შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა არის სიყვარული? (ნაწილი 2)


19-12-2020, 23:21
ავტორი Giorgi10
ნანახია 827

მეორე დილით, როცა გავიღვიძე, ჩემდა გასაკვირად, პირველივე აზრი რაც გონებაში მოვიდა იყო ელენე. ასე შეიძლება? დილიდან ვფიქრობდე გოგოზე, რომელიც ბოლოს ვნახე 5 წლის ასაკში, მას შემდეგ 10 წელი გავიდა და ახლა 15 წლის ასაკში მართლა ისე გამოიყურებოდა და ნებისმიერ ბიჭს ერთი ნახვით შეუყვარდებოდა, აშკარად არ ვარ გამონაკლისი ნებისმიერთაგან. მართალია მე ჯერჯერობით არ შემყვარებია, მაგრამ გამიჩნდა მის მიმართ უდიდესი სიმპატია და, რაც მთავარია ინტერესიც! დაუოკებელი სურვილი მქონდა, რომ ისევ მენახა და ისევ ჩამეხედა მის ულამაზეს მწვანე თვალებში მაგრამ როდის იქნებოდა ეს?! ნეტავ ის რას ფიქრობს ჩემზე? ამას ალბათ ვერასდროს გავიგებ, მაგრამ მინდა ვიფიქრო რომ ისიც იმავე აზრისაა ჩემზე (ოცნებას კაცი არ მოუკლავს ხალხო!)
მართლა ბევრ ადამიანთან მქონდა კონტაქტი და საერთოდ ძალიან ბევრი ნაცნობი/მეგობარი მყავდა და თითქმის დეტალებში ვიცოდი ვინ რას წარმოადგენდა(მეწვრილმანე ადამიანი ვარ და ყველაზე მცირე დეტალებსაც ვაკვირდები, რომლებიც ადამიანის პიროვნულობაზე მეტყველებენ). იყვნენ ზედმეტად თბილები, ზედმეტად ძერსკები, ამპარტავნები, მაღალ დონის ხალხი, "ნივიჟუები" და ა.შ. მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ელენე არც ერთ მათგანს არ გავს.
ელენე ყველაზე კარგი ადამიანი ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. ყველაფერი კარგი აქვს! საოცარია! ძალიან თბილი და უშუალო იყო ყველასთან. გუშინვე შევამჩნიე, რომ ყველასთან თანაბრად კარგად იქცეოდა, არავისთვის ცხვირი არ აუბზუებია და არავისთვის უგრძნობინებია, რომ ვინმეზე რამით მეტია. ხშირად ვაკვირდებოდი მის ურთიერთობას სხვებთან ნინის დაბადების დღეზე. რამდენიმე ბიჭიც კი მივიდა მასთან, რაც არ მესიამოვნა, მაგრამ რასაც ვამჩნევდი ძალიან მეგობრული იყო და მარტივად შედიოდა ადამიანებთან კონტაქტში. ნინის "ფართის" ბოლოს თითქმის ყველა ვინც დაპატიჟებული იყო ელე-თი მიმართავდა და ძალიან თბილად ემშვიდობებოდნენ.
ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო იცით? კი ძალიან მიხაროდა რომ ყველა მის მიმართ კეთილგანწყობილი იყო, რაც თავიდან ბოლომდე მისი კარგი ხასიათების დამსახურება იყო! ჰქონდა რაღაც სასწაული მეხსიერება, როგორც წინა თავში მოგიყევით ჩვენს ბავშვობაზე ვისაუბრეთ ბევრი და წარმოიდგინეთ დეტალურად ახსოვდა ყველაფერი როდის რას ვთამაშობდი, რამდენჯერ მოვარტყი ბურთი და ა.შ. როცა ვკითხე ყველაფერი ასე კარგად როგორ გამახსოვრდება მეთქი მიპასუხა "მნიშვნელოვან და ბედნიერებით სავსე მომენტებს არ უნდა ვივიწყებდეთ არასდროს", მისი პასუხებიც კი მასსავით სრულყოფილი იყო. როცა მიპასუხა მართლა ენა ჩამივარდა, ვეღარ შევძელი რაიმეს თქმა და უბრალოდ დებილივით გავუღიმე და შემდეგ მკითხა:
- და შენ არ გამახსოვრდება ხოლმე ეგეთი მომენტები?
- ნუ მე ძალიან გოიმი ეგრე დამახსოვრებაში შენ წარმოიდგინე თარიღებსაც ვერ ვიმახსოვრებ ხოლმე ერთი მხოლოდ ოჯახის წევრების დაბადების დღეები მახსოვს ხოლმე
- მაგას ვერ დავიჯერებ ბატონო გიორგი
- რატო ვითომ ქალბატონო ელენე?
- ვერ დამაჯერებ, რომ არ გახსოვს როდის გაიტანე შენი პირველი გოლი
- 15 აპრილი იყო (გამეცინა)
- აი ხო ხედაავ (გაეცინა მასაც) ალბათ უბრალოდ არ გინდა დამახსოვრება ან თვლი რომ უსარგებლო ინფორმაციაა შენთვის, პირველი გოლი ხომ კარგად გახსოვს
- არა ეგრე არ ვთვლი რომ მოგონებები უსარგებლოა, უბრალოდ შენ ძალაინ დეტალურად გახსოვს და მე ეგრე არ შემიძლია და ფეხბურთი საერთოდ წმინდაა (გამეცინა)
- ხო აი ჩემთვის ჩემი ბავშვობაა წმინდა, რომელიც აღარ დამიბრუნდება და მინდა რომ კარგად მახსოვდეს ყველაფერი ხო გესმის გიო?!
- კი მესმის ელე
თანდათან ვხვდებოდი, რომ ცუდად მქონდა საქმე და უკვე სერიოზულად ვიწყებდი ამ გოგოზე ფიქრს. მსგავსი რამ არასდროს დამმართნია გესმით? არავისზე მიფიქრია დილიდანვე, არავისთან ლაპარაკი ასეთ სიამოვნებას არ მანიჭებდა, არავის ღიმილი ასე არ მომწონდა და არავის თვალები ასე არ მაგიჟებდა როგორც მისი!
მხოლოდ ელენე ელენე ელენეე სხვა არაფერი მიტრიალებდა არც გონებაში და არც გულში
შეუძლებელი იყო რაიმე სხვა მეფიქრა! არ გამომდიოდა!
თითქოს ჩემი ცხოვრება ორად გაიყო: ელენემდე და ელენეს შემდეგ.
როცა დავფიქრდი ელენემდე ჩემი ცხოვრება იყო მხოლოდ ფეხბურთი. კი ფეხბურთი ძალიან მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს თამაში სტადიონზე, როცა გავდივარ ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ რაც არ უნდა პრობლემა ან სანერვიულო მქონდეს. მაგრამ როცა დილით ვიღვიძებ ყოველთვის უემოციოდ ვიყავი გესმით? ემოციებისგან დაცლილი ვიღვიძებდი ყოველთვის და რუტინულად ვცხოვრობდი: სახლი, ვარჯიში, სახლი, მეგობრები, სახლი ეს იყო მთელი ჩემი დღე და ყოველდღე ერთიდაიგივე.
ხოლო როცა ელენეს შევხვდი ნინის დაბადების დღეზე, მეორე დღესვე ემოციებით სავსემ გავიღვიძე და მაშინვე ამ საოცარ გოგოზე დავიწყე ფიქრი! მინდოდა რაიმე სპონტანური გამეკეთებინა ცხოვრებაში რაც გულწრფელად გამაბედნიერებდა და პირველ რიგში გაახარებდა ელენეს! მინდოდა რომ მისი ბედნიერი თვალებისთვის და ღიმილისთვის მეყურა ყოველთვის და ამით ასმაგად ბედნიერი ვყოფილიყავი...
ნელნელა ვხვდებოდი, რომ ცხოვრება მხოლოდ კარიერა არ არის და არსებობს უფრო მეტიც! ნამდვილი გრძნობები! და უდიდესი სურვილი, რომ ის ადამიანი გააბედნიერო ვინც შენ განიჭებს დადებით ემოციებს! ელენე...



№1 სტუმარი Vgae13579

Zaan magari iyo movkvdi

 


№2 სტუმარი mariami

male dadeb gagrdzelebas? tu amit damtavrda?

 


№3  offline წევრი Giorgi10

mariami
male dadeb gagrdzelebas? tu amit damtavrda?

გავაგრძელებ

 


№4  offline წევრი EllaTriss

კარგია. მაგრამ ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ სწრაფად განავითარე რაღაც მომენტში.. ცოტა მეტი აღწერე, გრძნობებს არ ვგულისხმობ. გარემო და სხვა პერსონაჟები, რომ უფრო საინტერესო გახდეს მკითხველისთვის..
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ რეალური ისტორიაა, შენი გადასაწყვეტია რას იტყვი და რას არა. ასე რომ თუ სხვა პერსონაჟებზე არ გაამახვილებ ყურადღებას, არც ეს იქნება ჩემთვის პრობლემა.
უბრალოდ, ვიფიქრე, რომ უფრო კარგი იქნებოდა.

წარმატებები, მოგყვები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent