შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარის მოტანილი არეულობა


4-12-2020, 14:21
ავტორი Ann Tius
ნანახია 1 222

1. როდესაც მოვლენებმა არასწორად განვითარება დაიწყო.

1995 წელი
- იქნებ არ ღირს? - თეთრხალათიანი ქერა ქალი რუსული აქცენტით ეჩურჩულებოდა ბებიაქალს და ნერვიულობას აკანკალებული ფეხის კაკუნით გამოხატავდა.
- ახლა რაღა დროისაა? აზრიც არ აქვს, მაინც ავადმყოფი ბავშვია და ტვირთად დააწვება ოჯახს. კარგი მკურნალობით მაქსიმუმ 25 წლამდე იცოცხლოს. სად აქვთ ამის მოვლის თავი, ვერ დაინახე, დედამისს დალაქავებული კაბა რომ ეცვა? ღმერთი დაგვიფასებს, რომ იმ გაჭირვებულებს ამ საცოდავს მოვაშორებთ. თან ცოტა ფულიც არ გვაწყენდა. - ბებიაქალს ყავისფერ მოსასხამში გაეხვია ბავშვი. ისე დასჩერებოდა, თითქოს მასზე დიდი ამაგი ჰქონოდა. ნერვიულობა არ ეტყობოდა.
- მაინც, ტეტიო, იქნებ...
- შენ რა, შეიშალე? ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით! გადაწყვეტილება შენ თვითონ მიიღე და უკან გასაბრუნებელი ყველა გზა მოიჭერი! - ცალი ხელით განრისხებული იხდიდა თეთრ ხალათს საქმიანობისთვის შეუფერებელი ასაკის ქალი. რა თქმა უნდა, ელოდა, რომ ქერა სიმხდალეს გამოიჩენდა, მაგრამ სად წავიდოდა? სხვა გზა არ ჰქონდა, ამ ბავშვის გაყიდვა ერთადერთი გამოსავალი იყო რუსისთვის.
- არ მინდა, ეგ ფული. არ შეგვერგება, არ მინდა, არა. გადავიფიქრე, ძალიან გთხოვ. - მუდარაში გადასულ აქცენტს სინანულის ჟღერადობა დაჰკრავდა, მაგრამ გვიანი იყო და ამას თვითონაც ხვდებოდა ქერა. თვალების კიდესთან ცრემლების შეჩერებას ცდილობდა, თუმცა გაყინულ თითებზე დაცემული თბილი სითხე იმის მანიშნებელი იყო, რომ ვერაფერს შველოდა ემოციებს.
არაფერი ესმოდა ბებიაქალს.
მულტფილმების პოსტერებით გავსებულ ოთახს ყვითელი სინათლე დაჰკრავდა. იქ მოხვედრილი ვერც კი იგრძნობდი ჯოჯოხეთის სუნს.
ტელეფონის გულის გამაწვრილებელმა ხმამ თითქოს ყველაფერს წერტილი დაუსვა. კუთხეში ჩაკეცილ ქერას ყურები დაგუბებოდა, ვერ გაიგო, როგორ უპასუხა ქალმა ტელეფონს. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა ბავშვიანმა დაუცაცხანა.
- ეზოში გველოდებიან, საბუთები აიღე და გამომყევი. ფულიც თან აქვთ. ყველაფერი მალე მორჩება.
* * *
უკანა ეზოს შესასვლელთან წარმოსადეგი კაცი იცდიდა. სახეზე შეატყობდით, რომ გახარებული იყო. ხელში საშუალო ზომის ყუთი ეჭირა და ვინ იცის, რამდენჯერ გადათვალა იქ შესაშური სისწორით ჩალაგებული ფული.
ქალები რომ გამოჩნდნენ ღრმად ამოისუნთქა. რაღაც გულს უღრღნიდა და რაღაც ბედნიერების ნერგებს თესავდა მის ორგანიზმში.
- ხომ არ გადაიფიქრეს? - იმ ქალისკენ გაეშურა, რომელსაც ხელში რამდენიმე საათის დაბადებული ბავშვი ეჭირა.
- არა, სამწუხაროდ! ფული ძალიან სჭირდებათ, ბავშვი კი-არა. რას ვიზამთ, სამაგიეროდ, მისი არსებობა სხვას გაახარებს. - ქალმა ჩვილი გადასცა კაცს და სანაცვლოდ ყუთი გამოართვა. ქერა კარიდან ადევნებდა თვალს მოვლენების განვითარებას, თუმცა რაღა უნდა მომხდარიყო.
კაცმა ყავისფერმოსასხამიანი შვილი მანქანის წინა სავარძელზე დასვა და ისე გაეცალა საავადმყოფოს, თითქოს აღარასდროს სურდა უკან დაბრუნება.
წლების შემდეგ ქერა უამრავჯერ ინანებდა, რომ დალაქავებულ კაბიანს გლოვისათვის სხვისი მკვდარი შვილი გადასცა და ისე მოიკლავდა ნაადრევად დაბერებულ თავს, რომ უკანასკნელადაც საავადმყოფოს უკანა გასასვლელში გაუჩინარებული შავი მანქანა დაუბინდავდა გონებას.


2. მოულოდნელი გამოფხიზლება.

მაღვიძარის გაუჩერებელ რეკვას კარზე ზარიც ემატებოდა, მაგრამ თვალების გახელას ჯერ კიდევ ვერ ვახერხებდი. ჩაბნელებული ოთახი და ფანჯარაში შემოჭრილი მბჟუტავი განათება მაფიქრებინებდა, რომ საკმაოდ გვიანი იყო. მაღვიძარა ვიცოდი, რატომ რეკავდა, მაგრამ კარის ხმა მესიზმრებოდა თუ მართლა ისმოდა, ჯერ ვერ ვიაზრებდი. მარჯვენა ხელი გავაშეშე, რომ გაბრუშებას გადაეარა, მარცხენა ხელით კი ტელეფონს მივწვდი. ამ მაღვიძარის ხმა ცხოვრებას მიმწარებდა. როგორ უნდა მოვმზადებულიყავი ასე დაღლილი დილის გამოცდისთვის, ვერ ვხვდებოდი.
მაღვიძარის საშინელი ხმა შეწყდა და მეც გამოვფხიზლდი, მაგრამ კარის ხმა ჩემი წარმოდგენა ნამდვილად არ ყოფილა.
ცოტა არ იყოს შევშინდი, ამ შუაღამეს ვინ უნდა იყოს-მეთქი, მაგრამ ცნობისმოყვარეობის დასაოკებლად ანგრეულ ლოგინში ისეთი ბრუნი გავაკეთე, ბალერინას შეშურდებოდა და ოთახიდან გამოსული კარისკენ, როგორც შემეძლო, ჩუმი ნაბიჯებით გავეშურე. თავს რეტი დამესხა, ჭუჭრუტანაში ნერვიულად მოქანავე მაღალი სილუეტი რომ დავლანდე. გაკვირვებული და დაბნეული ვერ ვხვდებოდი, აქ რას აკეთებდა ჩემი აბიტურიენტობის დროინდელი მათემატიკის კლასელი, ნოე წერეთელი?!
კარის მოპირდაპირედ მდგარ სარკეში ვხედავდი, როგორ ვიქნევდი ხელებს. ამ უცნაური ჟესტით ვცდილობდი ვითარებაში გარკვევას, მაგრამ აშკარად უშედეგოდ.
ალბათ კარი შეეშალა და ეს უბრალო დამთხვევაა, გავიფიქრე და საკეტისკენ წავიღე ხელი, როდესაც გაოგნებული კვადრატში აღმოვჩნდი. ჩემს აბიტურიენტობის დროინდელ მათემატიკის კლასელს, ნოე წერეთელს, ხელში წვრილი, რკინისმაგვარი რაღაც ეჭირა და ცდილობდა ჩემი ბინის კარი გაეტეხა.
ვგეგმავდი სამზარეულოში გავპარულიყავი და დანის აღება მომესწრო. საერთოდ არ მეფიქრებოდა იმაზე, რომ ეს ბიჭი დაახლოებით 7 წლის წინ გაწონასწორებული და ჭკვიანი იყო. თვალწინ მხოლოდ ის მომენტები მედგა, როდესაც მის გამოქცეულ თვალებს ვაფიქსირებდი ჩემკენ და ამას თინეიჯერულ მოწონებად ვნათლავდი, თუმცა ახლა ყველაფერი ამოტრიალდა. ვერც კი მოვასწარი სამზარეულოში გასვლა, რომ კარი გაიღო და სრულიად დაუცველი და შეშინებული იქვე, სამზარეულოს შესასვლელთან, ჩავიკეცე.
არანაკლებ გაოცებული იყო თვითონაც, ალბათ სახლში არავის ელოდა. როგორც ჩანს, ჩემმა გამომეტყველებამ შეაშინა და ხელები უცებ ასწია ჰაერში.
- არ შეგეშინდეს, კაი? არაფერს დაგიშავებ, დედას გეფიცები. - არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვფიქრობდი, საფრთხე არ მემუქრებოდა. მაინც ვერ ვცვლიდი სახის გამომეტყველებას და ვერც ქაოსს ვდევნიდი გონებიდან. ენაჩაგდებული მივშტერებოდი მაღალ სხეულს, თუ არაფერს დამიშავებს, მაშინ აქ რა უნდა-მეთქი.
- კატო, საფრთხეში ხარ და ჩემი დახმარება იმაზე მეტად გჭირდება, ვიდრე საერთოდ წარმოდგენა შეგიძლია.

_
გამარჯობა!
"რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!" - ეს ავთანდილს ფატმანზე კი არა, მემგონი ჩემზე უნდა ეთქვა.
არ ვიცი, უცებ გამიელვა გონებაში, ვინ მოთვლის ცხოვრებაში მერამდენედ, რაღაც ფრაგმენტებმა და პირველად გავხსენი ვორდის ფაილი და დავწერე :)
თუ არ დაიზარებთ, ყველანაირ ყველაფერს გულითადად მივიღებ.



№1  offline წევრი ციკო

საინტერესოა შემდეგ თავს ველოდები ????????❤❤❤❤

საინტერესოა შემდეგ თავს ველოდები ????????❤❤❤❤

 


№2 სტუმარი Life is beautiful

აუუ კიდე დიდიხანი იქნება ბოლომდე სანამ დამთავრდებაა? ძაან მომეწონა ერთი თავი წავიკითხე და მინდა თავიდან ბოლომდე.... ♥️
გელოდებიიიი... ისე ძაან მაგრად წერ♥️

 


№3  offline წევრი Ann Tius

Life is beautiful
აუუ კიდე დიდიხანი იქნება ბოლომდე სანამ დამთავრდებაა? ძაან მომეწონა ერთი თავი წავიკითხე და მინდა თავიდან ბოლომდე.... ♥️
გელოდებიიიი... ისე ძაან მაგრად წერ♥️

ვაიმეეე, მადლობა <3 ჯერ ახალი დაწყებული მაქვს წერა, ამიტომ არამგონია მალე დავასრულო :(((

ციკო
საინტერესოა შემდეგ თავს ველოდები ????????❤❤❤❤

საინტერესოა შემდეგ თავს ველოდები ????????❤❤❤❤

<3333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent