შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სუფსის ნაპირებთან (სრულად)


9-05-2021, 21:56
ავტორი Gossipy girl
ნანახია 56 103

თბილისი
30 ნოემბერი
20:05 საათი
„-ოცდაცამეტი წლის სოფია ნაჭყებია გარდაცვლილი იპოვეს თავის ბინაში,სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე უკვე ერთი საათია იმყოფებიან, ჩვენი ჟურნალისტი გვერთვება დანაშაულის ადგილიდან, მარიამ გისმენთ!-მისაღებ ოთახში ტელევიზორის ხმა უმალ ფანტავდა გამაყრუებელ სიჩუმეს.
აბაზანის კარი გაიღო და იქიდან მამაკაცის მაღალი სხეული გამოვიდა.ნამიან სხეულზე გრილი ჰაერი დაუკითხავად ეკვროდა და სიამოვნებისგან ჟრუანტელს ჰგვრიდა.სკამზე გადაფენილ თეთრ პერანგს თითქოს საუკუნეა აქ დაედო ბინა და ლოდინისგან დაღლილი უსიცოცხლოდ გაჰყურებდა მის წინ გადაშლილ ხედს.
ცივი მატერია სხეულზე მოირგო და ისე,რომ ღილები არ შეუკრავს,დაიძრა აივნისკენ.
საცხოვრებელი სახლი საოცარი არქიტექტურით გამოირჩეოდა,შუა თბილისში თავს გაგრძნობინებდა იტალიურ დასახლებაში.ვინტაჟური ინტერიერი თავს იწონებდა.
შემოდგომის მიწურულს ჰაერში გამკრთალი სუსხიც კი ესიამოვნა. აივნიდან ქუჩას გადმოხედა,ჭადრებს ნელ-ნელა ცვიოდათ გაყვითლებული ფოთლები.ყველაფერი ისევ ისე იყო,გაჭედილი მარტოობასა და ყოფიერებას შორის.
აივნის კარი დახურა,მაგიდაზე მიყრილ ტელეფონს და მანქანის გასაღებს დასწვდა.
იქვე დადებულ ფურცლებს ზიზღით გადახედა.
თითქოს ეს ფურცლები იყვნენ დამნაშავენი ამ სახლის სიცარიელეში.
„-შემთხვევის ადგილე ნაპოვნი იარაღი სავარაუდოდ ვინმე რ.გ-ს ეკუთვნის,როგორც მეზობლები ამბობენ სოფიას ხშირად აკითხავდა მამაკაცი,სახლიდან ჩხუბის ხმა გამოდიოდა.ქალი ხშირად არ უღებდა მამაკაცს კარს,მანამ სანამ ხმამაღლა ყვირილს არ დაიწყებდა უცნობი. აქამდე დაუდგენელია,სოფია ნაჭყებია რატომ არ უჩიოდა ...-ჟურნალისტი მონოლოგს განაგრძობდა,ეკრანზე გამოსახული ქერა ქალის სურათმა თითქოს სუნთქვა შეუკრა მამაკაცს. ხელში მოქცეული მანქანის გასაღები და მობილური იქვე დაუვარდა და სკამზე მძიმედ დაეშვა.
გადამრთველს დასწვდა და ღილაკს ძლიერად დააჭირა თლილი თითები.
„-ოცდაცამეტი წლის სოფია ნაჭყებია გარდაცვლილი იპოვეს თავის ბინაში,სამართლამცავები შემთხვევის ადგილზე უკვე ერთი საათია იმყოფებიან, ჩვენი ჟურნალისტი გვერთვება დანაშაულის ადგილიდან, მარიამ გისმენთ!“-იმეორებდა ჟურნალისტი,წუთების წინ ნათქვამს ისე თითქოს დროში იმოგზაურაო მამაკაცმა,იქ გაიჭედა.
იქ,სადღაც სადაც სოფია ნაჭყებიასთან ერთად იჯდა სკოლის მერხზე და მათემატიკის საკონტროლოს აწერინებდა აღელვებულ გოგონას.
კარზე ზარმა უმალვე გამოაფხიზლა ფიქრებში წასული,პერანგის ორი ღილი ძლივს შეიკრა და რკინის მასიური კარი გამოაღო.
-რატი გასვიანი ბრძანდებით?..-სერიოზული სახით უმზერდა პოლიციის თანამშრომელი მამაკაცს.
-დიახ.
-თქვენ ეჭვმიტანილი ხართ სოფია ნაჭყებიას მკვლელობაში,თქვენ გაქვთ დუმილის უფლება,ყველაფერი რასაც იტყვით შესაძლოა გამოყენებული იქნეს სასამართლოში თქვენს წინააღმდეგ!-იმეორებდა გაზეპირებულ ტექსტს ახალგაზრდა ბიჭი და გაოგნებულ გასვიანს მაჯებზე ბორკილებს ადებდა.
***

-ბატონო,რეზი ავიყვანეთ!-თავქუდმოგლეჯილი შევარდა მერაბ მამალაძე უფროსის კაბინეტში.
-რა?..-დანამული შუბლი შეიწმინდა პროკურორის სავარძელში მოთავსებულმა რეზიმ და ტელევიზორი გამორთო,სადაც სოფიას სახე მასაც ისევე ნაღვლიანად უღიმოდა.
-რატი გასვიანი ავიყვანეთ თავის ბინაში.
-ახლა სად არის?-ფერდაკარგულმა ენით გაისველა ტუჩები და ასადგომად წამოიწია.
-გზაში მენთეშაშვილს რომ არ „აერთმია“ ცხვირწინ ახლა აქ იქნებოდა,წინასწარი დაკავების იზოლატორში მე წავიყვანო არაფერმა გაჭრა,ბატონო რეზი ყველაფერი ვიღონეთ,მაინც წაიყვანა.
-ასეც ვიცოდი ...-ისევ სკამზე დაეშვა გაწბილებული პროკურორი-დამაკავშირეთ მენთეშაშვილთან.
-ახლავე.-ელვის სისწრაფით გავარდა თანაშემწე ოთახიდან.
ტელევიზორი ინსტიქტურად ჩართო და მანაც დროში გაჭედილივით გადაახვია უკან,სადაც ისევ სოფია უღიმოდა.
„შეგეძლო ყველაფერი სხვაგვარად დაგესრულებია..“-ცრემლები გადაყლაპა შალიკაშვილმა და აზუზუნებულ ტელეფონს მიუბრუნდა.
-დაჩი!-ხმა უმალ შეეცვალა და ისე თითქოს არაფერი მომხდარაო ძველ მეგობარს მიესალმა.
-სწრაფად მითხარი რა გინდა,დასაკითხად შემყავს.
-ვერ უშველი,ხომ იცი არა?-ჩაეცინა ირონიულად და ჰალსტუხი ორი თითით შეიხსნა.
-საიდან მოიტანე რომ უნდა ვუშველო?-გაკვირვება შეატყო ხმაში გამომძიებელს.
-რატომღაც ასე ვიფიქრე,რომ ჩემ ბიჭებს გზა მხოლოდ იმისთვის გადაუჭერი,რომ ჩემგან დაგეცვა შენი სიძე.
-მე სიმართლის დაცვას ვცდილობ,იმედი მაქვს ამ გზაზე მეგობრები მტრად არ მომეკიდებიან,ახლა წავედი ... საქმე მიხმობს!-გაეცინა დაჩი მენთეშაშვილს და ყურმილი დაკიდა.
-ყოველთვის იქ როგორ ყოფ ცხვირს,სადაც არავინ გეკითხება!-კბილებში გამოსცრა რეზიმ და ფანჯარასთან მისულმა თვალი მოავლო ბინდით გადაკრულ გარემოს,სადაც ცა მოქუფრულიყო,თითქოს „საპატიო“დახვედრას უწყობდა შალიკაშვილის ერთადერთ სიყვარულს.
***
-ამჯერად ვინ გადაიმტერე?-ამოიხვნეშა მენთეშაშვილმა.
-ან იმდენად დიდი არაკაცი,რომ საყვარელი ქალი მოკლა ან იმდენად დიდი იდიოტი,რომ ჰგონია ამ ბრალდებით ჩამსვამს.-გაეცინა გასვიანს.
-შალიკაშვილი ამას არ იზამდა,ეს ორივემ ვიცით.-კატეგორიული იყო დაჩი-შენი იარაღია შემთხვევის ადგილზე ამოღებული,ხვდები რა ზომის შარში ხარ?
-ამ მაგიდასთან ორივემ ვიცით თუ არა,რომ ნაჭყებია მე არ მომიკლავს?-თვალებდაწვრილემულმა გადმოხედა მენთეშაშვილს,რომელმაც მზერა აარიდა კლასელს.
-დაუშვათ.
-გამარჯობა,გამომძიებლის ჟეტონზე შენ დარბოდი და არა მე!
-ადვოკატს დაელოდები თუ დავიწყოთ?
-დავიწყოთ.
-სად იმყოფებოდი,დღეს სამიდან საღამოს ექვს საათამდე?
-სახლში,მეძინა.
-ვინმეს შეუძლია,რომ დაგიდასტუროს?
-არა,მარტო ვცხოვრობ როგორც იცი.
-მოსამსახურე ან ვინმე,არ ვიცი ...
-ჰო,ნათელა იყო ამოსული მითხრა წინა ღამით საჭმლის გაკეთება ვერ მოვასწარიო,მალევე წავიდა.
-საჭმლის კეთების პროცესში რა ხდებოდა?
-რა უნდა მომხდარიყო 50 წლის ქალია,ფეხბურთს ჩავუჯექით ეგ „ლივერპულს“ გულშემატკივრობდა მე სიტის!-თვალები მოიფშვნიტა რატიმ.
-სერიოზულად!-ხმა გაუმკაცრდა მენთეშაშვილს-სანამ მოსამსახურე საჭმელს ამზადებდა შენ რას აკეთებდი?
-დამხმარე!
-დიახ,დამხმარე.
-არაფერს,კომპიუტერში ნახაზებს ვამოწმებდი.
-და ეგრევე ჩაგეძინა?
-არა,ჯერ ჩაი დავლიე სადღაც ნახევარ საათში,შეიძლება უფრო ნაკლებ დროში ჩამეძინა.
-ეს დაახლოებით რომელ საათზე?
-ნათელა სამზე მოდის ხოლმე,კიდევ ორ სამსახურში მუშაობს და ამ დროზე შევთანმხდით. სამზე მოვიდა სადღაც ოთხის წუთებზე ჩაი დავლიე და მალევე დამეძინა.
-ნათელა მოწმედ გამოვა?
-უარს არ იტყვის,წესით ...-ჩაილაპარაკა რატიმ.
-სხვა?დღეს კიდევ რას აკეთებდი?
-აუ,დაჩი სერიოზულად?-შეწუხდა გასვიანი.
-არ ვიცი გახსოვს თუ არა,მაგრამ ჩვენი კლასელი მოკლეს,შენი იარაღი ბინაში იპოვეს და ახლა ის დრო არ გაქვს,სიტყვებს მიჟმოტავდე,გაიგე?
-დილით,შენს დას გავუარე,ბავშვი სკოლაში წავიყვანე,არაფერი მნიშვნელოვანი იქიდან სამსახურში წავედი.ტყუპები ვნახე და სახლში წამოვედი.
-ბოლოს სოფოს როდის შეხვდი?
-გუშინ ღამით, სუპერმარკეტში ჩემებთან ახლოს ცხოვრობს ბავშვი ჩავიყვანე მაღაზიაში და იქ შევხვდით.
-რამე უცნაური შეამჩნიე?
-ცოტა აღელვებული იყო,მეტი არაფერი ...
-შენთან შეხვედრისას ზოგადად აღელვებული იყო ხოლმე თუ ეს პირველი შემთხვევა იყო?
-დაჩი ...-უხერხულად შეიშმუშნა რატი.
-აქ შენი კლასელი და მტრის ბანაკის წევრი არ ვარ,გამომძიებელი ვარ და გისმენ!
-ჩვეულებრივ ღელავდა ხოლმე,მაგრამ გუშინ საღამოს განსაკუთრებით.
-რაზე შეატყვე?
-2 წუთიანი ლაპარაკის განმავლობაში მაისური დაენამა ოფლისგან.
-ეს „ცოტა აღელვებული“ რომ არ არის,არ იცი?-სკამზე შესწორდა მენთეშაშვილი.
-არ ჩამითვლია მნიშვნელოვან ფაქტად,არ ვიცი ... ტასოს ვუყურებდი სექციებში დარბოდა და მეშინოდა ვინმეს ან რამეს არ დასჯახებოდა ... ჯანდაბა,ტვინი ამიფეთქდება!
-ვიღაცამ მაგრად გაგაბა და აქედან თავის დაღწევა ათიდან ხუთი ბალის ამბავი ვერ იქნება,ამისთვის წინასწარ მოემზადე.
-რა ჯანდაბა მოხდა?-ოთახში ბუკა ასაბაშვილი შემოვიდა უკან კი ელენა მენთეშაშვილი და კახი გურიელი გამოჩნდნენ,წამიერად დაიძაბა ოთახში ჰაერი.
-შენ აქ რა გინდა?-ხმა დაუბოხდა გასვიანს და ქალის ათრთოლებული სხეული შეათვალიერა.
-იგივე უნდა მეკითხა,ბატონო რატი!-წარბი მაღლა აზიდა ქალმა და ძმას გადმოხედა-რა მტკიცებულებების საფუძველზე დაადე ჩემს ქმარს ბორკილები ?
-დანაშაულის ადგილზე მისი იარაღია აღმოჩენილი მისივე თითის ანაბეჭდებით!-თვალი თვალში გაუყარა დაჩიმ ლენას.
-სულ ეგ არი?-ჩაერია ასაბაშვილი.
-„სულ“ ეგ არი!
-არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ადამიანის დაკავება სადაური კანონია,ბატონო გამომძიებელო?-ბრაზს ძლივს თოკავდა ბუკა.
-იურიდიულზე რომ გესწავლა კანონი,ქუჩის ნაცვლად გეცოდინებოდა,რომ არასაკმარისი სულაც არაა ის მტკიცებულება რაც მის წინააღმდეგ გვაქვს,ცეცხლი აინთო მეგობრებო ..!-თვალი ჩაუკრა ბუკას და კახის, კარში გახიდულ ქალს თავის აარიდა და ოთახი დატოვა.
-რა მობილიზებაა,მერაბა?-გაეცინა რატის-ხომ გითხარი სანამ ტერორიზმის მუხლით არ გამასამართლებენ,ჩემი ყოფილი ცოლი მანამდე არ ჩარიო საქმეში-თქო?-ისე მიმართავდა ასაბაშვილს ელენას თვალს არ აშორებდა.
-შენი ერთგული თაყვანისმცემლის მკვლელობას გაბრალებენ,ამას ისევ ტერორიზმი სჯობდა!-ამოიგმინა ქალმა და საქაღალდე თითებში მოიქცია,ბიჭების სიცილზე წამით თავი ასწია და წარბაწეულმა გადმოხედა რატის-ხო,მართლა ... ჯერ ისევ შენი ცოლი ვარ!
-რაც იმას ნიშნავს,რომ ისევ ტერორიზმით აღძრული საქმე სჯობდა ამ ამბავს ...-ჩაილაპარაკა რატიმ და ბიჭების ფხუკუნი გმირულად დააიგნორა.
***
პროზექტურის კიბეები ჩაირბინა და იმ ოთახის კარი შეაღო,რომლის კედლებიც დედამიწას ყინავენ თავიანთი სიცივით.
-ლილუ სად არი?-ჰკითხა დამლაგებელს,რომელიც იქვე იდგა.
-საპირფარეშოში გავიდა,ახლა რაღა გინდა?-დაუცაცხანა ქალმა.
-რას მერჩი,მავლუშ?-გაეცინა დაჩის.
-ნუ ურევ ტვინს იმ გოგონას!-თვალები ავად დაუკვესა ქალმა.
-რას,კადრულობ?-თეატრალურად შეიცხადა მენთეშაშვილმა და კედელში გამოჭრილ „სიკვდილის ფანჯრებთან“ გარდაცვლილთა გვარების კითხვას შეუდგა-თავად ირევს ტვინს,აბა რომელ ჯანსაღად მოაზროვნეს შეიძლება შევუყვარდე მე?-ღია ცისფერი პერანგის ორი ღილი შეიხსნა,ხელები დაიკაპიწა და საათს დააჩერდა.უკან შემობრუნებულმა კართად მდგარი გაფითრებული ლილუ,რომ დალანდა სახე წაეშალა.
-მეძებდით,ბატონო დაჩი?-ამოიხრიალა გოგონამ და მალვინას გადაქნეულ თავზე ცრემლები ძლივს შეიკავა.
-გეძებდი,დღეს ჩვენ რომ ვიცით ...- თვალი ჩაუკრა გოგონას და ნაჭყებიას „ფანჯარას“ მიაშტერდა.სუნთქვა შეეკვრა,რომ გაანალიზა იქ მთელი თავისი 12 წლის განუყოფელი ნაწილი,თავისი კლასელი სოფო „ელოდა“.
-ისევ უნდა ესაუბროთ?-ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ,მენთეშაშვილს აუცილებლად გაეცინებოდა სხვა სიტუაციაში,გოგონას აღელვებულ ტონზე.
-სხვაგვარად როგორ?-გაოცებული მზერა მიაპყრო გაფითრებულ ლილუს.
-ისინი საუბრობენ?
-ისინი საუბრობენ,მე ვუსმენ!-თვალი ჩაუკრა გოგონას და გარეთ გამოვიდა.
თავის შარმს ხშირად ბოროტად იყენებდა,მაგრამ ამ კონტექსტსში სინდისის ქენჯნა არ აწუხებდა. ერთი ფიქრი გოგონამ ისიც იფიქრა,ვაი თუ მენთეშაშვილი ნეკროფილიითა შეპყრობილიო,სამი დღე ეკლესიიდან არ გამოსულა,ღმერთს ევედრებოდა განკურნე რამით უშველეო.მეორე ღამით მობილური დარჩა სამსახურში და უკან მობრუნებულმა შემთხვევით დაინახა,როგორ დეტალურად ათვალიერებდა დაჩი გარდაცვლილის სხეულს და ისე ელაპარაკებოდა,გეგონებოდათ ეს უკანასკნელი მისი ბავშვობის მეგობარი იყო ...
ბოლოს ღრმად რომ დარწმუნდა დაჩი უდავოდ ვერ არიო,შეეშვა.
ახლაც ოთახი დატოვა და დერეფანში მალვინას ნაგვის გატანაში დაეხმარა.
-რა გჭირს,მავლუშ?!-დალურჯებულ ხელზე დახედა ლილუმ ქალს.
-დღეს ნინიკოს ისევ დარჩა საჭმელი სახლში,კიბეზე ჩავრბოდი და შემთხვევით მოაჯირს მივარტყი,ისე მეჩქარებოდა ტკივილიც ვერ ვიგრძენი,არა წარმოგიდგენია?! სახლში რომ ამოვედი მერე დავხედე ხელს.
-ნინიკოს საჭმელები ცალკე საკითხია.-გაეცინა ლილუს.
-ჩემი ბრალია,მე გავატუტუცე!-შორიდან ისმოდა მათი ხმა-მეორე სმენაა და მაინც არ ასწრებს იცის,რომ მე ჩავურბენინებ თვითონ სარკესთან პრანჭვას,ხომ არ ....- და ხმა გაწყდა.
ისევ სიცივემ დაისადგურა.
თითქოს დედამიწას ადამიანთა სიცილი ათბობდა.

***
-მამა სად არი?-ოთახში საწოლზე მჯდარ ელენას ანასტასია წამოადგა თავზე.
-ტასო,შემეშინდა დე ...
-მამა სად არი?-ხმაში სიმტკიცე გაერია პატარა გასვიანს.
-აქ არ არის,ეს დღეები არ იქნება,ქალაქგარეთაა ...
-იცი,რომ ტყუილები გვეზიზღება?-ხელები გულთან გადაიჯვარედინა ფუმფულა გოგონამ და დედას გამომცდელად ჩააშტერდა-რა ხდება,ლენ ტყუილებზე მარტო მე ვპატარავდები?-ელენას თვალები ცრემლებით აევსო ნაცნობი სახელის გაგონებისას.
-ტასო,რამხელა გაიზარდე,დე?!-სითბოთი სავსე მზერა მიაპყრო ერთადერთ ქალიშვილს.
-იმდენად,რომ რაღაცებზე სიმართლის გაგებას ვითხოვ.!
-ითხოვ?-გაეცინა ელენას-რამდენი წლის ხარ,შემახსენე?
-ამის სრული უფლება მაქვს თუნდაც მუცელში ვიყო ...
-ტასო ...-ახლა ისე ჰგავდა მამამისს წამით გააჟრჟოლა-მამა დააკავეს.
-რატო?-ნერვი არ შეტოკებია გოგონას.
-რაღაცას აბრალებენ,რაც არ ჩაუდენია.
-შენ გჯერა ამის თუ მართლა არ ჩაუდენია?
-მე მჯერა ამის რაც იმას ნიშნავს,რომ არ ჩაუდენია!
-შენ ხო ადვოკატი ხარ?დაეხმარე.
-შენ გინდა რომ დავეხმარო?-გაეღიმა და ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები შეიმშრალა.
-მე მინდა ბედნიერი ოჯახი მქონდეს,როდიდან ითვალისწინებ მე რა მინდა?არ დაეხმარო,ძალით არაფერი უნდა გააკეთო.-კარი გაიხურა და მშვიდად დატოვა დედის ოთახი.
ელენას ეგონა ზედ ცივი წყალი გადაასხეს.
ოთახის კარი გამოგლიჯა,რომ კართან ატუზული დედამისი დახვდა,რომელმაც თავის ქნევით ანიშნა ნაბიჯი აღარ გადაედგა.
ქალმა შვილი შიგნით შეიყვანა და ოთახის კარი დახურა.
საწოლზე ჩამომჯდარმა ელენას თავი კალთაში ჩაიდო და იქვე დადებული თმის ჯაგრისით ფრთხილად დაიწყო თმების დავარცხნა.
-შენ ხომ იცი რომ არასწორი ხარ?-მშვიდი იყო დედის ხმა.
-მას არ აქვს ასე ლაპარაკის უფლება,ეს რატის გატუტუცებულია!
-რატი იდეალური მამაა,ცოდვას ნუ ჩაიდენ და მასზე ასე ნუ ისაუბრებ.
-ყველაფერში დამნაშავე მე ვარ,არა?!
-აქ რომ მოხვედი შენი ჩემოდნებით არც მე და არც მამაშენს არ გვიკითხავს ეს ნაბიჯი რატომ გადადგი,ტასო მამას რატომ მოაშორე და ოჯახი რატომ დაანგრიე. ამას არ გკითხავდით იმიტომ,რომ ჩვენ შენი მშობლები ვართ და საკმარისად დარწმუნებული ვიყავით ორივე იმაში,რომ ამ ნაბიჯს ტყუილად არ გადადგამდი.-მშვიდად განაგრძობდა ქალი თმის ვარცხნასთან ერთად საუბარს-ყველა მშობელი ჯერ თავისი შვილის წინაშეა ვალდებული,ხვდები?!ჩვენ ვალდებული ვიყავით რომ შენთვის ჩვენი სახლის კარი გაგვეღო და ამაზე ერთი წამით არ დავფიქრებულვართ.მე არ დამიწყია შენთვის შენი პირადი ამბების გამოკითხვა,მერე რა რომ ინტერესით სული მიკვდებოდა,ვიცოდი ამაზე საუბარი თუ მოგინდებოდა თავად მეტყოდი და მორჩა!ტასო სხვაა,ელენა ... ტასოსთან ვალდებულებები გაგაჩნია,გესმის? ის შვილია,ცოცხალია!-ეს სიტყვები ლახვარივით ჩაესო ელენას გულში- და თუ მის ცხოვრებას უდიერად მოექცევი იცოდე,ღმერთი ამას არასდროს გაპატიებს.
-დედა,კარგი რა ...-ამოიტირა ელენამ-რატომ მოვექეცი უდიერად რა აკლია ...
-შენ ამას სერიოზულად ამბობ,შვილო?!-ხმა ჩაუვარდა ქალს-ბავშვი თავის სახლს მოწყვიტე,აიძულე შენ სურვილებზე გადმოსულიყო ასე არ ხდება,ელენა!
-როგორ ხდება?-საწოლზე წამოჯდა და დედას თვალებში ჩააშტერდა.
-შვილი ის სასიამოვნო ტვირთია,რომელიც მთელი ცხოვრება გულით უნდა ზიდო,შვილო. გოგონასთვის მამა ეს ის უხილავი კედელია,რომელიც ცხოვრების სიმახინჯეებისგან იცავს პატარას,შენ ეს კედელი გაურკვეველი მიზეზის გამო ჩამოუნგრიე ტასოს და ამას არც ქვეცნობიერში გაპატიებს და არც ცნობიერში. გცემდა?-დედის მოულოდნელ კითხვაზე თვალები დაექაჩა ელენას.
-არა,რა თქმა უნდა!
-გიღალატა?
-არა ...
-თავი უსარგებლოდ გაგრძნობინა?
-არა ...
-რაც მოხდა იყო იმ სიმძიმის,რომ ეს ტასოს ამ დამოკიდებულებად ღირდა?
-ნანა ასე მარტივად არ არი ...-ამოიტირა ლენამ-მე შვილი დავკარგე ...
-მალე მეორესაც დაკარგავ იმიტომ,რომ ყველა ქალი,მაშინ როცა დედა ხდება ... ავტომატურად ხდება ფარი თავისი შვილისთვის.ამას ან იაზრებ ან ვერ. სანამ განქორწინების საბუთებს ხელს მოაწერ მანამდე კარგად დაფიქრდი ... „რაც მოხდა იყო იმ სიმძიმის,რომ ტასოს ამ დამოკიდებულებად ღირდა?“თუ სიტუაციის გამოსწორების უკანასკნელი შანსი მაინც არსებობს არ გაბედო და ხელიდან არ გაუშვა.

მეორე დღესვე ჩაალაგა ჩემოდნები და რატის სახლის კარს თავისი გასაღები მოარგო.
ტასოს სკოლაში მიაკითხა და მანქანა ეზოსთან გააჩერა.
-ბაბუ არ აპირებდა მოსვლას?-კარი გამოაღო გოგონამ და უკანა სავარძელზე გადადო ჩანთა,თავად ღვედი შეიკრა და ტელეფონში საყვარელი ფლეილისტი ჩართო,ისე რომ დედის პასუხი აღარც მოუსმენია.
სახლამდე ისე იმგზავრეს გოგონას ხმა არ ამოუღია.
-აქ რა გვინდა?-დაარღვია ბოლოს სიჩუმე.
-მოვედით,ტასო მანქანაში რჩები?-არაფრის დიდებით არ იმჩნევდა ელენა ტასოს თვალებში იმედის კრთომას,რომელსაც იმედგაცრუება დასდევდა შიშად.
მაშინ პირველად შეზიზღდა საკუთარი თავი,მაგრამ შვილთან არაფერი შეიმჩნია.
-აქ ...- ტასოს წინადადების დასრულება არ აცადა,შვილის ზურგჩანთა თავად მოკიდა მხარზე და სადარბაზოში შესულს სირბილით დადევნებულ შვილზე ტირილი მოუნდა.
-ლენა,მამა გამოუშვეს და ცოტახნით მოვედით?-ნიკაპი აუკანკალდა,ისე როგორც ადრე ...
-ხელები დაიბანე,ვისადილოთ ...-ძლივს ამოთქვა ელენამ და აბაზანის კართან გაშეშებულ შვილს გადმოხედა.
-აქ შენი კბილის ჯაგრისია ... -ხმა ჩაუვარდა გოგონას და როგორც სჩვეოდა მაისური მუხლებამდე ჩამოიწელა.
-ტასო,მაპატიე,დე-შვილის მუხლებთან ჩაჯდა და ჩამოწელილი მაისური ისევ საწყის ფორმას დაუბრუნა-მაპატიე,რომ ასე მოვიქეცი,კარგი?
-დავბრუნდით?-ცრემლები მოეძალა პატარა გასვიანს.
-დავბრუნდით,დე.
-სულ?
-მანამ,სანამ მამა არ გაგვიშვებს.-გაეცინა ელენას და ცრემლები შეუმშრალა შვილის ფუმფულა ლოყებზე.
-მამა არ გაგვიშვებს,მამა არასდროს გაგვიშვებს.-დარწმუნებით ამოილაპარაკა და სახე დედის კბილის ჯაგრისს გაუსწორა.-მამას აქ რომ მოვყავდი,უშენობას პირველად აბაზანაში ვეჯახებოდი. ჩემი ვარდისფერი ჯაგრისის გვერდით შენი ლურჯი აღარ იდო.
-მაპატიე,ტასუნა ...-ამოიჩურჩულა და შვილის ცრემლები ზედ კისერში იგრძნო,მისი ფუმფულა მკლავები თავის წვრილ წელზე და ეგონა,რომ პირველად ამდენი ხნის შემდეგ გათბა.

***
-როდემდე შეიძლება,ამხელა გოგოს შენი ტელეფონი გავიწყდებოდეს?ნინიკოს დასცინოდი და შენ რა გაფანტული ხარ?!-ზუზუნებდა ღამის სამ საათზე ნახევრად მძინარე ლილუ,რომელსაც პიჟამოებზე მოეცვა დუტის უმკლავო ჟილეტი და ისე მოპრაკუნებდა დერეფანში საერთოდ არ აღელვებდა დედამიწაზე არავინ-არა,პრინციპში ქონის აზრს ვერ ვხვდები,არავინ გირეკავს ღამის სამ საათზე რის გამო დატოვე თბილი საწოლი,შენ თუ ღრმად არ გამოგირეცხეს ეგ ტვინი ... არა,ღმერთო საერთოდაც არ ვარ ღამის სამ საათზე მობილურის გამო გაღვიძების წინააღმდეგი,ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვინმე სულიერი დამირეკავს და სიყვარულს ამიხსნის და არა იმიტომ,რომ მკვდრებთან დამრჩა!ღმერთო,შენ მაპატიე ...-შესძახა შეშფოთებულმა და თავისი სამუშაო ოთახის კარი უპრობლემოდ რომ გააღო ცოტა შეკრთა.შუქი არ ენთო და სანამ მაგიდამდე მივიდოდა ხელისცეცებით გაიკვლია გზა-ვაჟბატონი,მოვა იჭუკჭუკებს მეგობრებთან წავა,რა ენაღვლება მე შენ გეტყვი ღამის სამზე ვინმე არ ეყოლება დაურეკოს და სიყვარული აუხსნას!არა,ბატონო მეც მყავს აგერ ჩემები,სულ ჩემები!-უმისამართოდ იქნევდა ხელებს.-ჯამბულ ფურცხვანიძე მაგალითად,რითია შენი დასაწუნი გუშინ გაკვეთე და მშვენიერი კაცია ... უცოლო თანაც,ყოველგვარი გარყვნილებისგან შორს!-როგორც იქნა ოთახი გაანათა და თავის მაგიდასთან მიგდებულ ტელეფონს დასწვდა,შუქი ჩააქრო და ის იყო მობილურის ეკრანით განათებულ ოთახს ტოვებდა ომახიანად რომ შესძახა-აბა,მშვიდობით მკვდრებო!
-ძილინებისა,ლილუ!-გოგონას კივილმა წამით საიქიოს წასულები უკანნ მოაბრუნა,დაჩიმ სწრაფად აანთო შუქი და იატაკზე გაშოტილ ლილუს ახარხარებულმა გადმოხედა.-ლილუ ...-გოგონა ხმას არ იღებდა-ჯანდაბა,კაი გეხუმრე,ლილუ გაახილე თვალები!-გოგონას თავი წამოაწევინა და მსუბუქად შეანჯღრია.
-უფალო,მაპატიე ...-ამოილუღლუღა გოგონამ და დაჩი,რომ დალანდა თავი მეორედ გადაუვარდა ღონემიხდილს.
-შენზე მართლა ცუდად ვმოქმედებ ..-იცინოდა დაჩი და გოგონას მანამ ანჯღრევდა სანამ არ გამოაფხიზლა.-ამხელა ექიმის თანაშემწე ქალი ბაჭიებიანი პიჟამოებით დადიხარ შუაღამის სამ საათზე ქუჩაში?-გულწრფელად ეცინებოდა დაჩის.
-რა უფრო გაწუხებთ სამ საათზე ქუჩაში რომ ვარ თუ ბაჭიებიანი პიჟამოები რომ მაცვია!-სახე მოისრისა გოგონამ და ძლივს მიბობღდა მაგიდასთან,სადაც კორსიზის ტაბლეტები ეგულებოდა.
-შენ და, ჯამბული ფურცხვანიძე ვინ არი?-ინტერესით აათვალიერა გოგონა დაჩიმ.
-23 საათის წინ შემოყვანილი გარდაცვლილი,რომელიც მართალ გზაზე ღვინომ,დუდუკმა და შეიძლება ქალებმაც გაუშვეს.
-სად გაუშვეს?-თვალები გააფართოვა დაჩიმ.
-გზა მართალს წავიდაო ... ხომ ამბობენ?! ანუ მარილზეო.
-ბატონო?
-ეე,მოკვდაო,რა!-ხელი აიქნია ლილუმ,აშკარა იყო ძალიან ეძინებოდა თორემ დაჩისთან ასე მეგობრულად ლაპარაკის არანაირი შანსი არ ჰქონდა ისევ საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე. დაჩის ხარხარი მთელ შენობაში ისმოდა.
-ღამის საათებში უფრო კარგი მოსაუბრე ხარ,ვიდრე შუადღისას.მოდი აქ!
ლილუ მობეზრებული სახით მიუახლოვდა გამომძიებელს,რომელიც თავს აქეთ-იქით აქნევდა ბაჭიების შემყურე.
-ამ ქალს ძალადობის ნიშნები აღენიშნება?
-არა.
-ფრჩხილებში ამ ლაქებს ამჩნევ?!
-ბრმა კი არ ვარ.!
-გამარჯობა,შენი აზრით მკვლელს გაუძალიანდა?!
-ჩემი აზრით კი,ისე არა.
-ანუ?
გოგონამ დაჩის უნდობლად გადახედა და მხრები აიჩეჩა.
-მოიცა,მოიცა გულახდილად მესაუბრე ექსპერტიზის დასკვნებსა და რეალობას შორის ცდომილებაა?
-რა გარანტია მაქვს რომ უფროსობასთან არ ჩამიშვებ?-თვალები დააწვრილა ლილუმ.
-ლილუ,მე ვარ შენი უფოროსობა!ან თუ გინდა ...-დაბლიდან ამოხედა მამაკაცმა მომღიმარი თვალებით-ვითომ დაჩი არ ვარ,რა ...
-ჯანდაბა,არც მე ვარ ვითომ ლილუ!-ცხვირწინ საჩვენებელი თითი გაუჭიმა მენთეშაშვილს.-სიმართლე გითხრათ,ბატონო არა’დაჩი ... მსგავსი რამ მანამდე არასდროს მომხდარა,რომ ერთი გვამის გამო მორგში მაღალი ეშელონებიდან გვყოლოდნენ სტუმრები.
-მოიცა,ვინ იყო აქ?!-თვალები დაექაჩა დაჩის.
-შენ, მე ვინ გგონივარ,ექიმის თანაშემწე თუ კაგებეს თანამშრომელი?
-მოიცა,ასე არ გამოვა,ჩაიცვი ეს ქურთუკი სიცივეა უფრო თხელი ჟაკეტი არ გქონდა სახლში?-შეწუხებულმა გადმოხედა გოგონას დუტის ჟილეტს და ზემოდან თავისიც მოახურა.-წავედით.
-სად მივდივართ?-გაოგნებისგან ყბა ჩამოუვარდა გოგონას.
-იქ სადაც ყველაფერს დეტალურად მომიყვები!
-დედაჩემს,გული დაარტყამს მამაჩემს ტვინი!-ამოიფრუტუნა გოგონამ და უკან გაჰყვა გამომძიებელს.
-დავურეკავ და ვეტყვი,რომ უფროსი გყავს ეშმაკი.
-სატანა!
-კაი,ახლა ..-გაეცინა დაჩის.
-ღმერთო რა შარში ვარ?-ჩაილაპარაკა ლილუმ და საყვარელი სუნამოს სურნელი,რომელიც მენთეშაშვილის ქურთუკს ასდიოდა ფილტვებში ღრმად ჩაუშვა-ჯანდაბას შენი თავი მენთეშაშვილო,მოდი გავაფრინოთ!-ამოიჩურჩულა სანამ მანქანას მიუახლოვდებოდა-მაგრამ დედაჩემს მაინც გული დაარტყამს!

-საქმის დეტალები ერთმანეთს თითქოს არ ემთხვევა,თითქოს სურათს არასწორად ვუყურებ.
-ან სურათი არასწორად დახატეს.-ჩაილაპარაკა ლილუმ.
-რა გინდა პროზექტურაში,წამოდი წაგიყვან ჩემთან!-გაეცინა დაჩის და ისევ მასალებს ჩააცქერდა-გისმენ,თანამდებობის პირზე მიყვებოდი.
-წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყო,მე შემთხვევით აღმოვჩნი ოთახში,ოთარს ესაუბრებოდა.ჩემი შესვლა და ოთარის თვალების დაბრიალება ეს ერთი წამის ინტერვალში მოხდა.მხოლოდ მისი ფეხსაცმელები დავლანდე და სწრაფად შევბრუნდი,კარი გამოვაღე და წამოვედი.
-რა იცი,რომ თანამდებობის პირი იყო?-თვალები დაუწვრილდა მენთეშაშვილს.
-ბევრი იცი „არმანის“ ფეხსაცმელებით მოძრაობდეს სამსახურში? ან ისეთი ვის წინაშეც მთავარი ექიმი ახალ გამომცხვარ ბულკს ემგვანება?
-ადრეც ყოფილა შემთხვევა,როცა ოთახიდან გამოუშვიხარ ოთარს?
-არა.-ფანჯარას თავი მიადო ლილუმ.
-რა გაიგონე,ლილუ?
-„ანალიზებში არ არის საჭირო“ ... სხვა არაფერი.
-ხმა გახსოვს?
-ფოტოგრაფიული მეხსიერება მაქვს,მახსოვს რომ თასმა ფეხსაცმელზე ჯვარედინად ჰქონდა შეკრული, მაგრამ ხმას დიდად ვერ გავარჩევ სხვა დანარჩენში.
-ამ ხმის ტონალობა გახსოვს?აი,მაგალითად ხმაში შეატყვე ადამიანი როგორ განწყობაზე იყო?
-დაძაბული.წინადადება ხისტად თქვა,აი დაახლოებით ისე როგორც შენ უთხარი მალვინას,შენი ლეპტოპი სველი ჩვარით,რომ გაწმინდა,გახსოვს?!-დაჩის ისე შერცხვა ლოყები აუწითლდა-დაახლოებით ასე უთხრა მანაც.
-ანალიზების პასუხები ვინ მიიღო?
-ოთარმა.
-ჩვეულებრივ ოთარი იღებს ხოლმე?
-არა,ეზარება და მე მაგზავნის მე ხელმოწერას ვაყალბებ და ... ჯანდაბა,შენ დაჩი არ ხარ,შენ დაჩი არ ხარ ...-თვალებდახუჭულმა რამდენჯერმე გაუმეორა საკუთარ თავს.
-ტყვიის ექსპერტიზის პასუხები მალე იქნება?
-დაზუსტებით არ ვიცი,გაჭიანურდა პროცესი.
-დავწერ მიმართვას და სპეციალურად მე გამოვითხოვ.
-თუ მათ უნდათ რომ ეს სურათი ისე არ აღიქვა როგორც რეალურად არის,მაშინ დამიჯერე ამას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება ... ეს ყველაფერი კი იმაზე საშიშად ჟღერს ვიდრე მამაჩემის სახე,როცა გაანალიზებს რომ მდივანზე ჩაეძინა ჩემს ლოდინში.
-ჩემი საქმეა ზედმეტად საშიში რა ვქნათ არ ვებრძოლოთ კრიმინალს?-გაეცინა დაჩის-მამაშენის ამბავს მე მოვაგვარებ ხვალ,ლადოს კარგად ვიცნობ და შეგაწევ ერთ-ორ სიტყვას. ფიქრობ რომ ეს ამბავი მაღალ ეშელონებში წყდება მე კი უბრალოდ მეთამაშებიან?
-მე ვფიქრობ,რომ მათ ვერ შეგაფასეს სათანადოდ. მშია,ნაყინი მაინც მიყიდე!
-ნოემბერია,რა ნაყინი?გაცივდები და ჩამივარდება გამოძიება.
-ჟმოტიც ყოფილხარ უჟმურთან ერთად!-დაჩიმ სიცილით შეიყვანა მაკდრაივზე მანქანა და ლილუს ნაყინები უყიდა.-ახლა იმდენია ამას მარტო ვერ შევჭამ,მიდი ნუ გერიდება რქები არ მოგრძვრება ნაყინი,რომ ჭამო ...
-შენ და, რამე ნივთიერებას გამოყოფს ორგანიზმი ღამით თუ საიდან ამდენი გამბედაობა?-სიცილს ვერ იკავებდა დაჩი.
-შენ ხომ მითხარი დაჩი არ ვარო?
-მამაშენს კი ვეტყვი,რომ საქმეზე ვსაუბრობდით,მაგრამ შეყვარებული არ გაბრაზდება?-გამომცდელად გადმოხედა გოგონას დაჩიმ.
-ვერც კი იფიქრებს!-ლილუს პასუხზე შეცბა. ვერ იფიქრებდა შეყვარებული თუ ჰყავდა მასზე შეყვარებულ გოგონას.მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო.
-ეს ამბავი ასაბაშვილმა უნდა გაიგოს ...-ჩაილაპარაკა დაჩიმ.
-ვინ?ბუკამ?
-ჰო,იცნობ?
-ქალი ვარ,რა თქმა უნდა, ვიცნობ!-წარბები მაღლა აწკიპა ლილუმ-ნუ,ინტერნეტ სივრციდან და ასე გადმოცემით ...
-„ქალი ვარ“ რას ნიშნავს?-ირონია გაერია მენთეშაშვილს.
-ახლა დაჩი არ ხარ და გეტყვი ..-ნაყინისს ჭიქა გამოაცარიელა ლილუმ-აი,გოგოებთან სხვანაირად არი,გვყავს ხოლმე რეალური ტურფები ანუ როგორც ლილუს ჰყავს დაჩი ... გადასარევია,როცა დაჩი „დაჩი“ არ არის.!-გაეცინა თავის თავზე გოგონას,მენთეშაშვილის ხარხარი დააიგნორა და განაგრძო-და გვყავს არარეალური ტურფები ანუ ვისაც ფოტოებიდან ვეტრფით,აი ეგ არარეალური ტურფაა ბუკა ასაბაშვილი.
-მოდი ისევ დაჩი ვიქნები,ხო?!-ღვედი შეიხსნა და ლილუსკენ გადაიხარა,თავისი ქურთუკის ჯიბეში ხელი ჩააცურა და რაღაც ამოიღო.გოგონას ეგონა გული გაუჩერდებოდა-საერთოდ არ მომწონს არარეალური ტურფების არსებობა,საერთოდ რა დროს ესაა,ლილუ?!
-ჩემი სახლში წასვლის დროა ...
-არც ამის დრო იყო,მაგრამ მართალი ხარ.
სახლთან მიიყვანა და ის იყო გოგონა უნდა გადასულიყო გამომძიებელმა მაჯაში რომ დაქაჩა და ადგილზე დააბურნა.
-რაღაც უნდა გთხოვო.
-არავის არაფერს ვეტყვი,მაზოხისტი კი არ ვარ?! შენს გადაკიდებას მირჩევნია მკვდარი ჯამბული ფურცხვანიძე გადავიკიდო-გაეცინა ლილუს.
-არა,ლილუ ამაში ეჭვი არ შემიტანია.
-კარგი,ჯანდაბას!-თვალები აატრიალა ლილუმ-ბუკას თუ სადმე ვნახავ გპირდები არ დავეცემი!
-მორჩი მაიმუნობას!-სიცილი ვერ შეიკავა დაჩიმ-თუ ტყვიის ანალიზი ხელში ჩაგივარდება ან ნებისმიერი რამ რაც ...
-ხვდები რას მთხოვ?
-ვხვდები,თავხედი ვარ,მაგრამ ამ ამბავში ჩემთან ერთად ხარ გინდა თუ „აღარ“...
-ვეცდები.
-მადლობა ყველაფრისთვის.
-ეს დაჩი უფრო კარგია.
-ნუ მეპრანჭები ამ ბაჭიებიანი კომბინიზონით,საერთოდ არაა მიმზიდველი!-სიცილს მერამდნედ ვერ იკავებდა თავადაც ვერ ხვდებოდა.
-ძილინებისა, დაჩი.
-ჰო,მართლა ასაბაშვილის ნახვას მოერიდე,რა ვიცი მაინც დავიზღვიოთ თავი,რომ წაიქცე?!
პასუხი აღარ გაუცია.
მომღიმარმა აირბინა კიბის საფეხურები.
რა სიგიჟე იყო,საღამოს ცხრის მერე სახლიდან ცხვირს არ ჰყოფდა ახლა კი თავად მენთეშაშვილთან ერთად დაათენდა თავზე და ამის გაანალიზებასაც ვერ ასწრებდა.

***
საკნის ოთხ კედელში გამომწყვდეულს სული ეხუთებოდა.
ვიწრო საწოლზე ჩამოჯდა და კედელს ზურგით აეკრო.
პატარა სარკმლიდან მთვარის შუქი ანათებდა მთელ მის სამყაროს,რომელიც იმ ცივი კედლების იქით წარსულში და მომავლის იმედებში ეგულებოდა.
„ჯერ ისევ ჩემი ქმარი ხარ ..“-შორიდან ჩაესმოდა ცოლის სიტყვები და უნებურად ეღიმებოდა.
ახლა ყველაფერზე მეტად უნდოდა სოფიაზე ეფიქრა,ის კი თითქოს მამაკაცის გონებას ერთი ღიმილით გამოემშვიდობა.
ოცნებებით ისევ იქ მიდიოდა - „სუფსის ნაპირებთან“


(წარსული)
კახი გურიელის სოფელში,სუფსაში იკრიბებოდა მთელი სამეგობრო,რატი გასვიანს და ბუკა ასაბაშვილს გზა რომ აერიათ.
-რატი,არ დაიწყო ახლა შენებურები,გზა აგერია!-სიცილი დაიწყო ბუკამ.
-ჯი პი ესით მივდივარ,რა გზა ამერია,აი, ათ წუთში მივალთ,რა!-ხელი აიქნია რატიმ და დაეჭვებული მზერა მოავლო არემარეს,რომელიც რატომღაც სულაც არ ეცნობოდა.
-აუ,დაგენიძლავები გზა აგერია,აი,შენი ახალი „აუდი“ და რამე!-იცინოდა გაწითლებამდე ბუკა.-რაო,გიმტყუნა ბუცეფალმა?!
-აუ,ფანჯრიდან არ გისრულო,მერაბუკა მიფრთხილდი!-თავადაც გაეღიმა და გზაზე მანქანა გადააყენა,შორიდან შენიშნა მოხუცი ქალი ტრასასთან მჯდარი და მის გასწვრივ გააჩერა თავისი ახალი ბუცეფალი ანუ ახალი მანქანა.-ამ ქალს ვკითხავ,შენ მანამდე კახის დაურეკე.
მანქანიდან გადმოსულმა თეთრი ტილოს პერანგის ბოლოები შეისწორა და გზა გადაჭრა.
-უკაცრვად აქეთ გურიელები საით ...-ის იყო წინადადება უნდა დაესრულებინა წინ მომავალი წითელკაბიანი გოგონა რომ დალანდა თავზე მინდვრის ყვავილების გვირგვინით.
-გისმენ,შვილო რომელ გურიელებს ეძებ?-ხელით მოიჩრდილა მოხუცმა და ისე ახედა ადგილზე გახევებულ რატის,რომელსაც მზერა ახალმოსულზე გადაეტანა.
-ამ ყვავილებს ყიდით?!-იკითხა ორი წამის შემდეგ და ხელით დაკრეფილ ყვავილებზე მიათითა,რომელიც გოგონას ხელში ეჭირა.
-დიახ,მაგრამ ჯერ ასაწყობია ..-ჩაერია ქალი და ჯერ რატის გადახედა მერე გოგონას.
-ვიყიდი ... ყველას-დაამატა პაუზის შემდეგ და გოგონას გაუღიმა.
-ბება,სამი საათია წამალი გაქვს დასალევი დამიჭირე და მოგიტან.
-მოიცა,ელენა ... -ამოილაპარაკა ქალმა და ხვნეშით წამოდგა-მე ამდენ ყვავილს მარტო ვერ ავაწყობ,შენ აუწყვე თაიგული,მე მანამდე წამალსაც დავლევ და მარწყვის კომპოტსაც გამოგიტან ცივი იქნება.
-აბა,არ გამიკეთებია წელსო?!-შესძახა გოგონამ-მაია მომატყუე? „სიმაღლე მარტო მე მაკლდება ტყუილების თქმაზე“ თუ რა ხდება?!-რატიმ ძლივს შეიკავა ღიმილი გოგონას ბავშვურ სიკაპასეზე.
-მერედა არ ვპატარავდები,შვილო?!მეც შენსავით მაღალი ვიყავი,მაგრამ აჰა,სულ მსუნაგი შენი თავის და კომპოტების ბრალია!
-ოხ,მაია ...-თავი გადააქნია გოგონამ,წითელი კაბის ბოლოები ლამაზად აიკეცა და სკამზე მოხდენილად დაჯდა,გასვიანს გული შეუტოკოდა ამ სანახაობაზე-სულ ყველა გნებავთ?-დაბლიდან ამოხედა და მზის სხივმა თვალი რომ მოუჭრა,ოდნავ წინ გადახრილმა ბიჭს მტევანში ხელი წაავლო და იმ მხარეს მისწია სადანაც მზის სხივი ეცემოდა-ასე დადექი,თორემ ვერ გიყურებ.-კანი აეწვა ამ შეხების სამუდამოდ შენახვის სურვილით გასვიანს.
-ქალაქელი ხარ?-გაეღიმა გოგონას როცა ბიჭის ჩაცმულობა შეამჩნია.
-თბილისელი.
-ანუ დედაქალაქელი ყოფილხარ.-ჩაიფრუტუნა გოგონამ და ფრთხილად გადააწყო ყვავილები.-საშინელებაა,მანდ როგორ ცხოვრობ?-სიცილს ძლივს იკავებდა წითელკაბიანი.
-ვუძლებ მძიმე პირობებს.-თვალები აუჭრელდა გოგონამ წამით ყვავილებს თავი რომ ანება და ხელზე დამაგრებული სამაგრით შავი თმები მოხდენილად რომ აიხვია.
-ჩემი ძმა სულ მანდ ცხოვრობს,ის აქაურობას ვერ უძლებს.ალბათ ამიტომ არ გვესმის ერთმანეთის,ან როგორ უნდა მესმოდეს,როგორ შეიძლება ამდენი შენობა და გამონაბოლქვის სუნი გიყვარდეს ადამიანს.
-ზოგს ხმაურიანი ცხოვრება უფრო უყვარს ვიდრე ...
-მერე რა,ნაკლებად ხმაურიანია სუფსა?-მდიანრის ხმა მათ სმენას სასიამოვნოდ სწვდებოდა.-ყვავილები შეყვარებულთან მიგაქვს?-გაეღიმა გოგონას და დაბლიდან ახედა ბიჭს.
-ჰა ..?!არა .. არა რა შეყვარებული,ჩემი მეგობრის ბებოსთან მიმაქვს.
-შეყვარებული შენც არ გყავს?-ისე უდარდელად ელაპარაკებოდა ღიმილს ვერ იკავებდა გასვიანი.
-არა.
-მერე რატომ?ჩემი ძმაც სულ ამას გაიძახის ჯერ არ გამოჩენილაო,თუ არ მოძებნე როგორ გამოჩნდება?!არ ვეძებთ ადამიანები ბედნიერებას,თორემ ერთი ხელის გაწვდომაზეა ხშირად.
-შენ ეძებ?
-არა,მე არა!-თავი გადააქნია თავდაჯერებით გოგონამ-მე ხომ გოგო ვარ?
-ამის გამო არ უნდა ეძებო?-გაეცინა წითელკაბიანის გამომეტყველებაზე რატის.
-არა,როგორ არა ... მაგრამ უფრო ლამაზი იქნება ვინმე თუ მიპოვის,ანუ ხომ გესმის ... როგორც მის ბედნიერებას.
-შენ რომ იპოვო?
-თინათინს კი არ უპოვნია ავთანდილი,ავთანდილმა იპოვა თინათინი.
-თინათინი ხომ ავთანდილზე უფრო ძლიერი იყო?-გოგონას წინ ჩაიმუხლა და უცნაურად გაუღიმა.
-ეგ ზოგადად ასეა,ქალები უფრო ძლიერები ვართ ვიდრე კაცები.-მხრები აიჩეჩა უდარდელად-ცხოვრებაში მხოლოდ ერთს ვითხოვთ,სწორმა ადამიანმა რომ გვიპოვოს,აი ჩვენმა მეორე ნახევარმა,მერე პაზლებს ჩვენითაც ავაწყობთ.
-თუ ვინმე მოგპარავთ მაგ პაზლს?
-პაზლების მოპარვის უფლებას ან შენ აძლევ ვინმეს ან თავად იპარავ ხოლმე,სხვა შემთხვევა არ არსებობს!-მტკიცე იყო გოგონა.
-რას ფიქრობ როდის გიპოვის შენი მეორე?..-უსასრულოდ რომ გაგრძელებულიყო ლაპარაკი ის სურდა გასვიანს.
-როცა სუფსის ნაპირზე გვირილები აყვავდება,როცა უცნობი გიპოვის სრულიად ნაცნობს-გადაიკისკისა გოგონამ და სუნთქვა შეეკრა ბიჭს-აბა მე რა ვიცი?!მთავარი ისაა გიპოვონ,როდის ამას რა მნიშვნელობა აქვს?
-როგორ უნდა მიხვდე სწორია თუ არა ის ვინც გიპოვის?
-არასწორი ვერ გიპოვის,ამას მუცელში იგრძნობ. აი,მე რომ თედოს ვუყვარდი გვერდით სოფლიდან ვიცოდი რომ ის არ იყო სწორი მეორე ნახევარი.არც პეპლები ყოფილა და არც სავსე მთვარედ არ მიგრძვნია თავი.
-ეს როგორ?-ფიქრების გორგალი აებურდა გასვიანს.
-აი,სწორ ადამიანს რომ იპოვი უნდა გქონდეს განცდა რომ სავსე მთვარესავით სრულყოფილი ხარ. აქ ღამით თუ გამოხვლ და ცაზე ნამგალა მთვარეს დაინახავ სუფსას როგორ ანათებს გაფუჭებული ლამპიონივით მერე მიხვდები რას გეუბნები ... თუ ძალიან კარგად დაკკვირდები მთვარე სულ სავსეა,მაგრამ როცა მთლიანად არ ანათებს და ნახევარია იმ ადამიანს ემგვანება ცხოვრებას მარტო რომ მიუყვება ... ლამაზია,მარტო ადამიანიც ნამგალა მთვარესავით ლამაზია მაგრამ არა სრულყოფილი ... შენ იპოვნე შენი რკალი?! -ყვავილების შეფუთვა დაიწყო წითელკაბიანმა.
-აქამდე არ მიფიქრია ამაზე,გპირდები ვიპოვნი.
-რომ იპოვნი ყვავილები ჩვენთან უყიდე!-გაეცინა გოგონას.-აი,თაიგულიც!
-მადლობა,ძალიან ლამაზია,მოეწონება ბებოს.-მსხვილი კუპიურია პატარა დახლზე შეუმჩნევლად დაუდო გოგონას და გაუღიმა.
-მეც მოვედი,ბებო აი დალიე ... თქვენც მიირთვით-ყოყმანით წარმოთქვა ქალმა და ისევ აათვალიერა წყვილი.
-მადლობა,მეჩქარება ... ნახვამდის.-მკვეთრად შემობრუნდა და ბუკა ასაბაშვილს გადახედა,რომელიც უკვე კარგა ხანია თვალს ადევნებდა წყვილს.
-უცნაური ხალხია ეს ქალაქელები რას გაიგებ,მაო?არ მინდა მანდ გადასვლა რაა-ამოიწუწუნა გოგონამ-მარწყვის კომპოტი რომ წინ გიდევს როგორ უნდა „გეჩქარებოდეს?“ დღეს ლილიმ დამირეკა,ვიღაც ჩამოდის და მოდი აუცილებლად უნდა გაგაცნოო,გეოგრაფიის მასწავლებელი კი არა მაჭანკალია ეგ ქალი!
-რას გაიგებ ბება,ეგეც დაბერდა ჩემსავით...

„გიპოვნი“...
ჩაილაპრაკა უხმოდ და მანქანაში ჩაჯდა.

-რაო საით ცხოვორბენ გურიელებიო?-სიცილს ძლივს იკავებდა ბუკა ასაბაშვილი.
-რაო?!... -ვერ გაიგო კითხვა ფიქრებში წასულმა რატიმ.
-რაო კი არა,რა „რომანტიკული ეგოისტობა“ მომინდომე შუა გურიაში?-შესძახა მეგობარმა-გააბა ბაასი გოგოსთან და მე ამომგუდა 45 გრადუს სიცხეში,მანქანაში!
-ელაპარაკე კახის?
-თემა ნუ გადაგაქვს,ვაჟბატონო!-საჩვენებელი თითი სასაცილოდ დააქნია ბუკამ-ჯერ მაგრად დაგვცინა ჩვენ,მერე შენ ბუცეფალს და მის გაუმართავ ჯი პი ესს,მერე ამიხსნა,რომ ორი ჩიხით ავცდით მაგის სახლს,აი იქ უნდა მოგებრუნებია ტელეფონში „ლივერპული“-„მანჩესტერის“ თამაშს რომ უყურებდი და სალაჰის მარსზე დარტყმული რომ გააპროტესტე.
-აუ,რამდენს ლაპარაკობ,ბიჭო თავი არ გტკივა ხოლმე?
-ილოცე რომ შესაფერი არგუმენტი დამისახელო რის შემდეგაც გადავიფიქრებ ამ ორი თვალით ნანახის იქ იმ პუბლიკაში მოყოლას გაბუქებული ელემენტებით!
-ნინას დედის მანქანით მოგიწევს თბილისის გზაზე მგზავრობა ...-უდარდელად ამოილაპარა რატიმ.
-ჯანდაბა!-ამოიგმინა ასაბაშვილმა და რატის სიცილი დააიგნორა.


წარსულის მოგონებების გახსენებისას სასიამოვნოდ გააჟრჟოლა.
ბედნიერების წუთებს თუ ინახავ ადამიანი,საპყრობილეშიც არ ხარ მარტო.

***
თავის საძინებელში შესული თავს ისე გრძნობდა,თითქოს მთელი ეს დრო აქაურობის გარეშე კომაში გაჭედილი სამყაროსგან მოწყვეტილიყო.
საწოლს ფრთხილად შეახო აკანკალებული თითები და ხმა ძლივს დაიმორჩილა ხმამაღლა,რომ არ ეტირა.
კაბა გაიხადა და გარდერობის წინ მდგარმა რატის მაისურებს მოავლო ცრემლიანი თვალები.
უამრავ ნაცრისფერ და თეთრ მაისურებს შორის ერთ-ერთი ამოარჩია და თავის სიფრიფანა სხეულზე მოირგო.
-შეიძლება?-ოთახში თავი შემოჰყო ანასტასიამ,დედამისი მამამისის მაისურში რომ დაინახა პირზე ხელი აიფარა და სიცილი დაიწყო.
-რა გაცინებს,მაიმუნო ბავშვო?-გაეღიმა ელენას და ცრემლები შეიმშრალა.
-გიხდება,დედიკო ...-კარი დახურა და კედელს აეკრო-შენთან რომ დავიძინო შეიძლება?
-ჩემთან?-თვალები დაუმრგვალდა ელენას,ტასო უკვე წელიწადზე მეტია მასთან აღარ იძინებდა-რა თქმა უნდა,შეგიძლია.
საწოლში ჩააწვინა პატარა გასვიანი და თავადაც გვერდით დაიკავა ადგილი.
-სახლიდან რომ მივდიოდით მამამ მითხრა ღამით შენთან დამეძინა ხოლმე ...-ამოიჩურჩულა ტასომ,ელენა წამის მეასედში დაიძაბა-მითხრა,რომ შეგცივდებოდა და მე უნდა გამეთბე.-მკლავები მოხვია დედას და თავი მკერდზე ჩამოადო-მე არ მინდოდა შენთან დაძინება.
-ვერ მაპატიე,ხო?-ხმა უკანკალებდა მენთეშაშვილს.
-არა,მინდოდა შეგციებოდა და დავბრუნებულიყავით.
ხმა არც ერთს ამოუღია,ოთახში მათი მშვიდი სუნთქვა გაყინულ კედლებს ათბობდა თითქოს ...

დილით ტასო სკოლისთვის მოამზადა და ის იყო სახლის კარს აღებდა კახიმ რომ დაურეკა.
-როგორ ხარ,ელენა?!-ანერვიულებული ხმა ჰქონდა მამაკაცს.
-არამიშავს,ტასო სკოლაში მიმყავს,რა ხმა გაქვს,კახი მშვიდობაა?
-კარი არ გააღო ..-კაცს სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა კიბესთან მდგარი ჟურნალისტები ლამის სახლში რომ შეუვარდნენ ელენა მენთეშაშვილს.
-ჯანდაბა ...-ამოილაპარაკა ქალმა და შეშინებულ ტასოს ხელი ჩაჰკიდა-ახლა აქედან გავალთ და შენ უცებ მანქანაში ჩაჯდები,ხო?-უჩურჩულა შვილს,მანაც თავი დაუკრა და ქალმა სახლის კარი გამოიხურა.
-ახლა ჩვენ ვიმყოფებით გახმაურებული კალანდაძის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის და ყოფილი მინისტრის ქალიშვილის,ადვოკატ ელენა მენთეშაშვილის სახლთან .... მართალია,რომ თქვენმა ყოფილმა ქმარმა საყვარელი მოკლა?-ყურში ჩაჰკივლა ახალგაზრდა გოგონამ ელენას,რომელმაც ამ კითხვის გაგონებისას ღიმილი ვერ შეიკავა,ჩანთიდან სათვალე ამოიღო და აუღელვებლად გაიკეთა.
-რატი ჯერ ისევ ჩემი ქმარია,რაც იმას ნიშნავს რომ მას საყვარელი არ ჰყოლია.
მანქანის კარი გამოაღო,საჭესთან მოთავსდა და ავტომობილი ადგილიდან ელვის სისწრაფით მოწყდა.
***
ლილუ მორგში იყო და ყავას სვამდა კარი მენთეშაშვილმა რომ შემოაღო და ოთახს მზერა მოავლო.
-ოთარი არ არი?-ლილუ მიჩვეული იყო დაჩის მხრიდან მსგავს გულგრილობას და გამომუშავებული იმუნიტეტით ისხლეტდა უსიამოვნო გრძნობებს.გოგონამ თავი პასუხის ნიშნად გადააქნია.-ანუ მარტო ხარ?!-გოგონამ ოთახს მზერა მოავლო და ისე,რომ პასუხი არც ახლა გაუცია მხოლოდ მხრები აიჩეჩა.-შენ,რა ენა გადაყლაპე?-კარი დახურა და ოთახში შევიდა მენთეშაშვილი.
-რამე გნებავთ,ბატონო დაჩი?-მაგიდასთან მოთავსდა და მზერა ფურცლებიდან დაჩიზე გადაიტანა,რომელსაც თვალები დაექაჩა მოულოდნელი რეაქციისგან.
-რა „ბატონო დაჩი“ ... ლილუ,რა დაგემართა?
-სამუშაო საათებში თქვენ ჩემი უფროსი ხართ და გისმენთ,რამ შეგაწუხათ?
-ესღა მაკლდა-თვალები აატრიალა დაჩიმ-ადექი წავედით.
-ბატონო?-წარბები შეკრა გოგონამ.
-ადექი,მივდივართ-მეთქი.-მშვიდად გაუმეორა გამომძიებელმა და ოთახს თვალი მეორედ მოავლო-ჯამბული ფურცხვანიძეს რა უყავი?
-გამოკეთდა და სახლში გავწერე.-ისე უდარდელად ამოილაპარაკა ლილუმ მამაკაცი ორი წამით ჩაფიქრდა წინადადების შინაარსზე.
-ნუ ხუმრობ ასე საშინლად.
-ეს ბრძანებაა თუ თხოვნა?
-რომელიც უფრო მალე დაგეხმარება თეთრი ხალათის გახდაში!
-ბატონო?-შეშფოთდა გოგონა.
-იმედია ასე არ აპირებ წამოსვლას!ჩაიცვი,რამე სიცივეა გარეთ.
-ვერსად ვერ წამოვალ მომკლავს ოთარი.
-ოთარის უფროსის სახელი შემახსენე,ტელეფონი მოიმარჯვა მენთეშაშვილმა.
-თუ გნებავთ ნომერს ჩაგაწერინებთ.
-ბრძანეთ!-ღიმილს ვერ იკავებდა გამომძიებელი.
-511-222-333-მშვიდად ჩაარაკრაკა ლილუმ და ისევ ფურცლებს მიუბრუნდა.
-ლილუ,ეგ ჩემი ნომერია ...-თვალები აატრიალა დაჩიმ.
-გამარჯობა,მე ლილუ მქვია.-არც შეუხედავს ისე ამოილაპარაკა.
-ლილუ,გამოადგი ფეხი!-შესძახა თვალებდაქაჩულმა დაჩიმ.
გოგონამ როგორც შეეძლო ნელა გაიხადა თეთრი ხალათი და პიჯაკი მოირგო,გასაღების გადატრიალებას 2 წუთი რომ მოანდომა დაჩის ნერვებმა უმტყუნა,მაჯაში ხელი წაავლო და დერეფნიდან ისე გაიყვანა თითქოს ადამიანი კი არა ბუმბული ყოფილიყოსო.
-რა ჯანდაბა მოხდა,აღარ იტყვი?
-ახლა შეხვედრაზე მივდივართ და შენ სრულიად არავინ ხარ.
-ბატონო?-წარბები აწკიპა გოგონამ.
-ჩემი შეყვარებული ვიგულისხმე,ანუ პროფესიით არავინ ხარ-მეთქი!
-შენ სულ გააფრინე?მამაჩემს ძლივს დავაჯერე,რომ ...
-მამაშენს შენ ხელსაც ვთხოვ,ოღონდ გაჩუმდი და დამაცადე ფიქრი!
-თავიდანვე ასე დაგეწყო ..-მხრები აიჩეჩა გოგონამ და ღვედი შეიკრა.
-არანორმალურია,კიდე ეს უნდოდა ჩემ „დალაგებულ“ ცხოვრებას?-ჩაილაპარაკა დაჩიმ და მანქანა დაძრა.
-აღარ იტყვი რა მოხდა?
-ექსპერტიზის პასუხები მოვიდა,ცნობაში წერია,რომ გასვიანის იარაღიდან არი გასროლილი ტყვია,მაგრამ მკვლელს შეცდომა გაეპარა.
-რა შეცდომა?
-მჭიდი სავსეა.
-ახლა რა უნდა ვქნათ?
-გასვიანის ადვოკატებს უნდა გავაგებინოთ,სანამ პროკურატურა გაიგებს.
-თუ უკვე არ იციან-ჩაფიქრებულმა თქვა ლილუმ და დაჩის გადმოხედა-მოიცა,ასაბაშვილთან მიგყავარ და ვითომ“არავინ ვარ“?! შენ ხოარ გააფრინე,სრულიად შემთხვევით?!-დაჩის დაქაჩულ თვალებს არ შეუშინდა ლილუ და უცებ წამოიძახა-ნუ მიბრიალებ თვალებს!
მენთეშაშვილმა სიცილი ვერ შეიკავა,შუქნიშანთან მანქანა გააჩერა და გაღიმებულ ლილუს ლოყაზე აკოცა.
-რა მეკუთვნის უშენობისთვის?-გოგონასკენ გადახრილმა მტევანს ჩამოადო ნიკაპი და გაღიმებულმა გადახედა აწითლებულ ლილუს.
-პაემანი ჯამბულ ფურცხვანიძესთან ...-აკისკისდა ლილუ.
-ხსოვნა არ დავიწყება იყოს.-ვერც დაჩიმ შეიკავა სიცილი.
-დაჩი,10 წამია მწვანეა ანთებული და ახლა გამომძიებლის ჟეტონიც ვერ გიხსნის ამ ხალხის რისხვისგან-ფანჯრიდან ისმოდა მძღოლების სიგნალები.
გაღიმებულმა მენთეშაშვილმა მანქანა დაძრა და გეზი თავისი მშობლები სახლისკენ აიღო.

მაღალსართულიან კორპუს თვალი მოავლო ლილუმ და შეშინებულმა გადახედა დაჩის.
-ეს ამბავი უჩემოდ არ მოგვარდებოდა?
-არ მითხრა ჯამბულის მერე დედაშენის მეშინიაო,თორე დაგცინებ ..-ხარხარი აუვარდა მენთეშაშვილს.
-რატომ უნდა მეშინოდეს,შენი „მართალი შეყვარებული“ კი არ ვარ!
-მიდი,ლილუ დაგვაგვიანდა!
ლიფტში მდუმარებას მხოლოდ ლილუს აბუყბუყებული მუცელი არღვევდა.
გოგონას გაწითლებულ ლოყებზე დაჩი სიცილს ძლივს იკავებდა.
-ძალით არ მინდა თავისით შვება ხოლმე,რომ ვნერვიულობ ...-ამოტირა ბოლოს და თვალები ცრემლებით გაევსო.
-რამდენი წლის ხარ,ლილუ?-სიცილი რომ ვეღარ შეიკავა დაჩიმ ხმამაღლა ახარხარდა გოგონას ცრემლებზე.
-24-ის და ძალიან გთხოვ ნუ დამცინი.-ცრემლები თითებით შეიმშრალა და თვალები მაღლა აღაპყრო.
ლიფტის კარი გაიღო თუ არა თითქოს დედას გულმა უგრძნოო,სახლის კარი დაუკაკუნებლად გამოაღო ქალბატონმა ნანამ.
-მოხვედით?-თბილად გაუღიმა წყვილს და ლილუს ცრემლებზე წარბი თავისით აექაჩა ჰაერში.
-რომ მოგიყვე აქამდე ამოსვლაში რატომ იტირა არ დამიჯერებ,ამიტომ გაიცანი ეს ლილუა.-გაეცინა დაჩის და გოგონას ხელი ისნტიქტურად გადახვია.
-სასიამოვნოა ..-ცრემლები შეიმშრალა გოგონამ და ქალს ხელი გაუწოდა-ხელი გაწიე,სამი წელი კუნგ ფუზე დავდიოდი და აქვე ამოგიგდებ მხარს!-უჩურჩულა გაღიმებულმა დაჩის და მანაც ციებიანივით აიღო თავისი ხელი ლილუს მხრებიდან.
-მამა,გაგეფრთხილებინეთ და წინასწარ მოვემზადებოდით ...-სახლში შეიყვანა თუ არა ნანამ დაჩი და ლილუ მაშინვე სამზარეულოდან გამოვიდა ზურა მენთეშაშვილი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე.
-ჯერ ცოლად არ მომყავს,ამიტომ დავმშვიდდეთ,სად არი ის?!
მამის გვერდით პატარა მენთეშაშვილიც რომ გამოჩნდა ლილუს მუცელი მოცარტიდან ვივალდიზე გადვიდა.დაჩი ვერაფრით იკავებდა სიცილს.
-მე, ელენა მენთეშაშვილი ვარ,შემო ...-გოგონას გაუღიმა და თბილად შეიპატიჟა მისაღებ ოთახში.
-როგორც გითხარი,ლილუ ჩემი შეყვარებულია და სანდოა ... მასთან შეგიძლია ისე ისაუბრო,როგორც ოჯახის წევრთან.-დაიწყო დაჩიმ და ლილუს გვერდით დაიკავა ადგილი.
-რატომ მეხმარები?-ხმა გაუტყდა ელენას.
-ტასოს მინდა მამა გვერდით ჰყავდეს,ამასთან ვერ ვიტან უსამართლობას.
-ბავშვებო,რით ვერ დამთავრდა ეს ჩხუბი,უკვე ზედმეტია!-შესძახა ნანამ და ლილუს გადმოხედა-შენ არ ინერვიულო,დედი ამათ ვეჩხუბები ორივენი ვირებივით ჯიუტები რომ არიან,შენ არ ინერვიულო ...
-მოვა თუ დავიწყო?-მაჯის საათს დახედა დაჩიმ.
-მოვლენ,კახის ველაპარაკე გზაში არიან,მანამდე ლილუ გაგვაცანი.
-არაფერია მოსაყოლი,ერთმანეთი მორგში გავიცანით და შეგვიყვარდა,მორჩა.-ამოიფრუტუნა დაჩიმ და მალულად გადმოხედა ლილუს,რომელსაც სახეზე შეეტყო,რომ „შეყვარების“ ეს ვერსია ნამდვილად არ მოეწონა.
-ლილუ,შენ მოგვიყევი დაჩის ლაპარაკი არ უყვარს.-გაანეიტრალა სიტუაცია ნანამ.
-მე პროზექტურაში ვმუშაობ,ექიმის თანაშემწე ვარ ... დაჩი პირველად მორგში გავიცანი ... -მუცელიც უნებურად გაჩუმდა როგორც ოთახში დანარჩენები-მანჯგალაძის საქმეს იძიებდა,მისი მესამე საქმე იყო,რომელსაც დამოუკიდებლად მოკიდა ხელი.საღამო იყო,სახლში წასვლას ვაპირებდი,როგორც წესი კარს მე ვხურავდი და გასაღებიც მე მქონდა ხოლმე.-დაჩის უნებურად გაეღიმა რომ გაახსენდა ლილუს რეაქცია,როცა პირველად გამოელაპარაკა.-ოთახში შემოვიდა და მოურიდებლად მთხოვა ოთახის გასაღები დამეტოვებინა,რომ ვკითხე რატომთქო,მითხრა გარდაცვლილს უნდა გავესაუბროო.რადგან ჩემ უფროსადაც ითვლებოდა შეწინააღმდეგების უფლება არ მქონდა,ამიტომ დავუტოვე გასაღები და წამოვედი.ზედიზედ 5-ჯერ რომ მთხოვა ოთახის გასაღები სერიოზულად შევშინდი ... ვიფიქრე ვაი თუ ... -უეცრად თხრობა შეწყვიტა და დაჩის გადმოხედა,მას და ელენას მომენტალურად აუვარდათ სიცილი,თითქოს ორივემ მიხვდა ლილუს შიშის ამბავს.
-მოიცა,ნეკროფილი გეგონა?-ძლივს ამოისუნთქა ელენამ და ძმას გადახედა,რომლის სახეზეც ასე გულიანი სიცილი კარგა ხანია აღარ ენახა.
-ხო,მე რა ვიცოდი „უნდა ველაპარაკო“-ში რას გულისხმობდა?სამი დღე ეკლესიიდან არ გამოვსულვარ,სანთლებს ვანთებდი და ღმერთს ვთხოვდი გამოასწორეთქო-სახლში ყველას სიცილის ტალღამ გადაუარა.-ბოლოს ტელეფონი დამრჩა,ღამე იყო დილით მნიშვნელოვან ზარს ველოდებოდი და აუცილებლად უნდა მივსულიყავი წამოსაღებად.იქვე ვცხოვრობ მეორე ქუჩაზე,მივედი სამსახურში,ოთახის კართან ვიდექი მამაკაცის ხმა რომ გავიგე და შიშისგან ხმა ჩამივარდა,ორი წამით აზრზე ვერ მოვედი,მერე დაჩის ხმა ვიცანი და ჩუმად შევიჭვრიტე ოთახში. ლუდის ბოთლი მოედგა გარდაცვლილის სხეულთან მაგიდაზე და ზემოდან დასჩერებოდა საწყალ კაცს,რომელიც საყვარლის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
ისე ელაპარაკებოდა წამით შევეჭვდი,ხომ მართლა მკვდარიათქო ბატონი მალხაზი ...
-სახელიც კი ახსოვს ..-გაეღიმა ზურას გოგონაზე,დაჩიმ მზერა ლილუდან მამამისზე გადაიტანა,თითქოს უფროსმა მენთეშაშვილმა უმცროსის ფიქრები გააჟღერაო,მასაც გაეღიმა.
-ტელეფონი ისე გამოვიტანე ოთახიდან ვერც კი შემნიშნა.-ჩაილაპარაკა ნაღვლიანად ლილუმ და წაბლისფერი თმები ზურგზე გადმოიყარა.დაჩიმ დედამისის დაბნეულ მზერაზე მიხვდა ჩარევის დრო რომ იყო.
-სინამდვილეში,ლილუს ეგონა,რომ ვერ შევამჩნიე,იმ ღამით სახლში გავყევი.გვიანი იყო და შემეშინდა ვინმე არ ადევნებოდა-ლილუს თვალები დაექაჩა და ტუჩებმოკუმულმა გადმოხდა გაღიმებულ მენთეშაშვილს-სადარბაზოში ისე შევყევი ვერაფერი გაიგო,ლიფტის ხმაზე მივხვდი საშიში არაფერი იყო და ისევ მალხაზთან დავბრუნდი პაემანზე.
-სიყვარულში როგორ გამოგიტყდა?-დაინტერესდა ელენა.
-სინამდვილეში,მე გამოვუტყდი შემთხვევით.-გაეცინა ლილუს-ჩვენ დამლაგებელ მალვინას ვუყვებოდი,რომ წინა ღამით დამესიზმრა,ის კი როგორც ფილმებში ხდება ჩემს უკან იდგა და მშვიდად ისმენდა ჩემ გასაჭირს.-გაეცინა ლილუს.
-რას იფიქრებდა,რომ მეც მიყვარდა მოკლედ ყველაფერი ასე იყო ... -წელზე ხელი მოხვია ლილუს დაჩიმ.
-კუნგ ფუ ...-თავი დაჩის სახისკენ შეაბრუნდა გოგონამ და ისე რომ სხვებს არ დაენახათ ჩუმად უჩურჩულა ყურში,რის შემდეგაც მენთეშაშვილმა ისევ ისეთი სისწრაფით მოაშორა ხელი გოგონას სხეულს.
კარზე ზარის ხმა რომ გაისმა ელენა წამოდგა გასაღებად.
-ასაბაშვილის დანახვაზე იმედია მძიმე როკს არ დაუკრავს მუცელი ხო?-ჩაიქირქილა დაჩიმ და ეშმაკურად გაუცინა ლილუს,რომელსაც მისი გაჭირვება ჰქონდა.
-ეცდება!-თვალები დაუბრიალა მამაკაცს გოგონამ და ოთახში შემოსულ ბუკას მზერა მოარიდა.
-ყველა ქალი ერთნაირია-თავი გადააქნია დაჩიმ და ბუკას დაწვრილებულ თვალებს თავისი ხელი შეაგება ჩამოსართმევად.-რაო,მერაბ როგორ ხარ?
-მერაბს მხოლოდ რატი მეძახის და მხოლოდ მას გასდის!-წარბი მაღლა აზიდა ასაბაშვილმა და ისევ ლილუს გადმოხედა.
-ნუ იძაბებით,თქვენ აკლიხართ ამ სიტუაციას გარნირად!-ჩაერია გურიელი-რა ხდება დაჩი,რატომ დაგვიბარე?
-რაღაცები ისე არ მიდის როგორც უნდა მიდიოდეს,თქვენს ძმაკაცს ისეთი მტერი ჰყავს,რომელიც მის ჩაძირვას უკანონოდ ცდილობს.
-შენ მაგას ახლა მიხვდი?-ჩაეცინა ირონიულად ბუკას-თუ გინდა სახელსაც გეტყვით,გვარსაც და თანამდებობასაც.
-მეეჭვება შენ დახშულ გონებას მაგდენის ფიქრი შეეძლოს,გადავიდეთ საქმეზე თუ ..
-ეს გოგონა ვინ არი შენი?-უეცრად იკითხა ასაბაშვილმა.
-შეყვარებული,ლილუ ქარდავა,იცნობ?-გაეცინა დაჩის და ლილუს მტევანი თავისაში მოიქცია.
-მე ვიცნობ,მეეჭვება მას ვახსოვდე-გაეღიმა ბუკას,ლილუ წყალს ისხამდა ჭიქაში ამ სიტყვების გაგონებისას უცებ რომ ახედა მამაკაცს.
-საიდან გახსოვართ?-დაჩის დაჟინებული მზერა გმირულად დააიგნორა გოგონამ.
-უნივერსიტეტში ერთ ლექციას ვესწრებოდით ორივენი ... თავისუფალი დასწრება იყო,სამართლის ისტორიაზე.
-მე რომ არ მახსოვხართ?
-ხომ გითხარი,არ გემახსოვრები-მეთქი?!-გაეღიმა ბუკას-მე ახლაც მახსოვს შენი ცისფერი კაბა,ლექტორმა შემთხვევით წყალი,რომ გადაგასხა.-ლილუს მიტკლის ფერი დაედო სახეზე.
„კუნგ ფუ“ ..-ხმა არ ამოუღია გაღიმებულ მენთეშაშვილს,რომელმაც ტუჩების მოძრაობით წარმოთქვა ერთი სიტყვა და ლილუც დაუბრუნდა რეალობას.
-ამაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვართ,ბუკა!-ჩაერია კახი-გისმენ დაჩი,რა იცი?
-სოფოს ოჯახს უნდა გააგებინოთ,რომ ექსპერტიზის დასკვნა მცდარია,სოფოს ფრჩხილებში აღმოჩენილი წითელი ლაქები სავარაუდოდ მკვლელს ეკუთვნის,დასკვნაში ამაზე არაფერი წერია.
-ეს ჩვენ რაში გვჭირდება?-ვერ გაიგო კახიმ.
-თუ ექსპერტიზის დასკვნაში დაწერენ,რომ სოფიამ მკვლელს სიკვდილის წინ გაუძალიანდა და შესაბამისად მკვლელის დნმ გარდაცვლილის ფრჩხილშია ჩარჩენილი მაშინ ყველაფერი იცვლება ... ამის შემდეგ მკვლელის ვინაობის გაგება ძალიან მარტივია, საქმის დეტალები ისე ლაგდება,რომ მთლიან სურათს ცვლის. ამ სურათის ცვლილება კი ვიღაც მაღალჩინოსანს არ აწყობს.-ხმა ამოიღო ლილუმ,ახლა ყველამ მასზე გადაიტანა ყურადღება,მან დაჩის გადმოხედა და მანაც თითქოს თანხმობის ნიშნად დაუკრა თავი-ექსპერტიზის პასუხებს ზოგადად მე ვიღებ ხოლმე,ეს მთავარი ექიმის საქმეა,მაგრამ ... ნუ,არ აქვს მნიშვნელობა ... იმ დღეს,როცა სოფის დასკვნა უნდა ამეღო,მითხრეს რომ ოთარმა უკვე გაიტანა დასკვნა.მორგის კარი შევაღე და თავის აწევაც ვერ მოვასწარი ისე მომახალა ოთარმა,რომ ოთახი სასწრაფოდ დამეტოვებინა.
-ერთადერთი რისი დანახვაც მოასწრო ეს ძვირადღირებული ფეხსაცმელებია.
-და ფრაზა ... „ ანალიზებში არ არის საჭირო“...-დაამთავრა ლილუმ.
-ჯანდაბა,შალიკაშვილის გარდა ამას ვინ იზამდა?-თვალები გაუფართოვდა კახის.
-ერთი ფაქტი არ ემთხვევა ..-ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა ბუკამ და დაჩის გადმოხედა-ფეხსაცმელები.
-ჰო,ლილუ,შენ თქვი,რომ ძვირადღირებული ფეხსაცმელი იყო,კლასიკური იყო თუ უფრო სპორტული?
-არა,კლასიკური, „არმანის“ შავი ლაკის ფეხსაცმელი.
-რეზი არასდროს ატარებდა კლასიკურ ფეხსაცმელს.რამდენი პროცესი ჩამიტარებია მასთან ერთად და არასდროს მახსოვს,რომ კლასიკური ფეხსაცმლით ყოფილიყო რომელიმეზე.-თქვა ასაბაშვილმა და დაჩის გადმოხედა.
-როგორც შენ დადებ თავს რომ რატი ამას არ იზამდა,ისე მე -ამას შალიკაშვილი ვერ გააკეთებდა!
-რა გინდა მითხრა,რომ რატის სხვა მტერიც ჰყავს?-ჩაერია ამდენ ხანს ჩუმად მჯდარი ელენა.
-სხვა გარემოებაცაა,რაც ახლა გვაძლევს საშუალებას რომ რატი სასამართლო პროცესამდე გარეთ გამოვუშვათ ..-ჩაილაპარაკა დაჩიმ-ტყვიის ექსპერტიზა უნდა მოითხოვოთ,ოქმში წერია,რომ ამ იარაღიდანაა გასროლილი ტყვია,მაგრამ ამაშიც არ ვარ დარწმუნებული.
-რა გაძვლევს ეჭვის საბაბს?-იკითხა ასაბაშვილმა.
-მჭიდი.-თვალი ჯერ ბუკას გაუშტერა,შემდეგ კი ელენაზე გადაიტანა მზერა-რატის იარაღის მჭიდი სავსეა,თუ ტყვია ამ იარაღიდან ისროლეს,რატომაა მჭიდის სავსე?
-მთავარია,ეჭვი არ აიღონ,რომ ჩვენ ვიცით ის რაც ჰგონიათ მათ,რომ არ ვიცით ...-ხმადაბლა წარმოთქვა ლილუმ.
-ესეც მეორე მიზეზი,რატომაც ვფიქრობ,რომ ამ საქმეში შალიკაშვილი სუფთაა ...-ჩაილაპარაკა დაჩიმ-რეზიმ იცის,რომ მე ეს დეტალები არ გამომრჩებოდა ... მეტიც,ეს საქმე ჩემ კოლეგას,ივიკო აბურჯანიას უნდა შეხვედროდა,უბრალოდ მე დავასწარი.
-ერეკლე აბურჯანიას ძმას?-ჩაეკითხა კახი.
-ჰო.
-ეგ ჟეტონის ხამი!-კბილებში გამოსცრა ბუკამ-არ გახსოვს გიოს რა გაუკეთა?!-ლენას გადმოხედა ბუკამ.
-მამამისი თანამდებობიდან ხო რატიმ მოხსნა?!-თვალები დააწვრილა დაჩიმ.

-შეიძლება,რომ მათ ჰქონდეთ რაიმე კავშირი ამ ამბავთან?!-ჩაერია ლილუ.
-ერეკლე, კულტურის სამინისტროში მუშაობს და საერთოდ არაფერ შუაშია იმ ეშელონებთან,რომლებსაც შეუძლიათ ექსპერტიზის პასუხები გააყალბონ.
-დაჩის ვერსია ყველაზე ლოგიკურია,მაგრამ ეს ფეხსაცმელები ...
-სასწრაფოდ მოითხოვეთ,რომ კერძო ექსპერტიზის პასუხებს დაელოდოს სასამართლო.
-თუ ის ვინც ამ ამბის უკან დგას ამდენად მაღალ თანამდებობაზეა,მეეჭვება კერძო ექსპერტიზამ გვიშველოს-ჩაილაპარაკა ბუკამ.
-თუ მოწმე გვეყოლება ...-ჩაილაპარაკა ელენამ და მზერა დაჩისკენ გააპარა.
-არა,ელენა არა!-თითქოს ფოლადი ჩაუსხეს ხმაში გამომძიებელს-არავინ ვიცით ვისთან გვაქვს საქმე და ლილუს სიცოცხლეს საფრთხეში არ ჩავაგდებ,ხო გესმის?!
-გასაგებია ...-ჩაილაპარაკა ელენამ და სკამის საზურგეს აეკრო.წამით ჰაერი ჩაისუნთქა და ფეხზე წამოდგა-ბუკა,განცხადების საქმეს მოაგვარებ?
-მოვაგვარებ,შენ ბავშვი გამოიყვანე და სახლში წადი.

ლიფტში იყვნენ უცებ ლილუმ რომ წამოიწყო ლაპარაკი.
-მომატყუე!
-ვერ გავიგე?
-სანამ სახლში მიმიყვანდი გამაფრთხილე,რომ არავინ ვიყავი,მერე ... რატომ გააცანი მათ ჩემი თავი როგორც შენი შეყვარებული?
-ბუკას წინაშე დაცემის უფლება,რომ არ გქონოდა.-გაეცინა დაჩის.
ლილუ სიბრაზისგან გამწვანდა.
-კარგი რა,ლილუ?!-სიცილს ვერ წყვეტდა და ლოყაზე ნაზად უსმევდა მტევანს-ჩვენი ამბავი ისედაც დროის საკითხი იყო,შენ რა გგონია მართლა ვერ შეგამჩნიე იმ ღამით გაფართოებული თვალებით რომ მიყურებდი და „უფალო უშველეს“ ბუტბუტებდი?!
-რა თქმა უნდა ვერ შემამ ... რა იცი რას ვბუტბუტებდი?!
-მე ალუბლებიანი პიჟამა უფრო მომეწონა ...-ჯიბეში ხელები ჩაიწყო და ლილუს გაოცებულ თვალებზე ხარხარი ავუვარდა-პატარავ,არც ისე კარგი იდეაა ღამღამობით პიჟამოებით გარეთ გამოსვლა თუნდაც ეს ბაღის ბავშვის ...
-ნუ დამცინი!
-არა,გამაგებინე 24 წლის გოგო ისევ ეგეთი პიჟამოებით ...
-დაჩი,გეყოს!-და ისევ ვივალდი გაჟღედა რაზეც დაჩის ცრემლებიც კი წამოუვიდა სიცილისგან.-დღეს რაც თქვი ყველაფერი მართალი იყო?!
-შენი თვალებივით.
***
მეორე დღეს საკნის კარი გააღეს.
-გასვიანი,გამოდი.-გაისმა ბადრაგის ხმა.
-რა ხდება?!-სახეზე ხელი ჩამოისვა რატიმ.
-სახლში მიმყავხარ,ამჯერად ჩემი მანქანით.-გაეცინა ასაბაშვილს და გასვიანს ხელი გადახვია.
გზაში დეტალურად რომ მოუყვა მეგობარს საქმის ვითარება ერთადერთი რაც მისგან გაიგო მხოლოდ ეს წინადადება იყო.
„ტასოს სკოლაში გავუაროთ,წესით 10 წუთში ამთავრებს ბოლო გაკვეთილს.“
ბუკას გაეღიმა.
ასეც ვიცოდიო გადმოხედა მეგობარს და სკოლისკენ აიღო გეზი.
შენობასთან მისულებმა გაიგეს როგორ დაირეკა ზარი და 5 წუთის ინტერვალში ბავშვები ეზოში გამოვარდნენ გახარებული სახეებით.
-პარასკევი დღის მადლი..-გაეცინა ბუკას.
-ჩემი შვილის გვერდით ბიჭს შენც ხედავ თუ მე მატყუებს თვალი?-თვალები დააწვრილა გასვიანმა.
-საცოდავი შენი სიძე!-სიცილი აუვარდა ბუკას.
-გეყოლება გოგო და ვნახოთ როგორ ილაპარაკებ!
-მამიკო ...-გოგონამ დალანდა თუ არა ნაცნობი სხეული ეზოს ჭიშკართან ინერციით გამოიქცა და მამამის ჩასახუტებლად გაშლილ მკლავებში ჩაიკარგა ატირებული.
-ჩემო პატარა,მომენატრე მა.
-მეც მომენატრე,დედასაც მოენატრე.-მამის სახეზე თავის პატარა თითებს დაატარებდა და თვალებში ბედნიერებები ფეიერვერკებად უფეთქდებოდა.
-ჰო,მართლა დაურეკე და უთხარი ბავშვს დღეს ჩემთან დავიტოვებ.-ტასო ხელში აიყვანა,გოგონა რაღაცის თქმას აპირებდა,ბუკამ რომ ანიშნა ტუჩებზე მიდებული საჩვენებელი თითით,არაფრი თქვაო,მასაც მზაკვრულად გაეცინა და მამამის მთელი ძალით ჩაეხუტა.

რატის სახლის წინ გააჩერა მანქანა ბუკამ.
-ბიჭო,მაკუნას უნდა გავუარო და საღამოს ამოვალთ,არ იწუწუნო ახლა დაღლილი ვარ და შემეშვითო,რა!
-დაურეკე დანარჩენებსაც და ამოდით,რა აზრი აქვს,რომ გითხრათ არ მოხვიდეთთქო,ჩამომიღებთ კარებს!
-შენი წაკითხული „სტუმარ-მასპინძელი“ შევარცხვინე,გასვიანო!-გაეცინა ბუკას.
რატიმ გულზე მიხუტებული ტასო ფრთხილად აიყვანა კიბეზე.
და ის იყო გასაღები უნდა მოერგო კარისთვის,სახელურის ჩამოწევისას თავისით რომ გაიღო.
-დედა,მახსოვს ცოტა პიტნაც უნდა დავამატო და უფრო გემრიელი გამოვა,ვიცი ეგეთი ოროსანიც არ ვყოფილვარ სამზარეულოში!-თავიდან ეგონა მოესმა,ტასოს გაბადრულ მზერაზე მიხვდა რომ რაღაც ისე ვერ იყო როგორც ეგონა.
კარში შესულს თითქოს ერთბაშად გაულღვა გაყინული სისხლი ძარღვებში.
ზუსტად ისე,როგორც ზამთრის სუსხისგან დაღალულ კაცს სახლში დანთებული ბუხარი ან ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცს ზღურბლს იქით მომლოდინე ცოლი,ისე ათბობდა ახლა გასვიანს სულის ტკივილამდე მონატრებული ხმის გაგონება.
-დედა,მოვიდნენ მერე დაგირეკავ ... -წინსაფარი შეიხსნა და გახევებულ ქმარს გაუღიმა ელენამ.-დაგაგვიანდა,რატი.
-აქ რას აკეთებ?..-ბავშვი ჩამოსვა და დაღლილი მზერა მიაპყრო სანატრელს.
-გადავწყვიტე,რომ შემცივდა და გაზაფხულის დროა.
-ხო?!-ჩაეცინა და ქალისკენ დაიძრა-მაინდამაინც ციხეში უნდა მოვმხვდარიყავი რომ გადაგეწყვიტა გიყვარვარ თუ არა?!-ელენამ ნელი ნაბიჯებით დაიწყო უკან სიარული .
-მე სულ მიყვარხარ!
-და ჩემგან გაქცევით ამტკიცებ ამას?რისი ღირსი ხარ პირდაპირ მითხარი!
-რატი ...-ხმა აუკანკალდა ქალს-ვიცი,რომ არ ვიმსახურებ ამ სახლში ყოფნას და არც შენ სითბოს.მეც არ ვიცი რა დამემართა ...
-შენ უბრალოდ ადექი და წახვედი,ლენა ახლა ადექი და უბრალოდ დაბრუნდი,რატომ მაქვს შთაბეჭდილება,რომ მეთამაშები ... იმ ცეცხლს ეთამაშები,რომელსაც შეუძლია დაგწვას!
-დამწვა ამ ცეცხლმა უკვე ...-ცრემლები ჩამოუგორდა ქალს.-ვერ გავუძელი იმ კრიზისს,რაც გვქონდა ურთიერთობაში ...
-არა,-საჩვენებელი თითი ცხვირწინ დაუქნია მამაკაცმა ცოლს და გაეცინა-შენ,იცოდი,რომ ჩემთან მოსაბრუნებელი გზა სულ გქონდა,იცოდი რომ უთავმოყვარეოდ მიყვარდი,ადექი და წახვედი,რის გამო რომ რაღაც დაგაკლდა?რომ გიღალატე?არა,იცი რის გამო წახვედი ?!
-რატი ...
-იმის გამო,რომ დაგენახა უკან დაბრუნებულს მე როგორ მიგიღებდი,დაგენახა რომ ჩვენ შორის უპრინციპო ეს მე ვარ და შენ ის ხარ,ვისაც მუდმივად თავგანწირვა სჭირდება სრულყოფილი ურთიერთობისთვის.
-მამიკო,არ გვიტოვებ ...?!-ოთახის კართან ატუზულ ანასტასიას ნიკაპი აუკანკალდა ტირილის წინაპირობად.რატის ამ სიტყვებმა თითქოს სული დაუკაწრა.
-რას ამბობ,მა?!-სიმწრით გაეღიმა რატის და ტასოს გადმოხედა.
-ისევ უნდა წავიდეთ?-ახლა დედამისი მოძებნა ცრემლებით მზერა დაბინდულმა ტასომ.
-იცი ამ ცრემლებისთვის რასაც იმსახურებ ...-კბილებში გამოსცრა რატიმ და შვილისკენ დაიძრა-მა,შენ აქ მოხვედი და მე სადმე გაგიშვებ?!-შვილის წინ ჩაიმუხლა გასვიანი.
-ანუ ვრჩებით?-ხმა ჯერაც უკანკალებდა პატარა გასვიანს.
-მოდი ჩემთან,ნუ ტირი-მეთქი მე ხო გითხარი?რამე ღირს შენ ცრემლებად,მა?!
-ერთად ვიქნებით,მითხარი რომ ერთად ვიქნებით!
-ჩამეხუტე,გამათბე.-გაეცინა შვილის დაჟინებულ ტონზე რატის.

საღამო იყო.
ყველანი ერთად ისხდნენ ისე როგორც ყოველთვის მათი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.
ელენამ ყავა გააკეთა და რატის გვერდით დაიკავა ადგილი.
-ამ სახლში ეს სიტუაცია მაკლდა,რა!-გაეცინა გიორგი ნინიძეს(ერთ-ერთ ტყუპს)
-არ დამეძინა ...-ოთახიდან გამოვიდა ტასო და მშობლების მეგობრებს მოავლო თვალი.
მამამისმა რომ გაუღიმა და ხელით ანიშნა მასთან მისულიყო სწრაფად გაიქცა და მამის კალთაში მოკალათდა.
-ლენ,პლედი გამოუტანე არ შეცივდეს ...-ეგონა რეტი დაესხა ფეხზე წამომდგარ ელენას,რომელიც ჩქარი ნაბიჯებით გაემართა შვილის ოთახისკენ,სადაც მისცა თავის თავს უფლება საკუთარ შეცდომაზე ეტირა.

ცხოვრებაში საკუთარი თავი რომ გაგიცრუებს იმედებს,დაშვებული შეცდომები გახურებულ შანთებს რომ დაემსგავსება და სულზე დაღს დაგასმევს მანდ აანალიზებ ადამიანი,რამდენად უძლური ხარ,უსახო სახიერებასთან.
მასთან ვინც შიგნით გყავს,გულში.
რომ გგონია რაღაც დამთავრდა ერთ წერტილს დასვამ და ცხოვრების მსვლელობა ორს გამიზნულად მიამატებს,ჯამში კი სული ვეღარ წვდება იმ სამ წერტილს, იმ გაგრძელების ალბათობას რაც ვერ გათვალე დასაწყისში,აანალიზებ რომ ბრძოლის სტრატეგიის არსებობა იმდენადვე აბსურდია,რამდენადაც ბრძოლის დაწყების მიზეზი.
ხანდახან ადამიანი საკუთარ გრძნობებს უფრო შეჰყავთ შეცოდმაში,ვიდრე „გონიერებას“.
ვგულისხმობ,ზოგჯერ ადამიანს გრძნობაც და ლოგიკაც ისე უმტყუნებს,როგორც მხდალი ჯარისკაცი სამშობლოს.

ცრემლები შეიწმინდა და მისაღებში პლედით დაბრუნდა.
-დაჩი ოდესმე შენ რომ დაგეხმარებოდა წარმოიდგენდი?-იცინოდნენ ბიჭები.
-უსამართლო არც არასდროს ყოფილა.-მხრები აიჩეჩა რატიმ და ტასოს თავზე აკოცა.გვერდით მჯდარ ცოლს ერთხელაც რომ არ შეხედა ამით აგრძნობინა,რომ თავადაც მიხვდა „ლენ“-ის გაპარულ შეცდომას,რომელიც ინსტიქტების ბრალი იყო და სხვა არაფრის.
თითქოს რაღაც ჩაწყდაო მენთეშაშვილს.
-რატი,ბუკა მიყვებოდა და არ მჯეროდა,ელენა მართლა გურიაში გაიცანი?-წამოიწყო ლაპარაკი მაკუნამ,ბუკას მეუღლემ.
-რა არი დაუჯერებელი,ეს გოგო გამაგიჟებს!-ჩაიფრუტუნა ბუკამ.
-ის,რომ გურიის შემდეგ 3 წელიწადში იპოვეს ერთმანეთი!-წარბაწეულმა გადმოხედა მაკუნამ ქმარს.
-მე მეათე კლასამდე გურიაში ვცხოვრობდი ბებოსთან,რადგან პატარა ვიყავი და ჩემი მშობლები უცხოეთში ხშირად მიდიოდნენ მივლინებაში ამიტომ გადაწყდა რომ მე სუფსაში დავრჩენილიყავი ... დაჩი დიდი იყო და ბავშვობიდან დამოუკიდებელ ცხოვრებას იყო ნაჩვევი ამიტომ მას არ უჭირდა.თბილისში იმდენად იშვიათად ჩამოვდიოდი,რომ იქაურობა საშინლად არ მიყვარდა ... რატი,რომ გავიცანი გზაზე და გავიგე რომ თბილისიდან იყო მას შემდეგ მესიზმრებოდა საკუთარი თავი ამ დიდ ქალაქში ... იმ წელს ბებო გარდაიცვალა და მეც გადმომიყვანეს თბილისში. სამხუწაროდ,აქ ჩამოსულმა გვიან გავაანალიზე,რომ უზარმაზარ ქალაქში უცნობის ძებნა,თივის ზვინის და ნემსის ამბავი იყო ..-ყველას ეცინებოდა ელენას სიტყვებზე,რადგან თითოეული ამ ისტორიის ნაწილი იყო.
-მაგრამ,სადაც არის ბედი შენი იქ მიგიყვანს ფეხი შენი,ელენასთან გამართლდა და გაგვიცნო ჩვენ!-ჩაერია ნოდო ნინიძე,მეორე ტყუპი.
-მოიცა,თქვენ საიდან?-დაიბნა მაკუნა.
-ჩვენ კახის მამიდაშვილობის ამბავში ამათ თვალწინ გაზრდილი ბავშვები ვიყავით,ამათზე უმცროსები,მაგრამ სამეგობროში მაინც მიღებული ხალხი ... ნუ ვიყავით რა,მე ვიყავი და ნოდოსთან მერე უხერხული იყო ...-ჩაიქირქილა გიორგიმ და ძმის მოქნეულ ხელს თავი ისნტიქტურად აარიდა.
-ჩვენ კლასში მოხვდა ელენა,რამდენჯერმე ხიფათს რომ გადავარჩინეთ და სახლამდე მივაცილეთ კახიმ და ნინამაც გაიცნეს.მერე ისე რა ბუნებრივად განვითარდა მოვლენები. ბუკა და რატი გერმანიაში სწავლობდნენ,სანამ იქაური ლექტორი არ სცემეს და ორივე არ ჩამოეხიზნა თერგდალეულებივით მშობლიურ ქალაქს.-გაეცინა იმ პერიოდის გახსენებაზე ნოდოს.
-მაშინ რატის სახლი ჩემი მშობლების კორპუსში იყო.ვარაუდით ვიცოდი,რომ იქ ვიღაც ბიჭი ცხოვრობდა, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი,რომ ის ვიღაც ჩემი უცნობი ქალაქელი იყო ...-გაეღიმა და ტასოს თავზეე ხელი ფრთხილად გადაუსვა,თითქოს ქმარს თვალებში ჩახედვა ვერ გაუბედაო და მისთვის მოსაფერებელი ხელით შვილს წაეპოტინა.
-ისევ ჩვენ ... ნუ ჩვენ რა,დედამ თქვა ნოდო ნაშვილებია და არ აგრძნობიოო ...-გიორგის სიტყვებზე ისევ გაეცინათ მეგობრებს-ჩვენი შეწევნით მობილობა გააკეთეს და ჩვენს უნივერსიტეტში გადმოვიდნენ.
-და პირველად როდის შეხვდით?-ინტერესმა მოიცვა მაკუნა.
-კიბეზე ჩამოვდიოდი და ხმა გავიგონე.-ამოილაპარაკა რატიმ თითქოს წარსულის მოგონებებში წასულმა ...
***
(წარსული)

სადარბაზოს კიბეზე ჩარბოდა და ისე იკრავდა ღილებს საწყლად გაუთოებულ პერანგზე,რომელსაც წუნს ვერავინ დაუდებდა,მაგრამ არავინ იცოდა რა წვალების ფასად იყო ასეთ წესრიგში.
-ელენა,ჭვკვიანად!აქ სოფელი არ არის და აღმა-დაღმა ყველას ნუ ესალმები,მეშინია ათასი გადარეული დადის ქუჩებში.!
-ვინ რა უნდა დამიშავოს,დე?-გოგონას სიცილის ხმა ბუნდოვნად ჩაესმოდა ყურში და კონცენტრაციას,რომელიც მთლიანად ღილებზე ჰქონდა გადატანილი ჰაერში ნაცარტუტად აქცევდა.
-მე არ ვიცი,ელენა მამაშენს ისედაც ძლივს ვაკავებ ხოლმე არ იცი რა გიჟია?!
-ქმარი შენია!-არ ჩერდებოდა გოგონას ხმა.
-დედა,როგორ შეიძლება სულ ხითხითის ხასიათზე იყო,სერიოზულად ...
-დე,სულ სერიოზულად ყოფნა დაგაბერებს!
-არ ხარ ჩემი კოცნის ღირსი,დაჩის ჩავეხუტები შენ, გამითეთრებ თმებს ამ ახალგაზრდა ქალს!
-არისტოკრატებს და ცისფერ სისხლიანებს ასაკი რას დაგაკლებთ,დე?!-ძალით აკოცა ქალს ლოყაზე და სასაცილოდ დამანჭა სახე-ჩემი თავადის ქალი,აბა რა?! არ შეარჩინო ჩხეიძის ქალო არავის არაფერი!- კისკისი ნელ-ნელა შორდებოდა სმენას და მიხვდა,რომ გოგონამ სადარბაზო დატოვა.
ძლივს გამოერკვა სიტუაციაში და გასასვლელისკენ დაიძრა.
ყველაზე შემზარავი მის წყვდიადში ზარივით გაჟღერებული ნაცნობი ნოტები იყო,რომლებმაც თავით შეაჯახეს რეალობას,რომ რაც მოხდა არ იყო მისი წარმოსახვის ნაყოფი.
კიბეები ჩაირბინა და ის იყო ნანა სახლში აპირებდა შესვლას,უნებურად რომ შესძახა:
-ქალბატონო ნანა,როგორ ხართ?-ღიმილმა სახე გაუპო და ნერვიულობისგან გაოფლილი ხელები ზურგსუკან წაიღო ინსტიქტურად.
-არამიშავს,დედი ჩემი შვილი მაწვალებს თორემ გადასარევად ვიქნებოდი... შენ როგორ ხარ?
-არ ვიცოდი ქალიშვლიც თუ გყავდათ ...-ენაზე იკბინა ქალის გაოცებულ სახეს რომ გადააწყდა-კიბეებზე გავიგე თქვენი ლაპარაკი.
-აჰ,ჩემი ქმრის გრაფიკის გამო ელენა ნახევრად სოფელში გაიზარდა,რაც ჩემი დედამთული გარდაიცვალა მას მერეა ელენა აქეთ გადმოვიდა საცხოვრებლად.-გაეღიმა ქალს.
-რომელ სოფელში ცხოვრობდა?!-ეგონა მუხლები მოეკვეთებოდა მოულოდნელობისგან.
-გურიაში,სუფსაში იქნებ გაგიგონია კიდეც,აი თქვენი კლასელი რომ იყო კახი გურიელის სახლი ხომ გახსოვს?!სწორედ იმ სოფელში ცხოვრობდა ჩემი დედამთილიც.ელენაც იქ გაიზარდა.
„სუფსა ..“
ეგონა საფეთქლებზე ჩაქუჩებს ურტყამდნენ.
-კი,ვიცი .. ვიცი .. -თავისი ხმა აღარ ესმოდა.ყურებში წუილს ჭკუიდან გადაჰყავდა.
-რატი,ხომ კარგად ხარ?
-კი,ამ ბოლო დროს ასე მემართება ხოლმე ... კარგი,ქალბატონო ნანა, გამიხარდა თქვენი შვილის ამბავი,წარმატებები სწავლაში.
-გაიხარე შვილო.
-ნახვამდის ...- დარჩენილი საფეხურებიც ჩაირბინა და გარეთ გამოსულმა გულზე ძლიერად მიიჭირა მარჯვენა ხელისგული.
მანქანამდე 50 მეტრი კილომეტრად მოეჩვენა,გახშირებულ სუნთქვას ვერაფერს უხერხებდა.
ჯიბეში გადანაწილებულ ტელეფონს და მანქანის გასაღებს უშედეგოდ ეძებდა 5 წუთის განმავლობაში.
როგორც იქნა დაფარა „უსაშველოდ დიდი“ მანძილი ავტომობილამდე და იქ მოთავსებულმა საჭეს თავი ჩამოადო.
ტელეფონის ზარი გაუჩერებლად რეკავდა.
-სად ხარ რატი, ამდენ ხანს?!-გაისმა ნაცნობი ხმა და ისიც რეალობაში დაბრუნდა.
-გაუშვი ზედმეტი ხალხი შენთან მოვდივარ ...
-მშვიდობაა?!-ხმა დაუსერიოზულდა მოსაუბრეს.
-არა.
ტელეფონი მგზავრის სავარძელზე გადააგდო და მანქანა ეზოდან ელვის სიწრაფით გაიყვანა.
„დღევანდელი ამინდის პროგნოზი უკვე გაგაცანით ახლა კი ... ქართული კვარტეტის შესრულებით „გაზაფხული შემოსულა,ლენ“ -მოისმინეთ მეგობრებო!-ეგონა ელანდებოდა.ამდენი დამთხვევა არ შეიძლება მომხდარიყო.ეგონა ყველაფერი რასაც ხედავდა ესმოდა და გრძნობდა თავისი წარმოსახვის ნაყოფი იყო.
მანქანა ნაცნობ კორპუსთან შეაჩერა.

-სად ხარ,რა ხდება რას გამაყრევინე ჩემი სიდედრი და სიმამრი გარეთ?!-სწრაფად მიახალა და შინ შეატარა-ფერი არ გადევს სახეზე,რატი კარგად ხარ?!
-რა ხდება?!-სამზარეულოდან თავი გამოჰყო ნინამ.
-გახსოვს სამი წლის წინ სუფსაში რომ ვიყავით ...-ფერდაკარგულმა ახედა კახის,რომელსაც თვალები დაეწვრილებინა ინტერესისგან.
-ჰო,მახსოვს.გზა აგერიათ შენ და ბუკას და ერთი საათით დაგაგვიანდათ ...-გაეცინა კახის.
-გზაში ვიყავით,ბუკამ დაგირეკა გზა აგვერიაო ... გზაზე მოხუცი ბებო და ახალგაზრდა გოგო იდგნენ ყვავილებს ყიდდნენ.ახალგაზრდა კიარა ბავშვი იყო ...-ყელი გაუშრა,თითქოს ნინამ იგრძნოო და წყალი ჩამოუსხა მადლობა თვალებით გადაუხადა და წყალი სულმოუთქმელად დალია-სანამ ბუკა გელაპარაკებოდა მანქანა გადავაყენე და ამ ქალისკენ წავედი.ვიფიქრე ლილის ყვავილებს ვუყიდი და ისე ავალთთქო... ჯანდაბა,კახი.-შუბლი მოისრისა და არითმია გმირულად დააიგნორა-ცხოვრებაში პირველად გოგონა შემიყვარდა ... სამი წელია ყოველ ღამით მისი წითელი კაბა მესიზმრება ... სამი წელია ყოველ გაზაფხულს ჩავდივარ სუფსაში და იმ გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიებს ვათვარიელებ ... სამი წელია ვეძებ და დღეს ... სადარბაზოში მისი ხმა ... -სახეზე ხელები აიფარა და მეგობრების გაოცებულ სახეებს გადახედა-3 წელი იმას ვეძებდი ვინც ჩემგან ორი სართულით დაბლა ცხოვრობს და ჩემი კლასელის დაა.
-ახლა დამშვიდდი და ყველაფერი თავიდან მომიყევი,ნუმერაციის მიხედვით ... ნინა,შენ ყავაში კაპლი ჩამისხი და წნევის აპარატი გამოაყოლე.
.
.
.
კახის და ნინას სინქრონში გამოესახათ სახეზე გაოცება.
-ერთი წამი,ჩამოვყალიბდეთ ...-ამოილუღლუღა გურიელმა-შენ გინდა მითხრა,რომ მენთეშაშვილის ... იმ მენთეშაშვილის დაზე ხარ სამი წელი შეყვარებული,პლატონურად?!
-პლატონურადაც აღარ ჰქვია ამას.-აჰყვა მეუღლეს ნინაც.
-ახლა რა ჯანდაბა ვქნა?!-თავზე ხელები შემოიჭდო გასვიანმა და დივნის საზურგეს აეკრო.
-ახლა ... რავიცი?!-წამოდგა ფეხზე კახი და აქეთ-იქით მიმოიხედა-მთავრობის და სამართლის იმედი არ უნდა გვქონდეს ... როგორც მინუმუმ ჩვენ სხეულებს კუკიაზე ჩუმად დაამარხვინებენ ოჯახის წევრებს და მერე ტანკით გადაგვივლიან!-შესძახა აღშფოთებულმა და დივანზე მოწყვეტით დაეშვა-ადამიანო,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის და და ეკონომის მდგრადობის შვილი არ შეგყვარებოდა კაბიანი დაილია ქვეყანაში?!
-შენ ასე დაჯექი და გადაწყვიტე მოდი ბავშვობის მეგობარს შევიყვარებო?-წამოჯდა რატი.
-ერთი წამი,მე ბავშვობის მეგობარი შემიყვარდა შაჰ აბასის კი არა!
-რა მნიშვნელობა აქვს?-ისეთი გაკვირვებული სახით გადმოხედა გასვიანმა, კახის შერცხვა.
-ადექი,ნინა დაურეკე ასაბაშვილს და ნინიძეებს,მოვიდნენ და ჩახედონ ძმაკაცის სიყვარულის მორევს თვალებში გამითეთრდება ეს ორი ღერი თმა ამ თავზე და აღარც მენთეშაშვილის ულულო ტანკი დამჭირდება სიკვდილისთვის!
-ნუ ქოთქოთებ ბებიაშენივით,დაჯექი!-შეუბღვირა ცოლმა ქმარს და ისიც მშვიდად ჩამოჯდა დივანზე.
-მადლობა ნინა!-აღმოხდა რატის.
-სამი წლის მერე ვითომ ემახსოვრები?-ჩაფიქრებული მზერა მიაპყრო მეგობარს კახიმ.
-მე თუ მახსოვს,მასაც უნდა ვახსოვდე!
-ოჰ,კაი კაცო!იქნებ და მარტო შენ იწვი ქარ-ცეცხლში და იმ ბავშვს არც ახსოვხარ,ან ეს შვილისტოლა გოგო რამ შეგაყვარა?
-შენ რატის ასაკს რომ ურტყამ,ხვდები რომ ...!?-ორაზროვნად გადმოხედა ნინამ მეუღლეს-ორი ღერი თმა და ნიშადური გიწყობს ხელს,შემოგაწვდი კისელს,გაზეთებს ... ბუხარი შარშან მოიწყვე მამისეულ სახლ-კარში და გაუდექი გურიის და სიბერის გზას!
-ნინა,არ მინდა ეს ბევრი ლაპარაკი ძალიან გთხოვ!
-მძიმე იუმორი ჰქვია მაგას,მაგრამ ბერდები და ვეღარ იტან!-სასაცილოდ დამანჭა სახე ნინამ.
-ყველაფერი არ ითქმისო ქალბატონო ნინა და ნუ მათქმევინებ!-წარბები ეშმაკურად აზიდა კახიმ.
-რაც არ არი - არც ითქმის,ცივი ტყუილი ჰქვია ამას,ბატონო კახა!
-კახა,ბაბუაშენია.
-შეგეშალა,ბაბუაშეანია საყვარელო.
-მაგ ენას ამოგაცლი,აფერისტო ბავშვო!
-პერსპექტიული მელოტი მყავს ქმრად,რომელსაც ნერვები ძაფზე ჰკიდია და მანქანაში ნიშდური უდევს ყოველი შემთხვევის,უკაცრავად დიდი ხანია აღარ ვარ ბავშვი!-ტიტინებდა სასაცილოდ ნინა.
-მანდ არ მომიყვანო თორე გაჩვენებ პერსპექტიულ მელოტს!
-შენ არ ინერვიულო,არ შეიძლება ასაკში ხარ უკვე,მე ასეთიც მიყვარხარ ...-ჩაიქირქილა ნინამ და მომღიმარ რატის თვალი ჩაუკრა.
-ხედავ?ეს გინდა?სახლში ნერვების საწამლავი გყავდეს?შეირგე რა ბედნიერი და ლაღი ცხოვრება!
-ვიღაცას ის ორი ღერი თმაც აეწიწკნებაა!-წაიღიღინა სამზარეულოდან ნინამ.
-მეც მიყვარხარ,ჩემო სიცოცხლე!
-დედაჩემთან არ დამარეკინო ...
-დავდოთ ზავი და მოვრჩეთ ტინგიცს!-სიდედრის ხსენებაზე ტანში გასცრა გურიელს.
ბუკა ასაბაშვილი და ტყუპი ნინიძეები 20 წუთში უკვე ადგილზე იყვნენ და დაძაბული სახეებით უსმენდნენ კახის,რომელიც ამბავს ისე აბუქებდა,გეგონებოდათ რატის მენთეშაშვილის კი არა, ბინ ლადენის და შეჰყვარებოდა.
-მოდი დავაკონკრეტოთ,რომელი ელენა მენთეშაშვილი,ჩვენი კლასელი?!-ჩაფიქრებულმა ტყუპებმა ერთმანეთს სინქრონში გადახედეს.
-რაო?!-თვალები დააწვრილა ბუკამ.
-ჩვენი ელენა,დაჩი მენთეშაშვილის და,მინისტრის მოადგილის ქალიშვილი-მაგაზე იძახით?!-თვალები დაექაჩა ნოდოს.
-ელენა დაჩის და თუ იყო არ უნდა გეთქვათ იმბეცილებო?!-წამოიძახა კახიმ,
-თქვენ ...-გაეცინა რატის და სავარძელზე შესწორდა-გინდა მითხრათ,რომ გოგო რომელსაც სამი წელი ვეძებდი თქვენი კლასელი იყო თქვე დეგენერატებო?-ტყუპები ჰაერში რიგრიგობით რომ ახტნენ შიშისგან ბუკამ და კახიმ სიცილი ძლივს შეიკავეს.
-ეე,ჩვენ რა ვიცოდით შენ თუ ელენაზე იძახდი,ვიღაც ციდან მოწყვეტილი ადრიანა ლიმა გვეგონა,ჩვენი თხაპუწა ელენე რა მოსატანი იყო?!-მხრები აიჩეჩა სახედაბრეცილმა გიორგიმ.
-არა,როგორ მოვკლა ასე ორივე ...?!-ბიჭებს გადახედა მომღიმარმა რატიმ.
-კარგი,მისასვლელი გზა ვიპოვეთ,აგერ ერთის ნაცვლად ორი გვყავს ნახე თან ერთნაირები!-გაეცინა ბუკას.
-თქვენ გამითეთრეთ თმა ...-ამოიხრიალა კახიმ და სკამის საზრუგეს მიეყრდნო.
-ერთი ღერი თმა ჩამოუვარდა და ტვინი განიცდის!-სიცილისგან გადაწითლდა ნოდო ნინიძე.
-ვხედავ ნინიძის გახარებულ სახეს ... არა,ნოდო აშკარად არაა,უი!გიორგის შავები აცვია და მომღიმარი დაჰყურებს აწ განსვენებულ ტყუპს!
-ჯვარი აქაურობას,მოინანიე ახლავე!-კოპები შეყარა ნოდომ.
-არაა ურიგო იდეა ..-ჩაფიქრებული მზერა მიიღო გიორგიმ.-დაჩის რომ არ გავაგებინოთ?!
-ოცდამესამე წელიწადშია თინეიჯერი ბიჭივით დაემალოს შეყვარებულის ძმას,გასვიანია თუ იესე ფალავანდიშვილი?-შეწუხდა ნოდო.
-საერთოდ სხვა შედარება იყო ...-თავი გადააქნია გიორგიმ.
-შენ ძალიან გთხოვ დამშვიდდი!-სახე დაბრიცა ნოდომ.
-ისტორიასთან ჩავლილო და ქართული ლიტერატურის ჩინურო მცოდნევ,მეტი მოწიწება იქონიეთ მომავალი დოცენტი ტყუპის მიმართ!-ჩაიქიქრილა გიორგიმ.
-ჩვენ შორის დოცენტი შენ თუ იქნები მე აკადემიკოსი და შოთას გარე ბიძაშვილი ვყოფილვარ.
-პირველში ვერ მაჯობებ და მეორეში გაგიკვირდება და მეც მრჩება პატივი შოთასგან!
-ვინც შენს დისერტაციას მიიღებს და მერე უნივერსიტეტში შეგიშვებს ლექტორად,იმას არ ეღირსოს შენზე უკეთესი სიძედ!
-ფაქტობრივად დალოცე იაგო მახაჭაძე.
-მოცლილი ხარ,ვიღაცა ხარ!-ხელი აიქნია ნოდომ.
-ახლა იესე არ ვიცი და ბრძოლის ველზე დაცემული ცხრა ძმა ხერხეულიძეების მეზობელს ჰგავხარ.
-ახლა ისეთს ჩაგცხებ 300 არაგველი შეძრწუნდება მიწაში.
-ეგ ხალხი შენი აუგად სახსენებლები არ არი და ძალიან გთხოვ ცოტა პატივისცემა „წარსულთ დიდებასთან.“
-მუცელში რომ შემეჭამე ამდენს ვერ იბლატავებდი.
-შენი შესაჭმელი გუფთაც მენანება.
-შენთვისვე აჯობებს გაეცალო ახლა ჩემს სათოფეს.
-სათამაშო თოფის გარდა ხელში კომბალს არ გაჭერინებდა ბაბუ,რა ამბიციებით ხარ,სამი კვირა ლოგინად ჩავარდი ყელის ტკივილის გამო.
-შენი სულიერების დაღმასვლაც მტკიოდა,ტყუპურად ვიგრძენი.
-არ გეუბნები პირდაპირ,მაგრამ ნაშვილები ხარ.!
-ეგ მაშინ გეთქვა 6 თვე თავზე წითელი ლაქები,რომ გაჩნდა სულ თავი გარტყმევინე მაშებზე!
-დედას ვეტყვი!-ნოდოს აპილპილებულ სახეზე უკვე გადალურჯებული მეგობრები სულს ვერ ითქვამდნენ.

(აწმყო)

მეგობრები გააცილეს,რატიმ მძინარე ტასო თავის საძინებელში შეიყვანა და ფრთხილად მოათავსა ლოგინზე.
თავადაც გვერდით მიუწვა და შვილის თმების სურნელი ღრმად შეისუნთქა.
-არ ვიცი ოდესმე თუ შევძლებ აგიხსნა მაშინ რა დამემართა ... -სანათი მკრთალად ანათებდა ქალის სახის ნაკვთებს.
-შვილი დაგვეღუპა,შენ უბრალოდ ადექი და წახვედი.-უემოციოდ ამოილაპარაკა გასვიანმა და შვილს საბანი ორივე მხრიდან შემოუკეცა.
-რატი,რატომ არ ცდილობ გაიგო ...-ხმა აუკანკალდა ქალს.
-სანამ პირველმა შვილმა არსებობა არ შეგახსენა შენ ტკივილებში თავჩარგულმა კარი გამოიჯახუნე და მთელ სამყაროს თავზე დაგვამხე ის რაც არავის ბრალი არ იყო!
-შვილი დავკარგე,რატი ...-ადგილიდან ვერ იძვროდა მუხლებაკანკალებული ქალი.
-გაგიკვირდება და მეც!-ცინიზმი გაერია მამაკაცს ხმაში-მაგრამ ანასტასია არ დამვიწყებია!
-უსამართლოდ მექცევი,მე უბრალოდ ... მაშინ ... თავი ვერ მოვთკე ..
-ტასოს ხელი მხოლოდ იმის გამო გაარტყი,რომ ბავშვმა იკითხა ვატოს საწოლი შენს ოთახში რას აკეთებდა!-შეუვალი იყო მამაკაცის ხმა-ხომ,ხვდები რომ საერთოდ მადლობელი უნდა იყო ბავშვი რომ არ წაგართვი!
-ჯანდაბა,ახლა ისე მეზიზღები მგონია რომ კანი მეწვის ...-სახეზე ხელები აიფარა ქალმა.
-იმიტომ,რომ შენთვის კომფორტულ ზონაში არ ხარ-გაეცინა გასვიანს და ბავშვის ოთახიდან სამზარეულოში გადაინაცვლა,ცოლიც ფეხდაფეხ მიჰყვა მამაკაცს.-იმიტომ გეზიზღები,რომ ცამდე მართალი ვარ და შენ ამას აანალიზებ,ეს კი არც ისე სასიამოვნო გრძნობაა,გეთანხმები.
-როგორ შეგიძლია ასეთი შეუბრალებელი იყო,როცა საქმე ჩემ ტკივილებს ეხება ...-სიტყვა დასრულები არ ჰქონდა მამაკაცის ძლიერი მტევანი რომ იგრძნო სახეზე,მთელი ძალით უჭერდა ყბებეზე ჩავლებულ ხელს რატი.
-არ გაბედო ...-კბილებში ავად გამოსცრა გასვიანმა-არ გაბედო შენი ეგოიზმის ნთხევა,თორე ტასოს თავს გეფიცები საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ!-თვალებში წითელი კაპილარები უელავდა მამაკაცს.ცოლის ცრემლები ნელ-ნელა ასველებდნენ მის ჩამოთლილ თითებს.
-მაპატიე,რატი ...-უკანასკნელ ძალებს ამოაყოლა ქალმა ორად ორი სიტყვა.
-ამას დამსახურება უნდა,ლენა ...-ხელი შეუშვა და ისე რომ ქალის სხეული მიხვდა ეცემოდა წამით არ გარხეულა.პირდაპირ მის ფეხებთან დაეცა თავისი გაზაფხული.

ცარიელ კედლებში, თითქოს უერთმანეთობით გაყინულ სხეულებს მათი წარსულის მოგონებები უთბობდათ.

(წარსული)
რამდენიმე დღის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა საღამო საათები იყო.
თბილისში უჩვეულო ამინდი იყო ან გასვიანი იყო უჩვეულოდ.
გაზაფხულის გრილი ნიავი სულის ყველაზე ღრმა ნაპრალებში აღწევდა.
თითქოს გვირილები იწყებდნენ ყვავილობას და ამ ფაქტს ყველა ერთად აღებული სეზონიც კი ვერ დაიტევდა.
სუფსის,წითელი კაბის და შავი ნაწნავების გარდა.
თითქოს ორი უცნობის სეზონი იწყებოდა.
რაღაც პირველი და აუხდენილი ოცნებების მსგავსად ხელშესახები.
სადარბაზოსთან მანქანა დააპარკინგა და გადმოსვლას აპირებდა ნაცნობი ხმა რომ მოესმა.
-არ დაიჯერებ,ჩემი ლექტორი ისეთი საყვარელია ... იმდენი რამ იცის,მხოლოდ ამ კაცის გამო ღირდა ამ ფაკულტეტზე ჩაბარება. ისე ძალიან მენატრება მანდ ყველაფერი,კატუშა.-ის იყო,ამ ხმას მილიონ ქალის ხმაში გაარჩევდა.ლამპიონები მკრთალად ანათებდნენ ტაბიძის ქუჩას,რომელზეც არხეინად მოაბიჯებდა გოგონა ხელში უამრავი წიგნით.-დაჩი მეხვეწება ღამით მე გატარებო,სულ გაგიჟდა, არ იცი როგორ შეურაცხადს ემგვანება თავის სამსახურში.-იცინოდა,უცხო სეზონს ნელ-ნელა ემატებოდა ფერადი ფერები.
სადარბაზოსთან მოახლოებულს ისეთი სიფაქიზით გაჰკრა გოგონას ბეჭი იფიქრებდით მთელი ცხოვრებაა ამ მომენტისთვის ემზადება,მისთვის ერთადერთი სადარდებელი ის არის,გოგონას რამე არ ატკინოსო.
სადარბაზოს კარში აფრიალდა სტუდენტის თეთრი კოსნპექტები და რამდენიმე სქელტანიანი წიგნი ხმაურიანად დაენარცხა იატაკს.
-კატო,სახლში მივალ და გადმოგირეკავ.-ტელეფონი ჯიბეში ჩააცურა და ისე დაიწყო ფურცლების აკრეფვა არც შეუხედავს „ნაცნობი უცნობისთვის“.
-ბოდიში,ვერ დაგინახეთ ...-რატიმ დაინახა როგორ გაუშეშდა გოგონას ხელები,მთელი სხეული გეყინა და მტანჯველი ლოდინით ამოხედა ბიჭს.
მაშინ ზუსტად მიხვდა რატი,რომ ელენამ იცნო.
ეს იმაზე ცხადი იყო ვიდრე თავად ელენას წარმოედგინა თავის ყველაზე ლამაზ ოცნებებში.
რამდენიმე წამი საუკუნედ გაწელილ სიჩუმეს ითვლიდა და ამ ხმაურს გაჭირვებით იტევდა.
-თქვენ ... -ამოილუღლუღა გოგონამ.
-კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდი.-ღიმილი ვერ შეიკავა.
მიმოფანტულ კოსნპექტებთან მარტო დატოვა გახევებული გოგონა და კიბეებს უდარდელად აუყვა.
იცნო.
ახსოვდა.

მთელი ღამე არ ეძინა უმცროს მენთეშაშვილს.
იმ დღის მერე გონებაში ჩამარხული უცნობი მცენარე იზრდებობდა უცნობ ნიადაგზე.
აი,იმ დღის მერე რაც უზარმაზარი ყვავილების თაიგული შეკრა და ქალაქელს გაატანა მეგობრის ბებოსთან,იმ პირობით,მაშინ როცა ქალაქელს ვინმე შეუყვარდებოდა ყვავილების თაიგულს ისევ თავად შეუკრავდა.
იმ დღის მერე ყოველ ღამით სტუმრობდა ქალაქელი,გოგონას სიზმრებს.
ხელში უამრავი გვირილა ეჭირა და თვალებით უღიმოდა.
ის ღამე თავზე დაათენდა წითელკაბიანს ...
დილით უნივერსიტეტში წასასვლელად გამზადებულს კარებთან უზარმაზარი თაიგული დახვდა.სულ გვირილები იყო.ასე ნანატრი და ოცნებაში მილიონჯერ დახატული გვირილები.
„სუფსის ნაპირზე გვირილები აყვავდა...“-ნაქარგი კალიგრაფიით ეწერა წინადადება ბარათზე.
-კიბეზე ჩამოვდივარ ნუ აფეთქდები ათ წუთში მანდ ვარ.-ტელეფონი ბეჭზე ედო და სახით იჭერდა თავგადახრილი.წესად ქონდა კიბეზე პერანგის შეკვრა.ცალ ხელში მანქანის გასაღები ეჭირა მეორეთი ცდილობდა ღილები შეეკრა.ისეთი სიმპათიური ეჩვენა კარში გახიდულ მენთეშაშვილს კიბეზე ჩამომავალი გასვიანი,წამით პულსი დაუვარდა.ფრთხილად აიღო თაიგული ხელში და ისე,რომ მამაკაცისთვის მზერა არ მოუშორებია ყვავილები სახესთან ახლოს მიიტანა.სულ ტყუილად ელოდა რატისგან რაიმე რეაქციას. გასვიანმა თვალი შეავლო გოგონას და ისე ვითომ იქ თავისი ნანატრი სასწაული კი არა უბრალო მეზობელი მდგარიყოს გვერდი აურა და სადარბაზო დატოვა.
ვერაფერი გაიგო.
დაიბნა.
ფიქრებში ისე აიხლართა სახე მოეღუშა.
ნანას კითხვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
დაუბარა ლარნაკში ჩააწყვეო და სახლი იმ ბარათთან ერთად დატოვა,რომლის რეალურობასაც ბოლო წამამდე ვერ იჯერებდა.
გარეთ გასულს,გაზაფხულის მზემ თვალი მოჭრა.
თავდახრილი ეძებდა მზის სათვალეს ჩანთაში,ორი ნაბიჯი წინ გადადგა და ნაპოვნი სათვალეც მოირგო.
თავი მაღლა ასწია გზის გადასაჭრელად მოემზადა ნაცნობი სილუეტი,რომ დალანდა და წამის მეასედში დაასხა ცივმა ოფლმა.
იდგა მანქანასთან საღეჭ რეზინს შეუმჩნევლად ღეჭავდა და სივრცეს გაჰყურებდა.
-მიყვარხარ?-ელენას ეგონა სამყარომ ელვის სისწრაფით დაიწყო ტრიალი.
-ბა ... ბატონო?!-ამოილუღლუღა და უკან მიიხედა ხომ ნამდვილად მე მეუბნებაო.
-რაო გვირილებმა,უყვარხარო?-გაეღიმა ელენას აწითლებულ ლოყებზე.
-ვის ...-თავისი ხმა ძლივს ესმოდა მენთეშაშვილს.
-ქალაქელს.
-ჯერ არ მიკითხავს.
-მე ვკითხე.
-მერე?!
-გიყვარვარ.
-ბატონო?
-გვირილებმა თქვეს,მე არაფერ შუაში ვარ!-ხელები მაღლა ასწია და ისე გაუცინა გოგონას.
-თქვენ ... ხომ ... ის ...
-გვირილების ადრესანტი ვარ,შენ მათი ადრესატი.
-მე ... არ ...
-სამი წლის წინ ასეთი მორიდებული და დაბნეული არ იყავი.-სიცილს ვერ იკავებდა ელენას შესამჩნევ ნერვიულობაზე და თავად ვინ იცის რა ფასად უჯდებოდა სიმშვიდის შენარჩუნება.
-სამი წლის წინ 16 წლის თავქარიანი ბავშვი ვიყავი.
-გილოცავ,ცხრამეტის გამხდარხარ.-გულიანად გაეცინა რატის.
-მე ლექციაზე მაგვიანდება.
-წამო გაგიყვან.
-არა.!
-შენი მოტაცება რომ მდომოდა სამი წლის წინ მოგიტაცებდი.-ისევ იცინოდა გასვიანი.
-არც მიფიქრია!
-იქნებ უნდა მომეტაცებინე,ვინ იცის?!-მხრები აიჩეჩა,მანქანის კარი გამოაღო და მძღოლის ადგილი დაიკავა.
-ნახვამდის,გვირილებისთვის მადლობა.
-მიყვარხარ.გვირილებიც ამას გეტყვიან.
თვალი ჩაუკრა გახევებულ გოგონას და იქაურობას გაეცალა.
წუთნახევარი რომ გავიდა და გრძნობდა რაღაც ახრჩობდა,მხოლოდ მაშინ გაანალიზა,რომ მთელი ოთხმოცდაათი წამის განმავლობაში პატარა მენთეშაშვილს სუნთქვა დაავიწყდა ...
ქუჩას ფეხით დაუყვა.
საათს,რომ დახედა მიხვდა ძალიან დააგვიანდებოდა თუ ამ დილითაც სეირნობას გადაწყვეტდა.ტაქსი გააჩერა და მგზავრის ადგილი დაიკავა.
მისამართი უკარნახა და თხელი შარფი რომელიც კისერზე ჰქონდა მოდებული ხელის მარტივი მოძრაობით მოიხსნა.
„ამინდის პროგნოზი გაგაცანით,ახლა კი ჩვენს ეთერში გაზაფხულის დროა ... უცნაურია,რომ ამ სიმღერას ერთი თვის განმავლობაში თითქმის ყოველ დღე ვუსმენთ, „გაზაფხულს გადარებ..“-ისმოდა ბიჭის ხმა რადიოდან.
-შეგიძლიათ მაგნიტოფონს აუწიოთ?! ...-ხმადაბლა ჰკითხა ტაქსისტს,რომელმაც მგზავრის თხოვნა გაითვალისწინა და მაქნანის სალონში ნაცნობი მელოდია გაჟღერდა.
ამაზე ამაღლებული ცხოვრებაში არაფერი უგრძვნია.
იმ დილით თითქოს ღრუბლებიდან ვიღაცამ ჯადოსნური ჯოხი აიქნია.
ციდან ოცნებად ქცეული სასწაულები ცვიოდა.
****
(აწმყო)

-არ გაგიმართლა,ასაბაშვილს ცოლი რომ ჰყავს ...-საბუთებში თავჩარგულ ლილუს თავზე დაჩი რომ წამოადგა შიშისგან ყავა გადასცდა და ისეთი ხველება აუვარდა დაჩის ორი წამით შეეშინდა კიდეც.
-შენ ჩემი სიკვდილი თუ გინდა,პირდაპირ მითხარი რა შემოვლითი გზებით მევლინები?
-ახალი არაფერია?!
-თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ ოთარი დააწინაურეს ... არა,არაფერი.
-რაო?!-თვალები გაუფართოვდა დაჩის.-ეს ახლა უნდა გეთქვა?რატო არ დამირეკე?
-უკაცრავად,ჩემი პირადი ცხოვრებაც მაქვს,სულ სხვათაშორის!-წარბები აწკიპა გოგონამ-დღეს დილით გავიგე,ვიფიქრე მოვა და ვეტყვითქო.
-დაწვრილებით მომიყევი,როგორ გაიგე,ვისგან და ასე შემდეგ.
-დილით შემოვედი,ოთარი ყუთში თავის ნივთებს ალაგებდა,ვკითხე რა ხდება-მეთქი?!მანაც გახარებული სახით შემატყობინა,რომ „ნამდვილ საავადმყოფოში“ გადადის რატომ და რის საფუძველზე არ მიკითხავს,ვიფიქრე ასე დავაეჭვებდი ...
-რატომ იფიქრე,რომ დააეჭვებდი?-თვალები დააწვრილა დაჩიმ.
-იმ დღის შემდეგ,რაც არასწორ დროს ოთახის კარი შევაღე,თითქოს ჩემ ყველა ქცევას აკვირდება .. არ ვიცი,შეიძლება ეს ჩემი ეჭვებია,მაგრამ თავი დავიზღვიე,სულაც რომ მეკითხა იმ პასუხს არ გამცემდა,რაც ჩვენ რამეში დაგვეხმარებოდა ...
-ვინ რაში უნდა დაგხმარებოდა,ლილუ?!-ოთახში მიშო აბურჯანია გამოჩნდა,დაჩიმ თვალებით ანიშნა ლილუს არაფერი შეემჩნია.
-ჩემი მეზობელზე ვუყვებოდი,რომელმაც კარგი ექიმი მირჩია ...
-რომელი ექიმი?-თვალები დააწვრილა აბურჯანიამ და იდაყვით დაეყრდნო მაგიდას მომღიმარი.
-ოტორინოლარინგოლოგი ჯამბულ ფურცხვანიძე,გსმენია?!-გაეცინა მენთეშაშვილს.
-ლოთი ჯამბული მსმენია,იგივე გვარით ... ამასწინათ ვიპოვეთ სასაფლაოზე გარდაცვლილი ერთი და იმავე პიროვნებაზე ვსაუბრობთ?!-უტეხი მზერა მიაპყრო ერთმა გამომძიებელმა მეორეს.
-გისმენთ,ბატონო მიხეილ მეეჭვება აქ ყელყურცხვირის ექიმზე სასაუბროდ ჩამოსულიყავით.-არაფრისმთქმელი მზერით გადმოხედა ლილუმ მამაკაცს.
-მომენატრე და ჩამოვედი.-გაუღიმა აბურჯანიამ გოგონას და მზერა მისგან დაჩიზე გადაიტანა.
-ბატონო?!-გაეცინა ლილუს.
-მართალია,რომ ოთარი წავიდა?-არ შეიმჩნია ლილუს კითხვა მიშომ და სწრაფადვე განაგრძო-ცნობილია უკვე ვინ მოჰყავთ?!
-რატომ გგონიათ,რომ მე ამის შესახებ ვინმე ანგარიშს ჩამაბარებდა?!-ცალყბად გაუცინა გოგონამ.
მიშომ ირონიული მზერა მოავლო ჯერ დაჩის შემდეგ გოგონას და იქაურობა დატოვა.
-ამოისუნთქე თორე გასკდები ..-დაიჩურჩულა მომღიმარმა ლილუმ და ისე რომ დაჩის აწითლებული სახისთვის ზედაც არ შეუხედავს სიცილი ვერ შეიკავა.
თვალებგაფართოებულმა გამომძიებელმა ჯერ ლილუს გადახედა ბოლოს თავი გადააქნია და ხელები სახეზე ჩამოისვა.
-რა შარში ვარ ...
-შენ თუ ჯამბული?!-სიცილს არ წყვეტდა ლილუ.
-ამ საღამოს მოემზადე.
-ამჯერად ვისი როლი უნდა განვასახიერო?-უდარდელად იკითხა ლილუმ.
-შენი.
-რა გამოცანებით ლაპარაკობ,დაჩი?!-ყავისკენ წაიღო ხელი და ახლა უკვე გაციებული სითხე მოსვა.
-არ ვიცი,პაემანზე როგორ პატიჟებენ?-მხრები აიჩეჩა დაჩიმ და გოგონას ხველებაზე სიცილით გავიდა ოთახიდან.
-რა ჭირს ამ ბიჭს?-ოთახში დამლაგებელი მალვინა შემოვიდა,რომელმაც მომღიმარ მენთეშაშვილს ეჭვნარევი მზერა გააყოლა.
-არ ვიცი,წარმოდგენა არ მაქვს ...-ამოილაპარაკა გაღიმებულმა ლილუმ და ისევ საბუთებს მიუბრუნდა.

***
დილის ექვსი საათი იქნებოდა საშინელმა წყურვილმა გააღვიძა.
შიშველი ტერფებით გაიარა ვიწრო დერეფანი და სამზარეულოს კარი ფრთხილად შეაღო.
ოთახს ქუჩაში ანთებული ლამპიონი ანათებდა მკრთალად.
ოთახში სიგარეტის კვამლისგან სუნთქვა აღარ შეიძლებოდა.
სამზარეულოს მაგიდის სკამზე მჯდარ ქმარს,რომ გადააწყდა ხელში სიგარეტის ჩამწვარი ღერით და დახუჭული თვალებით ხმა ჩაუვარდა.
რამდენიმე ნამბიჯი გადადგა მისკენ,ჩამწვარი სიგარეტის ასაღებად.
ის იყო თითებს შორის მოქცეულ სიგარეტს ხელით წაეტანა,რატის მზერამ მთელი სხეული რომ აუწვა.
-აქ რის გამო დაბრუნდი,ლენა?!-ქმრის შეცვლილ ტონალობაზე სხეულში გასცრა ქალს.
-როდიდან ეწევი სიგარეტს?-თამამად აიღო საფერფლე და ფანჯარა გამოაღო.
-მეზიზღები,ჩემი მარტო დატოვებისთვის.
-შენი თავი არ გეზიზღება ამ საცოდავი ტონის გამო?
-გეკითხები,აქ რის გამო დაბრუნდი-მეთქი?!-ნერვი არ უტოკდებოდა გასვიანს.
-რომელი ერთი გითხრა?იმდენი მიზეზი მაქვს თითები არ მეყოფა დასათვლელად.
-ყველაზე მნიშვნელოვანი მითხარი!
-ყველაზე მნიშვნელოვანს ახლა საწოლში ტკბილად სძინავს.-გაეღიმა ლენას.
-ასეც ვიცოდი,პატარა ტასომ გაიძულა საკუთარ ბნელ პრინციპებზე მაღლა დადგომა.
-შენ მართლა გგონია,რომ ჩემი პრინციპების გამო ჩავალაგე და წავედი?
-საერთოდ არ ვიცი რატომ ჩაალაგე და წახვედი,ვერ ვხვდები როგორ შეგიძლია იყო ერთდროულად ასეთი ბავშვური და ასეთი არაადამიანი!
-არაადამიანი ვარ?-ჩაეცინა ლენას.
-რაც შენ მე გამიკეთე?!-სიცილში აჰყვა რატიც-მაგას უკანასკნელი ადამიანიც არ იზამდა.!
-უფრო კონკრეტულად რა გაგიკეთე?-თვალები დააწვრილა და ხელები გულთან გადაიჯვარედინა.
-შენი თავი წამართვი,შვილი წამართვი,ცხოვრება წამართვი ამას ვერ ხვდები?
-წაგართვი,მაშინ ვერაფრით ავიტანე შენი მომღიმარი სახე.ვერ გაპატიე,მინდოდა შენც ისე გტკენოდა,როგორც მე მეტკინა.
-რა ვერ მაპატიე,ცხოვრება ანასტასიას გამო რომ გავაგრძელე?!შენსავით ძაძები რომ არ დავიხურე და ერთ შვილს მეორე არ შევწირე?!
-გეყოფა,ამას როგორ ამბობ!
-მწარეა სიმართლე ხო?კიდევ იცი რა იყო მწარე?-სხეული დაეძაბა გასვიანს-როცა სამსახურში დამირეკეს,რომ ბავშვი საღამოს 9 საათამდე სკოლაში დატოვე,როცა მასწავლებელი სოცილაურ მუშაკებზე მელაპარაკებოდა,აი რა იყო მწარე,ლენა!
-მე შვილი დავკარგე,რატი ...-ცრემლები ვერ შეიკავა ქალმა.
-რას ამბობ?-თეატრალურად შეიცხადა მამაკაცმა და ფეხზე წამოდგა-მე არ დავკარგე შვილი?ტასომ ძმა არ დაკარგა? შენ რატომ გამოხვედი მაინცდამაინც ამ ნაწილის ყველაზე დიდი მსხვერპლის?
-მე დედა ვარ!-ცრემლები მთვარის შუქზე უეალავდა ქალს.
-საქმე სხვა რაღაცაშია ... შენ ისტორიას ბოლომდე არ ყვები,ოჯახი შევალიე შენ დეპრესიებს.შენთან ერთად ვსვამდი ანტიდეპრესანტებს,შენთან ერთად ვიჯექი ოთახში იატაკზე თვეობით და გარეთ არ გავდიოდი,იმიტომ რომ შენ გჭირდებოდა ასე ... რა ვერ მაპატიე,ლენა?!-ცრემლები გაკრთა გასვიანის თვალებში-ტასოს შეშინებულ თვალებზე,რომ დედამისი კიდევ ერთხელ დატოვებდა სკოლაში,რომ კიდევ ერთხელ დაავიწყდებოდა მისი არსებობა,ამას რომ ვერ შევეგუე და დედობაც ჩემ თავზე ავიღე,ეს ვერ მაპატიე?ნუ ტირი,უფრო მაღიზიანებ!-სახეზე გრძნობდა მენთეშაშვილი ქმრის ყოველ ამოსუნთქვას.-ნუ,ტირი!-უყვირა ქალს და ყბებზე ხელი მთელი ძალით ჩაავლო-რა ჯანდაბა ვერ მაპატიე,შენ მაგივრობას ტასოს მე რომ ვუწევდი ეგ?! იცი როგორია,როცა დედა არ გყავს?-ლენას მუხლები მოეკვეთა და პირდაპირ იატაკზე დაეცა-შენ გეკითხები,იცი რას ნიშნავს იმედგაცურება,როცა სკოლაში ყველას დედა მიდის კრებაზე,დედაშენის გარდა?! იცი რა გრძნობაა,როცა სახლში არავინ გელოდება ვინც თბილ საჭმელს დაგახვედრებს სკოლიდან მოსულს და არ შეგეკითხება რა ხდებობდა იქ?-ცოლის წინ ჩაიმუხლა და კაპილარებით ჩაწითლებული თვალებით დააცქერდა ქალს-გისმენ,ხმა ამოიღე გქონდა უფლება,რომ მე დაგეტოვებინე და ტასო ჩემგან წაგეყვანა?მერე აქ დაბრუნების უფლება გქონდა?თურმე ჩემი ცოლი ხარ და ამაში ისეა ქალბატონი დარწუმენებული,რომ ეჭვიც არ ეპარება არავისთან ვუღალატებდი! მეზიზღები,სხვა რა გითხრა ადამიანო?!
-განქორწინება გინდა?-ამოიხრიალა ელენამ და თავი კედელს მიაბჯინა.
-ამ კითხვას სერიოზულად მისვამ?შენ რა ადამიანი ხარ გამაგებინე,ბავშვს ჯოჯოხეთი გამოატარე და ახლა მე მაძლევ ბოლო სიტყვას ოჯახს ვანგრევთ თუ არა?
-ოჯახი დიდი ხანია აღარ გვაქვს!
-შენი ამორალური შეხედულებებით არ მოვსულვარ აქამდე არც ამის შემდეგ ვაპირებ გზის გაგრძელებას.
-რას გულისხმობ,ანუ ...-რატის ფეხებთან ძლივს მიატანა სული,მამაკაცის სახე თავის მტევნებში მოიქცია და თვალების გახელა აიძულა-რატი ...
-რით ვერ დაამთავრე,ლენ?-თქვა ყველაფრისგან დაღლილმა.
-მაპატიე,დაჩოქილმა გთხოვო პატიება?გისმენ,რა გინდა?
-მინდა,რომ ტასოსთვის დედა იყო,მინდა რომ წარსული ტკივილები გამიქრო და ყველაფერი იქიდან გავაგრძელოთ სადაც ჩემი სიყვარული შეწყვიტე.
-არასდროს ...-შეჰკივლა ქალმა,რაღაცის თქმას აპირებდა რატიმ ხელი სწრაფად რომ ააფარა ტუჩებზე და თვალებით ანიშნა რომ გვერდით საძინებელში მათ შვილს ეძინა.ელენამ ქმრის ხელი ფრთხილად მოიშორა და უკანასკნელ ძალებს ამოაყოლა ძლივს შეკოწიწებული სიტყვები-ხომ იცი,რომ ცხოვრების არც ერთი წამი არ გამიტარებია შენი სიყვარულის გარეშე. შენ ეს იცი, თუ ღმერთი გწამს ნუ მაწამებ,ამ აუტანელი ტკივილისთვის ნუ მიმეტებ,რატი.
-მე ზუსტად იქ ვარ სადაც შენ,არც მეტი და არც ნაკლები!-კბილებში გამოსცრა და ქალს ხელი უხეშად გააწევინა-იყავი ტასოსთვის დედა,მორჩა სხვა მოვალეობა არ გაქვს.
-ისე ნუ მექცევი,თითქოს მე მისთვის ...
-შენ მისი დედა უკვე ორი წელია აღარ ხარ.
-შენ ვერასდროს გამიგებ ..-თავი გადააქნია ცრემლიანმა ქალმა.
-რას ..?!-თვალები დახუჭა,ღრმად ჩაისუნთქა და ონკანის ცივ წყალს შეუშვირა ხელები-ამოღერღე,ერთხელ და სამუდამოდ რა ჯანდაბა მოხდა იმ დღეს!
-ვატო აღარ არი ... საერთოდ აღარაფერს აქვს მნიშვნელობა ...-მუხლებზე დამდგარმა ძლივს დაატანა თავს ძალა,რომ წამომდგარიყო.
-აღარ გაბედო სიყვარულის ხსენება ...-კარში დააწია ქმარმა სიტყვები-ჩემთვის იმ დღეს მოკვდი,ტასო რომ დაივიწყე.
-გაცილებით ადრე მოვკვდი ...-უფრო თავისთვის ჩაიბუტბუტა და გარდაცვლილი შვილის ოთახის კარი ფრთხილად შეაღო.

***
-ექსპერტიზის პასუხები გვაქვს,შეგვიძლია დავამტიკოცოთ,რომ სოფიას მკვლელი რატი არ არის!-მაგიდაზე საბუთები დაყარა ბუკა ასაბაშვილმა.
-ყველაფერი ასე მარტივად არ არი,უნდა გავიგოთ ამ საქმის უკან ვინ დგას ... -მზერა მოავლო ოთახში მყოფთ დაჩიმ.
-რეზი შალიკაშვილი,შენი ძმა და მეგობარი დაგიმარცვლო?-უკვე ნერვები ეშლებოდა გურიელს.
-კახი,მორჩი ... რეზის ამ საქმესთან კავშირი,რომ ჰქონდეს ... ასე მშვიდად არ დაელოდებოდა,როდის შემაბრუნებდნენ ციხეში.-წყალი ჩამოასხა რატიმ და სიგარეტის კოლოფს წაეტანა,სანამ ელენამ მოხერხებულად არ გასწია კედლისკენ,იმ მანძილზე,რომ რატიმ მისი აღება ვეღარ შეძლო.
-რომ დავფიქრდეთ,იქნებ მშვიდად სწორედ იმიტომ არის,რომ იცის შენი ბოლო გზა მაინც ციხე იქნება?ვის შეეძლო ასეთი სისასტიკე გაეკეთებინა ქალისთვის,რომელმაც ვერ შეიყვარა?-ჩაერია ნოდო ნინიძე.
-ყველას შალიკაშვილის გარდა ...-ამოილაპარაკა დაჩიმ და ტყუპებს გადახედა-მასში ისეთივე დარწმუნებული ვარ როგორც იმაში,რომ ახლა ვერ გავარჩიე წინადადება ნოდომ თქვა თუ გიორგიმ.
-ტუგადუმია,როგორ ჩააბარა საერთოდ გამოცდები?!-ერთმანეთს გადახედეს ტყუპებმა და ვერავინ შეიკავა სიცილი დაჩის სახეზე.
-ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ გყვარებია,მიხვდები რომ ამ შემთხვევაში დაჩი მართალია.-დიდი ხნის ფიქრის შემდეგ წარმოთქვა რატიმ და მეგობრებს გადახედა.-თუ ქალი მართლა გიყვარს,ცხოვრებაში ვერაფერს გააკეთებს იმის ფასს ტყვია დაუმიზნო და შუბლში ესროლო.
-უყვარდა ბატონო ოტელოს დეზდემონა,მაგრამ ათქმევინა ლოცვა წინა ღამით,რა თავდაჯერებაა?!-გიორგის სიტყვებზე ხარხარი ვეღარავინ შეიკავა.
-დატოვებთ ოთახს,ვატყობ!-ვერც რატი იკავებდა ღიმილს.
-ლილუს მოწმის საკითხი ისევ უნდა განვიხილოთ ...-ასაბაშვილმა დაჩის გადმოხედა-დაჩი,რისი გეშინია უბრალოდ ვერ ვხვდები ... ხომ იცი,რომ მთელ სტრუქტურას ფეხზე დავაყენებთ და ბოლომდე დავიცავთ ...
-მარტივია სხვის ქალზე ლაპარაკი,როცა შენსას სახლში მშვიდად სძინავს,ხო?-გაეცინა მენთეშაშვილს-არ გაბედო და მეორედ არ გაივლო გონებაში,რომ ლილუს საფრთხეს შევუქმნი,გასვიანის გვერდით მეც რომ ჩამსვან შენც და საერთოდ ნახევარი დედამიწა,არა-მეთქი!
-სასამართლო პროცესი ერთ კვირაშია,ვიღაც აჩქარებს შენი დაკავების პროცესს.-წარმოთქვა ხმაჩახლეჩილმა გურიელმა.
-ვერ დააკავებენ და ნუ იმეორებთ ამას!-შესძახა ელენამ და ყველამ გაოცებული მზერა მიაპყრო მომღიმარი ქმრის გარდა,რომლის სახეზეც წრფელი აღარაფერი იყო ირონიის გარდა.-საკმარისი მტკიცებულება გვაქვს იმისთვის,რომ სასამართლოზე დავიცვათ.
-სანამ სხეულის კერძო ექსპერტიზის პასუხი არ მოვა,მანამდე რთულია ამაზე საუბარი ..-ჩაილაპარაკა ბუკამ.-ხომ ხვდებით იქ ყველაფრის შესახებ იქნება პასუხები ... მათ შორის ...-სიტყვა აღარ დაამთავრებინა ელენამ ბუკას.
-შენ რა ეჭვი გეპარება,რომ რატის და იმ ქალს ... -ღრმად ჩაისუნთა გასვიანის მომღიმარ სახეს რომ მოჰკრა თვალი-იმ ქალს ...-ხმა აუკანკალდა გაუცნობიერებლად-რომ არაფერი ჰქონიათ ?!..
-შენს ადგილზე ამაში ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი!-ამღერებული ტელეფონი მაგიდიდან აიღო და ქალის ცრემლები არ შეუმჩნევია ისე დატოვა ოთახი.
ჰაერზე გასულს დაჩიც უკან მიჰყვა.
-რა ჯანდაბა ხდება თქვენ ორს შორის,არ მეტყვი?-თვალები დააწვრილა გამომძიებელმა.
-შენ დას რატო არ ეკითხები?
-იცი,რატომაც!
-მეგონა ვატოს მერე ...-პირველად დაინახა მენთეშაშვილმა გასვიანის ჩასისხლიანებულ თვალებში გამკრთალი ობოლი ცრემლი და გულწრფელად შეზარა ამ ფაქტმა-საერთოდ რა გული გიძლებს ერთადერთ დას ასე მოექცე?
-რატი,ვატოს ამბავმა მთელი ოჯახი გადაგვტეხა ... დღემდე ვერავინ ვბედავთ კითხვის დასმას რა ჯანდაბა მოხდა ორი წლის წინ და რატომ დაგტოვა ელენამ.
-დამიჯერე მაგ კითხვაზე პასუხი არც მე მაქვს ... -განათებულ ტელეფონს დახედა,ტასო ატყობინებდა რომ 45 წუთში ბოლო გაკვეთილი დაუმთავრდებოდა,მამას გაეღიმა ქალიშვილის სურათზე-ის რომ არა,ლამის დამებრალებია სოფიას მკვლელობა და ჩემი ნებით ჩავმჯდარიყავი ციხეში.
-თქვენი უთქმელობით ჯერ ერთმანეთს აგიჟებთ და მერე ბავშვს, ნანას ველაპარაკე მითხრა ელენა სახლში რის გამო დაბრუნდა.არც შენგამო არც თავისი თავის ... მხოლოდ ანასტასიას გამო გადადგა ეს ნაბიჯი. ნუ ...
-შეაწუხა დედობრივმა ინსტიქტებმა?-ჩაეცინა რატის და თავი დაბლა დახარა-დაჩი, მე უდედოდ გავიზარდე,ბიძას ვეძახდი მამას და ლოგინად ჩავარდნილ ბიცოლას დედას ... ანასტასიამ იგივე რომ გამოიაროს რაც მე ... ამას ჯერ საკუთარ თავს არ ვაპატიებ მერე შენ დას. ვატოს ჩრდილქვეშ არ ვაცხოვრებ ჩემ შვილს გასაგებია? სანამ სული მიდგას არ დამანახოს,რომ ჩემ შვილს უხეშად მოექცა,უყურადღებობა გამოიჩინა ... გადაეცი წამებით ამოვხდი სულს და ცხოვრებას გავუმწარებ,მე ხო მათქმევინა სიყვარულზე უარი?!არც მას აქვს ანუ ამის უფლება და მორჩა!იცხოვროს ჩემ სახლში,მხოლოდ ანასტასიას გამო ... ჩემთვის დიდი ხანია მკვდარია.
-ამ სიტყვების მიღმა ის კაცი იმალება,ელენას სიყვარულს რომ მიმტკიცებდა?!-სახე მარცხნივ შეაბრუნა მომღიმარმა დაჩიმ.
-კაცი ვისაც შვილთან ერთად ცოლიც მოუკვდა.-კბილებში გამოსცრა გამწარებულმა და აივნის კარი მთელი ძალით მიაჯახუნა.
ოთახში მსხდომთაგან არავის გამოჰპარვია ელენას შეშინებული თვალები.
-სად მიდიხარ?-უკან აედევნა გასასვლელისკენ დაძრულ ქმარს.
-ბატონო?!-ზედაც არ შეუხედავს,ქურთუკი აიღო და მალევე გაუჩინარდა სადარბაზოში.

ელენას სახლში წაყვანა დაჩიმ მოინდომა და დანარჩენებიც აღარ შეწინააღმდეგებიან.
მანქანაში ისხდნენ და-ძმა მენთეშაშვილები და ხმის ამოღებას ვერც ერთი ბედავდა.
-ამას თუ ვიტყოდი ვერაფრით წარმოვიდგენდი ...-გაეცინა დაჩის-ასეთი რა გააკეთე,შენი დანახვა რომ არ უნდა?!
-ოცნებები მოვუკალი.-ფანჯარას უღონოდ მიადო ფიქრებისგან ატკიებული თავი და თვალები დახუჭა.
-ელენა ...
-ისე მეზიზღება ეს სახელი ...-ამოიჩურჩულა ქალმა-ადრე „ლენას“ სხვები რომ მეძახდნენ,მეგონა ეკლები მჩხვლეტდა გულზე,მეგონა ეს სახელი ცხოვრების ბოლო წამამდე რატის ეკუთვნოდა და სხვას ულება არ ჰქონდა ასე მოემართა,საშინლად ვღიზიანდებოდი,გახსოვს?!
-მახსოვს,სოფლის მეზობელი კინაღამ მოკალი ამის გამო ...-გაეცინა დაჩის და მანქანა დაძრა.
-ოხ,დაჩი ...-ხმას თითქოს ლოდად დადებული ტკივილი ამოაყოლა ქალმა-ნეტა ახლა დამიძახებდეს ვინმე „ნუ გეშინია,ყველაფერი კარგად იქნება,ლენ ..“
-შენ ხომ იცი არასდროს გვწირავს ღმერთი ასე,ბოლო ამოსუნთქვად რომ გვიჯდებოდეს ადამიანებს. არ გატყდე, ელე ... მთავარია გაუძლო და „ესეც გაივლის“.
-ეს აღარ გაივლის,დაჩი ...-სევდიანად გაეღიმა ქალს- შვილმკვდარი დედისთვის ტკივილიც ისეთივე სამუდამოა,როგორც გამუდმებული სიმარტოვე.
-თუ შენ არ მისცემ უფლებას სხვებს დაგეხმარონ,ასე არ გამოვა ...
-ვისაც ჩემი დახმარება შეეძლო,ჩემი დანახვაც აღარ უნდა ... ახლა მარტო უფლის იმედს ვარ დაყრდნობილი ... სადღაც წავიკითხე,აღარ მახსოვს ...-გაეღიმა-ბრძოლის კი არა წამოდგომის ძალაც რომ არ შეგრჩება,ბაგეს თავისით დასცდება „ღმერთო მიშველე“ ... მერე თითქოს შენს ნაცვლად სხვა იგებს შენ მოსაგებ ბრძოლას და ჭადრაკის დაფაზე წაგებულ პარტიას იგებ სიკვდილთან.
-ასე რომ ლაპარაკობ მგონია,რომ შენთვის შეუძლებელი არაფერია ..-ლოყაზე მიეფერა დას.
-მთავარია გწამდეს.დედასთან წამიყვანე,დაჩი ...-ამოიჩურჩულა და გაპარული ცრემლები ხელისგულებით შეიმშრალა.
***
(წარსული)
იმ ზამთარს ლილი ბებომ თავისი მეორე ნახევარი დაკარგა.
იმ ზამთარს სოფელი შეძრა ქალის კივილმა.
თითქოს ყველამ ერთხმად აღიარა რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის.
ქალაქიდან ყველა ჩალაგდა და სუფსისკენ აიღო გეზი.
-მამა,ჩემი კლასელების ბაბუა გარდაიცვალა,სხვანაირად არ გამოდის,წავალ და თან კატოს ვნახავ ძალიან მომენატრნენ.
-აქედან ვის მიყვებით?!დაჩი მაინც იყოს ისიც წამოვიდოდა ...-ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა ზურამ და ნანას გადმოხედა- იცნობ იმ ბავშვებს?
-ვიცნობ,როგორ არა ... მაგათი ბიძაშვილი დაჩის კლასელი იყო,კახი გურიელი-ზურას სახეზე მიხვდა ნანა,რომ აშკარად ვერ გაიხსენა ზურამ ვისზეც ეუბნებოდა ქალი-რა დაგემართა,ზურა?! ჩვენი მეზობელი ირეკლე გასვიანის ბიჭი, დაჩი და ეს კახი კლასელები იყვნენ.-ამის გაგონებისას ყურები ცქვიტა ელენამ.
-მაშინ ირაკლის ბიჭს გავატანოთ,მეშინია ნანა გზაზე ვიღაც გადარეულს ვერ ჩავუჯენ ბავშვს,მეც სხდომა მაქვს რაღა დღეს დაემთხვა ...
-დავურეკავ ახლავე,არ მეტყვის უარს.-ტელეფონი მოიმარჯვა ნანამ კარზე კაკუნი,რომ გაისმა. ელენა წავიდა კარის გასაღებად და მშობლებმაც ყურადღება იქით გადაიტანეს.
რკინის მასიური კარი გააღო გოგონამ და კედელზე ცალი ხელით მიყრდნობილი „ნაცნობი“,რომ დალანდა წამიერად მოწყდა სამყაროს.
-გამარჯობა ... -ღიმილი ვერ შეიკავა გოგონას ფერწასულ სახეზე რატიმ.
-უი,რატი შვილო,შენ გირეკავდი ახლა ...-გამოვიდა სამზარეულოდან ნანა-ელენამ,მითხრა სუფსაში მივდივართო ... შენც ხომ არ მიდიხარ?
-ზუსტად ამის გამო მოვედი ...-თავი დააქნია რატიმ და კიდევ ერთხელ შევალო ელენას მზერა- ბიჭებმა მთხოვეს ელენას გამოუარეო.
-აი,ზურა!-გაეცინა ქალს-ნახე რა ყურადღებიანია,რატი ელენა იქ დატოვე ბიძამისთან უნდა დარჩენა,იქამდე ძალიან გთხოვ ნელა იარეთ ... კი ვიცი რომ გაფრთხილება არ გჭირდება,-გაეღიმა ქალს და ქმარს გადმოხედა-ზურა გახსოვს როგორი ბავშვი იყო?!
-ირაკლის შვილი სხვანაირი ვერც იქნებოდა ..-გაეცინა ზურას და ისიც მიუახლოვდა ცოლ-შვილს-როგორ ხარ,რატი?-ხელი ჩამოართვა ბიჭს და ელენას მზერა თითქოს ჰაერში დაიჭირა.
-არამიშავს,თავად?
-კარგად,მადლობა ... ელენა, მზად ხარ?
-ჰო ... კი ...-ამოიბურტყუნა გოგონამ და იქვე დადებული ზურგზაკი აიღო.
-მაშინ წავედით.დაჩი მომიკითხეთ დიდი ხანია არ მინახავს ...-ჩაილაპარაკა გაღიმებულმა გასვიანმა და ელენასთან ერთად ჩაიარა კიბეები.
-ეს ამბავი,დამთხვევაა?!-მანქანის უკანა სავარძელზე მოათავსა ჩანთა და იქვე ჩაჯდა ელენა.
-არ ვიცი,მე დამთხვევების არ მჯერა.-მხრები უდარდელად აიჩეჩა რატიმ და ელენას საქციელზე ღიმილი ვერ შეიკავა.
-ეს რას ნიშნავს?
-არ ვიცი,მოვლენებს ადამიანები ანიჭებენ მნიშვნელობებს.-მშვიდი იყო გასვიანი.
-ასე ვიძაბები!-ამოთქვა გოგონამ და ხელები გულთან გადაიჯვარედინა.
-რატო,ლენ?!-გაეცინა რატის და სარკეში გადმოხედა მგზავრის სავარძელზე მოთავსებულ ელენას.
-არ ვიცი,თითქოს მუცელი მეჭიმება ... ასე მაშინ მემართება,როცა მახაჭას სემინარზე ვარ ან მარწყვის კომპოტს ვსვამ,ოღონდ მანდ ბედნიერებისგან მემართება ხოლმე ... თუმცა შენ რა გესმის,როგორ შეიძლება ადამიანმა კომპოტზე უარი თქვას?!-ტუჩები დაბრიცა ელენამ წარსულის გახსენებაზე.
-თუ მარწყვზე ალერგია აქვს, ძალაუნებურად ამბობს ...-ეღიმებოდა რატის ელენას გამომეტყველებაზე.
-მართლა?! მე კიდე როგორ გამოგლანძღე ...-სავარძლებს შორის გადმოჰყო თავი ელენამ და ანცი ბავშვის მზერით გადახედა გზას.
-ასე ჩემი პატარა ნათესავი ჯდება ხოლმე,წინ რომ ვერ ვაჯენ.-მომღიმარი გაჰყურებდა გზას რატი.
-მე სულ ასე ვჯდები ხოლმე მამაჩემის მანქანაში,წინ დედა არ თმობს თავის ადგილს და მიყვარს გზას წინიდან რომ ვუყურებ,ბავშვობაში მგზავრობა მწყენდა და სულ კალთაში ვეჯინე ნანას,მერე გავიზარდე და ამ სიმაღლით ვეღარც ნანა ახერხებდა და ვერც მანქანა,ამიტო აღმოვჩნდი აქ.
-ჩემ მანქანაში შეგიძლია თავისუფლად დაიკავო ადგილი წინ!-გულიანად გაეცინა რატის ელენას სახეზე.
-თავიდანვე ეგრე გეთქვა!-შესძახა გოგონამ.
-ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა ...-ხმადაბლა ამოილაპარაკა რატიმ და ფანჯარა ჩამოსწია,სალონში აპრილის გრილი ჰაერი სასიამოვნოდ შეერწყა მამაკაცის გრილ სუნამოს.
-რაზე ამბობ?!
-ამაზე ...-თითი წრიულად დაატრიალა და მანქანაში,მძღოლის გვერდით სათავსოს იდაყვით დაეყრდნო.
-სამი წლის მერე ყველაფერი ისე რომ მიდის,თითქოს ეს 1095 დღე არც ყოფილიყოს?!-ელენასაც გაეღიმა და თლილი თითები ერთმანეთზე გადააჯვარედინა.
-არა ..-თავი გადააქნია გაღიმებულმა და სარკეში გადმოხედა გოგონას-ისე თითქოს მელოდებოდი.
-ეგ გრძნობა,რატო გაქვს?!
-არ ვიცი,უბრალოდ მაქვს.
-გრძნობები უბრალოდ არ ჩნდება,როგორც რაღაცები შემთხვევით არ ხდება.
-ანუ მელოდებოდი?!
-შეიძლება კი,შეიძლება არა. ვინ იცის?!-გაეცინა ელენას-იმას გადაუსწრებ!?
-ლენ ...-ისევ გულიანად გადაიხარხარა გასვიანმა გოგონას აჟიტირებულ სახეზე-რამდენი წლის ხარ?
-ხომ მომილოცე ცხრამეტი წელიწადი?!
-ორი წლისას რომ ემგვანები მაგ სავარძელში იცი?!
-არა,რატო?
-აი ზუსტად ორი წლის არი ჩემი ნათესავიც.
-არადა შეხედავ სერიოზული ბიჭი ჩანს ... -მხრები აიჩეჩა ელენამ და რატის ხარხარზე თავადაც გაეცინა.
-რამე მომიყევი,ტყუპებს საიდან იცნობ ?
-ზუსტად ვიცი,იცი.
-მაშინ რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით?!
-გიორგის და ნოდოს ერთი გოგო მოსწონდათ,იმ გოგოს გიორგი მოსწონდა,ამას ნოდო არ აღიარებდა,დედაჩვენი ვერ გვარჩევს,რაღა იმან დაინახა ჩემსა და შენს შორის სხვაობაო,იქნებ მე მოვწონვარო ამაზე გიორგი არ თანხმდებოდა და ერთ დღეს ქიმიის გაკვეთილზე ხელოვნურად ვულკანის წარმოქმნას გვასწავლიდნენ ... ნოდომ ვულკანის ზედ გიორგის სხეულზე ამოფრქვევა გადაწყვიტა,მასწავლებელი რომ არ ჩარეულიყო ღუპავდა ბიჭს,ფაქტობრივად ... ახლა არ გეცინება,საერთოდაც არაა სასაცილო ... იმიტომ რომ ახლა ცოტა დაძაბული ვარ და ვერ ვყვები,თორემ ჩემს ანეგდოტებზე ჩვენი დირექტორი დაიხრჩო.
-იქ უნდა ვყოფილიყავი,ალბათ ხო?!-მიეშველა მომღიმარი რატი.
-მეც ამის თქმა მინდოდა შენ დამასწარი,პირველად მე გავიფიქრე,უბრალოდ ...
-უბრალოდ ძალიან იბნევი ჩემთან,რატო,ლენ?!
-ასე რომ მეძახი მგონია რომ გაზაფხული ვარ და შემოვედი!
-შემო,დაჯექი დგომას რა აზრი აქვს გაზაფხულის გარეშე?!
-ამ ფრაზის ვარიაცია ვიცი,მაგრამ საიდან არ მახსოვს.
-მთავარია შენეული ინტერპრეტაცია ვინმეს ეკუთვნოდეს, თორე ისე მართლა რა აზრი აქვს?
-გახსოვს რომ შემპირდი?
-ორ რამეს შეგპირდი,რომელზე ამბობ?
-რომ შემიყვარდება ყვავილებს შენთან ვიყიდიო ... მოიცა მეორე?!
-ახლაც ვიყიდდი უბრალოდ ჩემ მანქანაში ზიხარ და არა გზაზე ყვავილების დახლთან.
-ის წერილი ...
-რაო გვირილებმა?-გაეღიმა რატის.
-არ ვიცი,ზოგმა უყვარხარო ზოგმა არაო,რას გაიგებ?!
-მე ხომ გითხარი აყვავდა-მეთქი, გვირილები?!
-მე რომ არ გიცნობ?იქნებ მატყუებ და ...
რატიმ თავი გადააქნია,მომღიმარმა მანქანა გადააყენა,ძრავი გამორთო და გაჩერდა.
მანქანის კარი გააღო და გადავიდა.
ელენა ისე დაიბნა სანამ რატიმ არ გადმოხედა მანამ ვერ მოიფიქრა მანქანიდან თავადაც გადასულიყო.
-გინდ დაიჯერე და გინდ არა ...-გაეღიმა და ოდნავ წამოზრდილ წვერზე,ნიკაპთან რომელიც პატარა ჭრილით გაყოფილი ჰქონდა ცერა დიდი გადაიტარა-სამი წელია ყოველ გაზაფხულს ერთ სემესტრს ვაცდენდი იმის გამო,რომ იმ აქ ჩამოვსულიყავი და გზაზე მენახე ...სამი წელია არ დამიკარგავს იმედი რომ ხარ ... თვალებში ჩამხედე და მითხარი,რომ გატყუებ,ლენ.
-სამი წლის წინ ბებო გარდაიცვალა ...-ნიკაპი აუკანკალდა ელენას და მზერა რატიდან მარჯვნივ,ვრცელ ჰორიზონტზე გადაიტანა-სახლი დაკეტეს და არც მე ჩამოვსულვარ მეტად სუფსაში.თითქოს ჩემი ბავშობის მოგონებებთან დაგმარხე ... კარი გამოვიხურე და წამოვედი.
-სამი წელი თვალწინ მყავდი და სიბნელეში გეძებდი,შენ ხო არ იცი რას ნიშნავს მას რომ იპოვი,ვისაც ეძებ?!იპოვი და არ გაქვს უფლება ჩაეხუტო,წარმოიდგინე საერთოდ არ იცნობ,უცხოა და ამავდროულად ყველაზე ახლობელი. გადის დღეები,კვირები და თვეები და ხანდახან გეშინია,რომ სულაც იპოვო იქნებ ისეთი აღარ იყოს?იქნებ ვიღაც სხვა უყვარს და ... -გაეღიმა და თავი უკან გადასწია,საოცრად იკვეთებოდა მისი სახის ყველა ნაკვთი.-ასე ბოლოს მაშინ შემეშინდა რომ გავიგე ბიცოლაჩემი თურმე დედაჩემი არ ყოფილა ...-ელენას სისხლი გაეყინა რატის მზერაზე,იგრძნო რომ წამიერად გახადა უცნობმა რაღაც ძალაინ მნიშვნელოვანის და პირადულის ნაწილი-შემეშინდა,რომ მარტო დავრჩებოდი ... შემეშინდა,რომ მან ვინმაც გამაჩინა არ ვუყვარდი და რომ თუ აქამდე ტყუილში ვიცხოვრე არც ის იყო გამოსარიცხი,რომ შეიძლება მათი ნათქვამი ყველა დამამშვიდებელი და სანუგეშო სიტყვაც ტყუილი ყოფილიყო. ყოველ ჯერზე როცა შენზე ფიქრს ვიწყებდი,ორი წამით წარმოიდგინე ისიც არ ვიცოდი რა გვარის იყავი მხოლოდ სახელი „ელენა“ ... ღმერთო,-სახეზე ხელები ჩამოისვა და გაეღიმა-რამდენჯერ დაგლაპარაკებივარ ღამით ... თვალებდახუჭულს რამდენჯერ მიფიქრია,რომ იქ იჯექი,წითელი კაბა გეცვა და თმებს რაღაც არაბუნებრივად ლამაზად იწევდი ... ასე,რომ ხო ...-გაეცინა და თითქოს მთლიანად მოდუნდა-შენ ჩემი ძლივს ნაპოვნი გაზაფხული ხარ,ლენ.
-შემცივდა ...-ამოილუღლუღა გოგონამ და ის იყო რატის მწარედ ჩაეცინა,რომ გოგონამ მანქანას მოუარა და ადგილი წინა სავარძელზე დაიკავა.
გაეცინა გასვიანს.
თითქოს მთვარის რკალი იკვრებოდა.
-ბავშვობაში მანქანების შიში მქონდა,მამა საჭესთან რომ იჯდა და მე დედაჩემის კალთაში ცალი ხელით საჭეს ვეჭიდავებოდი ... თითქოს მამაჩემს რაღაცისგან ვიცავდი.-მარჯვენა ხელზე მარცხენას იჭერდა ნერვიულად.
მიუხვდა თითქოს გასვიანი ყველაფერს და ძალიან მშვიდად გადაიყვანა მანქანა საპირისპირო ზოლში,საიდანაც წინ მომავალ მანქანასთან მანძილი 50 მეტრზე დიდი არ იქნებოდა.
-რას აკეთებ?!-შეჰკივლა ელენამ და მარჯვენა ხელი ინსტიქტურად წაიღო საჭისკენ.
-არ ვიცი,ერთი წამით მომინდა,რომ ჩემზეც გენერვიულა ... ახლა გამოტყდი რისი უფრო გეშინოდა,რომ შენც გეტკინებოდა თუ მხოლოდ მამაზე ჯავრობდი?!-იცინოდა რატი და საჭეზე მთელი ძალით ჩაფრენილ ელენას თითებზე თავისი ხელის შეხების სურვილით სული ელეოდა.
-მამაზე,მაშინ ვერ ვხვდებოდი რომ მას თუ რამე მოუვიდოდა მეც ...
-ახლა?!-გამომცდელად გადახედა გოგონას.
-რა შუაშია?!-წარბები შეყარა ელენამ და ფანჯარაში ისე გაიხედა ხელი არ მოუშორებია საჭისთვის.-ინსტიქტურად გავაკეთე.
-ვერ წარმოიდგენ რა ლამაზია ადამიანი, რაღაც დამალული - ინსტიქტების, დონეზე რომ დაყავს და შეუმჩნევლად ავლენს ხოლმე.
-სულ ეგეთი ხარ?!
-როგორი?
-არ ვიცი,მშვიდად თავზეხელაღებული.
-შეიძლება,არ ვიცი ...-სიცილი აუვარდა გასვიანს.
-ასე მექნება,ჰო?!-რატის მავედრებელი მზერა ესროლა ელენამ და ხელი კიდევ უფრო მოუჭირა საჭეს.
-ჰო.-იღიმოდა გასვიანი.
მეტად ხმა აღარ ამოუღიათ.
მანქანა ნაცნობ ჭიშკართან გააჩერა რატიმ,უკვე საღამო იყო და გურიის ცაც ნაცრისფრად იფერებოდა.
ეზოში ისხდნენ ბიჭები,ტყუპები მაშინვე წამოდგნენ ელენას დანახვაზე.
-ნოდო,გიო ...-სახე მოეღუშა მეგობრების დანახვისას ელენას და ორივეს გადაეხვია.
-მადლობა,რომ ჩამოხვედი.-სინქრონში ამოიბურტყუნეს ბიჭებმა.
-შევალ შიგნით,ხო?
-ჰო,ნინაც იქ არის ...
ყველანი სახლში იყვნენ, ლილის ბებოს იგრვლივ მისხდომოდნენ მაგიდას და კახისთან ერთად დაკრძალვის საკითხებს განიხილავდნენ,უცებ ლილი ბებოს რომ გაეცინა.
ერთმანეთში გაცვალეს დაძაბული მზერა ბავშვებმა და ოჯახისწევრებმა.
-კახი,ბები ... გახსოვს წლების წინ რომ გითხარი რატისთვის გოგო მყავს ნაპოვნი,უნდა გავაცნო-მეთქი?!-ყველამ ყურადღება რატიზე გადაიტანა,თავად გასვიანიც დაიბნა,ვერ მიხვდა რა ხდებოდა.-შენ დაბადების დღეზე,იმ წელს რატის გზა აერია და ის და ბუკა გვიან ჩამოვიდნენ ...
-ჰო,ბებო მახსოვს.-ამოიხვნეშა კახიმ,რომელიც ვერ ხვდებოდა მოხუცს საით მიჰყავდა ლაპარაკი.
-ის გოგოა,ჩემი ელენა ... ნახე,ბები როგორ უხდებიან ერთმანეთს,ხომ სწორად ვიფიქრეთ მე და ბაბუაშენმა?! მასაც როგორ უნდოდა ერთმანეთი გაეცნოთ,ამბობდა რატისნაირ დინჯ ბიჭს თუ შეეფერება ჩვენი ცქრიალა გოგონაო ...
ოთახში თითქოს დაძაბულობა მოიხსნა.
გახევებულ ელენას ნინამ მოხვია მკლავი და მომღიმარმა გადმოხედა.
-წავიდა შენი საქმე,ელენა ბოლოს ასეთი დიაგნოზი რომ დასვა ორ თვეში მისმა შვილიშვილმა ცოლად მომიყვანა!-ჩუმად ეცინებოდა ნინას.
-საერთოდ ვერ დამამშვიდე ...-ამოილუღლუღა ელენამ და რატისკენ მზერა გააპარა,რომელიც ბუკასთან ერთად სიცილს ძლივს იკავებდა.

შეგვიანებული იყო ჭიშკართან ნანას ძმა,რომ მოვიდა.
ელენამ ბიძამისის მანქანის უკანა სავარძლეზე რომ დაიკავა ადგილი ღიმილი ვერც მაშინ შეიკავა გასვიანმა.
თითქოს ამით ერთბაშად ბევრ რამეს მიხვდა,თითქოს ეს ერთი დეტალი იყო ყველაფრის რეალური საწყისი.
თითქოს ამის შემდეგ აღარაფერი იქნებოდა ძველებურად.

***
(აწმყო)
-საქმის გამოძიება ჩიხში შევიდა ... -დაიწყო ხმადაბლა დაჩიმ-სანამ ყველაფერს წაშლიდნენ ბინაში წავედით და ყველაფერი თავიდან დავათვალიერეთ.ლილუ,დაიწყე.-ჭიქაში წყალი ჩამოასხა და გოგონას გადმოხედა,რომელიც ფეხზე წამოდგა და პატარა დაფასთან დადგა,რომელიც თავისი ხელით ამოიტანა კახი გურიელის სახლში,სადაც საიდუმლოდ შეიკრიბნენ.
-ყველაფერი რომ გავითვალისწინოთ და ერთი დეტალიც არ გამოგვრჩეს ყველაფერს ვნომრავ.-პატარა შესავალი გაუკეთა,დაფისკენ შებრუნდა და მარკერი ხელში მოიმარჯვა,რაზეც დაჩიმ და რატიმ ღიმილი ვერ შეიკავეს.
1.ფეხსაცმლის მოტეხილი ქუსლი - შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია 5- 6 სანტიმეტრიანი ფეხსაცმლის ქუსლი,რომელიც ცხადჰყოფს რომ მკვლელი ქალია.
-ხომ შეიძლება სოფიოს ეკუთვნოდეს?!-ჩაერია ბუკა.
-არა,იმიტომ რომ სოფიოს სახლში მხოლოდ ერთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ვიპოვეთ რომელიც ჯანსაღ მდგომარეობაში იმყოფება ამ წამამდე.-შეაწყვეტინა ლილუმ და განაგრძო.
2.მარწყვის კომპოტი - შესასვლელ კართან,პატარა მაგიდაზე ჭიქა დევს,სადაც სამზარეულოს მაგიდაზე დადებული მარწყვის კომპოტის ნარჩენებია აღმოჩენილი ... ჭიქაზე თითის ანაბეჭდები არ არის,რაც იმას მიანიშნებს რომ ამ ჭიქიდან სოფიამ კი არა მკვლელმა დალია.
-საიდან მიხვდი?-ჩაერია თვალებ გაფართოებული გიორგი.
ელენამ ჭიქაში წყალი დაუსხა,გრძელმკლავიანი მაისური ბოლომდე დაქაჩა და ჭიქა ისე მიაწოდა,რომ თითები არ შეხებია.
-დალიე.
დაბნეულმა ტყუპისცალმა ჭიქას ხელი მოკიდა და დალია.
-დადე.-მშვიდი იყო ელენა.
გიორგიმაც მორჩილად დადო ჭიქა.
-ოროსან ექსპერტსაც შეუძლია დაადგინოს ამ ჭიქიდან წყალი ვინ დალია,მაგრამ არ შეუძლიათ გაიგონ ვინ ჩამოასხა წყალი.
-კვალი წაშალა!-შეჰკივლა გიორგიმ.
-ყოჩაღ,იმბეცილო!-სიცილი აუვარდა ნოდოს.
3.მეზობელმა, რომელმაც ჩვენება მისცა,რომ ვიღაც ზორბა კაცი დაინახა სოფიას კართან,რომელიც პერიოდულად აწუხებდა, ახალმშენებარე ბინა იყიდა საბურთალოზე.
-მოიცა,მეზობელიც მოისყიდეს?!-თვალები გაუფართოვდა ნოდოს.
4.მჭიდი და ტყვია -ყველაზე დიდი შეცდომა,რომელიც მკვლელმა დაუშვა. რატის იარაღის მჭიდი სავსეა,კერძო ექსპერტიზის დასკვნით ტყვია რატის იარაღიდან არ არის გასროლილი.
5.სისხლის ლაქა გარდაცვლილის ფრჩხილში - რომლის დნმ-ი საკონტროლო გასროლა იქნება მკვლელის მიმართულებით.
-მიკვირს ეს ოთარს როგორ გამოეპარა?!-ჩაერია ბუკა.
-არც შეუხედავს,გვამის გაკვეთა არავის მოუთხოვია მან კი ,ყალბი დასკვნის დაწერაში სხეულის დათვალიერება საჭიროდ აღარ ჩათვალა.-მხრებ იაიჩეჩა ლილუმ.
-შეიძლება ითქვას რომ საქმე ჩვენია ...-ტაში შემოჰკრა ბუკამ და ფეხზე წამოდგა,რაზეც ლილუ ისე დაიბნა რომ ორი ნაბიჯი უკან გადადგა და ის იყო ნანას ლარნაკი უნდა წაექცია დაჩიმ რომ დაიჭირა.
-ფრთხილად ...-ჩაილაპარაკა მენთეშაშვილმა და გოგონაც თითქოს ადგილზე გაქვავდა.
-ერთი გარემოებაა ... თუ მკვლელი ქალია,მის დაუფიქრებელ შეცდომებზეც ჩანს რომ პროფესიონალი არ არის ... მაშინ იბადება კითხვა ...-ავისმომასწავებლად გადმოხედა ელენამ რატის-ვინ ჯანდაბა გადაიმტერე ისე,რომ მკლველობას გტენის?!
-სიტყვები ... -მშვიდი იყო გასვიანი-ბევრი კითხვა რჩება,პირველი ... როგორ აღმოჩნდა ჩემი იარაღი მათ ხელში.
-ყველაზე სუსტი რგოლით დაიწყე შენს ირგვლივ ...-ჩაერია დაჩი-მაგალითად ხომ არ გყავს ირგვლივ ისეთი ადამიანი ვისაც შეუძლია შენ სახლში შემოვიდეს იმ დროს როცა შენ არ იმყოფები შინ ... ან ადამიანი,რომელსაც აშკარად გამოხატული მტრობა აქვს შენ მიმართ ...
-ჩემ სახლში მხოლოდ ჩემი შვილი ... მეგობრები და დამხმარე ნათელა შემოდის.
-თუ პირველ ორს გამოვრციხავთ,შენი დამლაგებელი გვრჩება,რომელსაც ერთი საეჭვო ფაქტი უკავშირდება ... შენი ძილი!-წარბები აზიდა დაჩიმ.
-რაო?!-ვერ გაიგეს ტყუპებმა.
-მკვლელობის დღეს,მაშინ როცა სოფია მოკლეს დაახლოებით იმ საათებში მეძინა,სახლში ნათელა იყო ... მაგრამ ეს რა კავშირშია?!
-რის შემდეგ დაგეძინა,რატი?!-თვალები გადაატრიალა დაჩიმ.
-ჩაის დალევის შემდეგ ათ მაქსიმუმ თხუთმეტ წუთში ჩამეძინა.
-ახლა გაიხსენე ... წინა ღამის გამოუძინებელი იყავი, ბევრი ცემენტი გქონდა დღის სამ საათამდე ზურგით „ნათრევი“ თუ რამ დაგაძინა ასე მოწყვეტით,რომ საღამოს რვამდე არ გაგეღვიძა?!
-შენ ფიქრობ,რომ ნათელამ ...?!-თვალები გაუფართოვდა კახი გურიელს-რა იკადრა ბებიის ტოლმა ქალმა?!
-სეიფის კოდი საიდან იცოდა?!-ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა ელენამ და სახე მოისრისა-თავი გამისკდება ... ნინა,გთხოვ ყავა გამიკეთე უშაქრო.
-სულ ტკბილს არ სვამდი?-გაუკვირდა ნინას.
-არა,იქნებ აზრზე მომიყვანოს ...
-დამშვიდდი,რა!-რატის უხეშ ტონზე ოთახში ყველა გაისუსა,თითქოს ჰაერიც კი დაიძაბა. ელენა ფეხზე მშვიდად წამოდგა.
-ახლა თვალებში კარგად ჩამხედე ...-თმები ერთი ხელის მოსმით აიკრა კოსად,სხეულში გასცრა გასვიანს ამ მოქმედების დანახავისას.-თვალებში ჩამხედე მეთქი!-შესძახა სახეწაშლილმა ქალმა,რომელსაც კარგად ემჩნეოდა ჩაშავებულ უპეებზე უკვე ორი ღამე რომ არ ეძინა.-ეგ შენი ირონია სადაც გინდა და როგორც გინდა წაიღე და დამარხე,გესმის?!არ მაინტერესებს ამ მომენტში ჯოჯოხეთზე მეტად რომ გძულდე აღარ მაინტერესებს!-ერთიანად გაეყინა რატის სხეული-თუ შენ ითხოვ რომ ვიყო დედა ჩვენი შვილისთვის,მე ვითხოვ რომ იყო მამა ჩემი შვილებისთვის,გასაგებია?!-თვალებში კაპილარები თითქოს ამოებურცა ქალს და ცხელმა სითხემ ერთიანად აუწვა ორგანიზმი-ჩვენი შვილი ჩემ გამო მოკვდა ...-ამოიხრიალა და რატის წინ მუხლებზე დაეშვა გამწარებული დედა,ოთახში ყველა დაძაბული იჯდა და გატოკებას ვერ ბედავდა ვერც ერთი.-გაინტერესებს შენი ცოლი ქალად,დედად და ადამიანად რატო აღარ ვარგა?ჩამხედე,რატი თვალებში ... მე ჩემი პროფესიის გამო შვილი დავკარგე,შენ დაგკარგე ... ახლა ტასოსას ვკარგავ. შენი წასვლით ჩემ შვილს ვკარგავ,გესმის? შეგაკლავ თავს და არ გაგიშვებ ... ნუ მთხოვ მშვიდად ვუყურო ვიღაც როგორ ცდილობს ჩემი ცხოვრების გაგრძელების მიზეზი და მიზანი ციხეში გაუშვას,ნუ მთხოვ დავიღალე ...-რატის მუხლებთან დავარდნილმა ელენამ აკანკალებული ხელები სახეზე აიფარა და როგორც შეეძლო ბოლო ხმაზე იღრიალა-დავიღალე შენი ამ მზერით,დავიღალე ... ამ ტვირთის ზიდვით ...-ქმრის ხელები აცახცახებულ მხრებზე რომ შეეხო თითქოს ერთიანად მოდუნდა. იჯდა გასვიანი და მუხლებზე დამხობილ ცოლს გულში ისე იკრავდა,როგორც საიქიოდან დაბრუნებულ ოცნებას.
-ლენ ...
-მე მოვკალი ...-ხრიალებდა ქალი და მთელი ძალით უჭერდა ხელებს მამაკცს.-მანქანას მუხრუჭები გადაუჭრეს ... საჭე ვერ დავიმორჩილე ...
-ლენა ...-ხმას ვეღარ იმორჩილებდა გასვიანი,ოთახში უკვე მარტონი იყვნენ.
-დამემუქრნენ,თუ ხმას ამოვიღებდი,თუ არ შევეშვებოდი ... „გამახსენეს“ რომ მეორე შვილიც მყავდა ... ვატოს „მიშველე,დედა“ ყურებში მესმის და ვეღარ ვუძლებ,რატი ...
გასვიანმა მწარედ ამოიგმინა და ქალი ერთი ხელის მოსმით იატაკიდან პირდაპირ მუხლებზე დაიჯინა.
ბეღურასავით მოიკუნტა ელენა გასვიანის მკლავებში.
-რატომ არ მითხარი ... მაშინვე რატომ არ მითხარი.
-თქმა რომ დავაპირე,მაშინ მითხარი ... „გახსოვდეს,რომ ტასო გვყავს“ ... თითქოს ამ სიტყვებმა მაშინ ყველაფერი გადაწყვიტა.-ჩურჩულებდა ხმაწართმეული ქალი.
-ვინ იყო ...-ხმაში ფოლადი გაურიეს თითქოს კაცს-ვინ იყო ...!
-კალანდაძის ხალხი ... გთხოვ არ მითხრა ...-ისევ ტირილი აუვარდა ქალს- არ მითხრა „ხომ გეუბნებოდი“ ... ეს სიტყვები მომკლავს და გამანადგურებს ...
-ჩშშ...-აბურდულ თმებზე ხელი გადაუსვა და ისე როგორც ადრე მხრებზე დაფენილ თმებში შეასრიალა თავისი თლილი თითები.
-გთხოვ ... გთხოვ ...
თითქოს მიხვდაო რისი მოსმენაც უნდოდა ელენას.
-ყველაფერი კარგად იქნება,ლენ ...
ემოციებისგან განადგურებულმა ქალმა ძლივს ამოიბუტბუტა ... „მარწყვზე ალერგია გაქვს.“
მერე თითქოს ერთიანად მოსწყდაო რეალობას.
თვალები დახუჭა და გაითიშა.
***
-სად მივდივართ?!-აჟიტირებული ლილუ ადგილს ვერ პოულობდა.
-სასაფლაოზე.-მშვიდად ამოილაპარაკა დაჩიმ.
-რაო?!-შეჰკივლა გოგონამ და სახე დაებრიცა მოულოდნელობისგან.
-ჩემ ძმაკაცებს გაგაცნობ,კარგი ხალხია მოგეწონება ... ბევრი ლაპარაკი არ უყვართ,მაგრამ ეგ არაფერი ...-უდარდელად აიჩეჩა მხრები მამაკაცმა და ხარხარი ძლივს შეიკავა ლილუს შეშინებულ თვალებზე.
-დაჩი,რატო ხუმრობ ..?!
-ვინ ხუმრობს,მე?! ხომ ხედავ პირველივე პაემანზე მეგობრებს გაცნობ,შენ რას კადრულობ?! შეურაცხყოფაა,უშვერი თანაც!
-კარგი,რა დაჩი ... აღარ მინდა,ჯამბულ მიშველე ...-ღვედს წაეპოტინა გოგონა და დაჩის ხარხართან ერთად თავადაც გაეცინა.-მასხარა ხარ!
-ახლა სიტყვებს დაუკვირდი!-ლილუს ენა გადაეყლაპა დაჩის ხმის ცვლილებაზე და სახის გამომეტყველებაზე.-რამდენს ბედავს ეს პირველ პაემანზე?-ბოლომდე ვერ გაუძლო ლილუს თვალებში გამკრთალ შიშს გამომძიებელმა,შიშს რომ ვიღაცაში შეცდა,შიშს რომელიც შეიძლება ერთი არასწორი ტონით ან წინადადებით ჩაუნერგოს ადამიანმა მეორეს.

სულ ორი წამის შუალედი იყო,მენთეშაშვილმა მანქანა შუქნიშანზე გააჩერა და გოგონას გადმოხედა,რომელსაც ნიკაპი ისე უკანკალებდა,როგორც პატარა ბავშვს,მაშინ როცა სათამაშოს ართმევენ.
-ლილუ ...-კბილებით ჩააფრინდა ტუჩებს დაჩი სიცილი რომ არ ავარდნოდა-არ მითხრა,რომ ტირი თორე მართლა დაგცინებ ...
-დამანებე თავი.
-გეხუმრე,ლილუ ... -თავადაც შეეცვალა განწყობა მამაკაცს-მართლა,გეხუმრე ...
-შენ იცი,რომ ასე მამაჩემსაც არ მოუმართავს ჩემთვის?!
შუქნიშანზე მწვანე განათდა,ისინი კი იდგნენ უძრავად.
უკვე მეორედ აფერხებდნენ მოძრაობას ქალაქში.
-მე მართლა გეხუმრე,ვიფიქრე ...
-რა იფიქრე,რომ ამ ტონით გოგოსთან საუბარი სახუმაროა?-ვეებერთელა ცრემლები ცვიოდა გოგონას-შენ ხუმრობის დროს თუ შეგიძლია ასეთი სერიოზული იყო და ასეთი საშიში,წარმომიდგენია რაღაც ისე რომ ვერ წავიდეს ალბათ ... -თვალები გააფართოვა გოგონამ-ალბათ ხელითაც შემეხები ...
დაჩის სახე დაეძაბა ამის მოსმენისას.
-თუ ოდნავ მაინც მიცნობ იცი,რომ ამას ცხოვრებაში არასდროს ვიზამ შენზე კი არა ყველაზე უკანასკნელ ქალზეც კი ვერ ავწევ ხელს,ეს იცი ...!-გმირულად აიგნორებდა ქუჩაში ატეხილ სიგნალებს მენთეშაშვილი.
-არაფერიც არ ვიცი,თავიდან ყველა ასე ამბობს ...-გაკაპასდა გოგონა-მერე ჯერ ყვირილს აგუებენ ვითომ „ხუმრობით“ მერე მართლა უყვირებენ და დააჯერებენ რომ „ღირსები“ იყვნენ მერე ხელსაც გაარტყამენ და ეტყვიან,რომ „მწყობრიდან გამოვიდნენ“ და ნუ ხო აბა,როგორ ახლა თქვენ გეპატიებათ ფსიქიკური სპაზმები ჩვენ ქალებს არაფერი გვეპატიება ... მერე ცემაზეც გადავლენ და მერე ... მერე საერთოდ მოკლავენ!
-ლილუ,რას ამბობ?!-შესძახა გაგიჟებულმა,სახეწაშლილმა დაჩიმ.
-აი,ახლაც ყვირი ...-ამოიტირა ლილუმ და თავი მუხლებში ჩარგო,-როგორ მეგონა,რომ ცხოვრებაში გამიმართლა და სწორი ადამიანი ვიპოვე,რომ მეც მოვეწონე ბიჭს და აღარ გათენდებოდა უსიყვარულოდ თეთრი ღამეები ...-ბუტბუტებდა ლილუ,დაჩის თავი საჭეზე დაედო და ღრმად სუნთქავდა,შუქნიშანი უკვე მესამე წრეზე მიდიოდა.
-ლილუ,მაპატიე მართლა ვერ წარმოვიდგენდი .... გთხოვ,ლილუ ...-დაჩის ხმაში ვედრების სხივები ისე მკაფიოდ შეიჭრა გოგონას გულში,რომ ვეღარ მოითმინა და ისეთი კისკისი დაიწყო და დაჩის თვალები დაექაჩა.
-აწი გეცოდინება ვისთან უნდა იხუმრო ...-ფანჯარა ჩამოსწია და ჰაერი გაღიმებულმა შეისუნთქა.
იჯდა მთელი კორპუსით გოგონასკენ შებრუნებული მენთეშაშვილი,თვალები გადმოვარდნაზე ჰქონდა და ვერ ხვდებოდა ახლა მის თავს რა ხდებოდა.
-შენ ახლა ... შენ რა გააკეთე?!-ამოიგმინა დაჩიმ.
-რავიცი „სამაგიერო“ გადაგიხადე.-მხრები ზუსტად ისე აიჩეჩა,როგორც რამდენიმე წუთის წინ დაჩიმ.
უეცრად დაჩის მხარეს ერთ-ერთმა გამწარებულმა მძღოლმა მთელი ძალით დააკაკუნა ფანჯარაზე.დაჩიმ ღილაკს დააწვა და ფანჯარა ჩამოსწია.
-შენ რა დაყრუვდი?შუა ქალაქში ხარ გაჩხერილი,ხვდები მაინც?თუ არ გინდა პოლიციას გამო...-კაცს სიტყვა ჰაერში გაეყინა მობეზრებული სახით მენთეშაშვილმა ჟეტონი რომ აუფრიალა ცხვირწინ.
-ხელს უშლი საგამოძიებო პროცეს და ეგ სისხლის სამართლის კანონით ისჯება ...-ამოილაპარაკა მშვიდად და გაფითრებულ მამაკაცს გადმოხედა.
-ბოდიში,რა ... არ ვიცოდი. რას ასიგნალებთ,ბიჭო არ სცალია კაცს!-შეჰყვირა კაცმა და უკან მდგარ მანქანებში,ფანჯრებიდან მომზირალ მძღოლებს დაუცაცხანა.
მობრუნებულიც არ იყო მენთეშაშვილის მანქანა რომ მოწყდა ადგილიდან და რუსთაველზე ისეთი სისწრაფით ჩაიქროლა კამერებმა დაფიქსირებაც ვერ მოასწრეს ჯარიმისთვის.
-შენ თუ არ გაკივლო,მე დაჩი არ ვიყო მენთეშაშვილი!-კოჯორის გზას დაადგა დაჩი.
-რაო,რა მუქარაა?!-კისკისებდა ლილუ.
-აი,გაჩვენებ შიშს!-სავარძელში შესწორდა დაჩი და გაზს მთელი ძალით მიაჭირა ფეხი.
-დაჩი,სერიოზულად ფიქრობ რომ ამით შემაშინებ?-ეცინებოდა გოგონას.
-ვცდი!
-კი ბატონო,ცადე ... -ხელი მაგნიტოფონისკენ წაიღო და არაფრით შეიმჩნია მანქანის სიჩქარის საოცარი მატება საშინლად რომ აღელვებდა.
ყურები ისე დაეგუბა გოგონას წესიერად არ ესმოდა მუსიკის ხმა,მაგრამ ჯიუტად არ შორდებოდა მის სახეს ღიმილი.
რომ მიხვდა დაჩი სისულელე იყო რასაც აკეთებდა,რომ მიხვდა ამით ვერც შეაშინებდა და მითუმეტეს სასაცილო „სამაგიეროსაც“ ვერ გადაუხდიდა მანქანა გადააყენა.
ავტომობილის გაჩერება და ლილუს გადახტომა ერთი წამის ინტერვალში მოხდა.
-სად მირბიხარ?!-უკან აედევნა დაჩი.
-ავადმყოფი ხარ!
-ერთი მსახიობის თეატრი რომ მომიწყვე რა გეგონა?!
-შენ ხო ადამიანი არ ხარ,იქნებ მოვმკვდარიყავით!
-14 წლიდან საჭეს ვმართავ,როგორმე ...
-სწორედ ასეთები ხვდებიან ავარიებში,რომ ჰგონიათ ძალიან კაგრად მართავენ საჭეს!
-ნუ გარბიხარ,დავიღალე გოგო!
-დიახადაც მივდივბარ,საერთოდაც როგორი პირველი პაემანია,საერთოდ არსად არ წამოვალ შენთან,დეგენერა ...-ვერ გაიაზრა როგორ აღმოჩნდა დაჩის ცხელი ტუჩები მის ღაწვებთან.
მთელი ძალით მიიკრა გოგონას სხეული და ლილუს გაოცებულ თვალებზე სიცილი ვერ შეიკავა.
-როგორი ლამაზი ხარ,ლილუ ...-პატარა მრგვალი სახე თავის მტევნებში მოიქცია დაჩიმ და მაღლიდან დააცქერდა მომღიმარ გოგონას.
-ყველაზე არარომანტიული პირველი პაემანი გვაქვს.
-ყველაფერი ახლა იწყება !-გაეცინა დაჩის და დაკოფსილ ცხვირზე სწრაფად აკოცა-ჩაჯექი წავედით.
-მოიცა,დაჩი მართლა სასაფლაოზე მიგყავარ?-მენთეშაშვილის ხარხარმა აიკლო იქაურობა.

***
(წარსული)
კახის ბაბუ დაკრძალეს.
ბავშვები კიდევ ერთი ღამით დარჩნენ გურიელებთან.
დილა იყო,ყველანი თბილისში ბრუნდებოდნენ.
ელენას ნომერზე უცნობმა,რომ დარეკა ჯერ ისევ საწოლში იყო თავის ბიძაშვილთან, კატოსთან ერთად.
-მამა,მძინავს ...-ამოიზმუილა გოგონამ,ისე რომ ნომერს არც კი დახედა.
-ლენ,მოემზადე გამოგივლით ათ წუთში ...-ღიმილი ვერ შეიკავა რატიმ ელენას ნამძინარევ ხმაზე.
-რაო?!-ისეთი სისწრაფით წამოდგა საწოლიდან თავბრუ დაეხვა.
-ლენა, ათ წუთში შენს ჭიშკართან ვარ ...
-ათ წუთში ... რატო?!
-უნდა მოგიტაცო,ხომ გითხარი სამი წლის წინ უნდა მომეტაცებინე-მეთქი?!
-ნუ ხუმრობ ასე ცუდად,რატი!
-ჰო,მაშინ მართლა პატარა იყავი ..-ცხვირი შეჭმუხნა გასვიანმა და გვერდით მჯდარ ასაბაშვილს გადახედა,რომელიც სიცილისგან სულს ვეღარ ითქვამდა.
-მართლა მოდიხარ?
-მართლა მოვდივარ!
-არ მჯერა,ვიძინებ და საერთოდაც ჩემი გაღვიძების ყველა იდეა ჩანასახშივე უნდა მოკლა.
აღარაფერი უთქვამს გაუთიშა.
-შენ თუ ადამიანი იყო ..-წამოიწია კატო-ბიჭი შენ გამო მოდის და შენ ძილის შებრუნებას აპირებ?!
-შენ გგონია მართლა მოვა?!
-არ გავს ისეთ ბიჭს უაზრო ხუმრობები რომ უყვარდეს,შენი ძმა კი არ არი!
-ჰო,აი ჩემი ძმა მეორე პრობლემაა ...
-პირველი რა არი?
-ის,რომ გუშინ მთელი ღამე გამათენებინე და ახლა საშინელ ხასიათზე ვიქნები თუ ძილს არ შევიბრუნებ ...
ამოიზუზუნა,გვერდი იცვალა და თვალები დახუჭა.
გაიგო,როგორ გავიდა კატო ბუტბუტით ოთახიდან.
ბიძამისის ხმა ესმოდა ძილბურანში მყოფს.
ერთი.
ორი.
სამი.
იქ იყო ...
სუფსის ნაპირებთან.
გვირილებს კრეფდა და სახეზე ჩამოყრილე თმებს ვერაფერს უხერხებდა.
იგრძნო.
ყველა ბედნიერი წამი რომ დაიფიციოს სამტკიცოდ,დაიფიცებს კიდეც ...
იგრძნო,როგორ შეეხო გასვიანის თითები მის ჩამოშლილ კუპრივით შავ თმებს,ფრთხილი მოძრაობით როგორ ჩაუწნა თმები მის ზურგს უკან ჩამუხლულმა ბიჭმა და როგორ ფრთხილად აკოცა ლოყაზე.
„მიყვარხარ,გვირილებიც ამას გეტყვიან“-ეჩურჩულებოდა ნაცნობი ხმა და ნაცნობი ფრაზის ბგერები სიმფონიად იღვრებოდა გოგონას სხეულში.
-რას,ამბობ ახლა ერთი ჭიქა რომ არ დაგვილიოთ,ისე ვერ გაგიშვებთ!-ბიძამისის როხროხა ხმამ და ნჯღრევამ წამიერად დაურღვია იდილია და სახეზე გამოსახული ღიმილი დაბრეცილ გამომეტყველებაში ჩაიკარგა.
-ადექი,გოგო მოვიდნენ!-შესძახა კატომ და ელენამაც მაშინვე ჭყიტა თვალები.
-რას ამბობ?!
-მართლა ვერ დავლევთ,გზაზე ვართ ...-რატის მხიარული ხმის გაგონებისას ელვის სისწრაფით მოიცვა ხალათი და ოთახის კართან გიჟივით მივარდა.
„მე მშვიდი და ნაზი გოგო ვარ ...“-ამოიბუტბუტა მრავალმნიშვნელოვნად და გაწეწილ თმებზე ხელი გადაისვა.
ოთახის კარი გააღო და საოცრად „გაკვირვებული“ სახით გამოვიდა.
-ელენკუ,შენ კიდე არ ხარ მზად?-სიცილი ვერ შეიკავა ბუკამ ელენას ფორმაზე.
-არა,რატო?!რა მაგარ ფორმაშია ნახე ...-გაეცინა რატის და ისევ ელენას ბიძას მიუბრუნდა.
-აბა,სანამ ელენა მოემზადება მოდი დამიჯექით სუფრასთან,ნუ მიკრავთ ხელს ბიჭებო!
-ათ წუთში მზად ვიქნები ..-ამოუბურტყუნა ელენამ და ოთახში შებრუნდა.
ძლივს დააღწიეს თავი ელენას ბიძას,მანქანისკენ დაიძრნენ და ის იყო ელენას უკანა კარი უნდა გამოეღო ბუკამ გზიდან რომ ატეხა წუწუნი.
-აუ,რა მიქნა გურიელმა ეს,წელი და კისერი მაქვს გაშეშებული!
-ნუ წუწუნებ,ტვინი მეტკინა უკვე ...
-აუ,ელენა წინ დაჯექი რა ... უკან მე დავწვები და ბევრი არ იხმაუროთ!
-მე რომ ...-რაღაცის თქმას აპირებდა ბუკა რომ გადაიხარა და პირდაპირი გაგებით შეხტა მანქანაში.
-წამო,წამო ... ცუდად არი ეს.-გადააქნია თავი რატიმ და კარი გაუღო გოგონას.
თბილისამდე ისე იმგზავრეს ხმა არც ერთს ამოუღია.
მანქანაში მშვიდი სიმღერის ნოტები იღვრებოდა.
ელენამ ღვედი რომ შეიხსნა და რატის და მის სავარძლებს შორის მოთავსებულ სათავსოზე თავი რომ დადო,მიხვდა გასვიანი,რომ მასაც დაეძინა.
„კისერი გეტკინება“-ამოილაპარაკა დანანებით,ფრთხილად ააწევინა გოგონას თავი და მის ხელზე დაადებინა.
მთელი გზა მის ხელზე ეძინა,მშვიდი,უშფოთველი ძილით.
***
(აწმყო)
-დაიწყე და ყველაფერი დეტალურად მომიყევი ...-სიმშვიდე კბილებით ეჭირა გასვიანს.
-კალანდაძის საქმეს ხელი რომ მოვკიდე იმ ღამით ჩემმა ლექტორმა დამირეკა,იაგომ ... მითხრა,არ არის ის ხალხი ვისი გადამტერებაც ღირსო ...-წყალი აკანკალებული თითებით დაისხა ჭიქაში და განაგრძო-ვუთხარი,ეს ჩემი საქმეა,ხვდები,რომ რასაც მთხოვ არაპროფესიონალურია-თქო?!ყველა კრიმინალი თავის მხრივ საშიშია,არ ვებრძოლოთთქო!?იაგომ არაფერი მიპასუხა,დამემშვიდობა და გათიშა.პროცესი მეორე დღეს იყო ჩანიშნული.სანამ დარბაზში შევიდოდი ტელეფონზე უცნობმა ნომერმა დამირეკა ... „გამაფრთხილეს“ ცხოვრებას ნუ მოისპობ გაჩერდიო ... არ ვიცი,რა დამემართა ... ვერ ავიტანე მუქარა,თითქოს შეურაცხყოფილი იმით ვიყავი,რომ მე ელენა მენთეშაშვილს გაბედეს და დამემუქრნენ ... და არა როგორც ჩვეულებრივ ადამიანს,თითქოს ამ გაუაზრებელმა სიამაყემ უნორმო ძალა მომცა.ტელეფონი გავთიშე და დარბაზში შევედი ... ამ საქმეს მიშო აბურჯანია იძიებდა,საქმის დეტალები დაამახინჯეს,ახალგაზრდა ქალზე,რომელმაც შეთხვევით ისეთი რაღაც მოისმინა,რაც კომპაიის უფროსობას არ აწყობდა, საქმე აღძრეს ... თითქოს რაღაც მოიპარა და მოკლედ ისე გააკეთეს,რომ მილიონობით დოლარის შეჭმა დააბრალეს და უდანაშაულო ქალს ციხეც გამოწერეს ბონუსად. ამ ქალს კომპანიის უფროსის ლევან კალანდაძის საყვარლობა დასწამეს ცილად და ყველა სიკეთესთან ერთად ახალ დაქორწინებულს „მოღალატის“ იარლიყიც მიაკრეს ... წარმოიდგინე ყველაფერი დაკარგა თავისი ქმრის ჩათვლით,რომელმაც არ ვიცი რატომ მაგრამ არ დაუჯერა ...
-მახსოვს,იმ ღამით მკითხე ... და ამაზე ვიჩხუბეთ ...-თავი გაუსაძლისად ტკიოდა გასვიანს და პერიოდულად საფეთქლებზე წრიულად ატრიალებდა თითებს.
-სახლიდან გამოაგდეს,ოჯახმაც კი ხელი ჰკრა ... გამწარებულს ერთადერთი რაც დარჩა შურისძიება იყო. სახაზინო ადვოკატი ვიყავი და ჩემგან ამას არავინ მოელოდა ... უფროსობაც ჩაერია ამ ამბავში,მაგრამ ბოლომდე ვაგრძელებდი ბრძოლას,ვიცოდი დღეს თუ ამ ქალს ასე დაჩაგრავდნენ და ჩვენ პრობლემაზე თვალის გასწორების ნაცვლად ამ პრობლემას თვალს ავარიდებდით,ვიცოდი,რატი რომ ხვალ ამ ქალის ადგილას შეიძლება მე,ჩვენი შვილი ან ჩვენი ახლობელი აღმოჩენილიყო ... ეს ხომ იურიდიულ სამყაროში დაუწერელი კანონია ... ებრძოლო იმას,რაც არ გინდა რომ ხვალ შენი შვილის და მისი თაობის პრობლემაც იყოს.მაგრამ ის გრძნობა ... ის სიამაყე ... თითქოს დღემდე სულს მიხუთავს.
-პროცესი მოიგე.-ხმა არაბუნებრივად ჩახლეჩვოდა გასვიანს.
-პროცესი მოვიგე და კალანდაძის ისეთი საქმეები გამოვიტანე სააშკარაოზე,რამაც თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან ხუთლწამდე კიარა რვიდან ცხრა წლამდე გაზარდა. დავამტკიცე,რომ ამ ქალთან კალანდაძეს არანაირი სექსუალური კავშირი არ ჰქონია,რამდენიმე მოწმის ჩვენებაც მოვიპოვე, კომპანიაში ფინანსური პოლიცია შევიყვანე და არქივს მიბარებული საქმეები გავხსენი ... ხომ გახსოვს მაშინ რა აჟიოტაჟიც იყო ამ ამბავზე ... საქართველოში ცნობილი ავიაკომპანიის უფროსის სკანდალი უცებ მეოდო ყველაფერს და მეც ამ საქმის მთავარი ფიგურა გავხდი.ისე გამოვიდა,რომ იმ ქალზე უფრო მე ვიბრძოდი კალანდაძის წინააღმდეგ ... ბოლოს ლევანს ცხრა წელი მიუსაჯეს და გასაჩივრების უფლებაც აღარ დატოვეს. უმცროსი ჯანდიერის დროინდელი მთავრობა იყო და ვერავინ გაბედავდა უსამართლო განაჩენის გამოტანას.სასამართლოს კიბეზე ჩამოვდიოდი კალანდაძის ცოლი რომ მომიახლოვდა ... თვალებში ჩამხედა და მითხრა ... „ცხოვრება ბუმერანგია,გპირდები ერთ დღესაც შენ ჩემ ადგილას აღმოჩნდები“ ... ვიცოდი ქალი აღელვებული იყო,მას ვერავინ დააჯერებდა რომ მისი ქმარი უამრავ უკანონობასთან ერთად ადამიანს ციხეში ჩასმას უპირებდა ...
-ვატოსთან ... რა კავშირშია ...
-ამ პროცესიდან 2 თვეში,ვატო ბაღიდან გამომყავდა ...-თვალები ცრემლებით აევსო ელენას და თითები სახეზე აიფარა,უცებ რატი რომ წაეტანა და დაბლა დააწევინა.ქალი გაუცნობიერებლად ჩაეჭიდა ქმრის მტევნებს-ბაღიდან გამოვიყვანე, გზაში მიკი მაუსის ფორმით გადაცმული გოგონა მოგვიახლოვდა,ვატოს გამოელაპარაკა და რაღაც ბუკლეტები და შოკოლადი მოგვცა. ჩიხში გაჩერებულ მანქანასთან რომ მივედით ქუჩის ბოლოში ბიჭები შევნიშნე ... რამდენიმე მაღალი აღნაგობის ბიჭი იდგა და ერთმანეთში საუბრობდნენ,ერთმა გადმომხედა და თითქოს დანანებით გადააქნია თავი. მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია,ბავშვი მანქანაში ჩავსვი,მეც ჩავჯექი და წავედი.
სახლის გზაზე ვიყავით,ვატომ შოკოლადი გახსნა და ჭამა დაიწყო.ცუდი წინათგრძნობა მქონდა,ხელი უკან გადავწიე შოკოლადის გამოსართმევად ... ვიფიქრე ვადაგასული არ იყოს ან ... ან არ ვიცი უბრალდო არ მინოდა რომ ეჭამა ... ვატომ ხელი უკან წაიღო და კიდევ ერთხელ ჩაკბიჩა.ტელეფონზე ნანამ დამირეკა,ტასო სკოლიდან მამაშენმა გამოიყვანა პირდაპირ აქ მოდითო ... ნანასთან ლაპარაკი არ მქონდა დასრულებული ვატოს ხმა მომესმა ... „მიშველე დედა ..“-ქალმა თხრობა შეწყვიტა,ისხდნენ პატარა მაგიდის ირგვლივ და ორივენი ტიროდნენ.-გზაზე მანქანები არ იყვნენ,სადღაც ოთხმოცით მიმყავდა მანქანა,სპიდომეტრზე ახლაც მახსოვს ... როგორ დამეკარგა გონება გალურჯებული ვატო,რომ დავინახე ... იხრჩობოდა რატი ... ვერ ვუშველე ... მანქანის გაჩერება ვცადე,მუხრუჭები არ მემორჩილებოდა ... მერე ... მთელი ძალით შევასკდი ბოძს,რომელმაც მანქანა ლამის გახლიჩა.
იმ დღეს რომ დაბნელდა,მას შემდეგ წყვდიადში დავდივარ ... როცა დაძინებას ვცდილობ მისი ხმა ჩამესმის,მე ისევ ვერ ვშველი ...
-რატომ ფიქრობ რომ მათ მოაწყვეს,იქნებ ...-ამოიხრიალა გასვიანმა.
-საავადმყოფოში თვალი,რომ გავახილე თავზე მედდა მედგა,გამოიცანი ვინ იყო ...-სიმწრით გაცინა ქალს-კალანდაძის ცოლი,მიღიმოდა ... „შემახსენე ტასოს ბოლო გაკვეთილი როდის უმთავრდება“... მორჩა.
-ავადმყოფია? ცხრა კი არა სამუდამო რომ მიესაჯათ,ბავშვს რას ერჩოდა ..?!-იღრიალა ძალა გამოცლილმა კაცმა.
-როგორც მერე გავიგე ... რვა თვის ნაყოფი დაკარგა,როცა მისი ქმარი მის თვალწინ აიყვანა პოლიციამ ... ნერვიულობის ფონზე.
-და შენ რა შუაში იყავი?-საფეთქლები ეწვოდა რატის.
-არ ვიცი,რატი ... შვილმკვდარი დედისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არი დამნაშავე და ვინ არა ... მისთვის მთავარი ის ტკივილია ღამით რომ არ აძინებს,მე მას ქმარი წავართვი მის წარმოსახვაში.ამით სამაგიერო გადამიხადა.
-მერე?!
-ვაპირებდი ყველაფერი შენთვის მეთქვა,სანამ ოთახში არ შემოხვედი და საწოლთან ჩამომჯდარმა არ მითხარი ... „გახსოვდეს რომ ტასო გვყავს..“ თითქოს ამ ფრაზით ყველაფერი დავამთავრე.ვერ გაგიბედე,შემეშინდა ...-თავი უკან გადასწია და გულზე ხელი მიიჭირა-შემეშინდა,რომ ტასოსაც რამეს დაუშავებდნენ,რომ ამას ასე არ დატოვებდი და შურს იძიებდი,შემეშინდა რომ არასდროს მაპატიებდი ...
-ორი წელი მიყურებდი როგორ ვიტანჯებოდი შენი მდგომარეობით,ვერც ვბედავდი რომ შვილი მეგლოვა,შენ მყავდი ცოცხლად მკვდარი სახლში და ამას ახლა ....-ღრმად ჩაისუნთქა გასვიანმა-თავი კოშმარში მგონია.
-კოშმარი აქედან წასვლა და შენი დატოვება იყო,ჩემი შვილის თვალები იყო,უძლურება იყო,მიწა იყო ჩემი შვილის გულზე დაყრილი ... ორი წელია ამ კოშმარში ვარ,რატი და ვერადავერ ვიღვიძებ ... ორი წელია მტანჯავს სიკვდილის გამაგიჟებელი სურვილი და ვალდებულება,რომ დედა ვარ ...
-ამას ნუ ამბობ!-შესძახა გაშმაგებული თვალებით გასვიანმა.-სიკვდილი მეორედ არ ახსენო,გასაგებია!?-თვალები დაექაჩა ნერვებისგან.-მეყოფა,გესმის?!
-ჩემი სიცოცხლე რამედ ღირს,რატი?!
ელდანაცემივით წამოიჭრა და ქალს მივარდა გაგიჟებული.
მის ღონიერ მტევნებში მოიქცია ქალის კოხტა,თუმცა ნატანჯი სახე და თვალებში ჩააშტერდა.
-ჩემი და ტასოს სიცოცხლედ,არ ღირს?!-ამოიჩურჩულა ზედ ქალის სახეზე.
-არ გეზიზღები ...?!
-ყველაფერზე უფრო ... -არ გატოკებულა კაცი-მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტხს,რომ მიყვარხარ.
-რატი ...-ხმა აუკანკალდა ქალს.
-არ გაბედო და არ იფიქრო,რომ მორჩა ... ჩვენი დასასრული აქ არ იწყება,გესმის?!
-ჩვენი ..?!-ქალის ცრემლები კაცს ეცემოდა ხელებზე.
-ჩვენი.
-ტასო?!
-მივცემთ იმას,რასაც ყველა ბავშვი იმსახურებს ... ოჯახს!
-რატი ... არ ფიქრობ რომ ჩემი ბრალია?!
-ამოიგდე ეგ აზრი თავიდან ...-ქალს ფეხები გააშლევინა და მდივანზე მიაწვინა,-ასე ყველას ჩვენი ბრალეულობა გვაქვს ... მე რომ უფრო ყურადღებით ვყოფილიყავი,რომ გამეთავისებინა,რომ მხოლოდ ლენას კიარა ადვოკატის ქმარიც ვიყავი,უკეთესად რომ მეზრუნა იქნებ ეს არ მომხდარიყო ...
-ამას ნუ ამბობ-მაისურის საყელოზე წაეპოტინა ელენა ქმარს და მანაც ცოლის გვერდით დაიკავა ადგილი.მთელი სხეულით აეკრო ქალს გასვიანი.-შენ მხოლოდ ... მხოლოდ მაპატიე.
-ჩშშ ... მთავარია,რომ სახლში ვართ.
-რატი,ოდესმე ხომ ვნახავთ?!...
-სამოთხე ზუსტად ასეთი წარმომიდგენია.


***
(წარსული)
დაჩი მენთეშაშვილი საქართველოს საზღვარზე არ იყო გადმოსული მაშინვე რომ აცნობეს მისი დის და გასვიანის ახლობლობის ამბავი.
სახლში მისულს ელენა შინ რომ არ დახვდა მაშინ იგრძნო პირველად რას ნიშნავდა პატარა დის დაკარგვის შიში.
ტელეფონი ჯიბეში მოიჩხრიკა და დიდი ძებნის შემდეგ ერთ ნომერზე დარეკა.
-სისხლს და სამართალს ჩემგან სალამი!-გაისმა კახი გურიელის უდარდელი ხმა მობილურში.
-ჩემამდე რაღაც ჭორები მოვიდა ...-მშვიდი იყო დაჩი-ილოცოს შენმა ძმაკაცმა,რომ მართალი არ აღმოჩნდეს ...
-თორემ?-სიცილი აუვარდა გურიელს-რას გვიზამ დაგვახევ თავზე სამოქალაქო კოდექს?!
-და არც ერთს გყავთ და წარმოდგენა არ გაქვთ რისი გაკეთება შეუძლია გაბრაზებულ ძმას,შენ იცი რომ ჩემი სიტყვა მხოლოდ სიტყვად არ რჩება ... შენ ყველაზე კარგად მიცნობ და იცი რომ რასაც ვამბობ იმის გამკეთებელიც ვარ,თავს ნუ მომაკვლევინებს ... თორე თავზე კანონის დახევა როგორ უნდა მთელ საძმაკაცოს გაჩვენებთ და ყველაზე სუსტით დავიწყებ!
-მაგარი აკრეფილი გაქვს,შენ ძმობას გეფიცები!-იცინოდა გურიელი.
-კახი ... ნუ ცდი ჩემ მოთმინებას,ცუდად არ დაგიჯდეს ...
-ეს მუქარა იყო თუ ძმური რჩევა?!
-კაცური გაფრთხილება.
-აფთიაქში ჩაირბინე და ვალერიანის წვეთები მოიმარაგე,ელენას დაელაპარაკე და პრეტენზიებით მერე ირბინე,კაი?!
ელენას სახლში შემოსვლა და დაჩის ყვირილი ერთი წამის ინტერვალში მოხდა.
-სად იყავი?!-გოგონას თვალები გაუფართოვდა დაჩის ხმამაღალ ტონზე.
-უნივერსიტეტში,რა გაყვირებს?
-შენ რატი გასვიანთან რა კავშირი გაქვს?!-პირდაპირ საქმეზე გადავიდა უფროსი მენთეშაშვილი,სამზარეულო ოთახში მოგროვდა ყველა.
-რას ნიშნავს კავშირი?!-არ დაიბნა ელენა,-როგორ მელაპარაკები?
-როგორც არი საჭირო ზუსტად ისე!-შეჰყვირა დაჩიმ და მაგიდას ხელი მთელი ძალით დაარტყა-არ გაბედო და მაგ ტიპთან ახლო ურთიერთობაზე ...-თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა-საერთოდ რაიმე სახის ურთიერთობაზე არც იფიქრო,ელენა!
-წარმოუდნელე რამეს ამბობ ...-მხრები უდარდელად აიჩეჩა გოგონამ და ჩანთა სკამზე დადო,მშობლებიც კი არ აპირებდნენ ხმის ამოღებას,ზურა ხან ერთს უყურებდა ხანაც მეორეს.
-რას ნიშნავს წარმოუდგენელს?-მოთმინება ეწურებოდა დაჩის.
-საერთო სამეგობრო გვყავს,როგორ არ უნდა მქონდეს ურთიერთობა?
-ჰოდა არ გეყოლებათ,სხვებთან იმეგობრე!
-ბატონო?!
-ელენა,თავს ნუ მომაკვლევინებ!
-ერთი წამი,შეიძლება რომ ჩავერიოთ?-გაეცინა ზურას,რომელიც შესანიშნავად იცნობდა თავის შვილებს-რა ხდება დაჩი?!
-იცი მაინც შენი შვილი ვისი მანქანით მოძრაობს?-არ ცხრებოდა დაჩი.
-ჩემ შვილზე წესიერად ილაპარაკე სანამ სახე შეგრჩენია სახის ადგილზე,კარგი?-მშვიდი იყო ზურა-ახლა მშვიდად მოყევი ... რა ხდება?
-მშვიდად,როგორ მოვყვე ჩემი კლასელის მანქანით დადის თურმე გოგო გურიიდან თბილისში და თბილისიდან გურიაში.
-დაუშვათ წავიდა,მერე?
-შენ ნორმალურ ჭკუაზე ხარ?-წარბები შეყარა დაჩიმ და კიდევ უფრო უმატა ხმას-იცი ვინ არი რატი გასვიანი?იცი რას უზამს ამ დებილს?
ზურას ხელი ისეთი ინერციით დაეშვა მაგიდაზე ჭურჭელი შეზანზარდა.
წამით ხმა ჩაუვარდა დაჩის და ოთახში ჰაერიც კი დაიძაბა.
-მე გაგაფრთხილე და მესამედ მწარედ დაგამახსოვრებ ჩემ ხელს!-ისევ მშვიდი იყო ზურა-კლასელის ბაბუა გარდაიცვალა,შენ აქეთ არ იყავი,მე სხდომა მქონდა,ჩემი მძღოლი იმ დღეს არ მუშაობდა ... შენი კლასელის მანქანაში ლამის ჩემი ხელით ჩავსვი ...-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და შემზარავად იყვირა-მერე?!
-მერე ამხელა კაცს ეჭვი არ გაგიჩნდა შენი შვილისთვის გვირილების თაიგულს უბრალოდ რომ არ გამოუგზავნიდა ჩემი კლასელი?! იმდენს ვერ მიხვდით,რომ ეს უბრალოდ პანაშვიდზე წასვლა და იქიდან წამოსვლა არ იქნებოდა? იცით მაინც ვინ არი რატი გასვიანი?
-და ვინ არი რატი გასვიანი?-ცინიზმი გაერია ზურას ხმაში.
-უკანასკნელი კაცი ვისთანაც დავუშვებ რომ იყო,გასაგებია ..?!-თვალებში ჩააშტერდა ელენას.-გონებაში არც გაიფიქრო,რომ ოდესმე ... ოდესმე დავუშვებ თქვენ ერთად ყოფნას.
-ხმა ამოიღე,ვინ არი რატი გასვიანი?-შესძახა ზურამ.
-ის ვინც ცხოვრებას თავზე დაამხობს შენ შვილს,რომელსაც ახლა რატომღაც ჰგონია,რომ გასვიანს აინტერესებს ...
-ამ წუთას დებილი მიწოდე!-გაეცინა ელენას-როგორმე მე მივხედავ ჩემ ცხოვრებას კაი?
-ენას ამოგაცლი,გოგო!-შუაში ჩაუდგა ნანა დაჩის და ელენას.
-ერთი მიზეზი დამისახელე რატომ არ უნდა მქონდეს ურთიერთობა და ზურას გეფიცები გამარჯობასაც არ ვეტყვი ქუჩაში.-მშვიდი იყო ელენა.
-აი,ასე უბრალოდ არ მინდა,რომ გქონდეთ ურთიერთობა - შენთვის ეს საკმარისი არ არი?ბავშვობიდან ვერ ვიტანდით ერთმანეთს და წარმოდგენა არ მაქვს ახლა რა ჯანდაბა აქვს ჩაფიქრებული!
-შენი აზრით ეგ ის მიზეზია რის გამოც მე უარი უნდა ვთვქვა?
-ელენა ნუ მაგიჟებ!-ყვიროდა დაჩი.
-ან ფაქტი დამისახელე,რომ მაგალითად სადმე წააწყდი როგორ იძახდა გასვიანი რომ ელენას გამოყენებით შენზე აბსურდული შურისძიება უნდა ან ... ან არ ვიცი ნებისმიერი რამ რაც დამაჯერებს რომ ჩემდამი ცუდი განზრახვები აქვს და პირობას შევასრულებ ... თქვენი ბავშვობის უთანხმოების გამო,არც იფიქრო ... არც იფიქრო რომ ჩემ ცხოვრებაში ასე მარტივად ჩარევას და რაღაცების შეცვლას შეძლებ. ყველამ იცოდეთ საზღვრები! რაც შეეხება ამ ლაპარაკს ... შეცდი,დაჩი.-თავი გადააქნია ელენამ და თავის ოთახის კარი ხმაურიანად დაკეტა.
-მოვკლავ,დედა გამიშვი!-არ ცხრებოდა დაჩი.
-სულ ასეთი ფიცხი და იდიოტი იყავი!-ჩაილაპარაკა ზურმა და დივანზე დაეშვა-უნდა იცოდე ვის ეჯახები და როგორ,ეს ვერ გასწავლე ... ლაპარაკი ვერ გასწავლე ამხელა კაცს!
-კიდე მე მსაყვედურობ რამეს?-თვალები დაექაჩა დაჩის.
-რა გეგონა ღრიალით რომ მივარდი და ულტიმატუმების წამოყენება დაუწყე? იცი ამ საქციელით რას მოიმკი? იცი მეთქი!?-შესძახა ზურამ-სულ რომ არ აინტერესებდეს ის ტიპი შენ ჯიბრზე გააკეთებს,იმიტომ რომ ამ წამს პატარა ნაპერწკალს ნავთის ცისტერნა დაასხი,იდიოტო!
-დაჩი,ასე არ უნდა გელაპარაკა ... ხომ იცი რომ ელენას სხვანაირი ხასიათი აქვს ...
იმ დღეს ოთახიდან არ გამოსულა ელენა,მის ოთახს არ მოსცილებია დაჩი.


დილის ექვსი საათი იყო გასვიანის კარზე კაკუნი რომ ატყდა.
-რა ჯანდაბა ... რაიყო,მენთეშაშვილო ბიოლოგიის დავალების დაწერა დაგავწიყდა?!-გაეცინა რატის და ის სიცილი სახეზე შეეყინა დაჩის მოქნეული მარჯვენა მძიმედ რომ დაეშვა მის სახეზე. -იმედია ამას ლოგიკური ახსნა აქვს,თორე ძვალ-რბილს გაგიერთიანებ,მენთეშაშვილო!
-ჩემი დისგან თავი შორს დაიჭირე თუ არ გინდა ოთხ კედელში ამოგალპო,გასაგებია..?!-კბილებში გამოსცრა დაჩი მენთეშაშვილმა.სიცილი ვერ შეიკავა გასვიანმა ამ სიტყვების მოსმენისას.
-იცი ჩვენ სკოლაში,მერე ჩვენ უბანში და მერე ზოგადად ქალაქში ყველაზე დიდ პატივს შენ რატომ გცემდი ჩემი ახლობლების შემდეგ?...-ჩაეცინა რატი გასვიანს,სახე აეწვა მომავალ გამომძიებელს-მათ არ ჰგავდი,დაჩი.ყოველთვის არასწორ მხარეს იბრძოდი,მაგრამ ღირსებას არასდროს კარგავდი,ჩემდა გასაოცრად.შალიკაშვილის წრეში მეგონა შენც მოგიღებდა ბოლოს მამიკოს ფულები,მაგრამ შალიკაშვილისგან განსხვავებით შენ კარიერა შენით აიწყვე.როგორც არ უნდა დამალო ასეთი რაღაცები ჩანს,გინდა შენ ეს თუ არა. გიყურებ და ამ სიტყვების უკან არაკაც ძაღლს კი არა,გაბრაზებულ ძმას ვხედავ ... -ისევ გაეცინა რატის და კარის ჩარჩოს მიეყრდნო-სადღაც,გულის ძალიან სიღრმეში შენგან ეგ დამოკიდებულებაც მომწონს.ეს იმას ნიშნავს რომ კაცობა ჯერ კიდევ კარგად გესმის და თეთრს შავისგან არჩევ.სახე როგორ არ დაკარგე,მენთეშაშვილო?
დაჩი ამ სიტყვებს არ ელოდა გასვიანისგან,გაფაციცებით ეძებდა ხელჩასაჭიდ ირონიას და ვერსად ხედავდა,რომ გასვიანი დასცინოდა.აშინებდა მოწინააღმდეგის ასეთი გულწრფელობა,რომელსაც აქამდე არასდროს არსად გადაჰყრია გამომძიებლის ჟეტონით „დაღდასმული“ მენთეშაშვილი.
-მასთან რა გინდა,რატი?-ხმა ძლივს დაიმორჩილა აღელვებულმა.-მე არ ვიცი რა ჯანდაბა გაქვთ გასაყოფი შენ და შალიკაშვილს მაგრამ ... აქ ჩემი და არაფერ შუაშია-ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი-პირობა უნდა მომცე,რომ ელენას არ გაეკარები ...
-ჩემი გეშინია,დაჩი?-ჩაეცინა რატის-თვალებში შემომხედე,ვგევარ იმ კაცს ვისგანაც და უნდა გადამალო?
-ამას სერიოზულად მეკითხები?-არც მენთეშაშვილი ჩამორჩა სიცილში-ერთმანეთს როგორც არ უნდა ვაფასებდეთ თავად ახსენე,რომ სხვადასხვა მხარეს ვიბრძვით ...
-ლენასთან მიმართებით არ არსებობს არანაირი მხარე,ეს კარგად დაიმახსოვრე!-ფოლადი გაურიეს თითქოს გასვიანის ხმაში-ცხოვრებაში ერთადერთხელ შემიყვარდა,ჩემი „ღირსეული მტრის“ და შემიყვარდა,მერე?!
- აქ ყველაფერი ნათელია,ნუ იმეორებ რომ გიყვარს!-შესძახა სახედაჭიმულმა დაჩიმ.-ელენას სახელს მეორედ თუ ახსენებ,შენ სისხლს კანონის ძალით გამოგიღებ ვენებიდან,ამას ისე გეუბნები როგორც „ღირსეული მტერი!“
-რატომ გგონია რომ ამ მუქარით გამაჩერებ?-გაეცინა რატის გულწრფელად.
-ჩემი ხელით დაგმარხავ რომ გავიგო ერთი არასწორი ნაბიჯი გადადგი,გასაგებია?!
-სწორი რა არის,დაჩი?
-ჩემ დას შეეშვა,ვიცი როგორც ექცეოდი ნაჭყებიას,მხოლოდ იმის გამო რომ შალიკაშვილს უყვარდა,რაღაც ბავშვური სულელური აკვიატების გამო გვაიძულეთ მხარეები აგვერჩია,ახლაც ყურებში ჩამესმის სოფიას ტირილი ... არ გაბედო ... არ გაბედო ელენასთან მიახლოება თუ არ გინდა რომ შენთავზე გამოსცადო როგორ ვიკადრებ უკადრებელს მისი კეთილდღეობისთვის!
-შენ იცი სიმართლე!-შესძახა გამწარებულმა რატიმ-შენ იცი რომ სოფია არასდროს მომიტყუებია,მისი გრძნობებით არ მითამაშია ... ბავშვები ვიყავით,მეც შემეშალა მაგრამ არა არაკაცურად!
-ქალის ცრემლებთან ვინმეს კაცობას და არაკაცობას მნიშვნელობა აქვს?!
-შენი ძმაკაცის ბრალს მე ნუ შემაწმენდ,ამას არც შენი კაცობა გაპატიებს! ის რაც წლების წინ მოხდა კავშირში არაა ლენასთან ... არც კი ვიცოდი შენი და რომ იყო!
-ხმას ნუ იღებ თუ არ გინდა ეგ ენა ამოგაჭრა,გაიგე?!
-საკმარისია ლენას თვალებში ნაპერწკალი დავინახო ...-გაეცინა გასვიანს-შენ კი არა ... -არ დაასრულა ისედაც კარგად გასაგები წინადადება.
ცხვირწინ მიუხურა მენთეშაშვილს რკინის მასიური კარი.
თითქოს ეს ომის გამოცხადების წამები იყო და ამას ორივე აანალიზებდა.


კაკის დაბადების დღე იყო.
თავიანთ სამეგობროს ხელი მოხვიეს და გურიის გზას დაადგნენ.

-შენ ცოტა ხო არ გახველებს,ამოწიე ფანჯარა!-ზმუოდა საბარგულიდან გიორგი ნინიძე.
-აქედან მანდ როგორ გიბერავს,შენ თუ არ უბერავ ?!-ჩაეკითხა ტყუპისცალი.
-მეტად ლოგიკური შეკითხვაა ვერაფერს იტყვი!-ხელები მაღლა ასწია ბუკამ და ისე გადაიხარხარა ნინას და ლენას შეეშინდათ.
-ჯერ ერთი ჩავალთ თბილისში და ნეტა არ აღმოჩნდეს კამბოჯას დედაქალაქი კამპუჩია!-უკან,ბალიშებზე მჯდარი გიორგი სასაცილოდ იმუქრებოდა.
-თბილისში რომ ჩახვალ უსათუოდ გაარკვიე და მეორე გზაზე მე დავჯდები მანდ!-ქირქილებდა ნოდო.
-ამხელა კაცები ხართ და ჭკუა საერთოდ არ მოგეკითხებათ!-ხელი აიქნია კახიმ-ბიჭო,ბებიაშენიი გეოფრაფიის მასწავლებელი აღარ არი!?ლილის ვკითხოთ და თუ არასწორი იქნება,თბილისის გზაზე გადმოაჯინე!
-შენ წლები არ გემატება,მეუღლევ ...-დანანებით გადაიქნია თავი ნინამ და მანქანაში ახარხარებულ ბავშვებს მოავლო მზერა.
-დედაშენი მაინც მოდის?-სახე მოეღუშა საჭესთან მჯდარ კახის.
-მოდის,მოდის ...-ჩაილაპარაკა ნინამ.
-და რატო გაქვს ესეთი სახე?-ვერ გაიგო კახის გულისტკივილი ელენამ.
-კახიმ,ნინა დედამისის დაბადების დღეზე მოიტაცა ...-ამბის მოყოლა დაიწყო ბუკამ-ნუ,ჩვენ შევქმენით ისეთი იერი,რომ მოიტაცა თორე სინამდვილეში „გაქცევა შოუშენკიდან“ იყო და სადღაც ორი თვე ვგეგმავდით,მე გურიელი და ტყუპები,მაშინ რატი უკრაინაში იყო ირაკლისთან ერთად.რესტორნიდან გამოსული ნინა ჩავსვით მანქანაში. მანქანების საბურავების წუილი ისმოდა ისეთი სისწრაფით მიფრინავდა ნოდო.გიორგი რესტორანში დავტოვეთ სიტუაცია,რომ ეკონტროლებინა. 10 წუთში რეკავს გიო,მოაბრუნეთ ნინას დედა ცუდად გახდაო.ნუ,რა გინდა რომ ვქნათ?!ნოდოს თავი „ფორსაჟის“ გადაღებებზე ეგონა,ისეთებს შვრებოდა,სამჯერ მარტო მე ჩავხედე სიკვდილს თვალებში და საცოდავ კახის მაშინ გასცვივდა თმები,თორე იცი რა ქოჩორი ჰქონდა?!-ელენა სიცილს ვერ იკავებდა-მოვაბრუნეთ მანქანა და წავედით ყველა რესპუბლიკურში.ნინა ტიროდა ვერ ვაჩერებდით,ნოდომ მანქანა დააქვავა საავადმყოფოს შესასვლელთან ,ის მომენტია ნინას დედა საკაცით უნდა გადმოიყვანონ,რომ ჩვენს კახის მოჰკრა თვალი და უეცრად ...
-საკაციდან არ გადმოხტა?! აი,იქ ჩხუბი წავიდა?!-სიცილს ვეღარც ბიჭები იკავებდნენ-ჯერ სასწრაფოს ექიმების დიდი ჩანთები ურტყა საცოდავ კახის ძლივს გამოსტაცა ხელიდან მთავარმა ექიმმა,მერე თავისას წაუწია ხელი, ჩხუბი დასრულებული რომ გვგვონია და კახი წინ მიდის უცებ ვუყურებთ ჩანთის „ფოჩვები“ როგორ შემოეწნა სახეში საცოდავ გურიელს.ეს ახლა იცინის თორე კითხე რა ქნა მეორე დღეს სიდედრის დანახვაზე.-სიცილისგან ორად იკეცებოდნენ გოგოები.
-ვერ შევიკავე,თან თვალში რაღაც ჩამივარდა მართლა კი არ შემშინებია!-თავი იმართლა კახიმ.
-იტირა!-აღმოხდა ნინას,ელენა უკვე ხმით იცინოდა.
-ქორწილში ნინას დედამ რომ გაუცინა,მარტო მაგ ფაქტის შემდეგ დაუბრუნდა ფერი თორე ორი კვირა ნიშადურით დაგვყავდა ყველგან!-ჩაერია გიორგი.
-შენ იცინე და ნიშადური დღემდე უდევს მანქანაში.-სიცილით ვეღარ სუნთქავდა ნინა.
-ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?-ძლივს იკითხა სიცილისგან გაწითლებულმა ელენამ.
-ყოველ ჯერზე მარტო ის საჭმელები მოაქვს,რასაც იცის არ ვჭამ,ერთხელ ვკითხე დედა,რატომ მოგაქვთ მაინცდამაინც ხარჩო,ხომ იცით რომ არ მიყვარს-მეთქი?!შენს ფიგურაზე ვზრუნავო რომ განმიცხადა მაშინ დავრწმუნდი,დღემდე ვერ მაპატია.
-ნუ აჭარბებ,კახი ხო იცი დედას როგორ უყვარხარ?!-მხარზე ხელი ჩამოადო მეუღლეს ნინამ.
-განსაკუთრებით მაშინ უყვარდა თაფლობის თვეში რომ წამოგყვათ მთელი ოჯახით!-ჩაერია ნოდო-ან მაშინ სტუმრად მოსულებს,კახის ცხელი ჩაი რომ გადაავლო თავზე!
-ნუ ხარ ასეთი შეუბრალებელი!-სიცილს ვერ იკავებდა ნინა-გულის სიღრმეში ... ძალიან ... ძალიან სიღრმეში უყვარს!
-ყოველ შემთხვევაში,რომ კითხოთ კახი თუ შავ ზღვაში მოცურავე ზუთხიო,ეჭვიც არ შეგეპაროს ზუთხს აირჩევს!-წარბები აწკიპა გიორგიმ.
-რა საზიზღარი ხარ,გიო!-გაეცინა ნინას.
-მოვა ჩემ დაბადების დღეზე,გამამწარებს სამაგალითოდ და წავა.-თავი გადააქნია კახიმ.

რატი არც მაშინ იყო მათთან ერთად.

-რატი არ აპირებს ჩამოსვლას?-ჩუმად ჰკითხა სამზარეულოში მდგარ ნინას ელენამ.
-წესით საღამოს უნდა ჩამოვიდეს,კახის დაბადების დღეს არასდროს ტოვებს ხოლმე,როგორი მნიშვნელოვანი საქმეც არ უნდა ჰქონდეს.
-ნინა,რატის კარგად იცნობ?..-ხმა აუკანკალდა ელენას-შეუძლია ბრაზის გამო ვინმეს ავნოს?
-ამას რატომ მეკითხები,ელენა?-ვერ მიხვდა ნინა.
-უბრალოდ მიპასუხე,შენ ხომ მისი კლასელი იყავი ... შეუძლია,რომ დაჩის გამო მე ...
-რას ამბობ?!-სიტყვა გააწყვეტინა ნინამ-ზოგადად ... დაჩისთან ბიჭებს პრობლემა არასდროს ჰქონიათ,სულ რეზისთან ვერ რიგდებოდნენ ... ხან რაზე ხან რაზე,დაჩი რეზისთან მეგობრობდა და ხომ გესმის ეს რაღაც გაუგებარი პრინციპები გახდა იმის მიზეზი რომ ... მტრობა გაზვიადებული სიტყვაა,უფრო უთანხმოება ჰქონოდათ ...
-რას ვერ იყოფდა რატი და რეზი?-ინტერესი ჭამდა ელენას.
-ქალს ...-გაეცინა ნინას-გოგონას,რომელსაც მთელი მისი ცხოვრებაა რატი უყვარს,-გული აუჩქარდა ელენას-ეს რატიმ უნდა მოგიყვეს,ხომ გესმის?!
-ჰო,არა ... რატომ უნდა მომიყვეს,გასაგებია ... მხოლოდ იმის გაგება მინდოდა დაჩი მართალი იყო თუ არა ...
-დაჩიმ გელაპარაკა?!
-უფრო მეჩხუბა ...-გაეცინა ელენას-აქამდეც ვიცოდი მე და დაჩის ერთმანეთის კარგად არ გვესმოდა,მაგრამ ... ახლა ისე შეეშალა ...
-რატის გამო?
-თვითონაც არ იცის რის გამო.
ოთახში ტყუპები შემოვიდნენ და გოგოებმაც მაშინვე შეცვალეს სასაუბრო თემა.
ელენას ბიძაშვილი კატოც გადმოვიდა,ჭკუაზე არ იყო ლილი სიხარულისგან.
გოგონები სუფრის გაშლაში ეხმარებოდნენ ბებოს.
ბიჭები ეზოში მწვადებს უტრიალებდნენ.
ტყუპები გიტარას არ აგდებდნენ ხელიდან ბუკა დაუცაცხანებდა ხოლმე პერიოდულად.
-მდინარეზე წავიდეთ რა!-აწუწუნდა ელენა.
-წავიდეთ რა,სანამ დასხდებიან მოვასწრებთ ფოტოების გადაღებას.-იდეა მოეწონა ნინას.
-წადით გოგონებო,უკვე ყველაფერი მზად არი,ცხელები მზად რომ იქნება მაგ დროისთვის თქვენც დაბრუნდებით და დავსხდეთ ...-გადმოხედა ახალგაზრდებს ლილიმ.
-ეს კაბა სად იყიდე,ელენა?!-წითელი ნაჭერი ხელებში მოიქცია ნინამ-ძალიან მომწონს!
-მამაჩემს უყვარს წითელი კაბები,მივლენებებში რომ დადიოდა ხოლმე ერთი ჩემთვის ჩამოჰქონდა ერთი დედასთვის.ყველა ასაკში მაქვს თითო ხუთი ან ექვსი ცალი და ყველა ისე მიყვარს ზომების მიხედვით მაქვს შენახული.-გაეღიმა ელენას.
-შვილს უნახავს!-გაეცინა კატოს.
-თუნდაც,ვგიჟდები გოგონებს დედების ტანსაცმელები რომ აცვიათ.-თვალები გაუბრწყინდა ელენას შვილის წარმოდგენაზე.
-თქვენ როდის აპირებთ?-გოგოებმა ნინას გადმოხედეს.
-დავაპირეთ უკვე და დღეს სამი თვის ბიჭიც გვყავს,ოღონდ ჯერ მამამ არ იცის ...-ამოილაპრაკა მორცხვად ნინამ, გოგონების ჟივილ-ხივილმა იქაურობა აიკლო.
-აქამდე როგორ არ თქვი?!-სიხარულისგან სახე ჰქონდა გაბადრული ელენას.
-ვიფიქრე ყველას ერთად ვეტყვი კახის დაბადების დღეზეთქო,ისე ვნერვიულობ ... -ცრემლებით აევსო თვალები ნინას-იმდენი ხანი მინდოდა და ... მგონია,რომ სასწაული მოხდა ჩემ ცხოვრებაში ... რა არ ვცადე და ...-ძლივს ლაპარაკობდა ემოციებისგან გოგონა-არ მინდოდა კახის გაეგო,რომ ვერ ვაჩენდი და პრობლემები მქონდა,ვერ წარმოიდგენთ როგორ მიკვდებოდა გული იმის თვალებზე.ვერაფრით ვერ მიბედავდა იმის თქმას,რომ აუცილებლად უნდა გაგვეჩინა ... არადა მე ხომ ვიცოდი,როგორც უნდოდა მეც სიგიჟემდე მინდოდა გოგოებო.-ისე მრცხვენოდა,რომ არ შემეძლო ... დედაჩემმა სად არ წამიყვანა და ვერაფერი ... ამიტომაც უფრო მეშინოდა გამხელა ...
-მოიცა,მერე როგორ მოხდა ...
-ყველაფერს რომ შევეშვი და იმედები გადამეწურა,თავისთვის ... დედაჩემს გავყევი ანალიზების ასაღებად და გადამოწმების მიზნით მეც ჩავიტარე,უკვე ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი.
-თქვი შენ არ არსებობს,სასწაულებიო!-მდინარის ნაპირთან ჩამოჯდა კატო-ყველაფერი სასწაულია ამ ქვეყანაზე.
კატო და ნინა ბავშვზე საუბრობდნენ,ელენა იყო მხოლოდ ჩუმად.
-ელენა,ხმას რატო არ იღებ?-გადაწვა მინდორზე კატო და დაბლიდან ახედა მომღიმარ გოგონას,რომელიც ყვავილების კრეფაში იყო გართული.
ელენა წელში გასწორდა,თეთრი ბალერინებიდან ფრთხილად ამოჰყო ფეხები და მდინარის ნაპირისკენ დაიძრა.
-მოდით ...-ხელი დაუქნია გოგოებს და ტერფები მდინარეში ჩაჰყო,ცივი წყლის ნაკადმა სასიამოვნო ჟრუანტელი დაუტოვა სხეულზე.
-ელენა,იყავი მანდ ფოტოს გიღებ!-გაუცინა კატომ და ტელეფონი ხელში მოიმარჯვა.
ელენამ მარცხენა ფეხი მუხლში მოკეცა და მეორე მუხლს მიადო,ყვავილები გულზე აიკრო და მომღიმარმა გახედა კატოს,რომელმაც რამდენიმე ფოტო გადაუღო მამიდაშვილს.
-გაგიჟდება რატი ..-ჩაიქირქილა ნინამ და ელენას თვალი ჩაუკრა ჩუმად.

წლები ამშვენებდა ეს ფოტო გასვიანის გარემოს.
ყველგან სადაც არ უნდა გაგეხედათ,ელენა გაგიღიმებდათ წითელ კაბაში, „სუფსის ნაპირებიდან ...“

სახლში ასულები ელენას მოყოლილ ამბავზე იცინოდნენ.
-მოიცა,რას მეუბნები მართლა გიცნო?-ვეღარ სუნთქავდა კატო.
-გეფიცები,მიცნო გამიცინა და ხელიც დამიქნია!-სიცლის ამოაყოლა მენთეშაშვილმა.
-ეგეთი საოცრებები,სულ შენ რატო გემართება,ერთხელ ბიოლოგიის მასწავლებელს ტყუპებმა კალია ჩაუსვეს ჩანთაში,აღმოჩნდა რომ ელენას ჩანთა და ბიოლოგიის მასწავლებლის ჩანთა აირია და შუა ქუჩაში ისეთი კივილი ატეხა ჩანთიდან ამოღებულ ხელს კალიაც რომ ამოყვა გზაზე მოძრაობა გაჩერდა.!-ყვებოდა ნინა და ამ ამბის გახსენებაზე ელენაც უფრო უმატებდა სიცილს.
-გოგოებიც მოვიდნენ,ნახეთ ვინ ჩამოვიდა!-ჭიშკრიდან შეეგება ასაბაშვილი გოგოებს.
მზე ჩადიოდა გურიაში.
ცაზე გარდამავალი ფერები ერთმანეთს ენაცვლებოდა.
ეზოში გაჭიმული ჰამაკიდან მომღიმარი გასვიანი რომ წამოდგა ელენა მენთეშაშვილს ღიმილი სახეზე შეეყინა.
ცაზე ფერები ერთმანეთში ირეოდა ადამიანთა გრძნობებთან ერთად.
მალე ნინას მშობლებიც ჩამოვიდნენ.
ყველანი ეზოში გაშლილ სუფრასთან ისხდნენ,რომელსაც ჭიშკართან მდგარი ლამპიონები ანათებდა.
ელენა სახლში იყო და ლარნაკში ყვავილებს ანაწილებდა.
-წითელ კაბებს ჩემთვის ინახავ თუ სუფსისთვის?-სამზარეულოში შემოსული გასვიანი დაუნახავად იგრძნო ელენამ.
-ვინ იცის როდის „დაბრუნდები სახლში“?-ღიმილი ვერ შეიკავა ელენამ,რატისაც გაეცინა გოგონას სიტყვებზე.
-ეგ სიტყვები მიყვარს ამ მომენტთან ერთად!-ხმა დაუბოხდა გასვიანს.
-კიდევ?!
-კიდევ შენი წითელი კაბის ბოლოები მიყვარს.
იგრძნო მენთეშაშვილმა როგორ აუჩქარდა პულსი.
-კიდევ?-ხმა ძლივს დაიმორჩილა ბედნიერებით მოცულმა.
-კიდევ მიყვარს რომ ვიცი სადღაც მელოდები.-ორი ნაბიჯით მიუახლოვდა რატი გოგონას.
-მე რომ არ მიყვარს ლოდინი?!-წარბები აზიდა გოგონამ და ურცხვად ჩააშტერდა გასვიანს გრძნობებით ჩამუქებულ თვალებში.
-მე უფრო ფრთხილი ვიქნებოდი ამ სიტყვასთან ... ლოდინი ეს უფრო ...-თვალები მაღლა აღაპყრო და ტუჩებზე ხელი ჩამოისვა გაღიმებულმა- უფრო ის ლოდინია,სახლში რომ გელიან და იციან დღის ბოლოს დაბრუნდები.
-სახლში ვინ გელის?!
-მე?-გაეცინა რატის-წლებია აღარავინ.
-როგორ ... სულ არავინ!?
-სულ არავინ.-კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა გოგონას.-როგორ გიხდება წითელი კაბა,ლენ?!
-აქამდე არავის უთქვამს ...
-სადამდე?!-გოგონას აჩქარებულ სუნთქვას ჰარმონიად ედებოდა გასვიანის ხრინწიანი ხმა,რომელიც ტონალობის კლებასთან ერთად კიდევ უფრო ლამაზად ჟღერდა.
-შენამდე.
-ჩემამდე.
-ჰო,შენამდე.
-ჩემამდე ვინ იყავი?!
-ელენა.
-ჩემს მერე,ვინ იქნები?-ეღიმებოდა გოგონას აწითლებულ ლოყებზე.
-ლენა.
ელენას ათრთოლებულ ხმაზე ღიმილი ვერაფრით შეიკავა.
მოწყვეტით აკოცა დაკოფსილ ცხვირზე და წამიც არ დასჭირვებია იქიდან გასასვლელად.
დარჩა თავის ემოცებთან ომში დამარცხებული მენთეშაშვილი ბრძოლის ველზე.

-ჩემს კახის,ჩემი შვილის ქმარს ... ვულოცავ 36 წლის იუბილეს ...
-დედა!-კაბაზე დაქაჩა ნინამ და აფხუკუნებულ ბიჭებს თვალი მოავლო.
-26 წლის,დედა...-ჩაილაპარაკა კახიმ.
-ჰო,ათი წელიც მალე გავა,ეგ არაფერი ...-ჩაიქირქილა იამზემ,ნინას დედამ და განაგრძო-ვულოცავ იუბილეს და ვუსურვებ ჩემი შვილის ბედნიერებას,ჯანმრთელობას,კარგად ყოფნას ...
-საერთოდ რატო მოდიოდა?!-კბილებში სცრიდა კახი და ნინას ებუტბუტებოდა.
-და ნელა სიარულს.!-დაამთავრა ქალბატონმა იამზემ და ჭიქა გამოცალა.
-რაო,რა მინდაო?-ვერ გაიგო ბოლო სიტყვები კახიმ და ნინას უჩქმიტა მხარზე.
-სიძე,გამოდი დამენახე ერთი რა ბიჭი ხარ ...-ამაყად წარმოთქვა იამზემ და მუხლებში თავჩარგული ბიჭების სიცილი დააიგნორა.სახეზე აპილპილდა კახი.
-დათვრა თუ რა უნდა,რა მოიფიქრა ...-ეჩურჩულებოდა ნინას,რომელსაც ვეღარ გაეგო რომელ მხარეს დაეგდო თეთრი მანდილი.
-ადექი,ბიჭო!-ისეთ ხმაზე შესძახა იამზემ კახი ელვის სისწრაფით წამოხტა ფეხზე. ვეღარ სუნთქავდნენ ბიჭები.-მოდი,ჩემთან ...-თითით ანიშნა ქალმა და კახიც დამჯერე ბავშვივით მიუახლოვდა სიდედრს.-ახლა შენ კი დაგჭირდება ახალი მანქანა ... აბა შენ იცი,მწვანეზე ატარე ჩემი შვილი და შვილიშვილი.
უცებ ყველა გაჩუმდა.
-რაო,ნინა დედაშენმა?!-თვალები დააწრვილა კახიმ და მის გაღიმებულ ცოლს გადმოხედა.
-ჯერ ერთ...
-ერთი წამი,ქალბატონო დედა!-შესძახა კახიმ და ნინასკენ დაიძრა-რაო?!
-ორსულად ვარ,კახი.-დაიჩურჩულა გოგონამ და ქმრის ცრემლებით ავსებულ თვალებს,რომ ვეღარ გაუძლო მთელი ძალით ჩაეხუტა.
იმ ღამით ყველაზე ბედნიერმა კახი გურიელმა თავის სიდედრს „საყვარელო დედი“ ხმამაღლა უმღერა და ისიც არ გაუპროტესტებია რომ იქ მყოფნი,ლილი ბებოს ჩათვლით ვიდეოს უღებდნენ.

***
(აწმყო)
კერძო ექსპერტიზის პასუხებმა არ დააყოვნა.
გარდაცვლილის ფრჩხილში ჩარჩენილი სისხლის ანალიზმა აჩვენა,რომ მკვლელი სავარაუდოდ ვინმე ანა ბონდარენკო იყო.
-გსმენიათ საერთოდ?თითქოს მეცნობა და ვერ ...
-კალანდაძის ცოლია ...-ამოიხრიალა ელენამ და სკამზე ისეთი ინერციით დაეშვა რატის ხელი რომ არ შეეშველებინა უეჭველად იტაკზე დავარდებოდა.
-ვინ კალანდაძის?-კოპები შეყარა დაჩიმ.
-ლევან კალანდაძის საქმეზე ამბობთ?-ჩაერია ბუკა.
-მაგათი ... მთელი ოჯახი გადაგვეკიდა!-ამოიგმინა რატიმ.
-რა ჯანდაბა უნდათ?-იკითხა კახიმ.
-გეფიცები ტასო და ლენა რომ არ იყოს სათითაოდ დავასხამდი ნავთს ყველას და ცოცხლად ამოვწვავდი!-სიმწრისგან სცრიდა სიტყვებს რატი და აკანკალებული ხელებით იჭერდა ელენას.
-ნინა წყალი მოუტანე!-შეჰყვირა კახიმ და დივანი ბალიშებისგან გაანთავისუფლა,ელენა მოხერხებულად დააწვინეს. ხელები წყლით დაისველა გასვიანმა და ფრთხილად ჩამოუსვა გაფითრებულ სახეზე ცოლს.
-აქ ვარ,შემომხედე ... შენთან ვარ და ყველაფერი კარგად იქნება,ხო?!ლენა,ნუ მაშინებ ჩემ თავს გაფიცებ,შემომხედე ...-ხმას ვეღარ იმორჩილებდა გასვიანი.
-შენთანაც მოვლენ ...-ამოიხრიალა ქალმა და რატის თითებს თავისი შეახო-აღარ შემიძლია,წამიყვანე,ვატო დე ..
-ლენა,ჭკუიდან ნუ გადაგყავარ ...!-შეჰყვირა რატიმ და ქალის მოდუნებული სხეული გულზე მიიკრო.
-ელენა,ნუ გეშინია აქ ვართ,ნახე ყველა აქ ვართ,ელე ...-ლამის ჩურჩულებდა დის საცოდაობით შეწუხებული დაჩი.
რატიმ ბიჭებს სიტუაცია აუხსნა.
ისხდნენ და სიტყვის ამოღებას ვერავინ ბედავდა.
მხოლოდ ელენას ტირილის ხმა ისმოდა მთელ ოთახში.
-რატი,წაიყვანე სახლში დაისვენოს ...-ჩუმად უჩურჩულა ნინამ მეგობარს.მანაც დაღლილი მზერით ახედა ნინას და თავი დაუქნია.
ხელში აყვანილი ჩაიყვანა კიბეზე და მანქანის უკანა სავარძელზე მოათავსა.
-დაჩი,ტასო მოიყვანე რა გთხოვ ...
-კი,გავუვლი და ახლავე წამოვიყვან.
-მადლობა ... ყველაფრისთვის.-ხმა დაეკარგა გასვიანს.
-რატი ...
-გისმენ.
-ყველაფერი კარგად იქნება.
აღარაფერი უთქვამს.
უსიტყვოდ ესმოდა დაჩის რამდენს ნიშნავდა ეს სიტყვები რატისთვის.

იწვნენ ერთ საწოლში სამივენი.
-დედა,რა გჭირს?-ნიკაპი უკანკალებდა ტასოს და ფრთხილად ეხებოდა ელენას გაფითრებულ სახეს.
-ჩამეხუტე,ტასო რა ...-ამოიხრიალა ელენამ და შვილის ფუმფულა მკლავებში თავჩარგულმა ღრმად შეისუნთქა საყვარელი ჰაერი.
სევდით სავსე თვალები მიაპყრო ქმარს და მის დაძარღვულ ხელს თავისი ხელი ძლიერად ჩასჭიდა.
-დამთავრდეს ყველაფერი და აქედან წავიდეთ!
-სად?!-ძლივს იკითხა ელენამ.
-გურიაში წავიდეთ ... რას იტყვი?!
-სუფსა მოგენატრა?
-შენ და ჩვენი თავი მომენატრა ...
-მე არ მოგენატრეთ?-თავი ამოჰყო ტასომ და ორივეს გაეცინა.
-ჩემო ფუმფულა გოგო.-ლოყები დაუკოცნა რატიმ შვილს.
-დე,რა ლამაზი მყავხარ,რა მეშველება რომ მოგიტაცებენ?!-თმებზე ხელი გადაუსვა ელენამ ტასოს.
-რას ნიშნავს მოიტაცებენ?!-კოპები შეყარა რატიმ.ტასოს და ელენას სიცილი აუვარდათ-არა რათქმაა?! რა გაცინებთ?!
-მოიტაცებენ,რატი და დავრჩებით მხოლოდ მე და შენ,მერე შვილებიც ეყოლება და ჩამოგვიყვანს სოფელში დასასვენებლად,რას იტყვი,ტასო?!
-ჩემი შვილები შენსავით ლამაზები იქნებიან?-რატი ამჩნევდა,მეტიც მთელი შინაგანი არსით გრძნობდა როგორი უსაზღვრო იყო ტასოსთვის ელენა.
-შენ რომ ჩემი შვილ ხარ და ასეთი ლამაზი ხარ,ისინი უფრო ლამაზებიც იქნებიან!
-მე არ ვარ ლამაზი,ჩემმა კლასელმა გერონტიმ მითხრა ...-ელენამ და რატიმ ერთმანეთს გადახედეს - მსუქანი ხარო.
-რაო!?-საწოლიდან წამოფრინდა გასვიანი ახლა კი მართლა ვეღარ შეიკავა სიცილი ელენამ.-ვინ არი გერონტი?!
-მამასახლისი.-ამოიბურტყუნა ტასომ.
-მაგის მამას ...-თვალები დაუბრიალა ელენამ ქმარს-გამოვაგდებ სახლიდან რა უფლებით გითხრა მსუქანი ხარო?!
-არ ხარ დე მსუქანი,შენ ხარ ყველაზე თბილი და ტკბილი დონატი!
-მამა მოდი რა ნუ ურტყამ ბოლთას.
-რას შვრება?-რატის სიმფონაიდ ჩაესმოდა ცოლის გულიანი კისკისი ყურებში.
-დადის ბევრს.
შვილი შუაში მოიქციეს და მის ფერებაში ისე გაერთნენ ბოლოს ტასოს ჩაეძინა კიდეც.
-მადლობა ...-ამოიჩურჩულა ღამით ელენამ.
-რისთვის?!
-„სახლში დაბრუნებისთვის“.

***
-სამწუხაროა მისი სიცოცხლე ამდენად არაფრის მომცემი რომ აღმოჩნდა ...-ჩაილაპარაკა რეზი შალიკაშვილმა და მის წინ მჯდარ ბიჭებს გადახედა.-შემახსენეთ,ჩვენ როდიდან ვთანამშრომლობთ?!
-იმ დღიდან როცა ჩვენს კლასელს შუბლში ტყვია დაახალეს და მისი მკვლელობა რატის დააბრალეს!-თვალები დაექაჩა ნერვებისგან კახის-შენ,რა სულ გამოშტერდი?!
-კახი ...-მშვიდი იყო გასვიანი,მეგობარს ერთი გადმოხედვით აგრძნობინა,რომ ახლა სიტუაციის დაძაბვა ყველაზე არახელსაყრელი იქნებოდა მათთვის.-რეზი,ორივემ ვიცით,რომ სოფოს მკვლელი მე არ ვარ ...
-დავუშვათ ვიცი,რატომ არ უნდა მინდოდეს შენი ციხეში ჩასმა?!
-ყველაზე მინიმუმ მისი უდანაშაულობის გამო,მაქსიმუმ იმიტომ რომ ჩემი სიძეა!-კბილებში გამოსცრა დაჩიმ. სხვა სიტუაციაში მაგიდაზე მყოფნი სიცილს ვერ შეიკავებდნენ,მაგრამ ახლა არც ერთს ჰქონდა ამის თავი.-ჩემი დის შვილის მამაა,გესმის?! სულაც დამნაშავე,რომ იყოს ...
-გაჩერდი,გამომძიებელო რამე ისეთი არ თქვა რასაც სასამართლოში შენს წინააღმდეგ გამოიყემებს ...-გაეცინა კახის-მაგიდასთან ის კაცი ზის,ვინც უკადრებელს იკადრებს თავისი მიზნებისთვის.
-მაპატიე,შენნაირი ლუზერი ვერ გაიგებს,რას ნიშნავს,როცა მიზანი ამართლებს საშუალებას!-ირონიულად ჩაილაპარაკა და ლუდის კათხა ხმაურით დააბრუნა მაგიდაზე.
-და რა არის შენი მიზანი?!-გაეცინა რატის-სოფოს მკვლელმა თავისუფლად იაროს და ციხეში მე ჩამსვა?! რატომ იმიტომ რომ ეგ ლუზერი მთელი ცხოვრება შენ იყავი ჩემთან მიმართებით! ყოველთვის მეჯიბრებოდი და რატომ ამას თვითონ თუ ხსნი?!
-იმიტომ რომ თანასწორები ვიყავით,-მხრები აიჩეჩა რეზიმ და უდარდელად მოსვა სითხე-მე კი ვერ ვიტან როცა ვინმე ჩემი თანასწორია! მე იმ ზოგიერთ ცხოველს შორის ვარ, „ვინც უფრო თანასწორია“.
-თქვენ და, პროკურატურაში რამე არალეგალურს ეძალებით?!-სიცილი აუვარდა კახის-კაცის თანასწორი რომ იყო, ჯერ კაცი თავად უნდა იყო.შენ რა გეტყობა კაცობის ბიჭო სარკეში კი არა გულში ჩაგიხედავს?! წამოდი რა რატი,ამან თუ შენი პროცესი მოიგო მიმიფურთხებია ყველანაირი სამართლისთვის!
-ამ კაცთან ერთად ერთ მაგიდაზე დაჯდომაც ტეხავს!-ჩაილაპარაკა ბუკამ.
ბიჭებმა დაჩის გადმოხედეს რომელიც ჩაფიქრებული უყურებდა რეზის.
-წამო,წამო ..-ხალი ჩაიქნია კახიმ და სამივემ დატოევეს შენობა.
-რატომ მოიყვანე აქ?!-ხმა უცნაური ნოტებით გაეჟღინთა რეზის.
-მინდოდა ერთმანეთითვის გეჩვენებიათ,რომ არასდროს არაფერი გქონდათ გასაყოფი.
-მან მე სოფი ..
-თუ ღმერთი გწამს!-მაგიდაზე მთელი ძალით დაარტყა ხელი დაჩიმ და მეგობარს გადმოხედა.-სოფი შენი არც არასდროს ყოფილა,იმ ტყუილში,რომ რატიმ შეყვარებული წაგართვა მთელი შენი გააზრებული ცხოვრება აცხოვრე საკუთარი თავი და ყველა შენ გვერდით მყოფიც!
-შენ რა ...-ირონიულად ჩაეცინა რეზის-მიიღე სიძედ?!
-ერთხელ არასსწორი არჩევანი გავაკეთე და ამას მეორედ არ დავუშვებ,ან ჩემთან ხარ ან ჩემ წინააღმდეგ.-ფეხზე წამოდგა და წასასვლელად მოემზადა დაჩი.
-გასაგებია.ექსპერტიზის პასუხები ...
-რა?!-თითქოს შორიდან მოესმა რეზის ხმა უკვე ფეხზე მდგარ დაჩის.
-სასამართლო ამ პასუხებს არ მიიღებს.
-რას ნიშნავს ...
-შენ და ექიმი შეგამჩნიეს.
წამიერად დაეხვა თავბრუ დაჩის.
-პროკურატურა ვალდებულია ეს საქმეში შეიტანოს,იმიტომ რომ შენი სიძეა ბრალდებული ... საქმის უკან კი იმაზე დიდი ხალხი დგას ვიდრე თქვენ საერთოდ წარმოგიდგენიათ.
-ას გულისხმობ?!
-იტყვიან რომ ექსპერტიაზას არასწორი ნიმუშები მიაწოდეთ,რომ ანა ბონდარენკოს არავითარი კავშირი ამ ამბავთან არ აქვს.
-ამას როგო დაამტკიცებენ?!
-ბრალდებული შენი სიძეა,ექიმის თანაშემწე საყვარელი. დიდი ალბათობით თუ ამ საქმეს დროზე არ ჩამოშორდები უკანასკნელიც გახდება შენს პრაქტიკაში.
-შენ ეს ვინ ...
- „ყველა ცხოველი თანასწორია,ზოგიერთი ცხოველი უფრო ...“
დაჩის აღარაფერი უთქვამს ყველაფერი ისედაც ცხადი იყო.
შენობიდან გამოვიდა და მანქანასთან მდგარი კტყუპები რომ დალანდა ღიმილი ვერ შეიკავა.
-რაო გიწია ნოსტალგიამ თუ ისევ ჩვენთან ხარ?-წარბი აწია დაეჭვებულმა ნოდომ.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ,გიორგი!-სახე დაუსერიოზულდა დაჩის და მანქანის კარი გამოაღო.
-ხომ გეუბნები იმბეცილია-მეთქი?!-გადახედა ნოდომ გიორგის და თავისი ადგილი დაიკავა.
-საით?!-უკანა სავარძლიდან გადმოხედა ბიჭებს დაჩიმ.
-ჯერ გურიელთან,მერე ვნახოთ ...
-„ჯერ სახლში და მერე ვნახოთ“..-წაიღიღინა დაჩიმ და უკანა სავარძლებზე მთელი ტანით გადაწვა.
ბიჭებმა ერთმანეთს გადმოხედეს.
-ესეც კაი დაფრენილია ...-ამოილაპარაკა გიორგიმ და მანქანამ ის ტერიტორია დატოვა.
მშვიდად იყო დაჩი,უჩვეულოდ გრძნობდა თავს.
თითქოს წინასწარ იცოდა ყველაფერი.

***
(წარსული)

ნოდოს ზარმა რომ გააღვიძა თვალები ზანტად მოისრისა და ტელეფონის განათებულ ეკრანს დააცქერდა.
-რა ჯანდ ...
-დაჭრილია,რატი მიშველე ...-ღრიალებდა ნოდო და სისხლაინ ხელებს აცრემლებული დაჰყურებდა. მისი ძმა სისხლისგან იცლებოდა მის თვალწინ და ვერაფერს აკეთებდა გარდა იმისა რომ დახმარება თვალცრემიანს ეთხოვა.
-რა მოხდა,ნოდო?-წამოდგა ფეხზე გასვიანი და თვალებით დაიწყო შარვლის ძებნა.
-დაჭრეს,სისხლისგან იცლება ... ლისზე ვართ,მიშველე რატი
კაკისთან და ბუკასთან ერთად ზუსტად 10 წუთში გაჩნდა ტყუპებთან.
გიორგი მანქანაში ჩასვეს დ მაქსიმალური სისწრაფით დაიძრნენ საავადმყოფოსკენ.
-რა ჯანდბა მოხდა,აღარ იტყვი?!-თავს ვერ იმორჩილებდა კახი.
-მეც არ ვიცი ... დამირეკა,რომ მოვედი უკვე გვიანი იყო ...-ცრემლებს ვერ იკავებდა მუდამ მხირალრული ნოდო.
-ნუ ტირი,ბიჭო!-იღრიალა კახიმ და ისეთი ძალით გასცხო ნოდოს სახეში ბიჭს ორი წამით მზერაც კი გაუშტერდა.-უშველი შენ ძმას მაგით?! თავი ხელში აიყვანე და წესიერად მოყევი რა ჯანდაბა მოხდა ...
-აბურჯანიების ხალხი იყო ... ერეკლეს მანქანას მოვკარი თვალი,მაგრამ ერეკლე არ ყოფილა ..
-მაგასთან რა გინდათ,ბიჭო?!-თვალები დაექაჩა ბუკას.
-მემგონი თამაშობდა ...-უცნაური მზერა მიაპყრო ძმას და ამ სიტყვების შემდეგ მანქანის სალონში სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა.
აქა-იქ რატის შეძახილი თუ გაარღვევდა ამ აუტანელ ნისლს რომელსაც დუმილი ერქვა.
მანქანა რესპუბლიკურის წინ გააჩერეს და ისეთი სისწრაფით გადმოცვივდნენ ავტომობილიდან იქვე მდგარი მედპერსონალის ყურადღება უმალვე მიიპყრეს.
-სწრაფად,სწრაფად!-აყვირდა კახი და ბიჭებიც ელვის სისწრაფით შევარდნენ საავადმყოფოში.
ფრთხილად დააწვინეს გიორგი საკაცეზე.
-ცოცხალია?!-ვერაფრით მოერია საკუთარ თავს,ხმა უკანაკლაებდა ნოდოს.
-ცოცხალია,ნუ გეშინიათ ... არ არი ღრმა ჭრილობა,მაგრამ პოლიციასთან მოგიწევთ გასაუბრება ...
-გასვიანის შვილი ვარ,როგორმე მოვაგვარებთ,ხო?!-თვალები დააწვრილა დოინჯშემორტყმულმა რატიმ და მორიგე ექიმს მრავლისმთქმელი მზერით გადმოხედა.
-მაშინ მას უნდა შევატყობინოთ ...
-მე თავად ...
-როგორც გნებავთ ...- და თეთრხალათიანი დერეფანში გაუჩინარდა.
ირაკლი გასვიანი მთავარი ექიმი იყო საავადმყოფოში.


მთელი ღამე აბურჯანიების ასავალ დასავალს იკვლევდნენ.
როგორც გაირკვა გიორგის ფული ჰქონდა წაგებული.
ისეთ თანხაზე იყო ლაპარაკი რომელსაც ასე მარტივად ვერც გიორგი იშოვნიდა და ვერც ყველანი ერთად.
„ორმოცდაათი ათასი დოლარი“ - გაჟღერდა თუ არა ბიჭებში კახის და ნოდოს ლამის ტვინში სისხლი ჩაექცათ.
-ყველაფერს გავარკვევთ,ჯერ გიორგიმ თვალები გაახილოს და მერე სულ სახლი რომ გავყიდოთ მაგ თანხასაც შევაგროვებთ,არ გვინდა ახლა პანიკა!-მშვიდი იყო ასაბაშვილი.
-ფეხებს დავატეხავ,მაგ ბატს მაგას!-სახეზე გადაწითლდა ნერვებისგან კახი.-რა .. საიდან ... არა როგორ გაბედა?! ცხოვრებაში დურაკას იქით მაგის ტვინი არ წასულა პოკერის თამაში ფულზე თან ისეთ არაკაცებთან როგორ გაბედა?!
-ეგ მართლა „დურაკი“!-ამოილაპარაკა ბუკამ.
-მოდი აზრზე მოვიდეს და მერე გამოვიტანოთ დასკვნები ...-ნერვი არ შეტოკებია გასვიანს.
გამთენიის ხანს საავამდყოფოს კიბეზე იჯდა ნოდო და პირველად მის ცხოვრებაში სიგარეტს ეწეოდა.
-გშველის?!-გაეცინა რატის და მის გვერდით ჩამოჯდა.
-არა.
-შეგეშინდა ... -მშვიდი ... როგორც ყოველთვის მშვიდი იყო რატი-ადამიანები რაღაც დეტალებს ვერ ივიწყებენ თავის ცხოვრებაში ... არც შენ დაგავიწყდება არასდროს ეს შიში ...
-შენ ხომ არ შეგშინებია არასდროს ... სულ ისეთი გაწონასწორებული ხარ,მგონია რომ არასდროს დაეცემი.ძმა არ გყავს და ვერ აგიხსნი ... მისი სისხლი და ჩემი ხელები ... შიში რომ კარგავ და მორჩა,კვდები მასთან ერთად შენც ...
-ნოდო,თქვენ რა ჩემი ძმები არ ხართ?!
-არა,ეს სულ სხვა რამეა ... ეს სულ სხვა რამეა,რატი ...-გაეცინა ნოდოს და თავი უღონოდ ჩახარა-შენ როგორ ძლიერადაც არ უნდა გიყვარდეს თითოეული ჩვენთაგანი,შენ ჩემ ტკივილს მანამ ვერ იგრძნობ,სანამ მე შენ არ დაგირეკავ ღამით და შველას არ გთხოვ ... მე ...-თითები აუკანკალდა და მთელი ძალით ჩაებღაუჭა სიგარეტის ჩამწვარ ღერს-მე მთელი ღამე ვბორგავდი ... ვიცოდი უჭირდა და შიგნიდან ...
-თითქოს შენც დაგარტყეს დანა.
-თითქოს მეც დამარტყეს დანა. ეს სულ სხვა რამეა,ერთია როცა შიშს თვალებში უყურებ და მეორეა როცა შიში შენშია ... შიგნით,სადღაც ზის და გეჩურჩულება ... „ვაი და ...“ და ამ წინადადების დასასრულის ყველა ვარიანტი გტეხავს.
-მეც შემშინებია,ნოდო ...-გაეცინა რატის და მხარი მეგობრულად გაჰკრა ნოდოს-საკუთარი ცრემლების მეშინოდა,მეგონა თუ გავბედავდი და ვიტირებდი კაცი აღარ ვიქნებოდი ...
-იტირე?!
-მთელი ღამე გაუჩერებლად ...-იქვე დაგდებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინდა და ნოდოსთან ერთად მანაც დაარღვია პირობა,რომელიც ბავშვობაში დადეს ... -გამთენიისას აბაზანის კართან,იატაკაზე ჩამეძინა ტირილში ... დილით რომ გავიღვიძე ...-მძიმედ გადაყლაპა გამწარებული ნერწყვი-უბე მქონდა სველი ...-ნოდომ გაფართოებული თვალებით გადმოხედა მეგობარს-შემრცხვა,ისევ ავტირდი ... თითქოს რაღაც კერპი დამემსხვრა კაცობის და ვაჟკაცობის ერთდროულად ...
-რისი ... -წინადადება ვერ დაასრულა ნოდომ,თითქოს თვალებით გაუგო რატიმ და თავადვე გააგრძელა.
-უდედობის და უმამობის.
დუმილმა მიახვედრა გასვიანი,რომ მეგობარმა ვერაფრით გაიგო ტკივილის მიზეზი.
-ირაკლი მამაჩემი არ არი ... არც ნინო ყოფილა დედაჩემი. სინამდვილეში ირაკლის დის შვილი ვარ,ძალადობის ნაყოფი და დედის მკვლელიც ... -ნოდოს ისევ აევსო ცრემლები თვალებით და ისე თითქოს სისხლი გაეყინაო ძარღვებში ხელები ინსტიქტურად იტაცა თვალებზე.-მესამე კლასელი ვიყავი ... შემეშინდა,რომ არავინ გამაჩნდა დედამიწაზე ... ვინც ჩემს ტკივილს ისე იგრძნობდა,როგორც შენ გრძნობდი დღეს გიორგისას ... კიდევ უდედობის შემეშინდა,უმამობის და ზოგადად ობლობის შემეშინდა ... არც კი ვიცი,იქნებ ობოლიც აღარ მერქვა?! ისეთი უმწეო ვიყავი,ისეთი „მარტო“ ... ეგეთი წინადადებაც ხომ არასწორია?! ჩვენ ვამბობთ ... „მაშინ თავი მარტოსულად ვიგრძენი“ ან რაღაც მსგავსი ...-გაეღიმა-არა,ჩემს მაშინდელ მგომარეობას ეს უფრო გაგრძნობინებს ... ისეთი მარტო,რომ შიშისგან ... როგორც იყო.!-ხელი აიქნია და კვამლიც თითქოს ზანტად შეერწყა ჰაერს.-ჩემი გატეხილი სპაიდერმენის საათი,რომელიც მეგონა მამამ მიყიდა,სინამდვილეში კი ბიძას უყიდია ... დილის შვიდის ნახევარს აჩვენებდა.ირაკლიმ კარზე დამიკაკუნა,მე ვიდექი გაშტერებული და სველ უბეს ვუყურებდი,მრცხვენოდა ... მეშინოდა,მეგონა ამის მერე კაცი აღარ ვიყავი,ვიტირე თან ... როგორც იყო.-ეტყობოდა როგორ უჭირდა ამაზე საუბარი.-ირაკლი აბაზანაში შემოვიდა.თვალებში არ შემოუხედავს,თითქოს მასაც შეეშინდა და მასაც შერცხვა,არ ვიცი ... მაშინ რამაც გამაცოცხლა ის იყო,რომ ვიგრძენი მიგრძნო ... ეგ იცი როგორია?! აი, გიროგი თვალებს რომ გაახელს და შენსას დაინახავს.დღეს შენ ისეთი მზერა გქონდა ჩვენი მეგობრობის,ძმაკაცობის და ძმობის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მახსოვხარ ასეთი ... ისიც დაგიმახსოვრებს,სამუდამოდ ... როგორც მე დაგიმახსოვრე,პატარა ბიჭი,თავისი უფრო პატარა ხელებით როგორ მოახტა ორჯერ მაღალ შალიკაშვილს ზურგზე და თმებში როგორ დაითრია ... -ორივეს გაეღიმა ამის გახსენებაზე-გახსოვს?! შენ ძმა ხარ,ნოდო ... კაცი ხარ! ეს მაგრძნობინა მაშინ ირაკლიმ ... თავისი ხელით რომ გარეცხა ჩემი დასველებული შარვალი და დაბანილი,პირსახოცში გახვეული საწოლში რომ ჩამაწვინა. ცხოვრებაა,ეგეთი შეგეშინდება ადამიანს ... უნდა შეგეშინდეს სხვანაირად არ გამოვა,მაგრამ ... ამ შიშმა აქამდე არ მიგიყვანოს!-და თითქოს ბოლო სიტყვებმა დასერა ნოდოს გული,მიხვდა რაც იგულისხმა გასვიანმა-პირობა არ დაგარღვევინოს. ეს რომ საქმეს შველოდეს ... როგორ ამბობს ლილი ბებო?!-ხელი გადახვია დარცხვენილ ნოდოს და ბავშვივით მიიკრა გულზე.-გეკითხები,როგორ ამბობს ...?!
-უფალი თავად გამოგვიგზავნიდა ...
-ჰო,კარგი რომ იყოს უფალი თავად გამოგვიგზავნიდა. რომ გვშველოდეს ზედ არ დააწერდნენ კლავსო.
-მე მაშინაც მეშინოდა,რატი ...-დამნაშავესავით ამოილაპარაკა ნოდომ.
-გეშინოდა,უნდა შეგშინებოდა კიდეც,სხვაგვარად არც შეიძლება ... მეხუთეკლასელი მეცხრე კლასელს ეჭიმებოდი,უნდა შეგშინებოდა ...-ეღიმებოდა რატის-შენ მეხუთე კლასშიც შალიკაშვილზე და ბევრ ზრდასრულზე უფრო მეტად გერქვა „კაცი!“ რომ გეშინია და მაინც მიდიხარ შენი ახლობლისთვის ეგაა სიყვარული აბა ძმობის ფიცილს რა უნდა?!
-ლაპარაკი.
-ვის რაში არგია ეგ შენი ლაპარაკი?!
-არ უთხრა,რომ შემეშინდა ... მერე მთელი ცხოვრება უნდა წამომაძახოს და გული გამიწყალოს!
-აუცილებლად ვეტყვი!-გაეცინა რატის.
-კარგი,რა რატი ?!-თითქოს ისევ მეხუთე კლასელი იყო, უდარდელად ჩაყლაპარა სამყაროსგან ბოძებული გრამი ჰაერი.-რა გაუძლებს მაგას?!
-საზღაური იყოს სიგარეტის ერთი ღერისთვის!
-ძმა ხარ,რატი.
-დიახაც,ვარ.-ამაყად წარმოთქვა სიტყვები და სიგარეტის დაკუჭული კოლოფი ურნაში ჩააგდო.


გიორგის ამბავმა ჩაიარა.
გაირკვა რომ დიდი თანხა ჰქონდა წაგებული ისეთი თანამდებობის პირის შვილთან,როგორიც თავად პარლამენტის თავმჯდომარე დავით აბურჯანია იყო.
გიორგი კიდევ რამდენიმე დღეს დატოვეს კლინიკაში.
ბიჭები უნივერსიტეტის ეზოსთან იდგნენ ნინას და ელენას გამოცდები ჰქონდა და მათ უცდიდნენ.
-კახი,გადადი რა მაღაზიაში რამე იყიდე ...-სხვათაშორის თქვა რატიმ და ეზოს თვალი მოავლო.
-ნოდო,შენ წადი.
-ეე,მე რატო?!
-შენ პატარა ხარ!
-კახი,გადადი რა!-თვალებში ეტყობოდა გასვიანს როგორ იმღვრეოდა წყალი და როგორ ძლიერ სრუდა მეგობარი ამ სიტუაციას გაერიდებინა.
-ეს ...-ამოილაპრაკა ნოდომ და ჯერ ასაბაშვილს გადმოხედა მერე გასვიანს,რომელმაც თვალებით ანიშნა არაფერი შეემჩნია.
-წავალ რა წამოვიღო?-აზუზუნდა კახი.
-ნაყინები იყიდე.-რატის სიტყვებზე თვალები დაექაჩა კახის.
-რაო?!
-მიდი რა ნაყინები იყიდე,წადი!
-რა ნაყინები ბიჭო?!
-რა იყო,ეკონომისტებს ნაყინი არ გიყვართ?-გაეცინა ბუკას და ნერვებისგან ტუჩზე ისე იკბინა შიგნიდან დადენილმა მძიმე სითხემ ჟრუანტელი მოჰგვარა.
-ასე ყველა დეგენერატი რანაირად შეიკრიბეთ,მე თავადაც არ ვიცი ...-მხრები აიჩეჩა და მანქანიდან გადავიდა
-შენი თაოსნობით-სიტყვა მიაწია რატიმ და კახის სხეულს თვალი გააყოლა-ჯერ არა ...-მშვიდად ამოილაპარაკა და ნოდოს იდაყვი დაუჭირა მანქანის კარი რომ არ გაეღო.
-შევიდა ...-თქმა და კარის გაღება ერთი წამის ინტერვალში მოხდა.
ასაბაშვილი ისეთი სისწრაფით გადახტა ავტომობილიდან თვალიც ვერ მიადევნეს.
უკან მიჰყვა ნოდო და ბოლოს რატი,რომლის თითოეულ მშვიდ ნაბიჯშიც კი გამოსჭვიოდა როგორი დაძაბულიც იყო.
საბრძოლო განწყობას კბილებით იჭერდნენ ბიჭები.
-შენ ...-ჰაერი ღრმად შეისუნთქა ნოდომ და საჩვეებელი თითი მის წინ მდგარი მიშო აბურჯანიასკენ მიმართა ...-ხელებს მოგაჭრი,გაიგე?!
-ყომარბაზი ძმის ვალებს რას უზამ ჩემი ხელის მოჭრით?-ირონიულად გაეცინა აბურჯანიას და მზერა მოავლო მის წინ მდგართ.-რაო,გასვიანო შენმა მოსწავლეებმა ჩაისვარეს ?!
რატის მშვიდი სახე ნელ-ნელა აეშალა და ღიმილიდან სიცილში ისე გადაიხლართა მისი ნაკვთების მთელი მოცემულობა,რომ იგრძნო როგორ გადმოხედა ყველამ გაოცებული სახით.
ხელები გულთან გადაიჯვარედინა და უკვე არხარხარებული დაუდგა წინ უმცროს აბურჯანიას.
-გამახსენე რამდენი იყო თანხა ადამიანის სისხლის ფასადაც რომ გიღირდა?!-ორ წამიანი ინტერვალის შემდეგ ამოთქვა გაღიმებულმა და იმდენად შეამცირა მასსა და მიშოს შორის მანძილი აბურჯანიამ ნაბიჯი უკან გადადგა.
-არ იცი რომ დიდ ფულზე თამაშობდა შენი ... ძნელად აღსაზრდელი?
-ოხ მე შენი ...-მუქარით სავსე მზერით დააცქერდა ნოდო ბიჭს.
-ხმა ამოიღე რამდენად დაარტყი ადამიანს დანა მუცელში?!
-მე არაფერი ...
-ხმა ამოიღე ..!-სახესთან უღრიალა გასვიანმა გახევებულ აბურჯანიას. ვერც ერთი ვერ გრძნობდა როგორ იკრიბებოდნენ მათ ირგვლივ ხალხი.
-ამას აქ უნდა ვარჩევდეთ?!-გაოცებულ თვალებს მოავლო მზერა მიშომ და მიხვდა არც თავად იყო ნაკლებ შარში.
-ხო,ზუსტად აქ ...-თავდაჯერებით დაუქნია თავი გასვიანმა და ხალხს მოავლო მზერა-აი ამ ხალხის წინაშე აღიარე რა ცოტა ხარ როგორც კაცი და როგორც ადამიანი ... იმდენად ცოტა ხარ რომ 20 წლის ბიჭს ფულის გამო კლავდი.-ყურთან ამოილაპარაკა მრავლისთმქმელი ტონით.-დღეს შენი მეგობრების წინაშე დაგასამარებ,ხვალ შენი ოჯახის წინაშე და თუ დამჭირდება ზეგ მთელი ქვეყნის წინაშე დაგმარხავ ცოცხლად. იცი რას ნიშნავს ეგ?! იცი ცოცხლად მკვდარსა და გარდაცვლილს შორის რამხელა სხვაობაა?! მთელი ცხოვრება კაცმა რომ უნდა ილოცოს, ცოცხლად არ მომკლანო ... აი ასეთი. ქუჩაში თავს რომ ვერასდროს გამოყოფ,აი ასეთი ... ძმაკაცი რომ აღარ იქნები,ვისი იმედიც ექნებათ, ქალისთვის კაცი რომ აღარ იქნები ... ფურთხის ღირსად რომ ჩაგთვლიან აი ამას ქვია ცოცხლად სიკვდილი.
-რა გინდა ...-ამოიხრიალა ფერდაკარგულმა მიშომ და ხალხს ისევ მოავლო მზერა.
-ორმოცდაათი ათასი საერთოდ ციფრი დაივიწყე ... ხვალ რომ გავიგო კიდვე არსებობს სადმე ვინმე ვინც ამ საკითხზე გაბედავს ლაპარაკს პარლამენტს დავამხობ მამაშენს თავზე. შენ ძმას ვაჩვენებ როგორია არასწორად აღზრდილი ძმის შეურაცხყოფა ... ოღონდ ასე მდაბიურად კი არა,როგორც შენ დღეს ... არა,აი -თვალები დააწვრილა და თეატრალურად გაშალა ხელი თითქოს რაღაცის წარმოდგენაში ეხმარებოდა წინ მდგარ აბურჯანიას-პირდაპირი გაგებით მასტერ კლასს ჩაგიტარებ როგორი უნდა იყოს აღზრიდი და მერე აღმზრდელი ... და პირველი გაკვეთილით შენ სათაყვანებელ ერეკლეს მივაკითხავ ..!
-ვერ გაბედავ ..! იცი ერეკლე რას გიზამს?! იცი ვისი ძმა ვარ,ბიჭო?!
ხმის ამაღლება და რატის მოქნეული მარჯვენა ერთი იყო.
კახი გურიელს სახე წაეშალა ამ სიტუაციის დანახვისას.
ერთ დარტყმაში გათიშა აბურჯანია გასვიანმა.
-მომავალში იცოდე ვის ძმას ურტყამ ... -წელში გამართული რატი კახისკენ მიბრუნდა და ისე გაუცინა თითქოს აქაოდა ანეგდოტს უყვებოდა მიწაზე გაშოტილ აბურჯანიას.-კახუჩელა მოიტანე ნაყინი?!- ცელოფანი ხელიდან აართვა გურიელს და აბურჯანიას გვერდით მდგარ ბიჭს მიაწოდა.-ცივი დაადე,ესიამოვნება ...-თვალი ჩაუკრა და ის იყო მანქანისკენ უნდა აეღო გეზი ნაცნობი მზერა რომ იგრძნო ათას უცნობში.
იდგა გახევებული მენთეშაშვილი უნივერსიტეტის კიბესთან და შეუბრალებელი მზერით უყურებდა მომღიმარ გასვიანს.
მერე თითქოს არაფერი,თითქოს საერთოდ არ იცნობდა ამ უკანასკნელს ... მას ვინც ყველაზე უფრო ახლობელი იყო,ყველაზე უფრო სანატრელი ... სწორედ მას შეაქცია ზურგი და გზა ისე გააგრძელა თითქოს არასდროს იცნობდა რატი გასვიანს.
ბოლოს საკონტროლო გასროლას სწორედაც რომ ქალები აკეთებენ,იმიტომ რომ ბოლო ტყვია მათსა და გამარჯვებულ თუნდაც დამარცხებულ მამაკაცს შორის,ყოველთვის ქალებს ეკუთვნით.


ყველანი კახისთან და ნინასთან იყვნენ და გმირულად უძლებდნენ კახის ქოთქოთს.
-არა,ნაყინზე როგორ გამიშვით ბიჭო?!-არ ცხრებოდა გურიელი-ვის აკადრე,გასვიანო?
-შენ რომ იქ მდგარიყავი ციხეს თავზე დაგაშენებდნენ აბურჯანიები,ერთ დარტყმას აიტანს რისკიანი ბიჭია ..-გაეცინა ბუკას და რატის მუხლზე ხელი დასცხო-კიდევ კარგი ნოდო რომ არ მიუშვი ...-უჩურჩულა ძმაკაცს და საწყის პოზიციას დაუბრუნდა.
-ლენა,გამოცდა როგორ დაწერე?!-ოთახში თავად კახის შეშფოთებისგან გახშირებული სუნთქვაც კი დამშვიდდა რატის საოცარი ხმის ტემბრის გაგონებისას.
-მშვიდად.-იყო უწონადობაში გაფანტული პასუხი.იჯდა გოგონა სამზარეულოს მაგიდასთან და მადიანად შეექცეოდა კარამელის ნამცხვარს.
-კმაყოფილი ხარ? ...-სხვა ვერაფერი მოიფიქრა გასვიანმა.
-მეზიზღება ეს კითხვა.-ნინას და მის გვერდით მდგარ ნანუკას,რომელიც ნინას კურსელი იყო სინქრონში აუვიდათ წარბები მაღლა.
-გასაგებია ...-თავი დააქნია გაღიმებულმა რატიმ და ლენას გვერდით მოთავსდა სკამზე.-მე არ მაჭმევ?!
-ეს შეკითხვაც არ არის ჩემი ფავორიტი ... -მოზრდილი ნაჭერი წაიღო პირისკენ და დატკბილული ტუჩები შეიწმინდა ენის წვერით.
-ბუკა, „დინამოს“ თამაში რომელზეა?!-ისე აართვა გოგონას ნაცმხვრის თეფში ელენას ჩანგალი ჰაერში დარჩა აწეული.
-რვაზე.-საათს დახედა ბიჭმა.
-ხოფერია თამაშობს?!-ახლა თავად დაიწყო ნამცხვრის ჭამა ელენას ჩანგლით,რომელიც საოცარი ესთეტიურობით(თითქოს მთელი ცხოვრება ამ ერთ მომენტზე ფიქრობდა გონებაშიო) ააცალა.
-ძირითადშია.-ეცინებოდათ ბიჭებს რატის გამომწვევ ღიმილზე,რომელიც მხოლოდ იმ ერთს ეკუთვნოდა და მხოლოდ იმ ერთმა არ იცოდა რომ რატის ჭირის დღესავით ეზიზღებოდა ნამცვხრები.
-ლენა,მარწყვის კომპოტი გინდა?-მაცივართან მდგარმა ნანუკამ გადმოხედა გოგონას.
-ლენა მარტო ჩემია,ნანუკ!-ჩუმად უჩურჩულა რატიმ გოგონას და მის სიცილზე თავადაც გაეცინა.
-ბოდიში,ელენა მარწყვის კომპოტს დალევ?!-ბიჭებმაც ვერ შეიკავეს სიცილი,მენთეშაშვილი ისვე გახევებული იჯდა მაგიდასთან.
-დალევს,გიჟდება მარწყვის კომპოტზე და ყველაფერზე რაზეც მე მაქვს ალერგია.!-ჩაილაპარაკა რატიმ და ცარიელი თეფში იქვე დადო.

სტადიონიდან მოდიოდნენ, ემოციებს ერთმანეთს უზიარებდნენ გზაში.
-ხალხი კიდევ იტყვის ქართულ ფეხბურთს მომავალი არ აქვსო,როგორ უნდა ამოგივიდეს პირიდან ეგეთი სიბილწე!-არ ჩერდებოდა კახი.
-გარყვნილებაა პირდაპირ!-არ ჩამორჩა ნოდო.
-უშვერი ცილისწამება!-აჰყვა ბუკაც.
-რა უშვერი ცილისწამება და გარყვნილება,ვერ დაინახეთ ბურთი ვერ გაიჩერეს ფეხთან,ეგ იყო ...-ნანუკას სიტყვები ჰაერში გაეყინა ყველა რომ გაჩერდა და წარბაწეული მზერით დააცქერდა გოგონას.
-წაიღე სიტყვები უკან!-იჩურჩულა ნინამ და აკისკისებულ ელენასთან ერთად დაწინაურდა.
-მოინანიე,დაიწყე მეტანიები აქედან სახლამდე მისვლაში ... იქნებ შეგინდოს ნიკამ.
-ნიკა ვინ არი?!
-შემახსენეთ ამ გოგოს რატომ ვემეგობრებით?!-ბიჭებს გადმოხედა სახედაბრეცილმა ასაბაშვილმა და ყველას სიცილის ტალღამ გადაუარა.
-პოტენციალი აქვს, ჩემო მერაბ!-ხელი გადახვია ნანუკას რატიმ და ბუკას თვალები დაუბრიალა.-დღეს ბათუმის დინამოს მხარეს იყო,რა იცი იქნებ ხვალ ...
-არ თქვა..!-შესძახა ბუკამ.
-თქვი,თქვი!-ყიჟინასავით ისმოდა მათი ხმა ქუჩაში.
-იქნებ ხვალ „ბარსელონას“ სიდიადესაც ეზიაროს!
-მომაჭერით თავი თუ თქვენ,ლენგლეს და დემბელეს ფეხბურთის რამე გაგეგებოდეთ!
-თქვა ვინისიუსის ფანმა და ბურთი ტრიბუნაზე დაარტყა!
-ვიღაცის „ლივერპული“ ხომ მაინც ატირა ცხარე ცრემლებით?!
-სანამ „ლივერპულს“ გოლს გაუტანდაჯერ პერესმა ატირა ცხარე ცრემლებით!
-გოლებს!
-მორჩით რა ამ ფეხბურთს,აღარ გეყოთ?!-აწუწუნდა ნინა.
-ან ეს რატო მოიყვანე ცოლად,ნახე რა უჟმურია,საერთოდ როგორ უნდა იცხოვრო ადამიანთან ერთად ვისაც ფეხბურთი არ უყვარს?!-არ ჩერდებოდა ასაბაშვილი.
-შენ უნდა გიყვარდეს მისი ყოველდღიურობა,მერე ისიც შეიყვარებს შენი ხათრით 90 წუთს.-ამოიალაპარაკა გაუბედავად ნანუკამ და ელენას გამოსდო ხელკავი.
-ამაზე სწორი არავის არაფერი უთქვამს!-აღნიშნა ნოდომ.

კიდევ დიდხანს ივლიდნენ ფეხით კოკისპირული წვიმა რომ არ დაწყებულიყო და თებერვლის ცივი ღამე კიდევ უფრო სუსხიანი არ გაეხადა.
-რატი გაგიყვანთ,რა რას ჯიუტობ!-არ ჩერდებოდა კახი.
-ნინა მიხედე მეუღლეს,დაღლილია ...-გაეცინა გასვიანს და მის გვერდით აწურულ ელენას გადმოხედა.-წავედით,სახლში?!
-სახლებში.
ტაქსი გააჩერა გასვიანმა და კარი გაუღო გოგონას.
ისიც დაჯდა და შეციუებული თითები ერთმანეთზე გადააჭდო.
-დღეს სადმე შევცდი?-ფანჯარა ჩამოსწია რატიმ და გზას გახედა.
-ხალხის წინაშე ეს არ უნდა გაგეკეთებინა ... შენ არა.
-თავი უნდა ვიმართლო?!
-არა,მე ვიცი ... მესმის,რაღაც ისეთი გითხრა რისი მოთმენაც შეუძლებელი იყო,მაგრამ შენთვის არა!
მანქანის სალონში რადიოდან წამოსული ჰანგები გაჟღერდა.
„გაზაფხულს გადარებ ...“
„ამ თებერვალში ვის ეგაზაფხულება?!“
„ვიტყოდი.კარგი სალაპარაკო თემაა,მაგრამ უკვე საუბრობენ.“
„რომ არ საუბრობდნენ ვიტყოდი, -აჰ,გაგიჟდა ხალხი,ამ თებერვალში ვის ეგაზაფხულება?! - ზუსტად ასე ვიტყოდი და ისინიც ამყვებოდნენ.“
„უკვე საუბრობენ,ვერ ჩავერევი.“
„ნეტავ რა დააშავა ამ ბიჭმა?!“
„რა ვიცი,კარგ სალაპარაკო თემას კი ვკარგავ თვალსა და ხელსშუა...“
„რა ხალხია,არ დაგალაპარაკებენ ...“
„ნეტავ რომ მოვწიო ... არა,არა უხერხულია.მერე რომ მითხრან გვაწუხებსო მთელი ღერის გადაგდება მომიწევს აჰ, ზოგს თებერვალში ეგაზაფხულება,ხომ ხედავ?!“
„კი მაგრამ ამ საუკუნეში ვის აწუხებს სიგარეტის სუნი,ისეთი თაობაა უარესსაც მოწევენ.“
„მაგრამ ეს ბიჭიც რომ არ ეწევა ... არ ჩანს ისეთი ბიჭი სიგარეტი რომ უჭირდეს,მაგრამ მაინც არ ეწევა,უეჭველად გოგონას აწუხებს კვამლი.“
„ყველას თავისი მარტის ზამთარი და თებერვლის გაზაფხული აქვს ..“ -ფიქრობდა ტაქსისტი.
-აუწიეთ,რა ...-მშვიდი იყო გასვიანი.
სადღაც გაბნეული ერთმანეთის თვალები იგრძნეს.
უთქმელად ამბობდნენ ვერ ნათქვამ სიტყვებს.
ხელი ფრთხილად ასწია გოგონამ და რატიმაც იგრძნო ჰქონდა ამის უფლება ...
ფრთხილად დაადო თავი გოგონას მუხლებზე.
დაბლიდან უყურებდა ამდენი ხნის ნანატრ,ათასჯერ დანასიზმრებ თვალებს.
თლილი თითები მაღლა ასწია და ნაზად მიეფერა ნიკაპზე ათრთოლებულ ელენას.
„გაზაფხულს გადარებ
მზის სხივებს გაფარებ
ნიავს არ გაკარებ,ლენ(ცივს) ..“ საოცრად ხავერდოვანი ხმით აჰყვა მუსიკას და თავის გულზე დადებულ, პატარა ქალის მტევანს წაეპოტინა.
-როგორ მიყვარხარ,ლენ.
გოგონას ვერ შეკავებულ ღიმილზე და თვალის სიღრმეში გაპარულ ბედნიერების ცრემლზე თავადაც გაეღიმა.
„აი,ბატონო! ზოგს თებერვალშიც ეგაზაფხულება!“-ფიქრობდა მომღიმარი ტაქსისტი და შემოვლითი გზით მიდიოდა დანიშნულების ადგილამდე.
იმ ღამით მოუსვენრობამ შეიპყრო პატარა მენთეშაშვილი.
საწოლიდან წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.
რომ არა ხმაური რომელიც სადარბაზოდან მოდიოდა ... წყალს დალევდა და მშვიდად წავიდოდა საძინებელში.
„ხელები გაუკავეთ!“-მისი ძმის ხმაზე ადგილზე გახევდა.
„რას აკეთებ,გამომძიებელო?!“-ამ ხმას მილიონში გამოარჩევდა.
ჭიქა ხელიდან გაუვადა და შესასვლელ კარს მთელი ძალით ეცა.
-ხელები მაღლა ასწიე და მუხლებზე დადექი!-ღრიალებდა დაჩი.
-არ გაქვს ამის უფლება!
-ნუთუ?!-ცინიზმით გაჯერებული ხმით კვლავაც განაგრძობდა საუბარს მის წინ მდგარ რატის მზერა რომ არ გაჰყინვოდა. თითქოს ამ გამოხედვაში იგრძნო,მისი დის აკანკალებული სხეული.
-ნუთუ მის თვალწინ ...-სიტყვის თქმა არ დასცალდა გასვიანს მენთეშაშვილის გასროლილმა ტყვიამ მთელ კორპუს დაუფრთხო ძილი.
-გგონია უნივერსიტეტში ვერ აგიყვანდი?! მის სახესთან ამოილაპარაკა გამწარებულმა-მე შენ გაგაფრთხილე,არ გაბედო მიეკაროთქო ... ხომ გაგაფრთხილე?!-მის სახესთან იღრიალა მწყობრიდან გამოსულმა გამომძიებელმა.
-დაჩი ...-ხმა უთრთოდა თხელი მუხლებამდე სარაფნით შემოსილ გოგონას.-რა ხდება?!
-ეს გიყვარს?! ეს არამზადა?! ხალხს რომს სცემს და საამაყო ჰგონია?!
-დაჩი,შენ რას აკეთებ ..?!-იმედგაცრუება ჩასახლებოდა პატარა დას უფროსი ძმის მიმართ.
-ამ არაკაცისგან გიცავ.
-და შენ ვინ ხარ ამ წამს?!
-ელენა!-შეჰყვირა გამწარებულმა.
-არ გაბედო ... არ გაბედო და ჩემი სახელი აღარ ახსენო-და თითქოს მათ დედმამიშვილობის კედელს მიწა გამოეცალა.-ბუკას დავურეკავ!-მზერა დაჩიდან რატიზე გადაიტანა სახლის კართან მდგარ დედ-მამას გვერდი აუარა და შინ შევიდა. მამაკაცი გახევებული და აღტაცებული უყურებდა გოგონას.
-ახლა ჯოჯოხეთშიც წამოგყვები მენთეშაშვილო ...-გაეცინა რატის და კიბეზე დაეშვა.
***
(აწმყო)
მაგიდაზე დადებულ ფურცელს ზემოდან დასჩერებოდნენ და ხმის ამოღებას ვერც ერთი ბედავდა.
-რა გამოდის დაგითხოვეს?!-ამილუღლუღა გიორგიმ და დაჩის ახედა.
-საქმეს ჩამოაშორეს.-გაუბედავად თქვა ლილუმ და ჭიქაში წყალი ჩამოასხა.
-რატო ?!ვერაფერი გავიგე ...-ხასიათი წაუხდა კახის და ნინას გვერდით დაჯდა.
-ჩემი და დაჩის ურთიერთობა სარჩულად დაუდეს კერძო ექსპერტიზის პასუხებს და ახლა ყველაფერი რაც გამოძიებამ დაადგინა მათთვის ყალბია ... ყველაფერს თავიდან გამოიძიებს აბურჯანია და ... ჯანდაბა!-სახეზე ჩამოისვა თითები დაღონებულმა ლილუმ.
-ეს ამბავი შემთხვევითობას არ ჰგავს ... ვიღაცამ ეს განგებ მოაწყო!-სკამიდან წამოდგა ელენა.-საერთოდ არ გამოვრიცხავ იმასაც რომ შეიძლება ამის უკან აბურჯანიები იდგნენ.
-თუ გავითვალისწინებთ,რომ თავის დროზე ჩემ გამო შენმა ქმარმა მაგათი მამის თანამდებობა შეიწირა,სულაც არ არი გამონაკლისი ... -ამოიფრუტუნა გიორგიმ და სახე მოისრისა.-რა ჯანდაბაა!
-რატი რა შუაში იყო ტარიელ აბურჯანიას განთავისუფლებასთან?!-იკითხა ლილუმ.
-უნივერსიტეტის ინციდენტის გამო ჭორები აგორდა,ისეთი ჭორები რომლებმაც მოურყია თავმჯდომარის სკამს ფეხები.კონკრეტულად რატის არაფერი გაუკეთებია,მაგრამ ხომ გესმის ... ამ ფაქტმა გამოიწვია იმ კაცის გადადგომა.
-კაცს სასიკვდილოდ გიმეტებდნენ.შვილის ვერ აღზრდამ გამოიწვია და არა რატის მოქნეულმა მუშტმა.-კბილებში გამოსცრა ნოდომ.
-კარგი,არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა,ჩვენი უდანაშაულობა დავამტკიცოთ და შევეშვათ რა!-ამოიგმინა ბუკამ და ოთახში ხალხს მოავლო მზერა.
-ანალიზის პასუხები აიღეთ?!-უძილობით დამძიმებული მზერა მიაპყრო ლილუმ ბუკას და რატის.
-ავიღეთ,თუ აქვს ამას რაიმე მნიშვნელობა ... იქნებ ესეც გააქრონ.-მხრები აიჩეჩა ბუკამ.
-ყველაფერი ჩემი ბრალია ...-ამოილაპარაკა დაჩიმ და თავზე შემოიწყო ხელები.-გამაფრთხილა შალიკაშვილმა დღეს ...
-რაო?!-გაუკვირდა რატის.
-ზუსტად ეს სცენარი დამიხატა ... ლილუს და ჩემი ფაქტები აქვთ,ვიღაც იმდენად გაიძვერაა,რომ მითვალთვალებს კიდეც ...
-ან არ ჭირდება თვალთვალი იქვე ვყავართ ...-ჩაიფქრებულმა ამოილაპარაკა ლილუმ და დაჩის გადმოხედა-გახსოვს ის დღე ... პირველად რომ დამპატიჟე პაემანზე?!
-ჰო.
-იმ დღეს ოთახში ...
-აბურჯანია შემოვიდა!-შეჰყვირა დაჩიმ და ლილუს გაოცებულმა გადმოხედა-მაშინ ...
-მაშინ მიხვდა რომ რაღაც ისე ვერ იყო როგორც ადრე ...
-მაინც რა ვერ იყო?-გიორგიმ ვერ გაიგო რაზე საუბრობდა წყვილი.
-მაშინ როცა 1 თვის წინ დაჩი გამარჯობას მხოლოდ გასაღების ართმევის მიზნით მეუბნებოდა და მერე ... მერე როგორც იყო უფრო დავახლოვდით და ეს არ გამორჩენია ...
-გაიძვერა .!-ჩაილაპარაკა გამწარებულმა მენთეშაშვილმა.
-გაიძვერა ეგ კი არა,შენ ხარ, ასეთ გოგოს როგორ არ იმჩნევდი,დეგენერატო!-შესძახა ნოდომ და დაჩის წარბაწეულ მზერაზე მყისიერად გაჩუმდა.
-მოიცა,ლილუ შენი შეყვარებული ...-დაიბნა ელენა.
-ნუ,ეს ცოტა ვითაღლითე ...-თვალები აატრიალა დაჩიმ.
-იმბეცილია,ხომ ვამბობ?!-გაეცინა ნოდოს.
-ნოდო,მორჩი!-მხარზე უჩქმიტა ნინამ.
-ზოგს რა ბედი აქვს,რა!-ხელი აიქნია ნოდომ.
-ახლა რა ვქნათ?..-რატის გადმოხედა თვალებჩამქვრალმა ელენამ.
-ვიბრძოლოთ,სხვა რა უნდა ვქნათ,ლენ?!-გაეღიმა მამაკაცს და ღონიერი მკლავი მოხვია ქალს.-ყველაფერი იმაზე კარგად იქნება ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია,აი ნახავ ...
ხმა აღარავის ამოუღია.


-დედა შაბათ-კვირას აქ რომ დავრჩე შეიძლება?!-სამზაურელოს მაგიდასთან ჩამოჯდა ტასო და მომღიმარ ელენას მავედრებელი თვალებით გადახედა.
-ბებოსთან არ გინდა?!-ბუთქუნა ხელზე მიეფერა შვილს ქალმა.
-მინდა მაგრამ ...-ნიკაპი აუკანკალდა ბავშვს-მამიკო რომ წაიყვანონ მერე ... -ვეებერთელა ცრემლება იწყეს თვალებიდან დენა-მერე ვინანებ ნეტა უფრო მეტი დრო გამეტარებიათქო ... ძალიან გთხოვ დავრჩები რა ...
-დარჩი,დე თუ აქ გინდა აქ დარჩი.
-ლენა,ნეტა სულ ასეთი იყო ...-მაგიდაზე დადებულ მკლავებზე ჩამოდო თავი ტასომ და ჩამქვრალი თვალები შეანათა მის წინ მჯდარ ქალს,რომელსაც საკუთარი თავი შეაძულა შვილის ამ მზერამ.
-როგორი,დე ..?!
-არ ვიცი,ასეთი.
ორ წამიანი სიჩუმე ისევ გოგონამ დაარღვია.
-როგორსაც მამა გხედავდა სულ ...
არაფერი აღარ უთქვამს. წამოდგა და მაცივართან მივიდა.
-მაფინები გამოვაცხოთ?!
-შენ,რა იცი?!-თვალები გაუფართოვდა გოგონას.
-დედაშენმა იმდენი რამე იცის ზოგჯერ რაღაცები ავიწყდება კიდეც ...-ამოილაპარაკა ელენამ და მაცივრიდან საჭირო პროდუქტები გამოალაგა.-მოდი დამეხმარე ...-ახლოს მისული შვილი წამით გააჩერა,მის მწვანე სფეროებს ჩააშტერდა და თითქოს უთქმელად მოუხადა ბოდიში. თბილად დაუკოცნა ლოყები და წინსაფარი თავისი ხელით გაუკეთა.
-დავიწყოთ!

***
(წარსული)
-მე დავივიწყო შენი სახელი?!-ძარღვებდაჭიმული იდგა დაჩი მენთეშაშვილი თავისი სახლის სამზარეულოში და უდრეკი მზერით მდგარ ელენას უყურებდა.
-მე უკვე დავივიწყე!-მშვიდად ამოილაპარაკა გოგონამ და წყალი ჭიქაში ჩამოასხა.
-ელენა არ ხარ მართალი!-ჩაერია ზურა.
-ეს შენს შვილს უთხარი,ჩემს წინაშე რომ დაადო ბორკილები და სადარბაზოდან ისე გაიყვანა ვითომ რეციდივისტი იყო,ამას არ გაპატიებ გესმის?!-ზურადან მზერა დაჩიზე გადმოიტანა-რატის გამოუშვებენ,მაგრამ შენს ამ საქციელს ვერაფერი ვეღარ უშველის.
-როგორ მიბედავ ასეთ ლაპარაკს!?
-შენ, მე შენი რიგითი თანამშრომელი ხომ არ გგონივარ?საკმარისად დიდი ვარ იმისთვის მე გადავწყვიტო ვინ მიყვარდეს და ვინ არა!
-კი ბატონო გიყვარდეს,ანუ დიდი ხარ არა?! გიყვარდეს ... -ჩაილაპარაკა დაჩიმ-ჩემთან არ მოხვიდე და არ მითხრა როცა ცხოვრებას თავზე დაგამხობს ეგ შენი რატი გასვიანი!
-როგორ შეგიძლია ასეთი იყო,როდის მოასწარი ასეთად გახდომა ..-თვალები სინანულით აევსო ელენას.
-გეყოფათ!-შესძახა ზურამ.
-ჩემსა და იმ გუშინ გაცნობილს ... იმ არაკაცს შორის არჩევანს მის სასარგებლოდ აკეთებ?-ხმა შეეცვალა დაჩის.
-რატი სამი წლის წინ გავიცანი ... ამას მილიონჯერ გიმეორებ და არც ერთხელ გინდა გაიგო,სამი წლის წინ როცა სოფელში ვცხოვრობდი ბებოსთან ერთად და წარმოდგენა არ მქონდა რომ შენი კლასელი იყო,მეეჭვება რატის სცოდნოდა და სამი წელი დასჭირვებოდა ჩემამდე მოსასვლელად თუ ასეთი ბოროტი სულია და ჩემი წყალობით შენზე გაურკვეველი შინაარსის და მიზეზების მქონე შურისძიებას გეგმავდა ... სამი წელი იცი ეს რამდენია?!
-მე შენ გეკითხები და პასუხი გამეცი!-შეუვალი გახდა მენთეშაშვილი.
-მე პასუხი გუშინ გაგეცი როცა მკაფიოდ დამანახე რა შეგიძლია გააკეთო სიბრაზისგან თვალებდაბინდულმა ...
-ანუ ასე არა?!
-დიახ,ასე!
-ელენა ინანებ,შენს თავს გეფიცები ... მწარედ ინანებ!
-მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ვინანო და ეს შენი სიტყვების მოსმენა იქნება. იცი როგორ უნდა მიხვდე სწორად იქცევი თუ არა?! თუმცა შენ ამას ალბათ ვერასდროს გაიგებ ...
-თურმე ვერ გავიგებ ...-გაეცინა დაჩის-ნანა მოვკლავ შენ შვილს!
-რატი სულ რომ არ მყვარებოდა ... გუშინ შენი საქციელი მაიძულებდა შემყვარებოდა,შენ ეს იცოდი და მაინც გააკეთე.
ტელეფონზე გიორგი ურეკავდა,სწრაფად გადაატარა ეკრანს ათრთოლებული თითი და ოთახისკენ დაიძრა.
-წადი მაგ შენს რატისთან და ვნახავ რამდენ ხანში მოგისვრის უკან!-ღრიალებდა გამწარებული დაჩი და საერთოდ ვერ ხვდებოდა,რომ მათი სიყვარულის ცეცხლზე ნავთს ასხამდა.
სიტყვები კარგად ესმოდა ტყუპს,გიორგი ნინიძეს და მის უკან მდგარ მთელ სამეგობროს რატი გასვიანის ჩათვლით.
ბევრი არაფერი უთქვამს, კახის თვალებით რაღაც ანიშნა,მანაც თავი დაუქნია და ნინას გადმოხედა.
-ჩალაგდით,გურიაში მივდივართ!
რატიმ კარი გაიხურა და წავიდა.


სადარბაზოდან გამოსულ ელენას ზედაც არ შეუხედავს მის წინ მდგარ მანქანაზე.
-ლენა!-ამ ხმას მილიონში გაარჩევდა. ადგილზე გაქვავდა,თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ უნდოდა საშინლად ეტირა. ეტირა ხმით,მთელი განცდით და ემოციით.
არ გარხეულა,კბილები მთელი ძალით დააჭირა ათრთოლებულ ტუჩებს და გაპარულ ცრემლებს წვრილი თითები შეაგება დამხდურად.
აჩქარებული ნაბიჯების ხმა აღარ გაუგია,არც ბიჭის ამოვარდნილი გულისცემა ... მხოლოდ ის რაც ასეთი აშკარა იყო,ასეთი ხილვადი და ასეთი ამაღლებული ...
სიყვარულს ხმაც აქვს მეგობრებო.
ისეთი,ერთხელ რომ მოისმენთ და ნატიფი მელოდიასავით თან დაერთვება თქვენს ცხოვრებას.
-ლენა!-ყურთან უჩურჩულა გახევებულ გოგონას,რომლისთვისაც საკმარისი აღმოჩნდა ...
ღრმად ამოისუნთქა მენთეშაშვილმა და ცრემლები ჯებირებიდან გადმოვიდნენ გაზაფხულის ადიდებული მდინარეების მსგავსად.
„ჩშშ,ნუ ტირი,ლენ ყველაფერი კარგად იქნება ...“ -მას შემდეგ ამ ფრაზამ მთლიანად შეცვალა გოგონას ცხოვრება.
თითქოს სულ ეს იყო რაც სჭირდებოდა.
ხელი მოხვია და მობუზული ბეღურასავით აწურული გოგონა თავის მკლავებში შეიფარა გასვიანმა.
-ხელებს დაგატეხავ,რატი!-აივნიდან გადმოსძხა დაჩიმ სიმწრის ღიმილით.
-ნეტავ ...!-არც გასვიანი დარჩენილა ვალში.
-სახლში ამოდი,ელენა!-ჰორიზონტს გაჰყურებდა უფროსი მენთეშაშვილი.
-აქედან წამიყვანე ...-ცრემლიანი თვალებით ახედა გოგონამ რატის.
გასვიანმა მანქანის კარი გააღო და ისე რომ აივანზე მდგარი მენთეშაშვილის ყვირილისთვის ყურადღება არ მიუქცევია ავტომობილი ეზოდან ტაატით გაიყვანა.
დაბლა ჩასულ გამომძიებელს იქ აღარავინ დაუხვდა.
-შენ შენი და დღეს დაკარგე!-შეუვალი იყო ზურა.
-მე დღეს დამკარგა ჩემმა დამ!-არც დაჩიმ დააკლო მამამისს.
-როცა მართალი შენ არ ხარ,შვილო არც ამას აქვს მნიშვნელობა შენ ვინ დაგკარგავს!
-ეს არი შენი საფიცარი ოჯახი?-არ შეეპუა დაჩი.
-შენ შექმენი უკეთესი.
-მე ...
-დაჩი!-ნანას კივილზე ორივეს ავად გასცრა სხეულში. სული შეუკრთა გამომძიებელს. პირველად ესმოდა ნანასგან ეს ტონი. შეკრთა ისე,თითქოს წამით დაინახა კიდეც თავისი დანაშაული.


***
(აწმყო)
სასამართლო პროცესის წინა ღამე იყო.
სიბნელეში იწვნენ რატი,ტასო და ელენა.
რატის ლენა ... რატის გაზაფხული.
-რომ დაგიჭირონ ..?!-ამოიხრიალა ქალმა და ქმარს მზერ ააარიდა.
-არ დამიჭერენ ...
-ასეთი დარწმუნებული როგორ ხარ?
-მწამს.
-რისი რომ სამართალი გაიმარჯვებს?
-არა,-გაეცინა რატის.-უფლის.
-როგორ შეგიძლია ასეთ დროს ამაზე იფიქრო?!
-მე სულ ამაზე მეფიქრება ხოლმე ...
-მომიყევი ...
-რა მოგიყვე,მგონია რომ ყველა ჩემი ფიქრი იცი,არა?!
-თუნდაც ვიცოდე,შენ მაინც მომიყევი ...
-მაინც რა მოგიყვე?
-ახლა რაზე ფიქრობ ..?
-სასამართლო პროცესიდან რომ გამოვალ,ტაბიძეზე სახლს გავყიდი და გურიაში ნაკვეთს ვიყიდი. პატარას,ისეთს იქ მუშაობამ რომ არ დამღალოს ... ატმის ხეები რომ დავრგო და მეყოს აი ისეთ ნაკვეთს ვიყიდი. სახლი და ატმის ხეები რომ მქონდეს.
-კიდევ რა იქნება შენს ეზოში?!-ხმაში სიანცე შეეპარა ქალს.
-მოზაიკით გაწყობილი რკინის სკამები და მაგიდა,გახსოვს რომ ვნახეთ?!
-მახსოვს.
-გიყიდი,იქ სულ შენ და მე დავსხდებით,მხოლოდ ორი სკამი ექნება,ზედმეტი ხალხისთვის არასაკმარისი. შენ ატამს გამითლი,ლამაზად დამიჭრი და მე არასდროს მომწყინდება იმ სკამზე მჯდარმა წაგიკითხო ლექსები ... შეიძლება პროზასაც შევწვდე,ვინ იცის?!-ეღიმებოდა რატის და ელენას შავი თმის ტალღებში დაცურავდა.
-კიდევ,კიდევ?!-თვალები უეალავდა სიბნელეში ქალს.
-ეზოში ძაღლიც ირბენს,სიბერეში არ მიგვატოვებს და ბოლომდე გვიერთგულებს. კოინდარში ტასოს შვილების სათამაშოები იქნება მობნეული ... არ შეგანახვინებ,რომ დავხედავ გამახსენდება,რომ კაცი ვარ ...!
-შვილიშვილები წესით ასაკს უნდა გახსენებდნენ,ბატონო რატი!-გაეცინა ელენას.
-ჩემი ასაკი ზუსტად იმხელა იქნება,რამდენსაც შენ მოინდომებ.
-ასე არა?!
-ასე!
-მე ისევ 23 წლისა მინდა მყავდე ...
-„მშვიდად თავზეხელაღებული?!“ -რატიმაც ვერ შეიკავა ღიმილი ამ სიტყვების გახსენებისას.
-როგორ გახსოვს?!-მკლავზე აასრიალა თითები მომღიმარმა ქალმა.
-ოცნებობდი,როდის დავბერდებითო ... მე გამშვიდებდი,ამის დროც მოვა და მერე ინატრებ ახალგაზრდობასთქო,შენ არ მიჯერებდი,ხედავ?! სულ მართალი ვარ!
-მოიცა,რა ... რატი,ეზოში როგორი სახლი გვექნება?!
-სახლი „გვექნება“...-ამოიჩურჩულა მამაკაცმა და ბედნიერებსიგან თვალები მიენაბა-კოხტა.
-სულ ეგაა?!-უკმაყოფილო იყო ელენა.
-რა,არ არი საკმარისი?!
-თითქოს,არის კიდეც ...-რატის გაშლილ მკლავს დაადო თავი.
-მე შენთან ერთად ქოხიც მეყოფა,მთავარია „გვქონდეს“!
-სულ არ ნერვიულობ?!
-ხომ გითხარი,მწამს-მეთქი?!
-მე,შენ, ტასო და ღმერთი ...-ამოჩურჩულა ქალმა და დამშვიდებულმა თითქოს ცის კაბადონზე ვარსკვლავივით დაიწყო კაშკაში.


***
(წარსული)
-როდის გამოხვედი?!
-დღეს,ირაკლიმ გამომიყვანა.
-სად მივდივართ?!-წინა სავარძელზე მშვიდად მოკალათებულს თითქოს დარდიც დაავიწყდაო,თბილისის ტრაფარეტს რომ გასცდა გასვიანი.
-გურიაში.
-დღეს დავბრუნდებით?! არ მინდა დღეს რომ დავბრუნდეთ,იქნებ მე კატოსთან დამტოვო ...
-ვერსად ვერ დაგტოვებ.-რატის შეუვალ ტონზე გაკვირვება ვერ დამალა ელენამ.
-რატი რამე ხდება?!
-რაღაც სულ ხდება,ლენ.
-რატი,შემომხედე ... მითხარი,სოფო ვინ არის?
-ჩემი კლასელი.
-და?
-წინადადებაში „და“ -სადმე იყო?
-უბრალოდ შენი კლასელი და მორჩა?
-ჩემთვის,ნამდვილად.
-შენთვის რას ნიშნავს?რატი,მიპასუხე სოფო ვინ არის და რა უქენი ..?!-ხმაში ნერვიულობა შეეტყო გოგონას.
-რას ნიშნავს „უქენი“?-ნერვიულად გაეცინა რატის.
-არ ვიცი,დაჩიმ მითხრა რომ რაღაც ... მოხდა რასაც ... არ ვიცი-თითქოს სწორ სიტყვებს ვერ არჩევდა მენთეშაშვილი.
-სოფოს ვუყვარდი,მე არა.საკმარისია?!
-არა.
-ლენა,შენი აზრით მოსაყოლი რამე რომ იყოს არ ვიტყოდი?
-რატი,შენი აზრით ჩემთვის უმნიშვნელო რომ იყოს გკითხავდი?
-და რატო აქვს შენთვის მნიშვნელობა ჩემს წარსულს?
-შენთვის ჩემსას არ აქვს მნიშვნელობა?
-ლენა ...
-მიპასუხე,მეზიზღება კითხვის ნიშნები მითუმეტეს შენთან!
-არ ვიცი რა პასუხს ითხოვ?!
-რა უქენი სოფოს?
კითხვა დასრულებული არ ჰქონდა რატიმ ძლიერად რომ დაამუხრუჭა.
წამში დაუსერა გული გასვიანს ლენას კივილმა და საჭესზე ჩაბღაუჭებულმა თითებმა.
-შენ ამ კითხვის შინაარს ვერ ხვდები თუ მაგიჟებ?!-მშვიდი იყო გასვიანი და ვინ იცის რა ფასად უჯდებოდა ელენას ცრემლიანი თვალების გაძლება.-რას ნიშნავს ეს კითხვა,ლენა მიპასუხე!
-მე შენ გეკითხები ...-ამოილუღლუღა გოგონამ და ცრემლები შეიწმინდა.
-მეკითხები ანუ ჩემ პიროვნებას ეჭვქვეშ აყენებ ისეთ საკითხში,როგორიც ქალთან მოპყრობაა? ვინ გგონივარ და რა იმედით მიჯდები მანქანაში თუ ამ აზრს საერთოდ უშვებ გონებაში?-ხმას მაქსიმალურად აკონტროლებდა რატი.
-არავინ არ მგონიხარ ... მიპასუხე,რა მოხდა შენს და იმ სოფოს შორის?
-ისეთი არაფერი რისი ცოდნაც შენთვის აუცილებელია.
-მაშინ ასეთი მონდომებით რატომ მალავ?
-არაფერს არ ვმალავ,გამოწმებ ვის უფრო ენდობი შენი ძმის ჩაგდებულ ინტრიგას თუ მე,რატის.
გოგონას არაფერი უთქვამს,კარი გამოაღო და უკანა სავარძელზე დაიკავა ადგილი.
სარკეში უყურებდა დაძაბული სახით გასვიანი.
-რას აკეთებ,ლენა?!-სახე ეწვოდა ბიჭს და საჭეს ჩაჭიდებული თითები ლამის გათეთრებოდა.
-გენდობი,რატი.
გურიელის სახლამდე ხმა არც ერთს ამოუღია.

ეზოში დიდი სუფრა იყო გაშლილი.
ლილი ბებოს შავები აღარ ეცვა.
მხიარულად დადიოდა სუფრის თავიდან ბოლოში და ცივ კერძებს ამატებდა.
ტყუპები ისევ გიტარაზე უბარტყუნებდნენ თითებს და ბუკას ნერვებს დაწყვეტამდე უშლიდნენ.
-დაგახურავ მაგ გიტარას თავზე და იმღერე მერე „გიტარა,გიტარა,გიტარა!“-ჯერ ნოდოს წაუთაქებდა მერე გიოს.
-რა ვერ ჩამოვიდნენ,ქალი მოყავს თუ ანგელა მერკელი!
-ეგეც ქალია.
-ქალსაც გააჩნია,ჩემო ძმაო!
-ყველა ქალი - ქალია,ჩემო ნოდო.
-შენ ეს ბრძნული ტონი,როდის ისწავლე?
-მე სულ ბრძნულად ვმეტყველებდი,თქვენ იყავით პლებეები და არ გესმოდათ.
-ვინ იყო პლებე,ბაბუაჩემი მცირე აზიაში გადაასახლეს თორე იცი რა კაცი იყო?!-წამოხტა ასაბაშვილი.
-რა კაცი იყო?!
-ეე,მთელი ბატალიონი ებარა მეორე მსოფლიო ომში.
-შენ ვის დაემგვანე,ხულიგნები რომ გაბარია სასამართლო პროცესებზე?!
-მე ბებიას,იცი რა ლამაზი ქალი იყო?!-ხიბლში ჩავარდა ბუკა და ისე ამაყად გადმოხედა გურიელს.
-არც მაგას მგვანებიხარ.-ჩაერია კატო და ყველას სიცილის ტალღამ გადაუარა.
-ბოღმა და შური დიდია!-სასაცილოდ დაბრიცა სახე ასაბაშვილმა და კართან მდგარ მომღიმარ რატის გადმოხედა.-ამოგეღო ბიჭო ხმა,რა ლაშა-გიორგივით წამადექი თავზე!
-გლეხის ქალი ლილეც მოსულაა!-გაეცინათ ნანუკას და ნინას კარში გახიდულებს.
-ხო ოღონდ ეს გლეხის ქმარს კი არა ქორ-ვაჭარ მენთეშაშვილს ააცალეს.-ხელი გადახვია გოგოებს გიორგი ნინიძემ.
-ქორ ვაჭარი არა ჟანდარმი!-გაეცინა ნოდოს.
-რომელიც გინდა,მაინც სულ ერთია.
-თქვით ხალხო ორი სიტყვა,რა მუნჯებივით დგახართ?-წამოდგა ფეხზე კახი.
-ჩვენ ორი წამით გავალთ ხო?!-რატიმ ბიჭებს მოავლო მზერა და კახიმაც რომ ანიშნა სახლისკენ დაიძრა რატი და თან ელენაც გაიყოლა.
გოგონას ტირილამდე ცოტა უკლდა.
ყვრიმალები ცრემლით ამოევსოო იფიქრებდით,რომ შეგეხედათ.
-აქაც ჩამომაკითხავს და ... შარში გაეხვევით სულ ყველა ...-ამიოტირა და ჩანთა საძინებელზე მოისროლა.-არ უნდა წამოვსულიყავი.ახლა უფრო გავაბრაზებ ...
-ორი ვარიანტია,ან გინდა დარჩენა და რჩები,ან არ გინდა და მიყვები.-მანძილი შეამცირა გასვიანმა.
-როგორ თუ არ მინდა?.. რომ არ მინდოდეს საერთოდ წამოგყვებოდი?რა დამაძალე მანქანაში ჩაჯდომა ..?! უბრალოდ მეშინია ...
-კაი?!-გაეცინა რატის და კიდევ უფრო მიუახლოვდა გოგონას.-ჩემ გვერდით?!-და კიდევ უფრო ...-რისი?!-და კიდევ ... კიდევ უფრო-ვისი?!-გოგონა მოწყვეტით დავარდა საწოლზე და მაღლიდან დაჩერებულ გასვიანს მზერა გაუსწორა.
-სულ აქ ხომ ვერ ...
-სულ აქ დავრჩეთ,რა გვიშლის ხელს?...
-რას ამბობ რატი ..?!-ხმა აუკანკალდა შეშინებულს.
-აქ ერთი მონასტერია,ბერები ცხოვრობენ ... არ ვიცი,მე არც ერთ რელიგიას არ ვეკუთვნი,მხოლოდ ღმერთის მწამს და იმის რომ სამყაროში ყველაფერი წონადი და უწონადო მისი შექმნილია,მათ შორის შენც და მათ შორის მეც ... თუ გინდა იქ,იმ მონასტერში,თუ გინდა იქ იმ ხის ძირში,თუ გინდა აქ ამ საწოლთან მუხლებზე მდგარი ... ღმერთის წინაშე დაგიდებ პირობას რომ ...
-რას ამბობ,რატი ..?!-თვალები ცრემლებით აევსო პატარა მენთეშაშვილს.
-რომ ჩემ ცოლად მიგიღებ,ჩემ ოჯახს დაგარქმევ,ჩემი შვილების ერთადერთი დედა გახდები ... ჩემი ნახევარი მთვარის საწყისების - სასრული ... -მუხლებზე მდგარს წარბიც არ შეხრია ამ სიტყვების თქმისას.
-ახლა ხელი მთხოვე ...-გაეცინა ელენას და ცრემლებიც ბედნიერების წვეთებად დაეღვარა ლოყებზე.
-მხოლოდ ორი ვარიანტია ... ან გინდა დარჩენა და რჩები ან ...
-მინდა დარჩენა და ვრჩები!-სახე გაუნათდა ელენას.ყველა ნაკვთში ჩამალული კვირტებივით გაიშალნენ გვირილები.
-აქ თუ ჩამოვა ... და რომ ჩამოვა ...-იცოდა რომ დაჩი აუცილებლად ჩააკითხავდა ელენას გურიაში,-და რომ ვიტყვი,ცოლია ჩემი-მეთქი,-ხელები გაშალა და საწოლზე მჯდარი ელენა შუაში მოაქცია ჩამუხლულმა მდაგრმა გასვიანმა.-მე უნდა მჯეროდეს რომ ჩემს უკან ჩემი ოჯახი დგას,რომ ჩემს უკან შენ დგახარ,ლენა.
-მე რომ წითელი კაბა არ მაცვია ...-მაისურზე დაიხედა მენთეშაშვილმა,თითქოს ყურადაც არ იღო რატის სიტყვები-მე წარმოვიდგენდი ... რომ იქ სუფსასთან ... წითელ კაბაში და შენ ...
-ლენა,მისმენ?!
-მე ხომ გენდე,რატი?
-აქ ზიხარ და ამბობ,რომ რჩები ... მენდე,მერე?!-გაეღიმა რატის.
-შენც მენდე.
-როგორც ოჯახს.
-როგორც ...-მაღლა აიხედა და ღიმილი ვერაფრით შეიკავა,სისხლისფერ ტუჩებში ლამაზად კრთოდა მარგალიტებივით კბილები- როგორც ცოლს.
-გიშოვნი წითელ კაბას.-წამით პულსი გაუჩერდა გასვიანს.
გოგონამ გრძელი მკლავები მხრებზე ჩამოაყრდნო ბიჭს და შუბლით შუბლზე დაეყრდნო.
-ხომ შემპირდები,რომ ... რომ არასდროს მისცემ სიყვარულს იმის უფლებას,მხოლოდ გრძნობა იყოს ჩვენი ოჯახის საფუძველი .?!
-ანუ?!-იღიმოდა გასვიანი.
-ანუ ჩვენი „სიყვარული“ -არც არსებითი სახელი იქნება და არც რიცხვითი ... მინდა,რომ ის ...
-ზმნა იყოს.-ისევ იღიმოდა,სადღაც წონადობაში და უწონადობაში გაჭედილი.
-დიახ,სწორედაც ...-გაუხარდა სწორად რომ აღნიშნა რატიმ-სწორედაც ზმნა უნდა იყოს ...
-ჩვენი სიყვარული გაჩენის წამიდან „ზმნაა“.

კიბეზე მომავალ წყვილს ყველა მოლოდინით უმზერდა.
-ჰააა?!-შესძახა კახიმ და ყველანი ჰაერში შეხტნენ მოულოდნელობისგან.
-გამომდინარე იქიდან,რომ მე ვიყავი შენი მეჯვარე ...-მშვიდად დაიწყო რატიმ.
იქაურობა ჟრიამულმა მოიცვა.
ვერავინ იკავებდა სიხარულის ემოციებს.
-მერაბა,რას იტყვი?!
რატის სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული ბუკა უკვე ჰაერში ხტოდა და სასაცილოდ იმანჭებოდა.
აღელვების ტალღამ რომ გადაირა და სუფრასთან დასხნდნენ,ლილიმ განსხვავებული სასმისი რომ მოიტანა და კახიმ სიამაყით გამოართვა,სწორედ მაშინ გაჩერდა გურიელების ჭიშკართან შალიკაშვილის მანქანა.
-მაყრებიც მოვიდნენ!-გაეცინა გიორგის და დაძაბულ ლენას ხელი გადახვია-შენ მარტო მყარად იდექი,კაი?!-ყურთან უჩურჩულა მეგობარს და მისგან თანხმობის ნიშნად თავის დაქნევა,რომ მიიღო პირველი წამოდგა სკამიდან.
თითქოს ნიშანი იყოო,ყველა გამოფხიზლდა მომავალი ერთი საათის წარმოსახვის ეიფორიიდან და მასთან ერთად დატოვეს ადგილები.
საოცარი სანახავი იყო,თითქოს სინქრონულად წამოდგნენ და „ყველა ერთისთვის“ -პრინციპით დაიძრნენ ეზოს შესასვლელისკენ,სადაც გამწარებული დაჩი მენთეშაშვილი და მისი მეგობარი რეზი შალიკაშვილი იდგა.
-რას ქეიფობთ,ბიჭებო?!-ირონიულმა ხმამ გაჭრა ჰაერი და ეს ხმა ვის თუ არა თავად შალიკაშვილს ეკუთვნოდა.
-აი,ჩვენმა რატიმ ცოლი მოიყვანა და ავღნიშნავთ,შენ ისევ მარტო დადიხარ და არავის უღირხარ კაცად ხო?!-დაწინაურდა გურიელი.
-კაცობა მე და შენ სხვადასხვანაირად გვესმის,ჩემო კახი.
-ამაში ვერ შეგედავები-ხელები მაღლა აწია მომღიმარმა მასპინძელმა-სუფრასთან მიგიწვევდი დაჩი,მაგრამ ისეთი ტიპი გახლავს ვერც ჩემ სახლს ვაკადრებ და ვერც სუფრას.
-ელენა,ადექი წავედით.-თვალებში არ ჩაუხედავს მისი დისთვის ისე ამოილაპარაკა დაჩიმ და მიწას გაუშტერა თვალები.
-როგორც მიხვდი და იმედია ტვინი არ დაგხშობია ამ უახლოეს მომავალში ...-ჩაერია ბუკა-რატიმ ცოლი მოიყვანა და ...
-ელენა,ადექი წავედით!-სიტყვა არ დაასრულებინა დაჩიმ ბუკას.
-გაგიკვირდება და ...-განაგრძნო კახიმ-ჩვენი რძალი,სწორედაც რომ ..
-ელენა,ადექი წავედით!-მთელი ძალით იღრიალა მენთეშაშვილმა და გურიელის ეზოს შუაგულში მდგარ დას ავისმომასწავებელი მზერით დააშტერდა.
რატის ინტერესი ღრღნიდა ... რას გააკეთებდა პატარა მენთეშაშვილი?!
-შენ რა დაყრუვდი?!-ორი ნაბიჯი გადადგა გოგონასკენ და ის იყო მკლავში ხელი უნდა წაევლო ქანდაკებასავით,რომ აღიმართა მათ შორის მდგარი გასვიანის ღონიერი სხეული.
-რამე არ შეგეშალოს,თორე ვერ გიშველის გვარი და ნათესაური კავშირი,ჩემ ცოლთან ...-ზედაც არ უყურებდა გამომძიებელს.სადღაც ჰორიზონტს იქით,რაღაცას თითქოს დიდი ინტერესით უცქერდა ... ამ მზერაში კი მალავდა სურვილს,სურვილს რომელიც ელენას ბრძოლის ჟინი იყო,მათი სიყვარულისთვის.
-შენ ვისთან ?!-სიცილი წასკდა გამომძიებელს-მაგას ვერ ეღირსები,რატი გასვიანო!შენ,ჩემი და ვინმეში ...
-ვიღაცამ მკაცრად გადაწყვიტა,რომ და აღარ ჰყავდა ... არ მესმის აქ რას აკეთებ?!-მშვიდი,აუღელვებელი ტონით წარმოთქვა რამდენიმე სიტყვა გოგონამ და რატის უკან მდგარი ახლა მის გვერდით დადგა.
-შენ სიტყვებს მე ნუ მაბრალი!-შესძახა ძარღვებდაჭიმულმა დაჩიმ.
-სწორედაც ...-გაეცინა ელენას-ჩემი სიტყვები შენი ქმედებიდან გამომდინარე აისახებოდა ჩვენს ურთიერთობაზე და შენ ეს „არ“ განსაზღვრე. აი,სად ვეჯახებით მწარე რეალობას! შენ,ისეთ ურთიერთობას გადააბიჯე,რასაც დედმამიშვილობა ერქვა,შენ მე გადამაბიჯე როცა ჩემ თვალწინ ბორკილები ისე დაადე,თითოს წინ კაცის მკვლელი გედგა!შენ, ჩემს გასაგონად სწორედ ჩვენი სახლის სადარბაზოში დააკავე და მეტიც, პატარა სპექტაკლი დამიდგი,რომ მაყურებლის ადგილას ჩემი ნებით დავმჯდარიყავი!
-ცხოვრებას გაგიმწარებს,თავზე დაგამხობს და მერე არ ...
-მერე არ ვთქვა არ გაგიფრთხილებივარო - ამას თუ ამბობ,არ თქვა გეხვეწები ...-გაეღიმა ელენას- ცხოვრებაში ყველას გვაქვს აღმართიც და დაღმართიც,რა რაოდენობით ამას რა მნიშვნელობა აქვს?! თუ ამ კაცის ცოლობა ჩემთვის არასასურველი ისტორიის წიგნი გახდება ამის თანაავტორობას გგონია შენ მოგაწერ?! დედას ან მამას?! ან საკუთარ თავს?! რას ამბობ,ხვდები მაინც?! თუ ადამიანი არ გაგიმართლებს ეს არც შენი ბრალი იქნება და არც ვიღაც მესამის,რომელმაც რაღაც გირჩია ... ეს მხოლოდ იმის ბრალია ვინც იმედებს აცრუებს და მორჩა!
-ეს გადაწყვიტე? ენდო მანამ სანამ თავზე არ დაგამხობს ყველაფერს როგორც ეს სოფოს გაუკეთა?!
-მოდი აქ თუ კაცობის ნატამალი მაინც შეგრჩა და ამ გოგოს წინაშე მოყევი რა გაუკეთა სოფოს რატიმ ასეთი!-შეჰყვირა გურიელმა და რეზი შალიკაშვილს მიმართა.
-ამას რომ აზრი ჰქონდეს ...-ჩაეცინა რეზის და ხელი აიქნია.
-თქვი,მიდი გისმენ ... მის წინაშე თქვი რა გააკეთა და ეს რა კავშირშია ჩემს მომავალთან ... თქვი და თუ მისი გამოხედვაც კი დამაეჭვებს ახლავე ვიღებ ჩანთას მოგყვები და სამუდამოდ ვივიწყებ ამ კაცს! თქვი!-შეჰკივლა ელენამ და ძმას წინ დაუდგა.
-ჯერ დააჯერა რომ უყვარდა და შემდეგ სათამაშოსავით იყენებდა რეზის გასამწარებლად.-თვალი თვალში გაუყარა დაჩიმ რატის,რომელსაც ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-მეცხრე კლასელი ბავშვები ვიყავით,რა გასაწმარებლად რას იგონებ ერთი თვე შეყვარებულები იყვნენ და კაცურად,ადამიანურად აუხსნა გოგოს რომ ვერ შეძლებდა მისთვის იმ სიყვარულით ეპასუხა,როგორც სოფოს უყვარდა ... რეზი აქ საერთოდ რა შუაში იყო?!-არ ცხრებოდა გურიელი.
-რა ასე არ იყო? რეზის თვალწინ ისე იქცეოდით ...-თითქოს სიტყვები გამოელია დაჩის და უკან მდგარ გაყინულ რეზის გადმოხედა,რომელიც სიტყვას არ ძრავდა მხოლოდ რატის ღიმილიან სახეს დაშტერებოდა და რაღაც ამოუხსნელზე ფიქრობდა.
-როგორ იქცეოდნენ,მეცხრე კლასელი ბავშვები ... გეკითხები შე ავადმყოფო როგორ იქცეოდნენ სკოლაში როგორ უნდა მოქცეულიყვნენ,რა უნდა ექნათ იმის ფასი შალიკაშვილის მორყეული ფსიქიკა უარესად დაეზიანებიათ,რაზე ხართ ჩაციკლულები თუ აანალიზებთ მაინც?!-ვერ აკავებდნენ გურიელს.-გოგოს არ უყვარდი და ამის გამო მთელი შენი გააზრებული ცხოვრებაა რატის ერჩი?! ხვდები რა დონის საცოდავი ხარ და შენ რა ბნელი,რომ ამდენსაც ვერ ფიქრობ?! -ახლა დაჩის მიუბრუნდა-ხო,აი მთელმა საძმაკაცომ დავსხედით და გეგმა დავსახეთ ოთხი წლის განმავლობაში ელენასთვის რატი როგორ შეგვეყვარებინა.აი, მეცხრე კლასში ბეჭი რომ გამკარი ან მეათე კლასში ბუკას ისტორიის წიგნი თავზე რომ დაახიე ან უკეთესი ... მასწავლებელთან არაკაცურად რომ ჩაგვიშვა შენმა ძმაკაცმა აი ამ სისულეეების გამო შური გვეძია,ხვდები რა დებილები ხართ,ბიჭო?!-ვერ აჩერებდნენ სახეაწითლებულ გურიელს.

დაჩის უკან გადადგმულ ნაბიჯზე კახის თითქოს სიტყვაც გაუწყდა.
მენთეშაშვილმა ეზო დატოვა.
-ოდესმე გონს მოეგება და შეგირიგდება ...-დაამშვიდა მომღიმარმა ბუკამ ელენა.
გოგონამ ღიმილი ვერ შეიკავა.
-თქვენ რა მართლა გეგონათ,რომ რატის გამო გააკეთა ეს?!-სუფრასთან ყველა გაისუსა,ამდენი წყვილი თვალი მხოლოდ ელენას უყურებდა რატის გარდა. გოგონამ აუღელვებლად ჩამოასხა ფორთოხლის წვენი ჭიქაში და ყველას ღიმილნარევი მზერა მოავლო.-პირველ ჯერზე ... როცა გამაფრთხილა,რომ რატისგან თავი შორს დამეჭირა,ეს მართლაც ბავშვური აკვიატება იყო მისთვის ... მანამ სანამ ჩემს პასუხს მოისმენდა. მან უბრალოდ მის წინააღმდეგ წასვლა არ მაპატია,აქ არც სკოლაა დამნაშავე,არც თქვენ და არც თქვენი ურთიერთობები ... ეს ჩემი და დაჩის,როგორც უფროსი ძმის და პატარა დის ამბავია.
-იმბეცილია,ხომ ვამბობდი?!-ჩაიბურტყუნა ნოდომ და გიორგის გადახედა.
-ლილი, სად გავჩერდით?!-თვალებში ჭინკები აუთამაშდა კახის.
-განსხვავებულზე ბებო.
-ხო,მანდ გაჩერება არ შეიძლება ... ყანწი სტუდიაში!-შესძახა ხმამაღლა და მანამ არ მოეშვა სუფრის წევრებს სანამ ყველა მამრობით სქესს კატის ჩათვლით ყანწი არ დაალევინა.
-მიდი,მამალო რას უშინდები,არ შემარცხვინო!-კატა მანამ ვერ გაანთავისუფლეს გურიელის ხელიდან,სანამ მანაც არ დალია იმ ყანწიდან რამდენიმე წვეთი.-ჩემი მამალო ისეთი მამაცია,ტყუპები შურის თვალით უყურებენ!-ხარხარებდა გაწითლებული გურიელი და ნინას ბუზღუნს მალე წასულიყო დასაძინებლად ერთი ყურიდან მეორეში უშვებდა.

***
(აწმყო)
სასამართლო პროცესამდე ნახევარი საათი რჩებოდა.
ყველანი გრძელ დერეფანში იდგნენ და პროცესის დაწყებას ელოდნენ.
ყველაზე მეტად ბუკა ნერვიულობდა.
გული უგრძნობდა,რომ რაღაც ისე ვერ წავიდოდა.
ღელავდა დიდი სამეგობროს თითოეული წევრი,ისე თითქოს რატის ნაცვლად მათ ემუქრებოდათ თავისუფლების აღკვეთა.
დაჩის გამოჩენამ ყველა გამოაფხიზლდა.
-რამე ახალი ხომ არ არი?!-გიჟივით ეცა ასაბაშვილი გამომძიებელს.
-შალიკაშვილიც მოხსნეს ...-ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა მენთეშაშვილმა და რატის გაუსწორა მზერა.-და მოწმის სახით გამოიძახეს ...
-ჰო,ახლა ნამდვილად შარში ვართ!-თავზე ხელები შემოიწყო კახიმ და კედელთან ჩაიკეცა.
-მოსამართლე?!-ხმაში კრთომა შეეტყო ბუკას.
-გიორგაძეა ...
-ვინ ის კორუმპირებული ტიპი?!-შეიცხადა ასაბაშვილმა და ის იყო რაღაც უნდა ეთქვა დაჩიმ რომ ანიშნა ხმა აღარ ამოეღო.
-აქ კედლებსაც ყურები აქვს და მოდი არ გინდა,კარგი?!-ხმადაბლა ჩაილაპრაკა დაჩიმ და ბუკას გადმოხედა.
-არ მინდა ... არ მინდა!-ბუტბუტებდა გამწარებული ბუკაც.
დარბაზის კარი გააღეს და თავაზიანად მოუწოდეს თავიანთი ადგილები დაეკავებინათ დამსწრეებს და დანარჩენებს.
-შენი ოლიმპიური სიმშვიდის დროა ...-გადაულაპარაკა ელენამ მეუღლეს და მის გვერდით დაიკავა ადგილი,როგორც ბუკას შემდეგ,მეორე ადვოკატმა.
-ეჭვმიტანილი გასვიანის ადვოკატები ...-გადაულაპარაკა მოსამართლეს გვერდით მჯდარმა ახალგაზრდა ბიჭმა.
-ცოლი იცავს?!-გაეღიმა შუახნის კაცს და საბუთებს დააშტერდა.
-უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ!-ჩაიქირქილა ახალგაზრდამ და თავისი ადგილი დაიკავა.
-ჩვენ ვიხილავთ სოფიო ნაჭყებიას მკვლელობას,სადაც ეჭვმიტანილი რატი გასვიანია ...-აგრძელებდა ლაპარაკს მოსამართლე.
დარბაზში ირაკლი გასვიანთან ერთად ზურაბ და ნანა მენთეშაშვილებიც შემოვიდნენ.
უკანა რიგებში დაიკავეს ადგილები.
-ლილუ არ მოსულა ...-საათს დააჩერდა დაჩი და ტყუპების შუაში ჩამჯდარმა ნერვიულად ჩამოისვა ხელები სახეზე.
-რატო?!-გადაულაპარაკა გიორგიმ დაჩის და ნოდოს ყურადღებაც მიიქცია.
-რა ხდება ...?-ახლა ნოდო აჩურჩულდა.
-ის თუ გააკეთა რასაც მე ვფიქრობ,მოვკლავ!-კბილებში გამოსცრა დაჩიმ და ტელეფონზე რეკვა განაგრძო.
-ბრალად გედებათ სოფიო ნაჭყებიას მკვლელობა ...-დაიწყო პროკურორმა-მოგვიყევით როგორი ურთიერთობა გქონდათ გარდაცვლილთან?!
-არაფრით გამორჩეული,კლასელები ვიყავით,ქუჩაში ერთმანეთს გამარჯობას ვეუბნებოდით და გულითად მოკითხვას ვცვლიდით ... -ამბობდა გასვიანი და აუღელვებლად განაგრძობდა საუბარს.
-ბოლოს როდის ნახეთ გარდაცვლილი?!
-გარდაცვალების წინა ღამით.
-სად და როგორ?!
-მარკეტში შევხვდით ერთმანეთს.
-ჩვენებაში წერია,რომ გარდაცვლილი ზედმეტად ნერვიულობდა,ამის შესახებ რაიმე ვარაუდი ხომ არ გაქვთ?!
-არანაირი.
-მაშინ ამას ყურადღება რატომ არ მიაქციეთ?!
-ბავშვს ვუყურებდი,რომელიც სექციებში დარბოდა.
-ამის შემდეგ მაღაზია დატოვეთ?!
-პირველი სოფო გავიდა მაღაზიიდან,პროდუქტები ვიყიდე ბავშვი ჩემს ცოლთან ავიყვანე სახლში იქ დავტოვე და სახლში წავედი.
-თქვენ და თქვენი ცოლი დიდი ხანია რაც შერიგდით?!
-ვაპროტესტებ!-ფეხზე წამოდგა ელენა.-კითხვას არანაირი ლოგიკური კავშირი არ აქვს საქმესთან!
-პროტესტი მიღებულია ...-გაისმა მოსამართლის მშვიდი ხმა.
-თქვენი აზრით ვინ მოკლა სოფიო ნაჭყებია?!-ირონიულად გაუცინა ჯერ რატის შემდეგ იქვე მჯდარ ელენას პროკურორმა.
-არ ვიცი,ეს თქვენ უნდა გამოიძიოთ.-მხრები აიჩეჩა რატიმ.
-ორი წლის წინ თქვენ შვილი გარდაგეცვალათ ...-ფრთხილად დაიწყო პროკურორმა.
-ვაპროტესტებ!-წამოდგა ასაბაშვილი.
-პროტესტი უარყოფილია!
-ამ უმძიმეს სიტუაციაშიც კი ... თქვენს გვერდით არ მდგარა დაჩი მენთეშაშვილი,თქვენი მეუღლის ძმა ... რა მიზეზით იბრძვის ის ახლა თქვენს გვერდით და არა თქვენს წინააღმდეგ?!
-დაჩი პირველ რიგში ადამიანია,მერე გამომძიებელი ... წლების განმავლობაში მანაც უამრავი შეცდომა დაუშვა და ალბათ მეც ... ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ ამ ფაქტებს მისთვის ხელი უნდა შეეშალა საქმის სამართლიანად გამოძიებაში.
-თქვენ ამბობთ რომ სასამართლომ შეცდომა დაუშვა,როცა მენთეშაშვილი საქმეს ჩამოაშორა გაყალბებული დასკვნების გამო?!
-დასკვნის გაყალბების საქმე ცალკეა გამოსაძიებელი,ბატონო პროკურორო-გაეღიმა რატის-როგორც თქვენ აღნიშნეთ თუ ჩემი შვილის და დაჩის დის შვილის გარდაცვალებამ ჩვენს ურთიერთობას ვერაფერი უშველა,როგორ ფიქრობთ ჩემს მიერ ჩადენილი „მკვლელობა“ გახდებობდა იმის საბაბი,რომ გამომძიებელს უარი ეთქვა თავის პრინციპებზე,მოვალეობაზე და ჩემს გასამართლებლად დასკვნები ეყალბებინა?! ხვდებით რომ აქ ლოგიკა არსად არ არის?!
-ამას ჩვენ გავარკვევთ ...-გაეცინა პროკურორს.-მართალია,რომ გარდაცვლილი სოფია ნაჭყებია თქვენს მიმართ გულგრილი არ იყო?!
-გარდაცვლილის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ.
-სწორედ სოფიას სიყვარული არ გახდა თქვენსა და პროკურორ რეზო შალიკაშვილის უთანხმოების მიზეზი წლების განმავლობაში?!
-ვერც რეზის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ,ჩემი მხრიდან მის მიმართ არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა.
-გასაგებია,რას აკეთებდით 30 ნოემბერს, დღის სამიდან საღამოს ექვს საათამდე?!
-სახლში ვიყავი და მეძინა ...
-ამას ვინმე დაადასტურებს?!
-ჩემი დამხმარე ქალი.
-ბრალდებულთან სხვა კითხვები აღარ მაქვს.
შემდეგ იყო დაახლოებით იგივ შინაარსის კითხვები და რატი თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის ...-შეაუგულიანა ბუკამ და ფეხზე წამოდგა.
-ქალბატონო ნათელა ...-ელენა მოზომილი ნაბიჯებით მიუახლოვდა მოწმის სკამზე მჯდარ ქალს,რომელიც შეშინებული თვალებს აცეცებდა ირგვლივ.-დიდი ხანია ბრალდებულთან მუშაობთ?!
-მაშინ ბრალდებული არ იყო ...-ამოილაპარაკა ქალმა.
-ბოდიში,არასწორად გკითხეთ ... დიდი ხანია,რაც რატი გასვიანთან მუშაობთ?!
-რაც მეუღლეს გაშორდა ...
-რამდენიმე სიტყვით დაგვიხასიათეთ,როგორია ბატონი რატი?-ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და მარცხენა ფეხი მუხლში ოდნავ მოხარა.
-სულ მუშაობს,თავაზიანია ... ძალიან უყვარს თავისი შვილი.
-როგორ ფიქრობთ,შეეძლო რომ ადამიანი მოეკლა?!-დარბაზში ანა ბონდარენკო შემოვიდა,თითქოს წამით სისხლი გაეყინა ძარღვებში ელენას.
-არ ვიცი,ამაზე ვერაფერს ვიტყვი ...-მხრები აიჩეჩა ქალმა.
-რას აკეთებდით 30 ნოემბერს დღის სამიდან საღამოს ექვს საათამდე?!
-სადილს ...-შეშინებულს მხოლოდ ერთი სიტყვა დასცდა.
-სად?
-ბატონი რატის სახლში.
-და ბატონი რატი სად იყო ამ დროს?!
-წარმოდგენა არ მაქვს ...-ელენამ სიმწრის ღიმილი ვერ შეიკავა,იჯდა ასაბაშვილის გვერდით გაღიმებული გასვიანი და თვალებით ამშვიდებდა მის წინ მდგარ ადვოკატ ცოლს.-არ მიბარებს ხოლმე სად მიდის ... ან როგორ ...
-ქალბატონო,ნათელა ამ დროს ის სახლში არ იმყოფებოდა?!-თვალებდაწვრილებულმა ელენამ ლამის მზერით გაბურღა ქალი.
-არა.
-მე კითხვები აღარ მაქვს ...-თავისი სკამისკენ გაემართა ელენა.
-მშვიდად ...-არ შეუხედავს,ისე გადაუჩურჩულა რატიმ და ქალის ათრთოლებული თითები თავისაში მოიქცია.-ყველაფერი მალე დასრულდება ... მერე მხოლოდ მე,შენ ჩვენი ტასო და ...
-ღმერთი.-ამოიხრიალა ძალაგამოცლილმა ქალმა და თვალები დახუჭა.
-შემდეგ მოწმედ სასამართლო იძახებს ლილუ ქარდავას.
-ოხ,ლილუ ...-თავი გადააქნია დაჩიმ და ისევ ვერ გაარჩია,ხელი ნოდომ გადახვია თუ გიომ.
-ნუ,გეშინია ყველაფერი კარგად იქნება!-ნოდო იყო.
-ქალბატონო ლილუ,თქვენ ამბობთ რომ ექსპერტიზის დასკვნები გააყალბეს,გვამს შესაბამისი ანალიზები არ ჩაუტარეს და სხვა დეტალები დასკვნაში არ ჩაწერეს ... თქვენი კვლევით გარდაცვლილის ფრჩხილებში აღმოჩენილ იქნა სისხლის ნაწილაკები,რომლებიც ვინმე ანა ბონდარენკოს ეკუთვნის ... გაიხსენეთ ის დღე,როცა სოფიო ნაჭყებიას სხეული მორგში მოიტანეს.
-სანამ ბატონი ოთარი ანალიზებს იღებდა,მე გარეთ ყავას ვსვამდი ... ოთახში შემოსვლისას ისე რომ სახეზე არ დამინახავს,მხოლოდ ფეხსაცმელებს მოვკარი თვალი,თასმები ჯვარედინად ჰქონდა შეკრული ... უცნობი ადამიანი შევნიშნე ოთარის გვერდით. ეს დაახლოებით ხუთიდან ათი შეიძლება ოცი წამის შუალედში მოხდა ... გავიგონე სიტყვები ..“ანალიზებში არ არის საჭირო ..“ შემდეგ ორივეს ყურადღება ჩემზე გადმოვიდა და ოთარმა ოთახიდან გამომიშვა. როგორც წესი ანალიზების პასუხებს მე ვიღებდი,ბატონი ოთარის ნაცვლად მე ვაწერდი ხელს დასკვნების ჩაბარების აქტებს ... იმ დღეს ნაჭყებიას დასკვნა პირდაპირ ოთარმა აიღო და გამომძიებელს, დაჩი მენთეშაშვილს გადასცა ... სხეულს შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობოდა,რომ გარდაცვლილი სიკვდილის წინ მკვლელს წინააღმდეგობას უწევდა ... მკვლელი არც ისეთი ღონიერი აღმოჩნდა,რომ მარტივად მოეგერიებინა მსხვერპლი ... ამაში შეიძლება მისმა ქუსლიანმა ფეხსაცმელმაც შეუშალა ხელი ... რომლის მოტეხილი ქუსლიც ჩვენ,მე და ბატონმა მენთეშაშვილმა შემთხვევის ადგილზე ვიპოვეთ,იმ ადგილას სადაც სავარუადოდ ეს დაპირისპირება მოხდა იატაკია გახეხილი ... ესეც ადასტურებს იმ ფაქტს,რომ მკვლელი ქალია ...
-თუ შეიძლება დასკვნებისგან თავი შეიკავეთ და მხოლოდ ის მოყევით რაც სასამართლოს სჭირდება.
-მე იმას ვყვები,რაც საქმის სწორად გამოძიებას სჭირდება,არ ვიცი ჩვენ ერთსა და იმავე მიზანს თუ ვემსახურებით,მაგრამ თქვენის ნებართვით,თქვენო ღირსებავ,განვაგრძობ ... -თვალი მოავლო მომღიმარ ასაბაშვილს და განაგრძო.-შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ჭიქა,რომელშიც მარწყვის კომპოტის ნარჩენები იყო,რომელზეც ანაბეჭდის კვალი საგულდაგულოდ წაშალეს კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს,რომ მკვლელი ბრალდებული გასვიანი ვერ იქნებოდა,როგორც საავადმყოფოს დასკვნიდან ჩანს გასვიანს ალერგია აქვს მარწყვზე და მეეჭვება მკვლელობის დროს მკვლელი გაფუების სურვილით იყოს შეპყრობილი,თქვენ რას იტყვით?!-დაჩის უნებურად გაეღიმა ლილუს გამბედაობაზე.
-რა ურთიერთობა გაქვთ დაჩი მენთეშაშვილთან?!-განაგრძობდა პროკურორი.
-ეს ჯერ თავადაც არ ვიცით ...-გაეღიმა ლილუს.
-ანუ?!
-ანუ ჯერ სიყვარული არ აუხსნია,მე კი დედაჩემი აუცილებლად მომკლავს თუ ბიჭს შეყვარებულს ამ „ბიუროკრატიის“ გარეშე ვუწოდებ,ნუ ტრადიციული ოჯახიდან ვარ,ჩემიც გაიგეთ ...-ისე უდარდელად ყვებოდა დაჩის შესახებ თითქოს პროკურორს კი არა თავის ბავშვობის დაქალს ეჭორავებოდა.
შემდეგი მოწმე თავად რეზი შალიკაშვილი იყო.
დარბაზში ჰაერი დაიძაბა.
-რამდენი ხანია რაც რატი გასვიანს და სოფია ნაჭყებიას იცნობდით?!-დაიწყო მშვიდად პროკურორმა.
-სკოლის პირველი კლასიდან.-თავი დახარა შალიკაშვილმა.
-რატომ უყვარდა სოფიას რატი და არა თქვენ?!
-ვაპროტესტებ!-წამოდგა ბუკა.
-პროტესტი უარყოფილია.
-არ ვიცი,ქალებს რას გაუგებ?!-ჩაეცინა რეზის-არასდროს ჩამითვლია რომ ჩემზე რამით მეტი იყო გასვიანი,მაგრამ ....
-მაგრამ?!
-მაგრამ არც ნაკლები იყო.
-რატომ გაგზავნეთ თქვენი ხალხი რატის ასაყვანად და რას ფიქრობთ,რატომ გადაგეღობათ წინ დაჩი მენთეშაშვილი?!
-ბავშვობიდან სიფიცხე ჩემი მინუსია ... სოფიას სიკვდილმა ჩემზე ძალიან იმოქმედა,მინდოდა პირველი მე ჩამეხედა რატის თვალებში და ... დამენახა რომ მან მოკლა! დაჩი უბრალოდ კარგად მიცნობს,იცოდა რომ იმ ემოციურ ფონზე ადექვატურ გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებდი,ვერც ბოლომდე სამართლიანი ვიქნებოდი და ამიტომაც ჩაერია საქმეში.
-საქმის აღებაზე უარი თქვით,რატომ?!-ამ სიტყვებს ხავსივით ჩაეჭიდა დაჩი,რომელმაც იმ წამს გაანალიზა,რომ მეგობარმა მოატყუა.
-ვიცოდი,რომ ვერ ვიქნებოდი ბოლომდე მიუკერძოებელი ...
-და ?!
-შეიძლება უდანაშაულო ადამიანი დაუფიქრებლად გამეშვა ციხეში.
-ვინ გყავთ მხედველობაში?
-ბრლადებული გასვიანი.
-თქვენი აზრით ის უდანაშაულოა?
-სამწუხაროდ,დიახ.
-სამწუხაროდ?!
-რომ ყოფილიყო უფრო მარტივი იქნებოდა ...
-რა იქნებოდა უფრო მარტივი?!
ერთხანს გაჩუმდა,რატის თვალებს თავისი მზერა გაუსწორა,ღიმილი ვერაფრით შეიკავა და განაგრძო.
-ოდესმე ... როცა იქ მაღლა ... სოფიას ვნახავდი უფრო მარტივი იქნებოდა მეთქვა,რომ შეცდა,ის კი არა მე უნდა ვყვარებოდი.
კახიმაც კი ჩაქინდრა თავი.
თითქოს იქ მჯდარი თითოეული მათგანი იაზრებდა როგორ ეწვოდა მთელი ეს დრო რეზის რატის არსებობა.
-რას ფიქრობთ,შეძლებდა დაჩი მენთეშაშვილი დასკვნების გაყალბებას?-ფეხზე წამოდგა ბუკა ასაბაშვილი.
-მენთეშაშვილი ჩვენ ყველას გაგვისტუმრებს ციხის კედლებში თუ ჩვენს უდანაშაულობაში ერთი ბზარი მაინც გაჩნდება. ამას რატის გამო კი არა საკუთარი ... ღვიძლი მამის გამოც არ გააკეთებდა.
-მე დავასრულე!-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ბუკამ და თავის ადგილს დაუბრუნდა.
დაიკითხა ანა ბონდარენკოც.
რომლის მტკიცებითაც არასდროს შეხვედრია ვინმე სოფიო ნაჭყებიას და ანალიზების პასუხები მისთვის მხოლოდ ელენა მენთეშაშვილის დაუსრულებელი შურისძიება იყო ლევან კალანდაძის მიმართ.
მოსამართლემ ათწუთიანი შესვენება გამოაცხადა თუ არა მაშინვე დატოვა დარბაზი ელენამ ისემ რომ არავისთვის უთქვამს არაფერი.
სასამართლოს ეზოში ლილუსთან ერთად იდგა და წარბშეკრული რაღაცაზე გაცხარებით ლაპარაკობდა.
სხდომა განახლდა თუ არა ელენა ისევ დარბაზში დაბრუნდა.
შემდეგ მოწმედ ის მეზობელი შემოვიდა,რომელმაც ჩვენება მისცა,რომ სოფიოს კართან იმ დღეს მამაკაცი დაინახა ...
-შეგიძლიათ დეტალურად ამიღწეროთ რა ეცვა მამაკაცს,რომელიც თქვენ გარდაცვლილის კართან დაინახეთ?!-ელენას შეუვალმა ტონმა ცოტა შეაკრთო მოწმე.
-არ მახსოვს ...
-გასაგებია,რაიმე დეტალი იქნებ ... ან გარეგნობიდან გაიხსენოთ,ნუ შეეცდებით დამაჯეროთ,რომ ადამიანი დაინახეთ და მისი არაფერი დაგმახსოვრებიათ ...-გაეღიმა ქალს და მამაკაცისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
-მაღალი იყო ...-ალუღლუღდა მოწმე.
-სულ ეგ არი?!
-დიახ.
-სახეზე როგორ გამოიყურებოდა?
-არ მახსოვს.
-რატომ არ გახსოვთ?
-ბატონო?
-სახეზე შეიძლება ნიღაბი ჰქონდა აფარებული შეიძლება არ შეგიხედავთ უბრალოდ მისთვის ... ასე უბრალოდ „არ მახსოვს“ ... ეს ხომ ცოტა არარეალურია?!
-ნიღაბი ჰქონდა.
-ეს დანამდვილებით გახსოვთ?
-დიახ.
-მაშინ ორი წამის წინ რატომ არ აღნიშნეთ?!
-იცით,ცოტა ...
-რატომ ნერვიულობთ?!-კიდევ ორი ნაბიჯით მიუახლოვდა ელენა მოწმეს.
-ეს არ არის მარტივი ...
-მესმის,გასაგებია ... სად მუშაობთ,ბატონო თამაზ?!
-ბენზინ გასამართ სადგურზე.
-პირველ დეკემბრამდე თქვენი ოჯახის შემოსავალი თვიურად ოთხას ლარსაც არ აღემატება ... თქვენს სახელზეც კი არ არის ის ერთი ერთოთახიანი ბინა იყო,სოფოს მეზობლად,სადაც ცხოვრობთ,ეს ბინა თქვენს ნათესავს ეკუთვნის,რომელიც ამჟამად უცხოეთშია ... მრავალშვილიანი ოჯახი წარმომიდგენია როგორ გაჭირვებით ცხოვრობდა პატარა ერთოთახიანში ...-თავი გადააქნია ელენამ და განაგრძო-შეგიძლიათ სასამართლოს მოუყვეთ როგორ შეიძინეთ საბურთალოზე ახალმშენებარე სამოთახიანი ბინა?!
-ჩვენ ...-სახეზე გაფითრდა მამაკაცი.-ჩვენ ... დაგვეხმარეს ნათესა ... დიახ,ნათესავები დაგვეხმარნენ და ჩვენც გვქონდა დანაზოგი ...
-იცით რა ღირებულებისაა ბინა,რომელიც საბურთალოზე შეიძინეთ?!
-ჩვენ ...
-ციფრი დამისახელეთ,ბატონო თამაზ!-ხმა გაუმკაცრდა ელენას.
-ჩვენ ...
-თქვენ გინდათ მითხრათ,რომ თქვენმა ნათესავებმა დაახლოებით ორას ოცდახუთი ათასი ლარი შეგიგროვეს,ანუ თანხის ორმოცდაათი პროცენტი,მეორე ნახევარი თქვენ დაამატეთ და ასე შეიძინეთ ალექსიძის ქუჩაზე ბინა?! იცით რომ ცრუ ჩვენება თავისუფლების აღკვეთით ისჯება?!
-რას ამბობთ ...
-მაშინ განმიმარტეთ,როგორ დაემთხვა ეს ყველაფერი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მსვლელობას?!
-გეფიცებით ...
-თქვენს წინ ცხოვრობს თუ არა ქალბატონი მალვინა მაღრაძე?!
-დ..დიახ.
-კონკრეტულად სად ცხოვრობს ?
-ჩემი სადარბაზოს პირდაპირ ... მეოთხე სართულზე.
-თქვენი სადარბაზოდან ქალბატონი მალვინას სადარბაზომდე დაახლოებით რა მანძილია?-არ ჩერდებოდა ელენა,პროკურორს ფერი არ ედო სახეზე.
-არ ვიცი,ორმოცდაათი მეტრი ... არა,უფრო ნაკლები ... დიახ,ნაკლები ...
-ამ მანძილზე შეძლებდით თუ არა დაგენახათ რა ფერის თმა აქვს დარბაზის ბოლოში მდგარ მანდატურს?!-ზედაც არ უყურებდა მენთეშაშვილი გაფითრებულ მოწმეს.
-დიახ,წაბლისფერი ...
-ასი პროცენტით ჯანსაღი მხედველობა გაქვთ?
-დიახ,არასდროს გამომიყენებია სათვალე ...-ელენას გაეღიმა.
-თქვენ ამბობთ რომ თქვენს წინა სადარბაზოსთან მდგარი ადამიანის პორტრეტი შეგიძლიათ დახატოთ?!
-რაზე მესაუბრებით ...
-ძალიან გთხოვ,მე კითხვას ვსვამ თქვენ პასუხობთ!-ხმა გაუმკაცრდა ქალს.
-დიახ,შემიძლია ...
-მე კითხვები აღარ მაქვს!
-რა ჯანდაბა ...-ამოიჩურჩულა დაჩიმ და ჯერ ერთ ტყუპს გახედა მერე მეორეს,ორივენი მონუსხულებივით უყურებდნენ სანახაობას.
-მოწმედ ვიძახებ მალვინა მაღრაძეს.-გაისმა ელენას ხმამაღალი ხმა და დარბაზის კარში გახიდული ქალი გამოჩნდა.
-ვისო..?!-თვალები დაექაჩა ბუკას და საბუთებს ჩააშტერდა.
-რას აკეთებდით 30 ნოემბერს სამიდან დაახლოებით ექვს ან შვიდ საათამდე?
-სამსახურში წასასვლელად ვემზადებოდი.-გაუღიმა ელენას ქალმა.
-ის დღე გაიხსენეთ ... თუ შეიძლება,დილიდან სამსახურში მისვლის წამამდე.
-დილით ჩემი ერთ-ერთი შვილიშვილი,ვახო ვასაუზმე და სკოლისთვის მოვამზადე,ჩემს რძალს მიჰყავს დილაობით სკოლაში ... გავისტუმრე თუ არა ორივენი სახლის კარი დავხურე და ოჯახურ საქმეებს მივხედე ... მეორე შვილიშვილი სკოლაში მეორე სმენაა,ნინიკო ... დიახ,ის მამამისს დაჰყავს სკოლაში,იმიტომ რომ ჩემი ვაჟი დაცვად მუშაობს რესტორანში და სამსახურის გზაზე ნინიკოც მიჰყავს ხოლმე ... ნინიკოს ისეთი ასაკი აქვს ...ხომ გესმით იპრანჭება და ამაში დიდი დრო გადის,საუზმობას ვერ ასწრებს ... ამიტომაც ყოველთვის სკოლაში ვატნევთ საკვებს,იქაური რომ არ ჭამოს ... სახლიდან გასულს ეს კონტეინერი დაავიწყდა,როგორც ყოველთვის და სანამ ჩემი შვილი მანქანას დაძრავდა მეც სირბილით ჩავედი კიბეზე ... დაახლოებით ორის თხუთმეტი წუთი იყო ... ეს იმიტომ მახსოვს,რომ ორის ნახევარზე ნინიკოს მეორე სმენა ეწყება. თხუთმეტ წუთზე გადიან სახლიდან და ასწრებენ სკოლაში მისვლას ...
-ეზოში ჩასულმა რა დაინახეთ ...
-წინა სადარბაზოდან ქალი გამოვარდა ... ტელეფონზე საუბრობდა და ცალი ფეხსაცმელი ხელში ეჭირა,მეორე ეცვა ... -ელენა მზერას არ აშორებდა დარბაზის ბოლოში მჯდარ ქალს,რომელსაც სახეზე ირონია დასთამაშებდა.-მუქი მაისური ეცვა,მაგრამ მაინც ემჩნეოდა რომ დასვრილი იყო. წამდაუწუმ მაღლა იხედებოდა და მანქანის კარს ეჯაჯგურებოდა,თითქოს დაავიწყდა რომ გასაღებით იღება კარი ... გამოაღო თუ არა ჩაჯდა და დიდი სისწრაფით გავიდა ეზოდან.
-მანქანის ნომრები გახსოვთ?!
-არა,ნამდვილად არ მახსოვს ...
-სერია?!
-შავი სედანი ...
-ეს ქალი აქამდე თუ გყავდათ შემჩნეული თქვენს ეზოში?!
-შეიძლება იყო კიდეც,მაგრამ არ მახსოვს.
-ქალის თქვენს მიერ შექმნილი ფოტორობოტი ასე გამოიყურება?!-ელენამ მაგიდიდან ფურცლები ააფრიალა და ერთი მოწმის წინ დადო დანარჩენები კი პროკუროს ნაფიცმსაჯულებს და მოსამართლეს ჩამოურიგა.
-დიახ,ზუსტად ასე ...
-მადლობა,ქალბატონო მალვინა. მე კითხვები აღარ მაქვს!-გამარჯვებულის სახით მიუახლოვდა თავის მაგიდას და მოსამართლეს უდრეკი მზერა მიაპყრო,რომელმაც ერთი ღრმად ამოიხვნეშა და ხმადაბლა ამოილაპარაკა „სასამართლო გადის განაჩენის გამოსატანად!“
-ეს რა იყო?!-თვალები დაექაჩა ბუკას გაოცებისგან.
-ვინც ეძებს ის პოულობს ...-გაეცინა ელენას და სწრაფად აედევნა დერეფანში ჩქარი ნაბიჯებით მიმავალ ქალს.-ვინ იფიქრებდა,ქალბატონო ანა?!
-ჯერ ნუ გიხარია!-მიხვდა გაქცევას აზრი არ ჰქონდა და ელენასკენ შემობრუნდა.
-შვილი მომიკალი,მეორე შვილის სიკვდილის შიშში მაცხოვრე და იმდენი გააკეთე სანამ ოჯახი არ დამენგრა ... „ჯერ ნუ გიხარია?!“-გაეცინა ელენას-ეს შენ ხარ უსისხლო,არ გჯეროდეს რომ ჩემი შვილის სისხლი ოდესმე გაგახარებს ...
-ბარი-ბარში ვიყავით,დაგავიწყდა?!-გაეცინა ანას-რვა თვის ნაყოფიც შვილი იყო,ქალბატონო ელენა ... მეც მყავდა ოჯახი,რომელიც თავზე დამამხე ... მეც მქონდა ჩემი სიმართლე,ჩემი ღმერთი და ჩემი წილი ბედნიერებაც,მერე უბრალოდ შენ და ის ქალი გამოჩნდით და ყველაფერი ფერფლად მექცა საკუთარი შვილის ჩათვლით ... შენ იცნობდი შენსას,მე გაცნობაც არ დამაცადე ..
-ჩემი ბრალი იყო შენი ქმრის დანაშაული?იმ გოგონას ქმარზე,ოჯახზე და მის წილ ბედნიერებაზე რას მეტყვი?! ღმერთმა გიშველა,რომ არსებობს ... თორე შიშველი ხელებით დაგახრჩობდი და ნაწილ-ნაწილ დავგლეჯდი,შენს ლეშს!-სიტყვებს კბილებში სცრიდა გამწარებული დედა-მანამ არ მოისვენე სანამ ტასოც არ წამართვი ... ჯოჯოხეთი მთელ ოჯახს გამოგვატარე და შენ მელაპარაკები ტკივილზე და ღმერთზე?! იცი რას ნიშნავს,როცა სამი წლის შვილი გევედრება,რომ უშველო და შენ მანქანას ვერ აჩერებ,რადგან შენი მუხრუჭები არ გემორჩილება ... შენი შვილის გალურჯებული სახე ერთადერთია რასაც აღიქვამ და ვერ შველი ... შენ რომ ... შენ რომ იცოდი რას ნიშნავდა შვილის დაკარგვა ... თუ ადამიანი იყავი ეს მე როგორ გამომაცდევინე ... მე ხომ არაფერი დამიშავებია,მე სიმართლისთვის ვიბრძოდი ...-ცრემლები უნამავდა ალეწილ სახეს.
-შენ მე ყველაფერი წამართვი და ამას ვერ უარყოფ ..!
-ავადმყოფო!-შეჰკივლა ელენამ და ის იყო ქალისკენ უნდა გაწეულიყო რომ რატის ძლიერმა მკლავებმა დაიკავეს.
-შენ არა ... ცხოვრება გასცემს პასუხს,შენ არა.!
-არ ნანობს ... შვილი მომიკლა და არ ...
-ელენა ...-ყველამ მათ ირგვლივ მოიყარა თავი.


****
ქორწილი რა თქმა უნდა გაზაფხულს გაიმართა.
ამ დღეს კიდევ უფრო ალამაზებდა მაისის ფერებით განათებული სუფსა.
იქ სადაც მდინარე ადამიანს მხოლოდ ტერფებს უფარავდა დიდი მაგიდა ჩაედგათ ბიჭებს.
მაგიდის ირგვლივ თეთრი ნაჭრით დიდი ბანტები დაემაგრებინათ გოგოებს.
როგორი წყვილიც იყო ისეთივე ქორწილი ჰქონდათ ...
ყველანი თეთრ ტანისამოსში გამოწყობილნი შესცქეროდნენ წითელკაბიან პატარძალს,რომელსაც დაწნულ თმებზე დიადემად გვირილიები აერჩია ... გამოერჩია,სხვა ათას ყვავილს შორის.
ბიჭებს აკაპიწებული ჰქონდათ შარვლის ტოტები და შიშველი ტერფებით იდგნენ მდინარის ნაპირზე.
გოგონების გრძელ კაბათა ბოლოებს ხალისით ელამუნებოდა სუფსის წვეთები ...
ხომ არაფერი?!
სულ არაფერი!
მაგრამ ამ დღის ესთეტიურობას ალბათ თავად შემოქმედი ჰქმნიდა.
-არათითით მთელი ჩემი ცხოვრება მაქვს სატარებელი.-მხოლოდ ეს თქვა სიძის ამპლუაში თავისუფლად მდგარმა გასვიანმა და ბიჭების შეძახილებს ჭიქა შამპანურით შეეგება.
სამეფო ტახტრევანს წააგავდა ხის სკამი,რომელზეც დედოფალი იჯდა,ალბათ მხოლოდ იმიტომ,რომ გვერდით ის ერთადერთი ნეფე უმშვენებდა მხარს,რომელიც ღმერთმა სწორედაც რომ „მხოლოდ“ მისთვის შექმნა.
გინდ ირწმუნეთ გინდაც არა ...
მაგრამ ფრაზა ..“სადღაც ვიღაც შექმნილია მხოლოდ შენთვის“ უტყუარია და ამას წყალი არ გაუვა!
მთვარის რკალი შეივსო.
მათ ცაზე ეს დიდი ბურთულა მათი ერთიანობის სიმბოლოდ ანათებდა თითქოს.
ვინ იცის,იქნებ იქაურ,ხრიოკ ზედაპირზეც აყვავდნენ გვირილები,რატომაც არა?!
მთვარეც გრძნობს,მასაც უყვარს და ისიც დაიტევს თავის წილ გვირილებს ...
ეს მთავარია მზემ გაუღიმოს ...
***
-სასამართლოს და ნაფიცმსაჯულთა გადაწყვეტილებით მოქალაქე გასვიანი უდანაშაულოდ ...-ამ სიტყვების შემდეგ დარბაზში არავის აღაფერი გაუგია.
-მე,შენ ტასო და ...
-ღმერთი!-დაასწრო ქმარს გაღიმებულმა ელენამ.
მამაკაცის ძლიერი მკლავის ქვეშ შეყუჟული ჩუმად,გულში იმ ღმერთს ევედრებოდა,რომ პატიება ესწავლა ...
ახლა მკითხავთ - „რატომ,რა ჰქონდა საპატიებელი შვილ მკვდარ დედას?!“
დედამ კარგად იცოდა,რომ თუ მისი გული პატიებით დამძიმებული შეხვდებოდა დღეს „უკანასკნლეს“ ვერც მის შვილს ნახავდა თავის სამოთხეში.
-სადმე ავღნიშნოთ,რა!-ხელი გადახვია მენთეშაშვილმა ლილუს და ახლა უკვე მეგობრებს გაღიმებულმა გადმოხედა.
-ტასოს ჩვენ მოვიყვანთ ..-ჩაერია გაღიმებული ზურა და შვილებს სიყვარულით სავსე მზერა მოავლო.
-არა,რა ზურა ... მე,რა.-ისეთი ვედრება იგრძნობდა ამ ერთ ... პატარა წინადადებაში ზურას სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.-მე და ლენა ტასოს მოვიყვანთ და მოვალთ თქვენ დაიწყეთ!
-კარგი,როგორც შენ იტყვი!-მხარზე ხელი დაჰკრა კახიმ მეგობარს.
-მადლობა,მა ...-ჩახუტებულს ყურთან უჩურჩულა ბიძას დის შვილმა.
-მადლობა,შენ კაცი რომ ხარ ამ ქვეყანაზე!-ხელებში მოიქცია თავისი აღზრდილის სახე და ცრემლებში გაკრთა რატის ბავშვობაც ირაკლის თვალწინ ჩავლილი.
-მადლობა,რომ კაცად გამზარდე!-შუბლით შუბლზე დაეყრდნო „მამას“ და ცრემლები ვერც მან შეიკავა.
-აბა,წაევდით!-ატეხეს ჟრიამული ტყუპებმა.
კიბეზე რეზი შალიკაშვილი ჩამოდიოდა,მდორე ნაბიჯებით.
მანქანის კარს აღებდა გასვიანი,დაინახა თუ არა მამაკაცის სხეული თვალებით დაჩი მოძებნა.
-რეზიც წამოიყვანე!-არ იყო თხოვნა,არც მოთხოვნა ... მხოლოდ გულწრფელი სურვილი და მეტი არაფერი.
-რაო?!-თვალები დაექაჩა გურიელს.
-ჩაჯექი ახლა სანამ თმა გაგითეთრე მელოტ თავზე!-შესძახა ნინამ და კახიც ბუზღუნით ჩაჯდა მანქანაში.


სკოლის ჭიშკართან იდგა გასვიანის „აუდი“.
ხელები გულთან ჰქონდა გადაჯვარედინებული რატის და ჩაფიქრებული გაჰყურებდა სკოლის კარებს,საიდანაც თავისი შვილი უნდა გამოსულიყო.
-საერთოდ არ გეტყობა წლები ...-გვერდში ამოდუგა ქმარს ელენა და ნაცნობმა,სანატრელმა და სასურველმა არომატმა სხეულში ჟრუანტელი მოჰგვარა მამაკაცს.
-შენ ნაოჭები გაგიჩნდა,სამაგიეროდ!-სასაცილოდ დაბრიცა სახე ელენას გაჯავრებით კმაყოფილმა.
-როგორ?! მეტყობა რომ იმ კვირაში ოცდაათის რომ ვხვდები?!
-გეტყობა,ჩემო ...-ხელი გადახვია ისე რომ სკოლის კარისთვის მზერა არ მოუშორებია.
-მაინც რა მეტყობა?!-გაბრაზდა ელენა.
-ჩემი სახელის ყველა ასო და ყველა ბგერა შენს ნაოჭებში სავსე მთვარესავით იღიმის.
-რას ამბობ,რატი მართლა მეტყობა „ტ“-ს ხელა ნაოჭი?! ან „რ“-ს ხელა?! სად მაქვს აბა მაჩვენე!
-კარგი რა,ლენ რა დროს შენი ნაოჭებია?!-სიცილი აუვარდა რატის.-გამოვიდა!-ეზოში გაჟღერებულ ზარის ხმაზე ორივეს გული შეუტოკდა.

შემთხვევით არ ყოფილა რომ პირველი სწორედ მათი ფუმფულა ტასუნა გამოვარდა სკოლის კარიდან.
მორბოდა ისე რომ სუნთქვაც ავიწყდებოდა გზადაგზა.
ხელები გზაში გაშალა და ის იყო რატისთან უნდა მივარდნილიყო ფეხი ქვას რომ წამოჰკრა.
გოგონამ ვერ გაიაზრა როგორ მოასწრო მამამისმა ერთ ნაბიჯში იქ გაჩენა და მისი დაჭერა.
ელენას მსუბუქ წამოკივლებას რატი ღიმილით შეხვდა.
-შეეშინდა,მა.-გაუცინა გოგონას და მისი სატირლად გამზადებული სახე ხელებში მოიქცია.-შენც ხო არ შეგეშინდა?!
-ცოტა.-სიხარულის ცრემლები ჩამოუგორდა ტასოს.
-მე ხო გითხარი სულ შენთან ვიქნები-მეთქი?!
-რომ ვერ მოგესწრო ... რომ არ გამოეშვი იმათ ...
-შენ მაინც მშვიდად უნდა იყო, „მამა“ სულ შენ გვერდით იქნება ...
-დედა ეჭვიანობს!-აწყლიანებულ თვალებში სიყვარული ფეიერვერკებივით ანათებდა.
-წავედით?-გაეცინა რატის და ცოლს გადმოხედა.
-წავედით.


სამივენი ვატოს საფლავთან იდგნენ და ცრემლებს არც ერთი იკავებდა.
საჭირო სიჩუმე ერთხმიანი ტკივილის სიმფონიას უკრავდა თითქოს ...


-ნეტა რა უნდოდა რომ მოდიოდა?!-არ ჩერდებოდა კახი და რეზის და დაჩის მომღიმარ სახეებზე ნერვები საშინლად ეშლებოდა.
-საბამ დარეკა,ჩამოსვლა უნდა,ან ლილის წნევა ან ჩემი ახალგაზრდობაო არ ჩერდება,კახი.-ჩუმად ელაპარაკებოდა ნინა ქმარს.
-მაგის ხელა რომ ვიყავი ცოლის მოყვანას ვგეგმავდი,ეგ ერთ ლილის ვერ უვლის ...
-ცოდოა,ბიჭო 90 წლის ქალს მარტო საბა და მედდა როგორ მოუვლიან?!
-თავისი გადაწყვეტილება იყო სოფელში დარჩენა.-წარბები აწკიპა კახიმ.
-რას იგონებ,შენ არ დაიჩემე სოფლის სკოლაში უნდა იაროსო?!-შეშფოთდა ნინა.
-არ მინდა ახლა ეს დედური ინსტიქტები,ჩვენ ჩავიდეთ ...-ხმა შეეცვალა გურიელს.
-რაო?!
-ჰო,არ მოგბეზრდა ქალაქი და რუზრუზი?ჩავიდეთ,დაამთავროს საბამ სკოლა იქ და სასწავლებლად აქ ჩამოვა,დამოუკიდებლად ააწყობს ცხოვრებას.
-სოფელში მეპატიჟები,ბატონო კახა?!-გაეცინა ნინას და მის უკან მომავალ წყვილს მოავლო მზერა.
-რაო,სად გეპატიჟება,ნინა?-ჩაერია რატი და ელენას და ტასოს დასაჯდომად სკამები გამოუწია.
-რატი,წარმოიდგინე სოფელში,ბებოსთან მე და ნინა ...
-აუ,ეს რა ბავშვობიდან როგორ მბაძავს!-ხელი აიქნია რატიმ და ელენას გადმოხედა,რომელიც გულიანად იცინოდა ბიჭების ლაპარაკზე.
-რა მოიფიქრე ახლა?-გაიჭიმა კახი.
-ჩვენც ვაპირებთ სუფსაში გადასვლას,სახლის აშენებას და იქ დაბერებას.-სითბო იღვრებოდა ელენას თვალებიდან.
-კატიუშასთან წავალთ?-სიხარულით წამოიძახა ტასომ.
-თქვენ რა სერიოზულად ამბობთ?-გადმოხედა სიძეს და დას დაჩიმ.
-სრული სერიოზულობით!
-გადაწყვეტილია,ნინა!-შეჰყვირა კახიმ და ღვინის ჭიქა მაღლა ასწია.-იმ ადგილებს გაუმარჯოს,ყველას რომ ჩვენ ჩვენი გვაქვს და იქ რომ გვიწერია ბედნიერება.
-თოხს და ბარს გაუმარჯოს,შენი და რატის თამადობით!-დაჩის ამ სიტყვებზე ჯერ სრული სიჩუმე ჩამოწვა,მერე ჯერ რატის მერე კახის და მერე ერთიანად ყველას გადაუარა სიცილის ტალღამ.
-დალიე შალიკაშვილი!-ისეთი ძალით დაჰკრა ბუკამ რეზის ხელი,პროკურორის ხველება კიდევ დიდხანს ისმოდა ბიჭების სიცილთან ერთად.

***
-მოსამართლე გიორგი გიორგაძე არ იყო,ხომ ასეა?!-ისევ გურიელთან იყვნენ ამჯერად ახალი სახეებით.
-არა,მეგონა არ გაჭრიდა ... მაგრამ ჯანდიერები ჩაერივნენ.-ამოილაპარაკა დაჩიმ.
-ვინ ჯანდიერი?-თვალები გაუფართოვდა ზურას,დაჩის და ელენეს მამას.
-აი,შენ რომ იცნობ იმ კაცის შვილი და ძმა,გაბრიელ და ნიკოლოზ ჯანდიერები ...
-საიდან სად შენ მაგათთან?!
-ადრე მაგათი ახლობლის საქმეს ვიძიებდი,შორიდან მიცნობდნენ ... მართალია ახლა მთავრობაში აღარ არიან,მაგრამ გავლენები აქვთ ... დახმარება ვთხოვე,პასუხი რომ არ უთქვამთ ვიფიქრე ... ვიფიქრე არ მიაქციეს ყურადღებათქო ...
-მოიცა ეგენი რა შუაში არიან?-დაიბნა ერთ-ერთი ტყუპი,რომელიც დაჩიმ ისევ ვერ გაიგო ნოდო იყო თუ გიო.
-ნიკოლოზ ჯანდიერი ძველი უშიშროების კაცია,რა თქმა უნდა,ეცოდინებოდა ვინ იყო სამართლიანი თავის სტრუქტურაში და ვინ გაყიდული ... გიორგაძე მაგ უკანასკნელთა შორის პირველია.
-ეგ ჯანდიერი უფრო გამძვრალი ყოფილა გიორგაძეს თუ ფინტი გაუკეთა.-გაეცინა ბუკას.
-არა ეგ ჯანდიერი,უფრო და გაცილებით უფრო ძლევამოსილი კაცია ვიდრე გიორგაძის დამკვეთი,რომლის ვინაობა ახლაც არ ვიცით ...
-ვითომ გახსნიან მაგ საქმეს?-თვალები დააწვრილა ინტერესით რატიმ.
-უნდა გახსნან,თუ არ უნდათ რომ სტრუქტურის ორი საკმაოდ ცნობილი თანამშრომლის პოზიციების დატოვებას ახალი სარჩულები უკერონ ... მოუწევთ.-ჩაიფრუტუნა რეზიმ.-რას მიყურებთ,შეიძლება მეგობარი არც არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ კორუმპირებულის რა შემატყვეთ?!
-სადღაც ესეც მართალია!-თქვა ბუკამ და დაჩის გვერდით დადგა.-თუ აბურჯანიას მისცეს ეს საქმე ისე გაუვა ხანდაზმულობის ვადა ბონდარენკოც და მისი ქმარიც,რომელიც ციხიდან მალე გამოვა, დიდხანს ივლიან კუნძულ-კულძულ!
-სადო?!-ტყუპებმა ერთმანეთს გადმოხედეს დაბნეული სახეებით.
-თუ სასამართლომ რატი უდანაშაულოდ ცნო და ყველა ფაქტი ბონდარენკოს წინააღმდეგაა,მაშინ რაღა დარჩა?!
-დანაშაული უნდა დამტკიცდეს ...-ჩაილაპარაკა რეზიმ.-იქვე რომ არ დააკავეს ესეიგი საკმარისი მტკიცებულება მაინც არ აქვთ ...
-არის!-შეჰკივლა ლილუმ და ფეხზე წამოხტა.-გამაგებინეთ,იურიდიული როგორ დაასრულეთ საერთოდ?! -ბიჭებს გადმოხედა აღტკინებულმა და რატის მიუბრუნდა-სოფოს სახლთან ახლოს სადმე მაღაზია არ არის?!
-მადლობთ,ვიყავით და ამოვიღეთ ჩანაწერები,არაფერი ისეთი არ არის ...-ჩაილაპარაკა დაჩიმ-აღმოაჩინე ახალი ამერიკა?!
-ისეთი არაფერი არ არის თუ ისეთი რაც იყო წაშალეს?!-თვალები დააწვრილა ლილუმ და დაჩის გადმოხედა,რომელიც ერთხანს ჩაფიქრებული უმზერდა ბუკას,თითქოს მზერა ერთმანეთში გაცვალეს და ამით უთხრეს ერთმანეთს სათქმელიო,ორივენი წამოხტნენ და ისეთი სისწრაფით გავარდნენ კარში დანარჩნებმა თვალი ვერ გააყოლეს.

-რა გითხრათ შვილო,აქამდეც იყო პოლიცია,რაღაცები ეძებეს ვერ იპოვეს და წავიდნენ ...
-პირველ დეკემბერს,ვინმეს ხომ არ ჰქონია შეხება კამერებთან?!
-ერთ მამაკაცს,კულტურის სამინისტროდან იყო ... თუ არ ვცდები,-თავი მოიქექა კაცმა-საფულე დაკარგა და არ მიმეცა უფლება შემოსვლის?-ბუკამ და დაჩიმ ამის გაგონებაზე ყურები ცქვიტეს.
პირველი დეკემბრის ჩანაწერებში კარგად ჩანდა როგორ შედიოდა ერეკლე აბურჯანია მაღაზიაში და ელაპარაკებოდა მაღაზიის მფლობელს.
წინა დღის ჩანაწერი კი წაშლილი იყო.
მენთეშაშვილმა სასწრაფოდ გამოიძახა ადგილზე ექსპერტთა ჯგუფი.
-გინდა გითხრა რა შეუშლის ამათ გამარჯვებას ხელს?-გაეცინა ბუკას და ადგილზე მოსულებს ეჭვის თვალით გადახედა.
-მეოთხე ხელისუფლება!-სიცილი აუვარდა დაჩის.
-ზუსტად!აი,მერე ნამდვილად მოუწევთ საქმის ყველა დეტალის ზედმიწევნით გამოძიება.

გურიელების ოჯახში ყველანი ისხდნენ და ფირს ვინ იცის მერამდენედ უყურებდნენ.
-ახლა თუ გინდათ ჩემს ფოტოგრაფიულ მეხსიერებას მადლობა გადაუხადეთ თუ გინდათ არ ვიცი ... ეს კაცი იყო ოთარის კაბინეტში.!-ხელები გულთან გადაიჯვარედინა გოგონამ და დაჩის გადახედა,რომელსაც გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
-ეგრეც ვიცოდი!-შესძახა ან ნოდომ ან გიორგიმ.
-მოიცა,როგორ ...-ჩაფიქრდა დაჩი-ფეხსაცმელები!
-დიახ,აი ...-კადრი მოაახლოვა ლილუმ-ეს იცი,რომ „არმანის“ ბოლო კოლექციიდან არი?!
-საიდან უნდა იცოდეს,ლილოში დარბის კედების საყიდლად!-ფხუკუნი აუვარდა შალიკაშვილს.
-შენ მეორადებში!.-სასაცილოდ დაბრიცა სახე გაბრაზებულმა დაჩიმ.
-მეორადებს ცოტა ფრთხილად მოვეპყრათ!-წარბები აწკოპეს გოგონებმა.
-ახლა მაგის დროა?-შეიცხადა კახიმ.-გამოვიჭირეთ!
-გასაგებია,ბონდარენკოს და აბურჯანიას პირადი კონფლიქტი ჰქონდათ თქვენთან,მაგრამ სოფო?!
-მე რომ ... ჩემი ბრალია!-თქვა გადაჭრით რეზიმ.-ყოველ ჯერზე ... წვეთ-წვეთად ვუშვებდი მის გულში შენდამი ზიზღს ...-რატის გაუსწორა მზერა,წამის მეასდეში დაიძაბა კახი.-ცალმხრივად შეყვარებული ადამიანი რაზეა წამსვლელი ეს ჩემზე უკეთ არავინ იცის ... ფაქტია,რაც არ უნდა ჰქონოდათ ჩაფიქრებული ... ეს არ იყო შენი ციხეში ჩასმა.
-თავისთავად,სოფო გამიზნულად თავს არ მოიკლავდა ამისთვის,სად არი ლოგიკა!
-სავარაუდოდ ჩვენი განქორწინება იყო მათი მიზანი ...-ჩაფიქრებულმა ელენამ ჯერ რატის გადახედა შემდეგ კი დანარჩენებს მოავლო მზერა.
-მიზანს ვერ მიაღწიეს ... სოფომ დაინახა მამა-შვილი ერთად და მისი ასეთი განერვიულებაც ამაზე მეტყველებს.-აღნიშნა დაჩიმ.
-თითქოს ბოლო წუთს მოეგო გონს და უარი თქვა შურისძიებაზე ...
-მაინც არ მესმის ერთს მეორე თუ არ უყვარს,მეორე რატომაა ამაში დამნაშავე?!
-ეგ იმ ერთს აუხსენი,ვისაც მისი სიცოცხლე იმ მეორესთვის უღირს,მხოლოდ!-რეზის სიტყვებზე თითქოს ყველა გახევდა.-ამ დროს შენ შენს თავს არ ეკუთვნი ... ღმერთო,როგორ მესმის მისი ... როგორ ვერაფრით ვუშველე,პირიქით ... ხელი ვუბიძგე ...
-იმას რაც არ ეშველება,გლოვა ყველაზე უფრო არ უხდება,შვილო!-პირველად თქვა რაღაც ასე ხმამაღლა,ასე გამოთქმით თავად ირაკლი გასვიანმა.
-შეიძლება,მართალი ხართ ...
-ახლა რა იქნება?!
-ამ ყველაფრის გათვალისწინებით ... დანარჩენს სამართალი მიხედავს!-ხმადაბლა თქვა დაჩიმ და ლილუს ხელი გადახვია-მართლა არ გინდა ჩემთან წამოსვლა?!
-სად სტრუქტურაში?!
-არა,სახლში ... ცოლად.
.
.
.

„მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ღვარი შლიდეს ...“-გასვიანის ხავერდოვანი ხმა მოზაიკით გაწყობილი მაგიდის მეორე მხარეს,მჯდარ ლენა ... ისე კი ელენა მენთეშაშვილს სასიცოცხლო სიმფონიასავით ჩაესმოდა.
„იფარავდეს შინდი
შეციებულ ჩიტებს
შენ კი ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს ...“- ეზოში ატმის სურნელით გაჟღენთილ ჰაერს სიყვარული დასდებოდა ფონად.
„გიკითხავდე ლექსებს
არა ვგავდეთ დიდებს,
გიკოცნიდე ლამაზ საფერებელ თითებს...“-წითელ კაბის შიგნით,გამობერილ მუცელზე თლილ თითებს დაატარებდა გასვიანის „ერთი“.
„მთელი ღამე მშვიდი,
თბილი წვიმით წვიმდეს
და შენ ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს ...“
-ისევ ვერ ისვენებს?!-ქალის ფეხებთან ჩაიმუხლა ჭაღარაშეპარული გასვიანი.
-უყვარს შენი ხმა ...
სუსტი თითები სახეზე შემოაჭდო ქმარს,გაღიმებული მთვრალი ბაგეებისკენ გაუყვა გზას უეცრად ხმაური რომ ატყდა ჭიშკართან.
-ჰაა,არ გველოდით?!-ისმოდა გურიელის ხმა და მის უკან მდგარი ხალხის ჟივილ-ხივილი.



ამ ისტორიაში ნახსენებ სოფელში,სუფსაში თავად მე არასდროს ვყოფილვარ.
შესაბამისად ჩემი წარმოსახვა შესაძლოა ცდებოდეს რეალობას გარემოსთან დაკავშირებით.
დიდი ხანია ამ განცდით ისტორია არ დამიწერია.
ძალიან ვეცადე დეტექტივის ის მცირე დოზაც თქვენამდე სწორად მომეტანა,ველი თქვენს შეფასებებს <3
მომენატრეთ!



№1 სტუმარი სოთამა

სუფსის ნაპირებიო..ეს ის სუფსაა? წალკოტი გურიაში? როგორ ველოდებოდი, სანამ რედაქტირებას დაასრულებდი...და რა კარგ დროს დაიდოო, გემრიელად წავიკითხავ

 


№2  offline წევრი თ. ა.

პირველ რიგში მადლობა ლოდინი ამად ღირდა!
საბა დამავიწყა მეთქი ვერ გეტყვი, მაგრამ ისეთი ისტორია იყო წამით თვალს რომ ვერ მოაშორებ, აბზაცს რომ ჩაიკითხავ და კიდევ ერთხელ მიუბრუნდები წინადადებას , აზრი ისევ რომ სასიამოვნოდ მოედოს მთელს გოობებას.
ყველაზე ლამაზი და სასიამოვნო სამეგობრო იყო და ჯანსაღი იუმორი. არ ვიღებ არცერთ ეპიზოდს ყველა წინადადება და სიტყვა განსაკუთრებულად სათუთია. თუმცა ელენეს აღიარებაზე და რატის და მის დიალოგზე ერთ ორჯერ ყელში გამეჩხირა გორგალი. ისეთი ისტორია იყო მძიმე სიუჟეტს იუმორი, რომ ამსუბუქებდა.
ტასო სულ სხვა განზომილება იყო, ყველაზე ნათელი წერტილი, რაც დანებების საშუალებას არ აძლევდა მის მშობლებს.
დაჩი კი ყველაზე ხეპრე და ხე კაცია თუმცა მოარჯულებს ლილუ.
რეზის უუნარობა მეტკინა რაღაც მომენტში და შემებრალა კიდეც. აღიარებ ხომ საერთოდ.
ძალიან კარგი იყო ლიზა.

 


№3  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

თ. ა.
პირველ რიგში მადლობა ლოდინი ამად ღირდა!
საბა დამავიწყა მეთქი ვერ გეტყვი, მაგრამ ისეთი ისტორია იყო წამით თვალს რომ ვერ მოაშორებ, აბზაცს რომ ჩაიკითხავ და კიდევ ერთხელ მიუბრუნდები წინადადებას , აზრი ისევ რომ სასიამოვნოდ მოედოს მთელს გოობებას.
ყველაზე ლამაზი და სასიამოვნო სამეგობრო იყო და ჯანსაღი იუმორი. არ ვიღებ არცერთ ეპიზოდს ყველა წინადადება და სიტყვა განსაკუთრებულად სათუთია. თუმცა ელენეს აღიარებაზე და რატის და მის დიალოგზე ერთ ორჯერ ყელში გამეჩხირა გორგალი. ისეთი ისტორია იყო მძიმე სიუჟეტს იუმორი, რომ ამსუბუქებდა.
ტასო სულ სხვა განზომილება იყო, ყველაზე ნათელი წერტილი, რაც დანებების საშუალებას არ აძლევდა მის მშობლებს.
დაჩი კი ყველაზე ხეპრე და ხე კაცია თუმცა მოარჯულებს ლილუ.
რეზის უუნარობა მეტკინა რაღაც მომენტში და შემებრალა კიდეც. აღიარებ ხომ საერთოდ.
ძალიან კარგი იყო ლიზა.

ძალიან დიდი მადლობა ❤

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

რწმენის. მეგობრობის. სიყვარულის. სამართლიანობის. ერთგულების. სწორად ცხოვრების. შიშის. შეცდომების გამოსწორების. პატიების. გამხელილი საიდუმლოების. სოფლის სისავსის. წითელი კაბის. ცალმხრივი სიყვარულის. შურისძიების. ოჯახური პროტოტიპის და მეგობრული ნიმუშის კასკადი იყო ლიზ. ემოციებმა დამამუნჯა. ახლაც სუფსის პირას ვარ. მის ხმაურს მაინც გამოსტაცებ გასვიანის. გურიელისა და მათი საყვარწლი ადამიანების ხმებს
უდიდესი მადლობა ამ ბედმიერებისთვის. ძალიან მჭირდებოდა და მიშველააა

 


№5  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Qeti qimucadze
რწმენის. მეგობრობის. სიყვარულის. სამართლიანობის. ერთგულების. სწორად ცხოვრების. შიშის. შეცდომების გამოსწორების. პატიების. გამხელილი საიდუმლოების. სოფლის სისავსის. წითელი კაბის. ცალმხრივი სიყვარულის. შურისძიების. ოჯახური პროტოტიპის და მეგობრული ნიმუშის კასკადი იყო ლიზ. ემოციებმა დამამუნჯა. ახლაც სუფსის პირას ვარ. მის ხმაურს მაინც გამოსტაცებ გასვიანის. გურიელისა და მათი საყვარწლი ადამიანების ხმებს
უდიდესი მადლობა ამ ბედმიერებისთვის. ძალიან მჭირდებოდა და მიშველააა

ქეთი როგორ გამახარე ❤❤❤ მადლობა შენ!

 


№6 სტუმარი Ana-maria

სუნთქვა შეკრულმა წავიკითხე ბოლომდე და სრული შოკი მივიღე. მართალია დეტექტიური ჟანრიც იყო, უამრავი ემოციაც, უზომო სიყვარული, სევდაც და რაც მთავარია მეგობრობა და ამ ყველაფერს საოცარი იუმორი გასდევდა ფონად. ყოველთვის მოუთმენლად ველოდები თქვენს ახალ ისტორიებს (ძველებს კი გზადაგზა ვიმეორებ).მიყვარს თქვენი ისტორიები, ალბათ ამიტომაც არის მონატრება რომ შემომიტევს თავიდან ვკითხულობ. მადლობა კიდევ ერთი მონატრებისთვის

 


№7  offline წევრი Ele Ni

უმაგრესი ისტირააა, აღფრთოვანებული ვარ სიტყვები არ მყოფნის ემოციების გადმოსაცემად ❤❤❤❤

 


№8  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Ana-maria
სუნთქვა შეკრულმა წავიკითხე ბოლომდე და სრული შოკი მივიღე. მართალია დეტექტიური ჟანრიც იყო, უამრავი ემოციაც, უზომო სიყვარული, სევდაც და რაც მთავარია მეგობრობა და ამ ყველაფერს საოცარი იუმორი გასდევდა ფონად. ყოველთვის მოუთმენლად ველოდები თქვენს ახალ ისტორიებს (ძველებს კი გზადაგზა ვიმეორებ).მიყვარს თქვენი ისტორიები, ალბათ ამიტომაც არის მონატრება რომ შემომიტევს თავიდან ვკითხულობ. მადლობა კიდევ ერთი მონატრებისთვის
Ele Ni
უმაგრესი ისტირააა, აღფრთოვანებული ვარ სიტყვები არ მყოფნის ემოციების გადმოსაცემად ❤❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა თქვენ ❤

 


№9  offline წევრი დარინა

იცი დიდი ხანია ასე გემრიელად არაფერი აღარ წამიკითხავს, თან ამას პლიუს შემომათენდაა, მთელი ისტორიაა ისეთი ემოციებით ვკითხულობდიი აი გულს რომ მითბობდა და თან მასევდიანებდაა, ყველა ისეთი ტკბილები და კარგები იყვნენ ვერავინ გამოვარჩიეე რომელი უფრო შემეყვარებინაა, ვიფიქრე ვიფიქრეე და ვერცერთი ვერ გამოვარჩიე, ბოლოს კი რეზის ცალმხრივი სიყვარული მეტკინააა და მაგას ვუთანაგრძნეე, კი დაგპირდი ვინმეს გავლანძღავმეთქიი მაგრამ სულ ისეთი გმირები გყავს საბაბს არ მაძლევენ და ენაზე მომდგარ ცუდ სიტყვებს უკან ვაბრუნებ :დდდდდ ხო ჩემი ნიკოლოზის ხსენებაა გამიხარდაა❤️❤️ ალბათ რატის ეს რომ არ შემთხვეოდაა ელენა უკან არ მობრუნდებოდაა, გასაჭირი უფრო გვაახლოვებსო მართალია, მაგრამ მომენტში რაც არ უნდა გკტკიოდეს საკუთარ თავში არ უნდა ჩაიკეტო და ტკივილს შენი მართვის უფლება არ უნდა მისცეე, ტკივილისგან დაბრმავებილულმა ლამის დაკარგა ქმარი და შვილიი, მიხარია კიდევ ერთი საოცარი ამბავი რომ მოგვიყევიი მე ღამე გამათენებინეე და ემოციების ზღვაში მაცირეე, მინდა სულ წერდეე და ასეთ საოცარ ისტორიებს ქმნიდეე, მიხარია რომ ხარ ❤️❤️❤️❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი სტუმარი

არც ვიცი რა დავწერო?!სიტყვებიც კი არაა საჭირო მეგობრობა ერთმანეთის გატანა სიყვარული ყველაფერი ერთად .ერთი დიდი სიამოვნება იყო ამ ისტორიის წაკითხვა .ბრავო!!!!

 


№11 სტუმარი kati

ძალიან კარგი იყო,როგორც ყოველთვის.კიდევ ერთხელ ვკითხულობდი ძველ ისტორიებს,რომ ახალმა მომისწრო და დიდი მადლობა ამისთვის.ასეთი მეგობრობა მართლაც რომ ბედნიერებაა და განსაკუთრებით მიყვარს ლიზა და მისი ნიკის გამოჩენა,რადგან ვიცი,რაღაც საოცრება მელის.დანარჩენი პერსონაჟების ისტორიებსაც სიამოვნებით წავიკითხავდი.

 


№12  offline წევრი widowed ellie

ჩემო მშვენიერო,როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ.❤️მიყვარს დაჩი და მიყვარს ლილუ ))) სხვებზე აქ არ გეტყვი.❤️
მომავალ ისტორიამდე❤️

 


№13  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

დარინა
იცი დიდი ხანია ასე გემრიელად არაფერი აღარ წამიკითხავს, თან ამას პლიუს შემომათენდაა, მთელი ისტორიაა ისეთი ემოციებით ვკითხულობდიი აი გულს რომ მითბობდა და თან მასევდიანებდაა, ყველა ისეთი ტკბილები და კარგები იყვნენ ვერავინ გამოვარჩიეე რომელი უფრო შემეყვარებინაა, ვიფიქრე ვიფიქრეე და ვერცერთი ვერ გამოვარჩიე, ბოლოს კი რეზის ცალმხრივი სიყვარული მეტკინააა და მაგას ვუთანაგრძნეე, კი დაგპირდი ვინმეს გავლანძღავმეთქიი მაგრამ სულ ისეთი გმირები გყავს საბაბს არ მაძლევენ და ენაზე მომდგარ ცუდ სიტყვებს უკან ვაბრუნებ :დდდდდ ხო ჩემი ნიკოლოზის ხსენებაა გამიხარდაა❤️❤️ ალბათ რატის ეს რომ არ შემთხვეოდაა ელენა უკან არ მობრუნდებოდაა, გასაჭირი უფრო გვაახლოვებსო მართალია, მაგრამ მომენტში რაც არ უნდა გკტკიოდეს საკუთარ თავში არ უნდა ჩაიკეტო და ტკივილს შენი მართვის უფლება არ უნდა მისცეე, ტკივილისგან დაბრმავებილულმა ლამის დაკარგა ქმარი და შვილიი, მიხარია კიდევ ერთი საოცარი ამბავი რომ მოგვიყევიი მე ღამე გამათენებინეე და ემოციების ზღვაში მაცირეე, მინდა სულ წერდეე და ასეთ საოცარ ისტორიებს ქმნიდეე, მიხარია რომ ხარ ❤️❤️❤️❤️

არა,ეს შენ მადლობა რომ ხარ !❤
სტუმარი სტუმარი
არც ვიცი რა დავწერო?!სიტყვებიც კი არაა საჭირო მეგობრობა ერთმანეთის გატანა სიყვარული ყველაფერი ერთად .ერთი დიდი სიამოვნება იყო ამ ისტორიის წაკითხვა .ბრავო!!!!

მადლობა ❤❤❤
kati
ძალიან კარგი იყო,როგორც ყოველთვის.კიდევ ერთხელ ვკითხულობდი ძველ ისტორიებს,რომ ახალმა მომისწრო და დიდი მადლობა ამისთვის.ასეთი მეგობრობა მართლაც რომ ბედნიერებაა და განსაკუთრებით მიყვარს ლიზა და მისი ნიკის გამოჩენა,რადგან ვიცი,რაღაც საოცრება მელის.დანარჩენი პერსონაჟების ისტორიებსაც სიამოვნებით წავიკითხავდი.

მიხარია რომ მოგეწონათ❤
widowed ellie
ჩემო მშვენიერო,როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ.❤️მიყვარს დაჩი და მიყვარს ლილუ ))) სხვებზე აქ არ გეტყვი.❤️
მომავალ ისტორიამდე❤️

მალე შევხვდებით :დ❤

 


№14  offline ადმინი ano23

დავიწყოთ იმით, რომ საიტზე უკვე დიდი ხანია მხოლოდ შენი ისტორიების გამო შემოვდივარ.
კიდევ ერთხელ გადამათენებინე მთელი ღამე ????❤️
ახალი ამბავი არაა შენთვის, რომ კარგად წერ და ძალიან მოგვწონს შენი ისტორიები, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ისიც, რომ შენს პერსონაჟებზე, მათ საოცარ პეიოვნებებზე, ყველა ისტორიაში ადამიანების ურთიერთობებზე და ზოგადად შენი ისტორიების ადამიანურობაზე ვგიჟდები.
იმდენად კარგია, იმდენად სუფთაა და ემოციური ყველა მათგანი, ბევრჯერ მითქვამს, ძალიან მინდა პირადად ვიცნობდე ამ ისტორიების ავტორს, ამ ყველაფრის დამწერი , თვითონ როგორი ადამიანიათქო ❤️❤️????????
მოუთმენლად ველოდები ახალს????

 


№15  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ano23
დავიწყოთ იმით, რომ საიტზე უკვე დიდი ხანია მხოლოდ შენი ისტორიების გამო შემოვდივარ.
კიდევ ერთხელ გადამათენებინე მთელი ღამე ????❤️
ახალი ამბავი არაა შენთვის, რომ კარგად წერ და ძალიან მოგვწონს შენი ისტორიები, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ისიც, რომ შენს პერსონაჟებზე, მათ საოცარ პეიოვნებებზე, ყველა ისტორიაში ადამიანების ურთიერთობებზე და ზოგადად შენი ისტორიების ადამიანურობაზე ვგიჟდები.
იმდენად კარგია, იმდენად სუფთაა და ემოციური ყველა მათგანი, ბევრჯერ მითქვამს, ძალიან მინდა პირადად ვიცნობდე ამ ისტორიების ავტორს, ამ ყველაფრის დამწერი , თვითონ როგორი ადამიანიათქო ❤️❤️????????
მოუთმენლად ველოდები ახალს????

აი ისტორიებიდან უნდა გამიცნოთ წესით :დ ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის ❤

 


№16  offline წევრი ნანა73

როგორ მინდა ჩამოვჯდე და წაგიკითხო რომ იცოდე....
ვერაფრით ვერ ვიცლი პატარა ალქაჯი მყავს სახლში, მაგრამ გპირდები ძალიან მალე ვასიამოვნებ საკუთარ თავს. heart_eyes

❤️❤️❤️

 


№17  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ნანა73
როგორ მინდა ჩამოვჯდე და წაგიკითხო რომ იცოდე....
ვერაფრით ვერ ვიცლი პატარა ალქაჯი მყავს სახლში, მაგრამ გპირდები ძალიან მალე ვასიამოვნებ საკუთარ თავს. heart_eyes

❤️❤️❤️

გელოდებით ❤

 


№18  offline წევრი katerinaeka

თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მიყვარს თქვენი ,,ისტორიების" კითხვა. heart_eyes

 


№19  offline წევრი ირო

შენი ნიკის გამოჩენა გულს ახარებს,ვიცი რომ საოცარ ამბავს შემოგვთავაზებ,ისეთს ყველა საქმეს გვერდით რომ გადაგადებინებს და სანამ არ დაამთავრებ თვალს ვერ მოწყვეტ,ვიტყოდი რომ ეს ისტორია ღირსების და ადამიანობის საკეთესო ნაზავია,დაცემულის წამოყენების და ტკივილთან გამკლავების საუკეთესო მაგალითი.

 


№20  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

katerinaeka
თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მიყვარს თქვენი ,,ისტორიების" კითხვა. heart_eyes

❤❤❤
ირო
შენი ნიკის გამოჩენა გულს ახარებს,ვიცი რომ საოცარ ამბავს შემოგვთავაზებ,ისეთს ყველა საქმეს გვერდით რომ გადაგადებინებს და სანამ არ დაამთავრებ თვალს ვერ მოწყვეტ,ვიტყოდი რომ ეს ისტორია ღირსების და ადამიანობის საკეთესო ნაზავია,დაცემულის წამოყენების და ტკივილთან გამკლავების საუკეთესო მაგალითი.

მადლობა ❤❤❤

 


№21 სტუმარი ტაისა

ლიზაააა, ეს რა იყო??!!! გასაოცარი როგორც ყოველთვის <3333333333

 


№22  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ტაისა
ლიზაააა, ეს რა იყო??!!! გასაოცარი როგორც ყოველთვის <3333333333

❤❤❤❤

 


№23 სტუმარი სტუმარი დიანა

ამის შემდეგ როცა სუფსას გავივლი მდინარეში მათი ქორწილის მომენტებს წარმოვიდგენ.....აი ზუსტად ეგრე არის ხიდთან წყალი კოჭებამდე...
მიყვარს შენი ისტორიები????????
შენი აღწერილი სიყვარული მიყვარს შენს ისტორიებში????????????

 


№24  offline წევრი duchi_duchi

კიდევ ერთი ისტორია მიემატა ჩემი საყვარელი ისტორიების სიას.❤️

 


№25 სტუმარი სტუმარი მარიამი

როგორ, ძალიან მომენატრე. ლიზა, თქვენი გასაოცარი ისტორიებით❤️❤️ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და მაინც არ მეყო. რატი და ლენ, დაჩი და ლილუ გმირები ისტორიის რომელიც დიდხანს გამყვება. მადლობა ❤️❤️ და მაინც როგორც კი კითხვა დავასრულე ამ წუთიდან ისევ დაველოდები თქვენ დაბრუნებას.

 


№26 სტუმარი სტუმარი თეო

სასწაული იყო ისეთი რომ ვერ მოსწყდები, წერა არასდროს შეწყვიტო შენ გამორჩეული ხარ რომელიც მუდამ უნდა გვახარებდეს❤❤❤

 


№27 სტუმარი სტუმარი მაკა

ვისიამოვნე ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და ველი ახალს❤❤❤

 


№28  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი დიანა
ამის შემდეგ როცა სუფსას გავივლი მდინარეში მათი ქორწილის მომენტებს წარმოვიდგენ.....აი ზუსტად ეგრე არის ხიდთან წყალი კოჭებამდე...
მიყვარს შენი ისტორიები????????
შენი აღწერილი სიყვარული მიყვარს შენს ისტორიებში????????????

duchi_duchi
კიდევ ერთი ისტორია მიემატა ჩემი საყვარელი ისტორიების სიას.❤️

სტუმარი მარიამი
როგორ, ძალიან მომენატრე. ლიზა, თქვენი გასაოცარი ისტორიებით❤️❤️ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და მაინც არ მეყო. რატი და ლენ, დაჩი და ლილუ გმირები ისტორიის რომელიც დიდხანს გამყვება. მადლობა ❤️❤️ და მაინც როგორც კი კითხვა დავასრულე ამ წუთიდან ისევ დაველოდები თქვენ დაბრუნებას.

სტუმარი თეო
სასწაული იყო ისეთი რომ ვერ მოსწყდები, წერა არასდროს შეწყვიტო შენ გამორჩეული ხარ რომელიც მუდამ უნდა გვახარებდეს❤❤❤

სტუმარი მაკა
ვისიამოვნე ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და ველი ახალს❤❤❤

თქვენ ხართ ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია❤❤ მადლობა ყველას ❤❤❤

 


№29 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ მიყვარს შენი ისტორიები ლიზ.უკომენტაროდ უნდა დავწერო და თან რომ არვიცი რა ვთქვა სიტყვებს ვერ ვუყრი თავს.მიყვარს მე ეს ისტორია უკვე თავისი გასვიანით და ლენათი.

 


№30  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი თამო
როგორ მიყვარს შენი ისტორიები ლიზ.უკომენტაროდ უნდა დავწერო და თან რომ არვიცი რა ვთქვა სიტყვებს ვერ ვუყრი თავს.მიყვარს მე ეს ისტორია უკვე თავისი გასვიანით და ლენათი.

❤❤❤მიხარია ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent