შემოდგომის პეპელა(თავი 6)
თვალებში ცეცხლჩამდგარმა გახედა ლუკას და დაძაბულს შუბლზე ვენა გამოებერა. ყველაფერს დათმობდა,ოღონდ ახლა ამ სიტუაციაში არ ყოფილიყო და თავის მართლება არ დასჭირვებოდა. -დედა ხო..იცი...უბრალოდ შესაფერისი დრო ვერ გამოვნახე იმისთვის რომ მეთქვა..ეს ყველასთვის ნაცნობი და ბანალური წინადადება ისე დაასრულა ლუკასთვის თვალი არ მოუშორებია. -მეხუმრები ნინე?გუშინ მთელი საღამო ერთად გავატარეთ და საერთოდ ერთი თვეა უკვე ასე ხდება და შენ მეუბნები რომ საჭირო დრო ვერ გამონახე?! -თინა იქნებ ამაზე სახლში ვისაუბროთ და არა ქუჩაში.. -რა დამთხვევაა შვილო,მეც დიდი სიამოვნებით ვისურვებდი რომ ეს ყველაფერი სახლში გამეგო და არა შუა ქუჩაში,ისიც ასეთი საშინელი მეთოდით. -დედა მე.. -ქალბატონო თინა,დიდ ბოდიშს გიხდით ამ ინციდენტისთვის. ვაცნობიერებ რომ შეცდომა დავუშვი და თქვენც და თქვენი ქალიშვილიც უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდეთ. დროს მოგცემთ რომ გაერკვეთ, თუმცა გთხოვთ შეცდომის გამოსწორების უფლება მომეცით. ეცადა ეს უხერხული და დაძაბული გარემო,როგორმე გაენეიტრალებინა,მითუმეტეს რომ ყველაფრის მიზეზს თავად წარმოადგენდა. -...... -დედა წავიდეთ,ლევანი დაბრუნდებოდა. -ლევანი.. სიმწრით გაეცინა ქალს.ხო დაბრუნდებოდა. იმედგაცრულებული იყო საკუთარი სტატუსით თინა. მას დედა ერქვა,მაგრამ ვერ მოახერხა იმდენი, რომ საკუთარ შვილს ურთიერთობის შესახებ გაემხილა.ძალიან დიდი,სევდა აღიბეჭდებოდა მის სახეზე და თუმცა,მაინც შეეცადა გაეგო და უფრო ნათელი კუთხიდან შეეხედა ამ ამბისთვის. -შენი სახელი? -ლუკა. ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა, თუმცა მალევე მიხვდა რომ ახლა ამის დრო არ იყო. -ლუკა,ნინელის ვეტყვი, როდის შევძლებ შენს მიღებას და ის გადმოგცემს სად და რომელ საათზე უნდა მოხვიდე.. -როგორც იტყვით, ქალბატონს თავი დაუკრა და თვალი მიადევნა,როგორ მიეფარნენ ქუჩას. ოდესმე საკუთარი სიგიჟით თმის ღერებამდე კმაყოფილი ყოფილხართ?აი, ეს იყო ის რასაც ახლა ახვლედიანი განიცდიდა. 1 თვის წინ რომ გეკითხათ შეყვარებული თუ გყავსო დამცინავი ტონით გიპასუხებდათ, -ცხოვრების შერგება ახლა მინდა თორემ სერიოზულ ურთიერთობას მერეც გავწვდებიო,ახლა კი..ეჰჰ ახლა, ეშმაკის ბორბალმა უკუღმა დაიწყო ტრიალი. ეზო ღიღინით გაიარა და ლიფტთან რომ მივიდა ჰოი საოცრებავ-----ლიფტი არ მუშაობს. ადამიანი რომელსაც წუწუნი არასდროს ეზარება,დიახ,ლუკა ახვლედიანი, ამ ფაქტს მშვიდად და აუღელვებლად შეხვდა და ღიღინითვე აუყვა კიბეებს, როხროხი რომ მოესმა. მიხვდა ბავშვები ჯერაც არ ასულიყვნენ და ნაბიჯს აუჩქარა. -მეღადავებით?რით ვერ ააღწიეთ აქამდე ბინაში ხალხო? -ვაა ლუკამ დაგვდო პატივიი.. კიბეზე 'წამოწოლილმა' ანიმ ფეხი ფეხზე გადაიდო და გამჭოლი მზერით გახედა ძმას. -მოიცა მოიცა ჩიფსები სადაა?? -რა ჩიფსები? დაბნეულად მომღიმარი სახით შეუბრუნა კითხვა ქეთას -ჩიფსების ამოსატანად არ იყავი მაღაზიაში? უფრო და უფრო რწმუნდებოდა ახვლედიანი რომ აქ ჩიფსები არაფერ შუაში იყო და ლუკა რაღაცეებს ხლართავდა,რის შესახებაც ვაჩემაც იცოდა.. -ა,ხო ჩიფსები კი.. სახე გაებადრა.. -რა გჭირს დაბოლდი?? -შენს გარეშე ძმაო?არასოდეს. თვალი ჩაუკრა ძმაკაცს და ბევრისმთქმელი გამომეტყველებით გახედა. -ჩიფსები არ ქონდათ მაღაზიაში,ასე მითხრეს საღამოს შევივსებთ მარაგსო. -აჰჰ,გასაგებიაა... -რაარი გასაგები ანი? -არაფერი, ძამიკო სახლში რო ავალთ,მინდა გელაპარაკო. -რა პრობლემაა,პროსტა,მეოთხე სართულზე აბირჟავებთ უცნობი მიზეზით და თან მარას სახლის კარებთან,ტაქ შტოო. -აუ ეგ სომეხი ქალი კიდე აქ ცხოვრობს? სიცილით გახედა ვაჩემ ლუკას. -ცხოვრობს და რომელი..თავი ფარაონი გონია, ეს ბინა კიდე პირამიდა. -ეჭვიც არ მეპარებააა.. უფრო მოუმატა სიცილს ვაჩემ და ნელ-ნელა ყველა აჰყვა. ხომ გაგიგიათ სიცილი გადამდებიაო ......... -რა ჯანდაბა, არის ეს ვაახხ ბიჩოო!!! არ წამიღეს თვინები?რა გაცინებთ შუა სადარბაზოში!კაცო მოვკვდი მეძინა და ვერ დაიძინა თქვენს ხელში. მარას ლაპარაკზე და თავსაფარშემოხვეულ, აბურძღლულ თავზე ,ხო ვაბშე ყველა ძირს დაწვა, სიცილისგან და მერე ერთმანეთს ასკდებოდნენ ზევით მიმავალ გზაზე. ბოლოს როგორც იქნა ააღწიეს და ყველა სხვა და სხვა მხარეს წავიდა,ზოგი სააბაზანოში,ზოგი გამოსაცვლელად,ზოგი სამზარეულოში..მხოლოდ ქეთა დაეგდო დივანზე და ალიბისთვის დააყოლა ამოსვლამდე 'პიჩოკები' გზაში დავყარე და არ შემაწუხოთო. -ქეთა სადაა? -მისაღებში დევს. სიცილით თქვა ანიმ -რაიყო კიმარა ოთხი სართული ამოირბინა და გარდაიცვალა? -არ იცი მაგის ამბავი?იძახის მე თქვენი წონა კვადრატში ვმოძრაობ ამხელა ქალი, ჩემი მკერდის გადამკიდე და მაგიტომაც,ჩემი მექანიზმი უფრო ხშირად საჭიროებს, 'პერეზაგრუსკას' ვიდრე თქვენიოო.. ამის გახსენებაზე ორივეს გაეცინა და მისაღებში ჩავიდნენ სადაც ლუკა და ვაჩე, ფანჯარასთან იდგნენ და სიგარეტს ეწეოდნენ, ქეთას კიდე შოკოლადები მუცელზე დაეყარა, თან ჭამდა და თან სიყვარულს უხსნიდა გაბადრული სახით. -ქეთრინ მინდა შეგახსენო,რომ მუხლს აცდენილი ქვედაბოლო გაცვია და საერთოდაც სხვის სახლში ხარ.აჰ კიდევ,აქვე ორი ბიჭია. ვითომ სიცილით ეუბნება ნანკა ქეთას და თან ჩქმეტს. -ხო კაი,კაი გავიგე.რა მწარედ იჩქმიტები,წინა ცხოვრებაში შემთხვევით ხორცის მანქანა ხომ არ იყავი... ისეთი სერიოზული სახით ლაპარაკობდა,თითქოს მსოფლიო პრობლემას ჭრიდა,ამ დროს კი. -რა ხორცის მანქანა გოგო,თავი დაარტყი?ადი გამოიცვალე,სულ სველი ხარ. -უფფ,შოკოლადები არ შეჭამოთ მაშინ სულლ.. -რაღა დატოვე რო?? -ახვლედიანო ენას ამოგაძრობ -ჰუდი მესამე თაროზე დევს ძვიმფასო -აჰამ. -თბილისში დაბრუნებას მალე აპირებ? -კი ორ-სამ დღეში.. -კაი სიტუაციაა იქ? -რავიცი,საკაიფო. ჟუჟუ, მაგარ კერძებს მიმზადებს. ყველანაირ ადამიანს ვიცნობ და უნივერსიტეტში,მეტროთი მივდივარ. ისე..ბათუმს დახატავდა მეტრო. -გაასწორებდა.. დღევანდელთან დაკავშირებით.. -დაიკიდე რა,ეგრე ხშირად აღარ მაწუხებს ხოლმე.. დეპრესიული ჩავარდნები.. უბრალოდ, წარსულს რომ ვიხსენებ,იმედგაცრუებული ვრჩები ბედისწერით.. -ხიმშოს შეხვდი? -არაა,მაგასთან ლაპარაკი მაგრად მიჯიგრებდა ახლა.. -ხო მაგან იცის საკაიფო სიტყვებით ბაზარი.იმენა გამშვიდებს ტიპი.. -მაგას სახლიც ისეთიაქ..გეგონება დედამიწასაა გამოყოფილი.. -ბაზარი არაა. -აბაა ახლა რას ვშვებით სასტავ? ქეთა გამოვიდა სიტყვით. ცისფერი დიდი ჰუდი,პიჟამას შორტი და გრძელი წინდები ეცვა. სათვალეები დაეკოსა და აჩეჩილ,სველ თმას ისწორებდა. -ეე მაგარ საყვარელ ფორმაში ხარ ხოიცი ქეთრინ.. ლუკამ აათვალიერა ქეთა და ორაზროვანი მზერით გახედა ვაჩეს.. -რავიცი ფილმი ავარჩიოთ რამე. -ანის სალაამიი,კაი იდეაა,მიდი აბა შეცუნცულდი და პოპკორნი გააკეთე რაა.პოპკორნის გარეშე ფილმს რა ხიბლიაქ. -ქეთევან შენი სამყოფი პოპკორნი არ მგონია ბათუმში იშოვებოდეს და საერთოდაც ყველაზე დასვენებულები თქვენ ორი მყავხართ და პოპკორნსაც თქვენ იკისრებთ. მზაკვრული თვალებით იხედებოდა ანი და თან ლუკას ანიშნებდა გაჰყოლოდა. -ისა დაა მე მოვამზადებ ბატი ბუტს,მაინც არ დავღლილვარ.. -ლუკა საყვარელო როგორც უკვე ვთქვი ქეთა და ვაჩე მოამზადებენ. -აუ ამასთან ერთად,მარტო, ერთ სივრცეში?მეკაიფებით? -აე სულხან.'ამას' სახელი აქვს და საერთოდაც, დაეტიე მისაღებ ოთახში და ფილმი აარჩიე.მარტოც შევძლებ, როგორმე მომზადებას.. გაბუსხული გამომეტყველებით შევიდა ქეთა სამზარეულოში და კარი მოიხურა. -რა ეწყინა? -დებილი ხარ მე ვიყო ალბერტა. -ე ეგ მამალი კიდე ცოცხალია ისე? -არა პენსიაზეა გასული და ნარდს აგორებს ემიგრანტ მამლებთან ერთად. -ვაახხ,რას მეჟმოტები რაა. წარბის აწევით ანიშნა სამზარეულოში შესვლაზე -უნამუსო ვიყო ლიას თუ არ გავდე მაგ წარბის აწევებით...ქაჯი. -მიდი მეთქი -ხოო,კაი ხო. -ნან მე და ლუკა ცოტა ხნით გავალთ კაი? -ნოუ ფრობლემ,მანამდე მე რამე ბოევიკს ავარჩევ. -გეფიცები, ხანდახან ეჭვი მეპარება იმაში ,რო გოგო ხარ.. -იმის გამო რო ბოევიკს ვუყურებ? სიცილით გახედა ლუკას. -მარტო ეგ კიარაა,მამაშენი გირეკავს ღამის 10 საათზე და გეუბნება ფეხბურთს მაზავო და შენც ისე იგრუზები რავიცი.. -ფეხბურთის ყურებაში რაარი გასაოცარი..სტადიონზე რო უყურებ ვაბშე ასწორებს. -ა ხო ვამბობ ანუკა,შენ რატო არ ხარ ამისნაირი,რა გაჩთი ამფერი ოთახის ძაღლი ვერ ვხვდები.. -გეყოფა ერთი შენ ყურადღების გადატანა და ვითომ კილოთი საუბარი.მიდი მიდი აიარე კიბეები. სამზარეულოს კარები ნელა შეაღო და პირდაპირ გრილი გელის სურნელი იგრძნო.. მაჭავარიანის გოგო აქეთ იქით დადიოდა და საჭირო ნივთებს ეძებდა.თან ყურსასმენები ჰქონდა გაკეთებული და უნიჭოდ მაგრამ მაინც მღეროდა. ნელა მიუახლოვდა.უკვე ისე ახლოს იდგა მასთან,რომ ნორმალური ადამიანი ცდუნებას ვერ გაუძლებდა და სველ თმაზე შეეხებოდა. სქელი,ლამაზი ფორმის ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა და სადღაც ქვესკნელიდან ხრინწიანი,არაადამიანურად სასიამოვნო ხმით დაიჩურჩულა. -აკი სმენა არ მაქვსო?მაშინ რაღატომ მღერი? მოულოდნელობისგან დამფრთხალი გოგო, სწრაფად მოტრიალდა და გაცხელებული ტაფა თავში გლიჯა ბიჭს. -ვააახხხხ.. ამოიღრიალა საცოდავად და ჩაიკეცა. -რა ჯანდაბაა?? შემოვარდა ნანკა.. -მე,მე რავიცი უცებ შემოვიდა და ვერ გავიგე და ტაფა თავში ჩავარტყი.ღმერთო ჩემო მანიაკი ხარ??!!რას იპარებოდი რომ იპარებოდი?! -თავი გამიხეთქა და კიდე მე მადანაშაულებს.ეს ვის შევხვდი ასეთ უჯიშოს! -უჯიშოც ხარ და გამოტვინებულიც! -ნახე!ნახე! კიდე აგრძელებს.. -ვაიმე ვერ ხართ თქვენ კარგად,მაჩვენე თავი.. დიდი დაზიანება არაა,სისხლიც არ მოგდის.როგორც ჩანს სახელური მოგხვდა მხოლოდ.. -ათიანში ვერ გაარტყა გოგომ! -შენ ახლა მისმინე?მეორეჯერ აღარ ავაცელ იცოდე! -ავადმყოფია ალბერტას სულს ვფიცავარ. -ალბერტა ვინღაა -სოფლის მამალი,ისიც შენსავით გაყიოდა დღე და ღამ. -აჰაამმ და მერე ალბერტას მეზობლის ბეკეკა შეუყვარდა,რომელსაც თავზე მარტო ერთი რქა ჰქონდა,მეორე მაშინ დაკარგა კლდეს რომ შეეჯახა.. სიცილით შემოვიდა ანი. -რა დამთხვევაა,იქნებ ამასაც ამოუვიდეს ნატკენ ადგილას რქა! -მასე ფიქრობ? მოჭუტული თვალებით გახედა ლუკამ ქეთას და როცა ორივემ გიაზრა,რომ ერთი ალბერტას როლში იყო მეორე კი ბეკეკას. ცხვირ აბზუებულები სხვადასხვა მხარეს იხედებოდნენ. -აუ ანიი მაცივარი ვერ გავხსენი და მომეხმარე რაა. აივნიდან გაჰკიოდა ნანკა. -მაცივარი რად გინდა გოგო? -ყინული უნდა დავადოთ თავზე. -აუ ლუკა მიდი რა მიეხმარე გთხოვვ,იმას ვერც მე ვერ გავხსნი,ისეა გაყინული ხოლმე. -კაი,კაი. თავი გააქნია და სიცილით წავიდა. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო სანამ ტაფიდან ბატი-ბუტმა ფრენა არ დაიწყო. -რა ჯანდაბაა ბლიად,ტაფა მე არ ჩამარტყი?ეს ბატი-ბუტი საიდან! -ერთი ტაფა არ გვეყოფოდა ყველას და ორი დავადგიი. შენ რომ არ შემოსულიყავი,თავსაფარსაც დავაფარებდი და არც არაფერი მოხდებოდა. -კიდე არ წყვეტს უფალოო!!! -უფალს რა ეძახი ვირო!მომეხმარე თორე პოპკორნის ზღვა დადგა. ახვლედიანი რის ახვლედიანი იყო ეს მომენტები რომ არ ჩაეწერა. -ახლა რაღა ხდება? ოთახში შემოვარდნენ ნანკა და ლუკა. -ტერორისტული აქტი ძმაო,ჩვენს სახლს ბომბავენ! საღამოს7:30 -ოო თქვენ კიდე რას ზიხართ გაბუტულები ვერ გავიგე.. -რას გაიგებ გენაცვალე,იდექი და გვეკაიფებოდი. -ქეთაა,საკმარისია.. -უფფ,ვეღარც გავბრაზებულვარ რაა.. -მე მეუბნები?არააჰ,ფილმით,ვტკბები რაზეა ლაპარაკი,ლამაზო. -ვაჩეე..ისე დღეს მაგარი ჩაატარეთ. სიცილით თქვა ანიმ. -მაგრადაც გაგვიმართლა.. ქეთას გახედა და თვალი ჩაუკრა ის კიდევ დაეჭყანა. შოკოლადების მაღაზიაში ორი კამერა ეყენა,ერთი გარეთ და ერთიც შიგნით თუმცა როგორც უკვე ითქვა რაღაც ისე არ იყო... •უეცრად მაღაზიასთან მანქანა გაჩერდა და იქედან ელექტრიკი გადმოვიდა. როგორც აღმოჩნდა სამუშაო საათებში,მათდა სასარგებლოდ, კამერები გაფუჭებული იყო და ეს ჩაფსკვნილი,სიმპათიური ტიპიც სწორედ, მათ შესაკეთებლად მოვიდა. -აუუჰჰ... ამოიხვნეშა ქეთამ.. -რაიყო შენ პედოფილი ხარ გოგო?ლამის მამაშენის ასაკისაა.. -შენ რა გადარდებს ნეტა? ეშმაკური თვალებით შეხედა ვაჩეს.. -არ აპირებდა შეპუებას,მაგრამ გაახსენდა რომ მოლარე უსმენდათ. -რა უნდა მადარდებს ძვირფასო? იმის გარდა რომ ჩემი ცოლი და მომავალი ვაჟის დედა ხარ.. -სმურფო ჩემო,ახლა არ მომკლა და მეტი თუ მინდოდეს რამე.. დაიჩურჩულა ქეთამ და მღელვარებისგან აკანკალებული თითები, ზურგსუკან გადაიფსკვნა. დანებებას არ აპირებდა. -ააჰჰ,ესეიგი ეჭვიანობბ?? მიუახლოვდა და თითები ლოყაზე ჩამოუსვა,ზემოდან ქვემოთ და ბოლოს ტუჩის კუთხეზეც.. -უნდა ვიეჭვიანო კი? -არ ვიცი საყვარელო,ქალი ცბიერია..მითუმეტესს ორსული,ვინ იცის როდის რა მოუვა თავში აზრად..თან თუ ჩემსავით ლამაზია ეს ქალი? -იქ,სადაც ჩემი ტერიტორიაა, სხვა ფეხს ვ ე რ შემოდგამს. და თუ მაინც მოხდება ასე,ე.ი არც ყოფილა ჩემი ტერიტორია! წელზე შემოხვია ხელი და სხეულზე მიიკრა გოგო. მაღაზიაში ყველას ყურადღება წყვილისკენ იყო მიმართული და სწორედ ამ მომენტში ანი და ლუკა ნელ-ნელა ჯიბეებს ივსებდნენ -მიდი,მიდი..ეგეც აიღე ჩურჩულებდა ანი.. -ანი იქნებ გვეყოს.. -კარგი რაა აქ სამი შოკოლადისთვის არ შემოვსულ.. -უკაცრავად უკვე აარჩიეთ? წარბაწეული შემოუტრიალდათ გამყიდველი და ისეთი სახე ჰქონდა მორგებული,კარგზე არაფერზე მიანიშნებდათ. -იცით..ჩვენ იშვიათი სახეობის შოკოლადს ვეძებთ,ნუშით და თეთრი შოკოლადით..უკვე იმდენ მაღაზიაში ვიყავით.. მოხდენილად გადაიწია თმა ახლედიანის გოგომ. გამყიდველი თითქოს მოლბა მაგრამ როცა ხელი ქვევით დაწია,შემთხვევით სავსე ჯიბეზე მოუხვდა და შოკოლადი გადმოუვარდა.. -ის ის იყო ეჭვებისგან გაგიჟებულ გამყიდველს ძირს უნდა დაეხედა რომ მაღაზიაში გამაყრუებელი სილის გაწვნის ხმა გაისმა. -მე არ ვარ ისეთი კაცის ღირსი,რომელიც ფიქრობს რომ მისი ცოლი მახინჯია!უკეთეს შემთხვევაში კი სხვა ქალზე რამით ნაკლები. არ მინდა არც შენი შოკოლადი და არც ნამცხვარი! აწითლებული ქეთა მაღაზიიდან გავარდა,ვაჩე კი ერთ ადგილას გაშეშებული იდგა. ყველა გაკვირვებული იყო ამ სცენით და ამასობაში ანიმ და ლუკამ საკმარისად ბევრი შოკოლადიც აიღეს და მაღაზიიდან აორთქლდნენ. კარების ზღურბლზე დადგეს თუ არა ფეხი,სიგნალიზაცია ჩაირთო და გვერდით მიმაგრებული ოთახიდან ორი დაცვის წევრი გამოვარდა. ამის დანახვაზე ქეთამ წაქცევა გაითამაშა და იკივლა. -ვაიმე ღმერთო! -კახა!კახა!მიეხმარე ორსულადაა გოგონა! -ერთი დაცვის წევრი ქეთასთან დარჩა,მეორე კი ანის და ლუკას აედევნა თუმცა ვაი რომ ახალგაზრდობას უშრეტი ენერგიის წყარო ახასიათებს. -არა რაა დღიურში ჩასაწერი დღეა პირდაპირრ. ამოსთქვა ანიმ და ბოლო წილი შოკოლადიც შეჭამა. -არა რა დათო ხომ გითხარი, უფრო ადრე წამოვიდეთ მეთქი. ამდენი ბავშვი გვყავს სტუმრად,ჩვენი გოგოც ბოლომდე არ.. -ჩშშ..შეხედე.. -სასტუმრო ოთახში,დივანზე გოგონები ერთმანეთზე იყვნენ გადაწოლილები,ხალიჩაზე კიდევ ბალიშებში ჩაფლული ბიჭები მოჩანდნენ. -გამაგიჟებენ ესენი მე,რაიყო ოთახები არ გვქონდა?! -რა გაბრაზებს ვერ გამიგია,ბავშვებს მიეძინათ,არ გააღვიძო. -ხო,ხო კაი..გაეღიმა ქალს. მოიცა სურათს მაინც გადავუღებ. -ჩემი დახატულები. სურათი გადაიღეს და სიცილით მიიყუჟნენ ოთახში. ღამის 4:35 გარინდულ ოთახში,საახალწლო ფეიერვერკივით გაისმა მუცლის ხმა. -ბღღღღუუჰჰ გაურკვევლი ბგერებიც თან მიჰყვა. -ღმერთო ჩემო! უცებ წამოხტა ქეთა. -ეს დორბლი ჩემია?ასე ძალიან მშია??? •მოგშივდებოდა გენაცვალე აბა რა,10 ლარიან შაურმას ხედავდი სიზმარში. •ნუ უჯერებ შენ ამას,არ აჰყვე,ახლა რომ ჭამო ღლონტის ღორს დაემსგავსები! •მოიცა ერთი რაა,თავი რატო უნდა შეიზღუდოს ნეტა.შიმშილი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. •გაიხსენე რომ სხვის სახლში ხარ! •ანის სახლი სხვისი სახლი არაა •გეყოფა სისულელეები!სირცხვილია გოგო! სანამ ეს ორი პიროვნება ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ, პოხუისტი მაჭავარიანი,წამოდგა და ფრთხილად დაიძრა სამზარეულოსკენ. ტელეფონის განათებით იკვალავდა გზას..უცებ დაამთქნარა და თვალები მიელულა,როცა გაახილა პირდაპირ ვარდოს წააწყდა და შიშისგან იქვე მდგარ მაგიდის წვერს ფეხი მიარტყა. პირზე ხელი აიფარა,რომ როგორმე კივილი შეეკავებინა და სწრაფი ნაბიჯით შევიდა სამზარეულოში. -იმ ვირს,რომ ძინავს,მისი ზაზუნა მიშხამებს ცხოვრების ამაღელვებელ მომენტებს. -უფფფ,ჩემი საწყალი ბუთხუზა ნეკა.. მაცივარი გამოაღო და ხელები წელზე შემოიწყო. -აბაა..საჭმელებოო,ვის გინდათ ლუქსი იქირაოთ ჩემს მუცელში? გპირდებით ზღვის ხედით იქნება. საკუთარ ლაპარაკზე ეცინებოდა,როცა კუთხეში ნუტელა შენიშნა. თვალები გაუბწყინდა,პატარა ბავშვივით მოუთმენელი გახდა,გული აუჩქარდა.სწრაფად გამოიღო ქილა,დიდი კოვზიც იპოვნა და დივანზე დადებული პლედით,აივანზე გავიდა,სადაც საქანელა,ღამის ლამპიონები და მთვარე ელოდა. -ცხოვრება მარტო ამისთვის ღირს.. ესღა თქვა და სუფრის კოვზი ყბისკენ გააქანა. ღრმად ვერ დაიძინა,თავის ტკივილის გამო... ცდილობდა დილამდე,როგორმე თვალები დაესვენებინა ხმაური რომ მოესმა.თვალები ნელა გაახილა და სიცილი ძლივს შეიკავა ქეთას დანახვაზე, რომელიც ისე დახტოდა ცალ ფეხზე თითქოს კლასობანას თამაშობდა.ინტერესმა შეიპყრო და უკან გაჰყვა. -იმ ვირს,რომ ძინავს,მისი ზაზუნა მიშხამებს ცხოვრების ამაღელვებელ მომენტებს. -ოჰჰ,ვირი ვარ თურმე..თხა. აივანზე რომ გავიდა,არ გაჰყოლია.ოთახიდან უყურებდა, იქვე მაგიდაზე კალამი და თაბახის ფერადი ფურცლები რომ შენიშნა.ერთიანად აიღო და აივანზე გავიდა. -ღმერთო მაღალო მოჩვენება!! -ნუ ყვირი გოგო! პირზე ხელი ააფარა -რა შავი მეხი გინდა,მარტო ყოფნაც არ დამაცადო. -ნუ ბუზღუნებ,საჩხუბრად არ გამოვსულვარ.. -აბა რისთვის?საერთოდ მითვალთვალებ?რატომ არ გძინავს.. -დაკითხვაზე ვარ? -მეტი საქმე არა მაქვს რააა.. -რაღაც არ გეტყობა.. გაეცინა და ლოყებზე ნაჩხვლეტები გაუჩნდა. ქეთას მზერა გაუშეშდა..რაღაცნაირი ბედნიერებით სავსე,სიმშვიდის გრძნობა დაეუფლა.თითქოს ის იპოვა ვისთან ერთადაც უბრალოდ დაჯდებოდა და ერთდროულად არაფერზე და ყველაფერზე ილაპარაკებდა. ვისთან ერთადაც ცას შეხეხავდა,მოღუბლულს ან ვარსკვლავებით მოჭედილს.თუნდაც უკიდეგანოდ შავს.. გული აუძგერდა და მოზღვავებული ემოციებისგან თვალები აუწყლიანდა. -აი,გამომართვი. -რა? -რამე დააწერე,შემდეგ, თვითმფრინავის ფორმა მიეცი და გავუშვათ. -ქარი რომ არ ქრის? -დარწმუნებული ხარ? -უცნაური მზერით უმზერდა გოგოს.თითქოს მასში აღწევდა და მნიშვნელოვან შეგრძნებებს უმოწყალოდ,ეშმაკურად პარავდა. უცებ მიიზიდა და ჩაეხუტა. -რას გრძნობ მაჭავარიანო?ყურთან დაუჩურჩულა.. -მე.. ქარი ამოვარდა და ფერადი ფურცლები ააფრიალა. მერვე სართულიდან ფარფატით ეშვებოდნენ. ქეთა კი კისკისებდა ამ სანახაობაზე და მოჭუტული თვალებით,ყურებამდე ბედნიერი მის კუთვნილ ფურცელზე წერდა. -დაასრულე? -კი,შენ? -მეც..მაშინ გავუშვათ. -დაე იფრინონ. -დაე იფრინონ.. •მინდა შემოდგომის ქარბუქს გავდეს,ჩემი სანუკვარი სიყვარული.უცებ მოფრინდეს და თან წამიღოს ქაღალდის თვითმფრინავივით,შორს იმ კუთხეში,სადაც იდუმალი პიროვნება ჩემს ლოდინში დაიწვა კელაპტარივით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.