შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"დაბრუნება ორი კვირით" (5)


21-04-2021, 00:33
ავტორი Qetatoo
ნანახია 11 237

ქურდივით შეიპარა მოლში და დიდხნიანი ძებნის შემდეგ იპოვა ის ტანსაცმელი, რომლითაც დღეს უნდა წარმდგარიყო.მას მერე რაც კონსულტანტმა თანხა გადახდევინა,გასახდელში შებრუნდა და არჩეული ტყავის შარვალი,შავი პერანგი და ტყავის ბატინკები მოირგო,თავზე შავი კეპი ჩამოიფარა და ისეთივე ქურდული იერით გამოიპარა,როგორც შევიდა.გზა გრძელი და დამღლელი იქნებოდა,იცოდა,ამიტომ გაჩერებას არ აპირებდა,პირდაპირ წავიდა დანიშნულების ადგილისკენ და იმისდამიუხედავად რომ ორი საათით ადრე გამოცხადდა, მაინც კმაყოფილი დარჩა.დანგრეული შენობის კარის ჩარჩოს გადასცდა და ადგილი მოათვალიერა, ის წერტილი იპოვა საიდანაც შეძლებდა გარემოს სრულ კონტროლს და მერე მშვიდად მოთავსდა. სიჩუმეში დარჩენილი, საკუთარ ფიქრებს ვეღარ გაექცა და დაპირება,რომელიც საკუთარ თავს მისცა წამის მეასედში შეამოტყდა.ეს ადგილი ეზიზღებოდა და ზუსტად იცოდა რატომაც დაუთქვეს შეხვედრა ზუსტად აქ.მის მოთხოვნას,ამ მუქარით შეეგებნენ, თითქოს ასეთი ფორმით შეახსენეს არ დაგავიწყდეს რომ ყველაფერი გვახსოვს და რა წამშიც მოგვინდება, ის რასაც სამი წლის წინ გაექეცი, ზღვის ნაპირზე გამორიყულ გვამს დაემსგავსებაო.მის გარსემო სამყარომ მოძრაობა შეწყვიტა და კატო თავის მოკეცილ მუხლებს ჩამოეყრდნო, საკუთარ მოკუნტულ თავს ხელები შემოხვია, გაკაპასებული ბავშვივით ურჩს დამშვიდება დაუწყო - “ყველაფერი გამოვა, უბრალოდ არ შეგეცოდოს, უბრალოდ ცივი გონებით იმოქმედე, ამ ტალახიდან საბოლოოდ ამოგიყვან…” მონოტონურად იმეორებდა ცარიელ სიტყვებს და საკუთარ თავს ხელებს უფრო და უფრო მაგრად ხვევდა.
ყოფილმა ჯორჯაძემ დრო მოგონებებში გაიყვანა და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა,როცა მანქანის დამუხრუჭების ხმა მოესმა.თავიდან გული აუფართხალდა, მერე თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და თვალგახელილმა მზერა გაყინა,სახეზე აიკრო ზიზღის ნაშიერები და კარში შემომავალთ თავისი სამალავიდან დააკვირდა.პირველი ვინც მის თვალთახედვას მისწვდა გია იყო, ჯორჯაძეების დაცვის უფროსი, მას უკან თვით დავით ჯორჯაძე მოჰყვა,კაცმა ადგილი შეათვალიერა და კატოს მზერას წააწყდა,გაუღიმა, ხელით ანიშნა შენი სოროდან გამოძვერიო,ნაბიჯი წინ წადგა და მხოლოდ მაშინ შენიშნა რომ ამ ორს უკან სამივე ჯაყელი მოჰყვა.
-ეკატერინე,როგორ გამიხარდა,როცა გიამ მითხრა სახლთან მითვალთვალებდაო,მაშინვე მივხვდი რომ საუბარი საინტერესო იქნებოდა.
-გიას ვუთხარი რომ მხოლოდ შენთან შეხვედრა მინდოდა…-ამოილაპარაკა და უნდობლობით გადახედა ჯიბეებში ხელებჩაწყობილ ზურაბ ჯაყელს,არ ცდებოდა, ზუსტად ასეთი ახსოვდა, თავისი ზიზღნარევი ღიმილით და შემაძრწუნებელი მზერით.
-როგორ არ გრცხვენია, მე ხომ ჩვენი საერთო მეგობრები მოვიყვანე...-სარკაზმმა არ დააყოვნა და უშინაარსოდ გაიცინა კაცმა…-ახლა ეს მითხარი, შენი თავქუდმოგლეჯილი გაქცევის მერე, რატომ დაბრუნდი და მომიყევი როგორი ამინდებია ამსტერდამში.
-იქნებ ის მოგიყვე,რომ ნიკოლოზ გაბრიჩიძე შენს თანამდებობაზე დაინიშნა და ხელახლა იწყებს გამოძიებას...-ამოისისინა და გული შეეკუმშა როცა მისკენ ნაბიჯი გადმოდგეს.
-ჩამოხვედი და პირველი რაც გააკეთე ძველი საყვარლის საწოლში გორაობაა?...-ექოსავით დატრიალდა ჯაყელის ყვირილი შენობაში.
-საყვარლის? რომელი საყვარლის? იმის ვიზეც გამყიდეთ რომ თქვენი ბინძური საქმე არ გამსკდარიყო? იმ პიროვნებაზე ვსაუბრობთ, რომლის გამოც დამემუქრეთ და გასაყიდი საქონელივით უქეთ ჩემი თავი?...-ყელში ბურთი გაეჩხირა და გრძნობდა რომ იხრჩობოდა.
-ჩვენგან რა გინდა ? ისედაც იცოდი რომ სისხლი ხელებზე ბოლომდე შეგრჩებოდა...-უდარდელად ამოილაპარაკა დავითმა და ქალის რეაქციას დაელოდა.
-თუ ჩემ ხელებზე სისხლს შეხედავენ არც თქვენ ხელებს დავმალავ მაშინდელივით...-მწარე მუქარა გააჟღერა და მაშინვე იგრძნო როგორ მიაჯახეს კედელს, სიცივე მთელ თანში იგრძნო და ახლა სუნთქვა კისერში გაჩხერილი ბურთის კი არა ჯაყელის მთელი ძალით მიჭერილი ხელისგულების გამო უჭირდა.
-მაშინ მითხარი რომ წახვიდოდი, ახლა დაწყებულ საქმეს დავამთავრებ და ისე დაგმალავ რომ ეგ შენი ხელები რამეს გამოაჩენენ კი არა,თვითონაც სამარადჟამოდ დაიკარგებიან...-იგრძნო როგორ ტოვებდა მის არსებას ჟანგბადის უკანასკნელი მოლეკულები, ტკივილი მთელ ტანში იგრძნო.ძალები დაძაბა რომ კაცისთვის სახეში ჩაერტყა.ზურაბი მოშორდა და გამწარებულმა აიკრო ხელისგული ტუჩთან.
-თუ რამე მომივა, თქვენი ხელები საქვეყნოდ გამოიფინება ჭუჭყიანი თეთრეულივით...- ამოხველა და ზიზღით გადახედა ჯორჯაძეს,მისკენ გაწეული ზურაბი რომ შეაჩერა და ქალს მიუახლოვდა,ჯერ გამომცდელად დააკვირდა, მერე მოკეცილ ფიგურასთან დაიხარა და საჩვენებელი თითით ნიკაპი აუწია.
-ეკატერინე რა ჩაიდინე?
-რა ჩავიდინე? გგონია ქვეყნიდან ისე წავიდოდი რომ მტკიცებულებებს არ შევინახავდი? ყველა საბუთი მოვაგროვე დავით, ყველა ჩანაწერი, სიმართლე გითხრა ათფურცლიანი წერილის წერაც არ დამზარებია, ასე რომ როგორც კი “ჩემ ხელებს გააქრობთ”...-დაცინვით გახედა ზურაბს...-მაშინვე თქვენი ხელების ძებნას დაიწყებენ.
-რა სულელი ხარ კატო...-გაიცინა დავითმა და სახეზე ხელი აკრა...-რამ მოგაფიქრა გეგას ხელებში ამ ყველაფრის ჩაგდება...-ქალის სახეს დააკვირდა და განაგრძო…-ნათია? ხუმრობ? უფრო ჭკვიანი მეგონე!
-საუკეთესო ჯორჯაძისგან ვისწავლე, რომ იმდენად სულელი არ ვიყო, ჩემი სიცოცხლის გარანტია იმის ხელში ჩავაგდო ვისაც პირველად მიაკითხავენ…-წელში გასწორდა და კედელს მიეყრდნო...-მთელი ცხოვრება რომ იფიქრო, ქვეყნის საუკეთესო მოაზროვნეები რომ დაიქირავო,მაინც ვერასდროს მიხვდები ვის ხელშია.
-იქნებ არც არსებობს?...-წარმოთქვა ერთ-ერთმა ჯაყელმა და მზერა გაუსწორა.
-ჩემდა სამწუხაროდ ამის გარკვევის ერთადერთი საშუალება არსებობს. გაბედეთ და ნახავთ, მე არაფერს ვკარგავ, საუკეთესო წლების გისოსებს მიღმა გატარებას, გასროლილი ერთი ტყვია მირჩევნია...-ჯიქურ დააკვირდა ჯორჯაძეს და წელში გასწორდა.
-გაბრიჩიძე გამოძიებას თუ დაიწყებს, ყველაფერს იპოვნის...-გამაფრთხილებლად ამოთქვა ზურაბისკენ მიბრუნებულმა დავითმა.
-და რას გვთავაზობს? ამჯერად რით გაგვაოცებს? ...-ხელები გაასავსავა და გაბოროტებულმა გამოხედა.
-ვიცი როგორ გავაქრო მტკიცებულებები...-ამოთქვა და ადგილი იცვალა, მიხვდა რომ სიტუაციას ისევ ჯაყელი აკონტროლებდა, ჯორჯაძე კი მხოლოდ პაიკი იყო, რომელსაც ისევე იყენებდნენ როგორც ერთ დროს მას...-იმ განყოფილებაში უნდა დავიწყო მუშაობა სადაც გაბრიჩიძე უფროსია, ამით წვდომა მექნება ძველ საქმეებზე, დანარჩენს უკვე თვითონ მივხედავ.
-როგორი უცნაურია კატო, გიყურებ და ის დრო მახსენდება ჩემი რძალი,რომ იყავი.რამდენი სისულელე გააკეთე და მაინც, თავით პირდაპირ ხიფათისკენ მიიწევ...-დიდხნიანი დუმილის და დაკვირვების მერე ამოთქვა დავითმა.
-უცანურია დავით, გიყურებ და ის დრო მახსენდება შენი რძალი რომ ვიყავი.რა დრო გავიდა და შენ ისევ ისეთი გულისამრევი ხარ როგორც მაშინ...-თვალები დააკვესა და მთელი ბოღმა ამოანთხია.
-მინისტრთან პირადად დავრეკავ და ამ საქმეს მოვაგვარებ....მაგრამ იცოდე ეკატერინე...-ნაბიჯი გადადგა ჯაყელმა ამჯერად მედგრად მდგარი ქალისკენ...-თუ კიდევ ერთხელ დააპირებ გაქცევას ან ნებისმიერი სისულელის გაკეთებას, მერე შენს გვამს იტირებენ...-ამოთქვა და თავი დაუქნია იმის ნიშნად,ყველაფერი გითხარიო...-ჩემ ზარს დაელოდე !...-პირი იბრუნა და დანარჩენებთან ერთად კარის ჩარჩოს გასცდა.შენობაში დარჩენილმა დავითმა მხოლოდ წამიერად შეხედა და გიას უთხრა მანქანა დაძარიო,მერე შებრუნდა და ოთხ კედელს შორის ქალთან მარტო დარჩენილმა ჩურჩულით ამოთქვა.
-ამჯერად ვეღარ გიშველი კატო, მე თვითონაც ნახევრად უკვე ჩაძირული ვარ...-ძლივს ამოიხრიალა და შემბრალებელი თვალებით გახედა.კატოს არაფერი უთქვამს, არც ტონი შეუმჩნევია და თავი მარჯვნივ მიაბრუნა,ასე ანიშნა რომ მასთან საუბარს არ აპირებდა.
ასეთ მდგომარეობაში დარჩა მანამ, სანამ ჯორჯაძის ჩრდილი თვალს არ მიეფარა და მანქანის ადგილიდან მოწყვეტის ხმა არ გაიგო.მერე ერთიანად ამოისუნთქა და მიწას მუხლებით, მთელი არსებით დაეხეთქა, თვალები დახუჭა, ამოიქვითინა და უმწეოდ გახედა უკვე ჩამობნელებულ ცარიელ კედლებს.სიკვდილის უხილავი ძალა ფეხებიდან მოცოცავდა, მის კისრამდე ამოდიოდა და თავს უხეთქავდა.შურისძიების წყურვილს ვერ გაურბოდა და იცოდა საბოლოოდ ზუსტად ეს მძაფრი სურვილი დაღუპავდა.
შუაღამე დიდი ხნის გადასული იყო,როცა სახლის კარი შეაღო.ფეხაკრეფით აიარა კიბის საფეხურები და საშხაპეში აღმოჩენილმა ისე ნერვიულად სცადა სხეულის ჩამობანა, თითქოს ამით მთელი წარსულის სიბინძურის ჩამორეცხვას შეძლებდა.გაახსენდა როგორ გამოკრა სასხლეტს ხელი და როგორ გაიშოტა კაცი მის წინ, მას მერე წლები გავიდა და ვერაფრით დაივიწყა ის გახელილი თვალები,უსიცოცხლო სხეულიდან რომ მიშტერებოდნენ. უყვიროდნენ გაიქეციო, მაგრამ ისე სჭამდა ის თვალთახედვა,ისე უფათურებდა სულში ხელებს რომ მანამდე არ გაეცალა,სანამ საკუთარი თითებით არ დაახუჭინა საბოლოოდ.
ჩაიმუხლა, პირზე ხელისგული მიიჭირა და თავს უფლება მისცა მთელი ტკივილი ხრიალად ამოეშვა, ცრემლები თავისით გადმოსცდნენ საზღვრებს და კატო საკუთარი შიშველი სულის წინ მოქვითინე დარჩა.
სააბაზანოდან გამოსულს, ისე ჰქონდა ძალა გამოცლილი, რომ ერთადერთი რაც შეეძლო, ბალისძე თავის დადება აღმოჩნდა.თვალები დახუჭა, ღრმად ამოისუნთქა და ფანჯრიდან შემომავალ,მბჟუტავ სინათლეს მზერა გაუშტერა.იცოდა,რომ ბოლოს იმ საფლავში აღმოჩნდებოდა, თავად რომ თხრიდა შიშველი ხელებით, თუმცა დაპირება,სხვებსაც გავიყოლებო, უკვე სულერთს ხდიდა მოსალოდნელი შედეგის სიმწვავეს.გონება გაეთიშა,სხეული მოკეცა და ეცადა იმ წარმოსახვით სამყაროზე ეფიქრა, სადაც ერთი საშუალოსტატიკური პროკურო იყო,საქმეზე შეყვარებული, ყოველგვარი ბოროტმოქმედებისგან დაცლილი და რაც მთავარია დაცული.არავის აბრალდებდა, თავის სიბრმავეს, სიმდიდრის და გავლენის პრიალა ცელოფანი მანამ უფრიალეს თვალწინ სანამ ხელში ჩაგდება მთავარ მამოძრავებელ ძალად არ გაიხადა.დაყრუვდა და დაბრმავდა ეკატერინე, ჯორჯაძეების დიდებულმა სამყარომ ერთიანად გააქრო მომავლის შიში და დაყვა, ფსკერამდე ჩავიდა,სანამ არ ნახა რომ სასახლე ჯოჯოხეთად გადაიქცა,ხოლო პრინცი კონკიას ზღაპრულ ცხოვრებას კი არა სამარადისოდ ხელზე შემშრალ სისხლს პირდებოდა.ეკატერინეს გამთენიისას მიეძინა, გონებამ უარი თქვა ბინძური დეტალების გახსენებაზე და ძილის დემონებს მიაბარა ისედაც უკუნეთ სიბნელეში აღმოჩენილი ქალის არსება.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

რთულია კატტოს ადგილას ყოფნა და უფრო რთული იმის თქმა მის ადგილას რაწ ვიზამდი. მაგრამ ვფიქრობ ისიც მოატყუეს და შეითრიეს მორევში. რომელსაც თავს ვერ დააღწევს. არვიცი. რას როგორ იზამ რომ ყველაფერი დაალაგო. წარმატებებიი. ყოჩარ

 


№2  offline წევრი Qetatoo

Qeti qimucadze
რთულია კატტოს ადგილას ყოფნა და უფრო რთული იმის თქმა მის ადგილას რაწ ვიზამდი. მაგრამ ვფიქრობ ისიც მოატყუეს და შეითრიეს მორევში. რომელსაც თავს ვერ დააღწევს. არვიცი. რას როგორ იზამ რომ ყველაფერი დაალაგო. წარმატებებიი. ყოჩარ

დიდი ამბები გველის წინ ^_^

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

სასწაულია გითრევს და ვერც იგებ წინ რა გელოდება

 


№4  offline წევრი utsnobi

საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, ძალიან კარგად წერ, წარმატებები

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ასე როგორ აერია ამ გოგოს ცხოვრება თავით რომ გადაეშვა სიბინძურეში კი შემეცოდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent