შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიუწდომელი სიყვარული ნაწილი-15 (დასასრული)


18-12-2020, 23:57
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 859

ესეც ბოლო თავი.<3
არ ვიცი რამდენად კარგი იქნება,მე კი ყველანაირად ვეცადე კარგი ყოფილიყო,მაგრამ მგონი ბოლო დროს დასასრულები მიჭირს.????
ნუ თქვენით შეაფასეთ სააბოლოდ! ^^
ისიამოვნეთ.^^ <3

მეი:
-რა თქმა უნდა ჩემი შვილის მხარეს ვარ.
არ არსებობს ჩემთვის ის კანონი ,რომელიც ჩემს შვილს ბედნიერების შანს წაართმევს.
ლუკასმა რომ სრულიად მოულოდნელად ეს პასუხი გამცა,ცოტახანს მიღებული შოკის გამო ვდუმდი და ვერ ვპასუხობდი ვერაფერს,სანამ თვითონვე არ ამოიღო ისევ ხმა,მაგრამ სანამ რამეს იტყოდა თბილად გამიღიმა.
რა იყო? გეგონა ჩემი შვილის წინაღმდეგ წავიდოდი ამ სულელური კანონის გამო?
ამის გაგებამ კი მეტად გამაკვირვა.
კი ლუკასი შეიცვალა ამ დროის მანძილზე,მართლა სრულებით შეიცვალა....რა თქმა უნდა უკეთესობისკენ!
მეტად გახსნილი,მეგობრული და თბილი გახდა,მითუმეტეს ჩვები გოგონას დაბადების შემდეგ,მაგრამ არ მეგონა რომ კანონს დაუპირისპირდებოდა,მართლა ვერ წარმოვიდგენდი!
ეს ყველანაირ საზღვრებს სცდება.
-ვინ ხარ საერთოდ ლუკად დილენ?
გაოცებულმა ვკითხე ღიმილით,რაზეც ასევე ღიმილით ხელი ხელზე მომკიდა და ტკბილად მომიგო.
-შენი ქმარი ,რომელსაც უყვარხარ ,შენც და ჩვენი პატარა გოგონაც,თანაც იმდენად რომ ყველაფერზეა წამსვლელი.
არავინ არ მივცემ უფლებას რომ რომელიმეს გული გატკინოთ.
ამის მოსმენა ჩემთვის იმდენად ამაღელვებელი იყო რომ უეცრად თვალები ჩამიწყლიანდა,შემდეგ კი აღარ მოვიცადე და ვუთხარი.
-ძლიერ რომ მიყვარხარ იცი?
ჩაეცინა და თვალებზე მომაშტერდა.
-რა თქმა უნდა ვიცი.

ერთი საათის შემდეგ:
იმის შემდეგ რაც ლუკასმა ისადილა,სააბაზანოში შევიდა შხაპის მისაღებად,მე კი გადავწყვიტე ჩემი გოგონა მომენახულა!
მითხრა რომ კარგად იქნება და მარტო ურჩევნია იყოს,მაგრამ მინდა შევამოწმო რას აკეთებს,ეს რომ არ გავაკეთო,მთელი ღამით არ დამეძინება მასზე დარდით.
-შეიძლება?
მშვიდად შევაღე პატარათი კარი და ეს ვიკითხე,რაზეც თვითონაც მშვიდად ამომხედა საწოლზე მწოლიარემ და წიგნი გვერდით გადადო.
-შემოდი.
კი ხმაზეც ეტყობა რომ დამშვიდდა შედარებით,მაგრამ როგორც დედამისი ვგრძნობ ,რომ აშკარად ეშინია მოსალოდნელი ცვლილებების,მაგრამ ამას მე მივხედავ!
მისთვის ამოვატრიალებ მთელ სამყაროს და ადამიანთა გონებას თავდაყირა დავაყენებ !
ოღონდაც ამ უაზრო კანონს ბოლო მოვუღო .
ვიხსნი არამარტო ჩემს გოგონას,არამედ სხვა დანარჩენ უდანაშაულო ახალგაზრდებსაც,რომლებსაც სულ არ აქვთ გეგმაში ის ,რაც მთავრობას მათვის დაგეგმილი აქვთ!
მათ მომავალს ართმევენ!
შესაძლებლობებს,გამოცდილებას,
საკუთარ თავს,საკუთარ ცხოვრებას!
-მამას ველაპარაკე.
ამ წინადადებით დავიძარი მისკენ,რადგან სხვაგვარად არ ვიცოდი როგორ დამეწყო მასთან ამ დროისთვის რთულ თემაზე საუბარი.
ეს რომ ვუთხარი აშკარად შეკრთა და თვალები გაუფართოვდა!
მამამისი ძლიერ უყვარს,მაგრამ იცის რა მკაცრი კაცია და ალბათ ეშინია მისი რეაქცის და ჰგონია,რომ მხარს არ დაუჭერს,მაგრამ როგორ ცდება.
-მ_ერე?
ხმის კანკალით შეშინებულმა იკითხა როგორც მოველოდი.
-მერე? შენი აზრით?
ვიკითხე ინტერესით,მაინტერესებდა რას ვარაუდობდა ამ წამს...მანაც ჩაიხვნეშა და უკვე მის წინ მჯდარს ნაღვლიანად ამომხედა.
-გაბრაზდა?
რა თქმა უნდა რასაც ვვარაუდობდი იმას ფიქრობს.
-არა ,არ გაბრაზებულა ჩემო გოგო.
მამაშენს ასე იცნობ ,რომ სულელური კანონის გამო შენ გული გაგიტეხოს?
ეს ვიკითხე თბილი ღიმილით და თან ნაზად მოვეფერე სახეზე,რაზეც გაოცებულმა ამომხედა.
-რა თქვა დედა?
შემდეგ კი ინტერესით აფორიაქებულმა იკითხა.
-რა თქვა და მზადაა როგორც გმირმა ისე დაგიცვას,რა თქმა უნდა ჩემთან ერთად!
ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვის და ვერ გაიძულებს,ამის პირობას გაძლევ.
მტკიცედ ვუთხარი,რაზეც თვალი ამარიდა და თავი ჩახარა.
დავიბენი,არ ვიცოდი რა მექნა,რადგან ვიცი ახლა რას გრძნობს...შიშს!
აღუწერელ შიშს რომ ასეთ პატარა ასაკში უკვე საზოგადოებიდან გაირიყება!
-პატარა,რა გჭირს? შემომხედე.
აღელვებულმა ხელი მოვკიდე და თავი ავაწევინე და როგორც მოველოდი ცრემლები სდიოდა.
-დედა რომ შემიძულონ?!
ამის გაგონებაზე საერთოდ გადავირიე და გული გამიტყდა!
ასეთ პატარა ასაკში უკვე ასეთი მძაფრი ემოციების გამოცდა უწევს.
-შეგიძულონ!
დააიგნორე ისინი!
მთავარია ჩვენ გვიყვარხარ და ჩვენ ვართ შენს გვერდით.
ხალხი ასეთია შვილო,ისინი ხან შეგიყვარებენ ხან შეგიძულენენ ,მნიშვნელობა არ აქვს რას გააკეთებ...არაა საჭირო ყველას უყვარდე.
მთავარი აქ შენ ხარ,რადგან ეს შენი ცხოვრებაა,შენი სიცოცხლეა,შენი გრძნობებია.
ბოლო სიტყვაზე თან გულზე დავადე ხელი,რაზეც ამღვრეული და გაბრწყინებული თვალებით ამომხედა,შემდეგ კი მოულოდნელად ძლიერ მომეკრო ზედ და პატარა ხელები მომხვია...მეც მჭიდროდ ვეხუტებოდი,იმის შიშით რომ ამ უდიდეს და სასტიკ სამყაროში,სულ პატარა და მეოცნებე დაიჩაგრებოდა.
-მიყვარხარ დედა.

-მეც ძაალიან მიყვარხარ პატარა.

მეორე დღეს დილით მოგვიწია გაღვიძება,რადგან დღეს სკოლაში ვართ დაბარებულები და ადრიანად მოგვიწევს გასვლა სახლიდან.
ჩვენს გოგონას ლუკასის ერთ-ერთი მეგობარი წაიყვანს,რომელსაც ჩვენი გოგონას ასაკის შვილი ჰყავს,სავარაუდიდ კი დღეს მასთან დარჩება .
არ ვაპირებ მის გაშვებას სკოლაში,როდესაც ვიცი როგორ ელოდებიან კლანჭებით.
-რას ვაპირებთ?
უკვე მზადების პროცესში ვიყავით ეს კითხვა ,რომ დავსვი და თან ფეხსაცმელი რომ ამოვიცვი.
-გაიგებ რომ მივალთ.
მიპასუხა სარკის წინ მდგარმა ლუკასმა,რაზეც ფეხზე წამოვდექი და მისკენ გავემართე.
-უკვე ვიცი წინასწარ რასაც იტყვიან,დარწმუნებული ხარ ,რომ მათ მეტოქეობას გაუწევ?
მშვიდად ვიკითხე და თან საროჩკის ღილები შევუკარი ,რაზეც მან წარბის აწევით ჩამომხედა და უეცრად ნაზად გააჩერა ჩემი ხელი.
-პატარა შემოხედე ,ამას ვის ეუბნები?
გგონია რამეს დავუთმობ?
ერთ სიტყვასაც არ შევარჩენ.
ეს რომ თქვა ღიმილით დავეთანხმე და თან ტუჩსაცხისკენ დავიხარე,ისევ ლუკასის ხმა რომ მომესმა.
-ამ კაბით აპირებ წამოსვლას?
ამის გაგება იყო და ჩუმად ჩამეცინა!
ვიცოდი რომ ეს დეტალი არ გამორჩებოდა.
-კი.
ვთქვი თამამად და ვითომ სერიოზული სახით გავსწორდი.
-აჰამ და მიზეზი არსებობს?
ეს კითხვა დასვა თუ არა მივხვდი ,რომ თამაში ამყვა და მისკენ მაცდური ღიმილით წავედი.
-არსებობს,ვეცდები ამით გადავიპირო.
ეს რომ ვუპასუხე უკვე საკმაოდ ახლოს ვიდექი მასთან,მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო მისი უეცარი საქციელი!
მან წელზე მომკიდა ხელი და თავისკენ მიმწია,შემდეგ კი ყურთან მიმზიდველი ხმით მიჩურჩულა.
-მათი შეცდენა გინდა?
ამაზე მე ჟრუანტელმა დამიარა მთელ ტანში ,მაგრამ მაინც თამამად ვუპასუხე.
-სწორად მიხვდი.
ამ პასუხზე მას ჩაეცინა და უკვე ყელისკენ ჩამოიწია.
-მათი თუ ჩემი შეცდენა?
ეს რომ იჩურჩულა,მეც იგივე ხმით ვუპასუხე.
-მნიშვნელობა არ აქვს.
ამაზე მას გაეღიმა და მოკლე ნაზი კოცნა დამიტოვა ყელზე,შემდეგ კი უცბად მოშორდა ჩემს სხეულს.
-გეყოფა თამაში,ამის დრო არაა.
სერიოზულ შეხვედრაზე მივდივართ და მგონი არ იქნება კარგი საქციელი რომ დაგვაგვიანდეს.
ეს თქვა და თან ცბიერი მზერით გამომხედა ,რაზეც გამეცინა.
-კარგით მისტერ პრეზიდენტო.

მიახლოვებით ერთ საათში უკვე სკოლაში ვიყავით და გეფიცებით ფეხი შევდგით თუ არა ,ყველას მზერა ჩვენზე იყო!
ისე თითქოს უკვე მთელმა სკოლამ იცოდა აქ რისთვის ვიყავით და რაც ჩაიდინა ჩვენმა გოგომ.
-როგორც მოველოდი არაპუნქტუალური სასწავლო ნაწილი და მათი ჭორიკანა მასწავლებლები.
მშვიდად ჩაილაპარაკა ლუკასმა და ამაყად გააგრძელა ჩემთან ერთად გზა.
კარზე არც კი დაუკაკუნებია ისე შეაღო დირექტორის კაბინეტის კარი.
ვაღიარებ ამას არ მოველოდი!
პირდაპირ შეტევაზე გადადის როგორც ჩანს.
ამ უეცარი შესვლით დირექტორი უეცრად შეხტა ,მაგრამ მაღლა რომ ამოიხედა და ჩვენ დაგვინახა,სახე სერიოზული გაუხდა და მკაცრად მოგვმართა.
-დაბრძანდით.
ამის გაგებაზე,ლუკასი გაღიზიანებული გაემართა წინ და ქედმაღლური მზერით შეხედა დირექტორს.
-როგორც მოველოდი ,მართლაც თვალში მოსახვედრი კაცი ბრძანდებით ბატონო ლუკას.
მშვიდად განაცხადა და რაღაც ფურცლები გვერდით გადადო.
-სწორედ მიხვდით.
მშვიდად და ამაყად მიუგო ლუკასმაც და შემდეგ პირდაპრ საქმეზე გადავიდა.
-აბა გისმენთ,აქ რისთვის დამიბარეთ? რა დააშავა ჩემა გოგომ?
იმის მიუხედავად რომ ეს ისედაც იცოდა მაინც იკითხა და თან გაღიზიანებულმა დაიტრიალა პირში ენა,რაზეც მამაკაცმა ისე ამოიოხრა თითქოს ყველაზე დიდი საშინელება უნდა ეთქვა...უვიცი.
-როგორც იცით ბატონო ლუკას ჩვენი სამყარო დიდიხნის უკან დიდი საფრთხის წინაშე იყო,რადგან საშინელი გადატრიალების გამო ყველას წაგვერთვა გრძნობები,მაგრამ შემდეგ შესანიშნავი პროგრამა შეიქმნა და ყველა გვიხსნა...წესები და კანონები,აი რა დადგა იმ დღიდან ჩვენთვის პირველ ადგილას.
მშვიდად საუბრობდა და ფანჯრის წინ ზურგით იდგა,ლუკასი და მე კი უკვე საკმაოდ გაღიზიანებულები ვუსმენდით და დასრულებას ვაცდიდით.
-მაგრამ როგორც ჩანს ეს საკითხი ყველასთვის არ დგას პირველ ადგილას და ზოგჯერ პატარა გოგონები და ბიჭები ამას ვერ იაზრებენ.
ვაღიარებ ,ამაში პირველ რიგში მათი ამღზრდელები უნდა დავადანაშაულო.
ეს თქვა და აგდებული მზერით გამომხედა მე...ხო ,მე!
ამ ამღზრდელში მე მიგულისხმა,მე კი ლუკას გავხედე ,რომელსაც უკვე ვენები ჰქონდა ყელთან დაჭიმული და მუშტებს უჭერდა,შემდეგ კი ადგომაც კი სცადა,რაზევ ხელი მოვკიდე ხელზე და შემდეგ მშვიდი მზერით გავხედე რომ არ ღირდა...
-ხო ,ბატონო ლუკას!
თქვენმა შვილმა შუა გაკვეთილზე,რომელიც ყველა ბავშვისთვის ძაალიან მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს,დიდი აურზაური მოაწყო.
მან უაზრო კითხვა დასვა თუ რა გამოსავალი ჰქონდათ იმათ ვისაც ამ პროგრამის მაგიერ სხვა გეგმები და ოცნებები ჰქონდა...წარმოგიდგენიათ?
ცინიკურად დაასრულა და იგივენაირად ჩაიცინა.
-მე კი მოვითხოვ რომ თქვენი შვილის დისწიპლინაზე იზრუნოთ და ასწავლოთ ,რომ არ შეიძლება ასე ლაპარაკი,მითუმეტეს ასეთ ადგილებში სადაც ბევრი ბავშვი უსმენს მის გამოუსადეგარ აზრს და შემდეგ არასწორი წარმოდგენა ექმნებათ.
თქვენი გადასაწყვეტია,შეგიძლიათ თქვენ შვილს მიხედოთ და ასწავლოთ ეს მნიშვნელოვანი წესი,თუ არადა სხვაგვარად მომიწევს სკოლიდან გავრიცხო...ჯერ პატარა და მას კანონის დარღვევის გამო სასჯელი ვერ შეეხება,მაგრამ წარმოდგინეთ როდესაც გაიზრდება რა შედეგებამდე შეიძლება ამ არასწორმა აზრმა მიიყვანოს.
სააბოლოდ მორჩა და ჩვენც ჩვენი დიდებული მოთმინების შედეგად ამ სისულელებს ბოლომდე ვუსმენდით,დასასრულს კი ჩვენი დროც დადგა.
-ანუ იძახით რომ ჩემს შვილს დისწიპლინა აკლია და არასწორად არის აღზრდილუ?
ლუკასმა ხმა ამოიღო და ცინიკურად იკითხა,რაზეც დირექტორს თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან...რა მოელოდა?!
ბოდიშებს და გევედრები არ გარიცხოთ ჩემი შვილი?!
-ამას კი მეუბნება მამაკაცი,რომელსაც აშკარად ამ კაბინეტის იქით არც გაუხედავს და როგორც საცოდავი ქვეწარმავალი ამ თავის პატარა ბუნაგში, ამ მაგიდასთან ჯდომით გონია იმის უფლება აქვს რომ სხვისი აზროვნება და აღზრდის მეთოდი გააკრიტიკოს!
ბოლო წინადადება იყვირა და ფეხზე განრისხებული წამოდგა,რაზეც გაოცებულმა გავხედე!
ლუკადი ასეთი მე არასოდეს მინახავს.
-რას ბრძანებთ?! უკვირდებით_
მამაკაციც არ დარჩა ვალში და გაწითლებული სახით გამოემართა ლუკასისკენ,მაგრამ ლუკასმა წინადადებაც არ დაასრულებინა!
-არ მაინტერესებს თქვენი სკოლიდან თუ გარიცხავთ ჩემს შვილს და არც იმ ვიღაცის აზრი არ მაინტერესებს ვინც თვლის ,რომ თავისი საკუთარი შვილისთვის პირველ ადგილას რაღაც უაზრო კანონი უნდა იდგეს და არა მისი ოცნებები!
თან ამას ვისზე იძახით?!
შვიდი წლის გოგონაზე?!
ვერ ხვდებით მაინც რამდენად უვიცი ხართ ამ წამს ჩემს თვალში?!
ლუკასმა უკვე კონტროლი დაკარგა და ბოლო ხმაზე უღრიალა,თან უკვე ისე რომ პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდა...მომწონს ასეთი ლუკასი!
ყოველთვის ვიცოდი რომ სამართალი და ოჯახი მისთვის პირველ ადგილას იდგა,იმ უაზრო კანონის წინაც კი.

-როგორ გგონიათ როგორ მიღებენ მთავრობის ხალხი როგორც თქვენ თქვით შვიდი წლის გოგონას ოცნებებს!? გგონიათ დაინდობენ მას ,მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვია?! ვერც კი წარმოიდგენთ წინ რა გელით!
მე კი მთელი გულით ველი ამ სეირს!
ამის გაგება იყო ლუკასი რომ საყელოში სწვდა ,მე კი უკვე მოქმედბაზე გადავედი და მისკენ გავიქეცი.
-გთხოვ ლუკას,არ ღირს.
ასეთი ადამიანის გამო არ ღირს.
მშვიდად ვუთხარი და ხელი გავაშვებინე,შემდეგ კი ზიზღით ავხედე დირექტორს.
-მე როგორც ლუკას დილენის ცოლი და ჩემი შვილის დედა ,ვაცხადებ და პირობას ვდებ ,რომ თუნდაც მთელ სამყაროსთან დაპირისპირება მომიწიოს ამ კანონს შევცვლი!
ამაყად თავდაჯერებულმა გამოვაცხადე,ისე რომ სახიფათო მზერა არ მომიცილებია მისთვის,რაზეც მამაკაცს მზერა დაბნეული გახდა ,მაგრამ ამან ცოტახანს გასტანა სანამ ისევ ხმა არ ამოიღო.
-თქვენაირი ქალისგან სხვას არაფერს არ ველოდი!
ქალი ,რომელმაც კანონი დაარღვია და მისი შვილი ,რომელიც იგივე აზრზეა რაზეც დედამისი იყო.
რატომ გამიკვირდა ეს!
ეს რომ თქვა შუბლი შევკარი და რაღაცის თქმას ვაპირებდი ,მაგრამ ლუკასმა თქმა არ დამაცადა,ხელი რომ უხეშად მიკრა.
-ჩემს ცოლს ასე ნუ იხსენიებ,თორემ მეორე სართულიდან გადაგაგდებ!
ამის გაგებაზე უკვე შემეშინდა ამ განრისხების ზღვარს ,რაიმე ასეთი სისულელე არ ჩაედინა,რადგან აშკარად ძაალიან გაბრაზებული იყო ამ წამს,ამიტომ ხელით გავაკავე და მშვიდად ვუთხარი.
-ლუკას,არ გინდა...დანებე თავი.
სჯობს სახლში დავბრუნდეთ,მასთან და მისნაირებთან დროს ნუ ფლანგავ.
ბოლო წინადადებაზე ზიზღით გავხედე უკვე შეშინებულ კაცს და შემდეგ ლუკასთან ერთად უკან მოუხედავად დავტოვე კაბინეტი.
რთული დღე იყო,მე არ მოველოდი რომ ასე დაძაბულად ჩაივლიდა ეს გასაუბრება,მაგრამ ის არამზადა საზღვრებს გასცდა!
უტაქტო იყო,რომელსაც ეგონა რომ რაიმეს წარმოადგენდა.
ხოდა თავისი მიღოო!
აშკარად ძაალიან შეაშინა
ლუკასმა,მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი რომ კმაყოფილი ვარ ამ ყოველივეთი,რადგან გზაშიც და სახლის მისვლის შემდეგაც ,ლუკასი ისეთი გაბრაზებული იყო ,რომ ერთ წამს ვერ ჩერდებოდა...იძახდა რომ აუცილებლად ანანენდა მას და მისნაირებს ამ ყველაფერს!
რა თქმა უნდა მისით ვამაყობ რომ ასეთია,მაგრამ არ მინდა რომ ამ ყველაფერმა მასზე ასე ნეგატიურად იმოქმედოს და კონტროლი დააკარგვინოს საკუთარ თავზე,რადგან როგორც მისი ცოლი ვიცნობ და ვიცი შემდეგ ინანებს რომ თავს უფლება მისცა და ასეთ არარაობის გამო კონტროლი დაკარგა საკუთარ თავზე.

-მეი,ჩაიცვი სადღაც მინდა წავიდეთ.
მშვიდად ვიწექი უკვე ,ღამის ცხრა საათზე ეს რომ გამომიცხადა,რაზეც გაკვირვებულმა ავხედე.
-ასეთი გვიან? სად?
-მინდა მივიამის მამას,ბატონ ლეონარს დაველაპარაკო.
ამაზე მე დაბნეული წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე.
საინტერესოა ასე შუა ღამით მასთან რაზე აპირებს გასაუბრებას.

მთელი გზა დაძაბულები ვიყავით,რადგან ლუკასი ჯერ კიდევ ცეცხლი ეკიდა ბრაზისგან,რომელიც დღევანდელმა შემთხვევამ გამოიწვია!
-ლუკას, კარგად ხარ? რაც სკოლიდან მოვედით ხმა არ ამოგიღია ნირმალურად,მხოლოდ ჩხუბობ.
ანერვიულებულმა მშვიდად ვუთხარი,რაზეც ისევ ამ შეკრული შუბლით გააგრძელა გზის ყურება და ცოტახანში მიპასუხა.
-უსამართლობას ვერასოდეს ვერ ვიტანდი,მაგრამ ამ დრომდე ვერ გავაცნობიერე ,რამდენად უსამართლოდ უნადგურებდა ახალგაზრდებს ეს პროგრამა მომავალს.
ვნანობ...ვნანობ რომ აქამდე არ ვიმოქმედე.
ეს რომ თქვა თვალები გამიფართოვდა ,შემდეგ კი უნებურად გამეღიმა.
-ერთად ლუკას,ამას ერთად შევცვლით.
ღიმილით ვუთხარი,რაზეც მის სახეზეც მონატრებული ღიმილი გამოჩნდა.
-ერთად.
მშვიდად თქვა და ისევ გზას მიუბრუნდა.

ბატონი ლეონარსი აშკარად უკვე დასაძინებლად ემზადებოდა ,კარი რომ გაგვიღო,რადგან ხალათი ეცვა და მოთენთილი თვალებით გვიყურებდა.
თავიდან აშკარად ვერ მიხვდა რა ხდებოდა,მანამ სათვალე არ გაიკეთა.
-ლუკას,ჩემო ბიჭო!
ბედნიერმა წამოიძახა და თბილად ჩაეხუტა,რაზეც ლუკასმაც ღიმილით მოხვია ხელები.
ლუკას რომ მოეხვია ჩემსკენ გადმოვიდა.
-ესეც შენი მშვენიერი ცოლი,ძვირფასი მეი.
ღიმილით თქვა და მეც თბილად ჩამეხუტა,რაზეც იგივეთი ვუპასუხე.
ნამდვილად ძაალიან თბილი კაცია.
-აბა,აბა ასე გვიან აქ რამ მოგიყვანათ ჩემო ძვირფასებო?
ღიმილით იკითხა და ჩვენთან ერთად მისაღებში დაჯდა,რაზეც ლუკასმა ღრმად ჩაიხვნეშა და დაიწყო.
-მოდი ზედმეტად აღარ მივედ მოვედები და პირდაპირ გეტყვით ბატონო ლეონარდო.
მინდა რომ ეს კანონი შევცვალოთ,რომელიც ახალგაზრდებს პროგრამაში მონაწილეობას აიძულებენ.
აშკარად არ მოელოდა მამაკაცი ასეთ სერიოზულ განაცხადს მისგან და ეს სახეზეც შეეტყო!
-ჩემო ბიჭო,სერიოზული სურვილი გაგჩენია.
ვერც კი წარმოიდგენ რამდენიხანია მეც ეს საკითხი მაწუხებს და როგორ მინდა შევცვალო ეს სულელური კანონი!
მე ეს პროგრამა იმისთვის შევქმენი ,რომ ადამიანებს თავი ბედნიერად ეგრძნოთ და არა იმისთვის რომ უსამართლობის გრძნობა გასჩენოდათ!
მაგრამ ამ სულელებმა ჩემი უწყინარი და შესანიშნავი პროგრამა,ადამიანების ყველაზე დიდ კოშმარად გაადაქციეს!
ვიცი რომ ამაზე ბევრი ხმამაღლა არ ლაპარაკობს და გამბედაობა არ ჰყოფნით ამისთვის ,რომ ხმამაღლა გამოხატონ ,რამდენად არ უნდათ ამ კანონს დაემორჩილონ,ნუ თქვენ შესანიშნავ ცოლს თუ არ ჩავთვლით,მაგრამ ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს.
თუ იმას აპირებთ რაც მგონია,თქვენს გვერდით მიგულეთ!
იმდენად სასიამოვნოდ მომხვდა მისი სიტყვები ყურში,რომ ციტახანს იგივე მომღიმარი სახით მოვშტერებოდი დებილივით...ეს მამაკაცი სრულებით მართალი იყო!
ეს პროგრამა შესანიშნავია და იმის შემდეგ რაც ლუკადი შევიყვარე ამისი დანამდვილებით მჯერა,მაგრამ არასწორად იქცევიან მთავრობის ხალხი,როდესაც გვაიძულებენ მათი ნება სურვილით შევიყვაროთ იმ დროს ,რომელიც მათ სწორად მიაჩნიათ,ეს კი არასწორია,არასწორია!
-მე მინდა რომ ისეთი კონფერენცია გავმართო ,რომელიც ისტორიას არ ახსოვს!
მე ყველა ფაქტს და პრობლემას მოვუყრი ერთად თავს და ვაიძულებ ხალხს ,რომ ეს ყველაფერი სხვა მხრიდან დაინახონ და თუ ხალხი გააცნობიერებს ამას და ის შეშინებული გოგო ბიჭებიც გაბედავენ და ხმას ამოიღებენ ,ჩვენ ამ ბრძოლაშო გავიმარჯვებთ და ხალხთან ერთად მოვერევით ამ კანონს!
ვაიძულებთ შეეცვალონ კანონი და თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება მისცენ მომავალ თაობას.
მშვიდად წარმოვთქვი ეს ,ისე რომ ერთ წამს არ დავბნეულვარ,რადგან გონებაში სწორედ ის სცენა მიტრიალებდა თავში ამ დროის განმავლობაში!
ხალხი...ხალხი,რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაინახავს სიმართლეს სიცრუის უკან,რომ არავის არ აქვს უფლება გადაგვიწყვიტოს როდის შევიყვაროთ და როდის შევქმნათ ოჯახი!
მე ამას გავაკეთებ...კანონს შევცვლი.



დროის გასვლის შემდეგ:

ალბათ ადრე რომ საკუთარი თავი ასეთ მდგომარეობაში წარმომედგინა,გამიკვირდებოდა.
ვიფიქრებდი ,რატომ ვწირავ საკუთარ თავს ასე?
როდესაც აზრი არ აქვს ამ უძლიერეს კანონს დაუპირისპირდე.
ხალხი არ გამოვა და არ იტყვის, რომ მათაც აწუხებთ ეს კანონი,უბრალოდ ვერ გაბედავენ!
ხო ,ამას ადრე ვიფიქრებდი.
ხოლო ახლა,მე არ მანაღვლებს არც შიში და არც მოულოდნელი მარცხი!
ვცდი...აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის,გავრისკავ და ვცდი ამ კანონთან შერკინებას და თუ არ გამომივა,მაშინ აღარასოდეს აღარ წავალ ასეთ რისკზე,მაგრამ თუ არ ვცადე გული არ მომასვენებს.
მთელი ღაამები არ მძინავს და ყველანაირად ვცდილობ ყოველ სიტყვაში და წინადადებაში ის სიმართლე ჩავდო,რომელიც ვიცი ყველა ახალგაზრდას გულში იმალება.
სურვილი თავისუფალი გადაწყვეტილების.
-აბა რას აკეთებს ჩემი მფარველი ანგელოზი?
უკნიდან ხმა მომესმა და შემდეგ ლოყაზე კოცნაც ვიგრძენი ,რაზეც გამეღიმა და ჭიქებით ხელში მდგარ ლუკას გავხედე.
-ისევ იმას რაც ეს ბოლო სამი კვირაა აკეთებს.
ვუთხარი მომღიმარმა და მაგიდაზე გადაშლილ უამრავ ფურცლებს გადავხედე,რაზეც ლუკასმა ჩაიხვნეშა,ჩემს გვერდით სკამი გამოწია და მომიჯდა.
-არაა საჭირო ღაამების თევა,ისედაც ყველაფერს მოასწრებ და მე შენი შესაძლებლობების მჯერა.
მშვიდად მითხრა და ნაზად გადამიწია თმა ყურს უკან,რაზეც გამხნევებულმა მისი სიტყვებით მეტი მოტივაცია მომეცა.
-ვიცი,მაგრამ არ მინდა თავი დავზოგო. მინდა მთლიანად მივუძღვნა ამ საქმეს საკუთარი თავი რომ საკუთარ თავში და გადაწყვეტილებაში თავდაჯერებული ვიყო.
მშვიდად ვუთხარი,რაზეც ჩაიღიმა და ჭიქა დამიდგა წინ.
-კარგი,მაშინ აღარ მოგაცდენ.
ყავა დალიე რომ ისევ აქ ჩაძინებული არ გიპოვო შუა ღამით.
ამის მოსმენაზე ჰაერში გავაჩერე პირისკენ წაღებული ჭიქა!
-როდის მნახე?
ვიკითხე გაფართოვებული თვალებით,რაზეც ჩაიცინა.
-ყოველ ღამით გამოწმებ პატარა ნუ გგონია რომ უყურადღებოდ გტოვებ.
ეს რომ მოვისმინე სითბოთი ამევსო მთელი გული.
-ანუ გამოდის შენ მაფარებდი ზეწარს...
ჩაცინებით ვთქვი,რაზეც სერიოზულისკენ შეეცვალა სახე.
-აჰა და მოიცა...ვინმე სხვა გყავს კიდე ვისაც სიგიჟემდე უყვარხარ ,თუ სხვა ვის ვარაუდობდი?
ვითომ გაღიზიანებულმა მითხრა,მაგრამ ვიცოდი რომ ხუმრობდა!
ეს მიმიკები დიდიხანია უკვე შევისწავლე.
-გეყოფა მსახიობობა.
ხო იცი რომ შენ მიყვარხარ მხოლოდ!
ვუთხარი რისი გაგებაც უნდოდა,რაზეც ეს მოჩვენებითი სერიოზულობა სახიდან მოშორდა და ნათლად გამიღიმა.
-ასეც ვიცოდი.
თქვა და სწრაფათ დამიკოცნა ტუჩები,შემდეგ კი მომშორდა და პირდაპირ გასასვლელისკენ გაემართა.
-მე ვწვები და თუ რამეში დახმარება დაგჭირდება გამაგებინე,მიყვარხარ.
სააბოლოდ ეს თქვა და კარი გაიხურა,რაზეც ბედნიერმა და კმაყოფილმა ჩემი ბედით ღრმად ჩავიხვნეშე ღიმილით და ისევ ფურცლებს მივუბრუნდი.

დაახლოვებით რამოდენიმე დღე კიდევ დამჭირდა ამ ყველაფრის მოსამზადებლად ,ხოლო სააბოლოდ ეს დღეც დადგა !
დილით მაღვიძარას დავასწარი და ჩემით გამეღვიძა,იმის მიუხედაცად რომ საკმაოდ ადრე იყო და წესით ღრმა ძილში უნდა ვყოფილიყავი,მითუმეტეს ამდენი ღაამების თენების შემდეგ!
მაგრამ ფაქტობრივად არც დღეს არ მძინებია!
რა დამაძინებდა,როდესაც ვიცოდი წინ რა მელოდა...ეს გადამწყვეტი დღე იქნება ბევრი ადამიანის ცხოვრებაში.
მე არამარტო ჩემი და ჩემი შვილის სახელით,არამედ ყველა იმ გოგონას და ბიჭის სახელით გავდივარ მთავრობის წინააღმდეგ,რომლებიც ამ კანონმა დაჩაგრა და თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება წაართვა.
სწრაფათ ვიცმევდი და თან თვალს ლუკსს ვადევნებდი,რომელიც რატომღაც მომღიმარი მიყურებდა მთელი დროის მანძილზე,მე კი სწრაფათ ოთახიდან ოთახში მორბენალი სააბოლოდ გავჩერდი და დაბნეულმა სიცილით ვკითხე.
-რატომ მიყურებ ამ ღიმილით?
ამაზე მას ჩაეცინა და მშვიდად მიპასუხა.
-არ ვიცი,ალბათ მიმზიდველი ხარ ამ წამს ჩემს თვალში,ასეთი მონდომებით რომ ცდილობ საწადელის მიხწევას.
ეს რომ მითხრა გამეცინა და ხუმრობით ვუპასუხე.
-ანუ ადრე არ ვიყავი ხო მიმზიდველი!
გშორდები ლუკას დილენ!
ეს რომ ვუთხარი გაეცინა და ხელით დამიჭირა უეცრად ჰაერში.
-ვერ შეძლებ,არ გაგიშვებ.
ამის თქმაზე ჩამეცინა და სწრაფი კოცნა დავუტოვე ტუჩებზე,შემდეგ კი ისევ საქმეს მივუბრუნდი.
დაახლოვებით შუა დღისკენ უკვე მანქანაში ვიჯექით და ვაი რომ ვხვდებოდი რა სერიოზულ საქმესთან მქონდა კავშირი.
გარშემო გზები სულ მანქანებით იყო გადაჭედილი და რადიოშიც სულ ჩემს სახელს და დღევანდელ საქმეს ახსენებდნენ!
როგორც ჩანს ძაალიან ბევრი ადამიანის წინ მომიწევს გამოსვლა,რადგან ყველა მე მელოდება,ზოგს კი ვიცი ,გულის სიღრმეში ჩემი იმედი აქვს.
სააბოლოდ იმ შენობასთან გავჩერდით სადაც ჩემი კონფერეცია გაიმართებოდა.
გეფიცებით თვალები შუბლზე ამივიდა  შენობის გარშემო აურაცხელი ჟურნალისტები და ხალხი რომ დავინახე!
შენობის გარშემო ჭედვა იყო და ამ ხალხს შორის მხოლოდ მოსასმენად კი არა ,გასასაჩივრებლადაც იდგა ხალხი!
დიდი ბანერები ეჭირათ ხელში ,სადაც ათასი შეურაცხმყოფელი სიტყვა ეწერა,მაგალითად:ცივილიზააცის დამანგრეველი ,სამარცხვინო ქალი,კანონის დამრღვევი მატყუარა,
ცბიერი ,ქალისთვის შეუფერებელი,მშვიდობის მტერი!
ასე შემდეგ და ასე შემდეგ...აღარც დავაკვირდი მეტს,რადგან ამ სულელებს თუ ვუყურე,ჩემს თავში ეჭვი შემეპარება,რადგან ისინი თავისი მცდარი აზრით ბრბოს მოხვეჭაში გამოცდილები არიან და პირდაპირ თავს ესხმიან და ზიანს აყენებენ ადამიანის გონებას ამ ყოველივეთი.
-მეი არ უყურო,არ წაიკითხო არაფერი და მათ ყურადღება არ მიაქციო.
მშვიდად მითხრა ლუკასმა ,ისე რომ მისი თვალები მრისხანებით იყო სავსე. დარწმუნებული ვარ უნდა რომ ეს ბანერები სათითაოდ გაადატეხოს თავზე ყოველ მათგანს.
-გადმობრძანდით.
მშვიდად მომიგო პოლიციელმა ,რომელიც სავარაუდოდ აქ დატრიალებული არეულობის გასაკონტროლებლადაა აქ.
-მოგესალმებით ბატონო ლუკას,ვეცდები ზედმეტი ზიანის გარეშე მივიყვანო შენობამდე.
მშვიდად მიუგო ლუკას,რომელსაც დღემდე პატივით ეკიდება რატომღაც ყოველი პოლიციელი.
ლუკასმაც თავი მშვიდად დაუქნია,მაგრამ აშკარად ვხედავდი მის თვალებში იმის შიშს რომ რამეს დამიშავებდნენ!
-იცოდე თუ რამე გატკინეს ,აქვე და
ახლავე ვტოვებთ აქაურობას.
ეს რომ მითხრა,გაკვირვებულმა შევხედე.
-გაგიჟდი?ამდენი წვალების შემდეგ ამას ვერ გავაკეთებთ ლუკას.
ამაზე მან თავი ჩახარა და ხელი მიშვა.
-იმდენად შეშლილები არიან რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები.
ჩუმად ჩაილაპარაკა,რაზეც პოლიციელის ხმაც მომესმა.
-დავიძრათ უკვე.
ამაზე მე თავი დავუქნიე და წასვლამდე ლუკას მხარზე დავადე ხელი.
-არ დაგავიწყდეს ამას რისთვის ვაკეთებთ...
ამის გაგებაზე
მგონი ცოტა ძალა მოემატა და მკრთალი ღიმილით ამომხედა.
-კარგი მიდი,მეც უკან მოგყვები  და თუ რომელიმე რამეს არასწორად გააკეთებს ,სათითაოდ დავიმახსოვრებ სახეზე და მწარედ ვანანებ.
ეს რომ თქვა ჩამეცინა ,რადგან უსაყვარლესია ასეთ მომენტებში!
-როგორი მზრუნველი ქმარი მყავს.
ვთქვი ღიმილით და სააბოლოდ პოლიციელსაც გავყევი უკან.
გარშემო გზას სხვა პოლიციელები გვისუფთავებდნენ და ხალხს და ჟურნალისტებს უკან ადგილზე აკავებნენ ,რომ რამენაირად ეს გზა ზედმეტი დაშავების და დროის დაკარგვის გარეშე გამეარა,მაგრამ გინდა არ გინდა მაინც მესმოდა გარშემო ხალხის ყვირილი,რომლებიც მემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას მაყენებდნენ!
პლიუს ამას ჟურნალისტებიც არ აკლებდნენ და მილიონ შეუსაბამო და სულელურ კითხვას მისვამდნენ.
მე კი ვაღიარებ ამ მართლაც სირცხვილის კოლიდორში გავლის შემდეგ ,რაღაც არამქვეყნიური დამცირება ვიგრძენი!
ეს იმდენად შემაწუხებელი გრძნობა იყო ,რომ ცოტახანს თავ ჩახრილი მივდიოდი და თავის აწევას ვეღარ ვბედავდი.
ისინი მართლაც რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ შენზე,ისე რომ მათ სულელურ აზრს შენც კი იაზრებ და გულთან ახლოს მიგაქვს!
ხანდახან როგორი სასტიკია საზოგადოება განსხვავებული აზრის მიმართ.
რატომ არ შეუძლიათ რომ ცივილიზებულად გაითვალისწინონ რომ ყველა ვინც მათ აზრს არ გაიზიარებს დამნაშავე არაა!
არამედ ადამიანი,რომელიც საკუთარი თავისუფალი ნებით და აზრით დაიბადა.
-მეი,კიდევ კარგი უკვე მოხვედი!
ძაალიან ვინერვიულე,მეგონა გადაიფიქრე ან რამე!
აღელვებული ტობიასის ხმაზეღა ამოვწიე თავი და მკრთალი ღიმილით ვუპასუხე.
-არა ტობიას,რატომ არ უნდა მოვსულიყავი?
პატარა სიცილიც მივაყოლე ბოლოში,რაზეც უხერხული ღიმილით მოიქექა თავი.
-რა ვიცი,გარშემო ისეთი ქაოსია ამ ამბის გამო რომ მეგონა შეგეშინდებოდა.
ამაზე მე ცინიკურად ჩავიცინე და ტობიას ხელი ხელზე მოვკიდე,როგორც მეგობარმა.
-არა ტობიას ,მათი მუქარა და შეურაცხყოფა მე ვერ გამაჩერებს.
თუნდაც მთელი სამყარო გამოვიდეს და იგივე იმეოროს!
მე ჩემს გადაწყვეტილებას არ შევცვლი.
სჯობს სცადო და გაიმარჯვო ან თუნდაც დამარცხდე ,ვიდრე არასოდეს არ სცადო დამარცხების შიშით და სინანულით მოკვდე.
ეს რომ ვუთხარი თვალები აუბრწყინდა და უეცრად თბილად ჩამეხუტა.
-შენით ძაალიან ვამაყობთ მეი.
ეს მითხრა მადლიერმა და შემდეგ გამერიდა და გზა დამითმო.
-შენ გელოდება ყველა.
ეს რომ მითხრა მაშინღა გადავხედე დიდ დარბაზს და მივხვდი ,რომ ხალხით იყო აქაურობა გადაჭედილი!
ამ ხალხს შორის კი ვფიქრობდი ვინ იყო ამ აზრის მომხრე და ვინ მოწინააღმდეგე.
ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და ამაყად თავ აწეული გავემართე სცენისაკენ ,სადაც მიკროფონები მელოდა,სადაც ყველას თვალწინ ვისაუბრებდი.
ვგრძნობდი მათ მზერას,ზოგი ძლიერ ნეგატიური ენერგით იყო დამუხტული,ხოლო ზოგი არაა...ჩურჩულებდნენ და ესეც მეტად ართულებდა ჩემს მდგომარეობას,მაგრამ ეს გარეგნულად არც შემეტყო,რადგან ერთ წამსაც არ დამიხრია თავი,იგივე ტემპით და იგივე მდგომარეობაში ვაგრძელებდი გზას!
ხოლო ის შიში ,რომელის გამოწვევასაც ჩემში ცდილობდნენ,ერთი წამითაც კი არ დავანახე არცერთს.
სანამ სცენაზე გავიდოდი სცენის გვერდით მდებარე პატარა ოთახში შევედი და ყველა ის ინფორმაცია რაც მათვის უნდა გადამეცა წინ დავილაგე.
ვაღიარებ გასვლამდე მეტად ავნერვიულდი.
-კარგი მეი,არ ინერვიულო.
შენ ამას შეძლებ!
შენ ამას შენი შვილისთვის და სხვა დანარჩენისთვის გააკეთებ.
შენი ბავშვობისთვის გააკეთებ!
იმ პატარა შეშინებული გოგონასთვის გააკეთებ,რომელიც შენს ბავშვობაში დატოვე.
მშვიდად ვამშვიდებდი ჩემს თავს და მართლაც ვგრძნობდი რაღაც ამაღელვებელ ძალას ,რომელიც მთელ სხეულს ედებოდა.
პატარათი გავიხედე კარიდან და ლუკასიც დავინახე,რომელიც წინა რიგში ჩვენს გოგონასთან ერთად მშვიდად იჯდა და მელოდა,მელოდა სხვა დანარჩენთან ერთად.
გასვლამდე კი ზუსტად ვიცი ,რომ ამ დარბაზში უმეტესწილად არავინ არ იზიარებს ჩემს მოსაზრებას და ჩემი არ სჯერათ,ჩემი მეგობრების და ქმარ-შვილის გარდა,მაგრამ იმდენი უნდა გავაკეთო რომ უკან დაბრუნებისას ,მთელი დარბაზი იგივე აზრზე დავტოვო,რაზეც ახლა ჩემი ახლობლები არიან!
თავი ბოლოჯერ ასე დავიმშვიდე და აი გავდგი ფეხი დარბაზში.
გავდგი და თავისთავად ხმაური ატყდა...ამდენი ადამიანის ჩურჩულმა ხმაური გამოიწვია.
მაგრამ მიკროფონების წინ დავდექი თუ არა,ყველა გაჩუმდა.
-მოგესალმებით ჩემო ხალხო და დიდ მადლობას გიხდით პირბელ რიგში ვინც დღეს იმისთვის მოხვედით, რომ საკუთარი თავისუფალი აზრი შეინარჩუნოთ და დაიცვათ!
თუ თქვენი შვილების სურვილის წინააღმდეგ გიწევთ წასვლა და ერთ დროს თუ თქვენი სურვილის წინააღმდეგაც წახვედით!
მინდა დღეს იმ ტაბუდადებულ თებაზე ვისაუბრო,რომელსაც მთავრობის შიშით ვერავინ ვერ განიხილავდა!
მაგრამ მანამ სანამ ამ ყოველივეს დავიწყებ ,ერთი კითხვა მაქვს თქვენთან!
მიპასუხეთ, წინ რომ თქვენი შვილის ბედნიერების საკითხი და მთავრობის მკაცრი დანაბარები  გედოთ ,რომელს აირჩევდით?!
დაიცავდით კანონს მხოლოდ იმიტომ რომ ეს კანონია და გეშინიათ,თუ თქვენი შვილის ბედნიერებას დაუჭერდით მხარს?!
გელოდებით!
მე თქვენგან ეს პასუხი მჭირდება...მაინტერესებს რას გააკეთებდით!
ნუ ღელავთ ეს ის დღეა ,როდესაც ყველას შეუძლია საკუთარი აზრი გამოხატოს!
ის დღეა ,როდესაც ყველას შეუძლია ხმამაღლა გამოხატოს საკუთარი შიში და უკმაყოფილება ამ კანონის მიმართ.
ხმა აიმაღლეთ და თქვენი საკუთარი ბედნიერებისთვის მათან დაპირისპირების ნუ შეგეშინდებათ!
შედეგად კი ყველა ჩვენგანს ერთი საერთო მამოძრავებელი ძალა გვექნება,თავისუფლების სურვილი!
ვინმეს შეეძლება ჩვენს წინააღმდეგ რაიმეს გაკეთება?!
ჩვენი თავისუფალი ნების წინააღმდეგ ვინ შეძლებს ჩვენთან შერკინებას?!
ვიცი რომ გეშინიათ,მეც მეშინია ,მაგრამ ყველაზე მეტად იმის მეშინია ,რომ ჩემს შვილს არ ექნება საკმარისი გამოცდილება და როდესაც თავის თაგადასავალს ამ სამყაროში მორჩება,არ იქნება კმაყოფილი,რადგან ცხოვრებაში ყველაზე გადამწყვეტი მომენტი ,მისი ნების წინააღმდეგ დადგა!
სიყვარული ეს მშვენიერი რამაა,მაგრამ ჩვენ უნდა ვირჩევდეთ როდის შევიყვაროთ და რომელ ასაკში!
მითხარით ვცდები?!
ბოლო ხმაზე თავდაჯერებული ვამბობდი ყოველ სიტყვას და ვაღიარებ ამ წამს თავს უძლიერესად ვგრძნობდი,რადგან მე შევძელი და სააბოლოდ ამ კანონს დავუპირისპირდი.
ხალხი კი ხმას არ იღებდა ცოტახანს...არ ვიცი ,ეშინოდათ თუ სიტყვებს ვერ პოულობდნენ,მაგრამ ფაქტია მათზე ჩემა სიტყვებმა რაღაც ეფექტი მოახდინა.
დარბაზში ისეთი სიჩუმე იყო...ისეთი სუჩუმე რომ მეგონა უკვე აღარავინ გამომეხმაურებოდა,მანამ ერთმა ახალგაზრდამ შიშით და ყოყმანით არ ასწია ხელი!
მე კი გახარებულმა ვიღაცის გამოხმაურებით მშვიდად მივმართე.
-გისმენთ.
გოგონა  თავ ჩახრილი 
იდგა ცოტახანს,მანამ არ გაბედა და ხმა არ ამოიღო.
-მე მაქვს ამ კითხვაზე პასუხი...მე ჩემს შვილს ავირჩევდი და მის ბედნიერებას.
მე აღარ მინდა სხვის სურვილებზე ვიყო დამოკიდებული.
მე მინდა რომ ჩემით მივიღო გაადაწყვეტილება.
ეს რომ თქვა ,დარბაზში ისევ ჩურჩული ატყდა,მაგრამ ამჯერად მგონი არავინ არ ედავებოდა მას,არამედ ყველა იგივე აზრს გაანიხილავდა და იაზრებდა კიდეც რეალობას,რომელიც წინ გვედო.
დიდიხანია ამ კანონის ჩრდილ ქვეშ ვართ,დიდიხანია მთავრობა წყვეტს ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს,ეს უნდა დასრულდეს!
-მე მომხრე ვარ თქვენი აზრის!
წინა წელს ჩემი გოგონა ამ პროგრამის საშუალებით წამართვეს!
იმის მიუხედავად რომ გასაგებად ავუხსენი ყველას მისი მდგომარეობა!
ის ფსიქიკურად არ იყო ნორმალური,ჩვენს გარდა არავის არ იკარებდა და ყველასი ეშინოდა!
მათ კი თავისი კანონის გამო ჩემს შვილს ცხოვრება დაუნგრიეს და ფსიქიკა ბოლომდე გაუნადგურეს!
მათ მიუძღვით ჩემი შვილის თვითმკვლელობაში ბრალი!
მე კი მზად ვარ დღეს ამ კანონის გაუქმებისთვის თქვენთან ერთად ვიბრძოლო!
ქალის სიტყვები რომ მოვისმინე ცოტახანს ადგილზე გავიყინე!
თურმე იმაზე მეტი ცხოვრება დაუნგრევია ამ კანონს,ვიდრე მე ვარაუდობდი.
ხალხის ხმა მეტად და მეტად მაღლდებოდა ,ხოლო მათი შემოძახილების მოსმენისას ვრწმუნდებოდი ,რომ შევძელი და მათში ის ნება გავაღვიძე რომ მე თუ შევძელი საბრძოლველად სულ მარტო გამოსვლა ,ისინიც შეძლებენ ამას!
ჩვენ კი ყველა ერთად მათ მოვერევით.
ბევრი ვთქვი კიდე ...ბევრი მდგომარეობა და შემთხვევა განვიხილე მათან ერთად და ამ დროის მანძილზე ლუკასის სიამაყით სავსე მზერას სულ ვამჩნევდი.
ის ჩემით ამაყობს...მე კი მისით.
რომ არა ის,ალბათ ამ გადაწყვეტილებას ვერც მივიღებდი,რომ არა მისი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ,დღეს მე აქ ამდენი ხალხის წინ არ ვიდგებოდი.

ამ კონფერეცის შემდეგ ყველაფერი აირია...არია ,რადგან ბევრმა ადამიანმა ამის გასაჩივრება ქუჩაში გამოსვლით დაიწყო!
ისინი მზად იყვნენ ყველაფრისთვის ,ოღონდაც ეს კანონი შეეცვალათ!
კი იყო კიდე რაღაც მოსახლეობის ნაწილი ,რომლებიც ამ აზრს არ ემხრობოდმენ ,მაგრამ საბედნიეროდ უმეტეს თვალი აეხილა და ის დამალული სურვილი საკუთარი ნებისა გაახსენდათ.
კმაყოფილი ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით ,რომ გავრისკე და ხმა ამოვიღე,რადგან რამოდენიმე თვეში და იმ ბრძოლაში,რომლებიც გადავიტანეთ,საბოლოდ მთავრობას უკან დახევა მოუწია!
მათ დიდხანს მოუწიათ იმის განხილვა თუ რა გადაწყვეტილება მიეღოთ,რომ სააბოლოდ ხალხი მათ სახლში არ შეჭრილიყო,რადგან სიტუაცია უკვე დაძაბული და რთული იყო.
მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამ კანონის შეცვლას ითხოვდა!
შედეგად კი დადგა დღე და დიდი სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი,შემდეგ კი გამოცხადა რომ კანონი უქმდება!
მან განაცხა რომ ეს კანონი იმოქმედებდა ისევ რაღაც ფარგლებში,მაგრამ ამჯერად ჩვენი სურვილების ფარგლებში და არა ჩვენი ნების წინააღმდეგ!
ვისაც მოუნდება რომ სიყვარული გამოცადოს და შეიყვაროს,ის ჩაერთვება ამ პროგრამაში,ნებისმიერ ასაკში ,როდესაც ამას გადაწყვეტს!
ხოლო ვინმეს თუ საერთოდ არ ენდომება თავისი ცხოვრების ამ გზით წამართვა,არც ჩაერთვება პროგრამაში!
აი ასე შემოტრიალდა ყველაფერი და პროგრამის წესები ჩვენს სასარგებლოდ შეიცვალა.
ყველა გაზეთში წერდნენ და ყველა ტელევიზიაში ამაზე საუბრობდნენ!
როგორც ჩანს ბევრმა ეს ყოველივე საგმირო საქმედ მიჩნია და ყველა ჩემზე საუბრობდა.
იძახდნენ რომ მე ის ქალი ვარ,რომელმაც გმირულად იხსნა ყოველი ჩვენგანი და კანონს წინ დაუდგა,დაუპირისპირდა ისეთ კანონს,რომელზეც ცუდის თქმასაც კი ვერ ბედავდნენ!

აი დღეს კი ლუკასის გვერდით მწვანე დიდ მინდორში ვდგავარ და ხელში ფერადი ბუშტები მიჭირავს,გარშემო კი ბევრი ხალხი ირევა,რომლებსაც ასევე ფერად ფერადი ბუშტები დააქვთ თან.
-პატარა ამ ბუშტებს ხელი სამ თვლაზე გავუშვათ!
ეს ჩვენი თავისუფლების სიმბოლო იყოს.
მშვიდად ვუთხარი ჩემს გოგონას და თან შუბლზე ვაკოცე,შემდეგ კი ლუკას მივუბრუნდი,რომელსაც ჩემს წელზე ეხვია ხელი.
-მზად ხარ?
ამის კითხვაზე გამიღიმა და ცას აპყრო მზერა.
-რა თქმა უნდა.
ამის თქმაზე ხმამაღლა დავითვალე სამამდე და შემდეგ ყველამ ბუშტებს ხელი გაუშვა.
ცაში უამრავი ფერადი ბუშტი აიჭრა!
ეს მშვენიერი სანახაობა იყო.
ეს დღე მართლა არასოდეს არ დამავიწყდება.
თავისუფლება,ეს მშვენიერი გრძნობაა...ამიერიდან ჩემი გოგონა იმ ცხოვრებით იცხოვრებს,რომელსაც გადაწყვეტს.
დიდიხნის უკან ვოცნებობდი ,რომ ჩვენს სამყაროში რაღაც დიდი ცვლილება მომეხდინა და ისეთი წვლილი შემეტანა,რომელიც ხალხს დაეხმარებოდა.
მინდონდა ისეთი საქმე გამეკეთებინა ,რომ როდესაც მოვკვდებოდი, სინანული არ მეგრძნო ...არ მეფიქრა იმ შესაძლებლობებზე,რომლებიც ხელიდან გავუშვი.
მე ეს შევძელი...მართლაც ისეთი რაღაც სასიკეთო გავუკეთე ხალხს,მაგრამ რომ არა სიყვარული და ჩემი ოჯახი,ამის ნახევარსაც ვერ გავაკეთებდი,რომ არა ლუკასი მე სრულყოფილი ადამიანი ვერ ვიქნებოდი.
სწორედ ასე იტყვიან ხოლმე სიყვარულზე ...ეს გრძნობა სრულყოფილია და რატომღაც უსუსურ ადამიანებს ერგოთ იმის შანსი
რომ გამოცადონო!
ადამიანებს,რომლებსაც ნაკლი ჰქონდათ ,სრულყოფილი გრძნობა მთლიანად ავსებდათ და ხდიდათ იმათ ,ვინც ყოველთვის უნდოდათ რომ ყოფილიყვნენ.


ესეც დასასრული! <3
მინდოდა უფრო მეტი დრო ლუკასისთვის და მეისთვის დამეთმო ,მაგრამ ეგ ამბავი ვერ გამოვიდა :(
მაინც ვიცი რომ არც ისეთი კარგი დასასრული იყო და მაპატიეთ ვისაც იმედები გაგიცრუვდათ ...
მოკლედ მადლობა მაინც ყველას ვინც კუთხულობდა ამ ისტორიას და თბილი და საყვარელი კომენტარებით მამხნევებდა!
კიდე დავწერ სხვა ისტორიებს ,იქამდე სანამ თქვენ კითხულობთ...მადლობა კიდევ ერთხელ<3



№1  offline წევრი უმადრუკი M

კარგი იყო <3 წარმატებები.

 


№2 სტუმარი Life is beautiful

დდდდდ
და აი ეს ღირშესაბიშნავი დღეც დადგა❤️^_^მინდა გითხრა რომ ველოდი ბედნიერ დასასრულს და ამიხდა.. დდდ
ნამდვილად მომეწონა და ისიც გამიხარდა თავისი რომ გაიტანეს და შეცვალეს სიტუაცია...
მაგრამ იცი ცოტა შენი "სინაგლე" დამაკლდა, ეს კარგი გაგებით.. იმას ვგულისხმობ რომ ბოლოს ლუკასის და მეის დიალოგ რომ დასრულებულიყო.. როგორც ყოველთვის სიცილით ჩავამთავრებდი თუმცა ახლა ისე გამოვიყურები აი სახეში რომ გაგაწნიან კარგად და ხმას არ იღებ იღიმი ^_^❤️ეს იმიტორი დასასრულიაააა:'(((((((.
თორე სხვა მხრივ ძალიან ძალიან ვისუამოვნე ❤️^_^გადასარევი იყოოოო❤️^_^

პ.ს მერე სრულად თუ დადებ ერთი თხოვნა მაქვს ჩვენი გვრიტების დიალოგით დაამთავრე❤️^_^......
კარგი აბა გელოდები შემდეგი ისტორიით დაგვიბრუნდი❤️❤️❤️❤️^_^

 


№3  offline წევრი Butterfly122334455

უმადრუკი M
კარგი იყო <3 წარმატებები.

დიდი მადლობა❤️❤️❤️

Life is beautiful
დდდდდ
და აი ეს ღირშესაბიშნავი დღეც დადგა❤️^_^მინდა გითხრა რომ ველოდი ბედნიერ დასასრულს და ამიხდა.. დდდ
ნამდვილად მომეწონა და ისიც გამიხარდა თავისი რომ გაიტანეს და შეცვალეს სიტუაცია...
მაგრამ იცი ცოტა შენი "სინაგლე" დამაკლდა, ეს კარგი გაგებით.. იმას ვგულისხმობ რომ ბოლოს ლუკასის და მეის დიალოგ რომ დასრულებულიყო.. როგორც ყოველთვის სიცილით ჩავამთავრებდი თუმცა ახლა ისე გამოვიყურები აი სახეში რომ გაგაწნიან კარგად და ხმას არ იღებ იღიმი ^_^❤️ეს იმიტორი დასასრულიაააა:'(((((((.
თორე სხვა მხრივ ძალიან ძალიან ვისუამოვნე ❤️^_^გადასარევი იყოოოო❤️^_^

პ.ს მერე სრულად თუ დადებ ერთი თხოვნა მაქვს ჩვენი გვრიტების დიალოგით დაამთავრე❤️^_^......
კარგი აბა გელოდები შემდეგი ისტორიით დაგვიბრუნდი❤️❤️❤️❤️^_^


ძაალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️❤️
ბედნიერი ვარ რომ ასე ისიამოვნე და მოგეწონა❤️❤️❤️❤️
მალე დავბრუნდები❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent