შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭრილობა (II სრულად)


6-01-2021, 15:55
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 12 236

ამ წლის პირველი ისტორიაა , მაგრამ ისეთი შეგრძNება მაქვს თითქოს ისევ 13 წლის ვარ და ახლა დავიწყე წერა. ისეთი გამოვიდა ვიცი თქვენც გაგიჩნდებათ ეს შეგრძნება. დავწერე ორ ღამეში და ვტვირთავ ისე ,რომ არ წამიკითხავს. მე მაგდალენაზე უფრო მეტად ვგავარ გრინჩს და ისტორიაც ისეთი გამოვიდა სულ არ აქვს ახალი წლის ელფერი. პატარაა ამბავია, სულ 20 გვერდია და არ ვიცი რა გითხრათ. თუ წაიკითხავთ დაველოდები თქვენს აზრს , იქნებ მეც გავიგო რა დავწერე ახლა ნამდვილად არ ვიცი რა მოვბოდე და მაპატიეთ ყველამ ვისაც იმედებს გაგიცრუებთ ჩემი ეს დაუგეგმავი , უცნაური გამოჩენა
............
თეთრად დაფარულ მთებს შორის გამავალ ვიწრო გზაზე ჩქარა მიჰყავდა თავისი ალისფერი მანქანა და ციდან წამოსულ ფიფქებს ღიმილით უყურებდა. თოვლი ნამდვილად უყვარდა, და ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა დანიშნულების ადგილამდე. ფიფქების ზომა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, რაც უფრო მაღლა ადიოდა მით უფრო დიდი იყო თოვლიც . ქარბუქში რომ მოხვდა გვიან გაიაზრა, სითბოში მყოფს უჭირდა იმის აღქმა რა რთული ვითარება იყო ირგვლივ. მთიანი სოფლის ცარიელ ქუჩაში ვერავის გადაეყრებოდა, გზის შემოკლების მიზნით მთავარი სავალი გზიდან ჩიხში გადაუხვია არც უფიქრია იმაზე , რომ თავისი მანქანით იმ გზაზე გადაადგილებას ვერ შეძლებდა. თოვლი ზედმეტად დიდი იყო, გაუკვალავი სავალი გზა კი დაბრკოლებად იქცა. გაიჭედა, საბურავების ხმა სიჩუმეში საშინლად ისმოდა , საჭის დამორჩილებას ცდილობდა, ცოტაც და ხრამში გადაეშვებოდა რომ არა ხე, რომელთან შეჯახებაც ხსნა იყო , მაგრამ დაშავებას ვერ გადაურჩა. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა , ისე დაებინდა გონება რომ საკუთარი მდგომარეობის გააზრებაც ვერ მოახერხა.
თავის ტკივილს გრძნობდა, ციოდა , სხეული ნელ-ნელა ეყინებოდა ,უნდოდა თვალები გაეხილა ,მაგრამ ვერ შეძლო. ძალა არ ჰყოფნიდა გონს მოსასვლელად. თავიდან მხოლოდ სავარძლებს შორის გაჭედილი ყუთიდან მომავალი კატის ხმა ესმოდა, შემდეგ ვიღაც ეძახდა, ნაცნობი უახლოვდებოდა, მანქანის კარის გაღებას დიდხანს ცდილობდა და გამოუვიდა კიდეც. ტანზე მიაყარა ქარმა ფანტელები , იყინებოდა, მაგრამ თბილ შეხებას გრძნობდა . ნაცნობმა უცნობმა თავი ფრთხილად ააწევინა და გამტყდარი ხმით განაგრძო საუბარი
-მაგდალინა ... ყველაზე წმინდას გაფიცებ თვალები გაახილე . გთხოვ , გემუდარები თორემ გული გამისკდება - სახეზე ეფერებოდა, ხელებზე ტუჩების შეხება იგრძნო, წამით დააშორა დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს , სახეს ბუნდოვნად ხედავდა ,მაგრამ უჩვეულო სიმშვიდეს გრძნობდა- აი ასე , შემომხედე - უნდოდა ეთქვა კარგად ვარო, მისი სამშვიდება ასე არასდროს სდომებია ისეთი შეშლილი სახით ადრე არ უნახავს ,მაგრამ ძალა არ ეყო . ტანზე რაღაც თბილი მოეხვია, სასიამოვნო სურნელი იგრძნო , სავარძელს მოშორდა და ჰაერში აღმოჩნდა. გადაადგილდებოდა,სახეზე ფიფქები ეცემოდა , იყინებოდა შუბლზე ტუჩები რომ შეეხო და ისევ მოუნდა თვალების გახელა. ვერ ხვდებოდა სიზმარში იყო თუ ცხადში . სადღაც დააწვინა , სიცივე სითბომ ჩაანაცვლა კატის კნავილი ძაღლის ყეფის ხმამ
-გამოფხიზლდი ...სტრესის გამო დაკარგე გონება . ყველაფერი კარგად იქნება , გაახილე თვალები . ვიცი,რომ შეგიძლია - თითები ისევ ურცხვად ეხებოდნენ თმაზე, სახეზე, ყელზე და ხელებზე . შემდეგ თითებზე ძაღლმა დაუწყო ლოკვა და ამ უსიამოვნო შეგრძნების გამო ჟრუანტელმა დაუარა - ფიფქია გაეცალე , ვიცი რომ გაიღვიძებს დაგაფრთხობს
-ჩემი ფიფქი- საკუთარი ხმა გაიგო, სიტყვების თქმა მოახერხა და უეცრად გაახილა კიდეც თვალები. ქვემოდან უყურებდა კაცის შავ თვალებს, მომღიმარ სახეს და სანტას მოსაცმელს- ჯანდაბა - თვალები დახუჭა, წამოიწია და ისევ გაახილა- ღმერთო გრინჩობისთვის მსჯი ,ჩემი დის წყევლა დამეწია გზად და ახალგაზრდა კლაუსი გამომიგზავნე ? თუ შენ და ღმერთი ერთ სივრცეში არ ხართ -თვალები დააწვრილა და არც დაფიქრებულა ისე შეეხო სახეზე - ამ გაკრეჭილი წვერით რანაირი სანტა ხარ ... თან თავგადაპარსული, პრესი რაღა უბედურებაა . ბავშვებისთვის მიგაქვს საჩუქრები თუ გასათხოვარი და გაუთხოვარი მდედრებისთვის - შოკში მყოფი გაუჩერებლად ლაპარაკობდა, ისტერიკა ჰქონდა- ძაღლიი ... ყველაფერი შავია . ჩემი წითელი , ჩემი ფიფქია სად არის
-სჯობს დაწვე... თავი დაარტყი და შერყევა გაქვს- კაცი გაკვირვებული უყურებდა და უსმენდა -მაგდალენა, გესმის?
-სად ვარ ...აქ საერთოდ რა მინდა. ჩემი მანქანა, თოვლიი...ჩემი მანქანააა თოვლშიაა? -უცებ გაახსენდა მომხდარი და ცრემლები წამოუვიდა- ჩემი საყვარელი წითელი ბედნიერებაა. ჩემი ფიფქი სადაა
-შენი ფიფქი არ ვიცი ჩემი აქ არის - გაოცებული უყურებდა, აკვირდებოდა და ელოდა როდის იტყოდა ქალი მის სახელს
-ვინ შენი -წარბები შეკრა და ისევ ძაღლს შეხედა- ეს ნახშირივით შავი ძაღლი ასე რატომ მიყურებს
-ამ ტონით ნუ ესაუბრები,თორემ დაგაბრუნებ გაყინულ , თოვლში ჩამარხულ მანქანაში რომლიდანაც სხვათაშორის ფიფქის დამსახურებით ამოგიყვანე - მკაცრი გაუხდა ტონი
-ჩემი ფიფქი სად არის ... მანქანაში დატოვე? ჩემი ფიფქი გაიყინება - არც უფიქრია ისე წამოდგა,მაგრამ წონასწორობა დაერღვა, ყველაფერი დატრიალდა და კაცის მკლავებში ჩაიკეცა
-სულ გადაირიე ? შერყევა გაქვს სად მირბიხარ და რას ბოდავ საერთოდ. ჰალუცინაციები გაქვს?
-მომაშორე შენი ხელები ... - მაჯაზე მოუჭირა და გაშვება აიძულა- ჩემი ფიფქი მანქანაშია, რომ მოკვდეს ვერ გადავიტან და მირჩევნია მეც მასთან ერთად გავიყინო
-მორჩი ისტერიკას და გამაგებინე რა გინდა მაგდალენა
-ჩემი კატაა მანქანაში ...ავარიის დროს კალათი გადმოვარდა და სავარძლებს შორისაა ალბათ ჩავარდნილი. გაიყინება როგორ მივიდე მანქანამდე
-კატის გამო იქ არ მივალ... ჩემი ფიფქი ვერ იტანს კატებს. ამ გზას მეორედ ვერ გავივლი ისედაც სულ მთლად დავსველდი და გავიყინე
-არც მჭირდები...ვინ გთხოვა მოდი და გადამარჩინეო ნორჩო სანტაკლაუსო
-გაჩერდი-თქო გოგო ვერ იგებ რომ გელაპარაკები? ექიმი შენ ხარ თუ მე , არ იცი შერყევის დროს რა უნდა ქნა შე მართლა შერყეულო ? - ხმას აუწია და დივანზე დააბრუნა -ახლა კატის გამო უნდა გავიარო ამხელა გზა და გავიყინო? ჩემ ბ.დს შ.ვეცი ახალი წელიც ასეთი უნდა რაა - დაბალი, ბოხი ხმით ჯუჯღუნებდა თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებოდა.
-კატა მომიყვანე ნორჩო სანტა !
-მიბრძანებ თუ მეჩვენება, რა ტონალობაა მაგდალენა?
-ეს ძაღლი ჩემს ყურთან ნუ სუნთქავს, გასწიე იქეთ და ჩემი კატა მომიყვანე! სანტას ფორმა მოგირგია და კეთილი უნდა იყო
-ნამდვილი კუდიანი ხარ, ძაღლები არ გევასება და კატა იყიდე? როდის მოასწარი საერთოდ... ამ რამდენიმე თვეში ასე მოგეძალა მარტოსულობა ?
- ამას მეუბნება სანტას ფორმაში გამოწყობილი კაცი რომელიც ამ პატარა ქოხშია შეკეტილი თავისზე დიდ ძაღლთან ერთად
-გველს რომ ელაპარაკები ხო უნდა გახსოვდეს...ისისინებს ახლა და ამხდის ტვინს სანამ იმ თავის ეშმაკ კატას არ მოვუყვან
-საკუთარ თავთან დიალოგში ხელს გიშლი, მაგრამ დრო გადის და კატა მეყინება იქ
-ღირსი ხარ ახლა გაგსვა გარეთ იმ შენ კატასთან და გაგყინო
-ამას არ გააკეთებ- წამით შეეშინდა,მაგრამ ხომ არ აღიარებდა
-ვითომ რატომ, მე ხომ ვერ გიტან - წარბი მაღლა აზიდა და სავარძელს მიეყრდნო
-მაგრამ ვალში ხარ, ჭრილობით რომ დამადექი შეგიფარე, გიმკურნალე ... ასე მალე დაგავიწყდა?
-და გგონია,რომ სიკეთეს სიკეთით დაგიბრუნებ?
-გეყოფაა , ჩემი დატოვება შეგეძლო ,მაგრამ აქ მომიყვანე ...წადი ახლა და კატაც მომიყვანე
-მე მარტო მოვედი, ნოეს კიდობანი არ მომიყვანია
-ნიკოლოზ ნუ აჭიანურებ !
-ღმერთო, ჩემი სახელი გახსოვს? მეგონა ვერ გამიხსენე
-შენ დავიწყებას ასე მარტივად ვერასდროს ვახერხებ, სულ უდროო დროს ჩნდები და თავს მახსენებ - შუბლზე მიიჭირა თითები და თვალები დახუჭა
-კარგად ხარ? მაგდა
-არ ვარ კარგად...ჭრილობა მტკივა, თავიც და კატაზე დარდიც მკლავს
-წავალ , მაგრამ საკმაოდ დიდი გზაა და უცებ ვერ დავბრუნდები. იცოდე ადგომაზე არც იფიქრო-უცნაური მზერა ჰქონდა, სევდიანი და აღელვებული. თითქოს მისი მარტო დატოვების ეშინოდა და ამიტომ არ მიდიოდა - მოვიყვან იმ შენს ეშმაკის მოციქულ კატას- ქურთუკი ჩაიცვა და სახლიდან ძაღლთან ერთად გავიდა . რამდენიმე წუთის განმავლობაში მხოლოდ ბუხრიდან გამოსული ცეცხლის ხმა ესმოდა და ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. შემდეგ ისევ გაიღო კარი და ბიჭი გამოჩნდა კატა ქურთუკის ქვეშ ჰყავდა ჩამალული იატაკზე დასვა და ისიც კნავილით შეხვდა პატრონს, გულზე მიეკრო და გაისუსა როგორც კი ფერება დაუწყო- ჩემო ლამაზო, ჩემო საყვარელოო შეგეშნდა ხო? შეგცივდა და გაიყინე ...მალე გათბები
-შორს გყავდეს თუ არ გინდა ფიფქმა დაგლიჯოს შენი ბეწვის გუნდა!
-შორს მყავს და შენს გიგანტურ ძაღლს თუ დააკავებ კარგი იქნება ... ჩემი ფიფქი უწყინარია
-ხო როგორ არა, მის გადასარჩენად მივედი და დამკაწრა . იმედია ცოფი არ აქვს
-ცოფიანი შენი ძაღლია თუ კარგია ... უბრალოდ კაცები არ მოსწონს
-კატებიც ჰგვანან პატრონებს? არ ვიცოდი - კანკალებდა, ხელები გაყინული ჰქონდა, ბუხართან დაჯდა და გახდა დაიწყო- ამ ახალი წლის ღამეს სად მიდიოდი ...ამ გზაზე საერთოდ რა გინდოდა
-ჩემები მამიდასთან ახალ სახლში ხვდებიან ახალ წელს, ჩემ ჩამოსვლას არ ელოდნენ. გადავწყვიტე მეც ავსულიყავი ... საერთოდ სად ვართ. შენ აქ რა გინდა, რა სახლია ეს საერთოდ -ხის კედლებს მოავლო მზერა. ყველაფერი იმდენად ძველი იყო გაუკვირდა- რა ხდება ფული წააგე და შენი სახლი გაყიდე ?
-ბაბუაჩემის სახლია ეს ... სანამ ქვემოთ გადასახლდებოდნენ მანამ აქ ცხოვრობდნენ . ისედაც ჩაკეტილია ყველაფერი და აქ გადმოვსახლდი, სუფთა ჰაერზე ,სიმშვიდეში ,მაგრამ ახალი წლის სიხარული არ შემარგე
-სანტას ფორმით როდის მერე დადიხარ ... თქვენ , შავები წითლებს თუ იცვამდით არ მეგონა
-თავი გატეხილი გაქვს და კიდე იშხამები . ბოლოს რომ გნახე ასეთი გამწარებულიც არ იყავი -ხის იატაკი მოძრაობისას ხმებს გამოსცემდა. ძველებური ხალიჩა ჰქონდა დაფენილი , ბუხარში შეშა დაამატა და ცეცხლი გიზგიზებდა, გარეთ ღამე იყო უკვე - სოფელში ვაპირებდი გადასვლას ... დედაჩემის ნათესავები ხომ ცხოვრობენ იქ , ბავშვებიც არიან და ვიფიქრე საჩუქრებს მივუტან-თქო
-ხო შენში ერთადერთი ადამიანური გრძნობა ბავშვების სიყვარულია - ჩუმად თქვა და ახლაღა შენიშნა წითელი ტომარა- რომელი საათია
-თერთმეტი გახდება მალე ...
-მისვლას ვეღარ მოასწრებ?
-ჩემი გეგმა ჩაშალე მოკლე გზებით სიარული რომ გადაწყვიტე ქალბატონო მაგდალენა - ისე თოვს ახლა რომ წავიდე ვერც მივაღწევ იქამდე და რომც ავიდე ან რამე შემჭამს ან მივეყინები გზაში - ოთახებს შორის დადიოდა და ჯუჯღუნებდა
-რა მნიშვნელობა აქვს დღეს აჩუქებ თუ ხვალ... საჩუქარი სულ გაუხარდებათ. ეტყვიან კლაუსის მარხილი გაფუჭდა, აქამდე ვერ ამოვიდა ან ახლა ვნახეთ ყუთებიო . დიდი ამბავი
-შენ ისევ გრინჩი ხარ ? - ზემოდან უყურებდა უკმაყოფილო სახით
-რეალისტი ვარ !
-დედაშენმა თუ ბავშვობა არ გადროვა და 6 წლისას გითხრა თოვლის ბაბუა არ არსებობს და საჩუქრები უნდა დაიმსახურო ყველა საგანში მიღებული ათიანებითო იმას არ ნიშნავს რომ რეალისტი ხარ და ახალი წელიც არაა უბრალო დღესასწაული
-და მაინც რა იცვლება ... შენნაირი მეოცნებე , სისულელეებით შეპყრობილი ადამიანებისთვისაა მოგონილი ,თორემ გეგმების დალაგება, ცვლილებების დაწყება და სურვილების ასრულება სხვა დროსაც შეგიძლია ადამიანს
-ვერ ვიჯერებ ... გრინჩმაც კი დააბრუნა ბოლოს მოპარული შობა შენ უარესი ხარ - დივანზე დაჯდა , პარკიდან ბამბა ამოიღო სპირტით დაასველა და მისკენ დაიხარა- შენს ჭრილობას დამუშავება ჭირდება ... ცოტა აგეწვება კი იცი
-სარკე მომიტანე თვითონ ვიზამ... სისხლია ეს? - სახეზე ხელი რომ ჩამოისვა და ნახევრად გამხმარი სითხე იგრძნო სახე დამანჭა- ესღა მაკლდა. დროულად უნდა წავიდე
-სად უნდა წახვიდე ... მგონი მართლა არ გაქვს ტვინი მწყობრში. ქარბუქია გარეთ
-რა ჯანდაბაა რაც თავი მახსოვს ასეთი ამინდი ამ დროს არასდროს ყოფილა ახლა ყველაფერი ჩემ წინააღმდეგაა? ესაა ახალი წლის ღამის სასწაული? - თვალები აემღვრა, ისედაც უცნაურად გრძნობდა თავს. ნიკუშა ზედმეტად ახლოს იყო, ჭრილობაზე უბერავდა, ფრთხილად წმენდდა და ისე უყურებდა გულისცემა აუჩქარდა
-ახლა ისტერიკა გეწყება ხო? - თვალებში უყურებდა, წამით ლოყაზე მოეფერა- რამდენი ხანია შენი პესიმიზმით სავსე წუწუნი არ მომისმენია ... მოგზაურობა წარსულში მელის
-ტელეფონი მინდა , დავრეკავ მამასთან, მომაკითხავენ და წამიყვანენ
-შუქი არაა ... იცი სად ვართ?
-ვაიმე შენი საგვარეულო სახლების მდებარეობა არ ვიცი,მაგრამ ჩვენს სოფლებში ცივილიზაცია არ გამქრალა
-ამინდის გამო არაა ... ვინ ამოგაკითხავს ახლა აქ. გინდა მართლა გრინჩი იყო და ლევანს გული გაუხეთქო ?
-ხვალ რომ გაიგებს არ ინერვიულებს თუ რა ... იმას რომ გაიგებს აქ შენთან ერთად დავრჩი მაშინ ნამდვილად ინფარქტის მსხვერპლი გახდება და ამდენს ნუ მალაპარაკებ ცუდად ვარ
-ლაპარაკი გეზარება? გულს ნუ მიხეთქავ ,მართლა ცუდად ხარ ?
-გგონია ხუმრობის ხასიათზე ვარ ?
-თავს ნუ სწევ, დაწექი და გაჩუმდი ...ისიც იკმარე გეგმები რომ ჩამაშხამე. იმდენხანს ვფიქრობდი ამ ღამეზე , ვერც ჩემებთან მივალ , აქ გამოკეტვა მომიწევს შენთან ერთად
-გეუბნები წავალ-თქო და არ მიშვებ ... შენც გაგიყვანენ რომ მომაკითხავენ
-მაინც ვინ მოგაკითხავს ... შენი პრინცი ჩამოსულია სოფლად?
-ვინ პრინცი
-ბევრი პრინცი გყავს? ნაყოფიერი თვეები გქონდა ამ კორონას ჟამს?
-რა გინდა ადამიანო...რატომ იშხამებ ახალ წელს? ხომ ძალიან გიყვარს და გიჟდები ,ჩემთან ერთად რომ შეხვდე მერე მე დამაბრალებ მთელი წელი უკუღმა თუ წავა ... გააკეთე რამე რომ წავიდე
-სუფრას გავამზადებ თორემ მოვიდა უკვე 12 საათი ... შენი კატა გააჩერე!
-გაჩერებულია
-გაფრთხილებ თორემ მერე მაგ გასიებული ბეწვის გროვისგან ნამცეცი რომ აღარ დარჩება ნუ დაიწყებ ჩემი ფიფქის ლანძღვას
-რა აუტანელი ხარ ...როგორ ლაპარაკობ ჩემ ფიფქზე- კატა უფრო მეტად მიიკრა გულზე და თავზე ხელი გადაუსვა
-ფიფქი? სერიოზულად ? - სამზარეულოდან გამოვიდა და მაგიდაზე დააწყო თეფშები - ამ სახლში ერთადერთი ფიფქი ჩემია
-ანუ?
-როგორღაც ისე მოხდა რომ ერთნაირი სახელები დავარქვით ...
-ამ ყვავივით შავ ძაღლს ფიფქი რომ დაარქვი ნამდვილი ცინიზმია, მაინც რანაირი ხარ შინაურ ცხოველსაც კი დასცინი
-კი არ დავცინი მიყვარს ... ისედაც შავია და აბა ბახალა უნდა ერქვას?
-შენ სიყვარულის გამოხატულება ძალზედ უცნაურად გესმის- ჩუმად თქვა და ძაღლს გახედა , ბუხრის წინ თავის პლედზე იწვა
-შენს წითელ კატას რა პონტში ქვია ფიფქი ამიხსნი? ვერაფრით ვხვდები ამ გარფილდს ფიფიქი რანაირად დაარქვი
-რომ მაჩუქეს ფქვილით სავსე ტომარში შეძვრა, თეთრი იყო რომ ვნახე და ამიტომ დავარქვი ფიფქი მერე წითური აღმოჩნდა, მაგრამ სახელი არ გადავარქვი
-არადა იმენა გარფილდია - გაჩერდა და კატას ზემოდან დახედა- დარწმუნებული ვარ თავისი სახელი არ მოსწონს...როგორი უფანტაზიო ხარო გეტყოდა,პროსტა რა ქნას კატაა და ვერ ბაზრობს შენც ჩაგრავ . გარფილდ რას იტყვი?
-გოგოა , გარფილდი კიდე ბიჭია იდიოტო
-ოოჰ ეს „იდიოტოო“ როგორ საამოდ ჩამესმის...ახლა ზუსტად ვიცი ,რომ შენ ხარ. გოგო თუა მაშინ გარფილდა იყოს, რა პრობლემაა
არაფერი უპასუხა, თვალები დახუჭა ეძინებოდა ემოციურად გამოფიტული იყო . გონებაში ქარიშხალი ტრიალებდა, ერთი არასწორი სვლა გააკეთა და ყველაფერი თავდაყირა დადგა. ნიკოლოზთან შეხვედრას კოშმარშიც ვერ წარმოიდგენდა ახლა კი მის სახლში იყო , გარეთ თოვდა , გარეთ ვერ გააღწევდა იქ დარჩენა მოუხდებოდა . რა იქნებოდა რომ გაიგებდნენ ღამე ყოფილ კლასელთან სახლში მარტომ გაატარა . მართალია ახლოს არავინ ცხოვრობდა, მაგრამ ვინ იცის რა მოხდებოდა. მანქანა დაამტვრია, თავი გატეხილი არ ჰქონდა, მეორე დღეს უკეთ იქნებოდა , ამაზე არ დარდობდა,თუმცა ტკივილი აწუხებდა. ძილი ნამდვილად განტვირთვის წუთების მომტანი იყო . ღრმად არ ეძინა, ნაბიჯების ხმა ესმოდა, ფეხსაცმელი მოშორდა, ტანზე თბილი პლედი დააფარა , თითები თმაზე შეეხო ,თითქოს ლოყაზე კოცნაც იგრძნო და ამ დროს ნიკუშას სურნელიც ზედმეტად მძაფრად მიუახლოვდა. რაღაც თქვა კიდეც ბიჭმა,მაგრამ ტვინმა ვერ აღიქვა . რა დრო გავიდა ვერ მიხვდა სანამ ნიკუშამ არ გააღვიძა
-გრინჩო გაიღვიძე 5 წუთი დარჩა ახალ წლამდე ... გესმის? მაგდალენაა გაიღვიძე თორემ „ბომბაჩკას“ აგიფეთქებ თავთან
-პატარა ნიკუშა მარტო ვერ ხვდება ახალ წელს? მე რომ შენთვის საჩუქარი არ მაქვს?- ფრთხილად დაჯდა თავი უკან გადასწია და მაგიდას შეხედა- შენ აღარ ხუმრობ ... აი მესმის ახალი წლის განწყობა მთელი წელი მოუხერხებელი ხარ და ამ ღამით შენში ცოცხლდება სილამაზის აღქმა, დეკორატორის უნარები, გემოვნება
-არ უნდა გამეღვიძებინე უნდა გეძინოს და კიდეც წავა მთელი წელი ასე მდორედ და უღიმღამოდ- პიროტექნიკის მარაგი ჰქონდა გამზადებული
-შენს ძაღლს რომ შეეშინდება არაფერია?
-პირველად ხვდება ახალ წელს და იქნებ ყველა ძაღლს არ ჰგავს , დაინახოს სილამაზე
-ზედმეტს ხომ არ ითხოვ
-შენ კატას მიხედე, გრინჩო !. გამოხვალ თუ დარჩები
-დავრჩები... ხუთი წუთის გამო თავს არ გავიყინავ
რამდენიმე წამში ეზოში იყო. რატომ გავიდა თავადაც არ იცოდა, გაკვალულ ბილიკზე იდგა, თავზე ათოვდა ცა სხვადასხვა ფერებით იყო განათებული, შორიდან ისმოდა აფეთქების ხმები ზოგი თოფს ისროდა, ზოგიც ფოიერვერკს აფეთქებდა ნიკოლოზის ხის ძველებური ოდა კი იმდენად ლამაზი იყო ათასფრად განათებული ცისა და თოვლის საფარის ფონზე,რომ მაგდა განაბული იდგა
-საოცარია - ჩუმად თქვა , ნიკუშა მასთან ახლოს იყო, უყურებდა და მზერას არ აშორებდა . მერე ხელი მოხვია
-ახალ წელს გილოცავ მაგდალინა...იმედია სასწაულებს იწამებ ამ წელს
-მე მეეჭვება არარსებული დავიჯერო შენ კი გისურვებ ისეთი წელი იყოს როგორიც წარმოდგენებში გაქვს - მშვიდად იდგნენ ,თავზე ათოვდათ სანამ სახლიდან კატა და ძაღლი არ გამოვარდა. პირდაპირ მაგდას დაეჯახა შეშინებული ფისო რომელსაც ფიფქიც მიჰყვა , წყვილის ირგვლივ ტრიალებდნენ იმდენხანს,რომ წონასწორობა ძლივს შეინარჩუნეს
-ფიფქიი დაჯექი - მაგდას იჭერდა , წელზე მოხვია ორივე ხელი და ისე მიიკრა სხეულზე გოგოს მისი გულისცემის ხმა ესმოდა - რა დაგემართა
-ეშინია - ჩუმად თქვა, ქვემოდან უყურებდა , თავბრუსხვევას გრძნობდა ინსტიქტურად მოხვია თითები მკლავებზე საშინლად არ უნდოდა მანძილის გაზრდა
-ხო, ეშინია გაურკვევლობა აშინებს - თვალებში უყურებდა ხელისგულებით ზურგზე ეხებოდა წამით მზერა მის ტუჩებზე შეაჩერა - არ იცის რა გააკეთოს და ეშინია
-ჩემი გოგოც ამიტომ გარბის ... ჰგონია,რომ რამეს დაუშავებს . ატკენს
-გაქცევის შემთხვავაში გაიყინება , მარტო რომ დარჩეს გაიყინება . ის კი არაფერს დაუშავებს
-დარწმუნებული ვერ იქნები ...
-შევიდეთ , ისევ სუსტად ხარ
მაგიდასთან დაჯდა ,ძველებური ხის სკამები არც ისეთი კომფორტული იყო ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს წარსულში მოგზაურობდა. ნიკუშამ კატა დივანზე დასვა ძაღლი კი თავად მივიდა ბუხართან, წკმუტუნებდა ისევ , მაგრამ პატრონის მოფერებამ დაამშვიდა . მალე აფეთქებების ხმაც აღარ ისმოდა , შუქი აინთო და ყველა ოთახი განათდდა.
-წარმოუდგენელი ამბავია - სუფრასთან ისხდნენ, ნიკუშა ღვინოს სვამდა ორი ჭიქა რომ დაცალა შემდეგ დაიწყო საუბარი - მე და შენ ერთად შევხვდით ახალ წელს, ამ სახლში , სუფრასთან
-რას გეუბნება ეს ამბავი, როგორი წელი გელოდება...იმედია არ გეშინია ჩემ გამო და არ ნანობ მანქანიდან რომ გამომიყვანე
-ყოველთვის ყველაფერ უბედურებას რატომ ფიქრობ რა გონება გაქვს ასეთი - წარბები შეკრა
-ეს ყველაფერი საიდან გაქვს
-დილას სახლში ვიყავი და მზად რაც ჰქონდა ყველაფერი გამომატანა. წინასწარმეტყველივით მითხრა თოვა რომ გაგრძელდეს და სახლში დარჩენა მოგიხდეს მშიერი ხომ არ უნდა მოკვდეო
-შენი მადის მქონე კაცს საჭმელი არ უნდა გამოელიოს
-ისევ ისეთი გამხდარი ხარ ... მგონი უფრო მეტადაც. არაფერს ჭამ , სვამ ,არ ისვენებ და სულ კლინიკაში ხარ?
-კოვიდი მქონდა , რადგან გადავლახე მუშაობაც აქტიურ რეჟიმში განვაგრძე
-ანთება გქონდა, ლამის აპარატზე მიგაერთეს ადექი და მუშაობა დაიწყე . ჭკვიანი ხარ, ვერაფერს იტყვი და თან ექიმობას არ გეგმავ- მესამედ გაავსო ჭიქა , თეფშს დაჰყურებდა რომ წამოსცდა , ბრაზმა აჯობა
-ვინ გითხრა ჩემი ამბები - გაოცებული უყურებდა, მიხვდა როგორ დაიბნა
-აღარ მახსოვს, ვიღაც ლაპარაკობდა და გავიგე . რა მნიშვნელობა აქვს ...ახლა როგორ ისვენებ მიკვირს
-კლინიკაში ვაპირებდი მისვლას, მაგრამ გადავიფიქრე.ჩემებს ჰგონიათ,რომ ვმორიგეობ - ისევ უყურებდა , თითები თავზე გადაისვა, შემდეგ კეფაზე მიიდო და ყელზე გადაიტანა - შენ რამდენი ხანია რაც აქ ცხოვრობ
-შენგან რომ წამოვედი მას მერე აქ ვარ - ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო , მოწევა უნდოდა ,მაგრამ გაჩერდა . ღერს ატრიალებდა თითებსშორის
-აქ ცხოვრება რატომ გადაწყვიტე
-დამღალა ყველაფერმა და იმიტომ . შენ ალბათ ასეთ სახლში ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია ისეთი კომფორტის მოყვარული ხარ - სკამს მიეყრდნო და ქვემოდან ახედა
-ასეთი სახლი არ მაქვს ... ჩემებმა დაანგრიეს ხის ოდა . ნორმალურად არც მახსოვს , თითქმის მსგავსი იყო ბაბუას მამის სახლიც . აქ განსხვავებული ატმოსფეროა, მშვიდი, თითქოს ცხოვრება მარტივია შენს წინ უზარმაზარი განვითარებული სამყარო არ არის
-და უამრავი გეგმაც არ გაქვს... შენი მიზნები , ათასობით სურვილი, სიები რისი მოსწრებაც გინდა . ეს სამყარო ხომ იმდენად დიდია ვერასდროს შეისწავლი ბოლომდე და შენც გამუდმებით იტანჯები მისი ამოცნობის, ყველაფრის სწავლის, დამახსოვრების, გაგების , მაქსიმუმის კეთების სურვილით. გეკარგება დღევანდელი ხვალინდელი დღის დაგეგმვისას
-მე და შენ ერთ აზრზე ვერასდროს გადავალთ. შენ უკან ბრუნდები, ყველაფერ იოლს და მარტივს ეძებ
-მე ვცხოვრობ , ვცდილობ ვიცხოვრო შენ კი არ ვიცი რას აკეთებ. არასდროს მესმოდა, თავს ინადგურებ ფიქრით, მუდმივად იმ საქმეების კეთებით რაც განგრევს . შენ პროგრამა გაქვს , კარგი ქალიშვილის პროგრამა რომელიც ბავშვობაში შეგიდგინა დედაშენმა. ქალბატონი ნატალიას შემოქმედებას მამაშენმა რაღაც პუნქტები დაურთო და ისე ასრულებ ვაფშე აღარ გახსოვს შენ რა გინდა
-პასუხისმგებლობის გრძნობა რომ მქვს და მინდა ამაგი უკან დავუბრუნო , ის რაც ჩემს აღზრდაში ჩადეს
-თუ ღმერთი გწამს... შვილს რატომ აჩენდნენ რომ სიბერეში რობოტი ჰყოლოდათ რომელიც მათ სურვილებს აასრულებდა? 10 კილო ვაშლი გაჭამეს და შენც 11 უნდა დაუბრუნო სიბერეში? გაცმევდნენ და უნდა ჩააცვა, გაჭმევდნენ და უნდა აჭამო, დასასვენებლად დაჰყავდი და შენც არ უნდა მოაკლო ყოველ სეზონზე მთაში და ბარში დასვენება... ხო ბაზარი არაა უნდა აფასებდე იმას რასაც გაძლევდნენ ,მაგრამ შენ ჩაციკლული ხარ . ისინიც ვინუჟდენს გხდიან . ხალხის აზრი რომ გადარდებს ისე ნეტავ რა გაინტერესებს
-რა გინდა ნიკოლოზ? იცი ვერ წავალ და ბოლომდე გინდა გადამიარო? მაშინ რაც ვერ მითხარი ახლა უნდა მითხრა? ერთმანეთის ნაკლზე საუბარს თუ დავიწყებთ მეც ბევრი რამ მექნება სათქმელი ხომ იცი
-მე შენგან განსხვავებით ვიცი რა პრობლემაც მაქვს, რაც დამიშავებია და მიმიქარავს შენ კი ვერ ხვდები რას უშვები საკუთარ თავს, ცხოვრებას და იმ წლებს რომელსაც უკან ვეღარავინ დაგიბრუნებს
-არც მინდა,რომ დამიბრუნონ მინდა ჩქარა გავიდეს ის დრო რაც სიცოცხლისთვის მომცა ღმერთმა . ნაკლებიც თუ იქნება არც ამაზე გავბრაზდები - ხმა ჩაუწყდა, არ უნდა ეთქვა ის რაც თქვა,მაგრამ სიტყვებს უკან ვეღარ დააბრუნებდა. ნიკუშა უკვე თვალებგაფართოებული, შეძრწუნებული უყურებდა ადგომა მოუხდა, უნდა გაქცეოდა სხვა გზა არ ჰქონდა. სკამს დაეყრდნო , ფანჯრისკენ წავიდა
-ასე დაიღალე მაგდალენა?- ზურგს უკან მდგომმა თითქოს უცნობმა, ერთ დროს მტრად აღიარებულმა ბიჭმა უთხრა ის რასაც ვერავინ ხვდებოდა
-ახალი წლის ღამე ჩაგაშხამე ... შენთან ვალში ვარ . როგორ უნდა გამოვასწორო იმედია მეტყვი და არ დამიტოვებ სინდისის ქენჯნას - ძველისძველი თეთრი ფარდები ეკიდა ფანჯრების წინ , გარედან ცივი ჰაერი შემოდიოდა მიუხედავად იმისა,რომ ღია არცერთი იყო ძველისძველი ხის ფიცრები ყინვას ვერ აბრკოლებდა. სიცივე და სითბო ერთმანეთს ებრძოდა, ყველაფერი ბუნებრივი იყო ხელოვნური იარაღების, დამცავების გარეშე
-ბოლო დროს ერთი რწმენა გამიჩნდა ... დავიჯერე, რომ ტყუილად არაფერი ხდება და ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ჩვენს აქ ყოფნასაც და ამ უცნაურ ახალ წელსაც ექნება შედეგი
-იმედისმომცემი რწმენა ... დიდი ხანია არ მქონია , კარგია თუ შენ ამის გჯერა. ამბობენ თუ გულით გწამს აგიხდებაო არა?
-ბუხართან დავჯდეთ... სიცივეა აქ- გათბა, ჟაკეტი მოახვია მხრებზე ნიკომ . ხელებით მხრებზე შეეხო, წამით გოგოს თმის სურნელიც ჩაისუნთქა და როგორღაც მანძილის გაზრდაც შეძლო . კიდევ ერთხელ გაავსო ჭიქა , მაგდას გვერდით დაჯდა და ცეცხლის ალით განათებულ მის სახეს თვალებაბრჭყვიალებულმა შეხედა
-ნანიკო თხოვდება , იცი? - ნელა სვამდა, ჩაიცინა და თავი სავარძლის კიდეს მიადო
-არ ვიცოდი ... ვის მიჰყვება?
-რა გითხრა ჩემი აღწერილით შენ ვერ აღიქვამ ...
-დიდად აღფრთოვანებული არ ჩანხარ
-ჩვეულებრივი ლავ სთორი გაჩითა ჩემმა დამ ... ერთმანეთი მოეწონათ, იჟღურტულეს, იფლირტავეს, პაემნებზე იარეს. თითქოს ყველაფერი საერთო აქვთ, შესანიშნავად უგებენ , გეგონება ერთ პროგრამაზე ააწყვეს და ყველას სწამს ,რომ ქორწინებაც იდეალურად წავა იცხოვრებენ ერთად ტკბილად და ბედნიერად - გაიცინა და თავი უკან გადასწია
-და შენ რა გგონია ... რომ არ უყვარს იმ ბიჭს ?
- მე მგონია,რომ ორივე სულელები არიან და აზრზე არ არიან სიყვარული რა არის. ცოტახანს იჟღურტულებენ მერე აღმოაჩენენ რაღაც ისეთს რაც არ ევასებათ და ერთმანეთისთვის თავის მოწონების პერიოდში დამალეს. საერთოდ ხო ასე ხდება, ორივე მაგარ ტიპებად იჩითებიან ფრუნცქობენ და მერე რომ გაშიშვლდებიან ჩნდება დამალული ცოდვები ...
-შენ რომ გისმენ ერთმანეთი უნდა დაეხოცათ და მერე იგრძნობდი მშვიდად თავს...ვინმე ეჭვიანი, უტაქტო, ხისთავიანი ბიჭი გინდოდა თავიდანვე რომ შეჩვეოდა ნანიკო? რა ჯობს თუ ერთმანეთს უგებენ, საერთო სურვილები და აზრები აქვთ
-შენც მაგიტო ხვდები იმ ს.რს გაბუნიას? - თავი ასწია და მზერა გაუსწორა. ისე უყურებდა თითქოს დანაშაულზე გამოიჭირა- შენებს ალბათ მაგრად ევასებათ და იმაზე ლოცვაში ათენ-აღამებენ როდის მოვა ხელის სათხოვნელად
-რატომ არ უნდა მოსწონდეთ ... შესანიშნავი კაცია
-მაღალი, სიმპათიური, მდიდარი, სულ თავისი ნიჭით გაჩითული და ასევე მთელი გენეალოგიით ინტელიგენტი . რაიონში ცნობილი ოჯახის შვილი, წესიერების განსახიერება , უნიჭიერესი და უკეთილშობილესი, საოცნებო პრინცი, წლის სასიძო ბატონი მიხა
-შენი ირონია უადგილოა...
-რა? ისე არ არის როგორც ვთქვი? ისეთი წესიერია, ისეთი პატიოსანი სიგარეტსაც არ ეწევა, არც სვამს , არც კაიფობს, არც ჟიმაობს ... - ჩაიცინა და მერე ბოლომდე დაცლილი ჭიქის ასავსებად ადგა- საბოლოოდ მაინც გარიგებით თხოვდები ხედავ? გიწინასწარმეტყველე და აჰაა მალე აგიხდება - ჭიქა გაავსო და ბოთლიც თან წამოიღო, ისევ სავარძელში ჩაჯდა
-რადგან მთელმა ქვეყანამ არ იცის მის საყვარლებზე და ყოფილებზე იმას არ ნიშნავს რომ ვაჟიშვილი ჩამბარდება ... რადგან არ ილეშება არ ნიშნავს რომ არ სვამს და სიგარეტსაც ეწევა ,უბრალოდ დღეში 3 კოლოფს არა
-ხო იასნია, საკუთარ თავზე შეყვარებული მასტები ეგეთები არიან ...ყველაფერი ზედმეტი აშინებთ აი შენ რანაირად გაგიქაჩავს არ ვიცი შენში იმდენი რამეა ბევრი და ზღვარს გადასული რა ვიცი, როგორ არ ეშინია შენი
-მისი მოშორება თუ მომინდება შენთან შეხვედრას მოვუწყობ და ჩემ შენებურ დახასიათებას რომ დაიწყებ დავისვენებ არასასურველი საქმროს მოლოდინისგან
-მოგინდება კიი? თუ კი , მე სხვა საშუალებით მოგაშორებ და ისე შენზე რა უნდა ვუთხრა ისეთი რომ დაიჯეროს და დაგშორდეს არ ვიცი
-არ გაგიჭირდება მოფიქრება ...საერთოდ ის ფაქტი რომ ახლა აქ ვარ ვიცი პრობლემად გადამექცევა
-ეჭვიანია მიშიკო?
-შენი ქალი რომ სხვასთან დარჩეს ღამით სადღაც მთაში , მიყრუებულ სოფელში არ გაბრაზდები? გაბრაზდები კი არა სახეს აახევ იმ კაცს
-შენ მისი ქალი არ ხარ !- ისე დაჯდა თითქოს მალე იარაღს აიღებდა და ისროდა . თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა- საკუთარ თავს სხვის კუთვნილებაში ნუ მოიხსენიებ თორემ მავიწყდება ვინ ხარ და ვიღაც სხვა მგონიხარ ... -ტონი შეარბილა თითქოს, მაგრამ მაინც არ გამოუვიდა- მითუმეტეს ვიღაც გან.დონა ტიპის ვერ იქნები, ფიზიკურად ვერ შეძლებს ეგ ნაბ.ზარი მაგას შენ რომ დაგისაკუთროს
-შეურაცხყოფას რომ აყენებ კაცს ვისი ცოლიც შეიძლება გავხდე ამ წელს ხვდები ?
-ს.რზე რომ ხომ კარგად იცი ... გამოდის მართლა აპირებ გათხოვდე და თან იმ ს.რზე?
-უკვე რამდენჯერ თქვი ს.რი მალე გული ამერევა ისედაც თავბრუსხვევა მაქვს - თვალები აატრიალა და თითები ისე უცნაურად დაგრიხა ნიკუშას სიცილი აუტყდა
-ვგიჟდები, გეფიცები ... აი ბ.ზის შვილი ვიყო თუ არ მეკეტებოდეს ამ შენს მიმიკაზე და ხელების გრეხვაზე
-მე კი ვცდილობ გადავეჩვიო ... ზედმეტად გამოხატავს ჩემს ემოციებს რაც არაკულტურულია
-ეგ იმან გითხრა? ეგ ხო რობოტია იმენნა ხელოვნურობის განსახუერება... ისე ეშინია საკუთარი სურვილების მასეთ ხალხს რო პირდაპირ მასებში ჩაკარგული, სოციუმის აზრზე შექმნილი ტიპები ხდებიან . თითქოს მამამისმა კი არ გააკეთა, სიის მიხედვით შეიქმნა საიდანღაც რაღაც მაგარ ჩათლახურ ფაბრიკაში
-შენ რა თქმა უნდა ყალბად მიიჩნევ კულტურულ ქცევას ... მე რომ შენი აზრის გამოხატვის ფორმები მახსენდება არ მიკვირს მე და მიშო რომ გაღიზიანებთ და გეზიზღებით
-იმ ტიპთან ერთად ნუ მოიხსენიებ საკუთარ თავს მითუმეტეს ნუ აიგივებ! შენ საერთოდ სხვა ხარ ის კიდე დაბადებიდან ეგეთი გ.ნდონია ... შენ პროსტა ისეთ ჩარჩოში მოგაქციეს და შენც მოექეცი ,რომ სხვანაირად არ გამოგდის
-რა უცნაურია ჩვენ ორივეს ჩვენი სიმართლე გვაქვს, კრიტერიუმები რითაც ვაფასებთ ადამიანებს ... შენ საკუთარი ქცევა გგონია მართალი და ნამდვილი , მე კი ჩემი ნორმალური ცხოვრება მაქვს
-გგონია ,რომ მის ცოლობას შეძლებ? - ცოტა ხნით გაჩუმდა შემდეგ კი სერიოზული გახდა ისეთი როგორც არასდროს - გულწრფელად გჯერა,რომ ისაა შენი მეორე ნახევარი და მისგან გინდა ბავშვები გყავდეს , მისნაირები გააჩინო , გაზარდო ... სიბერემდე მასთან იყო ?
-შენ რატომ გიკვირს ასე ძალიან ... მის გვერდით მშვიდად ვარ . ვგრძნობ რომ მაფასებს, მოვწონვარ, პატივს მცემს და შეუძლია მომცეს ყველაფერი რაც მჭირდება - არ იცოდა ამას რატომ ეუბნებოდა, საერთოდ არც ფიქრობდა მიშოზე ქორწინებას
-სისულელეა! მოსწონხარ, გაფასებს და პატივს გცემს ...შენი ქმრობა უნდა თუ მასწავლებლად მიჰყავხარ . საერთოდაც ტყუილია , მატყუებ თან უნიჭოდ შენ მაგას ისე დაადებ და დატოვებ ხახამშრალს როგორც გიგუნა გადააგდე
-შენ რა იცი ... საიდან გაქვს ეს ინფორმაცია საერთოდ . ანდაც რას უნდა გრძნობდეს აბა კაცი ცოლად რომ გავყვე
-უნდა გიჟდებოდეს შენზე, უნდა აფანატებდეს ... პროსტა კი არ უნდა გაფასებდეს შენ გამო ვაფშე ყველაფერზე წამსვლელი უნდა იყოს . კი არ უნდა მოსწონდე უნდა აბოდებდეს, რომ შეგხედავს გული უნდა უჩქარდებოდეს ,სისხლი უდუღდეს და საერთოდ არაფერი უნდოდეს შენთან ყოფნის, შენი დაჩემების გარდა - ისე გაფანტა სიტყვები ჰაერში თავადაც ვერ დაეწია საკუთარ გონებაში ღრმად ჩაბუდებულ აზრებს . ეს იყო ის რაც არასდროს უთქვამს, რასაც ყოველთვის გრძნობდა და ახლა , ახალი წლის ღამეს ხის საუკუნოვან ოდაში , ბუხრის წინ მჯდომი აჟღერებდა
-რომანტიკოსმა გაიღვიძა შენში ამ სახლის გავლენაა ალბათ ... ნანიკომ მიამბო ადრე ,როგორ შეირთო ბაბუათქვენმა ცოლად თავადის ქალი
-ექვსი შვილი ჰყავდათ ამ სახლში , ბედნიერები იყვნენ და ერთი დღეც არ უცხოვრიათ უერთმანეთოდ არადა საერთო არაფერი ჰქონდათ . თეთრი და შავი იყვნენ, მაგრამ მაინც სიკვდილამდე უყვარდათ ერთმანეთი ... სამწუხაროდ მათმა შთამომავლებმა დაივიწყებს ნამდვილი გრძნობის არსი
-სხვანაირი ხარ , თითქოს ბოლოს სულ სხვა კაცს შევხვდი მანამდე ხომ საერთოდ სხვას ვიცნობდი ამდენი წელი ყოველ დღე ვხვდებოდი შენში ჩასახლებულ
-ჩემში ჩასახლებულ საზიზღარ ბიჭს ,რომელიც გძულს ...ალერგია გაქვს მასთან სიახლოვისას სუნთქვა გიჭირს - მძაფრი სევდა დაჰკრავდა ხმაზე მის სიტყვებს რომ იმეორებდა- არაფერი შეცვლილა ისევ ის ვარ ... უბრალოდ ჩემში ბევრი თვისებაა , ყველა მათგანს გამოვხატავ და არცერთს ვმალავ შენი სხვა ნაცნობებისგან განსხვავებით .
-არსებობს ადამიანი ვინც არასდროს იტყუება, არასდროს მალავს მწარე სიმართლეს , საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს? მე არ მჯერა ! შენ ნამდვილად არ ექცევი ჩარჩოებში, ამბოხისა და წინააღმდეგობის დროს ისეთი რაღაცები ჩაიდინე ალბათ დღეს ნანობ კიდეც, ამ მუდმივი დაპირისპირების, პროტესტის გამო შენც დაკარგე ნამდვილი სახე და მიიღე ის თვისებები რაც არ გინდოდა
-უშეცდომოც არავინაა , ყველაფრის თქმაც არ შეიძლება მხოლოდ იმიტომ ,რომ ერთი ამბავი შესაძლოა ბევრ ადამიანს ეხებოდეს და ეგოიზმი ცუდი თვისებაა. გრძნობას ვერ გამოხატავ თუ იცი,რომ ასე ყველაფერს გაართულებ თუნდაც დარწმუნებული იყო საკუთარ თავში მაინც ელოდები მომენტს,როდესაც იგრძნობ , მიხვდები საუბრის დროა
-და თუ დრო არასდროს მოვა სათქმელიც დაკარგავს ფასს
-შესაძლოა ასეც მოხდეს და ეს ყველაზე მძიმე დასასრული იქნება
-დასასრულის დაწერა ჩვენ რომ შეგვეძლოს , მხოლოდ ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული და არა სხვა უამრავ ადამიანზე ბევრად მარტივი იქნებოდა ცხოვრება
-ახალი წელია მაგდალენა შენ კი ოცნებების ასრულების ამ ღამითაც კი არ გჯერა
-მეეჭვება ჩემი ოცნებების ასრულება მოგენდომებინა თუნდაც იცოდე მათ შესახებ , თუნდაც არსებობდნენ ისინი
-არ მითხრა,რომ არ გაქვს ოცნება
-არ მითხრა ,რომ შენ გაქვს ოცნებების დიდი სია რომელზეც ყოველ დღე გაღვიძებისთანავე და დაძინებისას ფიქრობ
-დილით და ღამით მე რასაც ვაკეთებ წლებია მამენტ ოცნებაში გადის ეგეც
-ღმერთო ჩემო...ოცნებაც კი უხამსი გახადე
-უხამსი შენი ფიქრებია ... ჩემი ოცნება კარგახანია ერთია იქნებ წელს მაინც ამიხდეს
-სერიოზულად გაქვს ოცნება რომელზეც წლებია ფიქრობ?
-ისე მიყურებ ახლა მკითხავ რა არისო და ახლავე გიპასუხებ ,რომ ამის თქმას აზრი არ აქვს. ავისრულებ შემდეგ გაიგებ შენც და სხვებიც
-ასეთი რა არის
-იქნებ ვინ არის -ისევ უყურებდა , გაეღიმა მაგდას დაბნეულ თვალებს რომ წააწყდა
-აი თურმე რატომ ხარ ასეთი რომანიკოსი ... მორიგი სიყვარული გეწვია
-სიყვარული მორიგი ვერ იქნება , ერთია სულ ერთი იყო და ბოლომდე ასე დარჩება
-აღარ ხუმრობ ... იქნებ ნანიკოს ქორწილამდე შენი გველოდება ამ წელს . მე ნამდვილად უნდა დამპატიჟო ჩემთან ერთად შეხვდი შენს საყვარელ ახალ წელს
-შენ ქორწილში ჩემს დაპატიჟებას აპირებ?
-მე ქორწილსაც არ ვაპირებ შენ კი შეყვარებული ყოფილხარ... მე იმდენად შორს ვარ რომანტიკისგან
-ძალიანაც ახლოს ხარ, უბრალოდ არ აღიარებ
-საიდან მოგაქვს ეს წინააღმდეგობები...
-წლებია რომანებს წერ ,თუ ღმერთი გწამს მართლა და მართლა შენზე დიდი რომანტიკოსი ვინღაა
-რაა? - გაქვავდა . თავის ტკივილი გაუმძაფრდა, უნდოდა იქედან გამქრალიყო - რა სისულელეა
-მერე ვიტყვი ყალბი ხარ-თქო ,იმალები და საკუთარ თავს არავის აჩვენებ-თქო და გაბრაზდები, იუარებ
-შუაღამეა... ჩვენი საუბარი ზედმეტად გაგრძელდა და რაც 16 წლიანი ნაცნობობისას უდნა გვესაუბრა ერთ ღამეში ვერ ავინაზღაურებთ
-გარბიხარ ... ისევ ირგებ სირაქლემას პოზიციას თითქოს ეს შეცვლის იმ ფაქტს ,რომ მე სიმართლე ვიცი
-რა გინდა ჩემგან ნიკოლოზ ... გინდა შემეშინდეს იმის რომ ჩემი პირადი , ინტიმური ინფორმაციის შესახებ იცი . იმ პირადის რაც მარტო ჩემთვის მინდოდა მქონოდა , რაც არავის უნდა გაეგო
-ბოლო დროს რა მარტივად გემღვრევა თვალები , ნისლში გეკარგება თაფლისფერები და ვხვდები,რომ სხვა ხარ . სუსტი , ემოციური , დაღლილი , გამოფიტული ქალი რომელიც
-შენ არ გაქვს უფლება ჩემს სისუსტეზე ილაპარაკო და საერთოდ უკვე ყველა ზღვარს გავცდით. აქ ვარ , შენს სახლში, მინდა გამოვიჩინო მადლიერების გრძნობა იმის გამო რაც ჩემთვის გააკეთე , გისმენ , ჩხუბისგან თავს ვიკავებ ,ვცდილობ გავიგო და სიმშვიდე შევინარჩუნო მაგრამ შენ...ღმერთო შენ ყოველთვის გაქვს დამალული კოზირი რომელიც ბოლოს უღებს ჩემს ნერვულ სისტემას , მწყობრიდან გამოგყავარ და უკონტროლოს მხდი . ახლაც კი არ გეცოდები ,როცა იცი რომ მტკივა
-დარწმუნებული ხარ რომ შენი ფიზიკური ტკივილი ჭარბობდა ოდესმე სულიერს? მე არ მგონია რომ ოდესმე ისე ძლიერ გტკიოდა რაიმე რომ დაეფარა შენი შინაგანი ჭრილობები ... შენ , რანაირად ახერხებ სულ ნიღბის მორგებას და ამ ნიღბის მიღმა ის სისხლმდენი იარების დამალვას ასე რომ განგრევს შიგნიდან . არა მე ნამდვილად არ მაქვს ამის ძალა, არც სხვა რომელიმე შენს ნაცნობ კაცს და ამიტომ ვერ დაგიჩემებს ვერავინ ...ამიტომ არ შეიძლება სხვისი გერქვას ... უბრალოდ არ შეიძლება შენ ნამდვილად დაგისაკუთროს ვინმემ , მოაღწიოს შენს გულამდე , ნამდვილ მაგდალენამდე იმდენი ბარიერია ,იმდენი კედელია შენ სანამ არ მოინდომებ , სანამ ვინმესთვის არ გააღებ კარს , არ მისცემ უფლებას რომ დაგიჩემოს
-საერთოდ არ არსებობს ის სიყვარული შენ რაზეც ლაპარაკობ, რაზეც იწერება , რაც ფანტაზიებში არსებობს , რასაც იგონებენ , წიგნებს წერენ და ფილმებს იღებენ . ზღაპრები ქორწილით სრულდება , ფილმები თუ ჰეფი ენდით დამთავრდება ეგეც მანდ წყდება და იცი რატომ? იმიტომ რომ უბედურება შემდეგ იწყება, მთავარი განსაცდელი, ყველაზე დიდი გამოცდა რომელსაც ვერ გადალახავს უბრალო გრძნობების აფეთქება , ვერც რომანტიზმი შველის , ვერც ოცნებები და იმედები ,ვარდისფერი ფერებიც ქრება და რა რჩება? შეჩვევა, პატივისცემა, საერთო აზრები, მიზნები, გეგმები და გზა რომელსაც აგრძელებ იმ რიტმით რომელიც გქონდა . ვერავინ დამიჩემებს , იმიტომ რომ მე საკუთარ თავს ახლაც არ ვეკუთვნი და ვერც ვერავის მივცემ იმას რაც არასდროს ყოფილა ჩემი
-გეშინია , საკუთარი თავის და იმ გრძნობების რაც შენშია
-მეშინია , დაცემის, განადგურების , საკუთარი თავის კიდევ უფრო შეზიზღების , მეშინია იმის რომ თუ ეგოისტი გავხდები, თუ მხოლოდ საკუთარ სურვილებზე ვიფიქრებ იმ წამსვე დავასრულებ . სხვა არაფერს გავაკეთებ, დავსრულდები ,სამუდამოდ შევწყვეტ ამ არსებობას და ეს იქნება ჩემი თავისუფლება ,როდესაც ყველას და ყველაფერს დავივიწყებ ... ასე ნუ მიყურებ , არ გჯერა ? შენ ხომ ამბობ სხვებთან ყალბი ხარო ხოდა გეუბნები იმას რასაც სხვას არასდროს ვეტყვი, არ ვეტყვი იმიტომ რომ სხვა ყველა იდარდებს , იტირებს , დაიტანჯება შენ კი ... შენთვის სულერთი იქნება
-ჩემთვის იქნება სულერთი და ისინი დაიტანჯებიან ხო? მე ვერ გიტან, მე მეზიზღები, მე მაღიზიანებ მე ... მიყვარხარ ! - ქალის წინ იდგა და ხმამაღლა საუბრობდა მხოლოდ ბოლო სიტყვა თქვა ჩუმად ,ღიმილიანი სახით - შენც გიყვარვარ , წლებია გიყვარვარ და მებრძვი . მთელი შენი ძალებით მებრძვი,მაგრამ იმდენად ბევრი ვარ შენში, რომ ვერ მაქრობ , ვერ მაუფერულებ . მე და შენ არაფრით ვგავართ , მხოლოდ ეს ერთი ყველაზე მთავარი საერთო გვაქვს , ჭრილობა რომელსაც ერთმანეთს ვაყენებთ უერთმანეთობით , გრძნობა და გულისცემა, საერთო რიტმით
-გაგიჟებულხარ ... - თვალები ამღვრეული ჰქონდა, გულისცემა შენელებული და ყოველ წამს ელოდა გონების დაკარგვას . სიზმრიდან გამოფხიზლებას, რეალობაში დაბრუნებას სადაც მარტო იქნებოდა, ნიკუშასგან შორს
-ახალი წლის ღამე სიგიჟისთვისაა , ჩემნაირი შეშლილი , შეპყრობილობამდე მისული მეოცნების ოცნებების ასრულებისთვის... იმათთვის ვისაც გვწამს
-ეს ყველაფერი სიზმარია . დიდი ხანია არ შემოჭრილხარ ჩემს სიზმრებში და ახლა გრანდიოზულ კოშმარში შემითრიე - ნაბიჯი უკან გადადგა.ქუთუთოები როგორც კი დააჭირა ერთმანეთს მაშინვე ცრემლებმა იწყეს გაფითრებულ ღაწვებზე დენა. მთელი სხეულით თრთოდა, არეული იყო ისე როგორც არასდროს მერე შეხებას გრძნობდა, ტუჩებზე ტუჩების მომთხოვნ შეხებას , წელზე მოხვეულ ხელებს და მთლიანად შევსებულ სივრცეს რომელმაც არსებული სიცარიელე შთანთქა , სიცივე სულში ჩაღვრილი სითბოთი შეცვალა.
-და აკოცეს ერთმანეთს ... მათი ბაგეები შეერთდდა , თხემით ტერფამდე გავრცელდა ვნება. სიყვარულმა გაიმარჯვა . ასე აღსრულდა ესე ამბავი - ჯერ კიდევ გრძნობდა ნიკუშას ტუჩების სიმხურვალეს , გულისცემის ხმას ძლივს გადააჭარბა
-ჩვენზე წიგნს თუ დაწერენ ამ მომენტიდან დაიწყებენ ... - იღიმოდა, ცერი ტუჩებზე გადაატარა და შემდეგ ყელზე გადავიდა - ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი ,რომ კოცნის უფლებას არცერთს მისცემდი. ამ დროს განსაკუთრებულად მომწონდა შენი ქედმაღლობა, სიამაყე, ათასი წესი რომელიც არ დაგაშვებინებდა ყველა შენს თაყვანისმცემელთან ზ.საობას
-არ მჯერა ,რომ შენს ეროტიულ ფიქრებში ვარ ... ეგეც კი არ მჯერა ახლა შენი საყვარლები მახსენდებიან . მითუმეტეს შენი ნათქვამი „მიყვარხარ“ ... რამდენჯერ გითქვამს გახსოვს?
-უამრავჯერ მითქვამს , მაგრამ არცერთთან ვყოფილვარ ისეთი ნამდვილი როგორიც შენთან ... არ ეცადო ყველაფრის ვნებასთან და ჟინთან მიწერას . ვიცი შენი ტვინი ახლა უსწრაფესად მუშაობს ცდილობს ჩემს მოსაშორებლად მიზეზები იპოვნოს, ნიღაბს ეძებს, ფარს რომელიც დაგიცავს, რომელიც ისევ გაზრდის მანძილს ჩვენს შორის
-მანძილის არსებობის მიზეზი უამრავია , ერთად ყოფნის კი საერთოდ არ არსებობს !
-მართლა გგონია,რომ ამ ღამის შემდეგ გაგიშვებ და ეს წელიც შენზე ოცნებაში გავა?
-გემუდარები იმაზე მეტად ნუ ამირევ გულს ვიდრე ახლა ... არ მინდა შეგიძულო - კატა აიყვანა მკერდზე მიიკრა და შემდეგ ქურთუკი მოიხურა
-აღარ ვიცი უკვე რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო ... შენთან არც გამოწვევა ჭრის, არც ომი, არც მეგობრობა, არც ნეიტრალური ურთიერთობა , არც მონატრება გტეხს, არც სიყვარულის ახსნამ გაგტეხა რა აზრები გაქვს ასეთი....ასე როგორ გეშინია ჩემთან ყოფნის და საკუთარი გრძნობების აღიარების . გამაგებინე სიყვარული მარცხად რატომ მიგაჩნია
-ხედავ როგორ ყვირი, ჩხუბობ ცოტაც და ალბათ დამარტყამ. აქ გამოკეტვაზეც ხომ არ დაფიქრდები ... შენი ტვინი ძალადობის ხერხებს მოიგონებს, იფიქრებს რომ ასე მიიღებ იმას რაც გინდა. ყველაფერს უშვებ იმის გარდა რომ არაფერს ვგრძნობ
-კარგი , ვაღიარებ ჩვენი ერთად ყოფნა რთული იქნება ისეთი დიდი გამოწვევა სამყაროში იშვიათად რომ ხდება. ვაღიარებ, დიდი შანსია ,რომ არაფერი გამოვიდეს რომ ერთმანეთი დავხოცოთ ,მაგრამ აღიარე ... ჯანდაბა აღიარე , ერთადერთი ვარ ვინც ასე მოქმედებს შენს მთელს არსებაზე, აღიარე რომ მანძილის მიუხედავად მაინც შენს გონებაში ვარ, აღიარე რომ ვერასდროს გავუფერულდები და ყოველთვის როცა მხედავ გულისცემა გიჩქარდება
-ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ჩვენი დიალოგი ოდესმე ამ თემას შეეხებოდა ... შენ ნამდვილად არ გაქვს ზღვარი
-კარის გაღება არ გაბედო
-შენ მე ვერ მიბრძანებ - წამსვე ჩამოსწია სახელური , კატა ქურთუკის ქვეშ დამალა წასვლას აპირებდა იქ დარჩენა არ უნდოდა, გონება განგაშის ზარებს გამოსცემდა, ბოლომდე იბრძოდა თავს იცავდა , მაგრამ ნიკუშაც ავლენდა ყველა სახეს რაც კი გააჩნდა
-ესაა მთელი შენი პრობლემა... მარტო ყოფნა შეგიძლია , სამუდამოდ მარტოსულად დარჩები ოღონდ ვინმეზე დამოკიდებული არ გახდე, ოღონდ კიდევ ვინმეს სიყვარული არ აღიარო . ყველაზე ძლიერი და დიდი გრძნობა გინდა მოიშორო თავიდან - კარს ხელი მიარტყა, ხმამაღლა ლაპარაკობდა, თვალები სულ წითელი ჰქონდა და მათ სხეულებს შორის მანძილი ისევ აღარ არსებობდა - როგორ მაღიზიანებ ნეტავ იცოდე, როგორ მინდა დაგახრჩო იმის გამო რომ ამდენი წელი დამაკარგვინე. შენი საშინელი , აუტანელი ქცევის გამო ტვინი ამირიე მეზიზღება ეს შენი ქალი ამ მარტოსულობას რომ გაიძულებს , მაგრამ მოვერევი და ჩემ არანორმალურ მაგდალენას გავათავისუფლებ
-შენი მაგდალენა არ არსებობს , შესაბამისად გათავისუფლებაც არავის სჭირდება. მომშორდი და ყვირილი შეწყვიტე. მუქარა, ძალადობა და მსგავსი მახინჯი ქცევები ჩემზე რომ არ გაჭრის შესანიშნავად იცი. ბოლოს და ბოლოს შენგან ფსიქოლოგიურ ძალადობას ვიტანდი ორი წელი თუ სამი
-შენ იტანდი? შეენ ? ყოველი დღე ჯოჯოხეთი იყო აღარ ვიცოდი როგორ შემეკავებინა თავი , გამომეშვა ენერგია, ის ყველაფერი რაც მინდოდა შენთვის მექნა სხვებთან გადამქონდა იმდენი სისულელე გავაკეთე სულ იმის გამო ,რომ შენ , შენი რქებით მაწვებოდი
-ყველაფერი შენ დაიწყე
-მე კი არა შენ დაიწყე !
-როგორ ბედავ , თუ არ გრცხვენია მე რომ მაბრალებ მე მხოლოდ თავს ვიცავდი . შენს შემოტევებს ვიგერიებდი , გამაგიჟე, ნერვოზი ამკიდე, გამომფიტე იდიოტო შენ შენ როგორ ბედავ და მეუბნები რომ ჩემი ბრალია- ისე ჩხუბობდნენ კატა და ძაღლიც კი გააკვირვეს
-სოსომ რომ გითხრა ნიკუშას უყვარხარ და შენ როდის დააღირსებ ,ეტყვი რო შენც გიყვარსო მე დავიწყე სიცილი და ვუთხარი ასი რომ ვიყო ერთს არ დავუთმობდი მაგ იმბეცილსო? კიდევ აღარ მახსოვს რა თქვი შენი ირონიული, გესლით სავსე ხმით და მიმიკებით. მერე ჩემზე იტყვი მაბულინგებდი, მამცირებდი, ცდილობდი გაგეგიჟებინე , ირონიული და ცინიკური ხარო ... მაინც რა სულელი ვიყავი , იდიოტი ბავშვი . ისე გავცოფდი სამი გოგო დავკერე ერთად , ყველა შენზე ჭკვიანი ,ლამაზი და მაგარი , შენც ახალი საკბილო გადმოგიგდე და იმის შემდეგ სულ ჩემს ბაბნიკობაზე უსვამდი ხაზს . არა რა ნამდვილი იმბეცილი ვიყავი, მართალი ხარ , მაგრამ არ გაბედო და მსხვერპლად არ მომაჩვენო თავი თორემ არ ვიცი რას დაგმართებ
-სამ გოგოს რომ ერთად ეჩალიჩებოდი , სამი შტერი დაკერე და სამივეს ხვდებოდი ეგ ამბავი ცოდვებიდან გინდა ამოშალო და მე გავხდი უცებ მიზეზი? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოსო რა .... ახლა არ მითხრა ყველა ვისაც ვხვდებოდი შენს საეჭვიანოდ მყავდაო - სიცილი დაიწყო , თავი უსკდებოდა და დიდხანს ვერ განაგრძო -ჯანდაბა სიცილიც არ შემიძლია , სუსტად ვარ და მომენტს იყენებ
-ერთ წამში ხომ ეშმაკი ხარ , მეორე წამში ასე საყვარლად იწყებ ბუზღუნს . კიდე როგორ ვარ ამ ჭკუაზეც მიკვირს
-იქნებ გამეცალო და მანქანაში დაბრუნების საშუალება მომცე . მობილური რომ ვიპოვნო დავრეკო და აქაურობას მოვშორდე ამჯერად დიდხანს . იმდენად დიდი დრო მინდა გავიდეს ჩვენს მომდევნო შეხვედრამდე რომ ეს ჯოჯოხეთური ახალი წლის ღამე დავიწყებული მქონდეს
-ნაბიჯს ვერ გაადგამ - კარი გადაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო . მოშორდა და ღვინით სავსე ჭიქა აიღო
-ეს უკვე დატყვევებაა და კანონით ისჯება
-შეგიძლია მიჩივლო , გატაცებისთვის ჯერ არ დავუჭერივარ და მიემატება ჩემს საქმეებს ეგეც. პრობლემა არ მაქვს
-შენი ბაბნიკობა და ქალებთან ჩადენილი ცოდვები ჩემი ბრალი აღმოჩნდა ... ეგ დანაშაულებებიც ჩემ გამო ხომ არ ჩაიდინე
-ყველაფერს თავისი მიზეზი ჰქონდა... ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ ,რომელსაც შეცდომების დაშვება შეუძლია . თუმცა შენ ვერ გაიგებ , შენ ხომ არასდროს არაფერი მიგიქარავს , შენ ხომ იდეალური ხარ
-ყველაზე მეტად ამას ვერ ვიტანდი ქედმაღლობას რომ მტენიდი . არასდროს არავის დამცირება მიცდია, არასდროს ვყოფილვარ განდიდების მანიით შეპყრობილი შენ კი სულ ისე ლაპარაკობდი თითქოს მე საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე გოგო ვიყავი ისეთი როგორებსაც ორგანულად ვერ ვიტანდი !
-ერთ წუთში კაცს გადაუვლიდი და მერე ამბობდი სხვებს არ ვამცირებდიო ... საოცარი ვინმე ხარ
-სიმართლის თქმა დამცირება როდიდან გახდა ... ჩემი აზრის გამოხატვის უფლება არ მქონდა? სხვათაშორის ყველაფერს პირდაპირ ვამბობდი , არასდროს ზურგს უკან შენ კი ბევრჯერ დამაბრალე
-ახლა ყველაფერს გაიხსენებ რაც ოდესმე მითქვამს შენს გასაბრაზებლად?
-რა ხდება შენი ცოდვების გახსენება არ გინდა?
-წმინდანი ჩვენს შორის არაა , შევთანხმდეთ
-ამდენს ნუ სვამ , დათვრები
-შენ ღვინის სუნსაც ვერ იტან . ხშირად არ დავლევ , გპირდები
-შეგიძლია ყოველდღე მთვრალი იყო მე შენ კიდევ დიდხანს აღარ გადაგეყრები, მერწმუნე
-მე კი ზუსტად ვიცი , რომ ჩემ გვერდით დაიწყებ და დაასრულებ დღეებს იძულებული გავხდები ჯანსაღად ვიცხოვრო სიგარეტის სუნსაც ვერ იტან . სახლში არ მომაწევინებ და გარეთ გასვლა მე დამეზარება, ამიტომ ფილტვებიც დაისვენებენ
-შენთან ერთად ცხოვრებას ერთი დღეც არ ვაპირებ
-არადა დარჩენილ ცხოვრებას ჩემთან ერთად გაატარებ ... კარგი, მე არ მოვწევ, იმაზე ცოტას დავლევ ვიდრე აქამდე ,მაგრამ შენ? რაღაც შენც უნდა დათმო ასე არ გამოვა, ვიჩაგრები- დივანს მიეყრდნო , კარს მიყუდებულ მაგდას უყურებდა და იღიმოდა- არაფერი მაგონდება შენი საშინელი ხასიათის გარდა. პესიმიზმი,ყველაფერ ცუდზე ფიქრები უნდა მოიშორო და დაიჯერო ...
-რა უნდა დავიჯერო , შენი?
-რატო მარტო ჩემი , ჩვენი უნდა დაიჯერო ... ჩემი და შენი
-მთვრალი ხარ , ხვდები ?
-სამწუხაროა თავის ტკივილის გამო ვერ დალევ , მაგრამ სხვა დროს აუცილებლად დავლევთ ერთად. სიგიჟემდე მაინტერესებს ალკოჰოლის მიღების შემდეგ შენი აწითლებული ლოყები , დაბურცული ტუჩები და სიცილი
-სიცილი,ის სიცილი რომელსაც ვერ იტან?
-ხოო... სხვებს რომ უცინი ვერ ვიტან ! საშინელი ბავშვი იყავი, ყველასთან ერთობოდი, კისკისებდი, ხარხარებდი და მერე მე მშხამავდი
-ნეტავ იმიტომ ხომ არა რომ შენ საშინელებებს მეუბნებოდი
-მაბრაზებდი და იმიტომ გეუბნებოდი საშინელებებს ! ეს დაწყევლილი წრე რომ დაიწყო და აღარ დასრულდა
-არც დასრულებულა ხომ ხედავ ... შენ კიდევ ახალ ამბავს ამატებ
-ეგ ამბავია მთავარი, გაიგე ბოლოს და ბოლოს
-გასაღები მომეცი , მივდივარ
-შენ მართლა გგონია რომ იქამდე მიხვალ, გაყინულ დამტვრეულ მანქანაში გაათენებ და მე აქ მშვიდად ვიქნები?
-მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ ჩვენი დიალოგი აღარ უნდა გაგრძელდეს!
-ლაპარაკსაც კი გაურბიხარ
-ხო , ისე მოხდა რომ უკვე კარგახანია საუბარიც შევწყვიტე
-ნელ-ნელა მძიმდები და არც აღიარებ ამას
-ვაღიარებ , ვიცი , მე უკეთ ვიცი ვიდრე შენ ან ვინმე სხვამ ... მე ვხედავ ჩემს ნიღბებს, იმ მოთმინებას რასაც ვიჩენ თავის შესაკავებლად , ყოველი დაწყებული დღის დასასრულებლად. ნეტავ შენ რა გესმის ჩემს ტვინში რა ხდება შენ მხოლოდ აგრესია გიჩნდება, არ მოგწონს და გინდა შეცვალო . მეც არ მომწონს შენში ბევრი რამ ,მაგრამ არასდროს მიცდია შეცვლა, შენი არჩევანია ახლაც არ გეუბნები არაფერს ხომ ხედავ შენ კი არ მეშვები ... კარები გამიღე ნიკოლოზ - ისევ გაჩუმდა , ოთახს მზერა მოავლო კატა რომ ეპოვნა და მერე სიცილი ვერ შეიკავა ძაღლის გვერდით ,ბუხართან , პლედზე გაწოლილი რომ დაინახა - ჩემგან შინაური ცხოველების მოყვარულიც არ გამოვა . სტრესულია ახალი პასუხისმგებლობის აღება , ახალი წლის საჩუქრად დაგიტოვებ გარფილდას
-შენ ნორმალური არ ხარ ხო? კატასაც კი თმობ იმიტომ რომ შენი მზრუნველობა და სიყვარული სჭირდება? უპასუხიმგებლო რომ ვარ არ გეცოდება ჩემთან ცხოვრებისთვის?
-აშკარად მშვენივრად გრძნობს თავს შენი ფიფქი
-ტვინს მირევ ისევ. ოღონდ თემა შეცვალო და რას არ აკეთებ
-უაზროა ჩვენი დიალოგი და მიხვდი ოდესმე ... ცუდად ვარ , მომეცი გასაღები
-სხვა დროს თავად მოიფიქრებდი მოპოვების გეგმას ახლა კი გაშეშებული დგახარ ერთ წერტილში და მთხოვ მიუხედავად იმისა,რომ იცი არ გაგიშვებ ... წასვლა არ გინდა თუ გასაღების აღება ჩემი ჯიბიდან შენს დიდებულებას შეურაცხყოფს და დაბალ დონეზე დაგიშვებს
-გინდა მოვიდე და შენს ჯიბეში ქექვა დავიწყო?
-მინდა კარს მოშორდე, მოხვიდე და მითხრა რომ შენც გიყვარვარ
-ეგ სიტყვა გულს მირევს , რომ მესმის ტვინზე ჩაქუჩივით მხვდება
-შენი სენსიტიურობა , ემოციურობა... შენი წიკები და მუდმივი უკმაყოფილება არავის უხდება ისე როგორც შენ , იცი?
-ამაზრზენი ხარ იცი? ხო ზუსტად ისე იწყებ ქცევას როგორც ნებისმიერთან ვისი დაკერვაც გინდა და ახლა შენ გგონია,რომ მე ყველაფერს დამავიწყებს შენი ტკბილი ხმით ნათქვამი სიტყვები ? დავიჯერებ რომ არ თამაშობ და გეტყვი მოდი ვცადოთ-თქო? შენ მე შენი სულელი ნაცნობებიდან ერთ-ერთი გგონივარ ? დინებას მიყოლილები იმას რომ აკეთებენ რაც მოესურვებათ და ცხოვრებაში ერთადერთი სადარდებელი ის აქვთ რომელ ბიჭს მოეწონებათ? ამ კატეგორიაში მატარებ , სერიოზულად?
-შენ და შენი კატეგორიები ... როგორც არ უნდა ვეცადო შენ სიგიჟითაც კი არ გავხარ სხვა გიჟებს
-ნუ გამიწყვიტავ მოთმინების უკანასკნელ ,უთხელეს ძაფს და ნუ მაიძულებ თავი გაგიტეხო
-მერე მე ვარ მოძალადე ...როგორ მიყურებ , მაშინებ
-ჯამბაზო - თვალები აატრიალა და მერე ღრმად ჩაისუნთქა. გაორებულად ხედავდა, ამდენხანს დგომა არ შეეძლო მითუმეტეს იმ ემოციების ფონზე რასაც ბოლო საათების განმავლობაში იღებდა . თვალები დახუჭა, შუბლზე თითები მოიჭირა, თავი უკან გადასწია და ნიკუშას რეაქციამაც არ დააყოვნა
-მაგდა ... რა ხდება ცუდად ხარ ? შემომხედე ნუ მაშინებ
-არა, ვსიმულიანტობ - ჩუმად თქვა და მისი ხელის მოშორება სცადა
-ოდესმე დაივიწყებ ? ამის დედაც ყველა აძლევს ერთ შანსს და შენ არ შეიძლება საკუთარი თავისთვის მაინც გაიმეტო ერთი შანსი და დაივიწყო ყველაფერი
-თუ დავივიწყებ რა იქნება მერე ...უცებ მივხვდები ,რომ მიყვარხარ? იდიოტო ჩვენს შორის ჩხუბის გარდა იყო რამე?
-მე და შენ მეგობრები ვიყავით... ნუ იქცევი ისე თითქოს არ გახსოვდეს ის დრო
-იმიტომ მატკინე ყველაზე მეტად უცებ გიკბინა ბზიკმა და მტრად მომიბრუნდი. საზიზღარი ხარ , ყველაფრის რწმენა დამაკარგვინე ... იმათზე უარესად მომექეცი იმ პრიმატებზე ჩემს ირგვლივ რომ იყვნენ. მეგონა შენ სხვანაირს მხედავდი და შენ იმათზე უარესს მიკეთებდი . ჭკუიდან გადავედი , მიზეზს ვერ ვხვდებოდი სულ მაგაზე ვფიქრობდი რა გინდოდა , რა დაგიშავე ... ახლა კი მეუბნება სოსოს რაღაცა უთხარიო . მანამდე ? მიპასუხე ,მიდი მითხარი მიზეზი ისევ მე დამაბრალე და ბოლოს და ბოლოს გამაგებინე რამ შეგცვალა ასე უცებ
-მიყვარდებოდი , მივხვდი სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი და მე სულელმა მანძილის გაზრდა ვცადე ჩემთვის მეგობარივით, ძმასავით რომ არ შემოგეხედა და მერე საერთოდ შეუძლებელი არ გამხდარიყო ჩვენი ერთად ყოფნა, მაგრამ არ გამომივიდა . შენ ხომ სრულიად უკონტროლო იყავი , როგორ შეიძლებოდა შენი რეაქციის წინასწარ დანახვა ... მერე ის ს.რი გადმოვიდა , ყველა იმაზე გიჟდებოდა შენ გაიცანი ხშირად გხედავდით ერთად . ჭკვიან, მდიდარ, სიმპათიურ ბიჭთან იჩითებოდი ჭორაობდნენ . ის ს.რი გიორგი ამბობდა ვუყვარვარო , ყველაფერს გააკეთებსო ... ვიჩხუბეთ . სკოლიდან მაგდებდნენ, დედაჩემს ლამის გული გაუსკდა იქედან ტიროდა ,მოთქვამდა, მამაჩემმა ისედაც ნაცემ დაბეგვილს ზემოდან დამიმატა ... კიდევ იმდენი რამე მოხდა, იმდენი სისულელე დაემატა ერთმანეთს და ისე მოგშორდი, ისე შორს აღმოვჩნდი - ეფერებოდა, თმაზე და ლოყაზე ახებდა თითებს თვალს არ აშორებდა , მზერა აემღვრა ყველაფერი გაიხსენა . ბოლო წერტილს დაუბრუნდა , ამდენი წლის შემდეგ ძლივს გაიხსენა მომხდარი- რა პატარა და სულელი ვიყავი და რამხელა უფსკრული შევქმენი . საერთოდ აღარ გჯერა ჩემი , გეშინია, არ მენდობი ... დაგკარგე და შენთან დასაბრუნებელ გზას ვეღარ ვპოულობ . მითხარი რამე , ასე ნუ მიყურებ - კარს მიაბჯინა ხელისგული და უკან დაიხია -აზრი აღარაფერს აქვს ? მართლა ვერ მიტან ? სულ არ გჯერა ჩემი ? მაგდალენა
-ყველაფერი მართალი იყო რასაც გეუბნებოდი ... სულელი, იდიოტი, იმბეცილი, გსაცადნელი , გაურკვევლობაში მყოფი დეგენერატი იყავი და ყველაფერი დაანგრიე! საკუთარი თავი უფსკრულამდე მიიყვანე , რამდენი უბედურება დაიმართე მას მერე რაც ჩვენს შორის ომი გააჩაღე. მე რომ დამკარგე და ჩემი ჩანაცვლება დაიწყე ის ბიჭიც გაანადგურე მე რომ მიყვარდა , კი არ მიყვარდა მთელს არსებაში მყავდა გამჯდარი შენ კი უცებ გამომგლიჯე საკუთარი თავი. შენი სისუსტის , გაურკვევლობის, უთქმელობის გამო ასეთად მაქციე და ახლა , ახლა გინდა დამაჯერო რომ ჩემში შენი დაბრუნება ბოლოს არ მომიღებს? ამდენი წელია გებრძი , ახლა მოხვალ ,უფრო მეტად შემოიჭრები ჩემს სულში და მერე ? მერე რომ ვერ გამიძლებ , რომ ვერ ამიტან, რომ მოგბეზრდება , სიყვარული რომ არ გეყოფა მე რა გავაკეთო ... მითხარი, მიპოვნე უშენობის მეორედ განცდის წამალი და საკუთარი თავის წინააღმდეგაც წავალ შენთან ყოფნისთვის - სახე ცრემლებით დაეფარა, მაგრამ ხელებს ვერ ამოძრავებდა მათი მოშორება რომ ეცადა . ნახევარი ცხოვრების ტკივილს ერთად გრძნობდა და როგორ უძლებდა ვერ ხვდებოდა. შიგნეული ეწვოდა, თვალები დაებინდა , ხის იატაკის ხმა ესმოდა, ნიკუშა ამჯერად უსიტყვოდ მოეხვია. მთელი სახე დაუკოცნა და სხეულზე მთელი ძალით მიიკრა
-ერთად ყველა ჭრილობას გავაქრობთ
31 დეკემბრის ის ღამე მხოლოდ ახალი წლის ათვლის წერტილი არ იყო. იმ დღიდან დაიწყო მათი ცხოვრების ისტორიის წერა . ამბავი,რომელიც არ იქნებოდა მარტივი ვერ მიაკუთვნებდით ერთ კონკრეტულ ჟანრს , უამრავ ემოციას და მოქმედებას შეიცავდა ბევრი ერთმანეთის საპირისპირო გრძნობით იყო სავსე , მუხტს არასდროს დაკარგავდა დასასრულამდე კი უამრავი წელი გავიდოდა.



№1 სტუმარი ნანე

მარიამ, როგორ ყოველთვის შეუდარებელი ხარ, როგორ ყოველთვის, გამაოცე სასიამოვნოდ, როგორც ყოველთვის იადეალურად გადმოსცემ ჩვეულებრივი ადამიანების განცდებსა და ემოციებს. ❤️❤️❤️შენ დაბადებული ხარ წერისთვის, დაბადებული ხარ გადმოსცე ჩემი, შენი, სხვისი სათქმელი და დიიიიიიიიდი გრძნობით გაათბო უგრძნობი გულები. შენ მე ხარ, მე სხვა ვარ, სხვა ჩვენ ვართ... ცოტა ხანში ნახე კომენტარები და ნახე, რამდენი ვართ...ყველა გისმენთ, გვტკივა და განვიცდით... მარიამ, ძალიან გენდობით, ჩვენი გრძნობები უნდა გამოიტანო სააშკარაოზე და ვიცი, შენ ამას შესძლებ, ძალიან ძლიერი ხარ❤️

 


№2  offline წევრი Natiko1996

სასიამოვნო წასაკითხი იყო მარიამ ❤️ნამდვილად მოუხდა ისტორიას გაგრძელება ❤️ თითქოს პაზლის ის ნაწილია რომლითაც სურათი მთლიანად შეიკრა ❤️ მადლობა შენ ამისთვის ❤️❤️

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

Natiko1996
სასიამოვნო წასაკითხი იყო მარიამ ❤️ნამდვილად მოუხდა ისტორიას გაგრძელება ❤️ თითქოს პაზლის ის ნაწილია რომლითაც სურათი მთლიანად შეიკრა ❤️ მადლობა შენ ამისთვის ❤️❤️

მიხარია რომ მოვახერხე იმ ნაწილის გაგრძელება და მოგეწონათ
მადლობა ♡♡♡♡ ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ

ნანე
მარიამ, როგორ ყოველთვის შეუდარებელი ხარ, როგორ ყოველთვის, გამაოცე სასიამოვნოდ, როგორც ყოველთვის იადეალურად გადმოსცემ ჩვეულებრივი ადამიანების განცდებსა და ემოციებს. ❤️❤️❤️შენ დაბადებული ხარ წერისთვის, დაბადებული ხარ გადმოსცე ჩემი, შენი, სხვისი სათქმელი და დიიიიიიიიდი გრძნობით გაათბო უგრძნობი გულები. შენ მე ხარ, მე სხვა ვარ, სხვა ჩვენ ვართ... ცოტა ხანში ნახე კომენტარები და ნახე, რამდენი ვართ...ყველა გისმენთ, გვტკივა და განვიცდით... მარიამ, ძალიან გენდობით, ჩვენი გრძნობები უნდა გამოიტანო სააშკარაოზე და ვიცი, შენ ამას შესძლებ, ძალიან ძლიერი ხარ❤️

მადლობა ასეთი ნდობისთვის
მახარებთ და ცხოვრებას მიფერადებთ ♡♡

 


№4  offline წევრი დარინა

ყველაფერ ერთად გილოცავ მარიამ, წარმატების და უამრავი მუზის წელი უოფილიყოს შენთვის, შენი არ იყოს და მეც ალბათ ჩემს ირგვლივ ყველაზე დიდი გრინჩი ვარ :დდდდ იცი როგორი იყოო მართლა შენი პირველი ისტორიები გამახსენდა და რომელიც ძალიან მომნატრებიაა, ისეთი კარგი იყოო ჩავტკბიი და გავბედნიერდიიი, ნიკოლოზის ნაირი პერსონაჟებიც მომნატრებია შენს ისტორიებშიი, მიხარია რომ დაგვიდე დღეს ისტორია და გაგვაბედნიერეე, შენი გამოჩენა ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერებაა, მიხარია რომ არსებობ და ჩვენთან ხართ ჩვენი ოქროს ხელება მარიამი ხარ ❤️❤️❤️❤️❤️

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
ყველაფერ ერთად გილოცავ მარიამ, წარმატების და უამრავი მუზის წელი უოფილიყოს შენთვის, შენი არ იყოს და მეც ალბათ ჩემს ირგვლივ ყველაზე დიდი გრინჩი ვარ :დდდდ იცი როგორი იყოო მართლა შენი პირველი ისტორიები გამახსენდა და რომელიც ძალიან მომნატრებიაა, ისეთი კარგი იყოო ჩავტკბიი და გავბედნიერდიიი, ნიკოლოზის ნაირი პერსონაჟებიც მომნატრებია შენს ისტორიებშიი, მიხარია რომ დაგვიდე დღეს ისტორია და გაგვაბედნიერეე, შენი გამოჩენა ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერებაა, მიხარია რომ არსებობ და ჩვენთან ხართ ჩვენი ოქროს ხელება მარიამი ხარ ❤️❤️❤️❤️❤️

ხო რაღაცნაირი გამოვიდა გმირებიც ისეთები არიან გადავეშვი წარსულში. წინა წელი ისეთი იყო ახლა რას იზამს ჩემი მუზა მართლა არ ვიცი ვნახოთ
მეც გილოცავ მილოცვებიც მეზარწბა მე ისეთი გრინჩი ვარ უაზრო მგონია საერთოდ მთავატია კარგი წელი გქონდეს ♡♡♡♡♡♡♡♡♤♤

 


№6  offline წევრი მარიამო26

მარიამ მომენატრეე❤️პირველ რიგში გილოცავ ახალ წელს❤️ისტორია ზუსტად ისეთი იყო როგორსაც ველოდი. შენი სახელი რომ დავინახე გავბედნიერდი❤️შენი გამოჩენა ყოველთვის მახარებს. იმედია მალე დაგვიბრუნდები❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამო

არ მჯერაა ❤❤❤

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

მარიამო26
მარიამ მომენატრეე❤️პირველ რიგში გილოცავ ახალ წელს❤️ისტორია ზუსტად ისეთი იყო როგორსაც ველოდი. შენი სახელი რომ დავინახე გავბედნიერდი❤️შენი გამოჩენა ყოველთვის მახარებს. იმედია მალე დაგვიბრუნდები❤️❤️❤️

მიხარია რომ მოგეწონათ
გილოცავთ ახალ წელს ♡♡♡♡♡

სტუმარი მარიამო
არ მჯერაა ❤❤❤

ვაიიჰ იმედია მოგეწონება

 


№9  offline წევრი gogincha

სასიამივნო შეგრძნებებით დავიმუხტე მადლობა შენ ამისთვის.

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

gogincha
სასიამივნო შეგრძნებებით დავიმუხტე მადლობა შენ ამისთვის.

მადლობა თქვენ რომ გამიზიარეთ აზრი ♡♡♡♡

 


№11 სტუმარი Qeti qimucadze

ამ ისტორიაში მხოლოდ ორმა პერსონაჟმა ისეთი ცეცხლი ააგიზგიზა. ბევრი ათი ადამიანის განცდაც ვერ შეწვდებოდაა. სიყვარულის მრავალნიღაბ გავლილი ქალისა და მამაკაცის შეცდომებით სავსე გრძნობების კარუსელი. ბედნიერებაა კეთილი დასაწყისი. მრავალ შობა ახალწელს მარიამ. ჯანრთელი. წარმატებული. მშვიდად მჩქეფარე წელი გქონოდეს. საოცარი ვინმე ხარრ

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

Qeti qimucadze
ამ ისტორიაში მხოლოდ ორმა პერსონაჟმა ისეთი ცეცხლი ააგიზგიზა. ბევრი ათი ადამიანის განცდაც ვერ შეწვდებოდაა. სიყვარულის მრავალნიღაბ გავლილი ქალისა და მამაკაცის შეცდომებით სავსე გრძნობების კარუსელი. ბედნიერებაა კეთილი დასაწყისი. მრავალ შობა ახალწელს მარიამ. ჯანრთელი. წარმატებული. მშვიდად მჩქეფარე წელი გქონოდეს. საოცარი ვინმე ხარრ

ქეთი მეც გილოცავთ <3
მიხარია თქვენი გამოჩენა
გმადლობთ ერთგული მკითხველი რომ ხართ heart_eyes heart_eyes

 


№13  offline წევრი utsnobi

ეხლა უკვე სრულყოფილია ეს ისტორია, აშკარად საჭირო იყო მეორე ნაწილი, დადებითად დავიმუხტე, როგორ მიხარიხარ მოულოდნელად რომ გამოჩნდები ხოლმე შენ ხომ არ იცი, ჩემი ფავორიტი ხარ ამ საიტზე

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

utsnobi
ეხლა უკვე სრულყოფილია ეს ისტორია, აშკარად საჭირო იყო მეორე ნაწილი, დადებითად დავიმუხტე, როგორ მიხარიხარ მოულოდნელად რომ გამოჩნდები ხოლმე შენ ხომ არ იცი, ჩემი ფავორიტი ხარ ამ საიტზე

heart_eyes heart_eyes
დიდზე დიდი მადლობა
მე როგორ მიხარიხართ ვერ გადმოვცემ და აღვწერ
ისეთი ისტორია გამოვიდა კიდევ რომ შემიძლია ერთი ნაწილი დავწერო ასე უცებ მოფიქრებული

 


№15  offline წევრი duchi_duchi

ვაიმე როგორ ვგიჟდები მე ამ გადარეულ ნიკოზე თქვენ ხომ არ იცით.მინდა ეს ბიჭი და მომიყვანეთ.არ მეყო მარიამ კიდევ მინდა და მინდაა.

 


№16  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

არ მჯერა რაც წავიკითხე, როგორ მინდოდა ამათი ერთად ყოფნა პორველ ნაწილში და როგორ მწყდებოდა გული მათი ცალცაკე წაკითხვით, ძალიან მაგარი გოგო ხარ ამ საახალწლოდ ეს წყვილი რომ გამოაცხვე, ერთ ერთი ჩემი ფავორიტია შენს ისტორიებში❤️❤️❤️

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

duchi_duchi
ვაიმე როგორ ვგიჟდები მე ამ გადარეულ ნიკოზე თქვენ ხომ არ იცით.მინდა ეს ბიჭი და მომიყვანეთ.არ მეყო მარიამ კიდევ მინდა და მინდაა.

გამორიცხული არაა კიდევ დამარტყას მუზამ და დავწერო მესამე ნაწილიც
ნიკუშა რომ შეგიყვარდა კი მიკვირს ცოტა,მაგრამ რა ვიცი გემოვნების საკითხია
laughing

ablabudaa
არ მჯერა რაც წავიკითხე, როგორ მინდოდა ამათი ერთად ყოფნა პორველ ნაწილში და როგორ მწყდებოდა გული მათი ცალცაკე წაკითხვით, ძალიან მაგარი გოგო ხარ ამ საახალწლოდ ეს წყვილი რომ გამოაცხვე, ერთ ერთი ჩემი ფავორიტია შენს ისტორიებში❤️❤️❤️

უიჰ არ ველოდი ასე თუ გაგიხარდებოდათ ასე ტუ ელოდით და ფავორიტს თუ უწოდებდით ხომ საერთოდ
რა მეთქმის მიხარია რომ გაგახარეთ და მივიყვანე საქმე ბოლომდე
heart_eyes heart_eyes

 


№18  offline წევრი TamoTi

ერთ ერთი საუკეთესო იყო ნამდვილად❤️ძალიან მომეწონა❤️ცოტა გაორებული ვარ.პირველი ნაწილის დანაკლისი შემივსო მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ დანაკლისს ვგრძნობდი.რაღანაირად უხდებოდათ ერთმანეთისთვის უერთმანეთოდ ყოფნა❤️მარტოსულზეც ეგრე ვიყავი და მეორე დასასრული არ წამიკითხავს მიხედავად იმისა რომ გული დამწვა იმ ორის ტანჯვით მაინც პირველი დასასრული მერჩივნა❤️❤️მიხარია ასე მალე რომ მოგვიტანე სიახლე❤️მიყვარს ძალიან შენი ისტორიები❤️❤️უდაოდ ძალიან კარგია❤️❤️ბევრი ბევრუ წარმატებები ამ წელს????❤️

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

Tamuna Gogaladze
ერთ ერთი საუკეთესო იყო ნამდვილად❤️ძალიან მომეწონა❤️ცოტა გაორებული ვარ.პირველი ნაწილის დანაკლისი შემივსო მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ დანაკლისს ვგრძნობდი.რაღანაირად უხდებოდათ ერთმანეთისთვის უერთმანეთოდ ყოფნა❤️მარტოსულზეც ეგრე ვიყავი და მეორე დასასრული არ წამიკითხავს მიხედავად იმისა რომ გული დამწვა იმ ორის ტანჯვით მაინც პირველი დასასრული მერჩივნა❤️❤️მიხარია ასე მალე რომ მოგვიტანე სიახლე❤️მიყვარს ძალიან შენი ისტორიები❤️❤️უდაოდ ძალიან კარგია❤️❤️ბევრი ბევრუ წარმატებები ამ წელს????❤️

ამიტო ისიც სრულად იყო და ესეც ... მეც ეგეთი შეგრძნება მქონდა ის ისტორია იყო სრულყოფილი ჩემთვის ეს უბრალოდ ახალწელს ვიმაიმუნე
მიხარია რომ მოგეწონათ ♡♡♡♡♡♡

 


№20 სტუმარი სტუმარი მარიკო

აი ეს ნამდვილად შენი ისტორია იყო❤️ ძალიან მაგარი იყო❤️❤️❤️❤️საუკეთესოხარ

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მარიკო
აი ეს ნამდვილად შენი ისტორია იყო❤️ ძალიან მაგარი იყო❤️❤️❤️❤️საუკეთესოხარ

heart_eyes heart_eyes უიიჰ როგორ მიხარია
მადლობა

 


№22  offline წევრი თეოფილე

ძალიან კარგია ❤️ მიყვარს ნიკოლოზი და იმედია გაგრძელება აქვს ❤️

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

თეოფილე
ძალიან კარგია ❤️ მიყვარს ნიკოლოზი და იმედია გაგრძელება აქვს ❤️

ეს მეორე ნაწილი იყო და გაგრძელება არ ვიცი შეიძლება დავწერო კიდეც ოდესმე
ვერაფერს ვიტყვი წინასწარ
heart_eyes heart_eyes

 


№24  offline წევრი რუსკიმარუსია

მარიამო, ყველაფერს ერთად გილოცავ❤
მიხარია ჩემი მოლოდინი რომ გამართლდა და ამ ორი გიჟის გზა კვლავ გადაიკვეთა❤ (არადა ვიღაცამ თქვა მათი გზები ვერასოდეს გადაიკვეთებაო :) ხოდა გამარჯობა მარიამო :დ )
თურმე როგორ მომნატრებია შენი გიჟი გოგო-ბიჭები❤ დიდი ხანია ნიკოლოზის მსგავსი პერსონაჟი აღარ გყოლია და ესეც მონატრებული მქონდა❤
კითხვის პროცესში წარმოვიდგენდი როგორ ეკამათება მაგდალენა ნიკოლოზს ხელებისა და მიმიკების გამოყენებით, როგორ ენაგლება და ესწერვება, როგორ უწევს ხმის ტემბრს, ნიკოლოზი კი სასმელის ჭიქით ხელში მშვიდი სახით უხსნის მაგდას ყველაფერს, მომენტებში კი ისე ფეთქდება როგორც შენ გიჟ ბიჭებს ჩვევიათ, - აი მშვიდი სახით რომ გენაგლება, ბოლოს ერთს გვერდულად ჩაიცინებს და შენი ცხვირი პლასტიკურ ჩარევას რომ საჭიროებს - უბრალოდ ნიკოლოზის წინ მაგდალენა იდგა და მაგას არ იზამდა :) სამაგიეროდ თავისი სიმშვიდით უშლიდა ნერვებს :)
ეს ორი ერთმანეთის გარდა ვერას მოუხდება❤ საბოლოოდ ნიკოლოზის ვარსკვლავი მაგდა გახდა და მაგდამაც დაიმგზავრა ცხოვრების გზაზე მთავარი მგზავრი❤
წელს თუ ასე ტკბილად დაიწყებ, გაგრძელება კიდევ უფრო ტკბილი იქნება. მართალია ბევრი ტკბილეული არაა სასარგებლო, მაგრამ არაუშავს გვაწყინოს, ავიტანთ :დ
შემდეგამდე, მარამო❤❤❤

 


№25  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
მარიამო, ყველაფერს ერთად გილოცავ❤
მიხარია ჩემი მოლოდინი რომ გამართლდა და ამ ორი გიჟის გზა კვლავ გადაიკვეთა❤ (არადა ვიღაცამ თქვა მათი გზები ვერასოდეს გადაიკვეთებაო :) ხოდა გამარჯობა მარიამო :დ )
თურმე როგორ მომნატრებია შენი გიჟი გოგო-ბიჭები❤ დიდი ხანია ნიკოლოზის მსგავსი პერსონაჟი აღარ გყოლია და ესეც მონატრებული მქონდა❤
კითხვის პროცესში წარმოვიდგენდი როგორ ეკამათება მაგდალენა ნიკოლოზს ხელებისა და მიმიკების გამოყენებით, როგორ ენაგლება და ესწერვება, როგორ უწევს ხმის ტემბრს, ნიკოლოზი კი სასმელის ჭიქით ხელში მშვიდი სახით უხსნის მაგდას ყველაფერს, მომენტებში კი ისე ფეთქდება როგორც შენ გიჟ ბიჭებს ჩვევიათ, - აი მშვიდი სახით რომ გენაგლება, ბოლოს ერთს გვერდულად ჩაიცინებს და შენი ცხვირი პლასტიკურ ჩარევას რომ საჭიროებს - უბრალოდ ნიკოლოზის წინ მაგდალენა იდგა და მაგას არ იზამდა :) სამაგიეროდ თავისი სიმშვიდით უშლიდა ნერვებს :)
ეს ორი ერთმანეთის გარდა ვერას მოუხდება❤ საბოლოოდ ნიკოლოზის ვარსკვლავი მაგდა გახდა და მაგდამაც დაიმგზავრა ცხოვრების გზაზე მთავარი მგზავრი❤
წელს თუ ასე ტკბილად დაიწყებ, გაგრძელება კიდევ უფრო ტკბილი იქნება. მართალია ბევრი ტკბილეული არაა სასარგებლო, მაგრამ არაუშავს გვაწყინოს, ავიტანთ :დ
შემდეგამდე, მარამო❤❤❤

ოფიციალურად ვაცხადებ რომ მე შენ მიყვარხარ !
რა გითხრა მეტი?
უშენოდ ჩემი ისტორიები ვერ წარმომიდგენია , შენი კომენტარი უხდება ამათ
heart_eyes

 


№26  offline წევრი აბაშიძე

მარიამ.

მახსოვს როგორ არ მეყო პირველი ნაწილი.
იმდენად დიდი უკმაყოფილების შეგრძნება გამიჩნდა მაშინ ლამის გაჩხუბე.

ამ ბოლოდროს სათაურების დამახსოვრება მიჭირს.
ამიტომ არც ამ ისტორიის სახელი მახსოვდა.

მეტიც
იცი რა მეგონა?
რამე ახალის თავებად დადება თუ დაიწყე.
||-აი ამის გამო მეთქი ორი თავი დევს ჯერ რამდენიმეს დადებს და მერე დავიწყებ თქო.
იდიოტი ბავშვი.
მერე ისევ ვნახე და გამახსენდა სათაური.
მეთქი არ არსებობს.

პირველი ისევ წავიკითხე.
ესეც.

გავსკდი ტირილით.

რანაირი იყო?
დიდი ხანია რომ არ გქონია ასეთი.

ორი იდოტი ბავშვი.

როგორ დატანჯეს ერთმანეთი?

მაინც ვერ ვიგებ რომელი უფრო დაიტანჯა.

გული მისკდება ნიკოლოზზე რომ ვფიქრობ ისე მიყვარს.

პივრველ ნაწილიში ბოლო სიტყვების გამო და აქ საერთოდ გამაგიჟა.

ყველა ჭრილობას ერთად გავაქრობთო.

კი არის "ცუდი" ბიჭი მაგრამ მოსულა ისტორიებში.

ვივიწყებთ იმ ფაქტს რომ აწამა მაგდალინა.

თავისი ბავშვური,იდოტური ფიქრების გამო.

შემოვარტყამდი ერთი-ორს.

სხვათაშორის მაინც არ მეყო.
კიდევ მიიინდა.

დიდიხანია კომენტარი არ დამიტოვებია.
არადა ვიცი ისე გიხარია როგორც მე ახალი ისტორია.

იცი როგორი რამეა კომენტარის დაწერა?
ისტორიის დაწერას გავს.

მუზა უნდა გქონდეს სიტყვებად რომ დაიღვარო.
მე კიდევ ეგ მომენტი ახლა მოჭარბებული მაქვს.
ხანდახან მაგრად მიჭირს.

ამ მომენტში იმ გოგოს ვგავარ ისევ
ორი წლის წინ რომ დაიწყო შენი კითხვა და იმდენად აღფრთოვანებული იყო ყველაფრის თქმა უნდოდა.

ის პირველი ემოციები ისევ მაქვს და სულ მექნება ვიცი.

ისევ ისე მიყვარს როგორც წერ და რასაც წერ.

ყველა პერსონაჟი მიყვარს მე.

ყველაფრის მოშორებას გისურვებ რაც კი გამძიმებს.

მინდა ჩემი საყვარელი მწერალი ბედნიერად გრძნობდეს თავს.

აი ასეთი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა ამ ხნის მანძილზე.

ძალიან მიყვარს მე მარიამი რომელიც აასე კარგად წერს.

და ის მარიამიც,ხანდახან რომ ვესაუბრები ხოლმე.

მოკლედ.
კიდევ ერთი ისტორია,რომელიც მიყვარს

შემდეგამდე.

 


№27 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მოუხდა ამათ გაგრძელება და ერთად ყოფნა.მახსოვს წინა ნაწილზე დავწერე როგორ მინდოდა რომ ერთად დარჩენილიგვნენ ეს ორი.მიხარია რომ გააგრძელე.კარგი გამოვიდა ძალიან

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

აბაშიძე
მარიამ.

მახსოვს როგორ არ მეყო პირველი ნაწილი.
იმდენად დიდი უკმაყოფილების შეგრძნება გამიჩნდა მაშინ ლამის გაჩხუბე.

ამ ბოლოდროს სათაურების დამახსოვრება მიჭირს.
ამიტომ არც ამ ისტორიის სახელი მახსოვდა.

მეტიც
იცი რა მეგონა?
რამე ახალის თავებად დადება თუ დაიწყე.
||-აი ამის გამო მეთქი ორი თავი დევს ჯერ რამდენიმეს დადებს და მერე დავიწყებ თქო.
იდიოტი ბავშვი.
მერე ისევ ვნახე და გამახსენდა სათაური.
მეთქი არ არსებობს.

პირველი ისევ წავიკითხე.
ესეც.

გავსკდი ტირილით.

რანაირი იყო?
დიდი ხანია რომ არ გქონია ასეთი.

ორი იდოტი ბავშვი.

როგორ დატანჯეს ერთმანეთი?

მაინც ვერ ვიგებ რომელი უფრო დაიტანჯა.

გული მისკდება ნიკოლოზზე რომ ვფიქრობ ისე მიყვარს.

პივრველ ნაწილიში ბოლო სიტყვების გამო და აქ საერთოდ გამაგიჟა.

ყველა ჭრილობას ერთად გავაქრობთო.

კი არის "ცუდი" ბიჭი მაგრამ მოსულა ისტორიებში.

ვივიწყებთ იმ ფაქტს რომ აწამა მაგდალინა.

თავისი ბავშვური,იდოტური ფიქრების გამო.

შემოვარტყამდი ერთი-ორს.

სხვათაშორის მაინც არ მეყო.
კიდევ მიიინდა.

დიდიხანია კომენტარი არ დამიტოვებია.
არადა ვიცი ისე გიხარია როგორც მე ახალი ისტორია.

იცი როგორი რამეა კომენტარის დაწერა?
ისტორიის დაწერას გავს.

მუზა უნდა გქონდეს სიტყვებად რომ დაიღვარო.
მე კიდევ ეგ მომენტი ახლა მოჭარბებული მაქვს.
ხანდახან მაგრად მიჭირს.

ამ მომენტში იმ გოგოს ვგავარ ისევ
ორი წლის წინ რომ დაიწყო შენი კითხვა და იმდენად აღფრთოვანებული იყო ყველაფრის თქმა უნდოდა.

ის პირველი ემოციები ისევ მაქვს და სულ მექნება ვიცი.

ისევ ისე მიყვარს როგორც წერ და რასაც წერ.

ყველა პერსონაჟი მიყვარს მე.

ყველაფრის მოშორებას გისურვებ რაც კი გამძიმებს.

მინდა ჩემი საყვარელი მწერალი ბედნიერად გრძნობდეს თავს.

აი ასეთი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა ამ ხნის მანძილზე.

ძალიან მიყვარს მე მარიამი რომელიც აასე კარგად წერს.

და ის მარიამიც,ხანდახან რომ ვესაუბრები ხოლმე.

მოკლედ.
კიდევ ერთი ისტორია,რომელიც მიყვარს

შემდეგამდე.

ქეთო შენი გამოჩენა ჯერ კიდევ კომენტარის დანახვისთანავე მიხარია
არ მეგონა ორ ღამეში დაწერილი ეს პატარა ,უცნაური ამბავი თუ მოიყვანდა შენთან კომენტარის წერის მუზას ახლა რაღაც სხვანაირად ვუყურებ ამ ორს და მათ ისტორიას
მესამე ნაწილის არსებობაც არ არის გამორიცხული
ერთი პატარა ნაწილიც შეიძლება დამეწერინოს უცებ ,როგორც ეს ორი ისე მოულოდნელად მომაფიქრდეს
heart_eyes kissing_heart ბედნიერებაა შენი ჩემს მკითხველებს შორის ყოფნა heart_eyes heart_eyes

სტუმარი თამო
ძალიან მოუხდა ამათ გაგრძელება და ერთად ყოფნა.მახსოვს წინა ნაწილზე დავწერე როგორ მინდოდა რომ ერთად დარჩენილიგვნენ ეს ორი.მიხარია რომ გააგრძელე.კარგი გამოვიდა ძალიან

heart_eyes heart_eyes
რომ გაგახარეთ ძალიან კარგია
მადლობა დიდი

 


№29 სტუმარი სტუმარი მემე

მესამე ნაწილიც იქნება?

 


№30 სტუმარი ნანე

ამას 1 ნაწილიც აქვს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent