შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანომალია(თავი3 ნაწილი1)


23-12-2020, 18:13
ავტორი onezashvili
ნანახია 632

დაწესებულებაში ქაოსმა დაისადგურა, მთელი პერსონალი ფეხზე დადგა, დირექტორი ცოფებს ყრიდა მომხდარის გამო, პაციენტები გაკვირვებული გამომეტყველებით იცქირებოდნენ დერეფანში და უამრავ კითხვას სვამდნენ, ზოგი ამბობდა, რომ იქ სერიული მკვლელი იყო, და ადრე თუ გვიან მათი ჯერიც დადგებოდა, ერთ დღეს მათ სხეულებსაც იპოვიდნენ დერეფნის ბოლოს უსულოდ დაგდებულს, ზოგი ამბობდა, რომ იქ მონსტრი იყო და იფიცებოდა, რომ ის დაინახა რამდენიმე პაციენტიც ეთანხმებოდა ამ აზრს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ისინი ამ მონსტრს სხვადასხვანაირ ვიზუალს უფიქრებდნენ მოკლედ, რომ ვთქვათ იქ მყოფებმა ახალი გასართობი იპოვეს, მაგრამ ტრაგედია ის იყო, რომ არც ერთ მათგანს არ აღელვებდა რეალურად საცოდავი გოგონას ბედი, რომელიც სულ არაფრის გამო მოსწყდა მიწიერ ცხოვრებას და უსასრულო სამყაროში შეაბიჯა, დირექტორს დაწესებულების ბედი ადარდებდა ეგონა, რომ მის რეპუტაციას ჩირქი მოეცხო და თავში ხელებს ირტყამდა ეს როგორ დამემართაო, ეგოისტი პერსონალი თავიანთ თავებს დარდობდნენ მხოლოდ, ვაი თუ სამსახურიდან დაგვითხოვეს ჩვენი უყურადღებობის გამოო, პაციენტების უმეტესობას სულაც არ ადარდებდა, ერთადერთი ადამიანი მთელს საგიჟეთში ვისაც გული შესტკიოდა ამ ყველაფერზე და ლეას გარდა არავიზე და არაფერზე დარდობდა დოლორესი იყო.
თავის ოთახში იყო, სკამზე იჯდა წინ გადახრილიყო ხელებში თავი ჰქონდა ჩარგული და უსმენდა… უსმენდა ხმებს, რომლებიც მას ადანაშაულებდნენ, უსმენდა მათ ამაზრზენ ხმებს, მათ კრიტიკას, მათ დაცინვას და ირონიას, მაგრამ მაინც ჩუმად იყო, ხმას არ იღებდა ამჯერად აღარ ცდილობდა, რომ შეწინააღმდეგებოდა ამ ყველაფერს, თითქოს გაითავისა, რომ ეს ყველაფერი მისი ნაწილი იყო და არ ღირდა ამის გამო გაგიჟება. ჯერ კიდევ სისხლიანი ტანსაცმელი ეცვა და არავის ადარდებდა მისი მორალური მდგომარეობა დიდად, სანიტარი თავს დასტრიალებდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ თავსაც იტყუებდა და დოლორესსაც ატყუებდა, ის თავის საქმეს აკეთებდა გოგონა კი თავის ღრმა ფიქრებში ჩაძირულიყო და სულ არ ადარდებდა მის ოთახში კიდევ ვიღაც, რომ ფაციფუცობდა. ყელი გაუშრა საშინლად გადაქანცული იყო და უნდოდა, რომ ბალიშზე თავი დაედო და დიდ ხანს ძალიან დიდ ხანს აღარ აეწია ზემოთ, მაგრამ რატომღაც ამას არ აკეთებდა.
-შეიძლება ერთი ჭიქა წყალი?- იკითხა ფერმიხდილმა
-რა თქმა უნდა- თქვა დოლორესის მდგომარეობით შეწუხებულმა სანიტარმა, რომელსაც ამის გამოსასწორებლად არაფრის გაკეთება არ უნდოდა და ჭიქა წყალი მიაწოდა
-გმადლობ- უთხრა და ერთი ამოსუნთქვით დალია ბოლო წვეთამდე
-თავი ისევ გტკივა?- ჰკითხა სანიტარმა და ჭიქა გამოართვა
-არა - მიახალა ტყუილი და თვალი აარიდა
იცოდა, რომ პოლიცია გამოიძახეს ისიც იცოდა, რომ ოთახის გარეთ ერთი აურზაური ტრიალებდა და ყველაზე მნიშვნელოვანი იცოდა, რომ მას აუცილებლად მოაკითხავდნენ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეღოთ, ამიტომაც წამით მოდუნებაც კი არ უფიქრია, კვლავ დაუბრუნდა ძველებურ პოზას და ისევ გაეხვია გაურკვევლობის ბინდში…
***
ლეას ცხედარი უკვე ექსპერტიზაზე წაეღოთ, ალბათ გაჩნდება აზრი რა საჭიროა მისი გაკვეთა მან ხომ ვენები გადაიჭრა სიკვდილის მიზეზი ისედაც ცნობილია, მაგრამ არა! ერთი შეხედვით, რომ ჩანს ყველაფერი ასე არ ყოფილა. დერეფანში და მთელს დაწესებულებაში უამრავ პოლიციელს მოეყარა თავი, ზოგი შემთხვევის ადგილს ლენტით საზღვრავდა, ზოგი პერსონალს ესაუბრებოდა, ზოგი შემთხვევის ადგილს ათვალიერებდა და ნივთმტკიცებების ამოღებას ცდილობდა, ზოგი კამერების ჩანაწერებს უყურებდა დიდი პოპკორნის შეფუთვასთან ერთად, ზოგი შეშლილ პაციენტებთან საერთო ენის გამონახვას ცდილობდა, ზოგი საბუთებში იქექებოდა და ადამიანებზე საეჭვო ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა, დაწესებულების გარეთ ჟურნალისტების ხროვა იდგა და მთელი ძალით ცდილობდა დაცვის მიერ შექმნილი ბარიერის გადალახვას, რომ ჭიანჭველისგან სპილო შეექმნათ და საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, რომელიც რეალურისგან ბევრად შორს იყო, თითოეული მათგანი ცდილობდა, რომ დაცვის პოლიციისთვის ნებისმიერი სახის ინფორმაცია დაეცინცლა, მიკროფონებს ჰაერში იქნევდნენ და ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ ინტერვიუს ჩაწერის თაობაზე, მაგრამ მაინც ისინი ვერაფერს გახდნენ, ყველა დუმდა, და ჯერჯერობით არავინ არაფრის თქმას არ აპირებდა.
შემთხვევის ადგილზე მითითებებს ახალგზარდა დაახლოებით 25-26 წლის გამომძიებელი გასცემდა, შიგადაშიგ პროკურორთან ჰქონდა კონტაქტი და მისგან ამა თუ იმ მოქმედებაზე ნებართვას იღებდა და ათანხმებდა განსახორციელებელ ფორმალობებს, შემდეგ თავს დასტრიალებდა პოლიციელებს შემთხვევის ადგილს მათთან ერთად სწავლობდა, მოუწოდებდა მათ, რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ და არაფერი გამორჩენოდათ, მას უკვე ჰქონდა თეორიები ამ საქმესთან დაკავშირებით.
თავის საქმეს ასე თუ ისე, რომ მორჩა გემრიელ ლუკმად გადანახული საქმის ოქროს მოწმესთან საუბარი გადაწყვიტა და დირექტორისგან ნებართვა აიღო:
-თუ მისი მდგომარეობა ძალიან რთული არ არის შეიძლება, რომ ახლავე გავესაუბრო?-იკითხა ზრდილობიანად
-ბატონო ისააკ სიტუაციიდან გამომდინარე იძულებული ვარ, რომ უარი გითხრათ ის ჯერ კიდევ შოკშია და შეიძლება ისეთი რაღაცეები მოიგონოს, რომ ვერც კი დაიჯეროთ და გამოძიებას არასწორი მიმართულება მიეცეს- თქვა დინჯად საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა მისმა გამზადებულმა პასუხმა ისააკი ცოტა არ იყოს დააბნია ამიტომაც გადაწყვიტა სადავეები თავის ხელში მოექცია
-მაგრამ მე მასთან ახლავე მსურს საუბარი, შეიძლება ისეთი დეტალები გაიხსენოს, რომელიც ძალიან გამომადგება- თქვა მოულოდნელი პასუხისგან გაოცებულმა
-როგორც უკვე გითხარით სამწუხაროდ დღეს ამის უფლებას ვერ დაგრთავთ- ჯიუტად იდგა თავის სიტყვაზე დირექტორი და მოსალოდნელი ბრძოლისთვის ემზადებოდა
-იცით რა? თქვენგან ნებართვის აღებას არ დაველოდები თუ საჭიროდ ჩათვლით ორდენსაც ახლავე წარგიდგენთ და მოწმესთან ახლავე ვისაუბრებ- თქვა უკვე გაღიზიანებულმა გამომძიებელმა
-მაგრამ ახლა ამ სიტუაციაში ასეთ ქაოსში მის დაკითხვას როგორ მოახერხებთ? - უკან დახევა დაიწყო შეტევით გაოგნებულმა დირექტორმა
- მე მის დაკითხვას არ ვაპირებ ამის გაკეთების უფლება სასამართლომდე არ მაქვს მე უბრალოდ გამოკითხვას ჩავატარებ, მაგრამ არა აქ
-რას გულისხმობთ?
-მე მინდა, რომ დოლორესი განყოფილებაში წავიყვანო და იქ ვაწარმოო მისი გამოკითხვა- თქვა დაჟინებით
-ამის უფლებას კი ნამდვილად ვერ მოგცემთ
-მაგრამ მე ხომ თქვენთვის უფლება არ მითხოვია? - თავხედური თავდაჯერებულობით უთხრა ისააკმა- გამომდინარე იქიდან, რომ ის ამ დაწესებულებაში ყოფნის დროს თავს არაკომფორტულად იგრძნობს ვთვლი, რომ საჭიროა შესაბამისი სიტუაციის შექმნა მისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მივიღო და თქვენ, როგორც დაწესებულების დირექტორს მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ყველაზე მეტად უნდა გინდოდეთ რასაც ამ კედლებში ნამდვილად ვერ მოახერხებთ - უთხრა და გამანადგურებელი მზერა სტყორცნა
-კარგი რადგან ასე ამბობთ- თქვა და თავი ჩაქინდრა
-მის ოთახამდე მიგაცილებთ
ისინი დერეფან გაუყვნენ და ერთ-ერთ კართან გაჩერდნენ ისააკი სანამ შიგნით შევიდოდა პატარა ფანჯარაში შეიჭყიტა და დაინახა გოგონა, რომელსაც ჯერ კიდევ არ ეცვა სუფთა ტანსაცმელი:
-ინციდენტის მერე სულ ცოტა ორი საათი მაინც გავიდა და თქვენ არც ერთხელ არ გიფიქრიათ, რომ გოგოსთვის სისხლიანი ტანსაცმელი გაგეხადათ? - იკითხა გაოგნებულმა
-იცით? ჩვენ ამისთვის დრო არ გვქონდა - უპასუხა დაბნეულმა
-გაკვირვებული ვარ პირდაპირ, რას გულისხმობთ როდესაც ამბობთ „ამისთვის დრო არ გვქონდა“? გამოძიებას ჩვენ ვაწარმოებთ, ხელის განძრევაც კი არ გევალებოდათ ერთადერთი რაც მოგეთხოვებოდათ დოლორესის მიხედვა იყო და თავი ამასაც კი ვერ გაართვით -უთხრა და ამაზრზენად შეხედა მას
კარის სახელური დასწია და ოთახში შევიდა, ფეხის ხმის გაგონებაზე დოლორესმა თავი ასწია და დაინახა ორი ადამიანი ერთ-ერთში დაწესებულების დირექტორი ამოიცნო, მეორესთვის კი დიდად ყურადღება არ მიუქცევია ერთადერთი რაც მოხვდა თვალში ის იყო, რომ ძალიან სიმპათიური იყო და კარგად გამოიყურებოდა.
ეს ერთი მხარის მიერ დანახული სურათი, მაგრამ რა დაინახა მეორემ? სკამზე მისვენებული ფერმიხდილი ანგელოზი, რომელსაც ძალიან დაღლილი სახე ჰქონდა, შავი ფერის თმები უკან ჰქონდა გადაწეული, მაისურს აწვალებდა რაც იმას ნიშნავდა, რომ ნერვიულობდა, ტუჩები მოკუმული არ ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ინფორმაციის დამალვას არ აპირებდა, ხელები გადაჯვარედინებული არ ჰქონდა და ფეხებს შორის სივრცე ჰქონდა დატოვებული რამაც ისააკს აფიქრებინა, რომ როგორც კი თავს უსაფრთხოდ იგრძნობდა ჩიტივით აჭიკჭიკდებოდა და ყველაფერს ერთი მეორის მიყოლებით ჩაუკაკლავდა გამომძიებელს. ისააკს თავისი საქმე ძალიან უყვარდა და მაქსიმალურად ცდილობდა, რომ იდეალურად შეესრულებინა თავისი მოვალეობა ეს მისთვის არ იყო მხოლოდ კარიერა ან უბრალოდ ფულის შოვნის გზა ეს იყო რაღაც რის გარეშეც, მისი ცხოვრება ძალიან გადახუმებული და უაზრო იქნებოდა.
ისააკი ფიქრობდა, როგორი მიდგომა აერჩია დოლორესთან ისე, რომ ზედმეტად არ გაეღიზიანებინა, მისი ნდობა დაემსახურებინა და თანაც მიმხვდარიყო როდის ამბობდა გოგონა სიმართელს და როდის რთავდა წარმოსახვის უნარს საქმეში, „მარტივი არ იქნება“ გაიფიქრა გონებაში და დოლორესს მიუახლოვდა, მის წინ ჩაიცუცქა და თვალებში შეხედა:
-გამარჯობა- უთხრა დაყვავებით
დოლორესს პასუხი არ გაუცია უბრალოდ უყურებდა, ერთი წამით ისააკი ძალიან დაიბნა უჭირდა ასეთი მზერის წინ უბრალოდ გამომძიებელი ყოფილიყო და სხვა არაფერი ეგრძნო, მაგრამ თავი მაინც მოთოკა
-ბევრი საუბრით თავს არ შეგაწყენ, მე ისააკი მქვია ამ საქმეს ვიძიებ და შენთან შემოთავაზება მაქვს- უთხრა და დოლორესის რეაქციას დაელოდა
-გისმენთ- უთხრა დოლორესმა, რომელმაც გაიფიქრა „ მითითებები სჭირდება, რომ სათქმელი ბოლომდე თქვას?“
-შენთან საუბარი განყოფილებაში მინდა თუ შენც თანახმა ხარ- უთხრა დაძაბულმა და სმენად იქცა
-რატომ?- იკითხა ცოტა არ იყოს გაოცებულმა დოლორესმა
-მგონია, რომ იქ თავს უფრო კარგად იგრძნობ თანაც არის ფორმალობები, რომლის მოგვარებაშიც აუცილებლად მჭირდება შენი დახმარება- ჩაურთო ტყუილი ისააკმა და დოლორესს თვალები დაუბრიალა ზედმეტი საუბრის გარეშე უბრალოდ მენდე და წამომყევიო, დოლორესმა ასე თუ ისე მინიშნება გაიგო და თავისთავად უპასუხა
-კარგი წამოვალ
-მაშ კარგი მოდი წამოდგომაში დაგეხმარები- უთხრა და ხელი შეაშველა, დირექტორს ხმა არ ამოუღია.
ისააკმა დოლორესი ოთახიდან გამოიყვანა, მარჯვენა ხელი მის წელზე ჰქონდა მოხვეული მარცხენათი კი მის მეორე ხელს იჭერდა, გოგონა ძლივს იდგა ფეხზე და თუნდაც წამით, რომ ისააკს ხელი გაეშვა მისთვის იატაკზე დაეცემოდა, ასეთ მდგომარეობაში მისი სადმე წაყვანა არც თუ ისე კარგი აზრი იყო, მაგრამ გამომძიებელს თავისი მიზეზები ჰქონდა თანაც საკმაოდ სერიოზული. ერთ-ერთმა პოლიციელმა ისააკის დანახვაზე მას თავისი კოსტუმი მიაწოდა და უთხრა:
-გარეთ მანქანა გელოდებათ და კიდევ უამრავმა ჟურნალისტმა მოიყარა თავი
ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ისააკს არ უნდოდა დოლორესის ჟურნალიტებისთვის ჩვენება ამიტომაც თქვა:
-უთხარით მათ რომ წინა გასასვლელთან საქმის ოქროს მოწმე წუთი წუთზე გამოვა უკანა გასასვლელთან კი მანქანა გამოუშვით და ეს რაც შეიძლება მალე მოაგვარეთ გასაგებია?
-დიახ ახლავე ყველაფერს მოვაგვარებ- თქვა პოლიციის ოფიცერმა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მითითების შესასრულებლად.
დოლორესი იქაურ სამყაროს მოწყვეტილი იყო, საერთოდ არ ადარდებდა არც ჟურნალისტები, არც პოლიციელები, არაფერი, უბრალოდ ცდილობდა კითხვებზე პასუხის გაცემას და იმედოვნებდა, რომ გამოძიება ამ ყველაფერს ოდნავ მაინც გაამარტივებდა, ნახევრად გათიშულს ედი გამოეცხადა, რომელსაც წყენა დავიწყებოდა და ახალი დიალოგისთვის სრულებით მზად იყო:
-ვაუ!! აი ეს მესმის- თქვა და დოლორესს მის გვერდით მდგარ ისააკზე მიანიშნა
-რაო ჩვენს გოგოს სამართალდამცავი მოეწონა? სხვათა შორის მშვენიერი არჩევანია, ის ისეთი სიმპათიურია, რომ ჩემს ორიენტაციაზე კარგად დავფიქრდებოდი - თქვა და ნიკაპზე ხელი მოისვა, დოლორესმა მას ზიზღნარევი მზერით შეხედა, მაგრამ პასუხის გაცემისგან თავს მაქსიმალურად იკავებდა არ უნდოდა, რომ გამომძიებელს იმაზე ცუდი წარმოდგენა შეჰქმნოდა მასზე ვიდრე უკვე ჰქონდა.
როდესაც ისააკს აცნობეს, რომ მანქანა ადგილზე იყო და შეეძლოთ, რომ გარეთ გასულიყვნენ ის დოლორესს მიუბრუნდა:
-გარეთ ცივა მოდი ჩემს კოსტუმს მოგახურებ- უთხრა და ისე მოახურა მხრებზე, რომ სისხლის ლაქებიც დაფარულიყო და დოლორესს მისი დანახვით ცუდი მოგონებები დორზე ადრე არ გახსენებოდა.
-ახლა მომისმინე,-მხრებზე ხლი დაადო- გარეთ რამდენიმე მანქანა დგას და პოლიციელებიც არიან, მაგრამ არ შეგეშინდეს უბრალოდ მე გამომყევი კარგი? - უთხრა და პასუხს დაელოდა
დოლორესმა უბრალოდ თავის დაუქნია და იმ მიმართულებით წავიდა სადაც ისააკმა დაიწყო გადააგილება. გარეთ, რომ გავიდნენ წვიმდა და ჰაერს ძალიან კარგი სუნი ჰქონდა ზუსტად ისეთი დოლორესს, რომ უყვარდა, ჰაერი სახეზე ისე სასიამოვნოდ ელამუნებოდა, რომ უნდოდა გაჩერებულიყო და მთელი ღამე გაუნძრევლად მდგარიყო წვიმის ქვეშ, ისააკმა მისი საქციელი შეამჩნია და რამდენიმე წამი აცადა, რომ გარეთ გამოსვლით დამტკბარიყო, ზოგადად ის ყველა ადამიანთან, რომელთან ურთიერთობაც უწევდა განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა აძლევდა მათ თავისუფალ სივრცეს და უმარტივებდა ყველა იმ პროცედურას, რომელის გავლაც უწევდათ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის უფრო სხვა გრძნობამ მოიცვა. დოლორესს, რომ უყურებდა ხედავდა პატარა, საყვარელ, ღრმა, ლამაზ და ძლიერ არსებას, რომელსაც ბუნებამ ასეთი უსამართლო ხვედრი არგუნა და შიგნით რაღაც ეწვოდა ამის გამო ამიტომაც ყველანაირად ცდილობდა, რომ მისთვის ეს ყველაფერი ბევრად მარტივად გადასატანი ყოფილიყო ვიდრე ეს რეალურად ხდება ხოლმე.
-დოლორეს წასვლის დროა - უთხრა უხერხულად
-ხო რა თქმა უნდა ბოდიში - გამოფხიზლდა და ისააკის გამოწვდილ ხელს დაეყრდნო, ისინი მანქანისკენ წავიდნენ გამომძიებელმა გოგონას კარი გაუღო ჩაჯდომაში დაეხმარა მერე კი თვითონ დაჯდა და მანქანაც ადგილიდან მოწყდა… ბინდი იყო, მანქანის ფარები გზას ანათებდა, წვიმის წვეთები ჭერს ეცემოდა და სასიამოვნო ხმას გამოსცემდა, დოლორესი გარეთ უსასრულობაში იყურებოდა, წვიმის წვეთების დანახვაზე, ეღიმებოდა და ხმებს, რომლებიც უკვე ძალიან შორიდან ისმოდა მის გონებაში ყურადღებას საერთოდ აღარ აქცევდა, სუნს გრძნობდა, რომელიც ისააკის კოსტუმს ასდიოდა, კარგად ვერ გაარჩია რისი სუნი იყო, მაგრამ მაინც ძალიან მოეწონა…
მანქანა გზას მიიკვლევდა უდაბურ გზაზე იქ სადღაც შორს კი კვლავ განაგრძობდა მთვარე დედამიწის გარშემო ბრუნვას, ხალხი კი თავიანთი ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრებას…

***
მანქანა დიდი შენობის წინ გაჩერდა, დოლორესმა მას თვალი შეავლო და ცოტა არ იყოს შეშინდა, როდესაც წარმოიდგინა ამხელა შენობაში რამდენი ხალხი შეძლებოდა, რომ ყოფილიყო (მას ხალხმრავლობა დიდად არ იზიდავდა). კარი გაიღო და ამჯერად დოლორესი მანქანიდან დამოუკიდებლად გადმოვიდა, ისააკი მას ოდნავ ჩამორჩებოდა, ყოველი შემთხვევისთვის დოლორესი რომ წაბარბაცებულიყო და მისთვის ხელი მიეშველებინა. შუშის კარი ისააკმა გააღო და ისინი შიგნით შევიდნენ, იქ უამრავი ადამიანი იყო, ზოგი ფურცლებში იყო გადავარდნილი თავიდან ფეხებამდე, ზოგი პარტნიორს ეფლირტავებოდა, ზოგი ტელეფონზე საუბრობდა, ზოგიც კი შარვლის სათავეზე დამაგრებულ იარაღს უთათუნებდა ხელს გეგონება სამართალდამცავის ერთადერთი ღირსება სწორედ, რომ იარაღი იყოსო (იდიოტები).
ისააკმა ერთ-ერთ თანამშრომელს სუფთა ტანსაცმელი სთხოვა და დოლორესი გამოსაცვლელ ოთახში შეუშვა:
-ხომ არ გინდა, რომ დაგეხმარო- იკითხა გაუცნობიერებლად და კარს მიეყრდნო
დოლორესმა გაკვირვებით შეხედა
-ტანსაცმლის გამოცვლა დამოუკიდებლადაც შემიძლია მადლობა - უთხრა უხეშად და კარი ცხვირწინ მიუხურა.
ისააკს გაეცინა და თავის უფროსთან წავიდა.
დოლორესი ზანტად იცვლიდა ტანსაცმელს. თუ გახდის პროცესში ტანსაცმელი რამეს ედებოდა ის ძალიან ღიზიანდებოდა და უფრო ნაზად ცდილობდა მის გახდას, ამ პროცესში მან მაისური რამდენიმე ადგილას გახია და ბუზღუნით მოირგო ახალი სუფთა ტანსაცმელი.
-და ახლა რა? აქ ვიჯდე და დაველოდო როდის მორჩება ქალბატონებისთვის რევერანსების დაკვრას?
თქვა და გრძელ დაბალ სკამზე დაჯდა.
კარი გაიღო და ისააკმა თავი შემოყო, თვალებზე ხელი ჰქონდა აფარებული:
-მაპატიე იმედია უკვე ტანზე გაცვია? - იკითხა მოურიდებლად
-მაცვია- შეუღრინა დოლორესმა
ისააკი ოთახში შევიდა და დოლორესი თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა
-ძალიან კარგი მაშინ გამომყევი
-ახლა სადღა მივდივართ?
-დასაკითხ ოთახში, წამომყევი გპირდები ძალიან არ გაგაწვალებ
-კარგი ჯანდაბას- წამოდგა და უკან გაჰყვა გამომძიებელს
ისინი ერთ პატარა ოთახში შევიდნენ სადაც ყავისფერი საშუალო ზომის მაგიდა და ორი ჩვეულებრივი სკამი იდგა ერთმანეთის პირისპირ, მარცხენა მხარეს კი დიდი შუშა იყო მის იქით კი არაფერი არ ჩანდა, დოლორესს თავი ფილმში ეგონა, პირველად იყო ასეთ სიტუაციაში და დაბნეულობისგან არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. ისააკი მის წინ მოკალათდა ხელები მაგიდაზე დააწყო და დოლორესს დაკვირვებით შეხედა:
-აბა?- იკითხა მან
-აბა?- დაბნეულმა უპასუხა
-არ მომიყვები რაც იცი?- დაუმარცვლა ისააკმა
-მე, ჰო ამას გავაკეთებ- უთხრა ისე, რომ სიტყვების შერჩევას ცდილობდა
-კარგი მოდი დაგეხმარები, მე კითხვას დაგისვამ შენ კი მიპასუხე- შესთავაზა გამომძიებელმა
დოლორესმა თავი დაუქნია
-მოდი სულ თავიდან დავიწყოთ, შენ გეღვიძა როდესაც რაღაცის ხმა გაიგონე?
-კი
-რამე მიზეზი გაქვს რითაც ამას ამიხსნი?
-ღამე დაძინება ძალიან მიჭირს - უპასუხა გულახდილად
-კარგი ახლა ის მითხარი რისი ხმა გაიგე- შემდეგ კითხვაზე გადავიდა
-თავიდან დერეფანში ვიღაცის ფეხის ხმა, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული მართლა მომესმა თუ უბრალოდ მომეჩვენა, მერე კართან მივედი და ვიღაცის ტირილის ხმა გავიგონე.- თქვა ისე, რომ ისააკისთვის სახეში არ შეუხედავს დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქეთ
-გარეთ რატომ გახვედი დოლორეს?- გამომცდელად შეხედა მის წინ მჯდომ დამფრთხალ არსებას
-არ ვიცი უბრალოდ გავედი- თქვა ისე, რომ თავის სიტყვებში თვითონაც არ იყო დარწმუნებული
-კარგი, კარი, რომ გააღე მერე რა მოხდა?
-დერეფანში არავინ არ იყო, რაც ძალიან უცნაურია ასე არასდროს ხდება ხოლმე, სანიტრები ერთმანეთს ენაცვლებიან, მაგრამ ისე, რომ პოსტს უყურადღებოდ არასდროს არავინ ტოვებს- თქვა დარწმუნებით
-მერე რა მოხდა?
-მერე დერეფნის მარჯვენა მხარეს წავედი, არანაირი მიზეზი არ მქონია უბრალოდ წავედი რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ იატაკის ფილებზე სისხლის წვეთები დავინახე
-დარწმუნებული ხარ, რომ სისხლი იყო?- ჩაეკითხა ისააკი
-კი, მერე ცოტა შორიდან დირექტორის ხმა მომესმა არ ვიცი იქ რა უნდოდა არც ის გამიგია რა თქვა, მაგრამ შემეშინდა და სწრაფი ნაბიჯებით დერეფნის ბოლოსკენ წავედი, რომ არ დავენახე, გვერდით, რომ მივიხედე იქ… იქ ლეა იწვა
-როგორ გამოიყურებოდა შეგიძლია მითხრა?
-ის სისხლში იწვა და სხეული უცნაურად უმოძრავებდა, თავიდან ვიფიქრე, რომ ესეც მეჩვენებოდა, მაგრამ მერე დავრწმუნდი- ტონს დაუწია დოლორესმა
-როგორ დარწმუნდი? - ჰკითხა ისააკმა
დოლორესმა მაისური მაჯასთან ასწია და ისააკს ნაკბენი ადგილი აჩვენა, გამომძიებელმა მას ისეთი გამომეტყველებით შეხედა სადაც თანაგრძნობა იყო გამოხატული, გრძნობდა, რომ დოლორესი ნელ-ნელა სიმშვიდეს კარგავდა და მწყობრიდან გამოდიოდა. ის აკანკალდა, შიში დაეტყო, დაიბნა და ისააკის საუბარს აღარ უსმენდა:
-კარგი მოდი ცოტა ხანს შევისვენოთ- უთხრა და როდესაც მისი ყურადღება სათანადოდ ვერ მიიპყრო ადგა და ჭიქით წყალი მიუტანა
-დალიე- ანიშნა ჭიქაზე, დოლორესმა რამდენიმე ყლუპი მოსვა და ზუსტად იმ ადგილას დადო ჭიქა სადაც ის ისააკმა დადგა.
ძალიან ცდილობდა, რომ რაც იცოდა ყველაფერი ეთქვა მისთვის, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, აზრებს ვეღარ ალაგებდა, რეალური წარმოსახვითში ერეოდა და არ იყო დარწმუნებული, რომ რაც ნახა ნამდვილად მოხდა, მომენტებში ისააკსაც არ ენდობოდა, ეჭვის თვალით უყურებდა თავს აჯერებდა, რომ ეს ყველაფერი დაწესებულების დირექტორმა ჩაიდინა და ამის დასამტკიცებლად უამრავ ჰიპოთეზას თხზავდა გონებაში, მაგრამ მეორე წამს ყველაფერი ისევ თავდაყირა დგებოდა და მას საღად აზროვნება ძალიან უჭირდა.
-დოლორეს შემომხედე- გაისმა ისააკის ხმა
მან თავი ასწია და შიშნარევი გამომეტყველებით შეხედა მის წინ მდგომ მამაკაცს
-მესმის, რომ ბევრ რამეში არ ხარ დარწმუნებული, ისიც მესმის, რომ შეიძლება სანდო ადამიანად არ მიგაჩნივარ, მაგრამ არაუშავს მთავარია, რომ მოდუნდე, დამშვიდდე და ყველაფერი მომიყვე რაც იცი, მე დაგელოდები თუ ამისთვის დრო დაგჭირდება უბრალოდ დამშვიდდი აქ დაცული ხარ- უთხრა და სახიდან თმა გადაუწია მერე თავზე ხელი რამდენჯერმე გადაუსვა და კვლავ მის წინ სკამზე მოთავსდა და დაელოდა მანამ სანამ ის მზად არ იქნებოდა, რომ ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოეყოლა.



№1  offline მოდერი Mary Drey

* არავის ადარდებდა არა-- არავის არ ადარდებდა (ორმაგი უარყოფა.)
* რაღაცეები არა-- რაღაცები
* შემოყო არა-- შემოჰყო
* სასვენი წერტილები ალაგ-ალაგ ზედმეტი იყო ან აკლდა.

აი, ეს სწორედ ისაა რასაც გეუბნებოდი! <3
სხეულის ენა უძალიანმაგრესად გქონდა გამოყენებული და კითხვის პროცესში სასიამოვნოდაც ჩამეღიმა.
თავიდან ვფიქრობდი სადაა ედი... სად გაქრათქო, მაგრამ ისეთ სწორ მომენტში გამოცხადდა, რომ ეგეც ძალიან მესიამოვნა.
რაც შეეხება ისააკს. დრამა ტრიალებს რაღაცა... სიყვარულის სუნი მცემს ამ ორს შორის :დდდ გეუბნები, ნათელმხილველი მარიამის სიტყვები დაიხსომე :დდდდდ
ძალიან კარგი იყო. მართლა კარგი.
რომ მომწერე ამის წინ დეტექტიური ჟანრიცააო ეს ნაწარმოებიო ცოტა არ იყოს გამიკვირდა. მეთქი ნეტავ, როგორ უნდა განავითაროს სიუჟეტი? და დადადაამ!! ევრიკა!
კარგი გოგო ხარ!
ამ ასაკთან შედარებით არ ვიცი... წარმომიდგენია მომავალში, როგორ განვითარდები. ყოველშემთხვევაში მე, რომ ყველანაირად გვერდით დაგიდგები ეგ კი ისედაც იცი :დ <33

წარმატებები!
და აბა შენ იცი... უფრო მეტი და მეტი!!! <33

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent