შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Sous-chef de cuisine (სრულად)


4-01-2021, 20:25
ავტორი tasusuna
ნანახია 16 045

ფაფუკ,საოცრად ჰაეროვან, მაღალსა და თვალწარმტაც ჩიზქეიქს ისეთი სიყვარულით ვუყურებ,წამით ისიც კი მავიწყდება,სად ვარ და,ირგვლივ რა ხდება.მასში იმდენად დიდი ენერგია,გემო,ინგრედიენტები და გული ჩავდე,ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული,რომ სუ-შეფის პოზიცია ჩემი იყო და ამაში ეჭვი წამითაც არ შემპარვია.
მხრებში გამართული,ამაყი ღიმილითა და,კმაყოფილი მზერით ვუცქერდი შემფასებლების დაუფარავ კმაყოფილებას და მომავალგამარჯვებას გულში ვზეიმობდი..
ამ დღემდე ძალიან ბევრი ბრძოლა,გამოცდა,თეთრად გათენებული ღამეები გამოვიარე და არცერთ წვრილმან შეცდომად არ მიღირდა წარუმატებლობა.
-გემრიელია!-შეფასებას ხანშიშესული ქალბატონი იწყებს და ტუჩსაცხიან ბაგეებს გალანტურად იწმენდს. ფრთხილი და მოზომილი ქმედებებიაქვს,მისგან იმდენად დიდი დადებითი აურა მოდის,სახეზე ღიმილი მედება.-გაბედული,ცივი,მიზანსწრაფული ხასიათი გაქვთ,ნატალი,გეტყობათ თვისებები,რომელიც სუშეფს სჭირდება და,მზად ვარ ეს პოზიცია დაგაკავებინოთ კიდეც,მაგრამ,გადაწყვეტილებას ბრენდ შეფი იღებს..ბოლო სიტყვა მასზეა..-ხმას ოდნავ ადაბლებს და ხმაურზე კარებისკენ იხედება.
ოთახში ჩქარი ნაბიჯით შავ კიტელში გამოწყობილი ახოვანი მამაკაცი შემოდის და პირდაპირ მაგიდასთან
მიდის.
სტარტერსა და მთავარ კერძს მხოლოდ თვალს ავლებს,წამით უკვირდება და მზერა დესერტზე გადააქვს.
ჩემი ამ წამამდე ნაგროვები გამბედაობა ისე გამომეცალა,სუნთქვა ამერია.
მისგან წამოსული ენერგია მთელ ოთახს ავსებს და დაძაბულობით მუხტავს.
სულში შიში შემოდის და ისე კალათდება,აღარც მტოვებს.
-ფქვილი გაუხსნელია,მიწას დამუშავება აკლია!-ისე რომ თვალი არ მოუშორებია,ჩემი მიმართულებით ამბობს და ჩანგლისკენ იხრება.
-ორცხობილას 33 წუთი ვამუშავებდი ჯერ მიქსერით,შემდეგ ხელით,ვაცხვე წესისა და ნორმის მიხედვით,არცერთი წუთით ზედმეტი,არცერთი გრადუსით ნაკლები!-ალბათ პასუხს არ ელოდა,ისე გამომხედა,გავქვავდი და,ყელში დაგროვილი სიტყვები ვეღარ ამოვუშვი.
არ მესმის რა მემართება.
პირველი შემთხვევა არაა,როცა ბრენდ შეფისგან შეფასებებს ვიღებ,მაგრამ,მისი თვალებიდან წამოსული რისხვა მაბნევს.
მიუხედავად ამისა,ერთადერთი,რაც ორგანიზმში სისხლად დამდიოდა,თავდაცვის უნარი იყო.
პირველ რიგში კი ამას საკუთარ ნამზადზე ვცდიდი,ზუსტად იმიტომ,რომ ჩემს ორცხობილაში არცერთი გაუხსნელი ფქვილის კრისტალი არიყო!
ველოდი მისგან პასუხს,თუმცა,გავოცდი,როცა რისხვა ირონიულმა ჩაცინებამ შეცვალა. თვალებიდან სარკაზმს ისეთი იერიშით უშვებდა,მთლიან ტანზე სისხამ მედებოდა.
ისე,რომ თვალიარც კი მოუცილებია ჩემი მზერისთვის,ღია ვარდისფერი,ჟოლოს შიგთავსი ჩანგლით ჩამოჭრა და უხეშად დააგემოვნა.
ვცდილობდი სახეზე ემოცია ამომეკითხა,თუმცა,ირონიას წამითაც არ უცვლია მხარი .
მისი სახე გადაუშლელი წიგნი იყო..
-ჩილი?!სერიოზულად?! -ირონიას სარკასტული სიცილი ცვლის და თვალები ისე მებინდება სიბრაზიზსგან,სულ წამით ისიც მავიწყდება,ირგვლივ რომ ხალხია.
სისუსტე მხოლოდ წამით მიტევს,მალევე თავს ვიბრუნებ და მის მზერას ჯიქურ ვუსწორებ თვალს.
ვცდილობ არ დამეტყოს,რომ წლობით ნანახი საიდუმლო ინგრედიენტი ასე მარტივად ამომიცნეს,თუმცა,ვატყობ,მე თუ ვერ,ის ზედმუწევნით კითხულობდა ჩემს სახეს.
-მასიმო!-თვალებით პაექრობას ისევ ის ქალბატონი გვაწყვეტინებს და მკაცრ მზერას აბყრობს..
მათ შორის მცირე,ჩუმმა საუბარმა სულ წამები გასტანა,შემდეგ გამომხედა,რამოდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა და,დამაკვირდა..
-მხოლოდ იმიტომ,რომ საკუთარი კერძის დაცვა შეგიძლია! -ხმა მკაცრი,მომთხოვნი და ცივიაქვს,ისევე როგორც მზერა.-ხვალ,დილის ექვსზე,მისამართი ალბათ,გეცოდინება!-მოკლედ მიჭრის და მიდის..
ცოტა ხანი მჭირდება რომ მომხდარი გავიაზრო..
სიხარულის და გამარჯვების განცდა მისმა უარყოფითმა აურამისე დამიქვეითა,მხოლოდ ღიმილით მივიღე მილოცვები და არეული ნაბიჯით დავბრუნდი შინ.
ცარიელმა სახლმა მელანქოლია გამიმძაფრა და მის გასაფანტად მუსიკა რაც შეიძლება ხმამაღლა ჩავრთე.
თითქოს მიშველა კიდეც, ნელნელა თვითრწმენა დამიბრუნდა და კიდევ ერთი წარმატება,რომელიც ნერვიულობად დამიჯდა,ერთი ბოკალი ბურგუნდიული ღვინით აღვნიშნე
.ზუსტად დაწოლას ვაპირებდი,კარებზე ზარი რომ გაისმა და,შემთვრალმა პირდაპირ გავუღე ტორტითა და ბუშტებით შეიარაღებულ ნინას კარები.
სიცილით ვისმენდი მის ორ საათიან მილოცვასა და ხვევნა-კოცნის შემდეგ,მისივე გამომცხვარი ერთსართულიანი ტორტი,არაჟნის კრემით,გემრიელად დავჭერი.
სანამ თეფშზე ვიღებდი,ნინას სასმელი ჩოესხა და მთელი სახით მიცინოდა.
-შენ განვლილ გზას სოუსიდან მზარეულამდე,მზარეულიდან სუ-შეფამდე, სუ- შეფიდან ბრენდ შეფამდე გაუმარჯოს ნატალი! -მჭერმეტყვველურად წარმოთქვამს და მთლიანად ცლის.
მისმა სიტყვებმა ზუსტად იქ მისროლა საიდანაც ყველაფერი დაიწყო.
15 წლის გოგომ მტკიცე გადაწყვეტილება რომ მივიღე,მზარეული უნდა გამოვიდეთქო,იმდენად სკეპტიკური და არაერთგვაროვანი რეაქციები მივიღე,თავისუფლად შემეძლო ზურგი მექცია,თუმცა,სურვილი იმდენად ძლიერი იყო,22 წლის ასაკში უკვე წელიწადის სოუსის,სამ წლიანი მზარეულის გამოცდილება და,მასთან ერთად,უამავი ჯილდო მქონდა მოპოვებული.
ამის შემდეგ იყო წელიწადი პარიზში და,უამრავ მასტერკლასთან ერთად,დესერტის ხარისხი,სტეიკისა და პასტის ხუთ ვარსკვლავიანი ბეიჯი და იმაზე მეტი მიღებული ცოდნა და გამოცდილება,ვიდრე ჩემი ასაკის მზარეულს მოეთხოვებოდა..
იყო ჯეინს ლოკის პერსონალური რეკომენდაცია ნებისმიერი რესტორნის მიმართ,რომელიც სამომავლოდ მიმიღებდა და რიჩარდსონის ოქროს დანა,რომელსაც საპატიო ადგილი ეკავა ჩემს ბინაში.
ამ ყველაფრის უკან,პარალელურად იმალებოდა პერსონალური ძალიან ბევრი ტკივილი. დაკარგული დედა,უსახსრობა,უიმედობა,ხელფასის დღიდან დღემდე განაწილება ისე,რომ დანაზოგიც მქონოდა და,საბოლოოდ,ცარიელ ბინაში დაბრუნება,სადაც ერთადერთი,რაც მაკავებდა,დედის სურნელი იყო,რომელიც,ჯერკიდევ იგრძნობოდა.
გვიანობამდე შევრჩით წარსულის გახსენებასა და ჭიქ ღვინის დაგემოვნებაში გართულები.
ხუთზე მაღვიძარამ რომ დარეკა,თავი ძლივს აწიე.
საკუთარმა უპასუხისმგებლობამ ხასიათი გამიფუჭა,თუმცა,წლობით გამომუშავებულმა უძილობამ ხელი არ დამრია და,ნახევარ საათში,უკვე სრულ მზადყოფნაში ვიყავი და ახალი სამსახურის გზას დიდი ენთუზიაზმით ვადექი.
ძალიან დიდ ფართობზე გაშლილ ხუთ ვარსკვლავიან რესტორანს თვალწარმტაცი იეერი ჰქონდა.
შენობის არქიტექტურა იმდენად უცხო იყო რამოდენიმე წუთი მხოლოდ მის თვალიერებაში დავყავი.
ეზო ეგზოტიკური მცენარეებით მიერთოთ,შესასვლელში კი ახალგაზრდა,მოტივირებული გოგონა მთელი სახით მიღიმოდა.
ფასადის გარდა,შიდა ინტერიეეიც არანაკლებ მომხიბვლავი იყო
.მიუხედავად საკმაოდ დიდი გამოცდილებისა,იშვიათად მინახავს ფერების ასეთი გრადაცია კედლიდან ჭერამდე სუფრის ჩათვლით.
ფართობის უმეტესობა ოთხ ადგილიან მაგიდებს დაეკავებინათ,რომელთა ნახევარი უკვე დაჯავშნილი იყო და მის მფლობელს ელოდებოდა.
აღფრთოვანების მიუხედავად,ერთადერთი,რაც ახლა ყვ ელაზე მეტად მაინტერესებდა,სამზარეულოს ინვენტარი იყო!
თუ იქ წესრიგი,სისუფთავე,სრული აღჭურვილობა და ჰარმონია არ დამხვდებოდა,ზუსტად ვიცოდი,ვერანაირი ანაზღაურება ვერ დამაკავებდა იქ..
ამ ფიქრებით გართულმა გუმანით გავუყევი დარბაზს და,ორმხრივად მოძრავ კარებში დიდი მოლოდინით შევაბიჯე.
ბაცი ნაცრისფერი სამზარეულო ერთიშეხედვით სისუფთავეს ასხივებდა.
ზომის მიხედვით დაკიდებული ჭურჭელი მის ხაროსხზე მეტყველებდა.
ირგვლივ იდეალური გარემო იყო დამუშაოდ-რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში.
-თვალიერებას თუ მორჩი,შეგიძლია შემოხვიდე.-ხმამ დაკვირვებას მომწყვიტა და მისკენ მიბიძგა.
მომცრო კაბინეტში,რომელიც მაცივრის ოთახის გვერდით იყო,ადგილი ხის მასიურ მაგიდას,სავარძელს,დიდ თაროსა და დივანს დაეკავებინა.
საქაღალდეებში თავჩარგულმა მასიმომ მხოლოდ წამით ამომხედა და ისევ ფურცლებს დაუბრუნდა.
არც მისალმება და წარმატების სურვილები,მისი მზერა ისევ ცივი და არაფრისმთქმელი იყო..
თუმცა,გუშინდელუსგან განსხვავებით,იმუნიტეტი გამოვიმუშავე და ყურადღება აღარ დავუთმე.
-რესტორანი რვაზე იხსნება,მენიუს ყოველთვის წინა დღით ვადგენთ,სამ ნაწილად დაყოფილ საუზმეს,სადილსა და ვახშამს ემატება დღის კერძი. ერთგულ მომხმარებელთან ერთად ყოველდღიურად გვყავს ათობით მაღალჩინოსანი,რომელთაც ჰგონიათ რომ რაღაც გაეგებათ და კრიტიკით გიხმობენ მათთან. ამ შემთხვევაში სისხლის ფასად იცავ საკუთარ კერძს,წინაააღმდეგ შემთხვევაში წინსაფარს ტოვებ და მიდიხარ.-ირონიულად ამომხედა და ტყავის საქაღალდე მომაწოდა.-გადახედე,თუ რამე შენიშვნა გაქვს,გისმენ,თუარადა,სანამ მზარეულები მოვლენ,ბაზაზე გვაქვს სამუშაო.-ისე,რომ არ მელოდება,კაბიბეტიდან გადის და,იდეალურად შედგენილ დღის მასალას მიტოვებს.
ერთიშეხედვით მარტივი სახელები უამრავ შრომას მოითხოვდა,ამიტომ თვალი გადავავლე თუარა, ფორმა მოვირგე და სამზარეულოში გავედი.
მასიმო მაცივრის ითახიდან დატვირთული გამოვიდა და განცალკევებით მდგომ მაგიდასა და ქურასთან შეჩერდა.
უნდა ითქვას, მის ტანს იდეალურად ადგა შავი კიტელი.
-ნახევარ საათში გუნდი შეიკრიბება,იერარქია და ვალდებულებები მოგეხსენება,შენი პირდაპირი მოვალეობაა კერძი ჩემამდე ისე მოვიდეს,მასში მცირე ცვლილებაც არიყოს.
პირველი კვირა რეცეპტებითა და ჩემი ხელმძღვანელობით იმოქმედებ,შემდედ კი, ისე გაითავისებ თუთოეულ ინგრედიენტს,რომ განსხვავება მეც ვერ ვიგრძნო.-ხმა ცივი და მომთხოვნიაქ,პარალელურად სურსათს ახარისხებს და ინვენტარს არჩევს.-ფრიტატა,კროსტინი პესტო და იაპონური ბლინები.-დილის გეგმას მაცნობს და ისე ვიწყებთ, კუთვნილ შესვენებამდე ხმას აღარ ვიღებ.
პირველმა ტალღამ რომ გადაიარა და თავი ავწიე,საათი 11 აჩვენევდა და სამზარეულო გადავსებული იყო.
ირგვლივ ათობით მზარეული და სოუსი ტრიალებდა,ერთი გუნდი ინგრედუენტებს ასუფთავებდა,მეორე დრესინგზე მუშაობდა. მასიმო თითოეულ მზა თეფშს კრიტიკული თვალით ამოწმებდა და მხოლოდ ამის მერე გადიოდა კლიენტთან.
ჩვენ შორის მხოლოდ მცირე რეპლიკები იყო,რამოდენიმეჯერ ვიგრძენი მისი მზერაც,თუმცა,კერძის მისი ვარიაციის შესწავლაში იმდენად გავერთე,აღარ გავუსწორე თვალი.
-ხომარ დაიღალე?!-15 წუთიან შესვენებაზე ვიყავი გასული,გვერდით ძალიან სუსტი,ლამაზი ,კაფანდარა გოგო რომ ამომიდგა.
შავი შოკოლადის ფილა გამომიწოდა და გამიღიმა.-ნუცა!
-ჯერჯერობის არეულმა გონებამ დამღალა.-ვპასუხობ და გამოწვფილ ხელს ვართმევ.-ნატალი!
-შუადღით მცირე დატვირთვა გვაქვს,რაც საშუალებას გვაძლევს საღამოსთვუს შევემზადოთ.რვას როგორც კი გადასცდება ისეთი ამბავი ტრიალებს,ერთი წუთითაც ვერ ჩამოჯდები.-დაღლილი თვალებით ამომხედა ნუცამ და ბოლო ფილაც მიწილადა.-ჩემი შესვენება დასრულდა,იმედია ხუთწუთზე მეტხანს საუბარსაც მოვახერხებთ. ჩვენ გუნდში შემოსვლას გილოცავ ნატალი!-მიცინის და ბრუნდება.
მისი სიტყვები ზედმიწევნით ახდა!
დუადღის კრემსუპს, შტრუდელსა და მაფინს მარტიცად,ფაუღლრლად გავუმკლავფით,თუმცა,მოვიდა თუარა ექვდი საათი,სამზარეულიდან ხყთი წუთითაც ვერ დავაღწიე თავი.
სტარტერსა და დესერტთან ერთად,სამი სახეობის ნთავარი კერძი სრული სირთულით მზადდებოდა.
კერძებში ჩადებული ესთეტიკის აღქმაც კი თითქმის შეუძლებელი იყო, თუ მახვილი თვალი არ გქონდა,უსეთი სისწაფით გადიოდა თეფშები.
შეფი მომენტებში შემფასებლურად აკვირდებოდა ჩემ მიერ გამეორებულ მის ხრიკებს და არ იმჩნევდა,თუმცა,მაინც ვგრძნოვდი კმაყოფილებას.
თავაუღებელმა მუშაობამ შესუსტება 10 საათის შესრულევისას იწყო.
ახმაურებული სამზარეულო თითქოს ჩაწყნარდა და თავისუფალი სუბთქვაც დავიწყეთ.
დღის განმავლობაში მასიმომ პოსტი რამოდენიმეჯერ დატოვა მომხმარებლის გამო.
დარბაზიდან დაბტუნებულს სახეზე არაფრრი ეტყობოდა,თუმცა,პირველივე დღეს შევატყვე მისი ხასიათის ცვლილება დანის ხმარებისას.
როდესაც კმაყოფილი იყო,ხელს თანაბრად,მონოტონურად ხმარობდა..
როგორც კი მასში სიბრაზე იბუდებდა,დანის წვერი უხეშად ეხებოდა ხის დაფას და იმაზე ზუსტად ჭრიდა იბგრეფუენტს,ვიდრე მანამდე.
11 ზე ოფიციალურად დავიკეტეთ.
თორმეტის ნახევარზე მთლიან სამზარეულოში მხოლოდ მე და მასიმო ვისხედით და სიჩუმეს ვუსმენდით.
დაღლილი ვიყავი,თუმცა,ჩემი თავით კმაყოფილი.
დატვირთული და რთული დღე წარმატებით ჩავატარე,ეს რომ არ აღენიშნა,მეთვითონაც ვგრძნობდი.
ისე წამიღო ფიქრებმა,მისი ადგომა ვერ გავიგე.
რომ გამოვფხიზლდი,წინ ტყავის ჟილეტსა და ჩაფხუტში გამოწყობილი მასიმო მედგა. მის სილუეტს საერთო გრამიც არ ჰქონდა ბრენდ შეფთან.
მუდამ ბენდენაში დამალული შავი,გრძრლი,თითქოს ჭაღარა მორეული თმა მის ვიზუალს იდეალურად ეხამებოდა.
პირქუში მზერა ჰქონდა,მიყურებდა და თითქოს მსწავლობდა.
ხელში ისევ საქაღალდე ეჭირა და მაწვდიდა.
მასში ჩახედვისას, დესერტის გრაფაში ჩილის ჩიზქეიქი რომ ამოვიკითხე სუ-შეფისგან,გაოცებიდგან ხმაც ვერ ამოვიღე,თუმცა,სიამივნებისგან ეკლებმა შესამჩნევად დამაყარა.
-როდესაც მთავარ ინგრედიენტს შეუმჩნევლად უმხელ მომხმარებელს,უფრო მოგებულიხარ როგორც შეფი!-მაკვირდება და ჩემ რეაქციებს სწავლობს. მეჩვენება თითქოს იღიმის კიდეც.-როცა მასში ჩილის მწარე არომატის ძებნას დაიწყებენ და ვერ იპოვნიან,გაშმაგდებიან,თუმცა,არ შეიმჩნევენ. იტყვიან- შორიდან მოდის სიცხარე,თუმცა,ვერასდროს მიხვდებიან,რომ ყველაფერი პირიქითაა. ის,რაც დესერტში ტკბილია-ჩილია!კარგი ხერხია დარიჩინისა და ვანილის მარინადი.-კიდევ ერთხელ მაოცებს მისი მიგნება,ამას მისგან წამოსული საქებარი სიტყვებიც ემატება და ცოტა მაკლია ეს ყველაფერი სახეზე არ ამესახოს.
თუმცა თავი ხელში ამაქვს,თავს ვუკრავ და , მანამ,სანამ წავა,სამზარეულოს უკანა გასასვლელიდან ვტოვებ.
ზედმეტი ფიქრის თავიც კი არ მქონდა,რადგან მენიუ განხილული იყო, შემეძლო ნახევარი საათით გამეგრძელებინა ძილი.
ამ იდეით მოხიბლულმა,აბაზანიდან გამოსვლისთანავე ძილს დავუთმე დარჩენილი საათები.
გასაოცარი ის იყო,მთელი წლების განმავლობაში,ალბათ, მეორედ ვხედავდი სიზმარს!
სიზმარს,სადაც ამჯერად მთელ სიუჟეტს ბრენდ-შეფი მასიმო წარმართავდა..
___
"ლე კორდონ ბლუ"ში გატარებულმა წელიწადმა მომცა იმის შესაძლებლობა,საკუთარი თავით მეამაყა.
როდესაც ჯეინ ლოკი დაღდასმულ რეკომენდაციას გაძლევს და,ხუთვარსკვლავიანი რესტორნიდან თავზე გვირგვინდადებული გიშვებს,ხვდები,რომ შენი გათენებული ღამეები ღირდა და ცხოვრების ის მთავარი მისია შეასრულ,რასაც საკუთარი თავის რეალიზება ჰქვია.
ეს არც განდიდების მანიაა და არც ზედმეტი წარმოდგენა,სწავლა და უამრავი ადამიანის აღფრთოვანებული რეცეფტორები მაძლევდა იმის საშუალებას,თავაწეულს მომემზადებინა კერძი და მასში ისევე დარწმუნებული ვყოფილიყავი,როგორც საკუთარ იდენტობაში.
ამ ყველაფრის ფონზე,მაშინ,როცა მთელი სავსე კედელი პარიზის წამყვანი რესტორნების სამზარეულოში გადაღებულ ფოტოებს დაეთმო,
მეორე დილით,ექვს საათზე გაღვიძებულს,აბსოლუტურად ყველა კუნთი მტკიოდა ნერვიულობით.
პასუხისმგებლობა და ადრენალინი ისე იცვლიდნენ ფერებს და შიშად იქცეოდნენ,სუნთქვას მიკრავდა და გონებას მიბნევდა.
წლების განმავლობაში უამრავჯერ მომიმზადებია მასისთვის,თუმცა,ეს შემთხვევა პირველი იყო,როცა საკუთარი დესერტი,ჩემივე სახელის გასწვრივ,მენიუში აღმოჩნდა..
სულ სხვაა,როცა ბრენდ შეფის კერძს ამზადებ..
სულ სხვაა,როცა სოუსს მხოლოდ გარკვეულ ინგრედიენტთან გაქვს შეხება და,პასუხისმგებლობაც თითქოს არიდებული გაქვს..
ყველა ეტაპგავლილს,ახლა,როცა ჩემივე კერძი უნდა გასულიყო ბრძოლის ველზე,თითქოს სულ მცირედ,მაგრამ,შემაწუხებლად,თავდაჯერებულობა მომაკლდა..
საკუთარი თავის ჭიდილში თითქოს,წამებში აღმოვჩნდი ახალთახალ დანადგარებთან.
ცარიელ სამზარეულოში ვერცხლისფერ ჭურჭელს ციალი გაეჩაღებინათ.
ალბათ,მხოლოდ მახვილ ყურს შეეძლო მათი ჩუმი ჩურჩულის მოსმენა..
მაშინ,როცა საკუთარ თავს ვკარგავდი,სწორედ ეს ჩუმი წკრიალი მაყენებდა ჯებირებში და იმ ძალას მმატებდა,თითქოს რომ გამლეოდა ხელებში.
-უსმენ?!-თავზე ტყავის ქურთუკში გამოწყობილი მასიმო ცივი სახით წამომდგომოდა და პატარა საიდუმლოში გამომიჭირა.
შემრცხვა.
საკუთარი თავი მომენტალურად შევფუთე და ჩვეული თავდაჯერებულობა მჭიდროდ შემოვიხვიე.
-ყველაზე კარგად მათ ესმით ჩვენი.-თვალს შეგნებულად ვარიდებ,მისი სახე უკვე მერამდენედ მაბნევდა და კონტროლს მაკარგვინებდა..
თეთრ კიტელზე გახამებულ წინსაფარს მჭიდროდ ვიკრავ და ცივ ზედაპირს ხელის გულებს ვადებ..ძალას მმატებს.
მასიმოს მუდამ მოელვარე თვალები დაკვირვებით მათვალიერებს და ჩემში იმის წაკითხვას ლამობს,რასაც ვნიღბავ.
ეღიმება.
ირონიული ღიმილი თითქოს წამით გადასდის სახიდან და ჩემ ყურადღებას იქცევს.
-ცხრა წლის წინ,ზუსტად შენს პოზიციაზე,სრულიად მოულოდნელად მეც მომიწია საკუთარი თავის წარდგენა მასისთვის.-შემფასებლურად ამათვალიერა და როგორც იგრძნო,მთელი ყურადღება მისკენ მივმართე,განაგრძო.
-ის დღე არასდროს მავიწყდება და უდიდეს მაგალითად მიდევს წინ!-მზერაში ნაპერწკლები აუალდა და მისი ადგილი თითქოს მოგონებებმა დაიკავეს.ვხვდებოდი,სამზარეულოში აღარ იყო,მისი მთლიანი გონება ცხრა წლის წინ მომხდარს ასხივებდა.
-თუ იხვის ცხიმიან მკერდს თიხის ჯამში სამი საათით მოცხართან ერთად დაამარინადებ,ფუა გრას იმ პიკანტურ გემოს მიიღებ,რითიც ფრანგები თავს იწონებენ-სულ წამით გამომხედა და წლების განმავლობაში ათას რეცეპტში ვერ ნაპოვნი ის დეტალი გამიმხილა,რასაც დღემდე,ფურცელ-ფურცელ ვეძებდი...-მაშინ ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის,სახეში შეყრილი ნაცარი აღმექვა..
დღის განმავლობაში უამრავჯერ დატოვებული პოსტის შემდეგ,აღფრთოვანებული კლიენტი სამზარეულოში რომ შემოვიდა და ფუა გრასთვის მადლობა ბრენდ შეფს გადაუხადა,ყელში ისეთი ზიზღი მომაწვა,ადგილზე გამაქვავა..
რისხვის მიუხედავად,საკუთარი კერძი ვერ დავიცავი და მთელი დიდება,რაც მე მეკუთვნოდა,ლანგარზე დადებული მივართვი ბრენდ შეფს და მხოლოდ წლების მერე,როცა იგივე წოდებით მის გვერდით დავიკავე ადგილი,ის ღირსება თითქოს მცირედ დავიბრუნე..
მაშინ,როცა ძალიან დიდი გამოცდის წინ ვიდექი,საკუთარი ნამზადი სისხლის ფასად უნდა დამეცვა,მაგრამ,არ გამომივიდა და წლებით დამხია უკან..-თვალები რისხვით აუციალდა და ისეთი სარკაზმით გახედა სამზარეულოს,ცივად დამაყარა..-იმ დღეს,როცა სხვა,ჩემი კერძისთვის ტახტრევანს იმზადებდა,მე,ჩრდილში ვიდექი და სიმწრით საკუთარ თითებს ვკბენდი რადგან არ ვიცოდი,არ მესმოდა და,არ მჯეროდა,რომ ვიღაცას შეეძლო შენი საკუთრება მიეთვისებინა.-იმედგაცრუება სულ წამით გამოეხატა,შემდეგ ისევ სიცივემ გადაჰკრა და ჯიქურ გამომხედა...-ამიტომ ვამბობ და ვიტყვი ყოველთვის,თუ საკუთარი კერძის დაცვა არ შეგიძლია და თავდაჯერებულობა გაკლია,ჩემს სამზარეულოში შენი ადგილი არ არის!-მისმა ტონმა შინაგანი გამინგრია და ისეთი ძალით ამავსო,ადრენალინმა ხელები ამიკანკალა.ჩემში აშკარა ცვლილებამ ღიმილი მოჰგვარა და ჩემკენ დახრილმა,მზერა მთელ სახეს მოატარა.არ ვიცი იქ რა იპოვა,თუმცა,კმაყოფილმა ღიმილმა რომ დაფარა,აშკარა იყო..
-დღეს შეფი შენ ხარ,მანამ,სანამ სამზარეულო ჩართულა,მიმართულება მომეცი,გუნდი რისთვის შევამზადო.-თვალი ჩამიკრა და გაოცებული,გაორებული,ძალამოცემული,ყველაფრისთვის მზადმყოფი სრულიად ცარიელ სამზარეულოში,აჩურჩულებულ ჭურჭელში დამტოვა..
__
ვანილისა და დარიჩინის მარინადში კოხტად მწოლიარე წითელი ჩილი ისეთი დიდებულებით მიმზერდა,თვალს ვერ ვაცილებდი..
მას შემდეგ,რაც სამზარეულო ჩვეულ ფერხულში ჩაება,გუნდი ორ ნაწილად გაიყო და ათი კაცი,რომელიც მასიმომ მომამაგრა,მთლიანად ჩილის ჩისქეიქზე კონცეტრირდა.
სხეულში დავლილი აღელვებები ერთ სათლში მოვაქციე და ურდულდადებულ ოთახში გამოვკეტე.
მთელი სხეულით ვიგრძენი,რომ ემოციების ჯერი დღეს არიყო და თუ საკუთარ თავში რაიმე რწმენა მქონდა,ყველაფერი ერთად უნდა მომექცია და ყველასთვის დამემტკიცებინა,რომ ჩემი დესერტის ადგილი მენიუში იყო.
ადრენალინი იმდენად ჭარბად მივლიდაა,შუადღისთვის უკვე ყველაფერი მზად მქონდა.
15 წუთიან შესვენებაზე ნუცას მოწოდებული შოკოლადის გრამიც კი ვერ გადავუშვი ყელში,გონება მთლიანად საღამოსკენ იყო მიმართული და სხვა რამეზე ფიქრი არ შემეძლო,მითუმეტეს,ჭამა.
-მოდუნდი ნატალი,თუ ასე იღელვებ,გადაიწვები.-თბილად მიღიმის და ქერა,კოსად შეკრულ თმას თეთრი ქუდის ქვეშ იმალავს.-ყველაფერი კარგადაა,ორ სააათში იმდენ შეკვეთას მიიიღებ,ილოცებ კიდეც,ნეტავ აქ არ ვიყოო.-მხიარულად შემომცინა და სამზარეულოში დამაბრუნა.
მუდამ შავ კიტელში მოსილი მასიმო განცალკევებულ მაგიდასთან თავაუღებლად მუშაობდა და რიგებად დაწყობილ თეფშებს შემფასებლურად აკვირდებოდა.
რადგან ჩემ დესერტამდე ჯერ კიდევ ორი საათი იყო,ხოლო მის მომზადებას მხოლოდ 33 წუთი ჭირდებოდა,ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე და დღის კერძების განრიგს თვალი გადავავლე.
სუსტმა დატვირთვამ ცოტა განტვირთვის საშუალება მომცა.
მანამ,სანამ რესტორანი ვახშმისთვის მოემზადებოდა,სულ ათი წუთი გვქონდა გონება სუფთა ჰაერით გაგვევსო.
ბოსტნეულის სოტე და ანგოლოტი გოგრისა და ჟოლოს გულსართით იდეალურ სინთეზს ქმნიდა ჩილის ჩიზქეიქთან.
თუ ვახშმის სამი საფეხური ერთმანეთთან იდეალოგიურად არ იქნებოდა შერწყმული,ეს რესტორნის იმიჯს ეჭქვეშ აყენებდა..
სულ რაღაც ოთხი დღის წინ,სწორედ ამიტომ ავარჩიე "სამოვარი" სხვა უამრავისგან..
მათი მენიუ იდეალური გაანგარიშებებით ჩრდილავდა დანარჩენს.
-დროა.-მასიმოს პირქუჩმა მზერამ მომენტალურად მომწყვიტა წამიერ ფიქრებს და ჩემს წინ პირველი შემოსული შეკვეთა დადო.-მანახე,აქ რისთვის ხარ!
სხეულში ცხლად დავლილმა ემოციებმა მხოლოდ წუთით ჩამითრიეს,შემდეგ კი,ისეთი სიზუსტით ჩავები ლიანდაგს,არცერთი წამითაც კი არ მომიდუნებია გონება..
გამზადებული ფხვიერი მიწა იმდენად იდეალურად გამოიყურებოდა,მარტინ მოზესსაც კი გაუჭირდებოდა მასში გაუხსნელი შაქრის კრისტალის პოვნა.
საკუთარი ნამზადით იმდენად ამაყი ვიყავი,პირველ დასერვირებულ თეფშს დიდხანს თვალიც ვერ მოვაცილე.
ღია ვარდისფერი ჟოლოს შიგთავსი იდეალურად იდგა და ისეთ არომატს აფრქვევდა,მთელი დღის ცარიელი მუცელი განგაშის ზარებს სცემდა.
-არაჩვეულებრივია!-მზარეულების რიგიდან ნუცამ ომახიანად გამომძახა და თბილი ღიმილით სიძლიერე შემმატა.
ვერ აღვწერ იმ მოლოდინს,რასაც იმ წუთებში განვიცდიდი.
მიყოლებით შემოსული შეკვეთები ისეთი ინტენსიობით გადიოდა სამზარეულოდან,თვლა ამერია და,უკვე მხოლოდ ინსტიქტურად ვმოქმედებდი.
მასიმოს მახვილი მზერა მცირე უზუსტობას მილიმეტრებში არედაქტირებდა და შემფასებელთან ისეთი სახით გადიოდა,კრიტიკის მცირე მოლოდინიც გამიქრა.
მასში დარწმუნებული ვიყავი.
ჩილის ჩიზქეიქი იდეალურობას ჰაერში აფქვევდა.
ამაში ბრენდშეფის დიდი წვლილი იყო.
მარტო მე ამას ასეთი სიმარტივით ვერ გავუმკლავდებოდი..
ალბათ,ამიტომ იკავებდა პირველობას ეს სამზარეულო..
ბრენდი მილიმეტრის ცდომილობასაც კი არ უშვებდა..
-დარბაზში შეფს ითხოვენ.-სმოკინგში ელეგანტურად გამოწყობილი 25 წლამდე ახალგაზრდა მხოლოდ წამით გვავლებს თვალს.
გავიყინე.
სუნთქვა შემეკრა და ამაკანკალა.
ინსტიქტურად თვალებით მასიმოს ძებნა დავიწყე..
მისი კუთხის მოშორებით,მაღალ ბარის სკამზე,თავისუფლად ჩამომჯდარიყო და პატარა თეფშზე დესერტი მოეთავსებინა.
როგორც კი ჩემი დაჟინებული,შეშინებული მზერა იგრძნო,ამომხედა და თვალით გასასვლელისკენ მანიშნა.
არცერთი სიტყვით ზედმეტი.
მან ბრძოლის ველზე ჩემივე კერძის დასაცავად მიბიძგა.
უზარმაზარ,ბროლის ჭაღებით გაცისკროვნებულ დარბაზში ის დამხვდა,რასაც მთელი ორგანიზმი სიგნალებად გზავნიდა..
მცირე კომპანიების თავში მსხდომი ბობოლები თავშეკავებული,მოზომილი კომპლიმენტებით კაზმავდნენ ჩემს დესერტს და სურვილების მორევში მხვევდნენ.
გარკვეული ვიაიპი კლიენტები მცირე შენიშვნებით იფარგლებოდნენ და,გულის იმ მხარეს ეხებოდნენ,რომელიც,თითქოს გამომეკეტა.
მიუხედავად ამისა,ვახშამი იმაზე იდეალურად დასრულდა,ვიდრე მჯეროდა..
აუარება შეკვეთები ერთ ყუთში თავმოყრილიყო და მომავლის იმ გზას მიკაფავდა,რომლისთვისაც თავდაუზოგავად ვიშრომე..
როდესაც თავისუფალი სუნთქვის საშუალება მომეცა,
სააათი თერთმეტის შემოსვლას აუწყებდა.
სხეული,განცდილი ემოციებისგან,ჯერკიდევ არ მემორჩილებოდა და ცარიელ სამზარელოში საკუთარი თავის პოვნას ვცდილობდი...
ერთადერთი,რაც ამ წამს მთელი სულით მსურდა,მისი აქ ყოფნა იყო..
ადამიანი,რომელიც,ბოლო წამამდე უკანასკნელ ძალებს იღებდა ჩემი გამხნევებისვის,აქ არ იყო და ეს ისე მტკენდა,დაღლილ სხეულს სულ მთლად პარალიზებულს ხდიდა..
მინდოდა მეთქვა,რომ შევძელი..
მინდოდა მეთქვა,რომ მისმა გოგომ ქვეყნის პირველ რესტორანში პირველი დესერტი წარმატებით ჩახურა და ამაში ლომის წვლილი მხოლოდ და მხოლოდ მას მიუძღვოდა..
მინდოდა მისი თბილ მკლავებისთვის მთელი დღის დაღლილი სხეული მომებარა და ჩემი წილი,დამსახურებული სიმშვიდე მიმეღო..
-ნატალი!-მწარე მარწუხებს მასიმოს მტკიცე ხმა მწყვეტს.თმებისთვის თავისუფლება მიეცა და არეულად დაყროდა შეკრულ შუბლზე.
მჭახე განათებაზე მხოლოდ ახლა შევამჩნიე,რომ სფეროებს მიღმა ლურჯ ზვირთებს დაეკავებინათ ადგილი..
არვიცი რატომ მეგონა,რომ ყველაფერს კითხულობდა..
ისეთი შეგრძნება მრჩებოდა,რომ აბსოლუტურად ყველა ფიქრს იჭერდა..
ამაში მომენტალურად დავრწმუნდი,როცა,ხელებში მოქცეული ჩაფხუტი ჩემკენ გამოასრიალა და მტკიცედ გამომხედა...
იცოდა.
მასაც გავლილი ჰქონდა და,
ზუსტად იცოდა ახლა რა მჭირდებოდა..
სულ მცირე შვება რომ მეგრძნო,იმაზე მეტი ადრენალინი უნდა მიმეღო ვიდრე დღის განმავლობაში..
გაუბედავად მოვკიდე შავ თავსაბურავს ხელი,
არეულ თმებზე მასიმომ ისევ ბენდენა დაიმაგრა და,
მოტოციკლისკენ მტკიცე ნაბიჯით გამიძღვა..
ერთიანად მოწოლილმა ენერგიამ ვენები ლამის დამიხეთქა..
ცივმა,სუსხიანმა ქარმა გონებაში დაგროვილი ფიქრები მთლიანად გამიფანტა და ენერგიის იმ უშრეტ წყაროს შემაერთა,ასე რომ დავეძებდი..
წარმოუდგენელ შეგრძნებებს მისი სუნამოს არომატი ერთვოდა და ისეთ კონტრასტს სძენდა,აბსოლუტურ იდილიაში მოვექეცი სრულიად მოულოდნელად..
-დღევანდელ დღეს გილოცავ,ნატალი!-მანამ,სანამ,მთელი გრძნობებისგან დაცლილი,თვალებით წარმოუდგენელ მადლიერებას ვუგზავნიდი,თითქოს,შემაჩერა..
მხოლოდ წამით გამომხედა,ბოლო სიტყვები მითხრა,მოტოციკლი დაძრა და,
წავიდა..
როგორ ავედი და დავიძინე არ მახსოვს...
ამდენი განცდებისგან დატვირთულმა სხეულმა იგრძნო თუარა რბილი ქსოვილი,მთლიანად მოეშვა და მორფეოსის საუფლოში გადაინაცვლა..
დაცლილი ვიყავი..
უკანასკნელი ძალღონით მასიმოზე მოწოლილი ფიქრები გონებაში დავბლოკე და,
გავითიშე..
__
"სამოვარის" უზარმაზარ დარბაზს სტუმრების მოლოდინში ყელი მდიდრულად მოეღერა და თავის ბრწყინვალებას უანგაროდ აფრქვევდა.
თითქმის ტრადიციად მექცა დილით მთავარი შესასვლელით მესარგებლა,გარემო იმდენად შესანიშნავი იყო,განწყობას მიმაღლებდა და დილის ენერგიით მმუხტავდა.
-ლამაზია არა?!-გვერდით ნუცა ისეთი სისხარტით ამომიდგა,შემაშინა.
ჯერ კიდევ რვამდე სრული საათი იყო,გამიკვირდა,ასე ადრიან რომ მოვიდა.
-არქიტექტურისა და დიზაინის მწვერვალებია ნამდვილად..-აღფრთოვანებას არ ვმალავ და სამზარეულოსკენ ვიძრებით.
-ყველა დეტალი მასიმოს დაგეგმილია.-სასხვათაშორისოდ გადმომხედა.თითქოს გამიკვირდა კიდეც,მაგრამ,მის პერფექციონიზმს ზუსტად რომ ერწყმოდა ირგვლივ ყველაფერი.-არცერთ კუთხეს ანალოგი არ აქვს.ყველაფერი,რასაც სამზარეულოსა და დარბაზში ხედავ,მსოფლიოში ერთია და ისიც მასიმოსთვის შექმნილი.-ისეთი აღტკინებით საუბრობდა,მისი განცდები მეც გადმომედო და გამაკანკალა.
ძალაუფლება მასში ისეთი ჭარბი დოზით იყო,აბსოლუტურად ყველა დეტალში ჩაედო ეს და,ისეთი შედეგი მიეღო,აგერ უკვე სრული კვირა იყო,მთლიანად რომ ვერ აღმექვა.
მანამ,სანამ ნუცა დეტალებს უკირკიტებდა,ორმხრივად მოძრავ კარებშიც შევედით და განათებულ სამზარეულოს თვალი მოვავლეთ.
წინა დღის არეულობა დამლაგებლებს იდეალურად მიელაგებინათ.
ყველაფერი ჩვეულ წესრიგში იდგა და მზადყოფნას გვიცხადებდა.
-ხვალ ამ სამზარეულოში თავის ადგილას არაფერი იდება.!-დანანებით მოატარა ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებულ დანადგარებს ნუცამ თვალი და გამომხედა.
გაკვირვებულმა ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
ჩემ სახეზე ასახული დაბნეულობა ნუცამ მომენტალურად ამოიკითხა და მაცივრის ოთახისკენ დაძრულმა,მომაძახა.
-ხვალ ღია სამზარეულოს დღეა ნატალი.-თითქოს გააოცა კიდეც ფაქტმა,რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი..-წელიწადში ერთხელ,მასიმო საქველმოქმედო საღამოს აწყობს,რომლის ფარგლებშიც,ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოხალისედ მოვიდეს ჩვენს სამზარეულოში და კერძების მზადების პროცესში ჩაერთოს.-მოკლედ მიხსნის და გრძელ თმას ქუდის ქვეშ ჩურთავს.-როგორც წესი ეს დღე დიდი არეულობით სრულდება,შემიძლია დაგენიძლავო კიდეც,რომ ათიდან ხუთი ჭრილობით დატოვებს სამზარეულოს.-ეშმაკურად ხითხითებს და სქელყდიან საქაღალდეს იმარჯვებს.-საკუჭნაო უნდა მოვამარაგო,ხვალ ამ დროს არცერთი პროდუქტი აღარ გვექნება!
გავბრაზდი.
კანზე ისეთმა ცეცხლმა დამიარა,გადახურებისგან რომ დამეცვა სხეული,ცივ ზედაპირს ხელისგულებით დავეყრდენი.
ეგოისტურად მეტკინა ამის შესახებ რომ არ ვიცოდი და ვერც იმის მიზეზს ვხვდებოდი,მასიმომ რატომ არ გამაფრთხილა..
გაურკვევლობა ცუდად მხდიდა.
ცხოვრების ვერცერთ ეტაპზე ვერ ვიტანდი სიურპრიზებს და მითუმეტეს,როცა ეს სიურპრიზი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო.
სიბრაზე მთელ სხეულს ედებოდა.
მაქსიმალურად ვეცადე თავი შემეკავებინა მისი გამოდევნისგან,როდესაც,სამზარეულოში ბრენდ შეფი შემოვიდა და თავი მისალმების ნიშნად დამიკრა.
სახეზე ისეთი უემოციობა ეხატა,გაკვირვებულმა გავაყოლე თვალი.
მის კაბინეტში საქაღალდეეების გარემოცვიდან თავი მხოლოდ მაშინ დაააღწია,როცა სამზარეულო სრულად გაივსო და პირველი შკევეთა მივიღეთ.
არ ვიმჩნევდი.
ჩემს მოვალეობას ზედმიწევნით ვასრულებდი და ზედმეტი მოძრაობისგანაც კი ვიკავებდი თავს.
მისი ქმედების მიზეზს ვცდილობდი ჩავწვდომოდი,თუმცა,დასასრულს ვუახლოვდებოდით თუ არა,ამის გააზრება უფრო მიჭირდა.
ნუცასაც კი მეტი აღარაფერი უთქვამს,მთელი დღე ყუთებს დასდგომოდა თავს და პროდუქტებს ზედმიწევნით ახარისხებდა.
იმედგაცრუება საბოლოდდ მაშინ დამეუფლა,როცა სამზარეულოში სრულიად მარტო დავრჩი და წასასვლელად მოვემზადე.
-ნატალი!-მოულოდნელად,მთვარი გასასვლელიდან მასიმო შემოიჭრა და თბილ ოთახში სუსხი შემოიტანა.
მკაცრს მზერაზე ირონიულად ჩაეღიმა და სარკასტულად ამომხედა.
-15 წუთით დამელოდე,რამდენიმე დეტალი მინდა განვიხილო შენთან.
მოკლედ მიჭრის და უჩინარდება.
გაკვირვებისგან და დაღლილობისგან საბოლოოდ ვდუნდები და ყინულივით ზედაპირს ლოყით ვეყრდნობი.
რკინის დაფა ახურებულ გონებას სასიამოვნოდ ედება და მამშვიდებს.
ემოციებისგან და განვლილი დატვირთვისგან ისეთი დაღლილი ვიყავი,ყველაფრისგან დასვენება და განტვირთვა მინდოდა..
თუნდაც,დარჩენილ სიცოცხლეს დავთმობდი ერთი ჭიქა ნახევრად მშრალი,წითელი ღვინისთვის...
-სხვა გეგმები მქონდა,თუმცა,როგორც ჩანს ნუცამ ყველაფერი ჩაშალა.-ცივი ხმა მოდუნებულ სხეულზე ეკლებად მეყრება და უხეშად გამოვყვარ ბურუსიდან.
თითქოს ჩემი ფიქრების ესმოდაო,თხელ ბროლის წკრიალა ბოკალში სისხლისფერ სითხეს ანაწილებს და სრიალა ზედაპირზე,ჩემკენ ასრიალებს.
მოწყურებულივით ვეტანები რამოდენიმე ყლუპს და მხოლოდ შემდეგ ვუსწორებ მის მზერას თვალს.
მუქ ლურჯ ზღვაში მობობოქრე ზვირთები ნაპირებს ეხეთქებოდნენ და სიცივეს მთელ ნაპირებს უნაწილებდა..
შემამცივნა..
მისი თვალები არასდროს იყო მშვიდი.
მისი მზერა ვერასდროს მოგგვრიდა თავისუფლებას..
მოელვარე ვარსკვლავები უამრავ თავგადასავალს გპირდებოდა,მაგრამ არასდროს იდილიას.
-მაინტერესებდა როგორ გაუმკლავდებოდი ფორსმაჟორულ სიტუაციას.ვიცი, მუშაობის დიდი გამოცდილება გაქვს ,მაგრამ,ის რაც ხვალ აქ მოხდება,ყველანაირ მზადყოფნაზე ზედმეტია..-მისი ხმა ნაპირზე მრიყავს და სამზარეულოში მაბრუნებს.
საქაღალდეს ჩემკენ აცურებს და მასზე ჩამოწერილ უამრავ კერძებს ინტერესით დავყურებ.
ვცდილობ მასში რაიმე საერთო ვიპოვნო,მაგრამ,ყველა ინგრედიენტი იმდენად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან,რომ არანაირ კონტრასტს არ ქმნიდა.
-მათთვის უმნიშვნელოა კერძი,არც ინგრედიენტების ესმით და არც მისი გემო აინტერესებთ!-მოკლედ მიხსნის სიტუაციას და გრძელ თითებში ბოკალს გალანტურად იქცევს.მზერა ცივი და სუსხიანი აქვს..-მიზანი კამერების წინ,წინსაფარში ფარისევლური ღიმილია და იმიჯი,თითქოს დღეღამ ქველმოქმედების ფიქრში ათენებენ..-ბრაზისგან კბილებში ცრის და ღვინის ბოკალი შუამდე დაჰყავს.-ფეხებზე მათი გათვლები,ჩემთვის მთავარია მათი სუსტი ტვინი საჩემოდ გამოვიყენო და თანხა იმისკენ მივმართო,რასაც მათი გონება ვერ წვდება.-გამჭოლ მზერას მავლებს და ჩემ ფიქრებში შეღწევას ლამობს ....მაქსიმალურად ვცდილობ მისდამი აღმოცენებული უდიდესი პატივისცემა ინტერესით შევნიღბო და აღტაცებულობა დავმალო.
-ათი კერძისგან შემდგარი მენიუ უნდა შევკრათ ნატალი.-საქმიან მზერას საქაღალდეებისკენ მართავს და თითოეულს აკვირდება.-პროცესი მარტივი,კერძი ადვილად მოსამზადებელი და გემო უცხო უნდა იყოს.-გეგმას მიშლის და ჩაცლილ ღვინოს ხელმეორედ ავსებს.სახეზე ჩამოყრილ გრძელ თმებს თითებით ისწორებს და ამას იმდენად გალანტურად აკეთებს,ელვა მივლის.
ვცდილობ საქმეზე მაქსიმალურად ვკონცეტრირდე,თუმცა,მისგან წამოსული ნაცნობი არომატები ოდნავ შემთვრალ ხასიათს საბნად ეგება და ისე მხვევს მასში,მთლიანად ვდუნდები.
სულში დატრიალებული ქარიშხლის მიუხედავად,მალევე საქმიან გარემოს ვერგები და გამთენიის ექვსამდე უამრავ ფურცელში თავჩარგულებმა,როგორც იქნა,საერთო აზრამდე დავიყვანეთ მენიუ და ათი ის კერძი ჩამოვწერეთ,რომელიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.
"სამოვარი" რომ დავტოვეთ,მზე დილის ცვრიან ალიონს სუსტად ცრეცდა და მის სუსხში გვხვევდა.
დაღლილობისგან და ნაბახუსევისგან ფეხზე თითქმის ვერ ვიდექი.
გონება გამოფიტული მქონდა და კარგი ძილი ეხლა ყველაფერს მერჩივნა.
მასიმომ რომ უკვე მეორედ,პირველიდან ერთი კვირის თავს,ჩაფხუტი მომაწოდა და მისი აღელვებული ზღვა შემომანათა,სხეულმა ერთიანად იფეთქა და ისეთ სითბოში გამხვია,ღიმილი მიანც გამეპარა.
როგორც კი მის ზურგსუკან მოვთავსდი,თხელი ტყავის სპორტული ქურთუკის კალთა ოდნავ გამოსწია დ თვალით მანიშნა,მისთვის ხელები შემომეჭდო..
გამაკანკალა..
ერთიანად დავლილმა ტაომ სხეულში მოიკალათა და მის სუნამოს არომატში გაინაბა..
ფრთხილად შევაცურე ათრთოლებული თითები ძლიერ წელზე..
ლოყა მის ცივ ზურგზე დავადე და ისე გავინაბე,სუნთქვაც კი შევწყვიტე..
სუსხიან ქარში დატრიალებული მასიმოს სუნამო იდეალურ კონტრასტს სძენდა გარემოს..
კანით ვგრძნობდი,ერთადერთი არ ვიყავი,ვინც შექმნილი სიტუაციით ღიმილს მალავდა..
აღტაცებამ არც სახლში მისულმა დამტოვა..
ძილშიც კი მის მოტოციკლზე,მის ზურგზე მინდობილი,წელზე ხელშემოხვეული მივქროდით უმიზნოდ და,უკან ძალიან ბევრ მოსახვევს ვტოვებდით..
საღამოს შვიდამდე უამრავი დრო იყო თუნდაც ზმანებებში მისით მეჯერა გული..
___
კასელორე
ეიშბეინი
ტკბილი კარტოფილის გრატენი
პასტა ალფრედო
მინესტრონე
კიშ ლორენი
კლასიკური ტარტ-ტატენი
პარმანტიე
კრემ-ბრიულე
სუზეტი
თეთრ თაბახზე ოქროსფერი ასოები თვალისმომჭრელად იმზირებოდნენ და მასში ჩაცქერილ სხვადასხვა თვალს თავს კოხტად აწონებდნენ.
იტალიური,ფრანგული და გერმანული სამზარეულოს სინთეზი მაყურებელს რეცეფტორებს უფეთქებდა და გარშემო ისეთ არომატებს აყენებდა,სამზარეულოში სამოთხის იმიტაციას ქმნიდა.
ჩვენ წინ ჩამწკრივებულ მაღალჩინოსნებსა და კულუარების კოლორიტებს ხელები აელესათ და თვალებგაფართოებულები,ჩვენ ყველა მოქმედებას გაფაციცებულები აკვირდებოდნენ..
მრავალ ნიღაბმომღიმარ სახეში მარტივი გასარჩევი იყო მასიმოს მოღუშული,პირქუში,ირონიით გაჟღენთილი მზერა..
კნორსის დანას უხეშად ახებდა ხის ზედაპირს და უკვე ვხვდებოდი,მისი განწყობა სრულიად არ შეესაბამებოდა ირგვლივ მყოფებისას.
დანა-ჩანგლისა და დანადგარების ხმაურში,მაღალი,ლამაზი,ასაკოვანი ქალბატონის ხმაც ისმოდა..
მისი შემოსვლისთანავე ვიცანი მასში ის ადამიანი,ვინც ჩემი კერძები შექებით დააჯილდოვა და,სუ-შეფობის პოზიცია გადმომილოცა.
ელეგანტურ მოძრაობაში მისი აბსოლუტურად ყველა ღირსება ვლინდებოდა და ისეთ სიმპათიას ვგრძნობდი მის მიმართ,ვერ ვმალავდი და თვალს არ ვაცილებდი.
მალევე,ჩვენს სამუშაო მაგიდებთან გაქსუებულმა ბობოლებმა იწყეს სვლა.
ფეტუჩინის ცომის მზადებაში გართულმა ვერც მივხვდი,როდის მომიახლოვდა სუსტი სხეული.
-ნატალი,მიხარია აქ რომ გხედავთ!-თბილმა ხმამ სასიამოვნოდ გაიჟღერა და გამიღიმა.მის ღიმილს ღიმილი დავახვედრე და თავი დავუკარი.
ინსტიქტურად მზერა მასიმოსკენ გამექცა და როცა მისი თვალებიც ჩემკენ მომზირალი გამოვიჭირე,საიდუმლოში მხელილივით ვიგრძენი როგორ ამიხურდა ღაწვები.
მისმა გვერდულმა,ირონიულმა ჩაცინებამ კიდევ უფრო ამრია და ხელებში მოქცეული პასტის ცომი ისე გამივარდა,რეაგირებაც ვერ მოვასწარი.
-ჯანდაბა!-მარწუხებს თავი მომენტალურად დავაღწიე და იატაკზე დაგდებული ცომი ნაგავში გადავუშვი.ქალის ჩუმმა ჩაცინებამ ცივი წყალი გადამასხა მთელ სხეულზე,თუმცა,მასში ირონიის ნაცვლად,ალმაცერი ნოტები ჟღერდა.
კეკლუცურმა თვალებმა შემფასებლურად ამათვალიერა და მზერით მისი სითბო გამინაწილა.
-აქ თურმე რა ამბები ტრიალებს!-თითქოს მხოლოდ ჩემს გასაგონად ამოილაპარაკა,გამიცინა და ისე გამეცალა,ამოტივტივებული კითხვები პირზე შემაშრა.
მთელი დღე ვფიქრობდი,თუმცა,მაინც ვერ მივხვდი რა იგულისხმა ქალმა.
მას შემდეგ,მასიმოსთვის თითქმის აღარ გამიხედავს.
ნუცას სიტყვები ზედმიწევნით ახდა,რა სად როგორ იწყო ერთმანეთზე,უკვე ვეღარ ვარჩევდი.
სუფთა ტაფის ძებნას უფრო დიდი დრო მიჰქონდა ვიდრე მთლიანი გრატენის მომზადებას.
არეულობა და გაუთავებელი ხმაური კი ისე მოქმედებდა,უკვე სუნთქვა მეკვროდა.
ზუსტად ამ წამს მივხვდი რას გულისხმობდა მასიმო ფორსმაჟორულ აყალმაყალში.
არსად,არც პარიზში,არც სიცილიაზე,არც არსად არ ყოფილა ისეთი აურზაური,როგორც აქ,საქართველოში.
მივხვდი რაში სურდა ჩემი გამოცდა და,ამის გააზრებამ,უფრო მეტი მოტივაცია მომცა,იდილიას მიჩვეული გონება და სისუფთავეს მოყვარული თვალები სწრაფად შეგუებოდნენ გარემოს.
-გადავიწვი!-ნუცას დაღლილმა ხმამ ფიქრს მომწყვიტა.
დაბალ ცეცხლზე დადგმულ ნაღებს ერთი ჩხირი ვანილი და მუსკატის ნამცეცი დავუმატე და ავხედე.
-მთელი საღამოა სანდრო ნაკანი ისე გიყურებს,ლამისაა ვცემო!-ისეთი დაბალი ხმით მეუბნება,ძლივს ვარჩევ.
ისეთი სახით ამბობდა,გულიანად გამეცინა და პარალელურად მიქსერში კვერცხის გულს შაქრის პუდრა დავუმატე.
-ნუც,წარმოდგენაც არ მაქვს ვინ არის საერთოდ სანდრო ნაკანი!-მის გულუბრყვილობაზე მეღიმება და ინსტიქტურად მაინც ვავლებ ხალხის მასას თვალს.
მცირე დაკვირვების მერე უცებ გავშეშდი.
ნუცა არ ტყუოდა.
შავ პიჯაკსა და პერანგში გამოწყობილი 40 წლამდე მამაკაცი დაჟინებულ მზერას არ მაცილებდა და სახეზე იმდენად ამაზრზენი მიმიკები აჰკროდა,გულის რევის შეგრძნება დამეუფლა.
როგორც კი ჩემი მზერა დაიჭირა,სარკასტული ღიმილით,ხელში ბოკალი თეთრი ღვინით ჩემკენ დაიძრა..
მთელი სხეული განგაშის ზარებს სცემდა.
მთელი გუმანით ვგრძნობდი როგორ მიბინძურებდა ჩაკრას მისი ველური ღიმილი.
რომ მეგონა,მომიახლოვდა,
მოულოდნელად მზერის წინ მასიმოს სხეული ამესვეტა და შვების მთელი ნაგროვები ჟანგბადი ფილტვებიდან ამოვუშვი.
-კაბინეტში შედი ნატალი!-მისმა სუსხიანმა ხმამ გამაქვავა.
თვალებიდან რისხვებს ასხივებდა და ისეთი ენერგიით მავსებდა,წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც კი სადღაც გაქრა.
მის სიტყვებს უპრეტენზიოდ დავყევი..
ვგრძნობდი,როგორ მაცილებდა მისი მზერა კარამდე..
კაბინეტის ჟალუზებიდან თვალს ვერ ვაცილებდი დაძაბული ნაკანისა და ყინულივით ცივი მასიმოს უხმო დიალოგს.
მთელ სხეულში ადრენალინის ისეთი მოზღვავება ვიგრძენი,გამაკანკალა..
რაციონალურად ვერ ვსაზღვრავდი იმას,რაც ახლა მოხდა და გონებაც თითქოს ყველაფერს ბლოკავდა.
მანამ,სანამ სხეული კაბინეტიდან გასვლას მიკარნახებდა,ირგვლივ დატრიალებული მთლიანი სპექტაკლი დასრულდა და,სამზარეულოში მხოლოდ მზარეულები და რესტორნის ხელმძღვანელობა დარჩა.
კარებისკენ ვიყავი დაძრული,მოულოდნელად მასიმო რომ შემოვიდა და მზერა ჯიქურ გამისწორა.
გაოცებისგან ცივად გამაკანკალა,როცა მის მზერაში კიცხვები დავიჭირე და სიბრაზეში ახლართულ გაავებას ზვირთებიდან აკვესებდა.
ვერ ჩავწვდი მის მზერას,ვერც მის დამუშტურ ხელებს.
-ხომ ვერ ამიხსნიდი იქ რა მოხდა?-რომ აღარ გაიღო ხმა,წარბშეხრილმა გავხედე და მკაცრი მზერა მოვატარე ირონიულ ნაკვთებზე.
-რა მოხდა?!-ისეთი სარკაზმი გაურია ხმაში,გამაკანკალა და გავშეშდი,სრულიად გაუუგებარი სიტუაცი იყო..-იმას ახსნა რად უნდა ნატალი რომ მხოლოდ მემაქვს უფლება,გიყურებდე?!-გამოსცრა თუარა,ჩვენშორის არსებული მცირე მანძილი ჩქარი ნაბიჯით დაფარა,სულ წამით შემომხედა,სახეზე ირონიული ღიმილი გადაეფინა და ტუჩებზე ისე დამეწაფა,მთლიანი სხეულის პარალიზება გამოიწვია..
გავიყინე..
ამბორში იმდენი ჟინი გარეოდა,მთლიანი არსებობა მოიცვა და ვნების დიდ ცეცხლში გამხვია..
ნაგროვები ჩუმი გრძნობები გახელებით შემომეხვია მთელ ორგანიზმზე და მის ტუჩებთან მოიყარა თავი..
თავბრუდახვეულმა ინსტიქტურად ხელები მის თმებში ავხლართე და თითქოს მას ელოდაო,ისე მიმიზიდა,ჩემში შემოჭრას ლამობდა..
არ ვიცი ეს იმ წამს რა იყო..
არ ვიცი ამას რა სახელს ვუწოდებდი..
იმ წამს,
იმ ამბორში,
მასიმო გირგვლიანმა ჩემს არსებობაში ძალიან დიდი გარღვევა მოახდინა და მიღმიურობის იმ საფეხურებზე ამიყვანა,რასაც სრულყოფილებამდე მივყავდი..
___
24 წლის მანძილზე პირველად ვიყავი ყველა გრძნობისგან დაცლილი..
ბარის მაღალ სკამზე ჩამომჯდარს,ლოყა მარმარილოს ზედაპირისთვის ჩამომეყრდნო..
ბოლო ორი საათის გაუნძრევლობით უკვე სხეული დაბუშებული მოქნდა და ძვლები მტკიოდა..
ერთადერთი,რაც ორგანულად მძულდა გაურკვევლობა იყო და ახლა,ზუსტად ამ აფსურდულს მოვეცვი მთლიანად.
დაღლილობა ისე მტეხდა,რაციონალურ ყველა გზას მიკეტავდა..
გონება და სხეული უფიქრო დასვენებას ითხოვდა,მაგრამ,დავხუჭავდი თუ არა თვალებს,გონება მომენტალურად მომხდარს ატრიალებდა და წამითაც არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას..
სხეულზე ჯერ კიდევ გიზგიზებდა მხურვალება და ამას ვერაფერს ვშველოდი.
ყველა ნაკვთით ვგრძნობდი მის შეხებას.
ჩავლილი ხელმეორედ ტრიალებდა ორგანიზმში და თავდაყირა მიყენებდა იდეალურად დაწყობილ გრძნობებს..
მთელი სხეულით ვგრძნობდი,დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიმენიჭებინა ამბორისთვის,მაგრამ,მეორე დილით,გამოჩნდა თუ არა მასიმო სამზარეულოში,
ჩემი მთელი ღამის შეგროვილი მოთმინებები შაქრის კრისტალებად დაიმსხვრა...
გამაკანკალა..
ჭაღარაშერეული გრძელი თმა დაუდევრად შეეკრა და წარბშეხრილი მოაბიჯებდა ჩაფხუტით ხელში.
მის იმიჯსა და გარეგნობას იმდენად დიდი ქარიზმა ჰქონდა,საკმარისი იყო სადმე თუნდაც წამით ჩაევლო,ყველას ყურადღებას მომენტალურად იბყრობდა ხოლმე.
მისით მონუსხულს წამით ისიც დამავიწყდა,პოსტზე რომ დააგვიანა და ამწამს,არც კიტელი ეცვა.
-ნატალი ერთი წუთით!-ისე,რომ არც შემოუხედავს,მისი კაბინეტისკენ აიღო გეზი.
პირქუში მზერით ჩამჯდარიყო ტყავის სავარძელში და როგორც ყოველთვის,საქაღალდეებს თვალს არ აცილებდა.
-დღეს სამზარეულოს შენ გაუძღვები,აუცილებელი საქმე გამომიჩნდა სრულიად მოულოდნელად.-სულ წამით ამომხედა და მზერა ისევ საბუთებზე გადაიტანა.
თვალები იმდენად არაფრის მთქმელი ჰქონდა,გული ჩამწყდა.
მისი სხეული მხოლოდ საქმიან იმპულსებს გზავნიდა და არანაირი,არცერთი ელექტროდი მილიმეტრითაც არიყო ახლოს გუშინდელთან.
მწარედ ჩამეღიმა..
თავი ჩუმი თანხმობის ნიშნად დავუკარი და ისეთი ძალაგამოცლილი დავუბრუნდი სამზარეულოს,ხუთი წუთი გონსმოსასვლელად დამჭირდა..
მიუხედავად იმისა,გააზრებული მქონდა,კოშკები არუნდა ამეგო,მაინც მეტკინა და ამან ისეთი იმედგაცრუება დამიუფლა საკუთარი თავის,სუნთქვა შემეკრა.
სულ რამოდენიმე წამი დავუთვე თვითგვემას..
სხვა თუ არაფერი,საკუთარზე მეტად სამსახურობრივი მოვალეობები ჩემში იმდენად დიდ ადგილს იკავებდა,ყველანაირი პირადული უფსკრულში გამოვკეტე და მთლიანად იმ საქმეზე ვკონცეტრირდი,რაც დიდ სიამოვნებას,სიცოცხლის ძალას,სულის საზრდოსა და,გულის ფეთქვის ძალას მაძლევდა.
დიდი ძალაუფლება იყო,როცა უზარმაზად სამზარეულოში მთავარი ღერძი შენ იყავი.
ერთდოულად დაკისრებულმა სოუსისა და ბრენდ შეფის მოვალეობებმა მთელი ღამის გადაღლილობა შთანთქა და ისეთი ძალით ამავსო,არც იმ კუთვნილი 15 წუთით შევისვენე და გეგმა ისეთი სიზუსტით შევასრულე,სიამაყისგან კანში ვერ ვეტეოდი.
-მგონი ტერმინატორი ხარ-ნუცამ სულ წამით მოირბინა ჩემკენ და აღფრთოვანებული მზერით შემომხედა.-10 წუთით ჩამოჯექი და ეს ჭამე სანამ წაიქეცი!-რკინის ზედაპირზე თეფშზე დახვავებული ბოლონეზე გამომიცურა და პარალელურად საქმეს დაუბრუნდა.
პასტას ისეთი ოხშივარი ასდიოდა,მთელი დღის უჭმელს ლამის ფეხები მომეკვეთა,მაგრამ,ლამაზი პირისახის ბიჭმა ნეტარებას მომწყვიტა და დარბაზისკენ მიხმო.
დავიძაბე.
გონება ყველაზე ცუდისკენ გამექცა.
საღამოს შვიდი სრულდებოდა და დარბაზში ტევა არ იყო.
ყოველი მაგიდიდან თავმომწონედ მიკრავდნენ თავს ჩემთვის უკვე ნაცნობი სახეები და საპასუხოდ მსუბუქად ვიღიმოდი.
ბიჭის გაწვდილ ხელს რომ თვალი გავაყოლე და მზერაში გუშინდელი ვინმე სანდრო ნაკანი მომყვა,ცივად გამცრა და ისეთი ზიზღით დამაყარა ეკალმა,თავი ძლივს შევიკავე ღებინებისგან.
ყველაფერს დავთმობდი რომ შემძლებოდა უკან მიბრუნება,თუმცა,მოვალეობა და ეტიკეტი მოითხოვდა კლიენტთან მივსულიყავი.
ზემოთხსენებული ვიაიპ მაგიდასთან ორი პარტნიორის თანხლებით მოკალათებულიყო და ისეთ ზიზღს აფრქვევდა,იდეალურ ინტერიერს აბინძურებდა.
-გისმენთ!-როგორც კი მივუახლოვდი,სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი და სულ წამით მოვავლე მათ თვალი.
-თქვენი პანაკოტა სრული ფიასკოა.-მეხივით მძიმედ დაეკიდა დახუთულ ჰაერს მისი სიტყვები.ნაკანი ნიშნისმოგებით მიყურებდა და ნახევრად დაშლილ იდეალურ დესერტს ხელი აჰკრა.-ეს შემკვეთის დაცინვაა და არაპროფესიონალიზმის ზეიმი!-ცინიკურად ახედა ჩემს წაშლილ სახეს და კმაყოფილებისგან ყველა კბილი გამოაჩინა.
ამაზრზენი იყო,ამ სიტყვის ყველა გაგებით.
-პანაკოტა მომზადდა ყველა წესის დაცვით,ნულოვანი სხვაობით.-ისე,რომ მისი სახისთვის არც კი შემიხედავს,ცივად მივუგე.
მთელ ენერგიას ვხარჯავდი სხეულის ცახცახი შეუმჩნეველი ყოფილიყო და გამომდიოდა კიდეც,ჩემმა შეუვალობამ მასზე ნავთივით იმოქმედა და უფრო წამოენთო.
კანით ვგრძმობდი,როგორ ვიქცევდით სხვების ყურადღებას.
-დარწმუნებული ვარ არასდროს გაგისინჯავთ იდეალური დესერტი!-მოპაექრე არ ცხრებოდა და სარკაზმს ისე აფრქვევდა,მის აცილებას ვეღარ ვახერხებდი.
კიდევ რამოდენიმე რეპლიკის შემდეგ,ყველა ნაგროვები მოთმინება ხელებშორის რომ გამებნა,უთქმელად დავიძარი სამზარეულოსკენ..
მაცივრის ოთახიდან გამოტანილი ნაღები,ვანილის ჩხირი,რძე,შაქარი,ჟელატინის სარკე და წყალი დიდ მოოქრულ ლანგარზე დავდე და იგივე მარშრუტი ამჯერად სიბრაზისგან გაცეცხლებულმა დავფარე.
ნაკანი წელში გაშლილი კმაყოფილი ღიმილით გადახრილიყო მოსაუბრისკენ და ჩემს იქ ისევ გამოჩენას სულ არ ელოდა.
ხმაურზე ისეთი გაოცებით ამომხედა,სხეულში სიამოვნებისგან ელვამ დამიარა.
სავსე მაგიდაზე დახეთქებულ ლანგარს გაფარტოებული თვალებით დახედა და გაავებულმა ამოხედა.
-როგორც სჩანს,კონდიტერიაში ჩემზე დიდი გამოცდილება გქონიათ!ერთი სული მაქ დავაგემოვნო თქვენი მომზადებული იდეალური პანაკოტა.-ენაალესილმა სიმწრით გავუღიმე,გამობრუნებას ვაპირებდი,მოულოდნელად მაჯაში რომ მწვდა და ჩასისხლიანებული თვალები შემაყინა.
-ვის უბედავ ლაწირაკო?!-კბილებში ყინულივით ცივი ხმა გამოსცრა და ისეთი ძალით მომიჭირა თითები,მტივილმა მთლიანად დამფარა.
ხელს უხეშად დავეჯაჯგურე,თუმცა,ამაოდ,წამი წამს ემატებოდა თუარა,ტკივილი უფრო მძაფრდებოდა.
უკვე სუნთქვა მეკვროდა,ერთიანად გაყინულმა გარემომ თითქოს ლღობა რომ იწყო და ჩვენკენ დაძრული ნაცნობი ქალბატონი გაგვიპირისპირდა.
ქორის მზერიდან მამაკაცის მიმართულებით ისეთ ენერგიას გზავნიდა,გაოცებისგან გავიყინე.
-ნაკანი დარბაზიდან გააცილეთ!-ისე,რომ ადრესატისთვის თვალი არ მოუშორებია,ზურგსუკან ამომდგარ დაცვას განკარგულება მისცა და მხოლოდ მას შემდეგ გადმოიტანა ჩემზე მზერა,როცა დარწმუნდა,ის მისი ამფსონებით რესტორანში აღარ იყო.
ირგვლივ რომ მოვიხედე,თითქოს ყველაფერი ჩვეულ ფორმაში ჩამდგარიყო.
ხალხს ისევ გაეგრძელებინათ მშვიდი მუსაიფი და კერძების დაგემოვნება.
ქალმა შეწითლებული ხელი წამით დამიჭირა და მზრუნველი თვალები მომაბყრო.
მის მიმართ ისეთი სირცხვილის გრძნობა გამიჩნდა,მზერა ვერ გავუსწორე.
-15 წუთით შესვენებაზე გავიდეთ ნატალი!-თითქოს ჩემს ფორიაქს გაუგო,სამზარეულოს გავლით,მასიმოს კაბინეტში მისი ადგილი დაიკავა და ამომხედა.
გული კისერში მიცემდა.
აფექტური ნაბიჯები არასდროს მახასიათებდა,მაგრამ,როცა საქმე ჩემს ნამზადს ეხებოდა,თავდაცვის უნარი ყველანაირ რაციოლალრს მიბლოკავდა და თუნდაც ღმერთი ყოფილიყო,მას სისხლის ფასად დავიცავდი.
-როგორც ჩანს მასიმო შენში არ შემცდარა!-როგორც კი შენიშნა შედარებით დავმშვიდდი,ამომხედა.-ვერ შეგიქებ ნამოქმედარს,თუმცა,ისიც ცალსახაა,რომ ნაკანისნაირ გაიძვერას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს!-ღია ცისფერი თვალები დაკვირვებით შემომანათა და მსუბუქად გამიღიმა.მახვილი თვალისთვის მარტივი დასაჭერი იყო მსგავსება მასიმოსა და ქალბატონს შორის...
ახალმა აღმოჩენამ წინა მომხდარი მცირედ ჩამიცხრო.
ქალის არწივის მზერა დაკვირვებით მსწავლობდა და ჩემში მომხდარი ცვლილებაც არ გამოპარვია.
ჩაეცინა.
-სანდრო ნაკანსა და მასიმოს შორის ძველი მტრობაა და არ მინდა ეს ამბავი მის ყურამდე მივიდეს ნატალი!-მოულოდნელად,მისი ძველებური მტკიცე ხასიათი სრულად შეიცვალა და ჩემ წინ შვილზე გულმტკივანი დედა დადგა.
ხმა ვერ ამოვიღე.
ჯერ კიდევ შოკში მყოფმა გავაყოლე გაოცებული მზერა ოთახიდან გასულს და
სამზარეულოს აგონიით დავუბრუნდი.
დაგროვილმა შეკვეთებმა გონება დამიტვირთვა და სრულად იმის გადახარშვის საშუალება არ მომცა,რაც ერთი სააათის წინ მოხდა.
შედარებით რომ ამოვისუნთქე,
საათი უკვე ათს უჩვენებდა და "სამოვარიც" ოფიციალურად დაიხურა.
სამზარეულო ომგამოვლილმა დავტოვე და სახლში მივედი თუარა,ცხელ აბაზანას შევაფარე თავი.
გონება მთლიანად გავთიშე და შევეცადე ენერგია გამომეთავისუფლებინა.
მიუხედავად მცდელობებისა,თვალი ინსტიქტურად გამირბოდა შეწითლებული ხელისკენ და მაკანკალებდა.
ალბათ,კიდევ დიდხანს დავყოფდი სააბაზანოში დროს,ზარის ხმას რომ არ გამოვეფხიზლებინე.
სააბაზანოს ხალათში გამოწყობილმა კარები ისე გავაღე,როგორც ყოველთვის,სამზერში არ გამიხედავს.
რკინის ჩარჩოსმიყრდნობილი მასიმო გირგვლიანი ყინულივით ცივი მზერით მიყურებდა და თვალს არ მაცილებდა.
-ხელი მაჩვენე!-სუსხიანი ბარიტონი ოთახში უძრავად დაეკიდა და გამყინა.
კარებში ჩახერგილს გვერდი სწრაფად ამიარა და უბატონოდ თუმცა ფრთხილად წამომიწია მაჯა.
არასდროს მინახავს მის თვალებში ამაზე დიდი რისხვა..
ირისები სიმწრისგან ჩაუწითლდა და ისეთი ირონია გადაეფინა,მერჩივნა გავმქრალიყავი.
-იმ ნაბი*ვარმა როგორ გაბედა შეგხებოდა ნატალი?!-სულ ექვსი სიტყვა დამიტოვა და ოთახიდან ისევე მოულოდნელად გაუჩინარდა,როგორც გაჩნდა.
იქამდე ვიდექი ღია კარებში,სანამ მისი არომატი ჯერ კიდევ იგრძნობოდა.
გონება გადაღლილობისგან მომხდარს ზმანებისგან ვეღარ არჩევდა...
მერე უბრალოდ მივხვდი რომ დღეს მეტს ვეღარ ავიტანდი.
დამამშვიდებლის სუსტი დოზა დავლიე,ცივ საწოლში ოთხად მოვიკეცე და შევეცადე დამესვენა..
წინააღმდეგ შემთხვევაში,უკვე ვგრძმობდი ვიწვებოდი..
___
თეთრ,უსახურ ჭერს დაბინდული თვალებით იქამდე ვუყურებდი,სანამ მაღვიძარამ არ დარეკა.
გადაწეული ჟალუზიდან ჯერკიდევ ღამე იწონებდა თავს.
სამზარეულოში ყავის მადისაღმძვრელმა არომატმაც კი ვერ მომიმატა ენერგია.
არათუ გრილი შხაპის მიღებამ.
ისეთი გამოფიტული ვიყავი,ვიცოდი,მხოლოდ გონების და სხეულის სრული გათიშვა თუ მიშვლიდა.
ერთიანად დამტყდარმა სრულმა არეულობამ სიმშვიდე საბოლოოდ დამირღვია.
სულ წამითაც კი არ მინდოდა ფიქრი..
მასიმოს არაპროგნოზირებად ქმედებებს რომ ჩავძიებოდი,საკუთარ თავს იმაში უნდა გამოვტყდომოდი,რასაც მისი დანახვის დღიდან ძალიან ღრმად ვმარხავდი.
-სამსახურზე კონცეტრირდი ნატალი!-საკუთარ ანარეკლს გამამხნევებლად შევძახე და თითქოს რამეს მიშველიდა,გავუღიმე..
ანარეკლიდან დაბნეული,ცოტათი შეშინებული,თუმცა,ყველა გამოწვევისთვის მზა სუ-შეფი მიცქერდა.
ჩამეცინა..
ცარიელი ბინის უსახური რკინის კარი საჩქაროდ გამოვიკეტე და კიბეებზე ფეხით დავეშვი.
მიყვარდა დილის სუსხი.
არაფერი არ მოქმედებდა იმაზე უკეთ დილის განწყობისთვის,როგორც გაცრეცილი ღამე და მასთან მებრძოლი დილის პირველი სხივები.
სადარბაზოდან გავედი თუარა,გატკეპნილ პეიზაჟს თითქოს ახალი სიცოცხლე შემატოდა..
გზის განაპირად,შინდისფერ ჰარლიზე მიყრდნობილი მასიმო მისი დამახასიათებელი ირონიული ღიმილით მიცქერდა და მზერით მისკენ მიხმობდა.
გამაკანკალა.
უკვე მერამდენედ,მისი დანახვისთანავე ყველა გეგმა თავზე ფიფქებივით მეყრებოდა და მხოლოდ ის მინდოდა,მისთვის დიდხანს მეცქირა..
თავში ერთდროულად ამომიტივტივდა მისი ამბორი,გუშინდელი ღამის ვიზიტი და ისეთმა ცხელმა აღელვებამ დამიარა სხეულში,უხერხულობისგან ავიწურე.
მივუახლოვდი თუარა,ურცხვად ამათვალიერა,კმაყოფილებისგან ცინიკურად ჩაეღიმა და მგზავრის სავარძელზე გადადებული ახალთახალი შინდისფერი ჩაფხუტი თავზე ფრთხილად მომარგო..
ხმასაც კი ვერ ვიღებდი,გაყინული მის წინ ავსვეტილიყავი და ისეთი სიჭარბით ვისუნთქავდი გრილი ლიმნის არომატს,თავბრუ დამეხვა.
-ძალიან გიხდება!-სანამ დაძრავდა,ისევ ამაყოლა კეკლუცური მზერა და თვალი ალმაცერად ჩამიკრა.
რა უნდოდა?
რას მერჩოდა?
გული ლამის საგულედან ამომივარდა და იმ სიჩქარეს გაუტოლდა,რითიც გზას მივაპობდით.
რესტორნის გალავანს მივუახლოვდით თუარა,პარკინგზე შევჩერდით.
ალბათ ბედი სადღაც ჩასაფრებული დამცინოდა,ჩამკეტი ვერაფრით შევხსენი.
ჩემი მოუხერხებლობისგან გამხიერულებული მასიმოს ცქერა ცალკე სატანჯველად მექცა,ისე უხდებოდა მის სახეს ლაღი სიცილი,უღმერთოდ მომინდა მთელი დღე მხოლოდ მისთვის მეცქირა.
-მადროვე.-მშველელად მისი სხარტი თითები მომევლინნენ.ერთი მარტივი მოძრაობით გახსნა საკეტი და გადმოსვლაში დამეხმარა.
მეც არ მიმიქცევია ყურადღება და,ალბათ თვალშიც ძალიან ცუდად ჩანდა..
სახე მოულოდნელად მოექუფრა და ისეთი სიშმაგით დახედა გუშინდელთან შედარებით,უდრო მეწამულისფერ ნათითურებს,გამაკანკალა..
ყბის ძვალი სიმწრისგან აუთრთოლდა..
ხელიდან მისი ბენდენა მოიხსნა და სიბრაზის მიუხედავად,ზედმეტად ფრთხილად გადამაკრა დაზიანეულ ხელზე..
გული გამიჩერდა..
ისეთი მზრუნველობა ჩადო სულ ერთ ციდა წამში,თვალები უნებართვოდ ამიწყლიანდა და რომ არ შეემჩნია,გვერდით გავიხედე..
-უჩემოდ არ წახვიდე,მე გაგიყვან სახლში გვიან..-მორჩა თუარა მაჯის შეხვევას,დაბალი ხმით ამოილაპარაკა და გრძელი,ყინულივით ცივი თითები ფრთხილად ჩამომისვა ღაწვებზე..
-კაცობას გეფიცები,პირველად და უკანასკნელად შეგეხო ის ნაბი*ვარი.-ისეთი ზიზღით გამოსცრა,ეკლებმა დამაყარა..
სანამ სამზარეულოში შევიდოდით,მახვილმა თვალმა მასიმოს ხელზე თითქმის უჩინარი სისხლჩაქცევები შეამჩნია..
უსიამოდ გამკენწლა გულმა..
მისი გუშინდელი მოულოდნელი გაუჩინარება და დღევანდელი ხელი ცუდად მენიშნა..
გაააზრებულად ვცდილობდი ამაზე ნაკლებად მეფიქრა,თუმცა,ეჭვები ისე შემომეხვია გულზე,ვერაფერზე ვკონცეტრირდი.
-დღეს ცოტა ჰაერში დაფრინავ.-შუადღის შესვენებაზე ნუცა ამედევნა ფეხდაფეხ და ძელსკამზე ჩამომჯდარს გვერდით მომიცოცდა.
ხელებში მოქცეული შავი შოკოლადის ფილა ჩვეულებისამებრ მიწილადა და გამიღიმა.
-ნუც,მასიმოსა და სანდრო ნაკანს შორის დაპირისპირებაზე რამე ხომ არ იცი?!-წამომცდა თუარა,მწარედ ვინანე,თუმცა,უკვე ნათქვამს ვეღარ შევაბრუნებდი და თვითგვემაც გვინი იყო.
გაოცებულმა გამომხედა თუმცა წამის შემდეგ თვალები აუნათდა და კომფორტულად მოკალათდა.
-ეს სანდრო ნაკანი ვინმე ხელწამოსაკრავი პიროვნება ნამდვილად არაა.-ხმა ისე დააადაბლა,ძლივს გავიგე რას ამბობდა.-მათი საქმე რომ დაიწყო,მაშინ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი იყო,დღეს გაცილებით მაღალ ეშელონებს ეპოტინება და ისეთ გარემოცვაშია,დღემდე მიკვირს მასიმომ როგორ დაათმობინა.-ინტერესით გადმომხედა და ინტერესი რომ ამოიკითხა,უფრო მეტი ენთუზიაზმით განაგრძო.
-ახლა სადაც ვდგავართ,ხუთი წლის წინ,ეს მიწა ნაკანის მფლობელობაში იყო.-კარტების გახსნა თანმიმდევრობით დაიწყო.-არ ვიცი რამდენად სამართლიანად ისაკუთრებდა,თუმცა,სასამართლოში მის წინააღმდეგ სარჩელი რომ შევიდა,ლამის მთელი დეპარტამენტი ჩამოიშალა,გირგვლიანები მიწის უკანონო მითვისებაში რომ დებდნენ ბრალს.-მოსმენილმა ისე გამაოგნა,ხმაც ვერ ამოვიღე.-მთელი წელი დაუსრულებელი დავა პირისპირ პაექრობასა და დევნაში გადაიზარდა და ლამის სასაკლაო ველად იქცა "სამოვარი",ვინც შეესწრო იმ დღეს,გაოგნებულები იყვნენ,გაცოფებულ მასიმოს ძლივს გამოწიწკნენ სანდრო ნაკანის უსულო სხეულიო.-იდუმალი ხმით გადმომჩურჩულა და ისედაც დაზაფრული გული,ორმაგად გადამიცივდა..თითქმის სრულად მივხვდი რა ხდებოდა,თუმცა,იმასაც ვიაზრებდი,ამ ამბავს გაცილებით ღრმა სარჩული რომ ექნებოდა.-იმ დღის შემდეგ,რა როგორ ითქვა არავინ იცის,ერთი კვირის თავს,გირგვლიანებმა "სამოვარის"მშენებლობა დაიწყეს.სანდრო ნაკანი ბოღმისგან სავსე გულით კარიბჭის ეზოს უტალახებდა ყოველ დღე,მაგრამ,მასიმოს შეუვალ ხასიათს ვერც მისმა თანამდებობამ,ვერც წონამ,ვერცმუქარამ ბზარი ვერ უყო.-თხრობას ასრულებს თუარა,სრულიად პარალიზებულს ძელსკამზე მტოვებს..
სხეული ისე მიკანკალებს,ძვლები ტკივილს მიწყებს..
ვერ ვიჯერებ,რომ სრულიად მოულოდნელად ჩამცხრალი ვულკანის გაღვივებას შევუწყვე ხელი..
ეხლა უკვე ცალსახად მესმის,რას გულისხმობდა მასიმოს დედა მის სიტყვებში და რატომ არ სურდა,ჩვენი ინციდენტი მის ყურამდე მისულიყო..
გული მომეწურა,.
ისეთი დანაშაულის გრძნობა დამეუფლა,ფეხები მომეკვეთა..
რომარა კარებში გამოსული გირგვლიანი,ალბათ,ძალასაც ვერ მოვიკრებდი.
-ნატალი,ხომ კარგად ხარ?!-ჩემს გასწვრივ ჩამუხლულმა მასიმომ ინტერესით ამომხედა.
ვერ ვხვდებოდი რა მეპასუხა..
მის მიმართ ენაზე უამრავი ბოდიშები მომდიოდა,თუმცა ვერცერთი ცდებოდა ბაგებს..-სახეზე ფერი არ გადევს..
-ყველაფერი კარგადაა,უბრალოდ ძილი მაკლია.-ყველაზე შეუფერებელი რაც კი მომაფიქრდა,მივუგე და ისე,რომ აღარც შემიხედავს ყველაფრის მიმხვედრი თვალებისთვის,სამზარეულოს დავუბრუნდი.
საკუთარ თავს რომ არ ვეკუთვნოდი,მალევე მივხვდი.
ვერაფრით დავუდე გული მარწყვის სორბეტს..
სამი მცდელოიდან არც ერთხელ არ გამოვიდა შაქრის სიროფი.
ნერვები უკვე ყელში მაწვებოდა.
კარამელიზებურ შაქარს ზიზღით დავხედე და ტაფიანად ნიჟარაში ჩავუძახე.
ვერ ვმუშაობდი.
თვალწინ გამუდმებით ნაკანის მჟავე სახე და მასიმოს შევარდისფერებული მარჯვენა ხელი მედგა.
ამას აკვიატებული ფიქრები ერთვოდა და სუნთქვაც მიჭირდა.
უკვე მეათედ გავდიოდი გარეთ საკუთარ თავს რომ დავბრუნებოდი,თუმცა,ამაოდ,გადავეყრებოდი თუარა მასიმოს ფიქრიან მზერას,ყველაფერი თავიდან იწყებოდა.
-კაბინეტში!-სამზარეულოში დაბრუნებისთანავე,მისმა ხმამ უკან დამხია და მის ნაბიჯებს ამადევნა.
ჩაბნელებულ ოთახში მისი ლურჯი თვალები რისხვას ასხივებდა.
ისე დავპატარავდი მის წინაშე,შაქრის კრისტალს დავემგვანე...
-ნატალი საიდუმლოებებს ვერ ვიტან!-ხმაში აუარება ყინული გაურია და ორი ნაბიჯით მომიახლოვდა..
როგორც არუნდა ვყოფილიყავი,მისი ძლიერი ტორსი ისე მიზიდავდა,თავს ვერ ვიკავებდი..
მკლავები მითრთოდა,ისე მინდოდა მას შემოვკროდი და ის ბოდიშები,რაც გულში მქონდა,ერთიანად ამომეთქვა..
-ეგრე ნუ შვები!-თავიდან ვერც კი მივხვდი რაზე მიმითითებდა,თუმცა,როგორც კი მისი ტუჩები სრულად მოულოდნელად დამეძგერნენ,ყველაფერი განათდა..
თითქოს ლივლივა ზღვის კამკამა ტალღებს უსასრულო ჰორიზონტამდე გავყევი და მის გულზე დავისვენე..
გონება ლამის დამებინდა,რომ მივხვდი,მასაც ისევე ვიზიდავდი,როგორც მე..
მისთვის უაზროდ სასურველი ვიყავი და ამას ვნებიან ამბორში მთლიანად ატევდა.
მთლიანად მრევდა და ისე ავყავდი რეალურიდან მიღმიურობამდე,ვერც ვიაზრებდი.
-გათავისუფლებ დღეს.-მოსწყდა თუარა ტუჩებს,სახეზე ცხელი მზერა გადამატარა და თვალებში ღრმად ჩამხედა..
ვიცოდი,ცდილობდა მასში მიზეზები ამოეკითხა,თუმცა,ახლა,როცა გონებაში მხოლოდ მისი სახე და კოცნა მქონდა,ჩემი წაკითხვა არცთუ ისე მარტივი იყო.
-ხვალ რომ მოვალ ის ნატალი დამხვდეს,ვინც მაღელვებს...-მისი მზერის მარწუხებიდან როგორც იქნდა დამიხსნა..
მაგიდაზე დადებულ მობილურს დაწვდა,ორი სიტყვით რესტორნის მძღოლი იხმო და ჩემი სახლამდე მიყვანა სთხოვა.
სანამ გავიდოდა,
წამით შემობრუნდა..
სახეზე ისევ ის გამომეტყველება დაბრუნებოდა,ყველასგან რომ გამოარჩევდა..
ალბათ,დედამიწაზე ერთადერთი ნაკვთები იყო,რომელზეც იმდენად ბუნებრივად იჯდა ცინიზმი,რომ არ მაღიზიანებდა..
პირიქით,მასიმოს მთავარი შარმი მისი მუდამ მკაცრი მზერა და სარკასტული ღიმილი იყო..
-შენი თვითგვემით შეურაცხყოფას მაყენებ ნატალი!-ჩამეცინა..რა თქმა უნდა გირგვლიანი ყველაფერს ზედმიწევნით მიხვდა...როგორც არუნდა მეცადა,მის ზღვისფერ თვალებს მცირეც არ ეპარებოდა..-სანდრო ნაკანს იმის სიამოვნებას ნუ მიანიჭებ,მასზე ფიქრობდე...
__
ბედნიერების ელექს მისაღებად საჭიროა ერთი ბოთლი წითელი ღვინო,
დარიჩინის ჩხირი,ციტრუსის ცედრა,ანისის ვარსკვლავი,მიხაკი და ცეცხლი დაბალ პარზე.
თუ გლინტვეინს ჰაბისკუსს დაუმატებ,ასტრალში გაგიყვანს.
საოცარი სითხე ისეთ არომატს აფრქვევდა მომცრო სამზარეულოში,ბოლომდე მომზადება აღარ ვაცადე,ბოკალში დავასხი,ბარის სკამზე დაღლილი ჩამოვჯექი და მისი პიკანტური გემო ყელში სასიამოვნოდ გადავუშვი.
თბილმა გლინტვეინმა მომადუნა,დაღლილობა მეორე ჭიქაზე მომიხსნა და ის ემოციები ამიფეთქა,ბედნიერება რომ მოჰქონდა.
ნაცნობმა არომატებმა პარიზის 365 დღე ამომიტივტივა..
მაშინ ჯერკიდევ სწავლის პროცესში ვიყავი და ბრენდ რესტორნებში ანაზღაურების გარეშე,პრაქტიკისა და ცოდნის დასაგროვებლად დღე და ღამ გადაბმულად ვმუშაობდი.
მთელი არსებით მქონდა გაცნობიერებული პროფესიის სირთულე..
არასდროს,არცერთი წამით არ დავუხევივარ შიშს უკან..
ერთი შეხედვით მარტივი ინგრდიენტების,კერძების უკან უდიდესი ქიმია იდგა..
ამას გარდა,თუ საკუთარივით არ შეიყვარე თუნდაც კერძის უმნიშვნელო კომპონენტი,გემო არასდროს არ გამოგივა ისეთი,მეორედ რომ მოეთხოვათ.
ამ ფიქრებში,მეოთხე ჭიქა გლინტვეინზე გადასულს,კარზე ზარი რომ დარეკეს,ფეხარეულმა ძლივს გავიკვლიე გზა მისაღებამდე.
ჩვევისთვის არც ახლა მიღალატია,მუდამ ღია კარები პიდაპირ გამოვაღე და ჩარჩოში მასიმოს მოღიმარი სახე რომ დავინახე,წამები ვფიქრობდი,ზმანებაათქო..
-გლინტვეინი?!-დაუკითხავად შემოსულმა,არომატი იგრძნო თუარა,პირდაპირ სამზარეულოში შევიდა.
ამ ბიჭს თუ ჩემი ჭკუიდან გადასვლა ჰქონდა გეგმებში,ნამდვილად გამოსდიოდა.
ისეთი სისხარტით მოძებნა ბოკალი და,გაშინაურდა,გაოცება და სიამოვნება რომ დამემალა,სახე ავარიდე.
-ღვინის ფერი გადევს!-შემხედა თუარა,ირონიულად ამატარა მზერა და ჩემ პირდაპირ მოხერხებულად მოთავსდა.გრძელ თითებში მოქცეული ბროლის ნაჭერი სინათლისკენ გასწია,დააგემოვნა და ფიქრიანად ამომხედა.-რა დაუმატე?!
ვერ ვიფიქრებდი თუ ვერ გამოიცნობდა,თუმცა,ისე მესიამოვნა ეს ფაქტი,ალმაცერად გავხედე და სულელურად გავუღიმე.
-არ გეტყვი!-ჯიუტად მივუგე და მის სახეს დავუბრუნდი.
სწორ ცხვირზე მზის კოცნები ძალიან მკრთალად დაჰყროდა და ეს მხოლოდ ახლა შევამჩნიე.
-მაგაზე მერე,აქ სხვა რამისთვის მოვედი!-ჩემი კმაყოფილი მზერა არაფრად ჩააგდო,ღვინო მოსვა და წინ ოქროს კანტებში გაწყობილი კონვერტი დამიდო.
მომენტალურად გამოვფხიზლდი.
ცვილზე დატანილი გერბი ძალიან კარგად მეცნო.
თვალებგაფართოებული იმდენს ხანს ვუყურებდი ფურცელს,თვალები დამებინდა და ამიცრემლიანდა.
-მასიმო!-ხმა დამება,განცვიფრებულმა ავხედე და მის თვლებში იგივე აღტკინება რომ დავინახე,სიამოვნებისგნ გამაჟრჟოლა.
არაფერი არიყო იმაზე სასიამოვნო,ვიდრე ერთი სულისკვეთების ირგვლივ აძგერებული ორი გული.
-შენი წასვლიდან 20 წუთში მივიღე ამანათი-სულ თვიდან დაიწყო და პარალელურად მამოწმებდა,რამდენად ფხიზელი ვიყავი ეს რომ მიმეღო.-როგორც შევატყვე,მასთან შეხება უკვე გქონდა.-რიჩარდსონის ჩარჩოში ჩასმული მოოოქრულ დანას ირონიულად ახედა.-საქმე გაცილებით დიდ მასშტაბებზეა გასული.-სერიოზული მზერა შემომანათა და მოსაწვევი ბარათი წინ გამიშალა.-ერთ კვირაშიპარიზში სამ საფეხურიანი კონკურსი იმართება..პრიზი გრანდიოზულია და ფაქტობრივად ცხოვრებაში ასეთი შანსი მხოლოდ ერთადერთხელ ეძლევა ადამიანს..-თვალს არ მაცილებდა და ისე ზომავდა თითოეულ სიტყვას,დავიძაბე.-როგორც ჟიურის წევრს,პრივილეგია მაქვს ჩემთან ერთად კონკურსანტის სახით ერთი ადამიანი ჩავიყვანო.-ფრთხილად ამომხედა და დრო მომცა ყველაფერი გამეაზრებინა.
დავმუნჯდი.
ხელში შეყინული ბროლი გამიცურდა და ღია კაფელზე ნამსხვრევებად გაიფანტა.
-მასიმო..-ძლივს ამოვთქვი გამშრალი ყელიდან...
ეს დაუჯერებელი იყო.
ყველანაირ ადამიანურ საზღვრებს სცდებოდა.
ეს ჩემს თავს არ ხდებოდა...
-შენგან მხოლოდ თანხმობა მჭირდენა ნატალი!-რომ მიხვდა,მის უთქმელ სიტყვებს ჩავწვდი,გამზადებული დოკუმენტები წინ დამიდო და თვალებში ძალიან ღრმად,მისებურად ჩამხედა..
შემეშინდა..
ეს გამოუცდელის შიში არ იყო.
საკუთარ შესაძლებლობებში ისე ვიყავი დარწმუნებული,შემეძლო სიცოცხლეც კი დამეთმო,მაგრამ,
ამწამს,ერთადერთი,რაც არ მსურდა,მასიმოს გაწბილება იყო..
ყველაფერს გადავიტანდი,მხოლოდ მას ვერ გავუცრუებდი იმედს..
ჩაეღიმა.
ჩემი წაკითხვა მარტივად შეძლო..
-შენში ისე ვარ დარწმუნებული,როგორც საკუთარ თავში ნატალი!-ისეთი თავდაჯერებით მომიგო,გამაკანკალა..
სწორად აღნიშნა,ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთადერთხელ ჩნდება და მას ისეთი პასუხისმგებლობით უნდა მოვკიდებოდი,როგორც არასდროს არსად..
ერთიანად გამოფხიზლებული დიდხანს ვუყურებდი მასიმოს დაწმენდილ ზღვას..
მასში ლივლივი სულს მიწყნარებდა და ერთიანად წამოშლილ ათას ფიქრს ერთ რიგებად მიწყობდა..
დიდხანს ვფიქრობდი..
ალბათ,სააათზე მეტ ხანს ვიყავი მის ზვირთებში ჩაძირული..
მზერას არ მაშორებდა ისიც და გაშიშვლებულ სულში ხელებს უკითხავად მიფათურებდა..
მერე,უბრალოდ,საკუთარ გულს,სულს,მის ნდობას და,ქვეცნობიერს დავყევი და ხელი გრაფაში გაკრულად მოვაწერე..
საკუთარ თავს ომი გამოვუცხადე..
-ეჭვიც არ მეპარებოდა!-მისმა მოტივირებულმა შეძახილმა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დამარწმუნა და დიდი ენთუზიაზმით ამავსო.
მაღალმა,მუდამ ქარიზმატულმა საბუთებს ხელი დაავლო,ტყავის ქურთუკი მოიცვა და მისაღებისკენ გამიძღვა.
სიგიჟის ყველა წერტილამდე უხდებოდა ჩემს ბინას მისი კონტურები.
-ეხლა მართლა დაისვენე,ყველანაირი ფიქრი ჩაკეტე,ხვალიდან მთელი კვირა ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ რომ აქ ტიტულით დაბრუნდე!-კარებთან შეჩერდა და ისე ამომხედა,ლამის ჩავიკეცე..
ისე მომინდა მის ტუჩებს დავბრუნებოდი,ყველაფერს დავთმობდი წამიერი ამბორისთვის..
-ეგრე რომ აკეთებ ვგიჟდები.-სულ ერთი წამი დასჭირდა ჩემს სახეს გაპირისპირებოდა..კბილებში მოქცეულ ქვედა ტუჩს ყინულივით ცივი თითი გადაატარა და იმწამის სურვილი რეალობად მიქცია..
ტუჩებზე ჯერკიდევ შერჩენოდა გლინტვეინის არომატული გემო..
სამყაროში ყველაზე არომატული ლიმნის სურნელი მთლიან გონებაში დატრიალდა და სრულად გამთიშა.
-ჰაბისკუსი!-მომწყდა თუარა ტუჩებზე,ირონიულად ჩამიკრა თვალი და გამიცინა.-აი თურმე რას მალავდი!
__
სუ-შეფის პოზიციას დამატებული 24 საათიანი გამუდმებული მუშაობა ისეთი რთული აღმოჩნდა,ფაქტობრივად ვეღარ ვუძლებდი.
აბსოლუტურად დავივიწყე ძილი და დასვენება.
24 წლის განმავლობაში ყველაზე რთული კვირა მიდიოდა ჩემს ცხოვრებაში.
ძალიან ბევრი გამოცდა ჩამიბარებია..
ძალიან ბევრი კონკურსის გამარჯვებულიც ვყოფილვარ და,დიიდი სიამაყითაც მიმიღია ჯილდო,
მაგრამ,
ის,რაც მომავალში პარიზში მელოდა,საერთოდ სხვა კალიბრის იყო და ყველა სხვა დამსახურებას აცამტვერებდა.
ეს წუწუნიც არ იყო..
იმის კეთება,რაც სულში იყო და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა,არასდროს გახდებოდა წუწუნის მიზეზი,მაგრამ,რაცარუნდა ყოფილიყო,იყო მომენტები,ნერვიულობა მთლიანად მანგრევდა..
-5 გრადუსით თუ დააგდებ ტემპერატურას ყველი ჩალად არ იქცევა!-რელსებში ჩაბმიდან მეოთხე დღეს,"სამოვარის" სამზარეულოში მარტოდ დარჩენილებმა ჩვენი ნაგროვები ყველა ნერვის ძაფი გაწყდა..
ისე გავნერვიულდი,სისხლი სახეზე მომაწვა..
მასიმოს სიტყვებმა იმოქმედა თუ იმან,რომ ბოლო ორი საათია ყველაზე მარტივი ტექნიკა ვერ ავითვისე,ვერ ვიტყვი,თუმცა,ისე გავცოფდი,რაც კი ხელში მომყვა,ისტერიკაში ჩავარდნილმა ყველაფერი ძირს მოვისროლე..
გამაყრუებელ ხმაურში ყელიდან ამოსული უკონტროლო ყვირილი კედლებს აზანზარებდა..
უსუსურობამ ხელი დამრია..
საკუთარ თავში ძალა და თავდაჯერებულობა სულ ერთ წამში დავკარგე და ისე გავნადგურდი,ვეღარ ავეწყვე..
ქურასთან მდგომი მასიმო მეფური სიმშვიდით დაჰყურებდა მიმოფანტულ ინვენტარს და არცერთი წამით არ დაუკარგავს კონტროლი.
თანაბარი სუნთქვვით ოთახში გავსებულ ნეგატივს აბალანსებდა და დროს მაძლევდა,დაგროვილი გამომეშვა..
ალბათ,ნახევარი საათი მაინც ვისროდი უმისამართოდ ყველა აკვიატებულ ფიქრებს..
მერე,მთლიანად გამოცლილმა,უკანასკნელი ემოცია გამოვუშვი და იატაკზე ჩავცურდი.
დამძიმებული თავი ხის ზედაპირს მივანდე და ამღვრეული თვალები თავზე წამომდგარ მასიმოს მივაბყრე.
მიღიმოდა..
მის ენერგიას თვალებიდან ღვრიდა და მინაწილებდა..
გვერდით მომჯდარმა ხელებში მარტივად ამიტაცა და მუხლებზე დამისვა..
გამაჟრჟოლა..
მის რიტმულად აძგერებულ გულს მივეყრდენი და ჩემი სიმშვიდის გასაღებს მივაგენი..
მის მკლავებში გამომწყვდეულმა ძალა ვიპოვე.
-რომ დამშვიდდები,ხელთავიდან სცადე,ოღონდ ხუთი გრადუსით დაუკელი ტემპერატურას,კარგი?!-წეღანდელს მიუბრუნდა და უკვე გააზრებულად მივხვდი,სრულიად სიმართლეს ამბობდა..
მისი ჩართვებით და,ყოველი რჩევის ზედმიწევნით მიყოლით,კვირის ბოლოს,ის იდეალური სტარტერი,მთავარი კერძი და დესერტი მივიღეთ,რაც სრულ თავდაჯერებულობას მაძლევდა.
-ნეტა მეც თქვენთან ერთად მოვდიოდე!-დაღვრემილი და თან ცამდე ბედნიერი ნუცა აღფრთოვანებული მიყურებდა და სახე მზის სხივებისთვის შეეშვირა.-იცოდე აბსოლუტურად ყველაფერი მომწერე,თან დაწვრილებით და არა ისე,შენ როგორც იცი.ლაკონურად და ერთი სიტყვით.-გამკიცხავად ამიწია წარბი და მორჩენილი ფილა დამიტოვა.
მართლა საოცარი ამინდი იყო..
ისეთი,გაყინულ ძვლებს რომ გითბობს და სულში გაზაფხულებს გიყვავებს.
მეგონა,ყველაფერი იმისკენ იყო მიმართული,ეს დღეც იდეალურად ჩამთავრებულიყო და ხვალ,უკვე პარიზში,ახალ მზეს შევგებებოდი.
მცირე ჩავარდნის შემდეგ,უკვე მთლიანად საქმეზე კონცეტრირებულს,მასიმოსთან იმაზე მეტი შეხება აღარ მქონია,რასაც საქმე მოითხოვდა.
ეს თითქოს მობილიზებაში მეხმარებოდა,მაგრამ,პარალელურად ისეთ მონატრებას მიღვივებდა,მომენტებში თვალი მასზე მეყინებოდა.
ამ დროს გამომხედავდავდა ხოლმე,თითქმის შეუმჩნევლად ჩაიღიმებდა და თვალებით ისეთ ღელვას მიგზავნიდა,სულს მიფორიაქებდა..
-ნატალი,მასიმო გკითხულობს!-ფიქრებს ისევ ნუცა მაწყვეტინებს.
ნაჩქარევად ვდგები და სამზარეულოში ჩემი ადგილისკენ მივაბიჯებ..
იმავე წამს,როგორც კი მასიმო თვალებით მოვძებნე,
მის ღიმილში და,უთქმელ გზავნილებში,
ორმხრივად მოძრავი კარები შემოიღო..
მაღალმა,ტანკერანივით აშოლტილმა სხეულმა გრაციოზული,დედამიწაზე ყველაზე ქალური,მოზომილი ნაბიჯებით გაკვეთა სამზარეულო,ცეცხლივით აგიზგიზებულ მასიმოს წინ აესვეტა და ისეთი მგზნებარებით დაეწაფა ბაგებზე,ადგილზე გავიყინე..
-ნუთუ უჩემოდ მიდიოდი პარიზში?-მოსწყდა თუარ მის ტუჩებს,იდეალური ფრანგული აქცენტით ამოილაპარაკა და მხოლოდ შემდეგ გადმოგვხედა სამზარეულოში მყოფებს..
-ანეტა ლე'კლერი-ყველას მსუბუქი თავის დაკვრით მოგვესალმა.-მასიმოს ცოლი!
___
კარებთან დადებულ,წასასვლელად გამზადებულ ჩემოდანს ამღვრეული თვალებით დავცქერი...
ვინ იცის,ჩალაგებისას რამდენი ემოცია მივლიდა სხეულში და როგორ ველოდი იმ წამს,როდის დავეშვებოდი პარიზში..
ცხოვრებაში ალბათ ერთხელ აქვს ადამიანს უფლება სრულიად ეგოისტურად მოიქცეს და საკუთარ ემოციებს დრო დაუთმოს..
ალბათ,დგება მომენტი,როცა ყველაფერს უკანა პლანზე ვწევთ და საკუთარ ნაჭუჭში ვიკეტებით ისე,რომ არ გვინდა,ვინმემ გაგვაღოს..
შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად უნდა იყოს,
შეიძლება ყველა ადამიანური თუ მოვალეობრივი წინ უნდა დააყენო,თუმცა,რაღაცნაირად,ისე,რომ წინააღდმეგობასაც ვერ უწევ,ეგოისტური ტკივილი გეუფლება და მის თავს ყველაზე წინ,ყველა ეტაპზე პრიორიტეტად აყენებს..
მწამდა და ვიცოდი,იმ კონდიციაში არ ვიყავი,გრძნობებისთვის მესმინა,მაგრამ,გამოუცდელობის და,პირველი მწარე ტკივილის ბრალი იყო,სათუთად ჩაკეცილ ტანისამოსს ქაოტურად რომ ვყრიდი ოთახში და სრულ ისტერიკაში მყოფი,არაადამიანურ ხმებს ვუშვებდი ყელიდან.
მეტკინა..
მთელი სხეული ჩამეწვა იმ წამს..
მასიმოს თვალებში არეკლილი რისხვა და ჩემს სახეზე აშკარა გამოხატული იმედგაცრუება ცეცხლზე ნავთს მისხამდა..
ვინ იცის რა მოთმინების ფასად დამიჯდა იქ იმ წამებში გაჩერება..
მახსოვს როგორ დამიჭრა ფრჩხილებმა დამუშტული კანი..
მახოვს როგორ ვიკავებდი თავს გული არ ამრეოდა და,თავი არ გამეყიდა..
მთელი სხეული ისე მეკაწრებოდა,ტკივილისგან ყვირილი მინდოდა,თუმცა,აღარც ამის ძალა მქონდა..
მხოლოდ ერთი წამით გამისწორა მასიმომ თვალები...
ალბათ,ძალიან ბევრ რამეს ამბობდნენ მისი ლაჟვარდისფერი თვალები,თუმცა,მე უკვე აღარ მესმოდა..
სიტყვების ნაცლად ირისებიდან ტყუილის ტალღები მოდიოდა და ,ჩემს ჩათრევას ლამობდა..
მერე,უბრალოდ,სანამ სამზარეულოს აღფრთოვანების ტალღა გადაუვლიდა,ქალურ ეჭვიანობას დავყევი და,სამზარეულო უკანა გასასველიდან დავტოვე..
როგორ მოვედი არ მახსოვს,რამდენი სუნთქვა გამოვტოვე,ვერც ამას ვიტყვი..
საკუთარ თავს სულ ოდნავ რომ დავუბრუნდი,მისაღებში ჩაკეცილი,ტანისამოსის გარემოცვაში,მთელი სასოწარკვეთით მეტირებოდა..
ისეთი უსუსური ვიყავი,საკუთარი თავის მცხვენოდა..
მინდოდა ვიღაც გვერდით მყოლოდა,
ჩემი ხელი დაეჭირა,
გულის ძახილისთვის მოესმინა და,
ის სითბო,რაც ამწამს მჭირდებოდა,ჩემთვის გაეღო...
მინდოდა მხარში ძლიერი იმედი მეგრძნო და მარტივად გადამელახა ყველაფერი,თუმცა,
თავდაყირა დაყენებულ ქვეცნობიერში,
არეულ გრძნობებთან და იმედგაცრუებით სავსე გულთან სრულიად მარტო,
ცალკე ვიყავი..
იმედის ძიებაში,ის უკანასკნელი შანსიც იწურებოდა,რაც მქონდა..
საათი უკანასკნელ წუთებს ზანტად ითვლიდა და შუა ღამის შემოსვლას მაუწყებდა..
გული თითქმის აღარ მიცემდა...
ქვეცნობიერში გამოკეტილი სუ-შეფი განგაშის ზარებს სცემდა და გულის ძახილის გადაფარვას ლამობდა..
მესმოდა,როგორ ცდილობდა ჩემს გონს მოყვანას,თუმცა,ისე ვყავდი ქალურს დაჩაბნებული,მისი საერთოდ არ მესმოდა..
გაორებას უკვე სიგიჟემდე მივყავდი,კარზე ძლიერი კაკუნი რომ გაისმა და სხეულში ისეთმა ცხელმა აღელვებამ დამიარა,გავშეშდი..
ვიცოდი..
მთელი გულით მჯეროდა ზღურბლთან მასიმო იდგა..
მოლოდინი,რომელიც აქამდე სულს მიწვავდა,კართან იდგა და ისეთ ირონიას აფრქვევდა,სუნთქვა შემეკრა.
-ნამდვილად არ მეგონა აქ მოსვლა თუ დამჭირდებოდა.-გაყინულ ბგერებს ოთახში აბნევს და ირგვლის შექმნილ არეულობას წარბშეყრილი დაჰყურებს.
მინდა ყველაფერი გულიდან ამოვიღო,თუმცა,სიტყვასაც ვერ ვძრავ..
-ამ პროფესიაში თუ გინდა განვითარდე,ყველანაირი პირადი გვერდზე უნდა გადადო ნატალი!-ხმაში სარკაზმს ურევს და პარარელურად მიყრილ სამოსს ერთიხელისმოსმით ჩემოდანში დებს.
ვცდილობ მისი სიტყვები გავიაზრო,თუმცა,ისე ვბრზდები,გული ყელში მიცემს.
ადგილზე გაყინული თვალებგაფართოებული დავცქეროდი მასიმოს ქმედებებს და იმის დაჯერებაც არ მინდოდა,რომ ეს ყველაფერი მისთვის სულერთი იყო.
ოდნავადაც ვერ ვუშვებდი,რომ შეეძლო,აქ მხოლოდ ამის სათქმელად მოსულიყო..
თუმცა,როგორც სჩანს,პირველი იმედგაცრუება უკანასკნელი არ იყო დღეისთვის..
სხეულზე ისეთი ირონია შემომეხვია,საკუთარი თავი ვერ ვიცანი...
მოულოდნელმა უკიდურესმა სიბრაზემ მთლიანად დამფარა და ისეთი ძალით შემმართა,ერთიანად წამოსულმა ცვლილებებმა თავბრუ დამახვიეს.
ჩემი გუნების მეტამორფოზი არც მასიმოს დარჩენია ყურადღების მიღმა..
შეკრა თუარა ჩემოდანი,მხოლოდ წამით ჩამაკვირდა თვალებში..
წაიკითხა თუარა მათში უკიდეგანო რისხვა,კმაყოფილმა სარკასტულად ჩაიცინა და კიბეებს ჩემი ჩემოდნით ჩაუყვა..
-ქვევით გელოდები!-თვითკმაყოფილი ხმით ამომძახა და,საბრძოლო შემართებით შემოსილი,კარებთან დამტოვა.
___
ორლის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრენისთანავე,ნაცნობმა ნესტის სუნმა იქ დამაბრუნა,სადაც ყველაფერი დაიწყო..
თითქმის ორი წლის წინ,პარიზში გზააბნეულმა,ჩემი მცირე გამოცდილებითა და ცოდნით ჩასულმა,სრული პასუხისმგებლობით შევაბიჯე "ლე კორდონ ბლუ"-ში და იმ ტექნიკებს სრული სიზუსტით დავეუფლე,რასაც აქამდე მხოლოდ მიახლოებლად ვაკეთებდი..
ფრანგული მინიმალიზმი ისეთი სისწრაფით დაეუფლა მთელ სხეულს,მალევე მივიქციე ყურადღება და,იქ აღმოვჩნდი,სადაც მოხვედრა ყველაზე ზღაპრულ სიზმრებშიც კი შეუძლებელი მეგონა..
22 წლის მზარეულისთვის მაიკლ დანკანთან გავლილი მასტერკლასები მწვერვალისკენ მიმავალ ბილიკს უდრიდა.
ვერ ვიჯერებდი და,არც რეალურს გავდა ის,რასაც ვაღწევდი..
ეს ყველაფერი ძალიან დიიდი ძალის ფასად მიჯდებოდა..
ამ ბრძოლაში დავკარგე ყველაზე დიდი საყრდენი,დედა და,ჩემი მთელი გულის ნაწილი წაიღო.
ახლა,ამწამს,ისევ საწყისთან დაბრუნებულს რომ დავენახე,გამიღიმებდა,ცალ წარბს ამაყად ასწევდა,გულში თბილად ჩამიკრავდა და ჩემს წარმატებას ყველაზე გულწრფლად გაიზიარებდა..
-მძღოლი გველოდება!-გასასვლელთან გაყინულს,მასიმოს ხმა რეალობაში მაბრუნებს და თბილი მკლავებიდან მწყვეტს..
მთელი გზა ილუმინატორისთვის თვალი არ მომიცილებია,მთელი შემორჩენილი ძალით ვცდილობდი მის სახეს ავცილებოდი,თუმცა,საყვარელი ქალაქის ფონზე მისი ხილვა თავისებურად თბილად ჩამეღვარა სხეულში.
-დღის განმავლობაში არაფერი დაგეგმო,დაისვენე,ყველა დეტალი დაალაგე და საღამოს კერძები კიდევ ერთხელ გაიარე!-თხელ თაბახზე დაბეჭდილ მოსაწვევს მაწვდის და მზერას მარიდებს..
მისი უხეშობის მიუხედავად,მასში სინანულის მარცვლებს ვგრძნობდი და ზუსტად ვიცი,ეს ხავსებს მოჭიდებული ქალის იმედი არ არის..
გარემოთი ოდნავადაც არ ინტერესდება,ტელეფონში საქმიანად იხედება და ალბათ საერთოდ არ ფიქრობს იმაზე,რაც 15 საათის წინ იყო..
- Nous sommes venus-ასაკოვანმა მძღოლმა სარკიდან გამოგვხედა და რიცის წინ შევჩერდით.
განვლილისგან გაოცების გამოხატვის უნარი დაქვეითებული მქონდა..
პარიზის ღარიბ უბნებში გატარებული წლის შემდეგ,ერთბაშად მდიდრულ სასტუმროში აღმოჩენა დიდ ნახტომს ჰგავდა.
ზღაპრულ ინტერიერში ჩაფლული ნეოკლასიკური სტილი ისე შემოიჭრა სხეულში,18-ე საუკუნეში მისროლა და ლუი XVI-ის სამეფო კარზე გულისმკერდზე ნაქარგი სულისშემკვრელი კაბით მამოგზაურა.
საოცრება იყო.
აბსოლუტურად არცერთი სიტყვა არ გადმოცემდა სრულყოფილად ამ სილამაზეს და მომსახურების იდეალურობას.
ჩემს ფიქრებში და თვალიერებაში გართულს თვალს არ გამორჩენია მდიდრულ დივანზე გალანტურად მჯდომი ანეტი.
შემოსულები დაგვლანდა თუარა,გრაციოზულად მოგვიახლოვდა და სახეცივ მასიმოს ხელკავი გამოსდო.
შემშურდა.
მისი ქალური სხეულისა და წარმოუდგენელი სილამაზის ისე შემშურდა,გული დამიმძიმდა..
ის მცირე იმედი,რომ ანეტას ხილვა აღარ მომიწევდა,სადღაც ჩაიჩუტა და გაქრა..
სრულიად ხასიათწამხდარმა გავიარე რეგისტრაცია..
ოთახის სულისშემკვრელმა სილამაზემ ვეღარ მომხიბლა..
უკანასკნელი საათების სიმძიმე ერთიანად დამატყდა ძალაგამოცლილ მხრებზე და დავეშვი თუარა რბილ საწოლზე,თავი ვაიძულე,დამესვენა..
თუმცა,ბორგვაში გავლიე მთელი შუადღე ..
ოდნავადაც ვერ მოვასვენე გონება..
ყველა შეგრძნება ხვალინდელ დღეზე იყო კონცეტრირებული და მისი სრულად გათიშვა ვერ მოვახერხე..
ყველა დაგროვილი გამოცდილების მიუხედავად,ხვალ იმ პროფესიონალიზმთან მომიწევდა შეჭიდება,რომლისკენაც მთელი შეგნებული გონებით მივილტვოდი.
ბევრი მცდელობის შემდეგ,რაც გონებაში უამრავჯერ მოვამზადე ჩემი და მასიმოს მიერ შედგენილი დღის მენიუ,როგორც იქნა განცდებმა სრულად დამცეს და,ყველანაირი ადამიანური ემოციებისგან გამოდევნილმა,უსიზმროდ დავიძინე..
___
მოოქრულ,ქვებით მოვარაყებულ სარკეში საკუთარ ანარეკლს სიამაყით ვუცქერდი..
დილის შვიდზე სრულად მზადმყოფმა,ყველა ნაბიჯი გონებაში უკანასკნელად გავიარე და რიცში მდებარე ბარი "ვანდომისკენ" დაძრულ მასას უკან გავყევი.
უზარმაზარი,საუკეთესო ინვენტარითა და დანადგარებით შეიარაღებული სამზარეულო ხელგაშვილი შეგვეგება მზარეულებს,სუ-შეფებსა და ბრენდ შეფებს.
თითოდ დაყოფილ მაგიდასა და გაზქურებს მონაწილეთა სახელები თვალშისაცემად ეწერა და მათკენ გვიზიდავდა..
ფერმკრთალი,საქახალდეებით ახუნძლული გოგონა ჩვენშორის მოუსვენრად დაქროდა და წამდაუწუმ გვამოწმებდა.
თეთრ კიტელში გამოწყობილს,სუნთქვის დარეგულირება მიჭირდა..
როგორც კი ჩემი სახელობის კუთხეს მიმიჩინეს,სხეულზე ცეცხლი წამეკიდა და ისეთი მღელვარება ამეკვიატა,აბსოლუტურად ყველაფერი დამავიწყდა..
ვცახცახებდი..
შემეშინდა..
საკუთარ თავში გავიჭედე..
გული ამომივარდა..
ტირილამდე მივედი..
დავსუსუტდი..
ერთადერთი რაღაც მინდოდა..
ახლა მხოლოდ ერთადერთი რაღაც მჭირდებოდა რომ საკუთარ თავში ძალა მეპოვნა..
ჰაერივით ამავსებდა ლურჯ ტალღებში ჩახედვა..
თუნდაც მათში წამით შეცურვა და ,
თუნდაც,მისი ირონიული აურის მოხვევა..
მასიმო მჭირდებოდა..
თუნდაც,ანეტას აჩრდილით..
მაგრამ,
ვიაზრებდი ჩემს მტკიცე ნაბიჯსაც..
წარმატებას ისე უნდა შევგებებოდი,გვერდით საკუთარი თავის გარდა არავინ მყოლოდა..
ისე გადამედგა ახალი ნაბიჯები,როგორც აქამდე-საკუთარი თავის იმედად..
გაცნობიერებულმა რეალობამ სენტიმენტები გვერდით გადადო..
ამ ბოლო დროს ჩემში გაორებული ხასიათი ერთ ყალიბში მოექცა და ,
გონგის ხმაზე,
50 მონაწილე ერთმანეთში ავირიეთ..
სტარტერისთვის განკუთვნილი საათი და 45 წუთი თვალსა და ხელშუა გადიოდა.
გრილზე დადებული თითის ტოლა სტაფილოები სილამაზეს ასხივებდა..
ფერი იდეალურად იჯდა და ისეთ არომატებს ღძრავდა,მთელ ორგანიზმს გემრიელი კერძისთვის ამზადებდა.
ღვინოში მოყვანილ ტრიუფელის ფირფიტებს გვედით ყავისფერშაქარში კარამელიზებულ გრილზე მობრაწულ სტაფილოს ვუდებ და თავზე პეკორინო რომანოს ვახეხავ.
იტალიური ცხვრის ყველი სტარტერს ისეთ პიკანტურ გემოს სძენს,დღეების წინ მე და მასიმოსთვისაც კი აღმოჩენა იყო..
ზუსტად წუთი იყო დარჩენილი,როდესაც კერძის სერვირებას მოვრჩი..
სუნთქვა შეკრულმა დავხედე თუარა თეფშს,სიამაყით ავივსე.
გემოც და ვიზუალიც ყველა იმ სტანდარტს კარნახობდა,რასაც კონკურსი და ჯამში წოდება ითხოვდა..
გამეღიმა..
ფრანგული მინიმალიზმი და მაკროკულინარია ფაიფურის ნაჭრისგან ისე იღვრებოდა,გულგრილს არავის დატოვებდა,მჯეროდა..
10 ჟიურის წევრისთვის განკუთვნილი სტარტერი მომსახურე პერსონალმა ბარის შუაგულში გაიტანა და ნერვებისგან გადაღლილი მზარეულები სამსჯავროზე წარგდენილები დაგვტოვა..
ყველა ნერვიულობდა..
იტალიური ეშხით თავმომწონე ქალს სახეზე ფერი საერთოდ გადასვლოდა და ისე კანკალებდა,გასამხნევებლად მსუბუქად გავუღიმე.
რატომღაც ჩემი ნამზადის მჯეროდა..
მთელი სხეული მკარნახობდა რომ მისი გემოები შეფებს დაამახსოვდებოდათ და ჩემ გრაფაში,სტარტერის გასწვრივ,უმაღლეს შეფასება დაიწერებოდა..
როგორც კი პერსონალი დაბრუნდა,მთელი გუნდი მთავარ კერძზე გადავიდა და,ერთ საათიანი შესვენების შემდეგ,3 საათი მოგვცეს ისტორიის შესაქმნელად.
ამ საფეხურზე ბევრი კამათის შემდეგ,ასპარეზი ზღვის პროდუქტებს დავუთმეთ.
გერმანულ ლუდში მიდიებს როზმარინთან ერთად ვამარინადებ -5 გრადუსზე..
მაღალ ცეცხლზე შემომდგარი კრევეტები ნივრიან ქარაქში,ბადიანთან ერთად მადისაღმძვრელ არომატებს აყენებდა.
ღუმელში მოგიზგიზე ყველა სახის ბოსტნეული მზადების პირას იყოს და ელოდა,როდის მივიღებდი მათგან ერთგვაროვან სოუსს.
ვღელვადი..
გვერდით ისეთი პროფესიონალიზმი და კონკურენციის არომატები ირეოდა,ჩემი,მათთან შედარებით მცირე გამოცდილება თითქოს არ სჩანდა,მაგრამ,ყურადღების ცენტრში მაინც ვექცეოდით.
სიმართლე ითქვას,ოქროსფერი ნახევარმთვარე კრევეტები და ყვითელგულა მიდიები ისეთ კონტრასტს სძენდა წითელ ბოსტნეულის სოუსს,სილამაზის აღქმისგან თვალები ამემღვრა..
ის,რაც თეფშზე იდო,საერთოდ არ ჰგავდა "სამოვარში" ნამზადს..
გემოები ისეთი ინტენსიობით ერწყმოდა ერთმანეთს,მთელი დღის ნაშიმშილები სხეული ამიჯანყდა..
საოცრება იყო..
მჯეროდა,ასეთი ხარისხის მთავარი კერძი,თან მსუბუქი და,ამავდროულად ნოყიერი არასროს გამომსვლია..
თავდაჯერებისგან გამაკანკალა..
წელში გაშლილმა პერსონალს ადევნებულმა მთავარ დარბაზში გადავინაცვლე..
სტარტერის შემდეგ ჯერი იყო საკუთარი კერძი თავად წარგვედგინა კრიტიკოსებისთი.
მდიდრული ბარის შუაგულს,გრძელ მოჩუქურთმებულ მაგიდას ათი მსოფლიოს წამყვანი ბრენდ-შეფი შემოსხდომოდა..
მათ რიგებში თავად პროექტის თაოსანი-რიჩარდსონი და მის გვერდით ამაყად მჯდომი მასიმო იწონებდა თავს.
სხეულმა მოულოდნელობისგან მართვის უნარი დაკარგა,როცა ჯეინ ლოკის გვერდით ყელმოღერებული ანეტა ლე'კლერი დალანდა..
არ მსმენოდა,ვერ ვიჯერებდი და,არ ვიცოდი მასიმო გირგვლიანის ცოლი ამ სფეროში თუ იყო..
გონების ვერცერთ მონაკვეთში ვერ დავუშვი,რომ მას ჩემი ნამზადი უნდა შეეფასებინა და გადაწყვტილების მიღებაში მისი წვლილი შეეტანა..
სიბრაზისგან გამაკნკალა.
ინსტიქტურად მასიმოს თვალებს დავუწყე ძებნა და მასში არცერთი მისხალი თუნდაც ბოდიში რომ ვვერ ამოვიკითხე,ლამის გონება დამებინდა..
უტეხი,ურცხვი,ამაყი,ირონიული და სარკასტული სახე ძველებული თვოთკმაყოფილებით მიცქერდა და ჩემში ყველანაირ არაადამიანურს აღვიძებდა.
არ მახსოვს,
საერთოდ არცერთი სიტყვა არ მახსოვს როგორ წარვადგინე კერძი.
გონება მხოლოდ შეფების სახეებს იმახსოვრებდა და მცირე კმაყოფილებას ინარჩუნებდა..
შავ კიტელში მოსილი მასიმოს მზერამ გასასვლელამდე მიმაცილა და,ბრძოლის ველზე ისევ მარტო დამტოვა.
სხეულში ისეთი სიჭარბით იყო სიბრაზე,
გეგმებს სრულიად გადავუხვიე და სამეფო ჰალვის მაგივრად,
დესერტით ზუსტად იმ საწყისს ვუბრუნდები,საიდანაც ყველაფერმა სვლა იწყო..
წითელ,სანტიმეტრის სიგრძის,ახალდაკრეფილ ჩილის დარიჩინისა და ვანილის მარინადში ვათავსებ და მიწის მომზადებას მთლიანად ხელით ვიწყებ.
მთელ ჩემს სიბრაზეს კარაქისა და რუხი ფქვილის ზელვაში ვდებ და ჯამში ისეთ იდეალურ კონსისტენციას ვიღებ,არასდროს რომ არ გამომსვლია.
მთელი ჩემი არსებით მინდა ამ დესერტმა ფურორი მოახდინოს.
მასში იმდენ ენერგიას ვდებ,
შედეგს თვალებგაფართოებული ვუყურებ.
ფაფუკ,საოცრად ჰაეროვან,მაღალსა და თვალწარმტაც ჩილის ჩიზქეიქს ჟოლოს კრემით თვალცრემლიანი დავყურებ.
არ გამომპარვია მასიმოს ემოციები.
ირონიული სახე მომენტალურად შეეცვალა,როცა ჩემი დესერტი წარვადგინე.
გაოცებულმა წამით ამომხედა და,
როგორც კი ჩემს თვალებში სრული სიცარიელე დაინახა,
ჩვეულ სარკაზმს დაუბრუნდა.
ისე დავტოვე სამზარეულო,მისთვის აღარ შემიხედავს.
დაკვირვებულ თვალს ანეტის უცნაური მზერა არ გამოჰპარვია,თუმცა,ამისთვის დიდი დატვირთვა აღარ მიმინიჭებია,
დასრულდა თუარა სრული სპექტაკლი,
მოქარგულ ნომერს დავუბრუნდი და მთელი დღის შეკავებული ემოციები ერთიანად გადმოვღვარე თვალებიდან..
რაცარუნდა დამერწმუნებინა თავი,რომ ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა,
აზრი არ ჰქონდა.
მთელი გონება მასიმოს სახეს ხატავდა და მის იგვლივ ატრიალებდა მთლიანად ჩემს არსებობას..
გირგვლიანს მთელი ჩემი არსებობა მოეცვა და მის ტრაექტორიაზე გადავეყვანე...
ამდენი ხნის შემდეგ,ძალიან გულნატკენმა,იმედგაცრუებულმა და ძალაგამოცლილმა,როგორც იქნა,ვაღიარე,რომ მიყვარდა..
მასიმო გირგვლიანს თელი მისი იდუმალებით ჩემი გული წაეღო..
___

წამითაც ვერ მოვხუჭე თვალი..
ამ ბოლო დროს ადევნებული ინსომნია ჩვევაში გადამეზარდა და დისკომფორტს თითქმის აღარ მიქმნიდა..
აივანზე, ძველი პარიზის მიმზიდველი ხედით დამტკბარს,ჯერკიდევ არ გამნელებოდა წეღანდელი მომხდარი.
თითქოს დაწყობილ გონებაში ანეტა შემოიჭრებოდა დროდადრო და,იმ ჩემს ფიქრებს თავდაყირა მიყენებდა..
ვერ ვფიქრობდი ვერც ჩემს აღიარებულ გრძნობებზე და ვერც იმ შედეგებზე,რასაც კონკურსი და საქართველოში დაბრუნება მომიტანდა.
არ ვიცოდი,
აბსოლუტურად დაუგეგმავად,ქაოტურად,არარეალურად მიმდინარეობდა ყველაფერი და ეს არც თუ კომფორტულ ზონაში მაგდებდა..
საკუთარი თავის დაკარგა ყველაზე ცუდი იყო იმათ შორის,რაც ირგვლივ ხდებოდა და ამას ანეტა ლე'კლერი ემატებოდა ბონუსად.
მეშინოდა,
მთელი გულწრფელობით მეშინოდა ჩემი თავის და მასიმოს მიმართ დამტყდარი გრძნობების..
ამას დღევანდელი შედეგების მოლოდინი ემატებოდა და ვგრძნობდი,
თუ კალაპოტს არ დავუბრუნდებოდი,
დიდხანს ვერ გავძლებდი.
ფიქრებში წასულს,კარების ჩუმი კაკუნი ჩემს ნომერში მაბრუნებს და გაკვირვებული მისკენ ვიძვრი.
ერთდროულად უამრავი ემოცია მივლის ტანზე,როცა გრძელ კოლიდორს მასიმოს ფიგურა ფარავს..
მისი მზერით მიყურებს..
სახეზე ცბიერი ღიმილიაქ და ცდილობს რაღაც მაინც ამოიკითხოს ჩემი თვალებიდან..
თეთრ პერანგზე ტყავის ქურთუკი მოეცვა და მისი მუდმივი ატრიბუტი მკლავზე დაემაგრა..
მსწავლობდა..
რაღაცის თქმა უნდოდა და ჩემი ხასიათის ცვლილებას აკვირდებოდა..
თითქოს,მომენტს არჩევდა.
-აქედან ისე არ წავიდეთ,ღამის პარიზში არ გავისეირნოთ!-ჩემკენ ოდნავ იხრება და ჩერდება..
თითქოს ჩემი გაბრუება სურს,მისი ლიმნის არომატი როგორც კი მცემს,აბსოლუტურად ყველაფერი მავიწყდება და მთლიანად მასში ვეხვევი.
-ზედმეტად დაღლილი ვარ იმისთვის,ათასჯერ გატკეპნილი გზები ისევ გავიარო!-რაც შემიძლია ცივად ვპასუხობ და უკან ვიხევ რომ მისგან თავი დავაღწიო.
არ გამომდის,
რაცუფრო ვშორდები,მისი ნაბიჯები მედევნებიან და კუთხეში მიმწყვდევენ.
-ნატალი,ძალიან გთხოვ !-ოთახის ბოლოს,მისი მზერა სრულად იცვლება და იმდენად უზომო გულწრფელობას ღვრის ლურჯი თვალებიდან,მასში მთლიანად ვიკარგები და ჩემი სიცივეც უკანასკნელი ფიფქივით დნება...
სასტუმროდან გავდივართ..
პარიზული ღამეა..
გრილი და სულ ძალიან მცირედ ცრის წვიმა.
ვენდომს ბილიკებად მივუყვებით და იმდენად იდეალური გარემოიქმნება,წეღანდელი ღელვები მთლიანად მავიწყდება...
მასიმო ჩაფიქრებულ მზერას დროდადრო მავლებს და ალბათ უამრავ რამეზე ერთდოულად ფიქრობს,იმდენად შორსააა მისი მზერა პარიზის ქუჩებიდან..
მინდა მისი ფიქრების მესმოდეს..
ვიზიარებდე და,ვუმსუბუქებდე..
მიუხედავად უზომო სიბრაზისა,მის მიმართ გაჩენილი გრძნობები ნებას არ მაძლევდნენ გულგრილი ვყოფილიყავი..
-სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი მაიკლთან "la vie en rose'-ში..-სმენად ვიქეცი..
ვგძნობდი,მასიმო იმ მხარეს აჩენდა,რომელიც ჩემთვის უცნობი იყო.-ანეტა იქ გავიცანი..-თქვა თუარა,გვერდულად გამომხედა და დრომომცა გადამეხარშა..
-არც არასდროს დავმალავ,გასაგიჟებელი ქალი იყო.-მთელი გულწრფელობა ამოიღო და ისეთი სისუსტე ვიგრძენი,ადგილზე გავიყინე..ნაბიჯიც ვერ გადავდგი..-მქონდა მის მიმართ გარკვეული გრძნობები და ვიყავი იმ დონის ეგოისტი,მხოლოდ ჩემად დამეგულა.-თითქოს დანაშაულში მხელილიყოს,თავი ჩახარა და მხოლოდ შემდეგ ამომხედა..სუნთქვა მთლიანად გაჩერებული მქონდა..
ძალიან რთული მოსასმენი იყო..-ოჯახი არც გვერქვა..ერთად ექვსი თვე ვიყავით და ეს სრულიად საკმარისი იყო დამენახა-საერთოდ არ ვიყავით ერთ გზაზე..-თვალი ამარიდა და ჰორიზონტს მზერა დაასო.-ზუსტად იმ პერიოდში სანდრო ნაკანთან მცირე უთანხმოება მომივიდა..საქმე "სამოვარს"ეხებოდა..-მომენტალურად მახსენდება ნუცას მონათხრობი და ცივად მაკანკალებს..-მე საქართველოში ვბრუნდებოდი,აქ ვერასდროს ვგრძნობდი თავს კარგად..-ქუჩას სუსხიანი მზერა მოავლო და თვალები გამისწორა..მთელი ტანით ვცახცახებდი..-ჩვენი გეგმები არ დაემთხვა ერთმანეთს ნატალი..მე იქ დავბრუნდი,ანეტა იტალიაში გადავიდა და გზები ისე გაიყო,მას შემდეგ,ზუსტად ექსვი წელია გასული და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ ვნახე.-ძელსკამზე ჩამომჯდარს,ჩემ წინ ჩაიმუხლა და გაყინული მტევნები მის ხელებში მოიქცია...ლურჯი ზვირთები კამკამა,სისუფთავით სავსე ჰორიზონტად გადაშლილიყო..
ცის კამარაზე არცერთი მუქი ღრუბელი არ სჩანდა..თითქოს,გულის კარები მთლიანად გაეღო და მასში ცქერის საშუალებას მაძლევდა..-აქამდე მიზეზი არ მქონდა ჩვენი საქმე ბოლომდე დამესრულებინა.-ხელის გულზე ნაზ ამბორს მიტოვებს.. ყინულივით ცივ თითებზე ლოყას მაყრდნობს და თვალებს ხუჭავს...უკანასკნელ წინადადებას აღარ ასრულებს და თითქოს არც იყო მეტი საჭირო..
არასდროს,ჩვენი შეხვედრის დღიდან,ამ წამამდე მასიმო ამაზე გულწრფელი არ ყოფილა..
ერთ ციცქნა ამბორში,ისტორიის ერთი ფურცლით თითქოს ის ბურუსი გაფანტა ჩემს გულში,აქამდე რომ სუნთქვას მიძნელებდა..
გამთბარ ხელს ინსტიქტურად გრძელ თმებში ვუცურებ და ისეთი სითბო მეღვრება სხეულში,ვდუნდები.
-ისე,თუ დააკვირდები,სიბრაზე მოკლე სიგიჟეა.-ალბათ,წუთების შემდეგ ამომხედა,თვალებში ისევ ის სხივი და ირონია დაბრუნებოდა,მას რომ ახასიათებდა..მისი მზერა და გამოხედვა ისე მიყვარდა,არსებობას მავიწყებდა..-ეს ყველაფერი რომ არა,რიჩარდსონი ვერასდროს აღფრთოვანდებოდა შენი ჩილის ჩიზქეიქით.-თვალს ალმაცერად მიკრავს და მიცინის.
-შემთხვევით მადლობასაც ხომარ ელი?!-მისი ხასიათი მეც მომენტალურად მედება და ისევ სასტუმროსკენ ვიძვრით.
-რისთვის?!თვალებიდან ყველა წყევლას რომ მიგზავნიდი?!-ოსტატურად იოცებს და ლაღი სიცილით ნომრამდე მაცილებს..
იმდენად ერთმნეთისგან განსხვავებული ემოციებით ვიყავი გაჟღენთილი დღის განმავლობაში,ყველანაირი დაღლილობა ერთიანად მომაწვა.
კარებთან მისულს შესვლამდე ისევ იმ თბილ,ღია,მშვიდ მზერას მავლებს...
-გთხოვ,დაისვენე,ხვალ შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საღამოა..
___
მოჩუქურთმებული,საოცრად დახვეწილი სარკიდან შავ,სადა ატლასის კაბაში გამოწყობილი ნატალი უხერხულად მიყურებდა..
წვრილი მარგალიტის კოლიე,რომელიც დედისგან დამრჩა სახსოვრად,იდეალურად ადგა ყელს და ჯამში ძალიან ლამაზ ერთიანობას ქმნიდა.
მუდამ კიტელსა და უხეშ ტანისამოსს მიჩვეულს,თითქმის მეუცხოვა საღამოს კაბა..
როცა მუდამ სამზარეულოში ხარ,მთლიანად ივიწყებ ყველაფერს და მხოლოდ იმაზე ზრუნავ იყო კომფორტულად და არა ლამაზად.
ეს იყო მიზეზი,თავდაჯერება რომ მაკლდა და ,იქ,უამრავი ხალხის გარემოცვაში ყოფნას მერჩივნა ოთახში ვყოფილიყავი.
მასაში მასიმოს ძებნა თვალებმა ინსტიქტურად დაიწყეს.
საღამოს ორგანიზატორთა საზოგადოებაში მისი ხილვა არც გამკვირვებია,
მსოფლიოს წამყვან შეფებთა რიგებში მისმა დანახვამ ისეთი სიამაყე მომგვარა,მთლიანად გავიბადრე,თუმცა,მხოლოდ წამით.
წითელსა და ძალიან მიმზიდველ,სექსუალურ კაბაში გამოტკეცილი ანეტას ტანი ირგვლივ ყველას ყურადღებას იბყრობდა.
მის ირგვლივ უამრავი ადამიანი შემოიკრიბა და თვალთახედვიდან მასიმოც დავკარგე..
წუთით საკუთარი თავი ქალურ ეჭვიანობაში გამოვიჭირე და შემრცხვა..
-თვალწარმტაცი ხარ!-არსაიდან მოსული ხმა მაფრთხობს და უკან ვიხედები.
საოცრად ელეგანტური მასიმო გირგვლიანი ჩემს წინ მისებური ღიმილით იდგა და დაუფარავად მათვალიერებდა.
ვიგრძენი როგორ ამეფაკლა ღაწვები.
ერთიანად მოჭარბებულმა ემოციებმა დამფარეს და კომპლიმენტის საპასუხოდ გავუღიმე.
ძალიან მცირე,სულ ერთი სიტყვაც კი საკმარისი იყო სხეულში უდიდესი ძალა დამბრუნებოდა და საკუთარი თავის მეწამა.
ალბათ,კიდევ რამის თქმა სურდა,თუმცა,ჩვენკენ წამოსული მაიკლ რიჩარდსონი მცირე დიალოგს გვაწყვეტინებს და წინ გვიდგება.
უდიდესი მოწიწებით ვესალმები და ვცდილობ თავშეკავებულობა დავიბრუნო.
წინ სამზარეულოს ღმერთი მედგა და მიღიმოდა.
-როდესაც ეს საღამო დასრლდება,თქვენთან საქმიანი წინადადება მაქვს.-მოკლედ მიჭრის და ხელს მიწვდის.-თქვენი დესერტი მსოფლიო აღიარების ღირსია!-სულ ერთი წამით ჩერდება და მასიმოსთან ერთად სცენისკენ იძვრის.
სხეულში დავლილი აღელვებისგან გული მიჩქარდება..
არ მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი სიგიჟის ზღვარზე.
გონება მაიკლის სიტყვებს უწყვეტად ატრიალებდა და პარალელურად სცენას არ აშორებდა თვალს..
ჩემი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყველაზე დაძაბული წამები იყო..
თითქმის არაფერი მესმოდა..
სტარტერის კატეგორიაში გამარჯვებული ნასტასია ტკაჩენკო სცენისკენ ატირებული იკვლევს გზას..
მის ნაბიჯებს კვალდაკვალ მთავარი კერძის გმირი-იტალიელი ქალბატონი მიჰყვება და ,
თითქოს,ყველაფერი ჩერდება,დესერტის გამარჯვებულს მასიმო გირგვლიანი რომ აცხადებს..
მაღალი,ირონიულად მოღიმარი,ვგრძნობდი როგორ იკავებდა თავს ემოციებს არ ეხეთქათ.
ჯიქურ მიყურებდა და თითქოს განზრახ აჭიანურებდა წუთებს.
-ნატალი ლიჩელი!-ექოდ მესმოდა ჩემი სახელი და გვარი რამოდენიმე წუთი.
მეგონა მთლინმა სხეულმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ მისი სიტყვები იყო გარშემო..
ნატალი ლიჩელი..
ხმები განუწყვეტლივ მეორდებოდა და დიდ,ლამაზ,თვალწარმტაც ბუკეტს ჰქმნიდა..
მახსოვს,ერთ წრეში გახევებულს როგორ მიახლოვდება მასიმოს ბრგე სხეული და ხელს მიწვდენს.
მზრუნველ,სითბოთი გაჟღენთილ ხელებს გამოყოფილი სცენისკენ მივყავარ და გამარჯჯვებულების გვერდით მაყენებს..
შემაღლებული საფეხურიდან ვუცქერდი როგორი სიამაყით მიყურებდა ჯეინს ლოკი..
ვისმენდი შეფების აღფრთოვანებულ შეძახილებს და არცერთი წამით არ მჯეროდა რომ ეს ყველაფერი ჩემს ირგვლივ ხდებოდა..
წარმოუდგენელი სიამაყე მივლიდა სხულში და საკუთარი თავით კმაყოფილი,სახეს თავს ვერ ვუყრიდი..
არიყო ეს რიგითი წარმატება,
ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო,რომელიც მთელ ჩემს ცხოვრებას სცვლიდა.
იყო უდიდესი ავტორიტეტი და შესაძლებლობების ხურჯინი,რომელიც დიდი შრომის საფასურად მერგო.
-გილოცავ პატარავ!-უკნიდან ძლივსგასაგონად მესმის მოგუდული ბარიტონი..
მხოლოდ წამით მეხება მასიმოს ხელი,მერე კი,თითქოს ასპარეზს უთმობს,რიგებად დაწყობილ მაღალჩინოსნებს გზას უთავისუფლებს..
თავბრუდახვეული ვცდილობ ადეკვატური ვიყო,დამარტოხელებულ რიჩარდსონს დეტალებს ვუთანხმებ,რომელიც,პირდაპირ მავალდებულებს,ერთ თვეში ისევ პარიზში დავბრუნდე.
ყველაფერი იმდენად ერთდროულად ხდება,ვეღარ ვუმკლავდები და სულის მოსათქვამად,რიცის აივანზე გავდივარ..
ჯერკიდევ შოკშია მთელი სხეული.
გული გამალებით მიცემს და მოწოლილი ცრემლებისგან მზერა არეული მაქვს.
-არ მესმის შენში რა იპოვა მასიმომ ის,რაც მე არ მაქვს!-ქალის მტკიცე,ამაყი ხმა მისკენ მაბრუნებს..
უღმერთოდ ლამაზი ანეტა ლე'კლერი მისი მშვენიერებით აივანზე გამომყოლოდა და შემფასებლურად,ინტერესითა და,თითქოს შურით მათვალიერებდა..
პასუხს შეგნებულად არ ვცემ..
სიმართლე ითქვას,არც ვიცოდი რა მეპასუხა..
ანეტას კითხვაც არ დაუსვამს...
-მას არასდროს შემოუხედავს ჩემთვის ასეთი თვალებით!-დანანებით მიყურებს და თითქოს მზერით ცდილობს გამიცვალოს მისი ფიქრები...
ვხვდები კიდეც რისი თქმაც სურს..
იმდენად ამაყია,მის სულში მხოლოდ წამებით მახედებს,ისევ უბრუნდება შეუვალის ნიღაბს და ამჯერად ქალური ალმაცერი ღიმილით მშორდება..
ორი წინადადებითა და ერთი გამოხედვით მან იმაზე მეტი თქვა,ვიდრე იმ მომენტში მისგან მეკუთვნოდა..
ანეტამ არდაწყებული ისეთი დიდებული ნაბიჯით დააასრულა,მისდამი სიძულვილის მაგიერ,უდიდესი პატივისცემა დამეუფლა და თითქოს სიმპატიაც კი ვიგრძენი.
ისევ დარბაზში დაბრუნებას ვაპირებდი,ტელეფონზე შეტყობინება რომ მომივიდა ნუცასგან და ინტერესით გავხსენი.
მიყოლებით ჩაყრილ სურათებში "სამოვარი"-ს შენობას საერთო არაფერი ჰქონდა იმასთან,რასაც ყოველდღე ვუყურებდი..
მიწასთან გასწორებულ რესტორანს განადგურებული დავცქეროდიდა თვალებს ვერ ვუჯერებიდი.
ეს არ იყო რეალობა.
ეს ჩვენს თავს ვერ მოხდებოდა..
ისეთი ელდა მეცა,ფეხები მომეკვეთა და აივნანზე ჩავიკეცე.
შეღებულ კარებში მასიმო გირგვლიანის ცოცხალმკვდარი სახე შეუცნობელ რისხვას ასხივებდა.
-სანდრო ნაკანი!-მარტივად ამოვიკითხე მისი ტუჩებიდან საძულველი სახელი და გვარი..
ჩვენს არყოფნაში,მტერს დრო ეხელთა და იმას,რასაც მასიმომ მთელი მისი სიყვარული დაახარჯა,ქარს გაატანა.
___
ნანგრევებად ქცეული შემობის წინ მთელი საათია უთქმელად ვდგავართ..
ასაფეთქებელს,რომელიც დარბაზის შუაში განეთავსებინა თავდამსხმელს,მთელი ტერიტორია ნაცრისფრად შეემოსა და უსახურ,მოუვლელ მიწის ნაგლეჯად ექცია..
კარიბჭესთან,უღონობისგან დაჩოქილი მასიმო ცარიელი თვალებით უმიზნოდ ათვალიერებდა თითოეულ მილიმეტრს და ალბათ,საკუთარ თავში ძალას ეძებდა წამომდგარიყო..
აუარება ჟურნალისტებისა და ხალხის გარემოცვაში უკვე სუნთქვაც კი აღარ შეიძლებოდა,მითუმეტეს მაშინ,როცა წინ დანგრეული ოცნება გესახებოდა.
სული მეწვოდა მისი განადგურებული სახის შემყურე..
ხელები აშკარაშესამჩნევლად უთრთოდა და თავს ვერ იკავებდა რისხვისგან..
მაღალჩინოსნების გუნდი ლიტონი სიტყვების წვიმაში აქცევდნენ და საქმიანი მზერით ევლებოდნენ თავს..
ამაზრზენი იყო..
ირგვლივ იმდენი სიყალბე ტრიალებდა,გულს მირევდა.
მასთან რაც შეიძლება ახლოს ვდგავარ რომ ყველაფერი ავარიდო,მაგრამ,მის სმენას მაინც წვდება შხამიანი ენები..
-მასიმო!-მასას შუახნის ელეგანტური ქალბატონი ეყოფა და ჩვენკენ მოტეხილი ნაბიჯებით მოემართება.
მასში იმდენად დიდი ცვლილება მომხდარა,გამიჭირდა ნაკვთებში შეცნობა..
დედის დანახვისთანავე თითქოს მუხლებში ძალა ეძლევა,მხნე ნაბიჯებით უახლოვდება და ცრემლებად დაღვრილ ქალს გულში იკრავს.
-ახლა ამის დრო არ არის მინა.-თბილი ხმით უყვავებს და ღაწვებზე მდინარე ცრემლებს უშრობს.
ხალხის მასას თვალს ავლებს და მათ შორის ერთერთს ეძახის.
მარტივად გავარჩიე ტანდაბალ მამაკაცში "სამოვარის" დაცვა.
სახეზე ისეთი სინანული და ბოდიშები ეხატა,გული მომილბა.
-ნატალი და მინა ჩემთან მიიყვანე და თან ორი სანდო კაცი გაიყოლე!-განკარგულებას ცივი,დაბალი ხმით აძლევს და პარალელურად თვალს არ მაცილებს..
ვბრაზდები..
ალბათ სახეზეც მატყობს,ნელი ნაბიჯით მიახლოვდება.
-თუ უსაფრთხოდ იქნები,უკეთესად ვიმუშავებ!-მოკლედ მიხსნის და ცდილობს დამარწმუნოს.
-აქ მარტო ვერ დაგტოვებ მასიმო!-გულიდან ყველაფერს ვიღებ და ამღვრეულ თვალებს ვანათებ..
სახე სულ წამით უთბება..
თვალებში დატრიალებული ქარიშხალი მშვიდდება და ჩემკენ დახრილი სულ ერთი წამის ამბორს მიტოვებს ათრთოლებულ ტუჩებზე უამრავი ხალხის გარემოცვაში.
გაოცებისგან ადგილზე ვიყინები და მხოლოდ მერე ვხვდები,როგორი გაიძვერული ამბორიც იყო,როცა მანქნაში მინასთან ერთად უცხო გზას მივუყვებოდი.
ორსართულიან სახლს უზარმაზარი გალავანი ცამდე აეტოტვა.
სახლის იდეალური ინტერიერის თვალიერებაში წამით დამტყდარი ამბებიც მავიწყდება.
თანამედროვე,მინიმალიზმით გაფორმებული სახლი იდეალურად ეხმიანებოდა გემოვნების სტანდარტებს.
სამყოფელ ოთახში კუთხის დივანს მთელი კედელი დაეკავებინა და ისეთი სიმყუდროვის შეგრძნება მომგვარა,მთელი კვირის დაღლილობა ოდნავ შემიმცირდა...
მაქსიმალურად ვცდილობდი მოწოლილ ნერვებს არ ავყოლოდი და უამრავი შემზარავი ფიქრები გამომეკეტა,რომ არ გავმტყდარიყავი..
ვერ ვამბობდი და,ვერც ვერავის ვუხსნიდი ისე მინდოდა იმ წამს მასიმოს გვერდით ყოფნა და მისი ყველა ტკივილის თითოდ გახლეჩა.
-მოდუნებაში დაგეხმარება!-თავს წამომდგარი მინა ბოკალს მაწვდის და ჩემ სპირისპირ ჯდება.
სათითაოდ დაუთვლიდი ყველა ნაოჭს,ისეთი განერვიულებული სახე აქვს...
ვიცი,მჯერა და მესმის..
დედაა..
-ვერ დავიცავი ნატალი მასიმო ამ ყველაფრისგან..-გამტყდარი ხმით ამოილაპარაკა და ამომხედა..
მივხვდი,ცდილობდა საქმეში გავერკვიე..
თანადგომით გავხედე და წითელი სითხე მოვსვი.
გონების ოდნავ გათიშვა წამალივით მჭირდებოდა.
-ნაკანი რომ ჩვენს მიწას დაეუფლა,მასიმო მაშინ ჯერ კიდევ პარიზში იყო და სიტყვაც არ იცოდა რა ხდებოდა.-სუნთქვას უდიდესი ტკივილი ამოაყოლა და ამომხედა.-საქმე ნოე გირგვლიანს ეხება!მიწა,რომელიც დღეს ფერფლითაა სავსე,მასიმოს მამამ მისი სახელი უწოდა და ვიცოდი,სისხლის ფასად გამოგლეჯდა კლანჭებისგან მამამისის სახსოვარს..-გამტყდარი ხმის ჩასაწმენდად ღვინო მოსვა და ამღვრეული მზერა ოთახს მოატარა..-მისი ხასიათის ბრალია..ზედმეტად მესაკუთრე და თავმოყვარე იყო იმისთვის,ნაკანისთვის მიწა დაეთმო და ამაში თანხა აეღო..ეს ვიცოდი და,კარებთან მოსულ სანდროს,რომელსაც ჩვენი ტერიტორიის შესყიდვა სურდა,მასიმოს ჩაურევლად უარი შევუთვალე და,იმ დღიდან,ერთ თვეში,ახალ თანამდებობაზე დანიშნულმა,იმდენი შეძლო,მიწა მიისაკუთრა და დაუსრულებელ ომში ჩაგვითრია ყველა.-მოღალატე ცრემლები აკანკალებული ხელებით მოიწმინდა..
მოსმენილმა ჭრილობები ისევ განმიახლა და გული ისე მომეწურა,მარცხენა მხარე მწარედ ამტკივდა..
თვითგვემაში შემოსილი ქალის სანუგეშოდ სიტყვაც ვერ დავძარი,იმდენად შემომეჭრა შიში მასიმოს დაკარგვის..
საფრთხე აშკარა იყო და ორი რქის დატაკება,ერთის დაცემის გარეშე არ ჩაივლიდა..
მჯეროდა მასიმოსი,
მისი ძალის და შესაძლებლობების,თუმცა,
ბინძური სულის მქონე ადამიანის ნაბიჯების განსაზღვრა ძალიან რთული იყო.
ვხვდებოდი,სწორედ ეს აშინებდა მინასაც.
მასიმო უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდა იმისთვის,მისი საკუთრება უკანვე მიეღო და,
მეშინოდა,ამ გზაზე დამდგარს,ჩრდილად ადევნებულ ნაკანს მისთვის მახე არ დაეგო..
ფიქრებსა და უღმერთო შიშში გახვეულმა გავლიე მთელი ღამე..
წითელი სითხე ოდნავად არ შველოდა აფორიაქებულ ფიქრებს..
ტელეფონის ეკრანს თვალმოუცილებლად დავყურებდი და კარების ყოველ გაღებაზე გული ამოვარდნას მქონდა.
ვერ გადავიტანდი,
ერთბაშად შემოჭრილი ადამიანის დაკარგვას გონების ვერცერთ ნაწილში ვერ ვუშვებდი..
რამდენადაც აბსურდულად არ უნდა მოჩვენებოდა ვინმეს,
ძალიან მცირე ხანში,მასიმო გირგვლიანი მთელ ჩემს არსებობას იტევდა და უბრალოდ ვერ..
ვერცერთი წამით გავუძლებდი უმისობას..
უმისამართოდ გამოქცეული ცხელი ცრემლი სასოწარკვეთილმა ხელის გულით შევიმშრალე და გარედან შემოსულ ხმაურზე მომენტალურად წამოვიჭერი დივნიდან.
ლამის საუკუნედ გაიწელა,სანამ კარებს მასიმო შემოაღებდა და დავინახავდი..
მოვკვდი ლამის,კარებში ყველაფრისგან დაღლილი სახე რომ გამოჩნდა..
მისი მუდამ ირონიული სახე რისხვას ჩაენაცვლებინა და ისეთი დაღლა ასახვობა თითო ნაკვთზე,გული მომეწურა..
არ ვიცი,გამბედაობა იყო,უაზრო დაკარგვის შიში თუ,მისი მონატრება,
ისეთი სიჩქარით მივედი და მოვეხვიე,ვერც გაიაზრა..
მის ძლიერ მკლავებში გახვეულმა სიმშვიდე დავიბრუნე..
ლიმნის არომატში არეული თამბაქოს სუნი თავბრუს მახვევდა და მადუნებდა.
-ღმერთო,მასიმო!-გამტყდარი ხმით ძლივს ამოვუშვი ყელიდან ბგერები და უფრო მეტი ჟინით ჩავეკარი..
ჩემი აღელვება იგრძნო თუარა,იატაკიდან წამებში ამიტაცა,სავარძელში ჩამჯდარმა მუხლებზე დამისვა და ხელები მჭიდროდ შემომხვია.
-სანერვიულო არაფერია ნატალი!-თითქოს მკაცრად ჩამჩურჩულა,თუმცა,ისეთი სითბო გაურია ხმაში,გამაჟრჟოლა.-სანდრო ნაკანს მოევლება,მთავარია შენ არ მეჯავრებოდე..არ უნდა ნერვიულობდე იმაზე,რაც მოგვარებადია..-სახეს თვალს ავლებდა და ხელის გულებში იმწყვდევს ღაწვებს.
უკვე ვხვდებოდი რას სცდილობდა.
მისი ტყვეობიდან განვთავისუფლდი და გავუპირისპირდი.
მიმიხვდა,რომ გაყიდული იყო..
ირონიულად ჩაეღიმა და კომფორტულად მოთავსდა სავარძელში.
ისეთი თვალებით მიყურებდა,დაწყობილ სიტყვებს მირევდა და მაბნევდა.
-ვიცი როგორი მნიშვნელობისაცაა შენთვის "სამოვარი" მასიმო.-მის წინ ჩამუხლული,სახეს ვარიდებ და ხელზე დახვეულ სითხით გაჟღენთილ ბენდენას თვალს ვასობ.
მაკანკალებს..
მიძალიანდება,თუმცა,დაწყებულ სიტყვას ვწყვეტ,სახვევს ვხსნი და დახეთქილ მუჭს დაბინდული მზერით დავყურებ..
რაღაცისთვის გამალებით ერტყდა შეკრული მუჭი და კანი ისე გადაყვლეფოდა,შემზარავი შესახედი იყო.
ინსტიქტურად სამზარეულოში გავდივარ და თბილი წყლით სავსე სათლი სამყოფელში გამაქვს.
შეკრული წარბების მიუხედავად,აღარ მეწინააღმდეგება და ჭრილობას ვუსუფთავებ.
-მე უშენობა არ შემიძლია მასიმო..-ენაზე მომდგარი სიტყვები ძალდაუტანებლად ამოვთქვი და ხელზე მისი ბენდენა,რომელიც იმ დღის შემდეგ ჩემი ნაწილი გამხდარიყო,მჭიდროდ გადავუხვიე...-არ მისცე სანდრო ნაკანს უფლება,მომენატრო...არ მისცე იმის უფლება,უშენობა ვიგრძნო....ვიცი,მესმის და მჯერა,ყველაფერს გააკეთებ "სამოვარის" დასაბრუნებლად,მაგრამ,გთხოვ,იმის საშუალება არ მისცე რამე დაგიშავოს..-ისეთი სასოწარკვეთილი ხმა მქონდა,საკუთარი თავი ვერ ვიცანი..
ვხვდებოდი,რამდენად შორს წავიდა ჩემი ფიქრები,მაგრამ,ის რაც გულში მწარედ მეხვეოდა,რომ არ მეთქქვა,გავტყდებოდი..
-შენთან უნდა ვიყო მასიმო!-ვთქვი თუარა,ამღვრეულ ზვირთებში ჩავხედე და იქ იმდენი ემოცია დავინახე,ამეტირა..-შენს გვერდით უნდა ვიყო და ჩემი იმედი უნდა გქონდეს!-სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი...ტალღებში ლურჯად მოელვარე ზღვა მასში მითრევდა..-მარტო აღარ ხარ მასიმო!-ერთიანად მოწოლილმა ძალამ ცრემლი მომენტალურად გამიშრო და მტკიცე,ურყევი,მისებური მზერა შევანათე..
ერთი ემოციიდან მეორეზე გადასვლა ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა..
-მე შენთან ვარ და მინდა ეს იცოდე.. ერთ ომში ვართ,მე შენს გვერდით ვარ,იმედად და ძალად,ოღონდ სანდრო ნაკანმა შენი თავი არ წამართვას..-ამაყ თვალებში პასუხის საპოვნად ჩავხედე და იქ იმდენად დიდი კმაყოფილება დამხვდა,გამაკანკალა..
-კარგი?-მისი ხმის გაგონება ყველა უთქმელს მერჩივნა..
-კარგი ნატალი!-ალბათ უფრო ჩემს დასამშვიდებლად ამბობდა,მაგრამ,იმ მომენტში,თავი რომ უკეთ მეგრძნო,ეს მჭირდებოდა..
რომარ ეღიარებინა,იმასაც ვხვდებოდი რამდენად დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ჩემს სიტყვებს და ამან უკონრტოლო სიმშვიდე მომანიჭა..
ზუსტად ვერ მივხვდი,როდის ჩამეძინა მის მკლავებში,სავარძელში..
მთელი პერიოდი,მანამ,სანამ ლიმნის არომატი ჟანგბადს ერეოდა,სხეული სრულ ჰარმონიაში იყო და მომავალი საერთოდ აღარ მაშინებდა..
მხოლოდ მაშინ დავტოვე მორფეოსის საუფლო,როცა გონებამ უმისობა აღიქვა..
თვალები რომ გავახილე,ბალოტისფერ საძინებელში ვიწექი და მასიმო ჩემს გვერდით აღარ იყო..
გავბრაზდი,თუმცა,გონება იმასაც მკარნახობდა,რომ არ დაუშვებდა ჩემს საფრთხეში ჩაგდებას..
საკუთარმა უსუსურობამ გონება მომენტალურად წამიხდინა და პირველ სართულზე უსიზმრო ძილისგან გაბრუებული დავეშვი..
მალევე მიხვდი,სახლში მხოლოდ მე და,კარებთან ორი დაცვის ბიჭი ვიყავით.
სამზარეულოში ყავას ვამზადებდი,ტელეფონზე შეტყობინება რომ მომივიდა მასიმოსგან..
მოკლე ტექსტი გარეთ გასვლას მთხოვდა და ისე,რომ ეჭვი საერთოდ არაფერში შემპარვია,
ბიჭებს შეტყობინება ვანახე,გარეთ გავედი და,
მხოლოდ უკანასკნელ წამს გაიაზრა გონებამ,რომ არასდროს,
მთელი ამ ხნის განმავლობასი მასიმოს ერთი შეტყობინებაც არ მოუწერია..
განგაშის ზარებმა რომ შემოჰკრეს,უკვე ძალიან გვიან იყო..
მხოლოდ სუსტი დაყვირება მოვასწარი,
ჩემკენ მაღალი სიჩქარით წამოსული მინებდაფარული მერსედესის ყველგანმავალიდან გადმოსულმა ბრგე მამაკაცმა სულ წამები ამიტაცა და გამთიშა..
___
***
-საქმეს ვანახლებთ!-გიორგის აღტკინებულ სახეზე გულიანად მეცინება და საბუთებში ჩარგულს ინტერესით ვავლებ თვალს საქაღალდეებს.
რიგებად დაწყობილი კომპრომატები თარიღების მიხედვით დაენაწილებინა და ჯამში ისეთ ბომბს ქმნიდა,მთლიანად ძირავდა ნაკანსა და მის გარემოცვას.
-საშიში ადამიანი ხარ მასიმო!-მასალებიდან თავამოწეულმა გამომხედა და თამბაქოს კმაყოფილმა მოუკიდა.
-სარეველა ძირში უნდა მოსპო,თორემ ისევ იცის აღმოცენება!-ფანჯარასთან გადავინაცვლე და ნიკოტინი ნახშირორჟანგს ამოვაყოლე..
წლები,რაც მასალების შეგროვებას მოვანდომე,
ფუჭად არ დამიხარჯავს..
თაბახებზე მტკიცებულებებით სავსე ჩანაწერები სრულიად საკმარისი იყო დაშინებულს ქალაქი დაეტოვებინა და კილომეტრის რადიუსზე ვერ გაჰკარებოდა ვერაფერს,რაც ჩემს სახელს უკავშირდებოდა,მაგრამ,ეს საკმარისი არ იყო სამართალს ბოლომდე ეჭამა პური.
მისი წასვლა სულს არ დამიმშვიდებდა.
იმისვის,რომ მიწას მამის სახელი ღირსეულად დაბრუნებოდა,მისი გამანადგურებელი ამ ჩირქით უნდა დამპალიყო..
თუმცა,არაფერი,
საკუთარი ფიქრების გარდა არაფერი კომპრომატი არ მოქნდა,სანდრო ნაკანი "სამოვარის" აფეთქებაში დამედანაშაულებინა.
-რაღაც უნდა ვიპოვნო!-უფრო საკუთარ თავს ვეუბნები..გაცრეცილ ღამეს ჩაფიქრებულ მზერას ვავლებ და ამღერებულ ტელეფონს გაკვირვებული დავყურებ.
ერთი საათის გამოსული ვიყავი,
დაცვაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა დაერეკა..
გულმა მწარედ გამკრა და სანამ მეტყოდა,თითქოს გუმანით მივხვდი რის თქმას ცდილობდა დავითი..
სიკვდილი გავათავე,სანამ სიტყვებს ამოვუშვებდი ყელიდან..
სასოწარკვეთამ ყელში უღმერთოდ გამკრა და მოულოდნელი სისუსტისგან ჩავიკეცე.
-როდის?!-მანამ,სანამ სიტუაციას ამიხსნიდა,მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.
-ხუთი წუთის წინ წაიყვანეს.რეაგირება ვერ მოვასწარით!-მოგუდულმა ხმამ გონება მთლიან დამიბინდა.
ერთიანად დამტყდარმა თვითგვემამ სუნთქვა შემიკრა და ადვილზე გამაქვავა..
-სანდრო ნაკანი!-ძლივს ამოვიხრიალე...გიორგის არაადამიანური სახე მივაბყრე და ძალამოცემულმა სანამ ოთახიდან გავიდოდი,მივაძახე.-ყველა თხრილში მოძებნეთ!
___
სიძულვილი სუნთქვას მირევს..
აბსოლუტურად ყველა გრძნობა ბოღმად მექცა..
სხეულში წარმოუდგენელი ძალა მიტრიალებს და ერთადერთი,რაც ამ წამს სიმშვიდეს მომგვრის,სანდრო ნაკანის უსულო ლეშია.
"სამოვარი"-ს ნაცრად ქცეულ ეზოში უმიზნოდ ვდგავარ და იმ გზას ვეძებ,რაც მის კვალამდე მიმიყვანს.
უშედეგო თხრამ მხოლოდ ფუჭად გაქცეული საათები მომცა..
საკუთარი თავის ზიზღი რაციონალურ აზროვნებას მიბლოკავდა და მხოლოდ იმის საშუალებას მაძლევდა,ცხოველურ ინსტიქტებს მივნდობოდი.
ყველაზე ძვირფასს შეეხო.
სანდრო ნაკანის ბინძური ხელები თავმოყვარეობაზე ტალახებად მომედო..
გაუკაფავში უბატონოდ შემოიჭრა და ის მოკრიფა,რასაც სულისშებერვით ვზრდიდი.
არ შევარჩენდი.
თავს შევაკლავდი და სანდრო ნაკანს სისხლის ბოლო წვეთამდე ამოვადენდი ნატალის თითო ტკივილიან ამოსუნთქვას.
-არაფერია!-გვერდით ამომდგარი გიორგი სუნთქვაარეული მიახლოვდება და ხედს თვლს ავლებს..
-ასეც ვიცოდი!-ღრმად ამოვისუნთქე.არც ველოდი რამეს,მისი ბინძური ნაბიჯები კვალს არ ტოვებდნენ.
ერთადერთი გამოსავალი მქონდა.
საათის დაკარგვაც არ იქნებოდა.
მისი ნაბიჯებით უნდა მემოქმედა.
სურდა "სამოვარი"?
მიიღებდა!
-ნაკანის ვირთხებს შეუთვალე,აქ ვარ და ვუცდი!საბუთები მოიტანოს!-ნანგრევების ცენტრისკენ დაძრულმა გიორგის გავძახე და გეგმის დახაზვას მივყევი..
როდესაც მტრად გახრწნილი გონება გეკიდება,ერთადერთი გამოსავალი გრჩება,მის ნაბიჯებს მიყვე და საპასუხოდ ის დაუდო,რასაც შენთვის ამზადებდა.
საათი,რაც ნაკანს აქამდე მოსვლაში დასჭირდა,ყველა დეტალი ნაბიჯებად დავალაგე და მისი მიყოლა სიტყვა-სიტყვით დავიწყე.
სანდრო ნაკანს წარმოდგენაც არ ჰქონდა რას უმზადებდა ბედი.
ვერცერთ კოშმარში ვერ დაესიზმრრებოდა რის ფასად დაუჯდებოდა "სამოვარი" და ნატალის გატაცება.
-ასე მალე თუ დანებდებოდი არ მეგონა!-გამურულ სკამზე მოძრავი ლეში ჩემს პირისპირ ჯდება და ირონიულ თვალებს მასობს.წამითაც კი არ უცდია თავი გაესულელებინა..თავი მომენტალურად გაყიდა და საქმეზე გადავიდა.
მთელი სიცოცხლის ფასად დამიჯდა მოწოლილი ნერვები შემეკავებინა და გვამად არ მექცია მისი აყროლებული სხეული.
-არ მინდოდა საკუთარი თავისთვის იმდენი დრო მიმეცა,ხელებში შემომკვდომოდი.-ზიზღით ამოვთქვი და წამიერად გადაფითრებულ სახეზე ჩამეცინა.
რაცარუნდა დიდი ბიჭის როლი ეთამაშა,
ერთი მგლის ტანში გახვეული ცხვარი იყო სანდრო ნაკანი.
დაზაფრულმა ქამარში გარჭობილი იარაღი მოისინჯა და საქაღალდე გამომიწოდა.
-მხოლოდ ხელის მოწერაა საჭირო!-ხმა ჩაიწმინდა და მზერა გაააცივა.
-კალამიც ხომ არ გექნება?!-სისხლი ერთიანად მომაწვა და სკამიდან წამოჭრილმა გააფთრებით მოვუქნიე შეკრული მუჭი.-სანამ ნატალის უსაფრთხოებაში არ დავრწმუნდები,გოჯსაც ვერ მიიღებ სი*ო!-ზიზღით დავძახე მტვერში ამოსვრილ გაცეცხლებულ ნაკანს და მის ამფსონებს გაცხოველებული მზერა მოვავლე.
ვერცერთმა გადმოდგა ნაბიჯი..
როგორი უფროსიც ჰყავდაც,თავადაც ისეთები იყვნენ.
ირგვლივ ისეთი სილაჩრის სუნი იდგა,
გული რომ არ ამრეოდა,დროზე ადრე გავეცალე ტერიტორიას.
-რომელი ასაფეთქებელი გამოიყენე ნაკანი "სამოვარის" ასაწევად?!-სანამ საბოლოოდ გავცდებოდი,მთლიანად ჩაძირულ გემს გავხედე.
საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულმა,სარკასტულად გამიღიმა.
-სი 4!
კმაყოფილებისგან ერთიანად დავლილმა ელვამ მთლიანი სხეული გაიარა და გულთან მოიყარა თავი.
მოტოციკლზე დაჯდომამდე გიორგის ზარს მხოლოდ წამით ვუპასუხე.პასუხი ზუსტად ის იყო,რაც მის მიწასთან გასასწორებლად გვჭირდბოდა.
-ყველაფერი ჩაწერილია!გალიაშია ეგ ნაბი*ვარი!
___
***
ბნელ,ნესტიან სოროში წყლის ჭავლი მაფხიზლებს..
ერთბაშად დამტყდარმა მომხდარმა მთელ სხეულში გამიარა და დაზაფრულმა მოვავლე ოთახს თვალი.
სუსტ განათებაში სადნრო ნაკანის კონტურები გარკვევით გავარჩიე..
სახეზე ისეთი სარკაზმი ასახვოდა,გულის რევის შეგრძნება დამეუფლა.
-ნატალი ლიჩელი!-ირონიამ ყინულივით ცივი ოთახი გაკვეთა და სველ სხეულზე მწარედ შემომეხვია..-რას ვიფიქრებდი მასიმო გირგვლიანს სუსტი წერტილი თუ ექნებოდა,თან,ესეთი.-უხეშად ამათვალიერა და ხის სკამზე,ჩემ წინ ჩამოჯდა.
მჭიდროდ შემოვიხვიე ერთადერთი ნაჭერი სველ სხეულზე და სიძულვილით სავსე მზერა მივაბყრე.
-გაგანადგურებს!-მტკიცედ მივუგე და სახე ავარიდე.
ოთახს ერთადერთი სარკმელი ჰქონდა და ისიც ამოგმანული.
კარებიდან ერთი შეხედვით მხოლოდ ტყე და უკუნითი სიბნელე მოსჩანდა.
არცერთი დეტალი არ იყო,რასაც მოვეჭიდებოდი და გავარკვევდი,სად ვიმყოფებოდი.
-გირგვლიანს რამის თავი რომ ჰქონოდა აქ არ იქნებოდი! .-საზიზღარი ხარხარით მიახლოვდება და ტელეფონში წამით იხედება.
მზარავს სიტყვები,თუმცა,კონტროლს ვინარჩუნებ..
მასთან არ გავტყდებოდი..
სანდრო ნაკანს არ დავანახებდი,რამდენად მოქმედებდა მისი სიძულვილი.
-ახლა ორი წუთით შენს ბიჭს დაელაპარაკები,შემდეგ კი,ისევ ღრმა ძილში გადაეშვები..-სახესთან ახლოს განათებული ეკრანი მოაქვს და ვხედავ თუარა სახედაღარულ მასიმოს,მთელი შიში და კანკალი ჰაერში იფანტება..
მხოლოდ წამით მიყურებს..
პატარა ეკრანიდან თითქოს გამოქცევას ლამობდა...
გაველურებული თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა და მთელ ნერვებად უჯდებოდა,რამე არ ეთქვა..
ვიცოდი,არაფერს იტყოდა..
მისი თვალები გამოხატავდა ყველა იმ გადატანილ წუთსა და გათენეულ ღამეს..
გული მომიკვდა..
უღრან ტყეში,სადაც საშველი არსაიდან მოჩანდა,ერთადერთი,რაც სულს მიკრავდა,
მასიმოს შეშლილი სახე იყო,რომელიც აბსოლუტურად ყველა გრძნობას ამბობდა.
ერთადერთი მისი თვალები მაგიჟებდნენ,ბგერების გარეშე რომ მპირდებოდა დახსნას.
-დარწმუნდი ყველაფერში?!-წუთის მერე,ტელეფონი მისკენ შეატრიალა ნაკანმა და სარკასტულად ჩაიცინა.
-ახლა კარგად მომისმინე სი*ო,ადგილი იცი,ერთი საათი გაქვს დრო,ან უვნებელს მოიყვან ნატალის,ან საკუთარ სიცოცხლეს ბოლოჯერ გაუღიმებ!-ბოღმით სავსე ბგერები ხსნად მეხვევა გაყინულ კანზე და იმედად მესახება..
აღარაფერი თქმულა..
სანდრო ნაკანმა ტელეფონი გათიშა თუარა,კედელს შეახეთქა და ათასნაწილად დაშლილს,სუსხიანი მზერა მოავლო.
-შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ნატალი!-როგორც კი საკუთარ თავს უბრუნდება,თითქოს,სინდისმა შეაწუხაო,ჩემკენ დაიმუხლა და ამომხედა.
კარგად ვარჩევდი გულწრფელ და ნიღბიან ღიმილს.
ნაკანს არანაირი კავშირი არ ჰქონდა არცერთ ადამიანურ გრძნობასთან.
მისი მთლიანი არსება სიყალბით იყო სავსე.
-საქმე პრინციპულობაზეა,ის მიწა ან ჩემი იქნება,ან საერთოდ არავისი!-საზიზღარ კბილებს აჩენს და სანამ რაიმეს შევამჩნევდი და რეაგირებას მოვასწრებდი,ნაკანმა პირზე ნაჭერი აიფარა,თვალები დახუჭა,მე კი,ისევ,უფუნქციო ბურუსში გადავეშვი.
__
ლიმნის სუსტი არომატი სასიამოვნოდ მივლის სხეულში.
თბილ მკლავებს მკერდზე ვყავარ მიკრული და ფრთხილად მარწევს..
ყინულივით ცივი თითები ღაწვებზე მეფერება და ცდილობს მყუდროობა შემიქმნას..
-მასიმო!-სიჩუმეს ვარღვევ..
არაფერი არ მინდა მისი სიტყვების გარდა..
განვილი დღე მხოლოდ იმად მიღირდა,მისი სხეული ისევ მეგრძნო.
პასუხს რომ აღარ მცემს,მისი მკლავებიდან თავს ვიხსნი და ვუპირისპირდები..
სახეზე იმდენი ტანჯვაააქვს გული მეწურება..
იმდენ ბოდიშებს ღვრის თვალებიდან,სული მიკვდება..
არ მეკუთვნის ეს თვალები...
ასე არ უნდა განიცდიდეს..
მისი სახისკენ ვიხრები და ზღვისფერ თვალებზე ამბორს ვუტოვებ..
კანით ვგრძნობ,როგორ აყრის სხეულზე ეკლები.
-არ უნდა დაგეთმო მისთვის "სამოვარი" მასიმო!-გულში დაბუდებული აზრი გავუმხილე..
-"სამოვარისთვის" ბრძოლა ახლა იწყება ნატალი!-მზერას მარიდებს და დგება.
მისი ქმედება ეჭვებში მაგდებს და გაკვირვებული მზერას ნაბიჯებს ვადევნებ.
სარკმელთან მისული,ფანჯარას აღებს და თამბაქოს უკიდებს.
-სანდრო ნაკანი უკვე ჩავლილია,მაგრამ,იქამდე,რომ ყველაფერი დალაგდეს,საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო და შენ აქ არ უნდა მეგულებოდე!-სიტყვებს მთელ გულს აყოლებს და თავჩახრილი არც კი მიყურებს..
ვცდილობ გავიაზრო,
არ შემიძლია.
გონება მთლინად უარყოფს წარმოთქმულს და განგაშის ზარებს გზავნის მთელ სხეულზე.
-საკმარისად დაგაზიანე!მეტის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემ!-მხოლოდ წამით გამომხედა..-მომავალი რამოდენიმე თვე უნდა გაგარიდო,მთელ ჩემს უფლებას ვიყენებ და ვერანაირი ძალა ვერ გადამაფიქრებინებს აქ დარჩე!-სუსხით ივსება მთელი ოთახი.
გულის ყველა ნაწილი ყოველ სიტყვაზე ქრება და უსიცოცხლოდ კვდება.
-შენ არ იცი ჩემზე როგორ მოქმედებ!შენ არ იცი რამდენ ნაწილად დავიშალე,ჩემი მიზეზით მის ხელებში რომ მოგაქციე..-სიტყვას წყვეტს და ჩემკენ იძვრის..
ნაბიჯები საერთოდ აღარ აქვს ისეთი მტკიცე,როგორც სჩვეოდა..
გრძელი თმა უწესრიგოდ შეეკრა ჩემი ბენდენით.
მუხლებზე დაჩოქილმა ძალაგამოლეული ხელები მისაში მოიქცია და ხელისგულებზე ცივი ტუჩები მომაკრო..
გამაჟრჟოლა.
ადგილზე გაყინულმა ვერცეერთი კუნთი ვერ გავამოძრავე.
-უნდა წახვიდე ნატალი!-ტკივილიანი ხმა ჩემკენ მომართა და მის ტყვეობაში მომიქცია..
თვალებიდან ნიაღვარად წამოსული ცრემლები ღაწვებზე ჯებირებს არღვევდნენ და მის ხელის ზურგებზე მოწყვეტით ეცემოდნენ.
სულს მიკრავდა მისი თვალები..
მისი თხოვნით ავსებული ზვირთები მისგან შორს ყოფნას მევედრებოდნენ.
-ამის უფლება არ გაქვს მასიმო!-შინააღმდეგობის გაწევის უკანასკნელი ძალა ძლივს გამოვძებნე სხეულში.
-მიყვარხარ ნატალი!-სიტყვებმა მთლიანად მომწყვიტეს რეალობას..ყველა არგუმენტი ჰაერში უგზოუკვლოდ გაიფანტა და ცრემლებად ჩამოიშალა..-ისე მიყვარხარ,სუნთქვა მეკვრის..-გაქვავებული სახე ხელებში მოიქცია და ათრთოლებულ ტუჩებზე ცხელი წამიერი ამბორი დამიტოვა-ეს გრძნობა მხრებზე მოვალეობებად მაწევს და ამას თუარ გავყევი,შენთან სრულყოფილი ვერ ვიქნები..
ახლა,ამწამს,
ამ დამპალ რეალობაში შენთან ყოფნის უფლება არ მაქვს და მომეცი იმის საშუალება,
ამ კავშირისთვის ვიბრძოლო..
მომეცი უფლება,მხოლოდ რამოდენიმე ხნით შემიძულო და მერე გპირდები,
მთელ ჩემს არსებობას გაჩუქებ,
ოღონდ ახლა შენი უსაფრთხოება მჭირდება...
-გულზე მთელი სიძლიერით მიკრავს და მის მკლავებში მახვევს..
-თუ გიყვარდე ნატალი,გამეცალე ..
___
ქალაქი,რომლის თითო ქუჩა უკვე მთელი არსებით მძულდა,ხელგაშლილი მეგებება.
მთლიანად შეცვლილი გრძნობები გულზე მძიმედ მედება და ის აღფრთოვანება,რომელიც მუდამ მივლიდა,სადღაც მიმქრალიყო და მისი ადგილი დიდ ნაღველს დაეკავებინა..
მტკიოდა გული და ამ ტკივილს ვერ ვმალავდი..
ვიცოდი,მესმოდა მისი და ვუგებდი,
თუმცა ეგოისტური მხარე მისკენ მიიიწევდა,
მთელ ნახევარსფეროს მიკლავდა..
არ იყო ეს სტანდარტული გრძნობები..
დოგმებს უკვე დიდი ხანია გამცდარიყო დღეთა სვლა და ისეთ არარეალურ ცხოვრებას მიგეგმავდა,
ვერცერთ სააათს რომ ვეღარ ვსაზღვრავდი.
ბოლო პერიოდი,რაც მასიმო მთლიანად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში,გამუდმებული შიში ყოველდღიურობად მექცა და ამ გრძნობას ისე შევეჩვიე,აღარ მტკენდა..
თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო..
თითქოს მას მოსდევდა მუდმივი ფორსმაჟორი და მის პიროვნებას ავსებდა..
ასე ვხედავდი მასიმოს..
მუდმივად მოძრავსა და საქმეში ჩართულს..
რაცარუნდა ყოფილიყო,
რამდენჯერაც არუნდა დამჭირველობა ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა,
ის ყოველთვის გულის ძალიან ღრმა ნაწილში იქნებოდა..
მასიმოს მთელი ჩემი არსებობა ეკავა,
სანდრო ნაკანის თუ მის გარეშე,
ის ადამიანი იყო,
რომელიც სიცოცხლისთვის მჭირდებოდა..
მასიმო გირგვლიანი არსებობისთვის მჭირდებოდა..
მის არსებობას ჩემი უსაფრთხოება სურდა,
ამაზე კი ისე ეზრუნა,
ბევრ ნაწილად დაშლილი გული წარმოუდგენლად გამითბო..
la vie en rose და მაიკლ რიჩარდსონი სრულ მზადყოფნაში დამხვდა..
ის აღფრთოვანება,რაც ამას უნდა მოსდევდეს,განახევრებულად მივლის..
მასიმოს მონათხრობი სრულად ესადაგებოდა წინ გადაშლილ ხედს.
პარიზული ვინტაჟი სრულყოფილად გადმოეხატა მაიკლს კედლებზე და ისეთი სილამაზე შეექმნა,მიუხედავად გულში დატრიალებული ქარიშხალისა,გაოცება ვერ დავმალე..
სიმართლე ის იყო,
რაცარუნდა დიდი კავშირები ჰქონოდა სანდრო ნაკანს,
რიჩარდსონის რესტორანში დასაქმებულ სუ-შეფს ვერ შეეხებოდა,
ამას საქართველოს საელჩო და კონტრაქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები ემატებოდა,
რომელსაც,რიგითი პაიკის ტალახიანი ხელები ვერ შეეხებოდა.
სრული ვაკუუმი შემიქმნა მასიმომ..
უსაფრთხოება,რომელსაც ითხოვდა და მპირდებოდა,მთლიანად შემოიჭრა ჩემში და კომფორტულად მომათავსა,თუმცა,აკვიატებული ფიქრი,რომ მას საქართველოში საფრთხე ემუქრებოდა,
სრულ კონცეტრაციას მაკარგვინებდა.
-ნატალი!-შორს წასული ფიქრებიდან მაიკლის ხმას გამოვყავარ.
მასტერკლასი,რომელსაც ის ითხოვდა,მთელ ჩემს ენერგიას საჭიროებდა და,
ის განცდები,რაც კარამდე მომყვა,
ერთ გუდაში გამოკრული ზღურბლთან დავტოვე..
მასწავლებლის ამპლუაში წარმოდგენილმა საკუთარმა თავმა სიამაყის ის განცდა მომანიჭა,ამ წამს,გამხნევებისთვის რომ მჭირდებოდა..
შავი კიტელი იდეალურად ადგა სხეულს და ჩემს შრომასა და დაუღალავ ღვაწლს ასხივებდა.
მთელი არსებით მინდოდა მასიმო ამ წამს აქ ყოფილიყო..
მისი ირონიული ღიმილი წინ დამდგომოდა და დღე იდეალური გაეხადა..
დარიჩინსა და ვანილის ტოტში დამარინადებული ჩილი ჩვენი შეხვედრის პირველ წუთებს თვალწინ მისახავდა..
მისი ქაოტური ნაბიჯები და წამებში დასმული გემო იმ ყველაფრის საწყისი იყო,რამაც დღეს აქ,პარიზის წამყვანი რესტორნის სამზარეულოში,40 პროფესიონალი შეფის წინ,წინამძღოლის ადგილას მომიყვანა.
მასიმო იყო იმ დღის მერე ჩემი ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯის ავტორი და,მამოტივირებელი ძალა.
მან თვეებში მოახერხა მაიკლ რიჩარდსონის წინ,შავ კიტელში გამოწყობილს,ის მომემზადებინა,რამაც "სამოვარში" სუ-შეფობა მომიტანა..
მტკიოდა გონებაში ტალღებად დატრიალებული ყველა განცდა,
თუმცა,პასუხისმგებლობა მფარავდა და იმ გალაქტიკაში გადავეშვი,
რომელსაც ჩემი მთელი არსებობა მოეცვა..
მარტივ ტექნიკაში ჩადებულმა იდეალურად დასმულმა გემომ ყველას კმაყოფილება გამოიწვია.
მთელი დღის დაბლოკილი გონება მხოლოდ სახლში მისვლისას დაუბრუნდა ფუნქციონირებას..
ყველანაირი ადამიანური განცდებისგან დაცლილს,არაფრის თავი არ მქონდა..
მთელ სხეულში შემოჭრილი მასიმო მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა..
ვნერვიულობდი..
მეშინოდა და,
მხოლოდ მისი დანახვა მინდოდა..
იმისთვის,რომ დღე დამესრულებინა,უნდა დავრწმუნებულიყავი,რომ კარგად იყო..
თითქოს,ჩემი გულისთქმა ესმოდეს,
აბაზანიდან გამოსული ანთებული ტელეფონისკენ მთელი სიჩქარით დავიძარი.
ეკრანიდან ყველაფრისგან დაღლილი მასიმო ზღვისფერი თვალებით მიცქერდა და ისეთი სევდა შემომაწვა,თვალები დამებინდა..
-ღმერთო,როგორი ლამაზი ხარ!-მისმა ჩუმმა ხმამ მთელი კანი გაიარა და გულის კოვზთან თბილად მოკალათდა..
არ ვიცი როგორ მოხდა,
ვერ იაზრებდა გონება როდის გახდა თითქოს უცხო მთელი ცხოვრების აზრი..
თვალს ვერ ვაცილებდი მის ლურჯებს და ისე მინდოდა მასში ჩავძირულიყავი,გამაკანკალა.
-მითხარი,რომ კარგად ხარ!-მთელი გული ამოვაყოლე..
ჩაეღიმა..
თვალებიდან ყველა გრძნობას მიგზავნიდა და მასში მათბობდა..
საპასუხოდ თავზე ჩვენი ბენდენა გაიკრა,ჩაფხუტი მოირგო,კამერა მოტოციკლეტისკენ მოაბრუნდა და გაეცინა.
მის ამპლუაში იყო.
მის სტიქიაში.
როცა საჭესთან იჯდა,კარგად იყო..
თითქოს სულ მცირედ დავმშვიდდი,
თითქოს თავი დავიგულე,თუმცა,
ნაკანი და მის ირგვლივ დატრიალებული ამბები ისევ კარს მიღმა იყო..
ვიცოდი ამ თემაზე ვერაფერს მეტყოდა,
თუმცა,მარტივი იყო მისი თვალებიდან ყველაფერი წამეკითხა.
ძალიან მოკლედ გამომკითხა მომხდდარი,
ჩემი წარმატებით კმაყოფილმა,
ზუსტად შვიდი წუთის შემდეგ დამემშვიდობა და სიმშვიდეც გაიყოლა..
დაძინებას ვაპირებდი,
მისგან,პირველი შეტყობინება რომ მივიღე.
ამჯერად,ლაკონურობა მარწმუნებდა მის იდენტობაში.
"საჯავრებელი არაფერია!
იფიქრე ჩილის ჩიზქეიქზე და ცოტა ჩემზეც.
მიყვარხარ"!
__
თვე,რომელიც მასიმომ მთხოვა,ძალიან ნელა,
ძალიან ბევრ ნერვიულობასა და,ფიქრების თავდასხმებში გავიდა..
თითქმის ყოველდღე,მცირე საუბრებმა ისე დამაახლოვა მის სულთან,თითოს ერთი გავმხდარიყავთ..
კავშირი,რომელსაც ძალიან ბევრი კილომეტრი ორად ხლეჩდა,ისეთი მყარი იყო,
ვერასდროს რომ წარმოვიდგენდი..
30 დღის შემდეგ იყო 30 თეთრად გათენებული ღამე და,
ამის მიღმა,
წარმატების ის საფეხურები,რომელსაც თითო საათი la vie en rose-ში გატარებული მიტოვებდა.
ვერასდროს გამომივა იმ ღელვის გადმოცემა,რაც ამ პერიოდის მანძილზე გულში ტრიალებდა..
მისგან შორს ყოფნა მაპატარავებდა..
ფიქრები,რომ ის ბრძოლის ველზე მარტო იყო,სულს მიწიწკნიდა და გაყინულ მდგომარეობაში მტოვებდა..
ვერ ვუძლებდი..
არასდროს მითქვამს ის,რაც სიმართლე არ იყო..
მე მის გარეშე არ შემეძლო..
ორ ნაწილად ვიხლიჩებოდი და ადამიანობას ვკარგავდი..
საკუთარ თავს უჰაერობაში ვტოვებდი და იქიდან ვეღარ ვაღწევდი თავს..
ორ ფრონტზე მებრძოლმა,
მთელი ენერგია შევალიე,რომ ერთი მიანც ყოფილიყო იდეალური და,ამაში მასიმოს დიდი წვლილიც იყო.
აღფრთოვანებული დამკვეთები კომპლიმენტების ზღვაში მახვევდნენ..
მაიკლის ადვოკატი კონტრაქტის გახანგძლივებაზე მოლაპარაკების ჩანიშვნას მოითხოვდა,
მენიუში ჩამატებული ჩილის ჩიზქეიქი მწვერვალებს იბყრობდა და იქ მისვლიდან,მესამე კვირას,ყოველდღიურ წარმოებაში ჩაეშვა.
ყველა ფორმალობის დაცვით.
ეტიკეტის გათვალისწინებით,
გრაფაში დიდი შრიფტით თავს იწონებდა -ნატალი ლიჩელი.
თუმცა,გაურკვევლობა,მაინც ფარავდა ყველა დადებითს.
ერთიანად ჩამოშორებულმა ყველა სიახლეს,აღარ ვიცოდი როგორ ავდევნებოდი მათ.
გარეშე პირებისთვის სრულიად უცხო იყო ის,რაც "სამოვარი"ს ირგვლივ ხდებოდა.
არც ნუცა,არც ნინა მცირედითაც არ იყო საქმის კურსში და ყველაფერი ისეთ ვაკუუმში ხდებოდა,
ზედმეტს ვერავინ გებულობდა.
მეორე თვის პირველი რიცხვი იყო,
ღამის თერთმეტზე ნუცას შეტყობინებამ რომ დაღლილობა მთლიანად მომიხსნა.
მასიმოს ლოდინში დასვენების დღე ისე უქმად გამევლო,ფიქრებისგან გადაღლილი ვიყავი.
მისმა სიტყვებმა თითქოს ერთიანად გამომაფხიზლეს და დაზაფრულმა როგორ გავხსენი სპეცგამოშვება,ვერ ავხსნი..
40 წლამდე ჟურნალისტი მღელვარე ხმით ერთი საათის მომხდარ უკანასკნელ ამბებს მთელი სიცხარით ჰყვებოდა და კადრებად დაფიქსირებულს უშვებდა..
სიუჟეტში ცალსახად სჩანდა როგორ ასახელებმა სანდრო ნაკანი ასაფეთქებელის სახელწოდებას "სამოვარი"ს ნანგრევების ფონზე.
რიგებად დაწყობილ კომპრომატებსა და ვიდეომასალებს ემატებოდა აუარება ფოტომასალა,სადაც სულწაწყმენდილი სანდრო ნაკანი ყველა კანონის გათელვით ცდილობდა კარიერულ სვლასა და სხვისი ქონების მისაკუთებას.
ყველაფერზე იმდენად იდეალურად იყო ნამუშევარი,
ეჭვს არცერთი სამხილი არ ბადებდა და მის ჩამდენს წლობით საკანს ჰპირდებოდა.
კმაყოფილებამ სულ წამით დამრია ხელი..
მასიმოს მიღწეული სამართლის ზეიმისგან გახარებულს თითქოს ერთიანად გადამასხეს ყინულიანი წყალი..
კადრები ერთმანეთს ცვლიდნენ და თავზარს მცემდნენ..
სხეულმა ფუნქცია დაკარგა.
სუნთქვა შევწყვიტე და გული თითქოს,მთლიანად გამიჩერდა...
დაბურულ კადრებში თითქმის არ ჩანდა,როგორ გაექცა შეიარაღებულ სპეცრაზმელებს სანდრო ნაკანის მატლდასეული მძორი,
გონება ნახატებად აღიქვამდა მის შემართულ იარაღსა და "სამოვარი"ს ფერფლზე უსულოდ დაშვებულ მასიმო გირგვლიანს..
ცოცხალმკვდარმა არ მახსოვს როგორ მოვუყარე საჭირო საბუთებს თავი..
არ მახსოვს,რომელი ძალით მივედი აეროპორტამდე და არც ის მახსოვს,როგორ ვევედრებოდი სრულიად უცხო ხალხს მასიმოს გადარჩენას.
აგონიაში მყოფმა ნახევრად გათიშულმა დავფარე მთლიანი მანძილი პარიზიდან
სამშობლომდე.
სულში ისეთი ტკივილი და სასოწარკვეთა ტრიალებდა,
ფეხებს მკვეთდა.
სუნთქვის გაგრძელების სურვილი თითქოს ჰაერში გაფანტულიყო და უჟანგბადობაში მკარგავდა..
უღმერთო შიშმა მხოლოდ ინსტიქტებს მიმანდო და ყველანაირი ადამიანური შეგრძნებები მინის ქილაში გამომიკეტა.
მის დაკარგვას ვერ გადავიტანდი.
ღმერთი ასე ვერგამწირავდა..
განგება ასე ვერ დამცინებდა..
მასიმო გირგვლიანის გარეშე ვერმამყოფებდა..
ამისთვის მზად ვერ ვიყავი..
__
თეთრ კედლებში ქაოტურად მორბენალი ექთნები წამითაც არ ჩერდებოდნენ.
დაძაბულ ატმოსფეროს მომლიდინე თვალები ერთიორად ამძიმებდა..
მოძრავ კარებს შეჩერებული მრავალი წყვილი თვალი ექიმის გამოსვლას მოუთმენლად ელოდა და წამებს ითვლიდა,ახალი ამბავი გაეგოთ.
მათ შემხედვარე სული მეწურებოდა.
გული უღმერთოდ მტკიოდა და საერთოდ ვერ ვაზროვნებდი..
სასოწარკვეთას წარმოუდგენლად შევებოჭე და ყველანაირი საღი აზრი დაებლოკა.
ვერაფერს ვისმენდი და ვხედავდი.
ერთადერთი,რაც ამწამს ჩემს სულს სჭირდებოდა,მისი არსებობა იყო..
არსებობისთვის ბრძოლაში სამი დღე ისე შემომათენდა მოსაცდელში მომლოდინეს,ვერც მივხვდი..
მინას ტკივილიანი,თუმცა მტკიცე მზერა დასვენებას მთხოვდა,მაგრამ ვერ ვცილდებოდი..
მეგონა,თუ წამით დავტოვებდი,წავიდოდა და ვეღარ დავიჭერდი.
კარებში გახერგილს იმედი მქონდა,რომ მის წასაყვანად მოსულს ჩემი შეეშინდებოდა და ეს ილუზია იმდენ ძალას მმატებდა,წუთითაც არ დამიტოვებია საავადმყოფო.
გონებაში წამითაც არ ვუშვებდი იმ აზრს,რომ სიკვდილი შეეძლო..
სულ მცირედ რომ დამეშვა მისი არყოფნა,ერთიანად დავიშლებოდი და ადამიანობას დავკარგავდი..
-ნატალი! დასვენება გჭირდება!-მინა ჩემს დასაყოლიებლად ყველა ღონეს ხმარობდა,თუმცა,მას ყველაზე კარგად უნდა გაეგო ჩემთვის..
უარი მხოლოდ მზერით გავუცვალე და უკონტროლო სიარული განვაგრძე.
უკვე ყველა კუნთი მტეხდა,დერეფანი რომ გადაივსო და მისი პალატისკენ ყველამ ერთბაშად იწყეს სვლა.
მთელი სიცოცხლე წამში გავლიე,სანამ გავიგებდი,რომ გაიღვიძა..
გული ტკივილისგან ათას ნაწილად დამემსხვრა,სანამ ექიმი ახალ ამბავს გვეტყოდა და მოგვილოცავდა..
ჩემი დამემართა,სანამ მის კონტროლში გასული კიდევ 5 საათი გავიდოდა და ნებას მოგვცემდნენ,გვენახა.
-მხოლოდ ერთმა შედით და ორი წუთით!-მთავარმა ექიმმა მკარად გაგვაფრთხილა და გამოგვხედა.
წამითაც არ დავფიქრებულვარ.
არც კი დამიშვია,რომ მინას წინ წავიდოდი და მისი შვილის ხილვის შესაძლებლობას დავაკარგვინებდი..
ახალი ამბით მთლიანად ძალამოცემულმა,როგორც იქნა,მყარ ზედაპირზე ჩამოვჯექი და სახე აკანკალეულ ხელებში ჩავრგე..
ვგრძნობდი,როგორ დაიბრუნა სხეულმა სიცოცხლის უნარი..
ვგრძნობდი,როგორ გაივსო ყველაფერი ფერებით და ჩემში შემოიჭრა.
-უთხარი,რომ აქ ვარ!-მინას სიტყვებმა წამით გამაშეშა..
სრულად შეცვლილი სახე ღიმილით მიცქერდა და მის ძალას მინაწილებდა.
მადლიერებისგან სავსემ ყველა გრძნობა მზერით გავუცვალე და ექიმს მასიმოს პალატამდე გავყევი..
გული ამომივარდა,მარტო მყოფი,ძალისგან გაცლილი,დასუსტებული სხეული რკინის საწოლზე მწოლიარე რომ დავინახე..
მესმოდა,ვიცოდი,რომ დიდი ბრძოლა გადაიტანა,თუმცა,მაინც მეტკინა მისი სისუსტე.
ასეთი მასიმო გირგვლიანი არასდროს მენახა..
-ნატალი!-სუსტმა,თუმცა,მტკიცე ხმამ მისკენ მიმახედა..
გრძელი,ჭაღარა შერეული თმა თეთრ სასთუმალზე ქაოტურად დაყროდა..
ლიმნის არომატული სურნელი მთლინად შეეჭამა მედიკამენტების სუნს..
გული მომეწურა..
მიუხედავად აშკარა სისუსტისა,მისი თვალები ძველებურ ირონიასა და ცეცხლს ირგვლივ ასხივებდა და ოთახში სუსხი შეჰქონდა.
-არ ილაპარაკო!-ექიმის გაფრთხილება მახსენდება და მისკენ ვიხრები.
როგორც იქნა ის ძალა ვიგრძენი,აქამდე რომ მაკლდა.
-ერთხელ მაინც მომისმინე და ის მათქმევინე ,რასაც აქ ვინახავ!-ცეცხლმოკიდებულ გულზე ვანიშნე და მისი ხელი ხელებში მოვიქციე..-არ გეგონოს,სანდრო ნაკანის მეტი მტერი არ გყავდეს!-მთელი სიმტკიცე და მუქარა ხმაში გავუშვი და მისკენ მივმართე!-შენს სიცოცხლეს გეფიცები მასიმო,რომ დანებდე და თუნდაც ამაზე მეტი,ერთი წამით მანერვიულო,არც დავფიქრდები,არაფერზე დავიხევ უკან,ის,რაც ნაკანმა ვერ მოახერხა,მე ვიზამ!-მტკიცედ გავუღიმე და მის ირონიულ თვალებში აკიაფებული მოცეკვავე ეშმაკები დავაიგნორე.!-ესეც რომ არ იყოს,სულ რომ იარაღ შემართული მედევნებოდეს მკვლელი,წუთითაც ვერ გამიშვებ ვერსად..ბოლომდე შენთან ვიქნები და შენი ბაიათების აღარ ვიწამებ..-ირონიულად მოღიმარ ტუჩებზე მზერა ავარიდე და თვალებში მკაცრად ჩავხედე..-ნუ გეგონება მარტო შენ იყო მესაკუთრე..დრო არ გვქონია და ყველაფერი ისე მოხდა ჩემი ხასიათის მხოლოდ ის ნაწილი დაინახე,რაც იმ წამებში გამოვავლინე.-მთელი ძალა ვიხმარე,მის თავშეკავებულ სიცილზე რომ არ გამღიმებოდა. ეს სახე ისე მენატრებოდა,სიცოცხლეს დავთმობდი,მოვალერსებოდი..
-მეტი არ მინდა,რამე მოხდეს,გეფიცები,ნაკანს ინატრებ!-მტკიცედ დავასრულე ტკივილებს ამოყოლილი მონოლოგი და მაჯაზე მისი ბენდენა დავუმაგრე..
ამ პატარა ატრიბუტის გარეშე მასიმო გირგვლიანი იდენტობას კარგავდა.
ჩაეღიმა.
სახეზე ძველებური,მებური ირონიული ღიმილი დაჰკრავდა და თვალებით მთელ დაგროვილ სითბოს მიგზავნიდა.
-რა საშიში ქალი ყოფილხარ ნატალი!-ჩუმი კმაყოფილებით მიკრავს თვალს და ჩემი თითები ტუჩებთან მიაქვს..
ცხელი აღელვება მთელ სხეულში მივლის და ლოყები მეფაკლება.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა,ნატალი ლიჩელი!-ფიქრებისგან დასაღწევად ვუცინი და კარებისკენ მივდივარ..
-დღეს ვეღარ გნახავ,მინა სამი დღეა ნერვიულობისგან მოკვდა..მას შემოვუშვებ!-თბილად ვუღიმი და გასვლამდე საკუთარ თავს ვეღარ ვერევი,მისკენ ვბრუნდები,ფერმრკრთალ ტუჩებზე წუთიერ ამბორს ვუტოვებ და აბრწყინებულ თვალებს კეკლუცურად ვუღიმი.
-ჩემზე იმდენს ნუ იფიქრებ გირგვლიანი,წნევამ აგიწიოს!-თვალს ვუკრავ და აღფრთოვანებულს პალატაში ვტოვებ..
__
საავადმყოფოს რეალობაზე გადავერთეთ.
სამი კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დავტოვე..
პარიზსა და ჩემს ქალაქს შორის მანძილი აღარ მღლიდა და ისე ბუნებრივად ვფარავდი,მიკვირდა..
თითქოს მომხდარმა და მცირე დროში ერთიანად დამტყდარმა ისეთი ძალა შემმატა,აქამდე რომ ვნატრობდი..
მაიკლთან გაფორმებული ორ თვიანი კვალიპიკაციის მასტერკლასები კიდევ ერთი უზარმაზარი წარმატებით დასრულდა და იმ მწვერვალზე ამიყვანა,რომც ვერ ვიოცნებებდი.
მასიმოს კმაყოფილებითა და სიამაყით სავსე მზერა საკუთარ თავში უდიდეს თავდაჯერებულობას მმატებდა და იმ პიროვნებად მაყალიბებდა,რაც სამზარეულოსა და სუ-შეფს სჭირდებოდა..
თუმცა,იყო ფაქტი და ერთი შემთხვევა,რაც მასიმოს გულზე ლოდად აწვა..
ამას მის თვალებში ვკითხულობდი..
ცდილობდა შეენიღბა,მაგრამ,რთული იყო არ დამენახა..
-"სამოვარი" უნდა აღვადგინოთ მასიმო!-შეეცადა ერთიანად მოწოლილი აღელვება ჩაეცხრო..მასაც ქონდა სისუსტის უფლება..ამჯერად ჩემი ჯერი იყო,ფარად და ძალად დავდგომოდი..ერთმანეთი უნდა შეგვევსო..უნდა გვებრძოლა და ის უნდა დაებრუნებინა,რასაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა..
ვიცოდი,ზუსტად ეს სჭირდებოდა,ყველაფერი ნულიდან დაეწყო..
მისი ლურჯი ზვირთებიდან წამოსული მადლიერება მთელ სხეულში ცხლად მეღვრებოდა და მათბობდა..
მთლიანად ის და მისგან წამოსული ენერგია იყო,რაც არსებობისთვის მჭირდებოდა.
არასდროს ყოფილა ჩვენში ზედმეტი არც ქმედება და არც რა.
ორი სიზუსტის მოყვარული ადამიანისთვის კონკრეტულად ნათქვამი სიყვარული დათელილ ფრაზებს აღემატებოდა და იმ ძალად გვაყალიბებდა,რაც ერთმანეთისთვის გვემეტებოდა.
მთელი თვე უამრავ საქმეში გადართულს,მცირედ თუ ეცალა..
წუთით მოსული ქარბორბალას დაატრიალებდა მთელ სხეულში და წავიდოდა..
უკვე მისი თუნდაც საათით ნახვა მენატრებოდა საქაღალდეებით დატვირთული რომ მოვიდა და ციცქნა ბინის,ციცქნა დივანზე რომ მოკალათდა.
ბენდენა გრძელ თმებზე დაემაგრებინა,ტყავის ქურთუკში მოსილმა ჩაფხუტი საჟურნალე მაგიდაზე დადო და ამომხედა.
-მოდი!-მასთან ჟესტით მიხმო და მუხლზე ბუმბულივით დამისვა.
ისეთი მზერით მიცქერდა,სულს მიფორიაქებდა და სუნთქვას მიხშირებდა.
-იურიდიული საკითხები მოგვარებულია.-მისი ვნებიანი მზერიდან თავი რომ დამეხსნა,საქაღალდეებს დავაცქერდი და მათში რაიმეს გაგებას შევეცადე,მასიმოს ირონიული ჩაცინება დავაიგნორე და ჩემკენ გამოწვდილ თაბახს თვალი გადავავლე.
დაკანონებული იურიდიული ქონების სახელწოდებამ თვალი მომენტალურად მომჭრა.
თვალებში მოწოლილი ემოციები ვეღარ დავაკავე და ნიაღვარად წამოსული ცრემლები მის ნებაზე მივუშვი.
ეს ბიჭი ყოველგვარ ადამიანურს სცდებოდა და მისი ქმედებებით უსაზღვრო,მიღმიურ ბედნიერებას აფრქვევდა.
-ყველაფერი აქედან დაიწყო ნატალი!-მის ძლიერ მკლავებში მომიმწყვდია და ტუჩებზე ალერსიანი,ცხელი,ვნებით სავსე ამბორი დამიტოვა.-სულ მალე,ნატალი ლიჩელის ფაფუკ,საოცრად ჰაეროვან, მაღალსა და თვალწარმტაც დესერტს "ჩიზქეიქში" მოვამზადებთ!
__
დასასრული.
ღრმად ამოვისუნთქე :დ
არვიცი გამოვიდა თუარა ის,რასაც თქვენ ელოდით,მაგრამ,მე რომ მიყვარს და ვგიჟდები,ამას ვერსად წავუვალ.
ჯაბა შალიკიანამდე იყო უჩა გასვიანი "ჩემთვის გაჩენილი"-დან ჩემი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟი,
შემდეგ,"ლეგენდა შალიკიანზე" შეიქმნა და,ის იკავებდა პირველობას,
ახლა,
როცა "სუ-შეფი" დაიწერა,მასიმო გირგვლიანმა ჩამინაცვლა ყველა წინა.
არვიცი,სიტყვები არ მყოფნის,გეფიცებით...
თქვენ გელით კრიტიკა-შეფასებებით და ალბათ უამრავჯერ გადავტვირთად ტელეფონს მოლოდინში..
უუუდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს,ვინც მომყვებოდით და ძალას მაძლევდით.
ვინც წერთ,იცით და გამიგებთ,რამხელა ძალა მიაქვს თუნდაც ერთი სიტყვის დაწერას,როცა მასში ყველაფერს დებ..
მიყვარხართ,რამდენადაც შემიძლია და ყველანაირ მადლიერებას ვგზავნი თქვენთან კონვერტებით.
მოკლედ,
გელით,
როგორც ყოველთვის,
თქვენი:ანასტასია



№1  offline წევრი gaomao

ამ საიტზე მხოლოდ რამდენიმე ავტორის სიახლეებს ვკითხულობ, ვინც გამართული ქართულით წერს. ერთერთი ხარ შენ <3 ძალიან კარგად წერ????????????????????????

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

gaomao
ამ საიტზე მხოლოდ რამდენიმე ავტორის სიახლეებს ვკითხულობ, ვინც გამართული ქართულით წერს. ერთერთი ხარ შენ <3 ძალიან კარგად წერ????????????????????????

დიდი კომპლიმენტია! დიდი მადლობა! მიხარია უზომოდ!

 


№3  offline წევრი სალომე.

ძალიან ძალიან ძალიან კარგია heart_eyes heart_eyes მადლობა ამ სიამოვნებისთვის

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სალომე.
ძალიან ძალიან ძალიან კარგია heart_eyes heart_eyes მადლობა ამ სიამოვნებისთვის

მადლობა რომ მომყვებოდი! ❤️❤️❤️❤️ დიდი სიხარულია, რომ მოგწონთ!

 


№5  offline წევრი ნანა73

ეს ისტორია სულ სხვანაირად დაიწყო ჩემთვის...
ყოველ დილით ცხელი ყავის არომატთან სასიამოვნო დასაყოლებელი გახდა.
მერე, როგორი არომატებით?
მაღალი კლასის შეფებით.
ქარიზმატული და უდრეკი გირგვლიანით, უთქმელობით რომ მაფორიაქებდა.
მისი მსგავსი და შესაფერისი, ულმაზესი ჩიზქეიქის დედოფლის - ნატალის მტკიცე ხასიათით და შრომისმოყვარეობით.
მერე იმდენი რამ ხდებოდა და ისე სწრაფად იცვლებოდა სიტუაცია კირგიდან ცუდისკენ და უფრო ცუდისკენ
ვეღარც ვეწეოდი.
ბოლოს კი...
არ ველოდი ასეთ დასასრულს. უფრო სწორად ნაადრევ დასასრულს.
მეტი მასიმო და ნატალი მინდოდა ერთად.
არა სიჩუმეში, არამედ ხმაურში, საუბრებში, კამათებში და ოვაციებში.
იყო, ეს ყველაფერი იყო. კარგადაც დასრულდა, თუმა მოკლედ ნათქვამი გამოვიდა.

მე მაინც კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ბევრი სიამოვნება მომანიჭა შენმა ნაწერებმა.
ძალიან კარგი ხარ ანასტასია!!!

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნანა73
ეს ისტორია სულ სხვანაირად დაიწყო ჩემთვის...
ყოველ დილით ცხელი ყავის არომატთან სასიამოვნო დასაყოლებელი გახდა.
მერე, როგორი არომატებით?
მაღალი კლასის შეფებით.
ქარიზმატული და უდრეკი გირგვლიანით, უთქმელობით რომ მაფორიაქებდა.
მისი მსგავსი და შესაფერისი, ულმაზესი ჩიზქეიქის დედოფლის - ნატალის მტკიცე ხასიათით და შრომისმოყვარეობით.
მერე იმდენი რამ ხდებოდა და ისე სწრაფად იცვლებოდა სიტუაცია კირგიდან ცუდისკენ და უფრო ცუდისკენ
ვეღარც ვეწეოდი.
ბოლოს კი...
არ ველოდი ასეთ დასასრულს. უფრო სწორად ნაადრევ დასასრულს.
მეტი მასიმო და ნატალი მინდოდა ერთად.
არა სიჩუმეში, არამედ ხმაურში, საუბრებში, კამათებში და ოვაციებში.
იყო, ეს ყველაფერი იყო. კარგადაც დასრულდა, თუმა მოკლედ ნათქვამი გამოვიდა.

მე მაინც კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ბევრი სიამოვნება მომანიჭა შენმა ნაწერებმა.
ძალიან კარგი ხარ ანასტასია!!!

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ასე გამოვიდა,თითქოს ასეთი მოუხდათ და მინდოდა ეს ამჯერად,ასე ❤️❤️❤️❤️❤️ არ გამოვრიცხავ ჰქონდეს გაგრძელებაც,თუმცა,წინასწარ ვერ ვიტყვი..
ყავის არომატს მართლაც რომ უხდება,
თუ სურვილი გაგიჩნდებათ მეორედ მოუბრუნდეთ, ყავაში მომზადებისას დარიჩინის ჩხირი ჩაამატეთ, და ისეთ გემოს მიიღებთ,რაც ამ ჩიზქეიქს მოუხდება ❤️❤️❤️❤️❤️უღრმესი მადლობა რომ ბოლომდე გვერდით მედეგით ❤️❤️❤️თითო სიტყვა მახსვს თქვენი და მიყვარს! მადლობა!

 


№7  offline მოდერი თამარი აჩბა

ნატალის ჩიზქეიქივით მაღალი ისტორია, ამავე ჩიზქეიქივით საოცრად ჰაეროვანი (გრძნობებით გაჟღენთილი სიმსუბუქე), დასასრულით ! წინ წარმატებისკენ, ჩემო ტასიკო ! ❤️❤️❤️

 


№8  offline წევრი OKI ME

და აი, მეც მოვედი, ჩემი უსაშველოდ, დაუსრულებლად დიდი კომენტარებით. :დდდ

ტასო, საოცრება ხარ !! კი იცი, ჩემი დამოკიდებულება შენდამი, თუმცა კიდევ, რომ არ ვთქვა ვერ მოვისვენებ. ყველაზე მეტად რაც მომწონს, ის არის, რომ მარტივად იკითხება. არ არის საშინლად გაწელილი სიუჟეტები, უაზროდ დამძიმებული, გაბუქებული, დეპრესიული და ა.შ. სიუჟეტი. მარტივად აღსაქმელი და ნამდვილად, გამართული ნაწერია. შენი, წინა ისტორიებიდან ხარ, ჩემი უსაყვარლესი მწერლების სიაში. ვის ისტორიებსაც, ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ და ერთი სული მაქვს როდის დადებენ ხოლმე ახალ ისტორიებს. ახლა უკვე გადავედი მოლოდინის რეჟიმში, თუ როდის დაბრუნდები ახალი ისტორიით.

დღეს, სამსახურში განსაკუთრებულად რთული და დამღლელი დღე მქონდა :დდ რომ მოვედი, წაკითხვის თავიც კი არ მქონდა. უბრალოდ შემოვედი, ვიფიქრე თუ რომელი, ისტორია დაიდო, რომელსაც ვკითხულობ-თქო ჩავინიშნავ და ხვალ გავაგრძელებ-მეთქი. თუმცა, რათ გინდა? დავინახე თუ არა, მით უმეტეს წარწერით "სრულად", მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო ჩემთვის :დდდ სამჯერ წავიკითხე სათაური, დაღლილობისგან შეცდომით ხო არ წავიკითხე ან ხომ არ მომეჩვენა, ვიფიქრე :დდდ იმდენად გამიხარდა, ენერგიით ავივსე და მოვემზადე წასაკითხად. :დდდ მერე მივხვდი, რომ გული მწყდებოდა. რა მეშველება ახლა? :დდ

მინა, საოცარი ქალია, ჩემთვის ❤️❤️

არასდროს გამომდის ლაკონური კომენტარის დაწერა. რა ჩემი ბრალია? შენ ხარ ამაში დამნაშავე. დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო შენს ისტორიებზე.

ნუ, უჩა გასვიანი, ჯაბა შალიკიანი და მასიმო გირგვლიანი ჩემთვის სამივე განსხვავებულია :დდ სამივეს თავისი ადგილი უკავია ჩემს გულში. ვერც გეტყვი, რომელს უფრო წინ დავაყენებ. ჯაბა სულ სხვაა, უჩაც სხვაა, აი მასიმო საერთოდ განსხვავებულია. ვერ გამოვყოფ.

კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა, უბრალოდ, როგორც ყოველთვის, ნახევარი დამავიწყდა სანამ დავწერდი ((

მოკლედ, ტასო, წარმატებებს გისურვებ. ძალიან მინდა მალე ვიხილო შენი ახალი ისტორია. მე, შალიკიანით გაგიცანი და აღმაფრთოვანე. ❤️❤️

 


№9  offline ახალბედა მწერალი tasusuna

თამარი აჩბა
ნატალის ჩიზქეიქივით მაღალი ისტორია, ამავე ჩიზქეიქივით საოცრად ჰაეროვანი (გრძნობებით გაჟღენთილი სიმსუბუქე), დასასრულით ! წინ წარმატებისკენ, ჩემო ტასიკო ! ❤️❤️❤️

თამარ! ❤️❤️❤️❤️❤️ სულ მემახსოვრწბი! ❤️❤️❤️❤️ მადლობა რომ ბოლომდე აქ იყავი!! ❤️❤️❤️❤️

Megioki
და აი, მეც მოვედი, ჩემი უსაშველოდ, დაუსრულებლად დიდი კომენტარებით. :დდდ

ტასო, საოცრება ხარ !! კი იცი, ჩემი დამოკიდებულება შენდამი, თუმცა კიდევ, რომ არ ვთქვა ვერ მოვისვენებ. ყველაზე მეტად რაც მომწონს, ის არის, რომ მარტივად იკითხება. არ არის საშინლად გაწელილი სიუჟეტები, უაზროდ დამძიმებული, გაბუქებული, დეპრესიული და ა.შ. სიუჟეტი. მარტივად აღსაქმელი და ნამდვილად, გამართული ნაწერია. შენი, წინა ისტორიებიდან ხარ, ჩემი უსაყვარლესი მწერლების სიაში. ვის ისტორიებსაც, ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ და ერთი სული მაქვს როდის დადებენ ხოლმე ახალ ისტორიებს. ახლა უკვე გადავედი მოლოდინის რეჟიმში, თუ როდის დაბრუნდები ახალი ისტორიით.

დღეს, სამსახურში განსაკუთრებულად რთული და დამღლელი დღე მქონდა :დდ რომ მოვედი, წაკითხვის თავიც კი არ მქონდა. უბრალოდ შემოვედი, ვიფიქრე თუ რომელი, ისტორია დაიდო, რომელსაც ვკითხულობ-თქო ჩავინიშნავ და ხვალ გავაგრძელებ-მეთქი. თუმცა, რათ გინდა? დავინახე თუ არა, მით უმეტეს წარწერით "სრულად", მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო ჩემთვის :დდდ სამჯერ წავიკითხე სათაური, დაღლილობისგან შეცდომით ხო არ წავიკითხე ან ხომ არ მომეჩვენა, ვიფიქრე :დდდ იმდენად გამიხარდა, ენერგიით ავივსე და მოვემზადე წასაკითხად. :დდდ მერე მივხვდი, რომ გული მწყდებოდა. რა მეშველება ახლა? :დდ

მინა, საოცარი ქალია, ჩემთვის ❤️❤️

არასდროს გამომდის ლაკონური კომენტარის დაწერა. რა ჩემი ბრალია? შენ ხარ ამაში დამნაშავე. დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო შენს ისტორიებზე.

ნუ, უჩა გასვიანი, ჯაბა შალიკიანი და მასიმო გირგვლიანი ჩემთვის სამივე განსხვავებულია :დდ სამივეს თავისი ადგილი უკავია ჩემს გულში. ვერც გეტყვი, რომელს უფრო წინ დავაყენებ. ჯაბა სულ სხვაა, უჩაც სხვაა, აი მასიმო საერთოდ განსხვავებულია. ვერ გამოვყოფ.

კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა, უბრალოდ, როგორც ყოველთვის, ნახევარი დამავიწყდა სანამ დავწერდი ((

მოკლედ, ტასო, წარმატებებს გისურვებ. ძალიან მინდა მალე ვიხილო შენი ახალი ისტორია. მე, შალიკიანით გაგიცანი და აღმაფრთოვანე. ❤️❤️

აღფროთავწნული და ყურებამდე გაღიმებული ამწამს მე ვზივარ დივანზე და შენს უზარმაზარ შეფასებას ვკითხულობ ❤️❤️❤️❤️❤️❤️ როგორი გოგო ხარ რა, აი ყველაფრით სავსე და აამ შენ პოზიტივს უანგაროდ აფრქვევ! მიყვარს ესეთი ხალხი !!! მადლობა, დაუსრულებელი მადლობა რომ სულ აქ იყავი! ❤️❤️❤️❤️ როგორმე შევეცდები მალევე დავბრუნდე, სანამ დრო მაქვს და ისევ ჩავები ამ ჩემს სკოლა-მოსწავლეეებში, მოვახერხებ რამეს..
მოკლედ, მეც რომ უსასრულოდ არ გამომივიდეს :დდ მადლბა ! ❤️❤️❤️ უ დ ი დ ე ს ი!

 


№10 სტუმარი ტაისა

ასეთი მაღალი კლასის ისტორიებს რომ წერთ შენ და კიდევ ზოგიერთი, იმიტომ მიხარია ამ საიტზე შემოსვლა.
ზუსტად ისეთი ისტორია იყო, სრულად დადებას რომ არ უცდი და უსაზღვრო ინტერესით ელოდები ყოველ თავს, მერე კიდევ ყოველ დილას ბედნიერად იწყებ.

heart_eyes თვალებიდან გულებს და ვარსკვლავებს ვისვრი))))

მიხარიხარ და სუუულ სუულ ძალიან მეამაყება , რომ ჩემი სახელი გქვია heart_eyes

 


№11  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ტაისა
ასეთი მაღალი კლასის ისტორიებს რომ წერთ შენ და კიდევ ზოგიერთი, იმიტომ მიხარია ამ საიტზე შემოსვლა.
ზუსტად ისეთი ისტორია იყო, სრულად დადებას რომ არ უცდი და უსაზღვრო ინტერესით ელოდები ყოველ თავს, მერე კიდევ ყოველ დილას ბედნიერად იწყებ.

heart_eyes თვალებიდან გულებს და ვარსკვლავებს ვისვრი))))

მიხარიხარ და სუუულ სუულ ძალიან მეამაყება , რომ ჩემი სახელი გქვია heart_eyes

მიხარია! ისევე როგორც შენ! მიყვარს ჩემი სახელი და ყველა მოსახელეც! დიდი პატივია მათ რიგებში თუ ვარ, ვინც შენს ფავორიტებშია! მადლობა ! ❤️❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი მეამბოხე

საასწაააული იყოოოო ❤️❤️❤️❤️❤️❤️ მადლობა შენ განცდილი სიამოვმებოსთვის ❤️ ველი შემდეგს ❤️❤️❤️

 


№13 სტუმარი თმთ

ძალიან ,ძალიან კარგი გოგო ხარ შენ....

 


№14  offline ახალბედა მწერალი tasusuna

თმთ
ძალიან ,ძალიან კარგი გოგო ხარ შენ....

ძალიან დიდი მადლობა შენ ❤️❤️❤️
სტუმარი მეამბოხე
საასწაააული იყოოოო ❤️❤️❤️❤️❤️❤️ მადლობა შენ განცდილი სიამოვმებოსთვის ❤️ ველი შემდეგს ❤️❤️❤️

მადლობა მეამბოხევ ❤️❤️❤️

 


№15  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ტაას რამდენი ხანი ველოდი ამის სრულად ხილვას იცი?
არა არ გეცოდინება რადგა არასდროს გამოვირჩევი აქტიურობით თუმცაა ახლა ვაღიარებ რომ ჯანდაბა თითებს ვიკვნეტდი რომ არ წამეკითხა დასასრულამდე და როგორი ბედნიერი ვარ რომ მეღირსა ამ მაგარ ისტორიას ვიხილავ და ახლა ემოციების მთლიანად გაზიარებაც შემიძლია♥️

მომენატრეთ მართლა♥️
მე მიყვარს შენი ისტორიები და ყოველთვის თვალს გადევნებ♥️

ეს ისტორიაც შემიყვარდა იმირომტომ თავისებურია და სიგიჟეა ჩემთვის♥️
აი ისეთი ჩემამდე რომ მოდის და გულსაც მითბობს და მაფორიაქებს კიდეც♥️

აი უბრალოდ მიხარია სიატზე რომ შემოვდივარ და ჯერ კიდევ ხართ ისეთი ავტორები ვის ისტორიების კითხვას გულით ველოდები ხოლმე და მიხარია♥️

რა ვთქვა არ ვიცი უბრალოდ საოცარი პერსონაჟები გყავს და მიყვარს თითოეული რადგან მათში იმდენს დებ რომ ბოლომდე მოგაქვს ჩვენთან ყველაფერი და ნათლად გვანახებ თითოეულის ემოციას ♥️

მიხარია რომ ასეთი უნიკალური ხარ და ისტორიებიც ასეთი გაქვს♥️

არ დაიკარგო რა♥️
და ხოიცი გულით სულით აქვარ და თვალს გადევნებ კარამელო♥️

 


№16  offline წევრი Margo Tokyo

ჰმმმმმ... როგორი განსხვავებული თავგადასავალი იყო.
ემოციური, გრძნობიერი და ლაკონიურიც. უცებ ჩნდებოდა დაძაბულობა და სწრაფადვე იმუხტებოდა, თუმცა გარკვევით ჩანდა პერსონაჟების, განსაკუთრებით ნატალის ემოციები.
პატარა და დატვირთული ისტორია იყო, ამიტომ დამამახსოვრდება და არ ჩაივლის როგორც მორიგი წაკითხული ისტორია. innocent
წერის სტილი მომეწონა, ზოგადად ყოველთვის იგრძნობა კითხვის დროს, ავტორი რა განწყობით წერს.
არ იყო ბევრი დიალოგი,
მაგრამ ჩანდა ავტორის სიყვარული იმის მიმართ, რასაც წერდა.
ყოველ წინადადებაში იგრძნობა ეს და ჩემი აზრით, დიდი მიღწევაა, რადგან საიტზე იშვიათად ვკითხულობ ისეთ ნაწერებს, რომლებიც ავტორის გრძნობებსაც ირეკლავს.
საკმაოდ ორიგინალური და არაბანალური ამბავი იყო, რა!!
სამზარეულო ჩემი სუსტი წერტილია, მიუხედავად იმისა, რომ არაფრის გაკეთება ვიცი, უბრალოდ ვგიჟდები, როცა ვუყურებ ან ვკითხულობ, ამის გამო, ეს ისტორიაც განსაკუთრებულია. ;დ იშვიათად წერენ ამ თემაზე და ამის გამო, კიდევ ერთი მადლობა ავტორს! :დ <3
მასიმოზე რასაც ვფიქრობ იცი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავნმეორდები და ვიტყვი, რომ უტიპესია!
მოკლედ, ასე გააგრძელე, რა. laughing <3333

 


№17 სტუმარი Qeti qimucadze

ai kargad eom agixsnaa. es iatoria gaxldat hai levelis doniss. idealuri. momzadebuli siujetit. uzustesi cvrilmanebit da gamorcheuli persinajebit. parizmatuli da ironias amofarebuli masimo. hai leveli donis svani. mkqcri. magram samartliani shemfasebeli da maqsimaliti. da meore mxriv sentimentaluri. chumi natali. romelic masimos siyvarulma vulkanivit amoafrqviaa. isic maqsimalotia da absolutirad shetqvsebadebi. es istoria iyo gemrieli sauzme. romelsac sacolshi mogartmevs shentvis usayvarlesi adamiani. arvici sxbv araunda vtqvaa. super gogo xar tasoooo. tavgancoruli grznobebit savse istoria iyoooo

 


№18  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ტკბილიწიწაკა
ტაას რამდენი ხანი ველოდი ამის სრულად ხილვას იცი?
არა არ გეცოდინება რადგა არასდროს გამოვირჩევი აქტიურობით თუმცაა ახლა ვაღიარებ რომ ჯანდაბა თითებს ვიკვნეტდი რომ არ წამეკითხა დასასრულამდე და როგორი ბედნიერი ვარ რომ მეღირსა ამ მაგარ ისტორიას ვიხილავ და ახლა ემოციების მთლიანად გაზიარებაც შემიძლია♥️

მომენატრეთ მართლა♥️
მე მიყვარს შენი ისტორიები და ყოველთვის თვალს გადევნებ♥️

ეს ისტორიაც შემიყვარდა იმირომტომ თავისებურია და სიგიჟეა ჩემთვის♥️
აი ისეთი ჩემამდე რომ მოდის და გულსაც მითბობს და მაფორიაქებს კიდეც♥️

აი უბრალოდ მიხარია სიატზე რომ შემოვდივარ და ჯერ კიდევ ხართ ისეთი ავტორები ვის ისტორიების კითხვას გულით ველოდები ხოლმე და მიხარია♥️

რა ვთქვა არ ვიცი უბრალოდ საოცარი პერსონაჟები გყავს და მიყვარს თითოეული რადგან მათში იმდენს დებ რომ ბოლომდე მოგაქვს ჩვენთან ყველაფერი და ნათლად გვანახებ თითოეულის ემოციას ♥️

მიხარია რომ ასეთი უნიკალური ხარ და ისტორიებიც ასეთი გაქვს♥️

არ დაიკარგო რა♥️
და ხოიცი გულით სულით აქვარ და თვალს გადევნებ კარამელო♥️

როგორ მიხარია,მაბედნიერებს და მთლიანად მავსებს ეს სიტყვები, ვერ წარმოდიგენ ❤️❤️❤️❤️❤️❤️ ვერ ვიჯერებ და მგონია არ ვიმსახურებთქო,ასეთ სიტყვებს , მაგრამ, მაინც გული მითბება და ისეთი ძალით ვივსები, დიდხანს ვერ ვიკარგები ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️უუუუდიდესიიი მადლობბაა რომ მოგეწონა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა შეფასება და ასეთი, ათასმაგად ❤️❤️❤️❤️

Margo Tokyo
ჰმმმმმ... როგორი განსხვავებული თავგადასავალი იყო.
ემოციური, გრძნობიერი და ლაკონიურიც. უცებ ჩნდებოდა დაძაბულობა და სწრაფადვე იმუხტებოდა, თუმცა გარკვევით ჩანდა პერსონაჟების, განსაკუთრებით ნატალის ემოციები.
პატარა და დატვირთული ისტორია იყო, ამიტომ დამამახსოვრდება და არ ჩაივლის როგორც მორიგი წაკითხული ისტორია. innocent
წერის სტილი მომეწონა, ზოგადად ყოველთვის იგრძნობა კითხვის დროს, ავტორი რა განწყობით წერს.
არ იყო ბევრი დიალოგი,
მაგრამ ჩანდა ავტორის სიყვარული იმის მიმართ, რასაც წერდა.
ყოველ წინადადებაში იგრძნობა ეს და ჩემი აზრით, დიდი მიღწევაა, რადგან საიტზე იშვიათად ვკითხულობ ისეთ ნაწერებს, რომლებიც ავტორის გრძნობებსაც ირეკლავს.
საკმაოდ ორიგინალური და არაბანალური ამბავი იყო, რა!!
სამზარეულო ჩემი სუსტი წერტილია, მიუხედავად იმისა, რომ არაფრის გაკეთება ვიცი, უბრალოდ ვგიჟდები, როცა ვუყურებ ან ვკითხულობ, ამის გამო, ეს ისტორიაც განსაკუთრებულია. ;დ იშვიათად წერენ ამ თემაზე და ამის გამო, კიდევ ერთი მადლობა ავტორს! :დ <3
მასიმოზე რასაც ვფიქრობ იცი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავნმეორდები და ვიტყვი, რომ უტიპესია!
მოკლედ, ასე გააგრძელე, რა. laughing <3333

მოკლედ,ძალიან ბევრი რომ არ გამომივიდეს, მადლობა რომ პირველი თავიდან, აქამდე ჩემთან იყავი ❤️❤️❤️❤️❤️❤️ სამზარეულოზე მეც ვგიჟდები,როგორც ამბობენ, კარგადაც გამომდის, ეხლა ჩლოს ჩიზქეიქი ნდა გავაკეთო :დდდდ ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️მასიმო ჩემი სიყვარულია :დდ რამდენადაც ეს შეიძლება ❤️❤️❤️❤️მადლობა!!! უდიიდეეესიიი რომ გვკითხულობდი ❤️❤️

Qeti qimucadze
ai kargad eom agixsnaa. es iatoria gaxldat hai levelis doniss. idealuri. momzadebuli siujetit. uzustesi cvrilmanebit da gamorcheuli persinajebit. parizmatuli da ironias amofarebuli masimo. hai leveli donis svani. mkqcri. magram samartliani shemfasebeli da maqsimaliti. da meore mxriv sentimentaluri. chumi natali. romelic masimos siyvarulma vulkanivit amoafrqviaa. isic maqsimalotia da absolutirad shetqvsebadebi. es istoria iyo gemrieli sauzme. romelsac sacolshi mogartmevs shentvis usayvarlesi adamiani. arvici sxbv araunda vtqvaa. super gogo xar tasoooo. tavgancoruli grznobebit savse istoria iyoooo

მიხარია,ასე თუ მოგეწონათ ❤️❤️❤️სასწაულად გასახარი შეფასებაა ❤️❤️❤️ ქეთი,მადლობა რომ პირველივე წამიდან ჩემს გვერდით იყავი ❤️❤️❤️❤️❤️ უდიდესიი პატოვისცემა თქვენ ჩემგან ! ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№19  offline წევრი შამხათი

განსხვავებული ისტორია იყო, არა ბანალური და ძალიან მომეწონა, თუმცა, რაღაც უკმარისობის განცდა დამრჩა, ამბის დასასრული ძალიან ნაადრევი იყო ჩემი აზრით.

 


№20  offline ახალბედა მწერალი tasusuna

შამხათი
განსხვავებული ისტორია იყო, არა ბანალური და ძალიან მომეწონა, თუმცა, რაღაც უკმარისობის განცდა დამრჩა, ამბის დასასრული ძალიან ნაადრევი იყო ჩემი აზრით.

რა თქმა უნდა, შეიხლებოდაუფრო მეტისმოყოლა..
მადლობა ❤️❤️❤️❤️ მიხარია,რომ წაიკითხეთ და მოგეწონათ❤️❤️❤️

 


№21 სტუმარი ევვ

ვგიჟდები შენზე კაი? ერთადერთი ხარ ვის გამოც საიტზე შემოვდივარ და მოუთმენლად ველი ახალ ისტორიებს <3 არ დაიკარგო და არასდროს შეწყვიტო წერა <3

 


№22  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ევვ
ვგიჟდები შენზე კაი? ერთადერთი ხარ ვის გამოც საიტზე შემოვდივარ და მოუთმენლად ველი ახალ ისტორიებს <3 არ დაიკარგო და არასდროს შეწყვიტო წერა <3

როგორ მიხარია ეს შეფასება ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ადლობა,მადლობა,მადლობა ამ პოზიტივოსთვის ❤️❤️❤️❤️

 


№23  offline წევრი მე♥უცნაურე

'აღფრთოვანებას ჰოო'... ❤️

 


№24  offline ახალბედა მწერალი tasusuna

მე♥უცნაურე
'აღფრთოვანებას ჰოო'... ❤️

❤️❤️❤️

 


№25  offline წევრი პალომა

ჯერ პატარა შენიშვნას ვიტყვი, რაც მჯერა უბალოდ გაგეპარა, რადგან გინდოდა მალე გამოგექვეყნებინა ♡ ცოტა გრამატიკული შეცდომები მომხვდა თვალში, მაგალითად წარსული და ახლანდელი დრო ერთმანეთს ორგან თუ სამგან შეენაცვლა, და ჩემთვის ცოტა დისკომფორტი გამოიწვია. ბეჭდური შეცდომებია კიდევ ცოტა ბევრი, მაგრამ ამას დრო უნდა და ნერვები რომ დარედაქტირდეს ^^ სხვა ამ მხრივ რა მეთქმის, ვიცი, რომ ძალიან კარგი ხარ ♡♡♡
რაც შეეხება თავად სიუჟეტსა და პერსონაჟებს. ლულაბის შემდეგ მგონი ვერავინ გაბედა სამზარეულოს თემატიკასთან შეჭიდება ისე კარგად, როგორც ეს შენ მოახერხე. დაგუგვლა მომინდა ნახსენები კერძების და დავგუგლე კიდეც ^^ პერსონაჟებს შორის სიყვარულს რაც შეეხება, მე რატომღაც ზუსტად ასეთი სიყვარული მომწონს. ვიღაცამ შეიძლება სკეპტიკურად შეხედოს, მაგრამ მე ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი აზრით, შენი დამიანი თვეებსა და წელიწადებში არ გიყვარდება, არამედ როგორც კი დაინახავ. მე ამის მჯერა. ასევე დავამატებდი, რომ სიუჟეტი იმდენად სწრაფად განვითარდა და ბევრ საკითხს მოედო, რომ მეგონა მატარებელი რელსებიდან გადავარდებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მეტად გაშლა შეიძლებიდა ამ ისტორიის. თუმდა მწერალია და გუნება. როგორც მწერლის გულსა და გონებას გაუხარდება, ისე უნდა იყოს.... და უბრალოდ, ერთს დავამატებ კიდევ. ჩემთვის ცოტა მიუღებელია ერთი მომენტი. ნატალისთვის ასეთი მნიშვნელივანი პარიზული მოვლენა იყო მის ცხოვრებაში და მასიმომ უფლება მისცა სიკვდილამდე ენერვიულა და ვერ კონცენტრირებულიყო ბოლომდე. ბოლოს ბრაზით გამართლდა მისი გამარჯვებაც, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, ვფიქრობ, თუ გიყვარს ასეთ რისკზე არ გაუშვებ ადამიანს და არც ზედმეტს ანერვიულებ იმაზე, რაც რეალურად, არც ყოფილა სანერვიულო. მგონი ცოტა კრიტიკა გამომივიდა. არ მინდა ჩათვალო, რომ არ მომეწონა. პირიქით, დიდი სიამოვნებით წავიკითხე და იმავე გრძნობით წაგიკითხავ ყოვთვის ♡ All the best, Palloma

 


№26  offline ახალბედა მწერალი tasusuna

პალომა
ჯერ პატარა შენიშვნას ვიტყვი, რაც მჯერა უბალოდ გაგეპარა, რადგან გინდოდა მალე გამოგექვეყნებინა ♡ ცოტა გრამატიკული შეცდომები მომხვდა თვალში, მაგალითად წარსული და ახლანდელი დრო ერთმანეთს ორგან თუ სამგან შეენაცვლა, და ჩემთვის ცოტა დისკომფორტი გამოიწვია. ბეჭდური შეცდომებია კიდევ ცოტა ბევრი, მაგრამ ამას დრო უნდა და ნერვები რომ დარედაქტირდეს ^^ სხვა ამ მხრივ რა მეთქმის, ვიცი, რომ ძალიან კარგი ხარ ♡♡♡
რაც შეეხება თავად სიუჟეტსა და პერსონაჟებს. ლულაბის შემდეგ მგონი ვერავინ გაბედა სამზარეულოს თემატიკასთან შეჭიდება ისე კარგად, როგორც ეს შენ მოახერხე. დაგუგვლა მომინდა ნახსენები კერძების და დავგუგლე კიდეც ^^ პერსონაჟებს შორის სიყვარულს რაც შეეხება, მე რატომღაც ზუსტად ასეთი სიყვარული მომწონს. ვიღაცამ შეიძლება სკეპტიკურად შეხედოს, მაგრამ მე ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი აზრით, შენი დამიანი თვეებსა და წელიწადებში არ გიყვარდება, არამედ როგორც კი დაინახავ. მე ამის მჯერა. ასევე დავამატებდი, რომ სიუჟეტი იმდენად სწრაფად განვითარდა და ბევრ საკითხს მოედო, რომ მეგონა მატარებელი რელსებიდან გადავარდებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მეტად გაშლა შეიძლებიდა ამ ისტორიის. თუმდა მწერალია და გუნება. როგორც მწერლის გულსა და გონებას გაუხარდება, ისე უნდა იყოს.... და უბრალოდ, ერთს დავამატებ კიდევ. ჩემთვის ცოტა მიუღებელია ერთი მომენტი. ნატალისთვის ასეთი მნიშვნელივანი პარიზული მოვლენა იყო მის ცხოვრებაში და მასიმომ უფლება მისცა სიკვდილამდე ენერვიულა და ვერ კონცენტრირებულიყო ბოლომდე. ბოლოს ბრაზით გამართლდა მისი გამარჯვებაც, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, ვფიქრობ, თუ გიყვარს ასეთ რისკზე არ გაუშვებ ადამიანს და არც ზედმეტს ანერვიულებ იმაზე, რაც რეალურად, არც ყოფილა სანერვიულო. მგონი ცოტა კრიტიკა გამომივიდა. არ მინდა ჩათვალო, რომ არ მომეწონა. პირიქით, დიდი სიამოვნებით წავიკითხე და იმავე გრძნობით წაგიკითხავ ყოვთვის ♡ All the best, Palloma

გელოდი ❤️❤️❤️ მიხარია რომ გამოჩნდი! სულ ღიმილში ჩავიკითხე ,ის კრიტიკა არ ყოფილა,რაც ღიმილს წამიშლიდა, პირიქით, ყოველთვის ვითხოვ და ველოდები ასეთ შეფასებებს! კონკრეტულს და ხაზგასმულს. ბეჭდური შეცდომებს ხშირად ვუშვებ,ტელეფონში ვწეერ და მერე მიბრუნების თავი აღარ მაქვს ;დდ ჩემი სუსტი წერტილია, რაც შეეხება სიუჟეტს, გეთანხმები,რა თქმა უნდა, გაცილებით მრავალსიტყვიანი შეიძლება ყოფილიყო,თუმცა,ესეც ჩემს ნაკლად ჩავთვალოთ,არ მიყვარს იმაზემეტი,რასაც იმ წამს განვიცდი! ასე მეწერინება :დდ
პალომა,ბევრჯერ გამოჩნდი ესეთი შეფასებებით! ❤️❤️ პირიქითმინდა და მიხარია,რომ ყველა მინუსს შეეხეე ❤️❤️❤️ მადლობა! გამიხარდება,სხვასაც თუ წაიკითხავ!

 


№27  offline წევრი ირო

შენს ისტორიებზე საუსრულებლად შეიძლება მსჯელობა."ჩიზქეიქი"საოცარი გადაწყვეტილებაა.????????????სიყვარულის ადამიანი ხარ,საოცარი დასასრულით.ზუსტად ასეთი წარმოვიდგინე ნატალი,სხვანაირად მასიმოს გვერდით დაიჩაგრებოდა და გრძნობებიც გახუნდებოდა.მომენატრება ჭაღარა მასიმო.წარმატებები და ბედნიერი შობა გაგითენდეს.სიხარულით და სიმშვიდით სავსე.????????????ჩვენ კი თავი არ მოგვანატრო და ახალი სიტკბოებით დაგვიბრუნდი.

 


№28  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ირო
შენს ისტორიებზე საუსრულებლად შეიძლება მსჯელობა."ჩიზქეიქი"საოცარი გადაწყვეტილებაა.????????????სიყვარულის ადამიანი ხარ,საოცარი დასასრულით.ზუსტად ასეთი წარმოვიდგინე ნატალი,სხვანაირად მასიმოს გვერდით დაიჩაგრებოდა და გრძნობებიც გახუნდებოდა.მომენატრება ჭაღარა მასიმო.წარმატებები და ბედნიერი შობა გაგითენდეს.სიხარულით და სიმშვიდით სავსე.????????????ჩვენ კი თავი არ მოგვანატრო და ახალი სიტკბოებით დაგვიბრუნდი.

გამახარე ❤️❤️❤️❤️❤️ მასიმო მეც მენატრება,მისი შევერცხლილი გრძელი თმით და განუყრელი ბენდენით ❤️❤️❤️❤️ დავბრუნდები, შევეცდები მალე!
ბედნიერი შობა ასევე!
მადლობა !!! ❤️❤️❤️

 


№29 სტუმარი სტუმარი Tamy

სიტყვები ზედმეტია იმდენად კარგია და საერთოდაც სასწაულად დაწერილი!.

 


№30  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი Tamy
სიტყვები ზედმეტია იმდენად კარგია და საერთოდაც სასწაულად დაწერილი!.

გულწრფლად მიხარია ყველა შეფასება ❤️ მადლობა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent