შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასჯელი. თავი 1


8-03-2021, 06:20
ავტორი zia-maria
ნანახია 10 904

დილა მშვიდობისა მინდა გისურვოთ ყველას და მანდილოსნებს მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მინდა გისურვოთ იყოთ ბედნიერებიი როგორც დედა, როგორც ქალი და როგორც მეუღლები. განურჩევლად ასაკისა ყველას გილოცავთ ქალთა დღეს.





ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება  კონკრეტული მომენტი, როცა არ ელოდება და მოულოდნელობისგან ჩერდება, სწორედ ასე დაემართა მარიამსაც ის ემოციებისგან კანკალებდა და შიშით სავსე თვალებით იდგა გარინდული. დაცარიელებული და უსულო არსებად ქცეულმა გადადგა წინ რამდენიმე ნაბიჯი, ძალიან ახლოს მივიდა  და კიბის კუთხეში ჩაცუცქულ ახალგაზრდა გოგონას დააცქერდა.
-ვინ ხარ, აქ რას აკეთებ.
-მე, მე, მე ახლავეს წავალ.
-მოიცადე სად წახვალ ასეთ ამინდში გარეთ ყინავს, ეს ბავშვი არ გეცოდება ან ამ სიცივეში რატომ ხართ, აქ ვინმეს ელოდებით?
-ქალბატონო მაპატიეთ, ჩემს ქმარს ველოდები აქ მომიყვანა და მითხრა დამელოდე მალე მოვალო, ჩვენც ველოდებით.
-ჩემთან წამოდი, ბავშვი გაცივდება  სიცივეში.
-ჩემი ქმარი რომ მოვიდეს?
-ტელეფონი ხომ გაქვს, აქ რომ ვერ გიპოვის დაგირეკავს.
-უხერხული არ იქნება?
-არა, არა, წამოდი მარტო ვარ სახლში.
-კარგი წამოვალთ. მარიამმა ღიმილით შეხედა პატარას ცრემლიანი თვალებით რომ უყურებდა უცნობ ქალბატონს, მაგრამ სითბოში დაიგულა  თავი თუ არა  მშვიდად ჩაეძინა. მარიამი უყურებდა მძინარეს და ვინ იცის გულში როგორ ნატრობდა მისთვისაც მიეცა უფალს ასეთი საჩუქარი, შემდეგ იქვე მდგარ გოგონას უთხრა.
-აქ დავაწვენ და სანამ შენი ქმარი მოვა ჩვენ გავიცნოთ ერთმანეთი, ყავაც მივირთვათ. ფრთხილად დატოვა ორივემ საძინებელი და სამზარეულოში გავიდნენ, ყავას ამზადებდა გოგონას რომ მიუბრუნდა და კითხა.
-თქვენი სახელები არ მიკითხავს, რა ჰქვია პატარას ან თქვენ რა გქვიათ.
-ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ლილია ყვავილები და ჩემს გოგონასაც ლილია დავარქვი, მე კი ლონდა მქვია, მაგრამ ყველა ლინდას მეძახის ბავშვობიდან.
-ორივეს ძალიან კარგი სახელები გაქვთ, ლინდა გინდა რამეს მოგიმზადებ და......
-არა, არა მადლობა. იუარა ლინდამ მაგრამ მარიამმა მიხვდა რომ ის მშიერი იყო და მაცივარი გამოაღო პატარა ქვაბში გემრიელი წვნიანი გააკეთა და თავადაც მიირთვა.
-რამდენი თვის არის პატარა, შევამჩნიე კიჭიც აქვს უკვე.
-8 თვის არის და უკვე ორი კიჭიც აქვს, ყველაფერს მიირთმევს არ არის წუნია.
-რომ გაიღვიძებს შეგვიძლია ეს წვნიანიც ვაჭამოთ?
-კი, უყვარს წვნიანი კერძები. თქვა და ტელეფონს დახედა, მაგრამ ქმრისგან ისევ დუმილი. რეკავდა ნომერზე, მაგრამ არავინ პასუხობდა. ლინდას შიში ჩაუდგა თვალებში რადგან არ იცოდა რა გაეკეთებინა და ვისთვის დაერეკა, თავის ფიქრებში იყო ჩაძირული მარიამმა პატარა ლილია რომ გამოიყვანა ხელში აყვანილი და თავისი ხელით  აჭამა. ლილია ხალისიანი ბავშვი აღმოჩნდა, კისკისებდა და თავის პატარა ხელებით ცდილობდა თავის თავის გამოკვებას ზოგჯერ ხელს მარიამისაც გაუწევდა და ლოყაზე უთათუნებდა, ეს კი მარიამს ძალიან ახარებდა და ახალისებდა.თამაშობაში მარიამს და ლილიას ერთად დაეძინათ, ლინდამ მთელი ღამე დივანზე დამჯდარმა გაათენა ტელეფონით ხელში. დილით ფრთხილად ადგა მარიამი ლილიას ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა, დივანზე ლინდას ვერ შეხედა და იფიქრა სამზარეულოში არისო, მაგრამ არც იქ დახვდა, არც სააბაზანოში და გაოცებული ჩაჯდა სავარძელში, გვიან შეამჩნია მაგიდაზე დადებული წერილი რომელზედაც რამდენიმე სიტყვა ეწერა ,,მაპატიე, ოდესმე დავბრუნდები. მივდივარ მარიამ და ვიცი რომ ჩემს ლილიას მზრუნველი დედა ეყოლება შენი სახით''. რამოდენიმეჯერ გადაიკითხა გაკრული ხელით დაწერილი სიტყვები და გულზე ხელი მიიდო, რადგან არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, პირველი რაც მოაფიქრდა მეუღლეს დაურეკა.
-მარიამ რა მოხდა ასე ადრე რატომ მირეკავ, საყვარელო კარგად ხარ?
-ვიცი რომ ბევრი საქმე გაქვს, მაგრამ სასწრაფოდ დაბრუნდი.
-რა მოხდა.
-ძალიან მჭირდები.
-ეს სიტყვები შენ ჩემთვის არასდროს გითქვამს მარიამ.
-დაბრუნდი გთხოვ, გელოდები. ტელეფონი გათიშა სრულ სიწყნარეში თავადაც ჩუმად იყო. არ იცის რამდენი საათი იჯდა ასე გაუნძრევლად, რადგან ვერც კარის ხმა გაიგონა, მხოლოდ მხარზე  ხელის შეხება იგრძნო და ცრემლით სავსე თვალებით შეხედა მის წინ ჩაცუცქულ მამაკაცს.
-ვახო როგორც არასდროს ახლა მჭირდები.
-რა მოხდა საყვარელო, ვინმემ შეგაშინა?
-შემაშინა, ძალიან შემაშინა.
-ვინ, ვინ იყო მოსული. ვახომ გაიფიქრა ალბად ვინმე მოვიდა იდუმალი მტერი და თუ დაემუქრა მარიამს, მაგრამ მარიამი ნელა-ნელა წამოდგა და ვახო ხელ ჩაკიდებული შეიყვანა საძინებელში. ვახო ვერ ხვდებოდა რა მოხდა, მაგრამ საწოლთან მისულმა აკანკალებული ხმით კითხა მარიამს.
-მარიამ ვისი არის ეს ანგელოზი.
-არ დაიჯერებ, მაგრამ ჩვენია.
-ჩვენია?
-ვახო ის უკვე ჩვენი შვილია. ვახო იმდენად დაიბნა  კითხვა არც შეუბრუნა მარიამს და ღიმილით დახედა მძინარე ლილიას და მერე შეხედა მარიამს, მარიამმა მისი გამოხედვით მიხვდა რომ ყველაფერი უნდა მოეყოლა და მანაც უხმოდ დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად. ორივემ ფრთხილად დატოვა პატარა და ვახო ყურადღებით უსმენდა მარიამს და როცა თხრობა დაასრულა ვახოს თვალებში ჩააჩერდა, შემდეგ კი ცრენლნარევი ხმით უთხრა.
-ვიცი დავაშავე რომ სახლში შემოვიყვანე უცხო ადამიანი, მაგრამ.....
-არა საყვარელო არ გსაყვედურობ, ვფიქრობ როგორ შეძლო ასეთი ანგელოზის დატოვება დედამ.
-ვფიქრობ არსად ჰქონდა წასასვლელი და არც სხვა გამოსავალი ჰქონდა.
-ახლა რა გავაკეთოთ, დაველოდოთ თუ დაბრუნდება?
-დაველოდოთ რამდენიმე კვირა და შემდეგ ვიმოქმედოთ თუ არ დაბრუნდა და არ მოიკითხა არავინ ბავშვი, შემდეგ უნდა ვიღონოთ რაღაც.
-მარიამ სხვისი შვილი გვყავს სახლში, ყველამ იცის რომ ჩვენ შვილი არ გვყავს და ვფიქრობ პოლიციამ უნდა იცოდეს ბავშვის შესახებ.
-რომ წაგვართვას ბავშვი პოლიციამ?
-პოლიციამ უნდა გაიგოს და გპირდები თუ არ გამოჩნდა არავინ, ჩვენ ვიშვილოთ და ჩვენი გვარი მივცეთ.
-დარწმუნებული ხარ რასაც ამბობ ვახო.
-დარწმუნებული ვარ საყვარელო, ჩვენ 15 წელია ქორწინებაში ვართ და შვილი არ გავიჩნდა იქნებ ეს უფლის ნიშანია, ან იქნებ ვინმეს გეგმაა ამ ბავშვით დაგვაშანტაჟოს და ამიტომ არის საჭირო პოლიციამ უნდა იცოდეს მის შესახებ.
-შენ ყოველთვის სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებ. ვახო მაღაზიაში წავიდა, ლილიას ტანისამო შეურჩია და ახალ ტანისამოსში გამოწყობილი პოლიციაში წაიყვანა. მარიამმა ყველაფერი მოუყვა პოლიციელს და სურვილიც გამოთქვა მის შვილად აყვანაზე.
-კარგია რომ მოიყვანეთ ბავშვი, რადგან მართლა უამრავი მაგალითი გვაქვს როგორ აშანტაჟებენ შემდეგ ოჯახებს ან როგორ ქურდავენ, ამიტომ იყოს ჯერ-ჯერობით პატარა თქვენთან. კეთილი პოლიციელიც დათანხმდა რამდენიმე  დღე ჰყოლოდათ სახლში ლილია და რამდენიმე დღეში ვახომ ოფიციალურად გააფორმა ლილია მის გვარზე და ის იყო უკვე ლილია ტაბატაძე. სიყვარულში იზრდებოდა ლილია და ხარობდა მისი ლაღი ბავშვობით ვახო და მარიამი, ერთ საღამოს მოულოდნელად  გაიარა ვახოს წინ ლილიამ და ვახო შეშინებული თვალებით უცქერდა პატარას როცა ლილია მიუბრუნდა ვახოს და უთხრა.
-მამა, ამუ ამუ მე. ვერ გაუგო ვახომ რას ითხოვდა ლილია და შეწუხდა, მაგრამ შემდეგ თავად ლილიამ თითი პირთან მიიტანა და უთხრა.
-ამუ, ამუ ინდა მე.ვახომ გულიანად გაიცინა და მარიამმაც სიცილით შეხედა ლილიას, ლილია კი ვახოს ყავდა ხელში აყვანილი და სამზარეულოსკენ მიდიოდა.ხუთი წელი გავიდა ბედნიერად და მხიარულად, ლილიამ გაამხიარულა ოჯახი მისი ტიტინით, ყველა კუთხეში მისი თოჯინები იყო, მაგრამ ერთ საღამოს როცა ლილიას უკვე ეძინა კარზე ზარის ხმამ ორივე შეაკრთო ისინი არავის ელოდნენ, ვახომ გააღო კარი, კართან კი ახალგაზრდა ქალი იდგა თავდახრილი.
-შეიძლება შემოვიდე?
-ვინ ბრძანდებით. მკაცრი იყო ვახოს ხმა რადგან მიხვდა ვინც იდგა მის წინ.
-ლილიას ბიოლოგიური დედა ვარ.
-ლილიას დედა, შემობრძანდით და სახლში ვისაუბროთ. მრიამმა შეხედა ლინდას და ის ძალიან შეუცვლია წლებს, მსგავსება ხუთი წლის წინ ნანახ ლინდასთან საერთოდ არ იყო.
-ლინდა? სად ხარ, რატომ გაუჩინარდი.
-გავბედე და მოვედი, მოვედი რომ პატიება გთხოვო მარიამ.
-ლილიას წასაყვანად დაბრუნდი? თქვა აკანკალებული ხმით და ვახოს შეხედა, ვახოსაც დაეკარგა ფერი და თვალებში შიში ჩაუდგა, რადგან იცოდა იურდიულად ბავშვი დედას ეკუთნის, მაგრამ იმდენად შეეჩვია და შეუყვარდა ლილია მკაცრი ხმით თქვა.
-მას არ შეუძლია ლილიას წაყვანა, რადგან კანონიერად ჩვენ ვართ მისი მშობლები და მეურვეები, ლილია ჩვენი შვილია.
-თქვენ ლილია იშვილეთ?
-ვიშვილეთ, წინააღმდეგი ხართ?
-მას თქვენი გვარი აქვს?
-დიახ, ლილია ჩემს გვარძეა და ის ტაბატაძე არის.
-ლინდა სად იყავი ან რატომ გაუჩინარდი იმ დილით და ლილია უცხო გარემოში დატოვე.
-ლილიას მამამ რომ გაიგო ბავშვის შესახებ მან კატეგორიულად მომთხოვა აბორტის გაკეთება და ექიმთანაც მიმიყვანა, მაგრამ ექიმს ვთხოვე რომ ბავშვი მინდოდა და არ მოვიცილებდი, ასეც მოვიქეცი და ჩვენ ერთმანეთს ისე დავცილდით მან არ იცოდა ლილიას შესახებ. ლილია ასე თუ ისე დაიბადა და 8 თვემდე გაჭირვებით მოვიყვანე ხან ვისთან ვათებდი ღამეს და ხან ვისთან, როცა შევხედავდი რომ მასპინძლებთან სტუმრობა გამიგრძელდებოდა და ამით მე მათ უკვე ვაწუხებდი უხმოდ ვტოვებდი იმ ოჯახს და სხვასთან მივდიოდი.
-საკუთარი სახლი, ბინა რამე ადგილი სადაც ღამეს გაათევდი არ გაქვს?
-მაქვს ბინა, მაგრამ იქ მომაგნებდა და ვიცი რაღაცას დამიშავებდა ლილია კი უპატრონოდ დარჩებოდა მხოლოდ ბედის ანაბარად. თქვენ უკვე თვეზე მეტია გითვალთვალებთ, გავიგე რომ შვილი არ გყავდათ და ამიტომ უფრო მივიღე გადაწყვეტილება.
-აქაც ამიტომ მოდი რომ ლილია აქ დაგეტოვა?
-სწორად მიმიხვდი, მარიამ მართლა მიხარია რომ ჩემი გადაწყვეტილება ბოლო წუთებში არ შევცვალე და ლილია აქ თქვენთან ერთად გაიზრდება.
-დამშვიდდი, ლილია კარგად იქნება და მას ყველაფერი საუკეთესო ექნება.
-ეს ჩემი ბინის მისამართია, ბინა ლილიას დარჩება მხოლოდ ხანდახან ბინას მიაკითხეთ.
-რატომ გვაძლევ ჩვენ მისამართს, გადაწყვიტე სადმე წახვიდე რამოდენიმე წლით?
-ნეტავ ასე იყოს, მარიამ შესაძლებელია ლილია ამიერიდან ვერაღ ვნახო.
-რატომ, რა გჭირს ლინდა. ლინდამ თავზე ხელი მოიკიდა და პარიკი გადაიძრო.
-მე, მე, მე სიმსიმვნე მაქვს და სანამ კიდევ ძალა შემწევს თქვენთან პატიების სათხოვნელად მოვედი. ეს კი ჩემი ტელეფონის ნომერია, თუ ერთ დღეს ვერ გიპასუხოთ ესე იგი მე აღარ ვარ.
-ვინ არის ბავშვის მამა, მინდა ვიცოდე. მშვიდად უთხრა ვახომ და ლინდას თვალი აარიდა.
-ბავშვის მამა თქვენ ხართ, ის არაკაცი ვერასოდეს გაიგებს ლილიას შესახებ. ლინდას თავბრუსხვევა დაეწყო, არ უნდოდა შეეშინებინა მარიამი და ვახო ლილიას შორიდან შეხედა და წავიდა.
-მე წაგიყვანთ სადაც მიდიხართ.
-მადლობა, თქვენ იმაზე მეტი გააკეთეთ ჩემთვის რასაც არ ველოდი და მადლობა ყველაფრისათვის. წასვლით კი თავად წავალ, ტაქსი მელოდება.მარიამი და ვახო ჩუმად ისხდნენ, შემდეგ კი ორივემ ლილიას შეხედა როცა ნამძინარევი ლილია ვახოს დაუჯდა მუხლზე ვახოს ცრემლი მოაწვა თვალებში და ლილია გულში ჩაიკრა. ყოველ დღე რეკავდა მარიამი ლინდასთან, ვახო დრო და დრო ნახულობდა ექიმს და ესაუბრებოდა, ეხმარებოდა ეკონომირად, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ როცა ლილიას 5 წელი შეუსრულდა უნდოდა ლინდაც მათ გვერდით ყოფილიყო, მაგრამ მარიამს უცნობმა ქალბატონმა უპასუხა.
-გისმენთ.
-გამარჯობათ, თუ შეიძლება ლინდას დამალაპარაკეთ.
-ეს შეუძლებელია ის, ის........................
-ლინდას რამე დაემართა? იკითხა ხმის კანკალით მარიამმა.
-ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მოულოდნელად მისი მდგომარეობა გაუარესდა და რამდენიმე საათის წინ დაგვტოვა.
-უკვე დაგვტოვა? ვახო არ ელოდა და მარიამს ტელეფონი გამოართვა.
-მე რატომ არაფერი ვიცი ქალბატონო, ექიმს ჩემთვის უნდა დაერეკა.
-ეს ისე უცებ მოხდა, ექიმიც არ ელოდა ბატონო.თქვენი მეუღლეა მარიამი?
-დიახ, მარიამი ჩემი მეუღლე არის და ორივეს გვინდოდა დღეს ლინდა ჩვენს გვერდით ყოფილიყო.
-მე ვიცოდი რომ დარეკავდით და ლინდას მოიკითხავდით ეს მან თავად მითხრა და მთხოვა მისი სიტყვები თქვენთვის გადმომეცა. მარიამი ცრემლებს ვერ იკავებდა და ტირილით უსმენდა უცნობ ქალბატონს.
-,, ვნანობ რომ ჩემი შვილისთვის კარგი დედა ვერ ვიყავი, მაგრამ ბედნიერი მივდივარ რადგან ვიცი ის სიყვარულში გაიზრდება. მე მისი ბედნიერებით ვარ ბედნიერი და ამიტომ მშვიდად მივდივარ ამ ქვეყნიდან და ჩემს სულს, ჩემს გულს თქვენ გიტოვებთ. მადლობა მარიამ და მადლობა ვახო''. მარიამი ტოროდა, ვახომ მხრებზე ძლიერი ხელები მოხვია და ცრემლიანი თვალებით შეხედა ვახოს.
-ძალიან ცუდია რაც მოხდა, მეც ძალიან მეწყინა.
-წავიდა და მისი გული ჩვენ დაგვიტოვა სამუდამოდ ვახო.
-ვწუხვარ, ის ძალიან ახალგაზრდა იყო სიკვდილისთვის, მაგრამ სიკვდილი დაუნდობელია, ის ვერ ძღება ადამიანის სულით.
-ღმერთმა ყველას მისცა გული და ყველას თავისი სიცოცხლე უბოძა, მაგრამ ერთ მშვნიერ დღეს ის გული ჩერდება, იქნებ სიკვდილსაც აქვს გული და გაჩერდეს ოდესმე.ერთი პატარა გოგონა იყო, შვილი გააჩინა და იძულებული გახდა სხვისთვის დაეთმო თავისი სული და გული.
-მან იქ დატოვა შვილი სადაც დაინახა სითბო და სიყვარული, ლილია ჩვენი ნაწილია, ჩვენ სამივე ერთი ჰაერით ვსუნთქავთ და ლილია არის ჩვენი გული მარიამ. ის ჩვენი შვილია, ჩვენი ერთადერთი ქალიშვილი და დღეს ის ხუთი წლის შესრულდა, მოიწმინდე ცრემლები და ტორტზე სანთლები ავანთოთ ნუ ვაგრძნობინებთ მას ამ დიდ ტკივილს,გველოდება. ჩვენ სიყვარულისთვის დავიბადეთ და ჩვენი სიყვარულით ჩვენი ქალიშვილი უნდა გაიზარდოს და აღიზარდოს. საყვარელო ცრემლი შეიმშრალე, თავი მოიწესრიგე ჩვენ გელოდებით. მარიამმა თავი მოიწესრიგა, უამრავი ფოტოები გადაიღეს, ლილიამ მეგობრები გააცილა და დაღლილი ჩაეძინა მამის მკერდზე მიხუტებულს. ვახომ თავად გაიყვანა საძინებელში, თავად ჩააცვა საღამურები და საწოლშიც ჩააწვინა შუბლზე აკოცა და ფეხაკრებით გავიდა ლილიას საძინებლიდან. ღიმილით შეხედა მარიამს და ორივე ხელები შემოხვია, გულზე მიიკრა მარიამი და უთხრა.
-უცნაურია რომ დღევანდელი დღის არსებობა მე უნდა შეგახსენო და ეს პირველად ხდება.
-ვახო ბედნიერი ვარ რომ შენ გახსოვს.
-მახსოვს და შეუძლებელია ამ დღის დავიწყება, დღეს 15 წელი შეგვისრულდა ჩვენი ქორწინებიდან.
-სულ ბავშვები ვიყავით რომ გავიპარეთ.....
-და დღემდე ერთად ვართ, მაგრამ უკვე როგორც იქნა სამნი ვართ.
-რამდენი რამ გამოვიარეთ, ორივე ვსწავლობდით და .................
-ორივე უარგვყო მშობლებმა რადგან მათი რჩეულები არ ვიყავით, ჩვენ კი ნელა ნელა დავდექით მყარათ ფეხზე და აქამდე მოვედით. დღეები მიდიოდა ერთმანეთის სიხარულს იზიარებდნენ და წლებიც გავიდა, 17 წლის იყო ლილია როცა მათ ოჯახს შავი ღრუბელი გადაეფარა და მარიამის საშინელმა გულიდან ამოხეთქილმა ტკივილიანმა ხმამ მათი კორპუსი ფეხზე დააყენა.
-რა მოხდა ტაბატაძეებს რაღაც შეემთხვათ, მარიამის ხმა არის.
-ღმერთო დაიფარე ისინი, რამ დაამწუხრა ეს უწყინარი ოჯახი. მეზობლები პოლიცილებს შეშინებული უყურებდნენ და მარიამის თვალებში დანახული შიშით მიხვდნენ, რომ დიდი გასაჭირი დაატყდა ოჯახს.
-ვწუხვარ ქალბატონო მარიამ საავადმყოფოში უნდა წამობრძანდეთ.
-რატომ, რა მოხდა. ვერ გაიგო რა ხდებოდა მის თავს.
-ქალბატონო მარიამ ბატონ ვახოს მტრები ყავდა?
-შეუძლებელია ვახოს მტრები ყოლოდა შვილო, ის ძალიან მშვიდი, წყნარი და გაწონასწორებული პიროვნება იყო, უბრალოდ ეს დაუჯერებელია. უპასუხა მეზობელმა პოლიციელს.
-იყო? იყო და აღარ არის? იკითხა მარიამმა და ხან პოლიციელს შეხედავდა ხან მეზობლის მამაკაცს და გული წაუვიდა.
-იქნებ ჯერ კიდევ არ არის გვიან შვილო, საავადმყოფოში გადაიყვანეთ? იმედს არ კარგავდა კეთილი მეზობელი.
-ბატონი ვახოს გვამი რომ იპოვეს ის 4 სთ-ის გარდაცვლილი იყო ექსპერტის დასკვნაც აქ გვაქვს და ასეთი კარგი პიროვნება თუ იყო, ვის უნდა გაეწირა სასიკვდილოდ ეს ადამიანი.
-მას ვისაც მისი ბიზნესის არსებობა აწუხებდა. თქვა მარიამმა და პოლიციელს შეხედა. რამოდენიმე საათი დაჭირდა ძალების მოსაკრებად და როგორც იქნა დადგა ფეხზე. ლილია სახლში არ იყო და თავად გაყვა პოლიციელებს, შეშინებული შევიდა იქ სადაც ვახო ყავდათ.
-მარტო დამტოვეთ. თქვა და ყველამ დატოვა, გაშეშებული იდგა, ყველა ლამაზმა მოგონებამ გაირბინა მის გონებაში. მოეჩვენა რომ უსიცოცხლო ნივთივით იდგა და ძლიერი ტკივილისგან ნახევარი სახე მოებრიცა. ორივე ხელები ყურებზე მიიდო და ბოლო ხმაზე იღრიალა. არავინ მისულა, პოლიციელები იდგნენ და ცრემლიანი თვალებით უცქერდნენ როგორ იცლებოდა მარიამი ტკივილისაგან. ეგონა ყვიროდა, მაგრამ ყელიდან მხოლოდ ხავილის ხმა ამოსდიოდა, ბოლოს ზურგით დაეცა იატაკზე მოწყვეტით და მისი შინაგანი სამყარო დაიბზარა, მაგრამ გაეღიმა, მან იმ წუთებში მის ძველ და ლამაზ მოგონებას გაუღიმა. საკლასო ოთახი, ხის მერხზე ორი ჩანთა და მთელი ბავშვობა ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა გაიარეს და ეს ხელები არც დიდობაში გაუშვიათ ერთმანეთისთვის. ულამაზესი ბავშობის წლები ჰქონდათ, მაგრამ ახლა ნაგვად ქცეული სამყარო ქვა და ლოდად დააწვა ფაქიზ გულ მკერდზე. შეეცადა, შეეცადა ყველაფერი დაევიწყებინა და დიდი იყო სურვილი სიკვდილის სპეტაკ ბილიკს ვახოსთან ერთად გაჰყოლოდა აქაც ხელი-ხელ ჩაკიდებული, მაგრამ ეს ყველაფრი შორეულ წარსულში დარჩა და თავად კი საყვარელი ადამიანის დაკარგვით ტკივილმა უჯრედ-უჯრედ დაშლილი და განადგურებული დატოვა. ერთ-ერთმა მამაკაცმა გაბედა მისვლა მარიამთან და ფეხზე წამოაყენა, დიდი ინტერესით სწავლობდა მარიამის ურეაქციო სახეზე ნაკვთებს, მაგრამ მის უსიცოცხლო და გაყინულ თვალებში ვერაფერი დაინახა მისთვის საინტერესო.
-ქალბატონო მარიამ გონს უნდა მოხვიდე და უნდა დამეხმარო, რომ მკვლელი ერთად ვიპოვოთ.
-ვახო, ჩემი ვახო ვის უნდა მოეკლა ის ხომ სიმშვიდის განსახიერება იყო.
-სწორედ მისი სიმშვიდე აღიზიანებდა ვიღაცას და ის ვიღაც უნდა ვიპოვოთ.თითქოს ახლა გამოფხიზლდაო, მამაკაცს შეხედა და კითხა.
-მითხარით როცა ვიპოვეთ 4 სთ-ის გარდაცვლილი იყოო, სად იპოვეთ მისი ცხედარი.
-წყნეთის აგარკზე სახლთან ახლოს.
-საინტერესოა, იქ ჩემს გარეშე არასოდეს წასულა და როგორ მოხდა მისი ცხედარი იქ იმ გზაზე.
-დაეხმარეთ გამოძიებას, რომ ეს ბურუსუთ მოცული მკვლელობა გავხსნათ,  გამოვიძიოთ და მკვლელი ვიპოვოთ.
-დაგეხმარებით, მე დავბრუნდები ბიზნესში, იქ მე არავინ მელოდება და შესაძლებელია მკვლელიც სწორედ იქედან არის თუმცა დანამდვილებით რამის თქმა ჯერ ძალიან ადრეა.
-ძალიან კარგია, ეს ჩემი სავიზიტო ბარათი და კონტაქტი უნდა გვქონდეს, სულ მცირე ეჭვიც რომ გაგიჩნდეთ არ შეჩერდეთ და დამირეკეთ.
-აუცილებლად ვიკონტაქტებთ და ყველა დეტალს ერთად განვიხილავთ, ყველაფერი უნდა ვიცოდე გამოძიების შესახებ, მაგრამ მე არ დაველოდები როდის გამოიძიებს პოლიცია საქმეს, მე კერძო დეტექტივი მჭირდება.
-ქალბატონო მარიამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ მკვლელი სათანადოდ დაისაჯოს, მაგრამ ის ჩვენ არ დაგვიძახებს აქ ვარ და დამიჭირეთო მის დაჭერას და საქმის ბოლომდე მიყვანას დრო ჭირდება, გთხოვთ მომეცით ეს დრო და მე გამოვიძევ ამ საქმეს.
-მპირდები რომ საქმეს ბოლომდე მიიყვან?
-გპირდებით, მხოლოდ მე არა თქვენი დახმარებით და ჩვენი ერთად თანამშრომლობით მივიყვანთ საქმეს ბოლომდე. მარიამმა და დეტექტივმა ხელი ერთმანეთს ჩამოართვეს თანხმობის ნიშნად, შემდეგ კი სამძიმარი მიიღო ყველასგან. გვერდით ედგა  ლილია და მისი სევდით და ტკივილით სავსე თვალები მხოლოდ მამას უყურებდა და არ აინტერესებდა დასაფლავებაზე მისული უამრავი თვალის უცნაური მზერა, მარიამს კი ისე მოჰქონდა თავი თითქოს არ აინტერესებდა, ვინ იზიარებდა მის ტკივილს, მაგრამ ის ყველას ათვალიერებდა და თვალი ვახოს ერთ-ერთ მეგობარს გაუსწორა რომელიც ძალიან  აანერვიულა მარიამის შეუვალმა გამოხედვამ. შუბლი ოფლის მსხვილი წვეთებით დაეცვარა და ხშირ-ხშირად იწმენდდა.
-შენი სისუსტე ესაა არ შეგიძლია დამალო შენი დანაშაული, შენ ხარ დამნაშავე და მე ამას დავამტკიცებ. გულში გაიფიქრა მარიამმა და თვალი მოარიდა უკვე ფერდაკარგულ მირიანს.
-მარიამ ძლიერი უნდა იყო შენი შვილის გამო, ეს ტკივილი გაივლის.
-ასე გგონია, რომ ტკივილი გაივლის? არა მეგობარო ეს ტკივილი არასოდეს არ გამივლის. 
-დილით მზე ამოდის და საღამოთი ჩადის, ვიცი რომ ეს არასოდეს შეიცვლება, რადგან ეს ბუნების სასწაულია. ჩვენი ცხოვრება კი ასეთია ვიბადებით-ვიზრდებით-ვითარდებით და შემდეგ მივდივართ, მივდივართ იქ საიდანაც არავინ არ ბრუნდება უკან რადგან ეს შეუძლებელია.
-ვახო არც არასოდეს დაბრუნდება, მისი გზა მხოლოდ წინ მიიწევს და უკან არ ბრუნდება, მაგრამ ის ვინც ვახო ამ გზაზე გაუშვა, ისიც ასე გაყვება მარადისობის გზას როგორც ვახო დაადგა დღეს ამ გზას. ხალხი ნელა-ნელა გაიკრიფა და მარიამის გვერდით რამოდენიმე დარჩა, თვალი მოავლო ყველას და ბოლოს მირიანს შეხედა.
-არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებით ხედავს და დღევანდელი დღის დასასრულიც თავად ამტკიცებს რომ ყველაფერი აქ დასრულდა. დღევანდელი დღე წარსულის ისტორიაში შევიდა, მაგრამ ხშირად ადამიანები ისეთი დაუნახავები ვართ ვერ ვაფასებთ ერთმანეთს და სწორედ ესაა მათი დიდი შეცდომა.
-მარიამ.................................
-შეცდომაა ის რომ ადამიანი კარგავს თავის პიროვნებას და სათხოვარი მაქვს ყველასთან, ჩემთან ნურავინ ითამაშებთ, მე პირდაპირი ადამიანი  ვარ როგორიც იყო ვახო და როგორც ის მეც სათქმელს პირდაპირ ვეტყვი ყველას, ამიტომ მინდა თქვენც ასეთი იყოთ ჩემს წინაშე პირდაპირი, მაგრამ არა მხოლოდ სიტყვით საქმითაც. ნუ გააკეთებთ ისეთ რამეს, რომ მთელი ცხოვრება სინაბულმა გაგტანჯოთ. დარწმუნებული ვარ უკვე ამის ჩამდენი ნანობს მის დანაშაულს, ჯერ არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ვიპოვით, ვფიცავ ვახოს მე ვიპოვი მის მკვლელს. ყველა დაიშალა, რამდენიმე დღე მარიამი სახლიდან არ გასულა, მაგრამ რომ არავინ ელოდა სწორედ მაშინ გამოჩნდა ვახოს კომპანიაში და ის პირადად ჩაუდგა სათავეში ვახოს საქმიანობას. მარიამი პროფესიით ეკონომისტი იყო და კომპანიის ყველა მნიშვნელოვანი საბუთი კარგად შეისწავლა, გაიგო რომ კომპანიას ძალიან დიდი შემოსაბვალი ჰქონდა და არც კომპანიის საქმეები არ მიდიოდა ცუდად, მაგრამ უკეთესად იქნებოდა რომ ვირთხა არ შეპარულიყო კომპანიის ბიუჯეტში.ბევრი იფიქრა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დეტექტივს დაელაპარაკა, არ უნდოდა დრო დაეკარგა და მასთან შეთანხმებით შეუდგა გეგმის განხორციელებას. რამდენიმე დღეში მირიანი თავის კაბინეტში დაიბარა, მირიანი მოკრძალებით მივიდა მარიამთან და მარიამმა ის ჩვეულებრივი თავისი უჩვეულო ღიმილით მიიღო და ხელით მიუთითა სავარძელზე, მირიანმა არ იცოდა რატომ დაიბარეს აქ და მარიამის სიჩუმე უფრო თრგუნავდა, მაგრამ მარიამმა თავი ასწია თვალებში ჩახედა და პირდაპირ უთხრა.
-არ დავიწყებ საუბარს შემოვლითი გზებით და მინდა გულახდილად ვისაუბროთ თუნდაც უსიამოვნო იყოს ეს საუბარი შენთვის.
-გისმენ.
-რამდენად გაყიდე მეგობარი ან რის სანაცვლოდ, რა შემოგთავაზეს ვახოს მოკვლაში.
-რა, რას, რას ამბობ მარიამ შენ თავად გესმის? თვალები შუბლზე დააჯდა მირიანს, მარიამი  ახლოს მიიწია მირიანთან და მტკიცე ხმით უთხრა.
-მე მესმის რასაც ვამბობ, მაგრამ  გხედავ და შენს თვალებში ვკითხულობ რომ არც კი გაქვს გააზრებული რატომ და რის სანაცვლოდ გაიმეტე საუკეთესო მეგობარი.
-შენ გინდა მე  დანაშაული ჩემს თავზე ავიღო და მკვლელობა დავიბრალო თუ რის თქმა გინდა მარიამ ჯერაც ვერაფერს მივხვდი.
-ვინ შეგიკვეთა ვახოს მოკვლა. იმდენად გაბრაზდა მარიამი რომ აღარ მოერიდა მის წინ რომ ვახოს საუკეთესო მეგობარი იყო და ხმა ვერ გააკონტროლა.მირიანი ღონე წართმეული დავარდა და თქვა.
-იმ ღამით არ ვიცი ვინ დამირეკა, მითხრეს რომ ვახო უნდა წამეყვანა.
-შეუძლებელია რასაც ამბობ.
-მართლა არ ვიცი მარიამ რა მოხდა იმ ღამეს, მაგრამ ერთი შემთხვევა მახსენდება.
-რა შემთხვევა. მარიამი დაიძაბა და მირიანთან ახლოს მივიდა.
-სამსახურიდან გვიან გავედი და უცხო, საერთოდ უცნობი მამაკაცმა შემაჩერა როცა მანქანის კარი გამოვაღე და უცნაური რამ მითხრა.
-რა გითხრა მირიან უცნობმა.
-მითხრა რომ დავხმარებოდი ვახოს გაკოტრებაში...............................
-გაკოტრება გთხოვა და არა მისი მოკვლა, ვახომ უმაღლესი განათლება წითელი დიპლომით დაასრულა რომ შენ და შენნაირ არაკაცებს მოეკლათ, მირიან ცუდი მეგობარი იყო ვახო?
-მარიამ ვახო საუკეთესო მეგობარი იყო ჩემი, დამასრულებინე ბოლომდე და მოისმინე მე რა უპასუხე უცნობს.
-გისმენ. მარიამი ნერვებს ვერ იმორჩილებდა და ხელები აუკანკალდა.
-გაოცებულმა შევხედე და უთხარი რომ მას ჩემთვის მთელი სამყარო რომ ეჩუქებინა მე ვახოს არ უღალატებდი და იცი რატომ? მე და ვახო ერთად მოვდივართ ღრმა ბავშობიდან, მე და ვახომ ავაშენეთ ეს კომპანია, მე და ვახომ წინ ძალიან ბევრ არასასიამონო მტერს დაუექით და ამასთან ერთად ის ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული იყო, ის ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული პიროვნება იყო. სწორედ ჩემი უარის მიღების შემდე სწორედ ორ კვირაში მამაჩემს გულმა დაარტყა და გარდაიცვალა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ის მოკლეს.
-ვინ გაიმეტა ვახო მოსაკლავად.
-მე არ მომიკლავს ვახო, იმ ღამით მითხრეს რომ მან ზედმეტი დალია და არ უნდოდა სახლში ასეთ მდგომარეობაში მისვლა, უნდოდა დაჩაზე წამეყვანა და მეც ღამის 4 ს-თზე ვახო დაჩაზე ავიყვანე წყნეთში, იქ ჩემი ხელით  გავხადე და ჩავაწვინე საწოლში მარიამ მაგრამ თავს ვიდანაშაულებ არ უნდა დამეტოვა ვახო მარტო და მეც იქ უნდა დავრჩენილიყავი.
-როგორ ის ხომ სახლთან ახლოს იპოვეს მკვდარი.
-არ ვიცი, მართლა არ ვიცი იქ როგორ აღმოჩნდა ვახო მარიამ.
-მირიან გინდა გაიგო ეს ყველაფერი იმ ღამით რა მოხდა რომ თავიდან აიცილო ეს გაურკვევლობა?
-მარიამ რას მეუბნები, როგორ არ მინდა სიმართლე გაირკვეს.
-შემოთავაზება მაქვს შენთან.
-მითხარი რა ჩაიფიქრე, მე ყველაფრისთვის მზად ვარ ავიტანო თუნდაც შენგან ყვირილი, დამცირება მხოლოდ სიმართლე გაირკვეს.
-უკაცრავად, ქალბატონო მარიამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
-შემოდი, ეს რა ქაღალდებია. 
-ექსპერტიზის პასუხი მივიღეთ და მინდოდა თავადაც გადაგევლოთ თვალი. დეტექტივმა მარიამს თეთრი კონვერტი წინ დაუდო და მარიამმა აკანკალებული ხელით აიღო კონვერტი და დეტექტივს შეხედა.
-არ გაგიხსნიათ?
-არა, პირდაპირ თქვენთან წამოვედი.
-გასაგებია. ნელა-ნელა ხსნიდა კონვერტს, თეთრი ფურცელს აკანკალებული თითებით შეეხო და თვალები მაგრად დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და ერთი ამოსუნთქვით წაიკითხა პასუხი, იქვე მდგარ მირიანს შეხედა რომელიც პასუხის მოლოდინში სულ-განაბული უცქერდა მარიამს, მარიამმა კი ქაღალდი დეტექტივს გაუწოდა თავად კი ღონემიხდილი დაჯდა სავარძელზე.
-დიახ, მე უკვე ასე ვვარაუდობდი.
-მირიანმა ვერ გაიგო  რა ხდებოდა და მარიამისკენ მიბრუნდა.
-გამაგებინეთ რა ხდება მარიამ.
-მირიან დამშვიდდი, გაიცანი დეტექტივი მალხაზ ფერაძე და ჩვენ სამივემ უნდა ვიპოვოთ მკვლელი.
-ექსპერტის პასუხი?
-ექსპერტიზის დასკვაა, რომ ბატონი ვახო მოწამლეს, მაგრამ სად და როგორ ეს არ ვიცით.
-ეს როგორ უნდა გავიგოთ, ვახო იმ დღეს გვიან ღამემდე იყო ოფისში და როგორ აღმოჩნდა რომ ის მე ნასვამ მდგომარეობაში წავიყვანე დაჩაზე.
-შენ აქედან წაიყვანე ვახო წყნეთში და გამოდის ვახო აქ მოწამლეს. მისი მდივანი ვინც ახლა არის მაშინაც ის იყო?
-მადონა ბექაური და ისევ აქ მუშაობს, მახსოვს იმ დღეს ადრე წავიდა.
-დაუძახე შემოვიდეს. მირიანი გავიდა და მადონასთან ერთად დაბრუნდა კაბინეტში, მარიამი მიუბრუნდა მადონას და უთხრა.
-ქალბატონო მადონა რამდენი წელია რაც აქ მუშაობ.
-10 წელია, 10 წელია  ვმუშაობ ბატონ ვახოსთან.
-როგორი უფროსი იყო ვახო ეს ძალიან მაინტერესებს.
-ბატონი ვახო არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მას ყველა ერთნაირად უყვარდა და ყველას ერთნაირად ეხმარებოდა.
-დაგხმარებია ფინანსურად როდესმე.
-კი, რამოდენიმეჯერ დამეხმარა და მე ყოველთვის მადლიერი ვარ მისი. მადონას ცრემლით აევსო თვალები, მარიამმა დეტექტივს შეხედა და დეტექტივმა გააგრძელა მისი დაკითხვა.
-კარგია რომ ასე კარგად იხსენებთ თქვენს უფროსს, თქვენ როგორც ვიცი მისი გარდაცვალების დღეს ადრე დატოვეთ სამუშაო საათები, რატომ ითხოვეთ განთავისუფლება.
-იმ დღეს ბატონ ვახოსთან შევედი და ვთხოვე შუადღის შემდეგ გავეშვი, რადგან წინა ღამით მეუღლე ცუდად გახდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. მან ეს რომ გაიგო გამანთავისუფლა და როცა კაბინეტი დავტოვე წასვლამდე  რამდენიმე წუთით ადრე ჩემთან მოვიდა და კონვერტი გამომიწოდა. ,,დაგჭირდებათ ქალბატონო მადონა'' მითხრა და წავიდა, იმდენად ამაღელვებელი იყო ჩემთვის მისი საქციელი ცრემლებმა სიტყვის თქმა არ დამაცადა და რომ მცოდნოდა მას ბოლოჯერ ვხედავდი არ წავიდოდი იმ დღეს.გულწრფელი იყო  მადონა დეტექტივის წინაშე და მადონასი მარიამმაც ირწმუნა რადგან იცოდა როცა ვინმეს უჭირდა ვახო სწორედ ასე ეხმარებოდა კონვერტით.
-დარწმუნებული ვარ რომ სიმართლეს ამბობთ, მაგრამ წასვლამდე რამე მნიშვნელოვანი ან უცნაური ხომ არაფერი შეგინიშნიათ.
-არა, არაფერი ისეთი რაზედაც ყურადღებას გავამახვილებდი.
-შეიძლება ვინმე მოვიდა ნაცნობი და მასთან შევიდა ან უცნობი, იქნებ გაიხსენოთ რამე ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უთხრა მადონას მახომ და  მადონაც ჩაფიქრდა, იქნებ იცოდა რამე მნიშვნელოვანი და ფიქრობდა ეთქვა თუ არა დეტექტივისთვის სიმართლე.
-ქალბატონო მადონა თქვენს მეხსიერებაზე ძალიან ბევრი რამ არის  დამოკიდებული, სულ ახლახანს მივიღეთ ექსპერტიზის დასკვნა რომ ბატონი ვახო მოწამლეს. მადონამ გაოცებულმა შეხედა მახოს და მის თვალებში ცეცხლის ალი  დაინახა დეტექტივმა, ამიტომ უფრო გაამძაფრა მისი რექცია და უთხრა.
-დიახ, დიახ რატომ გაგიკვირდათ, მოგეჩვენათ რომ ვერ შეძლებდნენ? ბატონი ვახო აქ მოწამლეს, ამ დაწესებულებაში.
-ეს, ეს შეუძლებელია.
-რატომ?
-ის არსად გადიოდა, ყავას და ჩაის ან კაკაოს მხოლოდ მე ვამზადებდი მისთვის და არც იმ დღეს გასულა სადმე, არც არავინ მოსულა სტუმარი ჩემს წასვლამდე.
-იქნებ არის ისეთი რამ რამაც უცნაურად დაგაფიქრათ არა მარტო იმ დღეს, სხვა წინა დღეებში, დაფიქრდით და გთხოვთ ჩვენთან ითანამშრომლოთ, მე დაგელოდ.........................
-ერთი უცნაური დღე გამახსენდა, თუმცა არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია.
-გვითხარი და ჩვენ გეტყვით დაიძვრება თუ არა გამოძიება ადგილიდან.
-ქალბატონო მარიამ ბატონ ვახოს უშაქრო ყავა უყვარდა, მაგრამ იყო დღეები გამონაკლისი ის კაკაოს მიირთმევდა რადგან  მარტო რძე არ უყვარდა.
-კი ასე იყო მას კაკაო უყვარდა, ორშაბათს და შაბათს კაკაოს მიირთმევდა. მერე?
-ორშაბათ დილით როდესაც კაკაო გავამზადე და უნდა შემეტანა მისთვის, ჩემთან მოვიდა ერთი ქალბატონი თუ არ ვცდები მას ეკატერინე ჰქვია და სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო აქ მუშაობა.
-ეკატერინე ინასარიძე არის ახალი თანამშრომელი. თქვა მირიანმა და მარიამს შეხედა.
-დიახ, დიახ ინასარიძე და მას  ხელში ლურჯი საქაღალდე ეჭირა. ის ჩემთან მოვიდა
და მითხრა რომ ის საქაღალდე ჯერ ქსეროსზე უნდა წამეღო და შემდეგ  ბატონ ვახოსთან უნდა შემეტანა, მე კი უთხარი რამდენიმე წუთში წავიღებდი თან გამიკვირდა მე ასეთი რამ არ მევალებოდა თუ ბატონი ვახო არ დამავალებდა სხვას არ ჰქონდა დავალების მოცემის უფლება. მაგრამ უცნაურად ის მომეჩვენა, რომ ჩემი უარით მან თითქმის მიყვირა, რომ საქაღალდე იმ წუთში ამეღო და წამეღო, რადგან ეს ქაღალდები ბატონ ვახოს სასწრაფოდ ჭირდებოდა და ეს დავალებაც მისგან იყო.
-თქვენ დაუჯერეთ.
-დაუჯერე, მან ისე ძალიან დამაჯერებლად მითხრა დამარწმუნა მის სიტყვებში.
-კაკაო არ შეიტანეთ კაბინეტში.
-არა, რომ დავბრუნდი ეკატერნე იქ არ დამხვდა კაკაო კი გაცივებული იყო და ახალი გავაკეთე, კარებთან ვიყავი მისული ეკატერინეს ხმა რომ გავიგონე.
-ცივი კაკაო მიგაქვს?
-არა, ის გადავღვარე და ახალი გავაკეთე. 
-აქ უცნაურს ვერაფერს ვხედავ. თქვა მარიამმა.
-მას თვალები ჩაუწითლდა, თითქოს გაბრაზდა და როცა ზურგი მაქცია გაბრაზებულმა თქვა ,,აისეც ვიცოდი და ამიტომ წყალშიც გავურიე''. გავიგონე ეს სიტყვები და ვერ მივხვდი  რატომ თქვა და მეორე დილით მე თავად შევხედე ჩემს გამზადებულ ყავაში რაღაც წვეთები გაურია, მაგრამ ის წავიდა და ყავა გადავღვარე რადგან უცნაურად მომეჩვენა ეს ყველაფერი ახალი გავაკეთე და ბატონ ვახოს შეუტანე. თქვენი სიტყვების შემდეგ სულ ვფიქრობ, იქნებ წყალი მოწამლა იმ დღესაც.
-ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვით ქალბატონო მადონა და ძალიან დაგვეხმარეთ, თქვენ კი ამბობდით არაფერი ვიციო.
-კარგია რომ გამოძიებას დავეხმარები, მაგრამ როგორ დავამტკიცოთ ეკატერინეს ღალატი. თქვა მადონამ და მახოს შეხედა.
-პირდაპირ ვერ  დავადებთ ხელს, მაგრამ ჩვენ შევძლებთ დავამტკიცოთ რომ ვახოს მკვლელი აქ არის ამ კომპანიაში და ის მკვლელმა მოისყიდა.
-ბატონო შემოსასვლელის სათვალთვალო კამერები რომ დგას ის კამერები არ დაგვეხმარება რამეში? მახომ ღიმილით შეხედა მადონას და თქვა.
-დაგვეხმარება, კამერები უნდა შევამოწმოთ.
-თითქმის ერთი თვე გავიდა, დეტექტივო ვიპოვით რამეს?
-ჩვენ ჩვენი ვცადოთ, წავიდეთ. მირიანი და მახო სათვალთვალო კამერების შესამოწმებლად წავიდა.
-ხვიჩა....
-გისმენთ უფროსო რით შემიძლია თქვენი დახმარება.
-ბატონი ვახოს მკვლელობის დღეს ვინ იყო მორიგე და უნდა ვნახოთ ვინ მოვიდა იმ დღეს ოფისში. უთხრა დაცვის თანამშრომელს მირიანმა და სამივემ ერთად გადაათვალიერა ვიდეო.
-უფროსო იმ დღის ვიდეო წაშლილია.
-როგორ თუ წაშლილია, გამოდის ვიდეო ვიღაცამ განგებ წაშალა. ხვიჩამ სხვა ვიდეოებს გადახედა და მოულოდნელად თქვა.
-რაღაც ვიპოვე, ვფიქრობ დაგაინტერესებთ. მახომ და მირიანმა  ვიდეო ნახეს და კარგად ჩანდა ეკატერინე როგორ წამლავდა ვახოსთვის გამზადებულ  ყავას.
-გადამიტანე ეს ვიდეო ჩემს ფლეშკაზე. ხვიჩამ ყველაფერი ისე გააკეთა როგორც მახომ უთხრა და ვიდეო ნივთმტკიცებად საქმეს დაურთო. მახო და მირიანი ისევ დაბრუნდნენ მარიამის კაბინეტში, მარიამი ჩაფიქრებული იჯდა და მოულოდნელად  ჩაწითლებული თვალებით შეხედა მახოს.
-ჩვენ ვიპოვეთ ნივთმტკიცება,.....................
-მაგრამ ჯერ ვერაფერს ვიტყვით, რადგან უნდა გავიგოთ ვინ დგას ეკატერინეს უკან, ვინ არის მისი უფროსი და ვის უნდოდა მახოს სიკვდილი.
-გამოდის ჩვენ ეკატერინეს დაკავებით დავაფრთხობთ მას ვინც დაუკვეთა ვახოს მოკვლა.მოდით ასე მოვიქცეთ, ვითამაშოთ.
-ვითამაშოთ? გაკვირვებულმა შეხედა მირიანმა მახოს.
-ვითამაშოთ სხვების თვალში, რომ გამოძიება ჩიხში შევიდა და წინ ვერ მიიწევს, ეკატერინეს კი თვალს ვადევნებთ სად წავა, ვის შეხვდება და ასე შემდეგ.
-მარიამ შესაძლებელია მან............................
-მან მეც მომწვდეს და მეც დამიშავოს, ფრთხილად ვიქნები.
-ბატონო მირიან თქვენ ყველას და ყველაფერს უნდა ადევნოთ თვალი, თქვენ და მარიამი ხშირად იკამათებთ და ყველამ უნდა დაინახოს რომ თქვენს შორის მხოლოდ ზიზღია და ერთმანეთის ატანა არ გაქვთ და ამავე დროს თქვენ შეეცდებით დაუახლოვდეთ ეკატერინეს.
-მასთან დაახლოება რამე სარგებელს მოგვიტანს?
-ვინ იცის, როცა ასეთ დიდ ზიზღს დაინახავს თქვენ ორს შორის, შესაძლებელია  თქვენთან ერთად გეგმაც კი შეიმუშაოს მარიამის თავიდან მოსაშორებლად.
-ასე მივხვდებით ის მარტო მოქმედებს თუ ვინმე დგას მის უკან.
-ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩვენს თამაშს რომ მიხვდნენ?
-თუ თავად არ შეიმჩნევ ვერავინ ვერ მიხვდება, ქალბატონო მარიამ ვიცი რომ თქვენ ყველაზე მეტად გიჭირთ და თქვენთვის ძნელია თამაში, მაგრამ გეგმას უნდა მივყვეთ და საბოლოო წერტილამდეც მივალთ.
-ჩემზე ნუ ფიქრობთ მშვიდად ვარ, ძალიან მშვიდად ვარ. რამდენიმე დღის წინ დილით ღიმილით დამემშვიდობა, მაგრამ ახლა იმდენად შორს არის და იმდენად მიუწვდომელია მხოლოდ ფიქრებში შემიძლია ვიყო მასთან. მე მშვიდად ვარ, მაგრამ უნდა ვიპოვოთ მკვლელი ამისათვის ყველა წუთს, ყველა წამს და ყველა იმ დროს მოვითმენ რამდენი დროც დასჭირდება მკვლელის პოვნას.
-დრო ყველაზე მეტად აფასებს ადამიანს, მაგრამ ადამიანმა არ იცის დროის ფასი, მაგრამ წარსულში ჩადენილ შეცდომებს ოდესღაც მკვლელიც ნანობს და ის აუცილებლად დაუშვებს შეცდომას, ჩვენ კი სწორედ ამ შეცდომის დაშვებას უნდა დაველოდოთ. ჩვენ ახლა ლაბირინთში ვართ და აუცილებლად უნდა ვიპოვოთ გზა თუ როგორ გამოვიდეთ ლაბირინთიდან.
-ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა წავიდეს, მაგრამ სამწუხაროდ მე უნდა დაგტოვოთ და სახლში წავიდე შვილი მელოდება. თქვა მარიამმა და ჩანთ აიღო, კაბინეტიდან გასულმა კი ძალიან უხეშად დაელაპარაკა მირიანს, მახოს კი ეკატერინეს დასანახად თითქმის ბრძანების კილოთი უთხრა.
-თითქმის ერთი თვე გავიდა და გამოძიება ადგილიდან არ დაძრულა, იპოვეთ ჩემი ქმრის მკვლელი ეს თქვენი ვალდებულებაა. მარიამმა ოფისი დატოვა, მირიანი კი დეტექტივს მიუბრუნდა და უთხრა.
-ძალიან ნერვიულობს, უნდა გაუგოთ მან საყვარელი ადამიანი დაკარგა.
-ქალბატონი მარიამის მეც ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ჩვენ კიდევ შევხვდებით და ვისაუბრებთ ბატონო მირიან. მახომ ხელი ძლიერად ჩამოართვა მირიანს და მანაც დატოვა ოფისი, მირიანი კი გაბრაზებული შევიდა თავის კაბინეტში და მის სიბრაზეზე ეკატრინეს ჩაეცინა. მარიამი დიდი სისწრაფით მიდიოდა, თვალებში ცრემლი ჰქონდა და თავისთვის ბუტბუტებდა.
-მე უნდა ვიცოცხლო, უნდა ვიცოცხლო რომ ვახოს მკვლელი თავად ვიპოვო. ნელა-ნელა სიჩქარეს უკლო და მანქანა გზიდან გადააყენა, ღრმად სუნთქავდა წყალი მოსვა და თავს სძლია, დამშვიდდა და სუნთქვაც დაუწყნარდა. თვალები დახუჭული ჰქონდა სახეზე სუსტი ნიავის შეხება და მხარზე ხელის შეხება რომ იგრძნო, შეშინებულმა გაახილა თვალი და მის გვერდით ვახო დაინახა ის ისევ იმ ღიმილით უღიმოდა მარიამს ყოველ დილით რომ უღიმოდა.
-ვა, ვა, ვახო?
-მარიამ უნდა დამშვიდდე, ყველაფერს მისი დრო აქვს და შენ მხოლოდ ლილიას უნდა შეხედო, მას სჭირდები.
-მაგრამ..................................
-არავითარი მაგრამ, ადრე თუ გვიან სიმართლე გაირკვევა შენ კი სიფრთხილე გჭირდება. მარიამი გაჩუმდა და ცრემლიანი თვალებით შეხედა ვახოს.
-არ წახვიდე დარჩი ჩემთან.
-მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები საყვარელო.
-ძნელია უშენობა, მიჭირს უშენოდ ცხოვრება.
-მიეჩვევი უჩემობას და უჩემოდ ცხოვრებასაც.
-არ წახვიდე გთხოვ.
-აღარ მაქვს უფლება გავჩერდე, მხოლოდ გთხოვ მშვიდად იყო.
-როგორც შენ იყავი ყოველთვის მშვიდად გინდა ასეთი მშვიდი ვიყო?
-თუ გინდა სიმართლე გაიგო, მშვიდი უნდა იყო მარიამ.
-ვიქნები მშვიდი. ხელი წაიღო უნდოდა ვახოს შეხებოდა და სახეზე მოფერებოდა, მაგრამ ვახომ გაუღიმა და გაქრა. მარიამმა სახეზე მოისვა ხელები და ცას ახედა, ცაში სივრცეს გაუღიმა და წავიდა თან ბუტბუტებდა.
-ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ლილიას ბედნიერებისთვის, მას შენს სახელზე ავღზრდი ისეთს როგორიც შენ გინდოდა ის ყოფილიყო ძლიერი და წარმატებული. მარიამი დამშვიდდა, მაგრამ ლილიას მახვილ თვალს არ დარჩენია შეუმჩნებელი მისი ნერვილობისაგან არეული სახე და აკანკალებული ხმა, მარიამი ცდილობდა შეუმჩნეველი ყოფილიყო მისი მღელვარება, მაგრამ ის ერთიანად ცახცახებდა.
-დედა სულ ცახცახებ, კარგად ხარ?
-კარგად ვარ, მხოლოდ თავი მტკივა.
-მართლა კარგად ხარ და მხოლოდ თავი გტკივა?
-გადავიღალე, რთული დღეები გვქონდა ცოტას დავისვენებ და გამივლის ტკივილი.
-დედა გგონია ისეთი პატარა გოგონა ვარ რომ ვერაფერს ვერ ვხვდები, მაგრამ დაგავიწყდა და მინდა შეგახსენო სულ რამდენიმე თვეში მე 18 წლის გავხდები.
-ყველაფერი კარგად იქნება და დედას გული რომ 18 წლის ხდება მართლა იფიქრე რომ მე ეს თარიღი დამავიწყდა?
-მიხარია რომ კარგად ხარ, მაგრამ როდის აღმიქვამ რომ გავიზარდე და ყველაფერი მესმის, შემიძლია მოგისმინო, გამიზიარებ შენს ტკივილს. დედა მითხარი ასე ძალიან რაზე ნერვიულობ და რა გაწუხებს.
-ჯერ არა, ჯერ დრო მინდა რადგან მე თავად მკვლელის ძიებაში ვარ.
-მკვლელის?
-დამშვიდდი, გითხარი ყველაფერს გეტყვი როცა დრო მოვა, მაგრამ არა ახლა, როცა ყველაფერს გავარკვევ მაშინ გაიგებ შენც.
-კარგი, დაგელოდები. მარიამი თავის ოთახში შევიდა, ჯერ შხაპი მიიღო გრილმა წყალმა დაღლილობა მოუხსნა, მაგრამ უნდოდა მარტო ყოფილიყო და თავის ოთახში ჩაიკეტა. რამდენიმე საათი იძინა კიდეც, გამოიღვიძა და დეტექტივი მახოს ზარები ნახა, მას გადაურეკა.
-გისმენ, მაპატიე ახლა ვნახე თქვენგან შემოსული ზარები.
-მარიამ, ეკატერინე სახვაძე თავისივე ბინის წინ იპოვეს გარდაცვლილი.
-რას ამბობ, მიხვდნენ რომ ყველაფერს დაფქვავდა და თავიდან მოიშორეს.
-სწორედ მეც მასე ვიფიქრე, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ.
-კარგი, რამოდენიმე დღე კომპანიაში არ ვიქნები თუ რამე გაიგოთ სახლში ვიქნები.
-გასაგებია, დროებით. საღამო იყო მარიამი რომ ადგა ლილია თავის ოთახში იყო და მეცადინეობდა, ვერც კი გაიგო დედა როგორ მიუახლოვდა, მარიამმა ღიმილით შეხედა ლილიას და ორივე ხელები მხრებზე დაადო მათ წინ დიდი სარკე იყო და სარკეში უყურებდა ლილიას როგორი ბედნიერი ღიმილი ჰქონდა როცა დედის ხელები შეეხო და თავადაც ბედნიერად იგრძნო თავი, ლილიამ ქვემოდან ახედა დედას და უთხრა.
-დედა ისევ გტკივა თავი?
-არა, მეძინა და ტკივილმაც გამიარა ალბად დასვენება მომიხდა. ლილიას კისერში თმები გადაუწია და თავად ჩარგო თავი მის ყელში, მისი სურნელი შეისუნთქა და ცრემლიანი ხმით უთხრა.
-ვახო იყო ჩემი მყარი საყრდენი, ახლა კი შენ ჩემი საყრდენიც ხარ და ჩემი იმედიც ლილია.
-ყველაფერი კარგად იქნება დედა, მხოლოდ გთხოვ სულიერად არ გატყდე ეს ჩვენი სამყაროა და ორივე გავაგრძელებთ ცხოვრებას  ჩვენს სამყაროში ისე როგორც მამიკოს დროს, თითქოს ისიც ჩვენთან არის.
-ვცდილობ.....................
-ვიცი რომ ცდილობ, ვიცი რომ არ გინდა დავინახო როგორ ნერვიულობ, როგორ გიჭირს და ისიც ვიცი თუ როგორი ძნელია მამას გარეშე ყოფნა, მაგრამ გთხოვ თავს არ მისცე დაცემის და წაქცევის უფლება. წარმოიდგინე რომ ძალიან მაღალი სახლის სახურავზე ხარ და თუ იქედან გადავარდები ვერ გადარჩები, ამიტომ არ უნდა გადავარდე , იქ უფრსკულია და მე აქ მჭირდები. მე შენს გარდა არავინ მყავს და ჩვენ ორივემ ახალ ცხოვრებას უნდა შევეჭიდოთ, მაგრამ ახალი ცხოვრება მე და შენ უნდა დავიწყოთ მამიკოს გარეშე.
-შენთან ერთად ვისწავლი ვახოს გარეშე ცხოვრებას, შენთან ერთად მივეჩვევი ჩემს ახალ ყოფას. ვიცი რომ ძალიან ბევრი რთული დღეები გველოდება წინ და ბევრ წინააღმდეგობას უნდა გაუძლოთ რადგან სამყარო რომელიც ჩვენს წინ გაიხსნა შიშის მომგვრელია, ბინძურია. სივრცე ჩვენს წინ ისეთი დიდია თვალის გასწორებაა საჭირო და იმ სივრცეში გახსნილი გზა თავაწეულმა უნდა გაიარო რომ ამ სამყაროში მყოფი ხალხის დანახვა კარგად შეძლო და შეიცნო ისინი. დრო მოვა და მომზადებული წარსდგები ამ სამყაროში მყოფების წინ და ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ.
-ჩვენ შევძლებთ და ვიქნებით ძლიერები, მამიკოსაც ასეთები უნდოდა ვყოფილიყავით.
-მაბედნიერებს შენი არსებობა შვილო.
-მე კი ბედნიერი ვარ შენ რომ ხარ ჩმი დედიკო. ორივე ერთმანეთს მოეხვია და ერთმანეთის მოფერებით გული იჯერა დედა-შვილმა, ლილიამ კი მეცადინეობა დაასრულა და მარიამს უთხრა.
-ცოტას გავივლი, გადავიღალე და მინდა ცოტა განვიტვირთო.


-როგორც იქნა გონზე მოდი, გელოდებოდით.
-თქვენ?
-მე ექიმი ვარ ვინც წუხელ ოპერაცია გაგიკეთა.
-ექიმი?
-დიახ, ექიმი შორენა და კითხვა რომელიც გაწუხებს თავად ხვდები ამ კითხვის პასუხს, მაგრამ გეტყვი რომ ჩვენთან ხარ და ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. დამშვიდდი და დაისვენე მე ისევ მოგაკითხავ. თვალებზე რაღაც მძიმე ეკიდა და არ უნდოდა დაეხუჭა, მაგრამ მაინც დახუჭა და ისევ ჩაეძინა.
-ჩაეძინა ისევ, არ ახსოვს როგორ დაშავდა.
-არ ვიცი, ჯერ ისევ ძილ-ბურანშია და დამამშვიდებლების ზემოქმედების ქვეშ არის.
-ცრემლები, ის ტირის ექიმო.
-ვინ იცის რა გადაიტანა და რა განსახდელი შეხვდა.
-იქნებ უღალატეს?
-ეს ჯერ არ ვიცით, გამოიღვიძებს და ალბად გვეტყვის. გულაღმა იწვა და საწოლთან სუნთქვის აპარატის წრიპინის ხმა ისმოდა და ექთანი გოგონას სუნთქვას აკვირდებოდა, სინანულით გადაუსვა ბალიშზე გაშლილად დაყრილ თმებს ხელი და ჩაილაპარაკა.
-ასეთი ლამაზი არსება ვინ გაგანაწყენა, ყველაფერი კარგად იქნება ლამაზო. თითქოს გაიგონა ექთანის სიტყვები, მაგრამ პასუხის დაბრუნება ვერ შეძლო და ცრემლი მოერია, გაახსენდა აჩქარებული ნაბიჯებით მიუყვებოდა ნაადრებვად ჩამოცვენილ ფოთლებით გადაფარულ საცალფეხო ბილიკს, ყურსასმენები ჰქონდა გაკეთებული და მუსიკის ჰანგებში გახვეული თავს ბედნიერად გრძნობდა. მუსიკა დასრულდა, თავადაც სიარული ნელი ტემპით შეცვალა და უეცრად მას ხმაური მოესმა, გზის მეორე მხარეს რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი იდგა და ერთ-ერთი მათგანი გულიანად იცინოდა, მოულოდნელად მეგობრებმა სიცილი შეწყვიტეს და ერთმანეთს დაეჭიდნენ. იდგა და თავადაც აბედნიერებდა მეგობრების მხიარული შეძახილები, მასში ემოციებმა გაიღვიძა და უნდოდა გულიანად გაეცინა, მაგრამ შერცხვა და ისევ თავისი მუსიკის ჰანგებში ჩაიძირა. გზა გააგრძელა და არ ახსოვდა რამდენი საათი იარა მწვანე წიაღში და როცა სრულიად განიტვირთა გადაწყვიტა სახლში დაბრუნებულიყო ისევ თავისი მუსიკის თანხლებით გაიარა ფოთლიანი ბილიკი. კიბეები მშვიდად აიარა, მაგრამ კარი ოდნავ ღია დახვდა, გაოცებულმა ფრთხილად და ნელა შევიდა და კამათის ხმა მოესმა.
-მე ეს ბიზნესი ვახოსთან შეთანხმებით გავაკეთე, ვახოს დახმარებით ძალიან ბევრი ფული ჩავდე და ეს შნც კარგად იცი, მაგრამ აღიარება გიჭირს და რატომ?
-ფული შენია ვაღიარებ და ეს არც არასოდეს დამიფარავს, მაგრამ საქმეს მხოლოდ მე უძღობოდი.
-ჩვენ რომ არა შენ არ იქნებოდი დღეს ასეთი ცნობილი, შენ ეს იცოდი და ამიტომ დათანხმდი თანამშრომლობას.
-შენი შვილი მე ვაქციე ვარსკვლავად.
-ჩემი შვილის გამო შევქმენი სწორედ ეს სამოდელო სკოლა და რისი თქმა გინდა, ლილიამ ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ მიაღწია რომ ბიზნესი ჩვენია? ლილია დღე და ღამ მეცადინეობს და ამ სკოლაშიდაც წარმატებულია.
-წარმატებულია, მაგრამ უფრო მეტად ეს ჩემი დამსახურებაა.
-მადლობა, ამდენი წლის შემდეგ მადლობაც ასეთი უნდა გადამიხადო. ლილიამ ისიც არ იცის რომ სკოლა  მისი მშობლების არის, შენ ამასაც ვერ ხვდები.
-შენ ვერ ხვდები ვერაფერს, თქვენთან თამშრომლობას იმიტომ დავთანხმდი რომ შენთან თავისუფლად მოსვლა შემძლებოდა მარიამ ნუთუ ასეთი ბრმა ხარ?
-რა თქვი? ვახო აღარ არის და აქ იმიტომ მოდი რომ გული გამიხსნა რა გგონია, გგონია დაგთანხმდები? 
-მარიამ........................
-ახლავეს გაეთრიე ჩემი სახლიდან.................................... იდგა ერთ ადგილზე და მხოლოდ მისი გული ხმაურობდა ეს იმიტომ რომ არ გაჩერდა, სხეული კი ერთიანად თრთოდა. როგორ უყვარდა მასწავლებელი ოთარი ეგონა რომ მასაც უყვარდა თურმე როგორი ყალბი ყოფილა მასში ყველაფერი. უკან-უკან დაიხია და კარი ხმაურით გაიხურა, კიბეები ჩაირბინა და მარიამის განწირული ხმაც თან გაიყოლა.
-ლილია, ლილია შვილო. ლილია კი მირბოდა, მირბოდა და არ იცოდა სად თვალებში კი ცრემლი ჰქონდა. სპორტული შავი შარვალი ეცვა და ასევე შავი ზედა. მირბოდა და არავის უყურებდა, მოულოდნელად მანქანის დამუხრუჭების ხმა გაიგონა და თვალებშიც დაუბნელდა. მძღოლი გაითიშა, შეშინებულმა გააღო მანქანის კარი და მანქანის ქვეშ მწოლიარე გოგონას ზემოდან დახედა, შემდეგ ქუჩას მოავლო თვალი და რომ დარწმუნდა არავინ უყურებდა გოგონა გზიდან გადაიყვანა და გზის კიდეზე დააწვინა, თავად კი გაიქცა და სასიკვდილოდ განწირული გოგონა გზაზე მიატოვა. რამდენიმე წუთი უგრძნობლად იყო, შემდეგ  ვიღაცის ბუტბუტი ჩაესმა ყურში.
-შენ იცოცხლებ, აუცილებლად გადარჩები. ვიღაცამ გოგონა ხელში აიყვანა და საავადმყოფოში წაიყვანა. ლილია სიცარიელეში იწვა, მასთან ახლოს ზურგით იდგა მამაკაცი და ნელა ნელა შებრუნდა მისკენ მაგრამ მის სახეს ვერ ხედავდა თვალებში სინათლე ანათებდა, ის დაიხარა და ყურთან უჩურჩულა.
-არ დარჩე ამ სიცარიელეში, მე იქ გელოდები.
-ვინ ხარ, სახელი მი.......
-მამაკაცი წავიდა ნელა ნელა და ბოლოს გაუჩინარდა, მაგრამ შეამჩნია რომ ყელზე ტატუ ჰქონდა. დადარდიანდა, თვალებში სევდა გაუჩნდა, მაგრამ როცა ჭაღარა შერეული მამაკაცი მიუახლოვდა მას გაუღიმა და სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა.
-მამა, მამა მე შენთან მოვედი. მამაკაცმა გაოცებულმა შეხედა და უთხრა.
-ლილია შვილო, შენი აქ მოსვლა ჯერ ძალიან ადრეა.
-არ მინდა დავბრუნდე იქ ქაოსია. გაყინული მზერით შეხედა მამას.
-ყველა მიიღებს თავის კუთვნილ სასჯელს, ახლა კი წადი და ძლიერი იყავი, გახსოვდეს მე შენს გვერდით ვარ. ნელა-ნელა გონს მოვიდა, ცარიელი და ცივი ოთახი თეთრმა პალატამ შეცვალა, გარეთ კი  ლოდინისგან დაღლილი სიგარეტს სიგარეტზე ეწევა მამაკაცი და ნერვებისგან თავს ვერ აკონტროლებდა.
-შორენა როგორ არის გოგონა, ხომ გადარჩება.
-დამშვიდდი, რა დაგემართა.
-შევხედე როგორ დაარტყა იმ ნაბიჭ...ა, ერთიანად ვკანკალებ
-გონს მოვიდა და ისევ ჩაიძინა, წამოდი დამამშვიდებელს მოგცემ და ნერვებს დაამშვიდებ.
-მითხარი თუ საჭიროა საუკეთესო პროფესორს მოვიწვევ.
-რა გჭირს, რა დღეში ხარ დამშვიდდი დამამშვიდებლები აქვს გაკეთებული და მალე გამოიღვიძებს. პოლიცია მოდის და დაელაპარაკე მათ რაც იცი. მამაკაცი დაბნეული იყო, მას ორი პოლიციელი მიუახლოვდა და ყველაფერი აუხსნა რა როგორ მოხდა.
-მანქანის ფერი, მარკა გახსოვს?
-შავი ფერის X6. ცოტა ხნით ჩაფიქრდა და ნომერიც გაიხსენა, რამდენიმე წუთი ესაუბრა პოლიციელებს და შემდეგ ისევ უცნობი გოგონასთან შევიდა, კარი ფრთხილად შეაღო და დაინახა ულამაზესი გოგონა უგონოდ იწვა, გოგონას სილამაზემ ისე დააბნია საწოლს უნებურად მიუახლოვდა სახეზე თმები გადაუწია და ჩურჩულით თქვა.
-მადლობა უფალს რომ სერიოზული არაფერია.
-თქვენ? თქვენ გადა............. წამლების ზემოქმედების ქვეშ მყოფს არ შეეძლო საუბარი უღონოდ იწვა და თვალები ისევ მიელულა, მაგრამ წამიერად გახელილმა თვალებმა მამაკაცის გონებაზე იმოქმედა და მასში მხეცმა გაიღვიძა.
-გპირდები ვიპოვი მას ვინც ასე მოგექცა და ქუჩაში მიგატოვა. უეცრად მის ჯიბეში ტელეფონი ამღერდა და უცებ გაუთიშა ხმა რომ გოგონას არ გაღვიძებოდა, ტელეფონს კი გაბრაზებულმა უპასუხა.
-გისმენ მამა.
-სახლში დაბრუნდი, უნდა დავილაპარაკოთ.
-მე ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი და მაგ თემას აღარ განვიხილავ.
-სახლში მოდი შვილო, სერიოზულ თემაზე უნდა დაგელაპარაკო.
-მამა თუ საუბარი შენს ბიზნეს ეხება, მე შენს სქქმეში არ ვერევი
-არა, სულ სხვა თემაა, გიორგი  გპირდები ბიზნესზე სიტყვასაც არ გეტყვი.
-რადგან ასეა მოვდივარ. გიორგიმ ჩაძინებულ ლილიას შეხედა და წავიდა. მიდიოდა და ისევ ლილიაზე ფიქრობდა, .თვალწინ ედგა მისი სახე, მისი  თვალები და ის მომენტი როცა ძირს უგონოდ იპოვა..... 
-ვინ ხარ, რატომ მინდა შენს გვერდით ვიყო შენთან ახლოს. რატო,მ მგონია რომ გული შენ გელოდება, მაგრამ მეშინია და რატომ უნდა მეშინოდეს ერთი სიფრიფანა გოგონასი. არ ვიცი, ახსნა ვერ მიპოვნია, მხოლოდ ვიცი რომ ყველა აღმართს დაღმართი მოყვება მე კი მწვერვალიდან არ მინდა დავეშვე, რადგან უკმარისობის შეგრძნება მაქვს და ბოლომდე ვერ გადმოვცემ იმას რასაც გული განიცდის თუნდაც ამ ერთი ნახვით და არასოდეს არავის მიმართ არ გამჩენია ასე ძლიერ მისი მეორედ ნახვის სურვილი. არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ ვიცი რომ ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადადება შემიძლია და დიდი სურვილი მაქვს შენთან ერთად გავატარო ჩემი ცხოვრების ყველა წამი. ბრაზიანად გააღო მანქანის კარი და  სახლისკენ წავიდა, მაგრამ სიბრაზე ღიმილმა შეცვალა.როცა მშობლების საუბარი მოისმინდა და თქვა.
-როგორ არ მინდა გაწყენინო დედა, მაგრამ უსიამოვნო და დაძაბული საუბარი გარდაუვალია.
-გიორგი ჭკვიანია და განათლებული, მასზე ძალიან ბევრი გოგონა ოცნებობს შორიდან, მაგრამ მე მინდა ის მირანდაზე დაქორწინდეს მათ ბავშვობიდან უყვართ ერთმანეთი, შენც მშვიდად იქნები და სანერვიულო არაფერი გვექნება როცა ორივე ერთად ჩაუდგება კომპანიას სათავეში, ორივე უფრო ძლიერები იქნებიან ერთმანეთის მხარში დგომით.
-ისევ ის თემა, ისევ თქვენი ბიზნესი და თქვენი შერჩეული სარძლო მე რა მინდა რას ვგრძნობ და ჩემს გულს ვინ უნდა ეს თქვენთვის არაფერს ნიშნავს.
-შვილო მომისმინე.
-გისმენ მამა, მაგრამ როგორც ყოველთვის ისევ გარშემო შემომივლი მოდი პირდაპირ მითხარი შენი სათქმელი, გისმენ რა გაწუხებს და რა არ გასვენებს.
-პირდაპირ ვისაუბროთ? მაშინ გეტყვი პირდაპირ, რომ მირანდაზე უნდა დაქორწინდე.

-რატომ მამა, ორივე რატომ ჩაიციკლეთ მირანდაზე თქვენ მხოლოდ მას ამჩნევთ და მის გრძნობებს ცემთ პატივს, მე ვინ ვარ თქვენი შვილი თუ ნაშვილები ვარ რომ არაფლად გიღირ ჩემი სიტყვა. რატომ არ მეკითხებით მე რას ვფიქრობ ან ვის გვერდით მინდა ვიცხოვრო.
-რა თქვი, ამას სერიოზულად არ ამბობ შვილო და დედას არ ატკენ ამ სიტყვებით.
-ვგავარ ისეთ ადამიანს რომ არ ვიცი რას ვამბობ და არ ვიცი რა მინდა ან ვინ მინდა იყოს ჩემს გვერდით? გაიგეთ არ შემიძლია ამ ქალთან ერთად ვიცხოვრო ნუთუ ასე რთულია ჩემი გაგება რასაც მე გთხოვთ?
-შვილო თქვენ ორი ბავშვობიდან ერთად იზრდებით, ერთმანეთის გესმით, ერთმანეთს კარგად იცნობთ, გიყვართ ერთმანეთი და რატომ უნდა გავწელოთ დრო, ვფიქრობ უკვე დროა დაქორწინდეთ.
-სწორედ რომ საქმეც ამაშია რომ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ  და ამიტომ ვერ ვიფიქრებ მასზე როგორც ქალზე. შენ რა გგონია ჩვენ ორს ისე ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, რომ რთმანეთის გარეშე ყოფნაც არ შეგვიძლია? მამა ქალი რომელიც მამაკაცს თავის თავს შესთავაზებს, როგორ ფიქრობ მე იმ ქალს როგორც ქალს ისე შევხედავ? არ მიყვარს ეს ქალი და დარწმუნებული ვარ არც მას უყვარვარ ეს თქვენი აკვიატებული აზრია უფრო მეტად დედაჩემის და დედამისის.
-თუ ნერვიულობ ვიცი რომ ქორწინება რთულია და დიდი საპასუხისმგებლო, შენ მართალი ხარ, მაგრამ ჩვენ ხომ შენს გვერდით ვართ.
-დედა, დედიკო მომისმინე, არ მინდა ისეთი შეცდომა დავუშვა როგორც შენ დაუშვი როცა მამაზე დაგაქორწინეს და კომპანიისა და სახელის გამო დაქორწინდით.
-როგორ მიბედავ ასეთ საუბარს.
-სიმართლეს როცა ასე პირდაპირ გეუბნებიან არასოდეს არ მოგწონს, გაურბიხარ საუბარს, მე კი შენს შეცდომას არ გავიმეორებ.
-შეცდომა დაუშვებელია, თქვენ ძალიან კარგი წყვილი იქნებით შვილო.
-შენ როგორ მიმტკიცებ რომ ჩვენ დიდებული წყვილი ვართ.
-ვიცი შვილო, ჩვენი ოჯახების მეგობრობა ნახევარ საუკუნეს ითვლის.
-საქმეც ამაშია, ოჯახები ერთად მოვდივართ წლებია და ვმეგობრობთ, როგორც  თქვენი მშობლები ორივესი და თქვენი დაქორწინებით მეგობრობა ნათესაობაში გადავიდა, სავალდებულოა მეც იგივე გავაკეთო>? თქვენ დაგაქორწინეს და ეს ქორწინება იძულებითი ქორწინებაა, მე კი იძულებით და თქვენი ნება სურვილით არ დავქორწინდები, არააააა.
-გიორგი შვილო.....................................
-ქალი ვინც ჩემს გვერდით იქნება უნდა მიყვარდეს, ის დღეც და ღამეც ჩემს ფიქრებში და ჩემს გულში უნდა იყოს, ქალი ვის გამოც ყველაფერზე წავალ, ქალი ვის გამოც შეიძლებბა შევიცვალო, მაგრამ მირანდას გამო ამ ყველაფერს ვერ გავაკეთებ რადგან არ მიყვარს, გაიგეთ არ მიყვარს ეს გოგო არაააა. გიორგიმ ორივეს მრისხანე თვალები შეხედა და კარისკენ წავიდა, კარი გააღო და დედის ხმა გაიგონა.
-მე დედა ვარ შენი და რასაც გეტყვი ის უნდა გააკეთო.
-მე 22 წლის ვარ და არა 15 წლის ბიჭი რომ შენს ჭკუაზე მატარო, მაგრამ არც 15 წლისას გამივლია შენს ჭკუაზე დრო შეიცვალა და ახლა სხვა დროა, გამოფხიზლდით სინათლე შეუშვით გონებაში ბნელეთიც კი განათდა თქვენ სად ჩარჩით. 

-დილა მშვიდობის ლამაზო პრინცესა.
-დილა მშვიდობის ექიმო.
-როგორ გრძნობთ თავს.
-ისე ვარ თითქოს მანქანამ გადამიარა და ჩემი სხეულის ყველა ნაწილი მოშლილია. ექიმს გაეცინა და პაციენტს ღიმილით უთხრა.
-მანქანას არ გადაუვლია, მაგრამ გადასვლელზე ფრთხილად უნდა იყო.
-ექიმო პრაქტიკანტები გელოდებიან, პაციენტს მე მივხედავ.
-დამელოდონ, ჯერ აქ ვარ საჭირო. მკაცრად უთხრა ექთანს და აგრძნობინა ,, ნუ მასწავლი როდის რა უნდა გავაკეთო''. ექთანმა მიხვდა დანაშაულს და ექიმს თვალი აარიდა, პაციენს მიუბრუნდა
-თქვენ გაგიმართლდათ რომ გუშინ ღამით მორიგეობდა შორენა ექიმი, ის საუკეთესოა.
-მადლობა ექიმო, მაგრამ  იარა დარჩება? გოგონამ შეხვეულ მკლავზე ხელი მოიკიდა და ექიმს შეხედა.
-დაგაჩნდებათ, მაგრამ უმნიშვნელოდ, ქორწილამდე გაივლის.
-ქორწილს ჯერ არ ვფიქრობ. გაუღიმა გოგონამ და შემდეგ ტკივილისგან წარბები შეყარა, რადგან ექთანმა მტკივნეულად შეეხო მის ხელს.
-ცოტა ნელა რომ იმოქმედო არ შეგიძლია?
-ქეთი რა გჭირს, თუ თავს შეუძლოდ გრძნობ დღეს გათავისუფლებ.
-მადლობა ექიმო კარგად ვარ. ექიმმა უკმაყოფილოდ გაქნია თავი და კარებისკენ შებრუნდა, მაგრამ გოგონას მიუბრუნდა და უთხრა.
-ლილია ძალიან ლამაზი სახელი გაქვს, დილამდე აქ იყო თქვენი საქმრო და დილით წავიდა,დაიბარა მოვალო.
-საქმრო? გაკვირვებულმა შეხედა ექიმს ლილიამ და თქვა.
-საქმრო არ მყავს.
-ჩვენ ვიფიქრეთ რომ......................
-არა, არ მყავს საქმრო და არც შეყვარებული. თქვა ლილიამ და ფიქრებში ისევ ჩაეძინა, ჩურჩულით კი თქვა.
-ჩემი ტელეფნი მინდა დედას უნდა დაურეკო.
-მითხარი ნომერი შვილო და მე დაურეკავ. ლილიას ისე ჩეძინა მეხსიერება გაეფანტა მზის სხივებით განათებულ ადგილზე იყო, უნდოდა თვალები გაეხილა, მაგრამ იმდენად მძიმე იყო მისი თვალის ქუთუთოები გაუსაძლისად გაუჭირდა გაეხილა ისინი და იმედიანად ეძინა რადგან ნაცნობი ხმა იმედს აძლევდა.
-წადი, წადი აქ არ დარჩე ძალიან ბევრი საქმე გელოდება და შენ შეუძლებელი უნდა შეძლო ლილია. წყვდიდში დააბიჯებდა და ზოგჯერ თუ დაინახავდა მკრთალ სინათლეს, ეგონა მასთან ერთად დედამიწის გარს უვლიდა წყვდიადის ოკეანე, დამძიმებულმა და დაღლილმა გაახილა თვალები და იქვე თვალცრემლიანი დედა დაინახა.
-დედა.
-ლილია შვილო როგორ მანერვიულე.
-წყალი დამალევინე დედა. თქვა და გამშრალი ტუჩებით დაეწაფა დედის ხელით მიწოდებულ წყალს, შემდეგ შეხედა და სუსტი ხმით უთხრა.
-ვინ დაგირეკა, როგორ გაიგე.
-ექიმმა დამირეკა, ლამის გავგიჟდი რომ მითხრა საავადმყოფოდან გირეკავთ ლილია ტაბატაძის თხოვნითო.
-მე ვთხოვე ექიმს? გაოცებულმა შეხედა დედას ლილიამ.
-არც კი გახსოვს, ძილში ჩურჩულებდი დედას უნდა დაურეკოო და ექიმა გაიგონა. მადლობა უფალს რომ კარგად ხარ შვილო
-მამა ვნახე, მამამ არ მიმიღო და მთხოვა უკან დავბრუნებულიყავი.
-ნახე? როგორ არის, როგორ შეგხვდა.
-კარგად შემხვდა, გაუხარდა ჩემი დანახვა და მითხრა მალე სიმართლეს ფარდა აეხდება და ყველა თავის სასჯელს მიიღებსო. დედა, რა უნდოდა ოთარი მასწავლებელს შენგან ან ის მართალია, რომ სკოლა შენ და მამამ დაარსეთ?
-მართალია შვილო, მამას არ უნდოფდა გცოდნოდა რომ სკოლა ჩვენი იყო და უნდოდა შენც სხვებივით  მოსწავლედ გეგრძნო თავი და არა როგორც სკოლის მფლობელის შვილი. 
-მე ყველაფერს მივხვდი და ასეც იქნება, მაგრამ დამპირდი რომ ოთარი მასწავლებელს გაუშვებ იმ სკოლიდან.
-კარგი, გპირდები.
-კიდევ მაქვს კითხვა.
-მკითხე შვილო.
-მამა როგორ მოკვდა.
-ლილია ველოდებოდი როდის დამისვამდი ამ კითხვას, ისედაც ყველაფრის თქმას ვაპირებდი შენთვის,  ლილია მამა მოკლეს.
-მოკლეს, ეს როგორ მამა ხომ ყოველთვის ცდილობდა არავის ტკენოდა.
-ცდილობდა, მაგრამ მისი მცდელობის მიუხედავად ვიღაცას მაინც ეტკინა ან ეწყინა რაღაც, მაგრამ გამოძიენა მიმდინარეობს და ჩვენ ვიპოვით მკვლელს.
-ვიპოვით, აუცილებლად ვიპოვით დედა. მარიამს ლილიას ხელი ეჭირა ხელში და თვალი მაშინ გაახილა როცა იგრძნო ლილიას ხელი აღარ უჭერდა ხელზე, შიშით შეხედა შვილს და მხოლოდ მაშინ დაუმშვიდდა აფორიაქებუი გული როცა მისი მშვიდი სუნთქვა გაიგონა, ფრთხილად წამოდგა ფეხზე და ექიმთან შევიდა.
-მობრძანდით ქალბატონო მარიამ.
-ისევ ჩაეძინა, ეს ნორმალურია? მითხარით, ექიმო ჩემს შვილს ხომ არაფერი ჭირს, სხეულის სერიოზული დაზიანება ხომ არ მიუღია.
-აქვს სხეულის დაჟეჟილობა, მას ავტომობილი დაეტაკა და ეს არ არის ადვილი ქალბატონო, კარგია რომ ისევ ჩაეძინა ის ძილში უნდა გამოვიდეს, საშიში და სერიოზული კი არაფერია. მარიამი ნერვიულობდა, ლილია კი ისევ გაურკვეველი მიმართულებით მიდიოდა სულ უცნობ და უცხო სამყაროში. ფართო ნაბიჯებით დააბიჯებდა მის ირგვლივ ცარიელ სივრცეში და წინ სახე დაფარული მამაკაცი შეხვდა და მკაცრი ხმი უთხრა.
-მთელი ცხოვრება საყვარელ ადამიანებთან გაატარე, შენს მეგობრებთან, ახლობლებთან და გინდა ისინი გულნატკენი დატოვო? დედა, რატომ უმატებ დედას ტკივილზე ტკივილს.
-შენ ვინ ხარ და რა უფლებით მიყვირი.
-მე ის ტალღა ვარ, ვინც ხელს შეგიშლის წინ სიღრმეში წახვიდე. ნაპირზე გამოგრიყავს და არ მოგცემ უფლებას ოკეანის ფსკერზე მის სიღრმეში ჩაიძირო იქ სადაც დიდი უსასრულობაა.
-შენი გამოხედვა მაშინებს, მაგრამ ვგრძნობ შენ ძალიან კეთილი, დიდი და  ძლიერად მფეთქავი გული გაქვს. თვალებში ჩახედა მამაკაცს და შეხედა როგორ ჩაცხრა მის თვალებში სიბრაზისგან გაჩენილი ცეცხლის ალი.
-ნუ მიყურებ თვალებში, დროა გაიღვიძო დედა გელოდება, დაუბრუნდი შენს ცხოვრებას.
-შენ? სად იქნები შენ, სად უნდა გიპოვო.
-მე თავად გიპოვი როცა დრო მოვა.ახლა დაბრუნდი და წარსული წარსულში დატოვე მას ვერ დააბრუნებ და ვერც დარდით გააცოცხლებ. შენ ვალდებული ხარ ცხოვრება გააგრძელო, ლილია დროა დაბრუნდე.
-დავბრუნდები, მაგრამ მე შენ ტატუთი ყველგან გიცნობ.მამაკაცი ნელა ნელა იხევდა უკან და ლილიას მხოლოდ მისი ხმა ესმოდა.
-უკან დაბრუნდი.
-დავბრუნდები და ჩემი დაბრუნება იქნება მათი სასჯელი, ცხოვრება თამაშია და მეც ჩემი თამაშით მივაღწევ მიზანს.ლილიამ თვალი გაახილა და უკვე თავს კარგად გრძნობდა, მისი გაწერის დღეც მოვიდა, მარიამმა ლილიას ნივთები ჩანთაში ჩააწყო და ღიმილით გახედა შვილს რომელსაც წოლა მობეზრდა და ფანჯრიდან უყურებდა ცაში მონავარდე ჩიტუნებს..
-მე გავალ და თანხას გადავიხდი, მალე დავბრუნდები. მარიამი გაოცებული დარჩა როცა უთხრეს, რომ თანხა ლილიას მკურნალობის გადახდილი არისო.
-როგორ, ვინ გადაიხადა მკურნალობის თანხა.
-მან ვინც პაციენტი მოიყვანა ჩვენამდე.
-ექიმო მინდა ვიცოდე ვინ არის ის ადამიანი.
-ქალბატონო მარიამ თუ თავად მოისურვებს გაგეცნოთ ეს მისი გადაწყვეტილებაა, მე როგორც ექიმს არ მაქვს უფლება მის დაუკითხავად გავცე მისი ვინაობა, მაპატიეთ. გაოცებული და გაოგნებული დაბრუნდა მარიამი ლილიასთან და უთხრა.
-გახსოვს ვინ მოგიყვანა საავადმყოფოში?
-რა მოხდა, რამე პრობლემა არის? ლილიამ თვალები დახუჭა და მხოლოდ მამაკაცის ყელზე  გაკეთებული ტატო გაახსენდა, მარიამს კი დაფიქრებულმა უთხრა.
-არა, არ მახსოვს.
-საინტერესოა, სრულიად უცხომ რატომ გადაიხადა მკურნალობის თანხა, როგორ ვიპოვო ვინ არის ის კეთილი ადამიანი.
-ოდესღაც ვიპოვით დედა ან ის გვიპოვის.
-იმედია ვიპოვით ან გვიპოვის, რადგან არ მინდა ვინმესთან ვალში ვიყო. ლილია დღითი დღე უკეთესად იყო და ფეხზეც მყარად დგებოდა, როცა დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლო გადაწყვიტა ეკლესიაში წასულიყო ხატების წინაშე ანთებული სანთლით ხელში ლოცულობდა, მოძღვარსაც შეხვდა და ესაუბრა, ბოლოს ღვთისმშობლის ხატთან მივიდა მუხლეებზე დადგა და თვალებში ცრემლით, მაგრამ მტკიცე და ურყევი ხმით ფიცი დადო.
-ღვთისმშობელო დედაო აქ ვარ შენს წინაშე მუხლებზე დამდგარი, ტაძარი ჩუმი და უტყვია, მდუმარე და აქ მხოლოდ სანთლები ტირიან იღვენთებიან ხატის წინ რადგან მათი სათქმელი ბევრია, ძალიან ბევრი. ფიქრიც ძნელია უშენოდ მამა. ვლოცულობ, ანთებულ სანთლებს თვალს უსწორებ და დრო სართოდ არ გადის, ცრემლები? ცრემლებიც ბევრია რომლებსაც არ სჭირდება მითითება საით წავიდნენ, მათ თავად იციან გზა. იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში და გჯეროდეს, რომ არასოდეს დაგივიწყებ შენ ხომ სამუდამო ტკივილად ხარ ჩემში და ტკივილთან ერთად შენ ჩემი ლამაზი მოგონება ხარ, მაგრამ გპირდები ლილია ტაბატაძე მუხლებზე დამდგარი ამ ხატების წინ და ამ ტაძრის შუა გულიდან, რომ ყველა დაისჯება და ყველა სასჯელს მიიღებს ვისაც ბრალი მიუძრვის შენს სიკვდილში. ლილიამ დროს მიანდო ყველაფერი და თავად თავი სწავლას მიუძღვნა, დრო და დრო ფიქრობდა ტატუიან მამაკაცზე, მაგრამ გიორგიმ მშობლებთან კამათის დღეს წავიდა, ისე წავიდა არც ტელეფონზე დაურეკია დღეები, კვირეები და თვეები ელოდნენ მის გამოჩენას, მაგრამ არც ლილიას და არც მშობლებს ის აღარ უნახავთ ლილია კი მასზე ფიქრობდა და უკვირდა მისი გაუჩინარება. გიორგი კი გერმანიაში იყო და ლილიაზე ფიქრები არ ასვენებდა ძილშიდაც მას ხედავდა. ოფლიანმა გაიღვიძა ერთ ღამით და მაისური გაიხადა, სიგარეტი აიღო და სანთებელიდან ავარდნილი ალი ჯოჯოხეთურ ცეცხლს მიამსგავსა, იწვოდა მის ბაგეებზე სიგარეტი და ისიც სიგარეტის ნისლში გაეხვია.
-ცხოვრება ჯოჯოხეთია, მიკვირდა რატომ იცვლებიან ადამიანები ან რა ცვლით მათ, მაგრამ ვხედავ რომ მეც შევიცვალე და ფიქრებმა შემჭამეს, შენზე ფიქრებმა. ვფიქრობდი გამივლიდა შენზე ფიქრი მე ხომ მხოლოდ ერთხელ გნახე. სიგარეტის კვამლი თვალებს მიწვავს და ემოციებმაც დაწვა თამბაქოს უკანასკნელი ნაპასიც. დრო ისე სწრაფად მიიწევდა წინ ლილიას დაავიწყდა გიორგის არსებობა, ის ხომ აღარ ჩანდა ამიტომ მისი თავი სწავლას და კარიერას მიუძღვნა, მან ვახოს ადგილი დაიკავა კომპანიაში, მის გვერდით კი ყველაზე რთულ საკითხებში მხოლოდ მარიამი და მირიანი იდგა.





№1 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან მომეწონა ასეთი შინაარსიანი და აზრობრივად დალაგებული კარგა ხანი არ აფერი წამიკითხავს ბრავო ავტორს

 


№2  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მაკო
ძალიან მომეწონა ასეთი შინაარსიანი და აზრობრივად დალაგებული კარგა ხანი არ აფერი წამიკითხავს ბრავო ავტორს

blush მადლობა, ქალბატონო მაკო. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი ელა

ძალიან კარგია მომეწონა.ველი გაგრძელებას იმედია მალე დადებთ.

 


№4  offline მოდერი zia-maria

სტუმარი ელა
ძალიან კარგია მომეწონა.ველი გაგრძელებას იმედია მალე დადებთ.

blush მადლობა, ისტორია დაიდება შეძლებისდაგვარად რადგან კომპიუტერში გადაწერას მიაქვს დიდი დრო. kissing_heart

 


№5 სტუმარი სტუმარი ელა

მე პირადად ველოდები .იმედია ლილია და გიორგი და ძმა არ იქნებიან.????????

 


№6 სტუმარი სტუმარი მაია

ძალიან საინტერესო საკითხავია❤მადლობა ავტორს❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent