შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდიოტი (სრულად)


20-04-2021, 12:33
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 14 853

მართლაც რომ სრული არარაობა და იდიოტი ვარ!
ადამიანი შეცდომებზე სწავლობსო, მაგრამ მე იმდენად ჩერჩეტი და გონებაჩლუნგი გამოვდექი, რომ ვერა და ვერ ვისწავლე ვერაფერი. მოკლეთ, ჯობია რომ ყველაფერი თანმიმდევრობით მოვყვე: დავიბადე კახეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში საშუალო შეძლების ოჯახში. ჩემი მშობლები ოთხი წლის უშვილოები იყვნენ და მე რომ დავიბადე, თანაც ბიჭი და გვარის გამგრძელებელი, ხომ წარმოგიდგენიათ როგორ გაუხარდებოდათ? ხო და, ყველა თავს მევლებოდა, ცივ ნიავს არ მაკარებდა, ჩემი არც ერთი სურვილი აუსრულებელი არ რჩებოდა. ლუკმას იკლებდნენ, რომ ოღონდაც მოდურად მცმოდა და სკოლაში ჯიბის ფული არ გამომლეოდა. როგორც დედისერთების უმრავლესობა მეც განებივრებული, გათამამებული და ცოტა ეგოისტიც კი ვიყავი. სწავლაზე დიდად არ ვიწუხებდი თავს. ან რა საჭირო იყო, როცა მამაჩემის ოფლით ნაშოვნი ფულებით ნაყიდი საჩუქრები ჭრიდა და კლასიდან კლასში მაინც უპრობლემოდ გადავდიოდი?
მეექვსე კლასში ვიყავი, რომ ჩემი კლასელი თინიკო სულ სხვა თვალით დავინახე. ყველა გოგო რომ ჯერ ისევ ბავშვური იყო, მას უკვე მკერდი ქონდა წამოზრდილი და თეძოებიც დამრგვალებული. ვერ ვიტყვი რომ ეს სიყვარული იყო, უფრო მოწიფულობის დროს დანახული ვნების დასაკმაყოფილებელი სუბიექტი ალბათ, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ახირებად მექცა.
არც თინიკო იწუხებდა დიდად სწავლით თავს, თავის მომხიბვლელობა მასაც ჩემსავით თავში ქონდა ავარდნილი და ხან რომელ უფროსკლასელ ბიჭს ხვდებოდა და ხან რომელს. ჩვენ, მისი კლასელები, ჯერ ისევ ბავშვები ვიყავით და აბა, ჩვენ ხომ არ გაგვიყადრიდა თავს? მალულად ვუმზერდი და ნერწყვს ვყლაპავდი თუ მომეტებულად გადაიწეოდა და ბარკლები გამოუჩნდებოდა, ან დაიხრებოდა და მოღეღილი გულისპირიდან თეთრი, ფითქინა ძუძუები ნახევრად გადმოეყრებოდა. მოკლეთ, თინიკოზე ფიქრსა და ოცნებებში ვათენებდი და ვაღამებდი. მერე კი, ისე მოხდა, რომ მაინც არ ვსწავლობდი და მამაჩემმა, ტყუილად რას დადის სკოლაში, რაიმე პროფესიას მაინც დაეუფლოსო და კოლეჯში გამამწესეს სასოფლო-სამეურნეო სპეციალობაზე. ჩემთვის ახალი გარემო და დამოუკიდებლად კოლეჯის საცხოვრებელში ცხოვრება უფრო საინტერესო აღმოჩნდა და სიხარულით გავიბარგე იქით. ერთადერთი რაც მადარდებდა, თინიკო იყო, მაგრამ კოლეჯშიც იმდენი გოგოები იყვნენ, რომლებიც ბუზებივით მესეოდნენ მამაჩემის ფულების გამო, რომ თითქოს დავივიწყე კიდეც. თუმცა, შაბთ-კვირას რომ ვბრუნდებოდი სახლში, ყოველთვის მისი სახლის წინ დავყიალობდი, რომ იქნებ როგორმე დამენახა.
მეათე კლასი რომ დაამთავრა, მოულოდნელად გათხოვდა. მაშინ კი ჩამომემხო ქვეყანა თავზე. ისე ცუდად გავხდი, სმასაც კი მივყავი ხელი და სიგარეტის მოწევაც დავიწყე. მერე და მერე კი შვებას ქალებში ვნახულობდი და ლამის ყოველ კვირას ვიცვლიდი გოგოებს. რომ ვთქვა დიდად ეფექტური ბიჭი ვიყავი და შეხედულების გამო გიჟდებოდნენ ჩემზე გოგოები, მოვიტყუები, ჩვეულებრივი შავგვრემანი, ოდნავ კეხიანი ცხვირი, დატალღული ქოჩორი, გაფუებული ტუჩები, ყავისფერი თვალები და ხშირი და გრძელი წამწამები. უფრო ჩემი უყაირათო ფულის ფლანგვა იყო გოგოების მიზიდვის მიზეზი.
მთლად წავედი ხელიდან. მე თვითონვე ვხვდებოდი, რომ არაფერი კაცი მე არ ვიყავი, მაგრამ აბა ვინმეს გაებედა და ეს ეკადრებინა? მუშტებზეც ხშირად ვიყურებოდი და ბევრ ხათაბალაშიც გავყავი თავი, მაგრამ ისევ დედაჩემი და მამაჩემის ფულები მიხსნიდნენ ხოლმე ყოველთვის უპრობლემოდ.
ოცი წლის რომ გავხდი, დედაჩემმა დაიჟინა, ცუდად ვარ, დღეს თუ ხვალ მოვკვდები და შენს დაოჯახებას მაინც შემასწარი, ისე ნუ მომკლავო. დაოჯახება, თანაც ოცი წლის ასაკში, მართლა არ მხიბლავდა და არც ვაპირებდი, მაგრამ იმდენი მეჩიჩინა, იმდენი მეჩიჩინა, თანაც თვითონვე შემირჩია მეზობელი სოფლიდან გოგო, რომ ასე ვთქვათ, ფაჩუჩი შემაბა და მაინც მომაყვანინა ლოლა ცოლად.
ლოლა საშუალოზე ოდნავ მაღალი, გამხდარი, შავგვრემანი, შავი თვალ-წარბით და შავი მბზინავი ხვეული თმით ეშხიანი თვრამეტი წლის გოგო იყო. აი ისეთი, ერთი შეხედვითვე რომ მოეწონებოდა კაცს. სიმართლე ვთქვა მეც მომეწონა, მაგრამ არ მიყვარდა. მე ისევ თინიკო მადარდებდა და ის მესიზმრებოდა ყოველ ღამე. მაინც მის ოცნება-ნატვრაში ვიყავი. მითუმეტეს რომ ქმართან ვერ ააწყო ურთიერთობა, გაშორდა და როგორც ვიცოდი თბილისში ქირით ცხოვრობდა და რომელიღაც კაფეში მიმტანად მუშაობდა.
ლოლა ჩუმი, დამჯერი, მომთმენი, ბევრის ამტანი და შრომისმოყვარე გოგო იყო. თავიდან თითქოს მომაბრუნა სახლში და ცოტა გამოვსწორდი კიდეც, მაგრამ მერე და მერე ორსულად რომ დარჩა და ცოტა გაურთულდა ორსულობა, ისევ გარე-გარე დავიწყე სიარული და არც ერთ ქალს არ ვუშვებდი ისე, რომ ჩემს მკლავზე არ გადამეგორებინა. არა და ახლანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ჩემი ცოლი მილიონი იყო გინდ შეხედულებით და გინდ ხასიათით, მაგრამ მართლაც რომ იდიოტი ვიყავი და ვღალატობდი. მახსოვს, პირველად რომ მითხრა სექსზე უარი ცუდად ყოფნობის გამო, საწოლიდან წამოვხტი, გაგულისებულმა მივაძახე, რომ ქლებში მივდიოდი, რადგან ჩემი ცოლი ცოლ-ქმრულ მოვალეობას პირნათლად არ ასრულებდა და სახლიდან წავედი. ის ღამე მართლაც ქუჩის კახპასთან გავატარე. დილით კი, რომ დავბრუნდი, ვითომც არაფერი, ჩვეულებრივ მოვითხოვე ჩემი წილი ყურადღება, გემრიელი სადილი და სუფთა ტანსაცმელი, რადგან ძმაკაცს მივყვებოდი საქმეზე. ლოლა აშკარად ნამტირალევი იყო ჩემი წუხანდელი საქციელის გამო, მაგრამ მე ამის გამო სინდისის ქენჯნა საერთოდ არ მიგრძვნია, პირიქით, გაბუტული რომ იყო, ვუსაყვედურე:
_ნუ იცხვირები და ნუ შემაჯავრებ სახლში მოსვლას, რომ შენს უჟმურ სიფათს არ ვუყურო.
ცრემლიანი თვალებით შემომხედა. თქმით კი არაფერი უთქვია. უსიტყვოდ გამიშალა სუფრა, გემრიელად დამანაყრა. მერე ტანსაცმელი დამიუთოვა, გამომპრანჭა და ისე, რომ მადლობა არც კი მითქვია სიბრაზის მიუხედავად რომ ზრუნავდა ჩემზე, გავიჯახუნე კარი და წავედი.
ის ღამეც არ მივედი სახლში. ჩემს ძმაკაცს ქალები ყავდა მოყვანილი და გვარიანად გავერთეთ. იმდენი დავცეცხლე, თავი მასკდებოდა დილით. ჯიბეში კი კაპიკიანიც აღარ მიჩხაოდა, რომ ერთი ბოთლი ბორჯომი მეყიდა და გამოვსულიყავი პახმელიაზე. ზლაზვნით წამოვდექი და რის ვაი-ვაგლახით წავბანცალდი სახლში.
ლოლა ისევ ნამტირალევი თვალებით გაბუტული დამიხვდა. ეზოში იყო და გვიდა. არც კი შემოუხედია ჩემთვის.
_კიტრის მწნილი მინდა, არ გვაქვს?_გამომწვევად ჩამოვუდექი წინ.
_წუხელ სადაც იყავი, იქ არ ქონდათ?_წყრომით მკითხა.
თითქოს ნაჩვევი ვიყავი, რომ საყვედური არ უნდა ეთქვა ჩემთვის და ძალიან ვითაკილე.
_ნერვი არ ამიშალო ახლა, ისედაც თავი მტკივა.
_ხო და რაღას მორბოდი, დარჩენილიყავი იქ, სადაც იყავი. თუ ადგილი აღარ ქონდათ და ვეღარ დაგიტოვეს?_გამჭოლი მზერა მომაპყრო.
გავბრაზდი.
_შენ ცოტა ზედმეტები რომ მოგდის უკვე ატყობ?_ვუყვირე.
_ზედმეტები შენ არ მოგდის სახლში შემოსვლა რომ აღარ გინდა?_შევატყე რომ ხმა უკანკალებდა უკვე და საცაა ტირილს დაიწყებდა.
ხმაურზე დედაჩემმა გამოიხედა თავისი საძინებლიდან.
_რა გაყვირებს გოგო, რა ისტერიკებს აწყობ?_ლოლას შეუტია ჩემმა დამქაშმა და მოქომაგემ. როგორ თუ მაგის ნალოლიავებელ გოგალოს ცოლმა საყვედური უთხრა და გაუწყრა._მეზობლებს რას აგებინებ? კაცია, მაშ როგორ გინდა, სულ სახლში ხომ არ დაგიჯდება?
მესიამოვნა მისი მხარდაჭერა. მე ხომ კაცი ვიყავი და მეტი უპირატესობა მქონდა ოჯახში?
ლოლამ წყენით შეხედა დედამთილს. თქმით კი არაფერი უთქვია. ვერ გაუბედა ალბათ და ისევ დაგვა განავრძო. მე კი საძინებელში შევედი, ტანსაცმლიანივე წავპირქვავდი და მადიანი ფშვინვა ამოვუშვი. გვარიანად გამოვიძინე და როცა გავიღვიძე, შუადღე უკვე გადასული იყო. ლოლას წელზე შალი შემოერტყა და ტაშტში თავჩახრილი სარეცხს რეცხავდა.
_რა ციგანივით შემოგიჭერია ეგ შალი?_ვუსაყვედურე._ცოტა ახალგაზრდობა გეტყობოდეს._ხელი წავატანე მოსახსნელად, მაგრამ გამიძალიანდა და არ მომახსნევინა.
_წელი მტკივა, შემეშვი.
_ეგ შალი გშველის ვითომ?_უნდობლად შევხედე.
_ცოტას კი._მითხრა და ისევ სარეცხის ჭეჭყვა განაგრძო.
_წამო, მაჭამე რამე, მშია._ჩემი წილი ყურადღება მოვითხოვე ისევ.
_გაზზე დგას ქვაბით საჭმელი და დაისხი, მე ხომ მხედავ რომ არ მცალია?_წყრომით ამომხედა.
_წამო, მაჭამე და მერე გააგრძელე._ხმას რომ ავუწიე, ხელები გადაიბანა და უკმაყოფილო სახით გამომყვა.
მაგიდას მივუჯექი და დაველოდე როდის გამიწყობდა ჩემი ცოლი სუფრას და მომართმევდა საჭმელს. მერე კი ისევ სარეცხის დასარეცხად წავიდა.
გემრიელად რომ დავნაყრდი, მერე ბირჟაზე გავედი.
_ვაა, გოგა? სად დაიკარგე ბრატ, რომ აღარ ჩანხარ?_გაუკვირდა ჩემს მეზობელ ლერის, რომელიც ციხიდან სულ რაღაც ერთი თვის გამოსული იყო და უბანში "პალაჟენიებს"ალაგებდა.
_რავი, ძმა, საქმეები მქონდა._მის გამოწვდილ მარჯვენას ჩემი შევაგებე და ღონივრად ჩამოვართვი.
_ამ საღამოს გცალია? არ დამეკარგო. მწყერი მოვინადირეთ ბიჭებმა და უნდა ვიქეიფოთ. თან, გივია და ოთარა უნდა შევარიგოთ.
_აუ, წუხელაც გავსკდი და ამაღამ აღარ მინდა დალევა. ძმურში, გამიგე რა._ავწუწუნდი.
_არაუშავს, ნუ დალევ. შენ მარტო მწყერი ჭამე და საქმის გარჩევას დაესწარი. გელოდები იცოდე, არ დამაღალატო.
მართლა არ მინდოდა დალევა, წუხანდელი სიმთვრალე ისევ მომყვებოდა, მაგრამ წაუსვლელობაც არ ივარგებდა, (მე ხომ ყველა საქმეში ვყოფდი ცხვირს და ყველას მამიდა ვიყავი?) იქ მისული კი დალევის გარეშე რომ არ გავჩერდებოდი, ცხადი იყო.
ცოტა ხანს ბირჟაზე დავეყუდე, სიგარეტიც გავაბოლე. ამვლელ-ჩამვლელი გოგოები მუშტრის თვალით ვათვალიერე და მერე კი, ლერის მივაკითხე სახლში. ჩემი ვარაუდი გამართლდა, იმდენი დავლიე, გონზე აღარ ვიყავი. სახლში როგორ მივედი, არ მახსოვს. ის კი მახსოვს, რომ ლოლას მშვიდად ეძინა და გამებრაზა, რატო არ მელოდებოდა როგორც ცოლს შეეფერებოდა. იმდენი ვქენი, მაინც გავაღვიძე. (ტანსაცმლის დახდა ხომ მინდოდა არა?)
რისვაი-ვაგლახით დამხადა ტალახიანი ფეხსაცმელები, ნასკებიც, ტანსაცმელი კი ვეღარ გამაძრო და ისევე მივწექი და მივიძინე. შუაღამეზე შარდის ბუშტმა რომ შემაწუხა და გავიღვიძე, მისი ჩუმი სლუკუნი შემომესმა. შუქი ავანთე და გაკვირვებულმა დავხედე.
_რა გატირებს? გტკივა რამე?_საწოლის კიდეზე ჩამოვუჯექი და საბანი ცოტა გადავხადე, რადგან შიგ ქონდა თავი ჩაყოფილი. რაც არ უნდა ყოფილიყო, ორსულად იყო და მუცლით ჩემს შვილს ატარებდა. შემეშინდა, მუცელი ხომ არ სტკიოდა.
_ვეღარ ვიძინებ._ამოისლუკუნა და ცრემლიანი შავი თვალები საცოდავად შემომანათა.
_რა?_თითქოს ყურებს არ დავუჯერე.
_დაძინება მინდა და ვერ ვიძინებ.
_მაგის გამო ღრიალებ მერე?_გავუბრაზდი._მეც არ ვთქვი რამე სერიოზული გაწუხებდა. თვალები დახუჭე და დაგეძინება, რას ვერ იძინებ? აღარ გავიგო შენი ხმა._ისევ გადავაფარე საბანი და საპირფარეშოში გავედი.
იქიდან მობრუნებულს ბალიშზე არ მქონდა თავი დადებული, რომ ისევ ფშვინვა ამოვუშვი. ძილი ყოველთვის გუდით მეკიდა დედაჩემივით. ქვეყანა რომ დაქცეულიყო, მთავარია ბალიშზე დაგვედო თავი და უკვე გვეძინა. ამიტომ ვერ წარმომედგინა ის, რომ შეიძლებოდა ადამიანს ძილი სდომებოდა და ვერ დაეძინა.
დილით თვალები რომ გავახილე, ლოლა ხალათმოცმული იჯდა საწოლზე და უაზროდ გაჰყურებდა ფანჯრიდან სივრცეს. ხელი მოვხვიე და საწოლში შემოვიწვინე. არ გამძალიანებია. თუმცა აშკარად ეტყობოდა, რომ არ სიამოვნებდა ჩემი ხვევნა-კოცნა. ამოღამებული თვალები ქონდა, ეტყობა რომ წუხელ მართლა ვერ დაიძინა. ურეაქციოდ იწვა თვალებდახუჭული სანამ ჩემს საქმეს მოვამთავრებდი და მერე კი დავინახე, რომ ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე.
_რა გატირებს?_გავუბრაზდი._მაშ რა გეგონა რომ თხოვდებოდი?_დედაჩემის სიტყვები გავიმეორე და ავდექი._შენ არ დგები? ყავა დამალევინე.
უსიტყვოდ წამოდგა. ისევ ხალათი მოიცვა და ყავის მოსადუღებლად გავიდა. თვალი გავაყოლე. მშვენიერი გოგო კი იყო, მაგრამ სულ მუდამ სევდიანი, უკმაყოფილო და ნამტირალევი იყო. რა არ მოსწონდა ვერ ვხვდებოდი. ქალების ხვედრი ხომ ეგ იყო? დაიბადებოდა მაშინ კაცად და დომინანტი ეგ იქნებოდა.
საძინებლიდან რომ გავედი, ყავა უკვე მოდუღებული ქონდა და ჩემთან მოჰქონდა.
_იყოს მანდ დავლევ. შენ არ სვამ?_გამიკვირდა მარტო ერთი ფინჯანი რომ ქონდა მოდუღებული.
_არ მინდა, ღამით ისედაც ვერ ვიძინებ...
_ოო, ნეტა მაგ ცრუ რწმენების არ გჯეროდეს რა._ვუსაყვედურე.
_ყველა შენი და დედაშენისნაირი ვერ იქნება, რომ ყავა არ ჭრიდეს მათზე._წყრომით მითხრა და საძინებელში გავიდა.
დედაჩემის ხსენება არ მომეწონა და გავბრაზდი. რა შუაში იყო აქ დედაჩემი? რამოდენიმე ყლუპი მოვსვი და გაგულისებული შევეჭერი ოთახში. პერანგს იხდიდა. მისი შიშველი, უკვე წამოზრდილი მუცელი რომ დავინახე, გადამავიწყდა რისთვის შევედი. მოჯადოებულივით შევყურებდი. მას კი შერცხვა და მაშინვე ხალათი მოიცვა.
გამეცინა.
_მთელი ღამე ჩემს გვერდით წევხარ და მაინც გრცხვენია ჩემი?
_ღამე ბნელა._დამორცხვებულმა ამომხედა და ხალათის გულისპირი საგულდაგულოდ დაიფარა.
_ნეტა სულელი არ იყო რა._ისევ გამეცინა და ჩემს ყავას მივუბრუნდი.
სანამ მე ყავას ვსვამდი და ტელეფონში ნარდს ვთამაშობდი, ლოლამ ჩაცმა მოასწრო, ქათმებსაც და ღორსაც აჭამა. აივანი გადაგავა. წუხანდელი ჭურჭელი დარეცხა. მერე კი, დედაჩემიც რომ ადგა, სუფრა გააწყო. თვითონ ბევრი არაფერი უჭამია. ერთი-ორი ლუკმა შეჭამა თუ არა, წამოხტა და გარეთ გავარდა. მივხვდი აღებინებდა.
_როდემდე უნდა ეკიდოს ასე თავდაყირა, საშველი არაფერია?_დედაჩემს ვკითხე._ცოდოა, ვერაფერი უჭამია.
_მეც მაგ დღეში ვიყავი შენზე. მე ცოდო არ ვიყავი?_ისე გამომხედა, რომ თავი დამნაშავედ უნდა მეგრძნო უეჭველი.
_წადი, მიხედე მაინც, ან წყალი გაუტანე...
_მე რა უნდა მივხედო?_შეიცხადა._ ცოლი შენია, ბავშვი შენია, წადი და მიხედე.
არც მე გავედი და არ მივხედე, რადგან ვიცოდი, რომ მეც წამომაზიდებდა და ადგილიდან არ დავძრულვარ. გემრიელად და მშვიდად განვაგრძეთ ნადიმი დედა-შვილმა. კუჭი რომ ამოვიტრიალე და ასე ვთქვათ გავსკდი, გარეთ გავედი. ლოლა კიბეზე იჯდა ღონემიხდილი და მისავათებული. ფერმკრთალ სახეზე წყლის წვეთები ქონდა, ალბათ სახე მოიბანა.
_როგორ ხარ?_გვერდით მივუჯექი. თავი თითქოს დამნაშავედ ვიგრძენი რომ ჩემი შვილის გამო იტანჯებოდა ასე.
_არამიშავს.
დედაჩემიც რომ გამოვიდა, თითქოს სიბრაზით შემოგვხედა გვერდიგვერდ რომ ვისხედით.
_კატა არ ახტეს მაგიდაზე, მე დალისთან უნდა ავიდე._ეს თქვა და მეზობელთან გავიდა.
ლოლას ცოტა გაუჭირდა ადგომა, მაგრამ მაინც უსიტყვოდ ადგა და სუფრის ალაგებას შეუდგა. მე ისევ მთელი დღე ბირჟაზე დავაღამე. ხან ჯოკერი ვითამაშეთ, ხან ნარდი. სხვა დღეებთან შედარებით ადრე დაიშალნენ ბიჭები. უაზროდ ვიწრიალე, მაგრამ ჩემთვის აშკარად არ სცხელოდა, ყველას რაღაც საქმე ქონდა გამოჩენილი და მეც მეტი რა გზა მქონდა, შედარებით ადრე და თან რაც ისტორიაში ჩასაწერი იყო, ფხიზელი დავბრუნდი სახლში. დედაჩემი შუა ეზოში გაგანებდა. მომერიდა, უბანში მეორე სახლამდე გამოდიოდა მისი ხმა. მეგონა, როგორც ყოველთვის მამაჩემს ეჩხუბებოდა. ფეხს ავუმარდე, რომ მივსულიყავი, გამეშველებინა და ცოტათი მაინც გამეჩუმებინა.
_რა მოხდა მერე შე ქალო, მაგაზე განგაში რომ არ ატეხო?_ამშვიდებდა მამაჩემი ეზოში რომ შევედი.
_როგორ თუ რა, მე ცუდად ვარ, წამლებს ვიკლებ და ეგ კიდე კაკა-კუკებს ყიდულობს._არ ცხრებოდა დედაჩემი.
_რა მოგივიდა, რა ქვეყანა შეყარე, იცი სად გამოდიოდა შენი ხმა?_მეც ვუსაყვედურე.
_მართლა შორს გამოდიოდა?_გამომაჯავრა გაავებულმა._ეგ შენ ცოლს უთხარი, რომ ნუ მაყვირებს.
_რა მოხდა?_ახლა მამაჩემს მივუბრუნდი, რადგან მივხვდი რომ დედაჩემი არაფერს მეტყოდა.
_ლოლა აფთიაქში გაუგზავნია წამლებზე. იმას კიდე ხურდა რომ მორჩენია, შოკოლადი უყიდია თავისთვის და იმაზე გიჟდება.
_რას ამბობ ქალო, ხურდებზე ატეხე მაგხელა წიოკი?_გავუბრაზდი.
_მომე აბა ეგ ხურდები, გააქ?_ხელი გამომიშვირა._მე ფულს ვზოგავ, წამლებს ვიკლებ და ეგ კიდევ თავისი მუცლისთვის ხარჯავს?
მივხვდი რომ ამას ვერაფერს შევასმენდი და ისევ ლოლა მოვიკითხე.
_ბაღჩაში გავიდა._მამაჩემმა რომ მითხრა, მეც იქით გავეშურე.
ლოლა მართლაც იქ იყო. კარალიოკის ხის ქვეშ ჩაცუცქულიყო და თავი ხელებში ჩაერგო. ჩემი ფეხის ხმა რომ გაიგო, შიშით შემომხედა. ალბათ ეგონა, რომ მეც უნდა მეჩხუბა და საცოდავად ამოისლუკუნა.
_ბოდიში, არ მეგონა თუ მასე გაბრაზდებოდა. დედაჩემს გამოვართმევ ფულს და მივცემ.
_ნუ სულელობ რაღაცას, რა ფული უნდა გამოართვა დედაშენს? ადექი, გაცივდები. წამოდი სახლში._ხელი წავაშველე.
ლოლა რომ წამოვაყენე და ეზოში გავედით, დედაჩემი კიბეზე იჯდა და მამაჩემი გაზეთს უნიავებდა.
_რა მოგივიდა?_ცოტა შევშფოთდი მისი ავადმყოფობის ამბავი რომ ვიცოდი, ლოლას ხელი გავუშვი და მასთან მივედი.
_ცუდად ვარ, მიშველე._ეს თქვა და მაღალ ხმაზე დაიწყო სუნთქვა.
_სასწრაფოს დავურეკო?_ტელეფონი დავაძრე ჯიბიდან.
_არ მინდა, ჩემს წამლებში კორსიზია და გამომიტანე.
სანამ მე წავიდოდი წამლის გამოსატანად, ლოლა გაიქცა და გამოარბენინა. თუმცა დედაჩემამდე ვეღარ მიაღწია. წამიერად გაჩერდა და ჩაიკეცა.
_უყურე ერთი როგორ სიაფანდობს.
დედაჩემის რეპლიკისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან დავინახე როგორ მოწყვეტით დაეცა და ასე არავინ სიაფანდობს. მასთან მივირბინე, მართლა არ იყო გონზე. ერთი-ორჯერ წამოვარტყი კიდეც ლოყაზე, მაგრამ რომ არაფერი, ხელში ბუმბულივით მსუბუქად ავიტაცე და აივანზე ტახტზე დავაწვინე. მაშინვე მეზობელს დავურეკე, რომ მანქანა მჭირდებოდა
_მაგასაც ეგ არ უნდა, რომ თავის ჭკუაზე გათამაშოს?_უკმაყოფილოდ მომაძახა დედაჩემმა და წუთის წინ რომ ცუდად იყო, ახლა უცბად წამოხტა და თავის ოთახში შევიდა.
_უჩემოდ არ წახვიდე იცოდე, გამოვიცვლი და გამოგყვები._თან მომაძახა.
სანამ ოთარა მანქანით ჩამოვიდოდა, ლოლა გონზე მოვიდა. არ მინდა ექიმთან წამოსვლაო კი მითხრა, მაგრამ მე მაინც წავიყვანე. ცოტა არ იყოს, მეშინოდა მისი ორსულობის გამო.
მთელი გზა ხმა არ ამოუღია. უბრალოდ მინა ქონდა ჩაწეული და ნიავს უშვერდა შუბლს, ალბათ ცუდად რომ არ გამხდარიყო.
საავადმყოფოში მორიგე ექიმები დაგვხვდნენ. გასინჯეს, ანალიზები აუღეს და გამომიცხადეს, რომ სამი-ოთხი დღე დააწვენდნენ, რადგან დაბალი ჰემოგლობინი ქონდა და გადასხმები იყო საჭირო.
_მთელი ცხოვრება დაბალი გემოგლობინი მაქვს მაგრამ არ ვკვდები._გააპროტესტა დედაჩემმა ლოლას საავადმყოფოში დატოვება.
_თქვენ ორსულად ხართ ქალბატონო?_მკაცრად შეხედა ახალგაზრდა ექიმმა.
_მაინც და მაინც ორსულად უნდა ვიყო, რომ დაბალი მქონდეს გემოგლობინი?_სათავისოდ ეწყინა დედაჩემს.
_მისმინეთ ქალბატონო, ორსული ქალის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ თვითონ ყველაფერს იკლებს და შვილს გადასცემს ყველაფერს. ისედაც განახევრებული ჰემოგლობინი აქვს და იმასაც შვილს უზიარებს, გამოდის თვითონ ნოლზე რჩება... არ იკვებება ჯეროვნად?_ახლა მე მომიბრუნდა, რადგან მიხვდა რომ დედაჩემთან ლაპარაკს აზრი არ ქონდა._თქვენ მეუღლე ხართ ხომ? საჭმელს არ ჭამს საერთოდ თქვენი მეუღლე? მაგის ისტორიას გადავხედე და იმის მაგივრად რომ ორსულმა წონაში მოიმატოს, პირიქით, კლებაშია წასული.
_კი ჭამს მაგრამ, თავდაყირა კიდია...._დამნაშავესავით ჩავიბურდღუნე.
_მერე და ხომ შეიძლება მიიღოს ღებინების შესაჩერებელი აბები?.. ცოლი თუ არ გადარდებს, შენს შვილზე მაინც ხომ უნდა ფიქრობდე?_ისეთი თვალებით მიმზერდა, სად ჩავმძვრალიყავი არ ვიცოდი._კონსულტაციებზე რომ დადის და ექიმი დანიშნულებას უწერს, იღებს რამეს?
_ორსულ ქალმა როგორ შეიძლება წამლები მიიღოს?_დედაჩემმაც გამოაჩინა თავისი ცოდნა._ბავშვზე არ იმოქმედებს?
_იმიტომაც დადის კონსულტაციაზე, რომ ექიმმა დაუნიშნოს რა შეიძლება და რა არა. ისეთი ანალიზები აქვს, ფეხზე როგორ დგას ეს საოდავი მიკვირს._ნერვიულად ააკაკუნა კალამი მაგიდაზე და ისევ ლოლას ანალიზებს გადაავლო თვალი._ეს დღეები აქ დარჩება. კვების გარდა ყველაფერი ჩვენი იქნება. ახლა ჩამოგიწერთ რა საკვები შეიძლება ჭამოს და თქვენ შეგიძლიათ წაბრძანდეთ, საჭირო აღარ ხართ, ჩვენ მივხედავთ.
ექიმის ჩამოწერილი ფურცელი დაუდევრად ჩავიჭყუნე ჯიბეში და ოთარასთან გავედი, რომ მანქანით მაღაზიაში გავეყვანე.
დედაჩემიც უკან მომყვა. თუმცა, მაღაზიაში არ გადმოსულა, ფული მომცა და მარტო მე გადავედი. ვაშლი, ბანანი, ხაჭო, რძე, არაჟანი, შავი პური და შოკოლადები ვუყიდე.
საავადმყოფოში რომ დავბრუნდით, იქაც მე გადავედი. ექიმს ვთხოვე, მე თვითონ ავუტან და ვნახავ თუ შეიძლება-მეთქი და თანხმობა რომ მითხრა, სიხარულით ავირბინე ორ-ორი საფეხური. პალატაში შესული რომ დამინახა, სევდიანად შემომხედა. თეთრ ლოგინში უფრო გადაფითრებული მეჩვენა თითქოს.
_აქ მტოვებენ რამოდენიმე დღით.
_ვიცი. არაუშავს. აი, საჭმელები მოგიტანე. კარგად უნდა იკვებოსო.
უწადინოდ ჩამომართვა პარკი და ჩაიჭყიტა. შოკოლადებს რომ მოჰკრა თვალი, სახე გაუნათდა.
_შოკოლადები მომიტანე?_ბავშვური მიამიტური ღიმილი აუთამაშდა სახეზე. თან თვალები აახამხამა ჩქარჩქარა, რომ მოწოლილი ცრემლი შეეკავებინა ალბათ.
ისეთი საყვარელი იყო, თვალი ვეღარ მოვწყვიტე.
_მადლობა._ეს მითხრა და ლოყაზე ნაზად მაკოცა.
რაღაც შემიტოკდა თითქოს გულში. ავღელდი კიდეც. მაგრამ არ მინდოდა რომ შეემჩნია, სასწრაფოდ დავემშვიდობე და პალატიდან ელდანაკრავივით გამოვვარდი.
მთელი ღამე ძილ-ღვიძილში გავატარე. ცარიელ საწოლში მიჭირდა წოლა. რაღაც მაკლდა თითქოს და ეს რაღაც ლოლა იყო. მართალია მთელი ღამე შფოთავდა და წრიალებდა საწოლში. ვერ ისვენებდა და ვერ იძინებდა, მეც მიფრთხობდა ძილს, მაგრამ მაინც მეკლდა. დედაჩემი სულ იმას მეჩიჩინებოდა, თავზე არ წამოისვა, თავის ადგილი მიუჩინეო. მთლად დედაჩემის დარიგებასაც არ ვითვალისწინებდი, უბრალოდ, არ მინდოდა როგორც თვითონ ეჯდა მამაჩემს კისერზე და ყველა ხარჯებსა და საქმეებს ის განაგებდა, ლოლა მეც ასე მომქცეოდა. მიტომაც ვიყავი მასთან ყოველთვის უხეში და მკაცრი. თან, სიმართლე ვთქვა, ასე ვიყავი აღზრდილი, რომ ჯერ თავო და თავოო. უბრალო წაკინკლავებაზევე დედაჩემი გვერდში მედგა. ფერებ-ჭრელობით გაზრდილ შვილს დააჩაგვრინებდა ვითომ სხვის შვილს? თან, ვატყობდი, რომ ეგოისტობის მომენტებიც ხშირად ქონდა. არ უნდოდა ჩემი თავის ლოლასთან გაყოფა. ნეტა ლოლა რისთვის მითმენდა და იტანდდა ამდენს, ვუყვარდი ვითომ?
დილით, საუზმობისას რომ განვაცხადე, შუადღისთვის ლოლასთან ვაპირებდი ასვლას, დედაჩემმა მოიწუწუნა:
_სად არის მაგდენი ფული, შენ წამდაუწუმ ირბინო იქ?
_რას ამბობ სონო? ის ათქმევინე ხალხს, რომ უპატრონოდ მიაგდესო._გაუბრაზდა მამაჩემი._მაგაზე მეტი სირცხვილი?
_დედა არა ყავს? მიხედოს იმ ქალბატონმა, პირველი შვილი იმის ვალდებულება არ არის?
_ახლა იმას გააგებინე, რომ უჭმელობით დასუსტდა.
_მერე და ვინ არ აჭმევდა? დაკეტილში მქონდა საჭმელი? თვითონ ვერ ირგებდა და რა ჩემი ბრალია?_ჩემსავით თავის გამტყუნება არ უნდოდა დედაჩემს.
_თუ კი ეხლა მიხედავენ ექიმები, თავიდანვე მიგვექცივნა ყურადღება...
_მერე, ამდენ წამლებით რომ გაჭყეპავენ ის ძალათ ექიმები, ბავშვზე არ იმოქმედებს? თუ ნორმალური დაიბადება ის ბავშვი ნახავთ, თქვენც აქა ხართ და მეც.
_ექიმებმა უკეთესად არ იციან რა სჭირდება და რა არა?_გაბრაზებულმა მამაჩემნა კოვზი გამეტებით დააგდო მაგიდაზე._მიეცი ბიჭს ფული, რომ რამე უყიდოს და აუტანოს.
_მე ჩემთვის ვერ გამიმეტებია ფული, რომ ნორმალურ ექიმთან წავიდე და გამოკვლევები გავიკეთო. იმას კიდე ზედ ევლებით. არა და დედა სად ყავს, თავს რომ არ იწუხებს?
_მაინც უნდა მათქმევინო არა? დედაშენმა შეიწუხა თავი გოგაზე?
ამ კითხვაზე არგუმენტი რომ გამოელია დედაჩემს, ბუტბუტით წამოდგა და გაგულისებული გავიდა თავის საძინებელში. იქიდან დაბრუნებულმა კი ფული დამიყარა უკმაყოფილო სახით მაგიდაზე და ისევ გავიდა. თან, მამაჩემს მიაძახა გამწარებულმა.
_შენ ხომ ჭამ გემრიელად არა? ჭამე...
_შენც ჭამე, ვინ დაგიშალა?
მაგრამ დედაჩემს უკვე აღარაფერი ესმოდა. პირველად მივხვდი ამ ხნის მანძილზე, რომ ახალი წევრისადმი ყურადღება არ სიამოვნებდა, რადგან სადავეების დათმობა არ უნდოდა და უნდოდა რომ ნომერ პირველი ისევ თვითონ ყოფილიყო და მის გარშემო ებრუნა სამყაროს. პირველად გამიელვა თავში რომ უსამართლოდ ექცეოდა ლოლას, მაგრამ წამიერად, ამაზე დიდხანს არ მიფიქრია, ფული წამოვკრიფე, ჯიბეში ჩავიჭყუნე და წასასვლელად მოვემზადე. სანამ წავიდოდი, ყოველიშემთხვევისთვის ლოლას დავურეკე.
_წამოსვლას ვაპირებ და რამე ხომ არ გინდა სახლიდან გამოგიყოლო?
ერთხანს გაჩუმდა, მერე კი მორიდებით მითხრა სადაც ელაგა თავისი საცვლები, პერანგი, ხალათი და ეგენი გამომიყოლეო მთხოვა. დედაჩემისთვის თქმას აზრი არ ქონდა, ერეკლეს ჭკუაზე იყო უკვე და ისევ მე მოვნახე ყველაფერი, პარკში ჩავულაგე და წავედი. ისევ ოთარას წავაყვანინე მანქანით თავი. გაჩერებაზე დგომა ნამდვილად მეთაკილებოდა. ეგ კი არა, ისიც მეპაზორებოდა თითქოს, რომ ცოლს ვაკითხავდი სამშობიაროში. თითქოს დედაჩემს ვეთანხმებოდი, რომ დედამისს უნდა მიექცია მისთვის ყურადღება და არა მე. კონსულტაციებზეც არასდროს გავყოლილვარ. მე ხომ გავაკეთე ის ბავშვი და ახლა დანარჩენი თვითონ უნდა მიეხედა და ეზრუნა მასზე. მაღაზიიდან ისევ დავხვეტე სურსათი და საავადმყოფოში მივედი. ნახვით ვერ ვნახე, რადგან გადასხმას უკეთებდნენ და არ შემიშვეს. საათნახევარში მორჩებაო. ამ ხნის მანძილზე იქ ყურყუტს ნამდვილად არ ვაპირებდი. ექთანს გადავეცი ყველაფერი და კიბეებზე სირბილით დავეშვი. რად მრცხვენოდა და რად მეთაკილებოდა ცოლის პატივისცემა, არ ვიცი. ალბათ, ნაწილობრივ დედაჩემის დამოძღვრის ბრალიც იყო. ნუ, ეხლა, მთლად მასაც ვერ დავაბრალებ ყველაფერს, მე თვითონ ვიყავი იდიოტი!
პირდაპირ სახლში არ დავბრუნებულვარ. დედაჩემის მოცემული ფულიდან გვარიანად მომრჩა თანხა და ბირჟაზე ლუდი და ლუდის მარილიანი თევზი ვუკისრე ბიჭებს. საკმაოდ გამოვთვერი და გვიან ღამით დავბრუნდი სახლში. ისევ სიცარიელე ვიგრძენი ლოლას არყოფნის გამო ოთახში კი არა, გულში. მარტო ფეხსაცმელები გავიძრე და ტანსაცმლიანივე მივწექი. გამახსენდა, მისი სიხარულით გაცისკროვნებული თვალები, შოკოლადების დანახვისას და გამეღიმა. თუმცა წამიერად, ისევ თინიკოზე დავიწყე ფიქრი და იმის გაგება დავისახე მიზნად, რომელ კაფეში მუშაობდა, რომ მივსულიყავი და მენახა.
*******************
ზუსტად ერთი კვირა გააჩერეს ლოლა საავადმყოფოში. ხან მე ვაკითხავდი, ხან დედამისი და მიგვქონდა საკვები. გამოსაცვლელებს კი დედას ატანდა და ის ურეცხავდა და ისევ მიქონდა. ცოტა რომ მომჯობინდა, ისევ ოთარას მანქანით წამოვიყვანეთ სახლში. დაიწყო ისევ ისეთი ჩვეულებრივი დღეები, მე მთელ დღეს ბირჟაზე ვეგდე ძმა-ბიჭებში და მამაჩემის ოფლით და ჯანით ნაშოვნ ფულს მათ ვაჭმევდი და თავს ვიწონებდი ამით. თითქმის ყოველ საღამო ისევ მთვრალი მივდიოდი სახლში. მართალია გადამწვარი არა, მაგრამ მაინც. ერთ ხანს მეცოდებოდა ლოლა და ისე მივდიოდი, არ ვაღვიძებდი. მერე და მერე კი ისევ ძველებური გავუბერე. მთლად დედაჩემს არ მინდა დავაბრალო ყველაფერი, მაგრამ ის მეჩიჩინებოდა ყოველთვის, რანაირი ცოლია, იქნებ რა გემთხვევა გარეთ გასულს და არ უნდა გელოდებოდეს, მაშინვე საწოლში რომ შეწვება ხოლმეო? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მეც მეტი არ მინდოდა, ცოლი რისა იყო, ქმარს არ დამლოდებოდა და უჩემოდ დაეძინა? ხო და ისე მოვდიოდი, რომ ვაღვიძებდი, ცოტას ვეჩხუბებოდი კიდეც. მერე მე ტკბილად ვიძინებდი და სულ არ მედარდებოდა ლოლა რომ ვეღარ იძინებდა და მთელი ღამე წრიალებდა საწოლში.
ზაფხულის დადგომისას კი კლასელებმა გადაწყვიტეს სკოლის დამთავრებიდან ორი წლისთავი აგვეღნიშნა და აფსოლიტურად ყველა უნდა ყოფილიყო თავიაანთი ცოლებით თუ ქმრებით. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ თინიკოც იქ იქნებოდა. მაშინვე გავქანდი სავაჭროდ და მშვენიერი ზმანები ვიყიდე, რომ თავი მომეწონებინა. იმ ზაფხულს ჩემი ბიძაშვილი ლიზი ჩვენთან ისვენებდა და უნდა ვთქვა, რომ ლოლასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდა. რაც ერთ-ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო კიდევ დედაჩემისთვის.
_შენ რომ გამოიპრანჭე და ჩაიშმოტკე, შენ ცოლს არაფერი უნდა?_მისაყვედურა ლიზიმ, სარკის წინ რომ ვტრიალებდი და ჩემს ორეულს კმაყოფილი ვუმზერდი.
_ჩემ ცოლს?_თითქოს მაშინ გავაცნობიერე, რომ ცოლი მყავდა და მასაც უნდოდა რამე.
_ხო, რა პირღია შემომყურებ, ძველი ტანსაცმლით რომ გამოგყვება, შენი სირცხვილი არ იქნება?
_მშვენიერი კაბა ვაჩუქე და ჩაიცვას ის. მეტი რა საჭიროა?_ჩემსავით გაუკვირდა დედაჩემს.
_რას ამბობ ბიცოლ. შენი ნაქონი კაბა უნდა ჩააცვათ რძალს ბანკეტზე?_შეიცხადა ლიზიმ._სირცხვილი არ არის?
_ზედ აწერია, რომ ჩემი ნაქონია?_გაწიწმატდა დედაჩემი._თუ არა და ერთხელ მეცვა, მეტჯერ ხომ არა?
_ახალგაზრდაა და მას თავისი სტილი უნდა._მერე მე მომიბრუნდა._სხვისი ცოლები რომ გამოპრანჭულები იქნებიან, შენი ცოლი რატომ უნდა მოგდევდეს გვერდში მათხოვარივით? მომეცი ფული და მე გავყვები სავაჭროდ._თან ხელი გამომიშვირა.
ლიზის სიტყვები გულზე მომხვდა. მართლა ჩემი სირცხვილი იქნებოდა ლოლას დედაჩემის ძველმოდური კაბით წამოსვლა და დედაჩემს მივუბრუნდი.
_მიეცი ფული. მე კი ოთარას ვეტყვი რომ წაიყვანოთ.
_ნეტა რა ფულს მაგულებ ერთი ვიცოდე. არ შეიძლება, რომ ამ ზედმეტ ხარჯებს მოერიდო?_აბუზღუნდა კი, მაგრამ მაინც გამოუტანა ლიზის ფული. ოთარა შევიპირე, რომ ბაზრობაზე წაეყვანა ლოლა და ლიზი და მე კი ბურჟაზე ვიყიალე ისევ.
საღამოთი ისევ მთვრალი მივედი და არც კი დავინტერესებულვარ რა ივაჭრეს გოგოებმა. დილით დედაჩემმა გამომიძახა თავის ოთახში და რეჩი წამიკითხა.
_ნახე რა კაბა იყიდა? იმ კაბაში ჩაცმული უნდა მოიყენო გვერდში? ლიზი თავის ყაიდაზე გადაიყვანს და შენ რომ თავზე დაგაჯდება, გაიგებ მერე.
_რა კაბა იყიდა მაგისთანა?_ცოტა შევფიქრიანდი.
_ვიწროა და ყველა ნაკვთი აშკარად უჩანს. სირცხვილი არ არის?
წარმოვიდგინე, რომ ლიზისნაირად გამომწვევი და თამამად ჩაცმული იქნებოდა ჩემი ცოლი ჩემს გვერდით და გავბრაზდი. გაცეცხლებული გამოვვარდი იქიდან და ლოლასთან შევვარდი ოთახში, რომ მეთქვა, მაგ კაბას არ ჩაიცმევ-მეთქი, მაგრამ საკიდზე ჩამოკიდული მოკრძალებული კაბა რომ დავინახე, მივხვდი, რომ საგანგაშო არაფერი იყო, უბრალოდ დედაჩემი აზვიადებდა როგორც ყოველთვის და გადავიფიქრე.
_მე უნდა გავიდე. საღამოსთვის მზად იყავი, გამოგივლი და წაგიყვან._ეს ვუთხარი მხოლოდ და კლასელებთან გავედი რესტორნის დაჯავშნის და მუსიკის თაობაზე სალაპარაკოდ. უფრო იმიტომ, რომ გამეგო, თინიკოც იყო თუ არა თბილისიდან ჩამოსული. მართალია პირადად თინიკო ვერ მოვიკითხე, მაგრამ ის რომ გავიგე, აფსოლიტურად ყველანი ვიქნებოდით ცოლებიან-ქმრებიანად, მაგანაც დამაკმაყოფილა.
_ვაა, გოგლა, მოგხდენია დანიშვნა, სიმპატიურად გამოიყურები._შემაქო ირმამ და კმაყოფილმა თვალიც კი ჩამიკრა._დავაჟკაცებულხარ უფრო.
გამიხარდა კლასელის შექება, უფრო იმიტომ, რომ თინიკოსაც მოვეწონებოდი.
კარგა ხანს ვიყიალე იქ, ვითომ ძაან რამეს ვაკეთებდი. მინდოდა, ჩემი კლასელები გასათხოვარ გოგოების ტრანსპორტირებაზე რომ ზრუნავდნენ, ჩემს პირველ სიყვარულთან იქნებ მე წავსულიყავი და მომეყვანა. კაცი ბედიდ უნდა ცხოვრობდესო და მართლაც მე მერგო თინიკოსთან წასვლის და მოყვანის პატივი. (იმიტომ რომ ყველაზე უსაქმურად იმ მომენტში მე ვიდექი იქ). ჩემი კლასელი დათოს მანქანას შემოვახტი, რადგან თვითონ არ ეცალა და თინიკოს მოსაყვანადაც გავწიე გახარებულმა. სარკეში რამდენჯერმე შევათვალიერე ჩემი ორეული, მართლაც მშვენივრად გამოვიყურებოდი და თინიკოს ჭიშკართან გულისფანცქალით შევაჩერე მანქანა და გაბმული სიგნალი მივეცი. ხალათშემოცმულმა თინიკომ რომ გამომხედა, ლამის გული გამიჩერდა.
_ათ წუთში მზად ვიქნები რა, დამელოდე. თუ გინდა შემოდი._გაბუტული ბავშვივით გაბუშტა ტუჩები.
_არა, იყოს, აქ დაგელოდები._ მანქანაში დარჩენა ვარჩიე.
ზუსტად ნახევარი საათი მალოდინა. მოთმინება მღალატობდა უკვე, მაგრამ რომ გამოვიდა, სულ დამავიწყდა ყველაფერი. მუხლს ზემოთ ერთი მტკაველით მოკლე შავი ვიწრო კაბა ეცვა. გულისპირი ისე ქონდა მოღეღილი, ლამის მთლიანად მოუჩანდა ათქვირული ძუძუები. უკან წელი კი მთლიანად მოშიშვლებული ქონდა. თავი ძლივს შევიკავე რომ იქვე მანქანაში არ ვეძგერე და არ გადავაწვინე. შემატყო რომ დორბლმორეული მივჩერებოდი ალბათ, კეკლუცად გამიღიმა.
_ხომ არ დავიგვიანეთ?
_არა მგონია, ჯერ ეხლა მოდიან კლასელებიც.
რესტორნამდე უხმოდ ვიმგზავრეთ. მალულად ვუმზერდი ჩემს გვერდით მჯდარ ვულგარულად ჩაცმულ თინიკოს და ნერწყვს ვყლაპავდი. ეტყობა სოლარიუმში იყო გარუჯული., შოკოლადისფერი დაჰკრავდა ლამის და ჭკუიდან მშლიდა მისი ნახევრად შიშველი მოლაპლაპე სხეული. რესტორანში რომ მივედით, უკვე სუფრას უსხდებოდნენ კლასელები და მეც თინიკოს პირდაპირ მოვკალათდი, რომ მისთვის მეყურა.
_შენი ცოლი?_მხარზე მომიტყაპუნა ირმამ ხელი და გამომაფხიზლა._ლოლა არ მოდის?
მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ ცოლიც მყავდა. არა და თინიკო რომ მომყავდა, ჩემი სახლის წინ გამოვიარე, მაგრამ სულ არ გამხსენებია. გინდაც გამხსენებოდა მაინც არ წამოვიყვანდი.
_ჯერ არ იყო მზად და..._უნამუსოდ ვიცრუე.
_გია და იაც მოსასვლელები არიან და დავურეკავ მაშინ, რომ ისიც გამოაყოლონ._გამოსავალი ისევ თვითონ გამონახა და მეც შვებით ამოვისუნთქე.
მე შემოსასვლელთან ზურგით ვიჯექი. მართლა პირდაღებული შევყურებდი თინიკოს გარუჯულ მკერდს და სიგარეტს ვაბოლებდი. ვატყობდი რომ გრძნობდა ჩემს მზერას და კეკლუცად და გამომწვევად იქცეოდა, ისე, რომ მე ზედაც არ მიყურებდა და ეს უფრო მაღიზიანებდა. მოულოდნელად ყველას მზერა ერთი მიმართულებით რომ გაექცა და მოწონება და აღფრთოვანება ეწერა სახეზე, მეც ვინებე შეტრიალება და გია და ია დავინახე. მათთან ერთად კი შოკოლადისფერ ლამაზ კაბაში გამოპრანჭული ლამაზი ორსული ქალი. კაბა მუხლებს უფარავდა. გულისპირი დაფარული ქონდა, მაგრამ მისი სავსე მკერდი მაინც თვალსაჩინოდ ჩანდა. მუცელი კი ისე საყვარლად ქონდა გამობერილი, მოფერება მოგინდებოდა. შავი კულილები დაუდევრად ეყარა მხრებზე. ოდნავშესამჩნევი მაკიაჟიც ქონდა გაკეთებული და ძალიან ლამაზი იყო. გვიან გავაცნობიერე რომ ლოლა იყო, ჩემი ცოლი. მივხვდი რომ თვალებით მე მეძებდა. მე კი იმდენად დავიბენი და გამოვშტერდი, რომ ადგილიდან არ განვძრეულვარ.
_ლოლა ქალო, რა საყვარელი ხარ._ირმა გადაეხვია და გადაკოცნა. მერე ლამაზ მუცელზე დაადო ხელი._ვაი, როგორ მოძრაობს. რა საოცრებაა._ კარგა ხანს ედო მის მუცელზე ხელი და სიამოვნებით შეიგრძნობდა ჩემი მომავალი შვილის მოძრაობას. მერე ხელი მოხვია და ჩემსკენ წამოიყვანა._შენმა მშვენებამ შენი ქმარიც კი გამოაშტერა._ხმამაღლა გადაიკისკისა._ვეღარც კი მოუხერხებია ადგომა, რომ ადგილი მოგინახოს.
ჩემს გვერდით ზურა იჯდა, მაგრამ გადაინაცვლა იქით და ცოლი მომისვა გვერდით. შემთხვევით თინიკოს მზერა დავიჭირე, ინტერესით რომ ათვალიერებდა ლოლას. შევატყე, როგორც სხვებს მასაც მოეწონა, მაგრამ თინიკო ისეთი ქალი არ იყო სხვა ქალის სილამაზე ეღიარებინა.
არ მინდა დიდებულ მწერალ ლადო ასათიანს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ალბათ ჩემისთანა გამოშტერებულებზე დაწერა ეს ლექსი:
"კაცის გული ასეთია
ვით მორევი შავი ზღვისა.
რა გინდ კარგი ცოლი ყავდეს
მაინც ენატრება სხვისა."
ასეთი მშვენიერი ცოლი მეჯდა გვერდით, რომელსაც ყველა ბიჭი თვალმოუშორებლად შეჰყურებდა დამორცხვებულს და მე კიდევ ისევ თინიკოს გარუჯულ და ნახევრადმოშიშვლებულ მკერდს ჩავყურებდი დორბლმორეული.
საცეკვაოდ რომ აიშალნენ და ზურამ მთხოვა, შეიძლება შენს ცოლს ვეცეკვოვო, უარი არ მითქვია, რადგან მე თინიკოსთან ვაპირებდი ცეკვას და გამიხარდა კიდეც, რომ ჩემი ცოლი დაკავებული იქნებოდა. თინიკო ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა. თუმცა ცალი თვალით მე მომჩერებოდა რას მოვიმოქმედებდი. მხნეობისთვის ერთი ჭიქა ღვინო რიგგარეშე დავლიე და გულისფანცქალით მივუახლოვდი, რომ საცეკვაოდ გამეწვია. უარი არ უთქვია, კეკლუცად გამომყვა ცეკვისთვის განკუთვნილ სცენაზე. წელზე რომ მოვხვიე ხელი და ნელ და სასიამოვნო მელოდიაზე რიტმულად ავცეკვდით, ტანში ელექტროშოკივით დამიარა რაღაცამ. რომ შემაქო, მშვენივრად ცეკვავო, მესიამოვნა, გავთამამდი და უფრო მივიკარი მკერდზე.
_მართლა მოგხდენია დანიშვნა, დავჟკაცებულხარ, პატარა ლაწირაკი აღარ ხარ სკოლის პერიოდიდან რომ მახსოვხარ._ეშმაკურად შემომღიმა და მისმა ამ ღიმილმა უარესად ამიშალა მის მიმართ დაუოკებელი ვნება. ალბათ აშკარად გრძნობდა ჩემს დამოკიდებულებას მის მიმართ და უფრო მაღიზიანებდა გამომწვევი კისკისით. უფრო მომეტებულადაც მეკვროდა თავისი ნახევრად მოშიშვლებული მკერდით და გონებას მიბინდავდა.
სადამდე გავუქაჩავდი და მოვთოკავდი მოჭარბებულ ჰორმონებს არ ვიცი. ერთი სული მქონდა სადმე კუთხეში, მიყრუებულ ადგილზე გამეყვანა და იქვე გადამეწვინა. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე ადვილად არ დამნებდებოდა, რადგან ჩემი წვალება და ტანჯვა სიამოვნებას ჰგვრიდა. მეკეკლუცებოდა, მაღიზიანებდა, ვნებას მიშლიდა და თავი რომ მეთხოვა, სასტიკ უარს განმიცხადებდა და გამომლანძღავდა კიდეც, ვითომ ეს როგორ მკადრეო. არა და არც ერთ კაცს არ უშვებდა, როგორც ვიცოდი, რომ არ ჩაჰგორებოდა ლოგინში. ხო და მეც მინდოდა, რომ ჩემი ბავშვობის ახირება ერთხელ მაინც ყოფილიყო ჩემი.
შემთხვევით ლოლას გავხედე. მაინტერესებდა, მხედავდა თუ არა, რომ სხვა ქალს ვეჩალიჩებოდი. მას ცეკვა მოემთავრებინა უკვე და მაგიდასთან იჯდა. შეზარხოშებული ზურა კი რაღაცას ელაპარაკებოდა. ლოლა აშკარად არ უსმენდა და უხერხულადაც გრძნობდა თავს მის სიახლოვეს. მერე ალბათ იგრძნო, რომ მე ვუყურებდი და მანაც გამომხედა. ნაძალადევად გამიღიმა. თითქოს ამ ღიმილით შველას ითხოვდა მიძალებული მთვრალი კაცის გამო. ისევ ზურას გავხედე. აშკარად ეჩალიჩებოდა. იმის გააზრებამ, რომ სხვა კაცი ჩემი ცოლის დაკერვას ცდილობდა, გამაცოფა. სისხლმა პირდაპირ ტვინში ამასხა. მე სხვა ქალების დაკერვას ვცდილობდი და ამას ჩემთვის უნდა აეხია ცოლი? თინიკო იქვე მივატოვე და მათთან მივედი.
_რა ხდება?_ეჭვით შევხედე კლასელს.
_არაფერი. რა უნდა ხდებოდეს?_მანაც ეჭვით შემომხედა._მე და შენი ცოლი სკოლის ამბებზე ვლაპარაკობდით... შენ რა, ეჭვიანობ?_ირონიულად შემომღიმა.
_ვეჭვიანობ? რა სისულელეა? ვითომ რატო უნდა ვვეჭვიანობდე?_სკამი ხმაურით გამოვწიე და გაგულისებული ჩამოვჯექი ლოლას გვერდით .
ლოლამ მაშინვე მოაჩოჩა ჩემსკენ სკამი, მომეხუტა და თავი მხარზე მომადო. ალბათ, ზურას აგრძნობინა, რომ დაკავებული ქალი იყო და ჩემთან იყო. ან, თინიკოს აგრძნობინა, რომ მე ვიყავი დაკავებული. მესიამოვნა კი მისი მოხუტება, მაგრამ მაინც გამებრაზა, ყველას დასანახად რას მეხუტებოდა. უფრო თინიკოს დასანახად, თორემ, სხვებთან რა საქმე მქონდა? უხერხულად ვაწვალებდი ხელში ჩანგალს და ისევ თინიკოს გავყურებდი, რომელიც ჩემს გასაღიზიანებლად სტრიპტიზიორივით ცეკვავდა. მასთან მინდოდა მისვლა, მაგრამ ზურას გავუხსნიდი გზას ლოლასთან მოსასვლელად და არც ეს მაწყობდა.
_დაიღალე? წაგიყვანო სახლში?_ეს კი ვკითხე, მაგრამ უფრო იმას ნიშნავდა, რომ წაგიყვან-მეთქი სახლში. მე ისევ აქ ამობრუნებას ვაპირებდი.
_არც ისე. შენ ისევ უნდა დაბრუნდე?_მორიდებით მკითხა და თავისი შავი თვალები შემომანათა.
_ხო. რა იყო?
_იყოს. მეც დავრჩები და ერთად წავიდეთ.
_არ გადაიღალო და ბავშვს არაფერი მოუვიდეს._შვილი მოვიმიზეზე._წამოდი, წაგიყვან და მე ისევ ამოვალ.
შევატყე არ უნდოდა, მაგრამ მე წამოვდექი, თვითონაც უსიტყვოდ წამოდგა, გოგოებს დაემშვიდობა და გიას მანქანით წავიყვანე სახლში.
_დაგაგვიანდება?_მისმა ამ კითხვამ გამაღიზიანა.
_არ ვიცი, რა იყო?
_არაფერი, ისე._მანქანიდან გადავიდა და ისე შევიდა სახლში, ჩემსკენ არც კი გამოუხედია.
მე კი გიჟივით მოვწყდი ადგილს და ისევ რესტორანში დავბრუნდი. ზურა ახლა თინიკოს ეცეკვებოდა და მოურიდებლად უთათუნებდა თეძოებზე ხელებს. თინიკო კი გამომწვევად კისკისებდა. ამის დანახვაზე გავცეცხლდი. ზურას მივვარდი და გვერდით გამოვაგდე, რომ თინიკოს მოშორებოდა.
_რა მოხდა?_გაოცებულმა შემომხედა.
_შეეშვი ამ გოგოს.
_ვითომ რატო? შენთვის გინდა?_უშნოდ გაიღრიჭა._იცოდე, ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო. სხვა ქალების კუდში დევნას შეეშვი და შენს ანგელოზივით ცოლს მიხედე, თორემ ცხვირწინ აგაცლიან იცოდე თუ ჭკუას არ მოუხმობ.
არც კი დავფიქრებულვარ, მადიანი მუშტი ვაჯახე პირდაპირ ცხვირ-პირში.
_ოხ შენი..._მოურიდებლად დამიკურთხა და არც მან დამაკლო მუშტები.
გვარიანად დავბეჟეთ ერთმანეთი. დაუნდობლად ვურტყავდით რაც კი რამ მოგვხვდებოდა ხელში. ტანსაცმელიც შემოვაფლითეთ ერთმანეთს და კარგად დასისხლიანებულებიც ვიყავით. სამ-სამმა კაცმა ძლივს გაგვაკავა და გაგვაშველა. გვიან აღმოვაჩინე, რომ ლოყა ლიმონათის დამტვრეულ ბოთლზე გვარიანად მქონდა გაჭრილი და სისხლი თქრიალით მდიოდა. არც ზურა იყო უკეთეს დღეში, ტუჩიც გამეხეთქა მისთვის და ლიმონათის ბოთლის ჩარტყმით, თავიც გამიტეხია. სახეზე სილურჯეები კი საყურადღებო არც იყო. ის ღამე ორივემ ჯერ საავადმყოფოში ვიყურყუტეთ, მე ლოყაზე დამადეს ნაკერები, ზურას თავზე. მერე განყოფილებაშიც გვიკრეს თავი ჩვენების მისაცემად. სიმართლე არც ერთს არ გვითქვია. მე ფეხი ამისრიალდა და ჭიქის ნამტვრევზე დავეცი სახით, ზურა კი რესტორნის კიბიდან დაგორდა.
გათენებამდე მაინც იქ მოგვიწია ყურყუტი. ბიჭებს თავი არ დაუნებებიათ ჩვენთვის. საავადმყოფოშიც მაგათ მიგვიყვანეს და იქიდან რომ განყოფილებაში წაგვასხეს, ბიჭებიც გამოგვყვნენ.
სახლში გიამ მიმიყვანა.
ლოლას ეძინა. რაც შემეძლო ფრთხილად შევედი ოთახში, რომ არ გამეღვიძებინა და დახეული ტანსაცმლი საჩქარო წესით დავიხადე. ძალიან ფრთხილად შევწექი საწოლში, მაგრამ ლოლას მაინც გაეღვიძა. ჩემსკენ გადმობრუნდა და ჩამეხუტა. მგონი თვალები არც კი გაუხელია, ისევ შეიბრუნა ძილი. მუცელით გვერდზე მეხებოდა და ერთი-ორჯერ მკაფიო მოძრაობა ვიგრძენი. ეტყობა, ჩვენი პატარა არ ისვენებდა. ფრთხილად ჩავაცურე ხელი საბნის ქვეშ და ისე, როგორც ირმამ დაადო, მეც დავადე, რომ უფრო კარგად შემეგრძნო მისი მოძრაობა. დიდხანს არ ვულოდინებივარ, მალევე აფართხალდა. რაღაც სასწაული განცდა იყო. ორჯერ ისე გამეტებით მომარტყა ფეხი თუ ხელი, რომ ლოლამაც კი გაიგო ძილში და შეიშმუშნა. სასწრაფოდ ავიღე ხელი, რომ ლოლას არ გაეგო. მომერიდა რატომღაც.
_ძალიან მოძრაობს არა?_ჩურჩულით მკითხა.
შევკრთი.
_ეს ბოლო კვირაა ძალიან აქტიური გახდა. რას აკეთებს ნეტა ამისთანას, აღარ მასვენებს._გაეცინა._თითქოს ველოსიპედით დადისო._მერე ალბათ თვალები გაახილა და ლოყაზე სახვევი რომ შემნიშნა, წამოიწია._ეგ რა მოგსვლია?_გაუკვირდა.
_ისეთი არაფერი. წავიქეცი და შუშაზე გავიჭერი.
_წაიქეცი?_ეჭვით მკითხა.
_ხო, წავიქეცი._გამაღიზიანა მისმა უნდობლობამ და ცოტა ხმამაღლა მომივიდა თქმა.
აღარაფერი უთქვია. გვერდი იბრუნა და ზურგშექცევით დაწვა.
რა არ მასვენებდა ნეტა, რა ჯანდაბა მინდოდა? მშვენიერი ცოლი მყავდა. ვატყობდი, რომ ვუყვარდი. ნუ, თუ არ ვუყვარდი, პატივს მაინც ხომ მცემდა? ჩემი უხეშობით კი გულს ვტკენდი და ჩვენს შორის უფსკრულს წარმოვშობდი. რა ჯანდაბად მინდოდა ის თინიკო, ყველა კაცს რომ უწვებოდა ლოგინში? დამეყენებინა ერთი ადგილი და მიმეხედა ჩემი ანგელოზივით ცოლისთვის... როგორ მითხრა ზურამ, ცხვირ წინ აგაცლიანო? დავიჯერო, ამასაც მოეწონა ზურა და შანსი მიეცემა თუ არა, მასთან გაიქცევა?_ეჭვით გადავხედე._ჩემგან რომ დაიღლება, მასთან გაიქცევა ვითომ?_ეჭვის მარცვალმა ჩაიბუდა ჩემს სულში და მოსვენება დამიკარგა.
ისევ გადავხედე.
მშვიდად სუნთქავდა, მაგრამ მივხვდი, რომ არ ეძინა.
_გძინავს?_მაინც ჩავეკითხე, მაგრამ პასუხი არ გამცა._იცი, მინდა გითხრა, რომ დღეს ძალიან ლამაზი იყავი..._გაუბედავად ვუთხარი.
_ლამაზი ვიყავი, მაგრამ შენ მაინც შენ კლასელ თინიკოს არ აშორებდი თვალს._წყენით მითხრა._უფრო სწორად, მის ნახევრად მოშიშვლებულ მკერდს.
შევკრთი. გამოდის ლოლამაც შემნიშნა?
_რა სისულელეა?_ვიუკადრისე.
_როცა შენს გვერდით ვიქნები მაშინ მაინც შეიკავე თავი? ჩემს იქით ჯანდაბამდე გზა გქონია, რაც გინდა ის გიქნია._წამოდგა, ხალათი მოიცვა და გარეთ გავიდა. ალბათ საპირფარეშოში გამოიკეტებოდა და გულს მოიოხებდა ტირილით, რომ ჩემთვის ცრემლი არ დაენახვებინა.
მართალი იყო, მისი თანდასწრებით არ უნდა მეცქირა ენაგადმოგდებულს თინიკოსთვის. თავმოყვარეობა შეელახა, არც ვამტყუნებდი, მაგრამ ვისი შვილი ვიყავი, რომ თავი გამემტყუნებინა?
ლოლამ დაიგვიანა. ჩემი ვარაუდი გამართლდა, როცა შემოვიდა, თვალები და ცხვირი აწითლებული ქონდა. გვარიანად ეტირა. უსიტყვოდ ჩაიცვა ტანსაცმელი და ისევ გავიდა. დილიდანვე შეუდგა საქმეს.ცოტა ხანს კიდევ ვიწექი და მერე მეც ავდექი. სარკეში რომ ჩავიხედე, გვარიანად ვიყავი დალურჯებული. თვალი ჩაშავებული და შეშუპებული მქონდა. ცხვირიც ბუკივით მედო. მოკლეთ, აშკარად მეტყობოდა ცემის კვალი. სულელს მოვატყუებდი ალბათ, რომ წავიქეცი.
საძინებლიდან გავედი თუ არა, ლიზი შემეფეთა, რომელიც ჩემი ოთახის მოპირდაპირე ოთახიდან გამოვიდა.
_ეგ რა მოგსვლია?_გაუკვირდა.
_მთვრალი წავიქეცი და..._უხეიროდ ვიცრუე ისევ.
_წაიქეცი?_შევატყე, რომ არ დამიჯერა,_აშკარად მუშტების კვალი გეტყობა. თუ არ გინდა თქმა, ნუ იტყვი, მაგრამ უნიჭოდ რომ ცრუობ იცოდე.
მამაჩემი სახლში არ იყო და არ ვუნახივარ, დედაჩემმა კი გვიან ინება აბრძანება და როცა დამინახა რა დღეშიც ვიყავი, ისე შეიცხადა, ლამის გული შეუწუხდა.
_ეგ ვინ გცემა ასე იმ ხელებგასახმობმა?_აქოთქოთდა მაშინვე.
_არავინ, დაწყნარდი. მთვრალი წავიქეცი.
_წაქცეულს რომ არ გავხარ?_არც მან დაიჯერა ჩემი ვერსია._მითხარი იმ გულმკვდარის სახელი, რომ პირქვე დავმარხო.
_მორჩი ეხლა რა!_ვუყვირე._ვთქვი წავიქეცი-მეთქი და მორჩა! აღარ გავიგო ზედმეტი არაფერი.
აშკარად არ მოეწონა ლიზის და ლოლას თანდასწრებით რომ ვუყვირე. ყოველთვის მსაყვედურობდა, შენი ცოლის თანდასწრებით ზედმეტები ნუ მოგდის, ხვალე-ხვალზევით ეგეც შემაჩვევს ენასო, მაგრამ ისე მომიშალა ნერვები, რომ არ მეყვირა, მარტო დღეს კი არა, ხვალაც არ გაჩუმდებოდა ვიცოდი.
********************
ის დღეები, სანამ ჩალურჯებებმა არ გამიარა, სახლში ვიჯექი და გარეთ აღარ გავსულვარ. დაბეჟილ-დაჩეჩქვილს სად გამეყო სირცხვილით თავი? ლოყაზე ჭრილობას მართალია შიშით, მაგრამ მაინც გულდასმით მიმუშავებდა ლოლა. ცდილობდა, რომ არ მტკენოდა და ძალიან ფრთხილად და ნაზად მეხებოდა. არა, მართლა კარგი გოგო იყო, უბრალოდ მე ვიყავი იდიოტი.
ისიც აღმოვაჩინე სახლში ჯდომის დროს, რომ ჩემი ცოლი ძალიან მხიარული გოგო იყო. ლიზისთან ერთად მშვენივრად ატარებდა დროს. რძალ-მული კარგად უგებდნენ ერთმანეთს და შეხმატკბილებულად საქმობდნენ მთელი დღის განმავლობაში. იმის მაგივრად, რომ დედაჩემს გახარებოდა მათი სიტკბოება, სულ იმას მეჩიჩინებოდა:
_ყურადღება მიაქციე, იცოდე, საეჭვოდ ხურხურებენ. ლიზი თავის ყაიდაზე გადაიყვანს, ჯერ ჩაცმის სტილს გამოიცვლის, მერე აღარ დაგიჯერებს არაფერს, სულ ბოლოს კი გაგიბოზდება. ძალიან ხშირად უჭირავს ტელეფონი და ვიღაცას წერს ალბათ.
თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი დედაჩემის ასე ვთქვათ ნაბოდვარს, მაგრამ ამდენი ჰოო ჰოო ცხვარს გააგიჟებსო, ხო და ნელ-ნელა მეც გამიჩნდა ეჭვის ნაპერწკალი და დღითი დღე უფრო ღვივდებოდა. მის ხელში ტელეფონი მართლაც საეჭვოდ მეჩვენებოდა უკვე. მითუმეტეს, რომ ლიზიმ სოციალურ ქსელში დაარეგისტრირა და საღამოობით ძილის წინ ერთობოდა. მთლად დედაჩემსაც არ მინდა ყველაფერი დავაბრალო, მაგრამ მისი გენები მქონდა, მისი აღზრდილივიყავი და კიდევაც მეჩიჩინებოდა ყოველთვის. უფრო კი ის მაშინებდა, რომ როგორც დედაჩემი იყო ჩვენს ოჯახში წამყვანი ფიგურა და როგორც მამაჩემს არ შეეძლო თავისი ოფლით ნაშოვნი ფულის დახარჯვა დედაჩემის დაუკითხავად. ან, როგორც დედაჩემის სიტყვა ჭრიდა ჩვენს ოჯახში ყოველთვის, როგორც დედაჩემი ნებივრობდა და არ აქცევდა მამაჩემს ყურადღებას, სადაც უნდოდა და როგორც უნდოდა ისე მიდიოდა, არ მინდოდა რომ მე და ლოლასაც ასეთი დამოკიდებულება გვქონოდა. ხო და უფრო მკაცრი და უფრო მომთხოვნი გავხდი მის მიმართ. საღამოთი რომ დაიძინებდა, მის ტელეფონს და სოციალურ ქსელს ვამოწმებდი, რომ არაფერი გამომპარვოდა. ჩაცმის სტილზეც გარკვეული შეზღუდვები დავუწესე, რასაც დედაჩემი აჩუქებდა, იმით უნდა დაკმაყოფილებულიყო.
დიდად მეწინააღმდეგებოდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ხანდახან უკმაყოფილებას რომ გამოთქვავდა ზოგიერთ ჩემს უაზრო ახირებებზე, გვარიანად ვეჩხუბებოდი და ისიც მალევე ჩუმდებოდა. ალბათ, ოჯახის შენარჩუნების მიზნით ითმენდა ამ ყველაფერს. ან, უბრალოდ არსად ქონდა წასასვლელი და იმიტომ გვითმენდა მე და დედაჩემს. ან იქნებ მომავლის იმედი ქონდა, რომ შევიცვლებოდი? ესე იყო თუ ისე ჩემი ცოლი აგრძელებდა ჩემს გვერდით ცხოვრებას.
ჭრილობა რომ მომიშუშდა და ჩალურჯებებმაც გამიარა, ისევ ისე გავინავარდე იალაღზე ქორბუდა ირემივით. მართალია, აცრილი ვიყავი და სამი თვე სასმელი არ უნდა დამელია, მაგრამ მაინც გემოზე გამოვთვერი.
სახლში მისულს ლოლამ მისაყვედურა:
_ხომ იცი, რომ არ შეიძლება დალევა, რატო დალიე? ცუდად რომ გახდე?
_ნეტა, ექიმებმა რომ რამე იცოდნენ, თავიაანთთვისაც კარგი იქნებოდა. ნუ გეშინია, მეც მეშინია._უშნოდ გავიღრიჭე, ჩემი კოცნით დავდორბლე, მერე დავეგდე და დავიძინე.
შუაღამეზე მართლაც მომცა რეაქცია წამალზე და მთელ ტანზე წითლად გამომაყარა ჭინჭრის დასუსხულივით. კანი მთლიანად მიხურდა და სუნთქვაც მიჭირდა. ლოლამ მაშინვე სასწრაფოს გამოუძახა და საავადმყოფოში რომ გადამიყვანეს, თვითონაც გამომყვა. იქ კი მთელი ღამე სასთუმალთან მეჯდა და თავი არ დაუნებებია. ექიმები და ექთნები საყვედურობდნენ, ამხელა მუცლით შენ რომ არ წამოსულიყავი, სხვა არავინ გყავდათ ოჯახში გამომყოლიო, მაგრამ ლოლა ყველას იმას ეუბნებოდა, რომ დედამთილი ავადმყოფი ქალია და იმის აქ ყოფნა უფრო არ შეიძლებაო.
სისხლის გაწმენდამ გადასხმებით მალევე მიშველა და დილით სახლში გამომიშვეს უკვე. ტაქსი გამოვიძახე და იმით წამოვედით. ჩემზე მეტად ლოლა იყო დაღლილი, მე ვიწექი მაინც და მან სკამზე მჯდომარემ გაატარა ის პერიოდი, სანამ იქ ვიყავით. მაგრამ მე რომ წავპირქვავდი და დავწექი, მან მხოლოდ ერთი ფინჯანი ყავა დალია სიმხნევისთვის და ოჯახის საქმეს შეუდგა. ძილ-ბურანში მესმოდა მისი და ლიზის კისკისი. სიცილიც რომ არაჩვეულებრივი ქონდა. მგონი ნელ-ნელა მივარდებოდა გულში, მაგრამ როგორც დედაჩემი მეტყოდა, შეყვარებული კაცი ბრმაა და მას ადვილად გაუბოზდება ცოლიო, ვცდილობდი, რომ გულთან ახლოს არ მიმეშვა.
შუადღისით არ ავმდგარვარ საჭმელად. მხოლოდ ყავა მოვითხოვე საწოლში. საღამოს კი ისევ ბირჟაზე დავერჭე. ისევ შემომთავაზეს დალევა, მაგრამ წუხანდელი ამბავი გამახსენდა და დროულად წავატორმუზე. სახლში ფხიზელი დავბრუნდი. ლოლა და ლიზი გვერდიგვერდ ისხდნენ და ლოლას ტელეფონში რაღაცას ჩაჰკირკიტებდნენ.
_ეს არ ჯობია, აბა ნახე?
_ყველაზე მეტად მე მაინც პირველი მომეწონა, ის უფრო სიმპატიური იყო თითქოს._ლოლას ეს სიტყვები გავიგონე თუ არა, ოთახშიც შევედი.
აშკარად ორივენი შეკრთნენ. ალბათ არ მომელოდნენ. მართალია ტელეფონი არ დაუმალია ლოლას, მაგრამ დავინახე, რომ სხვა გვერდზე გადავიდა.
_რაღაც საეჭვოდ ჩურჩულებთ თქვენ ორნი მანდ არა?_ნაძალადევად გავიღიმე.
_სულაც არა._სიცილით მითხრა ლიზიმ._რას უნდა ვჩურჩულებდეთ ვითომ?
_რავიცი, იქნებ კაცებს არჩევთ?_ვარაუდი გამოვთქვი.
_რა სისულელეა?_გულიანად გადაიკისკისა ლიზიმ.
_აბა მაშ რას არჩევდით, რომ პირველი ჯობდა?_გავცოფდი, რადგან მივხვდი, რომ რაღაცას მიმალავდნენ.
ლოლას ხელიდან გამოვგლიჯე ტელეფონი და გადავამოწმე. ისეთი ვერაფერი ვნახე და უარესად გავცოფდი.
_წაშალე უკვე?
_ეჭვიანი ნუ ხარ რა._შემომიტია ბიძაშვილმა._სამკაულებს ვარჩევდით.
მაგრამ მე ლიზის ერთი სიტყვაც არ მჯეროდა უკვე.
_რას მიმალავ?_ლოლას ჩავავლე ნიკაპში ხელი და თავი ავაწევინე, რომ თვალებში ჩაეხედა.
_ველურო, ხელი გაუშვი!_ლიზიმ მუშტი ჩამარტყა ბეჭებში._ორსულ ქალს რა სცენებს უწყობ? დედაილა ეჭვიანო!
_შენ, გოგო, რა ზედმეტები მოგდის? ცოლი ჩემია და რასაც მინდა იმას ვუზავ._ხელი გავკარი და ისევ ლოლას მივუბრუნდი.
_განა ტყუილა ვიძახი, დედაილა ბოღმის ბუკეტი ხარ. ველურო! ღირსი ხარ მაგისთანა ცოლი გყავდეს?_ისევ დამცხო ბეჭებში.
ლოლამ მაშინვე ტელეფონი მოიმარჯვა, რაღაც მოძებნა და გამომიწოდა.
_ამას ვარჩევდით.
_ვარჩევდით, მაგრამ სულ ტყუილად, ღირსი არ ხარ არაფრისა!_მომაძახა ლიზიმ და თავის ოთახში გავიდა.
ლოლას გაგულისებულმა გამოვგლიჯე ხელიდან ტელეფონი და დავხედე. ტორტის სურათები იყო.
_ზეგ ხომ შენი დაბადების დღეა და სიურპრიზის მოწყობა გვინდოდა._წყენით მითხრა ლოლამ და მანაც დამტოვა.
ჩემი დაბადების დღე როგორ არ მახსოვდა? დედაჩემი ისე როგორ ჩაატარებდა, რომ ოცი კაცი მაინც არ გვყოლოდა? ვემზადებოდი კიდეც, ძმა-ბიჭები დაპატიჟებულები მყავდნენ უკვე, მაგრამ ტორტი? თითქოს მესიამოვნა კიდეც გულში, მაგრამ ვისი გაზრდილი შვილი ვიყავი, რომ ბოდიში მომეხადა? თანაც ცოლისთვის?
საძინებელში რომ შევედი, წამოწოლილი იყო და პლედი ეფარა.
_ჩემს ზურგს უკან ნუღარაფერს მოიმოქმედებ, არ მიყვარს სიურპრიზები, გასაგებია?_მკაცრად დავუბრიალე თვალები.
წყენით ამომხედა, თქმით კი არაფერი უთქვია.
_გასაგებია-მეთქი?_უფრო ავუწიე ხმას.
_გასაგებია._წყენით მითხრა._საჭმელი გშია, უნდა ჭამო?
_შენი აზრით ჰაერით ვიკვებები?
_მეგონა, წუხანდელივით გარეთ ჭამე._წყენით მითხრა და ძლივს წამოდგა, აშკარად ეტყობოდა, რომ მუცელი უშლიდა უკვე მოძრაობას.
წელზე ხელებშემოწყობილი გაფრატუნდა სამზარეულოში და ჩემთვის ვახშმის გაცხელებას შეუდგა.
_იქნებ დედაშენსაც შია, კითხე აბა?_გამომძახა მაგიდასთან რომ ვიჯექი უკვე.
_შენ ვერ კითხავ?_დამეზარა ადგომა.
_როგორ ვერ ვკითხავ, მაგრამ დროს მოვიგებდით სანამ მე სუფრას გავაწყობდი. ლიზისაც უთხარი.
პირველად მოხდა, რომ რაღაც დავუჯერე. შემეცოდა, ძლივს მოძრაობდა და დედაჩემის დასაძახებლად მე გავედი. დედაჩემმა სასტიკი უარი მითხრა, მამაჩემს ეძინა უკვე. არც ლიზიმ მოისურვილა ჩემნაირ ველურთან ვახშმობა და მარტო მივუჯექი სუფრას.
_შენ რატომ არ ჭამ, არ გშია? ისე მაინც დამიჯექი სუფრასთან, მესაფლავე ხომ არ ვარ მარტომ ვჭამო?_ვუსაყვედურე.
უსიტყვოდ ჩამოჯდა ჩემს პირდაპირ.
თან ვილუკმებოდი და თან მალულად ვუმზერდი ჩემს ცოლს, უაზროდ რომ აწვალებდა მაგიდაზე დაყრილ პურის ნამცეცებს. მე მაგის ადგილზე ამდენს ნაღდად არ მოვუთმენდი ჩემისთანა ხეპრეს. სად ქონდა ამდენი მოთმინების უნარი, მიკვირდა. არაჩვეულებრივი გოგო იყო და ლიზის თქმისა არიყოს, არ ვიმსახურებდი, მაგრამ... დედაჩემისნაირი რომ ყოფილიყო, რა გაუძლებდა? იქნებ, მართლა მე რომ დავიჭირე თავიდანვე ჩემი სიმაღლე, იმიტომაც იყო ასეთი კარგი? იქნებ, მართლა ჩემი დამსახურება იყო, ასეთად რომ ჩამოყალიბდა?
ჭამას რომ მოვრჩი, მე მაშინვე წავედი და დავწექი. ლოლამ კიდევ კარგა ხანს იტრიალა სამზარეულოში და უკვე ძილბურანში ვიყავი, რომ გვერდით მომიწვა და მომეხუტა. მისი კულულები სახეზე მომეღუტუნა და უნდა ვთქვა, რომ მესიამოვნა. რაღაც ყვავილების სურნელი ასდიოდა. ფეხები გაყინული ქონდა და რომ მომადო, შევკრთი. მაშინვე უკან გაწია ისევ.
_იყოს, დამადე, გაგითბობ._თან თავქვეშ ამოვუდე ხელი.
სასწაულად საყვარელი იყო. თითქოს ფუტფუტსაც იწყებდა ჩემს გულში, მაგრამ დედაჩემის სიტყვები ყურში საყურესავით მქონდა გაყრილი. იქნებ, ცალკე რომ გვეცხოვრა, უკეთესად აგვეწყო ურთიერთობა? თუმცა, პასუხისმგებლობის გრძნობა დაქვეითებული მქონდა ოჯახის მიმართ და შევძლებდი ვითომ მერჩინა ცოლი და მომავალში კი შვილები?
კომუნალურების გადახდა მე არ ვიცოდი, საჭმელ-სასმელის მოტანა მე არ მეხებოდა, ჩემი ცოლის ჩაცმა-დახურვაზე თავს არ ვიწუხებდი, მართლა რომ არაფერი კაცი არ ვიყავი... თუმცა, ასე ვიყავი აღზრდილი და ასეთი გენეტიკა მქონდა დედის მხრიდან. მამაჩემს მაინც რომ დავმგვანებოდი ნახევრად შრომისმოყვარეობით და ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობით, კარგი იქნებოდა. თითქოს რაღაც მღრღნიდა და მაწუხებდა შიგნიდან. ეს რაღაც ალბათ სინდისი იყო, მაგრამ მალევე ვაჩუმებდი დედისეული არგუმენტებით, ოჯახში კაცი ვიყავი და წამყვანი ფიგურა. სანამ მშობლები ცოცხლები მყავდნენ, რატომ უნდა დამეღვარა ოფლი? იმისთვის მზრდიდა დედაჩემი და მელოლიავებოდა, რომ ქედი მომეხარა ვინმესთვის? მოკლეთ, დედაჩემის არგუმენტებს ბოლო არ უჩანდა. ჯერ მე ვიყავი მთავარი და მერე ცოლი და შვილი.
ლოლა დილიდანვე შეუდგა მზადებას. ხუმრობა ხომ არ იყო, ხვალ დაბადების დღე მქონდა, კაცი ოცდაერთი წლის ვხდებოდი და ხომ უნდა ამეღნიშნა? ლოლას ლიზიც ეხმარებოდა. დედაჩემი კი, როგორც ყოველთვის, შეუძლოდ გრძნობდა თავს. იმ თავიდან ამ თავამდე, რაც თავი მახსოვდა, სულ ცუდად იყო. სანამ ბებია ცოცხალი იყო, ის აქცევდა ოჯახს ყურადღებას, ახლა კი ლოლა იყო და ის უძღვებოდა ოჯახს, ოღონდ საქმით მარტო.
ჩემი საფიქრალი ახლა მხოლოდ ის იყო, რომ ძმაბიჭები რომ მომივიდოდნენ, როგორ არ დამელია? ისევ ცუდად რომ გავმხდარიყავი, მერე? რაც იქნებოდა, იქნებოდა, დავცეცხლავდი და ჯანდაბას თუ ისევ საავადმყოფოში მომიწევდა გათენება.
მთელი დღე ისევ ბირჟაზე დავაღამე. საღამოს ლოლა ისევ რაღაცას საქმობდა მე რომ დავწექი და დავიძინე. ღამით ფრთხილად რომ მომიწვა ჩუმი კრუსუნით, მაინც გავიგე, ინსტიქტურად მოვხვიე ხელი, ვაკოცე და ჩავიხუტე. ვატყობდი, რომ შინაგანად მომწონდა და იქნებ მიყვარდა კიდეც ეს საყვარელი გოგო, მაგრამ ჩემი გრძნობების გამჟღავნება ნამდვილად არ მინდოდა.
მთელი ღამე ვგრძნობდი, რომ შფოთავდა. ეტყობა, გადაიღალა და წელი სტკიოდა. სამ კვირაში მშობიარობა უწევდა და ხუმრობა ხომ არ იყო? არა და მთელ დღეს ფეხზე იდგა და ტრიალებდა, ახლა ვხვდები რომ არ შეიძლებოდა, მაგრამ ვინ ყავდა პატრონი? დედამისსაც არ აგებინებდა არაფერს. არ უნდოდა ენერვიულებინა ალბათ. იმას თავისი სადარდებელი სხვა ქონდა, ლოლას უფროსი ძმის ცოლი ერთი ხეპრე და გაუთლელი ქალი იყო. აი, ზუსტად ისეთი, როგორსაც მე ვიმსახურებდი ალბათ.
დილით ისევ ჩვეულებრივ ადრიანად ადგა და სამზადის შეუდგა. სტუმრები მოსვლას იწყებდნენ უკვე, რომ მითხრა მუცელი მტკივაო. გავცოფდი, ახლა მაგის დროა-მეთქი. ცრემლი მოერია თვალზე, არც მე მინდა, მაგრამ მტკივაო.
_იქნებ გადაგიაროს, ცოტა ხანს წამოწექი._ვუთხარი და წამოვაწვინე იმ იმედით, რომ მართლა გადაუვლიდა და ჩემი დაბადების დღის ნადიმი არ ჩაიშლებოდა.
ლიზიმ დამცოფა, რაღას უყურებ, წაიყვანე სამშობიაროდ, სახლში გინდა გაგიჩინოს შვილიო? ერთ ხანს კიდევ ვუყურე, იქნებ ცრუ განგაში იყო და ტყუილად დაბადების დღე არ ჩამშლოდა. მერე და მერე რომ უმატა ტკივილმა და საცოდავი თვალებით შემომყურებდა აცრემლებული, მანქანა გამოვიძახე და გავაქანე სამშობიაროდ.
შუაღამემდე იწვალა, ძალიან გაუჭირდა მშობიარობა, რადგან ბავშვი გარდიგარდმო იყო ჩაჭედილი და ვერ აბრუნებდნენ. საკეისრო კვეთა იყო საჭირო და დავთანხმდი. მაგრამ აქაც დედაჩემმა გამოაჩინა თავისი ცოდნა და გვარიანად დამცოფა
_რას ლაპარაკობ? ბავშვი ნაადრევად იბადება, იქნებ ვერც კი გადარჩეს. საკეისროს შემდეგ სამი წლის განმავლობაში აღარ შეიძლება მისი მშობიარობა და უშვილოებმა უნდა იაროთ ეს წლები?
ცოტა არ იყოს შევშფოთდი, მაგრამ ლიზიმ რომ დასჭყივლა დედაჩემს, ცოტა გულზე მომეშვა.
_რას ამბობ ბიცოლ, უფიქრდები? ბავშვიც ცოდოა სასიკვდილოდ, მაგრამ ის მაინც ჯერ თვალით არც კი გინახავთ და მისი სიცოცხლე გირჩევნიათ ლოლას სანაცვლოდ? კიდევაც გააჩენს იმ ბავშვს, მაგრამ თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, იგივე განმეორდება.
_რა გინდა თქვა, რომ მისი ეს მდგომარეობა ჩემი ბრალია?_არც დედაჩემმა დააკლო ყვირილი.
_მაშ ვისი ბრალია? ამხელა მუცლით მთელ დღეს ფეხზე დგა და თქვენ გემსახურებათ, ერთს არ წაახმარებთ არავინ ხელს...
_ამას უყურე ერთი, როგორ წაუგდია ენა და მეტლიკინება!_იკივლა დედაჩემმა და გასარტყმელად გაიწია, მაგრამ მე ვიმარჯვე და დავიჭირე გააფთრებული ქალი.
_კარგით ეხლა, სირცხვილია, რა სცენებს აწყობთ? საავადმყოფოში ვართ, ხომ არ გავიწყდებათ?
_მე უნდა მრცხვენოდეს და ამ ლაწირაკს არა, ენა რომ წაუგდია?_ისევ გაიწია დედაჩემმა მაზლის შვილის ჩასაჩექმად.
_კარგი ეხლა!_ნერვებაშლილმა და ლოლას სიტუაციით შეშინებულმა ვუღრიალე დედაჩემს._ცოლი ჩემია და მე გადავწყვეტ, გაუკეთდება თუ არა საკეისრო.
_თუ მასეა, შენ მიხედე, მე კაპიკიანის გადამხდელი არ ვარ. გამოიყვანე კიდეც და ჯეროვნადაც მიხედე რაც რამე დასჭირდება. და იცოდე, ბავშვს თუ რამე მოუვა, ჩემთან ნუ მოხვალ წუწუნით._ეს მითხრა გაგულისებულმა, დერეფნის ბოლოს გავიდა და იქ ჩამოჯდა სკამზე.
დილის ოთხი საათისთვის ჩაუტარდა ლოლას საკეისრო კვეთა და მართალია დღენაკლული, მაგრამ მაინც ყოჩაღი ბიჭი მაჩუქა. მე რომ შვილის სანახავად გავიქეცი, ლიზი საოპერაციოს წინ აყუდებული თავჩაქინდრული ბუტბუტებდა რაღაცას, ალბათ ლოცულობდა და ლოლას გადარჩენას სთხოვდა ღმერთს.
ეტყობა ბავშვის დანახვაზე დედაჩემსაც მოულბა გული და ისიც გამომყვა მის სანახავად. ერთი შეხედვითვე დავინახე ამ ციცქნა ბავშვსა და ჩემს შორის მსგავსება. სიამაყის გრძნობაც დამეუფლა, რომ პირველი შვილი ბიჭი მყავდა და თანაც მე მგავდა.
_სად ბრძანდება დედამისი? რატო მას არ გავაგებინეთ არაფერი? ან მისი ძმები სად არიან, რომ სულ ჩვენს თავზე გადაიარა ყველაფერმა, გინდ ნერვიულობამ და გინდ ფულების ხარჯვამ? მოუფრთხილდით იმ ქალბატონს ხო, მოუფრთხილდით, არ ინერვიულოს არაფერზე და გულმა არ დაჰკრას. ყველაფერი რომ ჩაწყნარდება, მერე მოვიდეს და მერე მოესიყვარულოს შვილიშვილს, თითქოს რამე წვლილი მიუძღოდეს...
_კარგი ქალო რა!_მაღიზიანებდა ამ ქალის ჩიჩინი უკვე და მართალია ჩემი გამზრდელი იყო, მაგრამ მაინც დავყვირე._გაჩუმდები თუ არა?_გამოვტრიალდი და ისევ საოპერაციოსკენ გავწიე.
ლიზი კედელთან ჩაცუცქულიყო და ტიროდა. რატომღაც გულზე მომხვდა მისი ცრემლები. ეტყობა, მართლა სერიოზულად მძიმე იყო ლოლას მდგომარეობა და ცხოვრებაში პირველად დავიდანაშაულე თავი მის გამო. მას რომ მართლა რამე მოსვლოდა, ეს გრძნობა მთელი ცხოვრება დამტანჯავდა ალბათ. ლიზისთან მივედი და ფეხზე წამოვაყენე.
წყრომით ამომხედა და უფრო მეტად ვიგრძენი თავი დამნაშავედ.
_ლოლას რომ რამე მოუვიდეს, იცოდე ცხოვრებაში არ გაპატიებ... ველურო... ცოლ-შვილის ღირსი არ ხარ შენ! თუმცა, შენი ბრალიც არ არის, ქალბატონმა გაგზარდა მასე..._თან მეჩხუბებოდა და თან ნერვიულობისგან აცახცახებული მეხუტებოდა.
_კარგი, ხო, დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება.
_მე რომ ლოლასი ვიყო, ერთი დღე არ გაგიჩერდებოდით დედა-შვილს. რა უჯიშოები ხართ.
ლიზი მართალი იყო. ასი პროცენტით ვეთანხმებოდი. მართლა უვარგისი, უჯიშო და საზიზღარი ვიყავი. მართლაც არ ვიმსახურებდი ასეთ კარგ გოგოს, რომელიც ჩვენი უყურადღებობით იყო ახლა ამ უკიდურეს მდგომარეობაში და სიკვდილს ებრძოდა.
კარგა ხანს გაგრძელდა მისი ოპეტაცია. ბოლოს კი ექიმი რომ გამოვიდა და გვითხრა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დედა სტაბილურად არისო, გახარებული ლიზი ექიმს გადაეხვია და გადაკოცნა.
სანამ ნარკოზიდან არ გამოვიდა, მანამ არ მომცეს მისი ნახვის უფლება. როცა შევედი და ვნახე, მიტკალივით გადაფითრებული და ძალიან დასუსტებული მეჩვენა.
შევედი თუ არა, მაშინვე ის მკითხა.
_ჩვენი ბიჭი როგორ არის?
_კარგად არის, ცოტა ხანში მოგიყვანენ ალბათ. შენ როგორ ხარ?_ახლოს მივედი, დავიხარე და გაყინულ ლოყაზე ავაკოცე.
მადლიერი თვალებით ამომხედა თითქოს დამორცხვებულმა და ცოტა გაოცებულმაც კი. ადამიანური გრძნობები უცხო ხილი იყო ჩემთვის და გაუხარდა ყურადღება რომ მივაქციე. ასეთი უვარგისი ვუყვარდი და პატივს მცემდა, მე კი არაფრად ვაგდებდი, საერთოდ არ ვფიქრობდი მასზე. იქნებ, ამ დღეს მაინც ესწავლებინა ჩემთვის ჭკუა და გამოვესწორებინე, რომ ცოლისთვის სათანადო ყურადღება მიმექცია, დამეფასებინა მისი გაწეული შრომა და ყურადღება ჩემს მიმართ.
ბავშვი რომ შემოუყვანეს, მე ისევ მასთან ვიყავი. ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით უმზერდა და ესიყვარულებოდა, გულში მართლა შემიტოკდა რაღაც. ძუძუ რომ ჩაუდო პირში, სიამოვნებით დაიწყო თავისი პატარა პირით წოვა. სასწაულად ლამაზი სანახავები იყვნენ. გაშეშებული ვიდექი და შევყურებდი როგორ კრუტუნებდა. ლოლა კი უდიდესი სიყვარულით დასცქეროდა.
_რა დავარქვათ?_მოულოდნელად ამომხედა ლოლამ.
სახელი მართლა არ მქონდა მოფიქრებული. თანახმა ვიყავი, რასაც თვითონ შეურჩევდა ის დაგვერქმია.
_შენ დაარქვი.
_მართლა?_გაოცებულმა ამომხედა._მამაშენს არ უნდა, რომ თავისი სახელი დავარქვათ... გაგა რომ დავარქვათ?
გოგა-გაგა შეეფერებოდა ერთმანეთს, მომეწონა, კარგი ვარიანტი იყო.
_იყოს გაგა, წინააღმდეგი არ ვარ._დავიხარე და ჯერ ლოლას ვაკოცე და მერე ჩვენს პატარა გაგას, რომელიც მადიანად მიირთმევდა დედის რძეს.
დედაჩემმა დიდად გააპროტესტა ბავშვის სახელი.
_გაგა რა სახელია?.. ან ვისი სახელი დაარქვით?_დოინჯშემორტყმულმა მკითხა.
_მამაჩემს არ უნდა, რომ მისი სახელი გაიოზი დავარქვა. ხო და რაც მინდა და რაც მომწონს ის დავარქვი.
_ბიძა ახალი წასული გყავს და არ შეიძლება, მის საპატივსაცემოდ დაარქვა მისი სახელი?
_რას ამბობ ქალო, სოსო ძიას ორი ბიჭი ყავს და იმათ დაარქვან მამის სახელი, მე რატო უნდა დავარქვა?_გამებრაზა.
_და რა მოხდა, რომ შენც დაარქვა?.. ეგ სახელი იმ ქალბატონმა დაარქვა არა?_ლოლაზე მკითხა.
_არა. და მორჩი ამ თემაზე საუბარს!_კატეგორიულად გამოვუცხადე. რომ მეთქვა, მისი შერჩეულია-მეთქი, იმდენს იზავდა, მართლა არ დაგვარქმევინებდა. ხო და დავუმალე.
ახლა იმაზე გაიგიჟა თავი, შენი დაბადების დღისთვის გაატარე ეგეც მეტრიკაშიო, მაგრამ ლოლას არ უნდოდა: დაბადების დღე ის დღეა, როცა დაიბადა და სხვა დღე რატო უნდა ჩავუწეროთო? მეც დამიჯდა ჭკუაში, დაბადების დღე დაბადების დღე უნდა ყოფილიყო და ჩემი დაბადების დღის მეორე დღე ჩავაწერინე მართლა, როცა დაიბადა ჩემი ბიჭი. ერთი ფრონტი ამაზეც გადავიარე. დედაჩემს მასე უნდოდა, რომ ერთ დღისით აგვეღნიშნა ორივეს, მაგრამ პირველად გავიარე ცოლის სურვილზე და ისე ეწყინა ქალბატონს, ერთი კვირა ხმას აღარ მცემდა.
ზუსტად ათი დღე იწვა ლოლა საავადმყოფოში. ამ ხნის მანძილზე, ყოველ დღე ვაკითხავდი და მიმქონდა მისთვის საკვები, ბავშვისთვის კი პამპერსები. დედაჩემს ძალიანაც არ უნდოდა ფულის გაღება, მაგრამ მამაჩემი ეჩხუბებოდა სასტიკად და მეტი რა გზა ქონდა? ჩემი სიდედრიც ხშირად აკითხავდა შვილს. არც ძმები ტოვებდნენ უყურადღებოდ, მაგრამ დედაჩემი მაინც უკმაყოფილო იყო მათი. აქამდე, რომ დედაჩემი ყოველთვის ჩემთვის ეტალონი ქალი მეგონა, ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ არც თუ ისე მისაბაძი ადამიანი იყო. მივხვდი, რომ საკუთარი თავის გარდა და საკუთარი კეთილდღეობის გარდა არავინ და არაფერი ადარდებდა. თავი ყოველთვის ყველაზე მაღლა ეჭირა და ყველას ზემოდან დაჰყურებდა. უნდოდა, რომ ყოველთვის წამყვანი ფიგურა ყოფილიყო და ყველგან და ყოველთვის მის სიტყვას გაეჭრა. ეგ კი არა და, ისიც აღმოვაჩინე, რომ ამ ყველაფერში მას ვგავდი, იმ განსხვავებით, რომ ის ქალბატონი თავის დანაშაულს ვერ ხვდებოდა. მე კი ვხვდებოდი, მაგრამ რითი ვიყავი მასზე მეტი, მაინც იგივეს ვაგრძელებდი. ისე მქონდა სისხლში და ხორცში გამჯდარი ყველაფერი, რომ მინდოდა თუ არ მინდოდა, მაინც ისე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც დედა მზრდიდა და როგორი გენებიც მქონდა. თუმცა რომ ვხვდებოდი რასაც ვაშავებდი, იმედი მქონდა, რომ როცა იქნებოდა გამოვსწორდებოდი.
მთელი თავისი ყურადღება, სითბო და სიყვარული ლოლამ გაგაზე გადაიტანა. არ ვიცი, როგორ უთმენდა და მაინც ასე თავდავიწყებით როგორ უყვარდა ღამე რომ არ აძინებდა და არ ასვენებდა? (თუმცა, მეც ხომ ბევრს მითმენდა?) დღისით საქმის კეთებას და საჭმლის ჭამას არ აცდიდა ჯეროვნად. ღამით ძილს. ხშირად ავმდგარვარ და სხვა ოთახში გავსულვარ, რომ ძილი არ დაეფრთხო გაგას ჩემთვის თავისი ჩხავილით. კიდევ კარგი მთელი ზაფხული ლიზი ჩვენთან იყო და ის ეხმარებოდა ლოლას ყველაფერში. დედაჩემს ხომ არ შეეძლო რამეში მიხმარება?
სექტემბერში ლიზის სწავლა რომ დაეწყო და რუსთავში წავიდა, გაგამ უკვე "აღუები" იცოდა და აზრიანადაც გვაყოლებდა ყველას თვალს. უკვე ისეთი მჩხავანაც აღარ იყო და ხანდახან ვეფერებოდი კიდეც. დედაჩემი კი მხოლოდ მაშინ იყვანდა ხელში, თუ მეზობლებში გადიოდა და გაასეირნებდა ხოლმე. თუმცა ლოლა ამითაც კმაყოფილი იყო, რომ სახლში საქმეს მშვიდად აკეთებდა. ხშირად დამინახია, რომ ცალ ხელში გაგა ეჭირა და ცალი ხელით ან ოთახს ალაგებდა, ან გვიდა. სადილიც ხშირად გაუკეთებია და სუფრაც კი გაუწყვია ერთი ხელით. ერთი ორჯერ მისაყვედურა, არ შეიძლება გამომართვა ცოტა ხნითო? მაგრამ დედაჩემმა მალევე გააჩუმა.
_როდის იყო მამალ ვირს ჩოკინა დასდევდა? მაშ რა გეგონა რომ თხოვდებოდი? კეთილი ინებე და თვითონ მიხედე როგორმე.
ლოლა არ შეპასუხებია დედამთილს. ასე იყო აღზრდილი, დიდი და პატარა იცოდა. თუმცა, წყენით კი გახედა ჩემს მოქომაგეს.
ახალ წლისთვის კი უკვე ჭოჭიალაში ეჯდა და იმდენად არ გასჭირვებია სამზადისი.
რომ ვთქვა, მთლად გამოვსწორდი მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ სულ ცოტათი მაინც დავტკბი ლოლას მიმართ და ცოტა უფრო ყურადღებიანიც გავხდი, რაც დედაჩემს არ გამოჰპარვია და მისი დამოძღვრა რომ თავიდან ამეცილებინა, ისევ ბირჟაზე ვატარებდი მომეტებულ დროს.
წინა საახალწლოდ ჩემმა გარე ბიძაშვილმა დაბადების დღე გადაიხადა და რაღა თქმა უნდა მეც წავედი. ბევრის დალევა რატომღაც არ მინდოდა, მაგრამ ისე შევყევი და ისე უჩუმრად გამოვთვერი, რომ ღამე იქ მომიწია დარჩენა. დილით რომ გავახილე თვალები, ვიღაც გოგო მეწვა გვერდით. გამიკვირდა, ქალები არ ყოლია და არც ის მახსოვდა ეს გოგო როდის ჩავიწვინე და ან საერთოდ გვქონდა თუ არა რამე.
გავიღვიძე თუ არა, მაშინვე აფშლუკუნდა.
_ცოლიანი თუ იყავი, რატო არ მითხარი?
_რაა?_გაოცებულმა შევხედე.
_წუხელ ქვეყანას მიმტკიცებდი, ცოლად მოგიყვანო, ძალით დამიყოლიე კიდეც, ჩემი ქალწულობა შენ ჩაგაბარე და აღმოჩნდა, რომ ცოლიანი ყოფილხარ. ახლა რა მეშველება?_საწოლზე წამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა._ჩემი ძმები მომკლავენ და არც შენ გაცოცხლებენ.
_რას ამბობ? წუხელ მე ჩაგიწვინე საწოლში და თანაც ძალით?_არ მეჯერა, ან არ მინდოდა რომ დამეჯერებინა ამ გოგოს ნაბოდვარი._არ მახსენდება რაღაც.
_არ გახსენება კარგი არგუმენტია. მე რა მეშველება ახლა?_უფრო უმატებდა სლუკუნს ქერათმიანი ზედმეტად მკვეთრი მაკიაჟის მქონე გოგო, რომელიც უფრო ქუჩის კახპას გავდა ერთიშეხედვით, ვიდრე იმ გოგოს, რომელმაც წუხელ ჩემთან დაკარგა ქალწულობა.
_მეხუმრებით ხო?_საწოლზე მეც წამოვჯექი და გამეღიმა._დღეს რომ პირველი აპრილი არ არის? შალო სად არის?_მეგონა ჩემი ბიძაშვილის ხუმრობა იყო.
_შენ ხუმრობა გგონია?_უფრო ატირდა გოგო.
_აქ საიდან მოხვდი?_დავინტერესდი, რადგან სუფრაზე ნამდვილად არ მახსოვდა.
_გზაში მანქანა გაგვიფუჭდა მე და დედაჩემს და დახმარება შემოგვთავაზე. ღვთისნიერი ადამიანი მეგონე, აქ მოგვიყვანე, მერე კი ერთი ნახვით შემიყვარდიო, ქვეყანას მიმტკიცებდი. ამ დილით კი შენს ტელეფონში ფოტოებს ვათვალიერებდი და თურმე ცოლიც გყოლია და შვილიც. რა გინდოდა, რისთვის გამაუბედურე?
_მორჩი რა... გაერთე და გეყო... შალომ გადაგიხადა?_გავბრაზდი.
_შალო ვინ არის, ეს შენი სახლი არაა?_ახლა ამაზე ასლუკუნდა გოგო.
_რა გქვია?
_ნაზი._სლუკუნით მითხრა.
_მისმინე ნაზი, ხუმრობის ხასიეთზე ნამდვილად არ ვარ. მორჩი ეხლა ამ თამაშს და ის მითხარი აქ საიდან გაჩნდი? მახსოვს რომ მარტო დავწექი, რადგან სახლში წასვლის თავი არ მქონდა. ტყუილია, შენთან სექსი ვერანაირად ვერ მექნებოდა!
ნაზი უარესად ატირდა.
მაშინვე წამოვხტი და ტანსაცმელი ჩავიცვი. ოთახიდან ისე გამოვედი, ნაზისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღება. შალო მინდოდა მენახა. გამეკაიფა ის რეგვენი. ახლა კი მგონი იჯდა სადმე კუთხეში და ქირქილებდა. ხანდახან უყვარდა ხოლმე ასეთი ხუმრობები.
შალოს ვერსად მივაგენი და რაც ყველაზე გასაოცარი იყო, არანაირი სუფრის კვალი არ ჩანდა. არა და წუხელ ხუთი კაცი ვსვამდით.
შალოს დედ-მამა არ ყავდა. დედა თხუთმეტი წლის რომ იყო მაშინ დაეღუპა და სულ წავიდა ხელიდან. სიგარეტი, პლანი, სასმელი, ქალები თექვსმეტი წლიდან უცხო ხილი აღარ იყო მისთვის. ოცი წლისა იყო, რომ მამაც დაეღუპა და სახლი ლოთების, ბოზების და ნარკომანების ბუნაგად აქცია. თავიდან ერთმანეთში კარგი მისვლა-მოსვლა გვქონდა. მერე კი, მე რომ დავინიშნე, დედაჩემმა აუკრძალა ჩვენთან მოსვლა. მე კი მაინც მოვდიოდი ხოლმე მასთან. წუხელაც კი ვიქეიფეთ, მაგრამ არანაირი კვალი აღარ იყო ნასუფრალისა. თვითონაც რომ არ ჩანდა არსად თორემ. ეგ კი არა და, ნაზის დედა მარიკაც რომ აქ დამხვდა მეორე ოთახში, სულ გავგიჟდი.
შალოს დავურეკე და თბილისში ვარო.
_ნუ კაიფობ რაღაცას რა!_ცოტა მკაცრად დაველაპარაკე. მოდი, მიხედე ამ დედა-შვილს, მე სახლში უნდა წავიდე.
_ვინ დედა-შვილს?_გაუკვირდა._შენ თავი ხომ არაფერს მიარტყი?
_ვინ დედა-შვილს და შენს მსახიობებს. უნდა ვთქვა რომ დამაჯერებლადაც კი ტირის, მაგრამ მე ამ სისულელეზე აცრილი ვარ.
_რა დედა-შვილი, რა სისულელე, რა აცრა, შენ ხომ არ გაუბერე? წუხელ მალევე ავიშალენით და თბილისში წავედი. შენ მთხოვე, სახლი ერთი ღამით დამითმეო და მეც დაგითმე, დანარჩენი არაფერი ვიცი.
_იხუმრე და გეყო, კარგი ეხლა, მოდი და მოხედე-მეთქი გითხარი, მე სახლში მივდივარ.
_შენ შიგ ხომ არ გაქვს, რას ბოდიალობ? დავიჯერო იმ პლანმა მასე იმოქმედა შენზე?
_პლანი მომაწევინე?_გამიკვირდა.
_ხო, ძალათ ჩაგთხარე პირში._აშკარად გაბრაზდა შალო._მე რა ძალათ მოგაწევინე , თვითონ გამოგლიჯე ბექას პირიდან... ვინ ქალები გყავს მანდ?_დაინტერესდა.
_მარიკა და ნაზი. გითხარი, მოდი და მიხედე.
_მე კიდევ გითხარი, ვიყო თუ ვიცოდე ვინ ქალებზე მელაპარაკები.
_რას ამბობ შალო, გინდა მითხრა, რომ ეს მათხოჯი მე თვითონ ჩავიგორე საწოლში?_ცოტა არ იყოს შევშფოთდი.
_ახლავე დავიჭერ ტაქსს და წამოვალ. ჩემს მოსვლამდე ფეხი არ მოიცვალო. გასაგებია?
გონება დავძაბე. მინდოდა გამეხსენებინა წუხელ რა მოხდა, მაგრამ იმის გარდა, რომ შალომ და ბექამ ძლივს შემომათრიეს შალოს საძინებელში და ტანსაცმლიანივე მიმაგდეს საწოლზე, მეტი არაფერი მახსოვს. დავიჯერო მერე ავდექი და ვიწანწალე? მაგრამ, შალოს თუ დავუჯერებთ, მე თვითონვე ვთხოვე სახლი დამითმე-მეთქი. დავიჯერო, მართლა მქონდა სექსი ამ უშნო გოგოსთან? ეზოში უცხო მანქანაც რომ იდგა, ეს ცალკე მიჩენდა საფიქრალს.
სანამ შალო მოვიდა, ეზოში თუთის ხეზე ვიყავი მიყუდებული და ლამის ერთი კოლოფი სიგარეტი მოვწიე. მართლა არ მახსოვდა ნაზისთან დაკავშირებით არაფერი. აქამდე რომ მეგონა შალო მეკაიფებოდა, ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ შარში ვიყავი. ტაქსი რომ გაჩერდა ჭიშკართან, მაშინვე გარეთ გავვარდი.
_ვინ ქალები გყავს ?_ტაქსიდან არ იყო გადმოსული, რომ მაშინვე მაჯახა.
_წარმოდგენა არ მაქვს, არაფერი მახსოვს... წუხელ შენ და ბექამ არ შემათრიეთ და დამაწვინეთ? არაფრის აღარ მქონდა, საიდან მოვიდნენ ეს ქალები მართლა არ ვიცი.
ეზოში შემოვიდა თუ არა ქალების სანახავად და მანქანა დაინახა, გაგიჟდა.
_ჩომილას და ღოროს და გყავს?_შეშფოთებულმა შემომხედა.
_ეგენი ვინღა არიან?_გამიკვირდა.
_მთელ რეგიონს აზანზარებენ, არ იცი?.. საიდან მოიყვანე.
_არ ვიცი._ცოტა არ იყოს დამცხა._არ მახსოვს არაფერი.
_ყელამდე ნეხვში რომ ხარ, ხვდები?_უფრო შემაშინა მისმა ნათქვამმა და ქალების სანახავად სახლში შევიდა.
მეც უკან მივყევი გალახული ბავშვივით, თუმცა არ შემიყვანა, შენ გარეთ მოიცადე, მე მოვაგვარებ სიტუაციასო. ამაზე ცოტა იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა, რომ რაღაცას მატყუებდნენ და მეკაიფებოდნენ. თუმცა სულ ტყუილად. მე მართალია არაფერი მახსოვდა, მაგრამ თურმე მართლა მე მომიყვანია ეს ქალები შალოს სახლში. მანქანა გაფუჭებიათ და დახმარება შემითავაზებია. მერე კი საწოლშიც ჩამიწვენია ნაზი. ძალიანაც არ მინდოდა ამ ყველაფრის დაჯერება, მაგრამ შალოს ხუმრობა მართლა არ იყო ეს.
_მეტი გზა არ გაქვს, ლოლას უნდა გაშორდე და ნაზი მიიყვანო ცოლად, თორემ მაგის ძმები არ გაცოცხლებენ._მთელი სერიოზულობით მითხრა სახლიდან გამოსულმა შალომ.
_რა სისულელეა?!_ავღშფოთდი. ძლივს ლოლას პატივისცემას და სიყვარულს ვსწავლობდი და ახლა გამეგდო და ვიღაც უშნო ნაზი მიმეყვანა ცოლად?_შანსი არ არის, მე ლოლას არ გავშორდები._მთელი სერიოზულობით ვუთხარი.
_არა და ადგილი შეარჩიე სადაც უნდა დაიმარხო. არ გაცოცხლებენ იცოდე.
_ჯანდაბას მაგათ თავი. ცოცხალი თავით ლოლას არ მივატოვებ._ეს ვთქვი და იქიდან უკანმოუხედავად წამოვედი.
იმ დღის მერე სახლიდან გარეთ აღარ გავსულვარ. ერთი კვირა ლოლას გვერდით ვიყავი და გაგას გაზრდაში ვეხმარებოდი.
_რამე დანაშაული გაქვს და ამით გინდა გამოისყიდო?_ვითომ ხუმრობით, მაგრამ ვატყობდი რომ ეჭვით მეკითხებოდა ლოლა.
უსიტყვოდ ვუღიმოდი მარტო და ლოყაზე ნაზად ვკოცნიდი. ერთ საღამოს კი, ვახშმობისას, შეტყობინება რომ მოუვიდა ლოლას და ნახა, შევატყე როგორ გაფითრდა. თითქოს გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. არც თვითონ უთქვია დედაჩემის და მამაჩემის თანდასწრებით რამე. არა და აშკარად ეტყობოდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გაიგო იმ შეტყობინებით.
ჩვეულებრივ ვივახშმეთ, (იმასაც თუ ჩვეულებრივი ვახშმობა ერქვა, ლუკმა აღარ გადამდიოდა ყელში და აღარ მეყლაპებოდა). დედაჩემი და მამაჩემი რომ გავიდნენ დასაძინებლად და მარტოები დავრჩით, მაშინ კი გამიბედა საყვედური ლოლამ.
_ისე განაგლდნენ შენი საყვარლები, რომ თქვენს ინტიმურ ფოტოებსაც კი მიგზავნიან უკვე?
_რა ფოტოები?_გვარიანად წამომახურა._შენ ხომ არ გაგიჟებულხარ? ვინ საყვარლები?_აქეთ შევუტიე ვიღომ.
_აჰა, შეგიძლია დატკბე მათი თვალიერებით._თავისი ტელეფონი გამწარებულმა დამიდო წინ.
შიშით ავიღე და გულის კანკალით დავათვალიერე ფოტოები. მე და ნაზი ვიყავით ისეთ პოზებში, მეგონა კამასუტრის ფოტოებს ვათვალიერებდი. მართლა არ მახსოვდა არაფერი. აღელვებამ ცოტა რომ გადამიარა და დავაკვირდი, ყველა ფოტოში, სადაც სახე მიჩანდა, თვალები მქონდა დახუჭული. უგონოდ მეძინა და ნაღდად გამიჩალიჩეს. შალოს ხელიც იქნებოდა ამაში გარეული, თორემ მარტო ნაზი და დედამისი ვერაფერს გახდებოდნენ.
_გაჩალიჩებული საქმეა ეს, ნახე ყველა ფოტოში თვალები მაქვს დახუჭული და მძინავს.
_მართლა?_ირონიულად გაიცინა ლოლამ._იქნებ სიამოვნებისგან გაქვს თვალები დახუჭული? იმდენი ვაჟკაცობაც არ გყოფნის, რომ ფაქტი ცხვირწინ გიდევს და აღიარო, მაინც უღყოფ, რომ თურმე შენი სურვილის წინააღმდეგ გაგიჩალიჩა ვიღაცამ?
_ხო, ვაღიარებ, რომ მექალთანე და არარაობა ვარ, მაგრამ ნაზისთან მართლა არაფერი მქონია.
გვარიანად ვიჩხუბეთ, მე ვუმტკიცებდი, რომ ალალი ვიყავი, მას კი არ ეჯერა. ხმაურზე დედაჩემი გამოვიდა, ალბათ გარედანვე გვისმენდა რაზე ვდაობდით და სიტუაციაში რომ გაერკვა, როგორც ყოველთვის ლოლა გაამტყუნა.
_რა გაყვირებს გოგო, რა სცენებს აწყობ? კაცია და გაივლის ქალებში, მაშ როგორ გინდა? ნუ გეშინია, არავინ მოაჭამს, შენთვისაც დარჩება!
ყოველთვის მსიამოვნებდა დედაჩემის გამოქომაგება, მაგრამ ახლა ისე გამაღიზიანა მისმა უხამსმა ლაპარაკმა, გაბრაზებულმა ხელი მოვკიდე და გარეთ გაყვანა დავუპირე.
_შენ ნუ ჩაერევი, ჩვენ მოვგვარდებით, გაიგე?
_რა თქვენ მოგვარდებით? ვერ ხედავ რამხელას წიოკობს? რა მოხდა მერე ქალებში რომ გაიგულავე?
_შენ ქმარსაც პატიობდი ქალებში გაგულავებას?_ამ ხნის მანძილზე პირველად რომ შეეპასუხა ლოლა დედაჩემს, გამიკვირდა.
დედაჩემმა ხომ მთლად გაიბრდღვნა ყველაფერი.
_ამ ლაწირაკს უყურე ერთი როგორ წაუგდია ენა._აკივლდა და რას აკივლდა. მე კი იძულებული გავხდი, რომ მართლა გამეგდო გარეთ და ჩამეკეტა კარები.
_რატომ გგონიათ შენ და დედაშენს, რომ მარტო თქვენ გაქვთ ყველაფრის უფლება და სხვას არაფრის?
_დედაჩემისა რა გითხრა, მაგრამ მე არ მგონია... მართლა მოწყობილი საქმეა, დამიჯერე.
_ხო, შენი ჯინი სჭირს ვინმეს და საქმეს გიფუჭებს ცოლთან.
_შენ არ გჯერა, მაგრამ მართლა მოწყობილია. რა მიზეზით მართლა არ ვიცი, მაგრამ მაგასაც გავარკვევ.
_გაარკვიე და იყავი, მე მართლა დავიღალე უკვე ყველაფრით._დავინახე როგორ აუწყლიანდა თვალები._ვაჟკაცურად რომ გეღიარებინა და პატიება გეთხოვა, გეფიცები, მართლა გაპატიებდი ყველაფერს... მეგონა შვილის ყოლა მაინც გამოგასწორებდა ცოტას. მართლა მიყვარდი და გპატიობდი ყველაფერს, მაგრამ უკვე ზღვარს გადახვედი. შენს საყვარლებს ჩემს კოირდინატებს აძლევ უკვე, რომ თქვენი სიამოვნების აღმბეჭდავი მასალები გადმომიგზავნოს. ეს შენი მხრიდან ჩემი დამცირება და მასხრად აგდებაა. პრობლემა არ მაქვს, გავშორდეთ. გაგანთავისუფლებ ჩემგან. შენი არაფერი მჭირდება...
_რა სისულელეა, მე შენ არ დაგშორდები._მკლავები მოვხვიე და გულში ჩავიხუტე._მჭირდები, უშენოდ ვერ გავძლებ. შეიძლება არ გჯერა, მაგრამ მეც შემიყვარდი... ჩემი შვილიც მიყვარს. გეთანხმები, იდიოტი ვიყავი, ანგელოზივით ცოლი გვერდით მყავდი და სხვა ქალებისკენ გავრბოდი, მაგრამ შევიცვალე. ეს ფოტოები კი მოწყობილია, სხვა არაფერი.
ლოლა გამიძალიანდა. იმდენი ქნა, რომ გამაშვებინა ხელები.
_აღარ მომეკარო. გინდა? გყავდეს საყვარლები რამდენიც გინდა, ოღონდ მე თავი დამანებე!_გაგა ხელში აიყვანა და იმ ოთახში შეიკეტა, სადაც ამ ზაფხულს ლიზი ცხოვრობდა.
_ლოლა, გემუდარები, გამიღე კარები._მეც უკან მივყევი და ცხვირწინ მოჯახუნებულ კარს მუშტები დავუშინე.
_ბავშვს ნუ აშინებ, გთხოვ, თავი დამანებე._ტირილით გამომძახა ლოლამ.
ბრახუნი კი შევწყვიტე, მაგრამ კარს არ მოვშორებივარ.
_დამიჯერე, გეხვეწები, მაგ გოგოსთან არაფერი მაკავშირებს... სხვებზე რატო იგივეს არ ვიძახი? მაგასთან მართლა არაფერი მომხდარა და რაღაცას მიწყობენ.
ლოლა ხმას არ მცემდა. დარწმუნებული ვიყავი ტიროდა და ეს უფრო მიკლავდა გულს. კარი არ გაუღია. არც მე მოვშორებულვარ მის ოთახს და მთელი ღამე იქვე ჩაცუცქულმა გავატარე. დილით კი ძილბურანში ვიყავი, რომ ფრთხილად გააღო კარი და გამოვიდა.
_მთელი ღამე ასე იჯექი?_გაუკვირდა, გვერდით საფერფლე სიგარეტის ნამწვებით სავსე რომ დაინახა. აშკარად შევეცოდე.
წამოვდექი და ისევ ჩავიხუტე, ოღონდ ამჯერად უფრო მჭიდროდ, რომ არ დამსხლტომოდა ხელიდან. თუმცა, აღარ გამძალიანებია.
_რა დაგიფიცო, რომ დამიჯერო? მართლა მიყვარხარ და გთხოვ, ხელს ნუ მკრავ შენი ცხოვრებიდან. ბევრი შეცდომა დავუშვი შენთან მიმართებაში და ძალიან ვნანობ. გპირდები, გამოვსწორდები... ამ ფოტოების ამბავსაც გავარკვევ და ბოდიშს მოვახდევინებ შენთან. ძალიან გთხოვ, ნუ წახვალ ჩემგან. მე შენ მჭირდები... ჩემს სიცოცხლეს გეფიცები, არ მეღირსოს დაღამება თუ გატყუებდე, მართლა მიყვარხარ და გპირდები, რომ მართლა გამოვსწორდები.
ლოლა უხმოდ გარინდული მისმენდა. არ ვიცი ეჯერა თუ არა ჩემი თითოეული სიტყვის, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი ჩემს თავში, რომ ისეთი ქმარი ვიქნებოდი მისთვის, როგორსაც იმსახურებდა.
მთელი დღე სახლიდან არ გავსულვარ. ლოლას ვეხმარებოდი საოჯახო საქმეში-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ გაგას ვაქცევდი ყურადღებას და ვგრძნობდი, რომ მართლა მიყვარდა ეს ბავშვი. დედაჩემი ირონიულად მიმზერდა და მებუტბუტებოდა, ცოლმა როგორ დაგაჩმორაო, მაგრამ არაფრად ვაგდებდი მის შხამიან რეპლიკებს.
_იქნებ პამპერსიც გამოუცვალო, არ გინდა?
_თუნდაც გამოვუცვალო, მერე რა?_უკვე მოთმინებადაკარგულმა ვუღრიალე._სხვის შვილს ხომ არ გამოვუცვლი, ჩემია.
_ეს როგორ გადაგიბირა და როგორ აგამხედრა ჩემს წინააღმდეგ მაგ ქალობა გასახმობმა მაგან._მაინც არ ისვენებდა დედაჩემი.
ლოლას ვატყობდი, რომ კმაყოფილი იყო ჩემი ყურადღებით და ოჯახისკენ სულ მცირედიდ მაინც რომ მოვბრუნდი, ესეც ახარებდა. მასზე მეტად თუ არა, არც ნაკლებად მიხაროდა მეც ჩემი გამოსწორება.
_ამაღამ ჩვენს ოთახში დაწექი, გთხოვ. თითს არ დაგაკარებ, სანამ შენი სურვილი არ იქნება, ოღონდ სხვა ოთახში ნუ გახვალ._ლამის მუხლისჩოქებზე დავუდექი.
სხვა ოთახში მართლა არ დაწოლილა. მეც შევასრულე ჩემი პირობა და არ დამიკარებია თითი მისი სურვილის წინააღმდეგ. შუაღამეზე კი რომ მომიჩოჩდა და მძინარეს ჩამეხუტა, გული გამიჩერა მისმა სიახლოვემ. ასეთი განცა არასდროს არ მქონია არავის მიმართ. ერთი პერიოდი თინიკოზე კი ვაბოდებდი და ვნებას მიშლიდა მისი შეხება, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. არ ვიცი, ძლიერად რომ მოვხვიე მკლავები და გულში ჩავიხუტე, თითქოს თავბრუ დამახვია მისმა სურნელმა. მერე გაჩერებულმა გულმა ისე გამალებით და ძლიერად დამიწყო ფეთქვა, მეგონა საგულედან ამომიხტებოდა. წელიწადზე მეტი იყო ლოლა ჩემი ცოლი იყო, ყოველ საღამო სურვილს ვიკმაყოფილებდი მისი ალერსით, მაგრამ ასეთი განცდა და შეგრძნება ამ ხნის მანძილზე არასდროს მქონია.
_ჩემი ცხოვრების აზრი ხარ. მიყვარხარ._ეს რომ ვუთხარი, ღამის სიბნელეში მისი გაღიმებული ტუჩები მოვძებნე და დავეწაფე.
მგონი მართლა მიყვარდა ეს გოგო. ვგრძნობდი, რომ მასაც ვუყვარდი და ეს აზრი მაბედნიერებდა. პერანგის ქვეშიდან გაუბედავად შევუცურე ხელი და მის გლუვ სხეულზე ფრთხილად ავასრიალე. არ გამძალიანებია. ამით გათამამებულმა მის ფუმფულა მკერდისკენ გადავინაცვლე და ოდნავგასაგონი ჩუმი ვნებიანი კვნესა რომ აღმოხდა, აღარც გავჩერებულვარ...
დილამდე მშვიდად ეძინა ჩემს მკერდზე თავდადებულს. გაგამ მშვიდი ძილის საშუალება რომ მისცა, მე ეს მახარებდა ძალიან. პირველად მოხდა, რომ ბალიშზე მედო თავი და ვერ ვიძინებდი. ვერ ვიძინებდი კი არა, არ ვიძინებდი. მინდოდა მისი მშვიდი სუნთქვისთვის მესმინა. მისი სურნელი შემეგრძნო და მისი გულისცემა მეგრძნო. თითქოს ასე უცბად ამეხილა თვალი, თითქოს ასე უცბად შემიყვარდა თავდავიწყებით. კიდევ კარგი, რომ მან არ უარმყო და ხელი არ მკრა... ასეთი არჩვეულებრივი ცოლი იყო ჩემი ლოლა...
დილით აფთიაქში გავედი, პამპერსი და ცხვირის წვეთები უნდა მეყიდა. სანამ აფთიაქში შევიდოდი, შალომ დამიძახა. უცხო მანქანაში იჯდა უცხო ბიჭებთან ერთად. სალაპარაკო მაქვსო და მანქანაში ჩამისვა. მძღოლი და მის გვერდით მჯდომი ახმახი მუტრუკი გამაცნო, ნაზის ძმები არიანო. შიშით არ შემშინებია, უბრალოდ არ მესიამოვნა მათი გამოჩენა.
_ცოტა რომ გავიაროთ და დავილაპარაკოთ, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?_მძღოლის გვერდით მჯდომი მომიბრუნდა და კატეგორიული ტონით მკითხა. თუმცა კითხვას კი არა, უფრო ბრძანებას გავდა.
არ გამიპროტესტებია. სოფლიდან რომ გადავუხვიეთ, არც ამაზე ამიტეხია განგაში. სადაც წვრილი იყო იქ გამწყდარიყო, ბედს მივანდე ყველაფერი. ერთ ცემას ავიტანდი როგორმე... თუმცა ცემასაც ცემა ერქვა, ხუთმა კაცმა ისე მადიანად მიმამჟავა, ლამის ყველა ძვალი სათითაოდ გადამიმტვრია. შალო სად გაქრა, ვეღარ მოვკარი თვალი. დავრწმუნდი, რომ ის ფოტოებიც ამის გაჩალიჩებული იყო, ოღონდ რა მიზეზით, ვერ ვხვდებოდი. ღირსი კი ვიყავი ცემისა, მაგრამ ლოლას მხრიდან. ნაზისთან რომ არაფერი მაკავშირებდა, მაგაშიც ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული.
ისე სასტიკად მცემეს მუტრუკებმა, სასიკვდილოდ გამიმეტეს, იქვე მიმაგდეს და ნაცემ-ნაბეგვი მარტო დამტოვეს მისავათებული. ადგილიდან ვეღარ ვტოკდებოდი ისე საშინლად მტკიოდა ნეკნები. კიდევ კარგი ტელეფონი იქვე დამიგდეს და ლოლას პატარა ძმას, ნიკას დავურეკე. მიახლოებული ადგილმდებარეობა ვუთხარი და გონიც დავკარგე. როგორც შემდეგში გავიგე, ძლივს მომაგნეს ნიკამ და უფროსმა ძმამ გიორგიმ. თვითონ რომ ვერ გამიბედეს ადგილიდან დატოკება, სასწრაფო გამოუძახიათ და იმით გადამიყვანეს. ხელი ქონდათ თურმე ჩაქნეული, ეგონაც ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი, მაგრამ გამოვძვერი. სამი დღე კრიზისი მქონდა და გონზე რომ მოვედი, მაშინვე ლოლა და ჩემი შვილი მოვიკითხე. ლოლასთვის მეორე დღეს უთქვიათ ჩემი ამბავი და ეს დღეები თურმე თავს აღარ მანებებდა, საავადმყოფოში ჩემს გვერდით ათენებდა და აღამებდა. მივხვდი რომ ძალიან, ძალიან მიყვარდა ჩემი ცოლი და დავაფასე მისი ჩემდამი პატივისცემაც და სიყვარულიც. რახან გადავრჩი, თავს პირობა მივეცი, რომ ლოლას გამო რადიკალურად შევიცვლებოდი და ცხოვრებაში აღარ გავიხედებოდი არავისკენ.
თითქმის ერთი თვე ვიწექი საავადმყოფოში. ამ ხნის მანძილზე დედაჩემი მხოლოდ იმიტომ ამოდიოდა ჩემს სანახავად, რომ გაეგო ვინ გამიმეტა ასე სასიკვდილოდ და პასუხი მოეთხოვა მათთვის. პოლიციასაც დავუმალე მათი ვანაობა და ისიც, რის გამო მომხვდა. არც დედაჩემისთვის მითქვია. სახლში რომ გამომწერეს და მნახველების სიას ბოლო არ უჩანდა, ერთ დღეს შალოც მესტუმრა. ყველას თანდასწრებით საყვედური არ მითქვია. არა და ერთი სული მქონდა, გემოზე გამომელანძღა. მისი მზერა რამდენჯერმე დავიჭირე, ისეთი თვალებით უმზერდა ლოლას, აშკარად მოსწონდა და გულზე ცეცხლი მომედო. მგონი ჩემი ცოლის ხელში ჩასაგდებად გამიმეტა და გამწირა ასე.
როგორც იქნა მარტოები დავრჩით. სანამ მე ვეტყოდი რამეს, თვითონ წამოიწყო.
_ჩომილამ და ღორომ მომაგზავნეს შენთან. ფეხზე დადგება თუ არა, ნაზიზე იქორწინებსო...
_რაო?_ავღშფოთდი._შანსი არ არის! ცოცხალი თავით მაგას არ ვიზავ!
_ხო და გაგასაღებენ იცოდე._ჩურჩულით მითხრა.
_შენც ეგ არ გინდა?_დაჟინებით მივაშტერდი გამომცდელად.
_მე რა მინდა, შენ ხომ არ გაუბერე?_ვითომ გაბრაზდა._რა დაგარტყეს მაგისთანა, რომ ტვინი გადაგიბრუნდა?
_შენ რას შეგპირდნენ მაგისთანას, რომ ნაზი ჩამიგორე ლოგინში?! ვიცი, შენი გაჩალიჩებულია ის ფოტოებიც...
_შენ შიგ ხომ არა გაქვს?_იმანაც ხმას აუწია._ვერ ნახე თბილისიდან რომ მოვედი ტაქსით?
_ისეთი ჩათლახი ხარ, ეგ არ გაგიჭირდებოდა... ლოლას გამო მიკეთებ ამას?
ლოლას ხსენებაზე აშკარად შეკრთა. აწრიალდა და აღელდა.
_ლოლა რა შუაშია?_ვითომ ძალიან გაიკვირვა.
_ის იმიტომ მომიწვინე გვერდით, რომ ასეთი ამბები დაგეტრიალებინა, ლოლა ჩემგან თავისუფალი იქნებოდა და ადვილად ჩაიგდებდი ხელში... ლოლას არ გაეკარო, თორემ გეფიცები, ცემაში ამოგხდი სულს!
_ლოლას როგორც საკუთარ დას, ისე ვუყურებ, შენ მართლა გაგიბერია... დიდი ფანტაზიის უნარი გქონია._გაეცინა კიდეც ნაძალადევად.
_მე გაგაფრთხილე. ლოლას ზედმეტად არ მიუახლოვდე, თორემ მოგკლავ!
_ეგ კი არა, შენ იმაზე იფიქრე, ნაზის ძმებს როგორ გადაურჩები თუ მათ დას არ მოიყვან ცოლად.
_რაო, რა თქვი, გაიმეორე?_მოულოდნელად ისე დაგვადგა დედაჩემი თავზე, ვერ გავიგეთ._ვინ ნაზის ძმები გემუქრებიან?_ახლა მე მომიბრუნდა._ლოლას გამო გცემეს?
_ლოლა რა შუაშია?_გავბრაზდი._გადი აქედან, კაცები ვლაპარაკობთ და რას ერევი ჩვენს საქმეში?
_რა მოხდა, შენ ამიხსენი ნორმალურად. ვინ ნაზია?_შალოს მიუბრუნდა ახლა დედაჩემი.
_გადი ქალო აქედან!_ხმამაღლა ვუყვირე, თუმცა დედაჩემმა ყური არ მათხოვა.
შალომაც დაფქვა ყველაფერი. როგორ შევაცდინე თურმე ქალიშვილი გოგო და მისმა ძმებმა იმის გამო მცემეს, რომ ლოლას გაშვება და ნაზის შერთვა არ მინდა ცოლად, რომელიც თურმე ჩემგან ბავშვსაც კი ელოდება.
_გაგიჟდი შენ? ლოლას გამო უნდა მოეკვლევინო იმ ბიჭებს? გაშორდი ამ გოგოს, არც პირველი იქნები და არც უკანასკნელი, ვინც მეორედ დაინიშნება. თუ კი ორსულადაა ის გოგო, ცოდო არ არის?
_შენ ხომ არ გაგიჟდი მართლა? ჯერ ისიც საკითხავია, მოხდა თუ არა ჩვენს შორის რამე და სინამდვილეში არის თუ არა ორსულად. თუ არის, ჩემგან არის თუ სხვისგან. და ახლა, ლოლას უკვე ყავს ჩემგან შვილი და არ ვაპირებ დავშორდე. მე მიყვარს ლოლა!...
_ისე გიყვარს, რომ მის გამო მზად ხარ ნაზის ძმებმა მიგბეგვონ?
_გადი აქედან ქალო!_ისევ ვუყვირე დედაჩემს.
_ქარი შეგიდგეს შენ! გამზრდელ დედას მასე უნდა მელაპარაკებოდე?_ეწყინა და აქეთ შემომიტია.
_ჩემი გამზრდელი დედა რომ ხარ, რატო არ ფიქრობ, რომ ოჯახის დანგრევას არ უნდა მთხოვდე და მეჩიჩინებოდე...
_შენს გადარჩენას ვცდილობ. ვერ გაიგე, მოგკლავენო? ქალები დალეულა დუნიაზე, რომ ლოლას გამო არ შეაკლა იმათ თავი?
_გადი აქედან!_ბოლო ხმაზე ვუღრიალე უკვე დედაჩემს._არა-მეთქი და მორჩა! მე უკვე მყავს ცოლ-შვილი და არ ვაპირებ მათ დათმობას, თუნდაც ჩემი სიცოცხლის სანაცვლოდ!
ისეთი თვალებით მიმზერდა დედაჩემი, აშკარად რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მეც ისეთი გაავებული ვუყურებდი, ვეღარ გამიბედა. ბოლოს, ოთახიდან გავიდა და გაიხურა კარი.
_შენ კიდე, გაფრთხილებ იცოდე, ლოლას სიახლოვეს არ დაგინახო! დავივიწყებ იმას, რომ ბიძაშვილები ვართ და არ დაგინდობ! იმ მუტრუკებს კიდე გადაეცი,რომ არ ვაპირებ იმათი დის ცოლად მოყვანას! გასაგებია?
_მე კი ყველაფერს გადავცემ, მაგრამ ამით სასიკვდილო განაჩენს მოაწერე იცოდე ხელი._შალო წამოდგა და გაგულისებულმა დატოვა ჩემი ოთახი.
ამ ამბიდან მეორე დღესვე დამირეკა ჩომილამ და დამემუქრა, თუ ნაზის არ მივიყვანდი ცოლად, ჩემს ცოლ-შვილს არ აცოცხლებდა.
_ჩემს ცოლს ერთი ღერი თმაც რომ ჩამოუვარდეს, იცოდე არ დაგინდობ! ჩემი ხელიც გამოგახრჩობ იცოდე.
_მართლა?_ირონიულად გაეცინა._ერთი თვის წინ მგონი შენ იყავი სიკვდილის პირას...
_ხუთი ერთზე რომ გამოხვედით, ეგ გგონიათ ვაჟკაცობა? ერთი-ერთზე შემხვდი თუ მაგარი ხარ, გაგიერთიანო ცხვირ-პირი...
_მოკლეთ, შენ წყნარად ლაპარაკი გეტყობა რომ არგესმის, ამიტომ შენს თავს დააბრალე ამის მერე რაც შენს ცოლ-შვილს დაემართება!_ეს მითხრა და ტელეფონი გამითიშა.
ცოტა არ იყოს, შემეშინდა. ჩემს თავზე მართლა არ ვდარდობდი, ლოლა და გაგა მედარდებოდნენ. მართლა რომ დაეშავებინათ მათთვის რამე? მათგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო... არა და, ძლივს ვისწავლე ლოლას სიყვარული და პატივისცემა, ძლივს შევიცვალე უკეთესობისკენ და ახლა დამეთმო? რა მიზეზით? რა მეთქვა მისთვის? რასაც აქამდე გპირდებოდი, ყველაფერი ტყუილი იყო და გაბოლებდი-მეთქი? გშორდები იმიტომ, რომ სხვა უნდა მოვიყვანო ცოლად, რომელიც ერთხელ მყავს ნანახი და და არ მომწონს, მაგრამ მაინც ის უნდა მოვიყვანო-მეთქი?
სანამ მე ამაზე ვდარდობდი და ტვინს ვიჭ....ტდი, როგორ მომეგვარებინა ეს საქმე, დედაჩემმა დიდი სცენები მოაწყო. საწყალი ლოლა მადიანად გამოლანძღა და იმდენი ქნა, სახლიდან გააგდო.
ბევრი ვეხვეწე და ვემუდარე ლოლას, მუხლებზეც კი დავუდექი, მაგრამ აღარ ინება ჩემთან დარჩენა. დედაჩემი ცალკე აქეზებდა, შენი გულისთვის შვილს არავის მოვაკვლევინებო და უფრო ამიტომ აღარ დარჩა. თავისი პირადი ნივთები ერთ ჩემოდანში ჩატია, ბავშვის ტანსაცმელი მეორეში და თავის ძმას დაურეკა. ნიკას არაფერი უკითხია. არასდროს ერეოდა ჩვენს შორის. "ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო," ყოველთვის ამას ამბობდა. ხვალე-ხვალზევით შერიგდებით ალბათ და ისევ ერთად იქნებით, მესამე პირის ჩარევა საჭირო არ არისო. მანქანიდან თვალცრემლიანმა გადმომხედა ლოლამ და ისე წავიდა, არაფერი უთქვია ჩემთვის.
მამაჩემმა რომ გაიგო ეს ამბავი, ლამის გაიგიჟა თავი, მაგრამ დედაჩემი თავს იმით იმართლებდა და მეც მამართლებდა, რომ მოსაკლავი შვილი არ მყავსო.
ნერვებს მიშლიდა დედაჩემის ზედმეტად ჩარევა ჩემს ცხოვრებაში. თავს ვიკავებდი, თორემ ალბათ ქალზე ავწევდი ხელს და გვარიანად ვცემდი მშობელ დედას. ამით მართლა არ ვამაყობ, მაგრამ ღირსი კი იყო, რომ ვინმეს ჭკუა ესწავლებინა მისთვის. თუმცა, ცხოვრება უფრო კარგი შურისმაძიებელი ყოფილა...
მარტის დასაწყისში შევირთე სამოქალაქო ქორწინებით ნაზი ცოლად. ოც კაციანი ქორწილი გვქონდა. ჩომილა და ღორო, რომლებიც სინამდვილეში მისი ძმები არ აღმოჩნდნენ, თავიაანთი ძმა-ბიჭებით იყვნენ მოსულები. ალბათ იმის საჩვენებლად, რომ ზედმეტი არაფერი მოგივიდეს, თორემ ჩვენთან გექნება საქმეო. დედაჩემი ისეთი პატივისცემით ეპყრობოდა ნაზის, ნერვები მეშლებოდა, რადგან ვინც პატივისცემას იმსახურებდა, იმას არაფრად აგდებდა და ამ ბოზანდარას ეპირფერებოდა. ალბათ სტუმრების დასანახად, თორემ ისეთი ქალი არ იყო, რომ ვინმე თავზე წამოესვა.
ქორწილმა ასე თუ ისე მშვიდობით ჩაიარა. მერე კი დაიწყო უღიმღამო და უინტერესო ცხოვრება. თავიდანვე გამოვუცხადე ჩემს ახალ ცოლს, რომ ჩვენ ერთად არ ვიქნებოდით და სხვადასხვა ოთახებში დავწვებოდით. ბევრი იტირა და ნიანგის ცრემლები ღვარა, ბევრიც იკივლა. ჩომილათი და ღოროთიც კი შემაშინა, მაგრამ მაინც ვერაფერს რომ ვერ გახდა, დამემუქრა, სხვასთან წავალ იცოდე, შენ თუ ქმრის მოვალეობას არ შეასრულებო. გამეცინა. ზუსტად ამ სიტყვებით ვემუქრებოდი ლოლას და ხშირად ვასრულებდი კიდეც ამ მუქარას. წადი, ჯანდაბამდე გზა გქონია-მეთქი ლოლას სიტყვები მივაძახე. მართლა არ მადარდებდა რას იზავდა და სად წავიდოდა. სამართლიანად ვისჯებოდი. უარესის ღირსიც ვიყავი. ერთადერთი ჩემი საფიქრალი ლოლა გამხდარიყო. მასზე ვდარდობდი, რომ არავის არაფერი დაეშავებინა მისთვის. თუმცა, ორი ძმის გვერდით დაცული რომ იქნებოდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი. შორიდან ვიგებდი მის ამბებს. რაც ჩემი და დედაჩემის ხელში უწევდა ატანა, არც რძალი აკლებდა. თუმცა, ჩუმად იყო იქაც და ყველაფერს ითმენდა.
მამაჩემმა არა და არ აღიარა ნაზი რაძლად. დედაჩემს თავიდან კი კარგი ურთიერთობა ქონდა, მაგრამ მერე უკვე რომ მოუნდა ისევ ნებიერად წოლა და რძლის მოახლეობა, ნაზიმ კლანჭები გამოაჩინა. როლები შეიცვალა. ნაზი იწვა ახლა მთელ დღეს, ვითომ რთული ორსულობის გამო წოლითი რეჟიმი ქონდა და დედაჩემი ტრიალებდა ციბრუტივით. აქამდე რომ არ შეეძლო არაფერი და ლოლას კისერზე იყო ყველა საქმე, ახლა ისე ფუსფუსებდა და საქმობდა, მასზე ყოჩაღი ქალი დედამიწის ზურგზე არავინ მეგულებოდა. გუნებაში მეცინებოდა. დედაჩემიც სამართლიანად ისჯებოდა.
ნაზის დედა ქალბატონი მარიკაც ხშირად გვაკითხავდა და თითქოს მზითევში მოყვაო, სულ ჩვენთან იჯდა. დედაჩემს ერთი მუქთახორა არ ყოფნიდა, რომ ახლა მარიკაც არ დამატებოდა. მაგრამ ღირსი იყო. ქალბატონს რომ პატარძლობის დროს პატარძლობა უნდოდა და დედამთილობის დროს დედამთილობა, დამსახურებულ ადგილზე მოჯდა.
მე ისევ მთელ დღეს ბირჟა-ბირჟა დავდიოდი. მართალია არ ვსვამდი, რომ მთვრალს კიდევ რამე შეცდომა არ დამეშვა, მაგრამ სახლიდან გარიდებული ვიყავი. (შეცდომა რაა, ისევ არ შევეტყუებინე ნაზის საწოლში.) ძმაკაცები ზოგი თუ ზურგს უკან მჭორავდა, ზოგი პირში მეუბნებოდა, რომ ყ.. ვიყავი. მართლაც რომ ვიყავი, ანგელოზივით გოგო სახლიდან გავუშვი და ეშმაკის მოციქული დავისვი გვერდით.
ლოლას ამბებს შორიდან ვკითხულობდი და ასე თუ ისე ვიგებდი, რომ სულ სახლში იჯდა და ძმები არჩენდნენ. დედამისი სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა და როცა მას არ შეეძლო, ხანდახან ლოლა მიდიოდა მის მაგივრად. გული მიკვდებოდა ძალიან, როგორ ავურ-დავურიე ცხოვრება და როგორ დავტანჯე.
ერთ საღამოს მის ფეისბუქ გვერდზე შევედი. პაროლი შეცვლილი არ ქონდა და გამიკვირდა. თუმცა, ჩემგან დასამალი არაფერი ქონდა და ალბათ იმიტომაც. სულმა წამძლია და შეტყობინებებს გადავავლე თვალი, ვინმეს ხომ არ ეკონტაქტებოდა, მაინც უქმრო ქალი იყო და... ნათესავების და მეგობრების შეტყობინებები ქონდა, რომელთაც აინტერესებდათ რა მოხდა, რისთვის დაშორდა ქმარს. უმრავლესობა იდიოტად მომიხსენიებდა. ლოლას წაკითხული ქონდა შეტყობინებები და ყველასთან მოკლე პასუხი ქონდა მიწერილი, ამ თემაზე არ მსურს საუბარიო. კიდევ ერთხელ მოვიხიბლე მისით. გამოსვლას ვაპირებდი, რომ ერთი შეტყობინება კიდევ მოუვიდა. შალო იყო, რატო ხმას არ მცემ, რა ჩემი ბრალია, თუ შენი ქმარი რეგვენიაო. ძველ მიმოწერასაც გადავავლე თვალი. უფრო სწორედ, მის მოწერილებს, თორემ ლოლას არც ერთ შეტყობინებაზე არ მიუწერია პასუხი. ჩემიდან წავიდა, თუ არა, იმ დღიდანვე აწუხებდა თურმე. ჯერ უბრალო მოკითხვებით დაუწყია, მერე და მერე იმასაც წერდა, რომ თურმე მე ნაზის ხშირად ვხვდებოდი მის სახლში, მაგრამ ბიძაშვილი იყო და რა ექნა? თუ კი მე მქონდა ბედნიერების უფლება, მასაც უნდა ეპოვა ვინმე, ვინც შეიყვარებდა, ვინც მის შვილს მამობას გაუწევდა და თვითონაც ყოფილიყო ბედნიერი. თურმე ბევრი მეჩხუბა, ჭკუაზე რომ მოვსულიყავი, მაგრამ იდიოტი იდიოტად დავრჩი. იმასაც კი წერდა, რომ დანახვისდღიდან უყვარდა, მაგრამ ვერაფერს ეუბნებოდა, რადგან მისი ბიძაშვილის ცოლი იყო... მართალია ლოლა პასუხს არც ერთ შეტყობინებაზე არ წერდა, მაგრამ ხომ კითხულობდა? ეჭვიანობამ დამრია ხელი. ალბად სიამოვნებდა ეს სასიყვარულო შეტყობინებები, თორემ ხომ დაბლოკავდა, ან გემოზე გამოლანძღავდა? უფრო შალოზე გავცეცხლდი, თურმე რაში ყოფილა საქმე. არც ის გამიკვირდებოდა, ნაზი მისი საყვარელი რომ აღმოჩენილიყო და ორსულობის გამო მე ამკიდა...
მთელი ღამე თეთრად გავატარე, გამთენიისას ავდექი და გამწარებული ვესტუმრე ჩემს ვაი ბიძაშვილს. დილაადრიან რომ მასთან მისული დამინახა, გაუკვირდა.
_მგონი გაგაფრთხილე, ლოლას არ გაეკარო-მეთქი._რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი.
_რა გინდა ჩემგან, რატო თავს არ დამანებებ?_ძალიან გაუკვირდა._რაში მადანაშაულებ, ლოლას გვერდით გავლილი დამინახე?
_მის გვერდით გავლილი რომ დაგინახო, მოგკლავ!_საყელოში ჩავაფრინდი და გვარიანად შევაჯანჯღარე._ შენი შეტყობინებები წავიკითხე, შე ახვარო. დანახვისთანავე გიყვარს არა?_მადიანი მუშტი ვუთავაზე ცხვირ-პირში._ ვის ცოლს ეჩალიჩები შე ნაბოზარო?_ახლა შუბლი დავარტყი გამეტებით ცხვირში და სისხლიც მაშინვე დასკდა ორ ტოტად.
_შენი ცოლი რომ აღარ არის, ვერ ხვდები?_საზარლად გაიცინა და წითლად შეღებილი კბილები გამოაჩინა._როცა შენს ცოლს დავეჩალიჩო, მაშინ გაიგიჟე თავი, გაიგე?_მანაც მომიქნია მუშტი, მაგრამ ავიცილე და ისევ მე ვდრუზე ყბაში.
_შე თესლო! აღარ მიწერო ლოლას არაფერი, თორემ დაგამტვრევ მაგ თითებს!.. ნაზი შენ ჩამიწვინე არა? შენი საყვარელი ამკიდე შე სირო!.. სათოფეზე არ გაეკარო ლოლას თორემ გეფიცები, მოგკლავ! ლოლა ჩემი ცოლია და ბოლომდე ასე იქნება!_კიდევ ერთი მუშტი ვთხლიშე ცხვირპირში და გამოვტრიალდი.
მოულოდნელად ზურგიდან დამესხა თავს. მკლავი ყელზე ძლიარად მომდო, ზურგზე მუხლი მომაჭირა, გადმომწია და წამაქცია. თან ზემოდან მომექცა და მუშტები დამიშინა. თავს არ ვიქებ, მაგრამ სუსტი მოჩხუბარი ნამდვილად არ ვარ. მოვახერხე და ადგილები გავცვალეთ და იმდენი ვურტყი, სანამ არ დავიღალე. მერე ტოლჩით წყალი დავასხი, შევამოწმე ცოცხალი იყო, თანაც გონზე და მისი სახლი უკანმოუხედავად დავტოვე. გზა-გზა სიარულს მოვერიდე, სისხლით დასვრილი და დხეული ტანსაცმლით რომ დამინახავდა ვინმე, იქნებ პოლიციაშიც დაერეკათ, ამიტომ ხიდის ქვეშ გავძვერი და ვენახებზე დავეშვი. მართალია შორი გზა მოვიარე, მაგრამ სახლში ისე მივედი, არავის დავუნახივარ. დედაჩემი წელზე შალშემოკრული ეზოს გვიდა. თან გამწარებული ბუტბუტებდა რაღაცას. ჩემთვის ყურადღება არც კი მოუქცევია. პირდაპირ სახლში შევედი და ჩემს ოთახს მივაშურე. პერანგისამარა ნაზის გადავაწყდი დერეფანში. დასისხლიანებული რომ დამინახა, ღიმილი გაუკრთა სახეზე.
_ტყუილად გიხარია, შენს დამქაშებს არ ვუცემივარ, შენი თანამზრახველი მივამჟავე გემოზე. მგონი მოვკალი კიდეც. თუ გული შეგტკივა, შეგიძლია მიაკითხო და მოინახულო.
დავინახე როგორ შეეყინა ღიმილი სახეზე და ახლა მე გამეღიმა. კმაყოფილი შევედი ჩემს ოთახში და კარი ცხვირწინ მივუხურე ჩემს ცოლს.
კარი მივიხურე თუ არა, სასწრაფოდ ჩავკეტე, რომ ნაზი არ შემოტუნტულებულიყო ჩემთან და სისხლით დასვრილი ტანსაცმელი მშვიდად და აუღელვებლად გამოვიცვალე. სარკეში რომ ჩავიხედე, სულ ცოტათი მეც მქონდა ტუჩი გახეთქილი და შესიებული. ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც შალოს დავმართე. ცალ-ცალკე ყველას მოვერეოდი, თანაც გვარიანად მივჟეჟავდი ყველას, ამიტომ გადავწყვიტე ჩომილას და ღოროს ასავალ-დასავალი გამეგო, რომ სათითაოდ გავსწორებოდი ყველას. რამეს თუ არ მოვიმოქმედებდი, ესენი გამანადგურებდნენ. ნაზის ვითომ ორსულობის დადგენაც დავისახე მიზნად. თუ მართლა იყო ორსულად, იმასაც დავადგენდი, ვისგან იყო. სანამ დრო იყო, უნდა მემოქმედა, თორემ ლოლას დავკარგავდი სამუდამოდ.
ოთახიდან რომ გამოვედი, ნაზი ისევ პერანგისამარა იყო, ფეხი-ფეხზე გადადებული იჯდა სავარძელში და ყავას ნებიერად წრუპავდა.
_არ შეიძლება ხალათი მაინც მოიცვა, რომ შენი უშნო სხეული არ გამოამზეურო გულის ასარევად?_გავუბრაზდი.
_უშნოები შენსკენ მოიკითხე, გაიგე?_მომაძახა გაგულისებულმა.
_ხო და მოგიკითხე._ირონიული ღიმილით მივუგდე და ეზოში გავედი.
დედაჩემს მოემთავრებინა ეზოს დაგვა და ახლა აივანს ალაგებდა.
_კაცი არ ხარ, არ შეგიძლია ჭკუა ასწავლო მაგ გველის წიწილს? თითის გამტოკებელი რომ არ არის და კიდევ აქეთ აქვს გრძელი ენა და პრეტენზიები?
_რავიცი, ძალიან გინდოდა რომ ეგ გველის წიწილი მომეყვანა ცოლად და ახლა რა შეიცვალა?_ნაძალადევად გავუღიმე._ღმერთი სამართლიანი ყოფილა არა? ლოლას შრომას რომ არაფრად ვაგდებდით, თურმე რამდენს შრომობდა და წვალობდა?
კიდევ რაღაც მითხრა, მაგრამ არ გავჩერებულვარ და არ მომისმენია, რადგან ბირჟაზე მეჩქარებოდა, ლერი მინდოდა მენახა, იქნებ ღორო ან ჩომილა სცოდნოდა და მათი ასავალ დასავალი გამეგო... ტყუილა არ მივლია. ლერიმ თავის ძმაკაცს გადაურეკა და მალევე გამიგო მათი საცხოვრებელი ადგილები. აღმოაჩნდა, რომ ქურდებად მოქონდათ თავი, მაგრამ შავ სამყაროში მართლა არ მოსწონდათ და არ აღიარებდნენ იმ ვაჟბატონებს ქურდებად, იმიტომ რომ მოძალადეები და უსამართლოები იყვნენ. ჯერ სათითაოდ გავუსწორდებოდი და მერე თუ საჭირო იქნებოდა, ლერის დახმარებით ქურდებს შევკრეფდი და მათთან ერთად გავურჩევდი საქმეებს.
პირველ რიგში ოთარას ვეთხოვე მანქანა და ჩომილას მივაკითხე რაიონში . კორპუსის წინ დავუდარაჯდი. დიდხანს მომიწია ლოდინი. იმედიც კი გადამეწურა, რომ სახლში იყო, მაგრამ ზუსტად მაშინ, როცა მოთმინების ფიალა ამევსო და გამობრუნებას ვაპირებდი, სადარბაზოდან გამოვიდა. ჩქარი ნაბიჯით გადაჭრა ქუჩა და ტაქსების გაჩერებისკენ წავიდა. ვადროვე სანამ ჩაჯდებოდა და ადგილიდან დაიძვრებოდა და მეც მივყევი შორიახლოს. დასახლებული ტერიტორიიდან რომ გავიდა, ნაძვნართან შეაჩერებინა მანქანა, დამელოდე, მალე მოვალო და ნაძვნარში გაუჩინარდა. ტაქსისტს ფული მე გადავუხადე, ძმაკაცი ვარ-მეთქი და მის ადგილზე მე გავჩერდი. ათი წუთი ველოდე ზუსტად. რომ დაბრუნდა, გაუკვირდა. ცოტა შეშფოთდა კიდეც, მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
_ვაა, სიძე შე ძველო?_მანქანაში ჩამიჯდა თუ არა, ბეჭებზე დამკრა ხელი._აქ საიდან გაჩნდი?
_სახლიდან მოგყვები._მშვიდად ვუთხარი და მანქანა ადგილიდან დავძარი._ხომ არ გეწყინება, ცოტა რომ გავიაროთ და დავილაპარაკოთ?
ნაძალადევად შემომღიმა. მივხვდი, რომ გული შევუფანცქალე. მესიამოვნა და სიჩქარეს ვუმატე.
_ძალიან შორსაც ნუ წავალთ, მეჩქარება, ბიჭები მელოდებიან._ისე საცოდავად მითხრა, გამეღიმა.
_დიდ დროს არ წაგართმევ._მიყრუებულ ადგილზე გადავუხვიე და შევაჩერე მანქანა._მაშინ ხუთი ერთზე რომ გამოხვედით, ვაჟკაცობა გეგონათ? ახლა ვილაპარაკოთ._მანქანიდან გადავედი და მის მხარეს კარი გამოვაღე._არ გადმოხვალ?_ღიმილით ვკითხე, რადგან შევატყე გადმოსვლას არ აპირებდა.
_გითხარი, ბიჭები მელოდებიან და მეჩქარება._სიბრაზე გაურია ხმაში.
_გადმოდი-მეთქი მანქანიდან, გითხარი!_ქეჩოში ვწვდი და ძლივს გადმოვათრიე._ჯგუფებად მაგარი ბიჭები ხართ, არა? ერთი ერთზე ვიჩხუბოთ თუ მაგარი ხარ._მანქანიდან გადმოთრეული ზურგული მოვიგდე და გულაღმა გავშოტე.
სუნთქვა შეეკრა და ძლივს ამოისუნთქა. იქვე ქვას მისწვდა და წვივის ძვალში გამეტებით გამარტყა. კი მეტკინა, მაგრამ გამწარებული ვეცი და ზედ წამოვაჯექი. გამიძალიანდა. ერთი მუშტი ყბაში მომცხო, მეორე კი ცხვირში. არც მე დავაკელი. კარგად მივბეგვე.
_თურმე, მარტოს დიდი არაფერი გქონია არა? ახლა კი, იმას მეტყვი, მე რატო მომიგდეთ ის თქვენი ? ვისი იდეა იყო და რა მიზეზით?
_რა ვისი იდეა ბიჭო? იჟიმავე გოგოსთან, დააორსულე და ცოლად არ უნდა შეგერთო?..
_იმ ღამით მე მასთან არაფერი მქონია. დებილი გგონივარ? ვისი ნათრევი ქალი ამკიდეთ და რა მიზეზით-მეთქი, გეკითხები._ყელში ძლიერად წავუჭირე ხელები._შალოს საყვარელი იყო და თქვენ კიდე შალოს დაეხმარეთ არა?_უფრო ძლიერად რომ წავუჭირე ხელები, წყლიდან ამოვარდნილი თევზივით აფართხალდა.
საბოლოო ძალები მოიკრიფა და ისევ გაიბრძოლა, მაგრამ ვერაფერი გამოუვიდა. ფერი რომ დაკარგა უკვე, ცოტა შევუშვი.
_სათითაოდ ყველას გაგისწორდებით იცოდე, თუ თავს არ დამანებებთ._ჯიბიდან დანა ამოვიღე და ლოყაზე ისე დავაჭირე, რომ ოდნავი მოძრაობა და გაეჭრებოდა.
_შე ახვარო. შენ ხომ არ იცი რა შარში გაყავი თავი?_დამემუქრა.
_მე კი არა და, თქვენ რა შარში გაყავით თავი ხვდებით?_ახლა ყელზე მივაბჯინე დანა._გინდა, ქურდულად გავარჩიოთ ქურდებში საქმე?
_ქურდული სამყაროსი რამე გაგეგება?_ირონიულად შემომღიმა.
_თქვენ თუ გაგეგებათ რამე თქვე ქათმებო? სადაური ქურდული გაგებაა, თქვენ ნათრევ ქალს, რომ სხვას ტენით? ხუთი კაცი, რომ ერთ კაცს სცემთ და სასიკვდილოდ იმეტებთ ტყეში მიგდებით?_დანა ლოყაზე დავადე ისევ და გადავუსვი._ეს ჩემგან დაგრჩება სახსოვრად. შემდეგში ყურს მოგაჭრი იცოდე._სისხლიანი დანა მის ტანსაცმელზევე გავწმინდე და მანქანაში ჩავჯექი._მართალია ბარი ბარში არ ვართ, სიკვდის პირას არ მიმიყვანიხარ, მაგრამ გული მაინც მოვიოხე. იმედია, ძაღლებს არ შეატყობინებ. შეხვედრამდე._ხელი დავუქნიე და მარტო დავტოვე, როგორც თვითონ მიმაგდეს ტყეში.
იქიდან ლოლას სახლთან გამოვიარე, მოშორებით შევჩერდი და თვალთვალი დავუწყე, ვინმე ხომ არ მიაკითხავდა შესაშინებლად. გაჩერებით არავინ გაჩერებულა, მაგრამ საეჭვოდ ავლილ-ჩავლილი შავი აუდი კი შევნიშნე. ათ წუთში ერთხელ ჩნდებოდა და ამან მიიქცია ჩემი ყურადღება. მორიგ დაზვერვაზე რომ ჩამოიარა, მეც მივყევი ორი მანქანის გამოტოვებით. სოფლიდან რომ გავიდა, ტრასაზევე მოაბრუნა მანქანა და ისევ ზევით წავიდა. თვალს მიეფარა თუ არა, მეც იგივე გავიმეორე და სწრაფად გავყევი. ლოლას სახლთან ნელა გაიარა და ისევ განაგრძო გზა. აშკარად ლოლას უთვალთვალებდა. დაბურულ მინებს მიღმა მძღოლი არ შემინიშნავს. არც ის დამინახია, მარტო იყო თუ არა. უკან მივყევი და მორიგი შემობრუნებისას გზა გადავუჭერი და შევაჩერე.
_შენ შიგ ხომ არა გაქვს ეე!_ხელების ქნევით გადმომიხტა საშუალო სიმაღლის, ოდნავ ჩაფსკვნილი ბიჭი. დავაკვირდი და მაშინ ტყეში რომ მცემეს, ერთ-ერთი ამოვიცანი.
_რას დაყიალობ ლოლას სახლის წინ?_მაშინვე მივეჭერი და ცხვირპირში მუშტი ვხიე.
_შენ შიგ ხომ არა გაქვს ბიჭო?_მანაც დამარტყა საპასუხოდ, თუმცა ავიცილე და ძალიანაც მტკივნეული არ ყოფილა.
_ვისი დავალებით უთვალთვალებ ლოლას?_ყანყრატოში ვწვდი და ძლიერად წავუჭირე ხელი.
მოულოდნელად დანა დააძრო და გვარიანად დამისვა მკლავზე. სიმწრისგან კი გავუშვი ხელი, მაგრამ მუხლი გამეტებით ამოვკარი საზარდულში და რომ ჩაიკეცა, დანა წავართვი.
_ვერ გაიგე, რა გკითხე?_დანის წვერი ფერდში ვატაკე._ვისი დავალებით უთვალთვალებ ჩემს ცოლს?
_შენ შიგ ხომ არ გაქვს ბიჭო, ვის ვუთვალთვალებ?_შემომბღვირა.
_რას დაყიალობ ლოლას სახლის წინ წინ და უკან? იცოდე, აღარ დაგინახო, თორემ მოგკლავ!
_გიჟი ხარ? ტრასაზე სიარულს მიშლი?_ვითომ შემეწინააღმდეგა.
შორიდანვე შევნიშნე საპატრულო პოლიცია და დანა ძირს დავაგდე. ამ რეგვენმა კი დაავლო ხელი და დასარტყმელად გამოიწია. მოხერხებულად ავიცილე და გამოვერიდე, მაგრამ უკან მომყვა. დამეწია და დანა უნდა ჩაერტყა, რომ ხელი დავუჭირე. ამ ამბავში ვიყავით, რომ პოლიციაც წამოგვადგა. მაშინვე გააკავეს ჩემზე თავდამსხმელი. ერთი შეხედვით დაზარალებული მე ვიყავი, მკლავი ირიბად მქონდა გადაჭრილი და სისხლი თქრიალით მდიოდა. მე საავადმყოფოში გადამიყვანეს და ნაკერები დამადეს. იქიდან კი განყოფილებაში ჩვენების მისაცემად. გვიანობამდე მაყურყუტეს. ბადრი, როგორც პოლიციიდან გავიგე, პირობით ყოფილა გათავისუფლებული და ამ თავდასხმისთვის გვარიანად გაებმებოდა. მე როგორც ყოველთვის ჩემმა მეზობელმა კობამ მიხსნა და მშრალზე გამოვძვერი. მართალია მეც ხშირად მოვხვედრილვარ პოლიციის განყოფილებაში ჩხუბისა და აყალ-მაყალისთვის, მაგრამ ამ ჯერად ბადრის დანაშაული გამოიკვეთა, დანით დამესხა თავს და მე სახლში გამომიშვეს.
ნაზიმ ხელდაბინტული რომ დამინახა, კმაყოფილს გაეღიმა, მაგრამ ამჯერადაც შევაყინე სახეზე ღიმილი.
_შენ ბადრი და ჩომილა უნდა ნახო რა დღეში არიან, ალბათ ხარხარით გადაბჟირდები._ისევ ცხვირწინ მივუხურე კარი და საწოლზე გულაღმა გავიშხლართე.
ძილს ვაპირებდი უკვე, რომ კარზე მომიკაკუნეს. ნაზი არ იქნებოდა. არც დედაჩემი მომიკაკუნებდა ასე ფრთხილად. გაკვირვებულმა გავაღე კარი და მამაჩემი იყო.
_შეიძლება დავილაპარაკოთ.
_კი, შემოდი._გზა დავუთმე და ოთახში შემოვიყვანე. კარი გადავრაზე და ინტერესით მივაჩერდი.
_როდემდე უნდა ვიტანოთ ამ ბოზების პარპაში ჩვენს სახლში?_პირდაპირ და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მკითხა მამაჩემმა._გატყობ რომ არც შენ მოგწონს, სხვადასხვა ოთახებში გძინავთ. რისთვის გიზის აქ? დედაშენიც რა დღეში ჩააგდეს... ისე კი, ღირსია ეგ ქალბატონი ყველაფრისა, კარგის დაფასება რომ არ იცის გამოსცადოს ცუდი როგორია, მაგრამ მე უკვე დავიღალე მაგათი ყურებით. დედა მზითებში მოყვა, თუ რაშია საქმე?
_ნელ-ნელა ვაგვარებ ამ ამბავს...
_ნელ-ნელა არ მინდა მე. დავიღალე უკვე._ხმას აუწია მამაჩემმა._ჩემიც კი არ ერიდებათ, ნახევრად შიშვლები ურცხვად დატანტალებენ! რისთვის მოათრიე საერთოდ? მართლა შენგან ელოდება ბავშვს?
_არა.
_მერე და რა გიშლის ხელს, რომ გაშორდე?
_ბავშვი დაიბადება თუ არა, დეენემის ტესტს ჩავატარებინებ და კანონიერად გავშორდები.
_ბავშვის დაბადებას უნდა ელოდო?_გაუკვირდა მამაჩემს_ ორსულობის მეათე კვირიდანაა შესაძლებელი მაგ ანალიზის გაკეთებაო. წესით კი უნდა იყოს ათ კვირაზე მეტის...
_მართლა? ეხლავე შეიძლება? ბავშვს მერე არაფერი დაუშავდება?
_რა უცოდინარი და იდიოტიც სკოლაში იყავი, ის უცოდინარი და იდიოტი დარჩი ეხლაც! განცხადება შეიტანე გაყრის თაობაზე იმ მიზეზით, რომ ბავშვი შენი არ არის და ანალიზის გაკეთება მოითხოვე მამობის დადგენაზე. ერთ თვეს რომ არ ელოდო, ხუთ სამუშაო დღეში მოითხოვე, ფულს მე მოგცემ... სანამ შენ გაყრის საქმეს მოაგვარებ, მე ეს სახლი და ყველაფერი რაც კი რამ გამაჩნია, გაგას უნდა ვუანდერძო. ძალიანაც რომ გეწყინოს, შენს სახელზე არაფერს ვწერ. რომც არ გაშორდე ამ ბოზს, სახლიდან გაგყრით იცოდე... მე ჩემი სათქმელი გითხარი და დანარჩენი შენ იცი._ადგა და ოთახიდან გავიდა.
მართლაც და რა მიშლიდა ხელს, რომ მამობის დასადგენად დეენემის ტესტი ჩამეტარებინა? ხვალვე მივხედავ ამ ამბავს.თუმცა, ხვალ რომ ღორო ვნახო, ის მირჩევნია. ორი კაცი ვუცემე და გულ-ხელ დაკრეფილი რომ არ გაჩერდება, ეს ცხადია. ისევ ჯობია ლერის მივმართო და კაი ბიჭები დავიხმარო. ნატკენი ხელით მაინც ვეღარ გავუმკლავდები ვერავის და ზურგიც რომ გამემაგრებინა, უკეთესი იქნებოდა...
დილით, სანამ სახლიდან გავიდოდი, ნაზიმ გამომიცხადა, რომ ან ჭკუას მოვუხმობდი და ნორმალურ ქმრობას გავუწევდი, ან ჩემს თავს დავაბრალებდი ყველაფერს რაც მომივიდოდა.
_იცი, ჩემო ცოლუკა, მე გაყრას ვაპირებ შენთან.
_რაო?!_აღშფოთდა._რა მიზეზით?
_იმ მიზეზით, რომ ეგ ბავშვი ჩემი არ არის._მუცელზე ვანიშნე.
_მაშ ვისია?_აღშფოთდა._შენ მე ვინ გგონივარ?
_კი არ მგონიხარ, დარწმუნებული ვარ, რომ ქუჩის კახპა ხარ. მაგ შვილის მამა კი შალოა...
_შალო? შალო რა შუაშია?_სასაცილოდ აახამხამა თვალები.
_შალო შუაში კი არა, თავშია!_ვუყვირე._მორჩი ეხლა ამ სიაფანდს. ლოლა რომ წავიდა ჩემგან, სულ ერთი იყო ჩემთვის ყველაფერი და დიდად არ შეგწინააღმდეგებივართ, გაგასწორებინეთ თქვენი და დაგისვი სახლში. ახლა კი აზრი შევიცვალე. დეენემის ტესტს ჩაიტარებ და თუ მართლა ჩემი შვილია, დარჩები. თუ არა და იცოდე, რომ ცოცხალი ვერ გამასწრებ აქედან ვერც შენ და ვერც დედაშენი!
ერთხანს შიშისგან გაფართოებული თვალებით მიმზერდა. უნდა ვაღიარო, რომ მსიამოვნებდა ასეთ დამფრთხალს რომ ვხედავდი.
_სახვალიოდ გაემზადები და წავალთ ექიმთან ანალიზის ჩასატარებლად. წინააღმდეგი ხომ არ ხარ?_ირონიულად შევღიმე.
_ვარ! იმიტომ რომ არ მინდა ჩემს შვილს რამე დაუშავდეს. დაიბადოს და მერე ჩაუტარე ეგ ტესტირება._კატეგორიულად გამომიცხადა.
_დამიწყნარდი ჩემო ძვირფასო ცოლუკა, მაგ ბავშვსარაფერი დაუშავდება. არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ვინც მაგ ტესტირებას ჩაიტარებს... თანაც, რა აზრი აქვს ჩვენს ერთად ყოფნას? სხვადასხვა ოთახებში გვძინავს მაინც. არც სიმდიდრე მაქვს, რომ ჩემს ქონებას დახარბდე... ტალახი ჩამოგრეცხე, ცოლად შეგირთე. ახლა შეგიძლია თქვა, რომ ვერ შევეწყეთ, ვერ გავუგეთ ერთმანეთს, იდიოტი ვიყავი, სათანადო ყურადღებას არ გაქცევდი და იმიტომ დავშორდით... თუ არა და, ყველა გაიგებს, რომ ბავშვს სხვისგან ელოდები და მე ამეკიდე... ჰა, რას იტყვი, წყნარად და მშვიდად რომ დავშორდეთ ერთმანეთს ის არ ჯობია?
ხმა რომ აღარ გაუცია, გამოვტრიალდი და გარეთ გავედი. ლერის დავურეკე და შევხვდი. ავუხსენი მდგომარეობა, ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. ისიც რომ ვუთხარი, ჩომილა ნაძვნარში გადავიდა-მეთქი და იქ დაველოდე, გაუხარდა.
_ესეც ასე, საქმე გასკდა.
გაოცებულმა შევხედე.
_დიდი ხანია მაგ პრაშლიაკების გამოჭერა გვინდა, რამკების მტვრევა დაიწყეს. ოფშიაკის ფულსაც ტეხავენ. შეხვედრის ადგილი იქ ექნებოდათ. სანამ პლეტი უყიდიათ, ტარასას და ჩობანას გავაგებინებ. კარგია, რომ ყველაფერი მომიყევი. ჩვენ მივხედავთ მაგ საქმეს ჯიგარო. თუ დაგვჭირდი, სხადნიაკზე დაგიბარებთ.
ლერის რომ დავემშვიდობე, შალოსთან წავედი. მაინტერისებდა როგორ იყო და იქნებ სიმართლეც მეღიარებინა მისთვის, მე რატომ ამკიდა ნაზი? ეზოში დაუძახნელად შევედი, კიბეზე იჯდა და სიგარეტს აბოლებდა. მე რომ დამინახა, კვამლი გადასცდა სასულეში და ხველა აუტყდა. სული რომ მოითქვა, ფეხზე წამოდგა.
_ისევ მოეთრიე? რა ჯანდაბა გინდა?_იქვე აყუდებულ მოზრდილ კეტს წამოავლო ხელი და მომიღერა.
_დაწყნარდი. მაგ კეტს წაგართმევ იცოდე და უკან გაგთხრი!
_შენ ხომ არ გგონია, გაპატიე ჩემი ცემა?_ავად გააკვესა ჩალურჩებულ-ჩაშავებული თვალები.
_არც მე გაპატიებ იმ გაჩალიჩებურ საქმეს, არ იცი? მინდა გითხრა, რომ ჩომილა და ბადრი მაგრად ვცემე. ახლა თუ სიმართლეს არ მეტყვი ყველაფერს, იცოდე ამ ნაჯახით თავს დაგაჭრი._იქვე კუნძში ჩარჭობილი ცული მოხერხებულად ამოვაძრე და მეტი დამაჯერებლობისთვის ხელში შევათამაშე. თან ფრთხილად მივუახლოვდი, რომ არაფერი ემოქმედა უცბად.
_ჩემი ბრალი არ არის... ზარში ფული წავაგე და ვეღარ გადავიხადე. მათ კი ფულის სანაცვლოდ ახლობლის დაზე დაქორწინება შემომთავაზეს, მაგრამ მე დანიშვნას არ ვაპირებდი...
_შენა ხარ თუ ისინი, რას მიედ მოედები? რა ფულის სანაცვლოდ, შენ ხომ არ გაუბერე?!_ისევ შევათამაშე ცული ხელში._სიმართლე მომიყევი ეხლავე, თორემ დაგაჭერი თავი.
_გეფიცები, მასე იყო._მოულოდნელად აზლუქუნდა._შენ რომ ჩემს დაბადების დღეზე იყავი და უგონოდ გამოთვერი...
_უგონოდ კი არ გამოვთვერი, თქვენ შემაპარეთ რაღაც და გამთიშეთ... ფუ, შენი, შენც თუ ადამიანი და კაცი ხარ! ბიძაშვილი მასე უნდა გაიმეტო? მე ხომ ცოლ-შვილი მყავდა?
_გყავდა მაგრამ არაფრად აგდებდი და სულ გარე გარე დაწანწალებდი, ხო და..
_იფიქრე, რომ კარგი კანდიდატი ვიყავი?
_მაპატიე, მართლა არ მინდოდა..._უარესად აზლუქუნდა.
_არ გინდოდა, მაგრამ ლოლას მაინც ეჩალიჩებოდი არა? შენისთანა კაცს რა ქვია იცი? არაკაცი, ყ.. და თ*სლი... შენგან არის ის ქალბატონი ორსულად?
_არა, გეფიცები, მე მისთვის თითი არ დამიკარებია...
_მასე არც მე დამიკარებია თითი, მაგრამ კი მიზის სამოქალაქო ქორწინებით სახლში... ასე რატო გამიმეტე? ფოტოები ვინ გადაგვიღო?
პასუხი არ დაუბრუნებია.
_შენ არა? შე ახვ*რო!_ცული შემოვაბრუნე და ტარით მოვცხე ფერდში._ლოლასაც შენ გადმოუგზავნე არა?_მეორედ დავუნაცვლე._ასეთი გველი მყოლიხარ გვერდით და მე კიდე ვერ გცნობდი... შეიძლება სათანადო ყურადღებას არ ვაქცევდი ლოლას, მაგრამ ეგ შენი გადასაწყვეტი არ იყო, რომ დაგვეშორებინე... მე მას დავიბრუნებ ისევ და შენ აღარ დაგინახო ჩვენს სიახლოვეს. შენ ჩემთვის აღარ არსებობ, გაიგე?_ცული გამწარებულმა მოვისროლე მოშორებით, გამოვბრუნდი და წამოვედი.
ეზოს შუამდე არ ვიყავი მისული, რომ ბეჭში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ნელ-ნელა ჩავიმუხლე და შალოს ავხედე, რომელსაც ბოროტულად უელავდა თვალები და ხელში სისხლიანი ბებუთი ეკავა.
_არც შენი გადასაწყვეტი იყო გეთქვა, რომ აყვანილი ვიყავი, დამინგრიე ცხოვრება. ახლა ბარი ბარში ვართ._დანა იქვე მიაგდო და სანამ გადავვარდებოდი, დავინახე ბაღჩის ღობეს რომ გადაევლო და თავქვეზე დაეშვა.
სანამ გონს დავკარგავდი, ის კადრები დამიდგა თვალწინ, ათი წლის ასაკში შემთხვევით რომ გავიგე დედაჩემისგან, შალო აყვანილიაო და მეც მიამიტურად ვუთხარი ჩემს ვაი ბიძაშვილს ეს ამბავი...
სანამ გონს დავკარგავდი, მახსოვს რომ შალოს გოშია მოვიდა და სახეზე ლოკვა დამიწყო. ვძმაკაცობდით მე და ჩორნა. მეხსიერებაში მისი თბილი და ხაოიანი ენა ჩამრჩა, სახეზე რომ მელამუნებოდა. გონს კი უკვე საავადმყოფოს ნათელ პალატაში მოვედი. თავიდან ვერ მივხვდი სად ვიყავი და რა დამემართა. უაზროდ მოვავლე პალატას თვალი. გულის არეში ტკივილს ვგრძნობდი. ბეჭიც მტკიოდა და სუნთქვა მიჭირდა. პირი საშინლად მქონდა გამშრალი და წყალი მწყუროდა.
_წყალი მინდა._ძლივს ამოვუშვი პირიდან ბგერები.
_გაიღვიძე?_დედაჩემის ხმა ვიცანი და ამ ხმისკენ მივაბრუნე თავი.
თვალებამოღამებული და ტირილისგან სახედასიებული დედაჩემი ძლივს წამოდგა სკამიდან და ჩემთან მოვიდა. გაყინული ტუჩებით შუბლზე მაკოცა.
_ისევ სიცხე გაქვს?_შეწუხებული ხმით მკითხა. თან საწრუპი მომიმარჯვა და ისე დამალევინა წყალი.
_რა მჭირს?
_ოპერაცია ჩაგიტარდა, გაჭრილი გული გაგიკერეს. მადლობა ღმერთს გადარჩი._ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე._იმ ნაბიჭვარმა შალომ ესე როგორ გაგიმეტა? თან ძაღლების საჯიჯგნად რომ მიგაგდო! მეზობლის ბავშვს დაუნახიხარ. კიდევ კარგი, თორემ ცოცხალს ვეღარ მოგისწრებდა სასწრაფო. ის დამპალი მეორე დღესვე დააკავეს. როგორ სიამაყით აღიარა ახლა დანაშაული...
_მეორე დღეს?_გამიკვირდა._აბა დღეს მერამდენე დღეა?
_დღეს მეოთხე დღეა. ისე ცუდად იყავი, იმედს არ იძლეოდნენ, რომ გადარჩებოდი. ასე ვინ დაგწყევლა ჩემო ბიჭო?_თავზე გადამისვა ხელი და ისევ მაკოცა გაყინული ტუჩებით._წავალ ექიმს დავუძახებ, მაღალი სიცხე გაქვს და მოგხედოს.იდიოტი
14.
პალატიდან რომ გადიოდა, თვალი გავაყოლე. ღია კარში ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი და მართლა გამიჩერდა გული. ერთხანს ასე გულგაჩერებული და სუნთქვაშეკრული შევყურებდი დედაჩემს რომ ელაპარაკებოდა რაღაცას. მერე მე რომ შემომანათა თავისი შავი თვალები და გამიღიმა, ისე ამიჩქარდა გული, ვეღარ ვიოკებდი. მერე კი პალატაში შემოფარფატდა პეპელასავით, ღიმილით დაიხარა და ფრთხილად მაკოცა გაყინული ტუჩებით. ნაცნობმა სურნელმა თითქოს თავბრუ დამახვია.
_ლოლა._ძლივს ამოვიჩურჩულე._შენც აქ ხარ?
_შენი ამბავი შემთხვევით წამოსცდა ლიზის... მე არავინ არაფერი მითხრა..._თითქოს წყენით თქვა.
ბადრისგან დასერილი და დაბინტული ხელი ავწიე და სახეზე თითებით მივეფერე.
_როგორ მომენატრე._ძლივს მოვაბი სათქმელს თავი, რადგან ყელში რაღაც ბურთი გამჩხეროდა და ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევდა.
ჩემი ხელი ხელებში მოიმწყვდია და ნაზად მაკოცა.
უარესად ამიფრთხიალდა გული და ვიგრძენი, ლოყაზე როგორ ჩამომიგორდა ცრემლი.
_გაგა?_ამის მეტი ვეღარაფერი ვკითხე.
_აქ არის, ლიზი ასეირნებს დერეფანში. შემოგიყვანო?_ჩემს პასუხს აღარ დალოდებია, მაშინვე გაცქრიალდა გარეთ.
სულ მალე კი ხელჩაკიდებული გაგაც შემოიყვანა. ბავშვმა მე რომ დამინახა, ერთხანს შეყოვნდა. თითქოს შეეშინდა, მაგრამ რომ გავუღიმე, ისევ გამოაგრძელა გზა. პატარ-პატარა ვაჟკაცურ ნაბიჯებს დგამდა. გულმა უარესად დამიწყო ფეთქვა. ხან ლოლას ვუყურებდი და ხანაც ჩემს ვაჟკაცს, რომელიც ასე საოცრად მგავდა.
ლოლამ ხელში აიყვანა და ჩემს სახესთან მოიყვანა.
_ნახე, მამიკო ცუდად არის, აკოცე რომ მალე მორჩეს.
ეს "მამიკო" ისე მესიამოვნა, გული ამიჩუყდა კიდეს და ცრემლი რომ შემეკავებინა, ძლიერად ავახამხამე თვალები.
გაგამ თავისი ფუმფილა ტუჩებით ლოყაზე რომ მაკოცა, ვიგრძენი, როგორ ჩამეღვარა გულში რაღაც გავარვარებული მასა. ალბათ ეს იყო სიყვარული, რომლის არსიც დღემდე არ ვიცოდი და რომლის არსებობასაც ჩემს გულში ყოველთვის ვუარყოფდი. რადგან, როგორც ჩაგონებული მქონდა, სიყვარული კაცების საქმე არ იყო... კაცი მკაცრი და მომთხოვნი უნდა ყოფილიყო ცოლ-შვილის მიმართ. კაცი ყოველთვის თავის სიმაღლეზე უნდა მდგარიყო ოჯახში, რომ ცოლს ირიბად არ გაეხედა გვერდით და არაფერი "მიექარა"... ახლა ვხვდები, რომ ეს არასწორი დამოძღვრა იყო, რადგან თუ კი ქმარს ეყვარებოდა ცოლ-შვილი და პატივს სცემდა, პასუხა იმავეს მიიღებდა. თუმცა, ლოლა? ლოლა სულ სხვა იყო, მას ასეთი იდიოტიც კი ვუყვარდი. მაგრამ გამოსწორება მართლა არ მაწყენდა, რადგან მისი სიყვარულისთვის პასუხი უეჭველი უნდა დამებრუნებინა.
ექიმები რომ შემოვიდნენ, მათ გასვლა მოუწით ჩემი პალატიდან და ჩემი გულიც თან წაიყოლეს. მართლა მიყვარდა ჩემი ცოლი და ჩემი ნამცეცა ვაჟკაცი, რომელიც ერთ დროს საშინლად მიშლიდა ნერვებს ღამე რომ ჩხაოდა და არ მაძინებდა. ხშირად სხვა ოთახშიც კი გავსულვარ, რომ მშვიდად დამეძინა, იმის მაგივრად, რომ ჩემს ძვირფას ცოლს მივხმარებოდი და რიგრიგობით გვეფხიზლა. თანახმა ვიყავი მთელი ცხოვრება მათზე ზრუნვაში გამეტარებინა, რომ მათ არაფერი მოკლებოდათ და არც არაფერი დაშავებოდათ, ოღონდაც ისევ ჩემს გვერდით ყოფილიყვნენ. საკუთარ დედასაც კი მივუჩენდი საკადრის ადგილს, თუ ჭკუას არ მოუხმობდა და კარგის დაფასებას არ ისწავლიდა. სანამ არ დავკარგე ლოლა, მანამ ვერ მივხვდი მის ფასს ჩემს ცხოვრებაში. მარტო მე კი არა, ალბათ უმრავლესობა ასეა, სანამ შენია, ვერ აფასებ ჯეროვნად და დაკარგვის მერე ხვდები, თუ რაოდენ ძვირფასი ყოფილა შენთვის. სანამ ცუდს არ გამოცდი, მანამ ვერ მიხვდები კარგის ფასს.
იმ ხნის მანძილზე, სანამ მე საავადმყოფოში ვიწექი, ერთხელ ამომაკითხა ნაზიმ, ისიც იმიტომ, რომ გეგმიური კონსულტაცია უწევდა გინეკოლოგთან და ანალიზის პასუხებს რომ ელოდებოდა, გარეთ ჯდომას და ლოდინს, ჩემს პალატაში შემოსვლა არჩია. არც კი ვუკითხივარ როგორ ვიყავი, მაშინვე თავის პრობლემებზე დაიწყო წუწუნი, თურმე საშინელი რამ ყოფილა ტოქსიკური ორსულობა. რასაც ჭამდა ვეღარ ირგებდა და თავდაყირა ეკიდა. ლოლა გამახსენდა. მართლაც რომ ვერაფერს ჭამდა ისე, რომ თავდაყირა არ გადაკიდებულიყო. მისავათებული და დასუსტებული მაინც საქმობდა ოჯახში, ერთი საყვედურიც კი არ დასცდენია და ერთი არ ამოუწუწუნია. და ასეთ ძვირფას ადამიანს არ ვაფასებდი ჩემს გვერდით. მართლაც რომ ყველაფრის ღირსი ვიყავი. ერთი ნაზი კი არა, ხუთი ნაზი უნდა დამჯდომოდა სახლში და უნდა გამომეცადა ცუდი რა იყო.
ლოლა კი კვირაში ორჯერ მოდიოდა ჩემს სანახავად. გაგაც მოყავდა და ყოველთვის მამის სიყვარულს ჩააგონებდა. ბოლო ვიზიტზე კი რატომღაც მისი სულ ოდნავ წამოზრდილი მუცელი მომხვდა თვალში. თითებზე რომ გადავითვალე ჩვენი სიყვარულის ბოლო ღამე, ჩემი ვარაუდიდ სამი თვის ორსული მაინც უნდა ყოფილიყო. ტანში სასიამოვნოდ გამცრა, თუმცა არაფერი მითქვია მისთვის. ველოდებოდი თვითონ როდის მეტყოდა რამეს, მაგრამ არც თვითონ მითხრა არაფერი. რომ გამოვკეთდი და სახლში გამომწერეს, განქორწინების საქმისთვისაც მოვიცალე.
ნაზიმ თავიდან ჯერ იტირა, იქულუხა, მიყვარხარ და შენთან დაშორება არ მინდაო, მერე დამემუქრა, ღოროსა და ჩომილას ვეტყვი ყველაფერსო, მაგრამ მის ძალათ ქურდ ძმებს ისედაც წყალი ქონდათ ქურდულ სამყაროში შემდგარი და ნაზი კი არა, ღვიძლი დედმამიშვილიც რომ ყოფილიყო, თითსაც კი არ გაანძრევდნენ მისთვის. ბოლოს შევთანხმდით, რომ ან მშვიდად წავიდოდა ჩემგან, ან დეენემის ტესტს ჩავუტარებდი და საქვეყნოდ მოვჭრიდი თავს სხვისი შვილით მუცელში რომ მეჯდა სახლში.
ლამის ნახევარი თვე მოვანდომეთ განქორწინების საბუთების მოგვარებას. ყველაფერმა მართლაც მშვიდობით ჩაიარა. ალიმენტი არ მოუთხოვია და არ დაუკისრებია ჩემთვის. ან რა ნამუსით უნდა მოეთხოვა სხვისი შვილის სარჩენად? იცოდა, რომ თავს მართლაც მოვჭრიდი საქვეყნოთ და მშვიდად დამშორდა. არანაირი წილი არ მოუთხოვია. ერთადერთი, ქორწილში აღებული ძვირფასეულობა წაიღო. არ გამიპროტესტებია. წაიღო და წაიღო, ჯანდაბას მაგის თავი!
დამოუკიდებლად მოძრაობა და სიარული რომ შევძელი, ლოლასთან გადავწყვიტე წასვლა. მახსოვს, სარკის წინ კარგა ხანს ვიტრიალე: წვერი საგულდაგულოდ მოვიპარსე, კარგა ხანს ვარჩიე, რომელ შარვალს რომელი პერანგი უხდებოდა. თექვსმეტი წლის პატარა ბიჭივით გულაჩქარებული და აღელვებული, თითქოს პირველ პაემანზე მივდიოდი, მივუჯექი ოთარას მანქანის საჭეს და ლოლასკენ გავწიე. გაჩერებაზე რომ იდგა მარტო, გამიკვირდა. სანამ მე შევუჩერებდი მანქანას, მარშუტკამ მიმასწრო, გააჩერა და იქ ავიდა. უკან მივყევი. მაინტერესებდა სად მიდიოდა. რაიონში საავადმყოფოს წინ ჩამოვიდა. შორიახლოს მივყევი. რეგისტრატურაში ანკეტა მოითხოვა და გინეკოლიგთან და ექოსკოპიაზე მოითხოვა ვიზიტი.
არ შევუმჩნევივარ და მეც მალულად მივყევი. ჩემი ვარაუდი რომ მართლდებოდა მის ორსულობასთან დაკავშირებით, რატომღაც გული სიამით მიძგერდა. დავშორდით, მაგრამ ჩემი შვილი არ მოუშორებია. გაჩენას აპირებდა.
გინეკოლოგის კაბინეტს რომ ჩაუარა, მეც აგენტივით მივყევი უკან. ექოსკოპიაზე ბევრი პაციენტი ჩანდა და მოშორებით დავდექი, რომ ლოლას არ შევენიშნე. თუმცა აღმოჩნდა, რომ ორსულებს რიგის გარეშე უშვებდნენ და ლოლა რომ შევიდა, მეც მივედი და კარების წინ სკამზე ჩამოვჯექი. წინა ორსულობაზე არასდროს გამოვყოლილვარ და არც დავინტერესებულვარ რა და როგორ ქონდა. ახლა კი ერთი სული მქონდა იქ ვყოფილიყავი და ჩემი ყურით გამეგო ყველაფერი.
ასე მომეჩვენა, რომ ძალიან შეაგვიანდა გამოსვლა. ნერვიულად ვიმტვრევდი თითებს. ათასი სისულელე გავივლე თავში, რომ ან ლოლას ქონდა ცუდი მდგომარეობა, ან ჩვენს შვილს. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს შვილს ატარებდა მუცლით. რომც ეთქვა, შენი არ არისო, არც დავუჯერებდი.
როგორც იქნა გაიღო კარი და გაღიმებული ლოლა გამოვიდა. ხელში ექოსკოპიის პასუხი ეჭირა და უზომოდ ბედნიერი მომეჩვენა. მის დანახვაზე მეც რომ წამოვიმართე ფეხზე, მაშინ მომაქცია ყურადღება.
თითქოს დაიბნა.
შევატყე როგორ აღელდა. ექოსკოპიის პასუხი ნერვიულად აათამაშა ხელში. ისე მივუახლოვდი, მისი თვალებისთვის არ მომიშორებია მზერა. ხელზე მოვკიდე ხელები.
თითქოს დაიმორცხვა.
_ჩვენი შვილი ხომ კარგად არის?_ეს ვკითხე ცოტა შეშფოთებულმა.
ჯერ გაოცებული მიმზერდა. ალბათ გაუკვირდა საიდან ვიცოდი.
_ლიზიმ გითხრა?_ცოტა წყრომა გაურია ხმაში.
_ლიზიმ იცის?_მეც გამიკვირდა, რომ ბიძაშვილმა არაფერი მითხრა._არა, ლიზის არაფერი უთქვია. მე შეგატყე._მუცელზე ფრთხილად მივადე ხელი.
_ჩვენი გოგონა ჯანმრთელია და კარგად არის._ეს რომ მითხრა, ბედნიერმა ავიტაცე ხელში და რამდენჯერმე შემოვატრიალე._სირცხვილია, დამსვი._დაიმორცხვა და გაწითლდა კიდეც, თუმცა მანაც მომხვია კისერზე ხელები და მომეხუტა.
ასეთი ბედნიერი მგონი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. გვიან გავაცნობიერე, რომ საავადმყოფოში ვიყავით და ყველა ჩვენ შემოგვყურებდა. ლოლა რომ დავსვი, გულმა არ მომითმინა და ყველას თანდასწრებით ნაზად ვაკოცე.
_მადლობა, რომ ჩემთან დაშორების მიუხედავად, მაინც არ მოიშორე ჩვენი შვილი... მადლობა, რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც გიყვარვარ ასეთი იდიოტიც კი... მადლობა, რომ არსებობ და ჩემთვის გაგაჩინა უფალმა... შენთან დაშორების შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ. მაპატიე ჯეროვნად რომ არ გაფასებდი. მაპატიე ჩემს გვერდით ცხოვრება რომ აუტანელი იყო შენთვის. გპირდები, შევიცვლები და ისეთი ქმარი ვიქნები შენთვის, როგორსაც იმსახურებ._მოულოდნელად ჩავიმუხლე და თვალებში დაჟინებით მივაშტერდი._გთხოვ, ისევ გამომყევი ცოლად. თავიდან დავიწყოთ ცხოვრება ახალი ფურცლიდან და ჩვენი შვილები ერთად გავზარდოთ.
(გაგრძელება იქნება)
#ელეონორა ????????იდიოტი
15.
ერთხანს გაოგნებული მომჩერებოდა. პასუხის გაცემას აჭიანურებდა. იქნებ, უჩემოდ უკეთესად ცხოვრობდა და არ უნდოდა ხელახლა მოეკიდა ზურგზე უღელი? უარი რომ ეთქვა, არც გავამტყუნებდი, რა დღეებიც ჩემსა და დედაჩემის ხელში გამოიარა, უღირდა კი ისევ იმას დაბრუნებოდა? მაგრამ უარი რომ ეთქვა, მერა მეშველებოდა?
_ადექი, სირცხვილია._ხელი მომკიდა და ჩემს წამოყენებას შეეცადა._ყველა ჩვენ გვიყურებს.
_გვიყუროს, მერე რა? სანამ პასუხს არ მეტყვი, არ ავდგები._ომახიანად ვუთხარი და თვალი იმედიანად მოვავლე გარშემომყოფებს. რატომღაც მათი იმედი მქონდა.
_მოსაფიქრებლად დრო რომ მომცე, არ გინდა?_ისე ეშმაკურად შემომღიმა, მივხვდი, რომ უკვე მოფიქრებული ქონდა პასუხი, მაგრამ ჩემი დატანჯვა უნდოდა.
_კარგი, მოგცემ. ოღონდ, მხოლოდ სამ დღეს.
_იყოს სამი დღე._ისევ ეშმაკურად შემომღიმა. მის თვალებში ასეთი ნაპერწკალი არასდროს შემინიშნავს. ან როდის უნდა შემენიშნა, როცა დღე და ღამ გარეთ ვეგდე?
ხელი მომკიდა და წამომაყენა.
_ახლა ექიმს უნდა შევუტანო ეს პასუხი. შენ სად დამელოდები?
_მეც რომ შემოგყვე?_გაუბედავად ვკითხე.
_მართლა?_გაუკვირდა, თან პატარა ბავშვივით გაუხარდა._მართლა შემომყვები?_თან თითქოს არ ეჯერა.
თანხმობის ნიშნად თავი რომ დავუქნიე, ღიმილით აიწია ფეხის წვერებზე და ლოყაზე მორცხვად მაკოცა. გული გამიჩერა მისმა სასიამოვნო კოცნამ. მერე ხელკავი გამომდო და გინეკოლოგის კაბინეტისკენ წამიძღვა.
მშვენიერი სათნო შუახანს გადაცილებული ქალი აღმოჩნდა გინეკოლოგი. პირველ რიგში ღიმილით მოგვესალმა. გაუხარდა, ქართველებმაც რომ ისწავლეთ ორსულ ცოლებთან ერთად კონსულტაციებზე სიარული, ძალიან კარგია, თორემ აზერბაიჯანელი მამაკაცები გჯობიათ ამ საქმეშიო. მერე გულდასმით გადახედა ექოსკოპიის პასუხებს. ყველაფერი ძალიან კარგად არის, ყოჩაღია თქვენი გოგონაო. მერე ტახტზე წამოაწვინა და მუცელი ხელით შეუმოწმა.
_ყველაფერი ძალიან კარგია. შენც კარგი გოგო ხარ. ვიტამინებს დაგინიშნავ მხოლოდ და სხვა არაფერი გინდა.
რეცეპტი რომ გამოწერა, მე გამომიწოდა.
_შენ კი, ხელი შეუწყე შენს საყვარელ ცოლს, რომ ხშირად დაისვენოს, მშვიდად იყოს და არ ინერვიულოს. რაც მთავარია, კარგად იკვებოს, იძინოს და სუფთა ჰაერზეც ბევრი ისეირნოს.
_საკუთარ სიცოცხლეზე მეტადაც მოვუფრთხილდები._გამეღიმა და ისე ჩამოვართვი რეცეპტი.
_უნდა მოუფრთხილდე კიდეც, ასეთი ცოლები იშვიათობაა.
ექიმის კაბინეტიდან რომ გამოვედით, ხელი მოვხვიე და ისე გამოვედით საავადმყოფოდან.
_მოდი, ჯერ აფთიაქში ავიდეთ და წამლები ვიყიდოთ, მერე კი ცოტა გავისეირნოთ...
_ხო, მაგრამ გაგა გააგიჟებს ლიზის...
_ლიზის? ის შენთან არის?_გამიკვირდა.
_ხო._დამნაშავესავით ამომხედა._ხშირად მოდის ჩვენთან და რჩება კიდეც...
_უყურე შენ მულს._გამეცინა. რაც ნაზი მყავდა სახლში, ერთხელაც აღარ მოსულა ჩვენთან. ჩვენთან რა უნდოდა, როცა ლოლასთან და გაგასთან ერთად მშვენივრად ერთობოდა თურმე?
პირველ რიგში წამალი ვუყიდე. მერე კი პაემანზე დავპატიჟე.
_სადაც მეტყვი, იქ წავიდეთ, წინააღმდეგი არ ვარ, ოღონდ უარს ნუ მეტყვი, გთხოვ._მუდარით შევხედე.
ერთხანს ჩუმად მიყურა. მერე კი მოულოდნელად დამთანხმდა.
_კარგი, ოღონდ დამპირდი რომ მალე წავალთ სახლში.
_კარგი, გპირდები. აბა მითხარი სად წავიდეთ?_ინტერესით შევხედე.
_იცი, ზემოთ სწრაფი კვების ობიექტია. შაურმაზე დამპატიჟე.
_შაურმაზე?_გულწრფელად გამიკვირდა.
_ხო. ყველა აქებს და მე კი არ მაქვს გასინჯული. ერთხელ მეც მქონდეს სათქმელად, რომ შეყვარებულმა შაურმაზე დამპატიჟა.
დავიბენი. ჯერ ის, რომ ჩემს ცოლს შაურმა არ ქონდა ნაჭამი და ახლა ის, რომ შეყვარებულად მომიხსენია. შემატყო და სიტუაციის განსამუხტავად შემომღიმა თავისი მომაჯადიებელი ღიმილით.
_წავიდეთ?
_წავიდეთ._მანქანის კარი ზრდილობიანად გამოვუღე და ჩაჯდომაში მივეხმარე.
ის სწრაფი კვების ობიექტი გავლით მქონდა დანახული და ვიცოდი სადაც იყო. გეზი პირდაპირ იქითკენ ავიღეთ. მხოლოდ შაურმა და გაზიანი სასმელები ამაღებინა, მეტი არაფერი მინდაო. ხელოვნური პალმის გვერდით მოვსხედით და მადიანად შევუბერეთ.
_ისე, სიმართლე რომ გითხრა, დიდი არაფერი ყოფილა ეს შაურმა, როგორც აქებდნენ, ამას ფენოვანი ხაჭაპური მირჩევნია._ღიმილით მითხრა.
მაშინვე წამოვხტი და ორი ხაჭაპური მოვუტანე.
_განა იმიტომ გითხარი, რომ გეყიდა?_ცოტა დაიმორცხვა._უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი. ალბათ მე მაქვს გემოვნება დაქვეითებული._ისევ შემომღიმა და ფენოვანი ხაჭაპური მადიანად მოკბიჩა.
_დიდად არც მე მომწონს ეს შაურმა._ვაღიარე._მაგრამ მიჰყე შეხედულებასო ნათქვამია და ალბათ ჩემისთანები სხვებიც ბევრნი არიან და იმიტომაც აქებენ ასე ძალიან._მეც გამეცინა.
_სათქმელად მაინც ხომ მექნება, რომ შაურმა ნაჭამი მაქვს?._გამიღიმა.
ისეთი მომაჯადოებელი და საყვარელი იყო, თვალი ვეღარ მოვწყვიტე. თითქოს მართლა პირველ პაემანზე ვიყავით. (თითქოს რაა, მართლა მასე იყო,) ერთად თითქმის არსად დავდიოდით. მის გვერდით რატო არ მინდოდა გამოჩენა, არ ვიცი. უამრავი სავარაუდო ვარიანტის განხილვა შემიძლია, მაგრამ ორს ალბათ უფრო გამოვკვეთავდი. პირველი: მის გვერდით ძალიან უშნოდ ვგრძნობდი თავს და მეორე: მას რომ მიაშტერდებოდნენ კაცები, ალბათ ეს გამაცოფებდა. თუმცა, უნდა მეამაყა, რომ ეს მშვენიერი არსება ჩემი იყო...
რაიონიდან არ დაგვიგვიანია. როგორც კი მთხოვა ლოლამ, მაშინვე წამოვედით. გაგაც მოვინახულე ტკბილეულით. სახლში მისული კი ადგილს ვეღარ ვპოულობდი, რომ გავჩერებულიყავი. რა გაიყვანდა იმ სამ დღეს, ლოლამ მოსაფიქრებლად რომ მთხოვა. ახლა იმაზეც ვდარდობდი, რა პასუხს მეტყოდა. მოკლეთ, ძალიან დაძაბული ვიყავი. საღამოს ვახშმობისას კი მშობლებს ვუთხარი, რომ ლოლა ორსულად იყო.
მამაჩემს ძალიან გაუხარდა. დედაჩემმა კი მაშინვე ის მკითხა.
_ვისგან არის ორსულად?
_რას ამბობ სონო, ვისგან იქნება?_ხმის ამოღება არც კი მაცადა მამაჩემმა, მაშინვე დაუბრიალა თვალები._შენ მართლა რა ძალიან აურიე ამ ბოლო დროს?
_რა იცი რომ ორსულადაა?_ ახლა ეს მკითხა.
_საავადმყოფოში კონსულტაციაზე ვნახე.
_გაჩენას აპირებს?_აშკარად გაუხარდა მამაჩემს.
_ხო. სქესიც ვიცით უკვე, გოგოა._ვაღიარე._დღეს ცოლობა ვთხოვე.
_მართლა? მერე?_დაინტერესდა მამაჩემი.
_მოსაფიქრებლად სამი დღე მთხოვა.
_სამი დღე გთხოვა?_გაუკვირდა დედაჩემს._ესეიგი არ უყვარხარ, რადგან დასაფიქრებელი დრო სჭირდება.
_ესეიგი, უყვარს და უნდა გოგას ცოლობა, მაგრამ კუდიან დედამთილს გაურბის._გაეცინა მამაჩემს._თუ გინდა მივიდეთ მასთან და ვითხოვოთ მისი ხელი. რას იტყვი? ოფიციალურად ლოლა არ ყოფილა შენი ცოლი და ახლა დაიწერეთ ჯვარი და ხელიც მოაწერეთ...
_ჯერ არ ვიცი რა პასუხს მეტყვის... მეშინია.
_რისი გეშინია? ხომ იყო უკვე შენი ცოლი და უარი რაღატო უნდა გითხრას?_გაუკვირდა დედაჩემს.
_ზუსტად მაგიტო, რომ იყო უკვე მისი ცოლი და გამოსცადა მის გვერდით ცხოვრება, გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება და არც გაემტყუნება... მაგრამ მე ძალიან მინდა, რომ ლოლა დაბრუნდეს ჩვენთან. კარგი გოგოა და შენც გმართებს ყურების გამობერტყვა! აღარ დაგინახო, რომ ჯეროვნად არ დააფასო და ყურადღება არ მიაქციო, როგორც საჭიროა, იცოდე ჩემთან გექნება საქმე!_მკაცრად გამაფრთხილა მამაჩემმა._შენს გასაგონადაც ვიძახი ქალბატონო!_ახლა დედაჩემს მიუბრუნდა. ნაზი არ ვარგოდა, მაგრამ ერთ რაღაცაში მაინც კარგი იყო, გამოგაყოჩაღა. რამდენი რამ შეგძლებია თურმე და იმ საწყალ გოგოს კი არაფერს ეხმარებოდი.
_შემძლებია? რა შემძლებია?_ავიშვიშდა._იმდენ გამაყუჩებლებს ვსვამდი, რომ კუჭი დავიავადმყოფე უკვე.
_კუჭისა რა გითხრა, მაგრამ ნარკომანივით დამოკიდებული კი ხარ მაგ გამაყუჩებლებზე. გტკივა არ გტკივა, ინდაურივით ყლაპავ წამლებს.
_შენი აზრით, გიჟი ვარ, არ მტკიოდეს რამე და ტყუილა ვსვამდე წამლებს?
_ჩემი აზრით, ზარმაცი ხარ და მეტი არაფერი...
იტირა და რა იტირა დედაჩემმა, ქვეყნის ცრემლი ღვარა, ეგ როგორ მკადრეო. არა და, სიმართლე რომ უფრო სწყინდა, ეს უცხო არ იყო ჩემთვის, მაგრამ მაინც გავვოგნდი. მერე კი, მისი ზლუქუნის მოსმენა რომ ამომივიდა ყელში, ავდექი და საძინებელში გავედი. საწოლზე ტანსაცმლიანივე გავიშხლართე გულაღმა. რამდენჯერაც თვალები დაცხუჭე, იმდენჯერვე ლოლა დამიდგა თვალწინ თავისი მომაჯადოებელი და მორცხვი ღიმილით... ცალკე ის მაშფოთებდა, უარი რომ ეთქვა, რა მეშველებოდა? მამაჩემისა არ იყოს, გამოცდილი ქონდა ჩემს გვერდით ცხოვრება და ენდომებოდა კი ისევ ჩემთან დაბრუნება? მაგრამ ხომ ვუყვარდი? თუმცა, ხშირად ზუსტად შეყვარებული ადამიანები მიდიან იქიდან, სადაც გულგრილობას, დაუფასებლობას და ღალატს გრძნობენ. რამდენჯერ ვუღალატე და რამდენჯერ არ დავაფასე? იქნებ, აღარც ვუყვარდი ამდენი იმედგაცრუებების მერე? მართლაც რომ ღირსი ვიყავი ყველაფრისა და სამართლიანადაც დავისჯებოდი, თუ უარს მეტყოდა და ჩემს გარეშე გაზრდიდა ჩვენს შვილებს.
(გაგრძელება იქნება)
#ელეონორა ????????იდიოტი
16.
მთელი ღამე თეთრად გავათენე. ასე არასდროს გამჭირვებია ძილი. დედაილას ბალიშზე არ მქონდა ხოლმე თავი დადებული, რომ ყოველთვის ფშვინვას ვუშვებდი და ახლა კი... რა აღარ ვიფიქრე და რა აღარ წარმოვიდგინე. შამფურივით ვიტრიალე საწოლში. დილაუთენია კი ავდექი, რადგან წოლით უფრო დავიღალე. ლოლა რომ მეუბნებოდა, არასდროს მეჯერა და ახლა ხომ გამოვცადე რა იყო უძილობა? თვითონ მოვიდუღე ყავა და ტელევიზორის წინ მოვკალათდი. თუმცა არ ჩამირთია. უაზროდ შევყურებდი ჩაბნელებულ ეკრანს. მერე კი ფეისბუქზე შევედი გულის გადასაყოლებლად.
ჯერ ისევ დილა იყო, რომ ლოლამ დამირეკა.
გული გადამიქანდა.
ამ ხნის მანძილზე, რაც დავშორდით არასდროს დაურეკია. არც მანამდე მაწუხებდა ხშირად თავისი ზარებით, თუ აუცილებელი საქმე არ ქონდა. ახლა კი მივხვდი, რომ რამე სერიოზული უჭირდა, თორემ არ დამირეკავდა. ფეხის ფრჩხილებიდან მოყოლებული თმის ბოლოებამდე გამაკანკალა და აღელვებული გავეპასუხე.
_შენი ფეისბუქი მწვანედ ციმციმებდა და მივხვდი, რომ არ გეძინა. ხომ არ გაწუხებ?_მშვიდი ხმა ქონდა და ცოტა დავწყნარდი.
_არა, არ მაწუხებ. ხომ კარგად ხართ?
_კი, უბრალოდ ვერ დავიძინე._გაეცინა._სერიოზული სალაპარაკო მაქვს შენთან და ვიფიქრე დავილაპარაკებდით...
_გადმოვიდე შენთან?_მორიდებით ვკითხე.
_გადმოხვალ?_გაუკვირდა.
_ხო. ერთ საათში ვიქნები.
_კარგი მაშინ, დაგელოდები._სიხარულით მითხრა და გამითიშა ტელეფონი.
არანაკლებ გახარებული წამოვხტი მეც. თავი მოვიწესრიგე და ოთარას მანქანას მოვაჯექი ისევ. არ ვიცოდი რა თემაზე უნდა გვესაუბრა, მაგრამ ის ფაქტი, რომ მას ვნახავდი და კიდევ მომეცემოდა მისი სულ ოდნავ შეხების საშუალება მაინც, გულს მიხარებდა. მის სახლთან რომ მივედი, შეტყობინება მივწერე, აქ ვარ და შემოვიდე თუ გამოხვალ-მეთქი. მე გამოვალო და უარესად ამიფრთხიალდა გული.
თითქოს ქურდივით გამოიპარა სახლიდან. მანქანაში ღიმილით ჩამიჯდა და ცოტა გავიაროთო, მთხოვა. მაშინვე ავამუშავე ძრავა და სოფლიდან გავედით. ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. მე მისი სიახლოვეც კი მაბედნიერებდა და ასე უბრადაც თანახმა ვიყავი, რომ ერთად ვყოფილიყავით.
სოფლიდან რომ გავედით, გზიდან გადავუხვიე და ხალხის თვალისგან მოფარებულ ადგილზე შევაჩერე. რაც არ უნდა ყოფილიყო, ქმარგაშორებული ქალი იყო და ვინ რა იცოდა მე ვინ ვიყავი?
_საიდან დავიწყო მეც არ ვიცი._მღელვარედ შემომღიმა._ნაზი რომ მოიყვანე ცოლად, გადავწყვიტე დამოუკიდებელი ქალი გავმხდარიყავი, რომ არავის კისერზე არ მეცხოვრა. ამიტომ, რაღაც საქმის წამოწყება დავიწყე. შეიძლება დიდი არაფერი, პირველ ჯერზე მოგებაც კი არ მომიტანოს, მაგრამ მაინც მინდა რომ ვცადო..._წამიერად შეყოვნდა. აშკარად უჭირდა ლაპარაკი._დედაჩემის თანამშრომელს სათბური აქვს, ცოტა ხელის შევლება უნდაო. მინდა რომ ვიქირაო. დედაჩემმა კრედიტი გამომიტანა და ჰოლანდიიდან სხვადასხვა სახეობის ტიტის ბოლქვები მინდა გამოვიწერო. გამოწერიდან ასე ორ თვეში ჩამოვა. ნოემბრის დასაწყისში ეტაპობრივად მინდა დავთესო და თებერვალში და მარტის დასაწყისში რეალიზაცია გავუკეთო... შენთან დაბრუნების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ამ საქმეში ფული უკვე ჩადებული მაქვს ნაწილობრივ. ხშირად მომიწევს ჩვენებთან ყოფნა, რომ სათბურს და ყვავილებს მივხედო. როგორ მოვგვარდებით ამთემაზე არ ვიცი... მე მართლა მინდა შენთან დაბრუნება, მაგრამ ჩემი წამოწყებული საქმეც მინდა. კარგი იქნება თუ არჩევანის წინაშე არ დამაყენებ.
ასეთი მიზანდასახული ლოლა არასდროს მენახა. ყოველთვის ჩემს სურვილებს და დედაჩემის ხუშტურებს ასრულებდა. ახლა თვითონ ქონდა რაღაცის სურვილი. ყვავილები რომ ძალიან უყვარდა, ამას ჩემთან თანაცხოვრების დროსაც ამჟღავნებდა. ფანჯრები სავსე ქონდა ოთახის ყვავებით. ახლა კი საყვარელი საქმიანობის და მოგების თვალსაზრისით რაღაც უნდოდა რომ წამოეწყო და როგორ მეთქვა უარი? მეც ძალიან მინდოდა გვერდით მყოლოდა ლოლა და ჩემი შვილი, მაგრამ მისი სურვილის გათვალისწინებაც მინდოდა. არ მინდოდა უარი მეთქვა და გასაქანი არ მიმეცა მისთვის ამ სფეროში. ცოტა რთული გადასაწყვეტი იყო როგორ მოვგვარდებოდით, მაგრამ მე "ბაბაც მინდოდა და ჩიჩიაც" და ორივეს ერთდროულად შესრულების ც უნდა მქონოდა.
_დაწყნარდი, მოვიფიქრებთ რამეს._სახეზე ჩამოშლილი კულულები ფრთხილად გადავუწიე უკან და ღიმილით ჩავხედე თვალებში._ნუ ღელავ, ძველი გოგა აღარ დაბრუნდება არასდროს. შენ მარტო ჩემთან ცხოვრება მოუსურვე და შენს წამოწყებულ საქმიანობაში გვერდით დაგიდგები.
_მართლა?_პატარა ბავშვივით გაუხარდა და აუციმციმდა შავი თვალები._ჩემი წამოწყების წინააღმდეგი არ ხარ?
_არა._გადავიწიე და ვაკოცე._აქამდე ჩემს ხუშტურებს ასრულებდი, ახლა დროა შენები შევასრულო._ისევ ვაკოცე.
ისე გაირინდა და ისე აუფრთხიალდა გული, თითქოს პირველად ვკოცნიდი. ზუსტად მაგ დღეში ვიყავი მეც.
_ახლა სახლში დამაბრუნე, თორემ მიხვდებიან ჩემს გაქრობას და საგანგაშო ძებნას გამოაცხადებენ.
_მერე რა მოხდა, ქმართან ხარ._გამეღიმა.
_ჯერ რომ არ ხარ ჩემი ქმარი?_ეშმაკურად მოჭუტა თვალები.
ისეთი საყვარელი იყო, თავი ვეღარ შევიკავე და ისევ ვაკოცე.
ჩუმი კისკისით გამიძალიანდა.
_წამიყვანე სახლში... ქორწინებამდე მაგის იმედი ნუ გექნება...
გამეცინა მის წამოყენებულ პირობაზე და მართლაც დავაბრუნე სახლში. მანქანიდან რომ გადავიდა, ჩემს მხარეს მოუარა, მოულოდნელად ფანჯარაში შემოყო თავი, ტუჩებში მაკოცა და სანამ რამეს გავიაზრებდი, ტრასაზე გადაირბინა და ქუჩის კარების მიღმა გაუჩინარდა.
კარგა ხანს ვიყავი გაოგნებული. ჩვენი ერთად ყოფნის პერიოდში არ ყოფილა ასეთი თამამი, ასეთი მხიარული და ასეთი მიზანდასახული. ჩემს გარეშე უკეთესად ცხოვრობდა. მე ყოველთვის გარკვეულ ჩარჩოებში ვსვავდი და ფრთებს ვამტვრევდი. ახლა კი გაუშლია ფრთები და ლაღი იყო. ვითომ უღირდა ჩემთან დაბრუნება? თუმცა, ხომ მითხრა, რომ შენთან დაბრუნებაც მინდა და ჩემი საქმეც მინდა რომ წამოვიწყოვო. არჩევანის წინაშე ნუ დამაყენებო? არც დავაყენებდი! გიჟივით მოვწყდი ადგილს და სახლში დავბრუნდი. ეზო გულდასმით დავათვალიერე და გადავზომე, აქ არანაირად არ მოეწყობოდა სათბური. მერე ბაღჩაში შევედი. აქ ნათესები გვქონდა და ცოდო იყო რამის გაფუჭება. სახლის გვერდით ხეხილში გავედი. სამ ძირ ნახევრად გამხმარ ვაშლსა და მსხალს თუ მოვჭრიდი, ნაპირშივე გავაშენებდი ლოლას საოცნებო სათბურს. ისევ ეზოში დავბრუნდი, მამაჩემის დრუჟბას წამოვავლე ხელი და მართლაც დავჭერი ხეები.
ხმაურზე დედაჩემმა გამომხედა.
_გაგიჟდი, რას აკეთებ?_შეშფოთებულმა დამიწყო ყვირილი.
_ასეთ სრულ ჭკუაზე არასდროს ვყოფილვარ. ადგილი უნდა მოვასუფთავო, რომ აქ სათბური უნდა დავდგა.
_სათბური?_ უარესად გადმოუცვივდა გაკვირვებისგან ბუდიდან თვალები._რა სათბური? გადაირიე?
_დამაცა დედაჩემო რა._ერთი ეს ვუთხარი და ისევ ამოვქოქე დრუჟბა.
იქვე დავდრუჟბე ბარემ საფეჩედ შეშა და საჩეხშიც გამოვზიდე. უნდა ვთქვა, რომ ძალიან დამღლელი აღმოჩნდა ეს სამუშაო ჩემთვის, მაგრამ ისე ვიყავი მოწადინებული, დაბინდებამდე სულ გამოვზიდე შეშა-ფიჩხი ადგილიდან. საღამოს მამაჩემი რომ მოვიდა, დედაჩემმა აუწყა, რომ თურმე გავგიჟდი და მოყვავილე ხეხილი დავჭერი. გაოცებულმა კაცმა ფარნის შუქზე დაათვალიერა ადგილი და მერე მე მომაკითხა დაღლილ-დაქანცული დივანზე რომ ვიყავი გაშხლართილი და ინტერნეტში სათბურის მოწყობასთან დაკავშირებით ცნობებს ვაგროვებდი. სკამი ფრთხილად გამოდგა და ჩემს წინ ჩამოჯდა.
_ნახევრადგამხმარი ხეები რომ დაგიჭრია, ეს კარგია, კარგადაც გიმუშავია. მაგრამ უჩვეულოდ მეჩვენება შენი გაფანცქალება და რა ხდება?
_ადგილი უნდა მოვასუფთავო და იქ სათბური ავაშენო.
_სათბური?_აშკარად გაუკვირდა მამაჩემსაც.
_ხო, სათბური. ლოლას უნდა ჰოლანდიური ტიტები მოიყვანოს და გაყიდოს. მე კი ლოლა მინდა გვერდით მყავდეს და მინდა სათბური გავუკეთო.
_სათბურის გაკეთება ცუდი აზრი არ არის, მაგრამ ტიტებისა რა გითხრა. თუმცა, ლოლა რომ ცუდს არაფერს მოიფიქრებს, მაგაში დარწმუნებული ვარ. გავაკეთოთ ეგ სათბური, მაგრამ ხარჯები რომ დიდი ექნება, რა ვუყოთ?
_ბანკიდან რომ გამოვიტანოთ კრედიტი? საშემოსავლოზე დავწეროთ. ლოლა დარწმუნებულია, რომ რაღაც იქნება და გადავიხდით.
ერთხანს ჩუმად იყო მამაჩემი და რაღაცას ფიქრობდა.
_კარგი._ბოლოს როგორც იქნა მითხრა._ხვალ წავიდეთ ბანკში და ათი ათასზე დავწერ განაცხადს. შევუდგეთ სათბურის მშენებლობას. ოღონდ დამპირდი, რომ ლოლას გვერდში ამოუდგები და აღარასდროს მიატოვებ.
_გპირდები.
_კარგი, მე წავალ დავისვენებ, დავიღალე. დანარჩენი ხვალ ვილაპარაკოთ.
დედაჩემი საქმის ვითარებაში რომ გაერკვა, თავი გაიგიჟა.
_სულ გამოგაშტერა იმ ერთი ციდა გოგომ? მარყო შენ კი არა, მამაშენიც რომ დაიყოლიე. რა სათბური აგიტყდათ? მაგოდელა თანხა რომ გამოგაქვთ ბანკიდან, იმ ქაცა-ქუცა ყვავილებით გინდათ მერე ვალი მოიშოროთ?! მე წინააღმდეგი ვარ იცოდე! ჯერ არ დაბრუნებულა ის ქალბატონი ოჯახში და იქიდანვე გატრიალებს თავის ჭკუაზე? ან რა იცი, შენია საერთოდ ის ბავშვი?
ამაზე კი მართლა ვეღარ მოვთოკე ნერვები და მეც ავუყვირდი.
_ბოლოს და ბოლოს შეეშვები თუ არა ჩემს ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას!_მკაცრად დავუბრიალე თვალები._აქედანვე გაფრთხილებ, შეეშვი ლოლაზე აუგ ლაპარაკს. მე ის მიყვარს და რაც მას ბედნიერებას და სიხარულს მიანიჭებს, მეც იმას გავაკეთებ.
(გაგრძელება იქნება)
#ელეონორა ????????
იდიოტი
17.
_იმ ცინგლიანი გოგოს სიხარულისა და ბედნიერებისთვის უნდა წამოიკიდო ზურგზე ბანკის ვალები? მაგას გადახდა არ უნდა?_აწივლდა დედაჩემი.
_შენც დაწყნარდი და მეც ნუ მიშლი ნერვებს! მე მასე გადავწყვიტე და მასე იქნება! გასაგებია?
_რა გაჭამა მაგისთანა იმ გოგომ, რომ მასე გადაგიტრიალა ტვინი?
_მორჩი-მეთქი ლოლაზე მასეთ ლაპარაკს!_ისევ დავყვირე._იმდენს ნუ იზავ, რომ არჩევანის წინაშე დამაყენო. აქედანვე გეუბნები, მე მას ავირჩევ!
_დედაშენს ამჯობინებ იმ გოგოს?_გაუკვირდა.
_ის გოგო ჩემი შვილების დედაა! მე ის მიყვარს და მართალია გვიან, მაგრამ მაინც დროულად ვიბრძოლებ მისი ბედნიერებისთვის. შენ ნუ ჩადგები ჩვენს შორის და თუ მართლა გიყვარვარ და პატივს მცემ, ნუ ეცდები ჩვენს დაშორებას!
დედაჩემს ხმა აღარ ამოუღია. თუმცა ისეთი თვალებით მიმზერდა, აშკარად არ იწონებდა ჩემს გადაწყვეტილებას. რატომ იყო ასეთი ბუნების არ ვიცი. ალბათ, არ უნდოდა თავისი გოგალოს ვინმესთვის გაყოფა ან გაზიარება. თორემ სხვა რა მიზეზი უნდა ქონოდა მის ამ გაჯიუტებას? ნაზისთან ხომ გამოსცადა ცხოვრება? ის მართლა არაფრად ვარგოდა და უვარგისი იყო, მაგრამ ლოლა? ლოლაზე მართლა ჭკუა მეკეტებოდა უკვე და არავის მივცემდი მისი დამცირების უფლებას, საკუთარ დედასაც კი!
ღამე შედარებით მშვიდად მეძინა. დილითვე წავედით ბანკში და კრედიტი მოვითხოვეთ. ორი თუ სამი საათი გვაყურყუტეს იქ. საბუთები ძირფესვიანად შეისწავლეს და გადაამოწმეს. თავდები მოგვთხოვეს და თანხაც დაგვიმტკიცეს. ისეთი გახარებულები დავბრუნდით სახლში, მეტი რომ არ შეიძლებოდა. მერე გადავრეკ-გადმოვრეკე, მასალაც მოვაზიდინე, მუშებიც მოვნახე და მეორე დღესვე შევუდექით სათბურის დადგმას.
მიზანდასახულობა და მოწადინება ლოლასგან გადამედო ალბათ. დიდი მონდომებით ვუძღვებოდი საქმეს. რკინის მასალით ნახევარი ჩონჩხი რომ შევკარით დღის ბოლოს გვიან გამახსენდა, რომ ლოლას ჩემთვის დღეს უნდა ეთქვა პასუხი. გვიანი იყო უკვე, მასთან ვეღარ გადავიდოდი, ტელეფონზე კი აღარ მპასუხობდა. ზარი ექნებოდა გათიშული გაგას გამო, რომ არ გაღვიძებოდა. დარწმუნებული ვიყავი თვითონ ეღვიძა, მაგრამ გაბუტული იქნებოდა ჩემზე. თუ მასეთი მნიშვნელოვანი იყო მისი ჩემთან დაბრუნება, რატო დამავიწყდებოდა? მან ხომ არ იცოდა, რომ მის დასაბრუნებლად ვშრომობდი და მიტომ დამავიწყდა?
დილაადრიანვე დავერჭე მასთან. ვერ გამებედა მათ ეზოში შესვლა, მაგრამ გამბედაობა მოვიკრიბე და შევედი.
ლოლას დედა მორიგე იყო და სკოლაში წასასვლელად ემზადებოდა. მე რომ დამინახა, ცოტა შეცბა.
_ხომ მშვიდობაა?_ძლივს მკითხა.
_მგონი... ლოლას ნახვა მინდა.
_მგონი ისევ სძინავს. წავალ ვნახავ._ეს მითხრა და ლოლას სანახავად ავიდა.
თუმცა, მაღლა ოთახში ფარდა რომ შეირხა, მივხვდი, რომ ეღვიძა და დამინახა კიდეც. ჩამოსვლა შეაგვიანა, მაგრამ მაინც ჩამოვიდა. აშკარად ეტყობოდა, რომ ნაწყენი იყო. არც გაემტყუნებოდა. მისი დაბრუნება, ვუმტკიცებდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, მაგრამ ეს ნიშვნელოვანი ამბავი დამავიწყდა რატომღაც.
_ცოტა გავიაროთ?_ღიმილით შევთავაზე.
_იყოს, საჭირო არ არის. პასუხს გეტყვი და გაგას უნდა მივხედო, მანაც გაიღვიძა და სანამ ატირდება, უნდა ავხედო._მისმა ცივმა ხმამ ღიმილი შემაყინა სახეზე.
_ვიცი რაზეც ბრაზობ. საპატიო მიზეზი მქონდა გუშინ და მიტომ ვეღარ შეგეხმიანე. ბოდიში.
_ბოდიში საჭირო არ არის...
_გთხოვ, დაგელოდები, გაგაც წამოიყვანე, სადღაც მინდა წაგიყვანო და რაღაც გაჩვენო.
_არაფრის ნახვა არ მინდა... ვფიქრობდი, რომ გამოსწორდი, მაგრამ სულ ტყუილად. ჩემი პასუხია არა და ძალიან გთხოვ ჩემს გადაწყვეტილებას პატივი ეცი.
თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, ისე გამაკანკალა მის კატეგორიულ უარზე.
_არ გამტყუნებ, მართალი ხარ რომ ნაწყენი ხარ ჩემზე. მაგრამ ძალიან მინდა მეც გამიგო. მინდა აგიხსნა რის გამო ვეღარ გადმოვედი შენთან. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ სიბრაზე მაშინვე გაგივლის, როცა ნახავ, რის გამოც ვერ გადმოვედი.
ერთ ხანს უხმოდ მიმზერდა.
_ისევ შევცდე და ისევ გენდო?
_არ შეცდები, გპირდები. წამოიყვანე გაგა და გამომყევი.
_სად უნდა წამიყვანო?_უინტერესოდ მკითხა.
_ჩემთან...
_შენთან?_გაკვირვებაც და შეშფოთებაც ერთბაშად აღებეჭდა სახეზე.
_გპირდები, ისევ დაგაბრუნებ უკან, უბრალოდ რაღაცის საჩვენებლად მიმყავხარ.
_გაგას არ წამოვიყვან. ლიზი მიხედავს. ერთ წუთს დამელოდე და ჩამოვალ.
ლიზი ისევ აქ იყო?_გამეღიმა. წეღან კი მეუბნებოდა, გაგამ გაიღვიძა და უნდა ავხედოვო. თავის სიმკაცრეს და სიმტკიცეს მიჩვენებდა. სხვათაშორის გამიხარდა, რომ თავისი აზრი გააჩნდა და თავის სურვილებისთვის ბრძოლა უნდოდა.
მალევე ჩამოვიდა, მანქანაში ჩავსხედით და ჩემთან წამოვიყვანე. ეზოში კი შემომყვა, მაგრამ ბაღჩისკენ რომ წავიყვანე, თითქოს ფეხი აითრია. წელზე მოვხვიე ხელი და გაბედულად წავიყვანე. შორიდანვე შენიშნა რკინის მასალით აწყობილი სათბურის კონსტრუქცია. გაოცებული ხან იმას უმზერდა და ხან მე.
_ეს... ეს რა არის? _ძლივს მოაბა სიტყვებს თავი.
_შენი ყვავილების სათბურია.
თითქოს არ ეჯერა. მივიდა, ახლოდან დაათვალიერა. მე კი მის ღიმილიან სახეს და მის ყოველ მოძრაობას თვალს არ ვაშორებდი.
_ბოდიში, გუშინ ამას გადავყევი, მინდოდა მომემთავრებინა...
_მართლა ჩემთვის აკეთებ ამ სათბურს?_დაეჭვებით მკითხა.
_გეფიცები, შენია, რაც გინდა ის მოიყვანე შიგ, წინააღმდეგი არ ვარ.
მოულოდნელად გამოქანდა, კისერზე ჩამომეკონწიალა და თავისი თბილი და ტკბილი ტუჩებით ისე გულისამაღელვებლად მაკოცა, სუნთქვა შემიგუბდა. ძლივს მოვიფიქრე და ძლივს მოვხვიე წელზე ხელები.
_უარი რომც მითხრა, იცოდე მაინც შენია, შენს სახელზე ვაკეთებ ყველაფერს.
ღიმილით მომეხუტა.
_მართლა შეცვლილხარ... მართლა არაჩვეულებრივი ხარ... მიყვარხარ._მღელვარედ მიჩურჩულა.
ისევ ერთმანეთს ვეხუტებოდით, რომ დედაჩემი წამოგვადგა თავზე. შევატყე როგორ შეკრთა ლოლა. სიმართლე რომ ვთქვა მეც დავიძაბე. არ მინდოდა რამე ისეთი ეთქვა, რომ ჩაეშხამებინა ჩვენთვის ეს ბედნიერი წუთები.
_აა, ლოლა, შენ ხარ? როგორ ხარ? გაგა როგორ არის?_თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით კითხა, მაგრამ თავისებური ალქაჯური რამე რომ არ უთქვია, ესეც ერთგვარი მიღწევა იყო მისგან.
_მადლობა, კარგად ვარ, გაგაც კარგად არის. თქვენ როგორ ხართ._თვითონ კი გამიშვა ხელი, მაგრამ მე მაინც მჭიდროდ მყავდა გულზე მიკრული, თითქოს მეშინოდა არსად გამქცეოდა.
_რა ვიცი, ვაარ რა, ამასაც თუ ყოფნა ქვია._ამოიწუწუნა._გაგა მომენატრა, როდის უნდა მაჩვენოთ?
_ამ დღეებში მოვიყვან._ღიმილით დაპირდა და მე უფრო მეტად გამეღიმა, მთლად არ ყოფილა ჩემი საქმე ხელიდან წასული.
ერთხანს ისევ გულდასმით ათვალიერა ლოლამ თავისი სათბური და მერე ისევ სახლში დავაბრუნე.
ძალიანაც მინდოდა ჩემი შვილის ნახვა, მაგრამ არ შევსულვარ, მინდოდა დრო არ დამეკარგა და რაც შეიძლებოდა მალე დამესრულებინა ლოლას სათბური, რომ მერე სულ ჩემთან მყოლოდნენ ორივენი და მომავალში მესამეც.
მანქანიდან რომ გადადიოდა, მორცხვად და დამნაშავის იერით გამომხედა.
_ბოდიში რომ გაგიბრაზდი... უბრალოდ გუშინდელზე ნაწყენი ვიყავი, რომ ერთხელაც არ დამირეკე...
_უარიც მიტომ მითხარი არა?
გაეღიმა.
_საბოლოო პასუხს არ მეტყვი?
_კიდევ რომ ვიფიქრო?_შემომღიმა, თუმცა ეს ღიმილი უკვე თანხმობას ნიშნავდა._მე თვითონ შეგეხმიანები, კარგი?
საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. მართალია ჩემს გვერდით მინდოდა მყოლოდა, მაგრამ ამ პერიოდში მუშებს ყურადღება ხომ უნდოდათ და ძალიან გადაიტვირთებოდა. მერჩივნა დედასთან მშვიდად და დასვენებულად ყოფილიყო და მეც მშვიდად ვიმუშავებდი უფრო.
********************
ზუსტად ორი კვირა მოვანდომეთ სათბურის სრულ დადგმა-დამონტაჟებას და შეფუთვას. შესაფუთად როგორც მირჩიეს სქელი ცელოფანი გამოვიყენეთ მინის მაგივრად, რადგან ასე უფრო იაფში გამოვიდოდით. მართალია ხარისხი ნაკლები იყო და შესაძლებელი იყო მზეზე მალე გაფუჭებულიყო და დამწვარიყო ცელოფანი, მაგრამ ისიც მირჩიეს, რომ ზაფხულობით, როცა უფრო მომეტებული სიცხეები იწნებოდა, ტენტი, ანუ ეგრედ წოდებული პალატკა გადამეფარებინა ზემოდან.
ხარჯებიც დავზოგე და საქმეც ხუთიანზე შევასრულე. მამაჩემმა რაც გამომიტანა ბანკიდან თანხა, მომრჩა და ორიათას ლარში მშვენიერი ოპელიც ვიყიდე. სულ ოთარას მანქანას დავაქროლებდი და აზირ შენი გყავდესო მამაჩემმა. ხო და მეც ვიყიდე. ჯერ-ჯერობით ესეც საკმარისი იყო და მერე და მერე შევცვლიდი და უკეთესსაც ვიყიდიდი.
ბირჟისა და ლოთობის, და რაც მთავარია, ქალების გარეშე ცხოვრებაც მშვენიერი ყოფილა, როცა ერთი ქალი გიყვარს და მისთვის ცდილობ ყველაფერს. მხოლოდ იმაზე ზრუნავ და ცდილობ, რომ ის ამყოფო ბედნიერი.
მოკლეთ, მინდა ვთქვა, რომ დავიბრუნე ჩემი ძვირფასი ლოლა. დასრულებული სათბურის დანახვაზე ბედნიერებისგან აუწყლიანდა თვალები. ჯვრისწერა, ხელისმოწერა და ქორწილი რომ შევთავაზე, ქორწილზე უარი მითხრა. არც თეთრი კაბა ჩაუცვია ჯვრისწერაზე. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მაინც ძალიან, ძალიან ლამაზი და საყვარელი პატარძი იყო უბრალო სადა კაბაშიც კი. ღმერთისაც და კანონის წინაშეც ჩემი იყო უკვე და მე ამით ბედნიერი კაცი ვიყავი. უბრალოდ ბედნიერი კი არა, უზომოდ ბედნიერი.
(გაგრძელება იქნება)
#ელეონორა ????????იდიოტი
18.
ვერ ვიტყვი, დედაჩემი მთლად გამოსწორდა-მეთქი, მაგრამ ნაწილობრივ მაინც რომ შეიცვალა ზნე-ჩვეულება და ჩემი ცოლის მიმართ დამოკიდებულება, ესეც დიდი მიღწევა იყო. გაგა ერთი წლის რომ გახდა, არ აღგვინიშნია. ესე თუ ისე ცოტა ცრურწმენების დამსახურებაც იყო ქართველებში, რომ ერთი, შვიდი და ორმოცი წლის აღნიშვნა არ შეიძლებაო. ლიზი კი მაინც გვესტუმრა. ისეთი მანქანა მოუტანა, შიგ ჯდებოდა ჩვენი ვაჟკაცი და ოთახში დაყავდა.
ოქტომბრის თვე რომ დაიწყო, უკვე შეშფოთება დამეწყო, რადგან პირველი საკეისროს მერე გარკვეული პერიოდი არ იყო გასული და ისევ საკეისრო უწევდა ლოლას. მეშინოდა, ნაადრევად არ დასწყებოდა ტკივილები და ვაითუ ვერ მიმესწრო საავადმყოფომდე და ოპერაცია დაგვეგვიანა. რაც წინა ორსულობაზე და მშობიარობაზე არ მინერვიულია და არ განმიცდია, ახლა ვინერვიულე. მთელი დღე კუდში დავდევდი და ვეხვეწებოდი, რომ თავი არ გადაეტვირთა და ცოტა დაესვენა. დედაჩემიც კი უფრთხილდებოდა, რადგან ლოლამ მის საპატივსაცემოდ შეარჩია სახელი სოფია სონიას მიმგვანებული.
მართლაც გამართლდა ჩემი ეჭვები და დაგეგმილ საკეისრომდე ორი კვირით ადრე შუაღამეზე ასტკივდა მუცელი. პირველ ორსულობაზე თუ ვეხვეწებოდი, წამოწოლილიყო იქნებ გადაევლო ტკივილს, რომ ჩემი დაბადების დღე არ ჩამშლოდა, ახლა მაშინვე გადავურეკე მის ექიმს, ლოლაც ციმციმ ჩავისვი თავის ბარგი-ბარხანით მანქანაში და მთელი სისწრაფით გავაქროლე სამშობიაროში. საოპერაციო ბლოკი მომზადებული ქონდათ უკვე და მივედით თუ არა, შეიყვანეს კიდეც.
ყველაფერმა გართულებების გარეშე და უნდა ითქვას რომ მოსალოდნელზე უკეთესადაც კი ჩაიარა. მე კი ისე განვიცდიდი და ისე მეშინოდა, ის ნახევარი საათი, სანამ ლოლას ოპერაცია უტარდებოდა, ნერვიულად გავდი-გამოვდიოდი დერეფნის თავიდან დერეფნის ბოლომდე. მგონი ნერვიულობით მართლაც გავჭაღარავდი. ექთანი რომ გამოვიდა და მახარა, ჯანმრთელი და დედასავით შავ თვალ-წარბა გოგონა გყავსო, სიხარულით გადავეხვიე და გასამრჯელოდ ორმოცდაათი ლარიც კი ვაჩუქე. წინა საკეისროსგან განსხვავებით ეხლა სპინალური ანესთეზია გაუკეთეს და ლოლა გონზე იყო. მალევე შევძელი მისი და ჩვენი გოგონას ნახვა. ექთანი მართალი იყო, სოფია მართლაც საოცრად გავდა ლოლას. ყველაფერი მისი ქონდა, მარჯვენა ხელის გულზე ლამაზი ხალიც კი.
მართალია ცხრა თვე მე არ მიტარებია ეს ბავშვი მუცლით და მე არ მიწვალია მის გაჩენაში, მაგრამ დანახვისთანავე შემაყვარა თავი. ეს პაწაწინა არსება უკვე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გამხდარიყო.
ყველას უკვირდა, ასე როგორ შეგცვალა და გამოგასწორა ცოლმაო. ყველას კი არა და, მეც ძალიან მიკვირდა. რას წარმოვიდგენდი, რომ ერთ დროს დედიკოს დამოძღვრილი კაცუნა, რომ ოჯახში კაცი მე ვიყავი და ჩემს სიტყვას უნდა გაეჭრა ყოველთვის, გინდაც არასწორი ვყოფილიყავი, ცოლს დავუწყებდი თვალებში ყურებას და მის ნება-სურვილზე ვიქნებოდი? იმას კი არ ვამბობ, რომ ცოლმა გამომიჭირა, როგორც ამას დედაჩემი წუწუნებდა ხანდისხან და თავის ნება სურვილზე მაპროწიალებდა, უბრალოდ მე ვცემდი მის აზრს პატივს და ვცდილობდი ყოველთვის მესიამოვნებინა. ლოლა არ იყო ისეთი ქალი, რომ მუჭში დავეჭირე და მის იქით არაფერი გამეკეთებინა. აღიარებდა იმ აზრს, რომ ოჯახში პირველი სიტყვა მაინც კაცს ეკუთვნოდა. ოჯახში მთავარი მაინც კაცი იყო და რომ კაცს კაცობა უნდა შესძლებოდა.
ნოემბრის შუა რიცხვებში ყვავილების ბოლქვები რომ ჩამოუვიდა ჰოლანდიიდან და საელჩოდან დაურეკეს, გახარებული გამომყვა მათ ჩამოსატანად. მონდომებული, გახარებული, ენერგიული და რაც მთავარია თავდაჯერებული თესავდა ბოლქვებს და შვილივით ზრუნავდა მათზე. ოცდაათიათასი ბოლქვი დათესა ოთხ დღეში. მისი გათვლებით თითო ყვავილს ორ ლარში ჩააბარებდა მაღაზიებში და გვარიან მოგებას მოგვიტანდა. თავისუფლად შევძლებდით კრედიტის დაფარვასაც, ხარჯების გასტუმრებასაც და კარგი თანხაც დაგვრჩებოდა.
ყოველდღე შედიოდა სათბურში და ამოწმებდა სითბოს და ტენიანობას, რწყავდა. თუ სარეველა ქონდა მოდებული რომელიმეს, ასუფთავებდა, ეფერებოდა, ეჩურჩულებოდა და ესიყვარულებოდა. თებერვლის თოთხმეტში კი, წმინდა ვალენტინის დღეს მართლაც მოკრიფა პირველი მოსავალი. რომ ვთქვა ყვავილები ძალიან მიყვარს და ვერკვევი მათ სახეობებში-მეთქი, მოვიტყუები. მაგრამ უამრავი ადამიანი რომ მოდიოდა მისი ფერად-ფერადი და სხვადასხვა სახეობის ტიტების სანახავად თუ საყიდლად, იმით ვხვდებოდი, რომ ჩემი ცოლი წარმატების საფეხურებზე ნელ-ნელა მიიწევდა წინ. თვითონ მეც კი მომწონდა სათბურში შესვლა და გაყვავებული ყვავილების ხილვა: თეთრი, ყვითელი, მანგოსფერი, ვარდისფერი, იასამნისფერი, მელნისფერი თუ წითელი ტიტები ლივლივებდა მთლიან სიგრძეზე ექვს მწკრივად. საელჩოს წარმომადგენლებიც კი იყვნენ რამდენჯერმე ჩამოსულები და შეამოწმეს მისი საქმიანობის ხარისხი.
მართლაც გვარიანი მოგება ნახა. მომავალი წლისთვისაც კი მიიღო წინ და წინ ყვავილების პრესტიჟული მაღაზიებიდან შეკვეთები. დედამისის და მამაჩემის კრედიტებიც დაფარა, სათბურის ხარჯებიც გადაიხადა და გვარიანი თანხაც მორჩა ხელზე. მომავალი წლისთვის უფრო მეტი ბოლქვი გამოიწერა. სათბურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეული ადგილიც გამასუფთავებინა, დამამუშავებინა და წინა წლის ბოლქვები გარეთ დათესა, რაც გამოიწერა კი ისევ სათბურში გაუშვა.
იმ წელს უფრო მეტი მოგება ნახა, რადგან კრედიტები აღარ ქონდა გადასახდელი და სათბურს გარეთ დათესილი წინა წლის ბოლქვები, მართალია მთლად მაღალი ხარისხის ყვავილები არ იყო, მაგრამ ოცი ათასი ძირი ლარად ჩააბარა თითო.
ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კიდევ მიიღო. თბილისში პრესტიჟულ უბანში მშენებარე კორპუსში ჩადო ფული და ნახევარ წელში მშენებლობა რომ დასრულდა, ევრორემონტი ჩაუტარა და გააქირავა. ყოველთვიური ხუთასი ლარი იქიდან ქონდა შემოსავალი. მოკლეთ ძალიან ყოჩაღი, მშრომელი, ჭკვიანი, აზრიანი და მიზანსწრაფული ქალი დადგა ჩემი ლოლა. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ჩემმა როლმაც იმოქმედა მის ასეთ ძლიერ ქალად ჩამოყალიბებაში, მაგრამ ესეც ფაქტი იყო. თუმცა, თუ კი უტვინო და იდიოტი იქნებოდა ჩემსავით, ხომ ასეთადვე დარჩებოდა ბოლომდე? უბრალოდ, ჩემმა უნდილობამ და უუნარობამ გამოაღვიძა ალბათ მასშე ეს ძლიერი ქალი.
ხშირად გამიგონია ქართველი კაცებისგან: ქალის ჭკუაზე გავლილი კაცის დედაცო. თუ კი ქალს კაცზე მეტად უჭრის ჭკუა და გონება, რატომ არ შეიძლება რომ მის სიტყვაზე გაიაროს იდიოტმა ქმარმა? მე რომ ლოლას მოწადინებისთვის და სურვილისთვის არ მიმექცია ყურადღება და უარი მეთქვა, ასეთ წარმატებას ხომ ვერ მიაღწევდა იმ თავისი ჰოლანდიური ყვავილების გაყიდვით. ან რომ მხარი არ დამეჭირა, გვერდში არ დავდგომოდი და ბინა არ ეყიდა თბილისში... ბინა ბინად დაგვრჩა და ასე ვთქვათ, ამ ბინამ თვითონვე იყიდა საკუთარი თავი.
სიყვარული მის მიმართ კი არა და არ გამნელებია. პირიქით, რაც მეტი დრო გადიოდა, უფრო და უფრო მიყვარდა. უნდა ვთქვა, რომ მისმა მოწადინებამ და ჩემმა თავდაუზოგავმა შრომამ სათბურში თუ სათბურს გარეთ, მანქანაც შემაცვლევინა და ახლა ბიჭი შავი მერსედესის ჯიპით ვიწონებ თავს. თუმცა, იდიოტი იდიოტად დავრჩი, ერთი შეცდომა მაინც დავუშვი ამდენი მწარე გაკვეთილების მერეც. მართალია, უპატიებელი არ იყო, მაგრამ მაინც არ მეკადრებოდა...
ერთ საღამოს, თბილისიდან ვბრუნდებოდი მარტო. გაჩერებაზე თინიკოს მოვკარი თვალი. მას არ დავუნახივარ, მაგრამ სულმა წამძლია და შევუჩერე, სოფელში წაყვანა შევთავაზე. წინ ჩამიჯდა გამომწვევი კისკისით. აშკარად მეკეკლუცებოდა. დამინახა ფულიანი, ძვირადღირებული მანქანით და შებმა დამიწყო. როგორც ყოველთვის ზედმეტად გულამოღებული ზედა ეცვა და ძალიან მოკლე კაბა.
_მინდა გითხრა ჩემო გოგლა, რომ ძალიან მოგხდენია დანიშვნა. როგორ დაკაცებულხარ._ამ "ჩემო გოგლას" განსაკუთრებით გაუსვა ხაზი და თან ეშმაკურად შემომღიმა.
მართალია, ძალიან შეცვლილი იყო. ათასი კაცის ხელში გამოვლილი დამჭკნარ ყვავილს გავდა უკვე, მაგრამ ჩემი ბავშვობის დროინდელი თინიკო მახსოვდა ისევ და ის ჩემი მოგონებები მიფორიაქებდა გულს. თუმცა მისი რეალური სახის დანახვამ გული მომიკლა. როგორ დაინგრია ცხოვრება და წავიდა ხელიდან. ხელიდან წასული კი მეც ვიყავი, მაგრამ მე კარგი პატრონი შემხვდა ცხოვრების მეგზურად და გამომასწორა...
აშკარად ვატყობდი თინიკოს, რომ ასე ვთქვათ, მეჩალიჩებოდა. გუნებაში მეღიმებოდა, რადგან თავს სასურველ მამაკაცად ვგრძნობდი.
თავიდან თითქოს მეც ავყევი გართობის მიზნით, მაგრამ მოულოდნელად მუხლზე რომ დამადო ხელი და მერე ნელ-ნელა ზემოთ ააცურა, ტვინში ამასხა სისხლმა. მაშინვე მკვეთრად დავამუხრუჭე მანქანა. გადავედი და მის მხარეს კარი გამოვაღე. რომ იტყვიან ძალით გადმოვსვი მანქანიდან.
_აქედან მგონი ადვილად გაიგნებ გზას... მე მეგობრულად ჩაგისვი. არ მეგონა თუ ყველა შემხვედრს ეჩალიჩებოდი.
გამოვბრუნდი და წამოვედი. სინდისი კი მაწუხებდა, რომ შუა გზაში დავტოვე, მაგრამ ლოლას ღალატს მართლა არ ვაპირებდი. არ მიღირდა ბავშვური ახირების გამო ძვირფასი ცოლ-შვილი დამეკარგა ხელმეორედ.
საღამოს კი გულმა არ მომითმინა და ლოლას ვუთხარი, რომ თინიკო ჩავისვი მანქანაში, მაგრამ შუა გზაში ისევ ჩამოვსვი. ვგრძნობდი, როგორ სუნთქვაშეკრული მისმენდა.
_მანქანაშივე ხომ არ მოგაფრინდებოდა, ჩამოგეყვანა ბარემ სოფლამდე. იქ რატო დატოვე?_თითქოს მისაყვედურა.
_იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ჩემი ლამაზი ცოლ-შვილი და მათ დაკარგვას აღარ ვაპირებ არაფრის დიდებით._წამოვიწიე, ღამის სიბნელის მიუხედავად მაინც ადვილად მოვძებნე მისი გაღიმებული ტუჩები და დავეწაფე.
(დასასრული)



№1 სტუმარი ნინო გ

რა კარგად წერ და გადმოცემ ამნბავს.წარმატებები და ასე გაგვახარე ხშირად.შენი ყველა ისტორია დავიარე,სასწაული ხარ )

 


№2 სტუმარი სტუმარი თამარი

ძალიან საინტერესო თემებს ირჩევთ ისტორიებისთვის, ძალიან კარგად წერთ და ყველა თქვენი ისტორია სასიამოვნო წასაკითხია, მადლობა თქვენ ამისთვის

 


№3 სტუმარი Ana-maria

არ უღალატებ ტრადიციას და გეტყვით რომ ძალიან მომეწონა ეს ისტორიაა.
სამწუხაროდ გოგას ტიპის მამაკაცები ეგოისტ დედიკოებთან ერთად, მრავლად არის ჩვენს გარშემო. კარგია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ეს ისტორიაც შედგა და ახალს ველი, როგორც ყოველთვის.

 


№4  offline წევრი თეოფილე

ძალიან განსხვავებულ და სასიამოვნო ისტორიებს წერ ❤️ მიყვარს ჰეფი ენდები, ყველაფრის მიუხედავად.

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკა

ძალიან მომეწონა წერ ფანტასტიკურად ძალიან მომწონს ყველა შენი ნაწარმოები რაც კი წამიკითხავს სრულად ასახავს ცხოვრებისეულს ველი კიდევ ბევრს წარმატებები საყვარელო♥️♥️♥️♥️

 


№6  offline წევრი ელეო ნორა

ნინო გ
რა კარგად წერ და გადმოცემ ამნბავს.წარმატებები და ასე გაგვახარე ხშირად.შენი ყველა ისტორია დავიარე,სასწაული ხარ )

გაიხარეთ ❤️❤️

სტუმარი თამარი
ძალიან საინტერესო თემებს ირჩევთ ისტორიებისთვის, ძალიან კარგად წერთ და ყველა თქვენი ისტორია სასიამოვნო წასაკითხია, მადლობა თქვენ ამისთვის

დიდი მადლობა ❤️❤️

Ana-maria
არ უღალატებ ტრადიციას და გეტყვით რომ ძალიან მომეწონა ეს ისტორიაა.
სამწუხაროდ გოგას ტიპის მამაკაცები ეგოისტ დედიკოებთან ერთად, მრავლად არის ჩვენს გარშემო. კარგია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ეს ისტორიაც შედგა და ახალს ველი, როგორც ყოველთვის.

გაიხარეთ, დიდი მადლობა ❤️❤️

თეოფილე
ძალიან განსხვავებულ და სასიამოვნო ისტორიებს წერ ❤️ მიყვარს ჰეფი ენდები, ყველაფრის მიუხედავად.

❤️❤️❤️❤️

სტუმარი მაკა
ძალიან მომეწონა წერ ფანტასტიკურად ძალიან მომწონს ყველა შენი ნაწარმოები რაც კი წამიკითხავს სრულად ასახავს ცხოვრებისეულს ველი კიდევ ბევრს წარმატებები საყვარელო♥️♥️♥️♥️

დიდი მადლობა შეფასებისთვის ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№7  offline წევრი ირო

ყველა თემას სიფაქიზით ეხები და ძალიან ემოციური წასაკითხია.არადა რამდენი ასეთი ოჯახია,დედები რომ ასე ერევიან ახალგაზრდების ცხოვრებაში,გაზულუქებულ შვილებს არაფერი მოაკლდეთ მთავარია.ბოდიში უნდა მოვიხადო რომ არ მქონდა შენი ისტორიები წაკითხული და მადლობას გიხდი რომ ასეთი სიამოვნება მივიღე ყველას ერთიანად წაკითხვით.

 


№8  offline წევრი ელეო ნორა

ირო
ყველა თემას სიფაქიზით ეხები და ძალიან ემოციური წასაკითხია.არადა რამდენი ასეთი ოჯახია,დედები რომ ასე ერევიან ახალგაზრდების ცხოვრებაში,გაზულუქებულ შვილებს არაფერი მოაკლდეთ მთავარია.ბოდიში უნდა მოვიხადო რომ არ მქონდა შენი ისტორიები წაკითხული და მადლობას გიხდი რომ ასეთი სიამოვნება მივიღე ყველას ერთიანად წაკითხვით.

გაიხარეთ, დიდი მადლობა. მადლბა თქვენ შეფასებისთვის.
--------------------
მშვილდოსანი

 


№9  offline წევრი ვიპნი

ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ.წარმატებებს გისურვებ.

 


№10  offline წევრი ელეო ნორა

ვიპნი
ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ.წარმატებებს გისურვებ.

გაიხარე, დიდი მადლობა
--------------------
მშვილდოსანი

 


№11 სტუმარი სტუმარი მერი

თითზე ჩამოსათვლელად არის საუკეთესო ახალბედა მწერლები და ერთერთი საუკეთესო ხართ.მართლაც თქვენი ყველა ისტორია მომეწონა.ყველას წაკითხვას ვაპირებ .სრულად რომ დებ ისტორიას ეგ ყველაზე კარგია.????????

 


№12  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი მერი
თითზე ჩამოსათვლელად არის საუკეთესო ახალბედა მწერლები და ერთერთი საუკეთესო ხართ.მართლაც თქვენი ყველა ისტორია მომეწონა.ყველას წაკითხვას ვაპირებ .სრულად რომ დებ ისტორიას ეგ ყველაზე კარგია.????????

მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის. ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№13 სტუმარი სტუმარი ნანიკო

შენი ნაწარმოებებიდან სიკეთე იღვრება, თავად ხარ უზომოდ კეთილი და იმიტომ გამოგდის ასეთი შესანიშნავი ნაწარმოებები. ამდენი პრობლემების, ამდენი გჭირვებისა და უნუგეშობის ფონზე იმედად გვინთია შენი ქმნილებები. ფიქრს გვასწავლის იცი? შრომის სიყვარულს გვინერგავს და კაცთმოყვარეობას. შემდეგს ველოდებით. კომენტარებში მკითხველმა და გიწერა, ასაკით განსხვავებულ წყვილზე დაწერეო და გეცადა აბა? მგონია მაგ თემასაც მოერევი, თუ შეეჭიდები. ❤️❤️❤️❤️❤️იშვიათი და კარგი ხარ ძალიან შენი ალალი პერსონაჟებიანად.

 


№14  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ნანიკო
შენი ნაწარმოებებიდან სიკეთე იღვრება, თავად ხარ უზომოდ კეთილი და იმიტომ გამოგდის ასეთი შესანიშნავი ნაწარმოებები. ამდენი პრობლემების, ამდენი გჭირვებისა და უნუგეშობის ფონზე იმედად გვინთია შენი ქმნილებები. ფიქრს გვასწავლის იცი? შრომის სიყვარულს გვინერგავს და კაცთმოყვარეობას. შემდეგს ველოდებით. კომენტარებში მკითხველმა და გიწერა, ასაკით განსხვავებულ წყვილზე დაწერეო და გეცადა აბა? მგონია მაგ თემასაც მოერევი, თუ შეეჭიდები. ❤️❤️❤️❤️❤️იშვიათი და კარგი ხარ ძალიან შენი ალალი პერსონაჟებიანად.

უღრმესი მადლობა ამ გულთბილი კომენტარისთვის. ამჟამად ჯერ ორ სხვა ნაწარმოებს ვწერ, ერთი დასასრულისკენ მიმყავს, მეორე დიდი ხანი არ არის რაც დავიწყე. ამათ შემდეგ მართლაც მაქვს გეგმაში, კარგი იდეა მომაწოდეთ ძალიან. ვცდი მაინც რა გამომივა. ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№15 სტუმარი სტუმარი თიკო

ამ საიტის აღმოჩენა ხართ თქვენ ჩემთვის.თქვენს ისტორიებს,როცა ვკითხულობ ასე მგონია სხვა განზომილებაში გადავდივარ.მთელი გულით ველოდები ახალ ისტორიებს,იმიტო რომ Ყველა თქვენი ისტორია წაკითხული მაქვს.იმედია მალე დადებთ ახალ ისტორიას????

 


№16  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი თიკო
ამ საიტის აღმოჩენა ხართ თქვენ ჩემთვის.თქვენს ისტორიებს,როცა ვკითხულობ ასე მგონია სხვა განზომილებაში გადავდივარ.მთელი გულით ველოდები ახალ ისტორიებს,იმიტო რომ Ყველა თქვენი ისტორია წაკითხული მაქვს.იმედია მალე დადებთ ახალ ისტორიას????

დიდი მადლობა ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№17 სტუმარი სტუმარი მაკა

მესამედ წავიკითხე ძალიან კარგათ წერ მომწონს შენი ნაწარმოებიისე წერ როგორც რეალურ ცხოვრებაში ველი კიდევ სხვა საინტერესოს წარმატებები ♥️♥️♥️

 


№18  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი მაკა
მესამედ წავიკითხე ძალიან კარგათ წერ მომწონს შენი ნაწარმოებიისე წერ როგორც რეალურ ცხოვრებაში ველი კიდევ სხვა საინტერესოს წარმატებები ♥️♥️♥️

მადლობა. მალე შემოგთავაზებთ ახალსაც.
--------------------
მშვილდოსანი

 


№19 სტუმარი სტუმარი sofi

მსგავსი სიამოვნება არ მიმიღია რაც ამ ნაწერებმა მომიტანეს. ძალიან მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent