შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუჯერებელიც კი არაა დაუჯერებელი (1თავი)


24-02-2021, 01:52
ნანახია 3 295

ჰელოუ გაიიისსსსს........... დიდი ხანია , ძალიან დიდი, დიდიიდიდიდიდიდიდიიდიიიდიიიი ხანია არაფერი ამიტვირთავს.... ალბათ დაგავიწყდათ კიდეც ჩემი ისტორიიებიისს მთავარი 'შინაარაულობბა' :D ხოდა გადავწყვიტე კიდევ ერთი ისტორია შემოგთავაზოთ.... იმედები საკმაოდ დიდია იმისა , რომ მოგეწონებათ


........ პაუზა.....
1..
2...
3...
... მორიგი გადატვირთული დღე... ღმერთო თითქმის გამოვიფიტე , აღარაფერად ვარგოვარ , მაგრამ როგორ გინდა?? თუ გინდა რომ სწავლა თავად 'დაიფინანსო', თუ გინდა რომ 5 ლარი მაინც გედოს ჯიბეში რომ მთელი დღე მშიერმა არ გადააგორო უნდა იმუშო... და როგორც ყოველთვის წუწუნა მე..
გამარჯობა ხალხობავ მე მართა თოფურია ვარ... ჰა ჰა.. ტკაც.. მეგრელობა in action .. არა მართლა კი არა . უბრალოდ დედა და მთელი ჩემი სანათესაო( მისი მხრიდან) დასავლეთიდან ,ჩვენი ძვირფასი სამეგრელოდან არიან. პატარა ბიოგრაფია ჩემს შესახებ: ვარ 'შვილივით' 23 წლის , მაღალი ,ლამაზი,ტანადი , გამოყვანილი სხეულის მქონე, გრძელი შავი თმით, კლანჭებითა და უზარმაზარი მკერდით ;! ნუ ხო შეიძლება ეს 'უზარმაზარი' ზედმეტი იყო, მაგრამ მართალს გეუბნებით, ჩემს წონასა და სხეულის პროპორციებს თუ გავითვალისწინებთ ამხელა მკერდი ზედმეტია, ყოველთვის მაკომპლექსებს..... თუმცა რას ვიზამთ გენეტიკა და ისევ გენეტიკა.ჩემი ვიზუალის აღწერას მოვრჩი , ე.ი ამ მომენტში ქორწილების ორგანიზატორად ვმუშაობ , პარალელურად კი უკვე დიდი ხანია ჟურნალისტიკა მიპყრობს და ამ განხრით ვსწავლობ... მინდა პროფესიონალი ჟურნალისტი გავხდე, თუმცა რამდენჯერმე აკადემიური წელი მომიწია ფინანსური არასტაბილურობის გამო... ბავშვობიდან მიზიდავდა ადგილების და თუნდაც ადამიანების 'კეთილმოწყობის' ორგანიზება... ყოველთვის დიზაინს ვანიჭებდი მნიშვნელობას, მნიშვნელოვნად ვთვლიდი სასიამოვნო გარეგნობის ყველას და ყველაფერს... ხოდა დღეს ორგანიზატორად ვმუშაობ, ყველამ იცით რომ ქორწილები არც თუ ისე ხშირადაა და შეუძლებელია ყოველდღე სამუშაო გქონდეს ,თუმცა ჩემს ნიჭიერებას თუ გავითვალისწინებთ არა მარტო ქორწილის არამედ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზებაც მიწევს ხოლმე.. აქვე გეტყვით რომ მარტოხელა ვარ, დედისერთა, მამაჩემის ასავალ-დასავალი არ ვიცი და ამაზე საუბარი არ მსურს , ვწუხვარ. დედაჩემი კი 2 წლის წინ გარდაიცვალა , გულის შეტევით. არასდროს მიფიქრია რომ ოდესმე ვინმესთვის იმხელა სიყვარულის და იმხელა ადგილის დათმობა შემეძლო ჩემს გულში რამხელაც დედაჩემს უკავია.. მაგრამ ყველაფერი სულ სხვაგვარად წარიმართა..

ჩვეულებრივი დღე : დილით ,7:38 წუთზე რეკავს მაღვიძარა, ყოველთვის 'არასრულ' წუთებზე ვაყენებ ხოლმე, ორი წუთი გამოფხიზლებაში მჭირდება, როგორც იქნა გამოვფხიზლდი.. ტანზე ლასინა და ტოპი მოვირგე, აირპოდები ყურებში და სავარჯიშოდ წავედი... კეთილი ვინებე და მთელს მუშტაეთის პარკს შემოვურბინე და დაქანცული წავედი სახლში.. თითქმის ეზოში ვიყავი რომ მობილურის ვიბრაცია ვიგრძენი, ჩემი უფროსი , როგორც ყოველთვის უდროოდ რეკაავს
- დილა მშვიდობის მართა
-დილა მშვიდობის ბის
- უდროოდ ხომ არ ვრეკავ?
- არა . როგორც ყოველთვის დროული იყო- ცინიზმი in action...
- კარგი ჩემო გოგონავ. დღეს სასწრაფოდ მჭირდება შენი ხელები და გონება. ზემნიშვნელოვანი წვეულება იმართება ხვალ , ზუსტად 18:00 საათზე...
- კარგით მიკა მოვემზადები და წამოვალ.თქვენ მისამართი მომწერეთ.
-კარგი .
კარი გავაღე,სახლში შევვარდი , უცბად მივიღე შხაპი და შავი სმოკინგი,შავი წვრილმკლავიანი მაისურით , მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით. თმა მაღლა ავიწიე და ცხენისკუდის მსგავსად შევკარი. მთელი ბავშვობა,თინეიჯერობა- ეს წლები ისე გავატარე რომ ჩემს ტანზე ბიჭურ-სპორტული, ქალ-ბიჭური ტანისამოსის მეტს ვეღარაფერს დაინახავდით, განა მარტო ეს? ქცევებიხ ისეთი მქონდა რომ ვიზუალისთვის ყურადღება რომ არ მიგექცია უკანონო მამაკაცი ვიყავი.. თუმცა ბოლო რამდენიმე წელმა ყველაფერი დამიტრიალა.არც ადრე ვგიჟდებოდი ფერად ტანისამოსზე, ან თეთრი უნდა მცმეოდა ან კიდევ შავი ,თუმცა უამრავი ფერადი ტანსაცმელი მქონდა, დედაჩემის ავადმყოფობის შემდეგ სურვილი მიქრებოდა,რომ ისევ ისეთი ლაღი და ბავშვური ვყოფილიყავი , ეს ..... ეს უბრალოდ........... არ ვიცი .. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის.. არც ნათესავები,არც ოჯახის წევრები, ჩემი ოჯახი, ჩემი სული და გული, ჩემი თვალის ჩინი დედაჩემი იყო, რომელიც დავკარგე... მის მაგივრობას ვერასდროს ვერავინ გამიწევს. ეს უბრალოდ და კონკრეტულად! - შეუძლებელია. თუმცა მყავს ადამიანები ,რომლებიც მეტ-ნაკლებად მივსებენ იმ ღრმა და უკუნით შავ ლაქას ჩემს გულში.. ახლო მომავალში გაგაცნობთ უფრო ახლოს ,ახლა უბრალოდ მათ ვინაობას გაგიმხელთ .ესენი ჩემი უ'არამორმალურესი მეგობრები არიან:. ნინკა კვიჟინაძე - 22წლის ღლაპუცუნა დაქალი, ძალიან ჰიპერაქტიური ხასიათის,ზეძაან ფიცხი; ვერა ლოლაძე - 22 წლის მოცუცქნულიტო დაქალი , ის ძალიან საყვარელი და ცოტა რბილი ხასიათისაა, შეიძლება უმნიშვნელო რაღაცებიც კი ადვილად ეწყინოს, მაგალითად: არც თუ ისე მაღალია (1,55) და როცა ამას ახსენებენ კი წაკბენს ხოლმე 'მხსენებელს' მაგრამ მაინც წყინს; გიორგი გასვიანი - ჩვენი სვანი ბავშვი , 24 წლის ახლახანს გახდა.მოდი მასზე და ვერაზე გეტყვით უცბად - ისინი უკვე 2 წელია ერთად არიან, ერთმანეთი 4 წლის წინ გაიცნეს რაღაც საზაფხულო ბანაკში თუ სადღაც, ზუსტად არ ვიცი და შემდეგ უნივერსიტეტმა მაგრად გაუსწორა - ორივე მათგანი, ასაკის სხვაობის მიუხედავად, ერთ ფაკულტეტზე , ერთსა და იმავე უნივერსიტეტში სწავლობენ. ნუ მე როგორ გავიცანი გიორგი ეგ ძაან სასაცილო ისტორიაააა... ანუ ნინკასა და ვერას ბავშვობიდან ვიცნობ , როცა სოფელში ვცხოვრობდი( ჭალადიდში) , მეზობლები ვიყავით და ასე მთელი ბავშვობა მოვდივართ... რაც შეეხება გიორგის - ხომ გახსოვთ რომ გითხარით ბანაკის ამბები თქო.. ჩემი ქალბატონი ვერაჩკა (ამ სახელს ვერ იტანს) ძააან გვიმალავდა მათ ამბავს , ეს ალბათ 3 წლის წინ , ხოდა მე და ნინკამ ვიხლაფორთეთ ,მათ პირველ შეხვედრაზე ( ბანაკის შემდეგ) , ჩვენც შემთხვევით მივედით, ანუ განა გამიზნულად , არა! სულაც არა .. ხოდა აი მაშინ დავიჭირეთ ქალბატონი ფაქტზე მას მერე მე და გიორგის, ისევე როგორც ნინკას და- ძმური ურთიერთობა გვაქვს. ჩვენს სამეგობრო წრეში ჩვენ სამი არანორმალური და მე ცოტა ნორმალური გახლავართ.. კარგით ამდენი საუბარი მეყო , დავაგვიანებ და ვერც კი მოვასწრებ ორგანიზებას... ხელჩანთას, გასაღებასა და მობილურს დავავლე ხელი და კიბეზე კაკუნით ჩავირბინე.. მანქანაში ჩავჯექი და გავემართე რესტორნისკენ.. ხო ჩემი მანქანა რომელიც, ერთადერთ რეალურ ოცნებად მქონდა.. BMW M8 .. ზოგადად ამ მარკაზე მეკეტებოდა ლაწირაკობიდანვე , ხოდა განა ამბიციები და ახირებიბი, უბრალოდ აღარაფერი იყო ისეთი მნიშვნელოვანი რომ მეოცნება და უბრალოდ ბავშვობის ოცნება 'გავაფესვიანე'.
30 წუთში ადგილზე ვიყავი, საკმაოდ დიდ ხანს შევყოვნდი საცობში.. რესტორანში შევედი თუ არა უკვე გონება ამოქმედდა , გადავხარშე და წარმოვიდგინე თითოეული დეტალი თუ როგორ შეიძლებოდა ამ სივრცის ორგანიზება.. ფიქრებში გართულს ჩემი ბოსის- ქალბატონი მიკაელა ახვლედიანის ხმა მაფზიზლებს
- კიდევ ერთხელ გამარჯობა ჩემო საყვარელო
- გამარჯობა ბოს
- ჰა აბა რას ვშვებით? შენმა გონებამ უკვე გაუკეთა ორგანიზება ხომ ასეა?- ჩაიღიმა
- დიახ. მაგრამ მაინც გამარკვიეთ კონკრეტულად რა წვეულებაა?
- ე.ი ცნობილი ბიზნესმენი ბატონი მირიან აბაშიძე მართავს წვეულებას პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის, ამასთანავე უნდა მოვიდნენ კანადელი პარტნიორებიც , მატონი მაიკლი და მიშელი, ხოდა მთხოვა რომ ყველაფერი უნაკლოდ და მშვენივრად გამეკეთებინა.. ამაში კი ჩემი მშვენიერი გოგონა უბადლოა -გამიღიმა, როგორც სჩვევია ხოლმე და ჩემი ხელი მისაში მოიქცია.
- კარგით ბოს. ჩემი იმედი გქონდეთ - თვალი ჩავუკარი და რესტორნის თითოეული 'ნაკვთის' შესათვალიერებლად წავედი.. საკმაოდ მდიდრული და 'მაღალფარდოვანი' ადგილი გახლავთ..
ალბათ 2 საათი მაინც დავყავი იმისთვის, რომ რესტორნის თითოეული ნაწილისთვის სწორი ორგანიზება გამეწია.. ყველაფერი სათითაოდ აღვრიცხე და მიკაელას მივუტანე
- აჰაამ... აჰაა.... ჰჰმმმ... ყველაფერი მშვენივრია .. ამის რამდენიმე ასლს გავაკეთებ ... ყველას დავურიგენ რომ მუშაობა დავიწყოთ
- კარგით ბოს
- ხო და კიდევ - მინდა რომ ბატონი მირიანის ვაჟს შეხვდე , ის ყველაფერს აგიხსნის თან ამ აღრიცხვასაც აჩვენებ , შეიძლება რაიმის შეცვლა მოინდომოს... რავიცით ეს ახალგაზრდობა სულ სხვანაირია - ისევ საფირმო სიცილიის
- გასაგებია
- აი ისიც .. სანამ რესტორანს მოათვალიერებს მე ასლს გადავიღებ- თავი დავუქნიე და იმ ახოვანი,წარმოსადეგი, კლასიკურად გამოწყობილი სიმპატიური მამაკაცისკენ გავიხედე რომელიც ერთ გოგონასა და ორ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად შემოვიდა რესტორანში.. ისეთი შეგრძნება რატომ მაქვს თითქოს სადღაც მინახავს....
- მართა აი აიღე.. - ფიქრებიდან გამომაფხიზლა მიკაელამ- მოგესალმებით ბატონებო
- გამარჯობა ქალბატონო მიკაელა და ........- მე გამომხედა
- მართა.. ეს მართა თოფურიაა, ჩვენი ორგანიზატორი
- მართა თოფურია? - გაკვირვებულმა წარმოსთქვა და სათვალე მოიხსნა.. აჰაააა... საიდან მეცნობა თურმე.. ღმერთო ჩემო.. ეს ბიჭი ხომ ჩემი ძველი სკოლიდანაა...ეს ილია აბაშიძეა, ბიჭი უმხიარულესი ხასიათით, უსიმპატიურესი გარეგნობით, ბავშვობიდან ასეთი იყო, 'მაღალფარდოვანი' - ყველა მხრივ.მეტსახელად პრინც ილარიონს ეძახდნენ, მართლაც რომ მასე გამოიყურებოდა და თავის ოჯახისა და გვარიშვილობას ამართლებდა.
-დიახ გახლავართ- ალბათ ვეღარ მცნობს
- შენ ის მართა თოფურია ხარ ვინც მე მგონიხარ?
- დიახ ბატონო ილია, თუ 'პრინცი'-თ მოგმართოთ - ცინიკურად თავი დავუკარი და გავუღიმე
-ღმერთო ჩემო არც კი მჯერა- ამის თქმა იყო რომ გადამეხვია და აი მასში , მის ამ სერიოზულ გარეგნობაში გაიღვიძა სკოლის მოსწავლემ და ის ისევ 'პრინც' ილარიონად გადაიქცა.
ამ მომენტში ვერც კი შევამჩნიე ყველა როგორი გაკვირვებულები მოგვშტერებოდნენ, მათ წინაშე გლეხის ქალი და მეფის ვაჟიშვილი ერთმანეთს ეხუტებოდნენ...
- მოიცადეთ .. მოიცადეთ... არაფერი მესმის.. შენ და ბატონი ილია ერთმანეთს აქამდეც შეხვედრიხართ?- გაოგნებულმა მკითხა ქალბატონმა ბოსმა
- დი....- არც კი მაცადა დამემთავრებინა
- შევხვედრივართ კი არა მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გამოვლილი- თავისი საყვარელი ღიმილით გაანათა იქაურობა.. მომნატრებია ბავშვობა
-არც კი მჯერა - საფირმო ღიმილით და 'მზითვებში' წამოყოლილი გაკვირვებით შემოგვცქეროდა ჩემი ბოსი
- ხო.. მთელი 12წელი ... ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი რომ აქ კი არა, ოდესმე თუ გნახავდი?
- მეც იგივეს ვიტყოდი ილარიონ
-ძალიან გაკვირვებული და გაოცებული ვარ... ის მხიარული, ალქაჯი, ბიჭური , ფიცხი და გადარეული გოგო... ის ასეთ წარმოსადეგ ქალბატონად თუ გადაიქცეოდა ... არ დაგიმალავ და იმასაც კი ვფიქრობდი- რომელიმე სპორტს გაყვება თქო... ეს ხომ შენი სფერო იყო---ჩაიღიმა. სიმართლე გითხრათ მთელი ბავშვობა და თინეიჯერობა ხან ფეხბურთს, ხან კალათბურთს, ხან ფრენბურთს,ხან ტენისი, ჩოგბურთი,ცურვა .. რავიცი .. ამდენი წელი ამ ყველაფერს ვაკეთებდი.. მის ადგილას მეც მასე ვიფიქრებდი...
- ხო .. ნამდვილად. არც მე მეგონა ყველაფერი ასე რომ წავიდოდა - ზრდილობიანი ღიმილი ვაჩუქე
- აბა აქ რას საქმიანობ
- იცი მ....
- ბატონო ილია ის ჩვენი ორგანიზატორია , როგორც გითხარით- არცერთი ამათგანი მაცდის საუბარს.. რა უბედურებაა
- უი ხო.. უცბად დავიბენი.. ძალიან მიხარია. ყოველთვის მოგწონდა ყველაფრის ორგანიზება და როგორც ჩანს ახლაც მასეა.
- დიახ.
- კარგი რა.. ასეთი ოფიციალურობა აღარ გვჭირდება.. რამდენი წელი ვმეგობრობდით, ერთად ვთამაშობდით, ვსწავლობდით .. ეს ყველაფერი ხომ არ გავიწყდება?...
- არა.. რა დამავიწყებს- ჩემი ცინიზმი საქმეშია;!
- მაშინ ჩემო მართა ... შენი იდეები გაგვიზიარე ..
-დია....
-ოღონდ ჯერ ჩემს ძმას დაველოდოთ- უკვე შემეშალა ნერვული სისტემა.. მეათედ გამაწყვეტინეს... მოიცა რაო ?ძმაო?? ჰა?? ის .. მისი ... ვაი დედა .... ის ბაბნიკი , უჟმური და ჯმუხი როჟა ... დავიჯერო ასე გაიქაჩა და მოჯდა?.... არააა რაღაც არამგონია..
- აი ისიც --- ხელით გვანიშნს ჩემმა ბოსმა. რესტორანში შემოდის მაღალი , აშკარად ნავარჯიშები, შავ პერანგსა და შარვალში გამოწყობილი, დინჯი,ახოვანი , ოდნავ მოშვებული წვერით ,და 'სანდომიან' ცხვირზე დასმული სათვალით ... არც კი მჯერა ... ის და ეს?? შანსი არაა.. პროსტა შანსი არაა... ჩემს ფიქრებში გართულს... მხრებზე შემოჭდობი მძიმე ხელი ვიგრძენი... ილია...
- დიდო ძამიკო.. არ ვიცი რამდენად გახსოვს, მაგრამ მაინც გაიცანი ეს მართა თოფურიაა, ჩემი კლასელი და აწ უკვე ჩვენი წვეულების ორგანიზატორი..
- მახსოვს. გამარჯობა.--- ბოხი ბარიტონი.. ისე შემაჟრიალა.. ასეთი ხმა არასდროს მომისმენია... ეს ორი სიტყვა თქვა და ხელი გამომიწოდა... ხელი ჩამოვართვი და თავი ოდნავ მოხრილი ღიმილნარევი სახით დავუკარი... .მეტი ვერაფერი გავაკეთე ნამდვილად დავიბენი....პირველად მქონდა ეს შეგრძნება.. გამოგიტყდებით და.. მიუხედავად მისი ბაბნიკობისა და ა.შ თინეიჯერობის ასაკში როგორც ბიჭი მომწონდა კიდეც, საკმაოდ მიმზიდველი იყო... მაგრამ იმდენად ამაყი ვიყავი.. ზედმეტს არავის ვათქმევინებდი.. და ასე წავიდა ეს გრძნობაც..
-ბატონო არჩილ მართა თავის პროფესიონალურ იდეებს გაგაცნობთ.
თუ სურვილი გექნებათ ცვლილებები მისაღებია
- არანაირი ცვლილება.. მართას ვენდობი
- ამას მე გადავწყვეტ! --- მკაცრად, ისე რომ თვალი არ მოუშორებია,თქვა და ჩემსა და ჩემს გვერდით მდგომ ილიას შორის , ისე 'გააპო' გზა და გაიარა თითქოს იქ არც ვიდექით... ჰმმმ ... გონებას მისი სუნამოს არომატი მთელი ძალით შეეჯახა... მთელი გონება ცდილობდა ამ მამაკაცის სურნელი ერთიანად გაეაზრებინა, მაგრამ ტყუილად.. ფიქრებიდან ისევ გამომათრიეს
- აბა გისმენთ ქალბატონო მართა... - ისევ მძიმე ბარიტონი.. ღრმად ჩავისუნთქე და ფურცლები მივაწოდე.. ისე გამომართვა არც კი შემოუხედავს...
-გასაგებია.მშვენიერია. შეგიძლიათ დაიწყოთ.---- ისევ დამიბრუნა ფურცლები... ნაძალადევად გავუღიმე და გამოვართვი..
- ხომ გითხარი. ეს გოგო საოცრებაა პირდაპირ... ასი პროცენტით ვენდობი.---მესიამოვნა მისგან ეს სიტყვები,მაგრამ უფროსმა აბაშიძემ როგორც ყოველთვის სიტუაცია გააფუჭა
- ეგ 'საოცრება' საქმეში გამოჩნდება-- უკვე მაცოფებს...
- დიახ!!! --- გაბრაზებულმა , ოდნავ მძიმე ტონით ვუთხარი და წამოვედი.. უკან ილიას ხმა დამეწია
- თუ დაგჭირდა დაგეხმარები-- უკან არც მიმიხედავს ისე მივაძახე. არაა საჭირო თქო... ეს არჩილია თუ ვინცაა... როგორ მაცოფებს... უბრალოდ არ ვიცი. როგორ შეუძლია ასეთი აუტანელი იყოს.. ღმერთო გაძლება მომეცი... მთელი დღე ტელეფონისთვის არ შემიხედავს.. ყველაფერი .. ყველა ვიზუალური ეფექტით მოვამზადე რესტორანი... ერთადერთი რაც გასაკეთებელი დარჩა მაგიდების გაწყობა და გაფორმებაა ..ამას ხვალე მივხედავ.. უკვე სახლში წასვლის დროა . მთელი დღეა აქ ვარ. საათს რომ დავხედე მივხვდი რომ ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდები... უკვე 22:00 საათია მე კიდევ არათუ სახლში მივსულვარ არამედ ტელეფონიც კი არ შემიმოწმებია :12 გამოტოვებული ზარი ნინკასგან ;10 გამოტოვებული ზარი ვერასგან;25 გამოტოვებული ზარი და 11ესემესი გიორგისგან... აუჰ დავიღუპე და ეგაა... ინტერნეტი ჩავრთე და საერთო ჩათში დავწერე მოკლე შეტყობინება თუ რას ვშვებოდი და სად ვიყავი.... იმედია არ გამატყავებენ... ხვალინდელი პროდუქტების სია ავიღე და გასასვლელისკენ დავიძარი... ამ დროს კი კარში არჩილი შემეფეთა...
-შენ კიდევ აქ ხარ?
- უკაცრავად?--- რა კითხვა იყო ახლა ეს.. რას ქვია ჯერ კიდევ აქ ვარ.. თითქოს ვერთობოდე და ამათ საქმეზე არ ვმუშაობდე
- უკვე გვიანია და იმიტომ გკითხე
- როგორც ხედავთ აქ ვარ და უკვე მივდივარ.. ღამე მშვიდობის --- იდიოტი...ჩავიბურტყუნე ჩემთვის
- საღამო მშვიდობის ხალხო - --- პატარა ძამიკოც მოცუნცულდა ....
- მეათედ მესალმები--- ეს სიბურტყუნე არსება ვინაა.,.... სულ არ გაუგია'სალამი ღვთისაა'-ო ...
- მართლა უკვე გვიანაა .. შემიძლია წაგიყვანო
- მადლობა ილია, მაგრამ მანქანით ვარ.. არაა საჭირო
- კარგი მაშინ ღამე მშვიდობის
- ღამე მშვიდობის ილია ... -- გავუღიმე -- თქვენც ბატონო არჩილ -- ისეთივე სერიოზული სახით შევხედე როგორც თვითონ მიყურებდა.. გამოვედი სასტუმროდან და სახლისკენ გავეშურე.....
სახლში მივედი თუ არა ... დივანზე მივესვენე ... ძალიან დამღლელი დღე იყო... და წკაპ.. აჟუჟუნდა ტელეფონიი..
- ალიო
- ალიო არა ის.. სად ჯანდაბაში ხარ ჰა?. ნახე მაინც რამდენჯერ დაგირეკეთ?!
- კი ნინ ვნახე მაგრამ ხომ გითხარით რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო .. ხვალაც კი მანდ მივდივარ და ნუღარ დამაყრით ლანძღვას რა..
- რა წვეულებაა ასეთი?!
- ბიზნესმენების შეხვედრა თუ რაღაც
- ვაა... ანუ გიორგიც იქნება
- მოიცა მაგას რა უნ.... უიმე სულ არ მიფიქრია - ჩვენი გასვიანი არა მარტო მოსწავლე არამედ მამის საქმის მომავალია.. ხვალ ისიც იქნება წესით...
- ხო მოიცა .. ვერა ჩავრთო
- რაო დაკარგულმა გვიკადრა და რამე?
- მეც მომენატრე ვერაჩკიიი
- სად გდიხარ მთელი დღეა ჰა??
- ნინ აუხსენი რა...
- ჰო კაი მარა ჯერ ერთი მითხარი ხვალ ამ ქალბატონის მიერ მოწყობილ რესტორანში წვეულებაზე შენი მაჩოც მიბრძანდება??
- ხვალე კი მივდივართ მაგრამ სულ არ ვიცოდი ამისი ორგანიზებული თუ იყო..
- ახლა იცი მთელი დღე სადაც 'ვეგდე' ვერაჩკი - წავკბინე ცოტა
- კაიცც ანუ ხვალ შევხვდებით...
- კი დედააააა
- კაი ახლა მკვდარო.. დაიძინე ხვალ შეგვეხმიანე სანამ მთელი დღით გაქრები..
- კაი ჩემო ძვირფასუშკებო.. გკოცნით.. მუაჰ,მუაჰ, მუაჰ... ---- გავუთიშე ტელეფონი თუ არა, მაცივარს ვეცი ..
ერთი ორი წავილუკმე... გავიხადე და და საცვლების ამარა შევწექი საწოლში.... სანამ ჩამეძინებოდა იმ იდიოტის არომატი ამომიტივტივდა გონებაში.. რა სისულელე იყო ახლა ეს.. ვითომ რაღაცაო... გავფანტე ფიქრები და გადავეშვი მორფეოსის სამყაროში...
....
7:38 .. ჭირის დღესავით მეზარება ადგომა მაგრამ ვარჯიში უპირველეს ყოვლისა.. ისევ სპორტულ ფორმაში გამოწყობილი გავედი სავარჯიშოდ... ისევ ჩემს რჩეულ მუშტაეთს მივადექი... ვირბინე ,გამოვიცალე ენერგიისგან და ის იყო სახლისკენ მივრბოდი რომ ვიღაც ტიპს შევეჯახე.. მე ხომ მოხერხებულობაში ბადალი არ მომეძებნება..
- თუ კოორდინირება გიჭირს არც უნდა იმოძრაო
-უკაცრავად?
- ისევ იგივე შეკითხვა--- ამის დედაც, დიადი არჩილ აბაშიძე, სხვა რამ ხომ გამორიცხული იქნებოდა , უკეთესი რამის მომზადება ვერც შეეძლო ბედს...
- მაპატიეთ.. არ შემიმჩნევიხართ
- რა თქმა უნდა--- ამ ადამიანის ნაგლი როჟები და საუბარი მაცოფებს, მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე სპორტულ შარვალსა და მაისურში გამოწყობილი ეს ვაჟბატონი, საკმაოდ მიმზიდველი შესახედაობის იყო..რაებს ვბოდიალობ.. არ ვაპირებ მის ქება-დიდებას ,
- კარგად ბრძანდებოდეთ--- როგორც ყოველთვის მკაცრი სიტყვები ვესროლე და წამოსვლა დავაპირე , რომ მკლავში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი
- საით საქალბატონევ
- უკაცრავად?!--- ისევ ეს შეკითხვა , რა მჭირს, ამ ტიპთან მხოლოდ ამ შეკითხვას რატომ ვსვამ
- ისევ იგივე შეკითხვას ვსვამ.. ვერ ვხვდები რა გემართება. --- ისე მეუბნება,თითქოს საუკეთესო მეგობრები ვიყოთ და მე რაღაცაზე გავუბრაზდი ან რამე მასეთი, მე მგონი ეს ბიჭი არაა დაწყობილი
-უკ... ---ისევ ამის თქმას ვაპირებდი-- არ მესმის რა გულისხმობთ?!
- არაფერს. შემდეგში წინ იყურე.. ყოველთვის მე არ გადაგარჩენ.--- ოპაა... ცინიზმი... რას ნიშნავს გადაგარჩენ? ან როდის გადამარჩინა. მე მგონი საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებულია
- იცით რა?? თქვენი გადარჩენა არ მჭირდება. 'ძალიან' ზედმეტი წარმოდგენებით საგრებლობთ
-კარგი--- ამის თქმა იყო და ხელის გაშვებისთანავე მიწაზე დავენარცხე
- აუუუ ფეხიი
-მე გაგაფრთხილე.--- ეს მითხრა და წავიდა, მე კი სისხლიანი მუხლით პარკის გალავანთან დამტოვა, ეს ნაგავი.. უბრალოდ მართლა მაინტერესებს როგორ შეუძლია ასეთი მახინჯი ხასიათის პატრონი იყოს. მთელი წვალებით ვცდილობდი სიარულს მაგრამ საკმაოდ მეწვოდა ფეხი, სხვა გზა არ მქონდა ნინკას დავურეკე რომ მოსულიყო, კი გამომლანძღა წინ რატომ არ იხედებიო მაგრამ რომ გაიგებს ვისი წყალობით და როგორ აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში მერწმუნეთ უამრავ სისულელეს მოისმენთ მისგან..15 წუთში ჩემთან გაჩნდა.. მანქანაში ჩავსხედით და ამ მომენტიდან იწყება არ დავიწყება
-აბა ახლა მოყევი თვით სიამაყე ფოთურიას ჩემი ,უბრალო მოკვდავის დახმარება რატომ დაგჭირდა?
- ნუ ბჟოტიალობ. ვერც კი გაიაზრებ იმას რასაც ახლა გეტყვი
- ანუ??--- მისი გაკვირვებულები თვალები სულის მოუთქმელად ელოდა რას ვეტყოდი. ყველაფერი მოუყევი და როგორც გითხარით ახლა იწყება არ დავიწყება.
- მოიცა მოიცა მოიცა .. ის .. ის .. უ'ზე'აიმპატიურესი ბიჭი ჩვენი სკოლიდან, შენ რომ მოგწონდა--- და ახარხარდა
- ჯერ ერთი ის უბრალოდ ბავშვური სისულელეები იყო და მერე მეორე , დიახ ზუსტად ეგ ტიპი
- აუ გაგიჟდება კაცი რა.. და ახლა შენ მასთან მუშაობა ხო?
-მასთან არ ვმუშაობ! უბრალოდ დროებით ვაკეთებ მათი წვეულების ორგანიზებას.
- ხო ანუ მასთან მუშაობ--- ისევ ხარხარებს
- არა მეთქი გითხარი -- და გემრიელად წავუთაქე...
სახლში მივედი თუ არა მუხლი დავიმუშავე და რადგანაც ნინკა ჩემთან იყო მან წამიყვანა რესტორანში.. ნინკა რის ნინკააა რომ არ შემოეწეპოს და ყველა და ყველაფერი არ დასმოტროს..ორივენი გადმოვწეყვეთ მანქანიდან და კარისაკენ დავიძარით , როცა უკნიდან ნაცნობი ხმა შემომესმა
- სალამი გოგონებოოო? -- ახლა მოგვესალმა თუ გვიკითხა უმცროსმა აბაშიძემ
- გამარჯობა ილია
- ეს გოგონა რატომ მეცნობა მართუ
- ეს ნინკაა , ჩემი ბავშვობის მეგობარი
- გამარჯობა ილია--- ასეთი მორცხვი და ნაზი ჯერ არ ყოფილა ეს ქალბატონი, ნეტა რა ეტაკა
- მოიცა შენ ის პატარა ხუჭუჭა გოგო ხარ ჩვენი სკოლის ბიჭები რომ გიჟდებოდნენნ?--- აი სად დაგერხა კვიჟინაძე
- პატარა აღარ ვარ საბედნიეროდ--- მორჩა ახლა აფეთქდება
- მაპატიე. უბრალოდ ..
- ხო ცუდად არ გინდოდა გეთქვა.. არც მწყენია. მართუ შევიდეთ ..--- ძალიან გაბრაზდა, მისი სინაზე წამში გაქრა
- ნინა მე მართლა არ..
- ნინკა ! ნინკა მქვია ძვირფასო!--- მგონი უმჯობესია ნაღმი გავაუვნებელვყო ,თორემ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲝᲐ ჩვენი ილია შეიწიროს
- ილია ჯობია შევიდეთ, არც ისე დიდი დრო დარჩა საღამომდე, ყველაფერი უნდა დავასრულო--- ნაღვლიანი სახით მომზირალმა ილიამ თავი დამიკრა და ხელით კარისაკენ მიგვანიშნა.. მართალია ნინკას უხეშად გამოუვიდა მაგრამ რას ვიზამთ.. მას იმ სკოლის პერიოდის გახსენება არ სურს.. მაშინ საკმაოდ ბევრი პრობლემა შეექმნა.. ძალიან ლამაზი იყო ადრეც და ახლა ხომ საერთოდ. უამრავი დეგენერატი აეკიდა , შურიანი გოგოები ცდილბდნენ სრულიად უდანაშაულო და 'უმიზეზო' ხუჭუჭებიანი და ჭორფლნარევი გოგონა ჩამოეშორებინათ, რა საშინელებებს აღარ უკეთებდნენ, მე ყოველთვის მის გვერდით ვიყავი, მაგრამ პრობლემა მაშინ იყო როცა მასთან არ ვიყავი ხოლმე. ის არც ამბობდა ვინმე ზედმეტს თუ უბედავდა , თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, მისთვის ზედმეტის თქმა ან გაკეთება.და ადამიანის ცოცხლად დამარხვა ერთი და იგივეა. ამიტომ გაბრაზდა და ნუ გაკიცხავთ.კარი გაგვიღო ილიამ და გზა დაგვითმო, სპეციალურად ჯერ ნინკა შევარდა რესტორანში მერე კი მე ნელი სვლით რადგან ფეხი მეწვოდა... ჩემი უფროსიც გამოჩნდა საკმაოდ გაბრაზებული ჩანდა,ვერ ვხვდები რა ხდება
- მართა ეს უბრალოდ საშინელებაა! როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო ?! შეგიძლია პასუხი გამცე?!
- კი მაგრამ რა ხდება?
- მეკითხები კიდეც? ასეთი რამ არასდროს დაგმართნია და რაღა მაინც და მაინც ამ მნიშვნელოვან დღეს მოხდა?! --- უკვე ვცოფდებოდი და ვერ ვხვდებოდი რა ჯანდაბაა ხდებოდა
- ბოს! ვერც კი ვხვდები რას გულისხმობ? რა ხდება?!
- ვიდეო მასალა რომელიც უნდა წარედგინათ ამ წვეულებაზე, და ინვესტორების საჩუქარები .. ის უბრალოდ გაქრა ? ხომ გთხოვე რომ ყველაფერი გადაგემოწმებინა და ისე წასულიყავი? განა ეს ძნელი იყო?!
- რა? ხუმრობთ?! ყველა საჩუქარი სათითაოდ , სახელების მიხედვით , სიის მიხედვით დავაწყობინე, რაც შეეხება ვიდეო მასალას ის მე არც მქონია, არავის მოუცია ჩემთვის.
- ანუ რა მოხდა?! ფეხი აიდგეს და გაიქცნენ ? თუ რის თქმას ცდილობ მართა?!
- ჯერ ერთი ქალბატონო მიკაელა უხეშობა არაა საჭირო! და მერე მეორე ჩემი სათქმელი ნათლად დაგანახეთ. ფოტოებსაც კი განახებთ იმაში დასარწმუნებლად რომ ის საჩუქრები ნამდვილად ადგილზე იყო!--- მობილური ამოვიღე და ყველა ის ფოტო ვანახე სადაც სასაჩუქრე ყუთები ჩანდა , ახლა ისეთი გაოგნებული და თან გაცოფებული ვიყავი რომ კიდევ რამე რომ ეთქვა ალბათ ავფეთქდებოდი
- ღმერთმანი! ახლა სად გაქრა? იქნებ მომსახურე პერსონალმა სადმე შეინახა? ან იქნებ.. ან არ ვიცი სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება.. ბატონო ილია ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდეთ...
- რას ამბობთ.. თუ იყო ხომ არ გაქრებოდა ?. ყველაფერს თავის ადგილას დავაბრუნებთ..
- კარგი ერთი!-- უფროსი აბაშიძის ხმაა--- და შენ არ იყავი რომ ამბობდი-''ეს გოგო საოცრებაა'-ო ?? წესით მას უნდა მოეწესრიგებინა ყველაფერი ხომ ასეა?!-- ისეთი სახით შემომხედა რომ ადგილზე გავიყინე..
- რა მოხდა ენა ჩაყლაპე?!
- არა მე.. მე არ.. ანუ..ის..
- არა მე, მე არ ,ანუ , ის ბლა ბლა ბლა... შენ ყველაფერზე უნდა გეზრუნა მის მართა! მაგრამ ამას თავი ვერ გაართვი! ჩემგან გაფრთხილება- თუ ყველაფერი ისე არ ჩაივლის , როგორც დავგეგმე , ცუდ დღეში აღმოჩნდები! გპირდები!--- ისეთი ტონით საუბრობდა, ასეთიი მუქარის სიტყვებით არასდროს არავის უსაუბრია ჩემთან , ეს კი არა არც არასდროს მიმიცია ვინმესთვის ამის მიზეზი ,მაგრამ დღეს? არც კი ვიცი.. არ ვიცი რა ხდება?.. ყველაფერი შევამოწმე , ყველაფერი სათითაოდ გადავამოწმე , მაგრამ ..... ღმერთო მიშველე...
- არჩილ.. ძმაო--- უკან აედევნა თავის ძმას, მე კი თავიდან ფეხებამდე შოკირებული ვიდექი და ვცახცახები..
- მართა სწრაფად მოაგვარე ეს გაუგებრობა თორემ მეც კი ვერ გიშველი. გთხოვ სწრაფად!!!
- მართუ.. ეიი... გოგონი.. გამოფხიზლდი
- ნინკა .. მე.. მე ალბათ სამსახურს დავკარგავ.. მე.. მე მართლა დავკარგავ სამსახურს..
- არა! არა! არა! გაჩუმდი.. ყველაფერს მოვაგვარებთ
- კი მაგრამ როგორ?! წახვალ და კარდაკარ მოძებნი სასაჩუქრე ყუთებს?! ---ლამის ავკივლდი, ნერვებმა მიმტყუნა.. ნამდვილად ცუდად ვარ...
- თუ საჭირო გახდება--- ილიას ხმამ გადაფარა ჩემი გახშირებული და ხმამაღალი სუნთქვა
- მგონი ჯობია ახლავე დავიწყოთ ,ცოტა დრო გვაქვს
- ნინა მართალია , მართა დამშვიდდი და ჩემი ძმის მაგივრად მე გიხდი ბოდიშს, ასეთი უხეში არ უნდა ყოფილიყო.
- არა ილია. ის მართალია. ყველაფერი ჩემს ხელებზე იქნება, სამსახურიც რომ დავკარგო დამსახურებულად იქნება
- არა! სამსახურს არ დაკარგავ. წავიდეთ..
მთელს რესტორანში ვეძებდით, ვერსად ვნახეთ. ყველა მომუშავე პერსონალი სათითაოდ გამოვკითხე... ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა რომ შეიძლებოდა საწყობში ჩაეტანათ.. ჩემი გასაცოდავებული ფეხით საწყობში ჩავედი... ისეთი მტვერი, და ისეთი სიბინძურე იყო.. არ ვიცი სუნთქვა მიჭირს.. იმხელა საწყობია აქ სად ვიპოვო მარტომ ყუთები..
- აქ რა დაკარგე თოფურია?!--- ისე შემეშინდა ბოლო ხმაზე შევკივლეე .. არც კი მჯერა. ამას აქ რა უნდა
- თქვენ?!......


ესეც პირველი თავი იმედია ძალიან პატარა და მძიმე წასაკითხი არ გამომივიდა.. გელით გელით მოგელით



№1 სტუმარი სტუმარი თიკო

ძალიან საინტერესო და საყვარელი ისტორიის დასაწყისია, ვფიქრობ. წარმატებები!❤❤❤

 


სტუმარი თიკო
ძალიან საინტერესო და საყვარელი ისტორიის დასაწყისია, ვფიქრობ. წარმატებები!❤❤❤

მიხარია ♥️ ძალიან დიდი მადლობა

 


№3 სტუმარი სტუმარი ვიღაც

იმედია მალე დადებ ახალ თავსაც<3 საყვარელი დასაწყისი აქვს <3 <3

 


სტუმარი ვიღაც
იმედია მალე დადებ ახალ თავსაც<3 საყვარელი დასაწყისი აქვს <3 <3

არ მინდა იმედები გაგიცრუოთ და 'მისამშაბათებული' გამომივიდეს ამიტომ ასე გადავწყვიტე.. ყოველ ორ ან სამ დღეში ერთხელ ავტვირთავ ♥️

 


№5  offline წევრი ხ_ა_თ_ო

საინტერესო და კარგი ისტორიაა, იმედია მალე დადებ ახალ თავს.

 


ხ_ა_თ_ო
საინტერესო და კარგი ისტორიაა, იმედია მალე დადებ ახალ თავს.

მადლობა♥️ სავარაუდოდ ხვალ♥️

 


№7  offline წევრი Chocolate from White Hell

გუშინ წავიკითხე...გულწრფელად გეტყვი და დამეზარა აზრის დაფიქსირება, მაგრამ გულმა ვერ მომითმინა...
იცი როგორი რაღაცაა? პულსს რომ აგიჩქარებს, სასიამოვნოდ მოივლის მთელ სხეულს, ყველა ორგანოში დაგარტყმას სასიამოვნო მუხტს და ბოლოს გაგეცლება. შეგატოვებს მერე ათრთოლებულ გულს;დდდდ-ესეთი ეფექტი ჰქონდა.
მიყვარს ასეთი რაღაცნაირად სხვანაირი ისტორიები. არაბანალური და მკაცრი კაცებითურთ...საინტერესო და დამაინტიგებელი სიუჟეტიც პლუს...
მიყვარს ინტრიგა, ასევე ლოდინი, ოღონდ უსასრულოც არა:დდდ ის მიხარია, გაფაციცებით რომ ველი და მოლოდინი გამიმართლდება.
უეჭველი ვიცი, გამიმართლდება.
გელი და წარმატებები, ქეთრინ)))❤️

 


Chocolate from White Hell
გუშინ წავიკითხე...გულწრფელად გეტყვი და დამეზარა აზრის დაფიქსირება, მაგრამ გულმა ვერ მომითმინა...
იცი როგორი რაღაცაა? პულსს რომ აგიჩქარებს, სასიამოვნოდ მოივლის მთელ სხეულს, ყველა ორგანოში დაგარტყმას სასიამოვნო მუხტს და ბოლოს გაგეცლება. შეგატოვებს მერე ათრთოლებულ გულს;დდდდ-ესეთი ეფექტი ჰქონდა.
მიყვარს ასეთი რაღაცნაირად სხვანაირი ისტორიები. არაბანალური და მკაცრი კაცებითურთ...საინტერესო და დამაინტიგებელი სიუჟეტიც პლუს...
მიყვარს ინტრიგა, ასევე ლოდინი, ოღონდ უსასრულოც არა:დდდ ის მიხარია, გაფაციცებით რომ ველი და მოლოდინი გამიმართლდება.
უეჭველი ვიცი, გამიმართლდება.
გელი და წარმატებები, ქეთრინ)))❤️

ჩემმა რაღა ნაწილმა იფიქრა ვსო გამიპარტახა ისტორია თქო.. მაგრამ ბოლომდე რომ წავიკითხე გამახარე:დდ♥️ და ჰო დიდ ხანს ლოდინი არ ვარგა, მამენტ რაღაცნაირად ღირს ისტორია თუ გაამართლებს :დo:-)

 


№9  offline წევრი Chocolate from White Hell

_კატერინაააა_
Chocolate from White Hell
გუშინ წავიკითხე...გულწრფელად გეტყვი და დამეზარა აზრის დაფიქსირება, მაგრამ გულმა ვერ მომითმინა...
იცი როგორი რაღაცაა? პულსს რომ აგიჩქარებს, სასიამოვნოდ მოივლის მთელ სხეულს, ყველა ორგანოში დაგარტყმას სასიამოვნო მუხტს და ბოლოს გაგეცლება. შეგატოვებს მერე ათრთოლებულ გულს;დდდდ-ესეთი ეფექტი ჰქონდა.
მიყვარს ასეთი რაღაცნაირად სხვანაირი ისტორიები. არაბანალური და მკაცრი კაცებითურთ...საინტერესო და დამაინტიგებელი სიუჟეტიც პლუს...
მიყვარს ინტრიგა, ასევე ლოდინი, ოღონდ უსასრულოც არა:დდდ ის მიხარია, გაფაციცებით რომ ველი და მოლოდინი გამიმართლდება.
უეჭველი ვიცი, გამიმართლდება.
გელი და წარმატებები, ქეთრინ)))❤️

ჩემმა რაღა ნაწილმა იფიქრა ვსო გამიპარტახა ისტორია თქო.. მაგრამ ბოლომდე რომ წავიკითხე გამახარე:დდ♥️ და ჰო დიდ ხანს ლოდინი არ ვარგა, მამენტ რაღაცნაირად ღირს ისტორია თუ გაამართლებს :დo:-)

გენაცვა, გაპარტახებაც იქნება და ყველაფერი. მაგან არ შეგაშინოს. ყველაფერთან ერთად იხვეწები და ბოლოს საბოლოო ნაყოფად ყალიბდები.
ჩემგან გაპარტახებას, იშვიათად უნდა ელოდო. თუ რაღაც სასწაული ღრამაწიკები არ იქნება გავარდნილი, იშვიათად რომ ვთქვა. მეც კოჭლი დედაბერივით ვარ მაგაში და...:დდდდ
ნუ, აბა შენ იცი და აქა ვარ, რა:დდდ მთლად ნუ ამომხდი სულიკოს:დდ❤️

 


№10  offline წევრი _კატერინაააა_

Chocolate from White Hell
_კატერინაააა_
Chocolate from White Hell
გუშინ წავიკითხე...გულწრფელად გეტყვი და დამეზარა აზრის დაფიქსირება, მაგრამ გულმა ვერ მომითმინა...
იცი როგორი რაღაცაა? პულსს რომ აგიჩქარებს, სასიამოვნოდ მოივლის მთელ სხეულს, ყველა ორგანოში დაგარტყმას სასიამოვნო მუხტს და ბოლოს გაგეცლება. შეგატოვებს მერე ათრთოლებულ გულს;დდდდ-ესეთი ეფექტი ჰქონდა.
მიყვარს ასეთი რაღაცნაირად სხვანაირი ისტორიები. არაბანალური და მკაცრი კაცებითურთ...საინტერესო და დამაინტიგებელი სიუჟეტიც პლუს...
მიყვარს ინტრიგა, ასევე ლოდინი, ოღონდ უსასრულოც არა:დდდ ის მიხარია, გაფაციცებით რომ ველი და მოლოდინი გამიმართლდება.
უეჭველი ვიცი, გამიმართლდება.
გელი და წარმატებები, ქეთრინ)))❤️

ჩემმა რაღა ნაწილმა იფიქრა ვსო გამიპარტახა ისტორია თქო.. მაგრამ ბოლომდე რომ წავიკითხე გამახარე:დდ♥️ და ჰო დიდ ხანს ლოდინი არ ვარგა, მამენტ რაღაცნაირად ღირს ისტორია თუ გაამართლებს :დo:-)

გენაცვა, გაპარტახებაც იქნება და ყველაფერი. მაგან არ შეგაშინოს. ყველაფერთან ერთად იხვეწები და ბოლოს საბოლოო ნაყოფად ყალიბდები.
ჩემგან გაპარტახებას, იშვიათად უნდა ელოდო. თუ რაღაც სასწაული ღრამაწიკები არ იქნება გავარდნილი, იშვიათად რომ ვთქვა. მეც კოჭლი დედაბერივით ვარ მაგაში და...:დდდდ
ნუ, აბა შენ იცი და აქა ვარ, რა:დდდ მთლად ნუ ამომხდი სულიკოს:დდ❤️

კაი ბრატ :დდდ უკვე ატვირთულია და ელოდეთ♥️:დ

 


№11  offline წევრი 《Sunshine》

მოკლედ ახალი ისტორიაც ესეთი უნდა მილიონჯერ წავიკითხე წარმატებები მთელი გულით ველოდები .მეორე თავს

 


№12  offline წევრი _კატერინაააა_

《Sunshine》
მოკლედ ახალი ისტორიაც ესეთი უნდა მილიონჯერ წავიკითხე წარმატებები მთელი გულით ველოდები .მეორე თავს

მადლობა ♥️
წინა კომენტარშიც დავწერე ... ატვირთულია და იმედია მალე დაიდება ♥️

 


№13  offline წევრი OKI ME

ჰმ, საინტერესოაა. აბა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. თან საკმაოდ დიდი თავი იყო, რაც ძალიან მახარებს. იმედია შემდეგი თავიც ასეთივე მოცულობის იქნება.

რას ხლაფორობს არჩილი, გამაგებინა ერთი. რა არ ასვენებს . :დდ

ოჰ, ნინკას და ილარიონს უყურე შენ. :დდდ ამ ორთან, გრძნობების სუნი მცემს მე :დდ

მოკლედ, წარმატებები და ველი შემდეგ თავს მოუთმენლად ❤️

 


№14  offline წევრი _კატერინაააა_

Megioki
ჰმ, საინტერესოაა. აბა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. თან საკმაოდ დიდი თავი იყო, რაც ძალიან მახარებს. იმედია შემდეგი თავიც ასეთივე მოცულობის იქნება.

რას ხლაფორობს არჩილი, გამაგებინა ერთი. რა არ ასვენებს . :დდ

ოჰ, ნინკას და ილარიონს უყურე შენ. :დდდ ამ ორთან, გრძნობების სუნი მცემს მე :დდ

მოკლედ, წარმატებები და ველი შემდეგ თავს მოუთმენლად ❤️

მადლობა.♥️.. მეორე თავი ფაქტობრივად გუშინ ავტვირთე და ჯერ კიდევ არ დადებულა, იმედი მაქვს ხვალ მაინც დაიდება ♥️

 


№15  offline წევრი OKI ME

_კატერინაააა_
Megioki
ჰმ, საინტერესოაა. აბა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. თან საკმაოდ დიდი თავი იყო, რაც ძალიან მახარებს. იმედია შემდეგი თავიც ასეთივე მოცულობის იქნება.

რას ხლაფორობს არჩილი, გამაგებინა ერთი. რა არ ასვენებს . :დდ

ოჰ, ნინკას და ილარიონს უყურე შენ. :დდდ ამ ორთან, გრძნობების სუნი მცემს მე :დდ

მოკლედ, წარმატებები და ველი შემდეგ თავს მოუთმენლად ❤️

მადლობა.♥️.. მეორე თავი ფაქტობრივად გუშინ ავტვირთე და ჯერ კიდევ არ დადებულა, იმედი მაქვს ხვალ მაინც დაიდება ♥️


ეჰ, შენ კი დადე მაგრამ, იმედი მაქვს გვაღირსებენ ხვალ მაინც (((

 


№16  offline წევრი _კატერინაააა_

Megioki
_კატერინაააა_
Megioki
ჰმ, საინტერესოაა. აბა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. თან საკმაოდ დიდი თავი იყო, რაც ძალიან მახარებს. იმედია შემდეგი თავიც ასეთივე მოცულობის იქნება.

რას ხლაფორობს არჩილი, გამაგებინა ერთი. რა არ ასვენებს . :დდ

ოჰ, ნინკას და ილარიონს უყურე შენ. :დდდ ამ ორთან, გრძნობების სუნი მცემს მე :დდ

მოკლედ, წარმატებები და ველი შემდეგ თავს მოუთმენლად ❤️

მადლობა.♥️.. მეორე თავი ფაქტობრივად გუშინ ავტვირთე და ჯერ კიდევ არ დადებულა, იმედი მაქვს ხვალ მაინც დაიდება ♥️


ეჰ, შენ კი დადე მაგრამ, იმედი მაქვს გვაღირსებენ ხვალ მაინც (((

არ ვიცი, ყოველ საათში ვამოწმებ, განვაახლე კიდეც მაგრამ არ ვიცი როდის დადებენ O_o

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent