სასრულეთი (თავი 31) +18
თავი 31 ლეა დავუდი მართალი იყო. მეც არ ვიცი ასე ემოციურად რატომ აღვიქვი. ალესანდროსთან არც მიფიქრია ჯვრისწერაზე და რაღა მაინდამაინც დავუდთან მომინდა? ალბათ ამის მიზეზი ის დაუოკებელი ვნება და სიყვარულია, რასაც მის მიმართ ვგრძნობ. მინდა რომ ჩემი იყოს, ჩემი ერქვას ღვთისა და ერის წინაშე. მაგრამ ეს შეუძლებელია. ის რწმენას არ შეიცვლის, ამაზე საუბარსაც ვერ გავუბედავ, ვერც მე და შესაბამისად ჩემი სურვილი აუხდენელ ოცნებად დარჩება. ამის ფონზე კი დავუდის რიტუალებზე და ტრადიციებზე საუბარი სრულიად ალოგიკურად მეჩვენება. ბოლო დროს ჩემი ნერვები კლდეებს შორის გაბმულ უწვრილეს ბეწვის ხიდს დაემსგავსა, რომლის ქვეშაც უზარმაზარი უფსკრულია. ერთადერთი ხავსი, რომელსაც ვეჭიდები, დავუდია და თინა, სხვამ ყველამ ზურგი მაქცია, ვინც მიყვარდა, ვინც მეძვირფასებოდა, საკუთარმა დედამაც კი ჩემს წინააღმდეგ მისცა ჩვენებამ. ნაწილობრივ მისი ჩვენების გამოც მოსამართლემ მიზანშეწონილად ჩათვალა ჩემი ფსიქოლოგთან ვიზიტები და მხოლოდ მისი დასკვნის შემდგომ განქორწინების ნებართვის გაცემა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებაში ყველა კარტი გავხსენი, და ალესანდროსთვის შოკისმომგვრელად აღვნიშნე, რომ დავუდს გატაცებამდე 5 წლით ადრე შევხვდი და მაშინვე სიმპათია მქონდა მის მიმართ.ყველასთან გავწყვიტე კონტაქტი, მეგობრებთანაც კი. ერთადერთი მაშველი რგოლი ძველი ცხოვრებიდან თინა იყო, ხოლო აწმყოდან დავუდი, რომელსაც ისე ძალუმად ვებღაუჭებოდი, როგორც აბობოქრებულ ტალღებში წყალწაღებული ხავსს. სასამართლოს მერე გვეუხერხულა ისევ კობასთან ყოფნა და დავუდმა დროებით აპარტამენტი დაიქირავა, სანამ განქორწინების ამბები ჩაივლიდა. თავად ყველა პრობლემა მოაგვარა გამოძიებასთან და მხოლოდ ჩემი ლოდინიღა დარჩენოდა, რომ ქვეყნიდან გასვლა მოგვეხერხებინა. ფეხიც უკეთესად ჰქონდა. სულ ოდნავ კოჭლობდა და ექიმის თქმით, ესეც მალე გაივლიდა. ორ ცეცხლს შუა იყო. ერთის მხრივ მე ვერ მტოვებდა საქართველოში, მეორეს მხრივ საათობით მართავდა ვიდეო კონფერენციებს ერაყში. მისი ოჯახიც ნერვიულობდა და კატეგორიულად მოითხოვდნენ მის დაბრუნებას. არაბულს ვერ ვხვდებოდი, მაგრამ შესანიშნავად ვგრძნობდი, რომ მის ოჯახსა და ახლობლებს სულ არ ეხატებოდათ გულზე, დაუდ ფაშას მემკვიდრე, ერაყის წარჩინებული გვარის წარმომადგენელი, რომლის გამოც ერაყელი გოგონები სიცოცხლესაც დათმობდნენ, არჩევანს აკეთებდა გაურკვეველი წარსულის მქონდე ურჯულო გურჯზე, რომელიც არც უბიწო იყო, და ჯერ კიდევ ვერ მოეგვარებინა პირველ ქორწინებასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხები. დავუდი, თავის მხრივ მეუბნებოდა, რომ სულ ტყუილად ვშფოთავდი და ყველაფერი კარგად იქნებოდა, დავუდ, მე რომ ქრისტიანი ვარ, მოგვცემენ დაქორწინების უფლებას? მუსლიმისთვის ნებადართულია თუ არა ქრისტიანის ცოლად შერთვა? კი ყურანითაც კი ნებადართულია„ როგორ? ყურანი გაძლევს უფლებას? დღეიდან თქვენთვის ჰალალია ყველაფერი რაც კი სუფთაა. ... პატიოსანი ქალები მორწმუნეთაგან ასევე პატიოსანი ქალები, მათგან, ვისაც თქვენზე ადრე წიგნი ებოძათ (იუდეველები და ქრისტიანები) _ როცა მიაგებთ მათ თავიან ურვადს _ პატიოსნად და არა სიძვისათვის, არცა ხარჭად დასმისათვის.“ (მაიდე, 5/5.) აღნიშნული აიათი ზოგადად იუდეველი და ქრისტიანი ქალის შერთვაზე ნებართვას იძლევა. თუმცა ასეთი ქორწინება რომ შედგეს მას თან ახლავს ზოგიერთი პირობები, რომლის დაცვაც აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ქორწინება ვერ ჰპოვებს გამართლებას. აღნიშნული აიათი უბრალოდ ნებას რთავს ასეთი ქალების შერთვაზე, რითაც გამოუვალ მდგომარეობაში მყოფებს ქორწინებისა და გვარის გაგრძელების საშუალებას სთავაზობს და მათ სხვადასხვა სირთულეებისგან იცავს. ასევე აღნიშნული აიათი ხაზს უსვამს სხვა არამუსლიმ ჯგუფებს შორის იუდეველთა და ქრისტიანთა უპირატესობასა და მათ მუსლიმ თემთან სიახლოვეს, რომელიც ყურანის სხვადასხვა აიათებში მრავალჯერ მეორდება. კი მაგრამ ის რომ აკრძალული არაა, არ ნიშნავს რომ მორწმუნე შენი ახლობლები ამ ნაბიჯს მოგიწონებენ. მართალი ხარ. ეს არის ნებართვა და არა მოწოდებისა და წახალისების თემა. ისლამი ყოველთვის მოგვიწოდებს მორწმუნე, ღვთისმოსავი მუსლიმი ქალების შერთვას. თუმცა მუსლიმს თუ ექნება იმის იმედი, რომ ეს ქალი გარკვეული დროის შემდეგ ისლამს მიიღებს მაშინ მისთვის ასეთი ქალის შერთვა ჰალალია. ოღონდ ისლამი თვითონ, თავისი ნებით, გულწრფელად უნდა მიიღოს ძალადობა და თავს მოხვევა დაუშვებელია. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „სარწმუნოებაში იძულება არ არის.“ დავუდ მე ჩემს რწმენას არასდროს შევიცვლი. ვიცი ლეა, უბრალოდ ვცდილობ აგიხსნა. ეგრე თქვენი ბიბლია საერთოდ კრძალავს სხვა რწმენის მქონესთან შეუღლებას. ეს იყო და ეს. მეტად ამ თემას აღარ შევხებივართ. ცალკე გადასვლიდან პირველივე დღეს მოვიშოპინგე და მთელი დღე დავუთმე რომანტიული საღამოსთვის მზადებას. მაქმანებით გაწყობილი შავი სექსუალური თეთრეული, ელეგანტური მხრებზე დეკოლტედ გადასული სადა შავი კაბა, ტალღებად დახვეული ხორბლისფერი თმა ნახევრად ავიწიე და ბოლო შტრიხისთვის წითელი პომადაც არ დამვიწყებია. უზარმაზარ საწოლზე ვარდის ფურცლები მიმოვაბნიე და სურნელოვანი სანთლებით ბილიკი გავაკეთე შემოსასვლელი კარიდან საძინებლამდე. იქვე საწოლთან მდგარ ტუმბოზე აფროდიზიაკებით სავსე ლანგარი გველოდა: ნუშის მაფინი დარიჩინითა და ვანილით, შოკოლადში ამოვლებული მარწყვი და შამპანიური. ერთი სიტყვით სრული მზადყოფნა და მობილიზაცია მქონდა გამოცხადებული იმისთვის, რომ ამდენი ლოდინისა და ტანჯვის მერე სექსი გვქონოდა. მაგრამ რად გინდა? საღამოს დაბრუნებული სასიამოვნოდ გაოცებულიც დარჩა, ასევე სასიამოვნოდ გამაბრუა ნაზი ამბორითა და ალერსით, მაგრამ როგორც კი საწოლისკენ წავიყვანე ჰალსტუხით, მაშინვე შემაჩერა. ლეა, ყველაფერი საოცარია და შენ ხომ საერთოდ, მაგრამ მგონია ეს საკითხი უკვე განვიხილეთ. ჯობია ცოტა ხანს დავიცადოთ. - თბილი ხმით ჩამჩურჩულა და ვიგრძენი როგორ გაებზარა ხმა, აშკარად საჭირო სიტყვებს არჩევდა. დავუდ, ეს უკვე მეტისმეტია. მეკაიფები? მე ქალი ვარ, ქალი, რომელსაც ჟანგბადივით მჭირდება ჩემი საყვარელი მამაკაცის სითბო ვიგრძნო. ხანდახან მართლა მგონია რომ მე ვარ კაცი და შენ ქალიშვილი გოგო, რომლის შებმას და დაკერვასაც ვაპირებ. ან იქნებ, რაიმე პრობლემა გაქვს? თვალით ქვემოთ ვანიშნე და მაშინვე თვალში მომხვდა ერეგირებული ორგანო, არა პრობლემა აქ არაფერ შუაშია. ლეა, ხო განვიხილეთ, ჩემთვის შენ განსაკუთრებული ხარ, ქალი, რომლის გამოც სიცოცხლესაც დავთმობ. ქალი, რომელიც ჩემი სულის ნაწილი გახდა და მინდა ცხოვრების მეგზურადაც გავიხადო. სწორედ ამიტომ არ მინდა ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რასაც მერე ან მე, ან შენ ვინანებთ. მინდა ყველაფერი წესისამებრ იყოს. ვიცი, შენთვის ამის გაგება რთულია, მაგრამ გთხოვ, ჩვენი სიყვარულის ხათრით ცოტაც მოითმინე, ვერ წარმოიდგენ, ჩემთვის რა ძნელია თავის შეკავება, როცა ჩემს წინაშე ხორცშესსხმული ქალღმერთია. აი მომკალი და მართლა ვერ ვხვდები, რა საჭიროა ეს უაზრო დრომოჭმული ტრადიციების მიყოლა. იმედია პირველ ღამეს ზეწრის გამოფენას არ აპირებთ. შეგახსენებ, რომ მე უკვე ვიმყოფებოდი სამოქალაქო ქორწინებაში, და არც ქორწინებამდე ვყოფილვარ უბიწო. ლეა, ნუ ართულებ, წამო შენი საყვარელი ცხელი შოკოლადი მოგიტანე, რაიმე კარგ ფილმს ვუყუროთ, მერე კი შენ შეგიძლია აქ დაიძინო, მე კი მისაღებში დივანზე ვიქნები. - ეს თქვა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ჩემმა თითოეულმა სიტყვამ ზედ მის გულის სიმებთან გაიარა და მტკივნეულად შეატოკა. რაც არ უნდა იძახოს ფაქტი ერთია, ის კაცია, კაცი რომელიც აღმოსავლურ სამყაროში გაიზარდა ქართული ფესვებით, რაც არ უნდა თანამედროვედ და შეგნებულად წარმოაჩინოს თავი, ზუსტად ვიცი ჩემი წარსული მისთვის მტკივნეულია. საკრალურამდე აყვანილი უბიწოების გადახარშვა არც ისე მარტივი იყო მისთვის, მაგრამ დროა მიმიღოს ისეთი, როგორიც ვარ. ამ გადმოსახედიდან მითუმეტეს არ ვნანობ ჩემი ცხოვრების არცერთ გადაწყვეტილებას. ხანმოკლე მაგრამ ქარტეხილებით აღსავსე ჩვენმა თანაცხოვრებამ მაჩვენა, რომ მუდმივ კომპრომისებზე გვიწევს წასვლა ორივეს, რომ ერთმანეთი დავიმსახუროთ. დავუდის თხოვნის მიუხედავად ოთახიდან აღარ გავსულვარ. მაკიაჟი სასწრაფოდ ჩამოვიშორე, შხაპი გადავივლე და ჩემი სექსუალური თეთრეული საგულდაგულოდ ჩავმალე ჩემოდანში. კარგა ხანს აღარ მეღირსებოდა მისი ჩაცმა ისე ვატყობ. საღამურად ჩემი საყვარელი ფუმფულა ფულეს კომბინიზონი მოვირგე კურდღლის ყურებით და ემბრიონის პოზაში ფიქრს მივეცი. მეორე დღეს ფსიქოლოგთან პირველი ვიზიტი მქონდა. არ ვიცი, როდის ჩამეძინა მაგრამ დილით დავუდის თბილი ტუჩების შეხებამ გამომაფხიზლა ძილბურანიდან. მასზე წუხანდელის გამო ნაწყენი ვიყავი, ამიტომ ვითომ ვერ ვიგრძენი, ზურგი შევაქციე და მეორე მხარეს გადავბრუნდი. ზურგიდან მამაკაცის ძლიერი და თბილი სხეული ამეკრო და ჟრუანტელმა თავიდან ფეხებამდე დამიარა. ხმაურიანად გადავყლაპე ნერწყვის მოზრდილი ბურთულა. ვგიჟდები შენს გაბუტვაზეც კი, საოცრება ხარ.- ხელები მუცელზე შემომაჭდო და თავისკენ მიმიზიდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ვიღაც ბატონმა ინტიმური სიახლოვე ამიკრძალა. მოვითხოვ, არ გადმოკვეტოთ წითელი ხაზები. კარგი ეხლა, მორჩი. - მიჩქმიტა და თავისკენ შემატრიალა. - ლეა, მიყვარხარ, ჩემი სუნთქვა ხარ. გპირდები, არასოდეს ინანებ, რომ მე ამირჩიე. მე არ ამირჩევიხარ, გულმა აგირჩია. ხოდა ეგ გული მიყვარს მე და მისი პატრონიც. - ჩემი სახე ხელებში მოიქცია კოცნით მოიარა, თითქოს პირველად ეხება და ეცნობაო, ისე ფრთხილად და ნაზად მეხებოდა. - აბი გლუკოზა მიღებულია. მიდი ადექი და საუზმე მზადაა, თან მინდა რომ ვიზიტამდე გავისეირნოთ, თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ ხარ. კარგი აზრია, შენს ფეხსაც მოუხდება სეირნობა. - ჩავილაპარაკე და საწოლიდან წამოვდექი. ჩემი პიჟამოს დანახვაზე სიცილი აუტყდა. ჰმ, რაა? არაფერი, ახლა რომ ვინმემ შემოგხედოს ვერაფრით დაიჯერებს რომ ეს ქალი წუხელ დაპყრობას მიპირებდა. - სიტყვის დასრულება არ ვაცადე რომ მისკენ ნასროლი ბალიში ოსტატურად აიცილა და კარი მიხურა. რადგანაც სეირნობას ვაპირებდით არჩევანი კეტებსა და სპორტულ სამოსზე შევარჩიე. მართალია დავუდის ახოვან სხეულთან გაწუწული კნუტივით გამოვჩნდებოდი, მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენების მერე უკვე ყველას აზრი ძალიან მეკიდა. ფეხით გავუყევით ელბაქიძის აღმართს. დავუთს თავის მკლავქვეშ ვყავდი რასაც ჰქვია “ამოსმული”, მხრამდეც ვერ ვწვდებოდი თუმცა დროდადრო თავად იხრებოდა ჩემსკენ და კოცნით მანებივრებდა, არც კომპიმენტებს იშურებდა. ცხადია, უნდოდა ჩემი შინაგანი ნერვიულობა და აღელვება ამ გზით დაეხშო. მეც ამაყად ვუსწორებდი თვალს ჩვენსკენ მომართულ გოგონების შურიან მზერას, გვერდით ხომ ნამდვილი აპოლონი მედგა. რუსთაველი რომ გავიარეთ, აშკარად ვიგრძენი სიარულს გადაჩვეულმა დაღლა. -დავუდ, იმედია ჭონქაძემდე ფეხით სიარულს არ ვაპირებთ. ძალიან დავიღალე. მოდი ცოტა შევისვენოთ. - კარგი, მაშინ სტამბაში შევიდეთ. ძალიან გემრიელ ცხელ შოკოლადს აკეთებენ, შენ რო გიყვარს ისეთს. მე კიდე საშინლად მომენატრა მათი აჭარული ხაჭაპური. თბილისში ჩამოსვლისას ყოველთვის აქ მოვდიოდი ხოლმე. შესვლისთანავე სასიამოვნო განწყობა დამეუფლა. არაფერი ზედმეტი. ყველაფერი ზედმიწევნით იდეალური იყო. დავუდ, იცი ცოტა გაოცებული ვარ. ეგვიპტეში შენს სასახლეში რაც ვნახე მეგონა, შენც ჩუქურთმებისა და პომპეზურობის მოყვარული იყავი. ცდები ლეა, ეგეც კიდევ ერთი სტერეოტიპია ჩვენზე, აღმოსავლელ კაცებზე. აქაურობა ძალიან მიყვარს, მშვენიერი სივრცე გემრიელი საჭმელების დასაგემოვნებლად, სარელაქსაციოდ თუ საქმიანი შეხვედრებისთვის. ჩვენი აპარტამენტი ახლოს რომ იყოს, სულ აქ [სასტუმრო სტამბაში] იქნებოდით.ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე გემრიელი აჭარული ხაჭაპური და დიდებული კოქტეილებია, DJ კი საუკეთესო მელოდიებს „მიქსავს“. დავუდი მართალი იყო. ძველი საბჭოთა საგამომცემლო სახლი, თითქოს, 21-ე საუკუნეში გადაისროლეს, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. უზარმაზარი მწვანე მცენარეები, იატაკიდან ჭერამდე აწვდენილი წიგნების თაროები. თითქოს ჯერ კიდევ იგრძნობოდა იმ ძველი გაზეთების სუნი, ვერის ამ ძველ გამომცემლობაში რომ ბეჭდავდნენ. დავუდს მოვუყევი, რომ აქაურობა ადრე ძველი სტამბა იყო. სწორედ აქედან აირჩა მისი სახელიც და კონცეპტიც. ცხელი შოკოლადი კი მართლაც საოცრად არომატული და გემრიელი იყო. სასიამოვნო მუსაიფში ვერც შევამჩნიეთ, როგორ გავიდა დრო. ფსიქოლოგთან ვიზიტამდე სულ რაღაც 20 წუთი დარჩენილიყო, დავუდის ხაჭაპური კი სულ ახლახანს მოეტანათ. დავუდ, აქ იყავი. მე ტაქსით გავიქცევი და ერთ საათში ისევ აქ დავბრუნდები, ტყუილად უნდა მელოდო იქ, თან ხო გაგვაფრთხილეს მარტო უნდა მივიდე ვიზიტზე. ჩემი ნათქვამი დავუდს აშკარად არ მოეწონა, მაგრამ როგორც იქნა დავიყოლიე. ტაქსიდან გადმოვედი და ჩემს წინ აღმართულ კარის აბრას შევხედე. ფსიქოთერაპევდი ია ქაშიბაძე, ოქროსფერი გამოყვანილი ასოებით მაუწყებდა მის ვინაობას. შევედი თუ არა თვალში მომხვდა პასტელის ფერები და სპილოსძვლისფერ ტონში გადაწყვეტილი რბილი სავარძლები. მშვენიერი მარკეტინგული გათვლაა, ვერაფერს იტყვი. ძალიანაც რომ არ გინდოდეს აქაურობა გაიძულებს რელაქსაციას. ქალბატონი ია ახლავე მიგიღებთ, სათვალიანმა გოგონამ კარისკენ მიმითითა. შეიძლება? მობრძანდით, ლეა ხომ? - ღიმილით მომმართა ფსიქოლოგმა, რომლის უკანაც რატომღაც მხოლოდ სიყალბეს ვხედავდი. იცით მე აქ სასამართლოს განჩინების გამო ვარ. გისმენთ. მოკლედ ჩემს ყოფილ ქმართან განქორწინება მსურს, სხვა მიყვარს რომელზეც ყოფილი მეუღლე ამტკიცებს რომ ჩემი გამტაცებელია და სტოკჰოლმის სინდრომი მჭირს. იმედია მალევე შევთანხმდებით და მომცემთ დასკვნას, რომ განქორწინების პროცესი კიდევ უფრო აღარ გაიწელოს. - ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ ვუთხარი სათქმელი. კეთილი, ლეა. ჩემთვის საქმის გარემოებები ცნობილია. მოდი ჯერ ამ სავარძელში მოეწყვე, ყავა თუ ჩაი? გმადლობთ უკვე მივირთვი. აშკარად წელავდა დროს, რაც არ მომწონდა. მოდით, ეცადეთ გაიხსენოთ, როგორ დაიწყო თქვენი და სანდროს ურთიერთობა? რას გრძნობდით მაშინ? რა ემოციები გქონდათ? რა საჭიროა ეს ყველაფერი? - უკმაყოფილება ვერ დავმალე. ლეა, ვიცი, რომ თქვენც გსურთ ყველაფერი მალე გაირკვეს. ამისთვის კი საჭიროა თქვენც დამეხმაროთ, უბრალოდ გთხოვთ მომიყვეთ რის თქმასაც საჭიროდ თვლით, როგორ დაიწყო და როგორ ვითარდებოდა თქვენი ურთიერთობა სანდროსთან. სხვა რა გზა მქონდა, დავიწყე მოყოლა. მოვუყევი როგორ გავიცანი, როგორ განვითარდა ჩვენი ურთიერთობა. როგორ და რა ვითარებაში გვქონდა პირველი სექსუალური კავშირი. რომ ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ მაშინ ჩემი მდგომარეობით ისარგებლა და მერე დამაჯერა რომ მეც მინდოდა. თუმცა ისიც აღვნიშნე, რომ მაშინ მართლა მეგონა, რომ მიყვარდა და მის მიმართ ლტოლვასაც განვიცდიდი. ყველაფერი კი შეცვალა დავუდის ჩემს ცხოვრებაში ხელახლა გამოჩენამ. იქნებ მართლაც შეეძლო ფსიქოლოგს ამ საკითხის მოგვარებაში დახმარება? ორი ადამიანის ურთიერთობა ესაა მდგომარეობა, როდესაც მუდმივად გიწევს იფიქრო არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ შენს გვერდით მყოფ ადამიანზეც. ხშირია შემთხვევები როდესაც ჰარმონიულად დაწყებული ურთიერთობები ერთმანეთთან აბსოლუტური გაუცხოებით სრულდება. ზოგ შემთხვევაში ისმება კითხვა რატომ? თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი პასუხი კითხვაზე რატომ? იცით, მიჭირს პასუხის გაცემა. ამ გადმოსახედიდან ვაცნობიერებ, რომ ალესანდრო ჩემთვის მეგობარი უფრო იყო, ვიდრე საყვარელი მამაკაცი. მას უსიტყვოდ ესმოდა ჩემი, მეც მისი, ერთმანეთის აზრებს პატივს ვცემდით, მასთან ყოფნით საკუთარი კომფორტის ზონა მქონდა შექმნილი. ალბათ ეგოისტურადაც მოვექეცი. ჩვენი ურთიერთობა ყველასთვის მოსაწონი იყო, არაფერი ეშლებოდა, მეც დავიჯერე, რომ იდეალური პრინცი ვიპოვე და ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ ამაში ალესანდროც დავარწმუნე. მახსოვს, სულ მიმეორებდა მგონია შენ ისე არ გიყვარვარ, როგორც მეო და მე სულ ვუმტკიცებდი რომ ჩემთვის ერთადერთი იქნებოდა. - ცრემლები მომეძალა. გულის სიღრმეში ბოლოდროინდელი მოვლენების, წყენისა და ბრაზის გამო მიძინებული სინდისის ხმა თითქოს ერთბაშად გამოფხიზლდა და შიგნიდან გამოსვლას ლამობდა ისე, რომ სინანულისგან გულ-მუცელი ამეწვა. ალესანდროს ყველა ნაბიჯის, ქცევის მიზეზი მე ვიყავი. ეს მე დავაჯერე ის ჩვენი “სიყვარულის არსებობაში”. წარმოდგენაც არ მინდა, რა რეაქცია მექნებოდა ჩემთვის იგივე რომ დავუდს გაეკეთებინა. ალბათ ვერც გადავიტანდი. ამიტომ მესმის ალესანდროსი. მისთვის მიუღებელი და უცხოა ის რეალობა, რომლის წინაშეც ჩემი გამოისობით დადგა. და იბრძვის იმგვარად და იმ მეთოდებით, რაც მანამდე მისთვის უცხო იყო. კითხვაზე ,,რატომ?“ პასუხი ბევრნაირია. ამ პასუხის გაგება შესაძლებელია მხოლოდ გულწრფელობით საკუთარ თავთან. ადამიანების უმეტესობას, ქალი იქნება თუ კაცი, მეტნაკლებად აქვს ამბიცია იყოს მისაღები და სასურველი ნებისმიერ ურთიერთობაში. რთულად გადაგვაქვს იმედგაცრუება და როდესაც პასუხისმგებლობის აღებაზე დგება ჯერი, არც ისე მარტივადაა საქმე. ორი ადამიანი განსხვავებული წარმომავლობით, სხვადასხვა ოჯახებში აღზრდილები განსხვავებული ფასეულობებით გადაწყვეტენ ერთად ყოფნას და ცდილობენ შექმნან თავისი, ძველისგან განსხვავებული, ან თუნდაც მსგავსი ოჯახი. თუმცა არავინ იცის წინასწარ რა შედეგები მოჰყვება ამ მცდელობას, ღირს თუ არა მის გამო მანამდე არსებულ ყველა ფასეულობის და ღირებულის გადახაზვა. - მივხვდი, რომ ამ სიტყვებით ფსიქოლოგი დავუდზე მანიშნებდა. მართალი ხართ. ადამიანებს უფრო ხშირად აინტერესებს სხვისი ქცევის მოტივი, მაგრამ როგორი ძლიერი ფანტაზიის უნარიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, ვერასოდეს ეცოდინება ზუსტად სხვისი ქცევის მოტივი. სწორედ ამიტომ ვერც მე დავდებ თავს დავუდზე მაგრამ ცდად მიღირს. აი ალესანდროსაც თუ დაეხმარებით რომ გააცნობიეროს არსებული რეალობა, ვფიქრობ ყველასთვის კარგ შედეგზე გავალთ/ თქვენს მეუღლეს ხვალ აქვს ჩემთან ვიზიტი. აუცილებლად ჩავინიშნავ თქვენს ნათქვამს. მაგრამ ასევე გირჩევთ, კიდევ იფიქროთ. შინაგანად გაორებული ხართ. სინდისი გქეჯნით. თუ თქვენ გააცნობიერებთ პრობლემას საკუთარ თავში, ამით შეძლებთ სიმშვიდის მოპოვებას. იცით, როგორც წესი პარტნიორები ცდილობენ ასიამოვნონ ერთმანეთს და ხშირად ამის გამო საკუთარ სურვილებზე ამბობენ უარს. ხშირად მიდიან დათმობაზე იმ მიზნით რომ ასიამოვნონ მეორე ადამიანს, არ საუბრობენ საკუთარ გრძნობებზე და ემოციებზე გულწრფელად, იმის გამო რომ გული არ ატკინონ მეორე ადამიანს. არ გამოხატავენ იმას, რაც სინამდვილეში უნდათ ან არ უნდათ, მოსწონთ არ მოსწონთ. საბოლოო ჯამში, კი ამდენი მცდელობის მიუხედავად, როდესაც ცდილობს ადამიანი ურთიერთობისთვის მოიქცეს ,,სწორად“ უფრო მეტ შეცდომას უშვებს. ალესანდროც მუდამ იმაზე ფიქრობდა მე რა მესიამოვნებოდა. სიმართლე გითხრათ იმის გამო რომ ერთმანეთისთვის რამე ისე არ გვეთქვა ან არ გვეწყენინებინა, ორივე ვთამაშობდით. ვთამაშობდით იდეალურობანას. როგორ გგონიათ, რა ემართება პიროვნებას, რომელიც მაქსიმალურად თრგუნავს და უარს ამბობს საკუთარ მოთხოვნილებებზე. მას მუდმივად უწევს ცხოვრება მდგომარეობაში, როდესაც არარეალიზებულია ურთიერთობაში, თუმცა განცდა აქვს, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს. სინამდვილეში ვინმემ იცის რა არის სწორი და არასწორი? წინასწარ არავინ. მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობს პიროვნება შეესაბამებოდეს თავისი ქცევით იმას, რაც ,,სწორია“, მით უფრო შორსაა იდეალური ურთიერთობისაგან, მითუმეტეს რომ იდეალურობის გაგებაც ყველას განსხვავებული აქვს. ლეა, თქვენი ნებართვით ცოტა ხნით დაგტოვებთ და ახლავე მოვალ. ერთი შეხედვით ეს ფსიქოლოგი თითქოს ჩემს მხარეს იყო, მაგრამ მისი ეჭვნარევი მზერა ჩემდაუნებურად მაბნევდა. ეს ქალი არ მომწონდა, არც ის მომწონდა, რომ ვიზიტი მის პირად კაბინეტში დამინიშნა და მთავარი მოთხოვნა მარტო მისვლა იყო. ახლაც საპირფარეშო გასვლა მოიმიზეზა და კურტუმოს ქნევით ოთახიდან გავიდა. ხან ალესანდროს იცავს, ხან მე. თითქოს ცდილობს დამამუნათოს კიდეც. გავიგე რომ გული ვატკინე, ისიც მესმის რომ ალესანდრო ამას არ იმსახურებდა, მაგრამ ბედნიერების უფლება ხომ ყველას გვაქვს? სავარძელი, რომელშიც ვიჯექი, ფიქრისთვის ნამდვილად ზედგამოჭრილი იყო. თვალები დავხუჭე და ვეცადე ჩვენი საუბარი გამეანალიზებინა ფიქრებში. კარის ხმა გაისმა და თან შემოიტანა ნაცნობი სურნელი. თუმცა ეს სურნელი არ იყო დავუდის. აი ამ წამს, ვინატრე, რომ თვალების გახელა არ შემძლებოდა. აქ ის იყო, ალესანდრო და აზრზე არ ვიყავი რა უნდა მექნა და როგორ მოვქცეულიყავი. დინჯი ნაბიჯებით მიახლოვდებოდა და თითოეულ ნაბიჯზე უფრო მეტად ვშეშდებოდი. თითქოს თუ სუნთქვას შევკრავდი, ქანდაკებად გადავიქცეოდი და ისიც წავიდოდა. ყურთან დაიხარა და ჩამჩურჩულა. მოგენატრე მეუღლევ? და ყურთანვე დამიტოვა სველი კოცნა. შენ, შენ აქ რას აკეთებ? როგორ შემოხვედი. - ძლივს ამოვილუღლუღე და თვალების გახელისთანავე გადავეყარე მის ჭაობისფერებს, რომლებიც ერთ დროს სიყვარულითა და პატივისცემით განმსჯვალული, ახლა გაურკვეველი ემოციებით მიმზერდა. წამოდგომა ვცადე და ორივე ხელით გამაკავა. რას აკეთებ, გაგიჟდი? ხელი გამიშვი. ქალბატონო ია, დამეხმარეთ. მე,,, პირზე ხელი ამაფარა. ჩუმად ლეა, აქ მაინც აღარავინაა. ახლა ხელს ჩამკიდებ და აქედან გავალთ. ძალიან ბევრი გვაქვს სასაუბრო. რას აპირებ სანდრო? ახლა გავხდი სანდრო? მე ხომ შენი ალესანდრო ვიყავი? წამოდი, არ გამიძალიანდე. გთხოვ, გამიშვი. ხელის ერთი მოძრაობით მის ტანზე ამაკრა ისე რომ გაქცევის ყველა საშუალება მომისპო და კაბინეტიდან გამიყვანა. ზედ კარებთან გაეჩერებინა შავი დაბურულმინებიანი მანქანა. დღისით, მზისით, შუაგულ ვაკეში, შავი ჯიპით კაცი მიტაცებდა, და სულიერი არ ჭაჭანებდა ირგვლივ. საჭეს მძღოლი მართავდა, რომლის სახესაც ვერ ვარჩევდი. ალესანდროს მთელი ტანით ვყავდი აკრული და განძრევასაც ვერ ვახერხებდი. გირჩევნია გამიშვა, იცოდე ამას არასოდეს გაპატიებ, ისეთი რამ არ ჩაიდინო, რასაც მერე ინანებ. მისი ცხელი გახშირებული სუნთქვა თმების ბუსუსებს მიფრიალებდა. ჩემს გვერდით არა ოდესღაც ძვირფასი და საყვარელი მამაკაცი, არამედ შურისძიებით წყურვილით აღსავსე პირი იყო, რომელსაც ეშმაკმა უწყის რა გეგმები ჰქონდა ჩემს მიმართ. შეცდომებს ყველა ვუშვებთ ლეა, მთავარია გავაცნობიეროთ და გზა განვაგრძოთ. ემოციებისგან ყურები წუოდა. ვგრძნობდი, რომ ცოტაც და პანიკური შეტევა დამეწყებოდა, თუმცა ახლა ამის დრო არ იყო მე ძლიერი უნდა ვყოფილიყავი და იმაზე მეფიქრა, ამ სიტუაციიდან როგორ გამოვმძვრალიყავი. ფსიქოლოგის სიტყვები ამომიტივტივდა გონებაში, რომ ჩვენს ქმედებებს ჩვენი ფიქრები განაპირობებს, მთავარია როგორ განვაწყობთ საკუთარ თავს. აი მეც ფიქრებში დავიწყე წარმოდგენა, როგორც ვშორდები ნელ-ნელა ჩემს სხეულს და ზემოდან დავყურებ. ვინ ვარ მე? ყოფილის მკლავებში მომწყვდეული საცოდავი უსუსური არსება, რომელიც ძალადობის მსხვერპლობისთვისაა განწირული? რას მივაღწევ უაზრო შფოთვით? იქნებ ეს შფოთვაც ევოლუციურად იმიტომ არსებობს, რომ თავი დაეცვა ადამიანს მტაცებელი ცხოველისაგან ან სხვა საფრთხისაგან. როდესაც ადამიანი ხედავს რეალურ საფრთხეს, პანიკა ამზადებს მას ან გასაქცევად, ან საბრძოლველად ან გასაშეშებლად იმისდა მიხედვით, თუ როგორია საფრთხე. აი მაგალითად დათვს რომ დაინახავ და გაქცევას ვერ ასწრებ, ჯობია გაშეშდე და სუნთქვა შეიკავო, რომ ლეში ეგონო და ყურადღება არ მიიქციო. ამდენად, ჩემს ტვინს ახლა სჯერა, რომ ამ სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიონ სიკვდილი და ამიტომაც მომდის პანიკა, რადგან თავი საფრთხეში მგონია. ეს ასე არ არის!!! ეს კაცი, რომელიც გვერდით მიზის ის ადამიანია, რომელიც ჩემი სულის ნაწილად მიმაჩნდა, მეგობრად, რომელიც უსიტყვოდ ხვდება ჩემს გრძნობდებს. ალბათ სხვა ჩემს ადგილას შეეცდებოდა გაქცეოდა ან ებრძოლა, მაგრამ ახლა გონების სადღაც ბნელ კუნჭულში მფეთქავი იმედის ნაპერწკალი მკარნახობს, რომ ეს სწორედ ის არის რაც არ უნდა გავაკეთო.. პანიკა ყველა ადამიანში ბუნებრივად დევს თავიდანვე, რადგან ის ადამიანის თავდაცვის მექანიზმია. წარმოიდგინე, რომ გზაზე გადადიოდე და მანქანა დიდი სიჩქარით გიახლოვდებოდეს და პანიკა არ გქონდეს, ხომ ვერ გადარჩებოდი? ამიტომ პანიკის განკურნება არავის არ სჭირდება და არც არავის უცდია.. ახლა მთავარია მივუდგეთ რაციონალურად. მახსოვდეს, რომ საფრთხე სახელად ალესანდრო ჩემს მიერაა გამოგონილი მხოლოდ და მისგან მე ნამდვილად არ მელის ცუდი არაფერი. ამის გაფიქრებაზე ჩემი სხეული ერთიანად მოდუნდა, რაც არც ალესანდროს გამოპარვია. პირიქით, გარკვივებულმა გადმომხედა და ხელი, რომელიც მკლავზე ჩალურჯებამდე მიჭერდა, თავადაც მოუშვა. თითქოს პირველად შევძელი ამოსუნთვა. ეს სულ მცირე, მაგრამ პირველი გამარჯვება იყო. სულ მალე მარცხენა ხელი თავისუფალი მქონდა. გზაში რამდენჯერმე სცადა საუბრის დაწყება, მაგრამ ჩემგან მხოლოდ დუმილი მიიღო. სანამ მას ეგონა, რომ ასე ჩუმად ვუყურებდი წინა სავარძლებს შორის არსებულ სივრცეს ბედს მინდობილი, შეუმჩნევლად ჯიბეში ჩაცურებული მარცხენა ხელით ძალუმად ვცდილობდი ტელეფონის სენსორულ ეკრანზე ბლოკის მოხსნას და მარჯვენა ქვედა კუთხეში არსებული აპლიკაციის გააქტიურებას. ამიტომ არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს. წინა კვირას, თინამ რომ აპლიკაცია safe you ჩამიტვირთა, ბევრი დავცინე, დავუდის გვერდით ვერ ვხვდებოდი, რაში მჭირდებოდა ძალადობისგან დამცავი მობილური აპლიკაცია. თურმე ლეა, სად ბანაობ? SAFE YOU მობილურის საერთაშორისო აპლიკაციაა, რომელიც ქალებს იცავს ძალადობისგან. აპლიკაციას გააჩნია ე.წ. SOS ღილაკი, რომლის გამოყენებაც ქალს შუძლია საფრთხეში აღმოჩენის და თავდაცვის საჭიროების შემთხვევაში, იმისთვის რომ მის მიერვე წინასწარ დადგენილ კონტაქტებთან, დახმარებისთვის ხმის მიწვდენა შეძლოს. SOS ღილაკზე ერთი დაჭერით, განგაშის უფასო სიგნალი და ლოკაციის შესახებ ინფორმაცია ერთდროულად იგზავნება წინასწარ შეყვანილ სანდო საკონტაქტო პირებთან, სპეციალიზირებულ ქალთა ორგანიზაციებთან და, სურვილისამებრ პოლიციასთანაც. ჩემს შემთხვევაში კი ეს სანდო პირთა წრე დავუდი და თინათი შემოისაზღვრებოდა, კიდევ კარგი რომ პოლიციის სერვისი არ გავააქტიურე. მიუხედავად ყველაფრისა მაინც არ მინდოდა ალესანდროსთვის საფრთხის შექმნა. შუბლზე სიმწრისგან ცივი ოფლი მასხამდა, და აი, მგონი მე ეს შევძელი. ღილაკი SOSი გააქტიურებული იყო. ახლა ისღა დამრჩენოდა დავლოდებოდი როდის მიხსნიდა დავუდი ამ განსაცდელისგან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.