ტყეში პატარა ქოხი (ნაწილი 3)
ამ დროისთვის,მამაჩცემი პრეზიდენტის მრჩევლადაა დანიშბული , ძალიან გამჭრიახე გონება აქვს და ჭკვიანიცაა, მაგრამ ყოველთვის კარგისთვის არ ემეტება ჭკუა და გონება სამწუხაროდ . დეკემრის შუა რიცხვებია, უკვე ძალიან ცივა ზამთარია, სასეირნოდ ვეღარ დავდივარ ჩემს ოთახში ვარ გამოკეტილი, ხან ინტერნეტით, ხანაც წიგნებით ვბრუვდები. საღამოა კარზე დააკაკუნეს... -ღიაა, კარი ოდნავ შემოეღო, დედაჩემის გაფითრებული სახე წინ წამოიწია, -შემოდი დედა -არა, -კვირის ბოლოს ოჯახით ვართ დაპატიჟებული. - მე ვერ წამოვალ. -შენი აზრით მნიშვნელოვანი რომ არ იყოს? -რა თქმაუნდა! -თქვენთვის მნიშვნელოვანია რომ ისინი რას იფიქრებენ ,თორემ მე რა მინდა ... -დაამთავრე ახლა და მზად იყავი! -თანხმობის ნიშნად თვალები დავუხუჭე და ოდნავ შევუცვალე ტუჩებს მიმართულება,თითოს გავიღიმე, უცნაურად გამომხედა დედამ და კარგი მიიჯახუნა. მეორე დღეს უნივერსიტეტში წავედი.დილა არც ისე სახარბიელოდ დაიწუო,გავიგეთ რომ ერთერთ კურსელს მანქანა დასჯახებია და მძიმედ იყო. ავფორიაქდი ლექციასაც ვერ მოუსმინე, თავში ამეკვიატა ფიქრი, როგორ ვეჯახებოდი მანქანით და როგორ მეჯახებოდა მანქანა მე, ბოდიში მოვიხადე და გარეთ გამოვედი. თბილი დღე იყო,დიდი ხანია ჩემს ნაპოვნ სილამაზეს არ ვსტუმრებივარ, მანქანაში ჩავჯექი და წავედი.... ზამთარშიც კი ძალიან ლანაზი იყო ეს ადგილი, თითქოს ყველა ხე დაემხო, იმისათვის რომ წინ გაყურებინოს და დაგანახოს სამყაროს მეორე მხარე, მეც მინდოდა დამენახა, მაგრამ ჩემს თვალებს ნისლი ბურავდა.... დღის ორი საათი იქნებოდა ვიჯექი შეფუთული ხესთთან, მციოდა, მაგრამ ეს სიცივეც მსიამოვნებდა,უცებ ისე ჩამობნელდა, მეგონა მთელი დღე აქ გავატარე და თითქოს მოსაღამოვდა. ტელეფონს დავხედე 2 საათია,მგონი ცუდი ამინდი იწყება,აქედან უნდა გავასწრო. ავდექი და წასასვლელად მევომზადე, უცებ დავინახე ხევში, უზარმაზარი წყლის ნაკადი,როგორ მოიწევდა ჩემკენ,მერე კი ადგილს მოვწყდი.... თვალები ფრთხილად გავახილე, ყველა ძვალი ისე მტკიოდა, თითქოს დათვმა გადამიარა. საწოლში ვიწექი,პატარა ოთახში, ოთახი კიარა უფრო პატარა ხის ქოხია, წინ პატარა სამზარეულოსავით აქვს. გადაუტიხრის გარეშე და ადგილი სადაც მე ვწევარ.ადგომა დავაპირე,მივხვდი რომ სრულიად შიშველი ვარ საწოლში. -რა ჯანდაბაა! სად ვარ? რაც ზემოდან მქონდა ,შემოვიხვიე და ავდექი. ფანჯრიდან გავიხედე არავინ ჩანდა, შემდეგ ჩემ ტანსაცმელს დავუწყე ძებნა, იმდენად ვნერვიულობდი რომ სულ კანკალი ამიტყდა, საწოლზე მამაკაცის სპორტული შარვალი და სვიტრი დამხვდა, ჩავიცვი სწრაფად დავიხარე ფეხსაცმლის ასაღებად, საწოლის დაბლა ერთმანეთზე დალაგებული ხეები იყო,გამოვიღე ჩარჩო აღმოჩნდა ნახატით,ნახატზე ქალის მშვენიერი სახე.კარი გაიღო შიშისგან ნახატი ხელიდან დამივარდა და დაზიანდა, სწრაფად ავიღე ... -ვინ მოქცათ უფლება, ჩემი ნივთების ქექვისა ? ჩემ წინ 30 წლამდე მამაკაცი იდგა. ამღვრეული თვალებით, თეთრი სახე ჰქონდა, მუქი შავი თვალები და გრძელი წვერი. -ბოდიშს გიხდით არ მინდოდა . -შეგიძლიათ მოშერდეთ აქაურობას, ისე მითხრა ეს სიტყვები რომ, ნახატს თვალს არ აშორებდა ჩემს ხელებში, ნახატი საწოლზე დავდე . -მაგრამ აქ საიდან მოვხვდი? -ალბათ წყალმა პირდაპირ აქ შემოგაგდოთ. მითხრა ირონიულად და ისე შემომხედა სულ ავცახცახდი, მეგონა ესარის და მომკლავდა, მაგრამ სევდიანი თვალების ამოცნობა მაინც არ გამჭირვებია, ან როგორ ვერ შევნიშნავდი როცა იგივე ნატანჯ თვალებს ხშირად ვხედავდი სარკეში. -მადლობა გადარჩენისთვის, თავი ავწიე, ცოტა თავბრუ დამეხვა, საწოლს დავეყრდნე, თვალები ძლიერად დავხუჭე გავახილე და გასასვლელისკენ წავედი. -აუცილებლად გადაგიხდით! -რისთვის სიცოცხლე რომ შეგინარჩუნდათ თუ შუშის საფასურს ? სწრაფად მკითხა და თვალები მომანათა. -ჩემი სიცოცხლე ამ ნახატთან არაფერია!თქვენთვის ძვირფასი რომ დავაზიანე, ისევე სწრაფად ვუპასუხე და გვერდი აუარე, გარეთ რომ გამოვედი, წავედი იმ ადგილისკენ სადაც მანქანა მეგულებოდა, ავედი დავჯექი ცოტახქნს აზრების მოკრებას და დამშვიდებას ვცდილობდი,ამის შემდეგ წავედი სახლისკენ. მანქანაში საათს დავხედე 2 საათი იყო, ეტყობა გაფუჭდა გამიარა გონებაში. სახლის კარი გავაღე. არავინ იყო, როგორც ყოველთვის ჩემს ოთახში ავირბინე, კარი ფრთხილად გავაღე, ჩემს საწოლში დედა იწვა. საწოლთან მივედი და მუხლებს დავეყრდნე, ცრემლები წამსკდა, ოღონდ სიხარულის, მერე სახეზე დავაშტერდი, გაუხეშებული ნაკვთები სიმკაცრეს ამატებდა. ის ჯერ 38 წლის იყო,მაგრამ ალბათ მისი 38 წელი 118 უდრიდა... თმაზე ოდნავ შევეხე, მინდოდა მოვფერებოდი,უცებ თვალები გაახილა გაშმაგებული მიყურებდა. -რა გაცვია? სად დაეთრევი? -ეს,ეს ენა დამება... -ხო ეს,გუშინ სახლში არ მოხვედი, ვისთან დარჩი?როდიდან დაკარგე ნამუსი? -დედა, იქნებ ჯერ მომისმინო ?! -რა უნდა მოუსმინო გოგოს, რომელიც წინა დღეს მიდის, დილიდან და მეორე დღეს ბრუუნდება,მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი? როგორ გგონია, მე დავიჯერ იმ ზღაპრებს, რომლის მოყოლასაც აპირებ? -ნუ დაიჯერებ, უბრალოდ გადი ჩემი ოთახიდან! ვუთხარი წყრომით. -გავიდე ხომ გავიდე არა, წამოხტა საწოლიდან და ისეთი სილა გამარტყა...თავი ვერ შევიკავე და ლოგინზე დავვარდი, ამას ფურთხიც მოაყოლა და მხეცივით გავარდა ოთახიდან. ეს ყველაფერი ჩემზე საშინლად მოქმედებდა, ის რომ არავინ მისმენდა და არავის აინტერესებდა. სარკეში ჩავიხედე მარჯვენა ლოყა დაკაწრული და ოდნავ შელურჯებული მქონდა. გავიხადე ტანსაცმელი და სააბაზანოში გავედი, ცხელი წყლის ქცეშ ვიდექი და ბავშვივით განვიცდიდი,თან მინდოდა გონებაში აღმედგინა რა მოხდა, ან რა უნდა მომხდარიყო? გადამარჩინა და სველი ტანსაცმელი გამხადა, რამეს ხომ არ დამიშავებდა? არა არამგონია, მაგრამ არც დარწმუნებული ვარ რამეში ... მეორე დილით,ლექციის შემდეგ, ტანაცმელი წავიღე და ქოხში წაცედი, არ მქონდა იმედი რომ იქ დამხვდებოდა,მართალიც გამოვდექი ქოხი დაკეტილი იყო ... ფურცელი ამოვიღე და დავწერე : "დიდი მადლობა რომ გადამარჩინეთ, ეს თქვენი ნივთებია მინდა გნახოთ და მომიყვეთ რა როგორ მოხდა, ან ჩემი ნივთები თუ გადარჩა.ხო თან ჩარჩო მინდა გადმოქცეთ,ჩემი გაკეთებული თქვენსას ვერ შეედრება, მაგრამ თუ არ მოგეწონებათ ფულით აგინაზღაურებთ. ქაღალდის შესაფუთში ჩავდე და კარის გვერდზზე პატარა მყუდრო ადგილას დავდე... სახლში დავბრუნდი შექსპირის ,,ჰამლეტს ,, უნდა გავცნობოდი. დავიწყე,მაგრამ დედამ შემაწყვეტინა, კარი არც გაუღია შემომძახა... -5 წუთში მზად იყავი, ნიკოლოზი ჩამოვიდა . -ჩვენი ბიძაშვილი? -ხო აბა სხვა ვინ?! -კარგი, კარგი მოვდივარ... მალევე მოვემზადე, თან ვფიქრობდი ისევ ისეთი მძიმე ხასიათი ჰქონდა?! მძიმე კიაარა თამოყვარე ყეყეჩი გახლდათ, რადგან პატარა ვარ ორი წლით სულ მჩაგრავდა,მაგრამ მინდა ვნახო ... წავედით ბიძაჩემი ვაკეში ცხოვრობს. ეზოში მანქანები იყო.ესეიგი ხალხი ჰყავთ. -თქვენს გამო ,ყველაზე ბოლოები მოვედით . მანქანიდან სწრაფად გადავიდა. -შედით და მეც მოვალ ახლავე . იქვე სასურსათო მაღაზია იყო, ნიკოლოზს ძალიან უყვარდა, ორეოს ორცხობილა და რაფაელო, ნუ ტკბილეულობას ემონებოდა. პატარა კალათა ვიყიდე და რაც თუ რამო მომხვდა ხელში, კალათაში ჩავალაგე. სწრაფად გადავედი მანქანიდან და შევედი, მაგიდასთან იჯდა ყველა რომ მივესალმე მოკრძალებით და ნიკოლოზს დავუწყე ძებნა, კიბეები ჩამოირბინა. -ნიკუშ,-დავუძახე და მისკენ აჩქარებული წავედი. -ჩემი სალო, მოდი ტკბილო რა ლამაზი ხარ, მოვიდა მატრიალა მეფერა... -ტკბილეული საუკეთესო ხარ გემრიელოოო. გულში ვყავდი ჩახუტებული, იქამდე სანამ მამამ არ წამოხტა. -მოდით ახლა დასხედით ჩვენც აქ ვართ. -ნუ ეჭვიანობ ბიძაჩემო, მომენატრა ჩემი ლამაზთვალება სალო.უთხრა ძალიან მშვიდად და ცოტა ირონიულად. ნიკოლოზი, ექვს წელზე მეტია, იელის უნივერსიტეგში სწავლობდა,მას დიდი გეგმები აქვს პოლიტიკაში, როგორც შემდგომში გავიგეთ. ბიძაჩემის გვერდით დაჯდა და მეც მის გვედზე დამაჯინა . -როგორ მოგეწონა ამერიკა? -კარგად,მაგრამ ჩემი ქვეყანა მეტად მომწონს და სალო, შენ რატომ არ გააგრძელე სწავლა საზღვარ გარეთ? მითუმეტეს რომ 4 ენას ფლობ... -მართლა?რა ენებს? გაიკვირა ერთერთმა სტუმარმა ქალმა და დაკვირვებით შემავლო თვალი... -ინგლისური, გერმანული,რუსული და ჩინურს სწავლობდა ბოლოს რომ გავიგე კიდევ ხომ არ დაამატე ? -არაა. -ხოდა, რატომ არ განაგრძე უცხოეთში სწავლა? -არ ვიცი არ მიფიქრია.იქნებ უკეთესიც ყოფილიყო ჩემთვის. გამიარა გონებაში და თავი დავხარე -არ მოიწყინო, ბიძაჩემის საქმე იქნება ეგ, თქვა და მამაჩემს უცნაურად გახედა. -მინდოდა პოლიტიკა აერჩია, მაგრამ მან ცეკვა თამაში მომიმდომა,რომელზეც ფულის გადაყრას არ ვაპირებ! თქვა მოჭრით მამამ და ნიკას გახედა ... -ბოდიშს გიხდით, სკამიდან წამოვდექი. -დაჯექი სალო! -გამიშვი რა ნიკა,სხვა დროს... -დაჯექი ახლავე . -დავჯექი. ცრემლებს სიმწარისას ვყლაპავდი და გული ლამის გამისკდა. -ბაბუა საუკეთესო ქირურგი ყოფილა მამა, განაგრძო ნიკამ. -ხო შვილო. -მერე თქვენ, რატომ არ აირჩიეთ ეს გზა ? -ყველას თავისი არჩევანი აქვს შვილო. -ხო არა და ბიძას რა სჭირს მაშ? თუ სხვანაირად ფიქრობ ბიძაჩემო. ნიკას თვალები აენთო, მამა სიმწარისგან სრულებით გაწითლდა, ბოლოს მაინც დაამატა -სტუმრებთან განსახილავი არაფერია შვილო. -რათქმაუნდა.ბოდიშით ჩემთან მობრძანებულო სტუმრებო, უაღრესად მადლობელი ვარ, ამ პატივისთვის, დააფასეთ მამაჩემი და დამაფასეთ მე.იცით რომ დილით ჩამოვედი და დასვენება მჭირდება,თქვენ განაგრძეთ და მე თქვენის ნებართვით, ცოტას დავისვენებ. -როგორ გეკადრება შვილო! მიდი დაისვენე, გვიხარია რომ კულტურული და ჭკვიანი ახალგაზრდა ხართ. ნიკა ადგა, ხელი ხელზე მომკიდა და თავის ოთახში ავედით. ბარგი ჯერ არ ამოელაგებინათ. -დაჯექი სალო , სკამზე ჩამოვჯექი. ნიკა ჩანთაში რაღაცას ეძებდა, ჩანთიდან ყუთი ამოიღო _ გამომიწოდა. -ეს რა არის ? -გახსენი...სწრაფად გავხსენი, ყუთი სცენად გაიშალა სადაც ბალერინა, ჩაიკოვსკის გედების ტბაზე ცეკვაბდა. გვერდით მომიჯდა, დამუნჯებული ვუცქერდი, თოჯინამ ცეკვა დაასრულა. -მადლობა ნიკა! ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარია ჩემთვის რაც კი მიმიღია.... -მეტს იმსახურებ ჩემო ტკბილო! -აქ რომ მოვდიოდი ვფიქრობდი ისევ ისეთი,.. მაგრამ სულ სხვანაირი ნიკა დამხვდა. -პატარები ვიყავით,ახლა გავიზარდეთ... გადაიხარხარა და შუბლზე მაკოცა. -ისე პოლიტიკა,რატომ არ აირჩიე? -ალბათ, იმიტომ რომ არ მომწონს მამაჩემის პოლიტიკა და მე მის წინააღმდეგ დგომას, სხვაგან დგომა მირჩევნია, ვერც მასავით მოვიქცევი, ხომ გესმის ... -გასაგებია, მესმის შენი, მე და მამამ ვილაპარალეთ და ვუთხარი ჩემი აზრი ,მართალიც გამოვდექი. -მადლობა, რათქვა ბიძამ? -არ ამართლებს ძმას,მაგრამ დედაშენს აბრალებს. -რას აბრალებს დედაჩემს ? -ბიძას სისასტიკეს. -დედა რა შუაშია? -არ ვიცი სალო არა!მაგდენი არ უთქვია. კაი მოვრჩეთ უკვე ამაზე. შეყვარებული გყავს? რა კითხვაა აბა ასეთ ლამაზ... -არა არ მყავს. შევაწყვეტინე ლაპარაკი. -რატო? -არ ვიცი არ მყავს და მორჩა! სირცხვილისგან დამცხა... -არც არავინ მოგწონს. ნუ გცხვენია სალო,შენ ჩემი და ხარ! -არა. -ადექი აბა. სარკესთან მიმიყვანა . შეხედე შენს ლამაზ თვალებს, ცისფერ თვალებს, ისინი გახრჩობენ და გყიდიან,შენ ტკივილს ჰყვებიან. თავი დავხარე, პატარა ცხვირი, განაგრძო თეთრი ლამაზი სახე, ეს პატარ პატრა ჭორფლები ცხვირთან და მარწყვივით ტუჩები... არ ვიცი, აქ ალბათ სულელი ბიჭები დადიან. -გეყოფა, პამიდორს დავემსგავსე, ამდენი კომპლიმენტი არასდროს მიმიღია. -აქ რა გჭირს, რატომ გაქვს ჩალურჯება ? -არაფერი... -სალო,ხელს ხომ არ გირტყამენ? -არა, არა,გუშინ ხევში ვიყავი, სადაც მიყვარს მისვლა, წყალი ადიდდა და ლამის მოვკვდი... -რას ლაპარაკობ, როგორ გადარჩი? - არ ვიცი ... -როგორ თუ არ იცი? -რომ გავახილე თვალები,ქოხში ვიყავი,ისე შემეშინდა..მერე ვიღაც მოვიდა,ალბათ მან გადამარჩინა. -ვინ არის, მადლობა ვუთხრათ. ხევში ან შენნაირი გიჟი, ან კიდე ვინმე საცოდავი იქნებოდა, დავეხმარებით მაინც... -არც მე ვიცი.საცოდავს კი არ გავდა, მგონი ქოხიც მისი იყო ... -ქოხი თუ მისი იყო, მაშ რაღა უჭირს ... გადაიხარხარა და ლოყები მომიჩხვლიტა.... მალევე წავედით სახლში,ძალიან კარგ განწყობაზე ვიყავი, ვიცოდი რომ ვერაფერი დაანგრევდა ჩემს სიხარულს, ნიკას მოსვლამ ნამდვილად გამაბედნიერა... -ხომ გახსოვს, ხვალ პოლიტიკის წარმომადგენლები იკრიბებიან, ოჯახებით და მოემზადე,გამოეწყო ცოტა ლამაზად. ოთახში ავედი, აღარ მქონდა არც კამათის თავი,თან ვიცოდი რომ ნიკოლოზი აუცილებლად იქნებოდა ჩემთან ერთად და ვეცადე, ცოტა ლამაზად გამოვწობილვიყავი.მიუხედავად იმისა რომ, ყველგან სადად ჩასცმა მიყვარდა და კომფორტულად ... დილა გათენდა. კვირა იყო, თბილი დღე,ავდექი ვისაუზმე და მანქანით იმ ადილისაკენ წავედი.ძალიან მინდოდა გამეგო აიღო თუ არა ნივთები. ჩავედი, პირდაპირ ქოხისკენ ავიღე გეზი,მიახლოვებისას ავუნელე ფეხს,თან მინდოდა დამხვედროდა, თანაც გული ისე მქონდა აჩქარებული, ალბათ შემაშინა მე ამ ადამიანმა, ასე მგონია ამ ადამიანში, სიკეთეს და ბოროტებას ერთნაირი ბრძოლა ჰქონდათ გამოცხადებული და არავინ იცოდა,რომელი გაიმაარჯვებდა.ბოქლომი დავინახე და გულიც დამიმშვიდდა, მაგრამ თან რაღაცნაირად გულიც დამწყდა, მიუახლოვდი იმ ადგილს, სადაც უწინ ტანსაცმელი და წერილი დავტოვე. აღებული დამხვდა ესეიგი იყო, ნამდვილად უჟმური ადამიანია,გავიფიქრე და გზას ავუყევი მანქანისკენ,იქიდან კაბის გამოსატანად წავედი, მერე სალონში, დედას დავურეკე... -დედა, მე სალონში ვარ და რომელ საათზე მივდივართ? -სალონში? დედას გაკვირებული ხმა მომესმა. -ხო გადავწყვიტე იმიჯი შევიცვალო. -როგორც გინდა, ექვსზე გავდივართ იჩქარე. -მისამართი მომეცი და მე მოვალ. -კარგი, გამოვგზავნი შეტყობინებას. -მადობა. -უკაცრავად, მალე მოვრჩებით? -ოცი წუთიც. -დამაგვიანდება,ეცადეთ მალე... ექვს თხუთმეტი აკლდა. რათქმაუნდა დამაგვიანდა და თან ისე რომ ყველაზე ბოლო მე მივედი . ოქროსფერი კაბა მეცვა. ბრჭყვიალა,მუხლზე მაღლა და მაღალქუსლიანი ფეხაცმელი, ულამაზესი დეიდას ნაჩუქარი ბრილიანტის საყურე და პატარა ცრემლის კულონი, თმა წინ აწეული, უკან გაშლილი ,გრძელი თმა მაქვს და ეს შემირჩიეს. შესასვლელში დაცვა დამხვდა... -ბოდიშით, სახელი და გვარი? -სალომე მამულაძე. -ბოდიშს გიხდით, მობრძანდით! წინ გამიძღვა დაცვა და დარბაზის კარიც შეაღო, მეც სწორი თანაბარი ნაბიჯებით წავედი ხალხისკენ და თან თვალების ცეცებით, ნიკას ვეძებდი, წინ ამაღლებული ადგილი იყო, მიკროფონი დაემაგრებინათ, სიტყვით გამოდიოდა მასპინძელი, მაგრამ რატომღაც ჩემსკენ ვგრძნობდი წყვილ თვალებს, უცებ ხალხის ნაკადს მოწყდა ნიკა და ჩემკენ წამოვიდა, თვალები გაფართოებოდა და გაკვირებით მიყურებდა, მომიახლოვდა. -გამარჯობა ნიკა, რა იყო?- ვკითხე, ისეთი გაკვირვებული სახე ჰქონდა. -სალო, ხომ შენ ხარ ?! -კარგი ეხლა არ დაიწყო... -რას ამბობ გოგო,ხალხს შეხედე, ყველა შენ გიყურებს, ვისთვის გალამაზდი ?ჰმ, რაღაცას მიმალავ ხო?! -უბრალოდ ასე მომინდა, ვლაპარაკობდით და თან ჩვენს ადგილისკენ მივდიოდით ნელი ნაბიჯით, ვესალმებოდი და მესალმებოდნენ ისეთი თავაზიანობით,თითქოს დღეს მნახეს... -რაო, რა გამოვტოვე ? -ხომ იცი 2 წელში არჩევნებია და მუშაობა დღეიდან იწყება... -ჰომ, სენსაციას აპირებენ ? -დააპირონ, თქვა და ჩაიცინა ტუჩის კუთხეში ... -ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება ჩვენი ქვეყნის წინსვლა, რაშიც დიდ როლს თამაშობს აღმშენენლობა და ტურისტების მოძრაობა, ჩვენი პოლიტიკა ბევრად სჯობს ზოგიერთ ქვეყნის პოლიტიკასაც, თუნდ სამეზობლოში, იმედია არ მიწყენენ. ჩვენ გვაქვს თავისუფლება, ჩვენ გვაქვს მშვიდობა და ჩვენ ვალდებული ვართ,ისტორიაში პირველად ჩავატაროთ,სამართლიანი არჩევნები, რათა ხალხმა უკეთ გაიგოს ჩვენი და მეტი თავისუფლების მიცემით მეტად დაგვაფასონ . ჩამოარაკრაკა ფურცელზე დაზეპირებული ტექსტი... -ბლა, ბლა, ბლა, ვთქვი ჩემთვის, მაგრამ რაატომღაც ნიკამაც გაიგო, რაზეც გაეცინა თავი დახარა რომ არავის შეენიშნა... -ბევრი გამოვიდა დაზეპირებული ტექსტით, სანამ მე მოვედი? -კი ჩვენებიც, დამთავრდება აწი... -ახლა კი მინდა სცენაზე მოვიწვიო, ჩვენი მომავალი პოლიტიკოსი, პოლიტიკოსის და დაფასებული მემამულეს შვილი, -ნიკოლოზ მამულაძე. ნიკა ფეხზე ადგა. -არ მეგონა ,ამ მასკარადს შენც თუ ჩაებმებოდი, ნიკამ ისე შემომხედა დამაჟრიალა,მერე კი მისი ჩვეული ღიმილით, ტუჩის კუთხე ჩატეხა . დარბაზში ტაში დაუკრეს და ნიკამაც დაიწყო: -მოგესალმებით ,ძვირფასო საზოგადოებავ ,ჩვენ აქ შევიკრებეთ მომავაზე სალაპარაკოდ და ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, წინ სვლა კი მოითხოვს გააზრებულ ნაბიჯებს! ჩვენ საზიგადოებას უნდა მივცეთ მეტი სამუშაო ადგილები და დამსახურებული ანაზღაურება გაუწიოთ,ასვე უნდა ვიმუშაოთ სიტყვის თავისუფლებისთვის, რაც სამწუხაროდ გვაკლია!.. კიდევ აპირებდა რაღაცის დამატებას, მაგრამ ტაში დაუკრეს და მიკროფინი გამოართვეს, ჩამოვიდა და გამიღიმა, ამას შოთა ძიას,გესლიანი სიტვა მოჰყვა: -გონს მოეგე ნიკა ,არ გვინდა ის მოძრაობანი, რომელიც დაგვღუპავს! ამას სიმწრის, ღიმილიც მოაყოლა . ამის შემდეგ ,ბევრი გამოვიდა, მისი მოსაზრებით, ზოგს იმდენად დაებრმავებინა თვალთა ხედვა, ყველაფერს აქევდა და დასამატებელიც არ ჰქინდა რა, ზოგი მადლობდა, ზოგო პატარა რაღაცას დაამატებდა და სახე უწითლდებოდა, შიშისგან მომატებული ლეიკოციტების ხარჯზე და ასე მიდიოდა პროცესი. ბოლოს იკითხეს, ვინმეს დამატება სურდა თუ არა , მეც ხელი ავიღე, თან მამაჩემს ვუყურებდი, თვალებში ირონიულად, როგორც უწინ ის მე. -რას აპირებ? -ხომ გინდა, ვიპოლიტიკოსო? -ხელი დაუშვი ეხლავე ... მაგრამ უკვე გვიან იყო, ფეხზე ავდექი და ამაღლებულ ,ადგილისკენ გავემართე, დარბაზში ბუზი რომ გაგეშვათ იმის, ხმასაც გაიგონებდით. -მოგესალმებით, მე ვარ ამ ქვეყნის შვილი და მე არ მომწონს, ის რომ აქ გამოსულთა უმრავლესობას, არ გაგაჩნიათ საკუთარი აზრი და შეხედულებები, ან გაგაჩნიათ და გეშინიათ ? თვალი გადავავლე დარბაზს. -და რა არ მოგეწონათ, ახალგაზრდავ ? -მე, მე რა არ მომეწონს? იცით რა, მე არ დავიწყებ აქ, კარგზე და ცუდზე ლაპარაკს,რადგან მეტად კარგად იცით,რაარის კარგი და რა ცუდი,რა გეშლებათ და რას აკეთებთ განძრახ, ეს ჩემზე,უკეთ მოგეხსენებათ, მაგრამ ის რომ, ყველაფერი კარგადაა, ნიშნავს რომ, არაფერია კარგად, რამეთუ ხალხს შია, ხალხი მუშაობს თავის გადასარჩენად და რაქვია, ამ პოლიტიკას თქვენც კარგად იცით. -და რას გვთავაზობთ, თქვენ ხომ უარი განაცხადეთ, თქვენი წვლილი შეგეტანათ პლლიტიკაში?! -დიახ, უარი განვაცხადე საჭირო მიზეზების გამო,მაგრამ ხომ შეიძლება, მსახიობსაც ჰქონდეს ქვეყნის სიყვარულის გრძნობა...და ვგონებ, აქ მყოფ ზოგიერთზე მეტადაც და მძაფრადაც შესაძლოა.რაც შეეხება შეთავაზებას, მე გთავაზობთ, ადგეთ და გაიარ, გამოიაროთ ქუჩებში და არა დარბაზში, სადაც ელიტა და ელიტაა, აქ ნამდვილად არ იქნება, უშუქაბა, შიმშილი, უწყლობის პრობლემა და კიდევ ბევრი... -თუ რამე არ მოგწომთ და თუ ხედავთ რომ რაღაცას ცეცხლი უკუდია რატომ არ აქრობთ, ანუ რატომ ღ იბრძვით იმისთვის რომ უკეთესი მომავᲚი შეიქმნას? -ყველას აქვს თავისი ბრძოლის ხერხი, თქვენ გინდათ რომ ხალხი მოატყუოთ და ამუშაოთ Გროშებზე, თქვენ,ზუსტად თქვენ, ეს იმიტომ რომ ხალხს დრო არ ჰქონდეს განათლება რომ მიიღოს, იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც შია, წინ წიგნი რომ Დაუდო,სადაც ყველაფრის სწავლა შეუძლია და მეორე კუთხეს, საჭმლის მარაგი, თუნდ შვილისთვის ან დისთვის, ან უბრალოდ თავისთვის, ის ადგება და საჭმელს წაიღებს შინ, ამიტომ მეტი დაფასება ადამიანებს!მადლობთ... ტაში ბევრს არ დაუკვრავს,მაგრამ ვიგრძენი ერთი რომ ,ყველას სახეულში გაიარა, ჩემა სიტყვებმა და ყველას აეწვა გული, აუდუღდა სისხლი, განა იმიტომ რომ ,ისეთი ვთქვი რაც არ იცოდნენ, არა გეთაყვა, თავიანთმა უძლურებამ დაარტყა თავში და მერე მთელ სხეულში, გაიფანტა გრძნობა იმისა რომ, არარაობას წარმოადგენენ. ჩამოვედი და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. -მგონია, ჩემგან კოტლეტების მომზადება ბევრს სურს, გადავჩურჩულე ნიაკს და დავჯექი. -წამოდი, ჩემ მეგობრებს გაგაცნობ. წავედით ,დარბაზში მუსიკა ჩაირთო და ყველა ვიღაცას ელაპარაკებოდა,ახალგაზრდები ერთად შეგროვებულიყვნენ. -ვა,გიჟ პოეტა ,შენც აქ ხარ? წამოიწყო ნიკამ და ახალგაზრდა ბიჭს გადაეხვია, წითური იყო, მოგრძო ცხვირით ,საშუალო სიმაღლის... -გაიცანი, სალო ეს გივია, ბავშვობაში, ლექსებს წერდა და გიჟ პოეტას ვეძახოდით, ეს ოთარია,მომავალი ბიზნესმენი, ეს გიო ჭამს,ხელს ვართმევდი და ყველა,კომპლიმენტით მამკობდა, გიო,რომელიც ჭამდა, ხელზე მაკოცა და ამით გამოხატა პატივისცემა. - და ეს ჩვენზე უფროსია ,მაგრამ ახალგაზრდა , განაგრძობდა ნიკა, -ლუკა, ეს კი ხატავდა ბავშვობაში , ნაბიჯი გადავდგი, თავი ავწიე და ელდა მეცა, მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა და გავშეშდი, -სალო ,რა მოხდა ,ხელზე მომკიდა ნიკამ. -გამარჯობა, ისიც გაოცებული მიყურებდა,ხელი სწრაფად ჩამოვართვი და მოვტრიალდი დასაჯდომად. ნიკა თან გამომყვა. -რა იყო გოგო, ეშმაკი დაინახე ? -გუშინ რომ გითხარი,ხომ იცი ? -რა მითხარი, გუშინ ? -მდინარემ გამიტაცა და გადამარჩინეს მეთქი, თვალი რომ გავახილე ეს იყო. ვინარის ? -ჩვენს სკოლაში სწავლობდა ,ხატვა უყვარდა ,მერე გავიგე,ერთი გოგო მოჰყავდა ცოლად და მანქანამ დაარტყა, ხელში ჩაკვდომია საწყალს, მაგის მერე აღარც ხატავს და ხასიათიც დაუმძიმდა.კარგადაც არ ვიცნობ, მაგრამ მადლობას აუცილებლად გადავუხდი. თვალი გავაპარე, მე მიყურებდა. ნიკა, სწრაფად ადგა და მისი მიმართულებით წავიდა, მერე ორივე ჩემკენ. -გუშინდელზე მომიყვა სალომ, ლუკა დიდი მადლობა, შენთან ვალში ვარ, დაჯექი მოდი. -რას ამბობ, სხვანაირად არც შეიძლებოდა, ჩვენს გვედით დაჯდა მაგიდასთან, ხმა არ ამომიღია. -აბა ძმაო, რასაც მეტყვი შეგისრულებ, იცოდე შენთან ვალში ვარ. -რას ქვია, ვალში ნიკა. -ნიკა, ცოტახანს მოდი გკითხულობენ. დაიძახა ბიძამ და ლუკა შეათვალიერა, ნიკამ ბოდიში მოიხადა და წავიდა. მე და ლუკა დავრჩით მაგიდასთან, არცერთი ვიღებდით ხმას,ორივე დაბლა ვიხედებოდით მაგიდაზე, ბოლოს მაინც, მან დაარღვია სიჩუმე. -რაზე გინდოდათ ლაპარაკი ? -ვფიქრობ, აქ არაა შესაფერისი ადგილი. -ეგეთი რა უნდა მითხრათ,ადგილი რომ... - არ ღირს, მე არ ვიცოდი, ვინ იყავით,ახლა გასაგებია. -მოიცა,მოიცა, იმედია რასაც მე ვფიქრობ...ისე შემომხედა გავიყინე. -მაგრამ, მე ხომ არ ვიცოდი ვისთან მქონდა საქმე. -საშინელებაა, თქვა და მაგიდიდან წამოხტა. რა უნდა მექნა,გავბრაზდი ჩემს თავზე ,იდიოტი ვარ,ასეთი რამ არც უნდა მეთქვა, მაგრამ უკვე გვიანაა, უკვე ვთქვი. ნიკა მალე დაბრუნდᲐ . -გააქციე ? მკითხა და გაიცინა. -მე რა გავაქციე, შერცხვა და წავიდა. -მატყუებ სალო, დავინახე რომ გაბრაზებული იყო, მაგიდიდან კიარა,საერთოდ გაიქცა აქედან. -აუ ნიკა, ცუდად გამომივიდა და გაღიზიანდა. -რა გამოგივიდა ცუდად? -არაფერი დაივიწყე. -მოიცა, მოიცა,რამე ხომ არ დაგიშავა ? ხელი მუშტად აქცია და სახე დაეჭიმა. -არა, უბრალოდ რომ გავიღვიძე და ... გვეყოს. -ახლა ასე გაცალო თითო სიტყვა პირიდან,თუ ინებებ?წავალ და დაველაპარაკები. -არა, არა გეტყვი, სრულიად შიშველი ვიწექი და შემეშინდა, თავ დახრილმა ძლივს ამოვილუღლუღე . -ხომ არ ვიცოდი ვინ იყო და ... ძალიან შემრცხვა ნიკასთან. -ახლა არ თქვა ვკითხეო ,ცეცხლი აენთო ნიკას. -არა,დღეს დილით ქოხთან მივედი, ქოხი დაკეტილი დამხვდა და ფურცელი დავუტოვე, ლაპარაკი მინდა და რაღაცის კითხვა, და დღეს უნებლიედ მიხვდა და გაბრაზდა. -კაი ხო, გადაუვლის,რაში გაინტერესებს . -არა უბრალოდ, ცუდად გამოვიდა . -ამასაც გადაიტანს, როგორმე შენ ნუ ფიქრობ. ახლა კი ადექი ვიცეკვოთ. ვალსი ვიცეკვეთ.მე და ნიკამ ტაშიც დავიმსახურეთ. სახლში რომ დავბრნდი, ფიქრი თავს არ მანებებდა,რაღაც უცნაურად ვგრძნობდი თავს და გულიც უცნაურად აბრახუნებდა კარზე... თავიდან არ ამომდიოდა, ჩემ წინ მჯდომი, შავი ნახშირივით თვალები, რომელმაც ლამის ჩემჭამა.სულ, სხვა იყო, ქოხში ნანახი თვალები,ის მეტად სევდიანი და მახრჩობელა იყო, ეს კი გულნატკენი და დამცირებული, ამასთან აღელვებული და გაგიჟებული, გონებას ვერ ვაშორებდი ფიქრს და ფიქრი არ შორდებოდა გონებას, არა ბოდიში უნდა მოვიხადო, სხვა გვარად, არ შეიძლება, მივალ უნივერსიტეტის მერე და იქამდე ვიქნები იქ, სანამ არ მოვა და ბოდიშს არ მოვუხდი, თან ჩარჩოსაც ვაჩუქებ. დილა გათენდა. უნიში წერა მქონდა,შემაჯამებელი თეატრის ,,დაბადების შესახებ", რომელიც მე-6 -მე-5 საუკუნეების მიჯნაზე,საბერძნეთში, კერძოდ ათენში შეიქმნა,დრამატული თეატრის სახელით. მისი განვითარება კი, მერვე მეშვიდე საუკუნეების,კულტურისა და ისტორიული, საფუძველით მოხდა, ისინი ახალ,სოციალურ გარემოს ქმნიდნენ, ამაში მეტად მონაწილეობდნენ ქალები ,რადგან მათ არ ჰქონდათ, ამ დროისთვის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, ხელს უწყობდა, დიონისეს-კულტი ქალებსაც, ჰქონოდათ განვითარების ,იმ დროისთვის მცირე ხელჩასაჭიდი,ყველაზე მთავარი კი, ის იყო რომ, აქ ყველა ფენის ადამიანი დაიშვებოდა. ,,მათში, ღმერთის სიკვდილით განცდილი სევდა, მისი დაბრუნებით, განცდილ სიხარულთან, ერთიანდებოდა". თემა, წარმატებით დავხურე და უნიდან წამოვედი, ახლა მიზანი ერთი იყო, მენახა ლუკა. ქარიანი და ცივი დღე იყო, მეშინოდა ,კიდეც ამ ამინდში წასვლა, მაგრამ ვიცოდი რომ, გულში უფრო დიდი უამინდობა მეხატებოდა, ვიდრე სამყაროში ახლა და მეც დავადექი გზას. ბილიკს, ფრთხილად ჩავყევი და ქოხისკენ ავიღე გეზი, ჩუმად მივუახლოვდი, კარი ღია დამხვდა, შევედი ჩუმი ნაბიჯით,ჩემს წინ საწოლი დავინახე, სადაც ვიწექი, იმის იქით კი დაფა, რომელიც ნახატის შესასრულებლად იყო, მისკენ გავიწიე, თვალები ეხატა, ჩემი თვალები ვიცანი,მთელ სხეულში დამიარა და მოვტრიალდი გასაქცევად, კართან მივედი, დავინახე სახლის კუთხიდან თავდახრილი შეშით ხელში მოდიოდა ,შევტრიალდი და კარს უკან დვდექი,ოთახში მალევე მისი ფეხის ხმა გაისმა, რა ჯანმდაბა გავაკეთო, ან რატომ დავიმალე, რომ დამინახოს, ძალიან შემეშინდა, სულ ვცახცახებდი, მგონი ახლა გონებას დავკარგავ. ტელეფონმა დარეკა, -ჯანდაბა!ჯანდაბა!.. თვალები დავაშტერე, ფეხზე წამოხტა და კარს ეცა, კარი დაიხურა და დამნაშავესავით, ავღმოჩნდი მის წინ. -აქ რას აკეთებ ? შემომიბღვირა. -ბოდიშის მოხდა მინდოდა. -მაშ, რატომ იმალებით, ქურდივით? -არ ვიცი. -ახლა არ გეშენიათ,მე ხომ ახლაც უცხო ვარ ,თქვენთვის და ხომ შეიძლება რამე დაგიშაოთ? ხელიდან ჩარჩო დამვარდა და სახე უცნაურად ამენთო, წამერთვა ხმაც,ენა ჩაყლაპულივით, დაბლა ვიხედებოდი. -ეს რა არის?დაიხარა და პარკიდან, ჩემი შექმნილი ჩარჩო ამოიღო. სადა იყო, მაგრამ მე რომ მომწონდა ისეთი. -ძალიან ლამაზია. -მადლობა -მე ჩარჩოზე ვთქვი. -ხო მაგრამ, ის მე შევქმენი. -მართლა, ყოჩაღ! -თქვენი ახალი ნახატიც ,ძალიან ლამაზად იყურება, მაგრამ რატომღაც ჩემს თვალებს მივამსგავსე და არ მომეწონა. -როგორ, რატომ? დაიბნა და თვალებში მომაშტერდა. -თვალები, რომლებიც თქვენ დახატეთ კაშკაშებს ... ეს ვთქვი და მოვტრიალდი რომ, გამოვქცევულვიყავი. -სად მიიჩქარი? -რაც მინდოდა ვთქვი და აქ, არაფერი დამრჩენია. -თქვენი ტანსაცმელის გარდა . -შევტრიალდი, ხელში პარკი მომაწოდა. -მე თქვენთვის თითი არ დამიკარებია, არ მინდოდა ამ სიცივეში, სველი ტანსაცმელი გცმოდათ ,ამასთან არაფრით ფხიზლდებოდით, ვარჩიე გამეხადა, არც ჩემთვის იყო ადვილი ,თქვა და თვალებში, ცრემლი აუბრწყინდა. -ბოდიშს გიხდით,არ ვარ მართალი. -არაუშავს. -სწრაფად ავირბინე მანქანასთან და გავეცალე იქაურობას. *** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.