შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭორფლიანი ნაკვალევი (ნაწილი 1)


23-01-2021, 01:34
ავტორი ელლი
ნანახია 924

თებერვლის სუსხიანი დილა იყო. მე ვიჯექი ჩემს სახლთან ახლოს მდებარე პარკში და გია ყანჩელის "ის აქ არის" ვუსმენდი. ეს მუსიკა მუდამ მამშვიდებდა და საშუალებას მაძლევდა გავქცეოდი ჩემს საშინელ, უიღბლო ცხოვრებას. თუნდაც იმას, რომ ყველგან თავს ზედმეტად ვგრძნობდი. ჩემი მშობლები განქორწინებულები არიან და ორივეს საკუთარი ოჯახი აქვს. მე ბებიებთან გავიზარდე. პრობლემებიც თავზე საყრელად მქონდა. მოგეხსენებათ გარდატეხის ასაკის პრობლემები, ემოციურობა, "დეპრესიები", ამას ჩემი დამატებული პრობლემები, როგორც ხვდებით ადვილად არ მიდიოდა ჩემი ცხოვრება. თავის დასაღწევად ყოველთვის წერა მეხმარებოდა, თუმცა ძველი დღიურებიდან ყველაფერი დავწვი, რატომ თავადაც არ ვიცი, მინდოდა ყველაფერი გამენადგურებინა. ახლა კი არ ვაპირებ ყველაფრის განადგურებას, მინდა მახსოვდეს ვინ ვარ...საიდან მოვდივარ...
ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ ჩამობნელდა და მივხვდი, რომ რეალობაში დაბრუნების დროა. ავდექი, მაგრამ თავბრუ დამეხვა. ბოლო დროს ასე მემართებოდა და გადაღლილობას ვაბრალებდი. აბიტურიენტობისს ამბავი ალბათ ყველამ კარგად იცით, აქეთ-იქით მიწევდა სირბილი მასწავლებლებთან და მეცადინეობას ხომ რამდენი ენერგია ესაჭიროება, ზოგჯერ შიმშილის გრძნობასაც ვკარგავდი, რამაც ძალიან დამასუსტა. სწავლას საკმაოდ სერიოზულად ვუდგებოდი ბავშვობიდანვე. როცა ჩემი თანატოლი გოგონები გასართობად დადიოდნენ, მე სახლში ვიჯექი და ვმეცადინეობდი. ზოგჯერ გულიც კი მწყდებოდა იმის გამო, რომ არ მყავდა ახლო მეგობრები, თუმცა ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი იმაში, რომ არ არის აუცილებელი გყავდეს ახლო მეგობრები, როცა საკუთარი თავი გყავს. ჩემი გარეგნობა რომ აღგიწეროთ, სიმართლე გითხრათ ცუდი გარეგნობის გოგონა არ ვარ, მაგრამ თავიდან საშინელი კომპლექსები მაწუხებდა, თუნდაც ჭორფლები რომლების გამოც არაერთი კომპლიმენტი მიმიღია, თუმცა მე საშინლად მძულდა. დროთა განმავლობაში შევიყვარე საკუთარი გარეგნობა და მივხვდი, რომ მე მიყვარს ჩემი თავი ისეთი როგორიც ვარ! შევიყვარე ჭორფლები, რომლებიც განსაკუთრებულს მხდიდნენ.
...ჰო და სად გავჩერდით. საშინელი თავბრუს ხვევა ვიგრძენი და ვხვდებოდი როგორ დავეცემოდი მალე ცივ ასფალტზე, თუმცა ვერ ვახერხებდი თავის შეკავებას. თვალებში დამიბნელდა და ჩემს წელზე თბილი, ძლიერი ხელების გარდა ვეღარაფერი ვიგრძენი... საბოლოოდ გავითიშე. საშინელი თავის ტკივილით გამეღვიძა. როგორც კი გამოვფხიზლდი თვალი შევავლე უცხო გარემოს და უცბად შიშმა შემიპყრო. ყველანაირად ვეცადე გამეხსენებინა, მე, ლილე მაისურაძე, როგორ აღმოვჩნდი ამ სახლში, ამ ოთახში და სრულიად უცხო ადამიანის ლოგინში. ალბათ მალე ფიქრისგან და ნერვიულობისგან თავი გამისკდებოდა ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანს კარი რომ არ შემოეღო. ოთახში საოცრად სიმპატიური, შავგვრემანი ბიჭი შემოვიდა. ჩემს გაოგნებულ სახის დანახვაზე ცოტა ჩაეცინა, რამაც ჩემი გაღიზიანება გამოიწვია და გაბრაზებულმა მივახალე:
-რა გაცინებს?
-კარგი, ბოდიში არ გაბრაზდე, უბრალოდ მაინტერესებდა როგორ ხარ.
-შენ ჩემი მდგომარეობით რატომ ინტერესდები?-საერთოდ ვერ ვიაზრებდი ამ დროს რას ველაპარაკებოდი ჩემთვის სრულიად უცნობ, საოცრად სიმპატიურ ბიჭს.
-იქნებ იმიტომ, რომ ახლა ჩემს სახლში ხარ და აქ მე მოგიყვანე, რადგან გონება დაკარგე.
გამახსენდა გუშინდელი ამბავი და ცოტათი შემრცხვა კიდეც ჩემი დაუფიქრებელი საქციელის, რის გამოც მზერა ცოტახნით ავარიდე და თვალები ძირს დავხარე. ამაზე ისევ ჩაიცინა. ღმერთო, ეს ჩაცინება...ასე ძალიან რომ მაფორიაქებდა.
-აბა?! მეტყვი ახლა როგორ ხარ?
-იცი, კარგად ვარ და მაპატიე, რომ წეღან დაგიყვირე..(აქ მორცხვად ჩავიღიმე და მანაც გამიღიმა)
-მოკლედ, მე ახლა გავალ და შენ შეგიძლია ტელეფონით შეატყობინო ახლობლებს, რომ კარგად ხარ, მთელი ერთი საათი გაუჩერებლად რეკავდა. ჰო მართლა მე სანი მქვია და ვიცი რომ შენ ლილე ხარ.
ალბათ ჩემს გაოცებულ სახეზე დიდ ხანს იღადავებდა, როდესაც ჩემი სახელი თქვა. საიდან იცოდა, მანიაკია? გიჟი? შეშლილი? ან ასე მარტივად როგორ ვენდობი, იქნებ სულაც მოკვლას მიპირებს?! თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობდაო, ისეთი მზერით შემომხედა და გასვლისას თვალი ჩამიკრა.
სწრაფად ავიღე ტელეფონი და ნატას ნომერი ავკრიფე.
-ნაატ, გთხოვ ჩხუბი არ დამიწყო- სწრაფად მივაყარე ტელეფონში სათქმელი.
- ლილე! გელოდები როდის ამიხსნი ყველაფერს. გაგიჟებულები ვართ მე და გოგა. სად დაიკარგე მთელი დღე, ვერც დაგიკავშირდით, ბეე რატომ გვანერვიულებ ასე?
-კარგი რა ნაატ, ყველაფერს ასე ნუ აზვიადებ. კარგად ვარ და სახლში რომ მოვალ აგიხსნი ყველაფერს, ახლა არაფრის თავი არ მაქვს. - ვუთხარი სწრაფად და ტელეფონი გავუთიშე, რომ აღარაფერი ეთქვა.
სწრაფად ავდექი და კარი გავაღე. რამაც მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება, ეს იყო ყავის საოცარი სურნელი. ყავაზე ოფიციალურად შეყვარებული ვარ. ყავის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია იმდენად მიყვარს და ამ არაამქვეყნიურ სურნელზე მგონი თავიდან დამეწყო თავბრუსხვევა. სამზარეულოში სანი ტრიალებდა, ყავა და ვახშამი მოუმზადებია და რომ შევედი ჩემსკენ შემოტრიალდა.
- ალბათ გშია.
- ყავას დავლევ მხოლოდ.
- ამიტომაც გახდი ცუდად, ძალიან ცოტას ჭამ და არ შეიძლება. სანამ არ შეჭამ მანამდე არ გაგიშვებ და მგონი არ გინდა უცნობი ადამიანის სახლში დარჩენა, ხო?
- კარგი ცოტას შევჭამ... გამიღიმა.
მგონი შეატყო კიდეც თავში ათასი კითხვის ნიშანი რომ მიტრიალებდა და თვითონ დაიწყო საუბარი.
- ვიცი, რომ გაურკვევლობაში ხარ ყველაფერს აგიხსნი. პარკში იჯექი და მეც მაგ დროს ჩავიარე როცა შენ გონებას კარგავდი, საბედნიეროდ მოვასწარი დამეჭირე და მერე აქ წამოგიყვანე, ჩემი ნუ შეგეშინდება. არც მანიაკი ვარ და არც გიჟი-ამაზე ჩემი ფიქრები გამახსენდა და გამეცინა.-შენი სახელიც ჩემი კურსელისგან ვიცი. ნიკა შენი ბიძაშვილია ხო?
- ნიკა? - გავიკვირვე. პირველად ვხედავდი ამ ადამიანს არადა მის ყველა მეგობარს ვიცნობდი.- კი ნიკა ჩემი ბიძაშვილია.
- ხო, მოკლედ ნიკას მე უკვე გავაგებინე რომ ჩემთან ხარ და სადაცაა მოვა.
აღარაფერი მითქვამს, ვიჯექი და ყავას ვსვამდი. კარზე დააკაკუნეს და მივხვდი, რომ ეს ნიკა იქნებოდა. არც შევმცდარვარ. კარი გაიღო თუ არა ოთახში ნიკა შემოფრინდა. შემოვიდა კიარა შემოფრინდა. ეს ბიჭი ენერგიით იყო სავსე. სულ მიკვირდა ამდენი ენერგია საიდან ქონდა.
- სანიი, სადაა ჩემი პრინცესა? - ამაზე ძალიან მაგრად გამეცინა, ეს ბიჭი ნამდვილი ცანცარაა.
- აქ ვარ..
- ლიი, ჩემო პრინცესააა, რა დაგემართა გოგო , რამდენჯერ უნდა გეჩხუბონ ჭამაზე, დიდი გოგო ხარ უკვე- თვალი ჩამიკრა და გადამეხვია.
- ჰო კარგი რა იყოთ, ნატაც გაგიჟებული იყო, ახლა სახლში მაგის ლექციებს უნდა ვუსმინო.
- ღირსი ხარ! წამო, წავედით ეხლა. აუ სანი ტოო, შენ მაგარი ჯიგარი ხარ რა, მადლობა მართლა, შენ რო არა ამ სიჯიუტის განსახიერებას რა დაემართებოდა, კაროჩე მადლობა.
ამაზე საშინლად შემრცხვა. მადლობის თქმა სულ გადამავიწყდა, ახლა ერთი უმადური გათამამებული გოგო ვეგონები. როგორ შეიძლება ასე უმადურად მოქცევა.
- სანი, მადლობა რომ ჩემზე იზრუნე..
- კაით რა, რისი მადლობა არ გრცხვენიათ? ნებისმიერი ასე მოიქცეოდა.
ამაზე ცოტა გული დამწყდა, არ მინდოდა ნებისმიერი ასე მოქცეულიყო, მინდოდა ეს ჩემთვის გაეკეთებინა. არ მინდოდა მისთვის სულ ერთი ვყოფილიყავი. რაზე ვფიქრობდი საერთოდ? სულ გამოვშტერდი. სანი უბრალო ბიჭია, აჩეჩილი შავი თმით და მწვანე ლამაზი თვალებით, რომელიც მხოლოდ ერთხელ ვნახე. სწრაფად გამოვერკვიე ფიქრებიდან და სანის დავემშვიდობეთ. მანქანაში ფანჯრის მინაზე თავი მქონდა მიდებული და თან ვფიქრობდი. ვფიქრობდი ამ დღეზე, ყველაფერზე რაც მოხდა. მაგრამ მალევე გადამავიწყდა. ერთი კვირის შემდეგ გავაანალიზე, რომ ეს მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი დღე იყო და ეს ადამიანი უბრალოდ დამეხმარა. ყოველდღე ერთი და იგივე გრძელდებოდა, მასწავლებლებთან სიარული, სკოლა, სწავლა. ყველა დღე ერთმანეთს გავდა სანამ...
ვალენტინობის დღეა, 14 თებერვალი. დილით ისეთი ბრახუნის ხმა გაისმა ჩემი სახლის კარზე, რომ მაშინვე გამეღვიძა, ავდექი და კართან გაჩეჩილი თმით გავედი. გავაღე კარი და რას ვხედავ...ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა ჩემი სახლის კართან სანი დავინახე. ეს ბიჭი სულ მთლად გაგიჟდა, როგორ შეიძლება ადამიანს სახლში დაადგე დილის რვა საათზე და თან ასეთი ბრახუნი ატეხო. ჩემს დანახვაზე სიცილი დაიწყო. რამოხდა ახალგაღვიძებული, გაბურძგნულთმიანი და გაოცებისგან თვალებგაფართოებული გოგო არ უნახავს? ალბათ არა.
- რა გაცინებს? ნორმალური ხარ?
- არა. ხომ იცი რომ არ ვარ. გიხდება გაბურძგნული თმები. -ამაზე საშინლად გავბრაზდი. სახლში შებრუნება დავაპირე, რომ ხელი მომკიდა და გამაჩერა. - კარგი მაპატიე...ვალენტინობას გილოცავ.- ეს მითხრა და ხელში ბაუნტების მთელი კალათი მომაჩეჩა. ღმერთო როგორი საყვარელი იყო, მინდოდა მაშინვე ჩავხუტებოდი.
- სანი,მეც გილოცავ, უბრალოდ ახლა იმდენად შოკირებული ვარ არც კი ვიცი როგორ გამოვხატო ემოცია ან რა გითხრა, უბრალოდ ძალიან ძალიან დიდი მადლობა.
- ჰოდა არც არაფერი თქვა. დღეს საღამოს 7 საათზე ჩვენს პარკში გელოდები. პასუხს არც დალოდებია ისე წავიდა. ღმერთო, "ჩვენს" პარკშიო. ფიქრებიდან ნატას ყვირილმა გამომარკვია.
- ლილეე, ვინ არის ამ დილაადრიაან?
- არავინ ბეე..
ჩემს ოთახში შეპარვა, რომ ვცადე მაშინ გამომიჭირა ნატამ. ეს შოკოლადები არავინ მოგიტანა? ნეტა საიდან იცოდა ბაუნტი რომ გიყვარს? ხომ იცი, რომ ვერაფერს მომატყუებ?
- კარგი ჰოო. ხოიცი იმდღეს რომ მოგიყევი სანიზე. ვინც თავის სახლში წამიყვანა. ის იყო მოსული და ვალენტინობა მომილოცა, პაემანზე დამპატიჟა. ნაატ რა ვქნა? მგონი არ წავალ.
- ძალიან კარგად წახვალ, მიდი მოემზადე შენ. ვიცი შენი ამბავი მთელი დღე არ გეყოფა მოსამზადებლად. - ოთახში ძალით შემაგდო და კაბის არჩევა დავიწყე. რამე ძალიან ჩვეულებრივი მინდოდა და თან ნაზი, სასიამოვნო რომ ყოფილიყო. საბოლოოდ არჩევანი ღია ვარდისფერ, მოკლე კაბაზე შევაჩერე, რომელიც ძალიან მიხდებოდა.
მთელი დღე ვემზადებოდი საოცარი განწყობით, თან ვღიღინებდი "იდგა თებერვალი"-ს, თან ჩემს გრძელ თმას ვისწორებდი. როგორც იქნა დამთავრდა ჩემი ხანგრძლივი მზადების პროცესი და სარკეში კმაყოფილმა, ჩემი თავი ავათვალიერე.
- ნაატ, აბა?! როგორ გამოვიყურები.
- საოცარი ხარ ლილე! ის ბიჭი ჭკუას დაკარგავს, როცა დაგინახავს.
- ოო, ნუ აზვიადებ.
- არაფერსაც არ ვაზვიადებ. მიდი, მიდი დაგაგვიანდება, არ ალოდინო ბიჭი. დღის ბოლოს ყველა წვრილმანს მომიყვები. მიდი ეხლა გაიქეცი.
- კაი წავედი ნაატ, მიყვარხარ, საუკეთესო ხარ!!! - ლოყაზე ვაკოცე და სწრაფად გამოვედი სახლიდან.
საოცრად ბედნიერი, გაბრწყინებული თვალებით მივაბიჯებდი "ჩვენი" პარკისკენ. არ მჯეროდა, რომ ეს ჩემი ისტორია იყო, ჩემი პირადი ისტორია. აქამდე ჩემი ცხოვრება მოსაწყენი იყო ერთფეროვნებით, სანიმ კი მთელი ცხოვრება არია, გააფერადა, ყველაფერს სიკაშკაშე მიანიჭა. არ მჯეროდა, ასე ადვილად, რომ ჩავვარდი გრძნობების ზღვაში.
როგორც იქნა მივაღწიე პარკს და რაც იმ დროს დავინახე, მან ამიხილა თვალი და დამანახა, რომ არ უნდა ენდო! ადამიანს არ უნდა ენდო! მითუმეტეს ასეთ მოკლე დროში გაცნობილს. ვხედავდი სანი როგორ ესაუბრებოდა გოგონას, რომელიც შემდეგ ჩაეხუტა, გულში ჩაეკრა. მის ადგილას მე უნდა ვყოფილიყავი. იმ დროს საშინელი დარტყმა ვიგრძენი, თითქოს გული ამომგლიჯეს და სანაგვეზე მოისროლეს.
- ლილე არ გინდა, არ იტირო! - ვუმეორებდი ჩემს თავს, მაგრამ ცრემლებმა მაინც იფეთქეს თვალის კუთხეებიდან და ღვარად ჩამოვიდნენ ღაწვებზე.
ადგილიდან ვერ ვიძროდი, ნაბიჯს ვერ ვდგამდი. ცოტა ხნის შემდეგ როგორც იქნა გონს მოვეგე და სახლში მივბრუნდი. ესეც შენი ვალენტინობა. სანიმ ძალიან ცუდად მეხუმრა. სახლში შესულს ნატა დამხვდა სამზარეულოში.
- ნატა, გთხოვ ახლა არაფერი მკითხო. ყველაფერს მოგვიანებით აგიხსნი. - ოთახში შევედი და კარი ჩავკეტე, რადგან ახლა მარტო ყოფნის გარდა არაფერი მჭირდებოდა. ტელეფონის ზარებსაც არ ვპასუხობდი, იქნებ სანი ყოფილიყო, არ გაუჭირდებოდა ჩემი ნომრის მოძებნა. მოკლედ, რამდენიმე დღე მხოლოდ ვმეცადინეობდი და არავის ვეკონტაქტებოდი. შემდეგ კი ყველაფერმა გამიარა.
საღამოს 9 საათი იყო, ტელეფონზე უცხო ნომერი რეკავდა, ვუპასუხე. სანის ხმა, რომ გავიგე ჟრუანტელმა დამიარა, მაგრამ მალევე გამახსენდა მისი უნამუსო ქცევა და ძალიან მოკლე, მკაცრი პასუხებით შემოვიფარგლე.
- სანი, რა გინდა?
- გელოდებოდი ლილე.
- ...
- შენ გადამაგდე.
- ვინმე თუ გადაგდებული დარჩა, ეს მხოლოდ მე ვარ!
- რაა?
- კიდევ მეკითხები? კარგად დაგინახე პარკში გოგოსთან ერთად ჩახუტებული. სანი, არ გიბრაზდები, უბრალოდ მე რატომ დამპატიჟე შენთან ერთად? რატომ? რა გინდოდა? გინდოდა მტკენოდა? რამე დაგიშავე? - აქ ტირილის ხმა შემერია, რადგან მართლა ვტიროდი, გრძნობებს ვერ ვაკონტროლებდი.
- ლილე! ახლავე შემხვდები! არ მაინტერესებს არაფერი, სასწრაფოდ შენთან ლაპარაკი მინდა. "ჩვენს" პარკში იყავი ხუთ წუთში.
- მართლა? ისევ, რომ სხვასთან ჩახუტებული დამხვდე? - აქ ცინიზმი შევურიე ჩემს ნათქვამს.
- ლილე!
- კარგი, გამოვალ.
ძალიან მაინტერესებდა, რას ამიხსნიდა თუ საერთოდ გამართლება ჰქონდა მის ქმედებას.
პარკში დამხვდა. ასე სწრაფად როგორ მოასწრო მისვლა?! მივუახლოვდი და დაველოდე ახსნას.
- ლილე, ახლავე აგიხსნი ყველაფერს. ისე არ არის როგორც გგონია. ეს გოგო ჩემი ყოფილია. დიდი ხანი გავიდა ჩვენი დაშორებიდან, მაგრამ დღემდე აქვს ჩემს მიმართ გრძნობები. ბავშვობიდან ვმეგობრობთ და საშინელ მდგომარეობაში იყო, მართლა არ შემეძლო, რომ დამეიგნორებინა მეგობარი როცა ასე ძალიან სჭირდებოდა ჩემი მხარდაჭერა, მართლა ძალიან ცუდად იყო. არც კი ვიცოდი აქ თუ იქნებოდა. სრულიად შემთხვევით დავინახე, ტიროდა. მაპატიე თუ ამით მე შენ გაწყენინე, მართალი ხარ, მეც კი გავბრაზდებოდი, ასეთი რამ რომ დამენახა, მაგრამ გთხოვ მაპატიე.
- სანი, არც კი ვიცი რა გითხრა. დასაფასებელია შენი ასეთი მეგობრობა, ერთგულება, მაგრამ ჩვენ ძალიან ცოტა ხანია რაც ერთმანეთს ვიცნობთ, მე ასე უბრალოდ შენი ნდობა არ შემიძლია. იცი?! აქამდე შეყვარებული არც კი მყოლია. არ მაქვს ასეთ ურთიერთობებში გამოცდილება და არც კი ვიცი ამის შესახებ.
- ლილე, მე შენ დიდი ხანია გიცნობ.
- დიდი ხანი?!
- კი დიდი ხანია. თითქმის ნახევარი წელია. ნიკა ჩემი კურსელია, მე მასთან სულ გხედავდი, ყოველთვის მინდოდა შენი გაცნობა, მაგრამ როგორც ხედავ გამბედაობა არ მყოფნიდა. იმ დღეს ბედმა თავად მომცა შანსი შენთან დაახლოებისთვის და მეც არ გავუშვი. ლი... მე შენ ძალიან მომწონხარ! - აქ გაოცებისგან ალბათ პირი დავაღე. არ ველოდი ასე სწრაფად მოვლენების განვითარებას, არ მიყვარს დაჩქარებული მოვლენები, ყოველთვის ცუდი დასასრული აქვს ხოლმე. - ლი, მე შენი ყველაფერი მიყვარს. შენი პატარა ტანი და პატარა თითები, ყოველთვის რომ ცივია, შენი ჭორფლები მიყვარს, შენი ლამაზი თვალები, გრძელი, შავი წამწამებით, შენი ნაზი ხმა მიყვარს, შენი გრძელი, მუქი თმა, შენი ტუჩები, რომლებიც მუდამ საკოცნელად მიწვევენ, შენი ღიმილი, რომელიც ასე მაბედნიერებს, ლიი მე შენი ჭორფლიანი ნაკვალევი მიყვარს...
ხმას ვერ ვიღებდი, ამ ბიჭმა დამამუნჯა. მე, გოგონა, რომელიც ლაპარაკით არ იღლება, ვერაფერს ვამბობდი. ვიდექი გაშეშებული და ვუყურებდი მის მწვანე თვალებს, რაოდენ წრფელი და გრძნობით სავსე იყვნენ ისინი. ვგრძნობდი როგორ მიახლოვდებოდა სანი, მთელი სხეულით ვგრძნობდი და ჟრუანტელი მივლიდა. გული ძალიან სწრაფად და ხმამაღლა მიცემდა. სანი ჩემთან ძალიან ახლოს იყო, იმდენად ახლოს, რომ მის სიმხურვალეს ვგრძნობდი და მალე ჩვენი ბაგეები ერთმანეთს შეხვდნენ. მან მაკოცა. მან მე მაკოცა, ძალიან ნაზად და საოცრად. მე კი სრულიად ჩავიძირე გრძნობების ზღვაში და აქ მივხვდი, თუ რამდენად შეყვარებული ვიყავი ამ გადარეულ ბიჭზე, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს...


მადლობა, ვინც ბოლომდე წაიკითხეთ <3 ბოდიშს გიხდით შეცდომებისთვის, რომელიც ტექსტში ბევრი იქნება, ვიცი <3 ეს ჩემი პირველი ისტორიაა და გთხოვთ ძალიან ნუ გამაკრტიკებთ <3



№1  offline წევრი ელლი

რია როსი
აუუუ ჭირფლეებიიი,ყოველთვის მინდოდა რომ მქონოდააა დდ

საყვარელი,პატარა ნაკვალევი იყო❤️
ერთს გეტყვი უბრალოდ,უცბად ნუ განავარებ მოვლენებს.
დინჯად,აუღელვებლად მიყევი სიუჟეტს.
წარმატებებიიი...პირველისთვის საკმაოდ კარგი იყო❤️

პ.ს მაგრად გამისწორდა პირველი რო ვარ დდ
დიდი დიდი მადლობა თბილი კომენტარისთვის❤️გავითვალისწინებ შენს რჩევას აუცილებლად❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent