შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებისკენ მიმავალი (თავი მეორე)


8-02-2021, 21:38
ავტორი 4-ever
ნანახია 898

არ ვიცი რამდენხანს მეძინა, მაგრამ რატომღაც შემზარავმა ხმამ გამაღვიძა და რათქმაუნდა ვინ იქნებოდა თუ არააა ჩემი შეშლილი დაქალის ქმარი დათო რომლის გაღვიძების სტილიც ყველამ კარგად იცოდა დადიოდა ორ ქვაბს დაიჭერდა ერთმანეთს ურტყამდა და ყვიროდა:
-ადექით ლოთებო
-გათხოვების იმედად წამოსულებო
-ბანკირებო
-ზარმაცებო
-წუწუნებო
-უსაქმურებო
-სახტად დარჩენილებო
საათს გავხედე და რომ დავინახე საათის ისრები 7ს უჩვენებდა, მაშინვე გადავხედე ნესის და იმასაც ეღვიძა უკვე და ცდილობდა აბურდული თმა მწყობრში მოეყვანა ხოლო ოთახის წინ დათო იდგა თვის განუყრელ ქვაბებთნ ერთად და გვიცინოდა. მე და ნესიმ მომენტალურად გადავხედეთ ერთმანეთს და ერთხმას დავიძახეთ მოგკლააავთ დაათოოო არ გაცოცხლებთ, მაშინვე მიხვდა რომ მისი საქმე ძალიან ცუდად იყო და მოულოდნელად დატყდა.. წინ დათო მირბოდა უკან ჩვენ და თან გადმოგხედავდა და იცინოდა, მთელი სახლი და ეზო შემოგვარბენინა და თნ დაგვცინოდა დილის ვარჯიშიც მიიღეთო, ჩვენ კი გაბრაზებულები მივსდევდით, ვერ დავეწით რათქმაუნდა ან რას დაეწეოდი, მოულოდნელად ღობეზე გადახტა და გარეთ გაიქცა და თან მოგვაძახა
-ჯერ ეს დაწყებააა ჩიტებოოო
რაღას გავყვებოდით უკან, აზრი აღარ ჰქონდა ისედაც ხალათით და პიჟამოებით ვიყავით და ამიტომ ხალხის დაცინვის თავიდან ასარიდებლად ამიტომ შევეშვით და შევბრუნდით სახლში.
-თქვენ კიდე რით ვერ ისწავლეთ დათოს ამბავი?
-შენს ქმარს მიხედე თორემ სადმე ხევში ნახავენ მკვდარს და იცოდე არ გადამეყაროს სჯობს დღეს მაინც
-კარგით რაააა ხომ იცით მაგის ამბავი ვერ მოისვენებს სიმაწაკე რომ არ გააკეთოს რამე?
-იხვო მისმინე დღეს ჩვენი ჯერია რაიმე უნდა მოვიფიქროთ ჭიკარტები და ა.შ. არ გვინდა ბავშურია
-რა ჩაიფიქრე გველო?
-შური უნდა ვიძიო
-ეგ კარგი იდეააა, მაგრამ როგორ?
-მოვიფიქრებ და ამაში ქრისტოც დაგვეხმარება, ეხლა კი წავალ წყალს გადავივლებ, ძილი ისედაც გამიტყდა
-მიდი მერე მე შევალ აბაზანაში და ისე მალე ზღვაზე გასვლაც გვიწევს და
-ხოდა წავიდეთ და საღამოს კი სახლში არ ვაპირებ ჯდომას თავს სანსეტს დავესხმებით
შხაპმა და ზღვაზე გასვლამ იმოქმედა ჩემზე და ცოტა დამვშვიდდი ისე ვიყავი გაცოფებული დათოს ასეთი ქცევით, არაუშავს ხვალ ბათუმში წავალთ. ზღვას გავყურებდი და ვუყურებდი წყალზე მოთამაშე მზის სხივებს რომლებიც ულამაზესი იყო დარწმუნებული ვარ მზის ჩასვლა ულამაზესი იქნება ზღვის ტალღებზე და მის სანაპიროზე, გავყურებდი ჰორიზონტს და ვფიქრობდი ყველაფერს თუ როგორ სწრაფად გავიდე 25 წელი. ვფიქრობდი იმაზე თუ ამდენი პრობლემის მიუხედავად მაინც ბედნიერი ვიყავი და ბედნიერეად ვგრძნობდი თავს, ვმაიმუნობდი ბევრს. ნუთუ არასერიოზული ვარ და მაგის გამო არ მიყვანენ სამსახურში? ნუთუ უნდა დავსერიოზულდე? არა რა უნდა დავსერიოზულდე, სერიოზული ჩემმა მტერმა მიყუროს, ისევ სჯობს გიჟი გადარეული და არანორმალური ვიყო, რადგან ამ ცხოვრებას ვერ შეხედავ სერიოზულად. სერიოზულად რომ უყურო გაგიჟდები უფრო და გაგიჭირდება ყველაფრის გადახარშვა გამიგია ფრაზა ამ ცხოვრებაში ან მთვრალი უნდა იყო და ანდა საგიჟე არ აგცდება ისეთი სიტუაცაიაა. მაგრამ ჩემ მიზანს არასდროს გადავუხვევ და ვიბრძოლებ. წინ მელის ბევრი სასიამოვნო დღე და დარწმუნებული ვარ სამსახურში ამიყვანენ და ჩემ ოცნებას გავყვები ვიქნები გიდი და მოვინახულებ ულამაზეს ადგილებს და ხალხსაც გავაცნობ ჩვენს ქვეყანას და ისტორიას მოვუყვები ჩვენი ქვეყნის შესახებ. მზის ჩასვლა მართლაც ულამაზესი იყო, არ ვიცი დღეს მომეჩვენა ესე თუ მაგრამ რატომღაც ბედნიერი საღამო უნდა ყოფილიყო, არ ვიცი ისეთი გრძნობა მქონდა რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. მზის ჩასვლის ყურების მერე სახლის გზას გავუყევი, სახლში მისულმა ნესიმ მახარა მალე მოემზადა დღეს სანსეტში მივდივართ
-ოჰოოო დღეს ვგუგუნებთ ხო?
-კი აბა რა ის კაბა ჩაიცვი დღეს სანსეტი უნდა ავიღოთ
-ზუსტად მაგას ვაპირებთ ქრისტოც მოდის
-კიდე კარგი, დათო არ დამანახოთ იქ არ მინდა ვინმემ ტუნი გაბურღოს
-კი გეთანხმები მეც არ მინდა რადგან აქ გასართობად ვართ და არ გვინდა ჩხუბის ყურება, ხო ქალბატონო შენ ხმა არ ამოიღო ქრისტინე რომ გქვია
-მე?? რატომ ეგრე
-დედა კრუხივით არ დაიწყო რააა მალე წავიდეთ მეძინება და ა.შ. არც ცეკვაზე იტყვი უარს გასაგებია?
-კარგი ხო ჩუმად ვარ
დავიწყეთ გამზადება და როგორც ყოველთვის დიდიხანი მოვუნდით, გოგოების ამბავი ასეთი ზოგჯერ ისე სწრაფად ემზადებიან ვერც კი წარმოიდგენ, მაგრამ გამოსაჩენ ადგილზე როცა მიდის მაშინ კი გიწევს დიდხანს უცადო სანამ როგორც უნდა ისე არ მოემზადოს. როგროც იქნა გავეტიეთ სახლიდან და გავუყევით სანსეტის გზას და მივაღწიეთ კიდეც. მიმტანს ვთხოვე რომ მუსიკასთან შედარებით ახლოს დავესვით რადგან მინდოდა რომ დღეს ძალიან ბევრი მეცეკვა და დამელია და გამოთიშებოდი სამყაროს სადაც ბედნიერი ვიქნებოდი და ჩემს ფიქრებში ვიქნებოდი, მიმტანი ძალიან კარგი გოგო აღნოჩნდა ახალგაზრდა რომელიც ცდილობს თანხა იშოვოს და მშობლების კისერზე იჯდეს, არავინ იცის რისთვის უნდა მაგრამ მიხარია რომ ჩემი ტოლის და ჩემზე პატარები ცდილობენ საკუთარი ჯიბის ფული ჰქონდეთ. რაც გვინდოდა შევუკვეთეთ და პირველრგიში სასმელი მოვითხოვეთ. ვიჯექით ბედნიერად, ვლაპარაკობდით და ვერთობოდით, მაგრამ როგორც ცაზე შავი ნისლი მოდის ისე ჩამობნელდა ჩემს თვს გავიხედე კარისკენ და რა დავინახე გიორგი თავის მეგობრებთან ერთად ოღონდ ეს არაა ოღონდ აქ არაა და მეტი არაფერი მინდა, სახეზე ფერი წამერთვა და ხველა ამიტყდა საშინელი, გოგოები დაიბნენ უცბად ვერ გაეგოთ რა დამემართა, რომ არა ნესის ჩუმი წამოყვირება(აბა ხმამაღლა სირცხვილი იყო) ამას რა ჯანდაბა უნდა აქ? მაინც და მაინც უნდა შემომაკვდეს?
-რა ხდება? გაშტერებული ქრისტო აქეთ იქით იყურებოდა ხან მე ხან ნესის შეხედავდა, ვერ მიმხვდარიყო რამ შეცვალა ჩვენი ასეთი განწყობა
-გიორგი აქ
-შანსი არაა გამორიცხე
-მაშინ ნელა ორი მაგიდი გამოტოვებით უკან გაიხედე და თუ ორ კაცს გველანდება მაშინ მირჩევნია ეგრე იყოს
ქრისტოს გახედვა და მისი წამოყვირება ერთი იყო
-მოვკლააააავ
ქრისტოს ყვირილზე ყველამ ჩვენ შემოგვხედა, მათშორის ვაჟბატონმა და გაკვირვება დაეტყო ჩემს დანახვაზე.
-ქალოოო ჩუმად ყველა ჩვენ გვიყურებს
-უიი მუსიკა ჩართული არ ყოფილა
-ვაიმეე გაიგო ეხლა მთელმა სანსეტმა რაა, ეგეც არ მყავდეს პრინცი რააა
-შენ გიყვარდა ჩვენ კი არააა
-ხოდა ჩაიგდე ენა მოდის აქეთ
ქრისტოს გაჩუმებით და თვალების ბრიალით ვიყავი დაკავებული რომ თავზე დამადგა თვით დიდებული გიორგი
-ანუკი როგრო ხარ?
-გამარჯობა გიორგი არაჩვეულებრივად თავად როგორ გიკითხოთ?
-არამიშავს, უფრო გალამაზებულხარ რაც სამსახურიდან წახვედი
-მადლობა გიორგი ძალიან დიდი, მაგრამ შეგეშალა სამსახურიდან და შენი ცხოვრებიდანაც ამის დამატება დაგავიწყდა
-რატომ ასეთი ცინიზმი?
-რაც დავიმსახურეთ ის მივიღეთ და ძალიან გთხოვთ თქვენი მეგობრები გელოდებიან ეტყობა
-გამიხარდა რომ გნახე, არ ველოდი შენს აქ ყოფნას მოულოდნელი სასიხარულო სურპრიზი აღმოჩნდა შენი ნახვა ჩემთვის
-სამწუხაროა რომ იგივეს თქმა არ შემიძლია მეც შენზე, რა ვქნათ ეს მწარე რეალობაა,რომელიც შენმა საქციელმა დაიმსახურა. ეხლა კი ბოდიშს გიხდი მაგრამ ჩემი დაქალები მელოდებიან და უნდა მივხედო აქ დასასვენებლად ვარ და არ მინდა საღამო ჩავიმწარო ამიტომ ნახვამდის
გაოგნებული სახით დაგვტოვა გიორგიმ, გოგოები კი აღფრთოვანებული თვალებით მიყურებდნენ არ ელოდნენ ასეთ სიმკაცრეს თ გამოვიჩენდი მის მიმართ, მე პირადად გადავწყვიტე მისი არსებობა დამევიწყებინა ვსვამდი და ვერთობოდი ბოლომდე, ის კი ჩემს პირდაპირ დაჯდა და თვალებით მბურღავდა, რამდენჯერმე მეგობრებმა დაუძახეს და ვერ გაააგონეს ისეთი გაშტერებული იჯდა, მეც მეტი რა მინდოდა სულაც არ მიქმნიდა დისკომფორტს მისი ეს ქცევა პირიქით უფრო მამხიარულებდა და მეც მეტი რა მინდოდა ვიდექი და ვიცინოდი. ჩემს ბედზე ზუსტად ლევანი შემოვიდა რესტორანში, რომელიც წინა წელს გავიცანით ქობულეთში და საკმაოდ კარგი დროც გავატარეთ ყველამ ერთად.
-ვა ვა ვა ამას ვის ხედავს ჩემი თვალები
-ვა ანიიი როგორ ხარ ?
-კარგად შენ?
-მეც არამიშავს, გოგოებო როგორ ხართ?
-კარგად ლევან
ლევანი ჩვენს მაგიდასთნ დაჯდა და თავის მეგობრებიც მოიწვია, გოგოებს და ლევანს კარგი მეგობრობა აკავშირებდათ, რადგან ისიც ერთი გადარეული ბიჭი იყო, ლევანი ისტორიას ყვებოდა და ყველა ვიცინოდით. ხოლო ნესი გვერდები ჩამილურჯა
-შეხედე შეხედე როგორ გიყურებს
-იდგეს და მიყუროს არ მადარდებს
-ლევნის მოკვლა უნდა, სახიდან ბედნიერების ღიმილი გაუქრა და თან ბევრს სვამს
-, თავისმა მეგობრებმა დააშოშმინონ მე მაგის საშინელ სიმთვრალეს არ ავიტან აქ გასართობად ვარ და არა ჩასამწარებლად. მე და ნესი გაცხარებულ საუბარში ვართ და ამ დროს ჩაირთო ის სიმღერა რომელზეც მე დალევანი მაგრად ვცეკვავთ ეს იყო
Jennifer Lopez - Let's Get Loud, ჩვენც მეტი რა გვინდოდა გავედით და გადავეშვით ჩვენ სტიქიაში, ისე ვცეკვავდით რომ არავინ გვახსოვდა , მარტო მე ლევანი და მუსიკა ვიყავით, ვცეკვავდით და არ ვჩერდებოდით, გონს მუსიკის დასრულებამ და ხალხის აპლოდისმენტებმა გამოგვაფხიზლა, მაგიდასთან დავბრუნდით თუ არა გოგოები ერთხმად მეუბნებიან ნუთუ ეს შენ ხარ? დასვენება გადავწყვიტეთ თუ არა ნესი ყურში მეუბნება
-სანამ შენ ცეკვავდი უნდა გენახა რა თვალებით იყურებოდა, თვისმა ძმაკაცებმა შეაჩერეს თორემ აპირებდა სცენაზე შემოვარდნას
-ნესი იცი რა არ მადარდებს ეგ ადამიანი და არც ვღელავ რაც უნდა ის უქნია, თავის დროზე დიდი ტკივილი მომაყენა და ეხლა ეგოიზმობა აწუხებს მე კი აქ დასასვენებლად ვარ.
გიორგი თვისმა მეგობრებმა ძალით წაიყვანეს მე კი ცეკვას არ ვწყვეტდი და თითქმის ყველა სიმღერაზე ვიცეკვე რაც იყო, სახლში რომ დავბრუნდით ისარი დილის 5 საათს უჩვნებდა, ისეთი დაღლილი და მთვრალი ვიყავით, რომ ფეხზე ვერ ვიდექით, მაშინვე მივაშურეთ საწოლ ოთახს და პირქვე დავემხეთ, არც 0გამოგვიცვლია და არც არაფერი, ვის ახსოვდა მთავარია ლოგინამდე მივაღწიეთ და მეტი არაფერი. ერთი ის კი გვახსოვდა რომ ხვალ ბათუმი უნდა აგვეღო ანუ ბათუმში მივდიოდით და დარწმუნებული ვარ საუკეთსო დღეები იქნებოდა. დღევანდელ დღეს კი ხვალ გავიხსენებ ტელეფონების და სურათების მიხედვით იმედია არ შემრცხვება სურათების ნახვის მერე. ერთი კი ის დავინახე რომ ტელეფონზე გიორგი რეკავდა გამწარებული რათქმაუნდა არ ვუპასუხე ან რას ვუპასუხებდი სად მქონდა თავი მაგის, მაგრამ რომ წარმოვიდგინე მისი გაცეცხლებული სახე გამეღიმა, ვერ გავიცინებდი რადგან ნესის ისე ეძინა რომ ტანსაცმელ გაუხდელს, ერთი კი გავიფიქრე რომ ცოდოათო, მაგრამ უკუვაგდე ფიქრები და ძილის მორევში გადავეშვი
პ.ს. ესეც მეორე თვი იმედია მოგეწონებათ, ველი თქვენს კომენტარებს




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent