შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 24)


30-11-2020, 10:35
ავტორი Impermeable
ნანახია 2 312

დავუდი

კობას ცოლის დაჟინებული და გამომწვევი მზერის წყალობით, ვიგრძენი უხერხულობისგან როგორ წამომახურა სახეზე.

- მეგობრებო, ცოტა ხნით დაგტოვებთ. წამოვდექი და ტუალეტისკენ დავიძარი, რომ სახეზე ცივი წყალი შემესხა და ეს სირცხვილისა და უხერხულობის განცდა, რომლის წყალობითაც ყურებიც კი დამწითლებოდა თავიდან მომეშორებინა. მე მცხვენოდა ანჟელას მაგიერ და კობას წინაშე რატომღაც დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, თუმცა ალაჰია მოწმე, იოტისოდენა საბაბიც კი არ მიმიცია ამ ვულგარული ქალისთვის, რომელიც არანაირად ჯდება ჩემს გემოვნებაში, ლეას რომ არ დაეპყრო ჩემი გული მაინც.
ის ის იყო სახეს ვიმშრალებდი, რომ კარი გაიღო და ანჟელა შემოვიდა გამომწვევი ღიმილით. ალაჰ, შენ დამიფარე, ამას ვის გადავეყარე. აშკარად მახსოვს რომ კარი ჩავკეტე.

- დავუდ, ვგიჟდები ჩემს დანახვაზე რომ წითლდები, შემთხვევით ვაჟიშვილიც ხომ არ ხარ? - მაცდურად გამიღიმა და მომიახლოვდა.

ინსტიქტურად დავიხიე უკან. რაზეც კიდევ უფრო გამომწვევად ჩაიცინა. უკვე გულს მირევდა მისი ამორალური საქციელი. გადავწყვიტე ხმის ამოუღებლად მოვშორებოდი. გვერდის ავლა დავაპირე, რომ უცებ შემაჩერა და ხელები ყელზე მომხვია, თან თავისი მოშიშვლებული დეკოლტე ამაკრა მკერდზე. ეს უკვე მეტისმეტი იყო. უხეშად მოვიშორე:

- აღარასდროს, გესმის აღარასდროს მოიქცე ასე ამორალურად. კობას ცოლი ხარ და თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია, გირჩევ მსგავსი ქცევისგან თავი შორს დაიჭირო.

ნამდვილი შეიტანია ვფიქრობდი გულში, და თან გაგულისებული ვტოვებდი კობას აგარაკს. ისევ იმ ფიქრებმა შემომიტია, ასე რომ გავურბოდი. ნეტავ სანამ ლეასგან შორს, ვარ ის ნაძირალა ხომ არ ეცადა ფიზიკურ სიახლოვეს? თვალწინ დამიდგა ვაიბერში გამოგზავნილი ფოტო, ლეას შიშველი ზურგი და თვითკმაყოფილი სახით მომზირალი ურთმელიძე. ალაჰ, ოღონდ ის არ მომხდარიყო რისი მეშინოდა. იმის, გაფიქრებაზეც, რომ ჩემს ლეას შეიძლება ვინმე შეხებოდა ჭკუიდან ვიჭრებოდი. საკუთარ თავზე სიმწრისგან მეცინებოდა. ჩემი დავარქვი მას, ვინც ოფიციალურად ჯერ კიდევ სხვისი ცოლია. ისე უცნაურია ალაჰ, შენი ბედისწერა. მიუხედავად იმისა, რომ თავს პროგრესულ მუსლიმანად ვთვლიდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ცხოვრების თანამგზავრი უბიწო არ იქნებოდა. და აი, სიყვარულმა გადამაბიჯებინა საკუთარ პრინციპებს. მე ლეა მიყვარს, სიგიჟემდე მიყვარს, მიყვარს ქალი, რომელიც საკუთარი თაფლობისთვიდა გავიტაცე, და მხოლოდ ახლაღა გამოვუტყდი, რომ საიდისგან გადასარჩენად გატაცება მხოლოდ მიზეზი იყო, რომ ცოტახნით მაინც ვყოფილყავი მასთან. რას წარმოვიდგენდი, თუ ასე შევტოპავდი.

ცხოვრებაში ერთადერთხელ არ გავრისკე. მაშინ, სეიდაბადში, და დღემდე მსტანჯავს ეს განცდა. დავიგვიანე, დავიგვიანე ლეას ცხოვრებაში გამოჩენა, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არადროს. გვიან, მაგრამ რამდენად გვიან? იქნებ ლეა დანებდა? იქნებ ჩასახვისთანავე განწირულად ჩათვალე ჩვენი სიყვარული და ბედს დამორჩილდა? იქნებ დაიღალა და მართლაც გაიყო მასთან სარეცელი? ჭკუიდან გადავყავდი ფიქრებს და გონს მხოლოდ შეჯახების და ყრუ ტკივილის შეგრძნებამ მომიყვანა. ხეს შევასკდი. კობა მომკლავს, გავიფიქრე და მხოლოდ ზარის გაშვებაღა მოვასწარი. მალე ყველაფერი ბინდში ჩაიძირა.

***


ლეა


თითოეული ნაბიჯის გადადგმაზე უფრო და უფრო მძიმდებოდა ბოტები და ეფლობოდა ატალახებულ გზებზე. ხრეშით მოკირწყლულ გზაზე უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა გადაადგილება. რამოდენიმეჯერ, ფეხიც წამოვკარი და წუმპეში გავიშხლართე. საცოდავად შესაბრალისი ვიყავი, გაწუწული, ტალახში ამოგლაგნილი, სიცივისგან აკანკალებული. ზუსტად იგივე ფორმა მიიღო ჩემმა გარეგნობამ რასაც შინაგანად ვგრძნობდი. ამაოდ ვნატრობდი ვინმე სულიერის გამოჩენას. ირგვლივ მხოლოდ უზარმაზარი ხეები იყო. არვიცი, რამდენ ხანს ვიარე, რომ ვიწრო ხეობას მივადექი. მორჩა, ეს დასასრულია. კლდოვანი რელიეფი ორ ნაწილად იყოფოდა, შუაში კი მდინარე ბობოქრობდა. მეორე მხარეს გადასასვლელად არც ხიდი, არც არაფერი ჩანდა. მორჩა, ჩიხში ვარ. უკან დავბრუნდი და უფრო ავირიე, ის ხრეშიანი გზაც დამეკარგა. ირგვლივ მხოლოდ ნახევრად შემოძარცვული ხეები ზუოდნენ. ნელ-ნელა იპარებოდა ბინდისფერი და ლოგიკურ განსჯას სასოწარკვეთა ახშობდა. გზა თუ ვერ გავიკვლიე ან გაყინულს მიპოვიან ან რომელიმე მხეცისგან ცოცხლად ძვლებ გამოხრულს. უკვე მოთქმით ვტიროდი, მაგრამ არ ვჩერდებოდი.

მაინც რა უცნაური არსებაა ადამიანი. რაც არ უნდა გაუძაღლდეს წუთისოფელი, ღვთისგან ან კოსმოსისგან ბოძებული ინსტიქტით მაინც ებღაუჭება სიცოცხლის ყველა შესაძლო შენარჩუნების ნაპერწკალს და არ აძლევს დანებების საშუალებას. ალბათ, სწორედ ამან შეაძლებინა კაცობრიობას მოეტანა დღევანდელ დღემდე, მიუხედავად პანდემიებისა, ომებისა, ცივილიზაციების აღზევებისა და დაცემისგან. და აი, მეც პირველყოფილ ინსტიქტს მინდობილი ვიბრძვი სიცოცხლისთვის. უკვე ტყიდან ტურების კივილი აღწევდა, რომელიც მგლოვიარე ქალის შეკივლებას მოგაგონებდათ, აქა-იქ ყმუილიც გაისმა. შიშსა და სიცივეს ერთდროულად ავეტანე და კანკალისგან უკვე ნაბიჯის გადადგმასაც ვეღარ ვახერხებდი. სწორედ ამ დროს საიდანღაც ძაღლის ყეფის ხმა შემომესმა. იქვე ფოთლებში ჩავიკეცე და მოთქმით ვტიროდი.

უზარმაზარი ნაგაზი მომიახლოვდა ჯერ ღრენით, წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა. თვალები დავხუჭე და ღმერთს ვთხოვდი ისე დავეგლიჯე, ტკივილი არ მეგრძნო ძალიან. ვიგრძენი როგორ დამსუნა. ყურებს წივილი გაჰქონდა. აღარაფერი მესმოდა. ვეღარაფერს ვხედავდი. ემბრიონის პოზაში მყოფს კადრებად მივლიდა განვლილი ცხოვრება. და ამ კადრებში ყველაზე ნათლად დავუდის სახე მესახებოდა.
სწორედ ამ დროს ვიგრძენი ვიღაც რომ მაჯანჯღარებდა.

- შვილო, ცოცხალი ხარ? შემომხედე? გეყურება ჩემი? - ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილი შუახნის მამაკაცი ჩემს გამოფხიზლებას ცდილობდა.

- რა? მე? სად ვარ? ძაღლი? ნაგაზი? ჩემს შეჭმას აპირებდა?

- ნუ გეშინია, შვილო. ბათურა არავის არაფერს დაუშავებს. შენ რა ალმათი ყოფილხარ? რამ გამოგიყვანა მარტოს ამ ტყეში?

- მე დავიკარგე ბატონო. ხომ ვერ მეტყვით სად ვარ.

- ლაჯანურას ხეობაში ხარ შვილო. სანადიროდ ვიყავი და ვერაფერი მოვინადირე მაგრამ ბედად რომ შეგხვდი. იღბლიანი ყოფილხარ.

- მადლობა ძია. შეგიძლიათ სოფლამდე ჩამიყვანოთ? ტელეფონიც არ მაქვს თან.

- აქაური არ უნდა იყო შვილო. წამო აქვე ცხენი და კაჩკა მყავს და ჩაგიყვან სოფელში. დაგარეკინებ კიდეც.

- გაიხარეთ ძია, თბილისიდან ვარ. რა გქვიათ.

- მე გია ვარ შვილო, ურთმელიძე. მთელი ცხოვრებაა აქ ვცხოვრობ, ჩემი შვილები თბილისში სწავლობენ.

ჰმ. ურთმელიძე არა? ესე იგი ლეჩხუმში წამომიყვანა. ამოდენა გზაზე. მართალია თვითონ აქ სოფელი აღარ ჰქონდა მაგრამ, რამოდენიმე ოჯახთან ინარჩუნებდა ნათესაურ კავშირს.

- აქვე ლაჯანაში ვცხოვრობთ. ძალიან ცოტანი დავრჩით, სულ დაიცალა აქაურობა, ახალგაზრდებს სოფელი არ გინდათ და. შენ რა ქარმა გადმოგაგდო ტურისტი ხარ?

მივხვდი, რომ ახლა გაჩუმება ჯობდა. სუსტად გავუღიმე და სოფლამდე გზა არ ამოგვიღია.

- ქალო გამეიხედე, ბოვში მოვიყვანე, ცივა მიხედე. - გასძახა ორსართულიან ხის სახლს, საიდანაც წინსაფრის ბერტყვით გამოვიდა მოქოთქოდე კარგა გვარიანად ჩაპუტკუნებული ქალი.

- ვისი ხარ შვილო, ეს რა დღეში ხარ, რამე ხო არ დაგიშავეს?- ეგრევე მომაყარა კითხვები.

- ხეობაში ვიპოვე, თბილისიდანაა, ტყეში დაკარგულა, მეტი არაფერი თქვა.

- სულ სველი ხარ და კანკალებ, მოდი მოდი, ჯერ ცხელი წყლით იბანავე და მერე ბუხართან გაგათბობთ. - დედობრივი მზრუნველობით მითხრა ქალმა და სახლში შემიძღვა. ბუხრიდან უზარმაზარი ქვაბი გადმოიღო და სახლზე მიშენებული მიცრულისკენ გასწია, თან მანიშნა გამომყევიო.

- შვილო, ბოდიში, აქ კომფორტი არ გვაქვს, რასაც ქალაქში ხართ მიჩვეული. აქ „ბოჩკაში“ ცივი წყალია, აქვე „ლახანკა“ და „კრუშკა“. წყალი გაანელე რაფრაც გესიამოვნება და იბანავე.

ქალს მადლობა გადავუხადე და სახელდახელოდ მოწყობილ „აბანოს" თვალი მოვავლე. ხის გრძივ მაგიდაზე სათლები და ტაშტები შემოეწყოთ. იქვე საპონი, შამპუნი და სარეცხი ფხვნილი იყო. ალბათ აქვე რეცხდნენ სარეცხსაც და სააბაზანოდაც იყენებდნენ. ქალმა პირსახოცი და სპორტულები შემომაწოდა. ჩემი სტუდენტი შვილისაა სანამ შენი ტანსაცმელი გაშრება ეს ჩაიცვიო.

როგორ უნდა მყოფნოდა ტალახისგან ამოგლაგნულ სხეულსა და თმაზე ერთ ტაშტში განელებული წყალი აზრზე არ ვიყავი. ძირითადი ჭუჭყი მოვიშორე და ტანსაცმლის გარეცხვა ყინულივით ცივ წყალში მომიწია. სპორტულები ჩავიცვი, აშკარად მისი პატრონი მაღალი ტანის იყო. შარვლის ბოლოები და მაჯები ავიკეცე და გავედი მორიდებით ბუხრის ოთახში.

დიასახლისმა ერთი შემომხედა, მერე თითქოს რაღაცას იგონებსო, დაჟინებით ჩამაცქერდა.

- მოიცა რა ნაცნობი სახე გაქ. შენ ჩვენი სანდროს ცოლი ხარ ხო? თქვენს ქორწილში ვიყავი. სანდრო სადაა? მარტო რატომ ხარ?
კითხვების კორიანტელი დამაყარა, რაზეც აზრზე არ ვიყავი რა მეპასუხა. თავადვე გააგრძელა.

- რა კარგია ბიჭია ჩვენი სანდრო. ტყის ზემოთ თავისი წინაპრების ნასახლარი მოიძია და რამდენიმე წელი აშენებდა კოტეჯს, მთელი სოფელი ვეხმარებოდით. გვიხარია, ვინმეს ისევ რომ ახსოვს თავისი სოფელი. რატომ არ გაგვაფრთხილეთ, თუ მოდიოდით, თავს არ შევირცხვენდით, გიმასპინძლებდით.

- მოულოდნელად დავგეგმეთ. ძალიან მაინტერესებდა აქაურობა. შემდეგ სანდროს სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და უცებ მოუწია დაბრუნება, მე ტელეფონი გამიტყდა და ვიფიქრე სოფელში ჩავალმეთქი და დავიკარგე.- ისე ურცხვად ვიცრუე, საკუთარი თავის გამიკვირდა, მაგრამ ნამდვილად გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი.

- სანდროს დავურეკავთ, ალბათ როგორ ინერვიულებდა საწყალი ბიჭი.

- თუ შეგიძლიათ, ტელეფონი რომ მათხოვოთ მევე დავურეკავ.

- აიღე შვილო, შეგიძლია იქეთ ოთახში ისაუბრო, ჩვენ არ შეგიშლით ხელს.
სიცივეს აღარ ვჩიოდი, გარეთ გამოვარდი და მაშინვე თინას დავურეკე. მხოლოდ მას შეეძლო ზედმეტი კითხვების გარეშე ჩემი დახმარება. რამდენიმე ზარი გამითიშა. არ უყვარდა უცხო ნომრებზე პასუხი, რომ შევაწუხე რეკვით, იკადრა ქალბატონმა ყურმილის აღება.

- თინა, ლეა ვარ.

- ლეა, სად დაიკარგე გოგო? ან რა ნომრით რეკავ?- ცოტა არ იყოს ნაწყენი ხმა ჰქონდა.

- თინა, გთხოვ, ახლა არც გაბრაზების დროა და არც ახსნის. სასწრაფოდ შენი მანქანით ჩამომაკითხე ლეჩხუმში, სოფელ ლაჯანაში, გია ურთმელიძის ოჯახი იკითხე, ეხლავე წამოდი გთხოვ.

- რააა? მანდ რა გინდა? რა ხდება ლეა, ამიხსენი, ხომ კარგად ხარ?

- გეხვეწები ოღონდ ახლა ჩამოდი და წამიყვანე და გზაში ყველაფერს აგიხსნი. არავის არაფერი უთხრა კარგი?

- კარგი, დამშვიდდი, ეხლავე მოვდივარ.

მერე ალესანდროსთან გავუშვი ზარი და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ტელეფონი რომ გათიშული იყო, ამით ზედმეტ ახსნა- განმარტებებს ავირიდებდი თავიდან. სახლში შევბრუნდი თუ არა, გამოვაცხადე.

- სამწუხაროდ სანდროს ვერ ვუკავშირდები,ჩემს მეგობარს დავურეკე, ის ჩამომაკითხავს და წავალ. დიდი ბოდიში, რომ გაწუხებთ.

- რას ამბობ შვილო, სანდროს მშობლებს დავურეკოთ. ასე როგორ გაგიშვათ ამხელა გზაზე.

- არაა საჭირო. არ მინდა ზედმეტად ვანერვიულო. სამსახურიდან გამოიძახეს და ტელეფონიც მიტომ აქვს გათიშული.

დიასახლისს უკვე მოესწრო სუფრის გაწყობა. ისეთი მშიერი ვიყავი, რომ გამგელებული შევექეცი ვახშამს. შეგერგოს შვილოო - სიცილით დამძახოდა გია ძია.

ღამე თეთრად გავათენე. ტელეფონი ვითხოვე და ყოველწამს ვამოწმებდი. გამთენიისას თინამაც ჩამოაღწია. რომ მივხვდი, რომ დიასახლისიც 7საათზე უკვე ამდგარიყო, აღარ მომერიდა, და გზაც მოგვასწავლა, როგორ უნდა მოეგნო ჩვენთვის. მასპინძლებმა თინაც გულთბილად შემოიპატიჟეს. თავაზიანი უარითა და ათასგზის ბოდიშებით ძლივს დავიძვრინეთ თავი და როგორც იქნა თინას ავტომობილში თავი სამშვიდობოს დავიგულე. ჯერ გულთბილად ჩამიხუტა, მერე კი როგორც ჩვეოდა, სათვალე მოირგო, ცალი წარბი ასწია და გვერდულად გადმომძახა:

-ნეტავ სარკეში ჩაგახედა, რა დღეში ხარ. ქალბატონო ლეა, როდის ამიხსნით რა ჯანდაბა დაგემართა?

და მეც დავიწყე მოყოლა. თითოეული წინადადების მერე თინას თვალები გაოცებისგან ისე უფართოვდებოდა, ლამის სათვალიდან გადმოცვივდა.
არგვეთასთან გავაჩერეთ ყავა რომ გვეყიდა, თან სულ ახალი დასრულებული მქონდა ჩემი ისტორიის თხრობა.

- არა, რა მართლაც დაუჯერებელია. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენი ლეა, რომელიც თავს ყველაზე მოსაწყენი ცხოვრებისთვის იმეტებდა, ასეთ ექშენებში ჩავარდა. ნამდვილი დრამა ქვინი ხარ. -აღტაცებით შემოკრა ტაში.

- შენ ის მითხარი, როგორ მოვიქცე. სინდისის ხმას ვერაფერს ვუხერხებ. საშინლად მიჭირს გადაწყვეტილების მიღება.

- ჰმ, ნამდვილი სასწორი ხარ რაა. - თვალები აატრიალა. - გოგო შენ მგონი ამდენმა სიცხიანმა ყოფნამ და დრამებმა მართლა გამოგაშტერა. თვალები გაახილე. რას ნანობ ვერ გავიგე. ცხოვრებამ უდიდესი სიურპრიზი მოგიწყო. ახლა აწია ეგ შენი ლამაზი უკანალი და კეთილი ინებე, რომ დავუდზე წითელი ცირკულარით გამოვაცხადოთ ძებნა. არა რა, ჯერ კიდევ მახსოვს სეიდაბადში როგორი მონუსხული უყურებდით ერთმანეთს. თურმე თინა, სადა ბანაობ? ეგ რეები იხლართება შენს ზურგს უკან.

- მაგრამ ალესანდრო? მის წინაშე დამნაშავედ ვგრძნობ თავს, მგონია, რომ მისი გრძნობით ვითამაშე, ვუღალატე.

- მორჩი რა თვითგვემას. კარგად იცი, რომ ეგ ტიპი გულზე არასდროს მეხატებოდა ჩვენი სამეგობროსგან განსხვავებით. ზედმეტად იდეალური და მოსაწყენი ტიპი იყო. აღიარე, რომ ლოგიკურად განსაჯე, და საკუთარი თავი დაარწმუნე, რომ შეგყვარებოდა. დედაშენმაც იმდენი გიჩიჩინა, შენ კი არა ხეს შეაყვარებდა თავს მგონი.

- არც მთლად ეგრეა, როგორც შენ ამბობ. მე მართლა მიყვარდა, უფრო სწორად მეგონა, რომ მიყვარდა ალესანდრო.

- კარგი რა ლეა. რას ეძახი სიყვარულს, დარწმუნებული ვარ წყნეთის ღამე რომ არა, არც დათანხმდებოდი ცოლობაზე.

- კარგი რა არ გვინდა ახლა ამაზე საუბარი.

- როგორც გინდა, არასასურველ და გულის ყველაზე ბნელ კუნჭულში ჩამალული საკითხითან გაქცევა ერთგვარი თავდაცვის ინსტიქტია, მესმის შენი.

მთელი გზა ვსაუბრობდით. ახლა გავაცნობიერე, როგორ მჭირდებოდა გვერდით მეგობარი, რომელსაც მთელი ამ ხნის მანძილზე გავუზიარებდი ჩემს განცდებს, რჩევას ვკითხავდი, ან უბრალოდ მის კალთაზე თავდადებული მოვიოხებდი გულს ქვითინით. თითქოს გულზე ლოდი მომეხსნაო. თინა ერთადერთი იყო, ვისაც შევძელი და ვესაუბრე.
შევძელი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, არ განმსჯიდა. ხშირად შეცდომას შეცდომაზე ვუშვებთ ისე, რომ რჩევასაც ვერ ვეკითხებით ვერავის სწორედ იმის გამო, რომ შესაძლო განსჯის გვეშინია. ადამიანები სოციალური არსებები ვართ. გვინდა, რომ ჩვენი ესმოდეთ, გვიგებდნენ, პატივს გვცემდნენ, ძალიან გვეშინია, თუ ჩვენს სტატუსს და რეპუტაციას იოტისოდენა ჩირქი ადგება, ამიტომ ვირგებთ ყველა შესაძლო ნიღაბს და ამ ნიღბების მორგებაში ვერც ვაცნობიერებთ, როდის ვკარგავთ საკუთარ თავს. თინა ის ადამიანია, რომელსაც შეეძლო დამხმარებოდა საკუთარი თავის დაბრუნებაში.

ნაშუადღევს უკვე თბილისში შემოვდიოდით, როცა თინას ტელეფონზე უცნობი ნომრიდან ზარის ხმა გაისმა. ინსტიქტურად გათიშვას აპირებდა, რომ რატომღაც პასუხის გაცემა ვთხოვე. გული ცუდს მიგრძნობდა. უპასუხა, თუ არა ალესანდროს სასოწარკვეთილმა ღრიალმა ჩემს ყურთასმენამდეც მოაღწია.

- თინა, ეხლავე მალაპარაკე ლეა.

- სანდრო, რა დღეში გაქვს ნერვები? დამშვიდდი, ლეა ჩემს გვერდითაა და კარგად გრძნობს თავს.

- დამალაპარაკე-მეთქი. - ლამის ყვიროდა ალესანდრო.

- არა და მორჩა, არ გეყო რაც დაუშავეთ? თავი დაანებეთ. შეეშვით. აცადეთ ადამიანს საკუთარ თავში გაერკვას.

- თინა, ნუ მეთამაშები, გაფრთხილებ სად ხართ.

- რიკოთს გამოვცდი ახლახანს. - ამ დროს უკვე ჩემს სახლთან ვიყავით მისულები.

- სანდრო ტონი შეარჩიე, დაწყნარდება ლეა და თავად დაგიკავშირდება თუ საჭიროდ ჩათვლის. მადლობა გაგებისთვის.

არა, რა ვერ ხვდები, რატომ აძლევს თავს ამდენის უფლებას? - თინამაც არანაკლებ გაწიწმატებულმა ჩაილაპარაკა.

- ლეა, მისმინე, ახლა შენი სახლში ასვლა არამგონია კარგი აზრი იყოს. ალესანდროს არ გადაეყარო. მე ავალ და შენს ნივთებს რაც აუცილებლად გჭირდება ჩამოგიტან და ჩემთან წავიდეთ, ოკ?

- კარგი თინა, და მადლობა.

- რა მადლობა, გაგიჟდი გოგო?

- არა, მართლა, მადლობა ყველაფრისთვის.

სადღაც 10-15 წუთი ვიცადე ავტომობილში და მთელი ეს დრო მეგონა, რომ ეკლებზე ვიჯექი. აი თინაც გამოჩნდა ზურგჩანთითა და კონვერტით ხელში. სახეზე ფერი შეცვლოდა.

- თინა, რა მოხდა, სანდრო ხომ არ ნახე? - შეშფოთებით ვკითხე.

- არა უწყებაა შენს სახელზე. ფოსტამ დაგიტოვა შეტყობინება.

- წამოდი ვნახოთ, რა ხდება.

თვალებს არ ვუჯერებდი. სანდროს სარჩელის დავუდის წინააღმდეგ აღუძრავთ საქმე ადამიანის გატაცების მუხლით და როგორც მთავარი მოწმე, დაკითხვაზე გამომიძახეს.

- ხო გეუბნებოდი, ეგ შენი ალესანდრო არაა უფრთო ანგელოზიმეთქი? ხო ხედავ, შენი ნებართვის გარეშე რეები იჩალიჩა?

- შეიძლება მაშინ მართლა ეგონა, რომ გატაცების მსხვერპლი ვიყავი. - ჩემდაუნებურად ვცადე გამართლება, რაზეც თინამ ისე გადმომხედა, რომ მაშინვე გავჩუმდი.

მთაწმინის რაიონის პოლიციის შენობას მივუახლოვდი. შესასვლელში მდგომ პირს მოვახსენე, რომ დაკითხვაზე ვიმყოფებოდი.

დაკითხვა 2საათზე მეტხანს გაგრძელდა. ხანდახან მეგონა, რომ ამაოდ ვუხსნიდი გამომძიებელს ისეთი ეჭვნარევი მზერით მიყურებდა. ვუთხარი, რომ საიდი აპირებდა ჩემს გატაცებას და დავუდმა გადამარჩინა, მერე კი დროებით დამალვა გადაწვყვიტეთ, სანამ შეგვეშვებოდა. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე დავუდის გადასარჩენად, გულს მიკლავდა იმის წარმოდგენაც, რომ ჩემს გამო შეიძლება ციხეში აღმოჩენილიყო. ზუსტად ვიცი, დავუდი აუცილებლად ეცდებოდა საქართველოში ჩამოსვლას, დროულად უნდა მომესწრო გაფრთხილება.

ამ ფიქრებში გართული მოვუყვებოდი დერეფანს, რომ გამომძიებლის სატელეფონო საუბარს შემთხვევით მოვკარი ყური. ის არაბია? დარწმუნებული ხარ? როგორია მდგომარეობა? მოვიდა გონზე? ინგოროყვას კლინიკაში ხომ? კარგი, 2 საათში გამოვუშვებ ეკიპაჟს....

თვალთ დამიბნელდა. ამდენი დამთხვევა შეუძლებელია. ნუთუ ის არაბი დავუდია? რა ჭირს? ინგოროყვას კლინიკაშია? ნეტავ სანდრომ ხომ არ დაუშავა რამე?
მაშინვე თინას ჩავუხტი მანქანაში და აღელვებულმა ვანიშნე ინგოროყვას კლინიკაში წასულიყო.



№1  offline წევრი ვიპნი

დაიძაბა სიტუაცია :)

 


№2  offline წევრი Impermeable

ვიპნი
დაიძაბა სიტუაცია :)

კი ნელ-ნელა კვანძი იხსნება

 


№3 სტუმარი ანუ

ძალიან პატარააააა თავიაააა მალე მაინც დადე

 


№4 სტუმარი სტუმარი სალო

ძალიან კარგი თავი იყო. ნეტა წყნეთში რა მოხდა? ბევრი ინტრიგა და მოლოდინი დაგვიტოვე როგორც ყოველთვის ????????????????

 


№5  offline წევრი Impermeable

სტუმარი სალო
ძალიან კარგი თავი იყო. ნეტა წყნეთში რა მოხდა? ბევრი ინტრიგა და მოლოდინი დაგვიტოვე როგორც ყოველთვის ????????????????

მადლობა შეფასებისთვის <3

 


№6 სტუმარი თამარ როსტომაშვილი

მალე დადეთ რა მომდევნო თავი

 


№7  offline წევრი Impermeable

თამარ როსტომაშვილი
მალე დადეთ რა მომდევნო თავი

ვეცდები მალევე დავდო <3

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა მაგარი საინტერესო იყო მომეწონა ისე ზოგი ჭირი მარგებელია იქნებ შეხვდნენ დვიდი და ლეა ეშველოთ რამე მაგრამ ეგ სანდრო როგორ მოეშვება აზე არა ვარ.ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად მადლობა წარმატებები ????????????

 


№9  offline წევრი Impermeable

სტუმარი ნესტანი
რა მაგარი საინტერესო იყო მომეწონა ისე ზოგი ჭირი მარგებელია იქნებ შეხვდნენ დვიდი და ლეა ეშველოთ რამე მაგრამ ეგ სანდრო როგორ მოეშვება აზე არა ვარ.ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად მადლობა წარმატებები ????????????

მადლობა ვეცდები არ გალოდინოთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent