უკანასკნელი კოცნა (5 თავი)
თათიამ ჩემი დამტვრეული ტელეფონი რომ მომიტანა საშინლად გავბრაზდი, რადგან ვერაფრით ვეღარ ჩავრთეთ, ჯანდაბა, ჯანდაბა, ყვიროდა ჩემი გონება -ასე რატომ გაბრაზდი? მაინც მარტო დასარეკად იყენებდი, ფარნიანი ნოკია იყიდე-მამშვიდებს თათია -რა სასაცილოა-ვბრაზდები მე -არა მართლა-სერიოზულად მეუბნება -თათია ნერვებს მიშლი -ინტერნეტით შენ არ სარგებლობ, Ფოტოებს შენ არ იღებ და რა ჯანდაბად გინდა ათას ლარიანი ტელეფონი?-გულწრფელად უკვირს -თათია სისულელეებზე ფიქრს ჯობია ყავა მოადუღო და მომართვა-ვუბრძანებ და სიგარეტს ვუკიდებ -ამ ჯართს თორნიკეს ვაჩვენებ იქნებ რამე მოუხერხოს-ჩემს ტელეფონს იღებს ხელში და სანამ რამეს ვიტყვი ოთახიდან გადის, ძალიან ვბრაზდები რომ თორნიკეს უტიფრობას შევწირე ჩემი ტელეფონი, ახალს მართლა ვერ ვიყიდი რადგან ჯერ ანას ტელეფონის განვადება მაქ დასაფარი, მგონი თათია მართალია, მგონი მართლა მომიწევს ფარნიანი ნოკიის ყიდვა, უცებ ჩემი ოთახის კარი იღება თორნიკე შემოდის ტელეფონით და ორი ყავის ჭიქით ხელში, ყველაფერს ტუმბოზე დებს და ისე რომ ზედაც არ მიყურებს ერთერთ ყავის ჭიქას იღებს Ხელში, გამორთულ გამათბობელს ეყრდნობა ყავას წრუპავს და უკმაყოფილო სახით იჯღანება -მაინც ამერია ჭიქები- ბუღზუნებს -მომეცი დავლევ-ხელს ვუწვდი და პირდაპირ თვალებში ვუყურებ -ჩემს ნაპირალს დალევ?-უკვირს გულწრფელად, მე თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და ხელს ვუწვდი, თორნიკე ჭიქას მაძლევს და მეორეს იღებს -ვერაფრით ვხვდები უშაქრო ყავას რა მუღამს უჭერ -უბრალო მოკვდავები ვერც მიხვდებით-ვეუბნები გამაღიზიანებელი ტონით, მინდა რომ გავაბრაზო -დიდი ხანია რაც თავი დედოფალი გგონიათ ქალბატონი მარიამ?-პირდაპირ თვალებში მიყურებს და ეცინება, ისევ მოახერხა ჩემი მწყობრიდან გამოყვანა -არ მგონია-ვპასუხობ კარგახნის ფიქრის მერე და სიგარეტის ნახევრად ჩამწვარ ღერს საფერფლეში ვაქრობ, რატომღაც ხასიათი მიფუჭდება -მგონი გეწყენინე?-მეკითხება ცოტა დაბნეული -შენ მე ვარაფერს მაწყენინებ-ვპასუხობ გაღიზიანებული ტონით, რაღაც უსიამოვნო სიჩუმე ჩამოწვა ოთახში -აბა როგორაა ჩემი უჟმური გოგო?-თათია შემოფარფატდა მხიარული სახით -უკეთესადაც ვყოფილვარ-ვიღრინები და ყავის ცარიელ ჭიქას ტუმბოზე ვდებ -ხო მართლა რომელი საათია?-ვეკითხები თათიას -ხუთი საათია-მპასუხობს დაბნეული -შეგიძლია ჩემი კაბა მომიტანო?-ისევ თათიას ვეკითხები -კი როგორ არ შემიძლია-თათია გადის და მალევე ბრუნდება ჩემი კაბით ხელში-ჯერ არ გამშრალა-ამბობს შეფიქრიანებული და კაბას მაწვდის -არაუშავს, უთო ან ფენი გექნება-მივმართავ ამ დრომდე დაიგნორებულ თორნიკეს -არ მაქვს-მეუბნება გაბრაზებული ტონით -რომელი საუკუნეა? -ისე სერიოზულად ვსვავ ამ კითხვას რომ ორივე იბნევა -მარიამ-თათია თვალებს მიბრიალებს, მე თავს ვერ ვიკავებ და მეცინება მის დაქაჩულ თვალებზე -კარგად ერთობი ჩვენს ნერვებზე თამაშით დედოფალო? -ბრაზდება თორნიკე -ასე ნუ მომმართავ-წამში ხასიეთი მეცვლება -ვერ ვხვდები რა გემართება-სერიოზულად გამოდის მდგომარეობიდან -ყურადღებას ნუ მიაქცევ-თათია ცდილობს სიტუაცია განმუხტოს -უბრალოდ ასე ნუ მომმართავ-უკან ვიხევ -მარიამ ხო მართლა-თათია სხვა თემაზე გადადის -შენი ნომერი თორნიკემ თავის ძველ ტელეფონში ჩადო -არ მჭირდება შენი ტელეფონი-ვუბღვერი თორნიკეს -ნუ გეშინია არ გჩუქნი, სანამ ახალს იყიდი უბრალოდ გათხოვე -მეუბნება ბრაზნარევი ტონით -არ მინდა -მარიამ ნუ ბავშვობ ძალიან გთხოვ-თათია ისევ თვალებს მიბრილებს -არ მინდა-მეთქი -ვიმეორებ ჯიუტად -კარგი თუ არ გინდა-თორნიკე ტელეფონიდან ჩემს ნომერს იღებს და ტუმბოზე აგდებს უკმაყოფილო სახით -იმედია დამშვიდდი ეხლა!-ისეთი გაბრაზებულია თითქოს რაღაც საშინელება ჩავადენინე -ჩვენი პაციენტი როგორაა?-მესმის ლუკას ხმა კარს მიღმა და წამში სუნთქვა მეკვრება, იმის წარმოდგენაც კი მზარავს რომ მასთან ერთად ოთახში შეიძლება ის არარაობაც შემოვიდეს, ამიტომ დაძაბული ვაჩერდები ოთახის კარს რომელიც მალევე იღება და ერთმანეთის მიყოლებით შემოდიან ლუკა, იკა და ბოლოს ვაჩე... ინსტიქტურად მზერა ვაჩეს შავ უსიცოცხლო თვალებზე მეყინება, მინდა თვალი ავარიდო მაგრამ ვერ ვახერხებ, მოჯადოებულივით ვუყურებ ადამიანს ვინც ცხოვრება ერთ ღამეში გამინადგურა... ვგრძნობ ნელ-ნელა როგორ მეყინება სისხლი ძარღვებში, ნელ-ნელა როგორ ვკარგავ მხედველობის და მეტყველების უნარს, გონებაც მებინდება -მარიამ?-შორიდან ჩამესმის ვიღაცის ხმა, მე ვაჩეს საზიზღარ სახეს მზერას ვარიდებ მაგრამ ვერავის და ვეღარაფერს ვხედავ... მხოლოდ კადრებად ვხედავ წარსულის ჯოჯოხეთურ ღამეს... ღვინო, ვაჩე, საწოლი... გულის რევის შეგრძნება მიშხამავს მთელს სხეულს, ვერცკი ვაცნობიერებ როგორ ვდგები საწოლიდან და სააბაზანო ითახისაკენ გავრბივარ, მაშინვე საპირფარეშოში ვეყუდები -მარიამ-თორნიკე შემოდის -გადი ახლავე გადი-ვყვირი ბოლო ხმაზე და ვცდილობ რომ თავი ხელში ავიყვანო, მაგრამ არაფერი გამომდის, მთელი სხეული მიცახცახებს უნებურად -მარიამ რა გემართება?-თორნიკე მიახლოვდება და ფეხზე მაყენებს, სახეზე ჩამოყრილ თმას ყურსუკან მიწევს და ამღვრეულ თვალებში მაცქერდება -გთხოვ გადი-ვეუბნები ხმა აკანკალებული -მარტო ვერ დაგტოვებ-მიყურებს დაბნეული -გთხოვ მარტო ყოფნა მჭირდება-ვეუბნები მუდარით, დიდხანს მიყურებდა თვალებში და ბოლოს მიტრიალდა უთქმელად, როგორც კი გავიდა მაშინვე კარი ჩავკეტე და ადგილზე ჩავიკეცე, ცხვირი ამეწვა და მოწოლილ ცრემლებს უფლება მივეცი რომ გადმოდენილიყვნენ, ყველაფრის თავიდან გადატანა მომიწია, ყველა ჭრილობა ერთად გამეხსნა, მთელი სხეულით ვკანკალებდი, ახლაც კი ვგრძნობდი მის შეხებას, მის საზიზღარ სურნელს... თერთმეტი წელი გავიდა, მაგრამ ისევ ისე მტკივა ის ღამე როგორც მაშინ... დრომ ვერ გაანელა ის ტკივილი, იმედგაცრეუბა და ზიზღი რასაც მაშინ განვიცდიდი მის მიმართ... გაანელა კი არა კიდევ უფრო გააღვივაა... გააზლიერა... მითუმეტეს ახლა როცა ისევ შევხვდი და დავინახე მისი სახე, ამ ქვეყნად ყველაზე საზიზღარი და გულისამრევი სახე... -მარიამ კარგად ხარ?-თორნიკემ მომიკაკუნა კარზე -წყალს გადავივლებ და გამოვალ-ვუთხღი ძლივს შეკავებული ტირილით -მალე გელოდები-მითხრა გაღიზიანებული ტონით, მე ცრემლები შევიმშრალე ფეხზე ავდექი და გადავწყვიტე მართლა გადამევლო წყალი რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავი, მაგრამ ცხელმა შხაპმაც ვერ მიშველა, Ვაჩეზე ფიქრი თავს არ მანებებდა, მისმა ნახვამ ისევ მაიძულა იმ ღამის გახსენება და ყველაფრის თავიდან გადატანა, სინამდვილეში წესიერად არაფერი მახსოვს, არვიცი გადატანილი შიშის, ძალადობის თუ სტრესის ბრალია მაგრამ ყველაფერი მხოლოდ კადრებად მახსოვს დღემდე, მაგრამ ის ყველა გრძნობა რაც მაშინ დამეუფლა დღემდე თან მდევს და ვერაფერს ვუხერხებ... პირველი კადრი, ღვინის ჭიქაა და ვაჩეს მ მომღიმარი საზიზღარი სახე... მერე ეზო და ისევ ვაჩეს გულისამრევი სახე... მანქანა...მაგრამ ვისი არ მახსოვს, არც ის მახსოვს როდის და როგორ ჩავჯექი შიგ... არც ის მახსოვს სად მივედით ან როდის, ან რატომ... შემდეგი კადრი რაც მახსოვს ვაჩეს გულისამრევი სახე ჩემს ზემოდან, ამ დროს მომხდარი არ მახსოვს უფრო რაღაც საშინელი შეგრძნებები მახსოვს, რომლებიც დღემდე სულს მიწამლავს... შემდეგი კადრი არის უცნობი საწოლის და ოთახის აღქმა, ამის მერე კარგად მახსოვს ჩემი კივილი იმის გააზრებაზე რომ შიშველი ვიწექი ვიღაცის გვერდით, კარგად მახსოვს ვაჩეს უხეში და აგრესიი ქცევა... როგორ მიმტკიცებდა რომ ეს ჩემი სურვილით მოხდა, როგორ დამიჭირა მაჯები დ ზემოდან მომექცა, კარგად მახსოვს როგორ მიმტკიცებდა რომ მისი ცოლობის მეტი სხვა გზა არ მქონდა, მაგრამ მე მაინც ვკიოდი და მახსოვს როგორ სცადა ჩემი ხმის დახშობა თავისი საზიზღარი ტუჩებით... რამდენადაც ვეწინააღმდეგებოდი იმდენად აგრესიული იყო მისი ქცევა... გამაჟრჟოლა ამ ყველაფრის გახსენებაზე და ისევ ცრემლები მომეძალა, რაც მეტად ვცდილობდი დამშვიდებას და თავის ხელში აყვანას მით მეტად მითრევდა ჩემი ტკივილი თავის სიღრმეში და მანადგურებდა მერე ისევ კადრებად მახსოვს მისთვის რაღაცის ჩარტყმა თავში,ჩემი კაბის ჩაცმა, ფეხშიშველი გაქცევა... ,ჯანდაბა ჯანდაბა, გონს მოდი მარიამ დადიანო შევყვირე საკუთარ თავს, ის შენ ვეღარფერს დაგიშავებს, რაც მოხდა დიდიხნის წინ მოხდა, ახლა შენ ის პატარა შეშინებული გოგო არ ხარ! ვარმშვიდებდი საკუთარ თავს ვცდილობდი აზრზე მოვსულიყავი, დიდი დრო დამჭირდა მაგრამ მაინც მოვერიე თავს, საკუთარ შიშებს ზიზღს სიძულვილს და საშხაპედან გამოვედი, ისევ თორნიკეს პერანგი ჩავიცვი და სარკეში ჩავიხედე, გავბრაზდი საკუთარ თავზე, ისევ ის ლატარა შეშინებული გოგო ვიყავი, თერთმეტი წლის მერე ისევ ის უსუსური და შეშინებული პატარა გოგო ვიყავი ვისაც მთელი ეს წლები ვებრძოდი, გაბრაზებულმა თმა დავივარცხნე, თავი ამაყად ავწიე და საკუთარ თავს პირობა მივეცი რომ იმ არაკაცის მიმართ ზიზღას და შიშსაც ჩემში გავანადგურებდი, ის არარაობა არ იმსახურებდა ჩემს ცრემლებს! მისგამო არუნდა მეტირა! მითუმეტეს არ უნდა შემშინებოდა მისი! მე ის პატარა მარიკუნა აღარ ვიყავი! კარი გავაღე, იმის მიუხედავად რომ ჯერ ისევ მიკანკალებდა თითები მაინც გავედი იმ ოთახშინსადაც ისევ მელოდა ბრძოლა საკუთარ თავთან -მარიამ რა გემართება?-თორნიკე მომიახლოვდა და თვალეᲑში ჩამაცქერდა, საბედნიეროდ მის გარდა ოთახში არავინ იყო -სახლში წასვლა მინდა-ავხედე თვალებ აწყლიანებულმა -წაგიყვან-მითხრა კარგახნის დუმილის მერე და Ხელის ზურგი ლოყაზე ჩამომისვა -მე და შენ სალაპარაკო გვაქვს-მითხრა ბრაზნარევი ტონით -არ გვაქვს-ვუთარი დარწმუნებით და გვერდის ავლა ვცადე მაგრამ გზა გადამიჭრა -მარიამ გინდა რომ გამაგიჟო?-ზედ ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა და სულ ოდნავ შემეხო კიდეც -მინდა რომ თავი დამანებო-Ვუთხარი ისე რომ არ შემიხედია სახე ალეწილი ბიჭისთვის, რომელმაც დიდი ალბათობით ჩემი ნათქვამი სიტყვები გამოწვევად უფრო მიიღო ვიდრე ჩემს გულწრფელ სურვილად, ამიტომ წელზე შემომხვია ცივი ხელები და სხეულზე მიმიკრო -მართლა გინდა ეს?-მკითხა სუნთქვა აჩქარებულმა და ცხელი სუნთქვა სახეზე მომაფრქვია -მინდა-ვუთხარი კარგახნის დუმილის მერე დაძაბული ტონით თავ დახრილმა -თვალებში მიყურე და ისე მითხარი ეგ სიტყვები-დაიჩურჩულა ისევ ჩემს ტუჩებთან და უფრო მეტად მიმიკრო სხეულზე, მესმოდა მისი გულის გამალებული ფეთქვის ხმა, ვგრძენი როგორ აუდუღდა სისხლი ძარღვებში და როგორ აუჩქარდა სუნთქვა -თორნიკე ხელი გამიშვი-მხოლოდ ესღა მოვახერხე რომ მეთქვა რადგან ვგრძნობდი როგორ მაკარგვინებდა თავზე კონტროლს -მითხარი-დაიჩურჩულა ისევ -თავი დამანებე -ვცადე ხელიდან დავსხლტომოდი -თუ მეტყვი რომ ჩემთან ყოფნა არ გინდა თავს დაგანებებ უსუტყვოდ! კითხვების დასმის გარეშე! მაგრამ თუ არ მეტყვი იცოდე რომ თავს აღარასოდეს დაგანებებ!-მითხრა მუქრა ნარევი ტონით, მე ინსტიქტურა თავი ავწიე Და თვალებში ჩავაცქერდი, ისე დავიძაბე რომ ხმის ამოღება ვერ შევძელი, ვერაფერი ვთქვი საერთოდ, მივხვდი რომ ახლა თუ ხმას ამოვიღებდი მას სამუდამოდ დავკარგავდი და ეს არ შემეძლო, ასე მარტივად მასზე უარის თქმა არ შემეძლო... რა მემართება? ერთი სიტყვა... მხოლოდ ერთი სიტყვა და თვალეში ჩახედვა საკმარისი რომ დავასრულო ჩემი წამებაც და მისიც მაგრამ ხმას ვერ ვიღებ, ძალა არ მყოფნის... ჯანდაბა რატომ? ასე რატომ მემართება? რატომ არ შემიძლია ვუთხრა რომ მასთან ყოფნა არ მინდა? ეს ხომ ასე მარტივია? უბრალოდ თვალებში ჩახედვაა საჭირო -Არ შეგიძლია ხომ ასე?-მეუბნება გამარჯვებული სახით -ხელი გამიშვი-ვუებნები სუნთქვა არეული და როგორც კი ჩემს ტუჩებს ეწებება მისი ვნებიანი ცხელი ტუჩები მაშინვე ვიბნევი და ვცდილობ თავი არ დავკარგო არეულ ემოციებში, ამჯერად აღარ ვეწინააღმდეგები და მის ვნებიან კოცნას კოცნით ვპასუხობ რადგან ზუსტად ვიცი ასე იმიტომ იქცევა, რომ დარწმუნდეს ვაჩესთან არაფერი მაკავშირებს...მეც მხოლოდ მის დასარწმუნებლად ვპასუხობ კოცნას კოცნით, სინამდვილეში ეს ის კოცნა არაა, ის თავდავიწყება და ცაში ავარდნა რაც Ორ შეყვარებულ ადამიანს აკავშირებს,სინამდვილეში ეს ყალბი კოცნაა, მაგრამ იმისთვის რომ რეალურ გრძნობებს გასაქანი მივცეთ, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა! -მაგიჟებ-მოულოდნელად წყდება ჩემს ტუჩებს და ჩურჩულებს თავგზააბნეული -როდის მოვასწარი შენი გაგიჟება?-ვეკითხები წარბშეკრული და მაშინვე ხელს მიშვებს -არვიცი-მხრება იჩეჩავს უდანაშაულო ბავშვივით -მგონი ზედმეტად ხარ აყოლილი საკუთარ დაუოკებელ ვნებებს-ვეუბნები გასაღიზიანებლად -შაᲥრიანი ყავა დალიე აწი იქნებ ენა დაგიტკბეს-მეუბნება მკაცრი ტონით და სანამ რამეს ვეტყვი ოთახიდან გადის, წამში თათია შემოდის -კაბა გაგიუთოვე მიდი დროზე ჩაიცვი და წავიდეთ აქედან-ხელში მაჩეჩებს აღელვებული -არმე მოხდა?-ვცდილობ არ გადამედოს მისი შფოთვა -ეს ბიჭები არანორმალურები არიან-მეუბნება მტკიცებით ფორმაში და გიჟივით მეცინება მისი ალეწილი სახის შემხედვარეს -იქნებ შენ ხარ ზედმეტად ჭკვიანი? -ვცდილობ რომ ყველაფერი იუმორში გავატარო -მეკითხებოდნენ სკოლა დავამთავრე თუ არა, რა ნიშნებზე ვსაწვლობ და საერთოდ კოკა-კოლას დალევის ნებას თუ მაძლევენ ოჯახში-მე მაშინვე მივხვდი რომ ამ სისულელეებს ლუკა კითხავდა და მეცინება -მერე?-თათიას დუმილზე ცოტა დავᲘძაბე, ვიფიქრე ვაჩემაც ხომარ კითხა რამე-თქო -მერე ნიკა შემოვიდა და მოაკეტინა-მეუბნება თათია ცოტა არ იყოს და აღფრთოვანებული -ნიკამ?-გავოცდი მე -ჰო ნიკამ, გიჟებივით იცინოდნენ და გააჩუმა ყველა -არ მჯერა-ვერ ვიჯერებ რომ ნიკას კეთილი საქმის ჩადენა შეუძლია -მიდი ჩაიცვი და წავედით აქედან-მახსენებს რომ ჩასაცმელი მაქვს კაბა, მე ვატრიალებ კარისკენ თათიას და ჩემ წითელ კაბას წამში ვიცმევ -მორჩა წავედით სანამ საბოლოოდ არ გაგვაგიჟეს -წავედით-თათია ხელს მკიდებს და მისაღებში გავყავარ, განზრახ თავდახრილი ვარ რომ ვაჩეს საზიზღარი სახე არ დავინახო -მარიამ შენს პაციენტს არ მოიკითხავ?-თორნიკე თავზე წამომადგა, მე გაცეცხლებულმა ავხედე და კარგახნის ფიქრის მერე ვუპასუხე -როგორც მივხვდი არ მომკვდარა-ვამბობ გაღიზიანებული ტონით -შენ მე მეორე სიცოცხლე მაჩუქე-მესმის თორნიკეს უკან ვაჩეს ხმა რომელიც მოგვიახლოვდა მე და თათიას, ღმერთო ოღონდ ეს არა, ოღონდ ეს არა, ჯანდაბა, თვალებს მაგრად ვხუჭავ ვახელ და თავს ვაიძულებ თორნიკედან მზერა მასზე გადავიტანო -მაიძულეს-ვამბობ ზიზღით და მის ყელსაბამს ვუყურებ რომ სახეში არ შემეხედვინოს -მაინც მადლობა-ამბობს მშვიდი ტონით და ბრუნდება, მე თათიას ვავლებ ხელს და სადარბაზოში გავდივართ -წავიდეთ?-მესმის თორნიკეს ხმა ზურგსუკან და დაფეთებული მისკენ ვბრუნდები -ისევ ჩემს პირად მძღოოლობას აპირებ?-მეც არვიცი ასე რატომ ვიქცევი, ალბათ ვცდილობ სამაგიერო გადავუხადო ვაჩეს აქ მოყვანისთვის -ვაპირებ-წარბს სწევს და კიბეებზე პირველი ჩადის -თათია ლაპარაკში აიყოლიე და Ათქმევინე ბიჭები მან მოიწვია თუ არა-ვეუბნები ჩურჩულით Დაბნეულ თათიას -კარგი -შენ რო იცი ისე, პირდაპირ არ აჯახო -კარგი კარგი-მაწყნარებს თათია, ჩემს მანქანაში დავსხედით და მაშინვე ლაპარაკი დაიწყო -შენი მეგობრები ძალიან უტაქტოები არიან, შენ და ნიკას არ გგვანან-შესჩივლა თათიამ -ნიკამ მითხრა რომ გაგაბრაზეს, ყურადღებას ნუ მიაქცევ, ერთნაირი იდიოტები არიან-ამშვიდებს თორნიკე -ვგავარ ახლა მე სკოლის მოწაფეს?-ვე წყნარდება თათია -ცოტათი-გულწრფელად ეუბნება თორნიკე და სარკიდან გამოგვხედა -ესეიგი შენც?-უარესად ბრაზდება თათია -რავქნა მართლა პატარა გოგოს ჰგავხარ-ეუბნება სიცილით -იმედია აწი აღარ შევხვდები მაგ იდიოტებს, შენ მარიამის ხათრით აგიტან, ისე შენ მოიწვიე ამ განსაკუთრებულ წვეულებაზე გასართობად? -ხო მე მოვიწვიე სამივე-ხაზგასმით თქვა და სარკიდან მე გამომხედა-ვაჩეს უნდოდა მარიამი ენახა -ჯანდაბა ისევ მე მიყურებს, ხვდება, რაღაცას ხვდება, მაგრამ ვერ ხვდება ბოლომდე... ჯანდაბა რატომ რატომ, არტომაა ეგ ნაგავი თორნიკეს მეგობარი? როგორ შეუძლია მასეთ ნაძირალასთან იმეგობროს? ფიქრებიდან თათიას ხმამ გამომიყვანა -ვაჩეს უნდოდა რომ მარიამი ენახა? თავის გადამრჩენელი? -ჩაეკითხა თათია და მე მაშინვე დავიძაბე -ანუ მას უნდოდა რომ ენახა?-თათიას კიᲮვებმა ისე შემაშინდა და დამძაბა რომ ვიგრძენი როგორ გამეყინა თითები და ნელ-ნელა როგორ დავკარგე მგრძნობელობა მთელს სხეულში -ჰო უნდოდა-თორნიკეს ხმაში და ქცევაში ვერაფერი საეჭვო ვერ დავინახე -ხოდა მეც დავრეკე და ვუთხარი რომ მოსულიყვნენ-თქვა ისე თითქოს განსაკუთრებული არაფერი იყო აᲛაში -Უკაცრავად მაგრამ ძალიან უტაქტო და იდიოტი მეგობრები გყავს -ამბობს თათია სიცილით -არც ისე იდიოტები არიან მინდა გითხრა-თქვა მკაცრი ტონით და ისევ მე გამომხედა, თათია ცოტა არ იყოს და დაძაბა თორნიკეს ტონმა და გაჩუმდა, ჩემდა საუბედუროდ ჯერ თათია მიიყვანა სახლში, მასთან მარტო დარჩენის უკვა მეშინოდა, რადგან თავის ლაპარაკით მიმახვედრა რომ რაღაც იცოდა, ან ეჭვობდა, ან ხვდებოდა -მარიამ შენთან ურთიერთობა მინდა-მეუბნება სრულიად მოულოდნელად, მანქანას აჩერებს და ჩემსკენ ბრუნდება -მჭირდები-თვალებში მიყურებს და განზრახ ჯიუტად არ მაᲐორებს ჭაობისფერ სფეროებს -არ შემიძლია-ვხვდები რომ ჯობია აქვე დავასრულო ჩვენი ურთიერᲝბა რადგან ყველაფერი იმაზე მეტად ჩაიხლართა და აირია ვიდრე მე წარმომედგინა, ის ნაბიჭვრ. უკვე მოქმედებაზე გადავიდა და თორნიკეს ეჭვები გაუჩინა, თორნიკემ Კი ჩემს შესამოწმებლად იქ მოიყვანა ვაჩე, მე კი იმის მაგივრად რომ მშვიდად უემოციოდ შევხვედროდი იმ არარაობას ისტერიკაში ჩავვარდი და რწყევით მოვკვდი -შენსა და ვაჩეს შორის რამე ხდება?-მკითხა მოულოდნელად და ისე დავიბენი რომ გაოცებისგან ლამის პირი დავაღე -რა უნდა ხდებოდეს-ვპასუხე ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით -მარიამ იდიოტს ვგავარ?მაშინაც ასე დაგემართა მის დანახვაზე -ხმაში ბრაზი გაერია -მასთან არაფერი მაკავშირებს-ვუთხარი დარწმუნებით -მარიამ უკანასკნელად გეკითხები ვაჩესთან რამე გაკავშირებს?-განზრაᲮ ჯიუტად ჩამაცქერდა თვალებში -რათქმაუნდა არა-არვიცი რატომ ვატყუებდი, ალბათ მზად არ ვიყავი მის დასაკარგად და ვაჩესთან საბრძოლველად -შენი მჯერა, გენდობი-მიტრიალდა და მანქანა დაქოქა ჯანდაბა, ჯანდაბა, სულ სამი დღეა რაც ვიცნობს და რატომ მელაპარაკება ნდობაზე? -თორნიკე-ვთქვი მისი სახელი და ხმა ჩამიწყდა რადგან სათქმელი სიტყვები ვერ ვიპოვე -მარიამ შენთან ყოფნა მინდა, ვიცი რომ ეს შენც გინდა... -ასე რატომ იქცევა? ასე რატომ ჩქარობს ჩემთან ურთიერთობის გარკვევას? ჯანდაბა ნამდვილად მენდობა? თუ ჩემი გამოცდა სურს? ნეტა რაზე ფიქრობს რეალურად? მართლა დაიჯერა რომ ჩემსა და იმ ნაგავს შორის არაფერი არ ხდება? -ხვალ გამოგივლი-მეუბნება Ფიქრებით თავგზააბნეულს -ხვალ ვმუშაობ-ვეუბნები სწრაფად -სამსახურის მერე გამოგივლი -ზუსტად არვიცი რომელზე განვთავისუფლდები -როცა განთავისუფლდები -თორნიკე ხვალ არ შემიძლია-ვეუბნები გაბრაზებული ტონით -მარიამ -შეიძლება ღამის ორზე ან სამზე-ვუხსნი მშვიდად -ესეიგი ღამის ორზე?-სარკიდან გამომხედა გაცეცხლებულმა და სიჩქარეს მოუმატა -ან უფრო გვიან -სად მუშაობ?-უკვე მჭვი მეპარება მის დასმულ კითხვებში, მგონია ეომ ყველაფერი იცის ჩემზე და უბრალოდ გამოცდას იწყობს -რესტორანში, მიმტანი ვარ-ვპასუხობ კარგახნის ფიქრის მერე -ესეიგი რესტორანში!-ბრაზდება ის -რამე არ მოგწონს?-ვბრაზდები მეც, მაგრამ თორნიკე ხმას აღარ იღებს და სახლამდე ისე მივედით რომ არცერთს აღარ ამოგვიღია ხმა, მანქანიდან გადმოსულს გასაღები მომაწოდა უკმაყოფილო სახით და ჩემი სიმ ბარათი -დაგირეკავ და მიპასუხე-მეუბნება გამაფრთხილებელი ტონით -რომ არ გიპასუხო?- ვეუბნები გასაბრაზებლად -იცოდე დაისჯები-გამომწვევად მიღიმის და წამში ქრება, მე სიგარეტს ვიღებ და ვეწევი, მაგრამ ვერ მამშვიდებს, ამიტომ მალევე ვაგდებ ურნაში და სადარბაზოში შევდივარ, რატომღაც გული უსიამოდ შემეკუმშა, სახლში მისვლა არ მინდოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს იქ რაღაც უბედურება მელოდა, კიბეები ავიარე და კარზე დავაკაკუნე ხელის კანკალით -მარიამ როგორც იქნა-კარს თინიკო მიღებს და გაშტერებული ვუყურებ, ვფიქრობ მეჩვენება თუ ნამდვილია -დედაშენი ცუდადაა, ამიტომ მოვედით-მიხსნის მაშინვე -რა დაემართა?-მაშინვე აზრზე მოვდივარ და მისღებში შევდივარ, სადაც ისეთი უცნაურობა მხვდება რომ თვალებს ვერ ვუჯერებ, დედაჩემი დივანზე წევს, მამაჩემს კი მისი ხელი უჭერია -მარიამ სად დადიხარ შვილო?რა თათია აგიტყდა? პატრონი არ ყავს შენსგარდა იმ გოგოს?-მეჩხუბება მამაჩემი -დედას რა ჭირს?-ვაიგნორებ მის ჯაჯღანს -ანამ დაგვირეკა ტიროდა ბებო ციდადᲐო და მოვედით, შენ არ იკᲓრე ტელეფობის Აღება და ...-მიხსნის მამაჩემი -წნევა აქვს? -უკვე დაუწია, დავალევინეთ წამლები-ჩაერია თინიკო-მალე გაიღვიძებს -ანა სადაა? -შენს ოთახშია, ტირიდა ძლივს დავაწყნარე-ისევ მსაყვედურობს მანაჩემი -წავალ ვნახავ-ვბუტბუტებ და ჩენს ოთახში შევდივარ -დედიკო სად იყავი?-ცივად მხვდება ანა -საქმე მქინდა-ვატყუებ უტიფრად -ძალიან შენეშინდა-სლუკუნებს ანა -თათია ხომ გელაპარაკათ და აგიხსნათ-ვცდილობ თავი ვიმართლო -შენ რატომ არ დაგველაპარაკე? იცი ბებომ რამდენი იტირა?-ცრემლები გადნოსცვივდა -ძალიან შემეშინდა -ხმა ჩაუწყდა, გული საშინლად მეტკინა, ჩემი უსისურობის და სასოწარკვეთის გამო რომ ამ მდგომარეობამდე მივიყვანე ჩემი საყვარელი ადამიანები, წავედი , მივატოვე, მარტო დავტოვე, შემეშინდა და გავიქეცი... უკან მოუხედავად გᲕიქეცი... მივატოვე... ანას გვერდით მივუჯექი საწოლზე და მაგრად ჩავეხუტე -გპირდები რომ მარტოს აღარასოდეს დაგტოვებთ-ვეუბნები მაქსიმალურად მშვიდი ტონით რომ ანა დავამშვიდო და დავარწმუნო -მპირდები?-ანა ჯერ ისევ უნდობლად მიყურებ -გპირდები დედიკოს ფერია-შუბლზე ვკოცნი ისევ ასლუკუნებულ ანას და გულში მაგრად ვიხუტებ -მარიამ ნანამ გაიღვიძა-ოთახში თინიკო შემოდის მოკრძალებით -მართლა?-ვიძაბები მე, ვიცი რომ საშინლად უსიამოვნო საუბარი მელოდება მშობლებთან -ანამ და მე რომ გავისერინოთ და ნაყინი მივირთვათ უფლებას მოგვცემ დედიკო?-მეკითხება თინიკო და ვერც კი წარმოიდგენს როგორ გამახარა ამ სიტყვებით -რათქმაუნდა-ვუღიმი მე -რა კარგია-ანა მაშინვე ხასიათზე მოდის და თინიკოს მიჰყვება სასეირნოდ მე კი მისაღებ ოთახში შევდივარ სადაც სახე წაშლილი ნანა ჯერ ისევ დივანზე წევს -დედა როგორ ხარ?-ვეკითხები ხმა აკანკალებული, ამღვრეული თვალებით გამომხედა დედაჩემმა და იმავე წამს ამარიდა თვალი -თათია როგორაა?-მეკითხება გაღიზიᲜებული ტონით -კარგად-არ ვიმჩნევ მის ირონიას -თამრიკომ დარეკა თელავიდან, დათუნას და ალექსანდრეს უჩხუბიათ-გვახლის მე და მამაჩემს ყველაზე საშინელ ამბავს -რაა?-აღმომხდა გაოგნებულს და მოწყვეტით დᲕეშვი სავარძელში -ნანა რას ამბობ?-მამაჩემი ფეხზე წამოვარდა -რაც გაიგეთ, ეგრევე თელავში ჩასულა როგორცკი ციხიდან გამოსულა და ჩვენი ძებნა დაუწყია, ყველა მეზობელი დაუკითხია, არ სჯერა რომ არავინ არაფერი არ იცის ჩვენზე, თამრიკო გამოუჭერია მარტო და დაკითხვა მოუწყვია მისთვის, უთქვია არ მჯერა რომ არიცი სად წავიდნენო -ნაბიჭვა.ი -დაისისინა მამაჩემმა -დათუნას დაუნახია რომ კამათობდნენ მისულა და ხელი დაურტყია ალქსანდრესთვის -ჯანდაბა, არ გაჩერდება სანამ არ გვიპოვის-ავყვირდი მე -მერე რა გვიპოვოს-გაცეცხლდა მამაჩემი- გვიპოვოს რას მიიღებს? გაიგებს რომ ნათია აღარაა ... ხმა ჩაიწყდა მამაჩემს -ღმერთო ჩემო გაგიჟდება-ხელები ამიკანკალდა ნერვიულობისაგან -შეიშლება, ჯანდაბა -მაგის გამო მოხდა ყველაფერი! მისი ბრალია რაც დაგვემართა!-ატირდა დედაჩემი -ჩემი საწყალი შვილი გაასულელა, მოატყუა, ყველა გაგვასულელა, თურმე ნარკომანი და მითამაშე ყოფილა ჩვენ კი წესიერი და კარგი ბიჭი გვეგონა, სახლის კარი გავუღეთ-ატირდა დედაჩემი -გაჩუმდი გაჩუმდი-გაცეცხლდა მამაჩემი -არ გავჩუმდები! გასაგებია?!-დივანზე წამოჯდა დედაჩემი -ვინ ხარ საერთოდ რომ მაჩუმებ? ვინ ხარ? რა უფლებით მიყვირი? მიგვატოვე და გაიქეცი, მარტო დაგვტოვე... ცხოვრება დაგვინგრიე! ახლაც გაიქეცი შენს თინიკოსთან სხვა რა შეგიძლია! წადი და დაიმᲚე!-დაუყვირა დედამ მამᲐჩემს -მე ვარ დამნაშავე იმაში რომ აი სახლში შეიყვანე?მე ვარ დამნაშავე იმაში რომ ხელს უწყობდი მათ ურთიერთობას? -საკმარისია! გეყოფათ! დავიღე! -ამოვიტირე მე -ყველამ შეცდომა დავუშვით, დედამ უფლება მისცა დაახლოვებულიყო ნათიას ის ნაგავი, მაგრამ შენც არ შეგიშლია ხელი ამისთვის მამა, არც კი დაინტერესებულხარ მისი ვინაობით, საერთოდ გეკიდეთ, ნათია წაიყვანა და იმის მაგივრად ხელი მოგეკიდათ და წამოგეყვანათ უკან, იმ ნაგავს დაუტოვეთ, მოიტაცა, ხალხი რას იტყვისო, თან ნათიასაც უნდაო ასე არ ლაპარაკობდით ორივე? ერთად არ გადაწყვიტეთ რომ მასთან დაგეტოვათ ნათია? მესამე დღეს რომ პოლოცია დაადგათ თავზე და დააპატიმრეს ის ნაგავი მერე გაგახსენდა მამა რომ შვილები გყავდა... მერე წამოიყვანე ნათია, მერე გაარკვიე რომ მისი ოჯახისც იმავე ჭაობში იფლობოდა რაშიც თავად ალექსანდრე და მერე გამოგვაქციე თელავიდან, რომ ალექსანდრეს ნათესავებს ნათია მის ოჯახში არ დაებრუნებიᲜათ -მარიამ გთხოვ გაჩუმდი -დააგვიანე მამა, გაქცევამ ვერ გვიშველა, მოგვაგნეს და ძალით წაათრიეს ალექსანდრეს მშობლებთან, რძალია ჩვენია და აქ უნდა იყოსო, ქმრის ოჯახშიო და შენ და დედამ რა გააკეთეთ? გვარები გადაგვიკეთეთ და გამოგვაქციეთ თბილისში სახლი ვიყიდეთ დადიანებად ვიქეციათ ჯიშკარიანები, ნათიას ორსულობა დავუმალეთ ყველას...მერე მე რა გავაკეთე? შვიდი თვის ორსულ ნათიას რომელიც გზაზე გადადიოდა დავუძახე დამელოდე-მეთქი, ის გაჩერდა... -საკმარისია-აყვირდა დედაჩემი -გაჩუმდი! მოკეტე! კმარა! კმარა! იცოდე შევიშლები -ნათია გაჩერდა, დამელოდა, მანქანა მოსახვევიდან გამოვარდა და დაეჯახა! მართალი ხართ ნათია ჩემსგამო მოკვდა, საბოლოოდ ყველაზე მეტი ტკივილი ჩვენ მივაყენეთ, საკუთარმა ოჯახმა! ვინიცის იქნებ ალექსის უბედურ ოჯახში ცოცალი ყოფილიყო! იქნებ ცოცხალი ყოფილიყო! -ვიღრიალე ბოლო ხმაზე და ჩემი ხმა მამაჩემის სახეში ხელის გარტყმამ ჩაახშო, მე მაშინვე ხელი მივიდე მის დარტყმულზე და ცრემლები გადმომცვივდა -მსგავსი სისულელის თქმა აღარასოდეს გაბედო! გესმის რას გეუბნები?-დამიღრიალა ყურთან ახლოს -ფიქრსაც კი გიკრძალავ! ჩვენ არავის არ გვინდოდა ასე რომ მოხდარიყო! არ გვინდოდა რომ ნათია მომკვდარიყო! არ გვინდოდა რომ ანას დედა შენ გამხდარიყავი მაგრამ ასე მოხდა ასე გამოვიდა! ბედისწერას ვერ გავექეცით! -მე ცრემლები მცვიოდა და ვეღარ გავუძელი ამ ჯოჯოხეთს, ოთახში შევიკეტე და უარესად ავტირდი, ვერაფრით შევძელი დამშვიდება -დედა რატომ ტირი?-მომესმა ანას ხმა ზურგსუკან -არაფერია საყვარელო, ცოტა ვიკამათეთ მე და გოგამ-ცრემლები მოვიწმინდე და მისკენ შევრტიალდი -გაწყენინა პაპამ? -არა პირიქით მე ვაწყენინე-ცრემლები მომეძალა ისევ -ბებოც ტიროდა, მასაც აწყენინე? -ხო მასაც-ხმა ჩამიწყდა და ისევ ცრემლები მომეძალა -დედა ნუ ტირი გთხოვ-ანა მომიახლოვდა და ჩამეხუტა -მარიამ ჩვენ მივდივართ-თინიკო შემოვიდა ისევ ჩემს ოთახში -ნახვამდის-ცივად მივმართე და ანას ჩავეხუტე ძლიერად, ოთახიდან ფეხი ვეღა გავადგი, ვერ შევძელი დედაჩემისთვის თვალებში ჩახედვა, რადგან ჩემი დაუფიქრებელი ლაპარაკით ტკივილი მივაყენე და ყველა ჭრილობა ხელახლა გავუხსენი -რის მიღწევას ცდილობ?-მომესმა დედაჩემის ხმა ზურგსუკან როცა ანას ოთახიდან გამოვედი -არაფრის-თავი დავხარე და ისე გავჩერდი მის წინ -არაფერის? მაშინ რატომ დაგვდე ბრალი მე და მამაშენს ნათიას განადგურებაში? -მე სიმართლე ვთქვი-ვუთხარი დედას -სიმართლე ისაა რომ ანა ალექსანდრეს შვილია, შეგიძლია წახვიდე და უთხრა, ისიც უთხარი რომ ნათია მოკვდა, ისიც უთარიბრომ ამაში დამნაშავეები ყველა ვართ და მკვლელები ვართ, ისიც უთხარი რომ ანას დედობა შენთვის ტვირთია, რო. დედ-მამა გაიძულა ასე მოქცევა -დედა გამუდმებით მამას ადანაშაულებ ყველა უბედურებაში მე უბრალოდ შენი დანაშაულის ხარისზი შეგახსენეთ ორივეს და ეს არ მოგეწონათ! იმიტომ რომ სიმართლე არავის არ უყვარს! -მაშინ წადი და ანა მიუყვანე, უთახარი რომ მისი შვილია-დამიყვირა მწყობრიდან გამოსულმა -თუ საჭირო გახდება ამასაც ვეტყვი! იმიტომ რომ ეს მძიმე ტვირთია-ვუთხარი გაღიზიანებული ტონით -მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა ამის დრო მოვა -გაეთრიე-დამიღრინა დედაჩემმა მაშინვე ჩემს ოთახში შევვარდი ატირებული. სამსახურში მძიმე დღე მქონდა, დილიდან დავითარსე როგორც ჩანს ან ჩემი უყურადღებობის და დაბნეულობის ბრალი იყო რომ სულ ყველა კლიენტთან კონფლიქტიათ ვამთავრებდი ურთიერთობას, რამდენიმესთან ისე ავიჭერი რომ მენეჯერმა ჩამანაცვლა სხვა მიმტანით -მარიამ რა გჭირს? აზრზე მოდი, ისედაც აღრენილია დათო შენზე-მითხრა სათვალიანმა მენეჯერმა -არის და იყოს, -მხრები ავიჩეჩე -ხო იცი რომ ინგლისურის და რუსულის ცოდნის გამო გაჩერებს მხოლოდ აქ, ორი ენა რომ არ იცოდე დიდხნის წინ გაგაგდებდა -, ჩემნაირი აქ სამუშაოდ არ მოვა და მე კი ვიპოვი ახლა სამსახურს ძაან მარტივად-ვუთხარი ამაყად -მარიამ ცოტა ტვინს ძალა დაატანე -მითხრა გამაფრთხილებლად -ის რომ შენს დაქალს ეჩალიჩება დათო იმას არ ნიშნავს რომ არ დაგახვევინებს აქედან, სამსახურს კი ძალიან ძნელად იპოვი იმიტომ რომ არანორმალური ხარ -სიტყვებს დაუკვირდი-გავცეცხლდი მე -ზუსტად რომ ვუკვირდები მაგიტომ გეუბნები -თავხედი ხარ -შენ კი უტაქტო და თავნება-არ ჩამომრჩა კომპლიმეტებში თემუკა -მოკლეთ საღამოს დაჯავშნილი მაგიდა და შენ უნდა მიიღო-მოულოდნელად საქმეზე გადადის კომპლიმენტებიდან -მე რა პონტში?-შევიცხადე ჯერ ისევ გაღიზინებულმა -მოკლეთ საღამოს თერთმეტზე მოვლენ და წესიერად მოიქეცი თორემ დაგახვევინებ!-დამემუქრა ეს გაწრუპული -რა უნდა?-თათია მომიახლოვდა -თუ მომინდა გაგაგდებო, მერე რა რო დათო შენი სასიძოაო-ვუთხარი სიცილით თემუკას ნათქვამი -კრეტინი-გაბრაზდა თათია -მაგას ვინ ეკითხება ვინ იმუშავებს აქ და ვინ არა? -დათოსაც არ ვევასები და მაგიტომ მებლატავება -თუ გაგაგდებენ მეც წამოვალ-მეუბნება დარწმუნებით -გგონია დათო გაგიშვებს? სანამ ჩუმად ხარ და არაფერს ეუბნები მას იმედი აქვს რომ როდისმე მის სიყვარულს მიიღებ -რაცვუნდა ის იფიქროს არ მაინტერესებს -გუშინ კარგად ბღაოდი სახლში ამომადგა და ჩემებს უთხრა თათია მიყვარსო? -ეგ გუშინ იყო-მამშვიდებს ქალბატონი-ისე მოულოდნელად მოგვადგა რომ სულ დავიბენი -კიდე მოგადგება! შენებს შეაბავს მერე ერთ დღეს ჩაგტენის მანქანაში და წაგიყვანს აი ნახავ! -ფანტაზიის უნარი ფრიად განსაკუთრებული-იცინის ის -ქორწილი რომ გექნება ზედმეტად ხანმოკლე აი ნახავ -ხანმოკლე რატომ?-ძალიან დავაინტრიგე -იმიტომ რომ რას გაძლებს ეგ სანამ მთელი ცერემონიალი ჩაივლის? ერთი სული ექნება კაბა შემოგახიოს-მაქსიმალურად საშინელ სურათს ვუხატავ დათოსთან ყოფნის -რა უზრდელი ხარ-ტუჩებს უკმაყოფილო სახით ბრეცავს -მე კიარ ვარ უზრდელი დათოა შენზე გიჟივით შეყვარებული -არის და იყოს, მე რავქნა? მე არ მიყვარს -ვიცი რომ არ გიყვარს მაგრამ, ისიც ვიცი რომ ფულით შეგაბავს, დაგაშტერებს... -წავალ ჩემს საქმეს მივხედავ თორემ შენ ნამდვილად დამაშტერებ -სამზარეულოდან გავიდა სწრაფი ნაბიჯებით, თერთმეტ საათს მოუთმენლად ველოდი, ერთი სული მქონდა მალე დასრულებულიყო ეს მაგიდა რომ სახლში წავსულიყავი, მაგრამ ჯერ მხოლოდ ახლა იწყებოდა მათი ნადიმი -მოვიდნენ-მაფრთხილებს თემუკა-მიდი შეკვეთა ჩაიწერე და წესიერად მოიქეცი, იცოდე არაფერი შეგეშალოს თორემ ხომ იცი-მაფრთხილებს თითის ქნევით, მე ცალკე კუპეში შევდივარ რომელიც გუშინ დღიდან დაჯვშნულია და იქ მყოფთ ისე რომ ზედაც არ ვუყურებ ვესალმები და -რას მიირთმევთ?-ვიძახი და თავს არ ვყოფ ცარიელი ბლოკნოტიდან -შენ-მესმის ვიღაც თავხედის რეპლიკა, თავს ვწევ და იქ მჯდომ ექვს თუ შვიდ იდიოტს თვალს ვავლებ და ადგილზე ვშეშდები, ვაჩე თავისი შავი საზიზღარი ცივი თვალებით დაჟინებით მიყურებს, ჯანდაბა ამას აქ რა უნდა? აქ რა ჯანდაბას აკეთებს? საიდან გაიგო სად ვმუშაობ? რატომ მოეთრია მაინცადამიაიც აქ? ჯანდაბა ჯანდაბა, მხოლოდ ამ ერთ სიტყვას გაჰკივის ჩემი გონება -მენიუ გააქვთ?-მეკითხევა ეს თავხედი ნაგავი -ცხირწინ რომ გიდევს ეგ უნდა იყოს მენიუ-ვახლი უხეშად -მადლობა-ისეთი თავაზიანი ლამის მეც დავიჯერო რომ რაღაც ადამიანური გრძნობები გაჩნდა მის ბნელ სულში -მოიფიქრეთ და მერე შემოვალ-ვამბობ მაქსიმალურად მშვიდი ტონით, მაგრამ სულ ტყუილად ვცდილობ დამშვიდებს,ვგრძნობ რომ ხმასთან ერთად ხელები და ფეხებიც მიკანკალებს უნებურად |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.