შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოდიაქოს ეფექტი (სრულად)


30-01-2021, 20:39
ავტორი Gone With Dreams
ნანახია 13 004

ცხოვრება ძალიან დაუნდობელია, არა? ხანდახან ისე ოსტატურად დაგვიგებს ხოლმე მახეს, ვერ გაიგებ. მაგალითად: გაიცნობ ვინმეს, მოგეწონება. გაუგებ,გაგიგებს. გეგმებს დააწყობ და უცბად ჰოპ, ის თხის რქა აღმოჩნდება, მაშინ როცა შენ ლომი ხარ. ახლა იტყვით, მერე რა მოხდა, რა არის ამაში ასეთი უცნაურიო. ახლავე გეტყვით! რაც არ უნდა კარგად ეწყობოდეთ ერთმანეთს, ბოლოს აუცილებლად გაიღვიძებს კოსმოსში სადღაც, რომელიღაც შავ ხვრელში ღრმად მიძინებული ჩვენი ენერგია, ერთმანეთს მოულოდნელად დაეტაკება და ბუმ! აღმოჩნდება რომ, თურმე, არც ისეთი კარგი წყვილი ვართ, როგორც ეს რეალურად ჩანდა.
რაა?
ახლა მეკითხებით, გამონაკლისები არსებობს, თუ არა?
არ ვიცი. ერთად გავარკვიოთ, ტყუის თუ არა ზოდიაქოს ეფექტი.
* * *
იცით რატომ მიყვარს ზამთარი? მხოლოდ სამი რამ გჭირდება ბედნიერებისთვის: თბილი პლედი, ცხელი შოკოლადი და საყვარელი ფილმების სია.
ჩემი საყვარელი თვის პირველ დღეს ვზეიმობდი და სახლში ისე მივიჩქაროდი, თითქოს იქ რამე განსაკუთრებული მელოდა. დეკემბერი ყველაზე თბილი თვეა წელიწადში. გარეთ, ყინვისგან დაქანცულს სახლში ღუნღულა ფაჩუჩები და საყვარელი ჭიქიდან დალეული ნებისმიერი თბილი სასმელი რომ გითბობს გულს,ჩემთვის ეს ასოცირდება მყუდროებასა და სითბოსთან. ყველას არ ესმის ჩემი, მაგრამ რა ვქნა, შემოდგომის მიწურულს დავიბადე. მაშინ, როცა ზამთარი ფართოდ აღებს კარს და ალბათ ესეც რაღაცას წყვეტს.
ჰოდა, იმას ვამბობდი სახლში მიმეჩქარებოდა-მეთქი, იმისთვის, რომ ჩემს დამღლელ დღეს ბედნიერი დასასრული ჰქონოდა, მაგრამ გზაში მამაჩემმა დამირეკა და მთხოვა მალე მივსულიყავი. მივხვდი, ასე გვიან, ასეთი ტონით იმიტომ მირეკავდა, რომ სამსახურში რაღაც პრობლემა შეიქმნა და უხალისოდ მივაჭირე გაზს ფეხი.
მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც კარიერა ზედმეტად უყვარს. იმიტომ კი არა, რომ კარიერისტი რობოტი ვარ. უბრალოდ, ისეთი საოცარი და სახალისოა ჩემი საქმე და იმდენად დიდ ენერგიას ვიღებ აქედან, რომ ემოციები ყოველთვის დიდხანს მიმყვება. ჩემთვის კი ეს არის მთავარი. ვაკეთებდე იმას, რაც მსიამოვნებს. მე ქორწილის ორგანიზატორი ვარ და ჩემი საქმე სხვების ოცნებების ასრულებაა.
ეს პაწაწინა „ბიზნესი“ მე და მამაჩემმა წამოვიწყეთ ერთად. ყველაფერი ნულიდან ავაშენეთ და დღეს უკვე მთელი ქვეყნის და არა მარტო საქართველოს მასშტაბით ვართ ცნობილები. „ლილაკი“ ჩემ სამყაროა. პატარა სამყარო, რომელშიც სული და გული ჩავდე და ამჟამად ჩემი ოჯახისა და მეგობრების შემდეგ, ყველაზე მეტად მეძვირფასება.
სახლში შესვლისთანავე დედაჩემმა ყავის ჭიქა რომ შემომაჩეჩა ხელში, მივხვდი ვერ იყო კარგი ამბავი და მამაჩემთან ისეთი გახელებული შევვარდი, კაცი დაიძაბა.
-მა, რა ხდება, ხო მშვიდობაა?
-შენც გაგიმარჯოს მამი, არა გვიშავს, შენ როგორ ხარ? _გამიცინა ნიშნის მოგებით და სავარძლიდან წამოდგა, ჩემთვის რომ ეკოცნა.
-ნუ მარცხვენ. ამ დროს ასეთი ტონით რომ დამირეკე, შემეშინდა. _თავი უსუსურად გავიმართლე და მამაჩემს ჩავეხუტე.
-დაჯექი, მოგიყვები ყველაფერს და შენი ტვინის ადეკვატური ნახევარსფეროს იმედი მაქვს. _ჩაიცინა მამაჩემმა და ისევ სავარძელს დაუბრუნდა. _ არ მინდა ისტერიკები მომიწყო და ამიყვირდე.
-მამა, ასე რომ იწყებ ლაპარაკს, შენც კარგად იცი, რომ საუბარი ისტერიკებით და ყვირილით მთავრდება.
ფრაზა დამთავრებული არ მქონდა კაბინეტში ჩემი უმცროსი და და ტვინის კიბო რომ შემოჯლაგუნდა. უცნაურად იკრიჭებოდა და ტელეფონის კამერა გადასაღებად ჰქონდა მომარჯვებული.
-როგორ ხარ, პოიკო? _ისევ გამეკრიჭა თაკო და იქვე მდგარ სკამზე კომფორტულად ჩამოჯდა.
ჰო, თქვენს ადგილას მეც დავინტერესდებოდი რატომ მეძახის საკუთარი და ამ იდიოტურ მეტსახელს. თაკო სამედიცინოზე სწავლობს. რომ ჩააბარა, პირველივე კურსზე შემომაპარა ეს უაზრობა და ძალიან დიდხანს არ მეუბნებოდა, რას ნიშნავდა. ბოლოს, ჩემი მშობლებიც რომ დაინტერესდნენ, რა ედო ამ ავადმყოფს გულში, გაგვიმხილა, რომ თურმე „პოიკო“ - პოიკილოთერმულის შემოკლებული ვერსიაა. პოიკილოთერმული კი, სამეცნიერო ენაზე ცივსისხლიანს ნიშნავს. ჰო, ჩემი ღვიძლი და,ჩემი სისხლი და ხორცი, ცივსისხლიანს მეძახის და ამით ძალიან ამაყობს აგერ უკვე მეხუთე წელია.
-თაკო, შეგიძლია ჩემს ნერვებზე მოგვიანებით ითამაშო, ახლა გვაცადე მე და მამას ლაპარაკი.
-რას ლაპარაკობ, აქედან მკვდარს თუ გამიტანთ მარტო. შენი რეაქციის ვიდეო უნდა ჩავწერო და მერე ცუდ ხასიათზე რომ ვიქნები, დავჯდები, ვუყურებ და გავმხიარულდები ხოლმე. _თაკომ ისევ ჩაიცინა და აქ მეც მიმტყუნა ნერვებმა, მამაჩემს გავხედე, რომელიც ნერვულად იკვნეტდა ტუჩს.
-მამა, აღარ მეტყვი რა ხდება?
-მაი, ყვავილების კომპანიას ხომ ეძებდი კოლაბორაციისთვის?
-კი, ვეძებდი. მერე?
-რამდენი ვარიანტის განხილვის საშუალება მოგეცი, ეგეც ხომ გახსოვს?
-მამა, მაშინებ უკვე.
-შესანიშნავი იდეა მაქვს „ლილაკისთვის“. ვიპოვე კომპანიონი და არაჩვეულებრივი სპონსორი.
-მერე აქ რა არის საპრობლემო? _ისტერიკულად გამეცინა, რადგან ვხვდებოდი, ჩემს დას ტყუილად არ ეჭირა კამერა ხელში და მამაჩემსაც უბრალოდ არ მოსდიოდა ტუჩიდან სისხლი.
-მაიკო, დღეს დამირეკა დავითმა. ერთ-ერთ ვარიანტად თავისი კომპანია შემომთავაზა, შევხვდით, დავილაპარაკეთ და ვთვლი, რომ ჩვენთვის ძალიან მომგებიანი წინადადებაა. _ამოღერღა მამაჩემმა და გვარიანად ამოისუნთქა, თითქოს გულიდან ლოდი მოიხსნაო.
დავითი მამაჩემის ძალიან ახლო მეგობარი იყო. საკმაოდ ბევრი წარმატებული ბიზნესი ჰქონდა და მათ შორის, ერთ-ერთი ყვავილებისაც. როცა „ლილაკმა“ დიდ წარმატებას მიაღწია, მუდმივი და სერიოზული მწარმოებელი ყვავილების კომპანია დაგვჭირდა, იმისთვის, რომ ყველა ქორწილის ორგანიზების დროს სხვა ქვეყნებიდან არ გვეკვეთა ყვავილები. გასაგები მიზეზების გამო, დავითი თავიდანვე გამოვრიცხე და არც მამაჩემი ჩამციებია. თუმცა, უკვე ერთი წელი სრულდება, რაც საჭირო კომპანიას ვეძებთ და არაფერი ჩაჯდა ჩემს გემოვნებაში. ახლაღა ვხვდები, რომ თენგოს ნერვებმა უმტყუნა და ჩემი წუნიაობით გულწრფელად დაიღალა.
-მერე? _ ვკითხე, როცა ჩემი მოუთმენლობამ უხეშად მომიჭირა ყელში.
თენგომ უხერხულად ჩაახველა და ნერვულად მოისვა თმაზე ხელი.
-ვიცი, რომ გიორგისთან იდეალური ურთიერთობა არ გაქვს...
-მამა, გიორგი რა შუაშია?_ირონიულად გამეღიმა.
-დაბრუნდა და კომპანიის ფინანსური მხარეს ის გაუძღვება.
-ხომ იცი, რომ ერთ ოთახშიც კი ვერ ვჩერდებით ისე, რომ ერთმანეთი არ დავხოცოთ. _ხმაში ბრაზი შემეპარა.
-ვიცი, ვიცი, მაგრამ ახლა ორივე კომპანიას შენც და გიორგიც ძალიან სჭირდებით. არ ვიცი ასე რამ გაგიფუჭათ ურთიერთობა, როცა ძალიან გიყვარდათ ერთმანეთი,მაგრამ... მოკლედ, მაიკო, მე და დავითი ვფიქრობდით, რომ ცოტა ხნით კომპანიებს თქვენ მიხედავდით, ჩვენ კი...
-თქვენ დაისვენებდით, არა? _ისევ გამეცინა.
-მამი, ხომ იცი, რომ აქამდე ყველა შენს გადაწყვეტილებას ვცემდი პატივს, უბრალოდ, ვფიქრობ რომ ეს მარტივი გამოსავალი ჩვენც და სიხარულიძეებსაც ძალიან წაგვადგება და ამ მოლაპარაკების ჩაშლა შენი და გიორგის კინკლაობის გამო არ ღირს.
-ამის და გიორგის ურთიერთობას კინკლაობა არ ჰქვია! _წამოიყვირა თაკომ.
მე და მამამ შეშლილი სახეებით რომ გავხედეთ და მივახვედრეთ ამ საუბარში აბსოლუტურად ზედმეტი იყო, ხელები დანებების ნიშნად მაღლა ასწია და უსუსურად წამოიძახა:
-ჩემი აზრით, ეს მხოლოდ ჩემი აზრია.
-დაფიქრდი, კარგი? მამამისი უკვე ელაპარაკა და თანახმაა, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. _მითხრა თენგომ, გასვლისას შუბლზე მაკოცა და კაბინეტი დატოვა.
სანამ ჩემი ტვინი იმ ფაქტებს ხარშავდა, რომ თენგომ გიორგი სიხარულიძესთან მუშაობა მთხოვა და თან უკანასკნელი გადაწყვეტილება ჩემი მისაღები იყო, თაკომ დრო არ დაკარგა და თავისი კაპარჩხანა ხმით პირდაპირ ყურთან მიკივლა.
-ეს რა იყო? პოიკო, რატომ არ გაგიჟდი და გადაირიე? მეგონა სიმწრისგან ყველაფერს დალეწავდი. შენი გაშტერებული სიფათისთვის მოვიმარჯვე ტელეფონი?
-მოიცა, თაკო, რაა! ესღა მაკლდა. _ამოვიოხრე და კაბინეტიდან მეც გამოვედი.
-მაიკო, დე, არაფერს შეჭამ? _შემეგება დედაჩემი კაბინეტის კართან დაბნეული სახით და ამით მაგრძნობინა, ვიზიარებ შენს უსუსურ მდგომარეობასო.
-კი, დედა. დარიშხანი თუ გაქვს, ის დამისხი თეფშზე და ახლავე ჩამოვალ. _კიბეებზე გაბრაზებული ავვარდი და ოთახის კარი დემონსტრაციულად მოვიჯახუნე.
საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში გაშოტილს ყველაფერი ამომიტივტივდა გონებაში. აბსოლუტურად ყველა მოგონება, რომელიც მე და გიორგის ერთმანეთთან გვაკავშირებდა. სიხარულიძეს ოთხი წლიდან ვიცნობ. მას შემდეგ,რაც მამაჩვენებმა აღმოაჩინეს, რომ ერთსა და იმავე საფეხბურთო კლუბს გულშემატკივრობდნენ, რატომღაც ჩვენი გზებიც გადაიკვეთა. ერთ სკოლაში შეგვიყვანეს. ერთად ვატარებდით დაბადების დღეებსა და დღესასწაულებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უფროსი იყო, ერთად გვამეცადინებდნენ კერძო მასწავლებლებთან და ა.შ.
ალბათ, ტყუილი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მთელი ბავშვობა გავუმწარეთ ერთმანეთს. დღეს არ ჩაუვლია ისე, რომ არ გვეჩხუბა. ხან მე მივრბოდი ატირებული დედაჩემთან, ხან გიორგი ყლაპავდა ჩუმად ცრემლებს. თუმცა, ჩემგან განსხვავებით არასდროს არავისთან დავუბეზღებივარ. ასე გრძელდებოდა თინეიჯერობამდე,სანამ ნელ-ნელა ორივე გავიაზრებდით, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყო. ამას მისგანაც ვგრძნობდი, ყოველთვის ღიად გამოხატავდა, რომ მისთვის არც მეგობარი ვყოფილვარ და არც უმცროსი და. ბევრი მაწვალა, ბევრიც მატირა, დამაჯერა, რომ მშვილდოსან კაცებსაც შეუძლიათ ერთგულები იყვნენ და ზუსტად იმ დღეს, როცა გრძნობებში ღიად გამოვუტყდით ერთმანეთს, როგორც ზემოთ აგიხსენით, კოსმოსურმა ძალებმა ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნა. დამტკიცდა, რომ ზოდიაქო არასდროს ტყუის. ძალიან მტკივნეულია ამის გააზრება და აღიარება, მაგრამ ჯადოსნურ ღამეს, რომელზეც გულის სიღრმეში თითქმის ყველა გოგო ვოცნებობთ, გიორგიმ მიღალატა.
მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ მოხდა. ერთადერთი,რაც ჯერ კიდევ გვაკავშირებდა ერთმანეთთან მეგობრები და ოჯახი იყო. თუმცა, მე და გიორგიმ ის მეგობრობაც დავკარგეთ, რასაც მთელი ბავშვობა ვუფრთხილდებოდი. ისე აირია ყველაფერი, რომ აგერ უკვე მეხუთე წელია მე და ის ერთ ოთახში ვერ ვჩერდებით ჩხუბის გარეშე. ერთი ფიზიკურად არ შევხებივართ ერთმანეთს, ისიც თაკოს წყალობით,რომელიც, სხვათა შორის, დღემდე ნანობს, ულამაზესი ზარას ატლასის კაბა რომ გააფუჭა ამის გამო,რადგან გიორგიმ მთელი ჭიქა წითელი ღვინო შემთხვევით გადააცალა ტანზე.
ჰოდა...
ახლა მამაჩემი მთხოვდა იმ ადამიანთან მემუშავა, რომელსაც ხუთი წელია გავურბივარ. არ ვიცი ამას რა ჰქვია: შიში, თუ უბრალოდ თავდაცვის ინსტიქტი, მაგრამ, ფაქტია, რომ გიორგისთან და ტკბილეულთან ზუსტად ერთნაირი დამოკიდებულება მაქვს. ზუსტად ვიცი, რომ მავნებელია და არ უნდა მივეკარო, მაგრამ ვხედავ თუ არა, მაშინვე ყველაფერი მავიწყდება.


^ ^ ^
დილის ექვს საათზე ძლივს ჩამეძინა და ფაქტობრივად გავითიშე, მაგრამ ზედმეტად შეშლილი და მყავდა იმისთვის, რომ ეს ბედნიერება შემრგებოდა. ათის ნახევარი იყო კარზე საშინელი ბრახუნი რომ ატყდა. ძლივს დავაშორე ქუთუთოები ერთმანეთს და მწარე გინებით წამოვდექი ფეხზე. კარს იქით გაბადრული თაკო დამხდვა ეშმაკური მზერით და ყავის ჭიქით ხელში.
-რას შვრები,პოიკო?
-რა ვიცი, თაკო. მძინავს, ამ დროს რას შვრებიან ხოლმე ადამიანები?
-ვირო მადლიო რა. ვიფიქრე ავალ,ყავას ავუტან, დავხედავ-მეთქი, ღირსი ხარ ახლა რამის?
-აი, შენ რომ გაგაღვიძოს ვინმემ ახალ ჩაძინებულზე, აგიხსნა რა მოხდება, თუ მოკეტავ?
-ახალ ჩაძინებულზე არ უნდა გამაღვიძო და არაფერიც არ მოხდება. რატომ გაქვს თვალები დასიებული, იტირე?
-მაგ ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, თაკო. ძალიან ცოტა მეძინა და ამის ბრალია. _უხალისოდ ჩავიბურტყუნე და ყავა მოვსვი.
-ბევრი იფიქრე, არა?
-ჰო, ძლივს დავიძინე.
-რაო მერე, რა მოიფიქრე?
-არ ვიცი, თაკო. მამა მეცოდება. ჩემი ხუშტურების გამო ამ წინადადებაზე უარს ხომ არ ვათქმევინებ? _ამჯერად თაკო დასწვდა ჩემს ყავას და თან ჩაეცინა.
-ესე იგი, მასთან მუშაობას განიხილავ. იცი, მე მომწონს. გაბედული ნაბიჯია.
-ისე მელაპარაკები, თითქოს ჩვენი ჩხუბი ნანახი არ გქონდეს. _ეშმაკურად გამეცინა, როცა ის ინციდენტი გამახსენდა, რომელსაც თაკო დღემდე ვერ ივიწყებს.
-მადლობა, რომ ისევ გამახსენე. მთელ დარბაზში თავი რომ არ მოგჭროდათ, ჩემი საყვარელი კაბა გავაფუჭე,სხვათა შორის, იდიოტებო. _თაკოს ბრაზმა გადაჰკრა სახეზე. მისმა რეაქციამ ისე გამახალისა, თითქოს მე მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები.
-არ ვიცი, რაა! ადამიანს რომ ვუყურებ, დახრჩობა მინდება და მასთან ერთად როგორ ვიჯდე მთელი დღე ოფისში?
-ისე, ჩვენში რომ დარჩეს, სიძულვილიდან სიყვარულამდე ორი ნაბიჯი რომაა, ხომ იცი?
ძალიან საშიში და ასაღიარებლად რთული ფაქტია, რომ თაკოს ასეთი სისულელეები ხშირად მართლდება ხოლმე. იმ მომენტში, როცა გადავხარშე, რომ რამდენიმე წამით ჩემი და გიორგის ურთიერთობა ხელახლა დავუშვი გონებაში, მთელ ტანზე ეკალმა დამაყარა და ზიზღისგან შეშლილივით გავიქნიე თავი.
-ღმერთმა დამიფაროს გიორგი სიხარულიძესთან მქონდეს რაიმე საერთო, ან რომელიმე მშვილდოსან კაცთან.
-პოიკო, დებილი ხარ, სხვათა შორის! _დამცინა თაკომ და ფეხზე წამოდგა. _წავედი ახლა მე, ლექცია მაქვს. შენ კიდევ ბევრი არ იფიქრო. შენი კარიერა იმად არ ღირს გიორგის გააფუჭებინო, მაგრამ გაფრთხილებ, ცოტათი მაინც მიყვარს.
-გაეთრიე რა! _ოთახიდან გაქცეულს ბალიში წავაწიე და თვითონ მეორეზე გულაღმა დავემხე.
მთელი დღე ოთახიდან არ გავსულვარ. მხოლოდ საღამოს ჩავედი ვახშამზე და მამაჩემს ვუთხარი, რომ თანახმა ვიყავი. წინასწარვე ვიცოდი, რომ ყველაფერს ვინანებდი, მაგრამ ჩემი სამსახურისთვის ყველაფერი ღირდა, თან იმ ამბიდან ხუთი წელი იყო გასული. განა რა შეიძლება მომხდარიყო?

^ ^ ^
მეორე დღეს თენგომ სიხარულიძეები ვახშამზე დაპატიჟა. დედაჩემიც იდგა მთელი დღე სამზარეულოში და კერძებს აკეთებდა. როცა მივედი და ვკითხე ამდენს რას ამზადებ-მეთქი, წამოსცდა გიორგის უყვარს ეს კერძი და შემომეკეთაო.
ჩემს ოჯახში ყველას უყვარდა ეს იდიოტი ბიჭი,ჩემს შეშლილ დასაც კი, რომელსაც არც ერთხელ მოსვლია თავში აზრად გიორგისთვისაც შეერქმია ზედმეტსახელი. მე ხომ პოიკოს მეძახის, არა? რა ჯანდაბაა პოიკო? რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი ღვიძლ დას ეს იდიოტობა დაუძახო?!
ჩემი აბდა-უბდა მონაყოლიდან ვერ გაიგებდით, მაგრამ დროა ყველაზე დიდ საიდუმლოს ავხადო ფარდა. გიორგი მშვილდოსანია, ტიპური მშვილდოსანი კაცი არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით, ქარიზმით, ფლირტის შესანიშნავი „სქილებით“ და გამორჩეული გარეგნობით. მას შემდეგ, რაც ურთიერთობა აგვერია, მისი სახელის გაგონება ჩემთვის ყოველთვის ჩხუბთან და უსიამოვნებასთან ასოცირდებოდა. ამიტომ,ცოტა უჩვეულო იყო იმის წარმოდგენა, რომ ორივეს მოგვიწევდა თავის შეკავება ერთ მაგიდასთან.
-მაიკო, თაკო... კარზე ზარია, რომელიმემ გააღეთ, ალბათ მოვიდნენ. _გამოგვძახა სამზარეულოდან დედაჩემმა, რომელიც სუფრას ისტერიკულად ასწორებდა.
-გააღე! _შევევედრე თაკოს.
-მე რატომ უნდა გავაღო, შენთან მოვიდნენ. _მხრები აიჩეჩა თაკომ.
-გააღე, თორემ თავს გაგიტეხავ! _ვუყვირე მოთმინება დაკარგულმა და იდაყვი უხეშად გავკარი.
ჩემი და უხალისოდ მივიდა კარამდე.
-საღამო მშვიდობის! _გავიგე ცოლ-ქმრის მორიდებული სალამი.
თაკომ მორიდებულად შემოიპატიჟა სიხარულიძეები სახლში და ამასობაში მამაჩემიც ჩამოვიდა მისაღებ ოთახში. მერე, როგორც ხდება ხოლმე მოკითხვის და ერთმანეთის მოსიყვარულების ხანგრძლივი პროცესი წარიმართა, რომელში მონაწილეობის მიღებაც ძალიან მეზარებოდა და ნაძალადევი ღიმილით ვიდექი გვერდით.
-გიორგი სად არის?_იკითხა თაკომ ხულიგნური ხმით და თვალი მალულად ჩამიკრა.
-მანქანას გავაჩერებ და მოვალო, ასე დაიბარა. _ღიმილით გვიპასუხა დავითმა.
-მაშინ, სუფრასთან დავსხდეთ. გიორგის გოგოები მიხედავენ რომ მოვა. _ამჯერად დედაჩემმა გადაწყვიტა „გმირობა“ და სტუმრები სუფრისკენ მიიპატიჟა. არც ეს იკმარა, ბედნიერი სახით მომიბრუნდა. _მაიკო, დედი, სამზარეულოდან საწებელი გამოიტანე მაგიდაზე დევს, დამვიწყებია.
ბუზღუნით გავედი სამზარეულოში. ჯერ კიდევ არ მქონდა მუშაობა დაწყებული და უკვე თავს მაბეზრებდა ეს სიტუაცია. წინათგრძნობა მქონდა ცუდი, მორიელებს კი არასდროს გვღალატობს ეს უკანასკნელი.
ნერვებ მოშლილმა მოვკიდე ხელი დახლზე დაწყობილ საწებლებს, რომლებსაც რატომღაც ნაჭერი ეფარა ზედ და ის იყო უკან გამოტრიალებას ვაპირებდი, რომ სამზარეულოს უკანა კარი გაიღო და შიგნით არც მეტი, არც ნაკლები გიორგი შემოვიდა. ყბა ჩამომივარდაო, ნაცნობობაში რომ იტყვიან ხოლმე, ზუსტად ეგ დამემართა. იმდენად მოულოდნელი იყო მისი ჩემს წინ დანახვა, თან ზუსტად იგივენაირი იმიჯით და შეუცვლელი ღიმილით, რომ ხელში საწყლად გაშეშებული საწებლები, კინაღამ ერთმანეთს დავატაკე.
-ახლა დაგეღვრება. _მითხრა ღიმილით.
-ჰაა, რაა?
-ხელში რაც გიჭირავს, დაგეღვრება. _ისევ გამიღიმა, მერე ჩემკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა, საწებლები გამომართვა და დახლზე დააწყო. _ასე ჯობია. აბა, როგორ ხარ? არ ჩამეხუტები?
მისმა სიმშვიდემ უარესად ამრია და შიგნიდან ისეთი კანკალი ამიტყდა, თაკო რომ არ შემოსულიყო სამზარეულოში, ალბათ ხმასაც ვერ ამოვიღებდი. ჩემმა დამ გიორგის დანახვისას კივილი ატეხა და ისეთი ძალით შეაფრინდა კისერზე, გაოცებული გიორგი კინაღამ დანებს ჩამოეგო უკან.
-აქ საიდან გაჩნდი?
-სამზარეულოს კარიდან შემოვედი. ვიფიქრე,უკვე მაგიდასთან ისხდებიან და არ შევაწუხებ-მეთქი. _აჟიტირებულ თაკოს მორცხვად გაუღიმა სიხარულიძემ და მერე ისევ მე გამომხედა.
-წამოდი, შევიდეთ. ყველა თქვენ გელოდებათ.
გიორგიმ თავი დაუკრა და სამზარეულო დატოვა. თაკო გაცოფებული მომვარდა და ერთი გემრიელად შემანჯღრია!
-ვაიმე, რა ვიდზეა? შენ რა გჭირს, რა სახით ხარ?
-რა ვიცი, დავიბენი ცოტა!
-გამოფხიზლდი ახლა, მაგ სიფათით ნუ დაჯდები მაგიდასთან.
-კარგი, თაკო, მაცადე ცოტა გონს მოვიდე!
თაკომ კარგიო მომაძახა და ისიც მისაღებში გავიდა. რამდენიმე წუთი ისევ გახევებული ვიდექი და კიდევ იმის გადახარშვას ვცდილობდი, როგორ უნდა მემუშავა მასთან ერთად, როცა უბრალოდ დანახვისასაც კი, ასეთი მძაფრი რეაქცია მქონდა. ვეცადე თავი ხელში ამეყვანა და მისაღებში დავბრუნდი. იქ შესულს კი, ასეთი სცენა დამხვდა.
-თაკო, შენც ხომ ბარსელონას ფანი ხარ?
-ვაიმე, კი!
-ჰოდა, ეს გამომართვი. _სიხარულიძემ ჩემს დას შეფუთული საჩუქარი მისცა. თაკომაც არ დააყოვნა და წამებში შემოახია ქაღალდი ყუთს.
-არ არსებოოობს! ბარსელონას მაისურია! გიორგი, ორიგინალია?
-უორიგინალესია!სხვათა შორის მესის ავტოგრაფითაა. როგორ მოვახერხე, ეს არ მკითხო ოღონდ. _ჩაიცინა და მაგიდასთან მოთავსდა.
-სიცოცხლის ბოლომდე შენი მონა ვარ! _ამოილუღლუღა შოკისგან თაკომ და ძალაგამოცლილი დაეცა სკამს.
-მაიკოს არაფერი ჩამოუტანე,დედი? _ეშმაკური ღიმილით ჰკითხა გიორგის დედამ ბიჭს და ისე ოსტატურად ჩამიკრა თვალი, ალბათ კაცი შვილს ვერ დავაჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა და არაფერი გამომიგონია.
-მაიკოს ალბათ უფრო თაგვის წამალი! _გადაიხარხარა თაკომ.
ცოტა ხანს მშვიდობამ დაისადგურა. მამაჩემი და დავითი მშვიდად საუბრობდნენ პოლიტიკაზე. დედაჩემი კი მარიკას უხსნიდა გულმოდგინებით როგორ მოამზადა ხორცის რულეტი და ისიც გაახსენა, ბრინჯის სალათიც გასინჯე, ვიცი, რომ შენ და გიორგის ძალიან გიყვართო.
-რას ჩამოეკონწიალე კისერზე? ჩემი მტერი, შენი მტერია. _დავუღრინე თაკოს, რომელსაც ჯერ კიდევ ჩაებღუჯა ბარსელონას მაისური.
-ბოდიში, პოიკო, მაგრამ სულ რომ შენი ქმარი იყოს და გღალატობდეს, ამ მაისურს მაინც გამოვართმევდი.
-მოღალატევ!
-აბა, ბავშვებო, მზად ხართ ჩვენს საქმეზე გადავიდეთ? _“ზავი“ ისევ მამაჩემმა დაარღვია.
-გააჩნია, ზოგი რამდენად პროფესიონალურადაა განწყობილი საქმის მიმართ. _ისე სასხვათაშორისოდ ჩავილაპარაკე, თითქოს საერთოდ არ ეკუთვნოდა გიორგის ეს სიტყვები.
-ეგ რას ნიშნავს ვითომ? _გამომეხმაურა მაგიდის ბოლოდან.
-ალბათ იმას, რომ, იმაში რაც არ გამოგდის, ცხვირი არ უნდა ჩაყო!
-აი, შენ საიდან იცი, რა გამომდის და რა − არა? _გაცხარდა ბიჭი.
-აბა შენ რა ჯანდაბა გაგეგება ყვავილების?
-იას და ენძელას ერთმანეთისგან რამენაირად ვარჩევ, თან ყვავილების პუტვა და წყვილისთვის სახეში შეყრა, მე სულ არ მევალება. ეგ შენი საქმეა!
-ჯერ ერთიც, არც ყვავილებს ვპუტავ და არც წყვილს ვაყრი სახეში! ვცდილობ ადამიანებს მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე გავულამაზო! _ტონს ავუწიე და ინსტიქტურად დანას მოვკიდე ხელი.
-ჰოდა, ჩემთან ჩხუბს, იქნებ საკუთარ თავზეც გეფიქრა, თორემ, აგრესიისკენ მიდრეკილება ვინმეს მოგაკვლევინებს! _დაიყვირა მანაც და თვალით ჩემს ხელში საწყლად ჩაბღუჯულ დანაზე მიმანიშნა.
თაკოს ისეთი ხარხარი აუტყდა, დედაჩემი კინაღამ მაგიდის ქვეშე შეძვრა სირცხვილისგან. გიორგიზე გამწარებული მას ვეცი და მთელი ჯავრიც მასზე ვიყარე.
-სასაცილოა?
გოგოს ღიმილი სახეზე შეეყინა.
-საერთოდ არ არის სასაცილო, აი საერთოდ! _საცოდავად ამოილუღლუღა და დაშოშმინდა.
-გეყოთ! _ტონს აუწია მამაჩემმა. _პატარა ბავშვები ხართ? ხუთი წუთიც არაა, რაც სუფრასთან ვსხედვართ. ასე აპირებთ საქმის კეთებას?
-ჩემი იდეა არ ყოფილა ეს! _ამოვიბუტბუტე და ხელსახოცი გვერდით მივაგდე.
-მაიკო!
-მე ჩუმად ვარ! _დანებების ნიშნად ხელები ასწია უმცროსმა სიხარულიძემ და ბოდიში მოიხადა.
-რადგან დაწყნარდით, დავიწყებ. ყველაფერი ძალიან მარტივია. ჩვენ ყვავილების კოლექციებითა და ნებისმიერი დეკორატიული ნივთებით მოგამარაგებთ, რაც ივენთებსა და ქორწილებზე დაგჭირდებათ. თქვენ კი ყველა ასეთ ღონისძიებას გაუძღვებით, რაც ჩვენს კომპანიას დასჭირდება. ტექნიკურ და ფინანსურ მხარეს მე და გიორგი გავუძღვებით, დანარჩენში შენი და მაიკოს იმედი გვაქვს. _დავითმა ღიმილით დაასრულა სათქმელი და მამაჩემს გადახედა.
-მე თანახმა ვარ. თუ მაიკოს საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაშინ დეტალებზე შემდეგ შევთანხმდეთ.
-ყველაფერი რიგზეა, მეც თანახმა ვარ. _უხალისოდ ამოვიბურდღუნე.
-ჩემი აზრი ისედაც ყველამ იცით. _გიორგიმ ტონი დაასერიოზულა. _მეტიც, თქვენთვის უკვე მაქვს ერთი შეკვეთა. ძალიან სერიოზული ხალხია და სიძის დაჟინებული მოთხოვნაა, რომ ქორწილი მაიკომ დაგეგმოს.
-მეე? მე რატომ?
-სიძე ეგვიპტელია. შენ კი მათ კულტურას, ტრადიციებს კარგად იცნობ. ენაც იცი. გრანდიოზული ქორწილის გადახდა უნდათ საქართველოში, პატარა ცერემონია კი - ეგვიპტეში. კოლოსალურ თანხას იხდიან და თანაც, პირადად ვიცნობ მათ. არაჩვეულებრივი ხალხია, ვფიქრობ კარგი წინადადება იქნება.
-საიდან იცნობ? _ჩაეკითხა მამაჩემი.
-აჰმედი დამწყები ბიზნესმენია. ერთ-ერთ ტენდერზე გავიცანი შემთხვევით და დავემგობრდით.
-ანუ, საცოლე ქართველია?
-ვაუ, როგორ მიხვდი? _გაეცინა ბიჭს.
-გამჭრიახი გონება მაქვს, იქნებ მომბაძო?!
-მოიცათ! ქორწილი როდისთვის უნდათ? _ჩაერია დავითი.
-თებერვლის ბოლოს. მანამდე ეგვიპტეში წასვლას გეგმავენ. _აგვიხსნა გიორგიმ.
-ჯერ გავიცნოთ, წყვილს შევხედავ. მერე გადავწყვიტოთ.
-ეგ რა მიდგომაა? რომ არ მოგეწონოს, მათ რა ვუთხრა? _ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ამაზე იყო დამოკიდებული მისი მომავალი და ზოგადად, საქართველოს კეთილდღეობა.
-ჩვენი მიდგომა ყოველთვის ასეთია, თუ წყვილი ნამდვილია, ყველანაირი ხელოვნურობის გარეშე, მაშინ ქორწილს მთელი გრძნობით ვგეგმავ, თუ არა - მაშინ არაფერი გამომდის. მე კი საქმის უხარისხოდ გაკეთება არ მიყვარს. თუ წყვილი არ მომეწონება, უარის თქმა უკვე შენი პრობლემაა.
-მაიკო, როგორ მომწონს შენი მიდგომა. _შემაქო დავითმა და წამაქეზა კიდეც. _ჩვენ თქვენს საქმეში ზედმეტად არ ჩავერევით, „ლილაკი“ თქვენი წყალობით არის ასეთი შესანიშნავი, ამიტომ ეჭვი არ მეპარება, რომ მაიკო თავისი საქმის პროფესიონალია.
-კარგი, ასე იყოს. _დამეთანხმა გიორგი. _მაინც დარწმუნებული ვარ, რომ აჰმედიც მოგეწონება და მისი საცოლეც.
-საიდან ასეთი თავდაჯერებულობა?
-ზედმეტად კარგად გიცნობ და თავდაჯერებულობაც აქედან! _გიორგი ამაყად გაიჯგიმა სკამზე და ღვინო ისეთი სიმშვიდით მოსვა, მზად ვიყავი პირდაპირ სახეში შემესხა მისთვის წითელი სითხე.
-ღვინის გადასხმაზე თუ ფიქრობ, წინასწარ გამაფრთხილე, თორემ ეს მაისური თუ დალაქავდა, კისერს ისე მოგატეხ, ხელი არ ამიკანკალდება._გამოსცრა თაკომ სიმწრის ღიმილით და მაისურით ტკბობა გააგრძელა.
-კარგი. ასე იყოს,თანახმა ვარ!_თაკოს რეპლიკები დავაიგნორე და საქმიან საუბარზე გადავერთე.
-როდის გცალია, რომ შევხვდეთ?
-არ ვიცი, ცხრილს გადავხედავ. _გავიღიმე ნიშნისმოგებით. ვიაზრებდი იმ ფაქტს, რომ ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული. სიტუაციით გახალისებული ჩემი დის ფხუკუნისა და დედაჩემის ბღვერისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა, ჩემს ყურთასმენას არც გიორგის სასოწარკვეთილი „ღმერთო, მოთმინება მომეცი“, არ გამოჰპარვია.


^ ^ ^
მეორე დილით, უფრო სწორად უკვე შუადღეს, ელენემ დამირეკა, საღამოს ვიკრიბებით და შენ და თაკოს გელოდებითო. ძალიან გამიხარდა, გუშიდელი სტრესის მერე გუნების გამოსაკეთებლად მეგობრებთან ერთად დროის გატარება, საუკეთესო გამოსავალი იყო. თაკოც გავაღვიძე და მხოლოდ იმიტომ გადავრჩი ცოცხალი, რომ ვუხსენე, ელენე თავის საფირმო პიცას აკეთებს-მეთქი.
მე და ელენე კლასელები, ხოლო ელენეს ქმარი - აჩიკო და გიორგი, ჩვენზე ორი წლით უფროსები იყვნენ. ჩემი და სიხარულიძისგან განსხვავებით ელენეს და აჩის კოსმოსური, ბოროტი ძალები არ შეხებიან, რადგან ელენე ვერძი იყო, აჩი - მერწყული. აქედან გამომდინარე, მათმა სიყვარულმა ყველაფერს გაუძლო. ოჯახი შექმნეს, პატარაც ჰყავთ და ერთმანეთი დღესაც ისე ძალიან უყვართ, როგორც სკოლაში.
ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ერთად ვიყავით, ყველგან და ყოველთვის. მერე თაკოც წამოიზარდა და ჩვენს კლუბს შემოუერთდა. ასე განმეორდა ისტორია ზურასა და ჩემს დას შორის, თითქოს ერთ სამეგობროს მე და გიორგი არ ვეყოფოდით.
მიუხედავად ჩემი და სიხარულიძის დაძაბული ურთიერთობისა, ჩვენთან უხერხული სიტუაცია არასდროს შექმნილა. ნუ, ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ გიორგი ძალიან ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ და ზოგჯერ თვეობით უწევდა იქ დარჩენა. ეს ყველაფერი კი მდგომარეობას აბალანსებდა. და თუ მაინც, შეხვედრას ვერაფრით ვირიდებდი თავიდან, ჩემი მშველელი ამ ამბავშიც ელენე იყო.
უკვე მოსაღამებულიყო, როცა ელენემ მე და თაკოს სახლის კარი გაგვიღო. თაკოც წუწუნით შევარდა სახლში, გავიყინეო და პირველი, რაც იკითხა, პიცა იყო.
-ეს ისევ ასეთი არანორმალურია? _სიცილით მკითხა ელენემ და ქურთუკი გამომართვა.
-მაგას რა გამოასწორებს, ლენ.
-ეგ კი არა, ისეთი ამბები გავიგე, ერთი სული მაქვს შენგან მოვისმინო. აჩი ბოდავს რაღაცებს, მაიკომ და გიორგიმ ერთად უნდა იმუშაონო. დედას გაფიცებ, მითხარი მართალია და ტყუილად ვცემე ქმარი?
-აჩის რას ერჩოდი, კი მაგრამ?! _გამეცინა.
-რა დროს ეგ არის, გოგო, ამოღერღე, დამელია სული!
-მართალია, მართალი. შევიდეთ და მოგიყვები.
-ვაა, გოგოებს ვახლავარ! მოაგენით სახლის გზას? _ოთახიდან აჩი გამოვიდა და გადაგვკოცნა.
-უფროსები დიდად არ მაინტერესებთ, ოჯახის წრუწუნა სად გყავთ?
-მაგ სიფათით ბავშვს წრუწუნას რა ნამუსით ეძახი? _ახლა ზურამ გამოაღო სააბაზანოს კარი და თაკოს დაესხა თავს. ამ მომენტში გავიაზრეთ ყველამ, რა უცბად დაირღვა მეგობრული ჰარმონია.
-ეს ბუტაფორიაც აქ გქონდათ? რომ მცოდნოდა, არ მოვიდოდი. _თაკო გემრიელად მოკალათდა სავარძელში და ზურას ისეთი ამრეზით ახედა, ეჭვი შემეპარა, რომ ეს ბიჭი საერთოდ არსებობდა.
-იმედები უნდა გაგიცრუოთ, ლილე ბებიამისთანაა ნატახტარში. რამდენიმე დღით გავუშვით.
-პიცა მაინც მაჭამე, შე ქალო, თქვენ საყურებლად კი არ მოვსულვარ აქ!
-გეყოს, თაკო, ნუ ხარ უზრდელი! _შევუღრინე დას.
-პოიკო, წადი ელენეს მიეხმარე რა, ნერვებს ნუ მიშლი.
სანამ ზურა და თაკო ხელჩართულ ბრძოლაში ერთმანეთის ცემას დაიწყებდნენ, ელენეს ყველაფერი მოვუყევი. გოგო გაოცებული მისმენდა და მაინც ვერ იჯერებდა იმ ფაქტს, რომ გიორგისთან მუშაობას დავთანხმდი.
-მაიკო, დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ?
-რომ გითხრა კითქო, მოგატყუებ, მაგრამ არ მინდა კომპანია მხოლოდ იმის გამო დავაზარალო, რომ გიორგისთან ურთიერთობა ამდენ ხანს ვერ დავალაგე. თანაც არ მგონია აქ დიდხანს გაჩერდეს. ხშირად მოუწევს ხოლმე ქვეყნიდან გასვლა და იმედი მაქვს, დიდხნიანი კონტაქტი არ გვექნება.
-ნუ ეგ კარგი, მაგრამ როგორი დამოკიდებულებითაა? _მკითხა ელენემ.
-თავიდან უჩვეულოდ მშვიდი იყო, რომ დამინახა, გამიღიმა და არ ჩამეხუტებიო? მერე, ისევ ძველ რეპერტუარს მიჰყვა,როგორც ყოველთვის. _ღიმილით ავიჩეჩე მხრები. _ირონიულია, არც ერთ სიტყვას არ მარჩენს.
-არც შენ აკლებ ხოლმე, სხვათა შორის. სულ ცდილობ გააღიზიანო. _ელენემ წარბი ამიწია და ამით მაგრძნობინა, მე ვერ მომატყუებო.
-ხო, ასეა. რა ვქნა, ბუნებრივად მოდის ეს ყველაფერი. _ისევ გამეცინა.
-ისე, არ გიფიქრია, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერზე დაელაპარაკო? უთხარი, რომ მის ღალატზე იცი და ამიტომ გაწყვიტე ურთიერთობა. იქნებ მაშინ მაინც შეწყვიტოს შენთან ასეთი თავხედური მოქცევა და დაალაგოთ ურთიერთობა. რა თქმა უნდა, მეგობრულს და ადამიანურს ვგულისხმობ! _დაამატა ელენემ დამფრთხალი თვალებით, როცა ჩემს გაავებულ მზერას გადააწყდა.
-მაშინ თუ ასე გადავწყვიტე, ამდენი წლის მერე ამ კარს აღარ გავაღებ. ასე რომ, იყოს ყველაფერი ისე, როგორც ახლაა. თანაც იმდენი ხანია შენც გაიძულებ საიდუმლოს შენახვას, ახლა ყველაფრის თქმა მეუაზროვება. ამ მატარებელმა უკვე ჩაიარა...
-როგორც გინდა. _მშვიდად მითხრა ელენემ და თმაზე ბავშვივით მომეფერა._ჰო და კიდე, რაღაცას გეტყვი და არ გაბრაზდე. მოვა დღეს, აჩიმ უთხრა და რა მექნა, შენთვის რომ მეთქვა, არ მოხვიდოდი.
-მოვიდეს, რა ვქნა. მასთან ერთად უნდა ვიმუშაო. ჯობია, შევეჩვიო ნელ-ნელა.
-მაიკო, ზედმეტად მშვიდი ხარ და მაშინებ. _ჩაიდუდღუნა ელენემ.
-პიცას მიხედე შენ, პიცას, დაგეწვა მგონია!
ელენე კივილით ეცა ღუმელს, მე კი სამზარეულო დავტოვე და ზუსტად იმ მომენტში დააკაკუნეს კარზე.
-მაი, გააღე რა კარი!_მისაღებიდან აჩიკომ გამომძახა და მეც ფეხის თრევით გავიარე დერეფანი.
ვიცოდი ვინც იყო და იმასაც წინასწარ ვხვდებოდი, მთელი საღამო ნერვები უნდა დაეგლიჯა ჩემთვის, ამიტომ საერთოდ არ იყო გასაკვირი, ჩემს სახესაც რომ დაეტყო განწყობა.
კარი გავაღე. გიორგის ისევ სპორტულ სტილში ეცვა, თმა აბურდვოდა და ამის მიუხედავად, ისეთი სიმპატიური იყო, კინაღამ დამავიწყდა რას ვამბობდი. ჩემს დანახვაზე ირონიულად ჩაიღიმა.
-ის ახალი დამხმარე ქალი, აჩიკო რომ მეუბნებოდა, შენ ხარ?
-ასეთი მდორე იუმორით, შორს ვერ წახვალ, გენაცვალე._ვალში არც მე დავრჩენილვარ.
-შემომიშვებ, თუ რა ვქნათ?
-საშენო ადგილი რომ აღარ გვაქვს სუფრასთან?
-რას მეუბნები?!_გაიოცა._მე და შენ რომ ერთი სკამი გავიყოთ ძველებურად, არ შეიძლება?_ირონიულად გამიცინა და წარბები აზიდა.
გუნება წამიხდა, მისმა უაზრო რეპლიკამ ნერვები მომიშალა და გავჩუმდი. გაღიზიანებული გავდექი გვერდზე და კარი ფართოდ გავაღე.
-შემოეთრიე!
-რა იყო, მოგონებები ხომ არ აგიშალე?_სიხარულიძეს ერთი ჩაეცინა და შიგნით შემოვიდა.
ყველანი ერთად შევგროვდით. თვალი რომ მოვავლე სამეგობროს, მაშინ გამახსენდა რამდენი ხანი გასულიყო ჩვენი უკანასკნელი შეხვედრიდან. ელენე და აჩი ერთად ისხდნენ სავარძელზე ჩახუტებულები. თაკო და ზურა პიცის უკანასკნელ ნაჭერზე ჩხუბობდნენ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე და გიორგიც გვერდიგვერდ ვისხედით და იმ მომენტში ჩვენ შორისაც სიმშვიდე სუფევდა. თითქოს ძველებურად იყო ყველაფერი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ არასდროს დავშლილვართ. გიორგისაც არ უღალატია ჩემთვის და არც ყოფილა თითქოს ის ხუთი წელი. შენელებული კადრებივით ვხედავდი ყველაფერს.
მერე ზურამ მაინც წაართვა თაკოს პიცის ბოლო ნაჭერი, გიორგიმაც ვითომ შემთხვევით გადამასხა წყალი შარვალზე და ცხოვრება თავის კალაპოტს დაუბრუნდა. ფრაგმენტებად გაიარა ხუთმა წელმა ჩემს თვალწინ და მაინც გავიაზრე, რომ ჩვენ უბრალოდ ჩვენ ვიყავით. მაიკო და გიორგი, რომლებსაც საერთოდ წარსული ჰქონდათ, უპერსპექტივო მომავლის თანხლებით!
^ ^ ^
პარასკევს საღამოს ელენემ მე და თაკო ლილეს ძიძებად გაგვამწესა. მე კი ერთი ბავშვის მაგივრად, ორის მოვლა მომიწია. თაკომ და ლილემ სახლი ისეთ დღეში ჩააგდეს, უცხო ადამიანს რომ შემოეხედა, იფიქრებდა, აქ ადამიანების გარდა ყველაფერი ცხოვრობსო. ლამის ხმა ჩამიწყდა კივილისგან, რომ უცბად კარზე ზარი დარეკეს. ვიფიქრე მეშველა-მეთქი, მაგრამ, თურმე, ღმერთს ჩემთვის უარესი სასჯელი გამოუგზავნია. ბაგა-ბაღს თვით გიორგი სიხარულიძე შემოუერთდა.
-შენ აქ რას აკეთებ?
-სტუმრებს კარიდანვე უკან არ აბრუნებენ, მაიკო. ჩემი ნათლულის სანახავად მოვედი, არ შეიძლება?
მობეზრებულად ავატრიალე თვალები და განზე გავდექი, რომ ვაჟბატონი შემოსულიყო. გიორგიმ პაკეტები სამზარეულოს მაგიდაზე დააწყო და თაკოს მიესალმა.
-გიორგი, რა მომიტანე? _თაკო პარკებს ეცა.
გიორგის ჩაეცინა და ლილე აიყვანა ხელში. ბავშვიც ისე გაეკრიჭა, თითქოს მე ვწიოდი ორი წუთის წინ.
-დონატები მოუტანია, მაგრამ სულ ბავარიული კრემითაა._აღნიშნა თაკომ.
-მაიკოს ეგ არ უყვარს? _წამოაყრანტალა გიორგიმ და რომ მიხვდა რა წამოროშა, როგორც აწყობდა, ისე გადააკეთა. _ანუ, მახსოვს რომ ადრე სულ მაგას ვჭამდით და მაგიტომ წამოვიღე.
-ჰო, აბა რა! ადრე სულ მე მიყურებდი პირში, რას ვჭამდი და რას − არა. _ჩაილაპარაკა თაკომ და ჩემგან მუშტი რომ მიიღო პირგამოტენილმა ძლივს ამოიდუდღუნა ._ნუ მირტყამ, თორემ გაგიგდე წიხლის ქვეშ.
გიორგის ნათქვამი რაღაცნაირად მომხვდა გულზე. თითქოს მესიამოვნა, რომ ჯერ კიდევ ახსოვდა რა მიყვარდა. არადა, რამდენი წელი იყო გასული მას მერე, რაც ერთმანეთთან ასეთი ახლო ურთიერთობა არ გვქონია.
სიხარულიძე მშვიდად იჯდა სავარძელზე, კალთაში ლილე ჩაესვა და ისეთი გართული იყო მასთან ერთად თოჯინებით თამაშით, მგონი ჩვენს იქ ყოფნასაც ვერ ამჩნევდა.
-კი,ძალიან სიმპატიურია, გეთანმხები._ყურში ყვავივით ჩამჩხავლა თაკომ.
-ნუ ბოდავ, თაკო!
-რამეს კი არ ნიშნავს ეგ, ჩათვალე, თვალს წყალს ალევინებ რა!
-გამეცალე, ნერვებს მიშლი უკვე.
გიორგის მოსვლით დრო ვიხელთე და ყავა მოვადუღე. ჩავთვალე, რომ უზრდელობა იყო მე და თაკოს ყავა გვეხვრიპა და გიორგის შორიდან ეყურებინა ჩვენთვის, ასე რომ ყავა მასაც გავუმზადე და მაგიდაზე დავუდგი.
-ვახ, ზუსტად ეს მინდოდა ახლა. მადლობა,მაიკო._თბილად გამიღიმა და სითხე მოსვა.
-რადგან ბავშვს ართობთ, მთავარი ძიძა და დღის გმირი, ანუ − მე, ცოტას შევისვენებ. ელენეს კარადაში შევძვრები, იქნებ რამე ახალი იყიდა._თაკო ცეკვა-ცეკვით გავიდა ოთახიდან და მისაღებში სამნი დავრჩით.
ლილე მშვიდად იჯდა. თოჯინებს თმას უშლიდა, ვარცხნიდა, მერე ისევ უკრავდა და ამით ძალიან ერთობოდა. გიორგი კი, ღიმილით დასჩერებოდა და თუ ლილე სთხოვდა, რომელიმე თოჯინის კაბების გამზადებას, ამასაც სიამოვნებით აკეთებდა. ვფიქრობდი, საეჭვოდ დიდხანს გაგრძელდა სიჩუმე-მეთქი და ამ დროს გიორგიშიც გაიღვიძა რაღაცის გაფუჭების სურვილმა.
-მაიკო, რაო ზოდიაქომ, დღეს როგორი დღე გველოდება?
-მაგ ვითომ შეფარულ ირონიაზე, პასუხის გაცემასაც არ ვიკადრებ!
-აბა ლილე, მოდი დეიდა მაიკოს ვკითხოთ ჩაიხედოს შენს ზოდიაქოში და გითხრას შენს პირველ შეყვარებულს რა ერქმევა. _გიორგიმ ლილეს დამცინავად უჩურჩულა ყურში და ირონიული მზერით მეც გადმომწვდა.
-იუმორმაც მიგატოვა ყველა შეყვარებულთან ერთად?
-დეიდა მაიკოს მფარველი ანგელოზები გაბრაზდნენ._ისევ გაეცინა.
-სხვათა შორის, რასაც შენ აკეთებ, მაგას პესიმიზმი ჰქვია.
-რას ჰქვია პესიმიზმი, მიშა ცაგარელის ინტერვიუები რომ არ ვიცი ზეპირად?
-ნერვებს მიშლი!
-ვერ გეტყვი ჩემი მიზანი ეგ იყოთქო, მაგრამ კარგად გამოსულა.
-ლილე რომ არ გეჯდეს ახლა კალთაში, სიფათში დაგარტყამდი._სიმწრით ლამის ხმა ჩამიწყდა.
-მართლა პოიკო ხარ რა!
-მაგ სახელის დაძახების უფლება მარტო თაკოს აქვს და რომ გაგიგოს, განანებს, რომ საერთოდ დაიბადე._პატარა ბავშვივით გამომივიდა, არასასურველ მეტსახელს რომ ეძახიან ხოლმე და ისინიც ბრაზისგან შუაზე სკდებიან.
-თაკოს ისეთი საჩუქარი გავუკეთე, საავტორო უფლებებზე არ მიჩივლებს, დარწმუნებული ვარ!
-უიმე, კარგი რა. მესის ყალბი ავტოგრაფია, სხვა ხომ არაფერი._ამრეზით ავიბზუე ტუჩი.
-შენ რა იცი, რომ ყალბია?_თვალები გაკვირვებისგან შუბლზე აუვიდა.
-მოიცა, მართლა ყალბია? _ახლა მე შემეკვრა მოულოდნელობისგან სუნთქვა.
-არა, რა ყალბი გოგო, ვიხუმრე._დაბნეულმა ხელით თმა შეისწორა და სასაცილოდ გამეკრიჭა იმ იმედით, რომ ტყუილში ვერ გამოვიჭერდი.
-ერთი წუთით! არ მჯერა, რომ თაკოს მესის ყალბი ავტოგრაფიანი მაისური აჩუქე. რომ გაგიგოს, იცი რა მოხდება?
-მაიკო, არც გაბედო!_სიმწრისგან წამოიწია და სახე ისე შეეშალა, სიცილი ამიტყდა.
-ღმერთო, ეს რა დღე გამითენდა!_სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
-მაიკო-მეთქი! არ უთხრა, ძილში გამგუდავს.
-სანაცვლოდ რას მთავაზობ?_გამომცდელად ავწიე ორივე წარბი და დაჟინებით მივაშტერდი.
-ყველაფერს გიყიდი, რასაც ხელს დაადებ.
-გმადლობთ, კარგი შემოსავალი მაქვს და თუ რამე მინდა, ვიყიდი! თაააკოოოო!_პატარა ჩამშვები ბავშვივით მოვაღე პირი და ჩემს დას გავძახე, რომელიც აშკარად ელენეს გარდერობში იქექებოდა.
-ნებისმიერ ერთ სურვილს შეგისრულებ!
-ჰაჰ, ნებისმიერს?
-მთლად ნიფხვის ამარა ნუ დამტოვებ და დანარჩენს ყველაფერს. _მობეზრებულად აატრიალა თვალები.
-კარგი, შევთანხმდით,ქოსა!
უკმაყოფილოდ ჩაიბურდღუნა და ლილეს მოეფერა თმაზე. ბავშვმაც სიამოვნებისგან თვალები მინაბა და გიორგის მკერდზე მოიკალათა გემრიელად.
ჰო, კომფორტული ადგილი კი აირჩია. მეც მდებია მანდ თავი.
დარჩენილმა ნახევარმა საათმა სიჩუმეში გაირბინა. მერე ლილეს ძილის დროც მოვიდა და ბავშვი საძინებელში გავიყვანე.
-რაღაც ძალიან ჭუკჭუკებდით, ჰა?_თაკომ ეშმაკური მზერით ამითამაშა წარბები.
-ნეტა რაღაცებს არ იგონებდე!
-ისე, ისეთ ვიდზეა, მგონი ცოტაც და თავიდან დაგკერავს.
-თაკო, გადი ახლავე ოთახიდან და მეორე ეგ სისულელე აღარ გამაგონო._ტონს ისე ავუწიე, მე თვითონაც ვერ მივხვდი. ჩემი და მიხვდა, მისი ნათქვამი რომ არ მესიამოვნა და ჩუმად დატოვა ოთახი.
სანამ ლილე დავაძინე, ამასობაში აჩიკო და ელენეც დაბრუნდნენ.
-ბავშვებო, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის,გადამეხადოს! ხომ არ გაგაწვალათ?
-თაკომ უფრო გამაწვალა, ელენე, ვიდრე ლილემ._გამეცინა.
-ჩემი ბრალი არ არის, თუ მოსაწყენი ხარ._მხრები აიჩეჩა თაკომ.
-მოკლედ, ჩვენ წავალთ უკვე!
-მაი, დარჩით რა, ყავა დავლიოთ.
-არა, აჩი, გვიანია უკვე. წავალთ!
-გოგოებიც მიდიან, მეც გასასვლელი ვარ._როგორც იქნა, გიორგიმაც ინება სავარძლიდან წამოდგომა. _ბარემ მანქანით ხართ და სახლამდე გამიყვანთ?
-აქედან თხუთმეტი წუთის სავალზე ცხოვრობ,გიორგი.
-ბენზინს მე ჩაგისხამ, გოგო, რა წუწურაქი ხარ?!
-ღმერთო ჩემო!_მობეზრებულმა დავავლე ხელი ქურთუკს და გარეთ გავედი.
საშინლად ციოდა. მანქანის მინები ისე იყო დაორთქლილი, ლამის არაფერი ჩანდა.
-მე უკან დავჯდები, გიორგი რომ ჩავა, მერე გადმოვალ.
თაკოს არც ჩემი თვალების ბრიალისთვის მიუქცევია ყურადღება, არც გიორგის ჩაცინებისთვის. გამოაღო მანქანის კარი და კომფორტულად მოთავსდა უკანა სავარძელზე.
-მანქანას ისევ ისე ატარებ?
-გააჩნია, ბოლოს რა ნახე. შემიძლია რამდენიმე პატარა ისტორია გავიხსენო..._უკნიდან ჩემი და გამოგვეხმაურა.
-ენას ამოგაძრობ, თაკო.
-კარგი, ნუ ნერვიულობ, არ დაგცინებ! _ჩაიცინა გიორგიმ.
-აი, ეგღა მაკლია შენ მე რამეზე დამცინო, გიორგი. ერთადერთი დისკომფორტი ჩემთვის შენი ჩემს მანქანაში ჯდომაა და ძალიან გთხოვ ყოველ წამს ნუ შემახსენებ ამას, ჩუმად იჯექი._წამში ავფეთქდი და რა წამოვროშე, მე თვითონაც არ ვიცი.
გიორგი შეცბა. ისეთი გაოგნებული სახე ჰქონდა,მივხვდი, აშკარად არ ელოდა ჩემს ამ გამოხტომას და მით უმეტეს იმას, რომ ამ სიტყვებს ვეტყოდი. სახე აერია და არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, მაგრამ რამდენიმე წამით თვალები აუწყლიანდა. მერე ძალიან მწარედ ჩაიცინა და ზედმეტად მშვიდად მითხრა:
-ნამდვილად ვერ წარმოვიდგენი ასეთი აუტანელი თუ ვიყავი შენთვის, თორემ არ შეგაწუხებდი. მაპატიე!
ღვედი მოიხსნა, მანქანის კარი გააღო და ისე სწრაფად გადავიდა, თაკოსაც კი არ დამშვიდობებია. მანქანაში გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოვარდა.
-ბოდიში, პოიკო, მაგრამ ეს შენთვისაც კი ზედმეტი იყო._თითქოს თაკო ფიქრებს მიმიხვდაო, გაოგნებულმა ჩაილაპარაკა უკნიდან.
-ძალიან ცუდად გამომივიდა?
-იმდენად ცუდად, რომ ჩემი და რომ არ იყო და არ ვიცოდე ამის მიზეზი რა არის, სახეს დაგინაყავდი.
-ღმერთო, რა იდიოტი ვარ._საშინლად შემაწუხა სინდისის გრძნობამ. მისი უკანასკნელი შემოხედვა ისე მეტკინა, ცოტაც და ცრემლები წამსკდებოდა.
-უკან გაყევი.
-რაა?
-უკან გაყევი, დაელაპარაკე, ცოდოა!
-ახლა რა ვუთხრა?
-საქართველოს ეკონომიკის აღორძინების გზებზე ელაპარაკე, პოიკო, რა უნდა უთხრა?_მიყვირა თაკომ და გამოსაფხიზლებლად თავშიც წამომარტყა.
სწრაფად გადავედი მანქანიდან და ჩქარი ნაბიჯით წავედი იმ მიმართულებით, სადაც გიორგი უკვე თვალს მოფარებოდა. ვეღარ ვხედავდი,ამიტომ სიარული სირბილში გადამეზარდა და რამდენიმე წუთში გიორგის სილუეტიც გამოჩნდა. სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა და ზურგიდანაც ეტყობოდა, რომ ცოფებს ყრიდა.მე კი, მაღალქუსლიანი ჩექმით სირბილი გაყინულ მიწაზე ისე მიჭირდა, ნებისმიერ წამს ველოდი, რომ წავიქცეოდი.
-გიორგი,დამელოდე!
დარწმუნებული ვიყავი, რომ გაიგო, თუმცა უკან არ მოუხედავს.
-დამელოდე, გიორგი, ქუსლებზე ვერ მოვრბივარ!
-სახლში წადი, მაიკო!_მომაძახა ამრეზით, ისე რომ უკან არ შემობრუნებულა.
-ერთი წამით დამელოდე.
ამჯერად არც კი შევუმჩნევივარ.
-ჯანდაბა, შე ხეპრე იდიოტო, დამელოდე-მეთქი!
-რა გინდა, გოგო, რა?_იღრიალა და ისეთი სისწრაფით წამოვიდა ჩემკენ, კინაღამ ინსტიქტურად უკან გადავყირავდი.
-ბოდიში, გიორგი, მართლა არ მინდოდა ასე უხეშად გამომსვლოდა. დღეს გადავიღალე და...
-გასაგებია,მიღებულია ბოდიში. დავიშალეთ?_უხეშად გამაწყვეტინა ლაპარაკი.
-ნახევარი კილომეტრი იმიტომ გსდიე,რომ ეგ გეთქვა?
-გოგო, შენ ხომ არ გაკლია? აბა რა ვქნა, ვიცეკვო?_ისევ იყვირა.
-ნუ მიყვირი!
-იცი რა? საბოდიშო არაფერი გაქვს. ჩემი ბრალია. ზედმეტი მომივიდა. რატომღაც მეგონა, რომ შეგვეძლო ნორმალური ადამიანებივით გვეურთიერთა._ამჯერად მშვიდად მითხრა, მერე კი დამცინავად, ცალყბად გაიღიმა.
-ნუ დემაგოგობ, გიორგი, კარგად გიცნობ!
-რა შუაშია, გოგო, დემაგოგობა?! ლამის დედის მაგინე და მანქანიდან გადმომაგდე!
-მე არსაიდან გამიგდიხარ, შენით გადახვედი.
-იცი რაშია საქმე? ყოველთვის გგონია, რომ ჩემშია პრობლემა. ჩემს ნებისმიერ სიტყვას ირონიულად აღიქვამ, ჩემს ნებისმიერ ქცევას − აფერისტობად. ეს არის შენი მინუსი, არავის ენდობი ამქვეყნად!
-აი, შენ, ტიპური მშვილდოსანი ჩემს მინუსებზე რომ ლაპარაკობ, ცოტა სამარცხვინოა.
-მაგ სისულელეებს ისევ ვერ მოეშვი? იიი, დღეს თუ ზოდიაქოში არ მიწერია, არ მოვფსამ!_სახე დაჯღანა და შეშლილი სახით გამომაჯავრა.
-ბოდიში, რომ შენგან განახვავებით რაღაცების მჯერა.
-იცი რა? თავის დროზე უნდა დაგეჯერებინა რაღაცების, ახლა ასე არ ვიქნებოდით.
-თავხედობის „ჰაი ლეველზე“ ხარ, გიორგი._გაოცებისგან ხმა წამსვლოდა.
-როგორც კი მაგ თემასთან მივდივართ, მაშინვე "ზადნავ". რაზე მეტყველებს ეგ, ხომ არ იცი?
-ალბათ იმაზე, რომ შენნაირ ხისთავიანთან ურთიერთობა და ლაპარაკი არც წარსულში მინდოდა და არც ახლა!_ვიკივლე მოთმინება დაკარგულმა.
-მე კიდე შენნაირ გატუტუცებულ, უზრდელ და უხეშ ადამიანთან არ მინდა ლაპარაკი. საერთოდ რატომ მქონდა იმედი, რატომ ვცადე რამე..._არც მას დაუკლია ყვირილი. ერთიანად მომახალა რას ფიქრობდა და ზურგი მაქცია.
რა ჯანდაბას ნიშნავდა, „რატომ ვცადე?“
-რაა? რა თქვი?_გველნაკბენივით შევხტი მის სიტყვებზე და ისევ უკან დავედევნე.
-არაფერი!
-დამელოდე, გიორგი!
სასაცილოდ მივბაკუნებდი ქუსლიანებზე და გონებაში თავს ვიწყევლიდი, რომ ამდენი თვის მერე, მაინც და მაინც ახლა გადავწყვიტე ამ წყეული ფეხსაცმლის ჩაცმა. გიორგი ისე სწრაფად მიდიოდა, უკვე ვეღარ ვეწეოდი. ის იყო, საჩხუბრად გავემზადე და უნდა მეკივლა, რომ ფეხი ყინულზე მომიხვდა, გავსრიალდი და ჰაერში ერთი ბრუნის შემდეგ, პირდაპირ მუხლებით დავასკდი გაყინულ მიწას. ტკივილმა ერთიანად დამიარა ჯერ ფეხებში, მერე მთელ სხეულში და ჩემდა უნებურად წამსკდა ცრემლები. ხმაურზე გიორგი შემოტრიალდა და მიწაზე ჩემი დანახვისას, უნებურად სიცილი წასკდა.
-რა გაცინებს, ნორმალური ხარ? _ამოვიტირე საცოდავად და წამოდგომა ვცადე.
-მოიცადე, მოგეხმარო. რანაირად წაიქეცი? _ისევ გაეცინა და ჩემკენ ხელგამოწვდილი წამოვიდა.
-არ მჭირდება! _ისევ საწყლად ამოვიტირე.
გაჭირვებით წამოვდექი. მარჯვენა ფეხზე შარვალი გამხეოდა და მუხლიდან სისხლი მომდიოდა. ისე მეწვოდა, მეგონა ვიღაცამ ხორცის ნაწილი ჩამომათალა. ტირილს ვუმატე.
-სისხლი მოგდის, მაიკო. მოიცადე! _ამჯერად დასერიოზულებულმა ხელი შემომაშველა და იქვე მდგარ უპატრონოდ მიგდებულ სკამზე დამსვა. _ძალიან გტკივა?
-არ მტკივა, გამანებე თავი!
ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. ფეხი იმდენად არ მტკიოდა, რამდენადაც გიორგის დაცინვა მეწყინა.
-კარგი, მაპატიე, უცბად გამეცინა._ღიმილს ახლაც ვერ იკავებდა და სასაცილოდ მოსჭუტვოდა სახე. ჩემს წინ ჩაიმუხლა და გახეული შარვალი გვერდზე გასწია.
-სისხლი მოგდის და სულ ჭუჭყიანია, ინფექცია არ შეგეჭრას. ჩემთან ავიდეთ, დაგიმუშავებ.
-არ მინდა!ტაქსი გამომიძახე და ჩემით წავალ._ამოვიბურდღუნე.
-ნუ ჯიუტობ, წამოდი-მეთქი.
-ასე ვერ ვივლი, ვაა! მტკივა ფეხი.
-რა გაეწყობა. _მხრები აიჩეჩა, მოულოდნელად მხრებსა და ფეხებში ხელი მომკიდა და ისე ამიტაცა ხელში, გეგონება 2 კილო პროდუქტით ბრუნდებოდა მაღაზიიდან.
-შენ გააფრინე? ახლავე დამსვი, გიორგი. არ მიდნა დახმარება, დამსვი-მეთქი!
ყურიც არ შეუბერტყავს, ძალიან შვიდად და ფრთხილად მიდიოდა წინ და ყურადღებაც არ მიუქცევია ჩემი წიკვინისთვის. სახეზე არც დაღლა ეტყობოდა. ვცდილობდი, არ მეყურებინა მისთვის, მაგრამ მაინც ვხედავდი, როგორ ეღიმებოდა გაბადრულს. თითქოს, ხელში რაღაც ძალიან ძვირფასი და ღირებული ეჭირა. უნებურად მეც გამეღიმა. გიორგიმ უბანი გაიარა და პირველივე სადარბაზოში შევიდა. ქოშინის გარეშე აიარა კიბეები და პირველივე სართულზე, მარჯვენა კართან გაჩერდა.
-ვიცი, რომ კომფორტულად ხარ, მაგრამ ცოტა ხნით უნდა ჩამოხტე, რომ კარი გავაღო. _ცალყბად იცინოდა და მისი სახე ჩემსასთან ისე ახლოს იყო, სულ რამდენიმე წამი, კიდევ ერთი სიტყვა და არ ვიცი ეს ყველაფერი რითი დამთავრდებოდა. გველნაკბენივით ჩამოვხტი ძირს და მუხლმაც მაშინვე შემახსენა თავი.
-მაინც ვერ გავიგე, როგორ მოახერხე რამდენიმე წამში ეს. _სანამ გასაღები კარს მოარგო, მანამდე კიდევ ერთხელ შეათვალიერა ჩემი მუხლი.
-გეუბნებოდი, დამელოდე-მეთქი.
-ნუ ბუზღუნებ! _გაეცინა.
კარი გააღო,შიგნით ჯერ მე შემიშვა, ბოლოს კი თვითონ მომყვა. მისაღებამდე კოჭლობით მივედი და იქვე მდგარ მოქანავე სავარძელზე ჩამოვჯექი. თვალი მოვავლე იქაურობას. ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს, აქ მანამდეც ნამყოფი ვიყავი. გიორგის ძალიან ბევრი ნაცნობი ნივთი ჰქონდა ახალ სახლში. პატარა სათამაშო მინის ბურთულები, რომელიც დედაჩემმა ორივეს გვაჩუქა საშობაოდ. თაროდან ნაცნობი და საყვარელი წიგნებიც მიმზერდნენ.
-დამელოდე, სპირტს და ბამბას მოვიტან._მითხრა და ოთახიდან გავიდა. სულ რამდენიმე წამში დაბრუნდა და იმის საშუალებაც არ მომცა, ყველაფერი დაკვირვებით დამეთვალიერებინა. ჩემს წინ ჩაიმუხლა და ჭრილობას მონდომებული ექიმივით დააკვირდა.
-აბა მაჩვენე შენი ფუა!_მითხრა სიცილით.
-ნუ დამცინი, გიორგი!
-მე არ დაგცინი,მაგრამ რა გატირებდა? მგონი ლილეც აღარ ტირის წაქცევის დროს._ტუჩის კუთხეებში ღიმილს ვერ აკავებდა.
-მეტკინა, ვა!
-ვუაიმე, გეტკინა? წამოდი ის მიწა ვცემოთ, შენ რომ გატირა!_ენა მოიჩლიფა და ვითომ გაბრაზებული სახე მიიღო.
-აუ, ახლა სულ წავალ იცოდე..._ცრემლები ისევ მომერია და საკუთარ თავზე გავბრაზდი ორი წლის ბავშვივით რომ მიჩუყდებოდა გული.
-კარგი, ვსიო. მაჩვენე ფეხი.
დასერიოზულებულმა სიხარულიძემ შარვალი ფრთხილად გადამიწია და ბამბა სპირტით დაასველა. ძალიან მოწიწებით მომისვა ჭრილობაზე და რამდენჯერმე სულიც შეუბერა ტკივილი რომ ვერ მეგრძნო.
-ძალიან გტკივა?
-ცოტა.
საცოდავად ვიჯექი, დაძაბული და გარინდული. ტკივილი ვიღას ახსოვდა, როცა ბავშვობის ყველა მოგონება გადამეშალა წინ. რამდენჯერ დაუმუშავებია გიორგის ჩემთვის წრეში ბურთის თამაშის დროს მიწაზე ნახოხიალები მუხლები, რომ დედაჩემის რისხვა აგვეცილებინა თავიდან. ცრემლებიც მოუწმენდია ჩემთვის და დავუწყნარებივარ, ქორწილამდე გაგივლისო. ახლა ჩემთვის იმდენაც სენტიმენტალური და ძვირფასი იყო ეს მომენტი, მეგონა ტირილი კიდევ ერთხელ ამიტყდებოდა. გიორგი კი, ჯიუტად არ ამბობდა არაფერს. მთელი გულმოდგინებით ცდილობდა ჭრილობიდან ჭუჭყი მოეცილებინა. მთავარ საქმეს რომ მორჩა, მუხლი ბინტით გადამიხვია და ოსტატურად გაკვანძა, რომ დისკომოფრტი არ მეგრძნო.
-აჰა, ქორწილამდე მოგირჩება._ეშმაკურად ამომხედა ქვევიდან და ძალიან თბილად გამიღიმა.
მეც ვეღარ შევიკავე ღიმილი და რომ ვაღიარო, ამდენი ხნის მანძილზე პირველად არ მიგრძვნია დისკომფორტი ამ ვერშეკავებული ემოციების გამოხატვის გამო.
-აბა, თუ აღარ იტირებ, ჩაისაც დაგალევინებ.
-ისევ დამცინი შეეენ... _საცოდავად ამოვიბუზღუნე.
-არ დაგცინი არა, რას გადამეკიდე?! ხომ გინდა ჩაი?
-მინდა.
-დამელოდე, მოვალ მე მალე.
გიორგი სამზარეულოში გავიდა. ისევ მისაღების თვალიერებამ გამიტაცა. ძალიან მყუდროდ და კომფორტულად იყო მოწყობილი. თითქოს, ყველაფერს თავისი ადგილი, ხოლო ყველა დეტალს თავისი დატვირთვა ჰქონდა. ტელევიზორის მაღლა ნახატი მომხვდა თვალში და გავშეშდი. ტილოდან უწესრიგოდ მითხიპნილი სხვადასხვა ფერის საღებავები მიცქერდნენ, რომლებიც ერთმანეთში ქაოტურად არეულიყო და მაინც იმდენად ლამაზ სანახაობას ქმნიდა,გული გაგითბებოდა. ეს ნახატი მე და გიორგიმ დავხატეთ ძალიან,ძალიან დიდი ხნის წინათ. წამოდგომა ვცადე, მაგრამ მტკივანმა ფეხმა ისევ შემახსენა თავი. თან კარის ხმა გავიგონე და ადგილზე დავრჩი. გიორგის დიდი, წითელი ფინჯნებით ჩაი მოჰქონდა. ერთი ცალი მე გამომიწოდა, მეორე თვითონ დაიტოვა და ჩემს პირდაპირ, თეთრ დივანზე ჩამოჯდა.
-ეს ნახატი ისევ გაქვს?
-შენ სულელი იყო, ნახატმა რა დააშავა?_სევდიანად გაეღიმა.
-გახსოვს როგორ დავხატეთ?
-მაგას რა დამავიწყებს, ერთი კვირა დასჯილი ვიყავი. ოთახიდან არ მიშვებდნენ.
-ვინმეს ხომ უნდა ეგო პასუხი დათხუპნული კედლების გამო?_გიორგის მშობლების გამწარებული სახეები გამახსენდა,მას შემდეგ, რაც ჩვენ მიერ დასვრილი მისაღები ოთახი შერჩათ ხელთ.
-შენ მაინც გამოძვერი._ჩაეცინა.
-კი არ გამოვძვერი, შენ არ ჩამიშვი უბრალოდ.
-ჰო, ეგრე იყო. კარგი დრო იყო, ძალიან მენატრება ხანდახან.
-ხო, ის დრო მეც ძალიან მენატრება, გიორგი._სიტყვებმა გონებას წინ გაუსწრეს და ისე დამისხლტნენ პირიდან, ამის გააზრებაც ვერ მოვასწარი.
რამდენიმე წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. ერთმანეთს თვალებშიც კი ვერ ვუყურებდით. მე წიგნების თაროს მივშტერებოდი, სიხარულიძეს კი თავი ჩაეღუნა და ისე მომეჩვენა, თითქოს ახლა იმაზე უფრო მნიშვნელოვან რაღაცებზე ფიქრობდა, ვიდრე ჩვენი ნახატი და ბავშვობა იყო.
-მაიკო,_დაიწყო მოულოდნელად და მზერა გამისწორა._ძალიან გთხოვ,მითხარი რა მოხდა მაშინ...
ელდა მეცა. მისგან ეს კითხვა ასე პირდაპირ არასდროს გამიგონია. ჯერ არ მქონია იმის შანსი, ასე პირდაპირ შევჯახებოდი რეალობას. ყოველთვის ვახერხებდი თავს თავი დამეძვრინა ამ ყველაფრისგან და იმ საშინელი პასუხებისგან, რომლებიც, შესაძლებელია, ამ თემას მოჰყოლოდა. რატომ არ ვეუბნებოდი გიორგის, რომ მისი ღალატის შესახებ ყველაფერი ვიცოდი?
ალბათ თქვენთვის ეს ყველაფერი, რომელიღაცა მარტივი და ბანალური თურქული სერიალის სცენარს ჰგავს, მაგრამ ჩემთვის ბევრად უფრო ღრმა შინაარსის მატარებელია: ჩემთვის ღალატი ყველაზე საშინელი რამაა, რაც საყვარელ ადამიანს შეიძლება გაუკეთო. იმდენად დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი, რომ ამაზე დიდ ტრაგედიად ურთიერთობაში არაფერი მიმაჩნია. ხელის დარტყმაც კი შეიძლება რაღაცით გავამართლო, მაგრამ ღალატი - არა. ამიტომ ვდუმდი ამდენი წელი. გიორგი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო, რაც ბავშვობიდან დამრჩა. ის იყო პირველი და ამ ეტაპზე უკანასკნელი, ვინც მე სიყვარული გამომაცდევინა და მისგან ღალატი, ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. ჰოდა,ისედაც დამცირებულს, ძალიან,ძალიან შეურაცხყოფილსა და გულგატეხილს, მერჩივნა გიორგის სცოდნოდა, რომ უბრალოდ აღარ მინდოდა მასთან ყოფნა, ვიდრე შევცოდებოდი და ჰგონებოდა, რომ მისმა ღალატმა გამანადგურა.
-უნდა წავიდე, გიორგი._წამომცდა მოულოდნელად ფიქრებისგან გამოფხიზლებულს და ფეხზე წამოვდექი.
-ჰო, რა თქმა უნდა. დროული იყო. ტაქსს გამოგიძახებ._ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და მობილურს დასწვდა.
ის რამდენიმე წუთი ტაქსმა სახლთან მოსვლას რომ მოანდომა, უხერხულ სიჩუმეში გავლიეთ. მერე გიორგიმ სადარბაზომდე ჩამაცილა.
-თავს მიხედე,მაი._დამემშვიდობა და მანქანის კარი ფრთხილად მომიხურა.

^ ^ ^
დილით თაკომ ყავა საძინებელში ამომიტანა.
-აბა, რა მოხდა ისეთი სახლში მარტო რომ გამიშვი შენი დანჯღრეული ჟიგულით?
-ჩემს მანქანას ჟიგულს ნუ ეძახი, ავადმყოფო!_შევუღრინე.
საბანი გადავიხადე და საწოლში ძლივს წამოვიწიე. ფეხი ჯერ კიდევ მტკიოდა.
-პოიკო, ფეხზე რა მოგივიდა?_შეჰკივლა თაკომ ბინტიანი მუხლის დანახვისას.
-რა გაკივლებს, ამპუტაცია კი არ გამიკეთებია!
-გიორგი წყობიდან გამოიყვანე და რამე ჩაგათხლიშა? რა მოხდა?
-ნუ მასხარაობ, თაკო, რა!_მობეზრებით ავატრიალე თვალები.
-რა მოხდა გუშინ, აღარ იტყვი?_შესძახა მოთმინება დაკარგულმა.
-ვიჩხუბეთ, მერე გაბრაზებული გატრიალდა, წამოსცდა საერთოდ რატომ ვცადეო. დავედევნე უკან, ფეხი გამისრიალდა და წავიქეცი.
-მოიცა,იმაზე მერე დაგცინებ,რომ შუა ქუჩაში წაიქეცი, მაგრამ ახლა არ მითხრა, სახლში მიმიყვანაო.
-ხო, ხელში ამიყვანა თან და ისე!
-ვაიმე,ჩემთვისაც კი რომანტიკულია._იდიოტურად გამეკრიჭა და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა.
-თაკო!
-კარგი, კარგი! მერე?
-მერე რაღაცები გავიხსენეთ და ბოლოს მკითხა,რა მოხდა მაშინო.
-და შენც გამოიქეცი.._მიმიხვდა თაკო.
-ხო, გამოვიქეცი.
-პოიკო, ხომ ხვდები, რომ ცდილობს, არა?
-მერე მაგით რა იცვლება, თაკო?
-მაია, მაშინ გიორგი ძალიან პატარა იყო. შეიძლება რაღაცები შეეშალა, იქნებ...
-ხვდები რომ ახლა ღალატს ამართლებ?_ხმაში ბრაზი შემერია.
-ღალატს არ ვამართლებ, უბრალოდ იმის თქმა მინდა, შეიძლება შეიცვალა და ნანობს.
-თაკო, შენ მაინც ყველაზე კარგად იცი რა დღეში ვიყავი მაშინ. ამ კარს მეორედ აღარ გავაღებ!

^ ^ ^
გიორგიმ შეხვედრა მალევე დანიშნა. წყვილი უნდა გამეცნო, დავლაპარაკებოდი და თანხმობის შემთხვევაში უკვე გამერკვია ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორიც ქორწილის თარიღი და ვადები იყო. ეს ყველაზე მთავარია ქორწილის გეგმვის დროს. ზუსტად უნდა იცოდე რამდენი გაქვს დრო, რომ ყველა დეტალი იდეალურად გათვალო.
სიძე - აჰმედი, ძალიან სასიამოვნო და მხიარული ბიჭი აღმოჩნდა. შესანიშნავად ესმოდა ქართული და ცოტას ლაპარაკობდა კიდეც, მაგრამ არაბულად რომ მივესალმე და ისიც ვუთხარი, თქვენს ქვეყანაში ჩემი ცხოვრების საუკეთესო თვეები გავატარე-მეთქი, გაგიჟდა და მთელი შეხვედრის განმავლობაში უბრწყინავდა თვალები. მისი საცოლე - სალომე, ძალიან მშვიდი და თბილი გოგო იყო. ზედმეტად ხმას არ იღებდა და ეს იმას დავაბრალე, ჯერჯერობით გახსნა უჭირს-მეთქი. ერთი შეხედვით,თითქოს შეუფერებელი წყვილი იყო, თუმცა ისე უყურებდნენ ერთმანეთს, ძნელი იყო მათ გრძნობებში ეჭვების შეტანა. ზოდიაქომაც გაამართლა ჩემი იმედები. წყვილის გაკვირვებული და გიორგის მობეზრებული სახეების მიუხედავად, მაინც ავუხსენი რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ზოდიაქოს წყვილის ცხოვრებაში და როცა ყველა დეტალი გავარკვიეთ, ქორწილის თარიღიც ჩაინიშნა.
28 თებერვალს შედგებოდა მთავარი ცერემონია აქ, საქართველოში. მანამდე კი ყველა დეტალი უნდა დამეგეგმა კაიროში მოგზაურობისთვის. აჰმედს სურდა სალომე მშობლებისთვის ქორწილამდე გაეცნო, იქაურობა ეჩვენებინა მისთვის და საკუთარი კულტურა და ადათ-წესები გაეზიარებინა მომავალი ცოლისთვის. აღმოჩნდა, რომ მეც უნდა წავყოლოდი. რაც შეეხება გიორგის, ის თავისთავად მოიაზრებოდა ვოიაჟში, როგორც აჰმედის მეგობარი.
საშინლად აჟიტირებული და გახარებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ ამდენი წლის მერე კაიროში ვბრუნდებოდი. კიდევ მომეცემოდა ჩემი საყვარელი ქუჩებისა და ადგილების მონახულების შესაძლებლობა.
ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. შევკრიბე ძალიან პატარა გუნდი, რომელიც იქ საჭიროების შემთვევაში დამეხმარებოდა. დავჯავშნე სასტუმროს ნომრები, მთელი ვოიაჟის გეგმა შევადგინე და ბოლოს ყველაფერი წყვილსა და გიორგის გავუგზავნე. ორივესგან თანხმობის შემდეგ, ნელ-ნელა ჩავალაგე ბარგიც.
-პოიკო, რა უნდა ჩამომიტანო?
თაკო ჩემს ნერვებზე თამაშს არ ეშვებოდა, მთელი ის დრო, სანამ ბარგს ვალაგებდი, კუდში დამდევდა და სხვადასხვა ხერხებით მაწამებდა.
-თაკო, საქმეზე მივდივარ იქ, გასართობად კი არა.
-უიმე, რა ჟმოტი ხარ, თუ მჯეროდეს. გაიღიმე მაინც, ხო ვიცი, როგორ გიხარია ეგვიპტეში დაბრუნება.
-ვაიმე,ძალიან მიხარია, თაკო! მართლა ძალიან მიხარია! გახსოვს პირველად რომ მივდიოდი?
-მაგას რა დამავიწყებს. მართალია ვერ გიტან, მაგრამ ყველაზე საშინელი ერთი წელი იყო შენს გარეშე.
-არ მჯერა, რომ აღიარე._თვალები გაოცებისგან გამიფართოვდა.
-რა უცნაურია. იწვალე, წელებზე ფეხები იდგი, არაბული ისწავლე, ეგვიპტის სიბინძურე ყლაპე და ახლა ქორწილების ორგანიზატორი ხარ._გადაიხარხარა თაკომ.
-სამაგიეროდ, ნახე სად გამომადგა, კრეტინო!
-გიორგიც მოდის ხო? რა სასაცილო იქნება იქ რომ ერთმანეთი თავიდან შეგიყვარდეთ, ყველაფერი აპატიო და პაწაწინა დიშვილიკოები გამიჩინო!_თაკომ წარბები აათამაშა და ხელოვნურად გააკეთა შეყვარებულების იმიტაცია.
-ვერ ვიტან ამ თემაზე რომ ხუმრობ!_თვალები მობეზრებულად ავატრიალე.
-ნუ მესწერვები რა, შენი ჭირიმე. ენერგია გიორგისთვის დაზოგე იქ, დარწმუნებული ვარ დაგჭირდებათ.
-თაკო-მეთქი!
-ჩხუბისთვის, გოგო,ჩხუბისთვის!_იყვირა თაკომ.
-მორჩი ბლუდუნს და ეს ჩემოდანი დამაკეტინე.
ჩემოდანი შევკარით, ზურგჩანთაში უკანასკნელი პატარა პაკეტიც ჩავდე და მორჩა! მზად ვიყავი ყველაზე ქაოტურ, ეგზოტიკურ და გიჟურ ქვეყანაში დასაბრუნებლად. ეგვიპტე მელოდა, კიდევ ერთხელ. ამჯერად იმ ადამიანთან ერთად, რომელზე დარდიც პირველად სწორედ იქაურმა გიჟურმა თავგადასავლებმა გადამატანინა.


^ ^ ^
ჩარტერული რეისები ამიტომაც მიყვარდა. მართალია ძვირი სიამოვნება იყო,მაგრამ ნამდვილად ღირდა. მგზავრობის აუტანლობით დაავადებულ გიორგის,რომელიც რაღაც წამლით გაჟღენთილიყო, მთელი გზა მკვდარივით ეძინა და თავი ხან აქეთ უვარდებოდა, ხანაც იქით. აჰმედი და სალომე კი მგზავრობის განმავლობაშიც არ გაჩერებულან, რაღაცებზე გულიანად ხითხითებდნენ. აჰმედს სამშობლოში დაბრუნების ეიფორია ეტყობოდა. ცმუკავდა და ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა.
რამდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ, პილოტმა გამოაცხადა მალე კაიროს საერთაშორისო აეროპორტში დავეშვებითო და მოუთმენლობისგან მეც შემიტოკდა გული.
დავეშვით.
ყველაფერი თავიდან იწყებოდა.
კაიროში დავბრუნდი.
ჩასვლისთანავე, აჰმედს და სალომეს მანქანა დახვდათ. სასტუმროში დაბინავება მე და გიორგისაც შემოგვთავაზეს, მაგრამ გადავწყვიტე ჩემით წავსულიყავი, რადგან არ მინდოდა მგზავრობისგან გადაღლილი წყვილი შემეყოვნებინა და თან გზებიც შესანიშნავად ვიცოდი. აეროპორტიდან გავედით, თუ არა, მძიმე და სხვადასვა სურნელით გაჯერებული ჰაერი მაშინვე სახეში მეცა, თუმცა ეს ყველაფერი ისე მომნატრებოდა, უნებურად გამეღიმა.
-რა ჯანდაბის სუნია? _გიორგის სასოწარკვეთილი ხმა მომესმა.
-Welcome To Cairo, ჰაბიბი.
-ტაქსით სიარულს არ ჯობდა მანქანა გვექირავებინა?_დაიწუწუნა სიხარულიძემ.
-პფფფ, შენ აქაურობა ევროპა ხომ არ გგონია, გიორგი?! სულ მცირე წლები უნდა ცხოვრობდე კაიროში, რომ აქ მანქანის მართვა შეძლო.
-რა ჯანდაბას ნიშნავს ეგ?_გაკვირვებულმა ჩაიბურტყუნა და უკან მომყვა.
-ამას ვერ აგიხსნი, შენით უნდა ნახო.
ტაქსი გამოვიძახეთ, ბარგი მანქანაში მოვათავსეთ და დავიძარით. როგორც კი მთავარ ქუჩებს შევუერთდით, მაშინვე დამიდგა განვლილი წლები თვალწინ. გამახსენდა, როგორი გაფაციცებით უყურებდა ყველაფერს ჯერ კიდევ სტუდენტი, სასწავლებლად ჩამოსული პატარა, გამოუცდელი მაიკო და მაშინ ვერ ვხვდებოდა, რამხელა გამოცდილებას და ბედნიერ წუთებს აჩუქებდა კაირო.
-მაიკო, სკუტერზე 4 კაცი ზის ერთად. აკრძალული არ არის?_გიორგის შეშფოთებულმა ხმამ გამომაფხიზლა.
-აქ მარტო თუ დაინახავ ვინმეს, ეგ უფრო უცნაურია გიორგი.
ახლა მესმის რას მეუბნებოდიო, ჩაიბურტყუნა და ისევ ფანჯრისკენ მიტრიალდა.
სასტუმროში მალე მივედით. გაგვიმართლა, რომ ჯერ კიდევ დილა იყო და ქუჩებს მანქანებით გადატვირთვა ჯერ ვერ მოესწროთ. გიორგის მეტისმეტად დაღლილი სახე ჰქონდა. ვიცოდი, ვერასდროს იტანდა მგზავრობას და მისთვის ხმა არ გამიცია. არ მინდოდა ზედმეტად შემეწუხებინა. საერთოდაც, იმ დღის მერე რაც დავეცი და მის სახლში ამოვყავი თავი, დამოკიდებულება შემეცვალა. თითქოს, ის ღამე დამეხმარა იმის გადააზრებაში, რომ ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა და ახლა ადამიანურ ურთიერთობას წინ არაფერი ედგა. რა მოხდებოდა, მე და გიორგი უბრალოდ მეგობრები ვყოფილიყავით?!
უცნაური იყო. მხოლოდ ერთმა ღამემ გადაატრიალა ყველაფერი, მაშინ როცა, ხუთი წელი ეს ყველაფერი წარმოუდგენელ რეალობად მიმაჩნდა.
კონსიერჟმა ჩვენი ბარგი სასტუმროში შეზიდა და წინ გაგვიძღვა. რეგისტრაცია გავიარეთ და ნომრებში გავნაწილდით. ხვალამდე დასვენების, ფიქრის და კაიროს შორიდან მოსიყვარულების დრო მქონდა.


^ ^ ^
ის ხედი ჩემი ნომრის აივნიდან რომ იშლებოდა, ძალიან ბევრ რამეს მახსენებდა. აქ რომ ჩამოვედი, ჩემსა და გიორგის შორის დაძაბული ურთიერთობა ჯერაც სიახლე იყო ჩემთვის. ალბათ თამამად ვიტყვი,რომ ყველაფერი ცუდი, რაც იმ წელს მოხდა, კაირომ და ჩემმა მეგობრებმა გადამატანინეს. არაბულის სწავლა ამ უცხო, გიჟურ და ერთი შეხედვით არაკომფორტულ, თუმცა, საოცრად მისტიკურ სამყაროში, ყველაზე დიდი შვება აღმოჩნდა ჩემთვის. ახლა ვიდექი აქ, პატარა აღმოსავლური სტილის აივანზე, 4 წლის მერე პირველად ვეწეოდი მსოფლიოში ყველაზე ცუდ სიგარეტ “Merit”-ს და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველაფერი თავიდან უნდა დაწყებულიყო.
საღამო მიილია. მინდოდა გამესეირნა და საყვარელი, ვიწრო და პაწაწინა ქუჩები მომენახულებინა, მაგრამ დაღლილობამ თავისი ქნა. საწოლზე ტანსაცმლიანად მიკუნტულს ისე ჩამეძინა,დილამდე გვერდიც არ მიცვლია.
დღის გეგმა აჰმედს და სალომეს გავუგზავნე.დილაადრიან პირამიდების სანახავად უნდა წავსულიყავით, რომ წყვილისთვის ფოტოსესია შედარებით მშვიდ გარემოში ჩაგვეტარებინა. საღამოს კი აჰმედის ოჯახი გაგვეცნო და გვესადილა. დღე გრძელი და დამღლელი ჩანდა, თუმცა, ყველაფერი შემართებით დავიწყე. მე ხომ კაიროში ვიყავი. ისევ!
მიმზადება დავამთავრე თუ არა, ნომერზე დამიკაკუნეს.
-სანია ვაჰიდა! (არაბ:ერთი წუთით)
კიდევ ერთხელ ჩამოვივარცხნე თმა და კარი გავაღე. გიორგი დამხვდა. თეთრი, ოდნავ ყელმოღებული მაისურითა და ღია ცისფერი პერანგით. თმა როგორც ყოველთვის უწესრიგოდ აბურდვოდა და მიღიმოდა. ლამის დამბლა დამეცა. ბოლოს ასე რომ ვნახე, პირველად გამოვუტყდი თავს მიყვარს-მეთქი და სანაცვლოდ რა მივიღე, კი ხედავთ.
-წეღან რამე შემილოცე? რაღაცა გავიგე, მაგრამ მთლად კარგ სიტყვებს არ ჰგავდა. _გაიცინა და თვალები სასაცილოდ მოჭუტა.
-სასტუმროს პერსონალი მეგონე. _მეც გამეცინა. _ მზად ხარ?
-მე კი ვარ მზად, მაგრამ დედას გაფიცებ, წუხელ ღამით როგორ გეძინა?
-ასე ტკბილად საუკუნეა არ მძინებია, სიმართლე რომ გითხრა.
-გოგო, ღამის ხუთ საათზე რომ შეჰკივლა მოლამ თუ ვინცაა, ლამის საწოლიდან გადმოვარდი. დედას გეფიცები, ძილშიც ეგ მესმოდა მაიკო.
-გაფრთხილება დამავიწყდა. დილის პირველ ლოცვას აზანი ჰქვია._მშვიდად ავუხსენი, თუმცა ბოლოს სიცილი მაინც წამსკდა,როცა შეშინებული საწოლიდან გადმოვარდნილი გიორგი წარმოვიდგინე.
-ვაახ, მუსლიმი გოგოს ცოლად შერთვა „აპასნი“ რამე ყოფილა._მითხრა ჩაფიქრებულმა.
-აბა ჰკითხე მუსლიმ გოგოს, მოგყვება ცოლად?
-ვითომ რა მაქვს დასაწუნი?
-მუსლიმ სიმამრებს გაწონასწორებული, მშვიდი, ჭკვიანი და პასუხისმგებლიანი სასიძოები მოსწონთ.
-მერე რომელი მაკლია?_გაიკვირვა.
-ოთხიდან სულ მცირე სამი!
-შენ ხომ რას ლაპარაკობ რა!
-შენ იცინე და მქონდა აქ გათხოვების შანსი._ამაყად გავიჯგიმე.
-რას მეუბნები, ვინ გაუბედურდა?
-ჰა ჰა ჰა, ეგ ხუმრობა სად წაიკითხე „იუმორის გრძნობა არ მაქვს“ დღიურში?
-მერე რა ქენი, უარი უთხარი პატარას?_გიორგიმ აფერისტულად მოღუშა სახე და დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში.
-ხო, მოულოდნელად „დავზადნე“, თორემ არ იყო ცუდი ბიჭი.
-მესმის, მესმის, თან მაშინ დაზადვნებში უკვე გაწაფული იყავი და.._გუნება წაუხდა.
-მაგით რისი თქმა გინდა?_გავბრაზდი.
-იქნებ ეგ ლაყე თავი გაანძრიო,რომ ტვინის უჯრედებმა გალღობა დაიწყონ!
-ახლა მაგ დაყენებულ სიფათს ტროსებში გაგაყოფინებ, კრეტინო!
ჩემმა ხმამ მევე რომ ამატკია ყურები, მაშინ გავიაზრე რომ მე და გიორგი ლიფტში დაახლოებით 5 ადამიანის თანდასწრებით ხმამაღლა ვჩხუბობდით.
მოხუცმა ჩინელმა წყვილმა უხერხულად გაგვიცინა. ცოლ-ქამრმა ისეთი სახით გადახედა ერთმანეთს, გულწრფელად შემრცხვა. გიორგი წყვილს დააშტერდა და მერე ისეთი რამ წამოაყრანტალა, ეშმაკს სულს მივყიდდი მათი სახე მეორედ რომ აღარ მენახა.
-ბოდიშს გიხდით, მეგობრებო. ჩემი ცოლი ახლახან გამოწერეს ფსიქიატრიული საავადმყოფოდან და ჯერჯერობით ისევ წამლებზეა. კიდევ ერთხელ, ბოდიში.
იმ კაცის გაოგნებული სახე თვალებიდან არასდროს ამომივა. შეშლილი სახით ჩაიბურტყუნა რაღაც თავის ენაზე და ცოლს ხელი ისე მოხვია, თითქოს მართლა მანიაკი ვიყავი.
-შე ავადმყოფო, ეს თუ არ განანო, ნახავ! _სიმწრის ღიმილით გამოვცერი კბილებში და მოხითხითე გიორგის დაიგნორების მიზნით ერთ წერტილს მივაშტერდი.



^ ^ ^
ჩემი დაჟინებული სურვილის მიუხედავად, კაიროში ტაქსებით მევლო, აჰმედს მაინც გამოეგზავნა მანქანა, რომელიც სასტუმროს კართან გველოდა. მძღოლი ზრდილობიანად და მოწიწებით მომესალმა, გიორგის კი ხელი მორიდებით ჩამოართვა და კარგადაც აათვალიერ-ჩაათვალიერა..
-ამ ქვეყანაში კაცები არ ევასებათ, თუ რა ხდება?
-მგონი, უბრალოდ შენშია პრობლემა._სიცილით ავიჩეჩე მხრები.
-ეგეთ „შუტკებს“ ბავშვობაშიც არ მიძრობდი, რა დაგემართა?_ჩაიცინა გიორგიმ და მანქანის კარი გამიღო._რას მიყურებ, ჩაჯექი,სანამ გადამიფიქრებია.
ჩვენი მძღოლი მუჰამედი დაიძრა. მანქანას მშვიდად და დაკვირვებით მართავდა, რაც კაიროს საგზაო წესებიდან გამომდინარე ცოტა უცნაური იყო.
-რა მაგარი ქალაქია. ყველა ფუსფუსებს, ყველას სადღაც ეჩქარება._თითქოს თავისთვის აღნიშნა გიორგიმ.
მესიამოვნა რაღაცნაირად. პირველად მეც ზუსტად ეს გავიფიქრე, სასეირნოდ რომ გამოვედით ბავშვები ჩამოსვლიდან მეორე დღეს. ამ დაუშრეტელი ენერგიის და საოცარი მიზიდულობის მქონე ქალაქში, ყველა გიჟივით დარბოდა. შეიძლება ვიღაცას შენთვის მხარი გაეკრა, ან გაჩერებულიყო, ფეხის თითებიდან კისრამდე აეთვალიერებინე, მერე კომპლიმენტი ეთქვა და გზა ისე გაეგრძელებინა, თითქოს არც არსად ეჩქარებოდა. შეიძლება ძალიან უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქართველებს და ეგვიპტელებს უამრავი რამ გვაქვს საერთო: ეგვიპტელებისთვისაც ერთი სიამოვნებაა საკუთარი ქვეყნის სანახავად ჩამოსული მომღიმარი ტურისტების თვალიერება. მათ ენაზე თუ დაილაპარაკებ რამეს, ეს ხომ საერთოდ პატარა სტენოკარდიული შეტევის ტოლფასია. შეიძლება თავიდან დაგცინონ კიდეც სალიტერატურო, ძველი არაბული ენის გამო, რომელზეც კაიროს არც ერთი მკვიდრი ერთმანეთში არ ლაპარაკობს, მაგრამ ამ ყველაფრის გამო სიამაყეს ვერაფრით ჩამოურეცხავ სახიდან.
-ნეტავ დრო დაგვრჩება? მინდა რაღაცები ვნახო..._აღნიშნა გიორგიმ.
-თუ დრო გვექნება, გიდი დაგჭირდება.
გაოცებული, ღიმილნარევი სახით გამომხედა,თითქოს რაღაც წარმოუდგენელს ვეუბნებოდი.
-გიდობას გამიწევ?
-არა ბიჭოს და, ჩემს მონატრებულ ქუჩებში მარტოს გახეტიალებ!
არ ვიცი, ამ სიტყვების თქმის უფლება ჩემმა სიამაყემ და „წინდახედულობამ“ როგორ მომცა,მაგრამ ეგოისტურად და საშინლად მომინდა მომევლო გიორგისთან ყველა კუთხე-კუნჭული, რომელსაც ჩემი მისტიკური კაირო იტევდა. მინდოდა, მასაც ენახა ის ყველაფერი, წლების წინ მასზე უგუნოდ შეყვარებული და გულნატკენი, მარტო რომ ვათვალიერებდი.
პირამიდებთან რომ მივედით, აჰმედი და სალომე უკვე იქ დაგვხვდნენ. გოგოს ულამაზესი ცისფერი კაბა ეცვა, აჰმედს კი თეთრი პერანგი და სალომეს კაბისფერი ბრიჯი. ფოტოსესია გაიწელა. ბევრჯერ შეგვაწყვეტინეს იქაურმა არაბებმა, რომლებსაც ბედუინებივით ეცვათ და ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ როგორმე ცოტა ფული ეშოვათ. ხან პირამიდების ტურს გვთავაზობდნენ, ხან აქლემებზე დაჯდომას ყველაზე შეღავათიან ფასში. საბოლოო ჯამში სამასზე მეტი ფოტო გადავიღეთ და ქანცგამოცლილმა აჰმედმა მეტად პოზიორობაზე უარი თქვა, სამაგიეროდ თვალები ეშმაკურად აუციმციმდა აქლემი პირდაპირ გიორგის რომ მიეჭრა და სურნელოვანი ჰაერი შიგ სახეში შეაფრქვია.
-რა ჯანდაბას გაჭმევენ, ფუ! მომშორდი, ძმურად რა.. ერთი კლასელი მყავდა ასეთი მყრალი და მეორე შენ._ყვიროდა გიორგი და უკან უკან მიდიოდა,თუმცა, აქლემი ჯინაზე მიჰყვებოდა ფეხდაფეხ და საერთოდ არ თვლიდა, რომ ბიჭს აწუხებდა.
-მაიკო, აშკარად არ მოსწონს გიორგის აქლემები. რას იტყვი, ცოტა გავერთოთ?_აჰმედმა ეშმაკურად ჩამიკრა თვალი.
-აქლემზე ცოცხალი თავით არ დაჯდება, თუ ამას გულისხმობ._გამეცინა.
-მაგასაც ვნახავთ!_ბიჭს ბოროტულად გაეცინა და აქლემის მეპატრონეებიდან ერთ-ერთს დაუძახა._მისმინე, მეგობარო. როგორმე ის ბიჭი აქლემზე დასვი და პატივისცემა ჩემზე იყოს._კაცს სამი ცალი ორასგინეიანი კუპიურა ჯიბეში ჩაუკუჭა და გვერდით გამიხმო.
-რა ბოროტები ხართ?! ცოდოა!_გვისაყვედურა სალომემ.
-მოიცა,სალომე. ახლა ქორწილის ყველაზე დიდ საჩუქარს ნახავ!_გაეკრიჭა აჰმედი და სეირის საყურებლად მოემზადა.
დაახლოებით თხუთმეტი წუთი ვუყურებდით, როგორ ეჯიკავებოდა აქლემის პატრონი გიორგის. სიხარულიძე საცოდავად დარბოდა წრეზე,დაღლილობისგან და სიმწრისგან ოფლი მოსდიოდა და ისეთი სახე ჰქონდა, სიცილს ძლივს ვიკავებდი.
-დავჯდები,კარგი,დავჯდები შენი აქლემიც და შენი ყველაფერი..._შეიკურთხა გიორგიმ ქართულად და დამჯდარ აქლემზე კომფორტულად მოთავსდა._იცოდე რამდენიმე ფოტოს გადამიღებ და ჩამოვალ.
-მეგობარო,სამი კრუგი, ხომ გახსოვს?_აჰმედმა კაცს არაბულად გასძახა. ისიც ცბიერი ღიმილით დაეთანხმა და აქლემს წკეპლა ავად გადაჰკრა.
ცხოველი რომ უეცრად ფეხზე წამოდგა, გიორგის შიშისგან თვალები კინაღამ გადმოსცვივდა.
-რა ხდება?_იკითხა ფერწასულმა._აჰმედ, ამას უთხარი ეს ოხრობა გააჩეროს.
-ბოდიში, ძმაკაც. თუ ეგვიპტეში ხარ, აქლემზე გასეირნების გარეშე აქედან ვერ წახვალ!_აჰმედმა ეშმაკურად ჩამიკრა თვალი, გიორგის თავი დაუკრა და დაუსტვინა.
-სალომე,თუ დავბრუნდი, გახსოვდეს, რომ ქმარს მოგიკლავ!_გამოგვძახა გიორგიმ,სანამ თვალს მოეფარებოდა და გაუჩინარდა.
დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ ჰორიზონტზე სიხარულიძე გამოჩნდა. კაცმა მშვიდად დასვა აქლემი და გიორგიმაც როგორღაც მოახერხა იქიდან გადმოფოფხებულიყო. ერთიანად გაწურულიყო ოფლში, სახეზე მთლიანად თეთრი იყო და ისე გვიყურებდა მე და აჰმედს, სიამოვნებით გაგვყიდდა მონებად საჰარაში ან რომელიმე სხვა დაუნდობელ ადგილას, ამის საშუალება რომ მისცემოდა.
-გიორგი, ყარხარ!_სიცილი ამიტყდა.
-არ მჯერა, ჩამოსვლამდე სამჯერ ამლოკა._ჩაიბურტყუნა და საკუთარ ტანსაცმელს დაყნოსა, რომელსაც მართლა საზიზღარი სუნი ასდიოდა.
-ეს ხომ იცი რისი სამაგიეროც არის?_დაჟინებით მიაშტერდა აჰმედი მეგობარს.
-მყრალი ცხოველისთვის მაინც არ მილოკვინებია შენი თავი!
-დაიცა, რა გაგიკეთა, მე რომ არ ვიცი?_ჩაერია სალომე.
-მისი ერთ-ერთი ახლო მეგობარი გამაცნო, რომელიც ცოლთან ერთად იყო. ვთხოვე ქართულად რამე ფრაზა მასწავლე, რომ ცოლსაც ესიამოვნოს და ქმარსაც-მეთქი. ამან კიდევ მათქმევინა... დაიცა, როგორ ჟღერდა? „შენზე გავიგე მაგარ ნაშებს ყრისო?!“_აჰმედმა დამტვრეული ქართულით ძლივს მოაბა წინადადებას თავი, რომელიც სიმწრის გამოცდილებამ ღრმად ჩაუბეჭდა თავში.
-ვაიმე, არ მჯერა!_სალომეს სიცილი წასკდა და მეც ამიყოლია.
-ჰო, ეგრე იყო. იმ გოგოს სახე ახლაც არ დამავიწყდება._განაგრძნობდა საწყალი ბიჭი.
-ვიხუმრე, რა მოხდა მერე!_გიორგისაც შეეპარა ტუჩის კუთხეებში ღიმილი.
-არ თქვა, რომ აჩის და ელენეს გაუკეთე!
-ჰო! ელენეს ძლივს დავაჯერეთ, რომ ვიხუმრეთ. ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა._გიორგი გადაბჟირდა.
-ღმერთო, შენ რა კრეტინი ხარ!_მეც მეცინებოდა.
სიცილით რომ გული ვიჯერეთ,მანქანებში გავნაწილდით და ერთმანეთს დილამდე დავემშვიდობეთ. აჰმედმა დღის განთავისუფლება მომთხოვა, რადგან დედამისს სალომეს საშოპინგოდ წაყვანა უნდოდა. საღამო გაგვითავისუფლდა.
გეგმების შეცვლა არ მიყვარდა, ამის გამო საქმე ყოველთვის მეწელებოდა და ყველაფერს იმაზე გვიან ვამთავრებდი, ვიდრე დაგეგმილი იყო. თუმცა, უცნაურად გახარებული სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ საღამოს დაპირებული გიდობის პასუხისმგებლობა უნდა ამეღო საკუთარ თავზე. გიორგისთან დროის გატარების შესაძლებლობა მქონდა და რატომღაც არც სინდისი მაწუხებდა და არც დანაშაულის გრძნობდა. საკუთარი ფიქრები გამახსენდა. გიორგისთან მუშაობას რომ ვიწყებდი, ასე ვთქვი: ხუთი წელი გავიდა იმ ამბიდან, განა რა შეიცვლება-მეთქი. ბევრი რამ შეიცვალა. ყველაფერი თბილისში დაიწყო, კაიროში კი გრძელდებოდა. ბედის ირონიაა...
^ ^ ^
-პოიკო, რა ხდება მანდ? როგორ მიდის საქმეები?ხომ არ ცუღლუტობ?_როგორც კი სასტუმროს ნომრის კარი შევაღე, თაკო ტელეფონიდან ამიკივლდა.
-ვმუშაობ, თაკო, ხომ არ დაგავიწყდა?
-უიმე, მანდაც ისევ ის მჟავე კიტრი ხარ, არაფერი შეცვლილა. რას შვრებიან აჰმედი და სალომე, ჯერ არ დაუწუნებიათ სარძლო სადედამთილ-სამამამთილოს?
-თაკო, ნუ ხარ შენ ბოროტი!_დავუყვავე დას.
-ვიხუმრე! ნუ, ბოროტად, მაგრამ მაინც კარგი იყო. გიორგი, რას შვრება?_მკითხა ღიმილით.
-ვაიმე, გიორგიზე არ დაიჯერებ._კიდევ ერთხელ გამეცინა, როცა გამახსენდა აქლემზე საცოდავად ჩამოკონწიალებული სიხარულიძე._აჰმედმა აქლემზე დაასმევინა ძალით ვიღაც კაცს, ნახევარი საათი აპორწიალეს აქეთ-იქით. მთელი გზა გული ერეოდა.
-მითხარი, რომ გადაიღე!_თაკოს ხმა გაეპარა.
-კი, პატარა ვიდეო გადავიღე, მაგრამ რომ ჩამოვალ მერე გაჩვენებ. ახლა უნდა გავიქცე!
-გამომიგზავნე რააა!_აწუწუნდა ჩემი და.
-ჩამოვალ და გაჩვენებ-მეთქი, ეს იქნება ჩემი საჩუქარიც._ენა გამოვუყავი.
-რა წუწურაქი ხარ,თუ მჯეროდეს._გაოცდა თაკო, მერე კულტურულად გამლანძღა და ყურმილიც დაუმშვიდობებლად დამიკიდა.
რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი მის უსაჩუქროდ დატოვებას, მაგრამ ცოტა ხომ უნდა მეწვალებინა?
თბილი აბაზანა გავამზადე, ყურსასმენები მოვირგე და ცოტა ხანს ყველაფერს მოვწყდი.

^ ^ ^
დაახლოებით ექვსი საათი იყო, გიორგის ნომრის კარზე რომ დავაკაკუნე, ხელში კი გარაზებული და ძარღვებ დაბერილი სიხარულიძე დამხვდა, რომელიც აშკარად არ ელოდა ჩემს იქ ნახვას.
-ხო მშვიდობა გაქვს?
-მაპატიე, დამლაგებელი ქალი მეგონე. მესამედ დამიკაკუნა და ყოველ ჯერზე მეუბნება, ნომერი შემეშალაო..._ჩაიბურდღუნა და დერეფანში მიიხედ-მოიხედა, რომ დარწმუნებულიყო მისი „მტერი“ არსად დაბოგინობდა.
-ვიფიქრე, რაღაცებს გაჩვენებდი. თუ, რა თქმა უნდა, არაფერი გაქვს დაგეგმილი და ისევ გინდა...
-ახლავე ქურთუკს ავიღებ!_წინადადება გამაწყვეტინა, შემოსასვლელში ჩამოკიდებულ ქურთუკს დასტაცა ხელი, საფულეც შარვლის უკანა ჯიბეში მოითავსა და უკან ღიმილიანი გამომყვა.


^ ^ ^
კაიროს მთავარ, თაჰრირის მოედანზე ვსეირნობდით. ხალხი ერთმანეთში ბუზებივით ირეოდა. უჩუმრად მივუყვებოდით ჩემთვის კარგად ნაცნობ, მისთვის კი სრულიად უცნობ ქუჩებს და ღიმილი არ გვშორდებოდა სახიდან. არ ვიცი გიორგის რა აბედნიერებდა ასე. ჩემი განწყობა გადმოედო, თუ უბრალოდ მე დამცინოდა, თუმცა, ფაქტია, დიდხანს ვიყავით ასე,სანამ დუმილი ისევ მან არ დაარღვია.
-რატომ გიყვარს ეს ქალაქი ასე ძალიან?
-აქ ჩემი ცხოვრების საუკეთესო თვეები გავატარე. ყველაზე ლამაზი მოგონებები მოვაგროვე, რომელიც არასდროს დამავიწყდება.
-შენი აქ წამოსვლა მახსოვს. გაცილების წვეულებაზე მოვედი, მინდოდა წარმატებები მესურვებინა,მაგრამ შიგნით აღარ შემოვედი._გამოტყდა გიორგი და თავი ჩაღუნა.
-რას ამბობ,გიორგი. აქამდე რატომ არ მითხარი?_გავოცდი.
-რას შეცვლიდა? მაშინ ძალიან არეულები ვიყავით. საშინლად ვჩხუბობდით ყველაფერზე. არ მინდოდა უარყოფითი ემოციები გაგყოლოდა, ვიცოდი აქ წამოსვლა რამდენად გიხაროდა.
-ეს რომ მცოდნოდა, გნახავდი._ხმა ამითრთოლდა.
-მე რას ვამბობ, შენ კი რას მიერეკები._გაეცინა.
-ამ ქალაქმა ძალიან ბევრი ცუდი რამ დამავიწყა._თხრობა დავიწყე._უცხო იყო ყველა დეტალი, ყველაფერი აბსოლუტურად. ახალ-ახალი რაღაცების ცდას, დაგემოვნებას, ახალი გამოწვევების დაძლევას ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა. თუმცა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყურადღება გადავიტანე.
-ელენე ხშირად ათვალიერებდა ხოლმე შენს „სთორებს“. ნერვები მეშლებოდა, სხვები რომ ლაპარაკობდნენ შენზე, ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს იმ ადგილებზე, სადაც დადიოდი და ვგიჟდებოდი, რომ მე არაფერი ვიცოდი შენს პირადზე.
-ჰო, მგონი შენი დაბლოკვა ყველა სოციალურ ქსელში, ცოტა ბავშვობა იყო._გამეცინა.
-ცოტა ბავშვობა?_გიორგიც ამყვა._ამას ლილეს თაობაც აღარ იკადრებს!
-რას გადაეკიდე ლილეს თაობას?
-რამე ხომ უნდა მეთქვა?_ისევ გაეცინა და შუბლზე ჩამოყრილი თმები უკან გადაიწია.
ისე აღმოვჩნდით ნილოსის პირას, ვერც გავიგე. მდინარე ღამის ლამპიონების ფონზე ბროლისფრად ლივლივებდა. მალევე სპეციფიკური სურნელიც მოჰყვა დინებას და სიამოვნებისგან რამდენიმე წუთით სუნთქვა შემეკრა.
-ესეც შენი ნილოსი..._ჩაილაპარაკა გიორგიმ.
-გინდა გავისეირნოთ?
-როგორ არ მინდა?!
იქაურ ბიჭებს ვთხოვე ნავი მოემზადებინათ. ერთ-ერთი მათგანი ჩვენ გამოგვყვა და რამდენიმე წუთში წყალში შევცურეთ. გრილი სიო უბერავდა, თუმცა, ძალიან სასიამოვნო, არაშემაწუხებელი. გიორგი მონუსხულივით შესცქეროდა აწ უკვე დაპატარავებულ ნაპირებს.
-აქ ნიანგები მართლა არიან?_თითქოს უცბად რაღაც გაახსენდაო და შეშფოთებულმა გამომხედა.
-არ ვიცი, ვცადოთ თუ გინდა, ხელი ჩაყავი!_სიცილი ამიტყდა.
-ჰო, ჯერ აქლემებს ალოკინე ჩემი თავი და ახლა ნიანგის ვახშამიც უნდა ვიყო?_აბუზღუნდა პატარა ბავშვივით.
-ვიხუმრე, ნუ ჩხუბობ!
-რაღაც აღარ მომწონს შენი იუმორი, ჩემი ხელი მოგაკლდა.
-აი, იუმორი მგონი ერთადერთია, რაც არ დამეწუნება!_ხმაში წყენა დამეტყო.
-თაკოს გვერდით სხვანაირი რომ იყო, გამიკვირდება.
-თაკოზე გამახსენდა, არ გეგონოს რომ ყალბი ავტოგრაფის და ჩემი პატიოსნად მოპოვებული სურვილის ამბავი დამავიწყდა._წარბები ეშმაკურად ავათამაშე.
-ადამიანთან მუქარას ახლა ასე ეძახიან?_გაიოცა გიორგიმ.
-შენს ადგილას რომ ვიყო, ბევრს არ ვიტლიკინებდი!
-მე მაპატიეთ!_დანებების ნიშნად ხელები ჰაერში ასწია და თვალი თვალში გამიყარა._აბა, სურვილს არ მეტყვი?
-არა, ჯერჯერობით შევინახავ. რა იცი,რა დროს გამომადგეს._თვალი ეშმაკურად ჩავუკარი.
გაეღიმა. მერე გამეტებით ჩამაშტერდა თვალებში და მოულოდნელად გვერდით გადმომიჯდა. წამებში ამერია მზერა, პულსაცია ამიჩქარდა და საკუთარი გულისცემა ყელში ვიგრძენი.
-მთელი ბავშვობა შენი ცისფერი თვალების მშურდა. ქალაჩუნასავით ვწუწუნებდი, მეც მინდა მაიკოსნაირი თვალებითქო. მერე დედაჩემმა რაღაც მითხრა და დავმშვიდდი.
-რა გითხრა დედაშენმა?
-მაიკოსნაირი თვალის ფერი თქვენს შვილებს ექნებათ,ოღონდ შენ დაოკდიო._გაეცინა.
-ღმერთო ჩემო!_სიცილში ავყევი._ალბათ როგორ მოაბეზრე თავი, რომ ეს გითხრა.
სინამდვილეში გული ამიჩქარდა. ყოველთვის ვოცნებობდი ჩვენს მომავალზე. ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე ჩვენს სახლს, ქორწილს, ჩვენს შვილებს. ვფიქრობდი, როგორები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ჩვენი პატარები. რა ფერსი თვალები ექნებოდათ, ვის დაემსგავსებოდნენ ხასიათით...
-და მაინც, ყველას ეგონა, რომ აუცილებლად დავრჩებოდით ერთად და ზღვისთვალა შვილები გვეყოლებოდა._ბოლო სიტყვები თითქმის ჩურჩულით თქვა, ჩემს არეულ მზერას გადააწყდა და არაფრის თქმა მაცადა და ისევ თვითონ გამომიყვანა ამ უხერხულობიდან._აქ მერამდენედ ხარ?
მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი და გონს მოსვლა ვცადე. მზერა ავარიდე ბიჭს,რომ როგორმე არეული პულსაცია მწყობრში მომეყვანა.
-სხვათა შორის, ნილოსზე ხშირად არ დავდიოდით. არ ვიცი რატომ, მაგრამ სხვა ადგილებში სეირნობა უფრო მომწონდა. აქ თითქოს უმოქმედოდ ვარ, ვზივარ და ველოდები როდის მიმიყვანს ნავი სადღაც.
-ვერ შეეგუები უმოძრაოდ იჯდე და ელოდო, როდის ამოყოფ სადმე თავს, არა?
-ჰო, ასეა. თუმცა, ძალიან ლამაზია ნილოსი._ისევ გამეღიმა. მერე ჩემი პირველი ვიზიტი გამახსენდა და გიორგის მივუტრიალდი._ხურდა გაქვს?
-მაქვს, რა იყო?_გაუკვირდა.
-წამოდი!
ნავის კიდესთან ამოვყავით თავი. უკან მოტივებული, მღვრიე წყალი ნელ ნელა თავის კალაპოტს უბრუნდებოდა. ზურგით დავდექით.
-ასეთი წესია. აქ აუცილებლად უნდა ჩაიფიქრო სურვილი,მონეტა წყალში გადააგდო და ნილოსზე მეორედ დაბრუნებამდე, აუცილებლად აგიხდება.
-იქნებ სულ ვერ ვბრუნდები?_გაბრაზდა გიორგი.
-ერთმა ეგვიპტელმა ასეთი რამ თქვა: თუ, ერთხელ დალევ ნილოსის წყალს, უკან აუცილებლად დაბრუნებიო, ასე რომ აქაურობა მეორედ გამოწერილი გაქვს.
გიორგიმ ჩაიცინა, მერე თვალები დახუჭა, მარჯვენა ხელზე მონეტა დაიდო და რამდენიმე წუთი ასე იდგა გაშეშებული.
-ჩავიფიქრე, გადავაგდო?
-გადააგდე, ოღონდ არ შემობრუნდე.
სიხარულიძემ ისევ დახუჭა თვალები და მონეტა მოისროლა. თვალი გავაყოლე, რამდენჯერმე ჰაერში დატრიალდა, შემდეგ კი ფრიალით ჩაეცა წყალში. ალბათ ბინას ნილოსის ფსკერზე დაიდებდა, სხვა უამრავ ახდენილ და აუხდნელ ოცნებებს შორის. მე კი ინტერესი მკლავდა, რა იყო გიორგის სანუკვარი და ყველაზე სასურველი ოცნება. ოცნება, რომლის გამოც არც ერთხელ გამოუთქვამს პროტესტი და ჩემი მითითებების შესრულებაზეც კი არ დაუწუწუნია მთელი გზა.

^ ^ ^
უკან რომ დავბრუნდით, დროც გასულიყო და საკმაოდაც გრილოდა.
-მადლობა ამ საღამოსთვის, მაიკო. ალბათ შენ რომ არა, ასეთ სიამოვნებას ვერ მივიღებდი, ვერ შევიგრძნობდი ყველა დეტალს._მითხრა გიორგიმ სასტუმროს უკანა გზაზე.
-სამადლობელი არაფერია, ეს მეც მსიამოვნებს._ვუთხარი გულწრფელად.
-აქაურობის ნაწილი ხარ, არა?
-ჩემთვის კი ყველაზე ძვირფასი მოგონებებია. ყველაფრის ნაწილი ვარ, რასთან ან ვისთანაც მოგონებები მაქვს.
-ჩემთან დაკავშირებით თუ შეგრჩა მოგონებები?_მომეჩვენა, თითქოს ხმა უკანკალებდა.
-ამას როგორ მეკითხები, გიორგი. _ნაწყენს საწყლად გამეღიმა და თავი დავხარე, რომ როგორმე ჩემი გამომეტყველება დამემალა.
-რა ვიცი. ისე ყველაფერი ისე უცბად გაქრა, უკვე მეეჭვება ჩემთან დაკავშირებული მოგონებები კარგად გახსენდებოდეს.
-მგონი, ისეთი ცუდი ადამიანი არ უნდა ვიყო, ყველაფერი კარგი წამებში მავიწყდებოდეს.
-ყველაფერს დაგაბრალებ, მაგრამ ცუდ ადამიანობას — ვერა. _გაეცინა და ხელი წვერზე ჩამოისვა.
ქარმა უსიამოვნოდ დაუბერა, ტანში გამაჟრიალა.
ძალიან ცუდი თვისება მქონდა. სულ ოდნავ მაინც რომ შემციებოდა, მაშინვე მეყინებოდა ხელები და ხელთათმანის გარეშე ვერაფრით ვთბებოდი. კაირო კი ამას ვერ მპატიობდა. ღამის ქარი ყველაზე სუსხიანი იყო აქ და იმ დღეს, ზუსტად ამ მომენტში შემახსენა ამინდმა, რომ მიუხედავად ერთწლიანი სტაჟისა, აქაური ჰავა ჯერაც ვერ შემესწავლა კარგად. მოგონებები ისევ წამოტივტივდა. საკმარისი იყო ადრე დამეწუწუნა, ან წამომცდენოდა, ხელები გამეყინა-მეთქი, გიორგი მაშინვე ჩამავლებდა ხელს,მოიქცევდა თავის ლამაზ თითებს შორის და იქამდე მეფერებოდა, სანამ სითბო სასიამოვნოდ არ დამივლიდა ტანში. ადრე იყო ასე... ახლა? ახლა ყოველ ზამთარს ჩანთაში ორი წყვილი ხელთათმანი მედო.
სანამ ფიქრებმა შორს წამიღო, ხელები გაუაზრებლად გავუსვი ერთმანეთს. არ გამორჩენია, შემომხედა და მშვიდი ტონით მითხრა:
-შეგცივდა შენ.
-ხო,ცოტა შემცივდა.
გაყინული ხელები ქურთუკის ჯიბეში ჩავიწყვე და გუნებაწამხდარი წინ წავედი. უკნიდან გიორგის დაბნეული ნაბიჯების ხმა მესმოდა. სასტუმრომდე ჩუმად გავლიეთ გზა. თუმცა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა გაყინული ხელები და ჩვენ შორის ჩამოვარდნილი სიჩუმე არ მაღიზიანებდა.


^ ^ ^
მეორე დილით აჰმედმა დამირეკა და მითხრა, რომ მისი ოჯახი სადილზე გვეპატიჟებოდა. გუშინდელი საღამოს მერე ამის განწყობა დიდად არ მქონდა, თუმცა, სიძე ისეთი აღტყინებული იყო ამ ყველაფრით, უარის თქმა უზრდელობა და სულ მცირე, უპატივცემულობა იქნებოდა. ვიცოდი, მოწვევას გიორგიც აუცილებლად მიიღებდა. ამიტომ შედარებით ხალისიანად გავემზადე საღამოსთვის და წასვლამდე დარჩენილი დღეების გეგმა გავწერე.
მანქანაში ჩავსხედით თუ არა, გიორგი მაშინვე მომიტრიალდა.
-იქიდან რომ წამოვალთ, შენთვის რაღაცის თქმა მინდა. გავისეირნოთ, კარგი?
-ხო მშვიდობაა?_უცბად შევშინდი.
-ნუ დაიძაბე, მშვიდობაა._გაეცინა გიორგის.
-ხომ იცი, ვერ ვიტან რომ მაინტრიგებენ.
-ზუსტად მაგიტომ დაგაინტრიგე._თვალი ჩამიკრა და ისევ ფანჯრისკენ მიბრუნდა, თან ისე ბუნებრივად, რომ შეპასუხების შანსიც კი წამართვა.
კარი აჰმედმა გაგვიღო. შიგნით შეგვიპატიჟა და რიგრიგობით გაგვაცნო თავისი დიდი ოჯახის ყველა წევრი. საოცრად თბილი და საყვარელი ოჯახი ჰყავდა. სალომეს თავს დაჰფოფინებდნენ და გაშინაურებული გოგოც უკვე აღარ მორცხვობდა. ლაპარაკით რომ ვიჯერეთ გული, აჰმედის დედამ ფართოდ გაშლილ სუფრასთან მიგვიპატიჟა.
-ეს წვნიანი აუცილებლად უნდა ჭამო. ტრდიციული და მათი საუკეთესო კერძია. თუ არ შეჭამ, იფიქრებენ რომ პატივს არ სცემ._მაგიდაზე ეგვიპტელების ერთ-ერთი ტრადიციული კერძი რომ დავინახე, გართობა გადავწყვიტე და წვნიანი გიორგის გადავუღე თეფშზე.
მულუხია ეგვიპტელების ერთ-ერთი საუკეთესო საჭმელია.იმავე სახელობის მცენარისგან მზადდება, რომელსაც სპეციფიკური გემო და სურნელი აქვს, ამიტომ ყველას არ მოსწონს. იქიდან გამომდინარე, რომ გიორგის გემოვნება ზეპირად ვიცოდი და ისიც მახსოვს, როგორ ეზიზღებოდა სიხარულიძეს მთელი ბავშვობა წვნიანები, დარწმუნებული ვიყავი, რომ მწვანე ფერის ეგვიპტური სუფი მასში აღფრთოვანებას ნამდვილად ვერ გამოიწვევდა.
-ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამის ჭამა არ მინდა. _გიორგიმ ამრეზით შეხედა წვნიანს, რომელიც თეფშიდან მართლა არასასიამოვნოდ იცქირებოდა.
-მეც ბევრი რამე არ მინდა, მაგრამ ჩემი სიჯიუტით ხალხის კულტურას შეურაცხყოფას არ ვაყენებ. _მხრები უდარდელად ავიჩეჩე და წვნიანის პირველი ლუკმა დავაგემოვნე.
-ლორწოვანია, არასასიამოვნო სუნი აქვს და იწელება. არ მინდა! _პატარა ბავშვივით წაიბუტბუტა გიორგიმ და ლამის გამეცინა, როცა დავინახე როგორ გადმოწურა კოვზიდან მწვანე სითხე.
-რამდენიმე ლუკმა მაინც უნდა ჭამო._შეუვალი ვიყავი.
-რას გაიგებენ, რომ არ ვჭამე?
-ყველა შენ გიყურებს, რას ქვია რას გაიგებენ!
წარბშეკრულმა გამომხედა, ერთი დარდიანად ამოიოხრა და წვნინის ლუკმა ისეთი სახით ჩაიდო პირში, სიცილი ძლივს შევიკავე. კიდევ უფრო გამიჭირდა თავის შეკავება, გიორგის ეკალმა რომ დააყარა და ცივმა ოფლმა დაასხა შუბლზე.
-მაიკო, ეს რა არის.. აღარ მინდა.
-რამდენიმე ლუკმა კიდევ, მიდი!
-არა, აღარ შემიძლია. ცუდად გავხდები._დავინახე, როგორ გააჟრჟოლა და ტუჩზე ვიკბინე, რომ როგორმე სიცილი შემეკავებინა.
-აბა გიორგი, მოგეწონა მულუხია? _მოულოდნელად თავს აჰმედი დაგვადგა, რომელსაც შეემჩნია, როგორ ჭამდა ბიჭი წვნიანს.
-სიმართლე რომ გითხრა, არ მომეწონა, მაგრამ თქვენს ტრადიციებს დიდ პატივს ვცემ!_თავის მართლება სხვანაირად სცადა.
-თუ არ მოგეწონა, რატომ ჭამდი? სხვა რაღაცები გასინჯე! _გაეცინა გაკვირვებულ აჰმედს.
-აბა კულტურის შეურაცხ... _ამოიბუტბუტა გიორგიმ, მაგრამ ჩემი ფხუკუნის გაგებისას ისეთი სახით გამომხედა, მეგონა ბრაზისგან შუაზე გასკდებოდა.
-შენ არ იცი, პროსტა ამის გამო რამოგივა. _გამოსცრა კბილებში და წვნიანის ჯამი გაბრაზებულმა გადადო იქით.


^ ^ ^
-ლიფტის სამაგიერო იყოს, შეგერგოს მულუხია!_სიცილ-სიცილით მივუყვებოდით სასტუმრომდე მისასვლელ გზას.
-იცი როგორ გადარჩი, რომ ზედ არ დაგარწყიე?
-ფუუუ, გიორგი!
-რა ფუუ, გოგო, კინაღამ გული შემიწუხდა._გაეცინა ბიჭს.
-არადა, თუ დაუმუღამებ, ძალიან გემრიელია.
-შეგერგოს, სულ შენთვის დამითმია._გიორგიმ ხელები გაასავსავა. მერე ტონი დაუსერიოზულდა და მოულოდნელად გაჩერდა,ჩაეცინა. ხიდზე ვიყავით გაჩერებულები. პარკებითა და სხვადასხვა პაკეტებით დახუნძლული ხალხი სახლებში მიიჩქაროდა. სასიამოვნო სანახავი იყო წინასაახალწლო კაირო. მიუხედავად იმისა, რომ აქ ახალ წელს იმხელა მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, როგორც ჩვენთან, მორთულ ქალაქს მაინც დასტყობოდა მოუსვენრობა.
-ახალ წელს არ აღნიშნავენ?¬_გიორგი ფიქრებს მიმიხვდა.
-ისე არა, როგორც ჩვენ, მაგრამ მაინც იგრძნობა საახალწლო განწყობა, არა?
-რა ვიცი, იგრძნობა?_ხალხი დაკვირვებით შეათვალიერა სიხარულიძემ.
-ნახე როგორ ფუსფუსებენ. ყველას სადღაც მიეჩქარება. ზოგს საახალწლო საჩუქრებიც მიაქვს სახლში, იღიმიან. საახალწლო განწყობაა, აბა რა არის?
-მე ამ ხალხს არ ვიცნობ, ალბათ შენ უკეთ გესმის მათი._გამიღიმა და ოდნავ წინ წავიდა.
არეული იყო. მოსვენება დაეკარგა თითქოს. მიუხედავად იმისა, რომ წლებია მასთან გულწრფელად, დილიდან დაღამებამდე არ მილაპარაკია, ჩემთვის მისი უცნაური სიზმრები არ მოუყოლია და გასკდომამდე არ გვიცინია ერთად, ჯერაც შემეძლო მისი ხასიათი გამომეცნო. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მომდგარი სიტყვები ყელში ეჩხირებოდა. ძალიან შემეშინდა. არ მინდოდა ისევ იმ ღამეზე დაეწყო ლაპარაკი. ისევ აეშალა ჩემი საშინელი მოგონებები,მაშინ, როცა ამ დღეებმა მათი მიჩქმალვა გულის რომელიღაც ყრუ კუნჭულებში შეძლეს. ძალიან მეშინოდა, რომ კიდევ ერთხელ შეეხებოდა მტკივან იარებს და ვეღარ გავძლებდი. წლების ნაგროვებ თავმოყვარეობას წამებში დავთმობდი, გავტყდებოდი და ყველაფერს ვეტყოდი,რასაც ვფიქრობდი. მერე კი, მერე არ ვიცი რა მოხდებოდა. როგორც ელენე და თაკო ამბობდნენ, უბრალო მეგობრობას გავაგრძელებდით, თუ, როგორც მე ვვარაუდობდი ერთმანეთის სირცხვილი ერთ ოთახში ყოფნის საშუალებასაც არ მოგვცემდა?
-როგორ შეეგუე?_მკითხა მოულოდნელად.
-რაზე მეუბნები?_მისმა გამომეტყველებამ უარესად დამაბნია და ვერ მივუხვდი.
-ჩვენ ხომ ბავშვობიდან ერთად ვიყავით,მაიკო. ასე მოულოდნელად შენი ცხოვრებიდან გამაქრე. იმას შევეგუე, რომ ამის მიზეზს ვერასდროს გავიგებ. უბრალოდ, ის მინდა ვიცოდე, როგორ ახერხებ,რომ ჩემი დანახვისას გული არ გიჩქარდება. ჩემთან ჩახუტების სურვილი არ გიჩნდება.. როგორ ახერხებ, რომ ეს გაუთავებელი ჩხუბი მაზოხისტურად არ გსიამოვნებს და როგორ გგონია, რომ მართლა ვერ გიტან. თავს როგორ აკონტროლებ?_მოულოდნელად ზურგი მაქცია და ხიდიდან მოლიპლიპე ნილოსს გადახედა, რომელიც ჩვენს სხეულებს ირეკლავდა და ჩუმად დაგვცინოდა.
-გიორგი..._შოკისგან ხმა ჩამიწყდა.
-ყოველ ჯერზე ვცდილობ, უკანასკნელ შანსებს ვებღაუჭები... იქ ვჩნდები, სადაც შენ ხარ, როცა გარბიხარ უკან მოგდევ,მაგრამ ვიღლები. შენი დამოკიდებულება, პესიმიზმი... ეს ყველაფერი მაგიჟებს,მაიკო._სუნთქვა გაუძნელდა თითქოს, ჩემკენ მოტრიალდა და აწყლიანებული თვალები მომანათა._ჩემთვის ასეთი მაიკო უცხოა, ბავშვობიდან ისეთი ლაღი იყავი, ისეთი სხვანაირი... ახლა ვერ გამიგია, ვერ გამიგია რა უნდა გავაკეთო... როგორ უნდა ვეცადო, რომ ჩემი მაიკო დავიბრუნო. ამის შანსი მაქვს?
დამეფიცება, იმ წამს სუნთქვა შემეკრა.
-გიორგი,ამ საუბარს საერთოდ არ ველოდი, მე არ ვიცი ახლა რა უნდა გითხრა...
ჩაეცინა, მდუმარედ დამიკრა თავი. შემდეგ ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო და მომიახლოვდა. პირი გამიშრა კოლოფს რომ შევხედე.
-ნუ დაკარგე ფერი, ბეჭედი არ არის._გიორგის სიცილი აუტყდა და იმ წამს გულიდან უზარმაზარი ლოდი მომეხსნა.
კოლოფი გახსნა, იქიდან ღია ვარდისფერთვლიანი კულონი ამოაძვრინა და ხელის გულზე დაიდო. გავშეშდი. გიორგის ხელებში მამაჩემის ნაჩუქარი ყელსაბამი იდო, რომელიც მეთხუთმეტე დაბადების დღეზე მისახსოვრეს და რომელიც წლების წინ სადღაც დავკარგე. არ ვიცი, გიორგიმ ამის შესახებ საიდან გაიგო და რა ახსოვდა,მაგრამ მთელმა სამეგობრომ იცოდა, როგორ განვიცადე მისი დაკარგვა.
მეგონა ემოციებისგან გავსკდებოდი. ცრემლები თვალის ჯებირებზე მეკიდა, თუმცა ჯიუტად არ ვაძლევდი იქიდან გამოსვლის საშუალებას. მომეჩვენა,რომ გული საერთოდ აღარ მიცემდა.
-ეს კულონი... მეგონა, რომ დავკარგე._საცოდავად ამოვიხავლე.
-დაკარგე კიდეც. შარშან ვნახე ერთ-ერთ მაღაზიაში და არ ვიცი რატომ, მაგრამ ვიყიდე. გამყიდველმა მითხრა ამჟამად ასეთი მხოლოდ რამდენიმეღაა დარჩენილიო. არ მინდოდა ვინმეს დაესწრო..._მშვიდად ლაპარაკობდა. ისე, რომ კულონისთვის თვალი არ მოუცილებია. _დიდი ხანი ვფიქრობდი, მომეცა თუ არა, მაგრამ მახსოვს როგორ გიყვარდა და... მოკლედ, ბევრს ვბოდავ. დამდეგს გილოცავ, მაიკო._გამიღიმა, კულონი მარჯვენა ხელში ჩამიდო და მშვიდი ნაბიჯებით გაუყვა ხიდს.
გაშეშებული, ჯერ კიდევ ხელში მოთავსებულ კულონს დავცქეროდი მისი ხმა რომ წამომეწია.
-არ მოდიხარ?
მექანიკურად მივყევი უკან. გახსენებაც კი არ მინდოდა იმ წამს ჩემს გულში რა ხდებოდა. მძიმე ნაბიჯებით მივუყვებოდი გიორგის გაკვალულ გზას და ჯიუტად მინდოდა მეთქვა, რომ ვერ შევძელი. ჩემი ცხოვრებიდან მის გაქრობას ვერ შევეგუე. ვერც ის მოვახერხე, რომ მის დანახვაზე გული არ ამჩქარებოდა. ვერც მისი გადაყვარება შევძელი.
ვერც ამ ყველაფრის თქმა შევძელი.
თუმცა, იცოდა. მხოლოდ ნილოსმა იცოდა ყველა ჩემი საიდუმლო...



^ ^ ^
იმ ლამაზი საღამოს შემდეგ, ყველაფერი აირია. თავიდან ბოლომდე საქმეში გადავეშვით. მე სალომეს და მის დედამთილს დავყვებოდი. ვარჩევდი სხვადსხვა ნაჭრებსა და ტანსაცმელს. ვხელმძღვანელობდი ქართველი მზარეულების გუნდს, რომლებიც ეგვიპტურ-ქართული სუფრისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. ზოჯერ, სასაცილოდ წაკიდებულ სალომესა და მის დედამთილსაც ვაშველებდი, რომლებიც რატომღაც სუფრის ფერზე ვერ ჯერდებოდნენ და იმის გამოცდილებაც მივიღე, რომ პატარძალს არასდროს უნდა მოაწევინო ჰაშიში მისი საქმროს ოჯახის თვალწინ.
გიორგი აჰმედს ეხმარებოდა. დაჰყვებოდა ყველგან და ისე გამოვიდა, რომ ბოლო ორი დღე ერთმანეთი არც კი გვინახავს. მეჩვენებოდა, რომ თავს მარიდებდა. ყველა მომენტს, სადაც ერთმანეთს წესით რომანტიკულად უნდა შევხვედროდით, ოსტატურად აარიდა თავი.
ცხოვრებაში პირველად არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. ჩემი გრძნობები, ემოციები, ფიქრები ყველაფერი ერთმანეთში აბლანდულიყო და ერთადერთი გამოსავალი ამ არეულობიდან თავი დამეღწია, ისევ ჩემი სამსახური იყო.
ეგვიპტური საქორწილო ცერემონია ახლოვდებოდა. პირველად, ჩემი ოცდახუთწლიანი ცხოვრების განმავლობაში, ახალ წელს ვმუშაობდი და თანაც სხვა ქვეყანაში, ჩემი მეგობრებისა და ოჯახის გარეშე.
მაშინ, როცა ჩემთვის ყველაზე მაგიური დღესასწაული დგებოდა, ოცდათერთმეტ დეკემბერს საღამომდე ვიმუშავე. თუმცა, ზუსტად ის შედეგი მივიღე, რაც მჭირდებოდა. მართალია მთავარი ცერემონია ჯერ კიდევ წინ იყო, თუმცა, თვალებანთებული პატარძლის და ამაყი სიძის ყურება მაინც ერთი დიდი სიამოვნება აღმოჩნდა ჩემთვის. ლამის მეც გადმომვარდნონდა კურცხალი თვალებიდან,ვიდექი გაშეშებული და სიამაყის გრძნობა თავხედურად მიღიტინებდა ცხვირში. ვერ გავიგე, როგორ მომეპარა ორი დღის უნახავი და თურმე ძალიან მონატრებული გიორგი.
-ამას გულისხმობდი, ჩემი საქმე მაბედნიერებსო, არა?
-ასე მეტყობა?
-ყურებამდე იღიმი._თვითონაც გამიღიმა. -ნეტავ არ უჭირთ ერთმანეთის კულტურის მიღება? არ გიფიქრია მაგაზე?_მკითხა უეცრად და მომღიმარ სალომესა და აჰმედზე მიმანიშნა.
-ზედმეტად ჭკვიანი მეგონე მაგ კითხვისთვის, გიორგი._ხუმრობა ვცადე.
- ეგ კომპლიმენტია?
- რა ბზიკმა გიკბინა?_მისმა უხეშობამ გამაკვირვა.
- ნუ გიკვირს, რომ შენს სწერვობას შეიძლება პასუხი მოჰყვეს, მაიკო!_მიპასუხა მშვიდად.
-ეს უაზრო ლაპარაკი მე არ დამიწყია!_გავრაზდი.
-რატომაა უაზრო? სრულიად ლოგიკური კითხვა დაგისვი. ჩემი აზრით, თანახოვრებაში მაინც ბევრი პრობლემა იჩენს თავს. აჰმედი მუსლიმია, სალომე– ქრისტიანი.
- მაგიტომაა სიყვარული საინტერესო. წინაღობა ბევრია, მაგრამ ამასთან ბრძოლის სურვილი და ძალა ყოველთვის გაქვს.
- შენ გჯერა ასეთი სიყვარულია?_ამჯერად სრულიად სერიოზული, ჩაფიქრებული სახით მკითხა.
- ვერ წარმოიდგენ, ეგ შენი ირონია ახლა რამდენად მეთავხედება._გულწრფელად გავოცდი.
- არადა, ირონია არაფერ შუაში არ არის, ვფიქრობ ზუსტად ადგილას მოვარტყი.
-წეღან არ მითხარი, ნუ მესწერვებიო?! ასე უხეშად რატომ მელაპარაკები?_ავფეთქდი და წამოვიყვირე.
სიმწრის სიცილი აუტყდა უცბად, სახე იმდენად შეეშალა, რომ კინაღამ შამპანურის ჭიქა შემოატყდა ხელში.
-დავიღალე, გესმის?_არც თვითონ დაუკლია ყვირილი._მართლა დავიღალე. შენი კეთილი განწყობა მოწყალებასავითაა ჩემთვის. ერთ დღეს შეგეცოდები და გადმომიგდებ, მეორე წამს შენში ბოროტი მე იღვიძებს და გადაწყვეტ, რომ იმ დღეს ცუდი ბიჭი ვიყავი და ძვალს არ ვიმსახურებ. ეს მე ვარ ყოველთვის მარიონეტი, რომელიც ვერასდროს იღებს პასუხებს თავის კითხვებზე.რომლის გულწრფელი აღიარება, სიყვარულის ახსნა, პატიების თხოვნა,რომელიც რეალურად საერთოდ არ დამიმსახურებია, ფეხებზე გკიდია! რომელიც ხუთი წელი უნდა ელოდოს მაიკოს გადაწყვეტილებას, ჩამთვლის თუ არა ადამიანად, ან მექნება, თუ არა მეგობრებთან ერთად ყოფნის უფლება... უბრალოდ, ჯანდაბა... არ ვიცი, ახლა რატომ იფეთქა ამ ყველაფერმა, დავიღალე და მართლა არ ვიცი რატომ მქონდა რამის იმედი. უბრალოდ, მეგონა, ამდენი წლის მერე ისევ თუ ვიქნებოდით ერთად შენში რამეში შეიცვლებოდა, თუმცა, ისევ ის ეგოისტი გოგო ხარ, რომლის სურვილიც ყველასთვის კანონია.
გიორგის სიმწრით დაბერილი ძარღვები ლამის დაუსკდა. ყვირილს რომ მორჩა, შამპანურის ჭიქა უხეშად დადო მაგიდაზე. აჰმედთან მივიდა,ყურში რაღაც უჩურჩულა, შემდეგ სტუმრებს დაემშვიდობა და ზედაც აღარ შემოუხედავს ჩემთვის ისე დატოვა იქაურობა. მე კი ერთიანად დაბუჟებული, გაყინული შემატოვა აჰმედის მოხუც მამიდას, რომელიც აქტიურად მელაპარაკებოდა თავის რძალზე და რატომღაც ვერ ხვდებოდა, რომ წუთი წუთზე გონებას დავკარგავდი.

^ ^ ^
წვეულებიდან წამოსული ჩაფიქრებული და ემოციურად გათიშული სასტუმრომდე გზას ფეხით მივუყვებოდი.
რამდენიმე წამით საკუთარი თავის მიმართ ზიზღი ვიგრძენი. შეიძლება გიორგი ჩემ წინაშე დამნაშავე იყო,თუმცა, იმ წამს როცა გამწარებულმა ყველაფერი პირში მომახალა, გავიაზრე, რომ ხუთი წლის განმავლობაში მეც ძალიან ბევრ რაღაცაში ვტყუოდი. ამდენი ხანი ვფიქრობდი, რომ მე და გიორგის არასოდეს გვიგვრძნია დისკომოფრტი საერთო სამეგობრო წრეში, თუმცა, მერე ყველა მოგონებამ ერთად იჩინა თავი. გამახსენდა, რამდენჯერ გამოკლებია გიორგი ჩვენს თავყრილობებს. რამდენჯერ გამოუტოვებია დღესასწაულები, ოჯახური და მეგობრული შეკრებები. რამდენჯერ უთქვამს უარი ყველაფერზე, მხოლოდ იმიტომ რომ მე მინდოდა ასე. ალბათ, რამდენჯერ შემირცხვენია ყველას წინაშე ჩემი უხეში პასუხებით ან ვერშეკავებული აგრესიით. რამდენჯერ ჩამიყენებია უხერხულ მდგომარეობაში მხოლოდ იმიტომ, რომ მე ჩემს სიამაყეს ვერ გადავხტი და თავის დროზე მასთან ყველაფერი არ გავარკვიე.
ალბათ, მეც ვტყუოდი, არა? ალბათ, სჯობდა ერთხელ და სამუდამოდ მელაპარაკა მასთან. მომესმინა მისი ახსნა-განმარტება, მისი პატიება და დამესრულებინა დრამა, რომელიც ამდენი წელი ორივეს შიგნიდან გვჭამდა.
შემეშინდა.
სანამ ჩაფიქრებულმა ჩამოვიტოვე ხიდი და გზა გადავკვეთე, ვერ შევნიშნე როგორ შევუერთდი ერთ-ერთ მთავარ ქუჩას. ჩემს წინ ექვსი ოციოდე წლის ახალგაზრდა მიდიოდა, რომლებიც უცნაურად არეულები მიუყვებოდნენ გზას და დამეფიცება, წამით მეგონა ჭკუიდან შევიშალე, როცა ერთ-ერთისგან ქართულ გინებას მოვკარი ყური.
-ზვიად, ნუ იგინები, იდიოტო!_უსაყვედურა ერთ-ერთმა გოგომ.
-მოიცა რა, ახლა ამათმაც არ გაიგონ!_გაეცინა ბიჭს._მე თუ არ მესმის ამათი დიალექტი, არ შეიძლება ქართულად მაინც ვიგინო?
-მაინც ვერ გავიგე, რატომ დამცინეს ბანკში._ჩხუბობდა ერთ-ერთი გოგო.
-შენი დამტვრეული არაბული არავის ესმის, კრეტინო!
-კრეტინს ნუ მეძახი,თორემ ღამე ყურში მარილს ჩაგაყრი!
-ხვალ ახალი წელია, ნეტავ ჩვენი მშობლები რას შვრებიან?_ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა და უჩუმრად მოიწმინდა თვალიდან ცრემლი.
-ეშმაკს სულს მივყიდდი, ოღონდ გოზინაყი მეჭიროს ახლა ხელში.
-რეალურზე მაინც იოცნებე,ბუბუ, გოზინაყს ვინ დაგიხატავს კაიროში შუა ღამისას?
-ბექა მენატრება!_დაიწუწუნა ერთ-ერთმა.
-ამან ხო შეგვჭამა რააა!
-აბა თქვენ გყავდეთ შეყვარებული თბილისში, საზიზღრებო!_აწიკვინდა გოგო.
-ახალ წელს რა უნდა ვქნათ?_კითხულობდა ბიჭი.
-ამ თვის ფული სულ დავხარჯეთ, დარჩენილი პროდუქტებით რამე გავაკეთოთ და ერთად შევხვდეთ._ნაღვლიანად აიწურა მხრები იმ გოგომ მთელი გზის განმავლობაში სიტყვა რომ არ უთქვამს.
გული მომეწურა. საკუთარი თავი გამახსენდა. მე და ჩემი მეგობრებიც ასე დავხეტიალობდით ქუჩა-ქუჩა. მონატრებულ ოჯახსა და მეგობრებზე ვწუწუნებდით. შეიძლება მეც ასე ნაღვლიანად ვფიქრობდი გიორგიზე, როგორც ის გოგო, ახლა მონატრებისგან რომ ეტირებოდა. ხო, შეიძლება ჩემთან საქმე სხვანაირად იყო, მაგრამ ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია.
ჯიბიდან საფულე ამოვიღე, შიგნით მოთავსებული მთლიანი თანხა ხელში მოვიქციე და ოდნავ წინ წასულებს მალევე წამოვეწიე. ის ბიჭი შემოვატრიალე წეღან გოზინაყს რომ ნატრულობდა.
-აქ მისამართი წერია, ხვალ შუადღეს ამ ადგილას მიდით და უთხარით, რომ მაიკომ გამოგგზავნათ. თქვენი ოჯახი და შენი ბექა არ ვიცი რამდენად გამოვა, მაგრამ ქართულ საჭმელებს აუცილებლად გაჭმევენ. შენ კი,_ახლა მეორე გოგოს ჩავჭიდე ხელი, რომელსაც შოკისგან ყბა ჩამოვარდნოდა._ამ ფულით ბევრი პროდუქტი იყიდე და რომ შეჭამთ, ჩემი სადღეგრძელო არ დაგავიწყდეთ!
-ახლა გამოვ*ლევდები!_სულ უკან მდგომმა ტატუებიანმა ბიჭმა თავი ვეღარ შეიკავა.
-დამდეგს გილოცავთ,ბავშვებო._ჩავილაპარაკე ღიმილით და იქაურობას სწრაფად გავეცალე.
გული წამებში გამითბა. ალბათ რა უცნაური იყო ვიღაცის პირადი სასწაულობა. ახალი წელი ხომ ჯადოსნურობით იყო სავსე?! ეს ის მაგიური წამები იყო, ყველა უარყოფითი რომ ძველი წელის მიღმა უნდა დატოვო და ახალი, სუფთა მომავალი შენივე ხელებით დაწერო.
ალბათ, იმ ღამეს გაბედნიერებულმა ბავშვებმა ბევრჯერ გაიხსენეს ეს მომენტი და უამრავჯერ შეეპარათ ეჭვი მის რეალურობაში.
მე კი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ბედია. შემთხვევით არაფერი ხდება. უბრალოდ უნდა იწამო.
გადავწყვიტე.
ექვსმა გზააბნეულმა ქართველმა ბავშვმა მიმახვედრა, რომ არასდროს არ იცი წინ რა გელის.
ის კარი, რომლის გაღების ყველაზე მეტად მეშინოდა, ჯერ ფართოდ უნდა გამეხსნა, შემდეგ კი ისე დამეკეტა, რომ მისი გასაღები ამ ქვეყნად ვერავის ვეღარ ეპოვა.
ახალ წელს გილოცავთ.
სუფთა ფურცლებისა და ოცნებების ასრულებისა იყოს!


^ ^ ^
-დედას ვფიცავარ, ვერაფერი ვერ გავიგე რას ბოდავ!_ჩხუბობდა თაკო, როცა საქართველოში დაბრუნებულმა ყველაფერი დეტალებში ვუამბე.
-რა ვერ გაიგე?
-ანუ, გიორგი ისევ გიყვარს?
-თაკო, გიორგი რომ არც არასდროს დამვიწყებია, შენც კარგად იცი.
-პოიკო, ნორმალურად ამიხსენი რა! უნდა შურიგდე?_თაკომ ლამის ამოიტირა.
-კაიროში იმდენი რამ მოხდა, ახლა არაფერი არ ვიცი. მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული, რომ გიორგის უნდა დაველაპარაკო. ყველაფერი მოვუყვე და მერე რაც იქნება, იქნება.
-რა ჯანდაბა მოხდა კაიროში?_გაოცდა თაკო._ამდენი წელია ამას გეჩიჩინები და ერთ კვირაში რა შეიცვალა?
-არ ვიცი. იქ ყველაფერი მეტისმეტად მარტივი იყო._ჩამეცინა.
-არადა, მართლა მგონია, რომ ვიღაცამ ჯადო გაგიკეთა._აგრძელებდა თაკო.
-ნუ ბოდავ, თაკო. ჯადო არა იხვი.
-სადაც ხუთი წელია იმას იმეორებ, გიორგიმ იმიტომ მიღალატა, რომ მშვილდოსანიაო, ჯადო არსებობდეს, რა გასაკვირია?
-ნუ წიკვინებ და მომაფიქრებინე გიორგის როგორ დაველაპარაკო.
-ზეგ ხომ ზურას დაბადების დღეა? გუშინ წერდა საერთო ჩათში ყაზბეგში წავიდეთ თამროსთანო, ხოდა იქ დაელაპარაკე. იმხელა სახლში იპოვით იმედია განსამარტოვებელ ადგილს.
-ეგ კარგი იდეაა, მართალი ხარ!_თვალები გამინათდა.
-საერთოდ არ გელაპარაკება?
-გაფრენამდე არ დამლაპარაკებია, თვითმფრინავში ღორივით ეძინა._მხრები ავიჩეჩე.
-ხო, მაგას ფრენისას ქათამივით რომ სწყდება თავი, ეგ სულ დამავიწყდა._ჩემს დას სიცილი აუტყდა.
-შეგიძლია საჩუქრები გახსნა, იმ პატარა ჩემოდანში დევს.
თაკო კივილით ეცა ჩანთას და დაახლოებით ოცდაათ წამში ყველა საჩუქარს შემოაცალა შეფუთვა.
-დედას ვფიცავარ,ჩვეულებრივი მონიკა გელერი ხარ._ვუთხარი გაოგნებულმა და სააბაზანოში შევიკეტე, რომ ცოტა ხანს საკუთარი თავისთვის განტვირთვა მომეწყო.
^ ^ ^
ხუთი იანვრის დილას მე და თაკო სახლის ეზოში სკამებზე ვისხედით და ზუკას ველოდით, რომელსაც მანქანით უნდა გამოევლო. თაკოს მოთმინების ფიალა ეწურებოდა და უკვე ისე წუწუნებდა, ეჭვი მქონდა, რომ ზურას ვერც საკუთარი დაბადების დღე უშველიდა. ბოლოს, როგორც იქნა კართან ლექსუსის ჯიპი გაჩერდა და იქიდან მომღიმარი იუბილარი გადმოვიდა.
-აბა, ოქროებო, გილოცავთ ჩემს დაბადების დღეს!
-ავადმყოფი ნარცისი!_ჩაიდუდღუნა თაკომ და ჩანთებს მოჰკიდა ხელი.
-დაბადების დღეს გილოცავ,ზურიკო!ბედნიერებას,წარმატებას და დაჭკვიანებას გისურვებ!_ჩავეხუტე იუბილარს.
-მადლობა,მაკჩო,მაგრამ უკანასკნელს ვერ დაგპირდები!_გამეკრიჭა ბიჭი.
-გილოცავ, ზურაბ. გისურვებ მომავალში ასეთი ლუზერი აღარ იყო!_თაკო მხიარულად მიეჭრა მახარაძეს და თბილად ჩაეხუტა.
-გაიზარდე დიდი გოგო, პირდაპირი მნიშვნელობით ოღონდ. ხო ხედავ, ძლივს მწვდები!_ზურამ მაინც უკბინა ისედაც გაბრაზებულ თაკოს და აქ მივხვდი ყაზბეგამდე მშვიდობიანი მგზავრობა არ მეღირსებოდა.
-ღმერთს მადლობა გადაუხადე, რომ დღეს შენი დაბადების დღეა._კბილებში გამოსცრა ჩემმა დამ და მანქანაში წინა სავარძელზე დასკუპდა.
ბარგი მანქანაში მოვათავსეთ, ადგილები დავიკავეთ და დავიძარით.
ყაზბეგში, ზურას მამიდასთან სტუმრობა ძალიან მიყვარდა. ეს ტრადიცია ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩამოვაყალიბეთ,როცა დამოუკიდებლად სიარული არსად შეგვეძლო. მოგვკიდებდნენ მშობლები ხელს და ერთად ავდიოდით სტეფანწმინდაში. სანამ უფროსები სახლში ქეიფობდნენ, ჩვენ - პატარები, ელიას მთაზე დავბოდიალობდით და სხვადასხვანაირ საშიშ ისტორიებს ვიგონებდით ერთმანეთის შესაშინებლად. თუ ბედი გაგვიღიმებდა და მეორე დღეს მშობლებიდან რომელიმეს მანქანის მართვის თავი ჰქონდა, შეიძლება გერგეთზეც ავსულიყავით იქაურობის მეათასედ დასათვალიერებლად. წამოვიზარდეთ და მერე ჩვენით დავადგებოდით ხოლე ყაზბეგის გზას. მშობლებს აღარ ვაწუხებდით. ზურას მამიდა კი, ყოველთვის ღიმილიანი და გახარებული გვხვდებოდა.
-გიორგი სად არის?_ვკითხე ზურას, რომელიც ისევ თაკოს ნერვებზე თამაშით ირთობდა თავს.
-საქმე მაქვს და თუ მოვახერხე აუცილებლად ამოვალო._მიპასუხა ბიჭმა.
-რას ნიშნავს თუ მოახერხა, აბა შენი დაბადების დღე უნდა გამოტოვოს?_ხმაში ბრაზი შემეპარა.
-მე რას მეჩხუბები ტო, პასუხი იმას მოჰკითხე. ჩემგან უკვე მიიღო.
-ახლა რას ჩხუბობ? ხუთი წელია სადაც შენ დადიხარ, ცხვირს ვერ ყოფს ვერსად..._მომახალა თაკომ მკაცრად.
-გოგო, შენ ნუ ხარ უზრდელი!_უსაყვედურა ზურამ.
-რას ერჩი, მართალია._ჩავილაპარაკე სევდიანად და ფანჯრიდან ფასანაურის მინდვრებს გავხედე, რომლებიც თეთრად გადაპენტილიყო.
მობილურზე შეტყობინება მომივიდა. თაკო მწერდა და მემქურებოდა, გიორგის მისწერე და უთხარი აუცილებლად წამოვიდესო. ცხოვრებაში არასდროს მომჩვენებია თაკოს რჩევა ასეთი ჭკვიანური. მობილურში გიორგის ნომერი მოვძებნე და შეტყობინება ავკრიფე:
„მოკრძალებული სალამი ჩემგან მორცხვ ვაჟბატონს“
პასუხი რამდენიმე წამში მომივიდა:
„ვერ გიცანით?!“
„ჩემი ნომერი არ გიწერია, ვირო?“
„არა, მაგრამ კალიგრაფიაზე გიცანი. : ))“
„ყაზბეგში რატომ არ მოდიხარ, ვითომ?“
„ვინ თქვა, რომ არ მოვდივარ?“_ზურას გავხედე.
„ზურამ მითხრა საქმე აქვსო და ვიფიქრე ჩემ გამო მიზეზობდი.“
„ყველა ჯერზე შენ გამო რომ „მემიზეზა“,ახლა მეგობრები არ მეყოლებოდა. :დდდ“
„რა საყვარლობაა ამ თემაზე რომ ხუმრობ.“
„სხვა რა დამრჩენია?! : ))“
„გელოდებით!“
„შენც მელოდები? :დდ რა ხდება, ვკვდები?“
„არ ვიცი, ექიმს გაესინჯე!“
„კარგი, რას ამიტეხე მესიჯობა პირველკლასელივით. ვმუშაობ!“
გამეცინა, მისმა პასუხმა გვარიანად დამამშვიდა და მობილური ჩანთაში დავაბრუნე. თაკოს ეშმაკური სახისთვის, სარკიდან რომ მიმზერდა, ყურადღება აღარ მიმიქცევია და თვალი მოვატყუე.



^ ^ ^
თამრო კართანვე მოგვეგება და სახლში შეგვიპატიჟა.
მისი სახლის ვერანდიდან გერგეთის სამება მოჩანდა, ხოლო მის უკან მყინვარი იმზირებოდა ამაყად. როგორც კი სახლის ზღურბლს გადავაბიჯე,ხაჭაპურების საოცარმა სურნელმა ცხვირის ნესტო ამიწვა.
-ვაიმე, თამრო, ეს რა სუნები დგას?_თაკომ უხეშად გამწია გვერდით და სახლში შევარდა.
-ხაჭაპურები დავაცხვე. აბა ისე როგორ იქნებოდა?
-იქნებ ღუმელიდან გამოღება მაინც აცადო,ღორო!_წააწია ზურამ სიტყვა და ჩანთები ოთახებში შეიტანა.
-დანარჩენები სად არიან?_მკითხა თამრომ, როცა ერთმანეთის მოკითხვით გული ვიჯერეთ.
-აჩი და ელენე გზაში, გიორგიც ამოვა.
-როგორ, გიორგი და შენ ერთად?_ქალი გაოცდა.
-რა იყო,თამრო, რატომ გაგიკვირდა?
-რა ვიცი, წლებია მე თქვენ ერთად არ მინახიხართ._გამიღიმა ქალმა,თმაზე ნაზად მომეფერა და მერე უეცრად გავარდა, ხაწაპურები არ დამეწვასო.
თხუთმეტი წუთიც არ იყო გასული აჩი და ელენე რომ შემოვიდნენ ეზოში. ელენე სიცილისგან ფხუკუნებდა, აჩის კი ბრაზისგან ძარღვები დაბერვოდა.
-სად არის ის გამო**ევებული?_იყვირა ბიჭმა და აივანზე ამოვიდა._სად არის, უნდა ვანანო, რომ საერთოდ დაიბადა.
-რა ხდება,აჩიკო?
-ვაიმე,მაიკო! მთელი გზაა გიჟივით ვიცინი, თუ არ მოვკვდები მართლა არ მგონია!_ელენე სიცილს ვერ წყვეტდა და სვენებ-სვენებით ძლივს ლაპარაკობდა.
-რა ხდება,ხალხო, რა ამბავია?_თაკომ ფანჯრიდან გამოყო თავი.
-სადაა ზურა?_კიდევ ერთხელ იყვირა აჩიმ.
-თამროს გაჰყვა, შეშა უნდა მოიტანონ.
-რა მოხდა, აღარ იტყვით?_მოთმინებამ მიმტყუნა.
-მაგ ს.ირს ჩემი ფოტო გეი საიტზე დაუდია და ჩემი ფეისბუქის ლინკიც მიუწერია. გუშინდელიდან მოყოლებული მწერენ და სი.რობა ფოტოებს მიგზავნიან,ხალხო! ლამისაა ჭკუიდან გადავიდე! მაპოვნინეთ, სახე უნდა გავაცალო!_ჩხუბობდა აჩიკო.
მე და თაკოს ისეთი ხარხარი აგვიტყდა, ელენეს ბოდიალი მონაგონი იყო. თაკოს კივილი მთებს ესმოდა, მგონი.
-რა გაცინებთ,ტო?_ჩხუბობდა აჩიკო.
-ვაიმე, ახლა მართლა დავიხრჩობი.
-მაიკო, ნუ იცინი-მეთქი!_შემიტია აჩიმ.
-ბოდიში, აჩი, მაგრამ ეს მართლა კარგად მოფიქრებია!
-ეს გენიალური იდეა მე რატომ არ მომაფიქრდა?_ფხუკუნებდა თაკო.
-შუაღამისას წამოყო თავი და შეტყობინება რომ გახსნა, ისეთი გინება ატეხა, ეგეთები ამისგან ჯერ არ გამიგონია._თვალებიდან ცრემლებს იწმენდდა ელენე.
-შემეშვით საერთოდ!_აყვირდა აჩიკო და ეზოდან გავიდა.
-ჯობია არსად გადაეყაროს,თორე მართლა მოკლავს!

^ ^ ^
უკვე მოსაღამებულიყო თამროს გაშლილ სუფრას რომ მივუსხედით. აჩიკო და ზურა როგორღაც მორიგდნენ. არ ვიცი, რას დაჰპირდა ახარხარებული ზურა აჩიკოს,მაგრამ ფაქტია, ბიჭმა მის დახრჩობაზე საჯაროდ თქვა უარი.
-თამროზე გემრიელ ხაჭაპურებს ვერავინ აცხობს._აღნიშნა პირგამოტენილმა თაკომ.
-მაგას დედას ვეტყვი!
-ცხობა არ გამოსდის და რა ვქნა?
-ნეტავ სად არის გიორგი ამდენ ხანს? არ დაველოდოთ?
-ბოდიში,პოიკო,მაგრამ მარტო იმიტომ არ ვიტყვი ჭამაზე უარს, რომ გიორგის გაზის პედალზე ფეხის მიჭერა ეზარება.
მოუთმენლობა დამეტყო. მეშინოდა, რომ გიორგი უბრალოდ გადაიფიქრებდა.
-გეყოფა გოგო, რაც ამ მხარეს რამე იდო, ყველაფერი შეჭამა!_წუწუნებდა ზურა.
-ლუკმებს უთვლი?_გაეცინა აჩის.
-შენ გაჩუმდი, პიდარასტო!_ყველას სიცილი წაგვსკდა აჩის გარდა.
-ამას მთავარი პიდარასტი იუბილარი ამბობს?_ოთახში გიორგის დაღლილი ხმა გაისმა.
უკან მივტრიალდი. სიხარულიძეს ხელში პატარა მაფინი,რამდენიმე ბოთლი ღვინო და ჩანთა ეჭირა და მოთმინებით გვიყურებდა ყველას.
-გამომართმევთ ახლა რამეს თუ სადამდე ვიდგე ასე?_დავტუქსა ბოლოს და ღვინის ბოთლები თაკოს მიაჩეჩა ხელში.
-ჩააქრე და სურვილიც ჩაიფიქრე._უთხრა ძმაკაცს და მოეხვია.
-მოიცადე აბა, რა მინდა ამ ქვეყნად ყველაზე მეტად?_ჩაფიქრდა ზურა.
-თაკოს გაქრობა არ ჩაიფიქრო, ნაცადი მაქვს.
-ჰა ჰაა, პოიკო, რა სასაცილოა?!-დამეჯღანა თაკო.
ზურამ სანთელი ჩააქრო და მაფინიც ზუსტად ერთ ლუკმად გადასანსლა.
-დავლიოთ ახლა!
-ელენე,ბევრი არ დალიო, ქმარი გყავს მისახედი!
-იმ კაცებმა მოგხედონ ღამღამობით რომ ეჩათავები ხოლმე!_აფხუკუნდა ელენე.
-***ილი ვიყო, ეგ თუ სასაცილო იყოს._შეწუხდა აჩი და კიდევ ერთხელ დაგვიარა სიცილის ტალღამ.
-მე ხელებს დავიბან, აბაზანა მარცხნივაა ხო?
-სიხარულიძე, აქ გაიზარდე და რით ვერ დაიმახსოვრე სადაა აბაზანა?!
გიორგის ჩაეცინა და ოთახიდან გავიდა.
მომდევნო ათი წუთი იმის გარკვევაში გავიდა, რაზე შეთანხმდნენ აჩი და ზურა. ორივე ჯიუტად დუმდა, თუმცა, თაკო დანებებას არ აპირებდა და ცდილობდა ზურა მოესყიდა. გიორგი აგვიანებდა. შეუმჩნევლად წამოვდექი მაგიდიდან და ვერანდაზე გავედი. ზურგით იდგა და ეწეოდა. ღამის სიცივემ სხეულში დამიარა და ხელები წამებში გამეყინა. გამაკანკალა. კარის ხმაზე გიორგი შეკრთა და მოიხედა.
-შიგნით შედი, ძალიან ცივა._მითხრა მშვიდად.
-არც შენ გაცვია ქურთუკი.
-მერე მე ხელები არ მეყინება.
-აღარც მე მეყინება მერე!_გამოვაჯავრე და გვერდით მივუდექი.
ჩაეცინა.
-მაიკო, ბოდიშს გიხდი მაშინდელისთვის._ჩაილაპარაკა ჩუმად და თავი ჩაღუნა._ზედმეტად ბევრი რამ გითხარი. არა, არ ვფიქრობ, რომ არასწორი ვარ ან არ უნდა-მეთქვა, მაგრამ იქ არც იმის დრო იყო და არც ადგილი.
-ბოდიშს ნუ იხდი,გიორგი. მე მაქვს საბოდიშო რაღაც-რაღაცებისთვის. ზედმეტები მომივიდა. მაპატიე, თუ ჩემი უაზრო ხასიათის გამო დისკომფორტი შეგიქმენი.
-ღმერთო, რანაირი ღამეა!_ჩაეცინა გიორგის და გერგეთს ახედა._ბოდიშს თუ მოვუხდიდით ერთმანეთს, მაგას ვერ ვიფიქრებდი ვერასდროს.
-ძალიან ბევრი რამ იცვლება ხოლმე ზოგჯერ... მოკლე დროში.
გაოცებულმა შემომხედა. ვერ გაერკვია ჩემი სიტყვები რას ნიშნავდა და როგორ უნდა მიეღო. თვალებში მიყურებდა დაჟინებით და მზერა სულ მთლად აერია, როცა ყელზე მის ნაჩუქარ ყელსაბამს მოჰკრა თვალი.
-ძალიან გიხდება._მითხრა ღიმილით.
-მოგატყუე წეღან,გიორგი._წამომცდა კანკალით.
-ვერ გავიგე?!
-ისევ მეყინება ხელები და ახლა ძალიან მცივა.
გიორგის სიცილი აუტყდა და წინ ამესვეტა. რამდენიმე მეტრი იყო ჩვენ შორის სხვაობა. მოულოდნელად ჩამომართვა ხელები, თავისაში მოიქცია და იქამდე მეფერა,სანამ სითბომ სხეულში არ დამიარა. ტუჩებთან მიიტანა ჩემი მარჯვენა ხელი და მაკოცა. ვიღას ახსოვდა სიცივე, ისე აფეთქდა სხეულში რაღაც. გული გამეტებით ამიჩქარდა.
-ამ ყველაფერზე როგორ ვთქვით უარი?_ჩაიჩურჩულა და კიდევ ერთხელ მაკოცა.
-გიორგი...
-ორი წუთით გაჩუმდი!
კიდევ ერთი ნაბიჯით შეამცირა მანძილი და ცხვირის წვერით შუბლზე შემეხო.
-სულ გაყინულხარ,მაი.
-გიორგი, დღეს ღამე, ვერანდაზე..._ამოვიჩურჩულე გაუბედავად._ყველაფერზე ვილაპარაკოთ,კარგი?
ჩემი თმა ხელებში მოიქცია, მსუბუქად მაკოცა და პირველი შევიდა ოთახში.


^ ^ ^
გაცრეცილი ღამე იყო. იდუმალი და მოგონებებით სავსე. უკუნით სიბნელეშიც კი მოჩანდა გერგეთის სამება, მის უკან კი თეთრად მოელვარი მყინვარიც კი მახსენებდა, რომ წინ ძალიან მძიმე საუბარი მელოდა. პირველად ვლაპარაკობდი ამ თემაზე ამდენი წლის შემდეგ. თუმცა, ამჯერად ყველაფერი იმაზე უფრო რთული იყო,ვიდრე ჩანდა. თაკოსა და ელენესთან კი არ ვსაუბრობდი, არამედ გიორგისთან.
ყველაფერი უნდა მეთქვა.
ყველა ჩემი გრძნობა.
ყველა ცრემლი.
ამისთვის მზად ვიყავი, თუმცა გიორგის მოსასმენად მეყოფოდა ძალა?
მშვიდად უნდა შევხვედროდი მის აღიარებას.
შევძლებდი კი ამას?
იმდენ რამეზე ვფიქრობდი ერთდროულად, თავი ამიდუღდა. პლედს მოვკიდე ხელი და ვერანდაზე გავედი. შორიდანვე შევნიშნე, რომ ზურგით გიორგი იჯდა, ღვინის ბოთლით ხელში.
-გიორგი, არ გცივა?
-ვახ, როგორ შემაშინე. _აჩქარებულ გულზე მიიდო ხელი და გაფართოებული თვალებით შემომხედა.
-არ მინდოდა...
ჩაიჩოჩა და მის გვერდით ადგილზე მიმანიშნა. გვერდით ჩამოვუჯექი. მისმა სურნელმა ისევ წამიღიტინა ცხვირში და მთელს ტანში ეკალმა დამაყარა.
-შენ ანდრონიკესა და ნაიას ლეგენდის შესახებ იცი?_დაიწყო მოულოდნელად.
-არა, არ ვიცი.
-მოხევეებს ძალიან ადრე წაწლობის ტრადიცია ჰქონდათ. ანდრონიკე და ნაია ერთი თემიდან იყვნენ.დრო რომ მოვიდა, ხევისბერმა დააწყვილა და ტყის პირას ერთ ძველ სახლში გაუშვა გარკვეული ვადით. თავიდანვე ყველაფერი ცხადი იყო, ერთმანეთისთვის ალერსი, მოფერება და ოჯახის პასუხისმგებლობა უნდა ესწავლებინათ. მერე კი დაშლილიყვნენ,თუმცა, ყველაფერი თავდაყირა დადგა, როცა წყვილს ერთმანეთი შეუყვარდა. ეს აკრძალული იყო, მაშინ ერთი თემის წაწლებს დაქორწინების უფლებას არ აძლევდნენ. გრძნობა კი იმდენად ძლიერი იყო, ახალგაზრდებმა გაქცწვა გადაწყვიტეს... _ამოიოხრა და ღვინო მოსვა, მერე ამღვრეული თვალებით გადმომხედა და ბოთლი გამომიწოდა.
-მერე რა მოხდა?_ვიკითხე ინტერესით და ღვინო მოვსვი.
-მერე... მერე გოგომ ვერ გაბედა, შეეშინდა. იფიქრა, ხევისბერი არც ერთს დაგვინდობსო და შინ დაბრუნდა. ბიჭმა იბრძოლა, მაგრამ ქორწინება არ დაულოცეს. ნაია ვიღაც მოხუცს კაცს მიათხოვეს. ეს რომ ანდრონიკემ გაიგო, ხევი დატოვა, თბილისში ჩავიდა და რამდენიმე წლის მერე კი ცოლი შეირთო. ამბობენ, ბედნიერი ცხოვრება განვლოო. თუმცა, სიცოცხლის ბოლომდე ნაიას თავშალს ინახავდა, რომელსაც ბოლომდე ასდიოდა ქალის თმის სურნელი.
-გიორგი, ეს ნამდვილი ამბავია? _ხმის კანკალით ვიკითხე და ჩამოღვენთილი ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე.
-არ ვიცი, შეიძლება არც არის, მაგრამ ძალიან ლამაზია.
-სევდიანი...
-შენი აზრით, რა მოხდებოდა ნაიას რომ არ შეშინებოდა? იქნებ თავიც დაეღწიათ მთისთვის და ძალიან, ძალიან ბედნიერები ყოფილიყვნენ.
-ჰო, შანსი უნდა მიეცა მათი სიყვარულისთვის.
გიორგის ჩაეცინა, მთელი სხეულით აკანკალდა წამით და მერე ჩემკენ მობრუნდა.
-მეორე შანსს ყველა იმსახურებს, არა?
გული მომეწურა. მის ამღვრეულ თვალებში საკუთარ ანარეკლს ვხედავდი. გაყინულს და დაპატარავებულს. ისიც კი ჩანდა, როგორ მიკრთოდა ნიკაპი. გული ხან გაორმაგებულად მიცემდა, ხან კი ჯიუტად ტოვებდა რამდენიმე დარტყმას და ასე მეგონა, საცაა გამიჩერდება-მეთქი. გიორგი კი მშვიდად იჯდა, დაჟინებით მიყურებდა თვალებში და თითქოს სწავლობდა ჩემს თითოეულ ნაკვთს. მოულოდნელად შემეხო ღაწვებზე, აუჩქარებლად ჩაატარა და ამოატარა თლილი თითები. ჯერ ლოყაზე მომეფერა, მერე ნიკაპზე, ბოლოს ტუჩებზე. თვალები მიმენაბა, გავირინდე, სუნთქვაც დამავიწყდა რამდენიმე წამი.
მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს,როცა გიორგის ტუჩები ვიგრძენი ჩემსაზე. ნაზად მკოცნიდა, თუმცა მთელი გრძნობით. თითქოს ამდენი წლის მონატრებამ ერთ კოცნაში იჩინა თავი და ყველა გრძნობამ ერთიანად იფეთქა. ისე ავყევი, ვერც გავიაზრე. მთლიანად ჩავიძირე იმ ემოციებში,სულ რამდენიმე წამში მთელი სამყაროს ბედნიერება რომ მაჩუქა.
ვერც ის გავიაზრე, როგორ აღმოვჩნდით ვერანდიდან გიორგის ოთახში. არც იმას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ ჩემი პიჟამოები იატაკზე მინოიფანტა. თუმცა, არა... აქ ვცრუობ. ის წუთები გაჩერდა თითქოს, დრო გაიყინა, მაგრამ ამას თქვენ ვერც კი შენიშნავდით. თქვენ? შეიძლება თქვენც კი ნატრობდით იმ წამს დროის გჩერებას სხვადასხვა მიზეზის გამო, თუმცა ამის შანის იმ დღეს მხოლოდ ჩვენ გვქონდა. ზუსტად მაშინ, შობის წინა ღამე რომ გათენდა, დრო გავაჩერეთ. შიგნით უგზო-უკვლოდ დავიკარგეთ და გამოსაღწევი კარის გასაღები სადღაც ძალიან, ძალიან შორს მოვისროლეთ.

^ ^ ^
თავი გიორგის მკერდზე მედო, მის სხეულზე სხვადასხვანაირ ფიგურებს ვხატავდი და ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან.
-მაი. რაზე ოცნებობ?
-ახლა? ახლა ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება.
-არა, ახლა არა. ზოგადად, მითხარი რაზე ოცნებობ.
-ყაზბეგში მინდა სახლი. იცი როგორი? სულ შუშებიანი. აი ისეთი, ყველა მხრიდან რომ ეს მთები და გერგეთი ჩანდეს. სახლში მოსულს ბუხრის ტკაცა-ტკუცმა რომ გამიქარწყლოს დაღლილობა და სითბომ ძვლები გამითბოს. ერთი ფუმფულა სავარძელი მინდა, ბევრი ბალიშით, გაზზე კი ჩაიდანი....
გიორგი მოულოდნელად წამოიწია საწოლიდან, სანათი აანთო და ჭერზე მიმანიშნა.
-აი შეხედე...
-რას შევხედო, ჭერს?
-ჰო, ჭერს შეხედე. ნახე, აქ სახლია._თითით პატარა კვადრატი მოხაზა._ საძინებლის ვერანდიდან გერგეტი მოჩანს. მეორე მხრიდან კი - ელიას მთა._ამჯერად თვიტონ კვადრატში ხაზავდა რაღაცებს._ ოღონდ ზოგჯერ ნისლია, შეიძლება არ ჩანდეს. ნახე, სახლში ბუხარიც გვაქვს, შეშაც ტკაცუნებს, გაზზე ჩაიდანი დუღს. ბუხრის წინ სარწეველა სკამი დგას, შენს გვერდით წიგნების თაროა...
-გიორგი!
-ჰო...
-ის ნახატი შენს სახლში რომ გაქვს, ჩვენი ყაზბეგის სახლში დავკიდოთ, კარგი?
გიორგის ჩაეცინა. შუბლზე მაკოცა და ისევ მიმაყრდნო მის მკერდს.
რამდენიმე წუთში გაითიშა.
ძლივს დავაღწიე მის მკლავებს თავი და ჩუმად გავედი ვერანდაზე.
ყინავდა.
სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოვაძვრინე და მოვუკიდე.
მოგონებები ისევ ამოტივტივდა...


^ ^ ^
თითქმის მთელი კოლოფი მოვწიე. უკანასკნელ ღერსაც რომ მოვუკიდე, ოთახის კარი გაიღო და საძინებლიდან ნამძინარევი გიორგი გამოვიდა.
-მაიკო, გაგიჟდი? გარეთ ყინავს, შიგნით შევიდეთ.
-მართლა ყინავს, მაგრამ ნახე?! ხელები სულ არ გამყინვია._ღიმილით გავუწოდე გახურებული თითები.
ჩემ წინ ჩამოჯდა. კუთვნილი პლედის ნაწილი მასაც ვუწილადე და ჩემს მუხლებზე თავჩაგრულს, თმაზე მოვეფერე.
-ყველაფერი ვიცი, გიორგი._ამოვიჩურჩულე სევდიანად.
-ვერ გავიგე?!
-იმ ღამესვე გავიგე ყველაფერი. მაგიტომ წავედი ბორჯომიდან მეორე დღეს და დაგშორდი. მაგიტომ ავკრძალე შენზე სიტყვის თქმაც კი ყველასთან. ჩემკენ მოსასვლელი ყველა გზა მოგიჭერი, ყველა კარი ცხვირწინ მოგიკეტე. მაგიტომ შეგიზიზღე,თუმცა არა..._ხმა ჩამიწყდა და რამდენიმე წამში ძლივს გავაგრძელე ლაპარაკი._არც ერთი წამით არ შემზიზღებიხარ. პირიქით, იმ დროსაც, კი, როცა ყველაფერი გავიგე, ძალიან მიყვარდი და ამიტომაც გამისკდა კინაღამ გული.
-მაიკო, რას ბოდავ?_გაოგნებულმა მკითხა.
-არ გინდა, გიორგი. ბორჯომის ღამე. გეუბნები, ყველაფერი ვიცი-მეთქი.
-რა იცი, რა?! ვერაფერი ვერ გავიგე!_ხმაში ბრაზი შეერია.
-ვიცი, რომ იმ ღამეს, როცა ოთახებში დავიშალეთ ნასწიასთან სექსი გქონდა.
-ბატონო?_გიორგის ისეთი ხარხარი აუტყდა, მეგონა გადაბჟირდებოდა.
-რა ჯანდაბა გაცინებს?
-შენ რა ჯანდაბას ყვები, ნორმალური ხარ?_გიორგის ტონი დაუსერიოზულდა._რაებს ბოდავ საერთოდ?
-მე და თაკო დავწექით,მაგრამ ცოტა ხნის მერე აღმოვაჩინე, რომ ჩემი სატენი შენ გაგყოლია. კარი ნასწიამ გამიღო. შენი მაისური ეცვა...
-მაიკო..._ხმა გაებზარა.
-დამამთავრებინე! შენი მაისური ეცვა. კარი გავაღე, თუ არა, მითხრა გიორგი საშხაპეშიაო._წინადადება ძლივს დავამთავრე.
-ახლა გავგიჟდები..._ამოიხავლა გიორგიმ და ფეხზე წამოდგა.
-არ გეუბნებოდი... უფრო სწორად, ვერ გეუბნებოდი, იმიტომ რომ იმ დღეს გავტყდი. საშინელებები მომივიდა,გიორგი. მთელი ღამე ვერ დავიძინე. ვერც კი ვიტირე...
-მაიკო, შენ ახლა ხვდები საერთოდ რა მოხდა?_ხმაში გაოცება ეპარებოდა.
-გიორგი, ასეთი სიმშვიდით ჭკუიდან გადაგყავარ!
მოულოდნელად ჩემს წინ ჩაიმუხლა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ზიზღნარევი ტონით მითხრა:
-ოღონდაც ეგ არ გეთქვა...
ვერ მივუხვდი. საშინელმა წინათგრძნობამ მომიცვა.
-იმ ღამეს, მე კი არა, დათა იყო ნასწიასთან ერთად ოთახში. მე კი შუაღამის ოთხ საათამდე დავხეტიალობდი გარეთ.
ელდა მეცა, გავშრი.
-რას მეუბნები, გიორგი.
-თითქმის მთელი ღამე ვსეირნობდი... ზურას კარები ჩამოვუღე, მაგრამ ვერაფრით გავაღვიძე. არც აჩის და ელენეს გაღვიძება მინდოდა. შენთან და თაკოსთან ხომ არ შემოვვარდებოდი?_სიმწრით მოუკიდა სიგარეტს._იმ ოთახში მე კი არა, დათა იყო,მაიკო.
-გიორგი..._ნიკაპი ამიკანკალდა._მაგრამ, იმ გოგოს შენი მარველის მაისური ეცვა...
-მაიკო, ჩემი ნივთები საწოლზე მეყარა. დათასი ეგონა და ჩაიცვა,ამაზე ვიკამათეთ კიდეც!_აყვირდა გიორგი და მოულოდნელად მოაჯირს დაჰკრა ხელი._არ მჯერა! არ მჯერა, რომ ახლა ჩემს თავს ეს ხდება. ეს იყო მიზეზი? მაიკო, ეს იყო მიზეზი?
-მატყუებ!_ეჭვმა შიგნიდან გამღრღნა და სანამ რამის გააზრებას მოვასწრებდი, სიტყვები თავისით გამოვისროლე._იმ გოგოს ვკითხე გიორგი სად არის-მეთქი და საშხაპეშიაო. დაგიძახა კიდეც! გიორგის გეძახდა!
სიხარულიძეს სახე შეეშალა. ოთახში შევარდა, იქიდან ტელეფონით ხელში დაბრუნდა და ნომერი აკრიფა.
-რას აკეთებ?!_ვიკითხე შეშინებულმა.
ტელეფონიდან ნამძინარევი ხმა გაისმა.
-ხო მშვიდობაა?
-დათი, ერთ წამს გამოფხიზლდი და მომისმინე. 2015 წლის ბორჯომი გახსოვს?
-რაა? რა ბორჯომი..._დათა გონს ვერ მოსულიყო.
-2015 წლის ზაფხულში ბორჯომში რომ ვიყავით,გახოვს-მეთქი?_გიორგიმ ხმა გაამკაცრა.
-ჰო, ჰო, მახსოვს. რა ხდება?
-ნასწიაც გახსოვს?_ჰკითხა გიორგიმ ისე, რომ ჩემთვის თვალი არ მოუცილებია.
-ახლა ეგ რამ გაგახსენა, ძმობას გაფიცებ?_გაეცინა დათას.
-მიპასუხე რა, ძმურად. გახსოვს ნასწია?_შეეხვეწა გიორგი.
-როგორ არ მახსოვს, ტო. კარგი გოგო იყო.
-ისიც გახსოვს, შენ გამო ქუჩაში რომ დავრჩი ხო? ისიც, თქვენ გამო ჩემი მარველის მაისური რომ გადავაგდე...
-მაგაზე ხო მოგიხადე ბოდიში,ტო. ამისთვის გამაღვიძე?
-დაიკიდე,დათა. ბოდიში, რომ გაგაღვიძე._გიორგიმ ყურმილი დაკიდა და შეშლილი სახით დამიდგა თვალწინ.
-აბა, დარწმუნდი?
-გიორგი...
-არ მჯერა! ხუთი წელი, მაიკო... და ეს იყო ყველაფრის მიზეზი?
-მეგონა რომ მიღალატე. იმ ჯადოსნურ ღამეს, პირველად რომ მაკოცე და გრძნობებში გამომიტყდი... ხომ ხვდები ეს რას ნიშნავდა ჩემთვის? გავტყდი, გიორგი. საღად აზროვნების უნარი დავკარგე.
-ასეთი წარმოდგენა გაქვს ჩემზე? ისეთ ადამიანს ვგავარ, საღამოს ვარსკვლავების ქვეშ შენთვის სიყვარული ამეხსნა, პირველი კოცნა მომეპარა და მეორე წამს ლაშქრობაზე გაცნობილ რენდომ გოგოსთან დავწოლილიყავი?
-გიორგი...
-ამდენად სულმდაბალი ადამიანი ვარ, მაიკო, შენს თვალში? ასეთი ?_ხმა ჩაუწყდა.
-მე უბრალოდ საღად აზროვების უნარი დავკარგე, გიორგი...
-უნდა წავიდე._ხელით შუბლზე ჩამოყრილი თმა გაისწორა და ოთახში შევარდა.
-გიორგი, გეხვეწები. ერთი წამი მომისმინე...
-შენ მომისმინე? თავის მართლების უფლება მომეცი?
-გიორგი, რა უნდა მეფიქრა? გეხვეწები ორი წუთით მომისმინე, დავსხდეთ, ოღონდ ახლა არ წახვიდე._ტირილი წამვარდა და მისი შეჩერება ვცადე.
-უნდა დამლაპარაკებოდი! _იყვირა გამწარებულმა.
ხმა ჩამიწყდა. მინდოდა ახლა მაინც მეთქვა, როგორ ვწუხდი, როგორ ვნანობდი ჩემს დაუფიქრებლობას, იმ წყეულ ღამეს და უკანასკნელ ხუთ წელს, მაგრამ გაშეშებული ვიდექი და იმის ძალაც არ მქონდა ტირილი შემეწყვიტა. გიორგიმ მშვიდად წამოკრიფა მისი ნივთები: მანქანის გასაღები, საფულე. მხოლოდ კართან მისულმა გადაიცვა მაისური და ისე გავიდა ოთახიდან, უკან არ შემოუხედავს.
ნელ-ნელა ვიაზრებდი ყველაფერს. იმ ოთახში, იმ უკრაინელ გოგოსთან ერთად, ბორჯომში იმ ღამეს რომ გავიცანით, გიორგი კი არა, ჩვენი მეორე რენდომ მეგობარი-დათა ყოფილა.
გიორგი არა.
დათა.
მხოლოდ რამდენიმე წუთის მერე შევძელი ტელეფონი ამეღო და თაკოსთვის დამერეკა.
-რა ჯანდაბას მირეკავ, იდიოტო! ერთ სახლში ვართ.
-თაკო, ძალიან ცუდად ვარ... _ამის თქმა მოვახერხე მხოლოდ და ისევ ტირილი ამივარდა.
ხუთი წუთიც არ გასულა თაკო სახეშეშლილი რომ შემოვარდა. არაფერი უკითხავს. მის კალთაში მედო თავი და მთელი ღამე ერთად ვუყურებდით ჭერს. იმ ჭერს, რომელზეც რამდენიმე საათის წინ გიორგიმ ჩემი ოცნებები დახატა.




^ ^ ^
ყაზბეგიდან წამოსვლის შემდეგ რომელიღაც კაფეში ვიჯექი გოგონებთან ერთად და მათ ლექციებს ვუსმენდი.
-ღმერთო, რამდენჯერ გითხარი დაელაპარაკე მეთქი? მოუსმინე, იქნებ რას გეუბნება, რა აქვს ასახსნელი თქო?!
-გმადლობ, თაკო, რომ ჩემს იმბეცილობას წუთში ერთხელ მახსენებ._ამოვიოხრე.
-არ გპასუხობს?_მკითხა შეწუხებულმა ელენემ.
-ტელეფონი აქვს გამორთული.
-რა უნდა ვქნათ?
-მე და შენ ნამდვილად არაფერი უნდა ვქნათ, ელენე. ამის მოსაგვარებელია ეგ ამბავი!
-ამათ რომ ველოდეთ, იმიტომ მოხდა ასე.
-კარგი რა, ელენე. ყველაფერი ამ შტერის ბრალია!_გაცხარდა თაკო.
-გეყოფა,თაკო. ვერ ხედავ რა დღეშია?
-მეც აქ ვარ,ხალხო. ნუ ჩხუბობთ! მეც ვიცი, რომ სისულელე გავაკეთე და ჩემი გამართლება არ შეიძლება, მაგრამ ახლა რა ჯანდაბა უნდა ვქნა?
-მოიცათ, აჩი რეკავს._გაგვაჩუმა ელენემ და ტელეფონს უპასუხა.
გაყურსული ვუსმენდი ელენეს და მოუთმენლობა მჭამდა. ერთი სული მქონდა გოგოს ყურმილი დაეკიდებინა და ბოლოს და ბოლოს რაღაც ეთქვა.
-დაგველია სული!_იჩურჩულა თაკომ და ელენეს ანიშნა,გეყოფაო.
-კარგი, კარგი. გადავცემ!_ელენემ ტელეფონი მაგიდაზე დადო და შეწუხებული სახით მოგვაჩერდა.
-ამოღერღე, გოგო!
-აჩიმ ცოტა ხანს დაიცადეთო. გაგიჟებულია და სიტყვის გაგონება არ უნდა, არ ვიცი, გონს როდის მოვაო...
-აბა რა იქნება?_ხმა ისევ ჩამიწყდა.
-ჩემი აზრით,ლოდინს არანაირი აზრი არ აქვს._თქვა თაკომ და მხრები აიჩეჩა._რა მოხდება, თუ დაელოდები. ბრაზი გადაუვლის? ბრაზი ნამდვილად არ გადაუვლის, პოიკო, იმიტომ რომ ამ ყველაფერს კაცები თავზე და*მას ეძახიან. მე არ ვიცი შენს ადგილას ჩვენ რომ ვყოფილიყავით რა მოხდებოდა და როგორ მოვიქცეოდით, მაგრამ ახლა ასე ჯდომა იგივე შეცდომის მეორედ დაშვების ტოლფასია
-შენი და ასეთ სიბრძნეებს როდის აქეთ ღაღადებს? შემშურდა ცოტა...
-არ ვიცი, თაკო. არა მგონია დამელაპარაკოს.
-მაინც და მაინც მიშა ცაგარელმა უნდა აფრინოს შევარდენი წერილით, რომ დამიჯერო?_გაბრაზა ჩემი და.
-ღმერთო ჩემო, ეს რა სისულელე დამემართა. ამხელა გოგოს, ზრდასრულ ადამიანს ასეთი სიდებილე როგორ მომივიდა?!რა სიამაყე ამიტყდა, რა ჯანდაბაზე ვფიქრობდი?!_მაგიდაზე დავდე თავი და ვინატრე, ეს ყველაფერი ერთი უბრალო ღამის კოშმარი იყოს-მეთქი!
-პოიკო, მომისმინე,_თაკომ მაგიდიდან თავი ამაწევინა და ლაპარაკი დაიწყო,_ასეთი რაღაცები ძალიან ხშირად ხდება. იმიტომ, რომ ცხოვრებისეულია. რა გგონია, საიდან იგონებენ ამდენი ჰოლივუდური ფილმის სცენარებს? ამას შემთხვევითობებს ეძახიან. იმ გოგომ შემთხვევით გიორგის მაისური გადაიცვა და გახეულ მთვრალს ორი საუკეთესო მეგობრის სახელი აერია. არასწორად დაიმახსოვრა, რადგან არც ქართული იცის და არც იმის აზრზეა, რომ ამ ორ სახელს ერთმანეთთან კავშირი საერთოდ არ აქვს. ძალიან ცუდად მოიქეცი, მაიკო. ამას არც ერთი ვამართლებთ. შანსი ბევრჯერ გქონდა გიორგის დალაპარაკებოდი და ახსნის საშუალება მიგეცა, ეს ჩვენც გირჩიეთ, მაგრამ სიამაყე ვერ გადალახე. ვერც იმ იდიოტურ სტატიებს აუარე გვერდი, სადაც მორიელების და მშვილდოსნების შეუთავსებადობაზე წერდნენ. გავიგეთ ეს ყველაფერი და ძალიან გვტკივა, უბრალოდ ახლა რა ჯანდაბას აკეთებ?
-თაკო, მეშინია!
ჩემმა დამ თვალები მობეზრებულად აატრიალა და საუბარი ისევ იმ უცვლელი, სტალინის ტონით განაგრძო.
-გავიგე, იმ ადამიანებს, ვისაც ბოდიშის მოხდა უჭირთ, ძალიან პტარა მკერდი აქვთო, მართალია?
-ახლა მოიგონე, არა?_გაეცინა ელენეს.
-ხო, მაგრამ ხომ შეგეპარათ ეჭვი?
-სულ არ მაქვს პატარა მკერდი._ვთქვი ნაწყენმა და ჩემს მკერდს დავხედე.
-მისმინე, პიკო. მოუხედავად იმისა, რომ ჩემსა და შენ შორის სხვაობა 3 წელია და უფროს დად შენ ითვლები, ბავშვობიდან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მე უფრო ჭკვიანი ვარ.
-ბოდიში?!
-პირში ნუ მეჩრები, რა კულტურაა, უზრდელი ხარ? _მოჩვენებითი ბრაზით დამიქაჩა თვალები და მშვიდად გააგრძელა. _ბავშვობაშიც ასე იყავი, ჩემი ნდობაც კი გიჭირდა. რაღაცას რომ გეტყოდი, სანამ დედას, მამას, სამ მეზობელს და ჩვენს კოჭლ ძაღლს არ დაამოწმებინებდი, მანამდე ვერ დაგიმტკიცებდა კაცი ვერაფერს. პოიკო, ბედნიერება თავში თავისით არ დაგეცემა. სულ იმას მიმეორებ შენი კარიერისთვის და მომავლისთვის იბრძოლეო, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ, როცა ჩემი უფროსი და დეპრესიული თინეიჯერივით იქცევა._რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ თაკომ ხელის აწევით ჩამაკმენდინა ხმა._ ნუ მაწყვეტინებ- მეთქი. შენი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან და უმნიშვნელო მომენტს შევესწარი, მაია და კარგად ვიცი რას ნიშნავს გყავდეს მებრძოლი და. უბრალოდ, მგონია, რომ აუცილებლად უნდა შეგახსენოს ვინმემ, თუ კარიერისთვის ბრძოლა, როგორც იტყოდი ხოლმე, ენერგიის ბოლო მწკივამდე ღირს, ჩემი აზრით ეგ კანონი სიყვარულზეც მოქმედებს. ასე რომ, მგონი დროა ადამიანურად მოიქცე. ბოდიშის მოხდას დრო არ სჭირდება, პოიკო, მოქმედება უნდა მაგ ამბავს!
-ასე კულტურულად შენთვის არავის დაუ*ვამს._ჩაიჩურჩულა ელენემ და სიცილი აუტყდა.
-21 წელია იმას გავყვირი ყველასთვის ღვთის საჩუქარი ვარ მეთქი. კარგია, ახლა მაინც თუ აღიარეთ ეგ ამბავი!
-მიყვარხარ, თაკო._ყურებამდე გამეღიმა და თაკოს მივეხუტე.
-მეც მიყვარხარ, პოიკო. ჯერჯერობით ამქვეყნად ყველაზე მეტად.
-არ მჯერა რომ ეს თქვა!
-ვისაც გინდათ მოუყევით, მაინც არავინ დაგიჯერებთ!


^ ^ ^
გიორგის სადარბაზოს კიბეებზე ვიჯექი და უკვე ერთი საათი ხდებოდა, რაც ვიცდიდი. ჯერ არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა და ბოდიში როგორ მომეხადა ყველაზე უაზრო საქციელისთვის, რაც ოცდახუთ წლიანი ცხოვრების მანძილზე ჩამიდენია. თუმცა,ზუსტად ვიცოდი, რომ თაკოს ერთ საათიანი ლექცია ტყუილად არ წაუკითხავს. კიდევ ნახევარი საათი და სადარბაზოში გიორგი შემოვიდა ბანცალით. ფეხზე წამოვიჭერი. დამინახა და ავად ჩაეცინა.
-სანტა ბარბარა, რავა ხარ?
-მთვრალი ხარ,გიორგი?
-ჰო, ცოტა დავლიე, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე ბანალური წუთები დამვიწყებოდა ცოტა ხნით._ისევ გაეცინა და კიბეებს აუყვა.
-შეგიძლია ორი წუთით მომისმინო?
-დედას გაფიცებ,ორ წუთში როგორ ახსნი მაგ ამბავს?_თვალი მოჭუტა და კარი გაჭირვებით გააღო.
დავფიქრდი.
-სახლში წადი,მაიკო._მითხრა გიორგიმ შეცვლილი ტონით და კარის მიხურვა სცადა.
-ჩემსავით უსამართლოდ არ მოიქცე,გიორგი. მომისმინე!
სიხარულიძემ მზერა გამისწორა, მხრები აიჩეჩა, სულ ერთიაო და მისაღებში შევიდა. გაუბედავად მივყევი უკან და მის მოპირდაპირედ მდგარ სავარძელში ჩავჯექი,სადაც რამდენიმე კვირის წინ თვითონ იჯდა. ამჯერად მე ვიყავი მსჯავრდებულის როლში. ისევ მრცხვენოდა, ოღონდ ამჯერად იმიტომ, რომ დავიმსახურე.
-თავის გამართლებას არ შევეცდები. უბრალოდ, მინდა გითხრა, რომ ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისთანაც ბედნიერება ვიგრძენი. შენს შემდეგაც მქონია ურთიერთობები,თუმცა, არც ერთხელ არაფერი გამომივიდა. სულ ჩემს ფიქრებში იჯექი და იმიტომ... იმ ღამემ გამანადგურა,გიორგი. საღად აზროვნების უნარი დავკარგე-მეთქი რომ ვთქვი, არ მომიტყუებიხარ. მართლა ასე იყო. ყველაფერი წაიშალა და ერთადერთი რამ დარჩა. წყენა და გულისტკივილი. მერე ეს გრძნობები სიამაყემ შეცვალა. თან იმდენად პატარა ვიყავი, საერთოდ არ მიფიქრია შედეგებზე. დღეს რომ მომხდარიყო რამე მსგავსი, სულ სხვანაირად მოვიქცეოდი. შეიძლება, ამ ყველაფერზე მეცინა კიდეც. უბრალოდ, მაშინ შენზე უგონოდ შეყვარებული, სულელი გოგო ვიყავი, რომელსაც გონებაში ყველაფერი აერია.
ყურადღებით მისმენდა. ნასვამი იყო,თუმცა, ჩემი არც ერთი სიტყვა არ გამორჩენია და ბოლოს მძიმედ ამოიოხრა.
-თუ ამაზე ვაპირებთ ლაპარაკს,უნდა დავლიო.
ვისკის ორი ჭიქა და სასმლის ბოთლი მოიტანა. სითხე ჭიქებში გაანაწილა და ერთი გამომიწოდა,მეორე თავისთვის დაიტოვა.
-იმ ღამეს ნასწია შეგრჩა ხელში, რომელსაც ჩემი მაისური ეცვა და გითხრა, რომ საშხაპეში ვიყავი. გაუგებრობა მოხდა._დაიწყო მძიმედ._ჩემთვისაც რომ პირსახოცშემოხვეულ კაცს გაეღო კარი და იგივე რამ ეპასუხა, ალბათ ძალიან გავბრაზდებოდი. თუმცა, შენ ვერ ხვდები ჩემი პრობლემა რა არის, მაიკო...
-ამიხსენი!
-მთელი ბავშვობა ერთად გავლიეთ. იმ დღის მერე, რაც მამაშენმა ჩვენთან მოგიყვანა, უცნაურად ჩამებეჭდე თავში. ისიც მახსოვს რა გეცვა. წითელი კაბა და შავი,უცნაური ფორმის ფეხსაცმელები. ვერ ვხვდებოდი, რა მომწონდა შენში, რადგან ყველაზე აუტანელი ბავშვი იყავი მთელ მსოფლიოში. თუმცა, ფაქტია, შენ გარეშე ერთ დღესაც ვერ ვძლებდი._სასმელი ერთიანად გამოცალა და ისევ გააგრძელა._შენი უნდობლობა მეტკინა,მაიკო. მიცნობდი, მაგრამ მაინც დაუშვი, რომ შენზე შეყვარებულს, შენი პირველი კოცნის ავტორს როგორღაც შემეძლო რამდენიმე საათის გაცნობილ გოგოსთან დავწოლილიყავი,მაშინ როცა გვერდით ნომერში შენ მელოდი. კარგი,ვთქვათ და ეს იფიქრე. ისე დამშორდი, ყველაზე უღირსი და არაკაცი, რომ არ იმსახურებს. ხუთი წელი არაადამიანად მთვლიდი და არც ერთხელ ჩათვალე საჭიროდ, რომ ლაპარაკს ვიმსახურებდი... ყველაფერი წამართვი, რისიც მჯეროდა.
-გიორგი, ვერ გავბედე._ხმა ამიკანკალდა და ვერ შეკავებული ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე._შემეშინდა ჩემი გათელილი თავმოყვარეობა მეჩვენებინა. თავს საცოდავად ვგრძნობდი, დაკარგულად.
-აქაც იეგოისტე. შენ შეგეძლო ჩემთვის შენი თავი,შენი ოჯახი,ჩვენი სიყვარული, ლამის ჩემი მეგობრები წაგერთმია, მე კი ახსნის საშუალებაც არ მქონდა. ეს სიყვარულს ჰგავს,მაიკო?_გიორგისაც აუწყლიანდა თვალები და ამან საბოლოოდ გამტეხა._გიყვარდი საერთოდ?
-გიორგი, ამას ნუ მეკითხები. ერთადერთი, რითიც ამ საშინელების გამართლება შემიძლია შენი სიყვარულია. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ზედმეტად მიყვარდი.
-ასე მგონია,სიყვარული ორივეს სხვადასხვანაირად გვესმის._წამოდგა,ფანჯარასთან მივიდა ნელი ნაბიჯებით და ზურგი მაქცია._ამდენი წლის მერეც კი, როცა ამდენჯერ გადავყლაპე ათასნაირი დამცირება, კიდევ მქონდა იმედი. ახლა აღარაფერს აქვს აზრი.
-ეგ რას ნიშნავს?
-ერთადერთი არ ხარ, ვისაც სიამაყე გააჩნია.ასე არ ფიქრობ?_ჩემკენ მოტრიალდა და წამით შებარბაცდა. მაშინვე წამოვხტი._ნასვამზე ასეთი საუბრები მიზანშეწონილი არ არის...
-შეიძლება ხუთი წლის განმავლობაში ჩემს სიამაყეს ვერ გადავაბიჯე და თავმოყვარეობასაც ვიცავდი, მაგრამ ყველაფერი ყაზბეგმა დაამსხვრია,გიორგი. შენ ჩემთვის არ გიღალატია. ყველაფერი ჩემმა დაუფიქრებლობამ გააფუჭა, თუმცა, ეს ამბავი რომ სიმართლე ყოფილიყო,ჩემთვის ესეც უმნიშვნელო იქნებოდა. სიამაყე მაშინ დაიკარგა, როცა კაიროში გავიაზრე, რომ ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისაც ალბათ ყველაფერს ვაპატიებ._ვუთხარი მშვიდად და ჩანთას მოვკიდე ხელი.
-არა მგონია დაგჭირდეს,მაიკო._სევდიანად გამიღიმა და ისევ მაქცია ზურგი.
ალბათ მართალი იყო. არ დამჭირდებოდა, მისივე თქმით ახლა, ჯერჯერობით არაფერს ჰქონდა აზრი.


^ ^ ^
დაახლოებით ერთი კვირა იყო გასული ჩემი და გიორგის საუბრიდან გასული. ალბათ ელით, რომ მთელი ეს დრო საწოლში გავატარე და ტირილის მეტი არაფერი გამიკეთებია, თუმცა, ნურას უკაცრავად!
თქვენი უარყოფითი ემოციებიც მესმის, მაგრამ ბევრს ნუ გამკიცხავთ,კარგი? არავინ იცის ასეთ დროს გაგიჟებული ქალი რას მოიმოქმედებს.
კარგი ხო! ვიცი, რომ ხუთი წელი ბევრია და თქვენს დატუქსვას ახლა არანაირი აზრი არ აქვს.
გიორგისთან აღარ მილაპარაკია. ერთადერთხელ ვცადე მასთან დარეკვა. არ მიპასუხა და მივხვდი, ჯობდა ცოტა ხანს დრო მიმეცა.
უცნაური შეგრძნება მქონდა. იმის მაგივრად ნერვებს ავყოლოდი, თვითგვემას მივცემულიყავი და დღე და ღამე მეჯღავლა, თავში ღრმად ჩავიბეჭდე, რომ ჩემი და გიორგის ბოლო აუცილებლად კეთილი იყო. ყველანაირი ნასწიას, სანტა ბარბარასა და ელიფის გარეშე!
-ძალიან მაშინებ, დედას გეფიცები! რა გეგმა გაქვს ასეთი?_მეკითხებოდა ჩემი არაადეკვატურობით გაოცებული თაკო.
-აჰმედის და სალომეს ქორწილამდე თუ არ დამელაპარაკება, იქ მაინც გამოვიჭერ!
-და რა უნდა ქნა, დააბა, გაკოჭო და ვირის ტვინი აჭამო?!_ჩაეცინა თაკოს.
გაღიმებულმა გავხედე.
-ვიხუმრე, პოიკო, მართლა მაგას ხომ არ აპირებ?_შეშფოთდა თაკო.
-ვირის ტვინი ძნელი საშოვნელია, თორემ დაფიქრდებოდა კაცი._მეც გამეცინა და საქმეს მივუბრუნდი.

^ ^ ^
აჰმედის და სალომეს ქორწილი ახლოვდებოდა. იმდენი საქმე მქონდა, ზოგჯერ მავიწყდებოდა რა მოხდა ბოლოს. გიორგი ისევ არ მეკონტაქტებოდა. საქმეზეც კი თავის ასისტენტს გზავნიდა და ოსტატურად იძვრენდა თავს. ზურასგან ვიცოდი, რომ ნორმალურად იყო,თუმცა ჩემზე ბრაზს ჯერაც არ გადაევლო.
ხო, ვიცი. მარტივი ხომ არ არის განვლილი კოშმარულ ხუთი წელი მოინელო. თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ შენს შეყვარებულს ბევრი თურქული სერიალი აქვს ნანახი!
ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვვარაუდობდი.
გიორგიმ მასთან დაკავშირების ყველანაირი გზა მომიჭრა, ისიც კი გავიგე ქორწილის მერე ესპანეთში ბრუნდებაო, მაგრამ ვერ მივართვი. მორიგი თურქული სერიალის სცენარი და დაკარგული ხუთი წელი არაფერში მჭირდებოდა.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გაწვალოთ დარჩენილი ორი კვირა სალომეს და აჰმედის იდეალური ქორწილის დაგეგმვაში გავატარე. (ისე შესანიშნავი ქორწილის ორგანიზატორი ვარ და თუ რამეა, შეგიძლიათ ამ ნომერზე დამიკავშირდეთ:511-44-60-04) ყველაფერი იმაზე კარგად გამოვიდა, ვიდრე მე და წყვილი წარმოვიდგენდით.
საბოლოოდ, მე და მთელმა ოჯახმა ნამდვილ ქართულ-არაბულ ქორწილში მივიღეთ მოწვევა და თაკო ჭკუაზე არ იყო, რომ როგორც იქნა მუჰამედ სალაჰის ნათესავებს გაიცნობდა. რეალურად, მუჰამედ სალაჰი არაფერ შუაში იყო. უბრალოდ, თაკოს უნდოდა ასე ყოფილიყო და ვერაფრით გადავათქმევინე ეს სისულელე.
28 თებერვალს ჩემი ბედი წყდებოდა.
უთენია გავედი ჩემს გუნდთან ერთად და დაახლოებით ერთ საათში სასურველ ლოკაციაზე ვიყავი. ყველაფერი შევამოწმე, პატრაძალიც მოვინახულე და სიძეც. საბოლოოდ, წყვილს ფოტოსესიის კურთხევა მივეცი და ცოტა ხნით გამოვერიდე.
ულამაზესი შავი ატლასის კაბა მეცვა, იმავე ფერის მოსასხამითა და კრემისფერი ფეხსაცმელით. ტრაბახად არ ჩამითვალოთ, მაგრამ, როცა აპირებ შენზე ძალიან გაბრაზებული,ფაქტობრივად, დაკარგული ცხოვრების სიყვარული შემოირიგო,სულ მცირე ლამაზად უნდა გამოიყურებოდე.
რამდენიმე საათში,ხელმოწერისა და ფოტოსესიების შემდეგ წყვილი რესტორანში შევაცილეთ. ქართულ-არაბული წვეულება, კი არადა, ქეიფი რომ გაჩაღდა, თავისუფლება ვიგრძენი და ერთიანად მოვეშვი.
-თაკო, მოვიდა გიორგი?_სასწრაფოდ ჩემ დასთან მივიჭერი, რომელსაც გიორგის თვალთვალის ჰქონდა დავალებული.
-კი, წეღან აჰმედთან იყვნენ მისულები აჩი და ეგ. ზურაც ახლდათ მგონი, აქვე დახეტიალობენ სადღაც!
-ზურას რაღა უნდა აქ?_გამიკვირდა.
-აჰმედი აჩისთანაც მეგობრობსო, შენ არ თქვი? გიორგის და აჩის თუ იცნობს სიძე, არ იცი, რომ ის ბუტაფორია მაგათ მზითევში მოყვება?_დამიცაცხანა თაკომ.
-კარგი, გავიგე. ცოტა რომ შეთვრება ხალხი, ზურას უთხარი გიორგი სცენასთან მიიყვანოს.
-პოიკო,რას აპირებ?ნანატრი ქორწილი არ ჩაუშალო ამ ხალხს!_შეიცხადა ჩემმა დამ.
-აჰმედი და სალომე გავაფრთხილე. ყველაფერი იციან,მთავარია გიორგი არ წავიდეს._გავიღიმე და როგორც იქნა, რამდენიმე მაგიდის მოშორებით მდგარ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილ გიორგის მოვკარი თვალი.
უღმერთოდ სიმპატიური იყო. მოგრძო თმა უკან გადაევარცხნა და ვიღაცას ღიმილით ელაპარაკებოდა. უკან გავიწიე და ხელში ახალგაზრდა, ლამაზი გოგო შემრჩა.
-თაკო, ვინაა ეს გოგო?
-მე რა ვიცი, იდიოტო, ამ ქორწილში მაქსიმუმ ათ კაცს ვიცნობ._დამტუქსა თაკომ.
-არ მაინტერესებს, სანამ სცენაზე ავალ გიორგის გვერდით აღარ დავინახო!
-მე რა უნდა ვქნა,თმით ვითრიო?_ჩაიბურტყუნა თაკომ და მაგიდიდან გამწარებული წამოხტა.
დაახლოებით საათ ნახევარში ხალხი შეთვრა. ვინ სად დაბოდიალობდა, ვერ გაიგებდი. საუკეთესო შანსი მქონდა, რომ ყველაფერი ზუსტად მაშინ მომეგვარებინა. თაკოს ვანიშნე. გოგომ ზურას გადასცა სიგნალი და ათ წუთში სცენის წინ ყველა მოგროვდა, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. (ჩემი და გიორგის მშობლების ჩათვლით) ჩემი მთავარი ობიექტი ყველაზე წინ იდგა და ჯერაც ვერ გაეგო, რა ხდებოდა. სალომეს და აჰმედს კიდევ ერთხელ გადავხედე.სალომემ თბილად ჩამიკრა თვალი. აჰმედმა ხმამახლა იყვირა. „იალლა ბინთი“-ო (ქართ:მიდი,ჩემო გოგო) და მეც ამაყად ავედი სცენაზე.
-რაზ, რაზ! გესმით ჩემით?_მოულოდნელად დარბაზში სიჩუმე ჩამოწვა და კინაღამ ფეხები მომეკვეთა, როცა ასეულობით წყვილი თვალი ჩემკენ მოიმართა. გიორგიმ გაკვირვებით შემომხედა, მერე ზურას ჰკითხა არეული სახით რაღაც და თავი ჩაღუნა. საუბარი გაუბედავად გავაგრძელე._პირველ რიგში, მოგესალმებით და მადლობა, რომ ამ ლამაზი წყვილის ბედნიერებას იზიარებთ. მე ქორწილის ორგანიზატორი ვარ, მაიკო მქვია და ახლა ყველაზე ბანალური ისტორიით მივიქცევ თქვენს ყურადღებას! გეფიცებით, მხოლოდ რამდენიმე წუთით მოგწყვეტთ გართობას._მზერა ისევ გიორგისკენ გამექცა, რომელსაც ავად გადაჰკრა სახეზე წითელმა ფერმა._ჩემს დას ვთხოვ ეკრანი ჩართოს.
თაკომ რამდენიმე წამში აასრულა ჩემი თხოვნა და უზარმაზარ მონიტორზე ორი ზოდიაქოს ნიშანი გამოჩნდა. რომელი, ამას თქვენ თვითონაც მარტივად მიხვდებით. ხალხს ნელ-ნელა ინტერესი დაეტყო, გიორგის - მოუსვენრობა.
-ალბათ ყველამ იცით, რომ მარცხენა ზოდიაქოს ნიშანი - მორიელია, მარჯვენა - მშვილდოსანი. ჰო, მეც დამაინტერესებდა რა შუაშია ეს ყოველივე აჰმედთან და სალომესთან. ყველაფერს აგიხსნით..._ყელი ჩავიწმინდე და სცენაზე პირდაპირ გიორგის წინ ჩამოვჯექი._ამ ორი ზოდიაქოს შეთავსებადობაზე რომ მოიძიოთ ინფორმაცია ინტერნეტში, იმედები ძალიან გაგიცრუვდებათ, რადგან თითქმის ყველა სტატიაში ასტროლოგები გვეუბნებიან, რომ მათი სიყვარული თითქმის შეუძლებელია. წლების განმავლობაში მჯეროდა ამის! მართლა, გულწრფელად და თან ისე მჯეროდა, რომ ჩემი ქარაფშუტობის და ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაციების გამო, ერთი არაჩვეულებრივი ბიჭი ძალიან გავანაწყენე. მთელი ისტორია რომ მოგიყვეთ, ერთ-ერთ თქვენგანს აუცილებლად მოუნდება ამაზე ფილმის გადაღება. ეს ზუსტად ვიცი, რადგან არაბებს სერიოზული კინემატოგრაფია აქვთ! გადაღებებზეც ვარ ნამყოფი. ეს არ მაწყობს, მსახიობური ნიჭი არც მე მაქვს და არც გიორგის!_ხალხს სიცილის ტალღამ გადაუარა,თუმცა, მე მხოლოდ გიორგის ვუყურებდი, რომელიც ჯერაც ვერ გარკვეულიყო, რა ხდებოდა._მთელი ბავშვობა ამ ბიჭზე ფიქრში გავლიე.
ეკრანზე ამჯერად ჩემი და გიორგის ბავშვობის ფოტო გამოჩნდა. გამეტებით ჩამფრენოდა თმაში და იჯღანებოდა, თუმცა, ჩემი სახიდან გამომდინარე, აშკარად ტყუილად ცდილობდა. ეშმაკურად ვიღიმოდი და ოდნავადაც არ მაწუხებდა ქერა, ხვეულ კულულებში ჩაფრენილი გიორგი.
- მაშინ დიდად არ მაინტერესებდა, რა იყო მისი ზოდიაქოს ნიშანი. არც ის ვეწყობოდით თუ არა ერთმანეთს, ან რას მოგვიტანდა ქორწინება კენტ რიცხვში. ასეთი დრო მენატრება, რადგან მაშინ ქვეყნად ვერავინ მათქმევინებდა მასზე უარს. გავიზარდეთ და ბევრი რამ შეიცვალა. ვაღიარებ, ჩემი მიზეზით. თუმცა, ახლა, როცა შანსი მაქვს საჯაროდ ვაღიარო, რომ ზოდიაქოს ეფექტი ზოგჯერ მცდარია, ძალიან მინდა ამ ამ ბიჭთან პატიოსნად მოგებული სურვილიი გამოვიყენო და ვთხოვო, რომ სცენაზე ამოვიდეს!
გიორგი შეკრთა. წამით ტუჩის კუთხეებში შეეპარა ღიმილი,თუმცა მერე რამდენჯერმე გააქნია თავი უარის ნიშნად და გატრიალდა. დარბაზში სიჩუმე ჩამოწვა. სიმწრისგან ყელი ამეწვა.
-შემიძლია, ყველას თვალწინ ვთქვა, რაში მოგიგე სურვილი.
გიორგი ჩემკენ შემოტრიალდა და ამჯერად მართლა გულწრფელად გაიცინა. დინჯი ნაბიჯებით დაიძრა სცენისკენ, ისე რომ ჯიბეებიდან ხელები არ ამოუწყვია და რამდენიმე წუთში წინ ამესვეტა.
-საჯაროდ გიხდი ბოდიშს დაკარგული ხუთი წლისთვის, ყველა უხეში და საშინელი სიტყვისთვის,ყველა ცარიელი მზერისთვის. მაპატიე, რომ ჩვენი ცხოვრების ძალიან ლამაზი წლები წავართვი ჩვენს თავს და იძულებული გაგხადე, ჩემი პატარა თურქული სერიალის მთავარი გმირის როლი გეთამაშა. საჯაროდ ვამბობ, რომ ძალიან მიყვარხარ და თუ კი,მსახიობურ კარიერაზე უარის თქმას შეძლებ და ერთხელ და სამუდამოდ დათმობ ამ დრამას, აღარასდროს ვახსენებ შენთან სიტყვა ზოდიაქოს. მაპატიებ,გიორგი?_ლაპარაკი დავასრულე და თითქოს ჩემმა ბედნიერების ცრემლმაც ვეღარ მოითმინა მეტი, სიხარულით გადმოსცა ჯებირს და ლოყაზე ჩამომიცურდა.
ეღიმებოდა გიორგის, წრფელად და თბილად. ზუსტად ისე, როგორც მაშინ,პირველად... მამაჩემმა რომ შემიყვანა მის ოთახში წითელი კაბითა და შავი,უცნაური ფორმის ფეხსაცმელებით. ჰო, მეც მახსოვდა ჩვენი პირველი შეხვედრა და ისიც, რა ეცვა მას.
-არანორმალური ხარ შენ._დაიჩურჩულა გიორგიმ და მოულოდნელად ჩამიხუტა გულში.
არ ვიცი, ეს რამდენად უნდა ვთქვა,მაგრამ მთელი დარბაზი ტიროდა მაშინ. ცოტა ხნით ყველას მიავიწყდა აჰმედი და სალომე, რომლებიც, სხვათა შორის, შემდეგ ჩვენს ქორწილშიც იყვნენ და ზუსტად ისე მოგვპარეს რამდენიმე წუთი,როგორც ჩვენ მათ.
(ეს ჯერ არ უნდა მეთქვა?!)
ალბათ ამდენ ხნიანი ნაცნობობის განმავლობაში პირველად არ საუბროდბნენ ჩვენი მშობლები ფეხბურთზე, პოლიტიკასა და კულინარიაზე. სიხარულის ცრემლებს იწმენდნენ და ერთმანეთს ულოცავდნენ.
მე და გიორგი სცენიდან ჩამოვედით.
-ეს რა ამბავი მოაწყვე?_მკითხა მან ღიმილით, როცა, როგორც იქნა ვერანდაზე შევძელით განმარტოვება.
-ყველაფერი ვერ გითხარი,გიორგი. ბევრი ხალხის მომერიდა. უბრალოდ სხვანაირად არ დამელაპარაკებოდი და...
-ჩუ, ჩუ. აღარაფერი თქვა,მაიკო. შევეშვათ ამ ყველაფერს. აღარ გამაგონო არც ზოდიაქო, არც ის საშინელი ღამე!_გაეცინა გიორგის და მომეფერა.
-თურქული ღამე შევარქვი მაგას!_ამოვთქვი სიცილ-ტირილით.
-თურქულ-უკრაინული უფრო კარგად ჟღერს, მგონი უკრაინიდან იყო ნასწია._ამყვა გიორგიც.
-იცოდე, ნასწია და დათა ეგრევე გამოირიცხა. მაგას არ დავარქმევ ჩვენს შვილებს!
-მიყვარხარ,მაიკო!_მითხრა თბილად და ჩემს ტუჩებს დასწვდა.
არ ვიცი, რისი გემო ჰქონდა მაშინ მის კოცნას. ალბათ, ულევი მონატრების, ბავშვობის, ტკბილი მოგონებების და უსაზღვრო სიყვარულის. ყოველ შემთხვევაში, ახლაც მახსოვს, რომ ასეთი გრძნობით იმ მომენტამდე არასდროს უკოცნია.



^ ^ ^
-არ მჯერა, რომ გეღირსათ!
-მაკჩო,კიდევ ხუთი წელი მოგეცადა, სად გეჩქარებოდა?
-ზოდიაქო შეამოწმე, იქნებ დღეს შერიგება არ იყო კარგი იდეა?
-მაიკო, რაში წააგო გიორგიმ სურვილი?!
-ნასწიას არ გავაგებინოთ ეს ამბავი?
-ზოდიაქოს ეფექტს გაუმარჯოს, ზოგჯერ რომ ტყუის და ზოგჯერ მართალია!
ასეთი კითხვებით დაგვხვდნენ დარბაზში შეკრებილი ჩვენი მეგობრები. ყველაფერი მოსალოდნელი იყო, ერთის გარდა.
-გიორგი, ვიცი, რომ მესის ავტოგრაფი ყალბია. გილოცავთ, პოიკოებო!
თაკომ მაინც ყველა გააოცა. გიორგი გადარჩა.


^ ^ ^
2019 წლის 31 დეკემბერი.
-გიორგი, აქ წერია 2020 წელი მშვილდოსანისა და მორიელისთვის რთული იქნებაო._ვუთხარი ბუხრის წინ მოკალათებულ სიხარულიძეს.
-ისევ დაიწყო!
-შეიძლება ეკონომიკური კრიზისი ჰქონდეთ ან კარიერაში პაუზა აიღონო. ჯანმრთელობას მიხედეთო! გიორგი, მისმენ?
-ამ სი**ობებს ვინ ჯანდაბა იგონებს? უნდა ვიპოვო და მოვკლა!_ჩაიდუდღუნა გაბრაზებულმა.
-კონფლიქტიც არის,მაგრამ სიყვარული ყველაფერს მოერევაო!
-მაიკო, ცუნამზე, მეორედ მოსვლაზე და პანდემიაზეც ხომ არ წერია შემთხვევით რამე?
-გიორგი, ნუ ხუმრობ ასე!
-ნუ გეშინია, ვერ მომიშორებ თავიდან!_მოულოდნელად ადგა სავარძელიდან, თბილად მაკოცა და ბოლოს მაინც მოისროლა ჩემი ასტროლოგიური წიგნი მაგიდიდან.



^ ^ ^
2020 წლის 27 თებერვალი, კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში.

-მაიკო! აკი ზოდიაქტოს ეფექტი ტყუისო?!



დ ა ს ა ს რ უ ლ ი.



ჩემივე აღიარებით, ძალიან ბანალური ისტორიით მოვედი. თავიდან საერთოდ არ ვაპირებდი ატვირთვას, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე. თვითონ ისტორია არაფერია, თუმცა, აქ მყოფი პერსონაჟები ძალიან შემიყვარდნენ. გიორგი, ჩემი გიჟი თაკო,შეშლილი ზურა და სულელი მაიკოც. მესმის, ხშირად შტერი გოგონები მყავს, მაგრამ, ზოგი რამ ცხოვრებისეულია და სავსებით შესაძლებელია ასეთი რაღაცები ყველას დაემართოს. ვინ როგორ მოვიქცევით, ეს უკვე სხვა საქმეა...
კიდევ იმის თქმა მინდა, რომ ამ ისტორიის რამდენიმე პერსონაჟი რეალურია. ქართველ სტუდენტებში შეიძლება მე, ავტორსაც, მომკრათ თვალი. რაც მთავარია, რაღაცებს გაიგებთ ეგვიპტეზე. მაგიურ და ჯადოსნურ ქვეყანაზე, რომელმაც ასე შემაყვარა თავი და მომანდომა თქვენთვისაც გამეზიარებინა ეს ყველაფერი.
მოკლედ, იმედია ცოტა ხნით მაინც შევძლებ თქვენს გაღიმებას და მომავალში აუცილებლად დაგიბრუნდებით დაპირებული, სერიოზული და ცოტა კრიმინალური ისტორიით.
სიყვარულით,Gone With Dreams.



№1 სტუმარი Dea

ძალიან ძალიან ვისიამოვნე, სულ გაღიმებულმა ჩავიკითხეheart_eyes
კაიროს მონახულების სურვილი უფრო გამიმძაფრდა smile
მადლობა ასეთი საყვარლობისთვის heart_eyes

 


№2 სტუმარი ტაისა

აუუუუ ძალიან საყვარელი პერსონაჟები ჰყავს ამ ისტორიას ❤❤❤❤❤

 


№3 სტუმარი შპილკა მაიკო

ფავორიტი გოგოს ფავორიტი სიყვარულობა!!!❤❤

 


№4 სტუმარი Maræa

ძალიან სასიამოვნო ისტორია იყო ????

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

ქურდი იაგუნდისფერი თვალებით ვგიჟდები ამ იატორიაზე და იმდენჯერ წავიკითხეე. ახლა ესეც დაემატა. მე ლომი ვარ ჩემი ქმარი თხის რქა. ძალიან მომეწონააა. სიამაყეს გადააყოლა სიყვარული და დაკარგა ხუთი წელი. ერთი არაჩვეულებრივი წესი მაქვს. ახსნის გარეშე დასკვნებს არ ვაკეთებ და იმდენჯერ გამართლდა. ამიტომ პოიკო ამაშიც დამნაშავეა რომ არ მოსცა ამის საშუალება. თუმცა ისეთი აცენა დაამუშავა იყო ღირსი პატიების. მადლობაააა

 


№6 სტუმარი anka

აუ რა საყვარელი ისტორია იყო❤️❤️
ძალიან მომეწონა და ვისიამოვნე❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგი ისტორია იყო.განსხვავებული ,იუმორით,სიყვარულით,მეგობრობით სავსე.მე მომეწონა

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

როგორი სასიამოვნო ისტორია იყო. მადლობა ლამაზი წუთებისთვის❤️❤️❤️

 


№9  offline წევრი ვიპნი

შენი ნიკი რო დავინახე ამ დილაადრიანად ისე გამიხარდა,ვიცოდი კარგად რო ვიხალისებდი,ნეტა რეალობაშიც ასეთი დასასრული ჰქონდეს ყველაფერს , იმეცი მაქვს მუზები მოსვენებას არ მოგცემენ და ხშირად გაგვახარებ ❣️❣️

 


№10 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგი რომ დადე ეს ისტორია.ისე შემომეკითხა შწუსვენებლივ.შემიყვარდა მე ეს ბიჭი გიორგი ძალიან.აი თავიდანვე როცა სურათი ვნახე და როცა მანქანიდან გადავიდა ეს ბიჭი ვერ ვიჯერებდი მე მის ღალატს.სულ მჯეროდა რომ რაღაც სხვა მზიეზი იქნებოდა.5 წელი მართლა დიდი დროა ან რკგორ მოითმინა რომ არ ეთქვა და გერკვია.საოცარი იყო

 


№11  offline წევრი Gone With Dreams

Dea
ძალიან ძალიან ვისიამოვნე, სულ გაღიმებულმა ჩავიკითხეheart_eyes
კაიროს მონახულების სურვილი უფრო გამიმძაფრდა smile
მადლობა ასეთი საყვარლობისთვის heart_eyes



ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის, მიხარია, რომ მოგეწონათ ❤️❤️❤️

ტაისა
აუუუუ ძალიან საყვარელი პერსონაჟები ჰყავს ამ ისტორიას ❤❤❤❤❤


ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️❤️

შპილკა მაიკო
ფავორიტი გოგოს ფავორიტი სიყვარულობა!!!❤❤


ჩემი შპილკა ❤️❤️❤️

Nuki-rocks
ვერაფერს იტყვი,პანდემია გამართლდა :დ. კარგი ისტორიაა,სასიამოვნო. პერსონაჟები?!მართლა გადარეულები იყვნენ.
წარმატებებს გისურვებთ.



ჰო, რაღაცაში მაინც გამართლდა ზოდიაქოს ეფექტი. დიდი მადლობა თქვენ, რომ მოგეწონათ ❤️

Maræa
ძალიან სასიამოვნო ისტორია იყო ????


მიხარია,თუ მოგეწონათ და ძალიან დიდი მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის ❤️❤️❤️

Qeti qimucadze
ქურდი იაგუნდისფერი თვალებით ვგიჟდები ამ იატორიაზე და იმდენჯერ წავიკითხეე. ახლა ესეც დაემატა. მე ლომი ვარ ჩემი ქმარი თხის რქა. ძალიან მომეწონააა. სიამაყეს გადააყოლა სიყვარული და დაკარგა ხუთი წელი. ერთი არაჩვეულებრივი წესი მაქვს. ახსნის გარეშე დასკვნებს არ ვაკეთებ და იმდენჯერ გამართლდა. ამიტომ პოიკო ამაშიც დამნაშავეა რომ არ მოსცა ამის საშუალება. თუმცა ისეთი აცენა დაამუშავა იყო ღირსი პატიების. მადლობაააა



ძალიან მიხარია, ასე რომ მოგეწონათ ❤️❤️❤️ კი, პოიკომაც დაიმსახურა ბოლოს პატიება. ^_^

anka
აუ რა საყვარელი ისტორია იყო❤️❤️
ძალიან მომეწონა და ვისიამოვნე❤️


როგორ მიხარია, რომ მოგეწონათ ^_^ დიდი მადლობა ❤️❤️❤️

სტუმარი nancho
ძალიან კარგი ისტორია იყო.განსხვავებული ,იუმორით,სიყვარულით,მეგობრობით სავსე.მე მომეწონა



დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონათ ❤️❤️❤️

რია როსი
ვუუააიიჰჰჰ,მე ამ დრომდე აქ რომ ვაგდივარ ნაწილობრივ ამათი დამსახურებააა დდდდდ
რა გითხრა?! ძალიან დახვეწილი იყო❤️
პერსონაჟები რო მოიყვანა მკითხველამდე ისეთი❤️ყოველშემხვევაში მე კი პირგახეული ვკითხულობდი და...
ცაგარელის ინტერვიუების დაზეპირებას ავიტაცებ ახლა,და სადაც შესაძლებლობა მექნება სუ ჩავაკვეტებ დდდდ
მართლა ძაან კაი იყო და თაკო ყველაზე მეტად დამევასა❤️
აი ჩემსავით დონე იყო დდდდ????????

პ.ს მეორედ უეჭ მოვბრუნდები ამათთან...და ისე ეგება თაკოს და ზურას ამბავით გააგრძელო?(ძაან გავიჭერი ხო?! ჩემით წავალ დდდდდ)

წარმატებებიიი❤️



აჰაჰაჰა, ვაიმე, ეს რა საყვარელი კომენტარია! პირველ რიგში ბოდიში, თუ ჩვენ გამო ძილი დაგაკლდა. (ამ ისტორიის თაკოს რა დამოკიდებულებაც აქვს ძილთან, წარმოიდგინე, რომ ავტორიც იგივეს განვიცდი, რომ მაღვიძებენ.)
მადლობა დიდი,უზომოდ მიხარია, რომ ასე მოგეწონა.

რაც შეეხება თაკოს, ერთი Voila Bon Appetit-ის ლანა მიყვარს ძალიან და მეორე ეს თაკო. ასე რომ ამაზე უკვე ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ თაკო აუცილებლად იმსახურებს ცალკე ისტორიას და მაგ ამბავს მოგვიანებით მივხედავ. ზურასთან იქნება ეს, თუ ვინმ სხვასთან, ეს უკვე აღარ ვიცი ^_^ ^_^

სტუმარი მარიამი
როგორი სასიამოვნო ისტორია იყო. მადლობა ლამაზი წუთებისთვის❤️❤️❤️


მიხარია, რომ ასე მოგეწონათ და უღრმესი მადლობა შენ ამ თბილი კომენტარისთვის!❤️❤️

ვიპნი
შენი ნიკი რო დავინახე ამ დილაადრიანად ისე გამიხარდა,ვიცოდი კარგად რო ვიხალისებდი,ნეტა რეალობაშიც ასეთი დასასრული ჰქონდეს ყველაფერს , იმეცი მაქვს მუზები მოსვენებას არ მოგცემენ და ხშირად გაგვახარებ ❣️❣️


ის ფაქტი, რომ ჩემი ნიკის დანახვაც კი უზომოდ გახარებთ, ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, გულწრფელად. უზომოდ მიხარია, თუ მოგეწონათ და უღრმესი მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის ❤️❤️❤️

სტუმარი თამო
ძალიან კარგი რომ დადე ეს ისტორია.ისე შემომეკითხა შწუსვენებლივ.შემიყვარდა მე ეს ბიჭი გიორგი ძალიან.აი თავიდანვე როცა სურათი ვნახე და როცა მანქანიდან გადავიდა ეს ბიჭი ვერ ვიჯერებდი მე მის ღალატს.სულ მჯეროდა რომ რაღაც სხვა მზიეზი იქნებოდა.5 წელი მართლა დიდი დროა ან რკგორ მოითმინა რომ არ ეთქვა და გერკვია.საოცარი იყო



გიორგი ძალიან ტკბილი ბიჭია. ზოგადად, მშვილდოსნები ტკბილი ხალხი ვართ ^_^ ძალიან მიხარია, თუ მოგეწონა და დიდი მადლობა შენ! ❤️❤️❤️
--------------------
...

 


№12  offline წევრი Margo Tokyo

შემოვედი და ყველაზე ნაკლებად რასაც ველოდი, ის დამხვდა!
i'll be back bowtie

 


№13 სტუმარი ეკა

ძალიან ძალიან კარგი იყო????????????

 


№14  offline წევრი ენნე

სულ ძალიან ვისიამოვნე❤️
გელოდები კიდევ და კიდევ❤️

 


№15  offline წევრი Gone With Dreams

Margo Tokyo
შემოვედი და ყველაზე ნაკლებად რასაც ველოდი, ის დამხვდა!
i'll be back bowtie



გელი! მე კიდე შენს "პირველის ნახევარს" ვკითხულობ და შენც მელოდე! :დდდდ ❤️❤️

ეკა
ძალიან ძალიან კარგი იყო????????????


დიდი მადლობა!❤️❤️❤️

ენნე
სულ ძალიან ვისიამოვნე❤️
გელოდები კიდევ და კიდევ❤️


ძალიან დიდი მადლობა, უზომოდ მიხარია თუ მოგეწონათ ❤️❤️❤️
--------------------
...

 


№16  offline წევრი Margo Tokyo

მსგავსი ტიპი ისტორიების კითხვა ჩემთვის ძალიან დიდი რელაქსია.
შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს პრეტენაზია იმაზე, რომ მსგავსს ისტორიებში არ არის ჩახეთქებული ისეთი აზრები და ფრაზები, რომლებიც ცხოვრებას გასწავლის, (ნუ, ამას ზოგი ავტორი უშედეგოდ ცდილობს და უფრო აფუჭებს ყველაფერს :დ) მაგრამ მე სწორედ ასეთ მხიარულ, ლაღ და სასიამოვნო ისტორიებში ვიჭერ იმას, რაც ცუდად ყოფნის დროს მჭირდება.
ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ავტორს შეიძლება ჰქონდეს, არის უნარი, რომ ვიღაცას განწყობა შეუქმნას.
ვფიქრობ, მხოლოდ ამიტომ ღირს წერა, რომ პროცესში შენც ისიამოვნო და სხვასაც დაეხმარო.
მე პირადად, ზოდიაქოს ეფექტი დამეხმარა გუშინ ღამით და მინდოდა, რომ მადლობა მეთქვა!

ჰო, ახლა რაც შეეხება უშუალოდ ისტორიას.
ძალიან გავერთე :დ
არანორმალურები არიან!
ზოდიაქო სისულელეა-მეთქი რომ ვამბობ, ცაგარელს მაინც უსმენენ:((
ამათმა კიდე ხუთი წელი გაიჩალიჩეს :დდ
მაიკოს არ ვამართლებდი და ღირსიც იყო, გიორგი რომ აუფსიხდა, მაგრამ დასასრული ძალიან ქიუთობა იყო, რა! heart_eyes
ერთი თაკოსნაირი და ყველას უნდა ჰყავდეს. გიორგი - ყველას არა. :დდ
მოკლედ,
ძალიან მომეწონა!
პ.ს პირველის ნახევარი შემომეწერა გართობის მიზნით და იმედია შენც გაგართობს :D <3

 


№17  offline წევრი Gone With Dreams

Margo Tokyo
მსგავსი ტიპი ისტორიების კითხვა ჩემთვის ძალიან დიდი რელაქსია.
შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს პრეტენაზია იმაზე, რომ მსგავსს ისტორიებში არ არის ჩახეთქებული ისეთი აზრები და ფრაზები, რომლებიც ცხოვრებას გასწავლის, (ნუ, ამას ზოგი ავტორი უშედეგოდ ცდილობს და უფრო აფუჭებს ყველაფერს :დ) მაგრამ მე სწორედ ასეთ მხიარულ, ლაღ და სასიამოვნო ისტორიებში ვიჭერ იმას, რაც ცუდად ყოფნის დროს მჭირდება.
ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ავტორს შეიძლება ჰქონდეს, არის უნარი, რომ ვიღაცას განწყობა შეუქმნას.
ვფიქრობ, მხოლოდ ამიტომ ღირს წერა, რომ პროცესში შენც ისიამოვნო და სხვასაც დაეხმარო.
მე პირადად, ზოდიაქოს ეფექტი დამეხმარა გუშინ ღამით და მინდოდა, რომ მადლობა მეთქვა!

ჰო, ახლა რაც შეეხება უშუალოდ ისტორიას.
ძალიან გავერთე :დ
არანორმალურები არიან!
ზოდიაქო სისულელეა-მეთქი რომ ვამბობ, ცაგარელს მაინც უსმენენ:((
ამათმა კიდე ხუთი წელი გაიჩალიჩეს :დდ
მაიკოს არ ვამართლებდი და ღირსიც იყო, გიორგი რომ აუფსიხდა, მაგრამ დასასრული ძალიან ქიუთობა იყო, რა! heart_eyes
ერთი თაკოსნაირი და ყველას უნდა ჰყავდეს. გიორგი - ყველას არა. :დდ
მოკლედ,
ძალიან მომეწონა!
პ.ს პირველის ნახევარი შემომეწერა გართობის მიზნით და იმედია შენც გაგართობს :D <3



მარგო, ამ კომენტარის კითხვა იმხელა სიამოვნებაა ჩემთვის, ვზივარ ახლა გაღრეჭილი და ბედნიერებისგან მაკანკალებს. მიზანიც ეს იყო, უშუალოდ წერისას ჩემი ბედნიერება და კითხვისას კი – სხვების. ძალიან დიდი მადლობა შენ ასეთი სიტყვებისთვის და მოტივაციისთვის. ❤️

პ.ს რაც შეეხება "პირველის ნახევარს", კითხვა ჯერ არ დამისრულებია. როგორც კი დავამთავრებ, მაშინვე დიდ და მსუყე კომენტარს დაგიტოვებ. ^_^
--------------------
...

 


№18  offline წევრი სესო

აუ❣️
რა საყვარელი ისტორიაა❣️
ვგიჟდები მორიელებზე, კირჩხიბი ვარ და იმიტომ ალბათ:დ❣️
მოკლედ, ძალიან ტკბილი და ღუნღულა ისტორია იყო, ძალიან მომეწონა❣️ წარმატებებიი❣️❣️❣️

 


№19  offline წევრი Gone With Dreams

სესო
აუ❣️
რა საყვარელი ისტორიაა❣️
ვგიჟდები მორიელებზე, კირჩხიბი ვარ და იმიტომ ალბათ:დ❣️
მოკლედ, ძალიან ტკბილი და ღუნღულა ისტორია იყო, ძალიან მომეწონა❣️ წარმატებებიი❣️❣️❣️


როგორ მიხარია, რომ მოგეწონა ❤️❤️ დიდი მადლობა შენ ასეთი თბილი კომენტარისთვის ^_^
--------------------
...

 


№20  offline წევრი თეოფილე

ძალიან სასიამოვნო წასაკითხია ❤️

 


№21  offline წევრი Gone With Dreams

თეოფილე
ძალიან სასიამოვნო წასაკითხია ❤️



ძალიან დიდი მადლობა, მიხარია, თუ ისიამოვნეთ ❤️❤️
--------------------
...

 


№22  offline ახალბედა მწერალი lullaby

რამდენი ხანია მინდა, რომ დავჯდე და მშვიდად წავიკითხო და აი, ახლა, ნასვამმა მოვიცალე. ხო, არ გეჩვენება ნასვამი ვარ და ალმბათ ამიტომაც, რაღაცები მომხვდა გულზე. კალეს სისხლიან დანას ვფიცავარ, ღიმილისგან სახე გამიქვავდა :დდ ^^ ძალიან ბევრგან გულიანად ვიცინე :დდ იმდენჯერ გაიმეორე, ბანალურიო ისო ესო, რომ არ ველოდი, რომ ასე განმტვირთავდა და მასიამოვნებდა ეს ისტორია. ❤️

გოგონი, ვიცი, რას ნიშნავს, როცა შენს ნაწერებს რეალისტური და კრიტიკული თვალით უყურებ, მაგრამ არავინ დააჯერო, რომ ეს ნაწერი ბანალურია. თქვი, რომ ცხოვრებისეული ისტორიაა, ძალიან ძვეულებრივი პერსონაჟებით, რადგან მართლა ასეა. ვფიქრობ, ზუსტადაც ეს აქცევს ამ ნაწერს სასიამოვნოდ წასაკითხად. ^^
სახელ გიორგის რომ მოვკარი თვალი, გამეღიმა, გამიხარდა... პერსონაჟმა მაცინა, მომხიბლა ^^ მაიკო, კი, ცოტა სულელი, მაგრამ ძალიან რეალური პერსონაჟი, რომელსაც ბოლომდე ვერ გავამტყუნებ, რადგან მართლა, ყველას შეიძლება დაგვემართოს მსგავსი რამ და სულელური გადაწყვეტილებები მივიღოთ. ამითაც ვსწავლობ, ამიტომ არაუშავს. ^^

მადლობა ამ მხიარული, ემოციური, და მისტიური გარემოსთვის. ❤️

პ.ს. ნასწიას არ გავაგებინოთ ეს ამბავიო? ამან მომცელა :დდდდდდდდდ

პ.პ.ს. ველი იმას ^^

 


№23  offline წევრი Gone With Dreams

lullaby
რამდენი ხანია მინდა, რომ დავჯდე და მშვიდად წავიკითხო და აი, ახლა, ნასვამმა მოვიცალე. ხო, არ გეჩვენება ნასვამი ვარ და ალმბათ ამიტომაც, რაღაცები მომხვდა გულზე. კალეს სისხლიან დანას ვფიცავარ, ღიმილისგან სახე გამიქვავდა :დდ ^^ ძალიან ბევრგან გულიანად ვიცინე :დდ იმდენჯერ გაიმეორე, ბანალურიო ისო ესო, რომ არ ველოდი, რომ ასე განმტვირთავდა და მასიამოვნებდა ეს ისტორია. ❤️

გოგონი, ვიცი, რას ნიშნავს, როცა შენს ნაწერებს რეალისტური და კრიტიკული თვალით უყურებ, მაგრამ არავინ დააჯერო, რომ ეს ნაწერი ბანალურია. თქვი, რომ ცხოვრებისეული ისტორიაა, ძალიან ძვეულებრივი პერსონაჟებით, რადგან მართლა ასეა. ვფიქრობ, ზუსტადაც ეს აქცევს ამ ნაწერს სასიამოვნოდ წასაკითხად. ^^
სახელ გიორგის რომ მოვკარი თვალი, გამეღიმა, გამიხარდა... პერსონაჟმა მაცინა, მომხიბლა ^^ მაიკო, კი, ცოტა სულელი, მაგრამ ძალიან რეალური პერსონაჟი, რომელსაც ბოლომდე ვერ გავამტყუნებ, რადგან მართლა, ყველას შეიძლება დაგვემართოს მსგავსი რამ და სულელური გადაწყვეტილებები მივიღოთ. ამითაც ვსწავლობ, ამიტომ არაუშავს. ^^

მადლობა ამ მხიარული, ემოციური, და მისტიური გარემოსთვის. ❤️

პ.ს. ნასწიას არ გავაგებინოთ ეს ამბავიო? ამან მომცელა :დდდდდდდდდ

პ.პ.ს. ველი იმას ^^



მარიამ, ამ კომენტარმა როგორ გამაბედნიერა, ნეტა იცოდე.
არ ვიცი, როგორ გითხრა მადლობა ასეთი სიტყვებისთვის... ალბათ შენც ყველაზე კარგად იცი, რას ნიშნავს ახალბედა მწერლისთვის მეორე მწერლისგან ასეთი დადებითი შეფასება. უზომოდ მიხარია, რომ ასე მოგეწონა. მიუხედავად იმისა, რომ მართლა მებანალურებოდა სიუჟეტი, ბევრი რამ ჩავდე ამ ისტორიაში. ბოლოს და ბოლოს საკუთარი მოგონებები და ჩემივე თვალით დანახული ბევრი რამ. ასე რომ, უბედნიერესი ვარ, რომ ამან გაამართლა და თქვენც მიიღეთ სიამოვნება ამით.

მადლობა ❤️
--------------------
...

 


№24 სტუმარი სტუმარი ნაია

მომეწონა, სასიამოვნო წასაკითხი ისტორია არის???? განსაკუთრებით პერსონაჟების სახელები გამიხარდა, თბილად და სასიამოვნოდ ხვდება ყურს, გმადლობ,რომ არ მოუგონე რაღაც აბსურდული, გაცვეთილი "დონე" სახელები...
წარმატებები ❤

 


№25  offline წევრი თ. ა.

იყო პერიოდი როცა მეც გატაცებული ვიყავი ჰოროსკოპით თუმცა სიმართლე გითხრა ისეთი იშვიათი მოვლენა ვარ არცერთ ჰოროსკოპში არ ვჯდები :-D:-D
მოკლედ ძალიან კარგი და სახალისო ისტორია იყო. შენი რჩევით წავიკითხე რა თქმა უნდა და ძალიან მოვიხიბლე. :-*

 


№26  offline წევრი Gone With Dreams

სტუმარი ნაია
მომეწონა, სასიამოვნო წასაკითხი ისტორია არის???? განსაკუთრებით პერსონაჟების სახელები გამიხარდა, თბილად და სასიამოვნოდ ხვდება ყურს, გმადლობ,რომ არ მოუგონე რაღაც აბსურდული, გაცვეთილი "დონე" სახელები...
წარმატებები ❤



პირიქით, მადლობა შენ, რომ დრო დამითმე და მით უმეტეს, მოგეწონა ❤️❤️❤️ ძალიან მახარებს ხოლმე ასეთი კომენტარები ^_^

თ. ა.
იყო პერიოდი როცა მეც გატაცებული ვიყავი ჰოროსკოპით თუმცა სიმართლე გითხრა ისეთი იშვიათი მოვლენა ვარ არცერთ ჰოროსკოპში არ ვჯდები :-D:-D
მოკლედ ძალიან კარგი და სახალისო ისტორია იყო. შენი რჩევით წავიკითხე რა თქმა უნდა და ძალიან მოვიხიბლე. :-*


ჰო, ზოდიაქო ცოტა რთული თემაა. ალბათ ყველა ნიშნის თვისებები გაქვს და ძალიან კარგია ეგ ^^

ძალიან დიდი მადლობა, ჩემო კარგო. ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა და მადლობა მოტივაციისთვის ❤️❤️❤️
--------------------
...

 


№27  offline წევრი TamoTi

რა ძალიან სიყვარულობაა????????❤️❤️ძალიან მომეწონა????ისე მწც მშვილდოსანი ვარ ჩემი ქმარი კირჩხიბია და არც ჩვენს წყვილს წყალობს ზოდიაქო მაინდამაინც

 


№28  offline წევრი Gone With Dreams

Tamuna Gogaladze
რა ძალიან სიყვარულობაა????????❤️❤️ძალიან მომეწონა????ისე მწც მშვილდოსანი ვარ ჩემი ქმარი კირჩხიბია და არც ჩვენს წყვილს წყალობს ზოდიაქო მაინდამაინც


ეგ არაფერი, ხომ დავამტკიცეთ, რომ ზოგჯერ ტყუის ზოდიაქო❤️ დიდი მადლობა, თამუნა, უზომოდ მიხარია, რომ მოგეწონა ❤️❤️❤️
--------------------
...

 


№29 სტუმარი სტუმარი ხათუნა

თაკო რა გიჟია და რა საყვარელი. ვიხალისე თაკოს გამოსვლებზეე.გიორგი შემეცოდა. როგორ უყვარს პოიკო????
ეგვიპტეზე გადახვევაც მშვენიერი იყო.საინტერესო. ძალიან მისტიურია ეს ქვეყანა.
კარგია,რომ ბედნიერად დამთავრდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent