ეშმაკი
ახალი სკოლა, ახალი ადამიანები და ახალი ცხოვრება უკვე მერამდენეჯერ ვიცვლი სკოლას და საცხოვრებელს აღარცკი მახსოვს. დედასთან ერთად ვცხოვრობ, მამა არ მყავს... ის არასდროს მინახავს, როგორც დედა ამბობს ის ძალიან კარგი ადამიანია და ვუყვარვარ მაგრამ ჩემი ნახვა არშეუძლია, ვერ გეტყვით რატომ არ შეუძლია რადგან არც მე ვიცი. სკოლაში წასასვლელად ვემზადებოდი როდესაც კარზე კაკუნის ხმა გავიგე, ძალიან გამიკვირდა რადგან ამ ქალაქში არავის ვიცნობდით. - ვინ შეიძლება იყოს ასე ადრე? _ ჩემთვის ჩავიჩურჩულე და კარის გასაღებად წავედი. კართან მაღალი, გამხდარი და საშინლად ფერმკრთალი მამაკაცი დამხვდა. - გამარჯობა.... ვინ გნებავთ? _ ვკითხე ჩურჩულით, რადგან არ მინდოდა დედაჩემის გაღვიძება. - მე მანანი ახვლედიანთან ვარ მოსული... აქ ცხოვრობს არა? _ ღიმილით მკითხა უცხო კაცმა. - და თქვენ ვინ ბრძანდებით? - მისი ძველი მეგობარი... გთხოვთ დაუძახოთ. - კარგით. _ კარი მივხურე და დედაჩემის საძინებლისკენ წავედი, კარი შევაღე და მხარზე ფრთხილად შევეხე. - დედა გარეთ კართან უცხო კაცია და შენ გკითხულობს. - უცხო კაცი? _ დედაჩემი შეკრთა და საწოლიდან სწრაფად წამოდგა, ხალათი შემოიცვა და გარეთ უთქმელად გავიდა. კარი გამოხსნა და რამდენიმე წამი გაქვავებული შესცქეროდა კაცს. - გიორგი? _ დედაჩემისგან ასეთი ხმა არასოდეს არ გამიგონია, ეს ერთი სიტყვა ყველაფრით იყო სავსე. სითბოთი, ტკივილით, მონატრებით.... არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა უბრალოდ შორიდან ვუყურებდი და ინტერესით ვკვდებოდი. - დედა.... _ ძლივს გავბედე მიახლოვება და ხმის ამორება. - სკოლაში არ გაგვიანდება? _ მკაცრად შემომხედა. - არ მე... - წადი, დროზე. - კარგი მაგრამ - არანაირი მაგრამ უბრალოდ წადი._ ხმის ამოუღებლად დავტოვე სახლი მაგრამ ფეხები უკან მრჩებოდა და ინტერესით ვკვდებოდი. ძალიან ბევრი კითხვა მიტრიალებდა თავში. ვინ იყო ის კაცი, დედაჩემს საიდან იცნობდა, ან დედაჩემი ასე მკაცრად რატომ მომექცა. სკოლოაში დიდი ყურადღება მიიქცია ჩემმა გამოჩენამ როგორც “ახალმა“ . საკლასო ოთახში შესვლისას მასწავლებელმა ჩემს ახალ კლასთან წარმადგინა. - გაიცანით ბავშვებო, თქვენი ახალი კლასელი ანასტასია ახვლედიანი. ყველა ერთ ხმად მომესალმა. ზოგი ჩურჩულებდა, ზოგიც ამრეზით მიყურებდა, მაგრამ მალევე გადაიტანეს ყურადღება სხვა რამეზე. - შენი თავი წარგვიდგინე. _ მასწავლებელმა შუა საკლასო ოთახში დამაყენა და მომთხოვნი თვალებით მიყურებდა. - გამარჯობა... მე ანასტასია ვარ 19 წლის, კლასში ორჯერ ჩავრჩი რადგან ვერ ვახერხებდი სკოლაში სიარულს. დედაჩემის სამსახურის გამო ხშირად გვიწევდა ბინის შეცვლა და ამიტომაც, მოკლედ ცოტა ჩახლართული ამბავია მაგრამ იმედია ერთმანეთს გავუგებთ და კარგი მეგობრები გავხდებით. _ ღმერთოჩემო რა ბანალური გამოსვლა მქონდა. ახალი სკოლაში პირველმა დღემ წყნარად ჩაიარა, სახლში წასვლის წინ ყველას გამოვემშვიდობე მასწავლებელმა კიდევ რამდენიმე სხვა მასწავლებელი გამაცნო, ყველა კარგი ადამიანი ჩანდა და მეც კმაყოფილი ვიყავი ახალი სკოლით. სახლში დავბრუნდი მაგრამ დედაჩემი შინ არდამხვდა, როგორც წესი დღეს სამსახურში არ უნდა წასულიყო, შემდეგ გამახსენდა ის უცხო კაცი დილით რომ მოვიდა და გონებაში ბევრმა საშინელმა აზრმა გამიელვა. იქნებ დედაჩემის დიდი ხნის მტერი იყო და მის მოსაკლავად იყო მოსული?... არა ანასტასია რა სისულელეებზე ფიქრობ ეს ხომ აფსურდია, მაგრამ მაინც ყველაფერი ძალიან უცნაური იყო. ფაქტია რომ დედაჩემი ამ ადამიანს იცნობდა, მაგრამ მე ნამდვილად არ ვიცნობდი, მეკი ყველა ადამიანს ვიცნობ ვისაც დედაჩემთან რაიმე აკავშირებს, ფიქრისაგან ლამის თავი გამისკდა. რამდენიმე წუთში კარების ხმაც გავიგე და მისაღებ ოთახში დედაჩემი შემოვიდა, ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა, ისე რომ მეგონა რაღაც საშინელ ამბავს შეესწრო. - დედა... რამე მოხვდა?_ ვკითხე წყნარი ხმით მან კი გაოცებულმა შემომხედა თითქოს ახლაღა შეამჩნია ჩემი იქ ყოფნა. - არა არაფერი, უბრალოდ გადავიღალე მეტი არაფერი. _ ეს მითხრა და თავის ოთახში წავიდა, არ ვიცოდი რა მეთქვა, ვიფიქრე აჯობებდა დაესვენა და მეორე დღისით მესაუბრა მასთან. დილით დედაჩემმა ძალიან ადრე გამაღვიძა. - ანასტასია.... _ ბუნდოვნად ჩამესმოდა დედაჩემის ხმა _ ანა! გაირვიძე. - რახდება? ასე ადრე რატომ მაღვიძებ? - ადექი და ის ნივთები უკან ჩაალაგე რაც ამოალაგე. _ ნახევრად მძინარე სწრაფად წამოვხტი საწოლიდან. - რატომ? კიდევ გადავდივართ? ჯერ ახლა არ გადმოვედით?! დედაჩემი რამდენიმე წამის განმავლობაში უსიტყვოდ მიყურებდა, ვხედავდი მის თვალებში რომ რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ვერ ბედავდა. - ანასტასია, გახსოვს გუშინ აქ ერთი ადამიანი იყო მოსული, ის ჩემი ძალია დიდი ხნის მეგობარია, მასთან ცხოვრება შემომთავაზა რომ ბინის ქირაში ბევრი ფული არ დაგვეხარჯოს, ხომ იცი ახლა ფინანსურად არც ისეთ კარგ მდგომარეობაში არ ვართ, ამიტომ უარი ვერ ვუთხარი. მე და გიორგის დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს, ერთად ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ. დიდი ხანი არ გავჩერდებით მხოლოდ რამდენიმე კვირა, საკმარის თანხას შევაგროვებ და შემდეგ ცალკე გადავალთ. - დავიღალე ასე ხშირად ბინების შეცვლით, მინდა რომ ერთხელ გავჩერდეთ, ერთი და იგივე ადგილას 5 თვეზე მეტი არ გავჩერებულვართ. - ვიცი და მესმის შენი _ მან ჩემი ხელი მის ოდნავ დანაოჭებულ ხელებში მოიქცა და თბილად მითხრა_ გპირდები ეს ბოლო იქნება, რამდენიმე თქვეში ამ ქალაქიდან წავალთ და ახალ ცხოვრებას დავიწყებთ. ქალაქში ერთი სახლი შევარჩიე, ძალიან ლამაზ ადგილასაა ულამაზესი ხედით, ვიცი რომ მაღალ სართულებზე ცხოვრება მოგწონს, ამიტომ შენს გამო ბინას მეთერტმეტე სართულზე ვყიდულობ, ნაწილი ფული უკვე გადახდილი მაქვს, ნაწილსაც ძალიან მალე მოვაგროვებ. აღარ დაგვჭირდება ბინების ასე ხშირად გამოცვლა, ვიცხოვრებთ წყნარად და მშვიდად, მხოლოდ შენი გვერდში დგომა მჭირდება ანა უნდა გამიგო. _ დედაჩემის სიტყვებზე გული ამიჩუყდა და თვალზე ცრემლი მომადგა. - აქამდე რატომ არ მითხარი? - მინდოდა რომ სიურპრიზი ყოფილიყო შენთვის მაგრამ როგორც ჩანს არ გამომივიდა. - შენ ეს ნამდვილად გამოგივიდა.... მოდი დროს ნუღარ დავკარგავთ და ჩემოდნები ჩავალაგოთ. _ დედაჩემმა სიამაყით სავსე თვალებით შემომხედა და მომეხვია. - ჩავალაგოთ. საღამოს ბატონი გიორგი მოვიდა მოზრდილი მანქანით, ჩვენი ნივთები საბარგულში ჩააწყო, მე და დედაჩემი მანქანაში მოგვათავსა და თავადაც მოთავსდა მძღოლის ადგილას. მის სახლამდე საკმაოდ შორი გზა იყო. ადგილზე მისვლისას მართლაც გაოცებული ვიყავი, ეს სახლი სასახლეს უფრო ჰგავდა მაგრამ რატომღაც ძალიან შემზარავად გამოიყურებოდა. შიგნით ძალიან თბილოდა, უცნაური სიამოვნების გრძნობა მქონდა იმ წამიდან რაც ამ სახლში ფეხი შემოვდგი. ვიგრძენი რომ ოთახში ჩვენ სამის გარდა სხვაც იყო, იქაურობას თვალი მოვავლე და ზედა სართულზე ბიჭი შევამჩნიე. შავგვრემანი მაღალი და საკმაოდ სიმპათიური იყო, მაგრამ რატომღაც შიშისგან სხეული დამეჭიმა, ძალიან მკაცრი მზერით პირდაპირ თვალებში მიყურებდა. - გაიცანით _ ბატონი გიორგის ხმაზე უეცრად შვხტი._ ჩემი ვაჟი ივანი. - გამარჯობა... სასიამოვნოა შენი გაცნობა მე მანანა ვარ _ დედაჩემმა თბილად გაუღიმა და ხელი ჩამოართვა. - ივანი. _ ამ ბიჭს ჰქონდა ისეთი ხმა რამე ცუდი რომ ეთქვა მაინც გესიამოვნებოდა. ახლა ჩემსკენ შემობრუნდა და პირდაპირ თვალებში ჩამაცქერდა. ულამაზესი ლურჯი თვალები და ხშირი წამწამები ჰქონდა - მე ანასტასია_ ხელი გავუწოდე და მანაც ჩამომართვა, ძალიან თბილი და ძლიერი ხელები ჰქონდა. - ძალიან სასიამოვნოა ანნასტასია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.