ტკბილ-მწარე ცხოვრება
თვალის ჭრილიდან სახის სწორი მიმართულებით,უფერული ფერის სითხე მიედინებოდა,წვიმისებრი წვეთის მსგავსი თვალს სინათლეს სძენდა და თან ასივებდა.ჭრილში მჯდომი მრგვალი ფორმის თვალის გუგა მით უფრო პანიკაში ვარდებოდა და ნერვიულობისგან ფართოვდებოდა.გუგის გარშემო მხოლოდ თეთრი ფონი და ხაზოვანი კაპილარები.სურათი იცვლებოდა,წუთში ერთხელ სახეს იცვლიდა და უფრო და უფრო მრისხანე ხდებოდა.შეხედვისაც კი შეგეშინდებოდა...მისი მდგონარეობა წინსვლის მაგიერ,უკან სვლა იყო.კაპილართა ხაზთა ცვლას დაეფარა თეთრი გარსი,მის თვალებში ახლა მხოლოდ ავადმყოფობასა და უსუსურობას ამოიკითხავდით.ტკივილი გაქრა,ვიღას ახსოვდა ის.მდგომარეობა უკვე იმ ეტპამდე იყო მისული გადარჩენა/არ გადარჩენის საკითხი დგებოდა,მით უფრო მძიმდებოდა.თვალი ისე გამოშრა,რომ ცრემლის დენაც შეუძლებელი გახდა,ცრემლის დენის გარეშე უწევდა ტირილი რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს.რატომ?მას გულზე იმხელა ტკივილი ჰქონდა იარად არც კი იყო გამორიცხული ეს გარემოება შექმნილიყო.რისთვის? ეგ,არც მე ვიცი.ვისთვის? ვერც მაგას გეტყვით.ის ვიცი მხოლოდ,რომ ახლა ძალიან უჭირს და დახმარება სჭირდება,სიცოცხლე აუცილებლად უნდა განაგრძოს...ტანზედ დახეული,ძველი,დაგლეჯილი,თხელი,გახუნებული სამოსი აცვია არასასიამოვნო სუნით გაჟღენთილი.ზოგან ამოკერილი ძაფით,დასტყობია ძაფის ნაკვალევი რომელიც გაფორმებულია სხვადასხვა შარვლის,ზედის ნაჭრებით.მას ცხოვრებისგან ციოდა,არ შეეძლო თავის დაღწევა და გადარჩენა რადგან არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა,რომ სოროდან გამოქცეულიყო მერედა სად წასულიყო? არავინ ყავდა გარშემო,მაგრამ თუ მაინც გადაწყევტდა სოროდან გამოქცევას მდგონარეობა მით უფრო დამძიმდებოდა და ქუჩაში განაგრძობდა დღე ღამის გათენებას.გადაიღალა ამდენი ტანჯვისგან,ნერვიულობისგან რა იქნება დღეს,ხვალ,ზეგ -გადავრჩები თუ არა ცოცხალი? გულთ თავის მოუშუშებელ იარას დაატარებდა,რომელსაც ვერც ვერავის უზიარებდა.არაფერი გააჩნდა ხელთ,არც არაფერს ფლობდა ის მარტოსული იყო.ვინ არის? რა უნდა? უსახლკაროა? მიტოვებული? ბევრი კითხვა ისმის მაგრამ ამას ბოლოს გაეცემა პასუხი.ის,ადამიანია ჩვენიანია, რომელსაც ბევრი ჩვენთაგანი არ იღებს,არ ეხმარება,არ აფასებს.უხეშად,რომ ვთქვა ``არარაობად`` მიიჩნევენ.მაგრამ რეალურად ის მსხვერპლია,საკუთარი თავი გაწირა და ეს შედეგი მიიღო.არ სურდა მოვლენების ასე განვითარება მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა და შედეგიც სახეზეა.როდი გვაფრთხილებს სამყარო მოსალოდნელ საფრთხეს.თმის ფერს ვერ განარჩევ დიდი ხნის მოუვლელობისაგან ჭაღარა გასჩენია კი არ დაბერდა ისევ ახალგაზრდაა მაგრამ გარემოებებმა მისი თმა გააჭაღარავა,მოულოდნელად დააპირა მისი დაბერება,მაგრამ მაინც არ გამოუვიდა.მართალია მას ჭაღარა აქვს,არ აქვს ნორმანული ტანსაცმელი,ავადმყოფია მაგრამ ამისდამიუხედავად ის ცოცხალია.არ ჩერდება,იბრძვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რწმენა ისევ აქვს,არ შესცვლია კეთილი გული.მართალია გარშემკმყოფებმა ნდობა შეურყიეს,გადააგდეს და არად ჩააგდეს თუმცა მის გულს ვერაფერი მოუხერხეს.გაწირეს,არავინ შეიცოდა ამისდამიუხედავად აგრძელებს ბრძოლას და ღმერთის იმედით ცხოვრებას.ეს რწმენა აძლევინებს,ათმენინებს და აძლიერებს.როცა სხვას ხედავდა ამ დღეში,გული უკვდებოდა მიდოდა და ეხმარებოდა მაგრამ როცა თვითონ ჩავარდა იგივე მდგომარეობაში არავინ ამოუდგა გვერდში,თავიდან ეგონა,რომ არ მიატოვებდნენ მაგრამ შეცდა...ამის შემდეგ ბევრ რამეს მიხვდა,სხვათაშორის იმასაც ,რომ ბოროტებას შეუპყვრია დღევანდელობა.მაგრამ ერთ დღეს მოხდა საოცრება,თითქოს ვარსკვლავი ჩამოვარდა და მის ხელის გულზე დაეცაო.მოვიდა მასზე უფრო ახალგაზრდა გოგონა,ქალი მიწიდან წამოაყენა დახმარების ხელი გაუწოდა. ფეხზე დააყენა,თან წაიყვანა უმკურნალა და ყველა სულიერი თუ გარეგანი იარა დაუმუშავა,ზედ მალამო წაუსვა და მძიმე,მთთოლვარე,ჩუმი,გაბზარული ხმით წარმოსთქვა-დედა.ქალმა ამ სიტყვაზე იფხიზლა,თავი უცნაურად იგრძნო თითქოს მოეჩვენა გარდაცლილი შვილის ტკბილი ხმა რომელიც წლების წინ დაკარგა,ვერ გადაარჩინა და ამით საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა,საკუთარი თავი დაადანაშაულა შვილის არ გადარჩენაში.არადა რეალურად მისი ბრალი არ იყო და სულ სხვა ვინმეს მიუძღვოდა ბრალი ამაში.გოგონას ღაპაღუპით ცრემლები წამოუვიდა.დიდი მონატრების,ტკივილის,სიხარულის ცრემლები...გოგონა მით უფრო ემოციური ხდებოდა,იგრძნო დედას მონატრებული ვანილისებრი ტკბილი,საამო,ჰაეროვანი სურნელი რომელიც ყველა პრობლემასა თუ ტკივილს უამებდა.მან კიდევ ერთხელ დაყნოსა დედას ყელთან,10-წლის შემდეგ პირველად იგრძნო ნანატრი სურნელი მოაგონდა.ამით გაბედნიერდა ღმერთს მადლობა უთხრა,რომ დედა ისევ იპოვნა და წლების შემდეგ მისი სურნელი შეიგრძნო.სიმზარი ეგონა რადგან მის ცხოვრებაში ბოლო წლების მანძილზე კარგი არაფერი ხდებოდა...დედა,დედა ჩემო დე...მე,მე...შენ...დავბრუნდი.აღარასდროს,აღარასდროს მიმატოვო.მუდამ,მუდამ ერთად ვიყოთ გთხოვ,დე.გოგონა ქვითინებდა და დედას ძლიერ იხუტებდა გულში...შეიძლება ერთ დღეს ხელიდან რაღაც წაგვერთვეს მაგრამ რაც ჩვენ გვეკუთვნის ის ერთ დღეს აუცილებლად დაგვიბრუნდება.ასე მოხდა ქალის სიცოცხლეშიც,ცხოვრებამ წაართვა ძვირფასი ადამიანი,მის გულში უბედურებამ დაიდო ბინა,მარტოსული გახდა ღმერთის იმედად დარჩენილი მართალია გვიან მაგრამ მაინც ბედნიერება ეწვია...რომლის გამო წლების მანძილზე თავს იტანჯავდა.ყოველთვის უნდა ველოდოთ ცხოვრების კარგსა თუ ცუდ სპექტაკლს.შეიძლება ისე ძალიან გვეტკინოს,რომ ყველაფერს აზრი დაეკარგოს მაგრამ წლების შემდეგ სასწაულმოქმედმა მალამომ ყველა ჭრილობა განკურნოს.ასე მოხდა ქალის ცხოვრებაშიც,მას დაუბრუნდა ცხოვრების მალამო რომელიც ტკივილს დაუამებს...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.