სასრულეთი (თავი 26) +18
დავუდი გონს რომ მოვედი, უკვე კლინიკაში ვიყავი. თეთრხალათიანი ექიმი მომიახლოვდა და ინგლისურად მაცნობა, რომ ავარიის შედეგად ტვინის შერყევა და წვივის მოტეხილობა მქონდა. დაასრულა თუ არა საუბარი, ოთახში კობა შემოვიდა. - გილოცავ გადარჩენას. იმედია აწი მაინც ფრთხილად იქნები. ისე ახლა შენი ამ მდგომარეობაში ჩავარდნა ნამდვილად არ გვაწყობდა. გაიშიფრე, რომ საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთე. - ჯანდაბა, ალაჰმაც დასწყევლოს. ჯემალიც ცუდ დღეში ჩავაგდე. ძებნაში რომ ვიყავი, სხვა გზა არ გვქონდა. - ჩემმა კაცმა შემატყობინა, რომ შენი გოგო დღეს პოლიციაში მივიდა და სარჩელი უკან გამოითხოვა. ამიტომ ახლა მხოლოდ საზღვრის უკანონო კვეთა გედება ბრალად. საელჩოდანაც და დაზვერვიდანაც ჩავრიეთ ჩემები. ხმაური არც ამათ აწყობთ, თან იციან რომ აშშ-ს კადრი ხარ, იმედია მარტივად გამოვძვრებით. ხომ მართლა, ცოტა ხანში გამომძიებელი მოვა და აბა შენ იცი. - რას ამბობ, ლეა თბილისშია? დაბრუნდა? როგორ დაითანხმა სანდრო სარჩელის გამოტანაზე? - მთელი ჩემი საუბრიდან მარტო ის გაიგე, რომ ლეა თბილისშია? - გაკვირვებული მიყურებდა კობა. - ამდენი წელია გიცნობ და მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი, ქალს ამხელა ზეგავლენა თუ ექნებოდა შენზე. - ლეა სხვაა. მას არ იცნობ. არ ჰგავს სხვა ქალებს. მისთვის მზად ვარ ჯოჯოხეთშიც კი ვებრძოლო შეიტანს არა თუ სანდრო ურთმელიძეს. საუბარი გამომძიებელმა გაგვაწყვეტინა. პირველი ის მკითხა საქართველოში მტრები ხომ არ მყავდა. აღმოჩნდა, რომ ავტომობილზე მუხრუჭები იყო გადაჭრილი. დანარჩენი სტანდარტული კითხვა-პასუხით შემოვიფარგლეთ. და მალევე დამტოვა. ფიქრებში წავედი. ვინ შეიძლება ყოფილიყო. არამგონია სანდრო ურთმელიძეს იმის უკანალი ჰქონდეს, რომ ასეთ რისკზე წავიდეს არც პოტენციური მკვლელი მგონია, მაშ ვინ იყო? ლეა? ჩემი ლეა რას აკეთებს ეხლა? გამიხარდა რომ პოლიციაში გამოცხადდა და სარჩელი გაიხმო. ესე იგი იბრძვის, არ ნებდები. გიპოვი ჩემო ლეა გიპოვი და უბედნიერეს ქალად გაქცევ. კარის ხმა გავიგე, მაგრამ ვინაიდან არც არავის ველოდი, არ გამიხედავს. ჩავთვალე, რომ მედდა იქნებოდა. თუმცა რაც უფრო მიახლოვდებოდა, თან მოჰქონდა ნაზი სურნელი, სურნელი, რომელსაც ყველასგან გამოვარჩევდი, სურნელი, რომელმაც მიმიზიდა და დამატყვევა. და პირველად ცხოვრებაში, შემეშინდა. შემეშინდა მოსალოდნელი იმედგაცრუების, რომ ეს ყველაფერი ჩემი ოცნებების ალუზია იყო და მეჩვენებოდა. ისე შემეშინდა, რომ თავის მიბრუნებასაც ვერ ვბედავდი. და ამ დროს სახეზე ვიგრძენი სანუკვარი სინაზის შეხება. თავი მისკენ გადამაწევინა და ჩავიღვენთე თაფლისა და ზურმუხტის ოკეანეში, ნეკერჩხლის სიროფისა და ცვარიანი მდელოს ნაზავში. თვალები, რომლებმაც დანახვისთანავე ჩაუქრობელი ლამპარი ამინთო გულში. ლეას მომწვანო-მოთაფლისფერო ქამელეონები ისეთი სითბოთი და მონატრებით მიმზერდა, როგორც არასდროს არვინ. ალბათ ასეთი მზერით მხოლოდ დედას შეუძლია თავის ახალშობილს შეხედოს, ტანჯვისა და დაუთმენელი ტკივილების შემდგომ რომ მოავლენს ქვეყნიერებას. ვინ იცის, ლეამაც რა დაითმინა ჩემ გამო. ხმის ამოღება ვერც მოვასწარი, რომ თავადვე დამეკონა ტუჩებზე და ეს იყო ის, რისთვისაც მთელი ცხოვრება ღირდა. მისი სანატრელი ბაგეები უხვად მიყოფდნენ მაცოცხლებელ იმპულსებს, ენის წვერით თითქოს ჩემი სულის ყველაზე მიუდგომელ ნაწილებს ეხებოდა. ეს იყო ყველაფერი ერთად: ინი და იანი, უთუ და ინანა, იზანაგი და იზანამი. თითქოს ამ კოცნით სამყაროს საყის წერტილებს მივუახლოვდით და პირველქმნილი სიხარული განვიცადეთ. ნეტავ შეიძლებოდეს წამების დაპაუზება, მაშინ ჩემ ცხოვრებას სწორედ ამ წამში დავაპაუზებდი. ამ ამბორის ჩრდილში უკვე ბუნდოვანი გახდა ერთმანეთისთვის ნათქვამი თითოეული სიტყვა. რომ არა უდროოს შემოჭრილი ექთანი, კიდევ დიდხანს დავტკბებოდი საყვარელი ქალის სხეულის სითბოთი. გავიდა, მაგრამ მისი სურნელი ისევ დამიტოვა. მეც მზად ვიყავი ამ სურნელის თითოეულ ნაწილაკს დარაჯად დავდგომოდი. ლოდინი აღარ შემეძლო. კობას დავურეკე და ვუთხარი, რომ ლეა აქ იყო და ყურადღება მიექცია,ასევე ეკითხა, სად ჩერდებოდა, ჩვენგან რამე ხომ არ ჭირდებოდა. ვერ დავუშვებდი მის ხელახლა დაკარგვას, თან გული შინაგანად ფორიაქობდა, არვიცი ეს წუთების წინ განცდილი იყო, თუ რაიმე წინათგრძნობა, მაგრამ ფაქტია, რომ მოუსვენრად ვიყავი. ამ დროს ისევ მედდა შემოვიდა და მორიგი დოზა გამაყუჩებელი გამიკეთა, ასევე ფეხზე სახვევი მომხსნა და გიფსი დააფიქსირა. ის ის იყო, ძილის ნოტები იჭრებოდა ჩემში, რომ ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა. კობა იყო და ისევ ავღელდი, სანამ ვუპასუხებდი. - დავუდ, ეცადე სიმშვიდე შეინარჩუნო. რასაც ახლა გეტყვი, არ მოგეწონება, მაგრამ დამიჯერე, ყველაფერს ვაკონტროლებ. - რას ამბობ კობა, დროზე ამოთქვი. - მოთმინების ის უკანასკნელი სიმებიც გამიწყდა, რაც აქამდე მაკავებდა. - აქ სანდრო ურთმელიძეა და გოგო გაყავს კლინიკიდან ხელკავით. - რას ამბობ, გაგიჟდი? ახლავე გაყევი. ეგ მოძალადე . - დამშვიდდი, ჯერ შენობაში ვარ და აქედან ვადევნებ თვალყურს. როგორც კი ავტომობილში ჩასხდებიან, მეც შეუმჩნევლად გავყვები. - იჩქარე კობა, არ უნდა დავუშვათ, რომ ლეას თმის ღერიც კი ჩამოუვარდეს. - დამშვიდდი, ხაზზე ვიქნები და შეგატყობინებ. ჩემებიც გავაფრთხილე. ნომერს ბაზაში გადაამოწმებენ და გავაკონტროლებთ. აქ როგორღა უნდა გავჩერდე. წვეთოვანი მოვიგლიჯე და წამოდგომა ვცადე. მაგრამ დაფიქსირებული გიფსი არ მაძლევდა გადაადგილების საშუალებას. ხმაურზე თეთრ ხალათიანები შემოვარდნენ და გაკავება დამიწყეს. სანამ ვენაში გამთიშავი გამაყუჩებლის ბოლო დოზა შემოვიდოდა სასოწარკვეთილი ვბღაოდი ლეას სახელს, გონების სრულ გათიშვამდე. სიზმრებმაც არ მომასვენეს. თითქოს ყველა კოშმარი, რაც აქამდე უნდა მენახა, გაერთინდა და ერთიანი ძალით დამატყდა თავს. მესიზმრებოდა, რომ ბაღდადში ვიყავით. თმებჩამოშლილ ლეას ქოლავდნენ ზუსტად ისე, როგორც სორაიას, თვალწინ გაცოცხლდა ჩაქოლვის სცენა, რომლისგანაც თავის დასაღწევად დავადექით ბაღდადის გზას. რომ არა მოსალოდნელი საფრთხის გააზრება, ლეა დღესაც ჩემს გვერდით იქნებოდა. რომ არა ის საბედისწერო აეროპორტი და ლურჯი ბურქა, ლეას თავს ვერავინ წამართმევდა. ლეა, ჩემო ლეა, ამაოდ ვცდილობდი მის გადარჩენას. *** ლეა მეც მიკვირდა ისე ვინარჩუნებდი სიმშვიდეს მთელი გზა. მარცხენა მხარე სხეულის მთლიანად მიხურდა და წვას ვგრძნობდი ალესანდროს მზერისგან, მაგრამ ერთხელაც არ გამიხედავს. ვიცოდი, სრულიად გააზრებული მქონდა, რაც მელოდა, მაგრამ დავუდის ერთმა კოცნამ შეძლო ის, რომ იმ სასიამოვნო წუთების მოგონებით ვძლებდი. გონებაში კადრებივით ვახვევდი ისევ და ისევ იმ წამს. ჯერაც ვგრძნობდი ტუჩებზე მისი ტუჩების გემოს. გემოს, რომელსაც მაროკოული ყავის არომატი დაჰკრავდა. და აწი თუნდაც, დედაჩემს ცოცხლად დავეწვი, არას დაგიდევდით. - რაღაც ზედმეტად მშვიდად ხარ ლეა, ნუთუ არ გეშინია შენი ოჯახის რეაქციის? - ნიშნისმოგებით მკითხა ალესანდრომ, რომელშიც ალაგ-ალაგ გამარჯვების ნოტებსაც შეამჩნევდით. სანაცვლოდ წუთიერი დუმილი მიიღო. მოუთმენლად ათამაშებდა თითებს საჭეზე. ბოლოს ვეღარ მოითმინდა და მანქანა გადააყენა მომიბრუნდა და სახე მისკენ მიმაწევინა, ისე რომ ჩვენი თვალები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა. სახეზე ვგრძნობდი მის სუნთქვას, რომელიც ერთდროს სასურველი, ახლა გამაღიზიანებელი გამხდარიყო. - ლეა, მითხარი რა გავაკეთო და გავაკეთებ, ოღონდ დაგიბრუნო. შენი ნდობა და სიყვარული დავიბრუნო. მეტი აღარ შემიძლია, ლეა. ვიცი რომ გტანჯავ და თავსაც ვიტანჯავ, მაგრამ რა ვქნა რომ შინაგან ეგოიზმს ვერაფერს ვშველი. მიყვარხარ, მიყვარხარ ლეა და იმ დროის მოგონებით იწყება ჩემი დილა, როცა შენს სიყვარულით მპასუხობდი. გაიხსენე, გთხოვ გაიხსენე ლეა, როგორ გიყვარდი. გაიხსენე, როგორ იღზნებოდი ჩემს თითოეულ შეხებაზე, გაიხსენე ჩვენი სექსის დროს შენი ნეტარების კვნესა, გაიხსენე, როგორ ვეზიარებოდით ერთად შენთვის ჯერ კიდევ შეუცნობელს. გაიხსენე, როგორ ვერ ძლებდი უჩემოდ. გაიხსენე, როგორ მიბრაზდებოდი, თუ დღე ისე გავიდოდა, რომ ვერ გნახავდი. გაიხსენე, ჩვენი სექსში გათენებული ღამეები. გაიხსენე ყველა ის სასიყვარულო სიტყვა და მიმართვა, რომელსაც ჩემთვის იმეტებდი. როგორ შეგიძლია ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. თითქოს მოგაჯადოვეს ან ამნეზია დაგემართა. ლეა, ღვთის გულისთვის გაიხსენე გთხოვ. მის თვალებში დიდი მუდარა იკითხებოდა, თითქოს ჩემზე ყოფილიყოს აპოკალიფსის თავიდან არიდება დამოკიდებული. რომ არა დავუდი, იქნებ ემოქმედა კიდეც მის სიტყვებს, მაგრამ ახლა მხოლოდ სიბრალულს და სინდისის ქეჯნას ვგრძნობდი. - ხმა ამოიღე, ლეა, ჯადაბა, ხმა ამოიღე. სათქმელი მართლა არაფერი მქონდა. - გამიშვი, გთხოვ. განთავისუფლდი და მეც განმათავისუფლე. - მეღადავები გოგო? - ისე დაიღრიალა ადგილზე შევხტი. - ლეა, თავს ნუ მაკარგინებ, ნუ მაგიჟებ. ისევ დუმილი ჩემგან და სანდროს უარესი გაშმაგება. მოულოდნელად გახელებული დაწვდა ჩემს ტუჩებს. გამეტებით ვცდილობდი წინააღმდეგიბას, რაზეც კიდევ უფრო ძლიერად მიკრავდა და მკოცნიდა. როცა იმედი გადამეწურა, მომშორდა, დაჟინებით ჩამაცქერდა და მკითხა. - გაიხსენე? რას ვგრძნობდი? ყველაფერს სიყვარულის გარდა. ეს იყო უბრალოდ ემოციებისგან დაცლილი ხორცის ნაგლეჯის უხეში შეხება, რომელმაც მონდომებით გადაშალა ჯერ კიდევ შერჩენილი დავუდის ტუჩების გემო. - გავიხსენე და იცი რა გავიხსენე? გავიხსენე, რომ თავიდანვე ამომიკვიატე, ზუსტად ისე პატარა ბავშვი ვიტრინაში გამოფენილ სათამაშოს რომ აიკვიატებს.მეც მოვიხიბლე და აქ დავუშვი შეცდომა. გამოუცდელობით მოწონებას სიყვარული დავარქვი. გავიხსენე და იცი, რა გავიხსენე? ჩვენი პირველი ღამე რომ არ მახსოვს. ჩემი სიმთვრალით რომ ისარგებლე და გამინაღდე. - ასე არაა ლეა, ეს ორივეს გვინდოდა. - ხმა გაუტყდა. - მე რომ უმანკო არ ვყოფილიყავი, მაინც მომიყვანდი ცოლად? დავუდისთვის მე ვარ მთავარი და არა ჩემი წარსული თუ სტატუსი. ბავშვს სხვისი ნახმარი სათამაშო არ უნდა, მხოლოდ ახალთახალი, ვიტრინის გალამაზებული თოჯინა იზიდავს. შენც ზუსტად ის ბავშვი ხარ, რომელმაც იმიტომ შემიყვარა, რომ იცოდა ჩემი გულის და სხეულის გასაღები ჯერ არავის ჰქონდა მორგებული. იცი ზუსტად ნახევარი საათის წინ ამ ტუჩებს დავუდი ეხებოდა. მე ის მიყვარს. და ახლა, ვერაფერი ვიგრძენი, როცა შენ შემეხე. კიდევ არ გამიშვებ? უცებ ვიგრძენი ცხელი სიმხურვალე და წვა ლოყაზე. ... ლამის თვალებიდან ნაპერწკლები გადმომცვივდა.... არ მჯერა... ალესანდრომ გამარტყა. - ვერ ვხვდები როდის გადაიქეცი უმანკო, მიამიტი ოცნებებით სავსე გოგო მოღალატე ძუკნად. აწი რაც მოგივა, თავს დააბრალე. მანქანა ისევ დაქოქა და ელვის სისწრაფით გავიჭერით წინ. მალევე მივადექით ჩემს კორპუსს. მივყვებოდი ალესანდროს ზუსტად ისე, როგორც ეშაფოტზე მიჰყავდათ ჯადოქრობაში ბრალდებული ალქაჯები შუა საუკუნეებში. ნაკლები არ მელოდა, თუ არა უარესი. ზარი დავრეკეთ და კართანვე ისმოდა დედაჩემის ქოთქოთი. გააღო თუ არა გახარებული ჩაეხუტა ჯერ სანდროს და მერე მე. - თქვენს ნახვას რახან მოვესწარი, რაღა მომკლავს. კი ვიფიქრე გვრიტებს დავაცლი თაფლობისთვეს მეთქი, მაგრამ მართლა ინტერესმა და მონატრებამ მომკლა უთქვენოდ. სახეზე რა გჭირს, გამხდარი მეჩვენები. არაფერს ჭამ ხომ? - გზაში ალესანდრომ უხერხულად დაამუხრუჭა, ღვედი არ მეკეთა და მივარტყი. - მეც ვერ მივხვდი, რატომ ვიცრუე და ალესანდროს გავხედე, აშკარად კმაყოფილი იყო ჩემი პასუხით. მე კი საკუთარი სიმხდალისგან გული მერეოდა. - შემოდით, რას დგახართ. ეს სახლი თქვენიცაა. - შინ შეგვიპატიჟა მისაღები ოთახისკენ, თავად კი სამზარეულოში გაეშურა. ირგვლივ ჰაერი დამძიმდა. ჟანგბადისგან დაცლილ ოთახში ფანჯარა გამოვაღე. სანდრო მომიახლოვდა და ზურგიდან მომეხუტა, თავი კი ჩემს თმებში ჩარგო. - მაპატიე, ეჭვიანობამ თავი დამაკარგინა. ჯერ კიდევ შეგვიძლია ყველაფრის შეცვლა. უკანასკნელ შანსს გთხოვ. - მიჩურჩულა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.