შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლინდას დღიურები (1)


15-01-2021, 14:20
ავტორი ucnauri68
ნანახია 1 168

მე ლინდა ვარ 17 წლის ,საშვალო სიმაღლის,მხრებამდე თეთრი თმით,ოდნავ კეხიანი ცხვირით და პატარა ტუჩებით.
შეყვარებული მყავდა რომელიც 1თვის წინ დამშორდა,ამას დაემატა სამწვერა ნერვის ანთება მაგრამ ამაზე უარესებიც გადამხდენია,
ისეთი არცერთ გოგოს რომ არ ვუსურვებდი მაგრამ ამ ცხოვრებისგან რაც ვისწავლე, ის იყო რომ ყველა ბიჭი ისე გამომეყენებინა როგორც ოდესღაც მე გამომიყენეს)).
შეიძლება გვიან მივხვდი მაგრამ არაუშავს შეცდომებზე ვსწავლობთ.
პატარა გოგოს ისე მომექცნენ როგორც ნივთს რომლის ცემას შეიძლებოდა ყველაფერზე,უმნიშვნელო დეტალებზეც კი და ვერავინ ხვდებოდა რატომ ვიყავი ჩაკეტილი, რატომ მინდოდა ყველასგან მოშორებით ყოფნა, ისინი ამ ყველაფერს ვერ ხვდებოდნენ ან უბრალოდ არ იმჩნევდნენ.
სითბოს ვეძებდი ამდენი პრობლემებისგან, ადამიანი მჭირდებოდა ვინც დამეხმარებოდა,ადამიანი რომელიც არ მცემდა და მაგრძნობინებდა იმას რაც მაკლდა მაგრამ როცა ვიპოვე, შემიყვარდა და იქ დამთავდა ყველაფერი
ჩემი ცხოვრებაც დასრულდა და დავმარხე ჩემს გულში სამუდამოდ.
მას შემდეგ 4წელი გავიდა შევიცვალე,შეიცვალა ჩემი ხასიათი და გრძნობები ბიჭების მიმართ ,ერთ ბიჭს მოყვებოდა მეორე,მეორეს მესამე და ასე გრძელდებოდა მანამ სანამ მეორედ არ შემიყვარდა , შემცვალა,ისევ გულუბრყვილო და მინდობი გავხდი, ვფიქრობდი ბედნიერი ვიქნებოდი მასთან მაგრამ ასე არ მოხდა მომატყუა ,მწარედ შევცდი მეორედაც და ვნანობ რომ შემიყვარდა,დღეები ისე გადიოდა რომ დეპრესია დამეწყო წითელი თმიდან თეთრ თმაზე გადავედი და ასე ვაკეთებდი როცა რაღაც ცუდი ხდებოდა.
ჩემი ცხოვრება კი ასე გამოიყურებოდა: კოლეჯი,ბიჭი,სახლი არანაირი რომანტიკა,არანაირი სიყვარული მხოლოდ 2კვირით გრძელდებოდა და ძველს ახალი ჩაანაცვლებდა,ვერ ვხვდებოდი როგორ ვინგრევდი ცხოვრებას და ფსიქიკას.
ჩემს მშობლებთან არანაირი ურთიერთობა არ მქონდა რადგან ბავშვობის ტრამვებს ვერ ვივიწყებდი ისინი რომ ასე არ მომქცეოდნენ ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

"თუ გინდა რომ საუკეთესო პარტნიორი გყავდეს და იდეალური ურთიერთობა გქონდეს არასდროს უნდა შეგიყვარდეს"

ასე ვფიქრობდი მანამ სანამ ნიკა არ გამოჩნდა,თავისი ქამელეონისფერი თვალებით ისეთი იყო მასში ჩაიძირებოდი, სწორი ცხვირი,მისი ტუჩები ისეთი რომლის დახატვაც არასდროს გამომდიოდა.
ის იდეალური იყო,მისი ხმა კი ოდნავ ბოხი მაგრამ მისი თვალები საოცრად ლამაზი ისე იცვლიდა ფერს ....

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო როდესაც ჩემი ყოფილი კლასელი ნინიმ დამირეკა რომელიც ალბათ 4-5წელი არ მყავდა თვალითაც კი ნანახი,არანაირი კონტაქტი,მესიჯობა საოცრად გამიკვირდა რადგან სამწვერა ნერვის ანთება მჭირდა და მკურნალობდნენ როდესაც სურათი დავდე სწორედ მაშინ მომწერა (ალბათ სურათი რომ არ დამედო არც მომწერდა ))) მკითხულობდა ბავშვობის დაქალივით მწერდა,მაგრამ როცა მკურნალობას მოვრჩი მითხრა რომ რამდენიმე თვეა რაც ბიჭს ხვდება რომელიც ძალიან უყვარს და მალე თხოვდებოდა მეც რათქმაუნდა გამიხარდა რადგან ყველაფრის მიუხედავად იმსახურებდა ბედნიერებას,
მითხრა რომ მალე გამაცნობდა მის საქმროს და მეც ველოდი ამ დღეს .

ნინის ვნახულობდი ხოლმე ის კი თავის საქმროზე ლაპარაკობდა ,ერთხელაც გამაცნო მისი დაქალის ნათესავი ირაკლი რომელიც დიდად არ მომწონდა,მწერდა მაგრამ როცა ნინის და მას ვხედავდი თითქოს რაღაც იყო მათ შორის (გრძნობა),ნინიმ მითხრა რომ ირაკლი მასზე
გიჟდებოდა,ამ დროს კი ის თითქოს მე მეფლირტავებოდა ერთ დღეს აბაზანიდან გამოსულს მომწერა ,სურათის გადაღება მთხოვა შიშველის ძალიან გულის ამრევი იყო და ეგრევე დავბლოკე,მესიჯები დავსქრინე და ნინის ჩავუგდე მესენჯერში და თან დავუმატე რომ არ წყენოდა.

ჩემი წარსულის შესახებ მოვუყევი და იმაზეც რომ მუცელი მომეშალა,იმავე საღამოს ლაივი ჩართო სადაც გამოფინა :როგორ დაკარგა მისმა "დაქალმა" 14 წლის ასაკში ქალიშვილობა თან გვერდით დაქალი ეჯდა და მასაც ეუბნებოდა "არც გათხოვილა ისე ჰქონდა სექსი მუცელიც მოეშალა"ამ ყველაფერს კი მე ვუყურებდი და ცრემლები მსდიოდა თან ბოლო ხმაზე ვიცინოდი მან ერთადერთი ჩემი სახელი და გვარი არ თქვა მაგრამ იქ იყვნენ ჩემი კლასელებიც და ისინი მიხვდებოდნენ, უამრავი ხალხი იყო, ვერ მივხვდი რა მჭირდა ,ამ ხმამაღლა სიცილზე დედაჩემი შემოვიდა, როცა დამინახა ჩემი დამშვიდება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა ძალით ჩამტენა წამალი პირში და იქამდე არ მომეშვა სანამ არ დავწყნარდი,მისთვის ეს პირველი შემთხვევა არ იყო,მარტო დავრჩი,მეზიზღებოდა ნინი! მან ყველას უთხრა ჩემზე ეს უსამართლობაა,მაგრამ მე ისე არ მოვიქცევი როგორც ის მომექცა,არ გამოვფენ საჯაროდ მის ცხოვრებას მის პარტნიორებზე და არც იმას საქმროს ერთგული რომ არ ერქვა .

რამდენიმე დღის შემდეგ
ტელეფონი რეკავს და ეკრანზე ნინის სურათი დავინახე
-ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის))
ტელეფონს ვპასუხობ და მესმის მისი ბედნიერი ხმა:
-ლინ როგორ ხარ რას შვები?
-კარგად ნინ შენ ?
-მეც კარგად სად ხარ?
-სახლში რა ხდება?
-დღეს გცალია? ჩემი საქმრო მინდა გაგაცნო
-კი მცალია
დრო და ადგილი თქვა და გავუთიშე მოვემზადე ჩვეულებრივად არაფერი განსაკუთრებული მისგან განსხვავებით ტონა მაკიაჟი არ მესვა ბუნებრივად ვიყავი:ჯინსის შარვალი,უბრალო ზედა და კედები
დათქმულ ადგილას მივედი იქ კი ნინი დამხვდა როგორც ჩანს მისტერ საქმრო აგვიანებდა ნინი როგორც ყოველთვის მის სიმპატიურ საქმროზე ლაპარაკობდა მე კი იმაზე ვფიქრობდი რაც მან გააკეთა.
ამ ფიქრებში გართულს ორი ბიჭი მოგვიახლოვდა, ერთ-ერთი ძალიან განსხვავებული იყო მისი თვალები კი იმდენად მომაჯადოვებელი" ყავისფერი,მწვანე,ცისფერი და ყვითლი ერთმანეთში ირედნენ" ეს ფერები ხო ოდესღაც მიყვარდა ისეთ ჰარმონიას ქმნიდნენ ეს ფერები რომ დიდხანს ვიქნებოდი მის თვალებში ჩაძირული რომ არა ხმა რომელიც მძულდა მთელი არსებით:
-ლინდა გაიცანი ეს ნიკა ეს მისი ძმაკაცი ლუკა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent