შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდვრის ყვავილები (ნაწილი XII)დასასრული


20-12-2020, 01:55
ავტორი Maltuza71
ნანახია 1 212

ძილი გამიკრთა. გაგაზე ფიქრი არ მშორდებოდა. . ალბათ როგორ უჭირდა ჩემთან ასე მოქცევა. ასეთი სიყალბე. როგორ უნდა გამკლავებოდა მარტოდ დარჩენილი იმ სირთულეებს, რომელთა წინაშეც ბოლოს აღმოჩნდა? ან მე რა უნდა მეთქვა,როდესაც თვალებში ჩავხედავდი. ცოტას ვღელავდი, რადგან არ ვიცოდი როგორი რეაქცია ექნებოდა ჩემს დანახვაზე. იქნებ ცოტა ხანს მოვიცადო და შემდეგ გამოვჩნდე? არა, არა. ლოდინს ვეღარ ავიტანდი. საშინლად მენატრებოდა. მინდოდა ჩავხუტებოდი, მასთან ერთად დამეძინა და გაღვიძებულზე მისი სახისთვის მეყურა. გადავწყვიტე მასთან ერთად ბევრი აქტივობა დამეგეგმა და ის გამეკეთებინა რაც აქამდე ვერ შევძელი.მაგ. გვესეირნა ხელიხელჩაკიდებულებს და არაფერზე გვეფიქრა, დილით ერთად შევგეგებებოდით მზეს, წავსულიყავით საყიდლებზე, შემდეგ ის სადილს მოამზადებდა და მე ამ პროცესით დავტკბებოდი. საღამოს ძილის წინ საკუთარ მოგონებებზე მოვუყვებოდით ერთმანეთს და ბევრს ვიცინებდით. კიდევ უამრავი აზრი მომდიოდა თავში. გულში საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი. გადავწყვიტე გათენდებოდა თუ არა, მაშინვე წავსულიყავი გაგასთან, თუ ჩემს გაგდებას კვლავ შეეცდებოდა, მისი სიტყვებისთვის ყურადღება აღარ მიმექცია და მეთქვა რომ მის გარეშე არაფერი კარგად არ იქნებოდა. არ მინდოდა მის საზარელ დაავადებაზე მეფიქრა, რადგან უკვე ბევრი მქონდა ნაფიქრი. არვიცი რა ეწერა ჩვენს სიყვარულს, მაგრამ გადავწყვიტე თითოეული დღე და წამი გამომეყენებინა. მე მასთან მინდოდა და მის ტკივილსაც ავიტანდი, გავუძლებდი ბოლომდე. თუ გიყვარს მაშინ ყველაფრისთვის მზად იყავი. შევუძახე თავს.ეს შენი არჩევანია, რომელსაც არასდროს ინანებ! ამ ფიქრებში ტკბილად ჩამეძინა.
ადრიანად გამეღვიძა. საშინლად იყო მოღრუბლული. დიდი ხანია ასეთი ცუდი ამინდი არ ყოფილა. მასპინძელს ეძინა და აღარ გავაღვიძე. მისი საწვიმარი ავიღე და სანამ წვიმას მოუმატებდა გაგას სახლისკენ გავიქეცი. გზა არც ისე ახლოს იყო, ამიტომ შუა გზაზე ისე დაუშვა სულ გავილუმპე. ფეხსაცმელები ტალახში მეფლობოდა და ძლივს ვიკვალავდი გზას. გული რაღაც ცუდს მიგრძნობდა. რა მჭირდა ვერ გამეგო. აი მისი სახლიც გამოჩნდა, მალე თავადაც დავინახე. ეზოში იდგა და წვიმის წვეთებს უშვერდა სახეს. საოცარი სიმშვიდე ეფინა.
-გაგა, დავუყვირე შორიდან.
თავი მოატრიალა. გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა. მისკენ გავიქეცი. უცებ ყველაფერი აირია. მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადმოდგმა მოასწრო, რომ დაეცა.
-არა, არა. გაგა, ოღონდ ახლა არა. ვყვიროდი ხმამაღლა და ღმერთს ვევედრებოდი არაფერი დამართნოდა. მასთან დავიჩოქე. სახეზე თბილი ღიმილი შერჩენოდა. გული აღარ უცემდა.
-გაგა, გამოფხიზლდი, გაგა. ოღონდ ახლა არა. ოღონდ ახლა არა. ერთსა და იმავეს ვღრიალებდი და მთელი ძალით ვაჯანჯღარებდი. მაგრამ ვიცოდი რომ ის აღარ დაბრუნდებოდა.
-ამას არასდროს გაპატიებ, არასდროს. ასე როგორ მომექეცი. გულში ვიხუტებდი მის გაყინულ სხეულს და მეგონა სადაცაა გული გამისკდებოდა.
-მარიამ გამოფხიზლდი შვილო, ვიღაც მარხევდა ვიგრძენი. თვალები გავახილე და მარიზა დავინახე, რომელიც შეშფოთებული დამყურებდა და ჩემს გაღვიძებას ცდილობდა. ირგვლივ მიმოვიხედე. სიზმარი ყოფილა. გული ამოვარდნაზე მქონდა. სასწრაფოდ წამოვხტი საწოლიდან.
-რომელი საათია? ვიკითხე და ჩაცმას შევუდექი.
- ჯერ ძალიან ადრეა. შვიდის ნახევარია. ეტყობა კოშმარი გესიზმრა, ძილში ისე ბორგავდი შემეშინდა რამე არ მოგსვლოდა. აღელვებული ჩანდა ქალი.
- საშინელი სიზმარი იყო მართლაც, ვთქვი და ცრემლები მოვიწმინდე. ახლა უნდა წავიდე. ბოდიშით ასე რომ გტოვებთ, მაგრამ მალე დავბრუნდები და ყველაფერს მოგიყვებით. ვთქვი კარში გავვარდი.
სიზმრისგან განსხვავებით შესანიშნავი დილა გათენებულიყო. ამჯერად ხელს აღარაფერი მიშლიდა და რაც ძალი და ღონე მქონდა გავრბოდი. მალე მივაღწიე სახლამდე. გაგა შინ არ დამხვდა. ვაზაში ქრიზანთემები დამჭკნარიყო. გული მეტკინა. ნუთუ ყვავილებიც მიატოვა. გარეთ სკამზე ჩამოვჯექი და ლოდინი დავუწყე. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ ისიც გამოჩნდა. თავდახრილი მოდიოდა. ეზოში რომ შემოვიდა მხოლოდ მაშინ ასწია თავი. ჩვენ თვალები ერთმანეთს შეხვდა. ხელში მინდვრის ყვავილები ეჭირა. თავს ვეღარ ვცნობდი. გულს ვეღარ ვაჩერებდი. მისკენ გავიქეცი და სანამ ჩავეხუტებოდი მისი თვალების დანახვა მოვასწარი, რომელიც ანთებულიყო და დიდ სიხარულს ირეკლავდა.
-მიყვარხარ , ვთქვი და მთელი ძალით ჩავეხუტე.
არაფერი უთქვამს, მხოლოდ ძლიერად შემომხვია მკლავები და გულზე მიმიხუტა. ისევ ვიგრძენი ის სურნელი, რაც პირველი ჩახუტებისას. თავი მკერდზე მივაბჯინე და ტირილი ამივარდა. როგორ გამიშვი, საერთოდ არ გიფიქრია ჩემზე? ასე აღარასდროს მომექცე და არასდროს გამიშვა. ტირილს ვუმატებდი და უფრო ვეკვრებოდი.
- თუ ოდესმე გეტყვი რომ წახვიდე, რომ არ მჭირდები , გახსოვდეს რომ ეს ტყუილი იქნება და არასდროს დაიჯერო. ჩაილაპარაკა ხმადაბლა. გული გამალებით უცემდა. მკლავებიდან გამათავისუფლა. თავი ამაწევინა, თვალებში ჩამხედა.
- მარიამ მე შენ მიყვარხარ, პირველი წუთებიდან მიყვარხარ. ბოდიში რომ ეს აქამდე არ გითხარი. ძალიან ვწუხვარ რომ გაწყენინე და ის სიტყვები გითხარი რასაც სამუდამოდ ვინანებ. თვალებში ცრემლები ჰქონდა. უცებ მიმიზიდა და ჩემს ტუჩებს შეეხო. თვალები დავხუჭე და ხელები მჭიდროდ შემოვხვიე. მინდოდა ეს წამი საუკუნოდ გაგრძელებულიყო. უცებ ჩემი მუქარა გამახსენდა, თავი გავითავისუფლე და უკან გავიწიე. გაოცებულმა შემომხედა.
- ახლა უნდა წავიდე, ვთქვი და შევტრიალდი. მიხვდა გულში რაც მქონდა და ხელი მტაცა. ვფიქრობ ეგ ცუდი აზრია. მიმიზიდა და კოცნა გააგრძელა.
საღამოს ხანს ეზოში ვისხედით და იმაზე ვსაუბრობდით როგორ დაიწყო ყველაფერი თავიდან.
- იცი, მეგონა რომ ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში ხდებოდა. ადამიანს გადამრჩენელი რომ შეუყვარდება. ასეთი ბევრი ფილმი მაქვს ნანახი და ხშირად მიფიქრია რამდენად შესაძლებელია მსგავსი რამ. არც კი მჯერა, რომ ახლა ამ ყველაფერმა ჩემს თავზე გადაიარა და მე ვარ მთავარი პერსონაჟი. რა უცნაურია ეს სამყარო. სიურპრიზებით სავსე. ვინმეს რომ ეთქვა ასეთი რამ შეგემთხვევაო, არც დავიჯერებდი.
- მიყვარხარ და შენთან მთელი ცხოვრების გატარება მინდა. მიპასუხა უეცრად. შეძლებ რომ მაპატიო? დაივიწყო ის სიტყვები რაც გუშინ გითხარი? თავჩახრილი საუბრობდა.
- მეც მიყვარხარ და ახლა მხოლოდ ეს მახსოვს. გავიცინე და თავი მივადე.
- არ გიფიქრია რა იქნება ხვალ? ზეგ? იქნებ უეცრად ყველაფერი შეიცვალოს. იქნებ ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ ერთმანეთს დავშორდეთ?
- მივხვდი რასაც გულისხმობდა და ისიც ვიცოდი რომ გაგა ძალიან კარგად ხვდებოდა რა ვიცოდი მასზე. მე მთელი ცხოვრება წარსულის ტკივილებით და მომავლის შიშით ვცხოვრობდი. დროა ეს დასრულდეს. აღარ მინდა იმაზე ნერვიულობა რა იქნება ხვალ . მე მინდა ვიცხოვრო ახლა, ამ წამს. შენთან ერთად. აი ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ახლა როცა მე ჩემი ადამიანი მყავს , სხვა ყველაფერი სულერთია.
თავი მუხლებზე დამადო და ამომხედა. მის თვალებში ჩემი თავი დავინახე და ეს სრულიად საკმარისი იყო.
- შეხედე, ხელით ცისკენ მანიშნა. თავი ავწიე. ორი ვარსკვლავი გამორჩეულად კაშკაშებდა.
- ეს ჩემი ვარსკვლავია, მეორე, პატარა შენი. შენ იმ დროს გამოჩნდი, როდესაც ეს ორი ერთმანეთს მიუახლოვდა. შემდეგ მათ საერთო გზა იპოვნეს.
- როგორც მე და შენ ?
- ასეა, მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ და დაშორებას არ აპირებენ. ასე რომ სანერვიულო არაფერი გაქვს მარიამ. თმა მომიჩეჩა და გამიღიმა.
- ბედნიერი ვარ, წავიჩურჩულე.
- მიყვარხარ ჩემო მინდვრის ყვავილო...
გვიანობამდე ვისხედით და ერთმანეთს ვარსკვლავების ისტორიებს ვუყვებოდით. მე ხმამაღლა ვიცინოდი მის გამოგონილ ამბებზე და ასე მეგონა სანამ ეს ვარსკვლავები ასე იკაშკაშებდნენ ჩვენს სიყვარულს არაფერი დაემართებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent