წვიმის საჩუქარი 7 თავი
7 თავი ოთახში შევიკეტე, არავის ნახვა და მითუმეტეს მოსმენა არ მინდოდა. მტკივნეულია, როდესაც იგებ რომ მამაშენს არ ადარდებ. არა, აქამდეც ვიცოდი, მაგრამ მაშინ დაჯერება არ მინდოდა, ვამბობდი ალბათ მიზეზი ჰქონდა და იმიტომ წავიდა თქო. დედა სულ მეუბნებოდა მამაშენს უყვარხარო. მეც სულელი, ვიჯერებდი. ტირილ-ტირილში ჩამეძინა, სიზმრებისკენ გზა გავიკვალე, რომ გითხრათ სასიამოვნო სიზმარი მესიზმრა თქო მოგატყუებთ. კლდეზე ვიყავი ჩამოკიდებული, მამა წინ იდგა, ვეხვეწებოდი გადამარჩინე მეთქი, მაგრამ გატრიალდა და წავიდა. გადავწყვიტე, ვატოსთვის მეკითხა, გიამ იცოდა თუ არა ჩემი აქ ყოფნის შესახებ. სამზარეულოში ვიყავით, ლაპარაკი რომ დავიწყე. _ვატო, გიამ იცის აქ რომ ვარ? აი აქ გაიფაქტა, სხეული დაეჭიმა და თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო. _კი იცის _მართლა? რატომ არ მოდის ჩემს სანახავად? _ეშინია, ეშინია რომ არ მიიღებ. _ხო არა?- ბეჭებში გავსწორდი, ჯერ ვატოს გადავხედე, მერე ნიკას-კარგი, კითხვას ასე დავსვამ. რატომ მიცავ? არ გირჩევნია შენი ოჯახი წყნარად იყოს და მე მოვკვდე? თვალები გაუფართოვდათ. ამ შეკითხვას აშკარად არ ელოდნენ. როგორც ხდება ხოლმე, ახლაც ისე მოხდა და ყველაზე უდროო დროს გასიმა ზარის ხმა. _ნოე იქნება, კარს გავაღებ. კარები გააღო თუ არა ყველაფერი დამავიწყდა, ორი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი დავინახე. ვერ გავიაზრე ისე აღმოვჩნდი ზუზუს და გიოს მკლავებში მომწყვდეული. _თებე, პატარავ, კარგად ხარ? _კი გიო, კარგად ვარ! ანამარია რა გატირებს? _იდიოტო, იცი მაინც როგორ შეგვეშინდა? სლუკუნით თქვა და სახეზე ხელები აიფარა. ახლა სიამოვნებას რომ ვგრძნობ ცუდია ხო? რა ვქნა თუ მიხარია რომ ინერვიულეს? როგორც იქნა განვმარტოვდით მე ზუზუ და გიო. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, ვერ იჯერებდნენ, რომ დუდუ ამ საქმეში იყო გარეული. _რა იცი რომ ესენი არ გატყუებენ? _არამგონია მატყუებდნენ, რაში უნდა აწყობდეთ ჩემი დაცვა? _არ ვიცი, იქნებ რაიმე სჭირდებათ და გიყენებენ? _გიო! ვიცი, გული დაგწყდა დუდუს გამო, მაგრამ ზოგჯერ ის ადამიანები გვიცრუებენ იმედებს ვისაც ყველაზე მეტად ვენდობით. _არადა მეგონა შენი გულის სწორი იპოვე. _ზუზუ, ზოგჯერ მაინც თუ შეეშვები მაგაზე ხუმრობას, მადლობას გეტყვი! _ოო, კაი ხო! მთავარი ისაა, რომ ახლა დაცული ხარ. რა ძმა გყოლი ან რა ძმის ძმაკაცებიი, დავდნი გეფიცები. _ოო კაი ახლა, თეკლას რა უყავით? აუხსენი გიო სიყვარული? _ბებიამითან დავტოვეთ, ავუხსენი! ქალბატონმა დრო მჭირდებაო. _კაი ღადაობ? რაღა დრო სჭირდება ან რისთვის სჭირდება საერთოდ დრო? _არ ვიცი რა! სანამ მე და გიორგი ვსაუბრობდით, ანამარია ტელეფონში იყო ჩამძვრალი და ვიღაცას ემესიჯებოდა. _ანამარია, ვის ემესიჯები-ახლა თუ ვთხლიშე ამას- ეე, ზუზუ! _რა? ჰა? _რა რა. ვის ემესიჯები? _აა, ისა ერეკლეს. _ეგ ვინაა? _გიომ სტატუსი რო დამაწერინა, ერეკლე გაბრიჩიძე მონიშნა, ხოდა ეგ ბიჭია! _რაა? ღადაობ? რაო? _რადა თავიდან გაბრაზდა, არ გიცნობ და რეებს მიჩალიჩებო, ხოდა მოვუყევი ყველაფერი, მერე მწერდა. აუუ, მგონი მომწონს. _მოგწონს კი არა, ჯობია უნივერსიტეტზე იფიქრო. _ოოო, დამანებე რა თავი გიორგი. სამივემ ერთად დავიძინეთ. ისევ გაწვიმდა, ისეთი ლამაზია აქაურობა. პატარა ეზოც აქვთ სადაც ლამპიონები და სკამები დგას. ფანჯრიდან გავიხედე, ახლა გარეთ რომ არ გავიდე მოვკვდები. ფრთხილად ავდექი, პირველზე ჩავედი და ეზოს კარიც გამოვაღე. მეჩვენება თუ იქ ვიღაც ზის? არა, აშკარად ზის ვიღაც, მაგრამ წვიმაში გამოსახულების გარჩევა ძნელია. ბიჭის გვერდით ჩამოვჯექი, ახლა ნათლად შემიძლია გავარჩიო მისი სახე. ნიკაა. თვალები დახუჭული აქვს, თავი კი საზურგეზე უდევს. მკრთალად გამიღიმა და საუბარი დაიწყო. _თებროლე, გიყვარს წვიმა? ჩემი სახელი ისე სასიამოვნოდ თქვა დავდნი. _კი, მიყვარს! შენ? _მეც, ასე მგონია ყველანაირი ტვირთი მეხსნება. პატარა რომ ვიყავი გაზრდა იცი რატომ მინდოდა? _რატომ? _როდესაც წვიმა იყო პატარობისას დედა გარეთ არ მიშვებდა, სულ მინდოდა წვიმაში გარეთ სიარული. გაზრდა კი იმიტომ მინდოდა, რომ წვიმაში რამდენი ხანიც მინდა იმდენი ხანი გამეტარებინა. წვიმა უნდა შეიგრძნო, ახლა შეიძლება გიჟად ჩამთვალო. გამეცინა, თითქმის ერთნაირი შეხედულება გვაქვს წვიმაზე. _არა, გიჟი არ მგონიხარ. მეც ძალიან მიყვარს წვიმა და წვიმაზე სულ ცეკვა მახსენდება. _ცეკვა? რატომ? მიყურებს, თავისი ლამაზი თვალებით მიყურებს. თებე! ხო არ გაგიჟდი? არ აკოცო თორემ მოგხვდება. როგორ შეიძლება ადამიანთან ასეთი მიზიდულობა იგრძნო? მინდა რომ თმებზე მოვეფერო, ისე საყვარლად აქვს შუბლზე ლაკონებად თმა დაყრილი, შეხება მოგინდება. თავს მოვიკლავ, ჯანდაბა რა საყვარელი ტუჩები აქვს. _არ ფიქრობ რომ წვიმას ცეკვა უხდება? _არ ვიცი, არასდროს არ მიცდია. _გაციების არ გეშინია? დაწვრილებული თვალებით შემომხედა. _დედაჩემის როლს ირგებ? _დარწმუნებული ვარ, დედაშენი გეტყოდა მაიკა ჩაიცვიო, მაგრამ მე მაგას არ გეტყვი, ისეთი პრესი გაქვს მაგის დამალვა დანაშაული იქნება. თან წვიმის წვეთებიც უხდება. _ჰმმ... ვფიქრობ, რომ მოგწონვარ. _ღამემშვიდობისა ნიკა! ავდექი და წამოვედი, მგონი ზედმეტები მომივიდა. რაიყო თებროლე? ბიჭის უნახავივით როდის იქცეოდი, ახლა რომ ეცი ნიკოლოზს. ჯერ დუდუ მოგწონდა, ახლა ნიკოლოზი. მგონი რაღაც მჭირს. ისევ და ისევ თავისით გაიკვალა გონებამ გზა სიზმრებისკენ. დილით ავდექი, აი საოცრება! ეს რა ჯანდაბაა? ეს გოგო მაგნიტებივით იზიდავს ბიჭებს, ააამ... თუუ ბიჭი იზიდავს გოგოებს მაგნიტებივით? ვერ ვიტყვი ნოეს ჰყავს აკრული კედელზე ანამარია-თქო, რადგან აშკარად ანამარია უდგას წინ. _მისმინე ნოე, შეკრიბე ხალხი და ჩასხედით კიდობანში. მე ნუ გამაბრაზებ, თორემ წარღვნა მონაგონი იქნება ისეთ რაიმეს გაგიკეთებ. _ეგ წარღვნა მე ძალიან ადვილად გადავლახე. ახალი რაღაცეები მიყვარს, ვცადოთ თუ გინდა. ოჰოოო, მომესმა ხოო? მე მივიღე გარყვნილურად თუ ამან ეგრე იგულისხმა, თან თვალიც რომ ჩაუპაჭუნა. ანამარია, ქალმ დაუნ ბეიბი. ძალიან არ მინდოდა ამათი იდილიის დარღვევა, მაგრამ სადამდე გავძლებდი კლდესავით? _ჰმჰმ, უკაცრავად. ქვემოთ ჩავალ თუ შეიძლება. უცებ მოშორდნენ ერთმანეთს, კიბეებზე დავეშვი და სამზარეულოშიც შევედი. _დილამშვიდობის. _პრივეტები დაიკო. აი, ზუსტად ახლა მჭირდებოდი. მოდი, ლიზას აჭამე რა. მე, ნიკა, გიორგი და ნოე უნდა გავიდეთ. _გიორგი? გიო სად მოდის? _თე პატარავ, საქმეები გვაქვს. _კარგი. საღამოს ბიჭები კარგი ამბით დაგვადგნენ, თურმე გამოძიებამ სიმართლე დაადგინდა და დამნაშავე დააკავა. მგონი ცოტათი მეწყინა კიდეც, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ სახლში უნდა დავბრუნდეთ. აღსაღნიშნად გადავწყვიტეთ კლუბში წავსულიყავით. ლამაზად გამოვეწყვეთ, კლუბში მივედით, ნიცამ ბავშვები მეგობარს დაუტოვა. _რაღაცაზე დავფიქრდი, მინდა გითხრათ. საუბარი ვატომ წამოიწყო. _აბა გისმენთ _ნოე, შენ არ გეხება, უფრო თებეს ეხება. _მეე? რაიმე მოხდა? _არა, პირიქით მინდა რომ ჩვენთან გადმოხვიდე. მინდა ჩემი და უკეთ გავიცნო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.