ტყეში პატარა ქოხი (ნაწილი 5)
მივედით სახლში, უკვე მოსულიყვნენ ახალგაზრდები. -სად დაიკარგეთ ტო,სტუმრები მოვედით და მასპინძელი ფაფუ... -კაი ბექა, ნუ ატრ¤კებ ,საქმე მქონდა. -,,ბეზ პრობლემ ბრატ", ხო იცი, როგორ მიყვარს ღადაობა . -კი ბექა ვიცი. სუფრა გაშლილი დაგვხვდა. ყველა შეგროვდა.ნიკა გარეთ გავიდა, ტელეფონით ხელში , მალევე დაბრუნდა. -მეგობრებო ,ხუთი წუთიც და დავსხდეთ . მუსიკა გრიალებდა , ნანა ბებო დის სახლში წავიდა, ხელს არ შეგიშლითო, გოგოებს გვიჩვენა, საად რა იყო ,საწოლებიც და დავრჩით მარტო... ბოლო სტუმარიც მოვიდა, აბა გამოიცანით, ნიაკამ თვალი ჩამიხუჭა და თავის უმნიშვნელო მოტრიალებით ჩამჩურჩულა, -იმედია, გამოვა რამე. -ნამდვილი გიჟი, ილუზიონისტი ხარ! -კი, თან თავზე ხელ აღებული. ყველას მიესალმა ,ლუკა და ჩვენამდეც მოაღწია, მადლობა ნიკა მოწვევისთვის.ეს შენ ჩემგან. -ეს რა არის ძმაო? -გახსენი იმედია მოგეწონება. მუყაოს ყუთში ნახატი იყო... ნაძვის ხე, მის წინ გოგო, რომელიც ზურგით იჯხა და გრძელი ნაწნავი ჰქინდა, ნახატში ლამაზი გარემო იხატებოდა, მარტო ის მეუცნაურა რატომ იყო გოგო მარტო. -აუ რა ძმა ხარ, ყოველ ახალწელზე ჩემ ნაძვისხის გვერდით, კედელზე დავკიდებ... -მიხარია რომ მოგეწონა. -იმედია სხვა გეგმები არ გქონდა ? -არავითარი, ქოხში დარჩენისა და ხატვის მეტი. -მოიცა, მოიცა ხატავ კიდევ ? - კი ნიკა ვხატავ ,აქამდე ათას ჩარჩოში,ერთ სახეს ვხატავდი, თქვა და ოდნავ გამომხედა. -ახლა ? გაიღიმა ნიკამ და კმაყოფილმა თვალი ჩამიკრა. -ახლა ,რავიცი ძმაო. -კარგი აბა, მეგობრებო დავსხდეთ და ვჭამოთ, თორემ მოვკვდები ამ მაგიდას რომ ვუყურებ. მაგიდას მიუჯექით და დაიწყო, სმა ჭამა, ბიჭები ზომიერად სვამდნენ, გოგოებიდან რამდენიმე შამპანიურს წრუპავდა,მე არცერთს. -მუსიკა, ცეკვა თამაში... 8 საათზე, ციდან ფანტელიც წაოიყარა.თოვლის ბაბუის ქუდებში გამოწყობილები ვიღებდით სურათებს, ვმღეროდით,ვცეკვავდით... 12 აკლდა 20 წუთი, ბიჭებს მოჰკიდებოდათ უკვე სასმელი, ათასი სადღეგრძელო დაილია, უკვე, აღარ იცოდნენ რა ეთქვათ, სალოცავიდან დაწყებული , ბუნების სიყვარულზე დამთავრებული რაც გაახსენდათ, ყველა დალიეს. ნიკამ, ჭიქას ჩანგალი მიარტყა და ყურადღება მოითხოვა. -მუსიკა გათიშეთ რა, ერთი მაქ სათქმელი, სანამ ახალი წელი დადგება,უნდა გითხრათ. ბევრს ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა,მკვეხარობაში ჩამეთვლებოდა თუ არა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, მოვყვე. -ქალი მინდა ვადღეგრძელო! -ნიკუშ დათვერი ,ხომ იცი ბრატ... -მომისმინე აბა, ჯაბუშ. თანხმობის ნიშნად, ჯაბამ ხელები ასწია და გაჩუმდა. -ხოდა რას ვამბობდი, დღეს აქ პირველ საათზე მოვედით, ერთმა სასწაულმა გოგომ, მანქანში ჩამსვა და წამიყვანა მაღაზიაში, იქამდე კი,აქ რომ მოვედი,ბებიაჩემს საჭმელზე გამოვკითხე,თქვენთან სირცხვილი არ მინდოდა მეჭამა რა, ხომ ხვდებით?! ხოდა, გამიკვირდა იქ რა გვინდოდა ,ვკითხე კიდეც, მან კი იცით რა მითხრა?! -მინდა,საკვები ვიყიდო და დავარიგოო, იმ ოჯახებში სადაც არც ტოლმაა და არც საცივიო , გესმით, რამხელა რაღაც გააკეთა ამ გოგომ? აბა,აქ რომელიმეს გაახსენდა, ან მე რომ იქ, სადღაც ვიღაცას პურიც კი არააქ? და მე, ბებიას ვსაყვედურობ, ჩურჩხელა და გოზიანაყი ხომ არ დაგავიწყდა -მეთქი .მას ალბათ ამ მომენტში, გული ერეოდა ჩემზე. ხოდა, მე მინდა ამ განსხვავებული სასმისით, სალოს სადღეგრძელო დავლიო,ქალის რომელიც, ღმერთმა სიბნელეში,ნათელ კელაპტრად დატოვა, ბიჭებმა ფეხზე წამოიშალენ, მლოცავნენ და მადიდებდნენ ,მე კი უკვე პამიდვრის ტომატპასტას დავმსგავსებოდი, რომლის ხარშვა მეტი მოუვიდათ, გოგოებს ისეთი სახეები ჰქონდათ, ვერც კი ვუყურებდი, მცხვენოდა ... -დიდი მადლობა, საერთოდ ,ნიკა არ მინდოდა, ეს მე და კიდევ იმ ოთხის გარდა ,ვინმეს სცოდნოდა და ხელით მიუთითე , ხო და კიდევ, თქვენ რომ გენახათ, ნიკას სახე, ამ სიკეთის კეთებისას, აუცილებლად დაარსებდით სიკეთის დღეს და ყოველ ამ დღეს, გაბედნიერდებოდით იმ მიღებულით, რომელიც ჩვენ მივიღეთ ... მადლობა, კიდევ ერთხელ! -ეგ უნდა დალიო. - ნიკა, ხომ იცი რომ არასდროს დამილევია. -ხოდა, პირველად ხომ უნდა იყოს ოდესმე ? რაღა უნდა მექნა, გადავკარი და მწყურვალესავით სულ გამოვცალე ჭიქა, ორ წუთში ახალიწელია, გარეთ გავედით და მაშხალებით ავიკალით ცა, მივხვდი რომ ერთმა ჭიქამ გამათამამა, მერე ახალი წლისა დავლიე, კიდევ ერთი და უკვე ,,კარგად" ვიყავი, -სალო,მიდი გთხოვ, ოსტრი შემითბე რა.. -კარგი ახლავე ნიკა , გაზზე შესათბობად დავდგი ოსტრი და ტელეფონს გადავხედე, სამზარეულოში, ხან ვინ შემოდიოდა, ხან ვინ, ზოგს წყალი უნდოდა,ზოგს რა და ზოგს რა, ვიღაც მომიახლოვდა,მაგრამ ტელეფონიდან თავი არ ამიღია, იქამდე ,სანამ არ ჩაახველა , თავი სწრაფად ავწიე, ლუკა იყო. -გინდოდა ლუკა რამე ? -კი ლაპარაკი, თუ შესაძლებელია? -რაზე ? -არ ვიცი, სწრაფად მიპასუხა.-მოგეკიდა ,მგონი სასმელი. -ხო ,პირველად დავლიე დღეს, მთელი სამი ჭიქა . -ხო ბევრი დაგილევია, თქვა და ტუჩის კუთხეში გაიღიმა, რაზეც ლოყა ჩაეჩხვლიტა. -ლოყა გეჩხვლიტება. გაიღიმა, თავი დახარა ,კბილები გამოაჩინა, მერე კი ისე ამომხედა, თავი არ აუწევია, მთელ ტანში დამიარა ჟრუანტელმა, ეს შავი თვალები და ჩაჩხვეტილი ლოყა,მთელ სიცოცხლეს მიღირდა ამ წამს და ისე დაკვირვებით ვიმახსოვრებდი ყოველ ნაკვთის გატოკებას,თითქოს ხვალ ვეღარ ვნახავდი. მუცელში პეპლებივით, მიფრენდა რაღაც... -ბოდიში, ნიკას საჭმელს გავუტან, მოვიკრიბე ძალა და მივტრიალდი. -დავილაპარაკებთ? -კი მოვალ, ნიკას ოსტრი გავუტანე და თეფშებზეც,ცივი საჭმელი, ცხელით ჩავანაცვლე,ცოტა არ იყოს დავიღალე და მოწყვეტით დავეცი სავარძელში რომ გამახსენდა, ლუკა მელოდა, ავდექი და სამზარეულოში გავედი იქ არავინ იყო , უკანა გასასლელის კარი ოდნავ ღია იყო. წავიწიე, მერე ვიფიქრე იქნებ რას შვრება მთვრალია, მაგრამ ცუდად რომ იყოს, ჯანდაბას, უნდა გავიდე. ძალიან ჩუმი ნაბიჯით გავედი, ეზო განათებული იყო, პატარა ლამპიონით, თოვლი უკვე კარგად იდო და ნაკვალებიც, პატარა შუშის ოთახისკენ მიდიოდა, ეს ნიკას იდეით გააკეთეს,აქ რომ ჩამოდიოდა, ხალხმრავლობის გამო სულ უჭირდა სწავლა, მერე ინტერნეტში ნახა რაღაც და გააკეთებინა,აქ მაშინ შედიოდა, როცა მშვიდად ყოფნა სურდა. შუქი არ ენთო, კარებთან რომ მივედი, ყური ვუგდე ლაპარაკი ისმოდა, ალბათ მარტო არაა. - ანა, ჩემო ლამაზო ანა.თავი მუხლებზე ედო, მარტო იყო, გარკვევით დავინახე. -მეშინია ჩემო ანა, იმის რომ კიდევ მეწვევა სიყვარული და შენ ლამზ სულის,მოღალატედ გადავიქცევი. კარი ფრთხილად შევღე ,სწრაფად გასწორდა და ცრემლები რომ არ შემენიშნა, თავი შეატრიალა . -მოხდა რამე ? -რა იცოდი რომ, აქ ვიქნებოდი? გამიღიმა და თავი დახარა, შუქი ავანთე, მთელ სიგრძეზე, ფარდა გამოვწიე. -კუხნაში რომ არ დამხვდი, თან უკანა კარი ღია იყო, გიჭირს რამე ? -რა გითხრა,დიდიხანია რაც მიჭირს. -რამდენი წელია? სათმელი ბოლომდე ვერ ვკითხე, გავჩერდი. -21 ვიყავი მაშინ, მანქანით მოვდიოდით, შუქნიშანზე გავჩერდით და ანას კუთხეს მთელი სისწრაფით შეეჯახა მანქანა, ძლივს გადმოვიყვანე, ჩემ კუთხიდან, ჩემ ხელებში,დალია სული. -ძალიან ცუდია, ფრთხილად დავადე, ხელზე ხელი. -უკვე, 6 წელი გავიდა სალომე ,მე კი 6 საათიც არ გასულა, არ მეფიქროს მასზე სანამ, გაჩუმდა და ფრთხილად ამომხედა... -მესმის ,ძალიან რთულია და არავის ვუსურვებ ,იგივე გამოცადოს. -მე ის ძალიან მიყვარდა და დღესაც... გაჩერდა წინადადება არ დაასრულა. ცოტახანს ასე ვისხედით,მერე ისევ განაგრძო ლაპარაკი. -სალმე, იმ დღიდან რაც შენ გადაგარჩინე, თავს უცნაურად ვგრძნობ ,ამასთან თავიდან ვერ გიგდებ, არ ვიცი რა ხდება ჩემ თავს. მეშინია... -რა გაშინებს ? ის რომ შეიძლება შეგიყვარდე? პირდაპირ ვკითხე, თან ჩემი სითამამე მაკვირვებდა, ალბათ,დასალევმა იმოქმედა . -თუ ის რომ , ანა შენი გონებიდან წაიშლება და ეს შენ ღალატად ჩაგეთვლება? -არვიცი, მაგრამ ვგრძნობ რომ გულზე, თითქოს რაღქც მიჭერს და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს, თან იმაზე ფიქრი რომ ანას სიკვდილი ჩემი ბრალია, თავიდან არ ამომდის. -რატომ, შენ რა შუაში ხარ? - მერომ არ წამომეყვანა,იქნებ ... -სისულელეა ეგ აზრი, ეგ იგივეა რაც , რომ არ დაღამებულიყო, მიდამ დღე იქნებოდაო... -ხო მესმის.... ავდექი,გარეთ გამოვედი და თოვლი მოვაგროვე კართან, უცბათ მივტრიალდი და მინდოდა მესროლა თოვლი, მაგრამ სიმთვრალემ მიზანი დამაკარგინა და შუშას მოხვდა, შეეშინდა და სწრაფად შემომხედა, გადავხარხალდი... -გამოფხიზლდი, ახალ წელს გილოცავ, ახალი თოვლით, გადავიკისკისე და გავიქეცი, უკან გამომედევნა, ისე ყინავდა უკვე მოყინულიყო, პატარა ბილიკი და მეც, აბა გამოიცანით, გავგორდი ძირს,სწაფად მოირბინა, სიცილისგან ძლივს სუნთქავდა, ამაზე კი, საშინლად გავბრაზდი და მოწოდებულ ხელზე დავქაჩე, ისიც მთვრალი ,თავი ვერ შეიკავა და ჩემს გვერდზე აღმოჩნდა, ამაზე ორივე ხმამაღლა ვიცინოდით, ვიაზრებდი რომ, ასეთი ბედნიერი სიცილით დიდი ხანია აღარ გამიცინია და მიხაროდა. ჟინი მკლავდა რომ, ერთხელ მაინც ეკოცნა, თავი მისკენ მივტრიალე კიდეც, იმ იმედით რომ გამომხედავდა და თავს ვერ მოერეოდა, გამომხედა კიდეც, თვალები დახუჭა და გამიღიმა... -მეშინია სალო რომ ,შემიყვარდება შენი ანთებული თვალები და გულს გატკენ. -არ გვინდა ლაპარაკი, ადე წავიდეთ... სახლში შევედით ... -აუ ძალიან მცხვენია, რას იფიქრებენ ? მე დასაძინებლად ავალ, შენ კი უთხარი რომ წაიქეცი. მოვწესრიგდი და ნიკასთან გავედი, ნიკა აღარ სვამდა, სერიოზული გამომეტყველებით იჯდა,რომ დამინახა მანიშნა დაჯექიო, თვითონ კი გავიდა.ოცი წუთის შენდეგ მოტრიალდა და გვერდით დამიჯდა. -ფეხი გამიცურდა და დავეცი, ისე ვუთხარი, თითქოს რამე მკითხა. -ხო და დარჩი, კარგახანს ხომ? მოგეწონა, ჩემი შუშაბანდი? შემომხედა და წარბები ასწია,გული ისე მიცემდა ,ალბათ ნიკასაც ესმოდა, ხმას კი ვერ ვიღებდი. -მე მას დაველაპარაკე. -რაზე? -ახლა, ანგარიშს მთხოვ? -არა,მაგრამ ხომ უნდა ვიცოდე... -რაც უნდა იცოდე გეტყვი, შორს არ შეტოპო და თავს სიმაღლე მიეცი, ამის მერე დააკვირდი , არ მინდა ისე გამოვიდეს რომ,მხოლოდ ანას დასავიწყებელი ,დამამშვიდებელი გერქვას, ხვალ კი სხვას მოსთხოვოს სიყვარული. -მესმის -ძალიან კარგი, ახლა კი მოდი და ჩამეკარი, შენი სუფთა გულით, იქნებ გადმომედოს,სიკეთე გადაიხარხარა. -ჯაბა ,ბევრს სვამ ძმაო, ცუდად არ გახდე რა?! ისე უთხრა რომ ჩემი მხარიდან, თავი არ აუწევია. -არაა, საათი რომელია, ძლივსღა თქვა. -ოთხია, ხომ არ დავიძინოთ? -კი ძმა, ცოტა დავიძინოთ, ხვალ თბილისისთვისაც ხომ გვინდა ძალა. -კარგი მაშ, ოთახებში. ყველა დასაძინებლად წავიდა. საჭმელი თავის ადგილზე დავალაგეთ, მე და ერთმა გოგომ, რომელიც ბექას გამო წამოვიდა, როგორც მითხრა.მოვრჩით ყველაფერს და ჩვენც დასაძინებლად დავწექით, ისეთი დაღლილი ვიყავი, დაწოლა და დაძინება ერთი იყო. 9 საათზე გამღვიძა,თავი საშინლად მტკიოდა, მაგრამ ბედნიერად ვგრძნობი თავს, ვთვლიდი რომ ,ეს დასაწყისი იყო, ჩემი ახალი ბედნიერების. ავდექი, წყალი მინდოდა სიგიჟემდე,ჩავედი ბებია მოსულიყო ,მაგიდას ალაგებდა . -დილამშვიდობის, გილოცავთ ახალ წელს!კეთილი სურვილებით. -დილამშვიდობის, მეც გილოცავ ბებო,რა მალე გაგიღვიძია, სალომე? -წყალი მინდა საშინლად, წუხელ სამი ჭიქა დავლე და თავიც მტკივა . -მოდი ჩემთან, აი მე რა მაქვს, კიტრის მწნილი ,გამოხსნა და წვნიანი მაჭამა, მერე ყავა დავლიეთ, თავს კარგად ვგრძნობდი უკვე. დავეხმარე ,მთელი ჭურჭელი გავურეცხე,არადა სხვა დროს,ჩემი თეფშიც არ გამირეცხია ,საქმეს მოვრჩით და ნიკაც ჩამოვიდა. -სალო გაიღვიძე? -დილამშვიდობის კი. -გაიღვიძა შვილო და მთელი სახლიც დაალაგა. -ოჰ სალო, არ ხუმრობ შენ ხო ?! გილოცავ ბე, მიყვარხარ და დიდხანს მყავდი ხო. - ღმერთი სადამდეც ინებებს შვილო.ერთი კარგი ბიჭი არ გყავს გავათხოვოთ? -არა, ნანა ბები, მე უნდა ვისწავლო, ჯერ ეგეთებისთვის ადრეა . -კაი ერთი, დამეჭყანა ნიკამ და თავი ისე სასაცილოდ გააქნია, სიცილი ამიტყდა,მერე მუსიკა ჩართო,მთელ ხმაზე და ყველა დააღვოძა. თითო სალანძღავ სიტყვას ყურთან უტოვებდნენ, ძმაკაცები და თავაზიანი მოსალმებით აგრძელებდნენ ,ბებოსკენ გზას. ლუკაც ჩამოვიდა კიბეზე... -დილამშვიდობის, გილოცავთ ახალ წელს ,ნანა ბებო და მადლობას მოგახსენებთ ამ პატივისცემისთვის, ოქროს ხელება ქალი ხართ! ბიჭებმა გონს მოვიდნენ, ახლა დაიწყეს მილოცვები და კეთილი სურვილები. გოგოებმა კი ჩაიყლაპნენ..ნახევარი საათის მერე გამოჩნდნენ,გადაპრანჭულ გადაკრასკულები, ბიჭებს ეპრანჭებოდნენ, მე ვიდექი მარტო, თმა მაღლა სასაცილოდ აწეული, ჭორფლიანი და დაჭყეტილი თვალებით,ბიჭებმა ჯერ მათ გახედეს, მერე მე და სიცილი დაიწყეს. -სალომესაც წაუსვით რამე, ნიკამ ატეხა სიცილი. -არა მადლობ, ასეც კარგად ვგრძნობ თავს . -სალომე ასეც ყველას სჯობს, ბექამ თქვა და თვალი ჩამიხუჭა . -მადლობ ბექა,მაგრამ მაინც ასე მირჩევნია... -მე არ დამიცინიხარ ,მართლა ვთქვი, შენი ჭორფლები მგონი, ყველა მაკიაჟს სჯობს . ლუკას გავაპარე თვალები, ნაპერწკლები სცვიოდა , გამეღიმა ... -მადლობა ბექა, გოგობი აშკარად, შეჭმას მიპირებდნენ, უფრო ის, ვინც წუხელ დამეხმარა. -ნიკამ ლუკას შეაპარა თვალი და ბექას ანიშნა რაღაც, ბექაც დაიქოქა... -ნიკა ძმაო, ამ გოგოს, რატო მალავდი ჰა? -მე რას ვმალავდი ძმაო,მე სად ვიყავი,ეს გოგო სად, წაყვანილი არ მყავდა და თვალები გაგეხილა , ოთახში ატყდა სიცილი... -შენი თვალები, ზღვის ფერია, ისინი ცაზე ,ცისფერია ... გზას რომ მინათებს,ის ფერია, შენი თვალები, სულ მწველია. ბექამ შეთხზა უცებ ლექსი და ამაზე ატყდა ბიჭების ხარხარი. -მადლობა,მადლობა თანახმა ვარ. დავიწყე ღადაობა მეც... - მაგ ლექს ჩავიწერ და ოთახში ჩამოვკიდებ. ლუკა ადგა და უსიტყოდ, გავიდა გარეთ,ბიჭებმა გააგრძელეს ხუმრობა. მე შევტრიალდი და გავყევი... -ოჰოო, ბექუშ მიგატოვა ასე მალე, მხატვარში გაგცვალა, მომესმა ყურს უკან სიცილი. გარეთ იდგა და სიგარეტს ეწეოდა. -რატომ გამოვარდი? -ბექა თუ მოგწონდა რატომ არ მითხარი? თქვა გაგულისებულმა. - რა იყო, ხომ იეჭვიანე ? ხმა არ გამცა. - რათქმაუნდა იეჭვიანე... -უნდა გეთქვა უბრალოდ რომ ბექა მოგწონდა! -რატომ უნდა მეთქვა? -იმიტომ, იმიტომ რომ გულში დაუკაკუნებლად შემოხვედი და...თვალები ჩაუწითლდა შორს გაიხედა აივნიდან ... -ბექა და მე მეგობრები ვართ. -შენთვის საჩუქარი მაქვს თუ რათქმაუნდა გინდა... -რა საჩუქარი? - ის ნახატი დავასრულე,სადაც შენი თვალები ეხატა. -მაჩვენებ? -როცა მოისურვებ... მოგწონს ბექა? -არა, მე ბექა დღეს არ გამიცნია ,ის შენს საეჭვიანოდ აკეთებდა და გამოუვიდა კიდეც... -რა იცი, იქნებ მოსწონხარ? -ყოველ შემთხვევაში მეტყოდა . -იქნებ, ნიკას გამო ვერ გაგიბედა. -კარგი რა, ან რააზრი აქვს, თუ მოვწონვარ? -რატომ, რატომ არ აქვს აზრი, ჩემთვის აქვს. -ჩენთვის არა, რადგან... გავჩუმდი... -რადგან რა, ისე მიყურებდა, ლამის შემჭამა. -რადგან, მე მას, ძმაზე მეტად ვერ შევხედავ. სხვა უნდოდა გაეგო, ლამის სხვაც ვუპასუხე ,მაგრამ ნიკას დარიგება, გამახსენდა და გავჩუმდი. იქიდან სახლში წავედით, ყველა თავის სახლში მივოდა,მეც ჩემსაში, პირდაპირ ოთახისსკენ წავედი, კაბინეტიდან ხმაური გამოდიოდა, ოდნავ დავუგდე ყური. -მე შენ გეუბნები, რამე რომ მოხდეს,იცოდე მე არაფერში გამრიო, ის ფული შენ გინდოდა და შენვე გამოიყენე, ბოლო თეთრამდე, გეყოს ვაჟკაცობა და შენვე გადაიხადე სასჯელი. ბიძას ხმა იყო ,მერე ფეხის, ოთახის კარი სწრაფად შევაღე და შევვარდი,ჩემ ოთაᲮში. კიდევ რა შარში გაეხვიე მამა?! მთელი დღე მეძინა, ღამეც, დილით ათი იქნებოდა, ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, უცხო ნომერი იყო. -ალო, ძლივს ვუპასუხე. -დილამშვიდობის სალო. -ვის ველეოარაკები?დილამშვიდობის. -ლუკა ვარ, ნახატს არ ნახავ?მოდი ქოხში ვარ, როცა გინდა ... -კარგი, მოვალ ერთ საათში, გაწყობს? -კი დაგელოდები, ავდექი მოვწესრიგდი და წავედი. ერთი სული მქონდა მალე მივსულვიყავი, სიჩქარესაც გადავაჭარბე და მალეც მივედი.კარზე დავაკაკუნე... -მობრძანდი.კარი გამიღო და შემიპატიჟა , შავი სვიტერი ეხცვა,თეთრი სახე და შავი თავლები, გრძელი დახვეწილი, თითები, აქა იქ მოსვრილიყო საღებავით, არ მინდოდა თვალის მოშორება, მაგრამ როგორღაც მოვაშორე მზერა,წინ ნახატი იდო, ტილო გადაფარებული,ნახატის წინ დამაყენა და ჰოპ, უცებ მოაშორა ტილო ,ჩემი სახე იყო ,წაროსახვით დახატული, თვალები ცისკენ იყურებოდა და თითქოს შველას ითხოვსო, თითოეული ჭორფლი, ისე იყო ნახატზე, როგორც მე მქონდა... -საოცრებაა, არ გიჭირს წარმოსახვით ხატვა? -არა, მივეჩვიე უკვე ასეთ მუშაობას , -წამოდი. საწოლზე გამზადებული უამრავი ნახატი იყო. თანმიმდევრობით დალაგებული ერთი და იგივე ადამიანის პორტრეტი, სხვადასხვა დროში, სიბერებდე. - ეს ანაა, მე ის ჩემთან დავაბერე, მას ჩემთან გაუჩნდა, პირველი ნაოჭი, თვალთან აი აქ ,თითით მაჩვენა, შემდეგ ეს, ეს, ეს და ერთი დამჩა, დასახატი,ის ანგელოზად უნდა ,ვაქციო და მივცე უფლება, მშვიდად იყოს ,იქ ღმერთან, ანგელოზად. -ნამდვილად შეუდარებელია, შენი შემოქმედებითობა და გადაწყვეტილებაც.შენ უკვე დიდი ხანია გლოვობ და გაქვს უფლება ბედნიერი იყო, მას ასე უფრო გაახარებ. -ვიცი და ამაზე ფიქრი, შენმა თვალებმა დამაწყებინა, დამახრჩე შენ თვალებში. 2 კვირის წინ გნახე და არ ვიცი რა მჭირს,თავს ვერ ვერევი, შენ არაც კი მოგწონვარ? სულ ცოტა ?თუ გაწუხებ, ან რამე...მე გაგიგებ, არ მოგაბეზრებ თავს, უბრალოდ შენ მითხარი, ახლა არა, ხვალ მნახე, იქამდე კი, მოიფიქრე... -მოფიქრება რა საჭიროა ?! -დაფიქრდი ,არ მითხრა ასე უცებ გთხოვ. -კარგი,იყოს ხვალ. -გინდა ფილმს ვუყუროთ? -რა ფილმს ? -რავი ვნახავ რა მაქვს, პატარა ყუთი ამოქექა, ყუთს ,,ტკბილი ნოემბერი,, ეწერა. ეს ფილმი, საყურებლად ანამ მომცა, სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ გვეყურებინა, ჩავრთო? -როგორც გინდა,აქამდე ინახავდი? -სახლიდან წამოვიღე, ყველაფერი რაც მე და ანასს გვაკავშირებდა, ეს ქოხი კი, ჩვენი ბუდე გახდა... უცებ მივხვდი რომ,ეს ადგილი და ანაც ,ძალიან მეზიზღებოდა, ვიცი რომ მკვდარზე, ასე არ უნდა მეფიქრა, მაგრამ მე მშურდა, მკვდარი ანასი, რომელსაც მკვდარსაც ნატრულობდნენ, ხატავდნენ ,ოცნებობდნენ...ლუკა ისეთი გრძნობით ,ისეთი სიფრთხილით წარმოსთქვამდა მის სახელს, თითქოს ეფეერება, თითქოს ეშინია, ხმამაღლა რომ,თქვას მისი სახელი, დაიმტვრევა, ბროლივით ათას ნაწილად .-არ ვიცი, მაგრამ მისი ნათქვამი, ,, ანაც ,, კი გამოხატავდა ყველაფერს ... -მგონი სჯობს ,აქედან წავიდე ... -რატომ, სწრაფად ადგა ფეხზე ლუკა. -არ ვიცი, თავს უხერხულად ვგრძნობ ამ სახლლში, თითქოს ცოლიან კაცს ვხვდები, თავი მაღლა არ ამიწევია,ისე ვუთხარი ... -სალო ,არაა ეგრე ... -როგორ არის აბა, მე მოვალ და უნდა მელაპარაკო ანაზე, როგორი ნაზი და როგორი ქარიზმატული იყო,მესმის გტკივა და მე ,იმის შეგნებაც მაქვს რომ მოგისმინო, მაგრამ ბუდე,რომელიც მას ეკუთვნის ,ნივთები რომლებიც მას გახსენებს, ყოველ თავის მიტრიალებაზე, ზედმეტია ჩემთვის, მე არ მინდა ვებრძოლო, შენსა და ანას სიყვარულს, ვებრძოლო ქალს, რომელიც თან არსადარის და თან ყველაფერშია... საკმარისი ბრძოლა მიწევს ცოცხლებთან,ვიცი რომ ეს ყველაფერი ტანჯვას მომიტანს, იმის ყურება რომ შენ სულს მთლიანად ეპატრონება ის,არ მინდა თქვენ შორის გაჭ....ტილი დავრჩე... -რას მოითხოვ ჩემგან? -ამ ყველაფრის,დავიწყებას და ახალი ცხოვრების დაწყება. ეს იყო ჩემი ბოლო სიტყვა ,ავდექი და წამოვედი... გზაში გამახსენდა, ნახატი დამრჩა, მაგრამ მიბრუნება არ შეიძლებიდა, ის უნდა დაფიქრებულიყო, გადაეწყვიტა რა უნდოდა,წარსულში ქექვა,თუ მომავლით გახარება... სახლში მივედი, პირველი საათი იყო,სახლის კარი ღია იყო. მეუცნაურა, სახლში არავინაა. -დოდო დეიდა, დავუძახე დამხმარე ქალს. -ხმა არავინ გამცა ,ოთახები დავიარე, არავინ დამხვდა, დედას დავურეკე. -დედა მშვიდობაა? -მამაშენი დაიჭირეს. **** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.