შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი საშობაო ზღაპარი


15-12-2020, 22:54
ავტორი სოფოკო
ნანახია 1 046

-ახალიწლის წინა ღამეს, თუმცა ისე ცივა არც ბედნიერება მოაქვს და არც ხალისი- თავისთვის ბუტბუტებდა სამყაროზე განრისხებული და ცხოვრების მოძულე 16 წლის ნენე.
- ხომ შეიძლება სადმე, ვინმემ საჭმელი გაიმეტოს ჩემთვის, თუმცა არა, ვის აინტერესებს თავშესაფრიდან გამოქცეული მარტოსული გოგო.- ამით გამოხატავდა თავის სიძულვილს დედამიწის მიმართ ადამიანი, რომელსაც სასაწაულების უკვე აღარ სჯეროდა.
იმის შემდეგ, რაც, თავისი სრული აზრი საკუთარ მესთან წარმატებულად დააფიქსირა, თბილისის ,,ჯვარის მამის’’ ტაძრის წინ შეჩერდა და ცრემლები დახეული სვიტერის მკლავით შეიმშრალა. ქურთუკი პატარა და დაზიანებული იყო ისევე როგორც მისი შარვალი ან ფეხსაცმელი. ყველაფრის მიუხედავად გულით იმ პრობლემას ატარებდა, რომელსაც მარტოობას ვუწოდებთ- დავიღალე...-მხოლოდ ეს თქვა, იქვე დატოვებული თავსაბურავი თავზე წამოიხურა და ტაძარში შევიდა.
ზღურბლის გადაბიჯების შემდეგ მიხვდა, რომ ეს ის ადგილი იყო, სადაც მისი ყოფნა რაღაცას ნიშნავდა. სულიერი სიმშვიდით ივსებოდა და სიკეთის სუნს გრძნობდა. ხალხი აქა-იქ მიფანტულიყო და თავის გულში ცოდვებს ინანიებდა. დარჩენილი გზაზე ნაპოვნი ბოლო 20 თეთრით, ერთიცალი 10 თეთრიანი სანთელი იყიდა, პირჯვარი გადაიწერა და წმინდა მარიამის ხატის წინ დაანთო.
-მხოლოდ ის მინდა, რომ ვიღაც მეც მყავდეს ამ ახალწელს.- ჩაილაპარაკა და ბოლო 10 თეთრი შესაწირში ჩააგდო.
-მაგრამ რატომ?- უკნიდან უცხო ადამიანის ხმა შემოესმა- ეს ხომ შენთვის მნიშვნელოვანია?- ეკითხებოდა დაახლოებით მისი ტოლი უცხო ბიჭი.
-არა...- აუღელვებლად უპასუხა ნენემ- ის უბრალოდ ფულია. შეიძლება ეს მცირეოდენი ვიღაცას ჩემზეუკეთ გამოადგეს. ის რომ დახმარება მჭირდება არ ნიშნავს, რომ იგივეს გაკეთება სხვისთვის არ შემიძლია.- გულდაწყვეტილმა უპასუხა უცნობს და გასასვლელისკენ გაეშურა.
-ერთ წამით...- ისევ ის უცნობი- არ მინდა უზრდელობაში ჩამითვალოთ, მაგრამ თუ ამას შეინახავთ ბედნიერი ვიქნები- ახალგაზდა ბიჭმა ჯიბიდან ორი ანგელოზი ამოიღო, ერთი ნენეს მისცა, ხოლო მეორე თავისვით დაიტოვა.
- მე არც სახლი მაქვს და არც ნაძვისხე, რომ ჩამოვკიდო. საერთოდ არავინ მყავს, აქედან გამომდინარე აზრი არ აქვს მექნება თუ არა ნაძვისხის საათამშო ახალწელს.- უპასუხა აცრემლებული თვალებით ნენემ.
- არვიცი ვინ ხარ, ან რატომ ხარ აქ, არც ის ვიცი ამდენად კეთილი საიდან გახდი, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ახალწელს მარტოა.
- შენ რა იცი მარტო ვარ თუ არა? არც კი მიცნობ- მკაცრად უპასუხა ნენემ. უცნობმა ჩაიცინა და ნენეს დამშვიდებული სახით მიუგო.
- ახალი წელი დღეა, როცა ადამიანები უბრალოდ ფიზიკურად კი არა სულიერად გჭირდება. იცოდე, რომ ერთი ანგელოზი ყოველთვის პოულობს მეორეს.-და ნენეს ხელში არსებულ ანგელოზზე მიანიშნა- შობას გილოცავ ,,საოცრებავ’’, წარმატებები- დამაჯერებლად უპასუხა მან და ეკლესიის გარეთ გაუჩინარდა.
ამწამს ნენე გაითიშა. მოწყდა სამყაროს, რომელშიც რაღაც მხრივ არსებობდა. ყველანაირი გრძნობის გარეშე ეკლესიიდან გამოვიდა, მტკვრის სანაპიროს გამოსცდა სიცივის გამო და თან ფიქრი დაიწყო.
-არავინაა მარტო? მე მთელი ცხოვრება მარტო ვიყავი!-
დაიყვირა გაბრაზებულმა გოგონამ და გრძნობების ჩაკვლა გულში სცადა.
გაახსენდა ის დრო, სანამ თავშესაფრიდან გამოიქცეოდა. იქ ცხოვრება მისთვის კოშმარს წარმოადგენდა. ამდენი ხალხის გარემოცვაში, მაინც არავინ იყო ბედნიერი. კარგად დაამახსოვრდა აღმზრდელები, ისინი ვინც 12 წელი ზრდიდნენ პატარა ანგელოზებს, თუმცა ფრთების დაჭრით და მათ ფანტაზიის განადგურებით სიცოცხლეს აძულებდნენ. არასოდეს უყვარდათ და დასჯის მეთოდები ტკივილს აყენებდა პატარა ნენეს. არამარტო მას, ყველას, ვინც ბავშვთა სახლში სიცოცხლეს იმწარებდა.
ბავშვებისთვის არასოდეს არსებობდა დღესასწაული ან რაიმე ნადიმი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორია საკუთარი ხელით შეფუთო ის საჩუქარი, რომელიც შენ უნდა გაჩუქონ? წარმოთქვა ის დაზუთხული ლექსი, რომელსაც უკვე თაობებია ყვებიან? არავის ჰყოლია ადამიანი, რომელიც ამ დღეს გულით მიულოცავდათ. დიახ, არსებობდნე ისეთები, რომლებსაც უგზავნიდნენ ამანათს. თუმცა თქვენ განსაჯეთ ღირს თუ არა გამოგზავნოს ფურცელში გადახვეული 5 ცალი მანდარინი მან, ვისაც სახლში ახლად შემწვარი ქათმის ხორცი მაგიდისკენ მიაქვს. ეს შეწ....ბა იყო და არა საახალწლო საჩუქარი. მას შემდეგ, რაც დარწმუნდებოდნენ, რომ ამანათი ადგილზე მივიდა, შეეძლოთ ხმაურიანი და ბედრიერი ნადიმის დაწყება. მათთვის ღმერთთან სიკეთის ქულა დაწერილი იყო. ყველა იძულებული გახლდათ ექოთ და ედიდათ მათი ,,აღმზრდელები,, ეს ვალდებულება პატარებს უკითხავად დაავალეს. ისინი არ იცინოდნენ, არ თამაშობდნენ, არ უხაროდათ უბრალოდ ამდენ ხალხში, ამდენი ადამიანის გარემოცვაში იყვნენ მარტო, მარტო და ელოდნენ ვიღაცას, მათ ვინც ხელს ჩასჭიდებდა გულში ჩაიკრავდა და ეტყოდა,, გილოცავ საყვარელო, მრავალს დაესწარი,,
უკვე 2 დღე იყო გასული, რაც ნენეს საჭმელი არ ეჭამა. მისი ორგანიზმი სუსტდებოდა და გონების დაკარგვადმე მიდიოდა. ფიქრობდა რა კარგი იქნებოდა ვინმეს, თუნდაც ერთი ნაჭერი პური მიეწოდებიდა. ამით მის სიცოცხლეს გადაარჩენდნენ, თუმცა ახლო მახლო არავინ ჩანდა. გზაზე მიმავალმა ავტობუსი შენიშნა და იფიქრა, რომ ქალაქის ცენტრში უფრო მეტი ხალხი იქნებოდა. ამ ავტობუსს გაჰყვა და მთელი გზა ფიქრობდა ,, ოღონდ არავინ მითხრას ფული გადაიხადე, გთხოვ, გთხოვ..’’ ეს დღე მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა. იმ გაჩერებაზე სადაც ყველაზე მეტი ხალხი ჩავიდა ნენე ისე ჩაიპარა ვერავინ შეამჩნია. ან შეამჩნია თუმცა რეაქცია არ დააფიქსირა.
სიარულისას ნენე იმ ანგელოზზე ფიქრობდა უცნობმა, მთელი გულით რომ აჩუქა. უყურებდა და იაზრებდა, რომ აქამდე საჩუქარი არასოდეს მიუღია. ეს იყო პირველი და მისთვის განსაკუთრებული ანგელოზი სახელად ,,ნოზომუ’’. რატომ მაინც და მაინც ეს? იმ დღეს როცა ნენე თავშესაფრიდან გამოიქცა სრულიად იმედგაცრუებული და მარტოსული იყო. გზას მიუყვებოდა და თან ყველანაირ სისულელეზე ფიქრობდა. ქუჩის დასასრულს ერთ ერთი შენობის კედელზე დიდად დაწერილი ,,ნოზომუ’’ შენიშნა. თითქოს ეს სიტყვა ყველა გამვლელს საუბრის გარეშე უხსნიდა თავის არსებობის მიზეზს. ნენეც შეჩერდა და მისი შინაარსით დაინტერესდა. ქვედა კუთხეში ბრჭყალებში ეწერა მისი განმარტება ,,იმედი’’. დიახ მხოლოდ ეს, მაგრამ იმდენად ძლიერად, რომ ნენემ ამ დღეს გადაწყვიტა საკუთარი სიცოცხლის დაცვა. თავის თავს დაპირდა რომ იბძოლებდა და არ დანებდებოდა!
სანამ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გავიდოდა, ძალიან ბევრი ბედნიერი ოჯახი შეამჩნია. პატარა გოგონებით და ბიჭუნებით. დიდი დაიკოები ძმებს დაჭერობანას ეთამაშებოდნე, ხოლო ძამიკოები ზურგით ატარებდენ უმცროსებს. ნაძვისხესთან სურათებს იღებდნენ და ერთამნეთს უზიარებდნენ. ისინი გოგონასგან ძალიან განსხვავდებოდნენ. ჰქონდათ რაღაც რასაც ნენე მთელი ცხოვრება ეძაბდა, ოჯახი. დიახ დედიკო და მამიკო. თითქოს ნენეს გულში დიდი ღრმული ჰქონდა, რომლის ამოვსებაც განსაკუთრებულ ადამიანეს შეეძლო, მაგალითად დედას.
-დააფასეთ სანამ შეგიძლიათ. როცა გაქრებიან მათ ვეღარ დაეწევით.- ჩაიაპარაკა ნენემ და იმ დროზე დაფიქრდა, როცა ისიც ელოდებოდა ახალ ოჯახს.
ყველაზე კარგად ლილეს წასვლა დაამახსოვდა. იმ ოცნებადანგრეულ ბავშვებში ნენესთვის ყველაზე ნაცნობი ლილე იყო. მისი ტოლი ქერა თმიანი, ცისფერთვალება გოგონა, რომელიც მუდმივად ეთამაშებოდა და ეხმარებოდა ნენეს. 6 წლისები იყვნენ, როდესაც ლილეს წასაყვანად ერთი მშვენიერი, ახალგაზრდა ოჯახი მოვიდა. მათ ლილე ისე ჩაიკრეს გულში, როგორც ნამდვილდა ოჯახმა. დაპირდნენ, რომ წინ საოცრებები ელოდებოდა და ცხოვრება მისთვის აქედან იწყებოდა. ნენე უყურებდა გოგონას და ხვდებოდა, რომ ბედნიერებას უზარმაზარი მიზეზი სულაც არ სჭირდება. ის მცირეოდენიდან მოდის.
ამ დღის შემდეგ მისი ბევრი ნაცნობი წაიყვანეს თავშესაფრიდან. ნენეც დიდი ხნის განმავლობაში ელოდა თავის ახალ დედიკოს, თუმცა მასთან არავინ მოსულა.
თბილისის მთავარ მოედანზე მყოფმა საკვები ვერანაირად იშოვა. ნენეს ერთი ჩვევა ჰქონდა. მისთვის სჯობდა მომკვდარიყო ვიდრე რაიმე მოეპარა. გულდაწყვეტილმა ერთერთი შენობის გვერდით სამკედლიანი პატარა ადგილი ნახა სადაც ქარი არ უბერავდა. მას მიაუხლოვდა, ქურთუკის მკლავებში ხელები დამალა და ცივ ასფალტზე ჩამოჯდა.
კუთხეში სიცივისაგან გათოშილმა და შიმშილისაგან დასუსტებულმა ნენემ თვალები დახუჭა და სიზმრებს მიეცა. მან აქამდე უნახავი პიროვნება თითქოს და იცნო. ქალი, რომელსაც მასსავით მუქი ფერის გრძელი თმა და ღია ფერის კანი ჰქონდა. მისი მეხსიერება ამ მოგონებებს კი არ ინახავდა, თითქოს ვიღაცას სურდა, რომ ეს ნენეს ცოდნოდა. სიზმარი წყვეტილად ეჩვენებოდა გოგონას, ვინც თავის ისტორიას პირველად ხედავდა. უცნობი ქალი, რომელიც პატარას გულში იკრავდა რაღაცით ნენეს ჰგავდა. მისი სახე არ ჩანდა თუმცა სურნელი ნაცნობი იყო.
-ეს... ეს შენ... დედა? დედა ეს შენ ხარ?- იძახდა თავის სიზმარში ნენე.
უეცრად ყველაფერი გაქრა და ახალი მომენტი წარუდგა თვალწინ. დედა ტიროდა, ისე, როგორც ვიღაცის დაკარგვისას ტირიან. ნენე მხოლოდ ორ სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ადამიანს ხედავდა, რომლებმაც ქმრის უკანასკნელი წერილი და გარდაცვალების მოწმობა დედას ხელში მიაწოდეს, კარი გაიხურეს და სამუდამოდ წავიდნენ. გოგონა ცდილობდა ზღურბლამდე მიღწევას, თუმცა იქაურობა ისევ გაქრა. ახალი მომენტი დედის მკერდზე მწიოლიარემ გააცნობიერა. ის რაღაცას მღეროდა. მისი ცხოვრების ნაწილი უმღეროდა იმ სიმღერას, რომელიც ნენეს აქამდე არასოდეს მოუსმენია. მისი ტკბილი ხმა და თბილი ხელები პატარას მანამდე არასოდეს უგრძვნია. ეს პირველი იყო და ალბათ უკანასკნელიც.
-წამოდი ჩემთან ერთად საყვარელო. ჩემო პაწაწინა ნენე.- სიყვარულით უთხრა ქალმა, რომელმაც გოგონას ხელი გამოუწოდა და სინთლისაკენ ანიშნა.
ნენე დაიბნა. რამოხდებოდა რომ გაყოლოდა? სად მიდიოდნენ? იქნებ აქ უნდა დაესრულებინა? ანდაც არა?
ნენემ დედისაკენ გაწეული ხელი შეაჩერა, ნაბიჯით უკან დაიხია და თქვა
- არა დედა, ჯერ არა!
დაბნეულმა და შეშინებულმა თვალები გაახილა. მან ისევ იქ გაიღვიძა საიდანაც გაქცევას ოცნებობდა. ცივი და უიმედო ადგილი სახელად დედამიწა. ნენემ თვალები მაგრად დახუჭა, რათა დედის სახე რეალობაში გადმოეტანა, თუმცა დააგვიანდა. ის გაქრა, როგორც თოვლი დნება გაზაფხულის მოსვლისთანავე.
-მე მყავდა დედა- უეცრად წამოიძახა ნენემ- მე მყავდა დედა და მას ვუყვარდი.- დაამატა ბედნიერმა, ფეხზე წამოდგა და მთავარი ნაძვისხისაკენ გაემართა.
11 საათი 30 წუთი იყო, როდესაცა ნენე ქვეყანაში ყველაზე დიდი ნაძვისხის ქვეშ შეჩერდა და ხალხის თვლა დაიწყო. უმეტესობა უკვე მიდიოდა სახლისაკე სადაც უამრავი ტკბილეული და თბილი გარემო ელოდებოდათ. ნენემ ყველას გადატანილი ყურადღებით ისარგებლა და გააკეთა ის, რაც დედისგან უკანასკნელად გაიგო.

თო-ვლი მო-დიის, თო-ვლი მო-დიის
ცვი-ვა თეთ-რი, ფიფ-ქებიი.
ფიფ-ქები ცვი-ვა და ფიფ-ქები მღე-რი-აან
გა-მო-დით გა-მო-დით ნა-თე-ლი ფე-რი-აა

ნენეს თავიდან შერცხვა საკუთარი ქცევის, რადგან იფიქრა, რომ არავის დააინტერესებდა აქამდე უნახავი გოგონა, რომელიც ცხოვრებაში პირველად ღიღინებდა. გააცნობიერა, რომ ამ დღემდე გულით არასოდეს უმღერია. მისი ხმა კი შესანიშნავი, ტკბილი და ჟრუანტელის მომგვრელი იყო.

პეპ-ლე-ბი-ვით, ცვი-ვა ცი-დან
ცვი-ვა თეთ-რი, ფიფ-ქებიი
ფიფ-ქები ცვი-ვა და ფიფ-ქები მღე-რი-აან
გა-მო-დით გა-მო-დით ა-ხა-ლი წე-ლი-აა.

სიმღერის განმავლობაში ნენე ერთ რამეზე დაფიქრდა. ის ხალხი რომელიც მის გარშემო იდგა, მღეროდა და იცინოდა იმაზე ნაცნობი აღმოჩნდა ვიდრე ადამიანები რომლებან ერთადაც 12 წელი გაატარა. არ დაავიწყდება ბებო რომელმაც სიმღერის დამთავრების შემდეგ სახლიდან გოზინაყი გამოიტანა, ნენეს გაასინჯა და უთხრა,,ასე ტკბილად დამიბერდი’’. ან ის პატარა, დედას ხალათის შემოცმა ძლივს რომ დააცადა რადგან ნენესთან ერთად სიმღერა უნდოდა. ეტლში მჯდარი ბიჭი კიბეებზე მამამ ზურგით რომ ჩამოიყვანა რათა ჯადოსნობის დათესვაში გოგონას დახმარებოდა. ბებუა რომელიც სახლის ფანჯრიდან ჯოხს ისე ათამაშებდა როგორც დირიჟორი და თან ტექსტის გარეშე მელოდიას ყვებოდა. აი ზუტად ეს ხალხი, დაახლოებით 20 ადამიანი და სრული ბედნიერება ნენესთვის.
ყველა ერთმანეთს ეხუტებოდა, სიხარულსა და სითბოს უნაწილებდა. არც ნენე იყო გამონაკლისი. ყოველი ადამიანი დიდი, პატარა, მოხუცი თუ ინვალიდი ცდილობდა ნენემდე მიღწევას და მადლობის დაგახდას ამ შესანიშნავი და დაუვიწყარი დღისთვის. მას შემდეგ რაც მისგან ყურადღება გადაიტანეს გოგონამ მთავარი ნაძვისხის ყველაზე დაბალ და პატარა ტოტზე ბრჭყვინავი და მოციმციმე სათამაშო შენიშნა. გულმა მისკენ გაუწია თითქოს ეძახდა. ვებერთელა ნაძვისხის პაწაწინა ტოტზე ვერავინ შეამჩნია ანგელოზი რომელიც დაკარგულ მეორე ნახევარს ჩუმად ეძებდა. გოგონას ის დღე გაახსენდა სრულიად უცნობმა ბიჭმა როგორ შეცვალა მისი მთლიანი ცხოვრება სულ ერთი უბრალო და პატარა საჩუქრით. სულის შებერვითა და იმედის მოცემით.
-მე შენ გიპოვნე...- წამოიძახა ნენემ- საოცრებავ...- და ანგელოზს თავისი სულის ნაწილი უკან დაუბრუნა. მიხვდა რომ არ არსებობს ადამიანი რომელიც შენს ცხოვრებაში გამოჩნდება და უბრალოდ გაქრება. ისინი ტოვებენ ლაქას ან იმედს რომელიც მილიონობითაა ყველას გონებაში.
იმ სიხარულისა და ბედნიერების შემდეგ რაც ნენემ ცხოვრებაში პირველად იგრძნო დაინახა თუ როგორ წავიდა ყველა საკუთარი თბილი სახლისკენ. ნენეც უმისამართოდ დაიძრა ამოუცნობი მიმართულებით. განათებული ქუჩებისა და იმ წელს თბილისში პირველი თოვლის ფონზე ნენე სხვისი გამონაცვალი თუმცა გახსნილი ქურთუკით და სრულიად თავისუფალი შუა გზაზე მოაბიჯებდა. ფიქრობდა რომ ამ დღიდან ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლებოდა. მას ამის სჯეროდა. უბრალოდ ბედნიერი იყო იმ დღით რომელიც გამოიარა. მისი შეგრძნებები განახლდა და შინაგანი ნენე გამონთავისუფლდა. მაგრამ უეცრად ყველაფერი განათდა. ფიფქების შეხება სახეზე უგრძნობი გახდა მისთვის. არა, ნენეს არ სტკიოდა, პირიქთ, მიხვდა, რომ საახალწლო საჩუქარი, რომელიც სურვილების პირველი და უკანასკნელი პუნქტი იყო აუხდა. დედამიწიდან უკეთესი ადგილიკენ გაეშურა სადაც დედა დახვდებოდა. მიხვდა, რომ აქ ყველაფერი დასრულდა და თავიდან დაიწყო.
-დედა... მე მოვედი...

-დღევანდელი მონაცებით მთავრ მოედანზე მოხდა ავტოავარია, რომლესაც 16 წლის უცნობი გოგონა ემსხვერპლა. თვითმხილველები ადასტურებენ, რომ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო, სამწუხაროდ გოგონა კი ადგილზევე გარდაიცვალა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent