შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშბა 2


13-12-2020, 19:51
ავტორი eleini
ნანახია 885

როგორ მალე იცვლებიან ადამიანები. სანდრო ხომ სულ სხვანაირი იყო. ძალიან სიმპატიური იყო, მაღალი, ყავისფერი თმით, მწვანე თვალებით, სისხლისფერი ტუჩებით და ზედა ტუჩთან ულამაზესი ნაიარევით. სოფელშ ყველა გოგოს გულს იპყრობდა. ყვლა ოჯახს უნდოდა ისეთი სიძე, როგორიც იყო სანდრო. თქვენ არ იცით რა ნიჭიერი იყო. თავისუფლად ლაპარაკობდა: რუსულად და ინგლისურად. ტურისტებისგან ისწავლა. მიზნებიც ჰქონდა, ექიმობა უნდოდა. სანდრო იყო, მუდამ მომღიმარი, ყველაფერში ბედნიერებას პოულობდა. ყველგან იმედს ეძებდა. რა კეთილი იყო, ვერ წარმოიდგენთ. სოფელში ახალგაზრდა ქვრივი ცხოვრობდა, ზინა 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. სანდრო მათ ისე ეხმარებოდა, როგორც საკუთარ ოჯახს. სანდრო ყველას უყვარდა სოფელში, მასაც ყველა უყვარდა. მოკლედ სანდროზე დაუსრულებლად შემიძლია გესაუბროთ. თუმცა ახლა ვფიქრობ და მაინც ვერ ვხვდები, ასეთი წმინდა გულის ადამიანს, როგორ შეეძლო ადამიანის მოკვლა. ქურდულ სამყაროში სანდროს სახელი ქუხდა, ყველას ეშინოდა და დიდ პატივს სცემდა. როგორ მივიდა აქამდე ? რა გადახდა თავს? ხვალ წავა, წავა და შეიძლება ვეღარც ვეღარასდროს ვნახო.

გათენდა, მე არც დამიძნია მთელი ღამე სანდროზე ვფიქრობდი. მინდოდა ბოლოჯერ წავსულიყავი და ჩამეხედა თვალებში. თუმცა რომ მივედი წასული იყო, ამიტომ გადავწყვიტე სახლშ მივსულიყავი. სანდრო ქალაქგარეთ ცხოვრობდა. პატარა ქოხში. ამდენი ფული ჰქონდა და ქოხში ცხოვრობდა. კარზე ფრთხილად დავაკაკუნე. ვიღაც ქალმა გამიღო, ალბათ დამლაგებელია, მაგრამ ამ ქოხს დამლაგებელი რაში უნდა. ისე სასიამოვნო ქალი ჩანდა. ეტყობოდა რუსი იყო, დახვეული თმა მხრებზე ჩამოშლოდა, მოკლე კაბა ეცვა, ცოტა პუტკუნა იყო, მომღიმარი სახით მითხრა:
- გისმენთ. მე ვუყურებდი გაშტერებული და ვერ ვფიქრობდი ვინ იყო.
- იცით, მე სანდრო მინდა.
- სანდრო ? გაიოცა, მივხვდი, რომ არ იცოდა მაშ ვუთხარი.
- ბატონი ვანო. ხელით მანიშნა შემოდიო, მეც შევედი. ძალიან არეული იყო სახლი, არც ეთქმოდა სახლი. სანდრო დივანზე იწვა, მე რომ შევედი ეგრევე წამოხტა და გაიოცა.
- შენ აქ რა გინდა ?
- საქმე მაქვს. სანდრომ ნერწყი გადაყლაპა, იმ ქალს ანიშნა წადიო. ქალიც მაშინვე წავიდა.
- გისმენ.
- დავჯდები, თუ შეიძლება.
- დაჯექი.
- ეს ქალი ვინ იყო ?
- შენ ვინ გკითხავს ?
- ისე ვიკითხე.
- ეს ქალი ჩემი საყვარელია. ლუდა ქვია. საკმარისია ?
- მეგონა, ისევ მე გიყვარდი.
- შენ რა, გეგონა მთელს ცხოვრებას შენს ლოდინსა და ხვეწნაში გავატარებდი ?
- თუ გიყვარდი ...
- როგორც ჩანს არ მყვარებიხარ, შენც ეს არ გინდოდა ?
- არა, სანდრო. არ მინდოდა.
- რომ გდომებოდა, ახლა ჩვენი ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა, თუმცა ჩვენ სიტყვა არ არსებობს. შენ გავიგე ქმარი გყავს, შვილიც ჩემთან რა დაკარგე ?
- არვიცი ... არადა მე ხომ ის სიგიჟემდე მიყვარს... კვლავ გავაგრძელე.
- სოფელში იყავი ?
- არა.
- არც მე. არ ვიცოდი შენს გარეშე რა მექნა, იქ.
- ნუ გამაცინე, სამყარო უფრო მშვენიერია ჩემს გარეშე.
- ცდები, ჩემი სამყარო შენს გარეშე არაფერია.
- ყველა დამნაშავეს ასე ელაპარაკები ?
- არა.
- რატომ ? მეც მკვლელი ვარ, საშინელი მკვლელი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე აწამა საკუთარი ცოლი. ცოლი, რომელმაც შვილი აჩუქა.
- დარწმუნებული ვარ მიზეზი გქონდა.
- მიზეზი ყველაფერს აქვს. მაგრამ ადამიანის სიცოცხლის ხელ ყოფას ვერცერთი მიზეზით გაამართლებ, ლამაზო.
- შენ მკვლელი არ ხარ.
- არადა უამრავი ადამიანი მყავს მოკლული.
- სანდრო, გიყვარვარ ?
- გათხოვილი ქალი ხარ ხომ არ გავიწყდება ?
- მიპასუხე გიყვარვარ ?
- არა.
- მზერას რატომ მარიდებ ? თვალებში ჩამხედე და მითხარი.
- რა გინდა ნინო ?
- სიმართლის დადგენა.
- ჰო, მიყვარხარ. იმ დღის მერე ვერ გივიწყებ. არცერთი წუთით დამვიწყებიხარ, ყოველ ჯერზე როცა სხვა ქალს ვეხებოდი, თვალ წინ შენ მიდგებოდი. მე ბედნიერი არ ვყოფილვარ შენს გარეშე... თვალები აეცრემლა.
- მეც...
- შენც ? რა შენც?
- არაფერი.
- დამავიწყდა, შენ ხომ გამბედაობა არ გაქვს. ასეთი მარტივი სიტყვის თქმა გიჭირს. ბაგიდან არ გწყდება. მაშინაც გაგიჭირდა.
- მომიყევი, შენი ამბავი.
- ჩემი ამბავი ? არ მეგონა თუ მომიყვებოდა, მაგრამ დაიწყო. - იმ დღეს, როცა სიყვარული აგიხსენი, ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. ეს იყო პირველი იმედგაცრუება, სახლში მისულს მამაჩემს ჩემი და და დედა მოეკლა, თვითონ კი, გაქცეულიყო. მეორე დღეს მოვედი შენთან სალაპარაკოდ, თუმცა უკვე ქალაქს იყავი. მერე წავედი რუსეთში. სასტუმროში დავიწყე მუშაობა. იქ გავიცანი ერთი კაცი, არსენ პეტროვიჩი. ქურდი იყო, მეც წამიყვანა ერთ-ერთ საქმეზე. პირველად, ადამიანი რომ მოვკალი 20 წლის ვიყავი. ახლაც მახსოვს მისი თვალები, როგორ მევედრებოდა მზერით არ მომკლაო, მაგრამ მაინც მოვკალი, ეს ადამიანი მამაჩემი იყო. პირველად საკუთარი მამის სისხლში გავისვარე ხელები. შემდეგ ქურდებში გავარდა ჩემი სახელი, ციხეც მოვიარე, იქიდან კაცი გამოვედი. შემდეგ შემხვდა ერთი ქალი. მთვრალი ვიყავი, ღამე მასტან გავატენე. 1 თვეში გავიგე ორსულად იყო, რამექნა მოვიყვანე ცოლად, მალევე გაჩნდა ულამაზესი გოგონა, მას ნინო დავარქვი . ეს რომ მითხრა გული გამითბა. ჩემი სახელი დაურქმევია, ის განაგრძობდა მოყოლას თან ცრემლები მოსდიოდა. - შემდეგ გაჩნდა იოსკა. ჩემს ცოლს, ვიღაც კაცი შეუყვარდა. ბავშვებთან ერთად გაიქცა. გზაში ავარიაში მოყვნენ, ნინო ადგილზე დაიღუპა, იოსკამ 2 დღე იცოცხლა. ისინი კი, გადარჩნენ. საცოდაობა არაა, ორი მოღალატე გადარჩა, ჩემი ანგელოზები კი, მოკვდნენ. ამიტომ, გადავწყვიტე ისინიც მომეკლა. ხოლო მათ საერთო შვილს ენახა მათი სიკვდილი. იმ ბავშვზე ამბობენ, რომ ჩემია. თუმცა ჩემი არაა. დღეს კი, შენც ხედავ ჩემს სიტუაციას ... არ ვიცი, რა უნდა მეთქვა. გაშეშებული ვუსმენდი, თურმე რამხელა დარდს ატარებდა გულით. მის ადგილას ალბათ მმეც მოვკლავდი მათ.


და რას იზამდით თქვენ ?

სანდროსგან დარდით სავსე წამოვედი. გადავწყვიტე, რომ ყველაფერში დავეხმარებოდი. ჩემი ცხოვრების სიყვარულს. ჩემს ქმარს ვეღარ ვუყურებდი, ვეღარც შვილს. მათ წინ დამნაშავედ ვგრძნობდი თავს. თუმცა სანდრო არასდროს შემხებია. ღმერთია მოწმე. ერთგული ცოლი და დედა ვიყავი. მე არ მიღალატია ჩემი ქმრისთის, ჩემი ღირსება ამდენის უფლებას არ მაძლევდა. არც სანდრო, ის ღირსეული კაცი იყო და გათხოვილ ქალთან რომანს არ გააბამდა.

31 დეკემბერი ის დღეა, რომელსაც არასდროს დავივიწყებ. ამ დროს ჩემი შვილი დავკარგე. ძიძას სახლიდან გაექცა და მანქანამ გაიტანა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, რომ მისი მოსიყვარულება ვერ მოვასწარი. გულში ვერ ჩვიკარი. იქ რა უნდა გაეკეთებინა ჩემს გარეშე? ან მე რა გამეკეთებინა მის გარეშე? ასეთი ანგელოზი, როგორ მოკვდა? ჩემი ბრალია, საკუთარი შვილი მოვკალი მე იქ უნდა ვყოფილიყავი. გადავწყვიტე , თუმცა სანდრომ გადამარჩინა. მძიმე წუთებში არ დავუტოვებივარ, ჩემი ქმარი კი, გამქრალიყო.

რა საშინელია ადამიანი, მართლა რა მალე ეჩვევა ყველაფერს. როგორ შევეგუე ასეთ ტკივილს, როგორ გავუძელი ? ალბათ, წორედ, იმიტომ ვარ ადამიანი, რომ არაამქვეყნიურ ტკივილს უნდა გავუძლო. მე მჯერა, რომ არსებობენ ანგელოზები, რომლებიც ამ ტკივილებს გვიმსუბუქებენ. ჩემი ანგელოზი სანდრო იყო ...

და მკითხველო, ვინ არის შენი ანგელოზი ?



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა კარგი იყო ძალიან სევდიანი ტირილამდე მიგიყვანს ადამიანს,ჩემი ანგელოზები ჩემი შვილების ველოდები მომდევნო თავს მადლობა წარტებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent