შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თავიდან! {თავი 8}


22-04-2021, 23:11
ავტორი ქეთათო4
ნანახია 3 124

სიბნელეში იჯდა. დარდებს ვისკი უხშობდა და მოხეთქილ ემოციებს კალაპოტს უცვლიდა. მზერა გაშტერებული ჰქონდა ეკატერინესა და კოტეს სურათზე და გაწბილებული უყურებდა მამის მომღიმარ სახეს. იმდენად ყალბი ეჩვენა ყველაფერი, იმდენად დიდი ფარსი, რომ მწვავე გულის რევამ ყელში საცეცები მოუჭირა. გვერდით გადადებულ ძველ ტყავის დღიურს გადაატარა მზერა. სიძველისგან აქა-იქ ნახეთქები ჰქონდა, მაგრამ დიდ ისტორიას ინახავდა. თითები დაუსვა და ფრთხილი მოძრაობით გადახსნა. თვალწინ ოცდაათი წლის წინანდელი გადაეშალა. ისტორია, რომელიც დიდი სიყვარული ეგონა. პირველ გვერდზე დაწერილმა გვარმა მოკლა. ნაწილებად აქცია და თვალებზე მოწოლილი იმედგაცრუება ცრემლებად გადმოეფრქვა.
-,,მე რომ ნაკაშიძე გავიცანი თექვსმეტი წლის ვიყავი. გამოუცდელი გოგონა, კონსერვატორიიდან. ვიოლინოს დავატარებდი ხოლმე. მეგიმ მითხრა, ნაკაშიძეს მოსწონხარო. იცი რა დამემართა? მოვწონდი კაცს, რომელიც ყველას უყვარდა, მაგრამ მე არა. პირველად ჩემს სახლის წინ შევამჩნიე, სიგარეტით ხელში ჩემს ფანჯარას უყურებდა. მეორედ კონსერვატორიის წინ დამხვდა, ნასვამი იყო და შემეშინდა. არაფერი უთქვამს, მზერით გამაცილა. ახლაც ცხელი ტალღა მივლის, როდესაც მახსენდება მისი მზერა. თავხედი იყო ნაკაშიძე. ჩემს დაბადების დღეზე მოვიდა დიდი თაიგულით და ასე დამერქვა არჩილ ნაკაშიძის გოგო. მაშინ მიქროდა ალბათ, მაგრამ მიხაროდა. ვერ ვიფიქრე, რომ მეორე მხარეს იდგა ჩემი სამუდამო სიყვარული, ღარიბი კოტე ბაბლუანი. ამბიციამ მძლია? არ ვიცი, საქმე ისაა, რომ მე მომწონდა ნაკაშიძის გოგოს სტატუსი. ახალი მანქანით სიარული, ვარდების თაიგული, ყველას ყურადღება. ეს მხოლოდ დასაწყისში. ხელის გულზე დამატარებდა. კონსერვატორია დავასრულე და მივიღე წინადადება. ცოლად მივყვებოდი ნაკაშიძეს და მომწონდა ეს ყველაფერი. სამზადისი ზღაპრული იყო. მერე? მერე მხოლოდ ნიშნობაზე გამოჩენილი კოტე ბაბლუანი და მამამისი მახსოვს. საბუთებით ხელში იყო დიმიტრი. ისე აირია ყველაფერი, ვერავინ გაიგო, როგორ გამიტაცა ბაბლუანმა."- სუნთქვა შეეკრა და წყალი მოსვა. მამა ავტორიტეტი იყო დიმასთვის, ძალიან დიდი ავტორიტეტი ახლა კი თითქოს მის თვალში აღარ ჩანდა კოტე დიდებულ ადამიანად . იცოდა ეს ისტორია ოღონდ არა ნაკაშიძეებთან დაკავშირებით და არც ასეთი ფორმით. ძლივს წამოდგა ფეხზე და ჰაერის ჩასასუნთქად ფანჯარა შეაღო. სხვანაირად უყურებდა ყველაფერს, ახლა დედაც კი აღარ იყო მისთვის წმინდა, რადგან არასდროს უხსენებია არჩილი. დედის კავშირი საძულველ ნაკაშიძეებთან მის არსებას ანგრევდა და კიდევ იფრო მეტ ეჭვს ბადებდა დიმაში. სიგარეტის ღერი ძლივს მოიქცია ტუჩებს შორის და სივრცეს გახედა. სიბნელე იყო ირგვლივ, მხოლოდ რამდენიმე ლამპიონი ცდილობდა გაენათებინა იდუმალებით მოცული ღამე. ფიქრებში ჩაძირულს ღრიალი, რომ შემოესმა მაშინ მოეგო გონს და გიჟივით გაიჭრა მისაღებში. მაშინვე ჰკიდა თვალი ცენტრში მდგარ გოგა ნაკაშიძეს და მის უკან გაავებულ დაცვის უფროსს.
-ვერ გავაკავეთ დიმა. მწუხარებით სავსე თვალებით შეხედა ბაბლუანს, მაგრამ ხელის ნიშანზე დაშოშმინდა და მაშინვე დატოვა სახლი. სისხლიანი თვალებით უყურებდა მის წინ მდგარს და ბრაზი მარწუხებს უჭერდა.
-რა გინდა? თვითონ დაიწყო საუბარი და უკნიდან წამოსული თაია ხელით გააჩერა.
-არ გაბედო ჩარევა. ცოლს გადახედა და, როდესაც მიხვდა, რომ თაია დაემორჩილა ისევ გოგას მიუბრუნდა.
-და დედა მოტ*ნულია სამყარო დიმიტრი. დღეს შენი მტერი, ხვალ შენი ძმა ხდება. ცუდად ენიშნა გოგას სიტყვები, მაგრამ ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა.
-თავ-ყბას გაგიერთიანებ აქედან ახლაცე თუ არ დაახვევ ნაკაშიძე. მისკენ წაიწი რამდენიმე ნაბიჯით და უკეთ დააკვირდა გადამთვრალს.
-ოპ,ოპ ძმაო, შენს უმცროს ძმას ასე გაიმეტებ? ტყვიასავით გავარდა ეს სიტყვები და გოგას ცინიკურ ღიმილზე სისხლმა აასხა.
-მოგკლა? მისკენ წაიწია.
-დიმა.. ზურგიდან თაიას ხმა ესმოდა, მაგრამ გაქვავებული, ჯიუტად მისჩერებოდა გოგას.
-გაიმეორე. ირონიით გაჟღენთილ ხმაში ტკივილის ტალღები გაკრთა.
-ძმები ვართ! ნაკაშიძეს ხმაშიც უდიდესი ირონია იღვრებოდა. გულის მინი შეტევა ჰქონდა ბაბლუანს. დღიურში ამოკითხულის შემდეგ ვერ გაიაზრა, ვერ მიხვდა, მაგრამ ახლა, როდესაც ამას გოგას ნათქვამი ემატებოდა, ეჭვები კიდევ უფრო უღრმავდებოდა.
-ბაბლუანი არ ხარ, ნაკაშიძე ხარ! შეტორტმანდა... საბოლოოდ დააბიჯეს ფეხი. თაიას გახედა, თუ ეს სიმართლე იყო, თუ მართლა ასე იყო, თაია მისი და გამოდიოდა. გაგიჟდა, მთელი სხეული დაეჭიმა. კანკალებდა, ვერ იმორჩილებდა კიდურებს დეენემის ხელში ასაღებად. იმდენად სუსტი ჩანდა, რომ დასახმარებლად ელი გაიწია და უთქმელად გახსნა ანალიზის კონვერტი, რომელიც დიმას ცხოვრებას განსაზღვრავდა. დიშვილის სახეზე აღბეჭდილ იმედგაცრუებას გრძნობდა და მერე ცრემლიანმა თვალებმა სათქმელი თქვა. საკუთარ ცხოვრებაზე გაეცინა და ახლად შემოსულ მაჩაბელს გახედა, რომელიც დიმას უყურებდა.
-თაიაზე დაქორწინების უფლება, როგორ მომცა? სხეული უთრთოდა. წინ თაიას ცრემლით გაჟღენთილი თვალები ედგა. გეგა, რომ დაიძრა მისკენ ხელით გააჩერა.
-ამიხსენით, როგორ მომეცით უფლება საკუთარი და მომეყვანა ცოლად? მხეცს ჰგავდა, ღრიალს უფრო და უფრო უმატებდა და გარშემო ყველაფერს ამსხვრევდა.
-ის ნაკაშიძე არაა დიმა. გეგას ხმაზე ისე გაღიზიანდა, რომ მისკენ გაწეულმა ძლიერად მოუქნი ხელი. მამის ტოლ კაცს, კოტეს საუკეთესო მეგობარს დაარტყა და ერთი წამითაც არ უნანია.
-ინდური სერიალია თუ რა დედის ტ*ვნაა? კედელთან ჩაცურდა და გარშემომყოფთ უკეთესად მოავლო თვალი. ჯერ კიდევ გააზრების პროცესში იყო. ყველაფრის გადახარშვის და ახლა არაფრის თქმას არ ჰქონდა აზრი. რა აგიჟებდა ის, რომ კოტემ დაუმალა თუ ის, რომ არჩილის შვილი იყო თავადაც ვერ ხვდებოდა.
-ყველა წადით! ხელით გასასვლელისკენ ანიშნა და თავი დაბლა დახარა. აზრები, ემოციები, გრძნობები-ყველაფერი ერთმანეთში ჰქონდა არეული და ახლა ამ ყველაფრის დალაგება სჭირდებოდა, რომ საბოლოოდ არ შეშლილიყო.
-გილოცავ ნაკაშიძეობას! გოგას ხმაზე დაიძაბა და წამის მეასედში დაფარა მანძილი მათ შორის. საყელოში ჩააფრინდა და ზიზღით გაჟღენთილი მზერა გაუსწორა
-არ მაინტერესებს, ვინ არის ჩემი ბიოლოგიური მამა, მე ერთ კაცს ვაღიარებ და ეს კოტე ბაბლუანია. ამიტომ სანამ მოთმინების ფიალა ბოლომდე ამევსო წადი აქედან. უხეშურად უშვა ხელი და მსუბუქი ხელის კვრით მიაგდო კართან. იმედგაცრუება ყელში უჭერდა და საშუალებას არ აძლევდა ესუნთქა.
დაცარიელებულ ოთახში გეგა რომ დაინახა, სიგიჟის ტალღამ კიდევ ერთხელ გადაუარა.
-კოტემ დედაშენი, რომ მოიყვანა და ორ თვეში მუცელი ოდნავ დაეტყო გაგიჟდა. უნდოდა და იმიტომ კი არა, რომ ეკატერინე პრსულად სხვისგან იყო, არა იმიტომ, რომ ორსულ ქალს ტკივილი გამოატარა დიმა. მაშინ უთხრა წადიო, თუ ნაკაშიძე ისევ მიგიღებს წადიო. არ მიიღო. იმ ნაბი*ვარმა საქვეყნოდ გამოუცხადა ბაბლუანის ბო*ი ხარო. არ იცოდა ორსულად, რომ იყო ეკატერინე. ისევ კოტემ წამოიყვანა. მაშინ სხვა ცხოვრება იყო, არც მშობლები მიიღებდნენ. მთელი ორსულობა იზრუნა დედაშენზე, შენს პირველ მოძრაობას, გულის ცემას, ყველაფერს იზეპირებდა. ერთხელ მითხრა ეს ბავშვი იმდენად ჩემია, რომ არ ვფიქრობ სხვა არაფერზეო. მერე დაიბადე. კოტემ სიხარულისგან გააფრინა ბიჭი, რომ გაჩნდა. ჯანდაბა ყველას შეშურდებოდა კოტესი. არ შეუმჩნევია არასდროს, რომ მისი ნაწილი არ იყავი. დათას გეფიცები, არასდროს უხსენებია ნაკაშიძე ეკატერინესთან. მერე შენც იცი. ,,მამას ბიჭი ხარო"-, სულ ასე მოგმართავდა. არ დაუშვა, რომ კოტეს გარდა ვინმეს აქვს უფლება მამაშენი ერქვას. ამხელა კაცი დიმას თვალ წინ ტიროდა. ენატრებოდა თავისი მეგობარი.
-თაიაზე, რომ გაიგო? რატომ მომცა უფლება? სიგარეტის ღერი ძლივს მოიქცია ტუჩებს შორის და ღრმად შეუშვა ნიკოტინი ფილტვებში.
-თაიაზე იცოდა, რომ ნაშვილები იყო. ეგ ერთი სიკეთე მაინც გააკეთა იმ ნაგავმა. მაჩაბელმაც მოიქცია სიგარეტის ღერი.
-ჯანდაბა გავგიჟდები! მთელი ძალით კიარტყა თავი კედელს და გიჟივით წამოდგა.
-მარტო მინდა ვიყო. აღარც შეუხედავს გეგასთვის. ფეხზე წამოდგა, თავი გაიმაგრა და მძიმე ნაბიჯებით გაიარა დერეფანი. ბოლო კართან შეჩერდა . შავი კარის იქით ისევ ცოცხლობდა კოტე დიმასთვის ახლა კი, თითქოს საერთოდ გამქრალიყო მისი არსებიდან. გასაღები გადაატრიალა და მოგონებების კორიანტელი მთელი ძალით შეასკდა დიმას არსებას. ყველაფერი ისე იყო, როგორც თავიდან. კოტეს სამუშაო მაგიდაზე ქაოსურად დაყრილი ფურცლები. სათვალე, რომელიც სულ აქა-იქ ეგდო. საწოლი, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა ბაბლუანის სურნელი... ყელში გაეჩხირა უსამართლობა და პირველად გაბედა მაგიდასთან მიახლოება. ზემოდან დააჩერდა საბუთებს, რომლებიც ქონებისა და მემკვიდრეების შესახებ იყო. ყველაფრის ბატონ-პატრონად დიმა ჰყავდა მოხსენიებული. ჭრილობები ისევ იხსნიდნენ პირს.
-იცოდი, დარწმუნებული ვარ იცოდი, რომ ეკატერინე ორსულად არჩილისგან იყო, ასე ძალიან გიყვარდა ის? ასე ძალიან, რომ საკუთარი შვილივით მიმიღე და მტრის ნაწილი სახლში აღზარდე? არ გისწავლებია მათი სიძულვილი, არჩილზე ცუდი არასდროს გითქვამს. რას მიაღწიე ამით? გითხრა? მე შემიყვარე და მეც მამად გაღიარე. შენ დაგინახე პირველად, პირველად მამა დავიძახე და ეს შენ არ გეკუთვნოდა. როგორ მიმიღე კოტე? როგორ არ გეწოდა ხელები, როდესაც ხელში აგყავდი? როგორ გაუძელი? პასუხები მჭირდება გესმის? პორტრეტს უყურებდა და მოწოლილი ბოღმა ახრჩობდა. მის სისხლში არცერთი გრამი ბაბლუანის სისხლი არ იყო და ეს ყველაფერი აგიჟებდა.
მთელი ღამე იჯდა და კოტეს ჩანაწერებს იზეპირებდა. კაცს თითოეული ეპიზოდი ჰქონდა აღწერილი. როგორ გაიარა დიმამ, როგორ დაუძახა მამა... იმდენად ემოციურად აღწერდა, რომ მის გუწრფელობაში ეჭვს ვერავინ შეიტანდა.
მზემ პირველი სხივები, რომ ესროლა დედამიწას მაშინ მოვიდა გონს და ფეხზე წამოდგა. ზომბს ჰგავდა. სახეზე არანაირი ემოცია აღარ ჰქონდა. კაბინეტი დატოვა და დერეფანი ფრთხილად გაიარა. მისაღებში მჯდარ თაიაზე შეცბა და თავი საშინლად იგრძნო. მოსკენ წავიდა, ქალსაც ეტყობოდა უძილობის კვალი. თვალები ჩავარდნილი ჰქონდა.
-დიმა. კაცის დანახვაზე მაშინვე წამოდგა და ვერ შეკავებულმა ცრემლებმა ჯებიერები გადმოკვეთეს.
-არ გინდა. ახლოს მიიწია კაცი და ცერა თითებით შეუმშრალა მარილიანი სითხე.
-არ ვიცი, რა ვქნა. ახლა გასაგებია მიზეზი, რატომ არ ვუყვარდი არავის.
-აღარ იფიქრო. დასრულდა კარგი? აღარ იქნებიან ჩვენს ცხოვრებაში.
-კი მაგრამ დიმა...
-არ გაბედო. ტუჩზე ხელი ააფარა. აღარ უნდოდა არაფრის მოსმენა.
-ადი დაიძინე, მალე მოვალ მეც.
-დიმა გთხოვ, სისულელე არ ჩაიდინო.
-ლილეს გეფიცები არაფერს ვიზამ, მალე მოვალ. შუბლზე მიაწება ტუჩები და მალევე დატოვა სახლი.
შურისძიება სისხლში მამოძრავებელ ძალად დასდიოდა და მანქანას მთელი სისწრაფით მართავდა. იცოდა სადაც მიდიოდა და რატომაც მიდიოდა ეგეც. ასე არ დაასრულებდა, არ იქნებოდა არასდროს ნაკაშიძე. მანქანა ნაცნობ შენობასთან დააპარკინდა და ირონიული ღიმილით ახედა მაღალ შენობას. გამანადგურებელ ომს დაიწყებდა, რომლის ნანგრევებშიც მხოლოდ ნაკაშიძეები მოჰყვებოდნენ. შენობაში შეაბიჯა...
ფერმკრთალი, გაგიჟებული ბაბლუანი ოფისის დერეფანში მიიკვლევდა გზას და გაოცებულ სახეებს არ იმჩნევდა. ბოღმა ერთიანად უჭერდა ყელზე მარწუხებს და ერთი სული ჰქონდა მიეღწია არჩილ ნაკაშიძის კაბინეტამდე. კარზე არ დაუკაკუნებია პირდაპირ შეაღო და გაცოფებულ კაცს თვალი თვალში გაუყარა. საძულველი იყო მისი მზერა, მხოლოდ ზიზღს გრძნობდა ბაბლუანი მის მიმართ.
-ერთხელ შეგეკითხები და მიპასუხებ! თითი გამაფრთხილებლად დაუქნია. უჭირდა ამ თემაზე საუბარი, იმის გაანალიზება, რომ თავად ბაბლუანი არ იყო, მაგრამ უნდა ეკითხა. უნდა სცოდნოდა, რომ ადამიანს დამსგავსებოდა ისევ.
-როდის გაიგე? ხმა ძლივს ამოუშვა.
-ეკატერინე ხელებში ჩამაკვდა, მაშინ მითხრა. ნერვიულად გააბოლა სიგარეტი ნაკაშიძემ.
-დაიმახსოვრე, რომ მე კოტე ბაბლუანის შვილი ვარ და ისევ მტრად მიმიღე. საკუთარი თავი მძულს თქვენი დამპალი სისხლი, რომ მოძრაობს ჩემს ძარღვებში.
-დიმა არ გინდა. კაცის გამტყდარი ხმა კიდევ უფრო გატყდა და საბოლოოდ მაშინ მოიშალა დიმამ, რომ ხელით გააჩერა და ნაგროვი ზიზღი მთლიანად გადმოანთხია.
-ახლა რა ვქნა? შენ მამა დაგიძახო და ძაღლ მამაშენს ბაბუა? გასაგებად გითხარი, შენობა დაცალე ბატონო არჩილ, დღეიდან თქვენი კომპანიის ას პროცენტს მე ვფლობ. კიდევ ერთხელ შეხედა კაცს, რომელთანაც მაგავსება ახლა ნამდვილად იგრძნო დ გულის რევის შეგრძნება ყელში მოაწვა. სასწრაფოდ გამოვარდა კაბინეტიდან სირბილით გაიარა მანძილი მანქანამდე. დიდი ხანი იყო გასული ბოლო ცრემლებიდან, მაგრამ ახლა ვერ იკავებდა. საკუთარ თავს ვერ იკავებდა, რომ გამაგრებულოყო და მორეოდა ამ სიტუაციას. დიმა ნელ-ნელა და მტკივნეულად ნადგურდებოდა. აწკრიალებულმა ტელეფონმა გამოაფხიზლა და მაშინვე უპასუხა ნაცნობ ნომერს.
-კარგად ვარ, მალე მოვალ. მხოლოდ ესღა თქვა და ავტომობილი გიჟივით მოსწყვიტა ადგილს.
სახლში მისულმა ოთახის კარი ფრთხილად შეაღო და თაიას სახეზე გაეღიმა.
-ისე ხარ, რომ იტყვიან ქმარი ანერვიულებსო. ეცადა გაეღიმებინა ქალი და გამოუვიდა კიდეც.
-ისეთი გიჟი ხარ, არ ვიცი როდის რა მოგივა თავში.
-სისულელეს არ გავაკეთებ. ის ვიცი, რომ აღარ დაგკარგავ. ქალს მოეხვია და მისი სურნელი შეისუნთქა. ეს იყო სურნელი, რომელსაც სიმშვიდე მოჰქონდა დიმასთვის.
-მიხარია იცი? მიხარია, რომ ნაკაშიძე არ ვარ და ჩემი დანახვა მათ თავს არ გაგახსენებს. ქვემოდან უყურებდა თაია კაცს. მაშინვე დაეჭიმა სხეული დიმას.
-არც აქამდე მახსენებდი.
-მათთან საერთო აღარაფერია. კაცის ტუჩებს მისწვდა. დამშვიდების ეს ხერხი ორივეზე მოქმედებდა. ყველაფრისგან დაღლილმა, მალევე შეიგრძნო ვნების მოზღვავება და ქალის სხეულს ზემოდან მოექცა.
-სიმშვიდე ხარ, რომელიც სულ მინდა იყოს.
-სულ იქნება, თუ არ გამაბრაზებ. თითი ცხვირზე დაჰკრა და ქალის ბაგეს საკუთარი მიაწება.

---

როგორი უპასუხიმგებლო ვარ, მეც არ ვიცი, მაგრამ საშინელი სიტუაცია მაქვს. მე არ მიყვარს წუწუნი, უბრალოდ მაპატიეთ დაგვიანება და იმედი მაქვს ისიამუვნებთ ახალი თავით. ვფიქრობ, მალე დავასრულებ. სავარაუდო ფინალიც დაწერილი მაქვს. მიყვარხართ ძალიან.



№1  offline წევრი ნენეე

ეს თავი ძალიან მომეწონა. სიტუაცია დაიძაბა, კარგია. შემეცოდა დიმა, რაღაცნაირად არ იმსახურებდა ნაკაშიძეობას. თაია არაჩვეულებრივი პერსონაჟია. თავების მოცულობა გაზარდე და რავი, დანარჩენი კარგია. წარმატებები
--------------------
ნენე გასვიანი

 


№2  offline წევრი OKI ME

აი, ისტორიის მალე დასრულებას იმ შემთხვევაში გაპატიებ, თუ ახალი ისტორიას მალე შემოგვთავაზებ :დდდ ❤️

შემეცოდა დიმა. თუმცა მის მიღებულ გადაწყვეტილებას ვეთანხმები. კოტემ გაზარდა საკუთარი შვილივით და კოტე არის რა თქმა მამა. კოტემ ასწავლა და ჩაუნერგა ადამიანობა. მეეჭვება ნაკაშიძეებთან რამე კარგი და ადამიანური ესწავლა.

თაიას რა შეეხება, გამიხარდა ნაკაშიძე რომ არ არის. :დდდ ეს გვარი ყველასთვის ტვირტია და უბედურების მომტანი. ნაკაშიძეებთან როგორც ჩანს თაია არ ყოფილა ბედნიერი :((((

მოკლედ, წარმატებებს გისურვებ და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ მალე დაბრუნდები ასეთივე უკარგესი ისტორიით. მე, კი შენი უკვე ერთგული მკითხველი დაველოდები და სიამოვნებით წავიკითხავ. ❤️❤️

 


№3 სტუმარი Ana-maria

პირველ რიგში, არ მეყო! უფრო დიდი თავი მინდოდა. შემდეგ სიტუაციის ასეთ შეცვლას არ ველოდი. გამიხარდა თაია ნაკაშიძე რომ არაა, დიმა კი ალბათ ბოლომდე ბაბლუანი იქნება. თუმცა ვნახოთ. ვატყობ წინ საინტერესო ისტორია გველოდება.მოუთმენლად ველი ახალ უფრო ვრცელ თავს.

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

ბაბლუანი. ნაკაშიძე გვარს რა აზრი აქვს. მატ ადამიანები განსაზღვრავენ. არმიყვარს შურისმაძიებწლი ადამიანები. ასეთ ომში უამრავი უდანაშაულო სისხლი იღვრება და შუღლს ბოლო არუჩანს. არც დაფარული სიმართლე მიყვარს. არაფერი შეცვლილა მისი გვარით. კარგი იყო. მოუთმენლად ველოდები მომდევნოსს. თუმცა გამიხარდა თაია რომ არ ჷღმოცნდა ნაკაშიძე

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

სრული შოკი მივიღე დიმა ნაკაშიძე უი მე მაშინ თათიას რად ტანჯავდნენ ამდენ ხანს შემეცოდა დიმა მაგრამ მგონი არ მიიღებს დიმა ნაკაშიძიძის გვარს ბოლომდე კოტეს შვილად დარჩება იმედი მაქვს თათიას და დიმას ეღირსებათ ბედნიერება საბოლოოდ ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent