დისთვის და მეგობრისთვის (სრულად)
_ანუ ვიტაცებთ? _ხო რა, უჯიგრეთ დაქალს. მე დას ვუჯიგრებ. გავიკრიჭე ყველის ვაჭარივით და მომლოდინე თვალებით შევხედე, ჩემს მეგობრებს. _ლანა, რომ მოგვერიოს? _ანასტასია, გოგო, შენი აზრით, ტყუილად მიგდია ქლოროფორმი ჩანთაში? _ოოო, რა ვიცი რა. მეშინია მაინც! _გვანცა, უთხარი ახლა ამას რამე, თორე გადავალეწე ეს ბოთლი თავზე! _ტასო, კაი რა! გამოგვივა, მე საჭესთან დავჯდები. შენ და ლანა გადახვალთ და ააფარებთ ამას ცხვირ-პირზე, მერე შემოათრევთ იმას მანქანაში, მშვიდობიანად გავგაზავთ ჭალაში. ლანას პაპა, სიძეს რომ ნახავს, გაუხარდება და დაათრობს, ამასობაში ამოვიტყუებთ ელენეს, ნახავს ერეკლეს და იქნებიან ბედნიერად. _რაღაც გამოგრჩა გვანცა! ელენე მოგვკლავს, მაგრამ აბა მეგობარს თუ არ დაეხმარე რაა ეს ცხოვრება, ხო? ჩემი დაა და ვალდებულიც კი ვარ. ხო... ახლა მკითხავთ რა გარანტია გვაქვს რომ უკან არ წავაო, მე გეტყვით: მოტაცებული იქნება და ხო ხვდებით არ მიიღებენ ოჯახში! _აბა ტასო ჩვენთან ხარ? _კარგი ხო, წავედით. _ეგრე რა ტასო. მიდი გვანცა, პედალს მიადგი ფეხი! ასე და ამგვარად, წავედით ერეკლეს მოსატაცებლად. დიახ... ვიცით და გააზრებულიც გვაქვს, რომ ეს ყველაფერი სიგიჟეა. მაგრამ, როგორც იტყვიან ხოლმე, წუთის სოფელი ძალიან პატარაა, ამიტომაც ბევრი გიჟური მოგონება უნდა დავაგროვოთ. მგონი, ამაზე ზედმეტად კარგადაც კი ვმუშაობთ, რაც მთავარია, წარმატებას ვაღწევთ... ამ ფიქრებში გართული ვიყავი , ელენეს სატრფოს, კომპანიას რომ მოვკარი თვალი. _გვანცა! აქ, აი აქ, გააჩერე. -გვანცამ უცებ გააჩერა მანქანა. ღვედი რომ არ მკეთებოდა, ეჭვი არ შეგეპაროთ, ახლა საქარე მინაზე ვიქნებოდი გაკრული ან სულად მანქანის წინ ვეგდებოდი, საქარე მინას თავით გავიტანდი.-ცოტა ფრთხილად ქალო! მოკლედ, ახლა გადავალ. ხუთ წუთში ერეკლე გამოვა სამსახურიდან, თავის მანქანასთან მივა, მაგ დროს მე ქლოროფორმს, უფრო სწორად ნაჭერს ამოვიღებ რაზეც ეს უკანასკნელი ესხმება, მივალ ერეკლესთან და დავაძინებ. ანასტასია, მაგ დროს გამოხვალ და დამეხმარები მანქანამდე მოთრევაში. გვანცა შენ მანქანას ახლოს დააყენებ. ჩავჯდებით და გავგაზავთ რა! _მიდით გოგოებო, გამოგივათ! მანქანა დაქოქილი მექნება მაინც, რა იცი რა ხდება. _კარგი წავედი, ღმერთო! არ გამწირო და არ ჩამაფლაო ამ საქმეში. რაღაც წილად სიკეთეც კია, ხო ხვდები? _აუუ, დავაი გადააჯვი რა! მორჩი ღმერთთან ლაპარაკს. _უზრდელო, როგორ მიბედავ? შე უტიფარო. _ოოო, კაი მორჩით ლაზღანდარობას. _კარგი! წავედი მე, ღმერთი ჩვენსკენ! მე და ანასტასია მანქანიდან გადავედით და ერეკლეს ავტომობილს მივუახლოვდით, დავიმალეთ და ბატონ ერეკლე მუსკულას დაველოდეთ. არა, უნდა ვაღიარო, მაგან ერთი ხელი რო მოგვიქნიოს გადაგვაფრენს ამერიკაში, კარგი კი იქნებოდა ამერიკა უფასოდ, მაგრამ, არამგონია ცოცხლებმა ჩავაღწიოთ იქამდე, თან თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ანასტასია სულ რაღაც ორი თვეა საზღვარგარეთიდან დაბრუნდა, ამერიკაშიც იყო და ინგლისშიც, არამგონია უკან უნდოდეს წასვლა.ჰა, გამოდი ერეკლე ახლა! რამდენი ხანი უნდა გელოდოთ? მოდის, ვაი მე! მოდის... მანქანის კართან მდგარ ერეკლეს მივეპარე და ქლოროფორმიანი ნაჭერი ავაფარე პირ-ცხვირზე, არც ისეთი ადვილი არ აღმოჩნდა როგორიც ჩანდა, სადაცაა მოტრიალდებოდა და მიწაზე გამასხმევინებდა ტვინს, რომ არა ანასტასია, რომელმაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მგონი ერთადერთხელ გააკეთა ის რაც გააკეთა, არ ვიცი რანაირად მაგრამ ერეკლე უგონოდ დაეცა მიწაზე, ანასტასიას ერთი დარტყმით. თვალები ისე გამიდიდდა სადაცაა გადმომცვივდებოდა. აშკარად მიმიხვდა კითხვას და პასუხიც გამცა. _ხო იცი, კარატეზე დავდიოდი, იქიდან ვიცი ეგ ილეთი. იმ წუთას ისეთი სიამაყით ავივსე. როგორც იქნა, დავიჯერე რომ ანასტასია ამდენი წელი ტყუილად არ დადიოდა კარატეზე. კმაყოფილს გამეღიმა. _ყოჩაღ რვაფეხ! ახლა ვამაყობ შენით, დავაი კაროჩე, წავათრიოთ ეს მუსკულა. დაბარებულივით გამოჩნდა გვანცას მანქანა, უცებ ჩავტენეთ ერეკლე ბატონი მანქანაში და გავგაზეთ ჭალაში. _ მისმინე, ტასო! ეხა კი გათიშე მარა რო გაეღვიძოს? იქნებ კიდე შეასუნთქო ქლოროფორმი? _აუ, რავი. არაფერი არ მოუვა? _რა უნდა მოუვიდეს?! მიდი აყნოსინე, ოღონდ ისე რო ორმოცდახუთ წუთში გაიღვიძოს, პაპიკო სამსახურში იქნება მარა, მანამდე დალაპარაკება ხო უნდა მოვასწროთ? _მაყვალა ბებია სადაა? _სად გვანცა და თბილისში გაიხიზნა, იჩხუბეს პაპამ და ბებიკომ და ასე. _მერე, გასაღები გაქვს? _არაა, ჰაერზე მიმყავხართ. _კაი ხო. რამოდენიმეჯერ შეიშმუშნა ერეკლე, დიდი გულის ფართხალით ეგეც გადავაგორეთ და ჭალისკენ გადავუხვიეთ. ერთი საკითხია ბიჭის გათიშვა და მანქანაში ჩატენვა, მაგრამ აი ახლა ის თქვით, ეს მუტრუკი ისე როგორ გადავიყვანოთ მანქანიდან, ჭორიკანა მეზობლებმა რომ არ დაგვინახონ. ამათ საჭორაო უნდათ, ჭიანჭველას სპილოდ აქცევენ და ისეთებს შეთხზავენ გაგიჟდება ადამიანი. პრინციპში უარესი რა უნდა მოიგონონ ბიჭი მოვიტაცეთ. _სად მიდიხარ გვანცა! აქ გააჩერე. აღარ გახსოვს ქალო სად ისვენებდი? _უი, ქალო! შეცვლილია ხო რაღაც. _კი შენი ტვინი შეიცვალა გვანცუც, სიდებილისკენ ოღონდ. _ამას საკუთარ თავს ეუბნები? ხო რა მიკვირს, შენს მეტი დებილი აქ არავინ არაა! _აბა თუ გაჩუმდებით ახლა? გაეღვიძება უკვე ამას. მანქანიდან რის ვაი-ვაგლახით გადმოვედით და სახლში მუსკულა ერეკლე შევათრიეთ. _სად მიგყავს ანასტასია, აქ, ქალო! ქვემოთ რა გვინდა, ოთახში დავაბათ. _ რა ვიცი მე! უფფ. _გვანცა, კარგად დაიჭირე. კარი უნდა გავაღო! კარი გავაღეთ, ერეკლე სკამზე მივაბით. არც კი მკითხოთ რითი... ჯანდაბას, ასე თუ გინდათ გეტყვით... რადგანაც თოკი ვერ ვიშოვეთ,ბებიაჩემის ერთ-ერთი ზეწარი დავხიეთ და სკოჩის დახმარებით ასე თუ ისე საიმედოდ მივაბით. (სავარაუდოდ, ბებიაჩემი სამივეს ერთმანეთზე დაგვაკლავს, განადგურებული თეთრეულის გამო! ) ბებიკო სორიი. დაქანცულები ჩამოვჯექით, ერთმანეთზე მიდგმულ ორ საწოლზე და წინ მჯდომ, თავ ჩამოვარდნილ ერეკლეს შევხედეთ. ანასტასიამ ამოიხვნეშა და შემოგვხედა. _რამდენი ხანი უნდა ველოდოთ? _მართალი ხარ, წყალს ამოვიტან ქვემოდან და შევასხათ, წამო რა გვანცა, ტას გაუმკვლავდები? _კი, აქ ვარ მიდით. ქვემოთ ჩავედით და თასით წყალი ავიტანეთ მეორე სართულზე. _ჰე ლანა! მიდი შეასხი. _დაიცა, დაიცა. რას ქვია შევასხა, გინდა ამ წყალმა ჩარეცხოს მთელი მისაღები და ბებიაჩემმა წესი ამიგოს? არა, გმადლობთ. _ აბა რა ვქნათ? _ რა და, აი ეს პირსახოცი აიღე, დაასველე, სახეზე წაუსვი. არა...უკეთესი მოვიფიქრე, მოდი ცოტა გავაწამოთ რა! _ანუ? ეგ როგორ უნდა ვქნათ? _სველი პირსახოცი გავარტყათ სახეში, მწარე იქნება. გამტაცებლები ეგრე ხო იქცევიან? _აუუ, ლანა გააფრინე? გინდა ამ მუსკულამ მოგვკლას? _გაფიცებ, მეტჯერ მუსკულა აღარ დავუძახოთ, თორე სიცილი მომკლავს ერთხელაც. ფხუკუნით მივმართე მეგობარს. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ სველი პირსახოცი წაგვესვა სახეზე. არანაირი წამებაო გოგოებმა... ერეკლემ გამოიღვიძა და დაბნეულმა დაიწყო აქეთ-იქით ყურება. _სად ვარ? რა ხდება? მახეში გაბმულ თევზს გავს, ამხელა ბიჭი რო ვერ ინძრევა, სასაცილოა გეფიცებით. უკანასკნელს ფხუკუნით შევხედე. _ერეკლიკო, გრცხვენოდეს! მუსკულა ტყუილად შეგარქვით? ჩვენ ელენეს ანგელოზები ვართ და მზად ხარ შოკი ამბისთვის? _გააფრინეთ გოგო? რას აკეთეებთ? ეს რა თამაშია, კი ვიცოდი რო გიჟები იყავით, მაგრამ მე რას მერჩით? ვითომ, განაწყენებულმა გადავხედე გოგონებს და შემდეგ ერეკლეს. _სიძე ბატონო გრცხვენოდეს. რას უნდა გერჩოდეთ? კარგი ამბისთვის მოგიტაცეთ. გათხოვებთ-გავეკრიჭე აწ უკვე სიძეს. გოგონების ფხუკუნის შმდეგ გავიაზრე ნათქვამი.- კი არა და, ისა რა ქვია... ჩაგისიძეთ, ხოო, ზუსტად ჩაგისიძეთ. ეგრე ქვია მგონი. _ხო, გათხოვებას ჯობია, ერეკლე ძმაო! გვანცამაც გაიცინა და ერეკლეს მხარზე დაჰკრა ხელი. _ლანა გააფრინე? გოგოებო თქვენ რა გეტაკათ? რას მაიმუნობთ? ელენემ იცის საერთოდ? _არ ვმაიმუნობთ, სრულიად სერიოზულები ვართ!-გვანცას და ანასტასიას გადავხედე.-ხო ისაა...გოგოებო ორი წუთით, უნდა ვისაუბროთ. ეკე, შენ კიდე ნება დაგვრთე და გაჩუმდი ცოტა ხნით, თუ შეიძლება. მეზობლებმა რო გაიგონ დაგვერხევა. _რო მიტაცებდით ნეტა მაშინ გეფიქრათ მაგაზე! გვერდით გავიყვანე გოგოები და ჩურჩულით ვუთხარი. _ქალო! გვანცა! ელენეს დაურეკე? ამოვიდეს უთხარი? _კი, მოვაგვარე დაწყნარდი. _ანასტასია, შენ დაურეკე მარიამს? _კი, ეგეც მოვაგვარე! შენ დაურეკე პატარა ჩიტას? _ იასნად, თან რამდენი ხნის წინ. თვითკმაყოფილის სახე მივიღე და გოგონებს გავხედე. _კარგი, ეხლა რა ვქნათ? _დაწყნარდი გვანცა, უცებ მოვაყომარებ. ისევ საწოლზე ჩამოვჯექით და ერეკლეს შევხედეთ, მობეზრებული, მაგრამ ფრიად სიმპათიური სახით გვიმზერდა. _ ეკე მისმინე!- საუბარი დავიწყე, უკვე დასერიოზულებულმა.-ვიცით რო ელენესთვის ხელი უნდა გეთხოვნა, ხოდა დაგასწარით და მოგიტაცეთ.-ისევ და ისევ გამოვაჩინე ჩემი კიჭები.-რამე სიგიჟე გვინდოდა, არ გაგვიბრაზდე გთხოვ! ყელი პატარა ბავშვებივით გამოვიწელეთ, აი ისე დედას რომ სთხოვ, კიდევ ერთი კამფეტი მომეციო ან გარეთ გამიშვიო. _მართლა? დაბმული ალბათ მაგიტომ გყავართ ზუსტად. ამხსენით გოგო ეს ჯანდაბა რაღაცეები! _დაგვპირდი რო არ გაიქცევი! _ლანა! სად უნდა გავიქცე? იქით ვაპირებდი ელენეს მოტაცებას, სამი დარტყმული რომ არ დამსხმოდა თავს. _ააა, კაი ეგ არაფერი!- ისევ და ისევ თავში საოცარმა იდეამ გამიელვა და სახეც გამიბრწყინდა, ერეკლესკენ წავედი. ხელები და ფეხები გავუხსენი, იდეით აღტაცებულა დავიწყე საუბარი- შგვილია მოვიტაცოთ. _ რაა ბოდავ? სამივემ ერთად წამოიძახა. _დაზღნარდით ძმდებო, ახლავე გამოვამზეურებ ჩემს უმაგრეს გეგმას!-ერეკლემ თვალები აატრიალა და კომფორტულად მოთავსდა სკამზე.-შენ კიდევ ვაჟბატონო, ნუ მიბრიალებ მაგ ლამაზ თვალებს. ჩემი სიძე ხდები, არ დაგავიწყდეს, შემიძლია ელენე შენს წინააღმდეგ განვაწყო. _იოცნებე ვიბლიანო, გვეტყვი გეგმას თუ... ავდგე და წავიდე? _დაეტი მანდ! ვიწყებ და მისმინეთ. ელენე ხო მოვა? ხოდა, ახლოს რომ იქნება, მაგასაც ვაყნოსინოთ ქლოროფორმი და დავაბათ, მერე ერეკლე გამოვა და ეტყვის: „ მოგიტაცე ჩემო ელენე და უკვე ჩემი ხცოლი ხარ“ იასნად, უარს აღარ იტყვის და ჩაიგდებ ოქრო გოგოს ხელში. _საკუთარ სახლში უნდა მოვიტაცო? აქ დავაბა? _ხო რა! ბარემ აქ ვართ. გოგოები დამეთანხმნენ, არც ერეკლეს დაუწყია ჭირვეულობა, ასე გადავწყვიტეთ ელენეს საკუთარ სახლში მოტაცება. პაპა ჯერ არ მოვიდოდა ასე რომ სახლი საღამომდე თავისუფალი იყო. ელენეს ზარმაც არ დააყოვნა, უკვე აქ ვარ მალე მოვალ და თუ ძაღლია დააბითო. ვოტ ტაკ, ასე განვახორციელეთ გეგმა: „წუთის სოფელი მოკლეა, ელენე საკუთარ სახლში მოვიტაცოთ“ ახლა კი ელენე, ქლოროფორმ ნასუნთქი სკამზეა მიბმული, დიდი მოთმინებით ველით მის გაღვიძებას. ჯერ თავი შეარხია და ცოტა ხანში თვალებიც გაახილა. რამდენიმე წუთი დასჭირდა გასააზრებლად, შემდეგ კი მთელი მონდომებით დაიწყო ჩვენი ლანძღვა. _გააფრინეთ გოგო? რას აკეთებთ? მეღადავებით? გამიხსენით ხელები. _არა დაო, შენთან ვიღაცაა! გვერდითა ოთახიდან ერეკლე გამოვიდა, ელენეს თვალები შუბლზე აუვიდა. _შენ რას აკეთებ აქ? ერეკლე გააფრინე? ამათ აყევი მაიმუნობაში? _ არაფერიც, მოგიტაცე მე შენ. _სად, საკუთარ სახლში? _ხო, შენს სახლში მოგიტაცე, ჩემი ცოლი ხარ! მორჩა და გათავდა! _შენ რა ცოლობას მთხოვ? _გთხოვ არა, ხარ უკვე. მამაშენს შენი ხელი ვთხოვე ავუხსენი ყველაფერი და ელენე თუ თანახმაა კარგიო. ახლა პაპაშენს გავეცნობი სიძედ. _მერე რაღატო მაბავთ? _ რა, თანახმა ხარ? _ წეღან არ მითხარი, უკვე ჩემი ცოლი ხარო? _ ხო... ხო ეგრე ვთქვი! სასიამოვნოდ დაიბნა ერეკლე, ელენესთან მივიდა და ხელები გაუხსნა. ჩვენ უსაზღვროდ ბედნიერები ვიყავით, გეგმამ გაამართლა. მალევე მოვიდნენ ჩვენი უსაზღვროდ საყვარელი და კარგი მეგობრები. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი განძები. ცხოვრების თანამგზავრები და ოჯახის წევრები, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ რადგან ხუთი უსაზღვროდ გადარეული და უსაზღვროდ საოცარი მეგობარი მყავს. ერეკლემ პაპასგანაც მალევე მიიღო თანხმობა, გაიშალა დიდი სუფრა, რომელთანაც, ერთი დიდი ოჯახი მოკალათდა და ახლად დაქორწინებული წყვილი დალოცა. ასე გახდა ერეკლე ჩვენი სიძე... წაიკითხეთ და ისიამოვნეთ, რავიცი თუ გესიამოვნათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.