შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ წახვედი (სრულად)


16-03-2021, 20:00
ავტორი francesca
ნანახია 6 864

-აბა ძმიშვილო რა ხდება სკოლაში?-ვეკითხები ჩემს წინ მჯდომ ნიკოლას
-არაფერი ისეთი, როგორც ყოველთვის სწავლა, სწავლა და სწავლა...-ამბობს ის მე კი მეცინება-მართა-ამბობს უეცრად, ფეხზე დგება და ერთი მაგიდისკენ მიდის
-ნიკოლ-ამბობს მართა და მას ეხუტება-როგორ მომენატრე
-მეც ძალიან მომენატრე-ამბობს ნიკო. მე მათკენ მივდივარ ხომ ვიცოდი, რომ ის ჩამოდიოდა და მასთან შეხვედრა მომიწევდა, მაგრამ ასე პირდაპირ მაინც რთულია
-გამარჯობა მართა-ვეუბნები მე
-გამარჯობა ვაჩე-ამბობს მართა და მკრთალად მიღიმის
-ვაჩე-ამბობს კაფეში შემოსული სანდრო და ჩემთან მოდის
-ძმაო-ვეუბნები მე და ვეხუტები
-მა-ამბობს ნიკო და ისიც ეხუტება მამამისს
-მართა? ეს მართლა შენ ხარ?-ამბობს სანდრო და მართას ათვალიერებს
-ხო მე ვარ, როგორ ხარ სანდრო?-ეკითხება მართა
-კარგად კარგად, შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად
-აქ რა გინდა? შენ ხომ მონტენეგროში იყავი?
-ჩამოვედი-თქვა მან-ამ დილით
-კარგია რომ ჩამოხვედი-თქვა სანდრომ და მის გვერდით მდგომ ბიჭს გახედა-ეს ბიჭი ვინაა?
-ეს მართას შეყვარებულია-ვთქვი მე
-შენ... საიდან იცი?-მკითხა მართამ მე კი მხრები ავიჩეჩე და ვთქვი
-უბრალოდ ვივარაუდე-ვთქვი მე
-კარგი ძმაო მადლობა, რომ ნიკო სკოლიდან წამოიყვანე ახლა უნდა წავიდეთ
-რის მადლობა, აბა კარგად-ვუთხარი მე
-კარგად-თქვა მან და წავიდა.
-აბა ნახვამდის გვრიტებო-ვთქვი ცინიკურად და უკან გამოვბრუნდი ანგარიში გადავიხადე და წასასვლელად მოვემზადე, ამ დროს კაფეში ვიღაც ხალხი შემოცვივდა
-ხელები მაღლა-იყვირეს მათ. ხუთი ბიჭი იყო და ხუთივეს ნიღაბი ეკეთა. სალაროსთან მივიდნენ და ფული მოითხოვეს. ერთ-ერთი მართასთან მივიდა და იარაღი დაუმიზნა
-ადექი-უთხრა მას
-მისგან რა გინდათ?-კითხა მართას შეყვარებულმა ლუკამ
-შენც ხომ არ გინდა?-კითხა და იარაღი დაუმიზნა
-არა... არა მაპატიეთ-თქვა მან და თავი დახარა, მშიშარა ლაჩარი. მართა ფეხზე ადგა და ლუკას მკვლელი სახით შეხედა, ლუკამ ჯერ მას შეხედა მერე კი თავი ჩახარა და ძირს დაიწყო ყურება.
-მისგან რა გინდათ-ვთქვი მე
-შენ ვინღა ჯანდაბა ხარ?-მკითხა მან
-არ იცით ვინ ვარ არა? არ იცით ვის ელაპარაკებით, გოგოს თავი დაანებეთ და აქედან საღსალამათები წახვალთ, შანსს გაძლევთ ყველაფრისთვის ბოდიში მოიხადოთ და აქედან მშვიდად წახვიდეთ-ვთქვი მე მათ კი სიცილი დაიწყეს-არ გჯერათ ხო? მართალია თქვენს ადგილას არც მე დავიჯერებდი-ვთქვი მე-მაგრამ როცა თქვენი თვალით ნახავთ დარწმუნდებით, მაგრამ არ გირჩევთ
-ბიჭო შენ სულელები გგონივართ? ხუთ შეიარაღებულ ადამიანს მოგვერევი შენ ერთი საცოდავი ბიჭი, თანაც უიარაღოდ?-მკითხა ერთ-ერთმა
-და რა იცი, რომ ჯიბეში იარაღი არ მიდევს?-ვკითხე და ხელი უკან წავიღე მათ კი მაშინვე შემართეს ჩემსკენ იარაღი, მე სიცილი დავიწყე
-შენ რა გვაბოლებ?
-არა რას ბრძანებთ-ვთქვი მე-კაი გავიცინეთ გვეყო-ვთქვი მე და დავსერიოზულდი, შემდეგ მასთან მივედი და ერთი ხელის მოქნევით წავართვი იარაღი და შუბლზე მივადე
-შეიძლება არ მქონდა, მაგრამ ახლა მაქვს იარაღი-ვთქვი მე და მას ფეხში ვესროლე, შემდეგ იგივე ბედი გაიზიარეს დანარჩენმა ორმაც მესამე კი ვცემე და მისი იარაღი მეოთხეს დავუმიზნე და ფეხში ვესროლე, ის კი გავთიშე და ძირს დავაგდე, შემდეგ მართას მივუახლოვდი
-კარგად ხარ?-ვკითხე მას ის კი უთქმელად ჩამეხუტა
-მადლობა მადლობა, რომ გადამარჩინე-თქვა მან
-არაფერია-ვთქვი მე, ის კი მომშორდა, მე ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და დავრეკე
-გისმენთ-მიპასუხა კაცის ხმამ მე კი პოლიცია გამოვიძახე. მალევე მოვიდნენ ისინიც და მანქანიდან ოფიცერი გადმოვიდა, შემდეგ კი ჩემთან მივიდა
-პოლიციის ოფიცერი კახი რამიშვილი
-უმცროსი მეთაური ვაჩე ბეგიაშვილი

-თქვენ ჯარისკაცი ხართ?
-დიახ-ვთქვი მე
-ბატონო ვაჩე აქ რა მოხდა?
-ხუთი მძარცველი შემოიჭრა, ხუთივე შიგნითაა, ოთხი დაჭრილია მეხუთე კი უგონოდაა
-კარგი მათ ჩვენ მივხედავთ, თქვენ ხომ კარგად ხართ?
-კარგად ვარ-ვუთხარი მე. მართას გავხედე, რომელიც ლუკას ელაპარაკებოდა. მათთან მივედი
-ასეც ვიცოდი-ვთქვი მე და ორივემ მე შემომხედა
-რა იცოდი?-მკითხა ლუკამ ურცხვად
-შენნაირი ტიპები მარტო თავიანთ უკანალზე ფიქრობენ, არ გადარდებს შეყვარებული საფრთხეშია, თუ არა, მთავარია შენ უსაფრთხოდ იყო
-რა სისულელეა, რადგან მართას იარაღი მიუშვირეს უნდა შევწიროდი ამ ამბავს?
-ანუ ფიქრობ, რომ შეყვარებულის გამო არ უნდა მომკვდარიყავი?
-არა უბრალოდ არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა
-ესე იგი ასე არა?-ხმა ამოიღო მართამ-გშორდები ლუკა
-მშორდები?
-ხო
-ასე უბრალოდ?
-ხო აი ასე უბრალოდ
-შენ სინამდვილეში, არც გყვარებივარ, ახლა კი მიზეზი მოგეცა ჩემთან დასაშორებლად
-ხო ხო ეგრეა-თქვა უცებ მართამ-ახლა კი აქედან წადი
-ამას ინანებ-თქვა ლუკამ
-ხო აბა რა-თქვა მართამ და მზერა აარიდა. ლუკა წავიდა
-სახლში წაგიყვან-ვუთხარი მე
-არაა საჭირო
-მართა...
-ვაჩე რადგან დღეს გადამარჩინე ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევრიგდებით
-რა თქმა უნდა ეს არც მიფიქრია. უბრალოდ სახლში წაგიყვან
-არა
-იცი ისევ ისეთი ჯიუტი ხარ
-შენგან განსხვავებით არ შევცვლილვარ
-მე არ შევცვლილვარ-ვთქვი მე
-გეტყობა
-წამოდი
-არამეთქი
-მართა!-ვუთხარი მკაცრად
-კარგი ხო-თქვა მან და მანქანაში ჩაჯდა, მეც გვერდით დავუჯექი და გავიღიმე
-რა მოხდა?
-როგორც ყოველთვის უარი მაინც ვერ მითხარი
-გინდა, რომ მანქანიდან გადავიდე?-მკითხა მან მე კი გზას გავხედე
-არა-ვთქვი მე ცოტა ხანს გზას ვუყურებდი, შემდეგ მას შევხედე, მერე ისევ წინ გავიხედე და ვთქვი-ჯიუტი-შემდეგ კი მანქანა დავძარი
-სად ცხოვრობ?-ვკითხე მე
-ისევ იქ სადაც ადრე
-შენი მშობლები ისევ იქ არიან?
-არა ისინი გადავიდნენ-თქვა მან
-ლია დეიდა მომენატრა, მერე გავუვლი და ვნახავ-ვთქვი მე
-გაუხარდება-თქვა მან
-ხო. იქნებ შენც წამოხვიდე-ვთქვი მე ის კი ჯერ გაჩერდა, შემდეგ კი ხმა ამოიღო
-ისე რატომ იქცევი თითქოს არაფერი მომხდარა? ისე თითქოს თავის დროზე არ მიგეტოვებინე?
-ჩემს წასვლას მიზეზი ჰქონდა
-მე ამ მიზეზის გაგება მინდა
-როგორ მინდა ყველაფერი გითხრა, მაგრამ არ შეიძლება
-კარგი რა, რატომ არ შეიძლება?
-უბრალოდ არ შეიძლება მართა. გთხოვ ამაზე საუბარს მოვრჩეთ-ვთქვი მე
-შემდეგ ამბობ არ შევცვლილვარო
-ასეცაა
-არა ვაჩე ასე არაა, ადრე არ გაურბოდი ჩემთან საუბარს, ახლა კი გაურბიხარ
-არ გავურბივარ მოკლედ გეუბნები, რომ ამაზე ვერ ვისაუბრებთ
-ეს ერთი და იგივეა
-ისევ შენს სიჯიუტეს იჩენ, კარგი კარგი იყოს ისე, როგორც შენ გინდა-ვთქვი მე. დარჩენილი გზა სიჩუმეში გავლიეთ შემდეგ კი მანქანა დანიშნულების ადგილას გავაჩერე და მანქანიდან გადმოვედი. მართაც გადმოვიდა.
-ჩვენი მოგონებები... გთხოვ ისინი არ დაივიწყო კარგი?
-შენ კი გთხოვ, ნუ მაიძულებ ვინანო ყველა ის მოგონება, რომელმაც შენი თავი შემაყვარა-ეს თქვა და სადარბაზოში გაუჩინარდა. მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედი. სადარბაზოში შევედი და მეოთხე სართულზე ავედი. კარები გავაღე და შიგნით შევედი შემდეგ კი დივანზე წამოვწექი და ფილმის ყურება დავიწყე. ცოტა ხანს ჩამეძინა მერე კი, როცა გავიღვიძე უკვე რვა საათი იყო. გიგამ მომწერა, რომ დღეს საღამოს კლუბში მიდიან და მეც წავიდე. ვეტყოდი არამეთქი მარა ამათთან აზრი არ აქვს ასე რომ მივწერე მოვდივართქო, გავემზადე და სახლიდან გავედი. როცა კლუბში მივედი თვალებით ბავშვების ძებნა დავიწყე და მალევე ვიპოვე კიდეც. მათთან მივედი და ვთქვი
-გაუმარჯოს ბავშვებს
-სალამი-თქვა ყველამ ერთად. დივანზე დავჯექი და ტეკილა შევუკვეთე. ჩემი შეკვეთა მალევე მოიტანეს. მალევე ბარმენთან ნაცნობი სახე დავლანდე. მეგობართან ერთად იყო და სასმელს სვამდა. მანაც დამინახა, მაგრამ არ შეიმჩნია. ჩემთან მეკი მოვიდა და კალთაში ჩამიჯდა
-ვაჩე არ გინდა დღეს ჩემთან ავიდეთ?
-რას აკეთებ-ვთქვი და დივანზე გადავსვი
-რა იყო ვაჩე-თქვა მან
-შემეშვი, წადი სხვა გუბეში ითამაშე, ჩემგან ხეირს ვერ ნახავ-ვთქვი მე მეკი კი ადგა და წავიდა
-რა დაგემართა ტო ესეთ მაგარ გოგოს ხელიდან ვინ გაუშვებდა-მითხრა ოთომ
-თუ ასე ძალიან გინდა შენ მიდი მასთან-ვუთხარი მე
-რა გჭირს შენ დღეს?-მკითხა დამიანემ მე კი ამოვიხვნეშე
-დღეს მართა ჩამოვიდა
-სერიოზულად? სამი წლის შემდეგ აქ რა უნდტო-თქვა ბექამ
-რავი რა-ვთქვი მე
-ძალიან მომენატრა-თქვა მარიმ-მარიამ, თუ ასე ძალიან მოგენატრა შეგიძლია მიხვიდე და გადაკოცნო, აი იქ ბარმენთან ზის-ვთქვი მე. მარიმ მის დანახვაზე წამოიკივლა და მასთან გაიქცა, მას ანაც მიყვა და შემდეგ დანარჩენებიც. ყველა გადაეხვია, გამოელაპარაკნენ, მოიკითხეს და უკან დაბრუნდნენ
-რა იყო ტო აქ მარტო რო დამტოვეთ რა პონტია-ვთქვი მე
-ოოო რა იყო ბიჭო, თუ გინდოდა შენც წამოსულიყავი-თქვა ბექამ
-არა იყოს დღეს უკვე ვნახე-ვთქვი მე
-რა? სად? ან კიდე როდის მოასწარი?-მკითხა დამიმ და მეც მათ ყველაფერი მოვუყევი. ცოტა ხანს მათთან ვიჯექი, მერე დავინახე, რომ მართა კიდევ სვამდა და მასთან მივედი
-გამარჯობა ვაჩე როგორ ხარ?-მკითხა ლილემ და გადამკოცნა, მართას კი არც გამოუხედავს
-კარგად ლილე შენ როგორ ხარ?-ვკითხე მე
-მეც კარგად-თქვა მან-ისა... მე საპირფარეშოში გავალ-თქვა და წავიდა. მე მართას გვერდით ამოვუდექი.


-ამდენს ნუ სვამ-ვუთხარი და ჭიქა გამოვართვი ხელიდან. მან სცადა ჩემთვის ჭიქა წაერთმია, მაგრამ უშედეგოდ
-დამიბრუნე
-არა მართა გეყოფა-ვუთხარი
-შენ ვერ გადაწყვეტ მომეცი-თქვა მან
-არა-ვუთხარი მე ის კი დანებდა. ისეთი მთვრალი იყო ფეხზე ძლივს იდგა
-სახლში წავედით-ვუთხარი მე ამ დროს ლილე მოვიდა
-ლილე წამოდი მე გაგიყვანთ
-არაა საჭირო ჩემი შეყვარებული გამოგვივლის
-მართას მე წავიყვან-ვთქვი მე მან კი თავი დამიქნია
-არავითარ შემთხვევაში-თქვა მართამ
-წამოდი მართა, წამოდი-ვუთხარი მე და გარეთ გავიყვანე
-შემეშვი არ მინდა
-მართა ახლა მაინც ნუ ჯიუტობ გთხოვ-ვუთხარი მას და ჩავიხუტე, რადგან ის ფეხზე ძლივს იდგა
-იცი რა ვაჩე? ხანდახან არის დღეები, როდესაც ძალიან მენატრები, მენატრება შენი ხმა, ღიმილი და სურნელი, შემდეგ კი ვხვდები, დარჩენა რომ გდომებოდა დარჩებოდი... მაგრამ შენ წასვლა არჩიე-თქვა მან
-მე დაგტოვე და ამას არ ვნანობ, წარსულში რომ დავბრუნდე იგივეს ვიზამდი-ვთქვი მე ის კი მომშორდა და ლამის წაიქცა კიდეც
-ამ სიტყვების შემდეგ თვალებში როგორღა მიყურებ-თქვა მან
-სიმართლის გამო გიყურებ თვალებში-ვუთხარი მას და მანქანაში ჩავსვი. საჭესთან დავჯექი და მანქანა დავძარი. სადარბაზოსთან გავჩერდი, მანქანიდან გადმოვედი და მართაც გადმოვიყვანე. სახლში ავიყვანე და ვუთხარი
-გასაღები მომეცი-მან კი ჩანთიდან გასაღები ამოიღო და გამომიწოდა. კარები გავაღე და შიგნით შევედი. საწოლზე დავაწვინე და წასვლას ვაპირებდი, თუმცა შემაჩერა
-არ წახვიდე
-ამას ხვალ ინანებ
-ხვალინდელზე ხვალე ვიდარდებ, ახლა გთხოვ დარჩი-თქვა მან მე კი გვერდით მივუწექი-ჩამეხუტე რა-თქვა მან და მეც მას ხელები მაგრად მოვხვიე. ცოტა ხანს თმაზე ვეფერებიდი და მას ჩაეძინა მერე კი ყურში ჩავჩურჩულე
-შენ მუდამ ჩემი გოგო იქნები, შეიძლება ეს შენ არ იცოდე, მაგრამ ასეა-ცოტა ხანს მას ვაკვირდებოდი, მერე კი მეც ჩამეძინა. დილით როცა ვიღვიძებ მართას უკვე ღვიძავს და მე მიყურებს
-კარგია, რომ სიმთვრალეში მომხდარი ყველაფერი გახსოვს, თორემ ახლა უკვე მკვდარი ვიქნებოდი-ვთქვი მე და შევამჩნიე როგორ გაეღიმა
-ბოდიში გუშინდელისთვის-თქვა მან
-ჩვენს შორის ასეთები არ შეიძლება-ვთქვი მე, მან ადგომა სცადა, მაგრამ შევაჩერე და თავი ჩემს მკერდზე დავადებინე
-რას აკეთებ?-მკითხა და თავის აღება სცადა, მაგრამ შევაჩერე
-ცოტა ხანი გთხოვ-ვუთხარი მე და ისიც დამემორჩილა. ცოტა ხანს თავი ჩემს მკერდზე ედო, მე კი ვტკბებოდი ამ ხანმოკლე სიამოვნებით, მის სურნელს ვისუნთქავდი და ვხვდებოდი, ეს მისთვის ნამდვილად ღირდა. ცოტა ხანში მართამ თავი აიღო და საწოლიდან ადგა
-წავალ რამეს მოვამზადებ-თქვა მან ტანსაცმელი აიღო და გარეთ გავიდა. მეც ფეხზე ავდექი და ტელეფონი ვნახე, ხუთი ზარი და ათი შეტყობინება იყო. სამი ზარი მარისგან იყო, ერთი ანისგან და ერთიც დამისგან. ათი შეტყობინება კი... კარგით რა ბავშვებო არ დაგეზარათ ყველას ცალ-ცალკე მოწერა?
*დამი*
*ბიჭო სად დაიკარგე ტო თან არც არაფერი გითქვამს*
*ჰე ახლა მომწერე სად ხარ*
დანარჩენებისგანაც იგივე შინაარსის მესიჯები იყო. დამის დავურეკე
"ალო ბიჭო სად ჯანდაბაში ხარ"
"რა იყო ტო ეგრე ინერვიულეთ? არ იცით ჩემი ამბავი?"
"ეგ რო ვიცით მიტო არ დავრეკეთ პოლიციაში" თქვა მან ამაზე კი გამეცინა
"კაი კაი წავედი ახლა"
"კაი საღამოს ჩემთან გელოდებით ყველა აქაა"
"კაი"
"სხვათა შორის მართაც წამოიყვანე"
"არ წამოვა რა ხო იცი რა ჯიუტია"
"წამოვა წამოვა, უთხარი ლილეც იქ იქნებაო"
"კაი ხო დავიყოლიებ" ვთქვი და გავუთიშე, შემდეგ ქვევით ჩავედი. მართა სამზარეულოში იყო და საჭმელს ამზადებდა, მე მასთან მივედი და უკნიდან მოვეხვიე. ის შეკრთა, მაგრამ მერე გაიაზრა რა მოხდა, ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა
-რატომ იქცევი ისე თითქოს ჩემი შეყვარებული იყო?
-ყოფილი ხომ ვარ
-კარგი რა ამას რა მნიშვნელობა აქვს, ახლა ხომ აღარ გიყვარვარ
-და შენ რა იცი იქნებ ისევ მიყვარხარ-ვთქვი მე ამ სიტყვებმა კი მის სახეზე დაბნეულობა გამოიწვია. ჩაიდანი ადუღდა და მართაც მომშორდა. სუფრა გაშალა და ჩვენც პირისპირ დავსხედით.
-დღეს ბავშვები იკრიბებიან დამისთან და შენც დაგპატიჟეს
-მე არ წამოვალ
-რატომ?
-მართლა გგონია, რომ შენთან ერთად დროის გატარება მინდა?
-ბავშვებთან გაატარებ
-იქ შენც იქნები
-მისმინე, მე როგორც გინდა ისე დამსაჯე, მაგრამ ბავშვებს ძალიან მოენატრე და შენთან დროის გატარება უნდათ, იქ ლილეც იქნება, თუ არ გინდა მე არ წამოვალ, მაგრამ შენ უნდა წახვიდე-ვთქვი მე ის ცოტა ხანს გაჩუმდა შემდეგ კი ხმა ამოიღო
-კარგი წამოვალ, მაგრამ შენც წამოდი, არ მინდა ჩემს გამო საკუთარი თავი შეზღუდო
-რომ იცოდე შენთვის რა გავაკეთე ამას არ იტყოდი-ჩავიჩურჩულე ისე, რომ ვერ გაეგო
-რამე თქვი?
-შენს გამო ყველაფერს ვიზამ, შეიძლება ჩვენ ერთად აღარ ვართ, მაგრამ შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი ხარ-ვთქვი მე, მან თავი ჩახარა მე კი ჭამა გავაგრძელე. როდესაც დავასრულე ფეხზე ავდექი
-საღამოს გამოგივლი-ვუთხარი მე
-არაა საჭირო ჩემით მოვალ
-გთხოვ რამე მაინც გააკეთე ისე, რომ არ შემედავო-ვთქვი მე და გარეთ გავედი. მანქანაში ჩავჯექი და დავინახე, როგორ მიყურებდა მართა ფანჯრიდან. გამეღიმა, მანქანა დავძარი და ჯარში წავედი.
-გამარჯობა ჯარისკაცნო-ვთქვი მე
-გამარჯობა მეთაურო
-აბა რასა იქმთ?
-არც არაფერს მეთაურო საქმე არ არის
-ხო და ახლა გამოგიჩენთ-ვთქვი მე-ადექით გამომყევით-ისინიც დამემორჩილნენ. გარეთ გავედით
-ორმოცდაათი აზიდვა-ვთქვი მე. ორი საათი ვავარჯიშებდი, შემდეგ შიგნით შევედით
-მოკლედ მე წავედი, თუ საქმე არაფერია თქვენც წადით სახლებში და დაისვენეთ-ვთქვი მე და იქიდან გამოვედი. მართას სახლისკენ დავიძარი. სადარბაზოში შევედი და ლიფტი გამოვიძახე. კარები გაიღო და შიგნით შევედი და სანამ კარები დაიხურებოდა ვიღაცამ გააჩერა და შიგნით შემოვიდა
-ვაჩე?
-ეეე ლაზარე-ვთქვი და გადავეხვიე-როგორ ხარ?
-კარგად ბიჭო შენ როგორ ხარ?
-რავი ვარ რა-ვთქვი მე და მერვე სართულის ღილაკს მივაჭირე თითი-შენ ისევ აქ ცხოვრობ?
-კი ბიჭო სად უნდა წავსულიყავი აბა
-რავი ტო.
-მართასთან მიდიხარ?
-ხო
-ხო არ შერიგდით?
-არა
-აუ ცუდია ტო. არა და რა საკაიფო წყვილი იყავით
-ხო მარა რას ვიზამთ
-იქნებ შერიგდეთ?
-არა მგონია-ვთქვი მე
-იმედი ბოლოს კვდება-თქვა მან. კარები გაიღო და გარეთ გამოვედით
-გამიხარდა შენი ნახვა
-მეც
-დღეს ბავშვები ვიკრიბებით, მართას წასაყვანად მოვედი, იქნებ შენც წამოხვიდე?
-რავი ბიჭო ისე კი მინდა დანარჩენების ნახვაც მომენატრნენ ძაან
-ხო და წამო
-კაი წამოვალ
-კაი მართასთან დაგელოდები-ვუთხარი მე მან კი თავი დამიქნია და სახლში შევიდა. კარებზე დავუკაკუნე და კარი ლუკამ გამიღო
-შენ? შენ აქ რა გინდა?-ვკითხე მე ამ დროს მართა გამოვიდა სახლიდან
-არაფერია ვაჩე მე შემოვუშვი
-შენ შემოუშვი? ეს არაკაცი როგორ შემოუშვი?
-ლაპარაკი უნდოდა უკვე მიდის-თქვა მან
-დაფიქრდი მართა ჩემს სიტყვებზე
-რა სიტყვებზე უნდა დაფიქრდეს, აქედან მოშორდი-ვუთხარი და გარეთ გავიყვანე
-კარგი ვაჩე შეეშვი, ისედაც მიდის-თქვა მართამ და ხელი მომკიდა-შეეშვი-თქვა მან და მეც ხელი გავუშვი, ის კი წავიდა. სახლში შევედით
-თუ კიდევ მოვა...
-რა? თუ კიდევ მოვა რა? შენ ვინ გეკითხება საერთოდ?-თქვა მან, მე კი ვეღარაფერი ვუპასუხე
-კარგი წავიდეთ-ვთქვი მე და კარებისკენ დავიძარი, ისიც უკან გამომყვა. გარეთ რომ გავედით ლაზარეც ამ დროს გამოვიდა სახლიდან
-ჰეი ლაზაზუნა-თქვა მართამ და გადაეხვია, მე გამეღიმა, ყოველთვის მაკვირვებდა ამ ორის ასეთი მეგობრობა და თან მაბედნიერებდა, ბიჭის და გოგოს მეგობრობა ხო იშვიათია, მარა აი ამათი მეგობრობა ყველამ იცოდა და ყველა აფასებდა.
-მართა, ლაზარეც ჩვენთან ერთად მოდის-ვთქვი მე
-ვაა მართლა, რა კაია-თქვა მართამ. ლაზარემ ხელი გადახვია და კიბეებს დაუყვა
-ფეხით მიდიხართ?-ვკითხე მე
-აჰამ, ჯანსაღი ცხოვრება ძმაო-თქვა ლაზარემ
-მერვე სართულოდან?-ვკითხე მე
-ხო რა იყო ტო ჯარისკაცი კაცი ხარ და ეგეთები არ გეკადრება
-ჯარში მეყოფა რასაც ვვარჯიშობ-ვთქვი მე და ლიფტი გამოვიძახე. ლიფტში შევედი და ქვევით ჩავედი მერე კი მათ დაველოდე როდის ჩამოვიდოდნენ. ქოშინით მოვიდნენ ჩემთან
-რა იყო დონ ლაზარე ჯანსაღმა ცხოვრებამ ასე დაგღალა?-ვკითხე და გავიცინე
-მოგცლია რა
-მე კი არა თქვენ მოგცლიათ-ვთქვი მე-ჩასხედით
-მე ჩემი ჩიტით წამოვალ-თქვა და თავის მანქანაზე მანიშნა
-მეც შენთან ერთად წამოვალ-თქვა ლაზარემ
-ჩემთან ერთად? ვაჩე მარტო ხო არ წამოვა ტო
-აბა შენ წამოხვალ მარტო?
-მე რა მიჭირს
-თუ არ გინდა ნუ წამიყვან
-კაი კაი წამო-თქვა მან და "რას ვიზამთ არ გამოვიდა" თვალებით შემომხედა. მე გავიღიმე და მანქანაში ჩავჯექი. მალევე მივედი დამის სახლთან და მანქანებიდან გადმოვედით. შიგნით შევედით, ლაზარეს ყველა გადაეხვია, გაუხარდათ მისი ნახვა. გადავწყვიტეთ სთუმი გვეთამაშა და წრეზე დავსხედით. ბოთლი ლაზარემ დაატრიალა და ჩემზე გაჩერდა
-სთუმ?
-ს-ვთქვი მე
-მართა ისევ გიყვარს?-მკითხა მან
-შენი აზრით?
-მე კი ვიცი, მაგრამ მაინტერესებს შენი პირიდან წარმოთქმული სიმართლე-თქვა ლაზარემ
-ხო, რა თქმა უნდა-ვთქვი მე და მართას გავხედე, რომელიც გაოგნებული მიყურებდა. ბოთლი დავატრიალე და მართაზე გაჩერდა
-ს-თქვა მან ზედმეტი კითხვების გარეშე
-ლაზარე შენ არასწორ ადამიანს დაუსვი ეგ კითხვა, ახლა ყველაზე საინტერესო ისაა მართას ვუყვარვარ, თუ არა ისევ-ვთქვი მე და მართას გავხედე
-მე... აღარ მინდა თამაში-თქვა მან და ფეხზე წამოდგა-საპირფარეშოში გავალ-თქვა და წავიდა. უკან გავყევი. კარი შევაღე და მასთან შევედი
-აქ რა გინდა?-მოშვებულ ონკანთან იდგა და სახეს იბანდა
-თავს რატომ მარიდებ?
-აბა რა გინდა გავაკეთო? კისერზე ჩამოგეკიდო მას შემდეგ, რაც გააკეთე?
-მართა გთხოვ არ გინდა, გულს ძალიან მტკენს შენი ასეთი საქციელი და სიტყვები
-ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა, როცა ჩემგან მიდიოდი-თქვა მან და გასვლა დააპირა, მაგრამ ხელი მოვკიდე და შევაჩერე
-იცი მხოლოდ შენს გამოა, რომ ვიცი თუ რა არის სიყვარული. შენ იყავი ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული, შენს მეტი არც არავინ მყოლია და არც არასდროს მეყოლება-ვთქვი მე და იქიდან გამოვედი. ცოტა ხანს კიდევ ვიყავით მერე კი ბავშვებმა ნელ-ნელა დაშლა დაიწყეს. მეც ფეხზე წამოვდექი
-მართა მე წაგიყვან
-არაა საჭირო ლაზარეს გავყვები-თქვა მან
-ამ... მე რო სახლში არ მოვდივარ
-აბა სად მიდიხარ?-კითხა მართამ
-ამ... ვიღაცას უნდა შევხვდე-თქვა მან
-ვახ... ვინაა ეს "ვიღაცა"?-კითხა გიგამ
-ჩემი შეყვარებული-ამაყად თქვა მან
-შეყვარებული გყავს ბიჭო და მე არ ვიცი?-კითხა მართამ
-ხო რა იყო, ახლა დავიწყეთ ურთიერთობა
-როდის გაგვაცნობ?-კითხა დამიმ
-როცა გაგიხარდებათ-თქვა მან
-რა ქვია?-კითხა ლილემ
-სალომე
-კარგი მაში ხვალ გაგვაცანი შენი სატრფო-თქვა მარიმ
-კარგი კარგი ახლა წადი გელოდება გოგო-თქვა მართამ
-შენ?
-მე რამეს ვიზამ-თქვა მან ლაზარემ კი თვალი ჩამიკრა და წავიდა. გამეღიმა
-აბა არ მოდიხარ?-ვკითხე მართას
-ჩემით წავალ-თქვა მან და გარეთ გავიდა
-ნახვამდის ბავშვებო-ვუთხარი მე
-გაძლებას გისურვებ ძმაო-თქვა გიგამ
-დამჭირდება-ვუთხარი მე და მართას გავყევი. გვერდით ამოვუდექი და სიარული მასთან ერთად გავაგრძელე
-რატომ მომყვები?
-მანქანით არ გინდა წასვლა?
-არა ჩემით წავალ-თქვა მან
-კარგი-ვთქვი მე და სიარული გავაგრძელე. ის შეჩერდა და ჩემსკენ მობრუნდა
-რა გინდა ვაჩე? თავს რატომ არ მანებებ?
-არ შემიძლია-ვთქვი მე
-რატომ?
-უბრალოდ... არ შემიძლია და მორჩა, თანაც ასე გვიან მარტო ვერ გაგიშვებ-ვუთხარი და სიარული გავაგრძელე, შემდეგ უკან მივბრუნდი-არ მოდიხარ?-ვკითხე მას, მან კი თვალები გადაატრიალა და სიარული გააგრძელა. სახლამდე გზა დუმილში განვლეთ. მის სადარბაზოსთან გავჩერდით. მისკენ დავიხარე და ლოყაზე ვაკოცე-ნახვამდის პეპელა-ვთქვი მე, შევამჩნიე, როგორ შეეცვალა სახე ამ სახელს მაშინ ვეძახდი, როცა ერთად ვიყავით. გამოვბრუნდი და ისევ დამიანეს სახლისკენ წავედი, მანქანა წამოვიყვანე და სახლში წავედი. იმ ღამით მართაზე ფიქრში ჩამეძინა. ნეტავ ისევ შემეძლოს მისი ჩახუტება, მისი მოფერება, მისი კოცნა... ნეტავ შემეძლოს სიმართლე ვუთხრა, მაგრამ ეს შეუძლებელია. დილით ადრე ავდექი და სახლიდან გავედი. სანდროსთან წავედი. მანქანით წასვლა არ მინდოდა ამიტომ მეტროში ჩავედი, ყურსასმენები გავიკეთე და ასე ვიმგზავრე. სანისთან მივედი და კარებზე დავაკაკუნე, კარი ნიკოლამ გამიღო
-ძია-თქვა და ჩამეხუტა
-როგორ ხარ ნიკ?
-კარგად შენ როგორ ხარ?
-რავი ვარ რა, სად არიან შენები?
-მაღაზიაში არიან გასულები მალე მოვლენ, შემო-თქვა მან და შიგნით შევიდა, მეც უკან გავყევი-დიდი ხანია არ მინახიხარ
-ხო ვერ მოვიცალე-ვთქვი მე-აბა რას შვები, რა ხდება შენკენ ახალი?
-არც არაფერი ყველაფერი ძველებურადაა და შენკენ რა ხდება? კიდე ნახე მართა?
-ვნახე-ვთქვი მე
-ძია, ისევ გიყვარს არა?
-მიყვარს თუ არა? ეგ რა კითხვაა-ვთქვი მე
-ხო რავი-თქვა მან-რატო არ ეუბნები?
-ახლა რო ეგ ვუთხრა გამოდის ტყუილად მიწვალია ამდენი და მისგანაც ტყუილად წავსულვარ
-ეგეც მართალია, მარა შენ გიყვარს და მთელი შენი ცხოვრება ასე ხო არ დაიტანჯები არა?
-მერე რა, მთავარია ის არ დაიტანჯოს
-და რა იცი, რომ არ იტანჯება?
-არ ვიცი-ვთქვი მე-მთავარია ცოცხალია და უვნებელი, მე ესეც მეყოფა-ვთქვი მე, მას კი გაეღიმა
-სიყვარული ძლიერი გრძნობაა არა? ბევრ რამეს ჩაადენინებს კაცს
-ეგრეა ჩემო ძმიშვილო ეგრე. შენ არ გიყვარს ვინმე?
-არა ძია ვინ უნდა მიყვარდეს, მაგრამ თუ შევიყვარებ მთელი გულით შევიყვარებ-თქვა მან, მე გამეღიმა-შენსავით შევიყვარებ
-ჩემსავით არ შეიყვარო, თორემ დაიტანჯები-ვთქვი მე ამ დროს კარებზე დააკაკუნეს. კარი ნიკოლამ გააღო. სანდრო და ნინო შემოვიდნენ
-ვახ ძმაო შენ აქ რა ქარმა გადმოგაგდო?-მკითხა სანიმ მე გადავეხვიე მასაც და ნინოსაც
-რავი ბიჭო მომენატრეთ-ვთქვი მე და ნინოს გავხედე-როგორ ხარ რძალო? რამდენი ხანია არ მინახიხარ
-რა ვიცი ვაჩე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?
-მეც ვარ რა-ვთქვი და დივანზე დავჯექი. საღამომდე ვისაუბრეთ, მერე ვივახშმეთ
-აბა ჩემი წასვლის დროა. ნიკ არ წამოხვალ?
-მერე სკოლა?-იკითხა სანიმ
-გააცდენს
-არა არ შეიძლება ასე უმიზეზოდ ვერ გააცდენს-თქვა ნინომ
-რატო უმიზეზოდ, უთხარით ბიძამის მოენატრა და თავისთან წაიყვანაო, თანაც ერთი დღე არაფერია
-მაშინ ხვალ დილით მიიყვანე სკოლაში-თქვა ნონომ
-ისევ შენსას აწვები არა?-ვკითხე მე და გავიცინე-კაი კაი წავიყვან, მიდი ნიკოლ გაემზადე და წავიდეთ-ვთქვი მე
-კაი-თქვა და ოთახში გაიქცა, ნინოც უკან გაყვა
-ბიჭო ნახე არა მართა?-მკითხა სანდრომ
-ვნახე ვნახე
-მერე?
-მერე რა? თავს მარიდებს
-რო იცოდეს რა გააკეთე მისთვის...
-არ უნდა იცოდეს-ვთქვი მე
-კაი კაი, როგორც შენ იტყვი მარა ეგრე იმასაც ტანჯავ და თავსაც იტანჯავ
-მთავარია ცოცხალია-ვთქვი მე ამ დროს ნიკოლა გამოვიდა ოთახიდან. გარეთ გავედით მეტროში ჩავჯექით და სახლში წავედით
"ორი კვირის შემდეგ"
უკვე ორი კვირაა რაც მართა არ მინახავს, მარტო დამისთან ვნახე და ისიც მალევე წავიდა. ისე მენატრება, ისე მინდა თუნდაც წამით მაინც ვნახო, არ მესმის როგორ გავძელი სამი წელი. დღეს ბავშვები კლუბში ვიკრიბებით. საღამოს სახლიდან გავედი და კლუბისკრნ ფეხით წავედი, მაინც დავლევ და საჭესთან ვერ დავჯდები. კლუბი ჩემს სახლთან ახლოსაა ამიტომ მალევე მივედი. კლუბში შევედი და ბავშვებთან დავჯექი თან ყველას მივესალმე. ცოტა ხანს ვსვამდით შემდეგ მართა დავინახე ლუკასთან ერთად
-ეე ეს მართა არაა?-იკითხა დამიანემ
-ხო და გვერდით ვინ უდგას?-იკითხა გიგამ მე კი ფეხზე ავდექი და მასთან მივედი
-შენ აქ რას აკეთებ-ვუთხარი ლუკას
-ჩემთანაა ვაჩე-თქვა მართამ
-სერიოზულად? შენ რა მას აპატიე?
-ეს შენი საქმე არაა ვაჩე-მითხრა მან
-როგორ აპატიე?
-ადამიანების მესმის?
-მართლა? მაშინ ჩემი რატომ არ გესმის?
-სიმართლე არ ვიცი და ამიტომ-თქვა მან მე კი თავი დანანებით გავაქნიე და იქიდან წამოვედი
-ბავშვებო მე მივდივარ-ვთქვი და იქიდან გამოვედი
"მართა"
ჩემთან მარიამი მოვიდა
-მართა შენ მას გულს ტკენ. შენ არ იცი მან რა გამოიარა შენს გამო, შენ კი ასე ექცევი მას
-რა გამოიარა? მეც სწორედ ეს მაინტერესებს-ვთქვი მე
-არაფერი დაივიწყე-თქვა მან და ბავშვებთან დაჯდა, მე კი გარეთ გავედი
"ვაჩე"
-ვაჩე გაჩერდი-მესმის უკნიდან ხმა, მაგრამ ვითომც არაფერი ისე ვაგრძელებ გზას-ვაჩე-მეძახის ის და მეწევა
-რა გინდა მართა რა
-მინდა ყველაფერი მომიყვე, დავიღალე უკვე ამდენი ტყუილით. შენ იცოდი, რომ შენი საქციელი გულს მატკენდა, მაგრამ რატომღაც მაგ აზრმა არ შეგაჩერა... ახლა კი უსირცხვილოდ მატყუებ.
-მე არ გატყუებ
-თუმცა არც სიმართლეს მეუბნები.
-არაა საჭირო იცოდე, ეს გულს გატკენს-ვთქვი მე
-რატომ ვაჩე რატომ? რატომ მატკენს გულს სიმართლის ცოდნა?-მკითხა მან ამ დროს კლუბიდან ლუკა გამოვიდა
-მართა-დაუძახა მან მართას-არ მოდიხარ?
-არა ლუკა, ჩვენს შორის არაფერი გამოვა-თქვა მართამ და მე მომიბრუნდა-სახლამდე მიმაცილებ?-მკითხა მან, მე კი გამეღიმა, ხელი მოვკიდე და სახლისკენ დავიძარით
-აქეთ რომ არაა ჩემი სახლი?
-ვიცი-ვთქვი მე
-კარგი... ვაჩე იცოდე არ მოგეშვები სანამ სიმართლეს არ გავიგებ-თქვა მან
-შენთვის აჯობებს არ იცოდე-ვთქვი მე. გზა ჩემს სახლამდე სიჩუმეში გავლიეთ, მისთვის ხელი მეკიდა და აღარ მადარდებდა არაფერი, ახლა იმხელა ბედნიერებას ვგრძნობდი და თან ვიცოდი ეს დიდ ხანს არ გასტანდა. სადარბაზოში შევედი და სახლში ავედი
-ისევ აქ ცხოვრობ?
-ხო-ვთქვი მე
-რატომ არ გადახვედი?
-მოგონებები... მოგონებები...-ვთქვი და სახლის კარი შევაღე
"მართა"
შევედი თუ არა სახლში მაშინვე თვალწინ დამიდგა ჩვენი მოგონებები, რომლებიც ამ სახლში ერთად შევქმენით.
"სამი წლის წინ"
-მართა მოდი აქ, ნუ გარბიხარ ხომ იცი მაინც დაგიჭერ-მეუბნება ვაჩე და უკან მომზდევს
-ხო და მოდი რაღას უცდი-ვეუბნები მეც და გავრბივარ. უცებ ის მიჭერს, დივანზე მაწვენს და მიღუტუნებს
-არა ვაჩე, გაჩერდი... გთ...ხოვ... გაჩე...რდი...-ვამბობ მე ის კი საბოლოოდ ჩერდება და ტუჩებზე მაცქერდება, ჩემსკენ იწევა და ნაზად მკოცნის ტუჩებზე
-ჩვენ არასდროს დავშორდებით არა?-ვეკითხები მე
-არასოდეს-ამბობს ის
-მპირდები?
-გპირდები
"ახლა"
-ხომ თქვი არასოდეს დავშორდებითო? შენ დამპირდი
-ვერ შევძელი, ვერ შევასრულე პირობა, თურმე ამ პირობის შესრულება იმაზე ძნელი ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა-თქვა მან და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, ერთი ღერი ამოიღო, მოუკიდა და გააბოლა
-როდის აქეთ ეწევი?-ვკითხე მე
-მას მერე, რაც წახვედი-თქვა მან და სამზარეულოში გავიდა იქიდან კი საფერფლეთი ხელში დაბრუნდა და დივანზე დაჯდა
-დაჯექი-მითხრა მან და მეც მის გვერდით დავჯექი
"ვაჩე"
რამდენიმე ნაფაზი დავარტყი და სიგარეტი ჩავაქრე
-მართა
-გისმენ
-ისევ გიყვარვარ?-ვკითხე მე
-რაში გადარდებს?
-გთხოვ მჭირდება ამის ცოდნა-ვთქვი მე
-ხო მიყვარხარ-თქვა მან. ტუჩებზე დავაცქერდი, ისინი ისე მიზიდავენ... მისკენ დავიხარე და ნაზად ვაკოცე ტუჩებზე, ისიც ამყვა... სუნთქვის უკმარისობის გამო ერთმანეთს მოვშორდით.
მაგრად ჩავიკარი გულში და დივანზე გადავწექი
-რას აკეთებ?-მკითხა მან
-ჩამეხუტე, ამ ერთხელ არაფერი თქვა ასე ვიწვეთ კაი?-ვკითხე მე მან კი თავი მკერდზე დამადო. ცოტა ხანში ორივეს ჩაგვეძინა. დილით ადრე გამეღვიძა და მანამ ვაკვირდებოდი მართას, სანამ თავადაც არ გაეღვიძა
-დილამშვიდობის პეპელა-ვუთხრი მე, მან კი გამიღიმა... ღმერთო როგორ მომენატრა ეს ღიმილი
-დილამშვიდობის-თქვა მან
-მოდი ვისაუზმოთ-ვთქვი მე მან კი თავი დამიქნია-ჩემს საფირმო კერძს მოგიმზარებ
-მმმ... მექსიკურად შემწვარ კარტოფილს თავისი საწებლით?
-დიახ დიახ-ვთქვი მე და სამზარეულოში გავედი
-რაღა დაგიმალო და მომენატრა შენ მიერ მომზადებული ეს კერძი-თქვა მან მე კი გავიღიმე და საქმეს შევუდექი.
ვისაუზმეთ და მართა სახლში წავიყვანე. როგორ არ მინდოდა მისი გაშვება, მაგრამ მისი ჩემს გვერდით დატოვებაც არ შემეძლო... არ მინდა ჩემი ეგოისტური საქციელის გამო მას რამე დაუშავდეს... კლუბში წავედი და საღამომდე ვსვამდი, ორი ღერი სიგარეტი მოვწიე. იქიდან რომ გამოვედი უკვე საღამოს შვიდი საათი იყო. იქვე ახლოს სკამზე ჩამოვჯექი. რამდენიმე ნაფაზი დავარტყი და ხმა გავიგე
-ვაჩე?-მას ავხედე და მისი ლამაზი სახე დავინახე
-მართა-ვთქვი და გავიღიმე
-შენ რა მთვრალი ხარ?
-მთვრალი არა დალეული ვარ-ვთქვი მე ის გვერდით მომიჯდა
-მერამდენე ღერს ეწევი?
-არ დამითვლია, მაგრამ მგონი მესამეა ჩემი ვარაუდით-ვთქვი მე
-ამდენს რატომ ეწევი?-მკითხა და სიგარეტი გამომგლიჯა, შემდეგ ჩააქრო და სანაგვეში ჩააგდო-თვალები სულ ჩაწითლებული გაქვს-თქვა მან
-მართა... მართა... მენატრები ნუთუ ვერ ხვდები?
-ვაჩე, მე და შენ აღარაფერი გვაკავშირებს გარდა მოგონებებისა, რომლებიც აღარასდროს განმეორდება
-მართა არ ვიცი ახლა რა ვართ ჩვენ ერთმანეთისთვის, მაგრამ მინდა ვიყოთ ისინი, ვინც ადრე ვიყავით... მართლა ძალიან მინდა, მაგრამ ეს შეუძლებელია
-რატომ?
-უბრალოდ შეუძლებელია-ვთქვი მე-მართა იცი როგორ მტკივა? ძალიან მტკივა მართა... ვეღარ ვუძლებ ამდენ ტკივილს... გული მეწვის. მინდა მოგიყვე, მართლა მინდა მოგიყვე, მაგრამ ეს ეგოისტური იქნება, მჩვევია ეგოისტობა, მაგრამ ახლა არა მართა... ახლა არ შეიძლება... შენგან წავედი, მინდოდა ცხოვრება ახლიდან დაგეწყო... მე ვიცოდი ვერ ავიწყობდი ცხოვრებას, მაგრამ შენ უნდა აგეწყო... ვიცოდი სანამ მე ცოცხალი ვიქნებოდი ვერ გააგრძელებდი ცხოვრებას, არ მოგასვენებდა იმაზე ფიქრი, თუ რატომ დაგშორდი... ვცადე-ვთქვი მე
-რა? ვაჩე ეს რატომ გააკეთე-თქვა შეშფოთებულმა
-გთხოვ დამასრულებინე. ვცადე, მაგრამ ესეც ვერ მივიყვანე ბოლომდე... როგორც ყოველთვის ეს საქმეც ვერ მივიყვანე ბოლომდე... იცი რა გავაკეთე? თავის მოკვლის ყველაზე ბანალური გზა ავირჩიე... სააბაზანოში შევედი, ბრიტვა ავიღე და ვენები გადავიჭერი-ვყვებოდი და ვხედავდი, როგორ უსველებდა მართას ლოყებს ცრემლები-დამიანე სახლში მოვიდა ჩემთან და ასეთ მდგომარეობაში რომ მნახა საავადმყოფოში წამიყვანა... ვერ შევძელი სიკვდილი. და აქაც დავამტკიცე, რომ ეგოისტი ვიყავი... ჩემს მეგობრებზე არ ვიფიქრე, რომლებსაც გული ეტკინებოდათ, შენც გეტკინებოდა, მაგრამ გადაიტანდი და ცხოვრებას გააგრძელებდი, სიმართლე არ გეცოდინებოდა, ჩემზე გაბრაზდებოდი, შემიძულებდი, მაგრამ ცხოვრებას გააგრძელებდი-ვთქვი მე და ფეხზე ბარბაცით წამოვდექი
-რას აკეთებ?-მკითხა მან მე კი მის წინ მუხლებზე დავდექი და გავაგრძელე
-მაპატიე მართა... მაპატიე, რაც კი ოდესმე ტკივილი მომიყენებია... ყველაფერი ჩემი ბრალია და გულწრფელად ვწუხვარ შენს ცხოვრებაში უნებართვოდ რომ შემოვიჭერი და ასევე უნებართვოდ რომ წავედი... მაპატიე, რომ გული გატკინე-ვთქვი და კვლავ ფეხზე ავდექი, ისიც ფეხზე წამოდგა და ტუჩებზე მაკოცა
-მინდა, რომ გაპატიო, მაგრამ სიმართლის ცოდნის გარეშე ვერაფერს გაპატიებ ვაჩე, გთხოვ ყველაფერი მომიყევი, რომ ასე აღარ დავიტანჯო და გაპატიო-თქვა მან ამ დროს იარაღის გადატენვის ხმა გავიგე, შემდეგ კი ნაცნობი ხმა მომესმა
-გამარჯობა ცისფერთვალება
მისკენ მივბრუნდი
-შენ?
-ხო მე-თქვა მან-რა იყო გაგიკვირდა?-მკითხა მან და ბიჭებს უბრძანა მანქანაში ჩავესვი-წინააღმდეგობა არ გამიწიო, თორემ შენი სიყვარული მოკვდება-თქვა მან
-მას არაფერი დაუშავო არაკაცო-ვუყვირე მე. მანქანაში ჩაგვსვეს და სადღაც წაგვიყვანეს. მანქანიდან გადმოგვიყვანეს და შენობაში შეგვიყვანეს. სკამებზე დაგვსვეს და დაგვაბეს
-ნუ გეშინია მართა ყველაფერი კარგად იქნება გპირდები-ვთქვი მე
-მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო საზოგადოებავ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ მართას თხოვნა შევასრულოთ და სიმართლე გამოვამჟღავნოთ-თქვა მან-მართა ვაჩემ გული გატკინა არა? რა საშინელებაა არა? ხანდახან სწორედ ის ადამიანები გტკენენ გულს, ვისგანაც ყველაზე მეტად ელოდი ერთგულებას და ყველაზე ნაკლებად ღალატს.
-ნაძირალა მოგკლავ-ვიყვირე მე
-არა არა ვაჩე... მოდი ჯერ სიმართლე მოვყვეთ. იცი რატომ დაგშორდა ვაჩე? რადგან შენ დაეცავი-თქვა ჯაბამ
-რა?-გაოცებულმა იკითხა მართამ
-ჩემგან რომ დაეცავი-გააგრძელა ჯაბამ-იცოდა, თუ თქვენ ერთად ბედნიერები იქნებოდით მე შენ მოგკლავდი მართა... იდეაში ეს აზრი დაშორებასთან დაკავშირებით მეც მომეწონა, ასე უფრო იტანჯებოდი ვაჩე, ამას ეშმაკიც კი ვერ მოიფიქრებდა-თქვა მან
-ჯაბა რას იტყვი ციხეში რომ გამოგკეტო?-ვკითხე მე-მოემზადე ციხისთვის ჯაბა... მალე დღის სინათლეს ვეღარ ეღირსები
-არა ვაჩე... მე შენზე ორი ნაბიჯით წინ ვარ-თქვა მან, ამ დროს კარები გაიღო და შიგნით ჩემი ბიჭები შემოცვივდნენ
-შეიძლება ჯაბა, შეიძლება შენ ჩემზე ორი ნაბიჯით წინ ხარ, მაგრამ მე შენზე თექვსმეტი ნაბიჯით წინ ვარ-ვთქვი და თვალი ჩავუკარი. ჩემმა ბიჭებმა ხელ-ფეხი გამიხსნეს მე კი მართას გავუხსენი, ის კი მაშინვე ჩამეხუტა
-ხომ დაგპირდი ყველაფერი კარგათ იქნებათქო, ეს პირობა ხომ მაინც შევასრულე
-შენ... შენ მართლა ჩემს დასაცავად გააკეთე ეს?-მკითხა მან
-ხო, აბა შენ რა იფიქრე? იფიქრე, რომ მართლა შენს გარეშე მინდოდა ცხოვრება?-ვკითხე და გავუღიმე, მერე კი ნაზად ვაკოცე ტუჩებზე, მართას მოვშორდი და ჯაბას მივუბრუნდი
-აბა ჩემო ჯაბა, მგონი არც ისე კარგია იმაზე ფიქრი, რომ სულ მალე შენს ახალ სახლში მოგიწევს წასვლა თუმცა, რატომაც არა შენ მალე ახალი სახლი გექნება, ამაზე პირადად მე ვიზრუნებ-ვთქვი და ერთი მუშტი ვუთავაზე ყბაში.
"ორი თვის შემდეგ"
-ვაჩე ვნერვიულობ-მეუბნება მართა
-ნუ ნერვიულობ პეპელა, დარწმუნებული ვარ ანდრია თბილად შეგვხვდება და მიგვიღებს-ვთქვი მე
-ის ხომ ჯერ სულ სამი წლისაა
-მას ბედნიერ ცხოვრებას ვაჩუქებთ მართა, ჩვენ გავხდებით მისი ოჯახი-ვთქვი მე
-გავხდებით ხო, გავხდებით-თქვა მან, მე ხელი ჩავკიდე და ბავშვთა სახლში შევედით
-გამარჯობა ბატონო ვაჩე-მითხრა ქალმა და ხელი ჩამომართვა შემდეგ მართას მიუბრუნდა-ქალბატონო მართა-თქვა და მასაც ჩამოართვა ხელი-მობრძანდით-თქვა და შიგნით შეგვიძღვა. თავის კაბინეტში შეგვიყვანა.
-ანდრიას მალე მოიყვანენ-თქვა მან. ცოტა ხანში კარები გაიღო და ქალი შემოვიდა პატარა ბიჭთან ერთად, ქერა, ხუჭუჭა და ცისფერთვალება ბიჭთან


-გამარჯობა პატარა-ვუთხარი და მასთან დავიხარე-მე ვაჩე ვარ, ეს კი მართაა-ვუთხარი და მართაზე ვანიშნე-შენ კი ალბათ ანდრია ხარ-ვთქვი მე მან კი თავი დამიქნია
-ანდრია ეს ხალხი შენს წაყვანას აპირებს, ისინი თავისთან წაგიყვანენ და გაგზრდიან, ისინი შენი მშობლები გახდებიან-თქვა ქალმა
-მართლა წამიყვანთ?-იკითხა ბავშვმა
-ხო წაგიყვანთ, ჩვენთან იცხოვრებ-უთხრა მართამ. ძალიან თბილი ბავშვია, ბევრი ვილაპარაკეთ, ხელი რაღაც საბუთებს მოვაწერეთ და ანდრიასთან ერთად სახლში წავედით. კარები გავაღეთ და შიგნით შევედით
-ეს ამიერიდან შენი სახლია ანდრია-ვუთხარი მე
-აქ თქვენ არ იცხოვრებთ?-იკითხა მან რაზეც გავიცინეთ
-როგორ არა ანდრო ჩვენც აქ შენთან ერთად ვიცხოვრებთ-უთხრა მართამ
"რვა წლის შემდეგ"
-ანდრო შენი და გააღვიძე და მოდით ისაუზმეთ-უთხრა მართამ ახალგაღვიძებულ ანდრიას, ის კი მეორე სართულზე ავიდა დის გასაღვიძებლად იქიდან კი ლილესთან ერთად დაბრუნდა. უკვე რვა წელი გავიდა, ანდრია უკვე თერთმეტი წლისაა, ჩვენ პატარა გოგო გვეყოლა ლილე ის უკვე ექვსი წლისაა. ჩვენი მეგობრები დაოჯახდნენ და დღეს საღამოს ყველა ჩვენთან ვიკრიბებით. ჩვენ ახალ კერძო სახლში გადმოვედით, ორსართულიანია. ანდრია

და ლილე

სკამებზე დასხდნენ, ვისაუზმეთ და ტელევიზორს მივუსხედით და ფილმის ყურება დავიწყეთ, საღამოს ბავშვები მოვიდნენ თავიანთი ოჯახებით, მართალია ბავშვები აღარ არიან, მაგრამ ჩემთვის მაინც ბავშვებად რჩებიან. ახლა კი ნამდვილად ბედნიერი ვარ
-ამჯერად ხომ მაინც ვიქნებით ერთად?-მკითხა მართამ
-რა თქმა უნდა
-პირობას მაძლევ?
-პირობას გაძლევ
დ ა ს ა ს რ უ ლ ი .



№1 სტუმარი stumari

ბოდიში მაგრამ ძალიან პატარა და უაზრო იყო ჯობდა ჩანახატი დაგეწერათ.

 


№2 სტუმარი Sweet Girl

Megobrebo chatlov.ge axali qartuli saiti cenzura daculia gelodebit axali dasawyisisrvis, axali megobrebis shesadzenad chven mzad vart gimaspindzlot da tqveni komportistvis vizrunot

 


№3  offline წევრი francesca

stumari
ბოდიში მაგრამ ძალიან პატარა და უაზრო იყო ჯობდა ჩანახატი დაგეწერათ.

გავითვალისწინებ...

 


№4  offline წევრი Nobodyelse

francesca
stumari
ბოდიში მაგრამ ძალიან პატარა და უაზრო იყო ჯობდა ჩანახატი დაგეწერათ.

გავითვალისწინებ...

ძალიან ცუდი, თუ გაითვალისწინებ:)
მსგავსი კომენტარის გაკეთება უადგილოა.
ისტორიას რაც შეეხება, ცუდი არ იყო და პირიქით, ბევრი უნდა წერო.

 


№5  offline წევრი francesca

Nobodyelse
francesca
stumari
ბოდიში მაგრამ ძალიან პატარა და უაზრო იყო ჯობდა ჩანახატი დაგეწერათ.

გავითვალისწინებ...

ძალიან ცუდი, თუ გაითვალისწინებ:)
მსგავსი კომენტარის გაკეთება უადგილოა.
ისტორიას რაც შეეხება, ცუდი არ იყო და პირიქით, ბევრი უნდა წერო.

იმიტომ ვტქვი ასე რომ ცუდად არ გამომსვლოდა მადლობაა არაა სა<წირო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent