშვიდობისაც არ უთქვამს. ცოტა ხანში აბაზანიდან ახალი ნაბანავები გამოვიდა, თითოქს უკეთეს ხასიათზე იყო და ანუკის შემოეხვია უკნიდან სანამ ტანსაცმელს ალაგებდა. -ზღვაზე გავიდეთ? -კი. -დღეს ხო მაინც მოდიხარ? კაფეში. -ხო აბა. -რა იყო იქითხ არ გაბრაზებული თუ რა ხო და კით მპასუხობ? -არა, ტანსაცმელი მინდა დავალაგო. მარა დაიკიდე, მოვემზადები და ზღვაში ჩავიდეთ. შენ კიდე ეჭვიანობ იმ გიორგიზე? -ერთს გეტყვი. კიდე დავინახავ დღეს სადმე... და მერე ჩემი დაბადების დღე გავატაროთ პოლიციის განყოფილებაში. და ის ყვავილები თუ არ გადაგვიგდია ჯერ სახლიდან, მაგის გასვენებაში მიიტანე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.