შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარილისი |7|


8-12-2020, 23:37
ავტორი Âme
ნანახია 543

განყოფილების ორი კარი ერთმანეთის მიყოლებით გამოიხურა ლეონმა და უკვე ნაცნობი ოფიცრებისკენ დაიძრა. ახლა მისი ყოველი მოქმედება კონკრეტული და დროში რაც შეიძლება მალე მოგვარებადი უნდა ყოფილიყო . თუმცა , ჯერ გამოსავალს ბუნდოვნადაც ვერ ხედავდა. იკითხა, ვის შეიძლებოდა გასაუბრებოდა დეტალების გასავლელად და დასაზუსტებლად. ნიკოლა ცალკე ოთახში, გვერდით შენობაში ჰყავდათ, ბავშვებისთვის სპეციალურად მოწყობილ ფერად ოთახში და ცდილობდნენ დაემშვიდებინა. მაგრამ, მიყვანის წამიდან, ვერავინ შეძლო მისი დაწყნარება. თავდაპიველად, მერისაც არ აძლევდნენ შიგნით შესვლის საშუალებას, მაგრამ არავინ რომ მიიკარა , გამოკალისის სახით , კარი მისთვისაც გაიღო. არც მერისთვის მიუქცევია ყურადღება. იდგა თავისთვის კუთხეში, ფანჯარასთან და ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა. მერი ფრთხილად მიუახლოვდა გულამოსკვილ ბავშვს და რამდენჯერმე თბილი ტონით, ჩუმად დაუძახა.
-ნიკოლა, ნიკოლა, მერი ვარ. შემომხედე საყვარელო, მე არსად მიმყავხარ, მშვიდად,- ხელები ნელა შემოხვია და შეეცადა როგორმე დაემშვიდებინა .
- დედას არ მოვუტაცებივარ... ის, მე არასოდეს არაფერს დამიშავებს,-სლუკუნს ამოაყოლა გულში ნაგროვები სიტყვები და მხოლოდ ახლახან გაუსწორა წყლიანი თვალები.
-მჯერა, მჯერა ,პატარავ.
-იზომ მცემა. მე, ვცდილობდი დამემალა, მაგრამ მიხვდა. ძალიან გაბრაზდა რომ მნახა და მაგიტომ წამომიყვანა.
-იზომ გცემა? რა ნახა ანარამ ? - ისევ მშვიდად იკითხა მერიმ და ბავშვის პასუხს დაელოდა.
-ჩემი ზურგი. დედა აქ არ უნდა იყოს . ამ ბიძიებმა თუ ვინმე უნდა დაიჭირონ, ეს ბოროტი იზოლდაა.
-მაჩვენე პატარავ, -ნელა შემოაბრუნა მერიმ ბავშვი და მაისურის ბოლო ნელა აწია. პატარა ზურგი აჭრელებული იყო ერთმანეთის გადამკვეთი წითელი ხაზებით და სილურჯეებით. აქამდე, ცდილობდა მშვიდი ტონი შეენარჩუნებინა და ნიკოლა მეტად აღარ გაენერვიულებინა. მაგრამ, ეს, უკვე აღემატებოდა მის ძალებს. ემოცია ვეღარ დამალა, პირზე ხელი აიფარა და ცრემლები წასკდა,-ანამ ეს ნახა?,- ძლივს-ძლივობით მოახერხა ორი სიტყვის გადაბმა და მაისურის ბოლო ისევ შარვლის სათავეში ჩაატანა.
-აჰამ,-ნამტირალევი თვალები მკლავებით მოიწმინდა. მერი დეიდა, ანას ხომ წავიყვანთ?,- ისე სხვათაშორის მოჰყვა ცემის ამბავი და სხვა თემაზე გადაერთი გეგონებათ ხელი გაეკაწროს. როგორ ახერხებდა ასეთი პატარა ამდენის ატანას, ყველაფრის მიუხედავად ანარაზე ფიქრსა და დარდს. თავისი ცხოვრება ეგონა ჯოჯოხეთი და ნატრობდა სადმე წაეყვანათ, თუნდაც- ბავშვთა სახლში. იქაც არავის აინტერესებს დაუცველი ბავშვი. „ღმერთო, დედამიწა იხრჩობა ბოროტებაში“, ფიქრობდა თავისთვის და ცდილობდა, რამდენადაც შესაძლებელი გახლდათ, საღი აზრი და ადეკვატურობა შეენარჩუნებინა.
-ყველაფერს გავაკეთებ, რომ ანარაც ჩვენთან ერთად წამოვიდეს,-თქვა დიდხნიანი პაუზის შემდეგ და ფეხზე წამოდგა.
-თუ არ წამოვა , მეც დავრჩები. თვითონ არ დამტოვა იზოსთან, მეც არ დავტოვებ,-კარში დააწია სიტყვები ნიკოლამ,-წამიერად გაჩერდა, შემდეგ უკან მობრუნდა , პატარა სახე თბილ ხელის გულებს შორის მოიქცია , თვალებში ჩახედა და საკუთარ თავს დაჰპირდა, ამ ბავშის ბედნიერებისთვის ყველაფერს გააკეთებდა.
-წავიყვანთ ჩემო პატარავ , წავიყვანთ. ანარას არ მოეწონებოდა, ასე რომ ენახე. განა იმიტომ არ წამოგიყვანა მარილისიდან , რომ აღარასოდეს გეტირა ?- თავი თანხმობის ნიშნად დააქნია ნიკოლამ და მერის გამოწვდილ მოსაცმელს თითები ჩასჭიდა,- ეს მოიხურე და აქ დაჯექი. მე გავალ, იქნებ რამე გავიგო ახალი. ოღონდ დამპირდი , რომ ჭკვიანად იქნები, კარგი ?
-კარგი,- ქალმა პაწაწინა ლოყაზე აკოცა და კარს მიღმა გაჩინარდა. კიდევ ვერ უჯერებდა საკუთარი თვალით ნანახს. ბავშვს ლამის ძვლებამდე გადაყვლეფოდა კანი. ჭილობებზე ალაგ- ალაგ შემხმარი სისხლი სურათს კიდევ უფრო შემზარავს ხდიდა. ღმერთო, ვინ იცის, რამდენის გადატანა მოუწიათ ბავშვებს ამ ქალის ხელში. ფორიაქით გაიარა მერიმ დერეფანი და ლეონის მოსაძებნად გვერდით მგდომ შენობაში შევიდა. განერვიულებული ერთ ადგილს ვერ პოულობდა, ბოლთას სცემდა და ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრებოდა. ბევრი არ უფიქრია, პირდაპირ მისკენ გაემართა და დაელოდა როდის დაასრულებდა .
-რა ხდება, არის რამე სიახლე? ბავშვი საშინელ დღეშია, ანარა როგორ არის ?
-არვიცი, ადვოკატს ველაპარაკე, მალე მოვა.
-ღმერთო, ბავშვი რომ ასეთ დღეში მენახა, მეც მსგავსად მოვიქცეოდი.
-გთხოვ, ანარას უპასუხისმგებლობას გამართლებას ნუ მოუძებნი. მილიონჯერ გავუმეორე, რომ თუ რამე დასჭირდებოდა...
-თქვენ დაუფიქრებლლად არასოდეს მოქცეულხართ? უნდა ნახოთ იმ ბავშვის ზურგი , ვერცერთი ადამიანი დარჩება გულგრილი. როცა ასეთ დღეში გაგდებენ , ვერ დაელოდები როდის აღსრულდება კანონის უზენაესობა, მით უფრო , რომ ეს უკანასკნელი არსად ჩანს . იცით? თქვენი შვილისთვის ბრწყინვალე სუროგატი შეგირჩევიათ . საოცარი გული აქვს ამ გოგოს , უზარმაზარი გული და თუ იმის შანსი არსებობს, რომ თუნდაც მცირედით, ბავშვთან რაიმე სახის კავშირი ექნება , დარწმუნებული ვარ, მისგან მხოლოდ დადებითს მიიღებს . თქვენც გისურვებთ მისი მსგავსი მშობლები იყოთ ბატონო ლეონ. ხედავთ? თავისი შვილის გულისთვის ყველაფერზეა წამსვლელი, საკუთარ მდგომარეობაზე ფიქრის გარეშე. დედობა სხვა კი არაფერია . თქვენ კი, შორიდან კიცხავთ, მისი იმპულსური საქციელის გამო. როგორ შეგიძლიათ ასე მშვიდად გააკრიტიკოთ ადამიანი და წამით არ ეცადოთ მის მდგომარეობაში შესვლას.
-მომისმინეთ ქალბატონო მერი. დღევანდელი თანადგომისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით, მაგრამ, გვინდა თუ არა , ყველა საქმე სამართლებრივად უდნა მოგვარდეს, რომ შემდეგ, ასე განყოფილება-განყოფილება არ მოგვიწიოს სირბილი და გისოსებს მიღმა ერთმანეთის ნახვა. მოდით შევთანხმდეთ, ქალბატონი ანარა არაფერზე დაფიქრდა, ამაში გეთანხმებით. მოჰკიდა ბავშვს ხელი და გამოიქცა. კარგი, მე და თქვენ დავიჯერეთ და ვიცით, რომ ბავშვს არაფერს დაუშავებდა , ვის გინდა ეს ზღაპარი მოუყვე? გადახედეთ,-ხელი გაიშვირა და ირგვლივ მიმოატარა,- ჩემმა ცოლმა რომ ეს გაიგოს, გაგიჟდება . იცი რამდენი წელია ელოდება , რომ ბავშვი გვყავდეს? რომ გაიგონებენ სიმსივნე აქვს, მისი კვერცხუჯრედის გადანერგვაზე ქალები მაშინვე უარს აცხადებენ, თანხაც არ აინტერესებთ. ახლა კი, ვიცით, რომ მალე მშობლები გავხდებით. ეილინი სიხარულისგან დაფრინავს. თქვენ არ იცით, თითქოს მეორეჯერ დაიბადა. მისთვის ახალი სუნთქვა გაიხსნა და ამ დროს რა ხდება, თავისი ქარაფშუტობის გამო, ანარამ ჩემი შვილი საფრთხეში ჩააგდო.
-უკვე დაბადებულ ბავშვებზე რას იტყვით ?
-ყველაფერს გავაკეთებ , რომ იგივე აღარ განმეორდეს.
-ჰმ , ყველაფერს გააკეთებთ ,-მერის ჩაეცინა,- გგონიათ ეს პირველი შემთხვევაა? დარწმუნებული ვარ არც ანარას სხეული იქნება მოკლებული მსგავს ნაკვალევს . მამაჩემი რომ არ მომკვდარიყო, ვინ იცის, ახლა მეც ასეთ დღეში ვიქნებოდი. მთელი ცხოვრებაა ვცდილობ ასეთ დაჩაგრულ ბავშვებს ყოფა შევუმსუბუქო. მაგრამ, რას გავაწყობ, როგორც ჩანს-ვერაფერს. ანარაზე რას ამბობენ , გამოუშვებენ ?
-იზოლდას, იმ ბავშვთა სახლის დირექტორს და აღმზრდელს, საჩივარი აქვს შეტანილი. არასრულწლოვნის გატაცებასა და თავისუფლების აღკვეთაში ედება ბრალი. ასე მარტივად არ მოგვარდება,- ტელეფონზე ისევ ვიღაცამ დაურეკა. მერის ხელით ანიშნა ერთი წუთი დალოდებოდა. ალბათ ისევ ადვოკატი რეკავდა. წინ და უკან დადიოდა, შუბლს ისრესდა და ცდილობდა რამე გაერკვია. ბოლოს ღრმად ამოისუნთქა და ტელეფონი ჯიბეში ჩამალა.
-საჩივარი რომ გაიტანონ?-ისე მოულოდნელად იკითხა მერიმ, ცოტა დააბნია კიდეც ლეონი.
-გაიტანოს კი არა , ლამისაა ერთი იმდენი იქეთ დაამატოს.
-და მაინც, საჩივარი რომ აღარ არსებობდეს?- თავი გვერდთ გადახარა და კიდევ ერთხელ შეუბრუნა კითხვა .
-მაგ შემთხვევაში , ყელაფერი შეიცვლება, -კიდევ ერთხელ ამოისუნთქა ღრმად და მაღლა აიხედა.
-მოვაგვარებ და შეგატყობინებთ,- გააზრება ვერ მოასწრო ლეონმა ისე გაქრა მერი თვალთახედვის არედან . მისი „უფროსი“ ერთ-ერთი გამომძიებლის ოთახში ეგულებოდა და პირდაპირ იქეთ გაეშურა . ქალბატონი იზოლდა სავარძელში კომფორტულად მოკალათებულიყო და თვითკმაყოფილებით ტკბებოდა.
-ერთი წუთით, შეიძლება? ქალბატონ იზოლდასთან ამაქვს საქმე, თუ შეიძლება გამოვიდეს.
-აქ შემობრძანდით , მე მაინც საბუთებზე გავდიოდი,-ნება დართო ფორმიანმა საშუალო ასაკის მამაკაცმა და ოთახიდან გავიდა.
-მერი ? შენ ლილის ჯაშუში ხარ, თუ აქ საიდან მოხვდი ?
- არავის ჯაშუში არ ვარ ქალბატონო იზოლდა.
-ოჰ, დავიჯერე. რაო , ახლა ვეღარ ვშველი ანარასო? მე მაგას ვუთხარი. თავიდანვე გაანებივრა და გაათავხედა . ესეც შენი ფოფინით გაზრდილი ქალბატონი.
-ქალბატონო იზოლდა. ნიკოლას ზურგი ნახეთ რა დღეში ჩააგდეთ ?
-ვნახე კი, მთელი ღამე ვდარაჯობდი, რომ მაგის ზურგი მეთვალიერებინა. მეტი საქმე არ მქონდა,- გადაიხარხარა და ერთი-ორჯერ ჩაახველა.
-მე ვნახე.
- რას ლაპარაკობ, მერე?- გვერდულად გამოხედა და სიგარეტი გააბოლა .
- ამ ამბავს ასე არ დავტოვებ, ბავშვს სამედიცინო ექსპერტიზაზე წაიყვანენ და ყველაფრისთვის პასუხს აგებთ .
იზომ ზემოთ აიხედა, კუთხეებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები მოათვალიერა. შემდეგ ცოტა ხანი გაჩუმდა, სავარძლიდან წამოდგა და მერის გარეთ გასვლა შესთავაზა. როგორც ჩანს არ უნდოდა მისი საუბარი ზედმეტად დარჩენილიყო ჩანაწერებზე. კიბის დასაწყისში ერთი, საკმაოდ მოსული მამაკაცი სიგარეტს ეწეოდა. იზოლდა გაჩერდა, მერის აბნევდა მისი ემოციათა სტაბილურობა, თითქოს არაფრის ეშინოდა. თითქოს, ყველაფერი წინასწარ დაეგეგმა და ზუსტად იცოდა მოვლენები რა სცენარითაც განმეორდებოდა. მაგრამ მერი, თავს გამუდმებით ერთსა და იმავეს უმეორებდა. რომ ის შეძლებდა, აუცილებლად შეძლებდა ნიკოლას და ანარას აქედან გაყვანას.
-როგორი მონდომებული ახალგაზრდა ხარ მერიკო,- არც კი აღელვებულა. მსუქანი თითებით ყბის კუთხეზე მიეფერა და მოწევა გააგრძელა,- ბატონი ვაჟა, გაიცანი,- ხელით მის გევრდით მდგომ, სწორედ იმ ფორმიანზე მიუთითა,-ბატონი ვაჟა ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და მის მსგავსად კიდევ ძალიან ბევრი . შენ გგონია აქ ვინმე იმ უპატრონო ბავშის ბედით ისე შეწუხდება, რომ შეძლებს მე დამიპირისპირდეს? ნახავენ და ნახონ. დაწერენ, რომ ბავშვს ყველაფერი რიგზე ჰქონდა. არანაირი დაზიანება. ან, თუ მაინც და მაინც დაზიანებებზე მიდგა საქმე, შესაძლებელია, ფეხი გადაუბრუნდა და კიბეებზე ჩამოგორდა.- სიგარეტიან ხელს აქეთ-იქეთ იქნევდა და კვამლით ჰაერში გაურკვეველ ფიგურებს ხატავდა. უჭირდა მერის ყველაფრის გააზრება. ბრაზისგან თვალები ცრემლებით გაევსო. თავში აწმყოც და წარსულიც ერთმანეთში აერია. ცალკე მოძალადე მამის ღრიალი ჩაესმოდა, წარსულიდან, ცალკე- ნიკოლას ტირილი. ზურგით შებრუნდა, უნდოდა ყველაფერი გამქრალიყო მისი თავიდან, უნდოდა ყველაფერი გადმოებერტყა და ახალი ცხოვრება დაეწყო, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა . ტელეფონი ამოიღო და იზოლდას მიუბრუნდა.
-აქ თუ ვერაფერს გავხდები , გპირდებით ამ ფოტოებს ყველას გავუგზავნი. ყველას მივაწვდენ ხმას , რომ ბავშვებს ამ დღეში აგდებთ, როგორ ვერ ვიპოვი ვინმეს, ამ ქვეყნად თქვენი მომრევი რომ აღმოჩნდეს. ძალიან ბევრ იურიდიული ორგანიზაციის წარმომადგენელს ვიცნობ. დარწმუნებული ვარ, ბატონ ლეონსაც ეყოლება შესაბამის სამსახურებში ნაცნობები. როგორც მოგეხსენებათ ძალიან გავლენიანი პიროვნებაა, ანარას უსაფრთხოება კი, მისთვის, საკუთარი შვილის კარგად ყოფნას ნიშნავს. კარგად დაფიქრდით ქალბატონო იზოლდა, ნუთუ ეს სწორი დროა, როდესაც მე უნდა შემეწინააღმდეგოთ ან რამით დამემუქროთ,- ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა და ნიკოლას ზურგის ფოტოებს ჰაერში აფრიალებდა.
-რას ბოდავ?- ტონი შეეცვალა იზოლდას და მის გვერდით მდგომი ვაჟას მზერას რომ წააწყდა, მიხვდა შესაძლებელი გახდა ეს შემთხვევა ისე არ დამთავრებულიყო, როგორც-ყოველთვის . თავი გვერდზე გადააქნია და ანიშნა მარტო დაეტოვებინა .
-როგორც ჩანს, ცოტა დაგაფიქრეთ .
-რა გინდა ჩემგან, ვინ გამოგგზავნა,- ხელი მკლავში წაავლო და რამდენიმე ნაბიჯით დაშორდა განყოფილების შენობას.
-არავის გამოვგზავნივარ. მამაჩემმა მთელი ბავშვობა გამიმწარა და მერე, ღვთის წყალობით, ჩაძაღლდა. არც ერთი ბავშვი იმსახურებს ასე მოქცევას. მით უმეტეს ისინი, ვინც ერთხელ უკვე დაყარეს მშობლებმა ასე გულგრილად . უპატრონოებთან დიდ გულზე ხართ, ხომ?
-რა გინდა ჩემგან , შე გომბიო,- ბრაზი მოერია იზოლდას, დაკბილები დაახრჭიალა. გრძნობდა მერი ნელ-ნელა როგორ მოემატა ძალა და გამბედაობა მოიკრიბა .
-პირველ რიგში, საჩივარი გამოიტანეთ. ანარა სახლში უნდა დაბრუნდეს .
-კიდევ?
-დანარჩენს შემდეგ მოვიფიქრებ.
-შენ რა გგონია, რომ ასე დამაშანტაჟებ, შენ ჭკუაზე ვივლი და დაკრულზე ვიცეკვებ ?
-თქვენთვის ნამდვილად ვერ მოვიცლი ქალბატონო იზოლდა. მე მგონია, რომ ამ ბავშვებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შემიძლია. ეს კი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენთვის დაკვრა და ზედმეტი ენერგიის ხარჯვის სურვილი, - მისი მკლავი ხელიდან გამოგლიჯა და შენობაში დაბრუნდა. ერთი მოიხედა უკან . იზოლდა ფეხით სრესდა ასფალტზე დაგდებულ , ჯერ კიდევ ჩაუმქვრალი სიგარეტის ნახევარს და ტელეფონზე ნომერს კრებდა.
***
რკინის გისოსებზე ხელები ჩაეჭიდა, იატაკზე გვერდულად იჯდა და თვალები დაეხუჭა. შუბლი მჭირდოდ მიებჯინა მეტალის სვეტებზე, ცრემლები წკაპა-წკუპით ეცემოდა ცივ ზედაპირს. ახლა ისე იყო გაურკვევლობაში ჩაფლული , როგორც-არასდროს. ნანობდა მის საქციელს, საშინლად ნანობდა. ლეოსიც ესმოდა. სამართლიანად ჩათვლიდა , თუ სოლვეები უჩივლებდნენ , მაგრამ ,ყველაზე მეტად, ნიკოლას მდგომარეობა აღელვებდა. ეგონა ყველა ძვალი დაემტვრა და მისი სული ნატეხებიდან გადმოიღვარა. კარგად ხვდებოდა, ამგვარი საქციელით მდგომარეობა მხოლოდ გააუარესა. მიუხედავად იმისა, ცუდი განზრახვა არ ჰქონია , ყველაფერი საწინააღმდეგოდ შემობრუნდა და ამ ყველა სიკეთესთან ერთად , შესაძლებელი გახლდათ, სოლვეების ბავშვი ციხეში დასაბადებლად განწირულიყო . ყველა ცუდი შესაძლებლობა გამოიგლოვა და გამოიტირა. უღონოდ იჯდა და შუბლს ისე აჭერდა გისოსებს, გეგონებოდათ მათი თავით გარღვევა შეეძლო. თუმცა, ძალა გამოცლილს დაღლილობამ სძლია და მცირე ხნით ჩათვლიმა. ისე გაირინდა, გაიპარა გონება ამქვეყნიური სადარდებლისგან ვერც კი გაიგო, როგორ შემოვიდნენ.
-რას შვები, წამოდექი,- ლეონი მის წინ სწრაფად დაიხარა , თითებზე ხელი წაავლო და ეცადა წამოეყენებინა,-ჩქარა, გააღეთ ეს წყეული კარი, კარგად ხარ? არ ჩერდებოდა და ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად შესულიყო მასთან .
-ნიკოლა როგორ არის, ნახე?- თვალები ნელა გაახილა, თავში მხოლოდ ეს უტრიალებდა. გაციებულ მტევნებზე თბილი თითები შემოახვია ლეონმა ანარას. მისუსტებული სხეული ძლივს იკრებდა ღონეს. შეშინებული თვალებით უყურებდა და ერთსა და იმავე კითხვას უმეორებდა , სანამ, ლეონმა თავის დაქნევით არ ანიშნა კარგად ყოფნა. წამოდგომას ეცადა , მაგრამ მუხლებში სისუსტე იგძრნო და ინერციით კიდევ უფრო დაეყრდნო მის მკლავებს .
-ფრთხილად, ფრთხილად ,- ცალი ხელი წელზე გადაიტანა და იქვე ნელა წამოაყენა. ცრემლიანი თვალები ძლივს გაუსწორა მის წინ მდგომ მამაკაცს და მოიარებით , ხმის კანკალით გაუმეორა კითხვა .
-ნიკოლა როგორ არის?
-ნუ გეშინია, მერიმ ნახა. თქვა , რომ ბავშვებისთვის განკუთვნილ ოთახშია , სოციალური აგენტი იყო მასთან შესული. როგორც ჩანს, მისი მდგომარეობით დაინტერესდებიან. თანაც, ალბათ, სამართალდამცავებსაც დააინტერესებთ, საქმიდან გამომდინარე, მომხდარის შესახებ მისი ვერსია.
ლეონის სუნთქვა საუბრისას სახეზე ეშლებოდა. თან, საოცარი სითბო და სიმშვიდე მოჰქონდა. თავს უნებურად მისცა უფლება სულში დაგუბებული დარდები გაეთავისუფლებინა, გულზე მიეხუტა და უნებურად ატირდა.
-ვწუხვარ, ღმერთო, როგორ ვწუხვარ. თავი ყოვლის შემძლე მეგონა. არაფერზე ვიფიქრე, თქვენც, როგორ დღეში ჩაგაგდეთ. ჩემი პატარა, ალბათ ახლა როგორ განიცდის. ვერ დავიცავი, ვერ გავუფრთხილდი. ყველაფერი გავანადგურე. იზოლდას წისქვილზე დავასხი მხოლოდ წყალი . ახლა, ვინ იცის, ბავშვს რა დღეში ჩააგდებს. როგორ დავამძიმე მისი პატარა გული. ალბათ, ქალბატონი ეილინი ძალიან გაბრაზებულია. ამ ბავშვსაც რომ რამე მოუვიდეს, მე როგორღა უნდა ვიცოცხლო.
-შშშ, ასეთი სისულელე აღარ გაიმეორო.
- ამ ქვეყნად ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს. მე რა გავაკეთე. დედა, შვილზე უნდა ზრუნავდეს, მის კეთილდღეობაზე. მე კი, ვაიძულე მარტო დარჩენილიყო. სრულიად მარტო, იმ ჭაობში. სული მეწვის იმის წარმოდგენით, რომ ისევ მარილისში უნდა დააბრუნონ, იზოლდას ხელებში თავად ჩავიგდე და ახლა ისეთი უძლური ვარ, როგორც-არასდროს. ცუდი ხომ არაფერი მინდოდა. არავისთვის მინდოდა და რა გამოვიდა. პირველ რიგში, საკუთარი შვილი გავწირე. უნდა მომეთმინა, სანამ ბავშვი გაჩნდებოდა, სანამ ფეხზე დავდგებოდი, სანამ მის უზრუნველყოფას შევძლებდი. უნდა მომეთმინა, ღმერთო, ეს რა ჩავიდინე. იცით? ამ ბავშვის გაჩენას მისი გულისთვის დავთანხმდი. ამდენ ფულს სხვაგვარად ვერ მოვაგროვებდი. ყველაფერი მისთვის მინდოდა. ნიკოლა ბედნიერი უნდა ყოფილიყო. ის ყველაფერი არ უნდა გამოევლო, რაც-მე .
-ანარა...
-მე კი, ყველაფერი გავწირე. ერთი უპასუხისმგებლო, ქარაფშუტა გოგოსავით მოვიქეცი. მაგრამ სხეული მეფლითება , ყველაფერი მეწვის ,როცა წარმოვიდგენ როგორ გაუსწორდა ის ცხოველი
-ანარა-უცაბედად, ცოტა უფრო ხმამაღლა გაიმეორა ლეონმა და სიტყვა გააწყვეტინა . დამფრთხალი შველივით შეაჩერდა თვალებში და დაელოდა რას ეტყოდა.
-მე და ეილინი ვიშვილებთ ნიკოლას, რომ იქედან, რაც შეიძლება მალე წამოვიყვანოთ,-უცებ გაშრა, ეგონა მოესმა. ლეონიც გაოგნებული იდგა, თავადაც ვერ გაეგო, საიდან მოუვიდა თავში.
-მართლა?-ჩუმი ხმით შეაპარა ანარამ. წამით იფიქრა დაესიზმრა, მოელანდა, ან რაღაც მსგავსი.
-ჩვენი შვილისთვის,- საბოლოოდ დაარწმუნა გაგონილის რეალურობაში კიდევ ერთმა პასუხმა და თითქოს, დამძიმებული მხრებიდან ლოდები ჩამოაწყვიტეს, მთელი სიმძიმე ღრმა ამოსუნთქვას ამოაყოლა და ისევ გულზე მიადო თავი.
-ღმერთო,ნამდვილი საჩუქარი ხართ. ღმერთო,-სიფრიფანა თითებით ტანსაცმელზე ეპოტინებოდა და სიცილნარევი ტირილით ერთსა და იმავეს ბუტბუტებდა.
-არავის არაფერი მოგვივა, კარგი ? დაისვენებ, ექიმიც გნახავს.
-გპირდეპით , რომ დღევანდელი დღის შემდეგ, თქვენს ბავშს საფრთხეში აღარასოდეს ჩავაგდებ, მაპატიეთ.
-კარგად ვიქნებით
-კარგად ვიქნებით.
* * *
საავადმყოფოს კარი, იმ დღეს, ვინ იცის მერამდენედ შეიღო ფართედ და სწრაფად. ეილინი აფორიაქებული იყო და თვალებს აქეთ იქეთ აცეცებდა. ცდილობდა ნაცნობი სახე ეპოვა . ძალიან იყო შეშინებული და ყველა წვრილმანზე ისედაც ათასჯერ უფრო ნერვიულობდა, ვიდრე-ოდესმე. ახლა კი, რებეკას ზარის მერე, ლამის გონება დაკარგა ნერიულობისგან. ტაქსი გამოიძახა და პირდაპირ აქეთ წამოვიდა .
-აჰ, ლეონ,- ცოტა გულს მოეშვა , მისი დანახვისას, ჩქარი ნაბიჯით, თითქმის სირბილით მივიდა მასთან და მაგრად ჩაეხუტა.
-ეილინ, აქ რა გინდა ?-გაოგნებული, ადგილზე გაშრა. ვერ გაიაზრა საიდან შეიძლებოდა ეილინის ყურამდე მისულიყო ეს ამბები. უცებ, ორივე მკლავზე მაგრად ჩაეჭიდა. თითებს გათეთრებამდე უჭერდა და აღელვებული თვალს არ აცილებდა.
-მითხარი, რომ ყველაფერი კარგად არის, მითხარი, გთხოვ. მითხარი, რომ ჩვენს პატარას არაფერი მოსვლია. ცოცხალია ხომ?- ნერვიულად იმეორებდა ერთსა და იმავეს და თავს ვეღარ აკონტროლებდა.
- აქ საიდან მოხვდი, ვინ გითხრა ?
-რებეკამ დამირეკა , დაუნახავს სახლთან პოლიციელები ყოფილან.
-ტვინი საერთოდ სად აქვს გოგოს,-ჩუმად ჩაილაპაკა თავისთვის და ხელით შუბლი მოისრისა
-შენ დაგირეკე, ბევრჯერ დავრეკე. შენ მომატყუე, მითხარი რომ არაფერი ხდებოდა. თავიდან დავიჯერე, მაგრამ მერე, ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა. ჯარიმა იყო სიჩქარეში ალბათ წითელზე გაიარე, ვერც გაიგე. კიდევ დაგირეკე, მაგრამ, არ მიპასუხე. რა უნდა მექნა . ისე გამოვვარდი, არც კი ვიცი რა მაცვია,- არეულად ბუტბუტებდა, აქეთ-იქეთ იყურებოდა და ცდილობდა ლეონისთვის აღარ შეეხედა. რამდენჯერმე დასამშვიდებლად ხელი მოჰკიდა მაგრამ ეილინმა გააშვებინა და ისევ იმავეს ბუტბუტი განაგრძო.
-ლინი , ლინი შემომხედე,- ბოლოს მაგრად ჩაავლო ხელი და იძულებული გახდა ისევ ჩაეხედა სასოწარკვეთილ თვალებში .
-შენ მე მომატყუე ლეო,-ხმაში ბზარები შეეპარა ეილინს.
-არ მინდოდა გენერვიულა ლინი. არ მინდოდა , არ მინდოდა გეფორიაქა. სწორედ ამის მეშინოდა.
-რა მოხდა, რატომ არ მეუბნები, არ დამიმალო არაფერი,- თვალებში შესციცინებდა. ბაგეებიდან თხოვნა ისმოდა, მაგრამ თვალები ევედრებოდნენ, ცუდი არაფერი ეთქვა .
-კარგად არის ლინი. არაფერი მოსვლია. გეფიცები არაფერი მოსვლია. ისევ თავის პატარა წყლიან ბუშტში ზის და ყველაფერი კარგად აქვს .
-დაიფიცე.
-გეფიცები.
-ოჰ,-მთელი სული ამოაყოლა ამოსუნთქვას, გულზე მიეხუტა და თავს ემოციების გადმოფრქვევის უფლება მისცა,- რამე რომ მოსვლოდა? ჩემი პაწაწინა, ჩემი ციდა. მე ვერაფრით დავიცავდი. რებეკას რომ არ დაერეკა, ვერც გავიგებდი, ალბათ. დედამ ხომ უნდა იგრძნოს, მე როგორი დედა ვარ ?
-ჩშშშ, ლინი.... შენ საუკეთესო დედა იქნები ჩვენი პატარასთვის, კარგი ? გაუმართლა, არ იცის , მაგრამ ძალიან იღბლიანია შენი ციდა. თან, უკვე გითხარი, რომ ყველაფერი კარგად აქვს,-ცდილობდა, რაც შეიძლება იმედიანი, დამაჯერებელი ტონი და ხმა ჰქონოდა , მაგრამ ტემბრს უხეში ხრინწი ჯიუტად შეჰპარვოდა და წითელი ხაზივით მიჰყვებოდა დღევანდელი დღის დარდებს. მანამ იდგა შუა მისაღებში ცრემლიანი ეილინის საყრდენ , ძლიერ კედლად, სანამ მიმღებში მისი გვარი არ გაიგონა. როგორც ითხოვა , მალევე მოემზადებინათ გამოკვლევის პასუხები და მუყაოს პაკეტში მიმღების მაგიდაზე დაეტოვებინათ.
-მომიყვები რა მოხდა?
-არ სჯობს სახლში ვისაუბროთ? საკმაოდ გრძელი და ემოციური ამბავია. ისედაც ბევრი ინერვიულე, არ მინდა კიდევ გადაგძაბო. ანარაც დაიღალა. ჯერ პოლიციის განყოფილებაში იმდენი რამ გამოვიარეთ, შემდეგ-საავადმყოფო. ჯობია, ორივემ დაისვენოთ.
ელინის გონებაში ათასი ფიქრი და გრძნობა ირეოდა . ემოციები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. საპირფარეშოდან გამოსული ანარას დანახვისას კი, თითქოს, გონებაზე ბინდი გადაეკრაო. ბავშვზე დარდი ბრაზმა შეცვალა და ისე, რომ ლეონმა თვალიც ვერ მოატანა , გაცეცხლებული მივარდა , ისედაც დაოსებულ, გადაღლილ ,დასუსტებულ გოგოს, რომელიც ეილინის აქ გამოჩენას ყველაზე ნაკლებად ელოდა. ატკიებულ მაჯებს ისრესდა და ცდილობდა ღრმად ესუნთქა . შეაცბუნმა მისმა დანახვამ. თუმცა, მზად იყო, ყველაფერი მოესმინა და ნებისმიერი სააყვედური მიეღო გააფთრებული ქალისგან, რომლის შვილის სიცოცხლეც, ცოტა ხნის უკან, დაუფიქრებლად ჩააგდო საფრთხეში.
-ბოდიში, ძალიან დიდი ბოდიში ქალბატონო ეილინ. მე, არ მინდოდა.....,-მორიდებით ჩაილაპარაკა, უჭირდა თვალის გასწორება .
- რა მოიპარე, იქურდე? მიპასუხე. როგორც ჩანს, არ გეყო ის ფული, რასაც გიხდით. სხვას რას ველოდი ბავშვთა სახლიდან წამოსული გოგოსგან. ბავშობიდან ქურდბაცაცობაზე აქვთ თვალები. მშობელი თქვენ არ გყავთ, რამე გასწავლოთ და აი, სადამდე მივედით. მომიყევი პოლიციასთან როგორ დაიჭირე საქმე,- ადგილზე გაქვავდა ისედაც დაბნეული, ყველაფერს ელოდა. ყველაფერს, გარდა ამ ბრალდებისა.
-უკაცრავად?- თვალები რამდენჯერმე დაახამხამა. თუმცა, რეალობა არსად გაქცევას და დამალვას აპირებდა . ისევ მის წინ იდგა და უტეხად უყურებდა თვალებში .
-კიდევ დიდ გულზე ხარ ? შემთხვევით ვიგებ, რომ ქალი, ვინც ჩემი შვილი უნდა გააჩნოს, კრიმინალია და პოლიციას მიჰყავს . შენ რა ჭკუაზე დადგებოდი, ძალიან მაინტერესებს. თავს მხოლოდ იმიტომ ვიკავებ, რომ ბავშვს არაფერი დაუშავდეს.
-ამას ვერ მოვითმენ , უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება,- ცოტა ხნის წინ ეგონა, თავს დაუხრიდა და საყვედურს მოისმენდა. მაგრამ, ახლა , მის თავმოყვარეობას დაუფიქრებლად თელავდნენ ფეხქვეშ, უამრავი ადამიანის თვალწინ და ამასთან შეგუება სიკვდილის ტოლფასი გახლდათ. ყველაზე მტკივნეულ წერტილზე დააჭირეს და ასე უპასუხოდ დატოვება არ შეეძლო.
-ჩემი საქციელი სცდება ყოველგვარ ზღვარს?- გაკვირვებულმა იკითხა ქალმა და თითით საკუთარ თავზე მიინიშნა,- გამახსენე სად უნდა იყო ? სახლში, მაგრამ არ ხარ . თბილად წამოწოლილი, ხელში ჩაით რამეს უყურებდე, ან მშვიდ მუსიკას უსმენდე. მაგრამ, სად ჯანდაბაში ხარ, მიმოიხედე. განყოფილებიდან-საავადმყოფოში. მომდევნოო გაჩერება სად არის ? სტრიპტიზ-კლუბში ? და კიდევ, ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემი საქციელი სცდება ყოველგვარ ზღვარს ?
-ძალიან ვცდილობ თავი შევიკავო საკადრისი პასუხის გაცემისგან,- თვალები დახუჭა, ღრმად ამოისუნთქა და ეცადა გვერდი აევლო. მაგრამ ,ეილინი მის გაშვებას არ აპირებდა.
-ხელი გაუშვი ეილინ. არ ფიქრობ, თუ რამე სათქმელი გაქვს სახლში უნდა განვიხილოთ და არა საჯარო სივრცეში? მით უმეტეს, როცა საქმის კურსში არ ხარ- მკაცრი ტონით ეცადა ლეონი ეილინის გაჩუმებას, თუმცა ქალი ვერაფერს ამჩნევდა მის ირგვლივ . ინსტიქტურად , ხელის აქნევით მოიშორა მისი მკლავი და ისევ შეტევაზე გადავიდა.
-თორემ? შენ ახლა ანარას იცავ, ამ ქალს იცავ?-ხელი აატარ -ჩაატარა და თავიდან ბოლომდე აათვალიერა.
-მომისმინეთ,-პირისპირ დაუდგა თავდაკარგულ ქალს.
-ეილინ, ერთხელ ვთქვი და აღარ გავიმეორებ. ამაზე ჯობია სახლში ვისაუბროთ. მერი ტელეფონთან ყურადღებით იყავი, როგორც კი შევძლებ დაგირეკავთ. ანარასთან დარჩი, -ლეონმა წელზე ხელი შემოხვია ელინს. აღარ შეეძლო ამ კონცერტის ყურება და დაუყოვნებლივ დატოვა იქაურობა.
დარჩა ანარა ყელში გაჩხერილი უთქმელი სიტყვებით, რომლებიც დუღდნენ და ყველაფერს უწვავდნენ. მოგუდული არსებიდან თვალებში გამოჟონა სითხემ და კრიალა ფენად გადაეკრა შეურაცხყოფისგან სადღაც, უსასრულოდ გადაკარგულ მზერას. ირგვლივ სამყარო გაყრუვდა , ყურებში წუილი ჩადგომოდა. თითქოს, გულმკერდზე მჭიდროდ შემოუჭირეს ფართე სალტეები და სხეულიდან სიხარული გამოწურეს. გულის ფრთხიალს სადღაც, ლავიწებთან გრძნობდა და სუნთქვა უჭირდა. მერის დახმარებით, ბარბაცით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და კედელთან გაყოლებულ სკამების რიგთან მივიდა.
-ისუნთქე ანარა. ბავშვზე იფიქრე, ნიკოლაზე იფიქრე,- შორიდან ესმოდა მისი სიტყვები და ძლივს გრძნობდა, სახეზე ფრთხილად რომ უსვამდა წყლიან თითებს. მერის ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა. ლეონი იყო. თხოვდა, სიჩქარეში სკამზე დარჩენილი საბუთები, თანხასთან ერთად აეღო და ანარა სახლამდე მიეყვანა. ეილინს თავი ათასი უსარგებლო ფიქრდა ეჭვით გამოვსებოდა. მოსვენებადაკარგული ხან რადიოს რთავდა, ხან-სარკეში იხედებოდა. მანქანა გაჩერდა თუ არა, კარი გააღო და უკან მოუხედავად, ჩქარი ნაბიჯებით შევარდა სადარბაზოში. არავის დანახვა და არაფრის გაგონება უნდოდა. ლეონიც აედევნა, არ უნდოდა ასეთ მდგომარეობაში მარტო დაეტოვებინა. იცოდა ყველა ბრაზს მასზე გადმოიტანდა, ეს აქამდეც არაერთხელ გამოუვლიათ. მაგრამ, ერჩივნა ამოეშვა და გათავისუფლებულიყო.
- ეილინ.
-რა, რა?....
-არ ვისაუბროთ?
-არც კი ვიცი , რაზე გესაუბრო. მინდა კი ვიცოდე რა მოხდა? უკვე აღარ ვიცი ლეონ . შენ ის გოგო გაამართლე, ვინც ჩვენ შვილს არ უფრთხილდება. ჯერ, ყველაფერი დამიმალე. შემდეგ? ... შენი ცოლის გვერდით არ იდექი. საერთოდ, ვინ ვარ შენთვის? იქნებ , არც არავინ,- გასაღები საკლიტურში რამდენჯერმე ხმაურიანად დაატრიალა და სახლში შევიდა.
- ლინი დამშვიდდი. სწორედ ეს არ მინდოდა. გითხარი ყველაფერს აგიხსნიდი, ყველაფერს დეტალურად მოგიყვებოდი, მაგრამ ჩემი მოსმენის და დაჯერების გარეშე მივარდი იმ გოგოს .
-ჩვენი შვილის დედას... -სიტყვა გააწყვეტინა ეილინმა
-მისმინე, მის საქციელს არ ვამართლებ . მაგრამ ,შენ როგორ გგონია, იმ მდგომარეობაში, როგორშიც შენ დატოვე, ცრუ ბრალდებების კორიანტელით თავზე დაყრის შემდეგ,კარგად იქნება? ეს ყველაფერი ჩვენ შვილზე კარგად აისახება?
-მიდი მომიყევი, გისმენ. როგორც ჩანს, ყველა გზა მომიჭერი,- თითებში მომწყვრეული უყურო ჩანთა იქვე, მაგიდაზე მიაგდო და დივანზე მოწყვეტით დაეშვა.
-ჯერ დამშვიდდი, თუ გინდა ჩაი დავლიოთ და მოგიყვები.
-ახლავე მომიყევი.
-კარგი , ერთი პატარა ბიჭია, ნიკოლა, ანარას ბავშვთა სახლიდან. სულ პატარა , თვეების მიუყვანიათ და შვილივით გაზარდა. მაგათი აღმზრდელი თურმე ცემდა ამ ბავშვებს . ცემდა რა , ახლაც ცემს. ანარასთვის, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად ნაცნობია. ერთხელაც, ვერ მოუსვენებია სახლში და შუაღამით ნიკოლას სანახავად წასულა.
-მოიცა , ღამე ქუჩაში დადის და ასე, თავის ჭკუაზე, არავის აყენებს საქმის კურსში ? მე მგონია სახლშია, ის კი... ღმერთო, ახლა, მთელი ეს თვეები, პატარა ბავშივით კუდში უნდა ვსდიოთ?
-ეილინ ..... ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, დაიფიცა. არ ვიცი, გულმა უგრძნო, თუ რა იყო, მაგრამ, ბავშვი ნაცემი უნახავს . ღმერთო, რომ იცოდე ზურგი რა დღეში ჰქონდა... ეს, არ შეიძლება უბრალოდ ადამიანის ნამოქმედარი იყოს. სულ დაწითლებული, კანი გახეთქილი. ძველი ნაწიბურებით აჭრელებული. ვეღარ მოუთმენია, მოუკიდებია ხელი და წამოუყვანია. როცა ბავშის გაუჩინარების ამბავი შეიტყვეს ხმა მე მომაწვდინეს. იქ, ვინც იცოდა ეს ქალი რაზეც იყო წამსვლელი, ყველანაირად ცდილობდა ანარა ხიფათისგან დაეცვა და ბავშვი ჩუმად დაგვებრუნებინა. მაგრამ , ვერ მოვასწარით და ბინასთან მოსულებს, ადგილზე უკვე მთელი ეკიპაჟი დაგვხვდა მობილიზებული . მთელი დღე განყოფილებაში ვიყავით . საჩივარი ჰქონდა შემოტანილი , რომ ანარამ ბავში გაიტაცა და მთელი ამბები .
-კარგი, გავიგე. მაგრამ, კანონი რისთვის არსებობს. ხომ შეიძლებოდა დაერეკა თავიდანვე სამართალდამცავებისთვის და ისე გაერკვია სიტუაცია. ეს გოგო შუაღამით დახეტიალობს და გინდა მითხრა, რომ ეს გესმის ? ეს უნდა მესმოდეს და გაგებით ვეკიდებოდე?
-დაიბნა ეილინ. ნუთუ ვერ ხვდები, როგორი სასოწარკვეთილი შეიძლებოდა ყოფილიყო? განა რამდენი კი აქვს ნანახი იმ სახლის გარეთ , რომ დაფიქრებულიყო და ისე ემოქმედა.
-ჩვენ რისთვის ვართ ლეონ. განა ასე, თავის ჭკუაზე უნდა იაროს და არაფერში გაგვიწიოს ანგარიში? არა ჩემო კარგო, ამ საქციელს გამართლება არ აქვს. იქედან როგორ გამოუშვეს?
-იქ მერიმ არ ვიცი რა უთხრა იზოლდას, მაგრამ, როგორღაც მოახერხა ყველაფერი უკან გამოეთხოვა .
-აჰა, მერი ალბათ ის გოგო, საავადმყოფოში რომ ახლდა.
- ისიც მარილისის თანამშრომელია. მერი მოვიდა ჩემთან და მისგან გავიგე ყველაფერი.
-არ ვიცი რა ვთქვა . ყველა იქ იყო, თანამშრომლებიდან დაწყებული, ჩემი ქმრით დამთავრებული. ჩემმა ბიძაშვილმაც კი გაიგო. და იცი რა მაინტერესებს ? მე რატომ არ დამირეკე ლეო. მე არ მქონდა უფლება ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი ?
-უკვე მილიონჯერ გითხააი, რომ არ მინდოდა გენერვიულა. ყველანაირად ვცდილობდი სტრესული გარემო ამეცილებინა შენთვის , მაგრამ ყველა დეტალზე ღიზიანდები და ცდილობ გამომეკიდო ლინი. ანარა ისე იყო დასუსტებული ფეხზე ძლივს იდგა. რამდენჯერმე , ლამის გული წაუვიდა. შემეშინდა, იქედან პირდაპირ საავადმყოფოში წამოვიყვანეთ. ექიმებმა გასინჯეს. ღვთის წყალობით, ჩვენი პატარა კარგად იყო. გულისცემაც მოვისმინეთ . გადასხმები გაუკეთეს, ცოტა უკეთ გრძნობდა თავს.
-ერთი წუთით, გულისცემა მოისმინეთ?
-კი, ისე ჩქარა უცემდა პაწაწინა გული. ჯერ ხელის გულის ოდენაც არაა და იმხელა სითბო ვიგრძენი მისი მოსმენისას.
-ღმერთო, მომეცი გამძლეობა. დეტალებიო, გესმით? დეტალებიო ღმერთო.. ჩემი სუროგატი ღამე სადღარც მიდის , მერე პოლიციას მიჰყავს , აკავებენ. შემდეგ, საავადმყოფოში ჩემ ქმართან ხელჩაკიდებული ჩემი შვილის გულისცემას ისმენს. და ამ დროს ეილინი სადაა? თითქოს ფანქრით დამწერეს და მერე საშლელით მარტივად გამაქრეს. ზედმეტი ხომ არ აღმოვჩნდი, შემთხვევით.
-ეილინ კარგად ხარ ? ეს რა საქციელია. მე რას ვყვები და შენ რას ამბობ საერთოდ . შენ რა , ეჭვიანობ ?
- მართალი იყო რებეკა .
-რებეკა, რებეკამ გითხრა რამე ? რით ვერ მიხვდი რომ ეგ ქალი ცარიელი შხამია. რაც თავი მახსოვს შენი შურს და ცდილობს თავგზა აგიბნიოს. რა გჭირს ეილინ . ნუთუ, მის პროვოკაციებს აჰყვები ?
-არა ლეო, რებეკა რა შუაშია. ვდილობ ჩემი ადგილი ვიპოვო ამ ამბავში, მაგრამ, რატომღაც თამაშგარე მოთამაშეს უფრო ვხედავ , ვიდრე-ბავშის მომლოდინე დედას.
-ამის მოსმენა აღარ მინდა . ყველაფერი გავაკეთე , რომ ბედნიერი ყოფილიყავი ეილინ. იმედია დაფიქრდები და მიხვდები რაც დღეს ვილაპარაკე. და კიდევ ერთი რაღაც არის. გადაწყვეტილება მივიღე . ბავშვი სოციალურმა სამსახურმა გადაიყვანა, ზუსტად არ ვიცი სად, მაგრამ მარილისში აღარ უნდა დაბრუნდეს. ანარას ვუთხარი, რომ ჩვენ მას ვიშვილებთ.
-რა გადაწყვიტე, უკაცრავად? ღმერთო ჩემო, თავი სიზმარში მგონია. ერთადაც ხომ არ გვეცხოვრა, როგორც დიდი, ტკბილი ოჯახი. ხვდები ახლა რას მეუბნები ? გინდა სახლში უცხო ბავშვი მოიყვანო და ამას ისე ვიგებ, გეგონება პური აღარ გვქონდა და მაღაზიიდან უნდა ამოიტანო .
-ანარა დათანხმდა ჩვენი ბავშვის ცხრა თვე მუცლით ტარებაზე, მაშინ, როცა ყველამ ზურგი გაქცია. ისე გექცეოდნენ, თითქოს მუნიანი იყავი. თუ, დაგავიწყდა?
-ჩვენ მას ფულს ვუხდით ლეონ. უანგაროდ არავინ არაფერს აკეთებს. გთხოვ, ნაკლები დრამატიზების გარეშე.
-იმისთვის აკეთებს , რომ ბავშვის უზრუნველყოფა შესძლოს, რომ მომავალი არ დაენგრეს, ნიკოლასაც ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდეს. ჩვენ ვალდებულები ვართ ეილინ, როგორ არ გესმის. ანარა კი არა, ადამიანური მორალი გავავალდებულებს, რომ ერთი პატარა მაინც გავათავისუფლოთ იმ ჯოჯოხეთური ყოფისგან. არ გაძალებ მისთვის დედა გახდე და შეიყვარო, დრო დაუთმო, მზურველობა გამოიჩინო, ან რამე ამდაგვარი. ჩვენ უბრალოდ დროებით მეურვეები ვიქნებით, რადგან გვაქვს პირობები. უარს არავინ გვეტყვის. ნიკოლა კი, ანარასთან გაიზრდება. მინდოდა შენთან საუბარი ამ თემაზე, რომ მშვიდად ამეხსნა ყველაფერი. იქ ისე უცებ მომინდა ამის გაკეთება, არ ვიცი. შენც რომ გენახა , დარწმუნებული ვარ ჩემსავით მოიქცეოდი ლინი. თუმცა , ისეთი ქარბორბალა დაატრიალე ახნის საშუალებაც არ მომეცი .
- უკვე ყველაფერი დაგიგეგმავს. კიდევ არის რამე ?
-არა , მეტი არაფერი. სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა.
-საინტერესოა , ამის შემდეგ რას მოგთხოვს?
- რა უნდა მომთხოვოს ეილინ? გითხარი, რომ მას არაფერი უთქვამს . მე თავად შევთავაზე. ასე მგონია ჩემს წინაშე სულ სხვა ქალი დგას. ვფიქრობდი გიცნობდი, მაგრამ თურმე შევმცდარვარ. შენც დედა უნდა გახდე ეილინ. ნუთუ, არ შეგიძლია ანარას გაუგო. ღმერთო ჩემო, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.
-ხოდა არ მელაპარაკო. არ მესმის, ვერ გავუგებ . ერთადერთი, ვინც ამ ქვეყნად მადარდებს და უნდა მადარდებდეს კიდეც ჩემი შვილია, გესმის ? ჩემი შვილი, რომელზეც მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ. ვერ დავუშვებ მას რამე მოუვიდეს. იმ საქციელს ვერ წავახალისებ, რაც მას საფრთხეს შეუქმნის.
-ჩვენი შვილი ეილინ. მხოლოდ შენი არა , ჩვენი. მგონი ჯობია დღეს გვიან მოვიდე, ან საერთოდ არ მოვიდე. უკვე, აღარ ვიცი,- ხელში გასაღები შეათამაშა, კარი ხმაურიანად გაიხურა და კიბეებზე დაეშვა. ექოდ დატრიალდა სახლის ცარიელ კედლებს შორის მიხურვის ხმა. გაორმაგდა, გაათმაგდა, გაასმაგდა და ყველა კუნჭულს შეატყობინა ქალის მარტო დარჩენის ამბავი. ეილინი თავს ვეღარ აკონტროლებდა . თითები თმებზე მიებჯინა და ტიროდა. თავში ყველაფერი არეოდა . თავადაც ვერ ხვდებოდა როგორ, ან როდის შეიცვალა . რებეკას სიტყვების ზემოქმედებიდან გამოსვლა უჭირდა და ეჭვის ჭია ხრავდა.
***
კარზე ფრთხილი კაკუნი რომ გაიგონა, ფრთხილად წამოდგა , დივანზე ჩაძინებულ ანარას მხრებზე დაცურებული გადასაფარებელი გაუსწორა და ოთახიდან გავიდა.
-როგორ არის ?
-მუცელი ჰქონდა დაჭიმული. მთელი საღამო ტიროდა, ძლივს დავამშვიდე. გვირილის ჩაი დავალევინე და ახლახანს ჩაეძინა. ძალიან იმოქმედა ქალბატონი ეილინის სიტყვებმა.
-დარწმუნებული ვარ,- შუბლი ხელით მოისრისა,- ნიკოლასთან საუბარი მოახერხეთ?
- დიახ, თქვენ რომ ნომერი მომეცით, იქ დავრეკე. გახსენეთ და უფლება დაგვრთეს, ცოტა ხნით გვესაუბრა. ბავშვიც დამშვიდდა, ანარას ხმა რომ გაიგონა.
-სად გადაიყვანეს, ხომ არ დაუბრუნებიათ მარილისში?
-არა, თავად წაუყვანია იმ გოგონას სახლში. ისიც გავიგე , თქვენ გითხოვიათ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ბოდიშს გიხდით , თუ დღეს უხეშად მოგმართეთ.
-რას ამბობთ, საბოდიშო და სამადლობელი არაფერია. ყოველთვის გქონდეთ ჩემი იმედი. აჰ, მართლა, მანქანა ქვემოთ გელოდებათ, სადაც ეტყვით იქ წაგიყვანთ.
-ანარასთან...-ინსტიქტურად უკან მიიხედა. უნდოდა ეკითხა მასთან ვინ დარჩებოდა. თუმცა , ლეონმა დაასწრო.
-მასთან მე დავრჩები, არ ინერვიულოთ. ექიმის დანიშნული წამლებიც მოვიტანე. თანაც, თქვენთან ვალში ვარ. ისედაც, მთელი დღე წაგართვით.
-ქალბატონი ეილინი? კარგად არის ?
-ვფიქრობ, მარტო დარჩენა და საკუთარ საქციელზე დაფიქრება სჭირდება .
-ნამდვილად. მესმის, განერვიულდა , მაგრამ ანარას ძალიან ცუდად მოექცა. არ იმსახურებს.
-ვიცი, ვიცი. ჩემთვის ახსნა არ არის საჭირო. იმედია ეილინიც მიხვდება.
- კარგით, მაშინ, მე დაგემშვიდობებით,- მოსაცმელი საკიდიდან ჩამოხსნა , თითები ჩანთის ტარს მოავლო, გამომშვიდობებისას მადლობის ნიშნად გაუღიმა და სადარბაზოში გაუჩინარდა.
ლეონმა რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა , წამლების შეფუთვას დროებით იქვე , კომოდზე მიუჩინა ადგილი და მოსაცმელი გაიხადა. მძიმე ნაბიჯებით შევიდა მისაღებ ოთახში. ანარა მშვიდად იწვა დივანზე. თანაბრად, აუღელვებლად სუნთქავდა. ახლა ისეთი სუსტი ჩანდა, ისეთი დაუცველი. მხარზე რამდენჯერმე შეეხო, უნდოდა გაეღვიძებინა, მაგრამ ძალა გამოცლილს ისე ღრმად ჩასძინებოდა ვერაფერი გაიგო. ფრთხილად მოიქცია მკლავებში, მჭიდროდ მიიხუტა და საძინებლისკენ აუჩქარებლად დაიძრა. ქალის სუნთქვა აზიზად უთბობდა გულმკერდს. სიფრიფანა ხელები კი, ფურცელივით ეხებოდა. კარი ფეხით შეაღო და ჭრიალის ხმის გაგონებისას ერთხელ დახედა ანარას დარდისგან გაცრეცილ სახეს, ხომ არ გაღვიძებოდა. თუმცა, ბურანს თავის ტკბილ საფარველში გაეხვია და დახსნას არ აპირებდა. იმ დროისთვის უჩვეულოდ ცივი დღე იყო . თბილი, ყვითელი გადასაფარებელი საგულდაგულოდ შემოაკრა და საძინებლიდან გავიდა. ფიქრებისგან მთლად ამღვრეულიყო გონება. ვერაფრით გაეგო ეილინის ესოდენ მკვეთრი ცვლილებების მიზეზი. ყველაფერს უგებდა , მაგრამ გრძნობდა, ცოტაც და პარანოიაში გადაეზრდებოდა. ყველგან საფრთხეს ხედავდა, ყველაფერში მისი შვილისთვის მავნე ქცევას კითხულობდა . იმას კი ვერ ხვდებოდა, თავად რამდენს აშავებდა მსგავსი გაუწონასწორებელი საქციელით. თან მხოლოდ ბავშს და ანარას კი არა , საკუთარ თავსაც ვნებდა და საძრკველშივე წამლავდა მომავალს. რებეკაც , როგორც ყოველთვის, საჭირო დროსა და ადგილზე , მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ და ძალ-ღონეს არ იშურებდა ეილინისთვის შხამის ჩასაწვეთებლად. ჯერ კიდევ ცოლ-ქმარნი იყვნენ სიყვარულში რომ გამოუტყდა , თუმცა ეილინისთვის არაფერი უთქვამს. ან, როგორ უდნა ეთქვა მეუღლისთვის, შენს ბიძაშვილს ვუყვარვარო. რამდენჯერ ურცხვად, დაუფარავად გამოუხატავს საკუთარი სურვილები, ლეონი ყოველთვის ცდილობდა მისთვის თავის არიდებას. დიდი ყურადღება არც არასდროს მიუქცევია, რადგან ეილინი ისედაც თვალდახუჭული ენდობოდა. თუმცა, ახლა , ფაქტია იმოქმედა მასზე და გული ეჭვებით გამოუვსო. მაგიტომაც არ უნდოდა, სახლი აქ ექირავებინათ. რა უნდა ეთქვა, რა მიზეზით უნდა განეცხადებინა უარი. ხოდა, ასე აღმოჩნდა ანარა რებეკას მუდმივი თვალთვალის ობიექტი . უნდოდა ყველაფერი დალაგებულიყო. ისედაც ამდენი საზრუნავის ფონზე , კამათი და უთანხმოება ბოლოს უღებდა. დივანზე დარჩენილი გადასაფარებელი მსუბუქად მიიფარა და ისე ჩაეძინა გააზრებაც ვერ მოასწრო. პატარა სარკმლიდან ძლიერ ნაკადად უბერავდა ღამის გრილი სიო . სამარისებულ სიჩუმეს არღვევდნენ გარედან მომავალი ხმები. ნიკოლასაც ეძინა. იზოლდასგან შორს , პირველად მის ცხოვრებაში, თავი ასე მარტო და თან უსაფრთხოდ არასოდეს უგრძვნია. ეილინი მთელი ღამე წინ და უკან დადიოდა. უჭირდა თავისი პანიკის მარტო გამკლავება, მაგრამ იცოდა, თავად იყო ამ მარტოობის მიზეზი. თავს ძლივს აკონტროლებდა , ერთიანად შემოწოლოდა შიშები და ახლა , როცა ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო გამუდმებით იმაზე ფიქრობდა, რა მოხდებოდა, საკუთარი შვილის ხელში აყვანა რომ ვერ მოესწრო . რა მოხდებოდა, ისევ ამ ვერაგ დაავადებას რომ ეჩინა თავი . მიუხედავად იმისა , წლებია ის და ლეონი ერთმანეთისთვის ცოლ-ქმარნი აღარ იყვნენ, სამუდამოდ მის საყრდენად იდგა და არასოდეს აძლევდა დანებების საშუალებას. უკვე იმასაც კარგად იაზრებდა, რომ მისი გულისთვის დათანხმდა ბავშვის ყოლას. რა მოხდებოდა სიმსივნის რეციდივის შემთხვევაში თუ შვილის გვერდით ყოფნას ვერ მოახერხებდა , შეძლებდა ლეონი მის ისევე შეყვარებას? ათასი უსაფუძვლო ალბათობა განიხილა და კიდევ ამდენი მოფიქრებული გადაიფიქრა. ბოლოს თავადაც ვერ გაერკვა , მგონი უხაროდა მარტო რომ დარჩა და ლეონმა ანარასთან წასვლა არჩია. გამოდის, მისთვის, ახლა თუ არ იყო სულ ერთი ბავშვის მდგომარეობა , არც დაბადების შემდეგ გახდებოდა. ერთმანეთის მიყოლებით ისე სწარაფად იცვლებოდნენ თავში ფიქრები გააზრებას და კარგად დაფიქრებასაც ვერ ასწრებდა . ნიკოლას ამბის გაგების შემდეგ ერთხელ ისიც წარმოიდგინა , მისი პატარა რომ აღმოჩენილიყო ისეთივე ცხოველის ხელში. ამდენმა ემოციამ ისეთი წნეხის ქვეშ მოაქცია , თან მუდმივად ეს რებეკას ხმა, გონებიდან არ ამოდიოდა. იმ საღამოს, სტრესმა აშკარად არასწორი მიმართულება იპოვა, სამსალასავით გადმოენთქხა, უკონტროლოდ გაანადგურა ყველაფერი. ეგონა, თავი სადაცაა გაუსკდებოდა, სამზარეულოს კარადაში შენახული ტკივილგამაყუჩებელი აბები წყალთან ერთად გადაყლაპა და ეცადა ღრმა სუნთქვით ცოტა გონს მოსულიყო. ყველა იბრძოდა , ყველას საკუთარი მიზეზები, ხერხები და მიზნები ჰქონდა , იბრძოდნენ მომავლისთვის. მომავლისთვის, რომელიც არავინ უწყის, რას უქადდა მათ.



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

მშვიდობა ხომ გაქვთ, იმედია ასეთი დიდი დროით არ დაიკარგებით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent