შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისის მაიერსის მკვლელობა (ნაწილი 1)


6-04-2021, 18:20
ავტორი Kavtaradze_mia
ნანახია 663

ამბობენ ყველა ადამიანს შეუძლია ადვილად დაადგეს სისწორისა და სიმართლის გზასო,რაღაც მხრივ სიმართლის წვეთი ურევია ამ სიტყვებში თუმცა მე მაინც ვთვლი რომ ყველას როდი შეუხლია ამის გაკეთება.
ზოგ ადამიანს დაბადებიდან მოსდევს ამის ნიჭი,ზოგი მერე იძენს და ზოგიც მთელი ცხოვრება წვალობს რომ ალღო აუღოს ცხოვრების ამ ნაწილს.
ალბად გაგონილი არც გექნებათ “ყრუ” ბრაიანის შესახებ,ანდაც შეიძლება გქონდეთ კიდეც.მისი ჭკუისა და ნიჭის შესახებ 1977 წელს ხმა გავარდა და თოთქმის მთელმა მსოფლიომ შეიტყო.
“ყრუ” არ იყო,ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა, არასდროს არავის უსმენდა და ყოველთვის იმას აკეთებდა რაც თავად მოესურვებოდა ხოლმე. ასეა თუ ისე თავისმა სიჯიუტემ ბევრჯერ გადაარჩინა და ბევრჯერაც დიდი ხნის დახურული საქმე გახსნა. ბევრი იძახდა “ამისთანა ბედიანი კაცის მნახველი არ ვარო” ეგონათ იღბლის ბრალი იყო მისი გახსნილი საქმეები,თუმცა რამდენიმე წელში ყველამ ერთხმად შეიცვალა აზრი და ბედ-იღბლის ანაბარა ბრაიანს “ერთ-ერთ” უძლიერეს დეტექტივის ტიტული მიანიჭეს.
რაღა-თქმა უნდა მისი ცხოვრება თავდაყორა დადგა და თითქმის არასდროს ქონდა დრო საკუთარი თავისთვის,თუმცა რომ გეკითხათ გიპასუხებდათ:ზუსტად ამისთვის ვარ დაბადებული,სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვიძიო საინტერესო და მიმზიდველი მკვლელობების დედა-აზრიო.
ამბის მოყოლას თავიდან დავიწყებ.ბრაიანი ერთ-ერთი საქმის გახსნისას გავიცანი,თავიდანვე ვერ მივუხვდი როგორი კაცი იყო თუმცა დროის გასვლის შემდგომ მოვწვი.
მე არც თუ ისე მაღალი თანამდედობა მეჭირა,სუფთად რომ ვთქვა უბრალოდ დედაჩემისა და მამაჩემის წყალობით დავიარებოთი ამგვარ საქმეებზე.
დედაჩემი სახელგანთქმული ადვოკატი გახლდათ,იმ დროის ლეგენდარული “მისის” მარტა - მამაჩემი კი საპატივსაცემო უმსხვილესი კონპანიების მფლობელი სახელად დავიდი. როგორც იტყვიან ხოლმე ასეთ ხალხს კარი ყველგან ღია ხვდება და ამის წყალობით გაიცნო ყრუ ბრაიანი თუმცა დიდი ხანი ამის შესახებ არაფერი გამეგო.
როგორც კი შეიტყო იმის შესახებ რომ ბრაიანი გავიცანი აღფრთოვანება ვერ დამალა და მიბიძგა,მითხრა დაუმეგობრდი დამიჯერე ჭკვიანი კაცია და რამეში უეჭველად გამოგადგება მომავალშიო,ასე მოვიქეცი კიდეც.
ასე თუ ისე ვახლობლობდით თუმცა ერთ საბედისწერო ღამეს როდესაც ლონდონის ქუჩებში აღმოაჩინეს მოკლული დიდი მომღერალი მისის მაიერსი ჩვენი გზები ერთმანეთს მჭიდროდ დაუკავშირდა.
დანაშაულის ადგილი მეტად ხალხმრავალი და ხმაურიანი აღმოჩნდა,მე იმ დროს სახლში ვიყავი და უფრო ზუსტად რომ ვთქვა ამ ამბის შესახებ ტელევიზიის მეშვეობით გავიგე,ერთი კი გავიფიქრე ნეტავ ბრაიანმა თუ გაიგო მომხდარის შესახებ-თქო.
სახლის ტელეფონის ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან,ყურმილის მეორე მხარეს დეტექტივის ხმა გაისმა,ცოტა გავოგნდი კიდეც თუმცა არ შევიმჩნიე,ვიფიქრე აუცილებელი საქმე აქვს რახან მე მირეკავს თქო. აუცილებლად გამოცხადდი ჩემთან ბინაშიო დამიბარა და ყურმილი უმალვე დაკიდა. გაურკვევლობაში ვიყავი,მაინც ვერ გამეგო რა იყო ასე აუცილებელი და საჩქარო.
-მობრძანდი- დიდად გახარებული არ ჩანდა,მაგრამ თავაზიანად მიღება მაინც არ დავიწყებია. ვიწრო დერეფნის გავლით პატარა კაბინეტში აჩმოვჩნდით, ცოტა არ იყოს და უცნაური შეგრძნება დამეუფლა,კაბინეტი უჩვეულოდ ჩაბნელებული იყო ამას ალბად ისიც განაპირობებდა რომ მუქი ნაცრისფერი ფარდები ეკიდა,მაგრამ მაინც..
ბრაიანი მალევე გადავიდა საქმეზე
-ბოდიში,ასეთ დროს რომ მოგიხმე- შეპარებით მომიგო და ყავისფერ სავარძელში ჩაესვენა
-პრობლემა არაა- დავუყვავე რომ დაძაბულობა გამეფანტა
-ახლა ხანს მკვლელობა მოხდა- თქვა ბრაიანმა- ალბად გაიგებდი უკვე - თავი თანხმობის ნიშნად დავუკარი.დეტექტივმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თავი საზურგეს მიადო,რაღაცას ფიქრობდა მე არ ვიცოდი რას მაგრამ ერთი ვიცოდი,საქმე იმაზე ცუდად იყო ვიდრე წარმომედგინა და შიშის კრთობამ დამიარა.
-აქ სპეციალურად გიხმე,ალბად შენ თავს თვითონაც დაუსვი კითხვა მე რატომ მირეკავსო - ცალყბად გაიღიმა- მინდა ჩემი თანაშემწე რომ იყო ამ საქმის მსვლელობისას - მშვიდად თქვა და წინ წამოიწია
-სიმართლე გითხრა-ცოტა შევყოყმანდი-გამიკვირდა თქვენი შემოთავაზება, მე ხომ არაფერი გამეგება ამ საქმის
-მთლად მასეც არ არის -ნათქვამს ვერ მივუხვდი. გამომწვევად მომაჩერდა ერთხანს,მერე ფეხზე წამოდგა,პიჯაკიდან სიგარა ამოაძვრინა და პირისკენ გააქანა
-იმას ვგულისხმობ,რომ უცხო თვალით დანახული დეტალები მაინტერესებს,ისეთი რომლებიც შეიძლება მე ვერ შევნიშნო,თუნდაც უმნიშვნელო რომ იყოს გესმის ჩემი ? -
ხმაში ოდნავი სევდა ჰქონდა გარეული,თვალებს ატრიალებდა და ჩიბუხს პირით ექაჩებოდა თავისკენ . ორ ზღვას შუა აღმოვჩნდი,არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა და არც ის ვიცოდი უნდა მეპასუხა თუ არა საერთოდ მისთვის. ტყავის სავარძელში მოკეცილი ქვემოდან ვაშტერდებოდი ერთ წერტილში გახევებულ დეტექტივს
-შემეძლო სხვისთვისაც მეთხოვა-მოულოდნელად განაგრძო-თუმდა მამაშენს ხალიან ახლოს ვიცნობ,ვიფიქრე მის შვილს თუ ვეტყვი და ვთხოვ უარს არ მეტყვის,ვიცი არც სხვა მეტყოდა უარს მაგრამ მე მაინც მგონია რომ შენ სულ სხვა ხედვა გაქვს-ისევ დაჯდა-თანაც,ვინ იცის რაში გამოგადგეს ეს გამოცდილება მომავალში?- მეგობრულად გამიღიმა და თვალები მოჭუტა,სხვა გზა არ მქონდა დარჩენილი უნდა დავთანხმებოდი,სიმართლე რომ ითქვას უარზე დიდად მეც არ ვიყავი,არც ბევრი საქმე მქონდა და დღეებს უაზრო ხეტიალში ვატარებდი ხოლმე.
-როგორც გინდათ ბრაიან -საპასუხოდ გავუღიმე მეც,კმაყოფილმა ამოიხვნეშა და მის წინ მაგიდაზე არსებულ თეთრ ფურცლებს დაავლო ხელი
-მაშინ საქმეს ახლავე შევუდგეთ
-თქვენ როგორც იტყვი
-როგორც უკვე იცი,მისის მაიერსი დღეს ღამით მოუკლავთ,კონკრეტულად ვინ და სად უცნობია..ჯერ.. თუმცა ვიცი რომ მიცვალებულის სხეული სიკვდილის შემდგომ იქნა ქუჩაში დაგდებული,სავარაუდოდ მანქანით გადაქონდა მკვლელს სხეული- ცოტა ხანს გაჩუმდა-მომღერალს უზარმაზარი სანაცნობო წრე ჰყავდა,რთულია კვალს დაადგე
-ალბათ მასეა-ჩავაკვეხე მეც
-ცხედარი უკვე ვნახე,რამდენიმე ჭრილობა აქვს სხეულზე მიყენებული,უფრო ზუსტად კი ოცდაათი-შეშფოთება ვერ დავმალე
-რა ? -ბრაიანმა თავი დამიქნია ხო ზუსტად მოგესმაო
-შენ იცნობდი მომღერალს ? -მკითხა და უფრო წინ წამოიწია
-რამდენჯერმე შორიდან მინახავს
-ჭრილობების ნახევარი ზედაპირულია-ჯერ კიდევ ვერ გამეგო კარგად ამ ყველაფრის-ნახევარი კი საკმაოდ ღრმა იყო,ვიღაცას ძალიან არ ელამუნებოდა გულზე ეს ქალბატონი-ჩაახველა და ირგვლივ მიმოიხედა. არ მესმოდა ბევრი რამ თუმცა ჩემეული აზრები იმ წამსვე აგორდნენ ჩემივე გონებაში ფარულად. თავი ერთ წამს სუპერ დეტექტივად წარმოვიდგინე და მესიამოვნა კიდეც


ვიცი ჯერ კიდევ დიდად არ გიხარია ამ ყველფერში თავის გაყოფა - გაეცინა დეტექტივს და თავი უკან გადასწია - მე დღემდე ვერ ვეჩვევი
- რას ვერ ეგუებით ? -ინტერესიც გამოვკითხე
- ყველაფერს ჩემო მეგობარო- კვლავ ფეხზე წამლდგა და დამთრგუნველი ფარდებისკენ გაემართა. უკეთ შევნიშნე რომ კედელთან უზარმაზარი წიგნების კარადა იდგა
- რამდენი წიგნი გქონიათ - ღვარძლიანად ვიკითხე და ჩავახველე
- მიყვარს კითხვა
- რომელია თქვენი საყვარელი წიგნი ? - ერთ ხანს დაფიქრდა,მერე კარადას მიუახლოვდა და მრავალფურცლიანი,შავ ყრდიანი წიგნი ამოიჩარა იღლიის ქვეშ . ინტერესით ვადევნებდი თვალს,წიგნი ჩემს წინ მდგარ ხის გაპრიალებულ მაგიდაზე დადო და მომაჩერდა.
ამოვიკითხე სათაური “მკვლელის ფსიქოლოგია” და შევკრთი. ამ ადამიანის წიგნებიც კი მკვლელებსა და მის სამსახურს ეხებოდა
- საინტერესოა - ხმა დაბლა მივუგე და წამოვდექი
- ეს იმისთვის რომ თვალი გადაავლო-მზრუნველად მითხრა და წიგნს ზემოდან დახედა
- იცით..მე კი ვთქვი რომ..-სიტყვა გამაწყვეტინა და მოკეცილ მუხლზე ხელი ძლიერად დამარტყა
- ვხედავ -ვერ მივხვდი რას გულისხმობდა - მოდი ამ საქმეს ხვალ მივხედოთ,იქამდე კი წადი და ეს წიგნი თან წაიღე,თვალი გადაავლე ნებრ რამეს შეიტყობ - გაიცინა მან.

სახლში მისულმა ვიგრძენი უსაფუძვლო დაღლა, საწოლზე მჯდარი წიგნის ყრდას ვუსვამდი ხელს და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი ( როგორ ცხოვრობს ბრაიანი ამ ყველაფრით) თქო და წიგნი გადავშალე.
“ ის რაზეც დამნაშავე ფიქრობს ყოველთვის ყველასთვის ნაცნობი რამაა,მაგრამ ბევრო მაინც ვერ ხვდება ამას”
დავიღალე..ჯერ არ დაწყებულმა საქმემაც დამღალა და წიგნი გადავდე,საწოლზე დავენარცხე და ჭერს მივაშტერდი.

- როგორ ხარ მაქს- ჩემს წინ ნატალია იდგა,ჩემი ბავშვობის მეგობარი
- აქ არ გელოდი - მივეგებე - დაბრძანდი ყავაზე დაგპატიჟებ
- არა .. საქმეზე ვარ აქ - მკვირცხლად აიჩეჩა მხრები- გაიგე ახალი ამბავი ? - ვერ მივხვდი რომელ ამბავზე მეკითხებოდა
- რომელი ამბავი ?
- მისის მაიერსის .. - თვალებზე ცრემლები მოადგა და სკამზე იმ წამსვე დაჯდა
- კი გავიგე - გონებაში ჭკვიანურმა აზრმა გამიელვა, ნატალია უსათუოდ იცნობდა მოკლულ ქალბატონს რახან ასე დარდობდა, ეს კი წაგვადგებოდა მე და დეტექტივ ბრაიანს.
- იცნობდი ? - მშვიდად ვკითხე.
- დიახ, ძალიან ახლოს - შეგრძნება მქონდა... უცნაური, თითქოს რაღაცას ვუახლოვდებოდი კიდეც



№1  offline წევრი Life is beautiful

ვავ შემითრია.
არ მინდოდა დასრულებულიყო,
ძალიან საინტერესოა<3
ველი შემდეგს.
ვნახოთ როგორ განვითარდება სიუჟეტი❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent