შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეჯახება ზევსთან. (თავი 9)


31-01-2021, 16:13
ავტორი naattii
ნანახია 2 967

ლამის ქშენით ურტყამდა ნინი ნათიას მისაღებში წრეებს, რამდენჯერმე ხელებს აიქნევდა და ისევ აგრძელებდა . კორიდაზე გაყვანილი იმ ხარივით იყო წითლის აფრიალებას რომ ელიან ხოლმე. მიიღო კიდევაც. დივანზე მჯდომი ნათია მობეზრებული უკვე წამობერილ მუცელს ეფერებოდა მეათედ რომ ამოიხვნეშა მოწყენილმა და ნინის რისხვა დაიმსახურა.
-შენ რაღა გახვნეშებს ერთი?
-ადამიანო, ლამის ვიმშობიარო აწი, როდემდე უნდა იყო ასე?
-არა, ეს როგორ გამიკეთა ა?_წრეების რტყმა განაგრძო.
-და რა გაგიბედა ასეთი? ყვავილები გაჩუქა ვენოკი ხომ არა_ნათიამაც გაშალა ხელები.
-გოგოო, ბიჭი მეუბნება ვნანობ რომ გაგიცანიო, ნეტა არ მენახეო და მინდა შენ გარეშე ვიცხოვროო, მერე ეს ყველაფერი ავიწყდება და ყვავილებს მიგზავნის, ვენოკი კი იყო ისე იმხელა რაღაცა.
-მოდი ახლა ერთ რამეში გამარკვიე, შენ რაზე ხარ გაბრაზებული, ყვავილები რომ გამოგიგზავნა თუ ეგ სიტყვები რომ გითხრა?_ წინ წამოიწია ნათია და დაკვირვებულად აათვალიერა მეგობარი.
-რა შუაშია?_ თვალი აარიდა ნინიმაც.
-თავშია, ის სცენა სპეციალურად მოუწყვე არა? უფრო გინდა თავი შეაძულო, რომ აღარ იფიქროს შენზე_გამარჯვებულის სახით გადმოხედა ნათიამ.
-მითხრა ავადმყოფი დედა მყავსო, შენ გამო კი კარიერასაც ვივიწყებო, მსგავსი რამის უფლება როგორ მივცე_სახე შეეცვალა ნინის.
-მემგონი მარტო შენზე არაა დამოკიდებული.
-მემგონი მისი პასუხი უკვე გავიგეთ_ნიშნისმოგებით გააცამტვერა ნინიმ ვაჩეს აზრი.
-ნინი, სიყვარული მასე არაა, უი ახლა ცუდი დროა და მოდი მერე გამოვუვლი. თუ მოეწონე და მეტიც, შენზე ამდენად ბევრს ფიქრობს, შენი აზრით ამ დამოკიდებულებით შეაცვლევინებ აზრს? დიდი დიდი ცოტა ხნით გადადებ საბოლოო შედეგი კი იგივე იქნება.
-აუჰ, გათხოვდა გოგო და გახდა სიყვარულის და ურთიერთობების ექსპერტი_ცხვირი აიბზუა და ისევ ქოთქოთი გააგრძელა. ნათიას კი თავისთვის ეცინებოდა ჩუმად და საკუთარ გეგმებს აწყობდა


ჯერ კიდევ ყვავილებით თავზე იდგა განყოფილებაში ვაჩე და გაურკვევლობაში მყოფს ვერც გაეგო რა რეაქცია უნდა ქონოდა. უკვე ისე იყო გოგა გაწითლებული სახეზე ორი წამიც და ალბათ მისი სიცილი მთელ შენობას შეაზანზარებდა.
-არ გაბედ......_დამთავრება ვერ მოასწრო ბიჭმა რომ დაიწყო
-ვაიმე დედიკოოოო_ბოლო ხმაზე ხარხარებდა გოგა და ძირს გაწოლა აკლდა სრული სურათის შესაქმნელად.
-რა გენაღვლება_ძირს დახარა თავი ვაჩემ და ყვავილები თავის ყუთიანად ჩამოაგდო ძირს -კიდევ კარგი წყალი არ ქონდა.

-ბეწვზე გადარჩიი_სიცილს ვერ წყვეტდა მეწყვილე და ნელნელა აშკარად ტკივდებოდა მუცელი.
-დაამთავრებ?
-რაზე ფიქრობდიიი, აი ნინისნაირ გოგოს ყვავილებს რომ უგზავნიდიი_ვერაფრით ჩერდებოდა გოგა.
-ქაჯი, რავიცოდი, მეგონა ყვავილები ყველა გოგოს უყვარდა_მხრები აიჩეჩა გოგამ და გამოსაცვლელი ოთახისკენ გაბრუნდა.
-მზითვი გრჩებააა_მიამღერა გოგამ სიცილით თუმცა მაინც უკან გაეკიდა.
-ნუღა დამიმატებ რა_აშკარად არ იყო ხასიათზე ბიჭი.
-იცი რა? შეიძლება მშვენივრადაც მოწონს ყვავილები, მაგრამ იმდენადაა გაბრაზებული არ მიიღო_მხრები აიჩეჩა მეგობარმა.
-დიდი დათუნია რომ გავუგზავნო შოკოლადებით ხელში?_ჩაფიქრებული მსჯელობდა ბიჭი.
-სულ გამო*ლევდა_თავი გადააქნია გოგამ
-აბა ეზოში დავუნთო გული? რა ჯანდაბა ვქნა? ვერ ვისვენებ როცა ვიცი ვინმე ჩემზე გაბრაზებულია.
-ნუ დებილობ და საერთოდაც, იქნებ ჯერ იმით დაგეწყო და გახსენება გეცადა რა უთხარი საავადმყოფოში?_წარბები მნიშვნელოვნად აუწია ბიჭმა.
-სწორია, თუ გავიგებ რამდენად ვაწყენინე, გავიგებ როგორ შემოვირიგო_. ჭკუაში ჩაუჯდა ვაჩეს და ღიმილით დატოვა შენობა.

ისე შეყვა ნინი სეირნობას ვერც მიხვდა რუსთაველის ხიდამდე როგორ ამოვიდა. წყლის ხმა რომ გაიგონა გაეღიმა და ჩაფიქრებული დაეყრდნო ხიდის მოაჯირს, ჩაჰყურებდა როგორ მიედინებოდა რიონი და ტალღების ყურებაში გართულს ორმაგად ერეოდა ფიქრები. ნეტავ მართლა რატომ გაიცნეს ერთმანეთი? ასე რომ ეტანჯათ? იცოდა ვაჩე იმ სიტყვებს არასდროს ეტყოდა ნარკოზი რომ არა, მაგრამ ის ხომ გულახდილი იყო. ის უთხრა რაც აწუხებდა, გასაგებია, როცა ადამიანი მოგწონს გონება სადღაც იმალება, მაგრამ თვითონ ხომ აზროვნებს სწორად? თვითონ ხომ ხვდება რასაც იღებს ბიჭი მასთან შეხვედრით? რამდენ რამეზე ამბობს უარს მის გამო, ახლა კი პირიქით იქნებოდა, გოგოზე გაბრაზებული სამუშაოს მიხედავდა და წინ წავიდოდა. არა, არა სწორადაც მოიქცა, რამდენიმე დღე ან კვირა და ესეც გადაივლის. ისინი ამ მოწონებაზე ძლიერები იქნებიან. თუ არადა მე ვიქნები_თავის დაქნევით დაემოწმა საკუთარ გადაწყვეტილებას და უკან გაბრუნდა სახლისკენ.

კარზე კაკუნის შემდეგ თამამად შეაღო ვაჩემ ექიმის კარი და ტელეფონზე მოსაუბრეს იქვე დაელოდა. მალევე მორჩა კაცი პაციენტისთვის რჩევების მიცემას და ბიჭს მოუბრუნდა.
-აბა ყმაწვილო, რამ შეგაწუხა?
-უნდა დამეხმაროთ კახა ექიმო, ნარკოზის დროს ისეთი რაღაცეები ვილაპარაკე ერთ მეგობარს ვერაფრით ვირიგებ, როგორ გავიხსენო?_აშკარად საცოდავი სახე ქონდა ბიჭს.
-ოოო, ეგ ცოტა რთული იქნება, დარწმუნებული ხარ, რომ გინდა იწვალო?
-ასი პროცენტით, თუ არ გავიგე რა დავაშავე, ვერც გამოვასწორებ_ხელები ჩამოისვა სახეზე ვაჩემ.
-კარგი, როგორც გინდა_თავი დაუქნია ექიმმა. -სახლში რომ მიხვალ დივანზე წამოწექი, ეცადე ის დღეები წარმოიდგინო რაც აქ გაატარე, ასევე იმ ადამიანზე იფიქრე და შემოიყვანე ამ ფიქრებში რომელმაც გნახავ, სრულიად მშვიდად უნდა იწვე.
-ანუ საკუთარ თავს ჰიპნოზს ვუკეთებ?
-მარტოს გაგიჭირდება.
-რამეს მოვახერხებ_ჩაფიქრებულმა გადააქნია თავი და კაბინეტი დატოვა.


შემაჯამებლებს ასწორებდა ნინი ზედა სართულიდან ისევ რომ მოესმა ხმაური. გაკვირვებული წამოდგა ფეხზე და ჭერს ისე ახედა ვითომ რამეს დაინახავდა.
-ის დეგენერატი კი მოკვდა და ახლა ვიღა ერჩის ამ ქალს_თავის თავს ეკითხებოდა ნინი და მაშინვე კარებისკენ გავარდა ზემოთაც იგივე ხმა რომ გაიგონა. დალოცა საკუთარი თავი გარეთ შუქი რომ ჰქონდა დატოვებული და ეცადა კარგად დაკვირვებოდა ვინ ჩაივლიდა.
ახალგაზრდა ბიჭი აღმოჩნდა, დაბალი წვერით, სიგარეტს გაუკიდა იქვე და გზა გააგრძელა. თვალები დახუჭა ნინიმ, როგორ ეცნობოდა ეს ბიჭი, ეცადა სახე გინებაში აღედგინა და გაიხსენა კიდეც, კაფეში ყავდა ნანახი, ერთ ერთი მათგანი იყო ვისაც უთვალთვალებდა. ამ სცენის გახსენები და სახლის ჩუსტების ფეხებიდან მოშორება ერთი იყო, წამში ამოიცვა ბოტასები, კურტკას ხელი სტაცა და გაბრიელის ნომრის აკრეფით დატოვა სახლი....


-------------
მეგობრება წარმოდგენა არ მაქვს რამდენი დავწერე და როგორი გამოვიდა, ლეპტოპი გამიფუჭდა და ვცდილობ ტელეფონით ვწერო :(



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

კიდე რაღაც შარში გაეხვევა ეს გოგო და გადარევს ამ ბიჭს ისევ , მინდა ვაჩემ მალე გაიხსენოს ნინისთან დიალოგი და დალაგდეს ამათი ურთიერთობაც ,მაგრამ ამათი კინკლაობაც სასიამოვმო წასაკითხია და რა ვქნა ვერ გავიგე : ))

 


№2 სტუმარი ანუ

დამაკლდა ამ თავში ამ ორის საერთო სცენები :(

 


№3  offline წევრი OKI ME

მოვითხოვ, ნინი გადაიყვანონ ნუ, მთლად გამომძიებლად არა მაგრამ დამხმარედ მაინც :დდდ შეიწირავს ეს გოგო ვაჩეს ნერვებს, როგორც მე, ვატყობ :დდდ

რა ეტყობა ამხელა ქალს პედაგოგობის :დდ მამის გენების დამსახურებაა სავარაუდოდ :დდ

აბა, ვაჩე, შენ იცი და შენმა კაცობამ. გაიხსენე ახლა და შემოირიგე როგორც გინდა. :დდ

 


ეს გოგო შარს ეძებს და იპოვნის კიდეც :)
იმედია ვაჩე ყველაფრის გახსენებას მოახერხებს ❤
დაჯდეს და შემანაჯებლები ასწორს, მომინდომა აქ დეტექყივობანა :) მამის გენები ალბათ თავისას შვება მაგრამ ფრთხილად იყოს❤
ველოდები შემდეგს❤

 


№5 სტუმარი ანუ

დღეს იქნება ახლაი თავი?

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კიდევ რა მოიფიქრა მოსიარულე კატასტროფაა ეს გოგო.მეცოდება ვაჩე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent