შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგისაკუთრე ანგელოზო(თავი6)


2-12-2020, 22:58
ავტორი queentikooooo
ნანახია 1 827

დავბრუნდი მეგობრებო❤❤ მადლობა რომ მოგწონთ ჩემი ისტორიები❤


****
სიმართლე რომ გითხრათ ჩემმა ტვინმა არ მომცა ნება, რომ მომხდარზე მეფიქრა, გაღიმებული მივაბიჯებდი კიბეებზე და როგორც კი კარები შევაღე კატოსთან მივედი და ბედნიერი ჩავეხუტე

-რა მოხდა სეს?

კატომაც ბედნიერმა შემომხვია ხელები და ვიგრძენი როგორ ინტერესში ჩავარდა

-ძალიან ბედნიერი ვარ კატუს, გათიშული ვარ ბედნიერებისგან

დივანზე დავჯექით და მუხლებზე დავადე თავი

-რა თუ ვინაა სესო შენი ბედნიერების მიზეზი?

ეშმაკურად გამიღიმა, ყოველთვის ხვდება კატო რა ხდება ჩემს გულში და თქმაც არ მჭირდება პასუხს თვითონვე, რომ ამბობს

-დადუ!

მოკლე პასუხი გავეცი და ჩემდაუნებურად ისევ გამეღიმა

-ასეც ვიცოდი პაწუ, დარწმუნებული ვარ, რომ დადუ ნამდვილად სამუდამოდ შენი სულის მეგობარი გახდება

-ჯერ სერიოზული არაფერი მომხდარა კატუს, მაგრამ დადუსთან, რომ ვარ გული სხვანაირად მიფართხალებს, მავიწყდება საერთოდ ვინ ვარ და თავს ისე ვგრძნობ თითქოს ჩემზე ბედნიერი ადამიანი არავინ დაიარება დედამიწაზე

-ჩემი გოგო შეყვარებულია

მთელი გრძნობით ჩამეხუტა და მაკოცა, მაგრძნობინა, რომ ჩემს გვერდით იყო.
-მანქანიდან გადმოსვლისას მითხრა დადუს პრინცესა ხარო! როგორ დავიბენი ვერც კი ვიტყვი კატუს, მაგრამ თან საშინლად მესიამოვნა ეს სიტყვები დადუსგან

-და რას აპირებ ამის მერე?

-არ ვიცი, ვერ ვფიქრობ,უბრალოდ დაველოდები ყველაფერს და ქარივით გავყვები მეც

-არ დაგავიწყდეს, რომ შენს გვერდით ვარ ყოველთვის და ნებისმიერ დროს შენთან ვარ კარგი?

-კი კატუს, ვიცი და ჩემი იმედი ხარ შენ!

-შენ ჩემი სესო!

-მოდი ახლა ჩვენჯ საღამო მოვიწყოთ კარგი? დავივიწყოთ ცოტა დროით ჩემი ამბები და ხვალიდელი დღისთვის მოვემზადოთ

-ისე ვნერვიულობ ხვალიდნელ სიტუაციაზე, რომ ახლა უბრალოდ ბოლო ხმაზე ჩავრთვათ სიმღერები და მთელი ძალით ვიცეკვოთ, დავიცალოთ.

ვერ გეტყვით დაახლოებით რამდენი ხანი ვიცეკვეთ, თუმცა კუნთების ტკივილი, რო დაგვეწყო, მაშინ მივხვდით, რომ დაძინების დრო იყო...
დილას, როგორც კი გავიღვიძეთ, დაახლოებით 10საათი იყო, ტანსაცმლის არჩევას დიდ დროს არ ვუთმობთ მე და კატო, ძირითადად შავი ფერის სამოსს ვხმარობთ და შესაბამისად ყველაფერი ერთმანეთს ეხამება... შავი სპორტულ-კლასიკური შარვალი ჩავიცვით ორივემ, შავი ზედები და რადგან დღეს საკმალდ ციოდა ტყავის შემოსაცმელები...ფეხსაცმელი მე შავი და კატომ თეთრი...მაკიაჟი ძალიან მსუბუქი, უბრალოდ ტუჩსაცხი, ტუში და წარბების ფანქარი...თმები თავიაუფალ კოსად გავიკეთე, კატომ კი წესისამებრ გაიშალა...საათი, სუნამო და მზად ვიყავით ნახევარ საათში.

კი გვიკვირდა ბიჭები, რომ არ მოვიდნენ ჩვენთან, მაგრამ თან ისიც ვიფიქრეთ ალბათ დაეძინათო, თორე ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღე არასდროს დავიწყებიათ.

-მაინც მეწყინა სეს ბიჭების საქციელი

-მეც მეწყინა კატუს, თან დადუმ მითხრა ხვალე, რომ გაგაცილებ აღარ ინერვიულებ დარწმუნებული იყავიო

დადუს გახსენებისას გამეღიმა

-ოხ დადუ, დადუ და ბიჭებო, ცოტახანი ხმას არ გავცემ უნამუსოებს.


გასასვლელად ვემზადებოდით, რომ ბიჭების ხმა შემოგვესმა
-შემოდით ჩქარა ტო რა, დაგვაგვიანდა

-ვახ, ვახ ბოდიშით რა გოგოებო, დაგვაგვიანდა, რა ლამაზები ხართ ტო

-ჩვენ კიდე გვეგონა, რომ დაგავიწყდათ

-კარგით რა თქვენი ამბავი როგორ დაგვავიწყდებოდა ყვავილებო

ყველა სათითაოდ ჩაგვეხუტა და წარმატებები გვისურვეს, მაგრამ დადუს ჩახუტება მაინც სხვანაირად გამიხარდა

-წარმატებები ჩემო პრინცესა, მიყვარხარ!

ჰაიმეეე, გულმა მგონი შემიწყვიტა მოქმედება, მაგრამ უეცრად ისე ჩქარა დაიწყო ბაგაბუგო, რომ ხმაც კი მესმოდა უკვე..ყურებში ხმა დამიგუბდა და ენა გამიშეშდა..ხმას ვერ ვიღებდი, უბრალოდ გაღიმებული, გაოცებული ვიდექი და დადუს ვუყურებდი..აზრზე ვერ მოვედი რა მოხდა

-სესო გესმის ჩვენი?

-რა? ხო, კი

-რატო იყურები ასე გაღიმებულ-გაფითრებული?

-აჰ არაფერია წავიდეთ რა უკვე
ძლივს ენა ამოვიდგი და გონზე მოვედი, დადუსკენ გამექცა მზერა და მომღიმარი და ძალიან ს*ქსუალური, რომ მიყურებდა სხეულში ჟრუანტელმა დამიარა..
ოთახიდან გავედით და მანქანებში ჩავჯექით და უნივერსიტეტისკენ გავუდექით გზას...საერთოდ ნერვიულობის ნატამალიც აღარ მქონდა სხეულში ისეთი ბედნიერი ვიყავი...დარწმუნებული ვიყავი დღევანდელი დღე კარგად რომ ჩაივლიდა.

-წარმატებები გოგოებო, დაგვირეკეთ და გამოგივლით, ჭკვიანად იყავით!

ბოლო სიტყვები განსაკუთრებით გამოკვეთილად წარმოთქვა დადუმ და გზა გააგრძელეს, ჩვენ კი უნივერსიტეტის სივრცეს მოვავლეთ თვალი და კარებისკენ გავემართეთ

-კატო

-ხო

-დადუმ მიყვარხარო!

ბედნიერმა შევხედე კატოს და ტუჩები დავუპრუწე სიხარულისგან

-რაა? ქორწილია ქეიფია გრიალიი

აუშვა აფრები კატომ და რამის შუა ცენტრში ცეკვა გავმართეთ, პირველია ასეთი ამბები ჩვენთვის და ამიტომ გვიხარია ასე, თორე დახამებული გოგოები არ გეგონოთ ბიჭებზე.

-ახლა დავწყნარდეთ და საღამოს უნდა დავლიოთ!

-გყვარობ

-მეც კნუტ.

უნივერსიტეტის ამბების მოყოლა ძალიან რომ არ გავაგრძელო პირდაპირ ვიტყვი, რომ სანერვიულო არც არაფერი ყოფილა, თბილი და უსაყვარლესი ჯგუფელები გვყოლია, თან ლექტორებიც როგორც გავიგეთ ძალიან საყვარლები ყოფილან.

ბავშვებმა ერთმანეთის გაცნობა დავიწყეთ და ყველანი ერთმანეთზე ზესაყვარელი აღმოჩნდენ

-მე ანასტასია ვარ, ეს კიდე ლუკაა ჩემი შეყვარებული

მასზე ჩახუტებული ბიჭიც გაგვაცნო

-როგორი საყვარელი წყვილი ხართ და საერთოდ ყველა ძალიან მიყვარხართ უკვე

განაცხადა კატომ ბედნიერმა

-მიხარია პირველივე დანახვისას ასე თბილად რომ შევხვდით ერთმანეთს..

მოკლედ გაცნობის მომენტმა უმაგრესად ჩაიარა და რადგან პირვეკი დღე იყო რამდენიმე საათში მალევე უკან დავბრუნდით სახლებში.


ბიჭებისთვის არ დაგვირეკავს, შეტყობინება გავუგზავნეთ,რომ ჩვენით წავიდოდით სახლში და ძლივს დავითანხმეთ, რომ არ მოსულიყვნენ ჩვენს წასაყვანად.

-აბა ახლა დაიწყე კნუტო დადუა ისტორიის მოყოლა, როგორ და რანაირად გითხრა მიყვარხარო

-დღეს დილას ბიჭები რომ გვილოცავდნენ პირველ დღეს, დადუ ბოლოს მოვიდა, ჩამეხუტა, შუბლზე მაკოცა, წარმატებები ჩემო პრინცესა, მიყვარხარო! ლოყაზე მაკოცა და დამტოვა გაშტერებული.

-ოო განსხვავებულად საყვარელია ჩემი სიძე ესეიგი რა, ახვა ბიჭები იმაზე ფიქრობენ როგორ უთხრან გოგოს, რომ მიყვარხარო და დადუმ სპონტანურად გადაწყვიტა და ნამდვილად შესაფერისი მომენტიც აურჩევია რაა, მომწონს უკვე ჩემი სიძე

-ნამდვილად, რომ სწორი დრო შეარჩია, სწორზე სწორიც ალბათ, რადგან ნერვიულობის ნაპერწკალიც აღარ შემრჩა სხეულში ამ ამბის შემდეგ

-ამის შსმდეგ გამეგოს ამბავი თუ როგორ მოიპარავს პირველ კოცნას და ნეტა შენი ტავი დამანახა იმ დროს როგორი გაფუთრებული იქნები

გემრიელად გადაუხარხარა და ლოყაზე მომჩქმიტა

-დეგენარატკა შენ! მოვა შენი დრო და მერე გაიცინებ კარგად

-შენს თვალებში ვკითხულობ, რომ დადუ გიყვარს და ზედმეტია იმის კითხვა თუ რას გრძნობ მის მიმართ

-უბრალოდ ჩემია!


ესეც ასე მეგობრებოოო, უღრმესი მადლობა თქვენ❤❤ წინა თავმა 8500მდე ნახვა მოაგროვა და ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა ჩემო ტკბილებო❤❤ მიყვარხართ



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან კარგი ისტორიაა და ვინც წერს ისიც კაია (:დ) მაგრამ ეს დაგვიანება რა იყო გოგო განვუტევე სული

 


№2 სტუმარი ინა

თიკო ფბზე როგორ მოგძებნო? ძალიან მინდა შენი გაცნობა ???????????? მიხარია რომ აღმოგაჩინე ????????????

 


№3  offline წევრი queentikooooo

《Sunshine》
ძალიან კარგი ისტორიაა და ვინც წერს ისიც კაია (:დ) მაგრამ ეს დაგვიანება რა იყო გოგო განვუტევე სული

ვუაიმეე ჩემი მზე გოგოო❤❤❤რომ იცოდე რა ნერვების დაწყევეტაა გამოვიარეე, სამჯერ წამეშალა დამატებული ისტორია, ხან რა შეცდომა დავუშვი ხან რა და მოკლედ სამჯერ წამიშალა საიტმა ისტორიაა და მესამედ თუ მეოთხედ რომ ვამატებდი უკვე ვთქვი, რომ ახლაც თუ არ დაემატება ვსო თიკო მიხედე შენს საქმესთქო????????????

ინა
თიკო ფბზე როგორ მოგძებნო? ძალიან მინდა შენი გაცნობა ???????????? მიხარია რომ აღმოგაჩინე ????????????

ვაიიჰჰ უღრმესი მადლობაა ჩემოო ტკბილოო❤❤იქიდან გამომდინარე, რომ არავინ იცის, რომ პატარა ისტორიებს ვწერ და არ მსურს ამ ამბის გამოაშკარავებაც ამიტომ ჩემი ფბც და ნებისმიერი სოც.სივრცე ჩავთვალოთ რომ არ არსებობს, ბოდიში ამისთვის რაა❤❤❤ მაგრამ შეგიძლია რომ ამ საიტზე მომწერო და გავიცნოთ მე და შენ ერთმანეთი და საერთოდ ნებისმიერმა მსურველმა, თან ძალიან მიყვარს "ჭორაობა"????❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან საინტერესოა წასაკითხი მომეწონა ისეთი თბილი ტკბილი ისტორია ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№5  offline წევრი queentikooooo

სტუმარი ნესტანი
ძალიან საინტერესოა წასაკითხი მომეწონა ისეთი თბილი ტკბილი ისტორია ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

მადლობაა საყვარელოო❤❤მიხარია ახალი მეგობარი რომ დამემატაა❤❤ მალე დაემატება შემდეგი თავიი❤❤❤

 


№6  offline წევრი queentikooooo

ესე იგი მეგობრობოო თუ ვინმე კითხულობთ ჩემს კომემტარს გეტყვით, რომ მეშვიდე თავი დამატებულია უკვე და ადმინისტრაციის შემოწმების შწმდეგ დაემატება ან დილას ან და საღამომდე❤❤მადლობებო❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent